Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 724

ასისტი – ASIST – АСИСТ

საერთაშორისო დასახელება:

ACETYLCYSTEINE

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: აცეტილცისტეინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური საშუალება.

გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

აცეტილცისტეინი .........   200 მგ

გრანულები 100 მლ პედიატრიული სიროფის მოსამზადებლად: ფლაკონში 40 მგ

5 მლ

აცეტილცისტეინი .........  200 მგ

საინექციო ხსნარი:........ ი/მ და ი/ვ გამოყენებისათვის ამპულაში 3 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 ამპ.

აცეტილცისტეინი ........   300 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ორნატრიუმიანი ეთილენდიამინტეტრააცეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აცეტილცისტეინის მოლეკულაში არსებული სულფჰიდრილური ჯგუფი იწვევს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური ბმების გახლეჩას, რაც ხელს უწყობს წებოვანი ნახველის გათხიერებას. პრეპარატი აქტიურია ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაშიც.

600 მგ აცეტილცისტეინის ინტრავენური შეყვანის შემდეგ პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია არის 300 ნმოლ/ლ, გადანაწილების მოცულობა აღწევს 0.34 ლ/კგ-ს და ტერმინალური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 6 საათს. პროტეინებთან კავშირი არის დაახლოებით 50%. ის კარგად ნაწილდება ღვიძლში, განსაკუთრებით თირკმელში, ბრონქების შიგთავსში და ფილტვის ქსოვილში.

ჩვენებები:

სასუნთქი სისტემის დაავადებები და მდგომარეობები მიმდინარე ბლანტი და ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველის წარმოქმნით:

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი;
  • პნევმონია;
  • ბრონქოექტაზია;
  • ბრონქიოლიტი;
  • მუკოვისციდოზი;
  • ლარინგიტი;
  • მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
  • ოტიტი;
  • ბლანტი ნახველის მოშორება პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობის დროს.

სისტემური გამოყენება

ასისტი 300 მგ/3მლ (10%) ხსნარის ამპულების ადგილობრივი გამოყენება ნაჩვენებია:

  • აცეტამინოფენით გამოწვეული ჰეპატოტოქსიურობის პრევენცია;
  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, ქრონიკული ასთმური ბრონქიტები, ემფიზემა, ბრონქოპნევმონია, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, ბრონქოექტაზია, ფილტვის ატელექტაზი, ფილტვის ტუბერკულოზთან დაკავშირებული ბრონქული კატარი, სეკრეტის გამოყოფის გაძნელება, რომელიც დაკავშირებულია ტურბერკულოზური კავერნის არასაკმარის დრენაჟთან;
  • ქირურგიულ პროცესებთან დაკავშირებული ბრონქო-პულმონალური დარღვევების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ტრაქეოსტომიასთან დაკავშირებული და ობსტრუქციული გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • მომზადება ზოგიერთი პროცედურისთვის, როგორიცაა ბრონქოსკოპია, ბრონქოგრაფია, ბრონქოასპირაცია.

ბავშვები: ცისტური ფიბროზები და ნეონატალური ასფიქსიის ზოგიერთი ფორმა.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილები და ბავშვები 7 წლის ასაკის ზევით: 600 მგ/დღეში (3 კაფსულა ან 15 მლ სიროფი) გაყოფილი 3 მიღებაზე ან ერთჯერადად.

ბავშვები 2-დან 7 წლამდე: 400 მგ/დღეში (2 კაფსულა ან 10 მლ სიროფი) გაყოფილი 2 მიღებაზე.

ბავშვები 2 წლამდე: 200 მგ/დღეში (1 კაფსულა ან 5 მლ სიროფი) ინიშნება 2 მიღებაზე.

ახალშობილებში ინიშნება 10 მგ/კგ წონაზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

პარაცეტამოლით მოწამვლა: დარტყმითი დოზა 140 მგ/კგ-ზე, 70 მგ/კგ-ზე ყოველ 4 საათში, სულ 17 დოზა.

პარენტერალური მიღება

მოზრდილები: ასისტი 300 მგ/3მლ (10%) ხსნარის 1 ამპულა დღეში ერთხელ ან 2-ჯერ შეჰყავთ ღრმად კუნთში ან ინტრავენურად. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს კლინიკურ მდგომარეობას.

ბავშვები: ასისტი 300 მგ/3 მლ (10%) ხნსარი 15-30 მგ/კგ-დღეში, ყოველ 12 საათში შეყავთ ღრმად კუნთში. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეესაბამებოდეს კლინიკურ მდგომარეობას. გამოყენებამდე უნდა გაიხსნას 0.9% NaCL ან 5% დექსტროზის ხსნარში და მომატებული მგრძნობელობის რეაქციის თავიდან აცილების მიზნით შეყვანა უნდა მოხდეს ნელა.

ინჰალაციური მიღება

ასისტი 300 მგ/3მლ (10%) ხსნარის ამპლუის შეყვანა ხდება ნებულაიზერის, ულტრახმოვანი ნებულაიზერის და შენაცვლებითი აპარატის საშუალებით.

მოზრდილები: ერთი ამპულა დღეში ერთხელ ან 2-ჯერ აეროზოლის საშუალებით 5-10 დღის განმავლობაში.

ბავშვები: 150 მგ დღეში 2-ჯერ.

ინტრატრაქეალური ინსტილაცია

ასისტის 300 მგ/3 მლ (10%) ხსნარის ამპულები შეიძლება გამოყენებულ იქნას ტრაქეოსტომიანი ავადმყოფების ყოველდღიური მკურნალობისთვის. მისი შეყვანა ხდება 1-2 მლ-ის ოდენობით ყოველ 1-4 საათში ტრაქეოსტომაში.

გულმკერდის ქირურგიული ან პოსტ-ტრავმული მდგომარეობის პულმონალური გართულებების მკურნალობისას ასისტი 300 მგ/3 მლ (10%) ხსნარის 2-4 მლ შეჰყავთ 2-4 საათში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად - გულისრევა, ღებინება, კუჭის სისავსის  შეგრძნება, სისხლდენა ცხვირიდან, ურტიკარია, გულძმარვა, დისპეფსია.

სისტემური გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს ურტიკარია და ბრონქოსპაზმი.

უკუჩვენებები:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწავების ფაზაში. სისხლდენა ფილტვებიდან, ორსულობა, მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის კატეგორია B. რამდენადაც არ არის საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, გადადის თუ არა აცეტილცისტეინი ლაქტატში ან პლაცენტაში, მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ბრონქული ასთმით, ღვიძლის, თირკმელების, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების. აცეტილცისტეინის გამოყენებისას პაციენტებში ბრონქული ასთმით აუცილებელია ნახველის დრენაჟი. პრეპარატი ახალშობილებში ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით დოზით 10 მგ/კგ-ზე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

აცეტილცისტეინთან მუშაობის დროს საჭიროა შუშის ჭურჭლის გამოყენება, დაუშვებელია კონტაქტი ლითონთან, რეზინთან, ჟანგბადთან, ადვილად დამჟანგველ ნივთიერებებთან;

პრეპარატები, როგორიცაა პენიცილინი, ტეტრაციკლინი და ცეფალოსპორინები ინიშნება აცეტილცისტეინის მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.

ჭარბი დოზირება:

ანტიდოტური მკურნალობა უნდა დაიწყოს რაც შეიძლება სწრაფად საწყისი დოზით 150 მგ/კგ. საწყისი დოზის შემდეგ შეჰყავთ შემანარჩუნებელი დოზა 50 მგ/კგ 72 საათის განმავლობაში. გამოყენებამდე უნდა გაიხსნას 0.9% NaCL ან 5% დექსტროზის ხსნარში და შეყვანილი უნდა იქნას ნელა.

საწყისი დოზა: 150 მგ/კგ წონაზე (დაახლოებით 35 ამპულა 70 კგ წონის ადამიანისთვის) გახსნილი 200 მლ 5% დექსტროზის ხსნარში ან 0.9% NaCL-ში მოზრდილთათვის და 50 მლ გახსნილი 5% დექსტროზის ხსნარში ან 0.9% NaCL-ში ბავშვებისთვის, რომლის შეყვანა ხდება 60 წუთის განმავლობაში.

შემანარჩუნებელი დოზა: საწყისი დოზა, რომელსაც მოყვება ინტრავენური შემანარჩუნებელი დოზა 50 მგ/კგ. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ აცეტამინოფენის კონცენტრაცია სისხლში შემცირდება ან ღვიძლის ფუნქციის ტესტები დაუბრუნდება ნორმას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ასისტის სისტემური გამოყენებისას არ შეიძლება მისი დამატება ან შერევა იმ ხსნარებთან, რომლებიც შეიცავენ ანტიბაქტერიულ ნივთიერებებს.

ასისტის ნებულაიზერში გამოყენებისას უნდა იქნას შემდეგი ნივთიერებისგან დამზადებული ჭურჭელი: შუშა, პლასტიკური მასალა, უჟანგავი ფოლადი.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე. პარენტერალური გამოყენებისას სითხის შეყვანა უნდა მოხდეს ამპულის გახსნიდან დაუყოვნებლივ. ნაწილობრივ გამოყენებული ამპულა უნდა გაიყინოს 24 საათის განმავლობაში. თუმცა გაყინული ამპულის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

 

 

 

ასირანი – ASIRAN – АСИРАН

საერთაშორისო დასახელება:

RANITIDINE

მწარმოებელი: PLETHICO PHARMACEUTICALS, ინდოეთი

მოქმედი ნივთიერება: რანიტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

რანიტიდინი ..........  150 მგ

 

ვრცლად ზანტაკი

ასილონი – ASILON – АСИЛОН

საერთაშორისო დასახელება:

ALUMINUM HYDROXIDE; ACTIVETED DIMETICONE

მწარმოებელი: Thornton & Ross LTD, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: დიმეთიკონი+ალუმინის ჰიდროქსიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული შემადგენლობის ანტაციდური პრეპარატი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 24 და 96 ც.

1 ტაბ.

აქტივირებული დიმეთიკონი .................      270 მგ

მშრალი ალუმინის ჰიდროქსიდი ...........      500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, სორბიტოლი, სატაბლეტო ფრანგული ცარცი, მენთოლი, პიტნის ზეთი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ასილონს ახასიათებს ანტაციდური და მეტეორიზმის საწინააღმდეგო თვისებები, რომლებიც ხანგრძლივად ნარჩუნდება ორგანიზმში. ალუმინის ჰიდროქსიდი არის ანტაციდი. აქტივირებული დიმეთიკონი მოქმედებს აირის წარმოქმნაზე, რითაც გამოიხატება მისი აირსაწინააღმდეგო ეფექტი.

ჩვენებები:

ასილონი წარმოადგენს ანტაციდურ და მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი ხსნის გულძმარვასთან, საყლაპავის თიაქართან, მუცლის შებერილობასთან და საყლაპავის ანთებასთან დაკავშირებულ, აირების დაგროვებას და დისპეფსიით გამოწვეულ დისკომფორტს.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილები, ხანდაზმულების ჩათვლით: ერთი ან ორი ტაბლეტი დაღეჭეთ ან გაწუწნეთ საკვების მიღებამდე ან ძილის წინ. გულძმარვის შემთხვევაში რეკომენდებულია ტაბლეტების გაწუწვნა.

ბავშვები:რ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

პრეპარატის გადაჭარბებული დოზის მიღებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად შეიძლება განვითარდეს ყაბზობა. სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლილობა ან დიარეა.

ამ ან სხვა სახის მოვლენების გამოვლენისთანავე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

პრეპარატის გამოყენებამდე პაციენტი საჭიროა გაეცნოს ქვემოთ წარმოდგენილ ინფორმაციას:

  • არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება ორსულობის პირველ ტრიმესტრში;
  • არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება მძიმე დაუძლურების შემთხვევაში; არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება თირკმლის რაიმე სახის დაავადების დროს;
  • არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში;

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

  • ნაწლავების ობსტრუქციით გამოწვეული მუცლის შებერილობის შემთხვევაში აუცილებელია ექიმის კონსულტაცია;
  • არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, ვინაიდან ყოველი ტაბლეტი შეიცავს 1.1 გ საქაროზას;
  • არ არის რეკომენდებული ასილონის ანტაციდური ტაბლეტების მიღება მემკვიდრულად განპირობებული ფრუქტოზას შეუთავსებლობის დროს, რადგან იგი შეიცავს 500 მგ სორბიტოლს;
  • ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციით უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასილონის ანტაციდური ტაბლეტების გამოყენებით მიიღება დადებითი შედეგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანტაციდებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ისეთი პრეპარატების აბსორბციაზე როგორიცაა: ტეტრაციკლინი, რიფამპიცინი, ვარფარინი ან დიგოქსინი, ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 2 საათს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:  5 წელი.

ასიბროქსი – ASIBROX – АСИБРОКС

სამკურნალო საშუალება

·           სავაჭრო სახელწოდება - ასიბროქსი ⁄ ASIBROX

·           საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) -acetylcysteine

·           კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი -ჯგ: მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო საშუალებები >> მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

·           მწარმოებელი ფირმა - Vitale-XD Ltd

·           მწარმოებელი ქვეყანა - ესპანეთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

·           200მგ ტაბლეტი №24

·           200მგ ტაბლეტი №10 ან №20

·           600მგ ტაბლეტი №12

·           600მგ ტაბლეტი №10 ან №20

შემადგენლობა

ასიბროქსი 200 მგ

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლიმონის მჟავა უწყლო, სორბიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი “ლიმონი”.

ასიბროქსი 600 მგ

1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს

აქტიური ნივთიერება: აცეტილცისტეინი 600 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ასკორბინის მჟავა, ნატრიუმის კარბონატი უწყლო, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ლიმონის მჟავა უწყლო, სორბიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, მაკროგოლი 6000, ნატრიუმის საქარინი, არომატიზატორი “ლიმონი”.

აღწერილობა:

გლუვცილინდრული ტაბლეტები თეთრი ფერის ნაზოლით, დასაშვებია მსუბუქი გაუმჭვირვალობა, დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აცეტილცისტეინი - მუკოლიზური, ამოსახველებელი საშუალება, ამინომჟავა ცისტეინის წარმოებული. თავისუფლი სულფჰიდრილური ჯგუფის არსებობის წყალობით აცეტილცისტეინი წყვეტს კავშირს ნახველის მჟავა მუკოპოლისაქარიდებს შორის, რაც იწვევს მუკოპროტეიდების დეპოლიმერიზაციას და ხელს უწყობს ბრონქული სეკრეტის წებოვანების შემცირებას.

აცეტილცისტეინი ავლენს მუკოლიზურ აქტივობას ნებისმიერი ტიპის ნახველის მიმართ - ლორწოვანი, ლორწოვან-ჩირქოვანი, ჩირქოვანი. ამსუბუქებს ნახველის გამოყოფას მუკოცილიარული კლირენსის მომატების ხარჯზე. აცეტილცისტეინს შეუძლია ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებზე ბაქტერიების ადჰეზიის შემცირება, ნახველის წებოვანების შემცირებისა და მუკოცილიარული კლირენსის გაზრდის შედეგად. აცეტილცისტეინს აგრეთვე გააჩნია ანტიოქსიდანტური და პნევმოპროტექტორული თვისებები (რომლებიც უზრუნველყოფენ სასუნთქი ორგანოების ეფექტურ დაცვას უარყოფითი ფაქტორების ტოქსიკური ზემოქმედებისაგან, როგორიცაა: ანთების მეტაბოლიტები, გარემო ფაქტორები, სიგარეტის კვამლი, რაც გაპირობებულია სულფჰიდრილური ჯგუფების უნარით მოახდინონ თავისუფალი რადიკალების შეკავშირება). გარდა ამისა, აცეტილცისტეინი ხელს უწყობს გლუტათიონის სინთეზის მომატებას, რომელიც წარმოადგენს დეტოქსიკაციის მნიშვნელოვან ფაქტორს. აცეტილცისტეინის ეს უნარი იძლევა მისი ანტიდოტის სახით გამოყენების საშუალებას პარაცეტამოლით და სხვა ნივთიერებებით (ალდეჰიდებით, ფენოლებით და სხვ.) მწვავე მოწამვლისას.

ამგვარად უზრუნველყოფილია ფილტვის ქსოვილების უჯრედების მთლიანობის ფუნქციონალური აქტივობისა და მორფოლოგიური მთლიანობის შენარჩუნება. აცეტილცისტეინის მუკოლიზური თვისებები გამოვლენას იწყებს თერაპიის დაწყებიდან 1-2 დღეში. პროფილაქტიკური მიზნით გამოყენებისას აცეტილცისტეინი ამცირებს ქრონიკული ბრონქიტისა და მუკოვისციდოზის გამწვავებების სიხშირესა და სიმძიმეს.

ფარმაკოკინეტიკა:

შინაგანად მიღების შემდეგ აცეტილცისტეინი სწრაფად და თითქმის სრულად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა ორალური მიღების შემდეგ შეადგენს დაახლოებით 10%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1-3 საათში.

ღვიძლში მეტაბოლიზდება ცისტეინამდე (ფარმაკოლოგიურად აქტიური მეტაბოლიტი) და დიაცეტილცისტინამდე, ცისტინამდე და შემდეგ შერეულ დისულფიდებამდე. ორგანიზმში აცეტილცისტეინი და მისი მეტაბოლიტები განისაზღვრება სხვადასხვა ფორმებში: ნაწილობრივ - თავისუფალი სუბსტანციების სახით, ნაწილობრივ - სისხლის პლაზმის პროტეინებთან კავშირში, ნაწილობრივ - ინკორპორირებული ამინომჟავების სახით. პრაქტიკულად სრულად ექსკრეტირდება არააქტიური მეტაბოლიტების სახით (არაორგანული სულფატები, დიაცეტილცისტეინი) შარდთან ერთად. აცეტილცისტეინის მხოლოდ მცირე რაოდენობა გამოიყოფა განავალთან ერთად უცვლელი სახით. სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს და დამოკიდებულია ღვიძლში ბიოტრანსფორმაციის სიჩქარეზე. ღვიძლის უკმარისობისას იგი შეიძლება გაიზარდოს 8 საათამდე.

აცეტილცისტეინმა შეიძლება შეაღწიოს პლაცენტურ ბარიერში და დაგროვდეს ამნიონურ სითხეში.

ჩვენებები:

სასუნთქი ორგანოების დაავადებები, რომლებსაც თან ახლავს ძნელად მოსაცილებელი წებოვანი ნახველის მომატებული წარმოქმნა:

- მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები;

- ობსტრუქციული ბრონქიტი;

- ფილტვის ობსტრუქციული ემფიზემა;

- ლარინგოტრაქეიტი;

- პნევმონია;

- ბრონქოექტაზები;

- ბრონქული ასთმა;

- ბრონქიოლიტები;

- ატელექტაზი, განვითარებული ლორწოვანი საცობით ბრონქების დაცობის შედეგად;

- მუკოვისციდოზი;

- სეკრეტის მოცილების შესამსუბუქებლად მწვავე და ქრონიკული სინუსიტის, შუა ოტიტის დროს;

- წებოვანი ნახველის მოცილება სასუნთქი გზებიდან პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობების დროს, პოსტოპერაციული რესპირატორული გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები

ასიბროქსი მიიღება შიგნით.

600 მგ აცეტილცისტეინის შემცველი ერთი ტაბლეტი იხსნება 200 მლ სასმელ, ოთახის ტემპერატურამდე შემთბარ წყალში ან 200 მგ აცეტილცისტეინის შემცველი ერთი ტაბლეტი იხსნება 100 მლ სასმელ, ოთახის ტემპერატურამდე შემთბარ წყალში.

პრეპარატი მიიღება ჭამის შემდეგ. სითხის დამატებით მიღება აძლიერებს აცეტილცისტეინის მუკოლიზურ ეფექტს. მიიღება გახსნისთანავე, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება მზა ხსნარის გაჩერება 2 საათით.

მოზრდილებსა და მოზარდებში 14 წლის ზემოთ პრეპარატი ინიშნება დოზით 200 მგ 2-3-ჯერ დღეში ან დოზით 600 მგ ერთხელ დღეში.

6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 200 მგ-ის მიღება დღეში 2-ჯერ.

2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 200 მგ 1-ჯერ დღეში.

მუკოვისციდოზის დროს:

- მოზრდილებსა და მოზარდებში 14 წლის ასაკის ზემოთ პრეპარატი ინიშნება დოზით 200 მგ 2-3-ჯერ დღეში ან დოზით 600 მგ 1-ჯერ დღეში.

- 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია 200 მგ-ის მიღება დღეში 3-ჯერ.

- 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 200 მგ 2-ჯერ დღეში.

- 30 კგ-ზე მეტი სხეულის მასის მქონე პაციენტებს შეუძლიათ პრეპარატის მიღება დოზით 800 მგ დღეში.

ხანმოკლე გაციების დროს მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 დღეს. ქრონიკული ბრონქიტებისა და მუკოვისციდოზის დროს ინფექციის საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური ეფექტის მისაღწევად პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ან რამდენიმე თვიანი კურსებით.

გამოყენება პედიატრიაში

პრეპარატი უკუნაჩვენებია 14 წლამდე ასაკის ბავშვებში (600 მგ აცეტილცისტეინის შემცველი ტაბლეტების შემთხვევაში).

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, შუილი ყურებში.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - სტომატიტი; ცალკეულ შემთხვევებში - გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დიარეა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - არტერიული წნევის დაცემა, ტაქიკარდია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ცალკეულ შემთხვევებში - ფილტვისმიერი სისხლდენის განვითარება, როგორც მომატებული მგრძნობელობის რეაქციის გამოვლინება.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ჭინჭრის ციება; ცალკეულ შემთხვევებში - ბრონქოსპაზმი (უპირატესად ბრონქების ჰიპერაქტიურობის მქონე პაციენტებში).

უკუჩვენება:

-მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

-კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში.

ორსულობა და ლაქტაცია"

ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ არ ჩატარებულა.

აღნიშნულ პერიოდში ასიბროქსის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

ასიბროქსი სიფრთხილით გამოიყენება სისხლიანი ნახველის, ფილტვისმიერი სისხლდენისას, საყლაპავი მილის ვენების ვარიკოზული გაფართოების მქონე პაციენტებში, თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებების, ღვიძლის და/ან თირკმელების უკმარისობის დროს. ბრონქული ასთმისა და ობსტრუქციული ბრონქიტის დროს აცეტილცისტეინი ინიშნება სიფრთხილით ბრონქული გამტარობის სისტემატიური კონტროლით.

ახალშობილებში აცეტილცისტეინის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით და მკაცრი კონტროლით (მაქსიმუმ 10 მგ/კგ სხეულის მასაზე).

ასიბროქსი შეიცავს სორბიტოლს და ნატრიუმის საქარინს, ამიტომ პრეპარატის გამოყენებამდე, შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებმა კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს.

პრეპარატთან მუშაობისას აუცილებელია შუშის ჭურჭლის გამოყენება, ლითონთან, რეზინასთან, ჟანგბადთან, იოლად მჟანგავ ნივთიერებებთან კონტაქტის თავიდან აცილება.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:

ასიბროქსი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის უნარზე და ისეთი სამუშაოს შესრულებაზე, რაც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

დღემდე არ გამოვლენილა ჭარბი დოზირებით გამოწვეული მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში გვერდითი ეფექტებისა და ნიშნების შემთხვევები, ექსტრემალური ჰიპერდოზირების პირობებშიც კი.

სიმპტომები:

შესაძლებელია აღინიშნოს დიარეა, ღებინება, კუჭის ტკივილი, გულძმარვა და გულისრევა.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აცეტილცისტეინისა და ხველის საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო შეიძლება განვითარდეს ლორწოს შეგუბება. ამიტომ ამგვარი კომბინაციების შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით.

აღინიშნება აცეტილცისტეინის სინერგიზმი ბრონქოლიზურებთან.

აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის სისხლძარღვების გამაფართოებელი ეფექტის გაძლიერება.

ფარმაკოლოგიურად შეუთავსებელია ანტიბიოტიკებთან (პენიცილინებთან, ცეფალოსპორინებთან, ერითრომიცინთან, ტეტრაციკლინთან და B ამფოტერიცინთან) და პროტეოლიზურ ფერმენტებთან.

ამცირებს პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ტეტრაციკლინის შეწოვას და ამიტომ მათი მიღება უნდა მოხდეს აცეტილცისტეინის შიგნით მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ლითონთან, რეზინთან შეხებისას წარმოიქმნება სულფიდები დამახასიათებელი სუნით.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ნესტისა და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°ჩ-ზე.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ტაბლეტის ამოღების შემდეგ ტუბი მჭიდროდ უნდა დაიხუროს.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III - გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ასაფენი – ASAPHENUM – АСАФЕН

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

არასტეროიდული (არაჰორმონალური) ანთების საწინააღმდეგო საშუალება. უნარი აქვს შეანელოს თრომბოციტების შეწებება. ამუხრუჭებს თრომბოციტების აქტიობას და სისხლის შემდედებელი სისტემის ფაქტორის აქტივაციას.

ფარმაკოკინეტიკა;

შიგნით მიღების შემდეგ აცეტილსალიცილის მჟავა იშლება, წარმოიქმნება სალიცილის მჟავა. აცეტილსალიცილისა და სალიცილის მჟავის შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ხდება სწრაფად და სრულად. პლაზმის ცილებთან კავშირი დამოკიდებულია კონცენტრაციაზე და აცეტილსალიცილისთვის  მჟავისთვის შეადგენს - 70-90%, სალიცილის მჟავისთვის - 70-90%. გამოიყოფა თირკმელებით. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, თავ-ზურგ ტვინის სითხეში, გამოიყოფა დედის რძით.

ჩვენებები:

  • მიოკარდის ინფარქტის, ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევისა და გულის სხვა დაავადებების დროს, სისხლის რეოლოგიური დარღვევებისა და თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისათვის.
  • ოპერაციის შემდგომი თრომბების, თრომბოფლებიტების, სისხლძარღვოვანი ქსელის თრომბოზების, ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის, ასევე თრომბოემბოლიური გართულებების პროფილაქტიკისათვის გულის იშემიური დაავადებისას.
  • შესაძლებელია საშუალო და სუსტი ინტენსიობის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის კუპირებისთვის.

მიღების წესი და დოზირება;

მიიღება 1-2 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება:

იმის გამო რომ თრომბოციტების აგრეგაციაზე ახდენს გავლენას, საჭიროა სისხლის კონტროლი. სისხლის შედედების დარღვევის დროს, განსაკუთრებით ჰემოფილიისას, შესაძლოა სისხლდენის განვითარება.

უკუჩვენებები:

* სალიცილატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა, ჰემორაგიული დიათეზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, პოდაგრა, ბრონქიალური ასთმა;

* შესაძლო სისხლდენით მიმდინარე ქირურგიული ჩარევა.

განსაკუთრებული მითითება:

მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლის მოხმარებისგან თავშეკავება. ულცეროგენული მოქმედებისგან დასაცავად საჭიროა ტაბლეტის საგულდაგულოდ დაღეჭვა და დიდი რაოდენობით წყლის მიყოლება.

ურთიერთქმედება:

აცეტილსალიცილის მჟავის გავლენით ძლიერდება ანტიკოაგულანტების, შაქრის დამწევი პრეპარატების (სულფანილშარდოვანას წარმოებულების) მოქმედება, მატულობს კუჭიდან სისხლდენის რისკი ერთდროულად კორტიკოსტეროიდების და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღებისას, მატულობს მეტოტრექსატის არასასურველი გვერდითი მოქმედება. რამდენადმე მცირდება ფუროსემიდის, ურიკოზურიული საშუალებების, ვეროშპირონის მოქმედება.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, გრილ ადგილას.

არჯელონი – ARGELON – АРДЖЕЛОН

საერთაშორისო დასახელება:

RAMIPRIL

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: რამიპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოტენზიური საშუალება, ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც. 1 ტაბ.

რამიპრილი ............  2.5 მგ

1 ტაბ.

რამიპრილი  ............. 5 მგ

1 ტაბ.

რამიპრილი  ............... 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

არჯელონი თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს და ამით ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქტორულ და ალდოსტერონის სეკრეციაზე მის მასტიმულირებელ მოქმედებას. ზრდის პლაზმაში რენინის აქტიურობას. პრეპარატი ასევე აინჰიბირებს ბრადიკინინის მეტაბოლიზმს.

არჯელონი კომპენსატორული ტაქიკარდიის გარეშე ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ ცვლის თირკმლის სისხლმომარაგებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს. პრეპარატი თავის ჰიპოტენზიურ მოქმედებას ავლენს პლაზმაში რენინის როგორც მაღალი, ასევე დაბალი შემცველობის დროს.

პრეპარატის ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედება ვლინდება 1-2 საათში. მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათში და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში. არჯელონის ყოველდღიური მიღების შემთხვევაში ჰიპოტენზიური ეფექტი თანდათანობით ძლიერდება და ხანგრძლივად შენარჩუნებული რჩება.

პრეპარატის უეცრად შეწყვეტა არ იწვევს არტერიული წნევის სწრაფ მატებას.

არჯელონს ასევე ახასიათებს კარდიოპროტექორული თვისებები. არსებობს მონაცემები, რომ არტერიული ჰიპერტენზიით დაავადებულებში რამიპრილი ხელს უწყობს მიოკარდის ჰიპერტროფიის უკუგანვითარებას, მიოკარდის რეპერფუზიის დროს ამცირებს არითმიას. აღწერილია სისხლძარღვების ენდოთელიუმზე პრეპარატის დაცვითი თვისებები.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებული რამიპრილი სწრაფად შეიწოვება (50-60%). მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილი ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად  - რამიპრილატად. პრეპაარტი გამოიდევნება 60% შარდის და 40% ფეკალურ მასასთან ერთად.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • შეგუბებითი გულის უკმარისობა;
  • ინფარქტის შემდგომ პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესები და დოზორება:

არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-სს, ინიშნება დღეში ერთხელ, დილით უზმოზე, მცირეოდენ წყალთან ერთად.

არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზის მატება ხდება თანდათანობით 2-3 კვირიანი ინტერვალის შემდეგ. ზოგიერთ პაციენტში თანაბარი ჰიპოტენზიური ეფექტი მიიღწევა პრეპარატის დღეში 2-ჯერ მიღების შემთხვევაში. მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს, ხოლო შემანარჩუნებელი  - 2.5-5 მგ. არტერიული წნევის ოპტიმალური დარეგულირების მიზნით დასაშვებია თერაპიის კურსში დიურეზული საშუალებების ჩართვა.

გულის ქრონიკული უკმარისობის დროს რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 1.25 მგ/დღეში. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაორმაგება 1-2 კვირის შემდეგ. თუ პრეპარატის დღიური დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს ან მეტს, მისი მიღება დასაშვებია დღეში ერთხელ ან ორჯერ.

მიოკარდის ინფარქტგადატანილ პაციენტებში რამიპრილის რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ-ს 2-ჯერ დღეში. თუ პრეპარატის ამტანობა დაბალია, ამ შემთხვევაში რამიპრილი პირველი 2 დღის მანძილზე ინიშნება საწყისი დოზით 1.25 მგ.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ 30-60 მლ/წთ), შაქრიანი დიაბეტით, ასევე 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში პრეპარატის საწყისმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.25 მგ-ს, ხოლო მაქსიმალურმა  - 5 მგ-ს.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი მახასიათებელი ნიშნებით.

საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციების დარღვევის გამოვლინება ან გაძლიერება, პროტეინურია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად  - მშრალი ხველა, ბრონქიტი, სინუსიტი, რინიტი, ერთეულ  შემთხვევაში  - ბრონქოსპაზმი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, დისფაგია, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მატება.

ნერვული სისტემის მხრივ: განგაშის შეგრძნება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, ნევრალგია, ნეიროპათია, პარესთეზია, მხედველობის და სმენის დარღვევა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ართრალგია, მიალგია.

სხვადასხვა: ჰიპერკალიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ოფლდენის გაძლიერება, საერთო სისუსტე, სხეულის წონის მატება, შეშუპება.

უკუჩვენებები:

 

  • რამიპრილისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • ანამნეზში აგფ-ინჰიბიტორებისადმი ანგიონევროზული შეშუპება;
  • თირკმლის არტერიების სტენოზი (ერთმხრივი ან ორმხრივი);
  • თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა;
  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • ორსულობა, ლაქტაციის პერიოდში;
  • თირკმლების მძიმე ფუნქციური დარღვევები (კკ ნაკლები 30 მლ/წთ);
  • ჰემოდიალიზი;
  • ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა.

 

განსაკუთრებული მითითებები:

რამიპრილით მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დროს საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის და ღვიძლის ფერმენტების კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დიფუზური დაავადებებით, ან იმუნოდეპრესანტებით, ციტოსტატიკებით, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის დროს.

მკვეთრი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, რამიპრილით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. თუ დიურეტიკის მოხსნა შეუძლებელია, რამიპრილით მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით  - 1.25 მგ დღეში. თუ რამიპრილით მონოთერაპია არასაკმარისი აღმოჩნდა, დასაშვებია დიურეზული საშუალებების დამატება.

ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება ენაზე, საყლაპავსა და ხორხზე, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ექიმის კონსულტაცია და ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.

ჰოპოტენზიის განვითარების გამო, ავტომობილის მართვისა და აქტიური სამუშაოების შესრულებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, შოკი, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. ჰემოდიალიზი არაეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რამიპრილთან ერთდროულად ანტიჰიპერტენზიული, შარდმდენი, ოპიოდური ტკივილგამაყუჩებლების, სანარკოზე საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება.

ერთდროულად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი) დანიშვნისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება. კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (ამილორიდი, სპირონოლაქტონი, ტრიამტერენი) ერთდროული დანიშვნისას მოსალოდნელია სისხლში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება.

ლითიუმის პრეპარატების გამოყენებისას იზრდება სისხლში ლითიუმის შემცველობა.

რამიპრილთან ანტიდიაბეტური საშუალებების (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი) კომბინაციაში გამოყენება იწვევს ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერებას.

ალოპურინოლი, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტები, პროკაინამიდი რამიპრილთან კომბინაციაში ზრდიან ლეიკოპენიის  განვითარების ალბათობას.

რამიპრილთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ალკოჰოლის მოქმედების მკვეთრი გაძლიერება გამოიწვიოს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

არჯელონ HL – ARGELON HL – АРДЖЕЛОН HL

საერთაშორისო დასახელება:

RAMIPRIL; HYDROCHLORTHIAZIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: რამიპრილი+ჰიდროქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

რამიპრილი ............................  2.5 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი ........     12.5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება, რომლის ეფექტურობა დამყარებულია შემავალი კომპონენტების მოქმედებაზე.

რამიპრილი - ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი  - თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს და ამით ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქტორულ და ალდოსტერონის სეკრეციაზე მის მასტიმულირებელ მოქმედებას. ზრდის პლაზმაში რენინის აქტიურობას. პრეპარატი ასევე აინჰიბირებს ბრადიკინინის მეტაბოლიზმს.

რამიპრილი კომპენსატორული ტაქიკარდიის გარეშე ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას. არ ცვლის თირკმლის სისხლმომარაგებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს. პრეპარატი თავის ჰიპოტენზიურ მოქმედებას ავლენს პლაზმაში რენინის როგორც მაღალი, ასევე დაბალი შემცველობის დროს.

რამიპრილის ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედება ვლინდება 1-2 საათში, მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათში და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.

ჰიდროქლორთიაზიდი - თიაზიდური დიურეტიკი  - ნეფრონის დისტალურ მილაკებში არღვევს ნატრიუმის ქლორის იონების და ექვივალენტური რაოდენობით წყლის რეაბსორბციას, ზრდის ორგანიზმიდან კალიუმის და მაგნიუმის იონების, ბიკარბონატების გამოდევნას, აფერხებს შარდმჟავასა და კალციუმის იონების გამოდევნას, ამცირებს სისხლძარღვის კედელში ნატრიუმის იონების შემცველობას, რაც ამცირებს მის მგრძნობელობას სისხლძარღვების შემავიწროებელი ფაქტორების მიმართ, ხელს უწყობს მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებული რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილი ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად  - რამიპრილატად. პრეპარატი გამოიდევნება 60% შარდის და 40% ფეკალურ მასასთან ერთად.

პლაზმაში ჰიდროქლორთიაზიდის Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ და მისი მოქმედება გრძელდება 6-12 საათის მანძილზე.

ჩვენებები:

ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ ემორჩილება მონოთერაპიას.

მიღების წესები და დოზირება:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, რაც შეესაბამება არჯელონ HL-ის 1 ტაბლეტს. საჭიროებისას, არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში და პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დოზის გაზრდა  - 5 მგ რამიპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, რაც შეესაბამება 2 ტაბლეტ არჯელონ HL-ის.

დოზის მატება ხდება თანდათანობით, 2-3 კვირიანი ინტერვალით.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დილით ერთჯერადად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ რამიპრილი/50 მგ ჰიდროქლორთიაზიდი (4 ტაბლეტი არჯელონ HL.

მკვეთრი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. თუ დიურეტიკის მოხსნა შეუძლებელია, მკურნალობა იწყება მხოლოდ რამიპრილის მინიმალური დოზით  - 1.25 მგ დღეში. მონოთერაპიიდან კომბინირებულზე გადასვლისას დასაშვებია არა უმეტეს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის (1 ტაბლეტი არჯელონ HL) გამოყენება.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ 30-60 მლ/წთ), შაქრიანი დიაბეტით, ასევე 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში რამიპრილით მონოთერაპიის საწყისმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.25 მგ-ს, ხოლო მონოთერაპიიდან კომბინირებულზე გადასვლისას დასაშვებია არა უმეტეს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის (1 ტაბლეტი არჯელონ HL) გამოყენება. მაქსიმალური დღიური დოზა განისაზღვრება არჯელონ HL-ის 2 ტაბლეტით.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი მახასიათებელი ნიშნებით.

საშარდე სისტემის მხრივ: თირკმელების ფუნქციების დარღვევის გამოვლინება ან გაძლიერება, პროტეინურია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად  - მშრალი ხველა, ბრონქიტი, სინუსიტი, რინიტი, ერთეულ შემთხვევაში  - ბრონქოსპაზმი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულის რევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, დისფაგია, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მატება.

ნერვული სისტემის მხრივ: განგაშის შეგრძნება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, ნევრალგია, ნეიროპათია, პარეთეზია, მხედველობის და სმენის დარღვევა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ართრალგია, მიალგია.

სხვადასხვა: ჰიპერკალიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ოფლდენის გაძლიერება, საერთო სისუსტე, სხეულის წონის მატება, შეშუპება.

უკუჩვენებები:

 

  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • ანამნეზში აგფ-ინჰიბიტორებისადმი ანგიონევროზული შეშუპება;
  • თირკმლის არტერიების სტენოზი (ერთმხრივი ან ორმხრივი);
  • თირკმლის გადანერგვისშემდგომი მდგომარეობა;
  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
  • თირკმელების მძიმე ფუნქციური დარღვევები (კკ ნაკლები 30 მლ/წთ);
  • ჰემოდიალიზი;
  • ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა.

 

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დროს საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის, ელექტროლიტების და ღვიძლის ფერმენტების კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით. დიფუზური დაავადებებით, ან იმუნოდეპრესანტებით, ციტოსტატიკებით, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის დროს.

ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება ენაზე, საყლაპავსა და ხორხზე, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ექიმის კონსულტაცია და ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.

მკვეთრი ჰიპოტენზიის განვითარების გამო, ავტომობილის მართვისა და აქტიური სამუშაოების შესრულებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, შოკი, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

მკურნალობა:  კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა, ჰიდროქლორთიაზიდი ექვემდებარება ჰემოდიალიზს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატთან ერთდროულად ანტიჰიპერტენზიული, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების, სანარკოზე საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. ერთდროულად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი) დანიშვნისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება. კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალების (ამილორიდი, სპირინოლაქტონი, ტრიამტერენი) ერთდროული დანიშვნისას მოსალოდნელია სისხლში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება.

ლითიუმის პრეპარატების გამოყენებისას იზრდება სისხლში ლითიუმის შემცველობა.

რამიპრილთან და ჰიდროქლორთიაზიდთან ანტიდიაბეტური საშუალებების (სულფონილშარდოვანს წარმოებულები, ინსულინი) კომბინაციაში გამოყენება იწვევს ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერებას.

ალოპურინოლი, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტები, პროკაინამიდი რამიპრილთან კომბინაციაში ზრდიან ლეიკოპენიის განვითარების ალბათობას.

პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ალკოჰოლის მოქმედების მკვეთრი გაძლიერება გამოიწვიოს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

არჯელონ H – ARGELON H – АРДЖЕЛОН H

საერთაშორისო დასახელება:

RAMIPRIL; HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: რამიპრილი+ჰიპოქლორთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

რამიპრილი ......................  5 მგ

ჰიდროქლორთიაზიდი  ...    25 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული ჰიპოტენზიური საშუალება, რომლის ეფექტურობა დამყარებულია შემავალ კომპონენტების მოქმედებაზე.

რამიპრილი - ანგიოტენზინ-მაკონვერტირებელი ფერმენტის ინჰიბიტორი  - თრგუნავს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნის პროცესს და ამით ამცირებს ანგიოტენზინ II-ის ვაზოკონსტრიქტორული და ალდოსტერონის სეკრეციაზე მის მასტიმულირებელ მოქმედებას. ზრდის პლაზმაში რენინის აქტიურობას. პრეპარატი ასევე აინჰიბირებს ბრადიკინინის მეტაბოლიზმს.

რამიპრილი კომპენსატორული ტაქიკარდიის გარეშე ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, არ ცვლის თირკმლის სისხლმომარაგებას და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს. პრეპარატი თავის ჰიპოტენზიურ მოქმედებას ავლენს პლაზმაში რენინის როგორც მაღალი, ასევე დაბალი შემცველობის დროს.

რამიპრილის ერთჯერადი მიღების შემდეგ ჰიპოტენზიური მოქმედება ვლინდება 1-2 საათში, მაქსიმუმს აღწევს 3-6 საათში და მოქმედებს 24 საათის განმავლობაში.

ჰიდროქლორთიაზიდი - თიაზიდური დიურეტიკი  - ნეფრონის დისტალურ მილაკებში არღვევს ნატრიუმის, ქლორის იონების და ექვივალენტური რაოდენობით წყლის რეაბსორბციას, ზრდის ორგანიზმიდან კალიუმის და მაგნიუმის იონების, ბიკარბონატების გამოდევნას, აფერხებს შარდმჟვასა და კალციუმის იონების გამოდევნას, ამცირებს სისხლძარღვის კედელში ნატრიუმის იონების შემცველობას, რაც ამცირებს მის მგრძნობელობას სისხლძარღვების შემავიწროებელი ფაქტორების მიმართ, ხელს უწყობს მოცირკულირე სითხის მოცულობის შემცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებული რამიპრილის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ. რამიპრილი ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შედეგად გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად  - რამიპრილატად. პრეპარატი გამოიდევნება 60% შარდის და 40% ფეკალურ  მასასთან ერთად.

პლაზმაში ჰიდროქლორთიაზიდის Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ და მისი მოქმედება გრძელდება 6-12 საათის მანძილზე.

ჩვენებები:

ესენციალური არტერიული ჰიპერტენზია, რომელიც არ ემორჩილება მონოთერაპიას.

მიღების წესები და დოზირება:

რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, რაც შეესაბამება არჯელონ H-ის 1/2 ტაბლეტს. საჭიროებისას, არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში და პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობელობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია დოზის გაზრდა  - 5 მგ რამიპრილი/25 მგ ჰიდროქლორთიაზიდი, რაც შეესაბამება 1 ტაბლეტ არჯელონ H-ს

დოზის მატება ხდება თანდათანობით, 2-3 კვირიანი ინტერვალით.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია დილით ერთჯერადად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 10 მგ რამიპრილი/50 მგ ჰიდროქლორთიაზიდი (2 ტაბლეტი არჯელონ H.

მკვეთრი ჰიპოტენზიის თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე 2-3 დღით ადრე საჭიროა დიურეზული საშუალებების მოხსნა. თუ დიურეტიკის მოხსნა შეუძლებელია, მკურნალობა იწყება მხოლოდ რამიპრილის მინიმალური დოზით  - 1.25 მგ. დღეში. მონოთერაპიიდან კომბინირებულზე გადასვლისას დასაშვებია არა უმეტეს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის (1/2 ტაბლეტი არჯელონH) გამოყენება.

პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით (კკ 30-60 მლ/წთ), შაქრიანი დიაბეტით, ასევე 65 წელზე მეტი ასაკის ავადმყოფებში რამიპრილით მონოთერაპიის საწყისმა დღიურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 1.25 მგ-ს, ხოლო მონოთერაპიიდან კომბინირებულზე გადასვლისას დასაშვებია არა უმეტეს 2.5 მგ რამიპრილი/12.5 მგ ჰიდროქლორთიაზიდის (1/2 ტაბლეტი არჯელონ H) გამოყენება. მაქსიმალური დღიური დოზა განისაზღვრება არჯელონ H-ის 1 ტაბლეტით.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი მახასიათებელი ნიშნებით.

საშარდე სისტემის მხრივ: თირკმლების ფუნქციების დარღვევის გამოვლინება ან გაძლიერება, პროტეინურია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: იშვიათად  - მშრალი ხველა, ბრონქიტი, სინუსიტი, რინიტი, ერთეულ შემთხვევაში  - ბრონქოსპაზმი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმში, დისპეფსია, დიარეა, ყაბზობა, დისფაგია, მადის დაკარგვა, ღვიძლის ფერმენტების და ბილირუბინის დონის მატება.

ნერვული სისტემის მხრივ: განგაშის შეგრძნება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილის მოშლა, ნევრალგია, ნეიროპათია, პარესთეზია, მხედველობის და სმენის დარღვევა.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია, ანგიონევროზული შეშუპება, მულტიფორმული ერითემა, ართრალგია, მიალგია.

სხვადასხვა: ჰიპერკალიემია, ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის შემცირება, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ოფლდენის გაძლიერება, საერთო სისუსტე, სხეულის წონის მატება, შეშუპება.

უკუჩვენებები:

 

  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
  • ანამნეზში აგფ-ინჰიბიტორებისადმი ანგიონევროზული შეშუპება;
  • თირკმლის არტერიების სტენოზი (ერთმხრივი ან ორმხრივი);
  • თირკმლის გადანერგვის შემდგომი მდგომარეობა;
  • პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი;
  • ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
  • თირკმელების მძიმე ფუნქციური დარღვევები (კკ ნაკლები 30 მლ/წთ);
  • ჰემოდიალიზი;
  • ღვიძლის დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა.

 

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის დროს საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის, ელექროლიტების და ღვიძლის ფერმენტების კონტროლი, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის ფუნქციის დარღვევით, დიფუზური დაავადებებით, ან იმუნოდეპრესანტებით ციტოსტატიკებით, ალოპურინოლით ან პროკაინამიდით მკურნალობის დროს.

ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში, რომელიც ვრცელდება ენაზე, საყლაპავსა და ხორხზე, აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, ექიმის კონსულტაცია და ადრენალინის, გლუკოკორტიკოსტეროიდების, ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება.

მკვეთრი ჰიპოტენზიის განვითარების გამო, ავტომობილის მართვისა და აქტიური სამუშაოების შესრულებისას, საჭიროა სიფრთხილის დაცვა.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, შოკი, ელექტროლიტების ბალანსის დარღვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება, ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინტრავენური შეყვანა. ჰიდროქლორთიაზიდი ექვემდებარება ჰემოდიალიზს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატთან ერთდროულად ანტიჰიპერტენზიული, ოპიოიდური ტკივილგამაყუჩებლების, სანარკოზე საშუალებების გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. ერთდროულად ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების (აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი) დანიშვნისას შესაძლებელია ჰიპოტენზიური ეფექტის შემცირება.

კალიუმის პრეპარატების, კალიუმის შემნახველი დიურეზული საშუალებების (ამილორიდი, სპირინოლაქტონი, ტრიამტერენი) ერთდროული დანიშვნისას მოსალოდნელია სისხლში კალიუმის დონის მნიშვნელოვანი მატება.

ლითიუმის პრეპარატების გამოყენებისას იზრდება სისხლში ლითიუმის შემცველობა.

რამიპრილთან და ჰიდროლორთიაზიდთან ანტიდიაბეტური საშუალებების (სულფონილშარდოვანას წარმოებულები, ინსულინი) კომბინაციაში გამოყენება იწვევს ჰიპოგლიკემიური ეფექტის გაძლიერებას.

ალოპურინოლი, ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტები, პროკაინამიდი რამიპრილთან კომბინაციაში ზრდიან ლეიკოპენის განვითარების ალბათობას.

პრეპარატთან ერთად ალკოჰოლის მიღებამ შესაძლოა ალკოჰოლის მოქმედების მკვეთრი გაძლიერება გამოიწვიოს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

 

არუთიმოლი – ARUTIMOL – АРУТИМОЛ

საერთაშორისო დასახელება:

TIMOLOL MALEATE

მწარმოებელი: ANKERPHARM GROUPE CHAUVIN, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: თიმოლოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა-ადრენობლოკატორი; ოფთალმოლოგიური საშუალება

გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.25%: ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ

1 მლ

თიმოლოლის მალეატი ...........      3.42 მგ,

მათ შორის თიმოლოლი  ...........   2.5 მგ

თვალის წვეთები 0,5%: ფლაკონ-საწვეთურში 5 მლ

1 მლ

თიმოლოლის მალეატი ..........    6.83 მგ,

მათ შორის თიმოლოლი ........    5.0 მგ

 

ვრცლად ტიმოპტიკი

არტოქსანი – ARTOXAN – АРТОКСАН

საერთაშორისო დასახელება:

TENOXICAM

მწარმოებელი: “ROTAPHARM”, Great Britain


მოქმედი ნივთიერება:
ტენოქსიკამი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. ოქსიკამები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზებული ფხვნილი გამხსნელთან კომპლექტში.

აღწერილობა: მწვანე-ყვითელი ფერის ლიოფილიზებული ფხვნილი.

გამხსნელი: უფერო, გამჭვირვალე სითხე.

პრეპარატის 1 ფლაკონი შეიცავს

აქტიური ნივთიერება:

ტენოქსიკამი ....................   20 მგ.

დახმარე ნივთიერებები: მანიტოლი, ასკორბინის მჟავა, დინატრიუმის ედეტატი, ტრომეთამინი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა.

1 ამპულა გამხსნელი შეიცვს 2 მლ საინექციო წყალს.


ფარმაკოლოგიური
თვისებები:

არტოქსანი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატია (აასს) ძლიერი  ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ნაკლებად გამოხატული სიცხის დამწევი მოქმედებით.

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონმჟავას მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტალგანდინების სინთეზის ბლოკადას.

არტოქსანის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტალგანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს ანთების პროლიფერაციულ ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.

არტოქსანი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას ანთების კერაში და მოქმედებს ტკივილის თალამურ ცენტრებზე, გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება (ხანგრძლივი გამოყენებისას). რევმატიული დაავადებების დროს ამცირებს სახსრების ტკივილს როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობისას, ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატს გააჩნია ხანგრძლივი ნახევარგამოყოფის პერიოდი – 60-75 სთ. ადვილად გადალახავს ჰისტოჰემატურ ბარიერებს, კარგად აღწევს სინოვიურ სითხეში. Cmax-ს აღწევს 2 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 100%-ს. სისხლის ცილებს უკავშირდება 99%-ით. ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა – 100%.


ჩვენებები:

საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით:

-    სახსროვანი სინდრომი პოდაგრის, რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილოზებელი სპონდილიტის (ბეხტერევის დაავადება), ოსტეოქონდროზის,  რევმატიზმის სახსროვანი ფორმის (ტენდინიტი, ბურსიტი, მიოზიტი, პერიართრიტი) დროს;

-    ტკივილი ხერხემლში, ართრალგია, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ლუმბაგო;

-    ალგოდისმენორეა;

-    თავისა და კბილის ტკივილი, შაკიკი, ტკივილი ტრავმების, დამწვრობის დროს.


გამოყენების
წესი და დოზები:

განკუთვნილია ვენაში და კუნთში შესაყვანად.

ინიშნება დოზით 20 მგ დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი დოზა: 10 მგ დღეში.

ტკივილის გამოხატული სინდრომის დროს დოზის გაზრდა შეიძლება 40 მგ-მდე დღეში ერთხელ.

პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევებისას: 40 მგ დღეში 2-ჯერ პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.


უკუჩვენებები:

-    მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის ან სხვა აასს-ების მიმართ;

-    საჭმლის მომნელებელი სისტემის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;

-    სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

გვერდითი მოქმედება:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, ღებინება, მეტეორიზმი.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაილის სინდრომები.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: პლაზმაში კრეატინინის, შარდოვანას კონცენტრაციის მომატება, “ღვიძლის” ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

გამოყენების წესი და დოზები:

განკუთვნილია ვენაში და კუნთში შესაყვანად.

ინიშნება დოზით 20 მგ დღეში ერთხელ, შემანარჩუნებელი დოზა: 10 მგ დღეში.

ტკივილის გამოხატული სინდრომის დროს დოზის გაზრდა შეიძლება 40 მგ-მდე დღეში ერთხელ.

პოდაგრული ართრიტის მწვავე შეტევებისას: 40 მგ დღეში 2-ჯერ პირველი 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთხელ 5 დღის განმავლობაში.

ჭარბი დოზა:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატი აძლიერებს ლითიუმის პრეპრატების, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტს (საჭიროა პროთრომბინის ინდექსის კონტროლი).

დიურეზულ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას გასათვალისწინებელია ის, რომ შესაძლოა მოხდეს ორგანიზმში ნატრიუმისა და წყლის შეკავება.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ინიშნება ასაკოვან პირებში, დიურეტიკების, ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღებისას, უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე არტოქსანის მიღება უნდა შეწყდეს.

ხანგრძლივი მკურნალობისას საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, სისხლში პროთრომბინული ინდექსის, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი. მკურნალობის ფონზე კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ- წყლულოვანი დაზიანების  ან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

უსაფრთხოება ბავშვებში გამოყენებისას არ არის დადგენილი.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება, ვინაიდან ამ კატეგორიის პაციენტებში არტოქსანის გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს.

გამოშვების ფორმა:

3 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით და 3 ამპულა გამხსნელით კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში.

1 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას 15-25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები:

რეცეპტით.

Don`t copy text!