მთავარი წაკითხვა გვერდი 732

ზალაინი 2% 20გ კრემი

ზალაინი კრემი 2% 20გრ
(ZALAIN)

სამკურნალო ფორმა: გარეგანი გამოყენების კრემი.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:
კრემის 1 გრ შეიცავს 20 მგ სერტაკონაზოლის ნიტრატს.
დამხმარე ნივთიერებები: ეთილენგლიკოლი და პოლიეთილენგლიკოლ პალმიტოსტეარატი, პოლიგლიკოლიზირებული გაჯერებული გლიცერიდები, გლიცერინ იზოსტეარატი, პარაფინის ზეთი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, სორბინატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერილობა: თეთრი რბილი კრემი, უსუნო ან ცხიმის სუსტი სუნით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ადგილობრივი გამოყენების სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი. იმიდაზოლისა და ბენზოთიოფენის წარმოებული.

ფარმაკოთერაპიული თვისებები
ფარმაკოდინამიკა
სერტაკონაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლისა და ბენზოთიოფენის წარმოებულს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრით. აქტიურია Candida სახეობის (C. albicans, C.tropicals, C.spp.) პათოგენური სოკოების, სხვა პათოგენური სოკოების (Pityrosporum orbiculare, Malassezia spp.), და დერმატოფიტების (Trichophyton და Microsporum) მიმართ. თერაპიულ დოზებში გააჩნია ფუნგიციდური და ფუნგისტატური ეფექტები. სერტაკონაზოლი ასევე ეფექტურია კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციების გამომწვევი გრამდადებითი პათოგენური სტაფილოკოკებისა და სტრეპტოკოკების მიმართ.
სერტაკონაზოლის მოქმედების მექანიზმი გულისხმობს, სოკოს უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტის – ერგოსტეროლის ბიოსინთეზის დათრგუნვას, და კონკურენტულ ანტაგონიზმს უჯრედული კედლის სხვა კომპონენტთან – ტრიპტოფანთან, რაც იწვევს დეზორგანიზაციასა და უჯრედული კედლის განვლადობის მომატებას, პათოგენური მიკროორგანიზმის განადგურებას და დესტრუქციას.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის დატანების შემდეგ, კანის გარქოვანებულ შრეში სერტაკონაზოლის თერაპიული კონცენტრაცია სწრაფად მიიღწევა (30 წუთის განმავლობაში) და 48 საათზე მეტ ხანს ნარჩუნდება. კანზე დატანების შემდეგ სერტაკონაზოლის სისტემური ეფექტებისა და შეწოვის შესახებ მონაცემები არ არსებობს. 14 დღის განმავლობაში 2%-იანი კრემის გამოყენებისას მზარდი დოზებით, სერტაკონაზოლი სისხლსა და შარდში არ აღინიშნება.

ჩვენებები
ზედაპირული მიკოზები: დერმატოფიტოზები; წვივების, ტერფების და მტევნების მიკოზები; სხეულის მიკოზები; წვერის მიკოზი; კანდიდოზი; ფერადი ლიქენი, სებორეული დერმატიტი.

გამოყენების წესი და დოზირება
კრემი დაიტანება კანის დაზიანებულ უბანზე თანაბარი თხელი ფენით, რომელიც მოიცავს გარშემო მოთავსებულ დაახლოებით 1 სმ ჯანმრთელი კანს, ყოველდღე ერთხელ ან ორჯერ დღეში (საღამოს ან დილით და საღამოს). მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია გამომწვევის ეტიოლოგიასა და ინფექციის ლოკალიზაციაზე. როგორც წესი, დაავადების კლინიკო-ლაბორატორიული განკურნება აღინიშნება 2-4 კვირის განმავლობაში. თუმცა მკურნალობის კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობა სრული გამოჯანმრთელების მისაღწევად და რეციდივის თავიდან ასაცილებლად შეადგენს 4 კვირას.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატს ახასიათებს კარგი ამტანობა როგორც ჯანმრთელ კანზე, ასევე დაზიანებულ კანზე დატანებისას. პრეპარატის წასმის ადგილზე შესაძლებელია განვითარდეს სწრაფი შექცევადი ერითემატოზული რეაქცია, რომელიც არ საჭიროებს პრეპარატის მოხსნას.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა სერტაკონაზოლის, კრემ ზალაინის სხვა კომპონენტების, ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ.

ჭარბი დოზირება:
გარეგანი გამოყენებისას კრემ ზალაინით ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. პრეპარატის შემთხვევით შიგნით მოხვედრისას საჭიროა სიმპტომური მკურნალობის ჩატარება.
განსაკუთრებული მითითებანი
ნუ გამოიყენებთ კრემ ზალაინს ოფტალმოლოგიურ პრაქტიკაში.
არ არის რეკომენდებული მჟავე სარეცხი საშუალებების გამოყენება, ვინაიდან მჟევ გარემო ხელს უწყობს კანდიდას ჯგუფის სოკოების გამრავლებას.
ბავშვებში კრემ ზალაინის გამოყენების მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
ცხოველებზე ჩატარებულ კველვებში სერტაკონაზოლის ემბრიოტოქსიკური და ტერატოგენული თვისებები არ აღინიშნებოდა. ორსულებში პრეპარატის უსაფრთხოება სპეციალურად არ იყო შესწავლილი. დიდ დოზებში კრემის ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისხლის შრატში სერტაკონაზოლი არ ვლინდება, და ორსულებისა და ახალშობილებისათვის შესაძლო რისკის არსებობა დადგენილი არ არის. ამიტომ ამ პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რიკს ნაყოფისათვის.
ლაქტაციის პერიოდში არ შეიძლება კრემის წასმა სარძევე ჯირკვლებზე. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს, ამიტომ მისი გამოყენების აუცილებლობისას ექიმთან უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კრემ ზალაინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან გამოვლენილი არ არის.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშოაბის უნარზე
კრემ ზალაინის გამოყენება ზეგავლენას არ ახდენს ამ უნარზე.

შეფუთვა
კრემი ალუმინის 20 გრ-იან ტუბებში. ტუბი მოსახრახნი პლასტამის თავით, გამოყენების ინსტრუქციასთან ერტად შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა
3 წელი. პრეპარატს ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება 0С ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი
ფერერ ინტერნასიონალ ს/ს, ბარსელონა, ესპანეთი,
ფარმაცევტული ქარხანა ეგის ს/ს
უნგრეთი

ანალგინი (ტაბლეტი, ინექცია) – ANALGINUM – АНАЛГИН

საერთაშორისო დასახელება:

METAMIZOLE SODIUM

მწარმოებელი: BIOPHARM, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: მეტამიზოლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური, ანტიპირექსიული,ანთების საწინააღმდეგო საშუალება

გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 25%: ამპულაში 1 მლ და 2 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 მლ

მეტამიზოლ ნატრიუმი ……….      250 მგ

საინექციო ხსნარი 50%: ამპულაში 1 მლ და 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

მეტამიზოლ  ნატრიუმი …………    50 მგ

ტაბლეტები შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მეტამიზოლ ნატრიუმი ………..     500 მგ

 

ვრცლად ანალგინი(ტაბლეტები)

ანალგინი (ტაბლეტები) – ANALGINUM – АНАЛГИН

აერთაშორისო დასახელება:

METAMIZOLE SODIUM

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: მეტამიზოლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური, ანტიპირექსიული,ანთების საწინააღმდეგო საშუალება

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.,

1 ტაბ.

მეტამიზოლ ნატრიუმი  ………     500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ფარმაკოდინამიკა: პირაზოლონის წარმოებული, ციკლოოქსიგენაზის ბლოკატორი. ამცირებს პროსტალგანდინების წარმოქმნას არაქიდონმჟავისაგან. ციკლოოქსიგენაზის ბლოკატორებისაგან განსხვავდება უმნიშვნელოდ გამოხატული ანთებსაწინააღმდეგო ეფექტით, გამოხატული ანალგეტიკური, სიცხის დამწევი და სპაზმოლიტიკური მოქმედების დროს. სპაზმოლიტიკური მოქმედება ვლინდება შარდსადენი და ნაღველსადენი გზების გლუვ მუსკულატურაზე.

ხელს უშლის ტკივილის ექსტრა- და პროპრიორეცეპტული იმპულსების გატარებას გოლისა და ბურდახის კონებზე, ზრდის ტკივილის შეგრძნების თალამიური ცენტრების აგზნებას, ზრდის სითბოს გაცემას.

ფარმაკოკინეტიკა:

სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ნაწლავის კედელში ჰიდროლიზირდება აქტიური მეტაბოლიტეს წარმოქმნით. უცვლელი სახით სისხლში არ არის. აქტიური მეტაბოლიტი 50-60% უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეადგენს 1-2 საათს. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) – 2.5 საათი. გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით.

ჩვენებები:

  • ციებცხელების სინდრომი.
  • სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომი:
  • თავის ტკივილი, ნევრალგია, მიალგია,  ართრალგია, ღვიძლის  კოლიკა, თირკმელების კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, ტრავმები, დამწვრობა, დიკომპრესიული დაავადება, ორქიტი, რადიკულიტი, მიოზიტი, კბილის ტკივილი, ალგოდისმენორეა.

გამოყენების წესი და დოზირება:

– უფროსებში პრეპარატი გამოიყენება ჭამის შემდეგ 0.25-0.5 გ 2-3-ჯერ დღეში.

ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში.

– ერთჯერადი დოზები 3-6 წლის ასაკის ბავშვებისათვის – 125-250 მგ, 6-10 წლის – 250-375 მგ, 10-14 წლის – 375-500 მგ.

– უმაღლესი დოზები უფროსებისათვის: ერთჯერადი – 1 გ, დღე-ღამის – 3 გ. მკურნალობის კურსის შესაძლო საშუალო ხანგრძლივობა – 5 დღემდე.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, კვინკეს შეშუპება, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი, იშვიათად – ანაფილაქტიური შოკი.

სისხლის მხრივ: შესაძლებელია სისხლწარმოქმნის დათრგუნვა (გრანულოციტოპენია, აგრანულოციტოზი).

შარდგამოყოფის სისტემის მხრივ: ოლიგურია, ანურია, პროტეინურია, ინტერსტიციალური ნეფრიტი, შარდის წითლად შეღებვა.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

* პერიფერიული სისხლის შემცველობის შეცვლა: აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.

* სისხლის დაავადებები: ნებისმიერი ეთიოლოგიის ანემია, ციტოსტატიკური ან ინფექციური ნეიტროპენია.

* ორსულობა, განსაკუთრებით ორსულობის I ტრიმესტრში და ბოლო 6 კვირა. ლაქტაციის პერიოდი.

* 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული ცვლილებები (პორფირიული ცვლა).

* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის თანდაყოლილი უკმარისობა.

ჭარბი დოზირება:

ღებინება, გულისრევა, ანურია, ჰიპოთერმია, არტერიული წნევის დაწევა, ტაქიკარდია, ქოშინი, ხმაური ყურებში, ძილიანობა, ბოდვა, აზრის დარღვევა, მწვავე აგრანულოციტოზი, თირკმლისა და ღვიძლის მწვავე უკმარისობა.

მკურნალობა: გულისრევის ინდუქცია ან ზონდით კუჭის გამორეცხვა, მარილიანი საფაღარათო საშუალების, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, შესაძლებელია ფორსირებული დიურეზის ჩატარება, ხოლო მძიმე შემთხვევებში – ჰემოდიალიზი.

განსაკუთრებული მითითებები:

ხუთ წლამდე ასაკის ბავშვების მიერ გამოყენებისას უნდა ჩატარდეს ექიმის მუდმივი კონტროლი. აუცილებელია პერიფერიული სისხლის ხარისხობრივი და რაოდენობრვი შემცველობის კონტროლი ჰოსპიტალურ პირობებში. ტემპერატურის არამოტივირებული აწევის, ჟრუანტელის, ყელის ტკივილის, ყლაპვის გართულების, სტომატიტის, ვაგინიტისა და პროქტიტის განვითარებისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აძლიერებს ეთანოლის ეფექტებს; ქლორპრომაზინთან ან ფენოთიაზინის სხვა წარმოებულებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპოთერმიის განვითარება. ანალგინი-დარნიცათი მკურნალობის დროს არ შეიძლება რენტგენოკონტრასტული ნივთიერებების, კოლოიდური სისხლშემცვლელებისა და პენიცილინის გამოყენება.

ციკლოსპორინთან ერთად გამოყენებისას მცირდება უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლში.

ანალგინი შლის ცილის კავშირს პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან, არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, გლუკოკორტიკოსტეროიდებთან და ინდომეტაცინთან, ზრდის მათ აქტივობას. ფენილბუტაზონი, ბარბიტურატები და სხვა ჰეპატოინდუქტორები ერთად გამოყენებისას ამცირებენ ანალგინის ეფექტს.

ერთდროული გამოყენება სხვა არანარკოტიკულ ანალგეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ჰორმონალურ კონტრაცეპტივებთან და ალოპურინოლთან იწვევს ტოქსიკურობის მომატებას.

სედატიური საშუალებები და ტრანკვილიზატორები ზრდის ლეიკოპენიის განვითარების რისკს. პრეპარატის ეფექტს აძლიერებენ კოდეინი, ჰისტამინური H2-ბლოკატორები და პროპრანოლოლი (ანელებს ინაქტივაციას).

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას,

ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C.

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი.

გაცემის პირობები. რეცეპტით.

ვიფენდი 200მგ #30ტ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ანალგინ-დარნიცა – ANALGINUM-DARNITSA – АНАЛГИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

METAMIZOLE SODIUM

მწარმოებელი: DARNITSA, უკრაინა

მოქმედი ნივთიერება: მეტამიზოლი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური, ანტიპირექსიული,ანთების საწინააღმდეგო საშუალება

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

მეტამიზოლ ნატრიუმი ……….     500 მგ

საინექციო  ხსნარი 50%: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

მეტამიზოლ ნატრიუმი  ……….    500 მგ 1 გ

 

 

ანავენოლი – ANAVENOL – АНАВЕНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

DIHYDROERGOKRISTINE MESILATE; ESCULIN; RUTOSIDE

მწარმოებელი: GALENA, ჩეხეთი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვენების მატონიზირებელი, ანგიოპროტექტული საშუალება.

გამოშვების ფორმა:

წვეთები: ფლაკონში 25 მლ

1 მლ

დიჰიდროერგოკრისტინის მეზილატი …….  0.5 მგ

ესკულინი …………………………………….     1.5 მგ

რუტოზიდი …………………………………….  30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ღვინის მჟავა, გლიცერინი 85%, მეგლუმინი, პროპილგალატი, ეთანოლი 95%, ანისის ეთერზეთი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ხასიათდება ვენების ტონუსის გამაძლიერებელი, კაპილაროპროტექტული, მიკროცირკულაცის გამაუმჯობესებელი და სისხლძარღვების კედლის განვლადობის შემამცირებელი თვისებებით.

ჩვენებები:

  • ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • პრევარიკოზული სინდრომი;
  • აგრეთვე დამხმარე თერაპიის სახით;
  • მიკროცირკულაციის პოსტტრავმული დარღვევა;
  • ვარიკოზული წყლულები;
  • თრომბოფლებიტი.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით: საწყისი დოზა 28 წვეთი 4-ჯერ დღეში 1 კვირის განმავლობაში. შემდგომში დოზა მცირდება შემანარჩუნებელ დოზამდე  – 28 წვეთი 2-3-ჯერ დღეში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

წვეთების ჩასხმისას ფლაკონი უნდა იმყოფებოდეს ვერტიკალურ მდგომარეობაში, ფსკერით ზევით.

გვერდითი მოვლენები:

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, გულისრევა, ღებინება, დიარეა, კანის ალერგიული რეაქციები, იშვიათად  – ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპება, მეტროდა მენორაგია.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • ბავშვებში 6 წლამდე;
  • სისხლდენა.

განსაკუთრებული მითითებები:

პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროვებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის შეფერხება ზოგიერთ ორგანოში. პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობის და არტერიული წნევის მომატება. პრეპარატის მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება ხელი შეუწყოს კორონარული სისხლძარღვების სპაზმის და ბრადიკარდიის განვითარებას. აღნიშნული ეფექტები განპირობებულია ჰიპერტენზიის შედეგად მომატებული ვაგუსური აქტივობით, უშუალოდ ზემოქმედებით სისხლძარღვებზე და მიოკარდიუმზე. ამიტომ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პაციენტებში. მძიმე ფორმის ჰიპერტენზიის და პერიფერიული სისხლძარღვების ობტურაციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.

ჭვავის რქის ალკალოიდების გამოყენებისას ხანდაზმულებში შეიძლება აღნიშნოს ჰიპოთერმია და იშემია (პირველ რიგში მიოკარდიუმის).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჭვავის რქის ალკალოიდებით ინტოქსიკაციას.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება და არა უმეტეს 10-250 C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:    2 წელი.

 

 

ვი-დრაფი 2%120მლ შამპუნი*

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ამფოტერიცინი – AMPHOTERICIN – АМФОТЕРИЦИН

ჩვენებები

პრეპარატს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედების ფართო სპექტრთან ერთად ახასიათებს მაღალი ტოქსიკურობა. იგი გამოიყენება:

  • კანდიდოზის, ასპერგილოზის, ჰისტოპლაზმოზისა და ბლასტომიკოზის შემთხვევაში.
  • იგი წარმოადგენს ალტერნატიულ სამკურნალო საშუალებას კანისა და ლორწოვანის ლეიშმანიოზის დროს.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა სისხლის სურათის მონიტორინგი.

დოზირების რეჟიმი

განზავებული 500 მლ 5%-ი ან გლუკოზის ხსნარში (ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება არ არის რეკომენდებული) ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით (6 სთ-ზე ხანგრძლივად) 250 მკგ/კგ ერთხელ დღეში.

ტოლერანტობის შემთხვევაში დოზა თანდათან უნდა გაიზარდოს 1 მგ/კგ/დღეში (მაქს. 1.5 მგ/კგ/დღეში). უსაფრთხო დოზები ბავშვებში ჯერ არ არის დადგენილი და მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, ძალიან ფრთხილად.

შეიძლება აგრეთვე მისი გამოყენება ადგილობრივად აპლიკაციის სახით. ზედაპირული სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები

ნეფროტოქსიკური (რომელიც მცირდება მანიტოლის ინტრავენური ინფუზიის შემდეგ), ჰიპოკალიემია, დარღვევები გულსისხლძარღვთა და ცნს-ის მხრივ, ანემია, გასტროინტესტინური ტრაქტის მხრივ დისკომფორტი, ტემპერატურის მომატება, ალერგია, გაღიზიანება ინექციის ადგილას.

უკუჩვენებები

ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

სხვა ნეფროტოქსიკური პრეპარატების ერთდროული გამოყენება (გენტამიცინი, ციკლოსპორინი, ციტოტოქსიკური პრეპარატები).

ამტასი-ავერსი – AMTAS-AVERSI – АМТАС-АВЕРСИ

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE

მწარმოებელი: ავერსი-რაცონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი.

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 12 ბლისტერი.

1 ტაბ.

ამლოდიპინის ბეზილატი ………. 5 მგ

1 ტაბ.

ამლოდიპინის ბეზილატი ……….. 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, პოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, სიმინდის სახამებელი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამლოდიპინი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. მას გააჩნია ანტიჰიპერტენზიული და ანტიანგინალური მოქმედება. პრეპარატი ხელს უშლის კალციუმის იონების შეღწევას სისხლძარღვების გლუვ კუნთოვან უჯრედებში და იწვევს რეზისტენტული არტერიოლების დილატაციას და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, სისხლის არტერიული წნევის დაქვეითებას, გულზე პოსტდატვირთვის შემცირებას. იგი აგრეთვე აფართოებს მსხვილი კალიბრის კორონარულ სისხლძარღვებს და კორონარულ არტერიოლებს ინტაქტურ და იშემიურ უბნებში, რაც ხელს უწყობს მიოკარდიუმის ჟანგბადით მომარაგებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ამლოდიპინი სრულად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. მისი ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%-ს.

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 6-12 სთ-ის შემდეგ. ამლოდიპინის 95% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

წონასწორული კონცენტრაცია (CSS) აღინიშნება მკურნალობს დაწყებიდან მეშვიდე-მერვე დღეს.

მეტაბოლიზდება ღვიძლში. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი მერყეობს 31-დან 48 სთ-მდე. მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმელებით, არააქტიური მეტაბოლიტების სახით, 10%  – შეუცვლელი სახით, ხოლო 20-25%  – ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია (კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში);
  • გულის იშემიური დაავადება  – სტაბილური სტენოკარდია, ვაზოსპასტიური (პრინცმეტალის) სტენოკარდია.

მიღების წესები და დოზირება:

სტენოკარდიისა და არტერიული ჰიპერტენზიის დროს ამტასის საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ-ს, ერთჯერადად; პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე საწყისი დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-დე ერთხელ დღეში. რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღის ერთი და იგივე მონაკვეთში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 2.5-5 მგ.

გვერდითი მოვლენები:

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ქოშინი, წვივების შეშუპება, სახის ჰიპერემია, იშვიათად  – ტკივილი გულმკერდის არეში;

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, იშვიათად  – ღრძილების ჰიპეპრპლაზია;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება.

უკუჩვენებები:

ამლოდიპინის მიმართ და/ან პრეპარატის შემადგენელი სხვა ნივთიერებების მიმართ მომატებული  მგრძნობელობა.

გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია, კოლაფსი, არასტაბილური სტენოკარდია, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, 18 წლამდე პაციენტებში (პრეპარატის უსაფრთხოება შესწავლილი არ არის).

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის მიღება ორსულობის (განსაკუთრებით I და II ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

ამტასი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულის ქრონიკული უკმარისობის, არტერიული ჰიპოტენზიის, მიტრალური სტენოზის, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდომიოპათიის, მიოკარდიუმის ინფარქტის დროს, აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ და ხანდაზმულ პაციენტებში.

პრეპარატის მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში არ არის რეკომენდებული მისი დამატებით მიღება, არამედ საჭიროა მკურნალობის ჩვეულებრივი რეჟიმის გაგრძელება. ამტასით მკურნალობის პერიოდში საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის ლაბორატორიული კონტროლი.

გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება დააქვეითოს ამლოდიპინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატი მკურნალობის დასაწყისში იწვევს გადაღლილობის შეგრძნებას ან თავბრუსხვევას, რაც ზემოქმედებას ახდენს ყურადღების კონცენტრაციასა და სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

შესაძლებელია განვითარდეს პერიფერიული ვაზოდილატაცია და არტერიული ჰიპოტონია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, ვაზოკონსტრიქციული საშუალებების გამოყენება.

საჭიროებისას  – სიმპტომური თერაპია.

კალციუმის არხების ბლოკირების თავიდან ასაცილებლად ინტრავენურად შეჰყაყთ კალციუმის გლუკონატი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ამლოდიპინისა და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების α-ადრენოსტიმულატორების, ესტროგენებისა და სიმპატომიმეტური საშუალებების ერთდროული გამოყენებისას მცირდება პრეპარატის ჰიპოტენზიური ეფექტი.

თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეტიკები, ß-ადრენობლოკატორები, ვერაპამილი, აგფ- ინჰიბიტორები, ნიტრატები აძლიერებენ ამტასის ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ მოქმედებას.

ამიოდარონი, ქინიდინი, α1-ადრენობლოკატორები, ნეიროლეპსიური საშუალებები და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორები აძლიერებენ პრეპარატის ჰიპოტენზიურ ეფექტს.

ამლოდიპინისა და ციმეტიდინის ერთდროული მიღებისას ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები არ იცვლება.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 c ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

 

ვეპრაზი 100მგ/200მგ #7კაფს ვაგ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად