Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 731

ანდრიოლი – ANDRIOL – АНДРИОЛ

საერთაშორისო დასახელება:

TESTOSTERONE

მწარმოებელი: ORGANON,  ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: ტესტოსტერონი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანდროგენი

გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ტესტოსტერონის უნდეკანოატს ……  40მგ

 

ვრცლად ნებიდო (მიღების წესი, დოზირება განსხვავებული)

ანდრაქსანი – ANDRAXAN – АНДРАКСАН

საერთაშორისო დასახელება:

FLUTAMIDE

მწარმოებელი: PH & T, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ფლუტამიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; ანტიანდროგენი

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 3 ც

1 ტაბ.

ფლუტამიდი……..            250 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანდრაქსანი წარმოადგენს არასტეროიდული სტრუქტურის ანტიანდროგენულ პრეპარატს. კონკურენტულად აბლოკირებს ანდროგენების სამიზნე ორგანოების უჯრედთა ანდროგენულ რეცეპტორებს და აინჰიბირებს მათთან ანდროგენების დაკავშირებას. ანდრაქსანის უნარი უჯრედებზე ტესტოსტერონის მოქმედების დათრგუნვა მისი მედიკამენტური “კასტრაციის”დამატებითი კომპონენტია. პრეპარატის სამიზნე ორგანოებს წარმოადგენენ წინამდებარე ჯირკვალი და სათესლე ბუშტუკები.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღებისას ანდრაქსანი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 94-96% უკავშირდება პლაზმის ცილებს. პრეპარატი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ანდრაქსანის 96% ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით.

ჩვენებები:

წინამდებარე ჯირკვლის მეტასტაზური კიბო, როდესაც საჭიროა ტესტოსტერონის მოქმედების დათრგუნვა.

მიღების წესები და დოზირება:

ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში. დადებითი ეფექტის შემთხვევაში მკურნალობის კურსი გრძელდება სიმსივნური დაავადების სიმპტომების ალაგებამდე.

გვერდითი მოვლენები:

შეიძლება აღინიშნოს გინეკომასტია, ტკივილი სარძევე ჯირკვლების მიდამოში, გალაქტორეა, ლიბიდოს დაქვეითება, სპერმატოგენეზის დათრგუნვა  (ხანგრძლივი მიღებისას), უძილობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტე, მხედველობის დარღვევა, დეპრესია, ანემია, ერითემა, კანქვეშა სისხლჩაქცევები, ქავილი, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები:

ანდრაქსანის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, თრომბოზებისადმი მიდრეკილების, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს. ანდრაქსანით მკურნალობის დროს აუცილებელია ღვიძლის ფუნქციების ყოველთვიური ლაბორატორიული კონტროლი. ღვიძლის ფუნქციების ზედა დასაშვებ ზღვართან შედარებით 2-3-ჯერ და მეტად მომატების ან სიყვითლის გამოვლენისას (თუ ეს არ არის განპირობებული ღვიძლში მეტასტაზებით) აუცილებელია ანდრაქსანით მკურნალობის შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვარფარინთან კომბინაციის დროს შესაძლებელია სისხლის შედედების უნარის დათრგუნვა.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25OC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

 

 

 

ანდანტე – ANDANTE – АНДАНТЕ

საერთაშორისო დასახელება:

ZALEPLON

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ზალეპლონი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

საძილე საშუალება

გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 7 და 14 ც.

1 კაფს.

ზალეპლონი …………  5 მგ

1 კაფს.

ზალეპლონი ……….  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზალეპლონი არის პირაზოლო-პირიმიდინური ტიპის ჰიპნოზურ საშუალებას, რომელიც თავის ქიმიური სტრუქტურით განსხვავდება ბენზოდიაზეპინებისგან და სხვა ჰიპნოზური საშუალებებისგან.

ფარმაკოდინამიკა: ავლენს მაღალ სელექტიურობას და პირველი ტიპის ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებთან მცირე ნათესაობას.

ზალეპლონის ეფექტურობის კვლევებში ავადმყოფებში პირველადი ფსიქოფიზიოლოგიური უძილობით ძილის დროს ზომავდნენ პოლისომნოგრაფის საშუალებით; ავადმყოფები თვითონ ავსებდნენ ანკეტას, რომელშიც ახასიათბდნენ ძილს.

65 წელზე ახალგაზრდა პაციენტებში, რომლებიც არ იმყოფოდნენ წოლით რეჟიმში, დაძიბების მომენტამდე გასული ძილის ლატენტური დრო 10მგ ზალეპლონის შემდეგ შემცირდა. პრეპარატის მოქმედება შეიმჩნეოდა ოთხი კვირის განმავლობაში. ხანდაზმულ პაციენტებში 5მგ დოზის მიღებისას ძილის ლატენტური დრო მნიშვნელოვნად მცირდებოდა. 10მგ დოზის მიღებისას 2-კვირიანი პლაცებო-მკურნალობის შედეგებთან შედარებით, მოქმედება იყო უფრო გამოხატული. დაძინების მომენტამდე გასული დრო კლინიკურად მნიშვნელოვანი ზომით, პლაცებო ჯგუფთან შედარებით იყო მოკლე. 2- და 4-კვირიანი კვლევების შედეგებით არცერთი დოზირებისთვის არ ჩამოყალიბებულა ფარმაკოლოგიური ტოლერანტობა.

პოლისომნოგრაფით კვლევების მონაცემებით 10მგ დოზა პლაცებოსთან შედარებით უზრუნველყოფდა უკეთეს შედეგებს, როგორც ძილის ლატენტური დროს შემცირებით, ისე ძილის ხანგრძლივობის გაგრძელებით ღამის პირველ ნახევარში. კვლევის პირობებში ზალეპლონი გავლენას არ ახდენდა ძილის სხვადასხვა ფაზების პროცენტულ შეფარდებაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: შიგნით მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად (71%) შეიწოვება. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში მიიღწევა 1 საათის შემდეგ. პრესისტემური მეტაბოლიზმის საშუალებით აბსოლუტური ბიომისაწვდომობა – 30%.

განაწილება: წარმოადგენს ცხიმში ხსნად შენაერთს, განაწილების მოცულობა ინტრავენური შეყვანისას – 1,4±0,3ლ/კგ. პლაზმის ცილებთან კავშირის -60% გამო, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება ნაკლებად მოსალოდნელია. აღწევს ლაქტატში.

მეტაბოლიზმი: პირველად მეტაბოლიზმში მონაწილეობს ალდეჰიდ-ოქსიდაზა და იწვევს 5-ოქსოზალეპლონის წარმოქმნას. CYP3A4 მეტაბოლიზმში ასევე მონაწილეობს დეზეტილ-ზალეპლონის წარმოქმნით, რომელიც თავის მხრივ შემდგომში ალდეჰიდ-ოქსიდაზას მონაწილეობით გარდაიქმნება 5-ოქსო-დეზეტილ-ზალეპლონად. შემდგომში ჟანგვის პროდუქტები ექვემდებარება გლუკორონის მჟავასთან კონიუგაციიას. ზალეპლონის ყველა მეტაბოლიტი მოკლებულია აქტივობას. დოზის გაზრდისას პროპორციულად იზრდება სისხლში ზალეპლონის კონცენტრაცია. სადღეღამისო დოზისას – 30მგ, კუმულაცია არ შეიმჩნევა. ზალეპლონის ელიმინაციის T 1/2 – 1 საათი.

გამოყოფა: ხორციელდება არააქტიური მეტაბოლიტების ფორმით, ძირითადად შარდით (71%) და განავლით (17%). მიღებული დოზის 57% არმოჩენილია შარდში 5-ოქსოზალეპლონის ან მისი მეტაბოლიტების სახით. განავალში აღმოჩენილ მეტაბოლიტებს შორის ჭარბობს 5-ოქსოზალეპლონი. ორგანიზმიდან გამოიყოფა სწრაფად.

ჩვენებები:

  • ძილის დარღვევა, რაც ვლინდება დაძინების გაძნელებით და გაჩნია მძიმე ხასიათი, ანუ განაპირობებს განსაკუთრებულ დაღლილობას და ყოველდღიური საქმიანობის შესრულების შეუძლებლობას, შრომისუნარიანობის დაქვეითებას.

 

მკურნალობა შეძლებისდაგვარად უნდა იყოს მაქსიმალურად ხანმოკლე, არაუმეტეს 2 კვირა.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება შიგნით, უშუალოდ ძილის წინ, თუ ავადმყოფი გრძნობს, რომ ვერ იძინებს. პრეპარატის მიღებამ უშუალოდ ჭამის შემდეგ, შეიძლება 2 საათით შეაყოვნოს სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის დადგომა, თუმცა პრეპარატის შეწოვაზე გავლენას ადგილი არ აქვს.

მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზაა 10მგ. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 10მგ. (საჭიროა ავადმყოფის გაფრთხილება განმეორებით დოზის ერთი ღამის განმავლობაში მიღების მავნებლობის შესახებ!)

ხანდაზმულ პაციენტებს საძილე საშუალებებზე უფრო გამოხატულ მგრძნობელობასთან დაკავშირებით ენიშნებათ 5მგ.

ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობისას ორგანიზმიდან გამოყოფის შენელების გამო – 5მგ

თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობისას დოზის კორექცია საჭირო არ არის, რადგანაც ასეთ ავადმყოფებში ზალეპლონის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება ჯანმრთელთა კინეტიკისაგან. თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს პრეპარატის უსაფრთხოების მონაცემები არ მოიპოვება. (იხ. ფარმაკოკინეტიკა და განსაკუთრებული მითითებები).

ბავშვთა ასაკი: 18 წლამდე ასაკში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მიპოვება, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში ზალეპლონი არ ინიშნება.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე უფრო ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტები: თავის ტკივილი, სისუსტის შეგრძნება, ძილიანობა, თავბრუსხვევა.

ამნეზია

ქცევის დარღვევით თანმხლები, შესაძლებელი ანტეროგრადული ამნეზია, განსაკუთებით უფრო მაღალი დოზების მიღებისას (იხ. განსაკუთრებული მითითებები).

დეპრესია

შესაძლებელია ფარული დეპრესიის კლინიკური ნიშნების გამოვლენა.

ფსიქიკური და პარადოქსული რეაქციები

ფსიქიკური და პარადოქსული რეაქციები (მოუსვენრობა, აგზნებული მდგომარეობა, გაღიზიანებულობა, აგრესიულობა, ჰალუცინაციები, აღქმის დარღვევა, ფეთქებადი მრისხანება, კოშმარული სიზმრები, ქცევის დარღვევა) უფრო ხშირად ვლინდება ხანდაზმულ პაციენტებში.

დამოკიდებულება

პრეპარატის მიღებამ, მათ შორის თერაპევტულ დოზებში, შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულების და მოხსნის სინდრომის სიმპტომების განვითარება (იხ. განსაკუთრებული მითითებები). პრეპარატის ბოროტად გამოყენებისას შესაძლებელია ფსიქიკური დამოკიდებულების გაჩენაც.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე;

* ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

* ღამის აპნოეს სინდრომი;

* მწვავე რესპირატორული უკმარისობა;

* მწვავე მიასთენია;

* ლაქტაციის პერიოდი;

* ბავშვთა ასაკი 18 წლამდე.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს ზალეპლონის გამოყენების მონაცემების არარსებობის გამო მისი დანიშნვა რეკომენდებული არ არის. რეპროდუქციული ასაკის ქალებში პრპეპარატის დანიშნვისას ექიმი ვალდებულია ყოველ ცალკეულ შემთხვევაში გააფრთხილოს პაციენტი დაორსულების ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში ექიმის დაუყოვნებელი კონსულტაციის აუცილებლობის შესახებ.

ორსულობის პირველ ტრიმესტრში და მშობიარობის დროს პრეპარატის მაღალი დოზების გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში, პრეპარატის ფარმაკოლოგირი მოქმედების შედეგად ახალშობილში შესაძლებელია ჰიპერთერმიის, ჰიპოტონიის,, ზომიერი რესპირატორული უკმარისობის განვითარება.

ახალშობილებში, რომელთა დედები ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რეგულარულად ღებულობდნენ პრეპარატს, შესაძლებელია ფიზიკური დამოკიდებულების და მოხსნის სინდრომის სიმპტომების განვითარება.

ლაქტატში პრეპარატის შეღწევის გამო მისი გამოყენება ამ პერიოდში უკუნაჩვენებია.

განსაკუთრებული მითითებები:

ძილის დარღვევა შეიძლება იყოს ფიზიკური და ფსიქიკური დაავადების შედეგი. თუ პრეპარატით ანდანტე, ხანმოკლე მკურნალობით არ მოხდება ძილის ნორმალიზაცია ან ძილის დარღვევა პროგრესირებს, საჭიროა დიაგნოზის გადახედვა.

ზალეპლონის მოკლე ნახევარდაშლის პერიოდის წყალობით, თუ ავადმყოფი იღვიძებს ნაადრევად, შესაძლებელია ალტერნატიული მკურნალობის გამოყენება.

საჭიროა ავადმყოფის გაფრთხილება, რომ არ მიიღოს ერთი ღამის განმავლობაში ერთ კაფსულაზე მეტი.

CYP3A4 სხვა ცნობილ ინჰიბიტორებთან ერთობლივი მიღებისას შესაძლებელია ზალეპლონის კონცენტრაციის შეცვლა სისხლში. (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან)

ლაქტოზის აუტანლობისას საჭიროა იმის გათვალისწინება, რომ 5მგ და 10მგ კაფსულა შეიცავს შესაბამისად 67მგ და 134მგ ლაქტოზას.

მიჩვევა

მკურნალობის რამდენიმე კვირის შემდეგ შეაძლებელია პრეპარატზე მიჩვევის განვითარება და ჰიპნოზური ეფექტის დაქვეითება.

დამოკიდებულება

შესაძლებელია ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების განვითარება, რომლის ალბათობა დაკავშირებულია პრეპარატის მაღალი დოზების მიღებასთან, ხანგრძლივ მკურნალობასთან და ალკოჰოლური და წამლისმიერი დამოკიდებულების არსებობასთან.

ჩამოყალიბებული ფიზიკური დამოკიდებულებისას, პრეპარატის უეცარი მოხსნა იწვევს მოხსნის სიმპტომების განვითარებას: თავის, კუნთების ტკივილი, განგაშის მკვეთრად გამოხატული მდგომარეობა, მომატებული დაძაბულობა, მოუსვენრობა, ცნობიერების აღრევა და გაღიზიანებულობა. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია აუტოაგრესია, დეპერსონალიზაცია, შეუვალობა, პარესთეზიები კიდურებში, მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმის და ფიზიკურ გამღიზიანებლებზე, ჰალუცინაციები, ეპილეფსიური გულყრები.

უძილობა და მომატებული განგაში

მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შესაძლებელია უძილობის წარმავალი სიმპტომების განვითარება, თუმცა, უფრო გამოხატული ფორმით. ამასთან, შესაძლებელია სხვა თანმხლები მოვლენების განვითარება მაგ. განწყობის ცვლილება, მომატებული განგაშის შეგრძნება, ძილის დარღვევა ან მოუსვენრობა.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობა უნდა იყოს ხანმოკლე, არაუმეტეს 2 კვირა. (იხ. გამოყენების მეთოდი და დოზირება). მკურნალობის გაგრძელება შეიძლება მხოლოდ ავადმყოფის ყურადღებიანი გამოკვლევის შემდეგ.

მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ავადმყოფის გაფრთხილება მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის და მოხსნის სინდრომის განვითარების შესაძლებლობის შესახებ.

მეხსიერება და ფსიქო-მოტორული ფუნქციები

შესაძლებელია ანტეროგრადული ამნეზიის განვითარება და ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა, რომლებიც უმეტესად ვითარდება პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ამ სიმპტომების განვითარების თავიდან აცილების მიზნით, პრეპარატი მიიღება მხოლოდ იმშემთხვევაში, როდესაც ავადმყოფს აქვს განუწყვეტელი ძილის შესაძლებლობა, უკიდურეს შემთხვევაში წამლის მიღებიდან 4 საათის განმავლობაში.

ფსიქიკური და პარადოქსული რეაქციები

ზალეპლონით მკურნალობა უნდა შეწყდეს მომატებული მოუსვენრობის შეგრძნების, აგზნებადობის, გაღიზიანებულობის, აგრესიულობის, აღქმის დარღვევის, გაბოროტების შეტევების, კოშმარული სიზმრების, ჰალუცინაციების და განსაკუთრებით ქცევის დაღვევების დროს.

ავადმყოფთა სპეციფიკური ჯგუფები

პრეპარატის დანიშნვა ხანდაზმული ასაკის ავადმყოფებში შესაძლებელია, მათ შორის 75 წლის ზემოთ. ამ ასაკობრივ ჯგუფში ზალეპლონის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება ჯანმრთელთა კინეტიკისაგან.

ამ ასაკობრივ ჯგუფში რეკომენდებულია 5მგ-ის დანიშნვა, რადგანაც მგრძნობელობა ჰიპნოზურ საშუალებებზე უფრო გამოხატულია. (იხ. გამოყენების მეთოდი და დოზირება).

პრეპარატის დანიშნვა პაციენტებში ალკოჰოლური და წამლისმიერი დამოკიდებულებით მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

პრეპარატის დანიშნვა ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში, ენცეფალოპათიის განვითარების საშიშროების გამო რეკომენდებული არ არის. (იხ. გამოყენების მეთოდი და დოზირება)

თირკმლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში ზალეპლონის ფარმაკოკინეტიკა არ განსხვავდება ჯანმრთელთა კინეტიკისაგან, თუმცა არააქტიური მეტაბოლიტების დონე მათში უფრო მაღალია (იხილეთ ფარმაკოკინეტიკა)

პაციენტებში ფილტვის ქრონიკული უკმარისობით, საძილე და დამაწყნარებელი პრეპარატების დანიშნვა მოითხოვს განსაკუტრებულ სიფრთხილეს. ფსიქოზების დროს პრეპარატი არ წარმოადგენს პირველი არჩევის სამკურნალო საშუალებას.

პრეპარატი არ იხმარება დეპრესიის და მისი თანხლები მომატებული განგაშის სამკურნალოდ, რადგანაც შესაძლებელია სუიციდური მცდელობების პროვოცირება. ზალეპლონის დანიშნვისას დეპრესიის მქონე ავადმყოფებში საჭიროა მინიმალური დოზის გამოწერა.

ბავშვები

18 წლამდე ასაკში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ მიპოვება, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში პრეპარატი არ ინიშნება (იხ. უკუჩვენება).

გავლენა ტრანპორტის და მექანიზმების მართვაზე:

ავლენს არასასურველ ზეგავლენას ტრანსპორტის მართვის და ქმედების სხვა სახეების შესრულებაზე, რადგანაც სედატიური მოქმედებით, შეუძლია გამოიწვიოს ამნეზია, შეამციროს ყურადღების კონცენტრაციის უნარი და კუნთური ძალა (იხ. ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან). მომატებული ყურადღების მომთხოვნი გონებრივი და ფიზიკური ქმედების შესრულებისას, საჭიროა განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა.

ჭარბი დოზირება:

მწვავე ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები მცირეა, ჭარბი დოზირებისას სისხლში პრეპარატის დონე არ გაზომილა.

იმ შემთხვევაში თუ ავადმყოფს ერთდროულად არ აქვს მიღებული ცნს-ზე მოქმედი ანტიდეპრესანტები (მათშორის ალკოჰოლი), ჭარბი დოზირებისას სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობები არ ვითარდება. ჭარბი დოზირებისას საჭიროა კომბინირებული ინტოქსიკაციის ფაქტის გამორიცხვა.

ჭარბი დოზირებისას, ძირითადად შეიმჩნევა ძილიანობით (კომამდეც კი) გამოვლენილი ცნს-ის დათრგუნვის სიმპტომები. სუსტი მოწამლვისას შესაძლებელია ძილიანობა, ცნობიერების დარღევა, ლეთარგია, უფრო მძიმე შემთხვევბში ატაქსია, ჰიპოტონია, ჰიპოტენზია, სუნთქვის დარღვევა, იშვიათად კომა, ძალიან იშვიათ შემთხვევაში სასიკვდილო შედეგებით.

მკურნალობა: თუ ჭარბი დოზირების ფაქტი აღმოჩენილია პირველ საათში, გონზე მყოფ პაციენტში საჭიროა ღებინების გამოწვევა. უგონოდ მყოფ პაციენტში – კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი. გულის და სუნთქვის მონიტორინგს ატარებენ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში.

ანტიდოტის სახით შეიძლება ფლუმაზენილის გამოყენება. ფლუმაზენილის გამოყენებისას არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ პრეკლინიკური კვლევების შედეგებიდან გამომდინარე ფლუმაზენილი წარმოადგენს ზალეპლონის ერთ-ერთ ანტაგონისტს. კლინიკური გამოცდილება არ ადასტურებს პალეპლონის ჭარბი დოზირებისას ფლუმაზენილის ეფექტურობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ალკოჰოლის მიღება აძლიერებს ზალეპლონის სედატიურ მოქმედებას.

ანტიფსიქოზური (ნეიროლეფსიური), ჰიპნოზური, ანქსიოლიზური/სედატიური, ანტიდეპრესიული, ანტიეპილეფსიური, საანესთეზიო, სედატიური ანტიჰისტამინური პრეპარატების, ნარკოტიკული ანალგეტიკების ერთდროული მიღება იწვევს ზალეპლონის საძილე ეფექტის გაძლიერებას.

ზალეპლონთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია, ნარკოტიკული ანალგეტიკების, მიჩვევის გამომწვევი ეიფორიული ეფექტის გაძლიერება.

ციმეტიდინი, როგორც ღვიძლის ენზიმების (ალდეჰიდოქსიდაზის და CYP3A4) არასპეციფიკური ინფიბიტორი, ზრდის პლაზმაში ზალეპლონის კონცენტრაციას 85%-ით. ამ პრეპარატების ერთობლივი დანიშნვისას საჭიროა სიფრთხილე.

CYP3A4 სელექტიური ბლოკატორები (კეტოკონაზოლი, ერითრომიცინი) ზრდიან პლაზმაში ზალეპლონის კონცენტრაციას; საჭიროა ავადმყოფის გაფრთხილება ზალეპლონის სედატიური ეფექტის გაძლიერების შესახებ, თუმცა დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ისეთ ძლიერ ღვიძლის ინდუქტორებს (მაგ., CYP3A4), როგორც რიფამპიცინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალის წარმოებულები, შეუძლიათ ზალეპლონის სისხლში კონცენტრაციის და ეფექტის 25%-ით შემცირება.

ზალეპლონი არ ახდენს გავლენას დიგოქსინის და ვარფარინის კინეტიკაზე, ამიტომ ამ პრეპარატების დოზის კორექცია საჭირო არ არის.

იბუპროფენი არ ურთიერთქმედებს ზალეპლონთან.

შენახვის პირობები:

ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ნესტისგან დაცულ ადგილას, 15°C- დან 30°C- მდე ტემპერატურაზე

ვარგისისანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით

ანგიოფლუქსი – ANGIOFLUX – АНГИОФЛЮКС

საერთაშორისო დასახელება:

SULODEXSIDE

მწარმოებელი: AESCULAPIUS FARMACEUTICI, იტალია

მოქმედი ნივთიერება: სულოდექსიდი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიკოაგულანტი.

გამოშვების ფორმა:

რბილი კაფსულები: შეფუთვაში 50 ც.

1 კაფს.

სულოდექსიდი ………       250 სე

დახმარე ნივთიერებები:

მიგლიოლი 812, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კრისტალური კვარცი.

საინექციო ხნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 ამპ.

სულოდექსიდი …….      600 სე

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანტითრომბული და ჰიპოლიპიდემიური საშუალება ჰეპარინოიდი. ანგიოფლუქსს გააჩნია ანტიკოალუგაციური, ანტიაგრეგაციული, ფიბრინოლიზური და ანგიოპროტექტული მოქმედება. თრგუნავს თრომბოციტების აგრეგაციას, შედედების აქტივირებულ X ფაქტორს, ზრდის პროსტაციკლინის სინთეზს და სეკრეციას, აქვეითებს სისხლის პლაზმაში ფიბრინოგენის შემცველობას. ანგიოფლუქსი ზრდის ქსოვილოვანი პლაზმინოგენის აქტივატორის დონეს და აქვეითებს ქსოვილოვანი პლაზმინოგენის ინჰიბიტორის შემცველობას სისხლში. ანგიოფლუქსის ჰიპოლიპიდემიური ეფექტი განპირობებულია ლოპოპროტეინლიპაზას აქტივობის მომატებით და ათეროგენული ლიპოპროტეიდების კატაბოლიზმის დაჩქარებით. ანგიოფლუქსი თრგუნავს სისხლძარღვთა კედლის გლუვკუნთოვანი უჯრედების პროლიფერაციას, ხელს უწყობს სისხლძარღვის ენდოთელიუმის სტრუქტურისა და ფუნქციის აღდგენას, ახდენს სისხლის რეოლოგიური თვისებების ნორმალიზაციას.

ფარმაკოკინეტკა:

პერორალურად მიღებისას სისხლში პრეპარატი მაქსიმალურ კონცენტრაციას აღწევს 60 წთ-ში. 90% აბსორბირდება სისხლძარღვების ენდოთელიუმის მიერ (სადაც პრეპარატის კონცენტრაცია 20-30 ჯერ აღემატება სხვა ორგანოების ქსოვილებში მის კონცენტრაციას). მეტაბოლიზდება ღვიძლში და თირკმელებში. ანგიოფლუქსი გამოიყოფა თირკმელებით; ინტრავენურად შეყვანილი დოზის 50% გამოიყოფა 24 სთ-ში, 67% გამოიყოფა 48 სთ-ში.

ჩვენებები:

  • ქრონიკული ვენური წყლული, ფლებოპათია, ღრმა ვენების თრომბოზი;
  • პერიფერიული არტერიების ათეროსკლეროზი თრომბის წარმოქმნის რისკით;
  • ანგიოპათიები შაქრიანი დიაბეტის დროს: მიკროანგიოპათია (ნეფროპათია, რეტინოპათია, ნეიროპათია) და მაკროანგიოპათია (დიაბეტური ტერფი, ენცეფალოპათია, კარდიოპათია);
  • მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი (მეორადი პროფილაქტიკის მიზნით).

მიღების წესები და დოზირება:

კაფსულები: 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში კვებათა შორის ინტერვალში.

ამპულები 1 ამპულა დღეში ი/მ ან ი/ვ. ინტრავენური ინექციისთვის 1 ამპულა იხსნება 150-200 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში.

მკურნალობა იწყება ანგიოფლუქსის ინექციით 15-20 დღე, გრძელდება ანგიოფლუქსის კაფსულებით 30-40 დღე.

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს მეორადი პროფილაქტიკის მიზნით ანგიოფლუქსი მიიღება მწვავე ინფარქტის მე- 7 მე-10 დღიდან, 1 ამპულა ერთხელ დღეში, 1 თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ  – პერორალურად 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში 12 თვის განმავლობაში;

ანგიოფლუქსით მკურნალობის სრული კურსი მეორდება მინიმუმ 2-ჯერ წელიწადში.

ექიმის გადაწყვეტილებით მედიკამენტის დოზა და ჯერადობა შეიძლება შეიცვალოს.

გვერდითი მოვლენები:

კაფსულები: იშვიათად ვითარდება გასტრო-ინტესტინალური დარღვევები, ღებინება და ეპიგასტრალგია.

ამპულები: ინექციის ადგილას იშვიათად აღინიშნება ტკივილი, წვის შეგრძნება და ჰემატომა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები არის ტრანზიტორული.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

 

  • ვინაიდან ანგიოფლუქსის მოლეკულური ფორმულა ჰეპარინის მსგავსია, პრეპარატის დანიშვნა უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ჰეპარინის და ჰეპარინოიდების მიმართ;
  • ჰემორაგიული დიათეზი.

 

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებსა და ახალშობილებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებით, ექიმის უშუალო კონტროლის ქვეშ.

განსაკუთრებული მითითებები:

ანგიოფლუქსის გამოყენებისას აუცილებელია კოაგულოგრამის რეგულარული კონტროლი.

ჭარბი დოზირება:

ვითარდება სისხლდენა. მკურნალობა: 1% პროტამინის სულფატი (3 მლ ი/ვ).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანგიოფლუქსი აძლიერებს ჰეპარინის და სხვა ანტიკოაგულანტების ეფექტს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   5 წელი.

 

 

ანგინოვაგი – ANGINOVAG – АНГИНОВАГ

სავაჭრო სახელწოდება: ანგინოვაგი / ANGINOVAG

საერთაშორისო დასახელება: (აქტიური ნივთიერება ) comb. drug;

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: მიკრობების საწინააღმდეგო მოქმედების საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → კომბინირებული შემადგენლობის სხვა პრეპარატები

მწარმოებელი ფირმა: მედიალი

მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი

გამოშვების ფორმა: სპრეი კონტეინერში 10მლ სპრეი კონტეინერში 20მლ

შემადგენლობა:

ყოველი 100 მლ შეიცავს: ბეტა-გლუკურეთინის მჟავას 60მგ, დექვალინიუმის ქლორიდს 100მგ, ტიროტრიცინს 400მგ, ჰიდროკორტიზონის აცეტატს 60მგ, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს 100მგ. დანამატს ნატრიუმის სახარინს 100მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანგინოვაგი აქტიური ფორმულა ავლენს ანთებისსაწინააღმდეგო, ანალგეზიურ და ანტიბიოტიკურ მოქმედებას. ის მოწოდებულია სარქვლიანი სპრეის სახით და ამის გამო იგი გამოიყენება ლოყა-ფარინგიალური დაზიანების პრევენციისა და სამკურნალოდ.

ჩვენებები:

კომბინირებულად ოროფარინგიალური პათოლოგიის: ამიგდალიტის, ფარინგიტი,ს ლარინგიტის, სტომატიტის, აფტოზური წყლულებისა და გლოსიტების როგორც პრევენციის ასევე მკურნალობისათვის.

მიღების წესები და დოზები:

დარტყმითი დოზა 1-2 ინჰალაცია ყოველ 2-3 საათში. დამხმარე ან პრევენციული დოზა 1 ინჰალაცია ყოველ 6 საათში.

გვერდითი მოვლენები:

არ არის ცნობილი.

უკუჩვენება:

არ არის ცნობილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

გამოყენება შესაძლებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

სწორად გამოყენებისათვის რეკომენდირებულია მოვათავსოთ ბოთლი ვერტიკალურად და კანულა მივმართოთ საიმჰალაციო არისკენ. არ არის

რეკომენდირებული პირის ღრუში კანულის მოთავსება. დავაწვეთ ხუფის ზედა ნაწილს ბუფერის გამოყენებით ზემოდან ქვემოთ.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის არსებული იშვიათი ტოქსიკურობის სიმპტომების გამოვლინება მოსალოდნელი არ არის ზედმეტი დოზირების შემთხვევაშიც კი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები და ვადები:

შევინახოთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას

ანგინ-ჰეელ სდ – ANGIN-HEEL SD – АНГИН-ХЕЕЛЬ СД

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ყელ-ყურ-ცხვირის ანთებითი დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

ერთი სუბლინგვალური ტაბლეტი შეიცავს:

Hydrargyrum bicyanatum  D8       30 მგ.

Phytolacca americana  D4             30 მგ.

Apis mellifica  D4                           30 მგ.

Arnica montana  D4                      30 მგ.

Hepar sulfuris D6                          60 მგ.

Atropa bella-donna  D4                 60 მგ.

Dulcamara  D4                               60მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი;
  • ტონზილური ჩირქოვანი საცობები;
  • ნუშისებრი ჯირკვლების ჰიპორტროფია;
  • ქრონიკული რინიტი.

მიღები წესები და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მწვავე მდგომარეობისას  – 1 ტაბლეტი ყოველ 15 წუთში, არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს გაძლიერებული სალივაციის (ნერწყვდენა) დროს.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავია თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   5 წელი.

ანბერი – ANBER – АНБЕР

საერთაშორისო დასხელება:

DICIKLOMINE; PARACETAMOL

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური, ანტიპირეტული და ანალგეზიური საშუალება.

გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

დიციკლომინის ჰიდროქლორიდი  ……..         2 მგ

პარაცეტამოლი  ………………………………       500 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილჰიდროქსიბენზოატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანბერი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

დიციკლომინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს სუსტ მუსკარინულ ქოლინობლოკატორს პირდაპირი ანტისპაზმური ეფექტით. იგი ამცირებს გლუვი კუნთების სპაზმს, განსაკუთრებით მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის” დროს.

პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ანალგეზიურ და ანტიპირეტულ საშუალებას, რომელიც გამოიყენება სუსტი ანთებითი პროცესების დროს “გაღზიანებული ნაწლავის სინდრომისადმი” განწყობილ პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა:

დიციკლომინის ჰიდროქლორიდი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება და 60-90 წთ-ში აღწევს სასურველ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელების საშუალებით (79.5%). ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.2-1.8 სთ-ს.

პარაცეტამოლი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს 1 სთ-ში. ანალგეზიური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 30 წთ-დან 2 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

ტკივილითა და მსუბუქი ანთებით მიმდინარე ნაწლავური პროცესები.

  • ნაწლავის კოლიკა;
  • ღვიძლის კოლიკა;
  • თირკმლის კოლიკა;
  • პილოროსპაზმი;
  • ალგოდისმენორეა;
  • “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან” ასოცირებული კუჭ-ნაწლავის სპაზმი.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილთათვის რეკომენდებულია 1-2 ტაბლეტი. ანბერის მიღება კვების წინ 15 წთ-ით ადრე 2-4-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 4 ტაბლეტამდე დღეში.

6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის  – 1/4-1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

7-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის  – 1/2 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ყაბზობა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

მხედველობის მხრივ: აკომოდაციის დარღვევა.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდვის გაძნელება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

სხვა: ძილიანობა, მოუსვენრობა, შფოთვა, გაფანტულობა, თავბრუხვევა, სისუსტე.

უკუჩვენებები:

ობსტრუქციული უროპათია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერბილირუბინემია, თირკმლის უკმარისობა კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მწვავე წყლულოვანი კოლიტი, რეფლუქს- ეზოფაგიტი, ჰემატოლოგიური დაავადებები, გლაუკომა, მიასთენია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერმგრძნობელობა დიციკლომინის ჰიდროქლორიდისა და სხვა შემადგენელი კომპონენტებისადმი.

გლუკოზო-6-ფოსფადეჰიდროგენაზას დეფიციტი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

განსაკუთრებული მითითებები:

გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, ტემპერატურის მომატება, რომელიც დაკავშირებულია ოფლის გამოყოფის შემცირებასთან. სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს წამლის მიღება.

ფაღარათი შეიძლება იყოს არასრული ნაწლავური ობსტრუქციის ნაადრევი სიმპტომი, განსაკუთრებით კი პაციენტებში კოლოსტომით ან ილეოსტომით. ამ შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.

დიციკლომინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, დაბნეულობა, ატაქსია, კომა, ეიფორია, გადაღლილობა, უძილობა და აგზნებადობა.

აღნიშნული სიმპტომები ქრება წამლის მიღების შეწყვეტიდან 12-24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

ჭარბი დოზირება:

დიციკლომინის ჰიდროქლორიდი:

ჰიპერდოზირების დროს ვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაბინდვა, გუგების გაფართოება. ტემპერატურის მომატება, კანის სიმშრალე, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება, აგზნებადობა, ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის დროს შეიძლება გამოვლინდეს კურარეს მსგავსი ეფექტი, რომელიც წინ უძღვის კუნთოვანი სისუსტისა და დამბლის შესაძლო განვითარებას.

მკურნალობა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: კუჭის ამორეცხვა, ნაწლავების გაწმენდა და გააქტივებული ნახშირის მიღება. შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი ქოლინერგული ანტიდოტი.

პარაცეტამოლი:

პირველ 24 სთ-ში პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის ნიშნებია: სიფერმკრთალე, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და ტკივილი მუცლის არეში, ღვიძლის დაზიანება შეიძლება გამოვლინდეს 12 სთ-დან 48 სთ-მდე. ასევე შეიძლება ადგილი ჰქონდეს გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევასა და თირკმლის დაზიანებას.

მკურნალობა მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: ნაწლავების გაწმენდა, კუჭის ამორეცხვა და გააქტივებული ნახშირის მიღება. შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი ანტიდოტი, როგორიცაა აცეტილცისტეინი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქინიდინის ჯგუფის ანტიარითმიული, ანტიჰისტამინური, ნეიროლეპსიური საშუალებები (ფენოთიაზინები), ბენზოდიაზეპინები, მაო-ს ინჰიბიტორები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მეპერიდინი), ნიტრატები და ნიტრიტები, სიმპათომიმეტური პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატები ახშირებს ანბერის გვერდით მოვლენებს.

ანტიქოლინერგული პრეპარატები ეწინააღმდეგებიან გლაუკომის სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას. მათი კორტიკოსტეროიდებთან კომბინაცია ინტრაოკულარული (თვალშიდა) წნევის მომატების შემთხვევაში სახიფაოთა. ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა სამკურნალო საშუალებების, მაგალითად, დიგოქსინის შეწოვის დარღვევა. ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენებისას ფერხდება იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედება, რომლებიც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის ცვლილებებს (მეტოკლოპრამიდი). რადგან, ანტაციდური პრეპარატები გავლენას ახდენენ ანტიქოლინერგული საშუალებების აბსორბციაზე, მათი კომბინირებული გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

ანტიქოლინერგული პრეპარატები აინჰიბირებს რა მარილმჟავის სეკრეციას, წარმოადგენს აქლორჰიდრიდის სამკურნალო საშუალებების ანტაგონისტს. ამიტომ ისინი გამოიყენება კუჭის სეკრეტორული ფუნქციის დიაგნოსტიკის დროს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250 Cტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

 

 

 

ანბერ ბეიბი – ANBER BABY – АНБЕР БЕИБИ

საერთაშორისო დასახელება:

DICIKLOMINE; SIMETHICONE

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური, ანტიქოლინერგული და მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

გამოშვების ფორმა:

სუსპენზია პერორალური მიღებისათვის (წვეთების სახით): ფლაკონში 10 მლ, შეფუთვაში ფლაკონი დანაყოფებიან პიპეტთან ერთად.

1 მლ

დიციკლომინის ჰიდროქლორიდი …..          1 მგ

სიმეთიკონი ……………………………………. 40 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, პოლისორბატი 80, ნატრიუმის მეთილჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილ – ჰიდროქსიბენზოატი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციტრატი, დინატრიუმის ედეტატი, მენთოლი, ანისულის ზეთი, საღებავი, სორბიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი.

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სპაზმოლიზური, ანტიქოლინერგული და მეტეორიზმის საწინააღმდეგო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ანბერ ბეიბი კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტების თვისებებით.

დიციკლომინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს სუსტ მუსკარინულ ქოლინობლოკატორს პირდაპირი ანტისპაზმური ეფექტით. იგი ამცირებს გლუვი კუნთების სპაზმს, განსაკუთრებით მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებზე “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის” დროს.

სიმეთიკონი: წარმოადგენს ზედაპირული აქტივობის მქონე სტაბილურ პოლიდიმეთილსილოქსანს. იგი ცვლის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებული გაზის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რის შედეგადაც ისინი იშლებიან, ადვილად შეიწოვებიან ნაწლავის კედლის ლორწოვანი გარსის მიერ და შეუცვლელი სახით გამოიყოფიან ნაწლავის პერისტალტიკის საშუალებით.

სიმეთიკონი არ მოქმედებს მიკროორგანიზმებსა და ფერმენტებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

დიციკლომინის ჰიდროქლორიდი პერორალური მიღებისას სწრაფად აბსორბირდება და 60-90 წთ-ში აღწევს სასურველ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით (79.5%). ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1.2-1.8 სთ-ს.

სიმეთიკონი ინერტულია. იგი არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გამოიყოფა შეუცვლელი სახით.

ჩვენება:

მეტეორიზმი (მათ შორის პოსტოპერაციული პერიოდში);

  • აეროფაგია;
  • დისპეფსია;
  • “გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომთან” ასოცირებული კუჭ-ნაწლავის სპაზმი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გასუფთავებისა და მეტეორიზმის მოხსნის მიზნით (მაგ. რენტგენოლოგიური გამოკვლევის წინ).

მიღების წესები და დოზირება:

6 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.5 მლ-მდე 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე 15 წთ-ით ადრე.

2-12 წლის ასაკის ბავშვებში დასაშვებია 1 მლ 3-ჯერ დღეში.

6 თვემდე ასაკის ბავშვებში პრეპარატი შესაძლოა დაინიშნოს მხოლოდ ექიმის რჩევით.

მიღების წინ შეანჯღრიეთ!

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ყაბზობა.

მხედველობის მხრივ: აკომოდაციის დარღვევა.

შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: შარდვის გაძნელება.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ხანმოკლე ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

სხვა: ძილიანობა, აგზნებადობა, მოუსვენრობა, გაფანტულობა, თავბრუსხვევა, სისუსტე.

უკუჩვენება:

ობსტრუქციული უროპათია, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ობსტრუქციული დაავადებები, ღვიძლის უკმარისობა, ჰიპერბილირუბინემია, თირკმლის უკმარისობა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მწვავე წყლულოვანი კოლიტი, რეფლუქს- ეზოფაგიტი არასტაბილური კარდიოვასკულარული მდგომარეობა, გლაუკომა, მიასთენია, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერმგრძნობელობა დიციკლომინის ჰიდროქლორიდისა და სხვა შემადგენელი კომპონენტებისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება ექიმის კონსულტაციით.

განსაკუთრებული მითითებები:

გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, ტემპერატურის მომატება, რომელიც დაკავშირებულია ოფლის გამოყოფის შემცირებასთან. სიმპტომების გამოვლენისთანავე უნდა შეწყდეს წამლის მიღება.

ფაღარათი შეიძლება იყოს არასრული ნაწლავური ობსტრუქციის ნაადრევი სიმპტომი, განსაკუთრებით კი პაციენტებში კოლოსტომით ან ილეოსტომით. ამ შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი.

დიციკლომინის ჰიდროქლორიდის გამოყენებამ შეიძლება  გამოიწვიოს მხედველობის დაბინდვა, დაბნეულობა, ატაქსია, კომა, ეიფორია, გადაღლილობა, უძილობა და აგზნებადობა.

აღნიშნული სიმპტომები ქრება წამლის მიღების შეწყვეტიდან 12-24 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატი არ არის რეკომენდებული 6 თვემდე ასაკის ბავშვებისათვის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა თავის არიდება იმ ქმედებებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას.

ჭარბი დოზირება:

დიციკლომინის ჰიდროქლორიდით ჰიპერდოზირების დროს ვლინდება თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, მხედველობის დაბინდვა, გუგების გაფართოება, ტემპერატურის მომატება, კანის სიმშრალე, თავბრუსხვევა, პირის სიმშრალე, ყლაპვის გაძნელება, აგზნებადობა, ნერვ-კუნთოვანი ბლოკადის დროს შეიძლება გამოვლინდეს კურარეს მსგავსი ეფექტი, რომელიც წინ უძღვის კუნთოვანი სისუსტისა და დამბლის შესაძლო განვითარებას.

მკურნალობა: მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: კუჭის ამორეცხვა, ნაწლავების გაწმენდა და გააქტივებული ნახშირის მიღება. შეიძლება გამოყენებულ იქნას შესაბამისი ქოლინერგული ანტიდოტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქინიდინის ჯგუფის ანტიარითმიული და ანტიჰისტამინური ნეიროლეპსიური საშუალებები (ფენოთიაზინი), ბენზოდიაზეპინები, მაო-ს ინჰიბიტორები, ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მეპერიდინი), ნიტრატები და ნიტრიტები, სიმპათომიტეტური პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები და სხვა ანტიქოლინერგული პრეპარატები ახშირებს ანბერ ბეიბის გვერდით მოვლენებს.

ანტიქოლინერგული პრეპარატები ეწინააღმდეგებიან გლაუკომის სამკურნალო პრეპარატების მოქმედებას. მათი კორტიკოსტეროიდებთან კომბინაცია ინტრაოკულარული (თვალშიდა) წნევის მომატების შემთხვევაში სახიფათოა.

ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სხვადასხვა სამკურნალო საშუალების, მაგალითად დიოქსინის შეწოვის დარღვევა. ანტიქოლინერგული პრეპარატების გამოყენებისას ფერხდება იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედება, რომლებიც იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მოტორიკის ცვლილებებს (მეტოკლოპრამიდი). რადგან ანტაციდური პრეპარატები გავლენას ახდენენ ანტიქოლინერგული საშუალებების აბსორბციაზე, მათი კომბინირებული გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

ანტიქოლინერგული პრეპარატები აინჰიბირებს რა მარილმჟავის სეკრეციას, წარმოადგენს აქლორჰიდრიის სამკურნალო საშუალებების ანტაგონისტს. ამიტომ ისინი გამოიყენება კუჭის სეკრეტორული ფუნქციის დიაგნოსტიკის დროს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:    2.5 წელი.

 

 

ანასპანი – ANASPAN – АНАСПАН

საერთაშორისო დასახელება:

HYOSCINE BUTYLBROMIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ჰიოსცინის ბუთილბრომიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მ-ქოლინორეცეპტორების ბლოკატორი.

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც.

1 ტაბ.

ჰიოსცინის N-ბუთილბრომიდი ……….  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს ახასიათებს შინაგანი ორგანოების (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების) გლუვ კუნთებზე სპაზმოლიზური მოქმედება, ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯირკვლების სეკრეციას.

ჰიოსცინის ბუთილბრომიდი არ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს, რის გამოც ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ვერ ახდენს ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • საჭლის მომნელებელი სისტემის, ნაღვლის სადინარების, შარდ-სასქესო გზების სპაზმური მდგომარეობები (თირკმლის კოლიკა, ნაღვლის კოლიკა, ნაწლავის კოლიკა, ქოლეცისტიტი, პილოროსპაზმი);
  • სანაღვლე გზების სპაზმური დისკინეზია;
  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში (კომპლექსურ თერაპიაში);
  • ალგოდისმენორეა.

მიღების წესები და დოზირება:

მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.

ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით – 10 მგ (1 ტაბლეტი) 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება ინდივიდუალურად.

გვერდითი მოვლენები:

პირის სიმშრალე, კანის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილიანობა, აკომოდაციის დარღვევა.

შესაძლებელია შარდის შეკავება. ძალიან იშვიათად შესაძლებელია გამოვლინდეს გამონაყარი კანზე ან სუნთქვის გაძნელება.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა ჰიოსცინის ბუთილბრომიდის ან პრეპარატის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
  • დახურულკუთხოვნი გლაუკომა;
  • წინამდებარე ჯირკვლის ადენომა;
  • პილორუსის სტენოზი;
  • ტაქიარითმია;
  • მეგაკოლონი;
  • ნაწლავების მექანიკური გაუვალობა;
  • ფილტვების  მწვავე უკმარისობა;
  • თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის უარყოფითი მოქმედების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა ორსულობის პერიოდში (განსაკუთრებით I ტრიმესტრში) პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არსებობს. თუმცა, ახალშობილებში არასასურველი ეფექტის შემთხვევები აღწერილი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ნაწლავთა გაუვალობის საშარდე გზების ობსტრუქციის (მათ შორის წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის არსებობისას) დროს, ასევე ტაქიარითმიისადმი (მათ შორის მოციმციმე არითმია) მიდრეკილებისას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის. ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები თეორიული ხასიათისაა.

სიმპტომები: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, ჰიპერემია, ტაქიკარდია, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედველობის გარდამავალი დარღვევა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა აქტივირებული ნახშირით და 15% მაგნიუმის სულფატით. შემდეგ ნაჩვენებია ქოლინომიმეტური საშუალებების გამოყენება. გლაუკომის შემთხვევაში ადგილობრივად ინიშნება პილოკარპინი. აუცილებლობისას ინიშნება 0.5-2.5 მგ ნეოსტიგმინი კუნთში ან ვენაში საინიექციოდ, სიმპტომური თერაპია, შარდის ბუშტის კათეტერიზაცია.

ანასპანი აძლიერებს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური პრეპარატების, ქინიდინის, ამანტადინის, დიზოპირამიდის ანტიქოლინერგულ მოქმედებას.

დოფამინის ანტაგონისტები ანასპანთან კომბინაციაში იწვევენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე ორივე პრეპარატის მოქმედების შემცირებას.

ანასპანმა შესაძლებელია ბეტა-ადრენერგული საშუალებებით გამოწვეული ტაქიკარდია გააძლიეროს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება 10-250 Cტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:   3 წელი.

 

 

ანაპრილინი – ANAPRILIN – АНАПРИЛИН

საერთაშორისო დასახელება:

PROPRANOLOL

მწარმოებელი ქვეყანა: OLAINFARM, ლატვია

მოქმედი ნივთიერება: პროპრანოლოლი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა-ადრენობლოკატორი

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები:  შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

პროპრანოლოლი ……….     10 მგ

1 აბ.

პროპრანოლოლი …………    40 მგ

 

ვრცლად პროპრანოლოლი

Don`t copy text!