მთავარი წაკითხვა გვერდი 741

ამლოზი – AMLOZ – АМЛОЗ

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE

მწარმოებელი: PLETHICO PHARMACEUTICALS, ინდოეთი

მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორ

გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ამლოდიპინის ბეზილატი ……… 5 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს კალციუმის ნელი არხების ბლოკატორს. მისი ჰიპოტენზიური ეფექტი განპირობებულია პირდაპირი მოქმედებით სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე. ამლოდიპინის ანტიანგინალურ ეფექტს საფუძვლად უდევს მისი უნარი გააფართოვოს პერიფერიული არტერიოლები, რის შედეგადაც ადგილი აქვს მიოკარდიუმის მოთხოვნილების შემცირებას ჟანგბადზე.

ამავე დროს, ამლოდიპინი იწვევს მსხვილი ყალიბის კორონარული არტერიების და კორონარული არტერიოლების გაფართოვებას, მიოკარდიუმის როგორც ინტაქტურ, ასევე იშემიურ უბნებში. ეს გარემოება განაპირობებს ჟანგბადის ადექვატურ მიწოდებას მიოკარდიუმში კორონარული არტერიების სპაზმის დროს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი პერორალური მიღებისას განიცდის სრულ აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მიღებიდან 6-12 საათის შემდეგ. მეტაბოლიზმი ხორციელდება ღვიძლში. მიღებული დოზის 60% გამოიყოფა თირკმელებით მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტონია;
  • სტაბილური სტენოკარგია;
  • არასტაბილური სტენოკარდია (ასევე პრინცმეტალის სტენოკარდია).

მიღების წესები და დოზირება:

პრეპარატის საწყისი დოზაა  5 მგ ერთხელ დღეში. იგი ავადმყოფის ინდივიდუალურ რეაქციასთან დაკავშირებით შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე.

გვერდითი მოვლენები:

გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, აგზნება, ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, შეშუპება, ტაქიკარდია, ჰიპერემია.

უკუჩვენებები:

  • მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;
  • ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამლოდიპინის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

განსაკუთრებული მითითებები:

საჭიროა პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა ავადმყოფებში ღვიძლის უკმარისობის დროს.

შენახვის პირობები და ვადა:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25 0 C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი

ლაფერონი 200000სე/მლ ნაზ.#1ფლ

34.62 ლარი
32.54 ლარი

ქვეყანა: ბელორუსია

მწარმოებელი: რუბიკონ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ციტეალი 20% ხსნარი 250მლ ფლ

14.65 ლარი
13.77 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: პიერ ფაბრი მედიკამენტ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მატრიქსი D 50მლ კრემი

მატრქსის სერია გადახვევებისთვისმატრიქსი D

 

პროდუქტის აღწერა

მატრიქსის სერია გადახვევებისთვის  – ეს არის 2 ტიპის საშუალების სპექტრი ადგილობრივი გამოყენებისთვის: მალამო მატრიქსი G და კრემი მატრიქსი D.  

 მატრიქსი D წარმოადგენს მატრიქსის სერიის კრემის ფორმაციას. ის არის თანამედროვე ენზიმური საშუალება ჭრილობის სანაციისთვის, რომელიც ხასიათდება მაღალი სელექტიურობით და ჭრილობის ირგვლივი სტრუქტურების დაცვის უნარით. მატრიქსი D-ს აუტოლიზური ფერმენტები იწვევენ ჭრილობის ნეკროზული, სიცოცხლისუუნარო ქსოვილების დარბილებას და მსუბუქ მოშორებას და ხელს უწყობენ ნოტიო გარემოს შენარჩუნებას, ისე რომ არ აზიანებენ ირგვლივ არსებულ ჯანსაღ ქსოვილებს.

გამოყენების ჩვენებები

მატრიქსი D გამოიყენება ნეკროზული ჭრილობების შემთხვევაში, შავი ნადების და ქერქების არსებობისას.

გამოყენების ინსტრუქცია

ადგილობრივი პრეპარატის გამოყენებამდე ყოველ ჯერზე გაასუფთავეთ ჭრილობა ფიზიოლოგიური ხსნარით. დაიტანეთ მატრიქსი D არათანაბარ თხელ ფენად, მთლიანად მოიცავით დაზიანების უბანი. ექსუდაციური ჭრილობებისთვის გამოიყენეთ აბსორბციული საშუალებები (მაგალითად, მარლა TNT). მატრიქსი D კრემის კომპოზიცია რეკომენდებულია ჭრილობის სანაციის ფაზაში (ქერქები და ფიბრინი). ამ პროდუქტს აქვს სინერგისტული ეფექტი მატრიქსის სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში. ინფიცირებული ჭრილობების ან ექსუდაციური ჭრილობების დროს დაიტანეთ დაზიანებულ ადგილას ყოველ 8-24 საათში. პრეპარატი მატრიქსი D შეიძლება გამოიყენოთ ყოველდღიურად, დაზიანების ტიპიდან გამომდინარე და ჭრილობების მკურმნალობაზე სპეციალიზებული სამედიცინო პერსონალის აზრის გათვალისწინებით. მატრიქსით მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება, რადგან ამ შემთხვევაში შესაძლოა დაირღვეს პრეპარატის ძირითადი ფუნქცია.

გვერდითი ეფექტები

გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები

შეინახეთ 0°С-დან  25°С-მდე ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ შეიძინოთ და არ გამოიყენოთ პროდუქტი, რომელიც იყო გახსნილი ან ვადაგასული.

პრეპარატით მკურნალობის ზონაში დროებით შეიძლება გამოხატული იყოს წვის შეგრძნება, ქავილი ან სიწითლე. ასევე შეიძლება თავი იჩინოს მომატებულმა მგრძნობელობამ აქტიური კომპონენტების მიმართ და ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს.

უკუჩვენებები

ალერგიულ პირებში გამოყენება არ არის რეკომენდებული

შემადგენლობა

ბრომელაინი, ანანასის ექსტრაქტი, რუტინი, ქსანტანის გუმფისი, შარდოვანა, დექსპანთენოლი, შიის კარაქი, ფუტკრის ცვილი, სალიცილის მჟავა, სოფტისანი, ამფისოლ К, კროდაფოს CS-6, ცეტიოლი, ცეტეარეტ- 20, გასუფთავებული წყალი.

შეფუთვა

50 მლ ტუბი (კრემის სტრუქტურა)

ლარიფანი სუპო 4.0მგ #5რექტ.სუპ

ლარიფანი სუპო 4.0მგ #5 რექტ. სუპ

 

შემადგენლობა:  

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (dsRNA) 4,0 მგ/სუპოზიტორია  

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.  

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  

ანტივირუსული საშუალება, იმუნომოდულატორი 

ათქ კოდი:  J05AX  

ფარმაკოლოგიური მოქმედება:  

LARIFAN SUPO 4.0 მგ”-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპ.რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი. ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ.  

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც, ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც, იზრდება ორგანიზმის რეზისტენტულობა სიმსივნური უჯრედების განვითარებისა და გამრავლების მიმართ, იზრდება ვაქცინაციის ეფექტურობა. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. 

ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.  

LARIFAN SUPO 4.0  მგ” ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი, როგორც ლოკალური, ასევე სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, მოქმედებს ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ. 

ჩვენება: 

სხვადასხვა ლოკალიზაციის რეციდივირებადი ჰერპეს ინფექციის მკურნალობა;  

მეორადი იმუნოდეფიციტის კორექცია. ორგანიზმის ლოკალური და სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერება;  

სუპოზიტორების გამოყენება მწვავე ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პირველივე სიმპტომებისას აჩერებს დაავადების შემდგომ განვითარებას. 

უკუჩვენება:  

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი. 

გვერდითი მოვლენები:  

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება: 

არ არის რეკომენდებული ჰერპეს ინფექციის მკურნალობის კურსი ორსულობის დროს. 

მიღების წესი და დოზირება:  

რეციდივირებადი ჰერპეს ინფექციის მკურნალობა ხორციელდება მკურნალობის კურსის სქემით: 

თითო კურსში 5 სუპოზიტორი – 1-ელ, მე-2, მე-6, მე-10 და მე-14 დღეს. ასეთი ორკვირიანი კურსები მეორდება 5-ჯერ. კურსებს შორის 4 კვირიანი ინტერვალი. 

გრიპის დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე, განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში, რეკომენდებულია გამოვიყენოთ თითო სუპოზიტორი დრეში, ორი დღე მიყოლებით.   

საერთო იმუნომაკორეგირებელი ეფექტის მისაღწევად მიიღება თითო სუპოზიტორი კვირაში, 5 კვირის განმავლობაში.  

დოზის გადაჭარბება:   

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა.  

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება:  

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა:  

5 სუპოზიტორი (4,0 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.  

ვარგისიანობის ვადა: 

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ. 

შენახვის პირობები:   

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:  

გაიცემა ურეცეფტოდ. 

ამლოდიგამა – AMLODIGAMMA – АМЛОДИГАММА

საერთაშორისო დასახელება:

AMLODIPINE

მწარმოებელი: Mauermann Arzneimittel KG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ამლოდიპინ ბესილატი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალებები; კალციუმის არხების ბლოკატორები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: ამლოდიპინ ბესილატს-7,0 მგ, რაც შეესაბამება 5 მგ ფუძე ამლოდიპინის.

დამხმარე ნივთიერებანი: პოვიდონ K 30, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალეკიუმის ჰიდროფოსფატი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარტი.

აღწერა: 5 მგ-იანი ტაბლეტები თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტი.

10 მგ-იანი ტაბლეტები-თეთრი ან თითქმის თეთრი, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები ჭდით ორივე მხარეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დიჰიდროპირიდინის წარმოებული მე-2 თაობისა ,, შენელებული” კალციუმის არხების ბლოკატორი, ახდენს ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ ზემოქმედებას. ებმის რა ჰიდროპირიდინულ რეცეპტორებს, ახდენს კალციუმის არხების ბლოკირებას, ამცირებს კალციუმის იონების უჯრედში ტრანსმემბრანულ გადასვლას ( უპირატესად სისხლძარღვების გლუვკუნთოვან უჯრედებში, ვიდრე კარდიომიციტებში).

ანტიანგინალური ზემოქმედება განპირობებულია კორონარული და პერიფერიული არტერიებისა და არტერიოლების გაფართოებით: სტენოკარდიის დროს ამცირებს მიოკარდის იშემიის გამოხატულებას; აფართოებს პერიფერიულ არტერიოლებს, ზოგადად ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას, ამცირებს დატვირთვას გულზე, ასევე ამცირებს მიოკარდისთვის ჟანგბადის საჭიროებას. აფართოებს რა მთავარ კორონალურ არტერიებსა და არტერიოლებს მიოკარდის უცვლელ და იშემიზირებულ ზონებში, ზრდის მიოკარდში ჟანგბადის მიწოდებას ( განსაკუთრებით ვაზოსპასტიკური სტენოკარდიის დროს); ხელს უშლის კორონალური არტერიების კონსტრიქციას ( მათ შორის სიგარეტის მოწევით გამოწვეულს). სტენოკარდიით დაავადებულებში ერჯერადი სადღე-ღამისო დოზა ზრდის ფიზიკური დატვირთვის დროს ხანგრძლივობას, ანელებს სტენოკარდიისა განვითარებას და ST სეგმენტის,, იშემიური” დეპრესიას, ამცირებს სტენოკარდიული შეტევების სიხშირეს და ნიტროგლიცერინის მოხმარებას.

ახდენს ხანგრძლივ დოზადამოკიდებული ჰიპოტენზიურ ეფექტს. ჰიპოტენზიური ზემოქმედება განპირობებულია უშუალო ვაზოდილატაციური ზემოქმედებით სისლძარღვთა გლუვ კუნთებზე. არტერიალური ჰიპერტენზიის დროს ერთჯერადი დოზა 24 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს არტერიალური წნევის მნიშვნელოვან კლინიკურ დაწევას ( ავადმყოფის ,, მწოლიარე” თუ ,, ფეხზე დგომის ” მდგომარეობაში). არ იწვევს არტერიალურ წნევის მკვეთრ დაცემას, ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის დაქვეითებას. ამცირებს მარცხენა პარკუჭის მიოკარდის ჰიპერტროფიის ხარისხს, ახდენს ანტიათეროსკლეროტიკულ და კარდიოპროტექტორულ ზეგავლენას გულის იშემიური დაავადებების დროს. არ ახდენს გავლენას მიოკარდის კუმშვადობასა და გამტარობაზე, არ იწვევს გულის შეკუმშვის სიხშირის რეფლექტორულ ზრდას, აფერხებს თრომბოციტების აგრგაციას, ამაღლებს ფილტრაციის სიჩქარეს, ახასიათებს სუსტი ნატრიურეტული მოქმედება. დიაბეტური ნეფროპათიის დროს არ ზრდის მიკროალბუმინურიას. არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის პლაზმის ლიპიდებზე. ეფექტის დადგომის დრო 2-4 საათია, ეფექტის ხანგრძლივობა 24 საათი.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64%-ს, სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია შეინიშნება 6-9 საათის შემდეგ. სტაბილური წონასწორობის კონცენტრაცია მიიღწევა თერაპიის 7 დღის შემდეგ. საკვები არ ახდენს გავლენას ამლოდიპინის აბსორბციაზე. გადანაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 21 ლ 1 კგ სხეულის მასაზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეპარატის უმეტესი ნაწილი ქსოვილებში აღწევს, უფრო ნაკლები კი სისხლში. სისხლში არსებული პრეპარატის უმეტესი ნაწილი ( 95 % ) სისხლის პლაზმის ცილებს ებმის.

ამლოდიპინი ნელა, თუმცა ექსტენსიურად მეტაბოლიზირდება ( 90%) ღვიძლში არა აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით, გააჩნია ღვიძლში  „პირველადი გავლის ეფექტი“.

მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური აქტიურობა.

ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ ნახევრად გამოყოფის პერიოდი (T 1/2) ვარირებს 31- დან 48 საათამდე, განმეორებით დანიშვნისას T 1/2 შეადგენს დაახლოებით 45 საათს. მიღებული დოზის 60%-ის ექსკრეტირება ხდება უპირატესად შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, 10 %-ის უცვლელი სახით, ხოლო 20-25%-ია განავალთან ერთად, ასევე დედის რძესთან ერთად. ამლოდიპინის მთლიანი კლირენსი შეადგენს 0,116 მლ/წმ/კგ (7 მლ/წთ/კგ 0,42 ლ/სთ/კგ)

ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ზემოთ) ამლოდიპინის გამოყოფა შენელებულია (T1/2 65სთ.) ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით, თუმცა ამ სხვაობას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა. პაციენტებში რომლებსაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა ივარაუდება T1/2– ის გახანგრძლივება და ხანგრძლივი დანიშნულების შემთხვევაში ორგანიზმში პრეპარატის აკუმულირება უფრო მაღალი იქნება (T1/2 60-საათამდე). თირკმლის უკმარისობა არ ახდენს არსებით ზეგავლენას ამლოდიპინის კინეტიკაზე. პრეპარატს გააჩნია ჰემატოენცეფალურ ბარიერის გადალახვის უნარი. ჰემოდიალიზის დროს არ გამოიყოფა

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია (მონოთერაპია ან სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებებთან კონბინაციაში);
  • დაძაბულობის სტანოკარდია;
  • ვაზოსპასტიური სატენოკარდია (პრინციმეტალის სტენოკარდია).

მიღების წესი და დოზირება:

ორალურად, საწყისი დოზა არტერიალური ჰიპერტენზიისა და სტენოკარდიის მკურნალობისათვის შეადგენს პრეპარატის 5 მგ-ს დღე – ღამეში 1 –ჯერ, დოზა შესაძლებელია მაქსიმალურად იქნას გაზრდილი 10 მგ-მდე დღე-ღამეში 1- ჯერ. არტერიალური ჰიპერტენზიის დროს ხელის შემწყობი დოზა შესაძლებელია შეადგენდეს 5 მგ-ს დღე ღამეში.

დაძაბულობს სატენოკარდიის და ვაზოსპასტიული სტენოკარდიის დროს – დღე-ღამეში ერთხელ 5 -10 მგ.

გამხდარ, პატარა სიმაღლის მქონე პაციენტებს, ხანდაზმულებს, ღვიძლის ფუნქციის დარღვევით დაავადებულებს ჰიპოტენზიური საშუალების სახით ენიშნებათ საწყისი დოზით 2,5 მგ. ანტიანგინური საშუალების სახით 5მგ.

არ საჭიროებს დოზის შეცვლას დიაბიტურ, დიურეტიკებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღებისას არ არის საჭირო, დოზის შეცვლა თირკმლის უკმარისობით დაავადებულებში.

გვერდითი მოვლენები:

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გულისცემა, ქოშინი, არტერიული წნევის გამოხატული შემცირება, გულის წასვლა, ვასკულიტი, შეშუპება ( წვივებისა და ტერფების) სისხლის ,,მოწოლა” სახეზე, იშვიათად რითმის დარღვევა( ბრადიკარდა პარკუჭული) ტაქიკარდია, წინაგულის ფრიალი, გულმკერდის არეში ტკივილი, ორთოსტატიკური ჰიპოტენზია, ძალზედ იშვიათად გულის უკმარისობის განვითარება ან გამძაფრება, ექსტრასისტოლია, შაკიკი.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუს ხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა, განწყობის შეცვლა, კრუნჩხვები, იშვიათად გონების დაკარგვა, ჰიპერსთეზია,ნერვოზულობა, პარესთეზია, ტრემორი, ვერტიგო, ასთენია, შეუძლოდ ყიფნა, უძილობა, დეპრესია, უჩვეულო სიზმრები, ძალზედ იშვიათად–ატაქსია, აპათია, აჟიტაცია, ამნეზია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში, იშვიათად– ღვიძლის ტრანსამინაზების დონის ზრდა და სიყვითლე ( ქოლესტაზით განპირობებული) გასტრიტი, მადის გაზრდა, ანორექსია, ჰიპერბილირუბინემია.

შარდსასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად პოლაკიურია, მოშარდვის სურვილის დროს ტკივილები, ნიქტურია, სექსუალური ფუნქციის დარღვევა, ( მათ შორის პოტენციის დაქვეითება); ძალზე იშვიათად – დიზურია, პოლიურია.

კანის საფარველის მხრივ: კანის ქავილი, გამონაყარი (მათ შორის ერითემაზოტური, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ჭინჭრის ციება) ანგიონევროტული შესიება.

საყრდენმამოძრავებელი აპარატის მხრივ: იშვიათად–ართრალგია, ართროზი, მიალგია(ხანგრძლივი მიღებისას), ძალზე იშვიათად–მიასთენია.

სხვა: იშვიათად–გინეკომასტია, პოლიურიკემია, სხეულის მასის ზრდა, კლება, თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, ჰიპერგლიკემია, მხედველობის დარღვევა, დიპლოპია, კონიუქტივიტი, თვალის ტკივილი, ხმაური ყურებში, ზურგის ტკივილი, დისპნოე, ცხვირიდან სისხლდენა, გაძლიერებულად ოფლის გამოყოფა, წყურვილის შეგრძნება, ძალზე იშვიათად – ცივი, წებოვანი ოფლი, ხველება, რინიტი, პარაოსმია, გემოს შეგრძნების დარღვევა, აკომოდაციის დარღვევა, ქსეროფთალმია.

უკუჩვენება:

* ამლოდიპინისადმი და დიჰიდროპირიდინის სხვა შემადგენლობის მიმართ ზემგრძნობელობა.

*  გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია.

*  კოლაფსი, კარდიოგენური შოკი.

*  არასტაბილური სტნოკარდია ( პრინცმეტალის სტენოკარდიის გარდა)

*  ფეხმძიმობა და ლაქტაციის პერიოდი.

*  18 წლის ასაკამდე ( ეფექტურობა და უსაფთხოობა დადგენილი არ არის)

სიფთხილით: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ( გამოხატული ბრადიკარდია, ტაქიკარდია), გულის ქრონიკული უკმარისობა დეკოპენსაციის სტადიაში, არტერული ჰიპოტენზიის რბილი ან ზომიერი ხარისხი, აორტალური სტენოზი, მიტრალური სატენოზი, ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია, მიოკარდის მწვავე ინფაქტი (1 თვის განმავლობაში და შემდგომ ) , შაქრიანი დიაბეტი, ლიპიდური პროფილის დარღვევა, ხანგრძლივობა.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სხეულის წონის და ნატრიუმის მიღების კონტროლი საჭიროა დაინიშნოს დიეტა.

აუცილებელია კბილების ჰიგიენის დაცვა( თუ პირის ღრუს) და სტომატოლოგთან ხშირად მისვლა (რათა აღკვეთილ იქნეს ღრძილების დაავადება, სისხლდენა და ჰიპერპლაზია).

დოზირების რეჟიმი ხანდაზმულებისთვის ისეთივეა როგორც სხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის. დოზის გაზრდის შემთხვევაში აუცილებელია ხანდაზმულ პაცინტებზე გულდასმით დაკვირვება. მიუხედავად იმისა რომ ,, შენელებულ” კალციუმის არხების ბლოკატორებს არ ახასიათებთ ,,გაუქმების” სინდრომი, მკურნალობის შეწყვეტის წინ რეკომენდირებულია დოზის თანდათანობით შემცირება.

ამლოდიპინი ზეგავლენას არ ასდენს K- ის, გლუკოზის, ტრიგლიცერიდების, მთლიანი ქოლესტერინის, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტედების, შარდოვანს, კრეატინინისა და აზოტის პლაზმურ კონცენტრაციაზე.

ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე:

არ არსებობს შეტყობინება ამლოდიპინის ზეგავლენაზე ავტომობილის მართვასა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. მიუხედავად ამისა ზოგიერთ პაციენტის შემთხვევაში , უპირატესად მკურნალობის დაწყებისას შესაძლებელია გამოიწვიოს ძილიანობა ან თავბრუს ხვევა. ასეთ შემთხვევაში პაციენტმა უნდა დაიცვას სიფთხილის საგანგებო ზომები ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერული წნევის გამოხატული შემცირება, ტაქიკარდია, გადამეტებული პერიფერიული ვაზოდილატაცია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის დანიშვნა, გულ–სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის ხელის შეწყობა, გულისა და ფილტვების ფუნქციების მაჩვენებლების კონტროლი, კიდურების აწეულ მდგომარეობაში მოთავსება, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის და დიურეზის კონტროლი. სისხლძარღვთა ტონუსის აღსადგენად-სისხლძარღვთა შემავიწროვებელი პრეპერატების მიღება ( თუ არ არსებობს უკუჩვენება მათ მიღებაზე).

კალციუმის არხების ბლოკადის შედეგების აღმოსაფხვრელად–ვენაში კალციუმის გლუკონატის შეყვანა. ჰემოდიალიზი ეფექტური არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მიკროსომალური ჟანგვის ინჰიბიტორები ზრდიან ამლოდიპინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რითაც იზრდება გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი, ხოლო ღვიძლის მიკროსომალური ფერმენტების ინდუქტორები-ამცირებენ.

ჰიპოტეზიურ ეფექტს ასუსტებს არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, განსაკუთრებით ინდომეტაცინი ( ნატრიუმის დაყოვნება და პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადა თირკმელების მიერ) ალფა–ადრენოსტიმულატორები, ესტროგენები, ( ნატრიუმის დაყოვნება), სიმპატომიმეტიკები. თიაზიდური და ,, მარყუჟოვანი” დიურეტიკები, ბრტა–ადრენობლოკატორები, ვერაპამილი, ანგიოტენზინ-კონვერტაზას ინჰიბრატორები და ნიტრატები აძლიერებენ ანტიანგინალურ და ჰიპოტენზიურ ეფექტს.

ამიოდარონს, ქინიდინს, ალფა 1-ადრენობლოკატორებს, ანტიფსიქოტურ სამკურნალო საშუალებებს( ნეიროლეპტიკებს) და ,, შენელებული” კალციუმის არხების ბლოკატორებს შეუძლიათ გააძლიერონ ჰიპოტენზიური მოქმედება.

არ ახდენს გავლენას დიგოქსინისა და ვარფარინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებზე.

ციმეტიდინი გავლენას არ ახდენ ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

ლითიუმის პრეპარატებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია მათი ნეიროტოქსიკურობის მძაფრი გამოვლინება გულისრევა, ღებინება,დიარეა, ატაქსია, ტრემორი, ხმაური ყურებში.

კალციუმის პრეპარატებმა შესაძლოა შეამცირონ ,,შენელებული” კალციუმის არხების ბლოკატორების ეფექტი.

პროკაინამიდი, ქინიდინი და სხვა სამკურნალო საშუალებები, რომლებიც იწვევენ QT ინტერვალის გაზრდას, აძლიერებენ უარყოფით ინოტროპულ ეფექტს და შეუძლიათ გაზარდონ QT ინტერვალის მნიშვნელოვნად გახანგრძლივების რისკი.

გრეიფრუტის წვენს შეუძლია შეამციროს სისხლის პლაზმაში ამლოდიპინის კონცენტრაცია, თუმცა ეს შემცირება იმდენად უმნიშვნელოა რომ არ ცვლის ამლოდიპინის ზემოქმედებას

შენახვის პირობები:

ტემპერატურაზე არაუმეტესი 25oC

ინახება ბავშვებისთვის მიუწდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი

შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ მოიხმარება

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

ჩაი სალბის #20 პაკ

2.66 ლარი
2.55 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: იმედი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ლევომეკოლ მეკოლ-ბორიმედ40გ მალ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ლარიფანი სუპო 1.5მგ #5რექტ.სუპ

ლარიფან სუპო1.5 მგ / LARIFAN SUPO 1.5 mg

შემადგენლობა: 

აქტიური ნივთიერება: ლარიფანი – ორსპირალური რიბონუკლეინის მჟავა (დსღNA) – 1,5მგ/სუპოზიტორია 

სხვა ნივთიერებები: კაკაოს ცხიმი, ლანოლინი, ნატრიუმის ქლორიდი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, გამოხდილი წყალი.  

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: 

იმუნომოდულატორი 

ათქ კოდი: L03AX 

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 

LARIFAN SUPO  1.5 მგ”-ის შემადგენლობაში არსებული აქტიური ნივთიერება ორსპირალური რნმ-ი ლარიფანი ბუნებრივი წარმოშობის ნივთიერებაა. ლარიფანს გააჩნია ფარმაკოლოგიური მოქმედების ფართო სპექტრი – ანტივირუსული, იმუნომაკორეგირებელი, ანთების საწინააღმდეგო. წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს, ლარიფანს გააჩნია ანტივირუსული მოქმედების ფართო სპექტრი – ეფექტურია ჰერპესის, პაპილომა, რესპირატორული (მათ შორის გრიპი) და სხვა ვირუსების მიმართ. 

ლარიფანის ძირითადი ფუნქციაა ორგანიზმის ბუნებრივი დაცვითი ძალების მობილიზაცია, ამასთან ერთად ანტივირუსული დაცვის უზრუნველყოფა და იმუნომოდულაციური მოქმედება. ლარიფანი ახდენს ისეთი იმუნური უჯრედების გააქტიურებას და მობილიზაციას, როგორიცაა ლიმფოციტები, მაკროფაგები, ციტოტოქსიური უჯრედები და ა.შ., რის შედეგადაც, ძლიერდება ფაგოციტური რეაქცია, ანტიბაქტერიული მოქმედება, უმჯობესდება უჯრედების რეგენერაციის უნარი და, შესაბამისად, ჭრილობების შეხორცების პროცესიც. ასევე თვალსაჩინოა მსუბუქი ტკივილგამაყუჩებელი ზემოქმედება. 

ნეიტროფილების ფუნქციონალური აქტივობის გაძლიერებისა და ფაგოციტოზის აქტივაციის ხარჯზე მიიღწევა ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. 

LARIFAN SUPO 1.5 მგ” ეხმარება ორგანიზმს თავისი ბუნებრივი ლოკალური და სისტემური დაცვითი ძალების გაძლიერებასა და გაუმჯობესებაში, ამავდროულად ეწინააღმდეგება სხვადახვა პათოლოგიური პროცესების განვითარებას სწორ ნაწლავში.  

წარმოადგენს რა ინტერფერონის აქტიურ ინდუქტორს “LARIFAN SUPO  1.5 მგ”-ს აქტიური ნივთიერება პრევენციულად მოქმედებს ვირუსული ინფექციების მიმართ და ხელს უშლის დაავადებათა, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების (როგორც ბაქტერიული, ასევე ვირუსული), განვითარებას.  

ჩვენება: 

● “LARIFAN SUPO  1.5 მგ” რეკომენდებულია დისკომფორტისას, რომელიც გამოწვეულია სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ქრონიკული გაღიზიანებითა და მასში არსებული მტკივნეული ბზარებით. ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და აადვილებს კუჭის მოქმედებას. 

● პროფილაქტიკურად მოქმედებს ვირუსული ინფექციების პროდრომისას. სუპოზიტორების გამოყენება ვირუსული ინფექციების (მათ შორის რესპირატორული) პირველივე სიმპტომებისას აჩერებს დაავადების შემდგომ განვითარებას. 

● აძლიერებს იმუნიტეტს. 

უკუჩვენება:  

მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტებისადმი. 

გვერდითი მოვლენები: 

არასასურველი გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში გამოყენება: 

ექიმის დანიშნულებით. 

მიღების წესი და დოზირება: 

დისკომფორტის შეგრძნებისას სწორი ნაწლავის არეში და ჰემოროიდული პროცესებისგან გამოწვეული ჩივილებისას, შევიყვანოთ სწორ ნაწლავში 1 სუპოზიტორი საღამოობით 5_6 დღის განმავლობაში. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და დავასტაბილუროთ მიღებული დადებითი ეფექტი, რეკომენდებულია სუპოზიტორების გამოყენების გაგრძელება კვირაში 1 სუპოზიტორის ოდენობით 3_5 კვირის განმავლობაში. 

ვირუსული ინფექციების ეპიდემიის პერიოდში და დაავადების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე გამოვიყენოთ თითო სუპოზიტორი დღეში, ორი დღე მიყოლებით.  საერთო იმუნომოდულაციური ეფექტის მისაღწევად მიიღება თითო სუპოზიტორი კვირაში, 5 კვირის განმავლობაში. კლინიკური შედეგის მიხედვით ასეთი კურსები შესაძლებელია გავიმეოროთ ყოველი 4 კვირის შემდეგ.  

დოზის გადაჭარბება:  

დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ გამოვლენილა. 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: 

თვალსაჩინო ურთიერთმოქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან არ გამოვლენილა. 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა: 

5 სუპოზიტორი (1,5 მგ) შეფუთვაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად. 

ვარგისიანობის ვადა: 

2 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდგომ. 

შენახვის პირობები:  

ინახება გრილ და ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე. 

აფთიაქებიდან გაცემის პირობები: 

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

ლევომეკოლ ლევო-კოლი40გ მალ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად