Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 785

მოქსინი 400მგ #5ტ GMP

მოქსინი
Moxifloxacin


ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
  ფტორქინოლონები

შემადგენლობა

მოქსინის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – მოქსიფლოქსაცინის 400 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი

ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება. ახასიათებს ბაქტერიციდული მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიის II და IV ტოპოიზომერების ინჰიბირებასთან, რაც მიკრობის დნმ-ის სინთეზის დარღვევას და მიკრობის დაღუპვას იწვევს.
მოქსიფლოქსაცინსა და პენიცილინებს, ცეფალოსპორინებს, ამინოგლიკოზიდებს, მაკროლიდებს, ტეტრაციკლინებს შორის ჯვარედინი მდგრადობა არ აღინიშნება. ჯვარედინი მდგრადობის შემთხვევები აღინიშნება ქინოლონის ჯგუფის პრეპარატებისადმი. მიუხედავად ამისა, ქინოლონებისადმი მგრადი ზოგიერთი გრამდადებითი და ანაერობული მიკროორგანიზმი მგრძნობიარეა მოქსიფლოქსაცინისადმი.
მოქსიფლოქსაცინისადმი რეზისტენტობა ვითარდება ნელა, მრავლობითი მუტაციის გზით.
მოქსიფლოქსაცინი In vitro აქტიურია გრამუარყოფითი და გრამდადებითი ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ, ანაერობების, მჟავაგამძლე და ატიპიური ფორმის ბაქტერიების – Micoplasma, Clamidia, Legionella-ს მიმართ. ეფექტურია ბეტა-ლაქტამური და მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკებისადმი მდგრადი ბაქტერიების მიმართ.
მოქსიფლოქსაცინის ანტიბაქტერიული სპექტრი მოიცავს შემდეგ მიკროორგანიზმებს:
გრამდადებითი აერობული ბაქტერიები: Streptococcus pneumoniae (პენიცილინისა და მაკროლიდებისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Streptococcus pyogenes (А ჯგუფი), Streptococcus milled, Streptococcus mitis, Streptococcus agalactiae, Streptococcus dysgalactiae, Staphylococcus aureus (მეტიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Straphylococcus cohnii, Staphylococcus epidermidis (მეტიცილინისადმი მდგრადი შტამების ჩათვლით), Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Staphylococcus simulans, Corynebacterium diphtheriae;
გრამუარყოფითი აერობული ბაქტერიები: Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამები), Haemophilus parainfluenza, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrahalis (ბეტა- ლაქტამაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Escherichia coli, Enterobacter cloacae, Bordetella pertussis, Klebsiella oxytoca, Enterobacter aerogenes, Enterobacter agglomerans, Enterobacter intermedius, Enterobacter sakazaki, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia stuartii;
ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides distasonis, Bacteroides eggerthii, Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus, Bacteroides thetaiotaomicron, Bacteroides  uniformis, Fusobacterium spp., Porphyromonas spp. (მათ შორის: Porphyromonas anaerobius, Porphyromonas asaccharolyticus, Porphyromonas magnus), Prevotella spp., Propionibacterium spp., Clostridium perfringens, Clostridium ramosum;
ასევე, Chlamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Legionella pneumophilia, Coxiella burnettii.
მოქსიფლოქსაცინი ნაკლებად აქტიურია: Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas fluorescens, Burkholderia cepacia, Stenotrophomonas maltophilia-ს მიმართ.
პერორალურად მიღებული მოქსიფლოქსაცინი სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება. მოქსიფლოქსაცინის 400 მგ-ის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში Cmax მიიღწევა 0.5-4 საათში. ფილტვის ქსოვილში (მათ შორის ალვეოლურ მაკროფაგებში), ბრონქების ლორწოვან გარსში, ცხვირის დანამატ ღრუებში, ინტერსტიციურ სითხესა და ნერწყვში, ანთების კერაში პრეპარატი უფრო მეტი კონცენტრაციით ხვდება, ვიდრე სისხლის პლაზმაში. ორგანიზმიდან გამოიდევნება როგორც შეუცვლელი, ასევე არააქტიური მეტაბოლიტების სახით შარდთან და ფეკალურ მასასთან ერთად. T1/2 დაახლოებით 12 საათს შეადგენს.

ჩვენება

პრეპარატისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადებები:
– ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
– არაჰოსპიტალური პნევმონია;
– მწვავე სინუსიტი;
– კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები.

უკუჩვენება

– ორსულობა;
– ლაქტაცია (ძუძუთი კვება);
– ბავშვთა და 18 წლამდე მოზარდთა ასაკი;
– მოქსიფლოქსაცინისა და პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.


უსაფრთხოების ზომები

მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ის, კრუნჩხვითი შეტევების მაპროვოცირებელი და კრუნჩხვითი განტვირთვის მზადყოფნის ზღვრის შემამცირებელი დაავადებების, QT ინტერვალის გახანგრძლივების, ჰიპოკალიემიის, ბრადიკარდიის, მიოკარდიუმის მწვავე იშემიის, გულის გამტარობის შემაფერხებელი პრეპარატების (Iა, II და III კლასის ანტიარითმული პრეპარატები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეფსიური საშუალებები) ერთდროული გამოყენების, ღვიძლის მძიმე უკმარისობის დროს.
მოქსიფლოქსაცინი არ ინიშნება ეპილეფსიის დროს.
მოქსიფლოქსაცინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც ანამნეზში ანტიბიოტიკებით მკურნალობის ფონზე დიარეის მძიმე ფორმა აღენიშნებათ. მოქსინით თერაპიის ფონზე დიარეის გამოვლინების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბების დროს ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
მოქსიფლოქსაცინისა და კორტიკოსტეროიდების კომბინაცია დიდი სიფრთხილით ინიშნება.
მოქსიფლოქსაცინის და ანტაციდური პრეპარატების, ასევე პოლივიტამინებისა და მინერალების შემცველი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია მოქსიფლოქსაცინის აბსორბციის დარღვევა. ამიტომ, ანტაციდები და კალციუმის, მაგნიუმის, ალუმინის, რკინის შემცველი პრეპარატები ინიშნება მოქსიფლოქსაცინის მიღებამდე 4 სთ-ით ადრე ან მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ.
მოქსიფლოქსაცინი უმნიშვნელოდ ცვლის დიგოქსინის ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს.
მოქსიფლოქსაცინი გავლენას არ ახდენს გლიბენკლამიდის, პრობენეციდის, ვარფარინის, პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციაზე.
აქტივირებული ნახშირისა და 400 მგ მოქსიფლოქსაცინის ერთდროული მიღებისას, პრეპარატის აბსორბციის შეფერხების გამო, მისი ბიოშეღწევადობა 80%-ით მცირდება.


დოზირება და მიღების წესი

მოზრდილებში ინიშნება 400 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების დროს – 5 დღე, არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს – 10 დღე, მწვავე სინუსიტისა და კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციის დროს – 7 დღე. პრეპარატით მკურნალობა დასაშვებია 14 დღემდე გაგრძელდეს.
პაციენტები თირკმლის უკმარისობით (როცა კრეატინინის კლირენსი მეტია 30 მლ/წთ-ზე) დოზის კორექციას არ საჭიროებენ.
ტაბლეტები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად, კვებისგან დამოუკიდებლად.

გვერდითი მოვლენები

მოქსიფლოქსაცინი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება, გვერდითი მოვლენების უმრავლოსობა (90%) მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, ღებინება, გემოს შეგრძნების დარღვევა, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, დისპეფსია, ღვიძლის ფუნქციური ტესტების ცვლილებები, პირის სიმშრალე, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა, სტომატიტი, გლოსიტი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: პაციენტებში ჰიპოკალიემიით QT ინტერვალის გახანგრძლივება, ტაქიკარდია, პერიფერიული შეშუპება, არტერიული წნევის მატება ან შემცირება, ტკივილი მკერდის არეში, პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: უძილობა, თავბრუსხვევა, გაღიზიანებადობა, ძილიანობა, ტრემორი, პარესთეზიები, გონების დაბინდვა, დეპრესია, ემოციური ლაბილობა.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი, დისპნოე.
ძვალ-სახსართა სისტემის მხრივ: ტკივილი ზურგის არეში, ართრალგია, მიალგია.
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ვაგინალური კანდიდოზი, ვაგინიტი.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა

ტაბლეტი 400 მგ, შეფუთვაში 5 ტაბლეტი.

დანიშნულება

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

ზიტროქსი 500მგ #3ტ

21.00 ლარი
19.74 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: მაკლეოდს ფარმაცევტიკალს

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მოქსილისი 400მგ #5ტ

მოქსილისი

მოქსიფლოქსაცინი – 400მგ

მოქსილისი  –  ფტორქინოლონების ჯგუფის IV თაობის,   ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია. იგი აინჰიბირებს ციტოიზომერაზა 2 (დნმ ჰიდრაზა) და ტოპოიზომერაზა 4-ს. იზომერაზების ინჰიბირება განაპირობებს შეუქცევად ცვლილებებს მიკრობის უჯრედში.

ფარმაკოკინეტიკა: მოქსილისის 400 მგ- ის ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 0,5-4 საათის განმავლობაში.  აბსოლუტური ბიოშეღწევადობა თითქმის 90% შეადგენს. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 საათია. მოქსიფლოქსაცინი ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მოქსიფლოქსაცინის მიმართ მგრძნობელობის დაკარგა ვითარდება ნელ-ნელა მრავლობითი მუტაციის გზით, რაც ჯერ ჯერობით არ დაფიქსირებულა.  ფტორქინოლონების ჯგუფის პრეპარატებს შორის აღინიშნება ჯვარედინი რეზისტენტობა, ამიტომ ზოგიერთი გრამდადებითი და ანაერობული მიკროორგანიზმი, რომელიც მდგრადია სხვა  ფტორქინოლონების მიმართ, მგრძნობიარეა მოქსიფლოქსაცინის მიმართ.

ჩვენება / მიღების წესი და დოზირება:

მოქსილისის რეკომენდირებული დღიური დოზაა –  400მგ ანუ 1 ტაბლეტი ერთჯერ დღეში.  თერაპიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და კლინიკურ სურათზე:

  • მწვავე სინუსიტი – 1 კვირა
  • ქრ. ბრონქიტის გამწვავება -5-10 დღე
  • არაჰოსპიტალური პნევმონია -10 დღე
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები-7-21 დღე
  • მუცლის ღრუს ინფექციები -5-14 დღე
  • მცირე მენჯის ღრუს ინფექციები- 14 დღე

უკუჩვენება: 18 წლამდე ასაკი, ორსულობა და ლაქტაცია, ჰიპერმგრძნობელობა მოქსიფლოქსაცინის მიმართ.

გამოშვების ფორმა: შეფუთვაში  N5 ტაბლეტი

მწარმოებელი: Titlis Pharma

ზიტროქსი 200მგ/5მლ 15მლ სუსპ

21.50 ლარი
20.21 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: მაკლეოდს ფარმაცევტიკალს

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

მოქსიკუმი 400მგ #7ტ

59.42 ლარი
55.85 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ზიტროტელი 500მგ #3ტ

ზიტროტელი 

(Azithromycin dihydrate)

შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების- აზითრომიცინის 250მგ-ს ან 500 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი:
მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი.
ზიტროტელი აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus, Streptococcus)) და გრამუარყოფითი (Haemophilus influenza, Helicobacter pyliri, Neisseria gonorroeae)). უჯრედშიდა და სხვა გამომწვევების მიმართ: Chlamydia trachomatis, pneumonia; Mycoplasma pneumonia, Ureaplasma urealiticum, Treponema pallidum. აზითრომიცინი მჟავე არეში სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500მგ-ის მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0,4მგ/ლ. ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია ნარჩუნდება უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5 – 7 დღის განმავლობაში.

ჩვენება:

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები(ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია)
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები(ანგინა,სინუსიტი,შუა ყურის ანთება)
  • ქუნთრუშა;
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები(წითელი ქარი, იმპეტიგო,მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
  • უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები(გაურთულებელი ურეთრიტი და ცერვიციტი);
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი,ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიციცხლო ჩვენებით.
დოზის გადაჭარბებისას: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.

დოზირება და მიღების წესი:

ზიტროტელი ინიშნება ჭამამდე 1სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500მგ ერთხელ დღეში, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე 250-500მგ დღიური დოზა ან 500მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში. (თერაპიული კურსი სულ 1,5გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1გ. ლაიმას დაავადების პირველი სტადიის სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1გ, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500მგ (თერაპიული კურსი 3გ).
ბავშვებში – პირველ დღეს 10მგ/კგ, შემდეგი ოთხი Dდღე – 5მგ/კგ დღიური დოზა ან სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზა 10მგ/კგ.თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30მგ/კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, გამონაყარი.
მწარმოებელი: ანფარმა, საბერძნეთი.

მონოოქსი 1.5მგ/0.5მლ#20 თვ/წვ

მონოოქსი

MMonoox

თვალის წვეთები 1,5 მგ/0,5 მლ ერთჯერად ფლაკონში

სავაჭრო დასახელება: მონოოქსი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ოფლოქსაცინი
სამკურნალწამლო ფორმა: თვალის წვეთები, 1,5 მგ/0,5 მლ ერთჯერად ფლაკონში
შემადგენლობა: 0,5 მლ პრეპარატი შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას – 1,5 მგ ოფლოქსაცინს.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, მარილმჟავა (pH კორექტირებისთვის), ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH კორექტირებისთვის), საინექციო წყალი.

აღწერა: მომწვანო-ყვითელი ფერის გამჭვირვალე სითხე ხილვადი ნაწილაკების გარეშე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ოფთალმოლოგიური პრეპარატები. სხვა ანტიმიკრობული პრეპარატები. ოფლოქსაცინი.
ათქ კოდი: S01AE01

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: ოფლოქსაცინი არის სინთეზური ანტიბიოტიკი, რომელიც მიეკუთვნება ქინოლონების კლასის ფტორქინოლონების ჯგუფს. მისი მაღალი ბაქტერიციდული აქტივობა განპირობებულია ბაქტერიული დნმ-ჰირაზას ინჰიბირებით, რაც ხელს უშლის ბაქტერიული ქრომოსომული დნმ-ის სინთეზს. კრიტიკული კონცენტრაციების მნიშვნელობები, რომლებიც გამოარჩევს მგრძნობიარე შტამებს შუალედური მგრძნობელობის შტამებისგან, და ამ უკანასკნელს გამძლე შტამებისგან, დადგენილია შემდეგი სახით: S4 მგ/ლ.
შეძენილი მდგრადობის გავრცელების ხარისხი ზოგიერთი სახეობის შემთხვევაში შეიძლება იცვლებოდეს ადგილისა და დროის მიხედვით. ამიტომ, მძიმე ინფექციების მკურნალობის შემთხვევაში საჭიროა ადგილობრივი რეზისტენტობის გავრცელების ხარისხის შესახებ ინფორმაციის ფლობა. პრეპარატის მიმართ ბაქტერიების გამძლეობის გავრცელების ხარისხი შეიძლება იცვლებოდეს, რაც ნაჩვენებია ბაქტერიების ცნობილი ჯიშებისთვის ქვემოთ კვლევების საფუძველზე: მგრძნობიარე შტამები:Bacillus anthracis*; Staphylococcus méti-S; გრამუარყოფითი აერობები; Acinetobacter (ძირითადად, Acinetobacter baumannii) 50-75%; Branhamella catarrhalis; Bordetella pertussis; Campylobacter; Citrobacter freundii 15-25%; Enterobacter cloacae 15-25%; Escherichia coli 0-10%; Haemophilus influenzae; Klebsiella oxytoca 0-11%; Klebsiella pneumoniae 0-25%; Legionella; Morganella morganii; Neisseria; Pasteurella; Proteus mirabilis 0-10%; Proteus vulgaris; Providencia 45-70%; Pseudomonas aeruginosa 45-85%; Salmonella; Serratia 40-45%; Shigella; Vibrio; Yersinia ანაერობები: Mobiluncus; Propionibacterium acnes; სხვა: Mycoplasma hominis.

საშუალოდ რეზისტენტული შტამები (in vitro საშუალო მგრძნობელობის): გრამდადებითი აერობები: Corynebacteria; Streptococcus; Streptococcus pneumoniae; სხვა: Chlamydia spp.; Mycoplasma pneumoniae; Ureaplasma urealyticum;

რეზისტენტული შტამები: გრამდადებითი აერობები: Enterococci Listeria monicytogenes; Nocardia asteroides; მეტიცილინის მიმართ რეზისტენტული Staphylococcus*;  ანაერობები:Mobiluncus და Propionibacterium acnes-ის გარდა.
Staphylococcus spp.-.-ს სახეობის ბაქტერიებისთვის მეტიცილინის მიმართ რეზისტენტობის განვითარების სიხშირე შეადგენს დაახლოებით 30-50%-ს, უმეტესწილად მიეკუთვნება ჰოსპიტალურ შტამებს.
** Bacillus anthracisციმბირული წყლულის მქონე ცხოველებზე არაექსპერიმენტული დაკვირვებების საფუძველზე.

ოფლოქსაცინს ინ ვიტრო გააჩნია ზომიერი აქტივობა ზოგიერთი სახის მიკობაქტერიის მიმართ: Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium fortuitum ნაკლებად Mycobacterium kansasii-ის მიმართ და კიდევ უფრო ნაკლებად Mycobacterium avium-ის მიმართ.

მითითება: მოცემული სპექტრი შეესაბამება ოფლოქსაცინის სისტემური ფორმების სპექტრს. ლოკალური ფარმაცევტული ფორმების შემთხვევაში ბუნებრივ გარემოში (in situ) მიღებული კონცენტრაციები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში. ნარჩუნდება მცირედი გაურკვევლობა ბუნებრივ გარემოში (in situ), ფიზიკურ-ქიმიურ პირობებში კონცენტრაციების კინეტიკის მიმართ, რომლებსაც შეუძლია შეცვალოს ანტიბიოტიკის აქტივობა და გავლენა მოახდინოს პროდუქტის სტაბილურობაზე ბუნებრივ გარემოში (in situ).

ფარმაკოკინეტიკა: ადგილობრივი გამოყენების შემდეგ ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ამ თვალის წვეთების ერთი წვეთის შეყვანიდან ერთ საათში პროდუქტის კონცენტრაცია ხდება უფრო მაღალი, ვიდრე ძირითადი მიკრობების მინიმალური მაინჰიბირებელი კონცენტრაცია (MIC), რომლებიც გამოვლინდა თვალის ინფექციების დროს, ცრემლში, რქოვანასა და თვალში, ასევე თვალის წყალში. ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა ოფლოქსაცინის დადებითი კინეტიკა თვალის წყალსა და საცრემლე სითხეში.

გამოყენების ჩვენება: თვალის წინა სეგმენტის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია ოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე პათოგენური მიკროორგანიზმებით:
– ქრონიკული კონიუნქტივიტი;
– რქოვანას წყლული;
– კერატიტი.

უკუჩვენება
 მომატებული მგრძნობელობა ოფლოქსაცინის და პრეპარატის დამხმარე კომპონენტების ან ნებისმიერი სხვა ქინოლონების მიმართ;
 ქრონიკული არაბაქტერიული კონიუნქტივიტი;
 ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
 მომატებული მგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სიფრთხილის ზომები: პრეპარატი გამოიყენეთ მხოლოდ ადგილობრივად, არ შეიძლება გამოყენება სუბკონიუნქტივალურად ან თვალის წინა კამერაში. თვალის წვეთები არ უნდა იქნას შეყვანილი ინექციის სახით ან პერორალურად. სიფრთხილით გამოიყენება ავადმყოფებში რქოვანას ეპითელიური დეფექტებით, რადგან არსებობს რქოვანას პერფორაციის განვითარების რისკი (განსაკუთრებით, სტეროიდულ და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას)

გამოყენების წესი და დოზები: ჩვეულებრივი დოზირება შეადგენს 2-2 წვეთს 4 ჯერ დღეში დაზიანებულ თვალში ან ორივე თვალში. მკურნალობა, რომელიც გრძელდება 15 დღეზე მეტი დროის განმავლობაში, საჭიროებს განმეორებით შემოწმებას და ოფთალმოლოგის დასკვნას.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

გვერდითი მოქმედება:
გვერდითი რეაქციების გამოვლენის სიხშირე შეფასებულია შემდეგი წესით:
ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100 – 1/1000 – 1/1000 –

წვა ან ადგილობრივი ჩხვლეტა.
პრეპარატის უსაფრთხოების კვლევებში, რომლებიც ჩატარდა 10 პაციენტის ჯგუფში, რომელსაც უტარდებოდა პრეპარატით მკურნალობა 15 დღის განმავლობაში, არ იყო გამოვლენილი კონიუნქტივის გარდამავალი ჰიპერემია.
პერიორბიტალური შეშუპება (თვალის გუგის შეშუპების ჩათვლით) (სიხშირე დადგენილი არ არის).
სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (სიხშირე დადგენილი არ არის).

სამკურნალწამლო ურთიერთქმედება: მოცემული თვალის წვეთებით მკურნალობის ეფექტურობა შეიძლება დარღვეული იქნას სხვა თვალის წვეთებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში. თვალის წვეთების სახით კიდევ ერთი პრეპარატით მკურნალობის დანიშვნის შემთხვევაში პაციენტმა უნდა დაიცვას 15 წუთიანი ინტერვალი მეორე სამკურნალო საშუალების ჩაწვეთებამდე.

განსაკუთრებული მითითება
გამოყენება პედიატრიაში: ახალშობილებში 0,3% ოფლოქსაცინის თვალის წვეთებით კონიუნქტივის მკურნალობის ეფექტურობა და უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის არასაკმარისი კლინიკური მონაცემების გამო. შეფასების არ არსებობის გამო, რეკომენდებული არ არის ოფლოქსაცინის თვალის წვეთების გამოყენება Neisseria gonorrhoeae  ან Chlamydia Trachomatis-ით გამოწვეული ნეონატალური კონიუნქტივიტის მქონე ახალშობილების სამკურნალოდ. აღნიშნულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ შესაბამისი მკურნალობა, მაგალითად,  Neisseria gonorrhoeae ან Chlamydia Trachomatis-ით გამოწვეული ინფექციების სისტემური მკურნალობა.
ამ თვალის წვეთების გამოყენებისას გასათვალისწინებელია რინოფარინგეალური სადინრის განვითარების რისკი, რომელიც შეიძლება ხელს უწყობდეს ბაქტერიული რეზისტენტობის განვითარებას და გამოვლენას.

ორსულობა: მიუხედავად იმისა, რომ ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა არ აჩვენა ტერატოგენული ეფექტი, უნდა გახსოვდეთ ორსულების სამკურნალოდ ოფლოქსაცინის სისტემური გამოყენების არასაკმარისი კლინიკური მონაცემების შესახებ. ცნობილია ქინოლონებით ნამკურნალევ ბავშვებში სახსრების დაზიანების შესახებ, მაგრამ დღემდე არ არის რეგისტრირებული მუცლად ყოფნის პერიოდში მეორადი ართროპათიის განვითარების არცერთი შემთხვევა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ორსულობის პერიოდში მოცემული სამკურნალო საშუალების გამოყენება განიხილება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.
ლაქტაციის პერიოდი: ძუძუთი კვების პერიოდში მოცემული პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია დედის რძეში ფტორქინოლონების გამოყოფის ალბათობისა და ძუძუთი კვებაზე მყოფი ახალშობილისთვის შესაბამისი რისკის არსებობის გამო.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებები
წვეთების გამოყენების შემდეგ დროებით უარესდება მხედველობის სიმკვეთრე, რაც გასათვალისწინებელია ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
0,5 მლ დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის (დსპე) ერთჯერად კონტეინერში. ორი ზოლი 5 ერთჯერადი კონტეინერით შეფუთულია საშეში (პოლიესტერი/დსპე/ ალუმინი/სოპოლიმერი/დსპე/დსპე ან ქაღალდი/პე (პოლიეთილენი)/ალუმინი/ ნონომერი). 20 ერჯერად კონტეინერს სახელწმიფო და რუსულ ენებზე სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა: 3 წელი
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ!

სტერილურად

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმერეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

მზის სხივების მოხვედრის თავიდან აცილების მიზნით შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში. გამოყენების შემდეგ კონტენერი ერთი დოზით უნდა გადააგდოთ.
არ გამოიყენოთ ხელმეორედ ადრე გახსნილი ერთჯერადი კონტეინერი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ლაბორატორია უნითერი (Laboratoire Unither)
Espace Industriel Nord, 151 rue Andre Durouchez CS 28028m Amiens, 80084 Cedex 2, საფრანგეთი
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი: ჰორუს ფარმა (HORUS PHARMA)
გინემერის გამზირი, 148 – კაპ ვარი, 06700 სენ-ლორან-დუ-ვარი – საფრანგეთი. A

Branhamella catarrhalis; Bordetella pertussis; Campylobacter; Citrobacter freundii 15-25%; Enterobacter cloacae 15-25%; Escherichia coli 0-10%; Haemophilus influenzae; Klebsiella oxytoca 0-11%; Klebsiella pneumoniae 0-25%; Legionella; Morganella morganii; Neisseria; Pasteurella; Proteus mirabilis 0-10%; Proteus vulgaris; Providencia 45-70%; Pseudomonas aeruginosa 45-85%; Salmonella; Serratia 40-45%; Shigella; Vibrio; Yersinia

ზიტროტელი 250მგ #6ტ

ზიტროტელი 

(Azithromycin dihydrate)

შემადგენლობა:
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების- აზითრომიცინის 250მგ-ს ან 500 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი:
მაკროლიდების ჯგუფის აზალიდების ქვეჯგუფის ფართო სპექტრის მოქმედების ანტიბიოტიკი.
ზიტროტელი აქტიურია გრამდადებითი (Staphylococcus, Streptococcus)) და გრამუარყოფითი (Haemophilus influenza, Helicobacter pyliri, Neisseria gonorroeae)). უჯრედშიდა და სხვა გამომწვევების მიმართ: Chlamydia trachomatis, pneumonia; Mycoplasma pneumonia, Ureaplasma urealiticum, Treponema pallidum. აზითრომიცინი მჟავე არეში სწრაფად შეიწოვება კუჭნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის 500მგ-ის მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 0,4მგ/ლ. ამასთან უჯრედებსა და ქსოვილებში მისი კონცენტრაცია 10-50-ჯერ მეტია, ვიდრე შრატში. აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს 37%-ს. ანთებით კერაში პრეპარატის ბაქტერიციდული კონცენტრაცია ნარჩუნდება უკანასკნელი დოზის მიღებიდან 5 – 7 დღის განმავლობაში.

ჩვენება:

  • სასუნთქი სისტემის ინფექციები(ბრონქიტი, ბაქტერიული და ატიპიური პნევმონია)
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციები(ანგინა,სინუსიტი,შუა ყურის ანთება)
  • ქუნთრუშა;
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები(წითელი ქარი, იმპეტიგო,მეორადად ინფიცირებული დერმატოზები);
  • უროგენიტალური ტრაქტის ინფექციები(გაურთულებელი ურეთრიტი და ცერვიციტი);
  • Helicobacter pylori-სთან ასოცირებული კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის პრეპარატებისადმი,ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება მხოლოდ სასიციცხლო ჩვენებით.
დოზის გადაჭარბებისას: ძლიერი გულისრევა, ღებინება, ფაღარათი.

დოზირება და მიღების წესი:

ზიტროტელი ინიშნება ჭამამდე 1სთ-ით ადრე ან ჭამიდან 2 სთ-ის შემდეგ, დღეში ერთხელ. მოზრდილებში სასუნთქი სისტემის ინფექციების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციების დროს პირველ დღეს ინიშნება 500მგ ერთხელ დღეში, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე 250-500მგ დღიური დოზა ან 500მგ/დღეში სამი დღის განმავლობაში. (თერაპიული კურსი სულ 1,5გ-ს). უროგენიტალური ტრაქტის მწვავე ინფექციების დროს ინიშნება ერთჯერადად 1გ. ლაიმას დაავადების პირველი სტადიის სამკურნალოდ პირველ დღეს ინიშნება 1გ, მეორე დღიდან მეხუთე დღემდე ყოველდღიურად 500მგ (თერაპიული კურსი 3გ).
ბავშვებში – პირველ დღეს 10მგ/კგ, შემდეგი ოთხი Dდღე – 5მგ/კგ დღიური დოზა ან სამდღიანი კურსის ჩატარება დღიური დოზა 10მგ/კგ.თერაპიული კურსი მოიცავს სულ 30მგ/კგ სხეულის წონაზე.

გვერდითი მოვლენები: იშვიათად ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმში, მეტეორიზმი, გამონაყარი.
მწარმოებელი: ანფარმა, საბერძნეთი.

მოლოქსინი 400მგ #10ტ

70.00 ლარი
65.80 ლარი

ქვეყანა: სლოვენია

მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ზიტო-500 500მგ #3ტ

ზიტო-500

ZITO-500

(აზითრომიცინის ტაბლეტები usp 500 მგ)

 

სავაჭრო დასახელება

ზიტო-500

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

აზითრომიცინის დიჰიდრატი

ფარმაცევტული ფორმა

აპკით შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა

ყოველი  აპკით შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

აზითრომიცინის დიჰიდრატი usp, რაც 500 მგ აზითრომიცინის ექვივალენტურია.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სისტემური გამოყენების ანტიბაქტერიული საშუალება, მაკროლიდები.

ათქ კოდი:  J01FA10

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

მოქმედების მექანიზმი: აზითრომიცინი არის  მაკროლიდური ანტიბიოტიკების ქვეჯგუფის აზალიდების წარმომადგენელი. 50S რიბოსომურ ქვეერთეულთან დაკავშირების გზით აზითრომიცინი იცილებს პეპტიდური ჯაჭვების ტრანსლოკაციას რიბოსომის ერთი მხარიდან მეორე მხარისკენ. ამის შედეგად, მგრძნობიარე მიკროორგანიზმებში ითრგუნება რნმდამოკიდებული ცილის სინთეზი.

რეზისტენტობის მექანიზმი: აზითრომიცინის მიმართ რეზისტენტობა შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი. ბაქტერიაში არსებობს რეზისტენტობის სამი ძირითადი მექანიზმი: მიზნობრივი უბნის შეცვლა, ანტიბიოტიკის ტრანსპორტირების შეცვლა და ანტიბიოტიკის მოდიფიკაცია.

არსებობს სრული ჯვარედინი რეზისტენტობა  Streptococcus pneumoniae, ჯგუფისBetahaemolytic streptococcus, Enterococcus faecalis და Staphylococcus aureus,  მათ შორის მეთიცილინ რეზისტენტული S. aureus (MRSA) ერითრომიცინის, აზითრომიცინის, სხვა მაკროლიდების და ლინკოზამიდების მიმართ.

მგრძნობელობა

შეძენილი რეზისტენტობის გავრცელება  შეიძლება განსხვავდებოდეს გეოგრაფიულად და განსაკუთრებით მწვავე ინფექციების მკურნალობისას, სასურველია ინფორმაციის ფლობა რეზისტენტობის შესახებ შერჩეული სახეობებისთვის. საჭიროების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ექსპერტის რჩევა, როდესაც რეზისტენტობის ადგილობრივი გავრცელება ისეთია, რომ საჭიროებდეს გარკვეული ტიპის ინფექციების დროს კონკრეტული აგენტის აუცილებლობას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა: პერორალურად მიღების შემდეგ აზითრომიცინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 37%. პლაზმაში კონცენტრაციის პიკი მიიღწევა 2-3 საათში. საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია, რაც  ერთჯერადი (Cmax) 500 მგ დოზის შემდეგ დაფიქსირდა არის დაახლოებით 0.4 მკ/მლ.

განაწილება: პერორალურად მიღებული აზითრომიცინი ფართოდ ვრცელდება მთელ სხეულში. აზითრომიცინის კონცენტრაცია ქსოვილებში გაცილებით მაღალია (პლაზმაში აღმოჩენილ მაქსიმალურ კონცენტრაციაზე 50-ჯერ მეტი), ვიდრე პლაზმაში აღმოჩენილი დოზა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ აგენტი მტკიცედ უკავშირდება ქსოვილებს (განაწილების მოცულობა წონასწორულ მდგომარეობაში არის 31.1 /კგ.)

რეკომენდებული დოზის შემთხვევაში შრატში არ ხდება დაგროვება. დაგროვება ხდება ქსოვილებში, სადაც კონცენტრაციის დონე გაცილებით მაღალია, ვიდრე შრატში. 500 მგ ერთჯერადი ან ნაწილობრივი დოზის, 1,3 – 4,8 მკგ/, 0,6-2,3 მკგ/, 2,0-2,8 მკგ/ და 0-0,3 მკგ/მლ მიღებიდან სამი დღის შემდეგ, კონცენტრაცია გაზომილი იქნა ფილტვებში, პროსტატაში, ნუშურებში და შრატში.

შრატის ცილებთან აზითრომიცინის შეკავშირება ცვალებადია და მერყეობს 52%-დან  0,05 მგ/ დროს და 18%-მდე 0,5 მგ/ შემთხვევაში, შრატის კონცენტრაციის მიხედვით.

გამოყოფა: პლაზმის საბოლოო ნახევრადგამოყოფის პერიოდი ასახავს მის ნახევრად დაშლას ქსოვილებიდან, რაც შეადგენს 2-4 დღეს.

ინტრავენურად შეყვანილი დოზის დაახლოებით 12% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად 3 დღის განმავლობაში; ძირითადი წილი პირველ 24 საათში. 237 მკგ/მლმდე აზითრომიცინის კონცენტრაციები 5 დღიანი მკურნალობის კურსიდან 2 დღის შემდეგ იქნა გამოვლენილი ადამიანის ნაღვლის სეკრეტში (ფორმირებული N-და O-დემეთილირებით, დესოზამინის და აგლიკონის რგოლების ჰიდროქსილირებით და კლადინოზური კონიუგატის გახლეჩვით). გამოკვლევები ცხადყოფს, რომ მეტაბოლიტები არ მონაწილეობენ აზითრომიცინის მიკრობიოლოგიურ აქტივობაში.

მგრძნობელობის ზღვარი

აზითრომიცინის მგრძნობელობის მაჩვენებლები ტიპიური ბაქტერიული პათოგენებისათვის, რომელიც გამოქვეყნდა EUCAST- ის მიერ არის:

     ორგანიზმი                                MIC მგრძნობელობის ზღვარი

                                                                                            (მგ/)

                                                        მგრძნობიარე (S)      რეზისტენტული (R>)

Staphylococcus spp.                                         1                                    2

Streptococcus ჯგუფები A, B, C და G                 0.25                             0.5

Streptococcus pneumoniae                               0.25                             0.5

Haemophilus influenzae                                  0.12                              4

Moraxella catarrhalis                                       0.25                             0.5

Neisseria gonorrhoeae                                     0.25                             0.5

ჩვეულებრივად მგრძნობიარე სახეობები

აერობული გრამ-დადებითი მიკროორგანიზმები

Staphylococcus aureus: მეთიცილინმგრძნობიარე

Streptococcus pneumoniae: პენიცილინმგრძნობიარე

Streptococcus pyogenes (A ჯგუფის)

აერობული გრამ-უარყოფითი მიკროორგანიზმები

Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Legionella pneumophila, Moraxella catarrhalis, Neisseria gonorrhoeae, Pasteurella multocida

ანაერობული მიკროორგანიზმები

Clostridium perfringens, Fusobacterium spp., Prevotella spp., Porphyromonas spp.

სხვა მიკროორგანიზმები

Chlamydia trachomatis

სახეობები, რომელთათვისაც შეძენილი რეზისტენტობა შეიძლება გახდეს პრობლემური

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Streptococcus pneumoniae, პენიცილინშუალედური, პენიცილინრეზისტენტული

არსებითად რეზისტენტული ორგანიზმები

აერობული გრამდადებითი მიკროორგანიზმები

Enterococcus faecalis, Staphylococci MRSA, MRSE*

ანაერობული მიკროორგანიზმები

ფრაგილის ჯგუფის ბაქტეროიდები

* მეთიცილინრეზისტენტულ სტაფილოკოკებს ახასიათებთ მაკროლიდების მიმართ შეძენილი რეზისტენტობის  ძალიან მაღალი გავრცელება და ისინი იშვიათად არიან მგრძნობიარენი აზითრომიცინის მიმართ.

სამკურნალო ჩვენებები

აზითრომიცინი გამოიყენება შემდეგი ინფექციების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია აზითრომიცინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით:

  • გულმკერდის ინფექციები, როგორიც არის ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და პნევმონია;
  • წიაღების, ყელის, ნუშისებრი ჯირკვლების და ყურის ინფექციები;
  • კანის და რბილი ქსოვილების მსუბუქი და  საშუალო სიმძიმის ინფექციები, მაგ: თმის ფოლიკულების ინფექცია (ფოლიკულიტი), კანის და მისი ღრმა შრეების ბაქტერიული ინფექცია (ცელულიტი), კანის ინფექცია კაშკაშა წითელი შეშუპებით (წითელი ქარი);
  • გაურთულებელი Chlamidia trachomatis გამოწვეული ურეთრიტი და ცერვიციტი.

დოზა და მიღების წესი

დოზა:

აზითრომიცინი მიიღება ერთჯერადი დღიური დოზით.

45 კგზე მეტი სხეულის წონის მქონე ბავშვები და მოზარდები, მოზრდილები და ხანდაზმულები:

მთლიანი დოზაა 1500 მგ, 500 მგ დღეში ერთჯერ 3 დღის განმავლობაში. ალტერნატიულად, შეიძლება იგივე მთლიანი დოზის (1500 მგ) მიღება 5 დღის განმავლობაში, 500 მგ პირველ დღეს და 250 მგ მე-2 დღიდან მე-5 დღემდე.

გაურთულებელი Chlamydia tracchomatis ურეთრიტის და ცერვიციტის დროს, დოზა შეადგენს 1000 მგ, როგორც ერთჯერადი პერორალური დოზა.

45კგზე ნაკლები სხეულის წონის მქონე ბავშვები და მოზარდები: აზითრომიცინის ტაბლეტები არ არის რეკომენდებული 45 კგზე ნაკლები სხეულის წონის მქონე პაციენტებისთვის. პაციენტების ამ ჯგუფისთვის ხელმისაწვდომია სხვა დოზირების ფორმები.

ხანდაზმული პაციენტები:

ხანდაზმული პაციენტებისთვის შეიძლება გამოყენებულ იქნას იგივე დოზა, რაც მოზრდილთათვის. ვინაიდან ხანდაზმული პაციენტები შეიძლება იყვნენ მუდმივი პროარითმიული მდგომარეობების მქონე,  რეკომენდირებულია განსაკუთრებული ყურადღება არითმიისა და მოციმციმე არითმიის (Torsades de pointes) განვითარებასთან დაკავშირებით.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

დოზის კორექცია საჭირო არ არის თირკმლის მსუბუქი და ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის (GFR 10-80 მლ/წთ).

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები:

დოზის კორექცია არ არის საჭირო  ღვიძლის მსუბუქი და საშულო ფორმის უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის.

მიღების წესი

მიიღება პერორალურად

ტაბლეტების მიღება შესაძლებელია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები მიღებული უნდა იქნას  ½ ჭიქა წყალთან ერთად.

უკუჩვენებები

ამ პროდუქტის გამოყენება უკუნაჩვენებია აზითრომიცინის, ერითრომიცინის, ნებისმიერი მაკროლიდის ან კეტოლიდური ანტიბიოტიკების ან აზითრომიცინის ტაბლეტების რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძობელობის მქონე პაციენტებისთვის.

სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ალერგიული რეაქციები: როგორც ერითრომიცინის და სხვა მაკროლიდების შემთხვევაში იშვიათად აღნიშნება სერიოზული ალერგიული რეაქციები, მათ შორის, ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსია (იშვიათად ფატალური). ზოგიერთმა ამ რეაქციამ აზითრომიცინთან გამოიწვია განმეორებადი სიმპტომები და მოითხოვა დაკვირვებისა და მკურნალობის უფრო ხანგრძლივი პერიოდი.

ღვიძლის უკმარისობა: ღვიძლის მნიშვნელოვანი დაავადების მქონე პაციენტებში აზითრომიცინი გამოიყენება სიფრთხილით.

ღვიძლის დისფუნქციის ნიშნებისა და სიმპტომების შემთხვევაში, როგორიც არის სწრაფად განვითარებადი ასთენია, რაც დაკავშირებულია სიყვითლესთან,  მუქი ფერის შარდთან, სისხლდენისკენ მიდრეკილებასთან ან ღვიძლისმიერ ენცეფალოპათიასთან, დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციური ტესტები/გამოკვლევები. იმ შემთხვევაში, თუ ღვიძლის დისფუნქცია გამოაშკარევდება, აზითრომიცინის მიღება უნდა შეწყდეს.

ერგოტამინის ალკალოიდები და აზითრომიცინი: აზითრომიცინი და ერგოტამინის წარმოებულები არ უნდა იქნეს მიღებული ერთდროულად.

Clostridium difficile (CDAD)-სთან ასოცირებული დიარეა ვლინდება თითქმის ყველა ანტიბაქტერიული აგენტების გამოყენებისას, მათ შორის აზითრომიცინის გამოყენებისას, და იცვლება სიმძიმის სახვადახვა  დიაპაზონით, მსუბუქი დიარეადან ფატალურ კოლიტამდე. ანტიბაქტერიული აგენტებით მკურნალობა ცვლის მსხვილი ნაწლავის ნორმალურ ფლორას, რაც იწვევს უმეტესად C. difficile- ზრდას.

თირკმლის უკმარისობა: თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (GFR 10 მლ/წთ) შეინიშნება აზითრომიცინის სისტემური ზემოქმედების 33%-ით ზრდა.

QT ინტერვალის გახანგრძლივება: აზითრომიცინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული მიმდინარე პროარითმიული მდგომარეობების მქონე პაციენტებში (განსაკუთრებით ქალებში და ხანდაზმულ პაციენტებში), როგორიცაა პაციენტები:

თანდაყოლილი ან კვლევით დადასტურებული QT ინტერვალის გახანგრძლივებით;

ელექტროლიტების დარღვევით, განსაკუთრებით ჰიპოკალიემიისა და ჰიპომაგნიემიის დროს;

კლინიკურად რელევანტური ბრადიკარდიით, გულის არითმიით ან გულის მძიმე უკმარისობით.

აზითრომიცინის აპკით შემოგარსული ტაბლეტები არ ინიშნება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ იშვიათი მემკვიდრული გალაქტოზას აუტანლობა,  ლაპლლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზაგალაქტოზას მალაბსორბცია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პროდუქტებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები

ანტაციდები: ანტაციდური პრეპარატი არ უნდა იქნას მიღებული აზითრომიცინთან ერთად.

დიგოქსინი: თუ ერთდროულად მიიღება აზითრომიცინი და  P-gp სუბსტრატები, როგორიც არის დიგოქსინი, მაშინ  შესაძლოა, რომ გაიზარდოს შრატში სუბსტრატის კონცენტრაცია.

ერგოტამინი: ერგოტიზმის თეორიული ალბათობის გამო, ერგოტამინის წარმოებულების აზითრომიცინთან ერთად  გამოყენება არ არის რეკომენდებული.

ციკლოსპორინი: სიფრთხილით უნდა მიუდგეთ ციკლოსპორინისა და აზითრომიცინის ერთდროულ გამოყენებას. თუ საჭიროა ამ წამლების ერთდროული გამოყენება, მაშინ აუცილებელია ციკლოსპორინის დონის მონიტორინგი და დოზის კორექტირება შესაბამისად.

არ აღინიშნება რაიმე მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტუკური ურთიერთქმედება აზითრომიცინთან ერთად  ატორვასტატინის, კარბამაზეპინის, ციმეტიდინის, ფლუკონაზოლის, ინდინავირის, მეთილპრედნიზოლონის, მიდაზოლამის, ნელფინავირის, რიფაბუტინის, სილდენაფილის, ტერფენადინის, თეოფილინის, ტრიაზოლამის, ტრიმეთოპრიმი/სულფამეტოქსაზოლის გამოყენებისას.

ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია:

ტერატოგენული ეფექტები არ ყოფილა აღნიშნული. აზითრომიცინის უსაფრთხოება აქტიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით ორსულობის დროს არ არის დადასტურებული. ამდენად, აზითრომიცინი  ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სარგებელი აჭარბებს რისკს. აზითრომიცინით მკურნალობისას უნდა შეწყდეს ბავშვის ძუძუთი კვება, რადგან უცნობია თუ რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს აზითრომიცინს ჩვილის ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მანქანის მართვისა და მექანიზმების ოპერირების  უნარჩვევებზე აზითრომიცინის ზემოქმედების შესახებ მონაცემები  არ არის ცნობილი.  თუმცა, ამ საქმიანობების განხორციელებისას გასათვალისწინებელია არასასურველი ზემოქმედების შესაძლებლობა, როგორიცაა თავბრუსხვევა და კრუნჩხვები.

არასასურველი ზემოქმედება

აზითრომიცინის მიღებისას გამოვლინდა შემდეგი არასასურველი რეაქცია: დაჯგუფების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კონვენციით: ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100 მდე); არახშირი (>1/1,000 მდე); იშვიათი ( >1/10,000 მდე); ძალიან იშვიათი ( და უცნობი.

ძალიან ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი

ხშირი: ანორექსია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, დისგევზია, მხედველობის დარღვევა, სიყრუე, ღებინება, დისპეფსია, გამონაყარი, ქავილი, ართრალგია, დაღლილობა.

არახშირი: კანდიდოზი, ორალური კანდიდოზი, ვაგინალური ინფექცია, პნევმონია, სოკოვანი ინფექცია, ბაქტერიული ინფექცია, ფარინგიტი, გასტროენტერიტი, რესპირატორული დარღვევა, რინიტი. ლეიკოპენია, ნეიტროპენია, ეოზინოფილია,

ანგიონევროზული შეშუპების ჰიპერმგრძნობელობანევროზულობა, უძილობა, ჰიპოასთეზია, ძილიანობა, სმენის დარღვევა, თავბრუსხვევა, სმენის გაუარესება, ხმაური ყურებში, გახშირებული გულისცემა, წამოხურებაქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა, გასტრიტი, ყაბზობა, დისფაგია, მუცლის შებერილობა, პირის სიმშრალე, ბოყინი, პირის დაწყლულება, ჰიპერსალივაცია, ჰეპატიტი, სტივენსჯონსონის სინდრომი, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, ჭინჭრის ციება, დერმატიტი, კანის სიმშრალე, ჰიპერჰიდროზი, ოსტეოართრიტი, მიალგია, ზურგის ტკივილი, კისრის ტკივილი, დიზურია, თირკმლის ტკივილი, მეტრორაგია, ტესტიკულური დარღვევა, გულმკერდის ტკივილი, სახის შეშუპება, პირექსია, პერიფერიული ტკივილიშეშუპება, დისკომფორტი, ასთენია.

იშვიათი: აღგზნება, დეპერსონალიზაცია, ღვიძლის ფუნქციის დარღვევაქოლესტაზური სიყვითლე, ალერგიული რეაქციები, მათ შორის ანგიონევროზული შეშუპება, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციული ნეფრიტი.

უცნობი: ფსევდომემბრანოზული კოლიტი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, ანაფილაქსიური რეაქცია, აგრესიული შფოთვა, ბოდვა, ჰალუცინაცია, გულის წასვლა, კრუნჩხვა, ფსიქომოტორული ჰიპერაქტიურობა, ყნოსვის უქონლობა, გემოს შეგრძნების დაკარგვა, პაროსმია, მიასთენია გრავისი, პარკუჭების ციმციმი/თრთოლვა (Torsades de pointes), არითმია, მათ შორის პარკუჭოვანი ტაქიკარდია, გახანგრძლივებული QT ელექტროკარდიოგრამაზე, ჰიპოტენზია, პანკრეატიტი, ენის და კბილების გაუფერულება, ღვიძლის უკმარისობა (რამაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს ფატალური შედეგი), ელვისებური ჰეპატიტი, ღვიძლის ნეკროზი, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, მულტიფორმული ერითემა, DRESS (პრეპარატის რეაქცია ეოზინოფილიასთან და სისტემურ სიმპტომებთან).

Mycobacterium Avium complexის  საწინააღმდეგო პროფილაქტიკური მკურნალობის დროს  აღინიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ძალიან ხშირი: დიარეა, მუცლის ტკივილი, გულისრევა, მეტეორიზმი, მუცელში დისკომფორტი, ხშირი თხელი განავალი

ხშირი: ანორექსია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, პარესთეზია, დისგევზია, მხედველობის დარღვევა, სიყრუე, გამონაყარი, ქავილი, ართრალგია, დაღლილობა.

არახშირი: ჰიპოასთეზია, სმენის დარღვევა, ხმაური ყურებში, გახშირებული გულისცემა, ჰეპატიტი, სტივენსჯონსონის სინდრომი, ფოტომგრძნობელობითი რეაქცია, ასთენია, შეუძლოდ ყოფნა.

დოზის გადაჭარბება

არასასურველი მოვლენები, რომელიც აღინიშნა რეკომენდირებულ დოზებზე უფრო მაღალი დოზის მიღების დროს, მსგავსია ნორმალური დოზების დროს აღნიშნული მოვლენებისა.

სიმპტომები: მაკროლიდური ანტიბიოტიკების გადაჭარბების ტიპიური სიმპტომები მოიცავს სმენის შექცევად დაკარგვას, გულისრევას, ღებინებას და დიარეას.

მკურნალობა: დოზის გადაჭარბების შემთხვევაში მითითებულია ზოგადი სიმპტომური და დამხმარე ღონისძიებების ჩატარება საჭიროებისამებრ.

პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები

აღმოჩნდა, რომ ცხოველებში აზითრომიცინმა გამოიწვია შექცევადი ფოსფოლიპიდოზი, მაგრამ, როგორც წესი, არ დაფიქსირებულა ტოქსიკოლოგიური რეაქციების ჭეშმარიტი შედეგები, რომლებიც მასთან იქნებოდა დაკავშირებული. ამ აღმოჩენის შესაბამისობა არ არის ცნობილი ადამიანებში, რომლებიც იღებენ აზითრომიცინს რეკომენდაციების მიხედვით

ელექტროფიზიოლოგიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აზითრომიცინი ახანგრძლივებს QT ინტერვალს.

კანცეროგენული პოტენციალი: კანცეროგენული პოტენციალის გამოსავლენად  ცხოველებში გრძელვადიანი კვლევები არ ჩატარებულა.

მუტაგენური პოტენციალი: in vivo და in-vitro კვლევის მოდელებში არ ყოფილა მტკიცებულებები გენეტიკური და ქრომოსომური მუტაციების განვითარებისა.

რეპროდუქციული ტოქსიურობა: ვირთაგვებში არ აღინიშნებოდა ტერატოგენური ეფექტებიაზითრომიცინის  100 და 200 მგ/კგ წონა/დღეში მიღებისას გამოიწვია ზომიერი შეფერხებები ვირთაგვის ნაყოფის ოსიფიკაციაში და მდედრთა წონის მომატებაში. ვირთაგვებში ჩატარებულ პერი და პოსტნატალურ კვლევებში, დღეში 50 მგ/კგ და მეტი აზითრომიცინის მიღებისას დაფიქსირდა ფიზიკური განვითარების და რეფლექსის ჩამოყალიბების ზომიერი შეფერხება.

შეუთავსებლობა

არ გააჩნია

გამოშვების ფორმა

1 X 3 ტაბლეტი ალუმინის პვქ ბლისტერზე.

შენახვის ვადა

3 წელი

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25OC ტემპერატურაზე, მოარიდეთ ნესტს.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქში შეძენის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

ZIM LABORATORIES LIMITED

B-21/22, MIDC რაიონი,

კალმეშვარი, ნაგპური 441501,

მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი 

Don`t copy text!