მთავარი წაკითხვა გვერდი 83

კამელოტი 15მგ #20ტ GMP

კამელოტი
CAMELOT
(MELOXICAM)

შემადგენლობა
პრეპარატის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების – მელოქსიკამის 7.5 მგ-ს ან 15 მგ-ს.

მოქმედების მექანიზმი
ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება, ცოგ-2-ის სელექციური ინჰიბიტორი. ენოლის მჟავას წარმოებული, განეკუთვნება ოქსიკამების ჯგუფს. ახასიათებს გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებასთან. ამასთან, პროსტაგლანდინების სინთეზს თრგუნავს უპირატესად ანთების კერაში, ვიდრე კუჭის ლორწოვანსა და თირკმლებში, რაც განპირობებულია ცოგ-2-ის შერჩევითი ინჰიბირებით.
პერორალური მიღების შემდეგ მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მელოქსიკამის აბსორბციაზე არ მოქმედებს საკვების მიღება. პრეპარატის 7.5 მგ დოზის მიღების შემდეგ ჩმახ მიიღწევა 4-6 საათში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 90%-ს. სინოვიალურ სითხეში მელოქსიკამის კონცენტრაცია პლაზმის კონცენტრაციის 50%-ს შეადგენს. მელოქსიკამი თითქმის მთლიანად მეტაბოლიზდება არააქტიურ მეტაბოლიტებად. მელოქსიკამის T1/2 20 საათია. იგი ორგანიზმიდან თირკმლების და ნაწლავის გზით თითქმის თანაბარი პროპორციით გამოიყოფა.
ღვიძლის და თირკმლების მსუბუქი და საშუალო სიმძიმის უკმარისობა არსებითად არ მოქმედებს მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე.

ჩვენება
– სახსრების ანთებითი და დეგენერაციული დაავადებები (ართროზი, ოსტეოართროზი);
– რევმატოიდული ართრიტი;
– მაანკილოზებელი სპონდილიტი.

უკუჩვენება
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
– ღვიძლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
– თირკმლების უკმარისობა (ჰემოდიალიზის ჩატარების გარეშე);
– ორსულობა, ლაქტაცია;
– ბავშვთა და 15 წლამდე მოზარდთა ასაკი;
– მელოქსიკამის ან სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მიმართ (მათ შორის სალიცილატებისადმი) მაღალი მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები
სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადების, ასევე ანტიკოაგულანტებით მკურნალობის დროს.
პეპტიკური წყლულის გაჩენის ან კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის შემთხვევაში, ასევე კანის ან ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა მელოქსიკამის მიღების შეწყვეტა.
პაციენტებში შემცირებული მოცირკულირე სისხლის მოცულობით და დაქვეითებული თირკმლის პერფუზიით, მელოქსიკამმა შესაძლოა თირკმლის უკმარისობის კლინიკური გამოხატულება გამოიწვიოს, რაც შექცევადია პრეპარატის მოხსნის შემდეგ. ამ გართულების რისკის ჯგუფის პაციენტებს განეკუთვნებიან პაციენტები დეჰიდრატაციის ნიშნებით, გულის შეგუბებითი უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, თირკმლების კლინიკურად გამოხატული დაავადებებით, ასევე, პაციენტები რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს და ქირურგიული ოპერაციების შემდგომ აქვთ გაუწყლოვანების ნიშნები.
ღვიძლის ტრანსამინაზების ან სხვა ფუნქციური მაჩვენებლების მყარი და მნიშვნელოვანი მატებისას საჭიროა მელოქსიკამის მოხსნა და შესაბამისი საკონტროლო ტესტების ჩატარება.
მელოქსიკამი სიფრთხილით გამოიყენება ასაკოვან პაციენტებში თირკმლის, ღვიძლის და გულის ფუნქციების დარღვევის მაღალი ალბათობით.
მელოქსიკამის და სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების ერთდროული გამოყენებისას იზრდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანებების და სისხლდენის განვითარების რისკი; ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში – სისხლდენის განვითარების რისკი; მეტოტრექსატთან ერთად – მიელოდეპრესიის გაძლიერება; დიურეზულ საშუალებებთან – თირკმლის უკმარისობის განვითარების რისკი; ციკლოსპორინთან – ნეფროტოქსიკური მოქმედების გაძლიერება.
პრეპარატის მიღებისას, გვერდითი მოვლენების სახით თავბრუსხვევის და ძილიანობის გამოვლინებისას, რეკომენდებულია მანქანის მართვისა და სხვა აქტიური სამუშაოების შესრულებისგან დროებით თავის შეკავება.
მელოქსიკამი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს. ლაქტაციის პერიოდში მელოქსიკამის გამოყენების აუცილებლობისას საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.
დოზის გადაჭარბების დროს: აღინიშნება აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.
მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა და სიმპტომური თერაპია. სპეციფიკური ანტიდოტი და ანტაგონისტი არ არსებობს.

დოზირება და მიღების წესი
რევმატოიდული ართრიტის და მაანკილოზებელი სპონდილიტის დროს პრეპარატი ინიშნება დღეში 15 მგ, დადებითი თერაპიული ეფექტის მიღების შემდეგ შესაძლებელია დოზის შემცირება დღეში 7.5 მგ-მდე.
ოსტეოართროზის დროს დღიური დოზა შეადგენს 7.5 მგ-ს, საჭიროებისას დასაშვებია დოზის გაზრდა 15 მგ-მდე დღეში. მაქსიმალური დღიური დოზა 15 მგ-ია.
გვერდითი ეფექტების გამოვლინების მაღალი რისკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 7.5 მგ-ით დღეში.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით ან რომელთაც უტარდებათ ჰემოდიალიზი პრეპარატი ინიშნება 7.5 მგ/დღეში. თირკმლების ფუნქციის უმნიშვნელო ან ზომიერი დაქვეითების დროს (კკ 25 მლ/წთ-ზე მეტი) დოზის კორექცია საჭირო არ არის.
ტაბლეტები ინიშნება ჭამის დროს წყალთან ერთად, დღეში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, ნაწლავის კოლიკა, დიარეა, ეზოფაგიტი, სტომატიტი; იშვიათად – კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი.
სისხლმბადი სისტემის მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
სასუნთქი სისტემის მხრივ: ბრონქოსპაზმი (პაციენტებში “ასპირინული ტრიადით”).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის მატება, შეშუპება, წამოხურება.
ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ყურებში შუილი, ძილიანობა.
შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციების ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები.
ალერგიული რეაქციები: ფოტოსენსიბილიზაცია, კანის ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 2 წელი, ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 7.5 მგ ან 15 მგ, შეფუთვაში 20 ტაბლეტი.

დანიშნულება
ექიმის რეცეპტის გარეშე!

მწარმოებელი ფირმა:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”

რეუკოლი 10მლ წვეთები

36.00 ლარი
33.84 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ეურონატურალ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

იტამი 140მგ #10პლასტირი

66.98 ლარი
62.96 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ფიდია ფარმაცეუტიცი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

რესტორაფლორი #10ფლ

49.98 ლარი
46.99 ლარი

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ნუტრაცეუტიკალსი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ინფორინი 400მგ #20ტ

ინფორინი 400მგ #20ტ

შემადგენლობა: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური ნივთიერება: იბუპროფენი 400მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, პოვიდონი, მიკროკრისტალური ცელუცლოზა, დიმეთიკონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, ტალკი. ტალკი, ჰიპრომელოზა 6 სპ, მაკროგოლი, საღებავი პონსო 4R ალუმინის ტბა, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი ალუმინის კარმინატის ლაქი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება (აასს).

ათქ კოდი: M01AE01.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფარმაკოდინამიკა:

იბუპროფენი – ფენილპროპიონის მჟავას წარმოებულია და მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდედო პრეპარატების ჯგუფს. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი უკავშირდება პროსტაგლანდინების გამოთავისუფლების და/ან სინთეზის ინჰიბირებას.

ფარმაკოდინამიკა:

იბუპროფენი შეიწოვება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან დაახლოებით 80%-ით. საკვები არ მოქმედებს იბუპროფენის შეწოვაზე. პრეპარატის კონცენტრაცია იზრდება დოზის პროპორციულად. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში მიიღწევა პერორალურად მიღებიდან 45 წუთის – 1სთ-ის  . 

იბუპორფენი 99%-ზე მეტად უკავშირდება სისხლის ცილებს, ძირითადად ალბუმინს. განაწილების მოცულობა – 6,65 – 8,88 ლ. სახსრების ჩანთებში პრეპარატი აღწევს შედარებით ნელა, მაქსიმალური კონცენტრაცია შეინიშნება მიღებიდან 5-6 საათში. სახსრების ჩანთებდან იბუპროფენის გამოყოფა ნელია, მათ შორის ალბუმინთან ძლიერი კავშირის გამო. პრეპარატის კონცენტრაცია სინოვიალურ სითხეში ნარჩუნდება 80-285 წუთის მანძილზე, რის შემდეგაც ნელა მცირდება.

იბუპროფენი მეტაბოლიზდება ღვიძლში 4 მეტაბოლიტის წარმოქმნით. არააქტიური მეტაბოლიტების სახით გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად თირკმელებით. 24 საათის განმალვობაში მიღებული დოზა გამოიყოფა სრულიად. იბუპროფენის მცირედი რაოდენობა გამოიყოფა ფეკალიებით. იბუპროფენის ნახევარგამოყოფის პერიოდი 200მგ ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეადგენს 1,93 სთ, 400მგ – 1,78-2,31 სთ, მრავალჯერადი მიღებისას – 2-2,5 სთ. მიიჩნევა, რომ ბავშვებში ნახევარგამოყოფის პერიოდი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება მოზრდილებში არსებული პერიოდისგან.

ჩვენებები:

• რევმატოიდული ართრიტის, იუვენალური იდიოპათიური ართრიტის ან სტილის დაავადების, პერიფერული სახსრების და ხერხემლის დეგენერაციული რევმატიზმის, ასევე სახსრების და რბილის ქსოვილების სხვა სახის რევმატიული დაავადების სიმპტომების შემსუბუქება;

• პრეპარატი გამოიყენება ტკივილგამაყუჩებელის სახით თავის და კბილის ტკივილის, ცხელების, ეპიზიოტომიის, მენსტრუალური ტკივილის, პოსტოპერაციული ტკივილის, როგორც სპორტული, ისე ლოკომოტორული სისტემის და რბილის ქსოვილების სხვა სახის დაზიანებების დროს.

• სხეულის მომატებული ტემპერატურის დასაწევად.

უკუჩვენებები:

• მომატებული მგრძნობელობა

• კუჭის ან 12-გოჯა ნაწლავის წყლული (გამწვავების პერიოდში);

• წყლულოვანი კოლიტი

• მხედველობის ნერვის დაავადება

• სკოტომა, ამბლიოპია

• ფერადი მხედველობის დარღვევა

• ღვიძლის ციროზი პორტალური ჰიპერტენზიით

• „ასპირინული“ ასთმა (პროვოცირებული  აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა აასს-ებით)

• გულის უკმარისობა

• შეშუპება

• არტერიული ჰიპერტენზია

• ჰემოფილია, ჰიპოკოაგულაცია

• ლეიკოპენია, ჰემორაგიული დიათეზი

• სმენის დაქვეითება

• ვესტიბულარული აპარატის პათოლოგია

• გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი

• ორსულობა (მე-3 ტრიმესტრი)

სიფრთხილით:

• ჰიპერბილირუბინემია, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი

• კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (ანამნეზში)

• გასტრიტი, ენტერიტი, კოლიტი

• ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა

• გაურკვეველი ეტიოლოგიის სისხლის დაავადება 

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზემოთ:

ინფორინის დოზირება დამოკიდებულია დაავადების სიმწვავეზე, დაავადების სახეობაზე და ტკივილის დონეზე.

მაქსიმალური დღიური დოზა შეადგენს 3200მგ, გაყოფილი 3-4 მიღებად (400მგ-იანი 2 ტაბლეტი, 4-ჯერ დღეში). დოზებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს არანეკლებ 4 სთ-ს. ტაბლეტი მიიღება ჭიქა წყლის მიყოლებით (200მლ). სასურველია ჭამის დროს მიღება.

ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 800-1600მგ, 3-4 მიღებაზე (1/2 400მგ ტაბლეტი ან 400მგ 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში).

შემანარჩუნებელი დოზაა 600მგ – 1200მგ დღეში, 3-4 მიღებით (400მგ ½ ტაბლეტი ან 400მგ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში).

თერაპიული დოზა დამოკიდებულია ტკივილის სახეობაზე და პაციენტის ინდივიდუალურ პასუხზე. დოზა ენიშნება პაციენტს და შესაძლებელია მისი გაზრდა ან შემცირება სიმპტომების (ტკივილის) ინტენსივობის მიხედვით.

დაუშვებელია მაქსიმალური დღიური დოზის გადაჭარბება და აუცილებელია დოზებს შორის ინტერვალის დაცვა, რაც უნდა შეადგენდეს არანაკლებ 4 სთ-ს. მაქსიმალური დოზის მიღებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

დოზის დანიშვნა შესაძლებელია 200მგ და 400მგ ტაბლეტების შესაბამისი კომბინაციით, რისი მეშვეობითაც შესაძლებელია სათანადო დოზის მიღება (აუცილებლობის შემთხვევაში) 600მგ, ან შემცირდეს დოზა 200მგ-დე.

როგორც წესი, სუსტი ტკივილის დროს, რეკომენდებულია დაბალი საწყისი დოზა.

პრეპარატი მიიღება სათანადო რაოდენობის წყლის მიყოლებით, საკვების მიღების შემდეგ.

თუ სიმპტომები გაუარესდება, ანუ თუ ტკივილი არ გაივლის 10 დღიანი თერაპიის შემდეგ იბუპროფენის ადაპტირებული დოზების მიღებისას, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

თუ მომატებული ტემპერატურა ნარჩუნდება 3 დღეზე მეტ ხანს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციების განვითარების შემთხვევაში (ცხელება, კანზე გამონაყარი, თვალის კონიუნქტივიტის ანთება), შეწყვიტეთ თერაპია და მიმართეთ ექიმს. მსგავსი გვერდითი მოვლენები წარმოადგენს სერიოზულს და იშვიათად ვითარდება.

პრეპარატის გამოყენებისას მეტნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. აცნობეთ ექიმს თუ ადგილი ექნება მუცლის ტკივილს, გულისრევას, თვალების შეწებებას, ღებინებას, ასევე თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, დეპრესიულ რეაქციებს, დაბნეულობას, ძილიანობას.

ინფორინს შეუძლია ასთმის შეტევის გამოწვევა მიდრეკილ პაციენტებში.

სხვა სახის გვერდითი მოვლენები იშვიათია: ყურებში ხმაური, ქავილი, მხედველობის დარღვევა, სითხის შეკავება, შეშუპება, ღვიძლის ანალიზების გადახრა.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას, მიმართეთ ექიმს! ჭარბი დოზირების დონის მიხედვით ჩატარდება შესაბამისი ზომები.

სიმპტომები: მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი, ყურებში ხმაური, მეტაბოლური აციდოზი, კომა, თირკმლის მწვავე უკმარისობა, არტერიული წნევის დაცემა, ბრადიკარდია, ტაქიკარდია.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა (მხოლოდ მიღებიდან 1 საათის განმავლობაში), აქტივირებული ნახშირი, ტუტე სასმელი, ფორსირებული დიურეზი, სიმპტომური თერაპია. 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს სიფრთხილით შემდეგ პრეპარატებთან ერთად:

• ანტიკოაგულანტები (იბუპროფენი აძლიერემს მათ მოქმედებას);

• გლუკოკორტიკოსტეროიდები და აასს-ები (იბუპროფენი ზრდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების განვითარების რისკს);

• ციკლოსპორინები, საგულე გლიკოზიდები, ლითიუმის პრეპარატები, მეთოტრექსატი, ფენიტოინი, ზიდოვუდინი, პენიცილინი (იბუპროფენს შეუძლია გააძლიეროს მოცემული პრეპარატების ტოქსიური ეფექტები);

• შარდმდენები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები (ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია შემცირდეს პრეპარატების ეფექტურობა).

მაგალდრატი (ანტაციდი) უმნიშვნელოდ აჩქარებს იმბუპროფენის შეწოვას და აძლიერებს მის კონცენტრაციას შრატში.

განსაკუთრებული მითითებები:

დაუშვებელია პრეპარატის მიღება სხვა აასს-ებთან ერთად. ხანგრძლივი მკურნალობის დროს აუცილებელია პერიფერული სისხლის სურათის და ღვიძლის და თირკმელების ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი. გასტროპათიის სიმპტომების განვითარებისას ნაჩვენებია სათანადო კონტროლი, რომელიც მოიცავს ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპიის ჩატარებას, სისხლის საერთო ანალიზს (ჰემოგლობინის განსაზღვრა), განავლის ანალიზს და ფარული სისხლის ანალიზს. 17-კეტოსტეროიდების განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა მოიხსნას პრეპარატი გამოკვლევამდე 48 საათით ადრე. პაციენტები უნდა მოერიდონ ყველანაირი სახის საქმიანობას, რაც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას, სწრაფ ფსიქიურ და მოტორულ რეაქციებს. მკურნალობის დროს საჭიროა სპირტიანი სასმელების მიღებისგან თავის შეკავება. პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას აუცილებელია სისხლის სურათის რეგულარული კონტროლი.

გამოშვების ფორმა:

400მგ 10 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, კაპლეტი თითოეულ ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას არაუმეტერს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ.

ინფორინი 400მგ #10ტ

რებიოტერი #10კაფს

17.74 ლარი
16.67 ლარი

ქვეყანა: ამერიკა

მწარმოებელი: ნუტრიტერა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ინფლუციდი #60ტ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #60

1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:
აქტიური ნივთიერებები: Aconitum (ტილჭირი, აკონიტუმი) trir. D3 25 მგ, Bryonia (ლეშურა) trit. D2 25 მგ, Eupatorium perfoliatum (ვარდკანაფა) trit. D3 21 მგ, Gelsemium (მარადმწვანე გელზემიუმი) ტრიტ. D3 25 მგ, Ipecacuana (იპეკაკუანა, ოქროს-ძირა) trit. D3 25 მგ, Phosphorus (ფოსფორი) trit. D5 25 მგ;
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

ჩვენებები

მიიღება გრიპისა და სხვა მწავვე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.

მიღების წესები და დოზები

სხვა მითითებათა არარსებობისას ინფლუციდი შემდეგნაირად მიიღება:
მწვავე მდგომარეობების დროს: 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი), მდგომარეობის გაუმჯობესებამდე; შემდგომში _ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ საათში (არაუმეტეს 12 ტაბლეტი დღეში), გაუმჯობესების დადგომამდე; შემდგომში _ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, სრულ გამოჯანმრთელებამდე.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში კი _ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
სხეულის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების ან 39ºC-ზე მეტად მისი მატების, სიმპტომატიკის შენარჩუნების ან მათი გაურკვეველი ხასიათის, ასევე ახალი სიმპტომების გამოვლინების დროს საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიაკითხოთ, რადგან შესაძლოა კონკრეტული შემთხვევა ისეთი დაავადებით იყოს გამოწვეული, როდესაც სამედიცინო დახმარების გაწევაა აუცილებელი.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიხსნას. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის წყალში ტაბლეტების წინასწარი გახსნა.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად ვლინდება ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი ან კუჭის მხრივ დარღვევები.
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

უკუჩვენება

გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისათვის უსაფრთხოა. იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ხორბალზე ალერგია აღენიშნება (რაც ცელიაკიისაგან განსხვავდება), პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
თუ თქვენთვის ცნობილია გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ინფლუციდის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
1 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისათვის ინფლუციდის გამოყენება მხოლოდ ექიმის წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

შენახვის პირობები და ვადები

3 წელი
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი ნაჩვენებია შეფუთვასა და ეტიკეტზე.
ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ
ორიგინალური შეფუთვა ინახება 15-დან 25ºC ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
Deutsche Homöopathie-Union
გერმანია

პროლაიფი ფორტე 10 8მლ #7ფლ

ქვეყანა: იტალია

მწარმოებელი: ზეტა ფარმასეუტიკალ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ინსტი მცენ.გრან.საბავშო #5პაკ

ინსტი საბავშვო / INSTY KIDS

სამკურნალო ფორმაგრანულები

ინსტის მცენარეული გრანულები წარმოადგენს კარგად შერჩეული მცენარეების ოპტიმალურ დაბალანსებულ შემადგენლობას ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ამოსახველებელი და შეგუბების საწინააღმდეგო მოქმედებით.

საერთო ჯამში გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება და დადასტურებულია მისი ეფექტურობა ისეთი ვირუსული ინფექციების წინააღმდეგ, როგორიცაა გრიპი.

ინსტი საბავშვო გრანულები ადვილად იხსნება წყალში.

ინსტი საბავშვო – სწრაფად ხსნადი გრანულებია უნივერსალური მოქმედებით სხვადასხვა ეთიოლოგიის ხველისას, გაციებისას, გრიპისას, ტემპერატურის მომატებისას, თავისა და ფიზიკური ტკივილებისას.

ინსტი საბავშვო –    სასიამოვნო გემოს პრეპარატია, რომელიც შეიცავს მხოლოდ სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტებს და არ შეიცავს რაიმე სახის სინთეზურ და ქიმიურ ნივთიერებებს.

ინსტი საბავშვო – არ იწვევს ძილიანობას, არ ახასიათებს მიჩვევის ეფექტი და მისი გამოყენება უსაფრთხოა  უფროსებსა და ბავშვებში.

ინსტი საბავშვოსშ ემადგენლობა:

კომპონენტი

რაოდენობა

Salix alba

468 მგ

Adhadota vasica

188 მგ

Glycyrrhiza glabra

344 მგ

Viola odorata

62 მგ

Valeriana officinalis

63 მგ

Foeniculum vulgare

47 მგ

Eucalyptus globulus

22 მგ

Thea sinensis (ჩინური  ჩაის ფოთლები)

78 მგ

ინსტი საბავშვოს შემადგენელი კომპონენტების განსაკუთრებული თვისებები:

Salix alba

თეთრი ტირიფის ფესვი შეიცავს სალიცინს და გამოიყენება ტკივილისა და ცხელების სამკურნალოდ. სალიცინი აძლიერებს პრეპარატის ტკივილგამაყუჩებელ, სიცხის დამწევ, მადეზიფინცირებელ და ანტისეპტიკურ თვისებებს.

Adhadota vasica

შეიცავს მწარე არააქროლად ვაზილინის ალკალოიდს, რომელიც უზრუნველყოფს ინსტის ანტისეპტიკურ თვისებებს და გააჩნია არაჩვეულებრივი ამოსახველებელი მოქმედება.

Glycyrrhiza glabra

ახდენს დამარბილებელ და ამოსახველებელ მოქმედებას ტრაქეალური ლორწოვანი სეკრეციის სტიმულირების შედეგად.

Viola odorata

ანტიჰისტამინური, ამოსახველებელი და სიცხის დამწევი საშუალებაა.

Valeriana officinalis

დამამშვიდებელი საშუალებაა და ხელს უწყობს თავის ტკივილის, ხველის, კანკალის დროს მდგომარეობის გაუმჯობესებას.

Foenuculum vulgare

ეფექტურია სასუნთქი გზების დაავადებისას, ნაწილობრივ ასთმისა და ბრონქიტისას.

Eucalyptus globules

აძლიერებს ანტისეპტიკურ და ამოსახველებელებელ მოქმედებას.

Thea sinensis ( ჩინური ჩაის ფოთლები)

აძლიერებს ანტისეპტიკურ და ამოსახველებელ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენებები:
– ყელის გაღიზიანება
– ხველა
– გრიპი
– ცხვირის შეგუბება
– ცხელება
– გაციება
– თავისა და ფიზიკური ტკივილები

გამოყენების ინსტრუქცია
პაკეტი გახსენით ერთ ჭიქა ცხელ წყალში ან ჩაიში და დალიეთ ნელ-ნელა.

დოზირება:
10 წლამდე ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

10 წელზე ზემოთ ასაკის ბავშვებში: 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:
გრანულები შეიცავენ საქაროზას, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია დიაბეტით.

დაავადებული პაციენტებისათვის, ასევე ჰიპოკალორიული დიეტისას.

გვერდითი ეფექტები:
მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები პაციენტებში, რომელთაც ახასიათებთ ალერგია ინსტის შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

ჭარბი დოზირება:
არ არის ცნობილი.

გამოშვების ფორმა:
პაკეტი 3,5 გრ-იანია; ყოველი მუყაოს კოლოფი შეიცავს 5/10 პაკეტს.

შენახვის ვადა:
3 წელი გამოშვების თარიღიდან.

შენახვის პირობები:
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

ვარგისობის ვადა:
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მოარიდეთ ბავშვებს.