Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 85

იმუცინკი 100მლ სიროფი

იმუცინკი 100 მლ სუსპენზია    

İMMUZİNC®

5 მლ (ერთი კოვზი)

შეიცავს:

ვიტამინი C – 50 მგ

ბეტა  გლუკანი – 10მგ

ვიტამინი E – 5 მგ

თუთია – 3,5 მგ

სელენი – 15 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: წყალი, შაქრის სიროფი, გლიცეროლი, ფორთოხლის და მანგოს  არომატიზატორები, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი. L ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) (%1,00), თუთიის სულფატი (თუთია) (%0,3078), DL-ალფა-ტოკოფეროლის აცეტატი  (ვიტამინი E) (%0.20), ბეტა გლუკანი (%0,20),  L- სელენმეთიონინი (სელენი) (%0,00075).

ფარმაკოლოგიური თვისებები: იმუცინკი შედგება  მაღალხარისხოვანი ნატურალური კომპონენტებისგან. აქვს იმუნომასტიმულირებელი, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტივირუსული, ანტიბაქტერიული, ანტიფუნგალური მოქმედება.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: biologiurad aqtiuri danamati.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა ეტიოლოგიის იმუნოდეფიციტური მდგომარეობები
  • ხშირად მოავადე ბავშვები
  • ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენიური სინდრომი
  • ბავშვის დაცვა სეზონური ინფექციებისგან

უკუჩვენებები:  პრეპარატში არსებული კომპონენტებისადმი მგრძნობელობა.

მიღების წესი და დოზა :  5 მლ ერთხელ დღეში საკვებისგან დამოუკიდებლად,  6 თვის  ასაკიდან. კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

შეფუთვის ფორმა
სუსპენზია, 100 მლ ბოთლში.

შენახვის პირობები: შეინახეთ მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. გახსნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში. გამოყენების წინ ბოთლი შეანჯღრიეთ.

შენახვის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

საავტორო უფლებების მფლობელი: Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc.   Yenişehir Mah. Özgür Sok. No: 16

Ataşehir / İstanbul, Turkey  

მწარმოებელიr:

Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc.

Adil Mah. Beykoz Cad. Tanıdık Sok. No:1 Sultanbeyli / İstanbul, Turkey  

პიობაქტერიოფაგი 5მლ #10ა (თბ)

შემადგენლობა

სტაფილოკოკური ფაგი
სტრეპტოკოკური ფაგი
ფსევდომონა აეროგინოზას ფაგი
პროტეუსის ფაგი
კოლი ფაგი


პიობაქტერიოფაგი უკუჩვენებების გარეშე ახდენს ჩირქოვანი ინფექციებიდან გამოყოფილი ბაქტერიების სპეციფიურ ლიზისს, იგი ბიოლოგიური ანტიბიოტიკია


ბიოლოგიური ანტიბიოტიკი უკუჩვენების გარეშე
კანისა და ლორწოვანი ვისცერალური ორგანოების ჩირქოვანი ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა. პიობაქტერიოფაგი გამოიყენება ჩირქოვანი ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულების, კარბუნკულების, აბსცესების, დამწვრობების, ვაგინიტების, მასტიტების, ანგინის, რინიტის, ლარინგიტის, გინგივიტის, კონიუქტივიტის, ცისტიტის, პროსტატიტის, პლევრიტის, ართრიტის, ქოლეცისტიტის, ენტეროკოლიტის და სხვა ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.


პიობაქტერიოფაგი გამოიყენება ინფექციის კერის ადგილის მიხედვით ბადგილობრივად -ტამპონის სახით, ცხვირში ჩასაწვეთებლად , ყელში გამოსავლებად, ჭრილობაზე დასაფენად, აბსცესების დასამუშავებლად და სხვა. ცისტიტების, პროსტატიტების, პიელიტების, ქოლეცისტიტების, ქირურგიული ოპერაციების შემთხვევაში პრეპარატი გამოიყენება, როგორც ადგილობრივად, ისე დასალევად. 
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა ემპირიულია, ინფექციის დაძლევის პერიოდის მიხედვით.


პრეპარატს უკუჩვენება არ გააჩნია


პრეპარატი შემღვრევის შემთხვევაში არ გამოიყენება


დოზის გადაჭარბებისას კლინიკური სურათი არ არსებობს


შეთავსებადია სხვა პრეპარატებით მკურნალობასთან ერთად


პრეპარატი ინახება ბნელ, გრილ ადგილას 6-10 C ტემპერატურაზე. ვარგისიანობის ვადა 3 წელი


გაიცემა ურეცეპტოდ

იმუნოსალი 50მლ ნაყენი

იმუნოსალი

 

სავაჭრო დასახელება იმუნოსალი

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება Imunosal A

გამოშვების ფორმა:  ნაყენი

გარეგნული აღწერა

მუქი მოწითალო-რუხი ფერის გამჭვირვალე სითხე, დამახასია-თებელი არომატული სუნით, მოტკბო-მწარე გემოთი

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფიმცენარეული კომბინირებული იმუნოსტიმულატორი.

გამოშვების ფორმა: 

50მლ ხსნარი  petis narinjisfer  mixraxnil sacobian flakonebSi.

შემადგენლობა.

აქტიური ნივთიერებები: 25გ წითელი ძახველი Fructus viburni, 12.5გ  კულმუხოს ფესურები და ფესვები Inulae rhizomataet radices, 25გ ძირტკბილას ფესვები Radices Glycyrrhizae 25გ ჟოლოს  ფოთლები Folium Rubi idaei 12,5გ ნეგოს ყვავილი Flores Helichrysi arenarii, 100გ ასკილის ნაყოფი Fructus rosae

დამხმარე ნივთიერება: ეთილის სპირტი 70% 1000 მლ ნაყენის მისაღებად.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

იმუნოსალი  მცენარეული წარმოშობის კომბინირებული იმუნოსტიმულატორია.

ისამცირებს დაავადების განვითარების რისკს, მიმდინარეობის ხანგრძლივობას და განმეორების სიხშირეს, ახასიათებს ანტივირუსული მოქმედება.
იმუნოსალის  მოქმედება დამყარებულია მისი შემადგენელი კომპონენტების ერთობლივ მოქმედებაზე.

 ჩვენება:
გამოიყენება იმუნური სისტემის სტიმულაციის მიზნით:
– გრიპის და სხვა მწვავე რესპირატორული ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა;/ ხშირად სხვა პრეპარატებთან  კომბინაციაში/
– ქრონიკული მორეციდივე ანთებითი დაავადებების თანმხლები იმუნოდეფიციტური მდგომარეობანი;
– ორგანიზმის საერთო გადაღლა, სისუსტე.
– ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი.

 უკუჩვენება:
– პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილებში  იმუნოსალი ინიშნება 20–20 წვეთი 20მლ წყალზე  დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად
ბავშვებში – 10–10 წვეთი 20მლ წყალზე დღეში სამჯერ, საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მკურნალობის ხანგრძლივობა – ერთი თვე
რეკომენდებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში

2-ჯერ: გაზაფულზე და შემოდგომით.
წვეთები მიიღება  მცირეოდენ სითხესთან (20 მლ წყალთან) ერთად.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი კარგად გადაიტანება, იშვიათად ადგილი აქვს მომატებული მგრძნობელობის რეაქციებს შემავალი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.

ჭარბი დოზირება:
შემთხვევები აღწერილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
იმუნოსალის  სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის.

შეფუთვა:

50მლ პეტის ნარინჯისფერ მიხრახნილ საცობიან ფლაკონებში. ფლაკონებს აკრავენ ეტიკეტებს Dდა ათავსებენ

მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15 0C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

შპს “იმედი”

მისამართი:

თბილისი, რუსთავის გზატკეცილი, N 36

იმუნო-ჰერბი 50მლ ფლ

იმუნოჰერბი

IMUNO-HERB

 

პერორალურად მისაღები ჰომეოპათიური საშუალება

აღწერილობა: უფერო, გამჭირვალე ხსნარი სპეციფიური სუნის გარეშე.

შემადგენლობა:

ტილჭირი (Aconitum napellus) ვ. შვაბე 1950 წ. გვ.43                             D30 10 მლ

შმაგა (Atropa belladonna) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 79                                    D12 10 მლ

ლეშურა ( Bryonia alba) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 86                                       D12 10 მლ

ექინაცეა (Echinacea angustifolia ) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 131                       D12 10 მლ

კორდისკბილა (Euphrasia officinalis) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 136                   D30 10 მლ

შხამათუთუბო (Rhus toxicodendron) ვ. შვაბე 1950 წ. გვ 221                   D30 10 მლ

ეთილის სპირტი 43% სფ X, გვ. 905                                  საჭირო რაოდენობით100 მლ-მდე

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათური პრეპარატი

ფარმაკოლოგიური თვისებები: ანტივირუსული ჰომეოპათიური საშუალება

ჩვენებები: იმუნიტეტის გაძლიერება, მწვავე რესპირატორული დაავადებები, პროფილაქტიკური საშუალება გრიპის ეპიდემიის დროს

მიღების წესი და დოზირება: პერორალურად

მწვავე შემთხვევებში: 1 ჩაის კოვზ წყალში გახსნილი 5 წვეთი ყოველ 30 წთ-ში მდგომარეობის გაუჯობესებამდე.მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ ყოველ 2-3 სთ-ში 1 ჯერ სიმპტომების სრულმოხსნამდე.

1-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში დოზები ნახევრდება.

პროფილაქტიკისათვის: 1ჩაის კოვზ წყალში გახსნილი 4-5 წვეთი 2 ჯერ დღეში.

მიღების წინ პრეპარატი შეანჯღრიეთ

უკუჩვენება: არ არის გამოვლენილი.

გვერდითი მოვლენები: არ არის გამოვლენილი

პრეპარატის გამოყენებისას აკრძალულია ალკოჰოლის მიღება

რაიმე არასასურველი მოვლენის შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს.

ორსულობა და ლაქტაციაორსულებმა და მეძუძურმა დედებმა პრეპარატი უნდა მიიღონექიმის დანიშნულებით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: შეზღუდვები არ გააჩნია.

ჭარბი დოზირება: ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანადანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს ზეგავლენას

ყურადღება: ვინაიდან პრეპარატი შეიცავს მცენარეული წარმოშობის კომპონენტებს, შენახვის

პროცესში შეიძლება წარმოიქმნას უმნიოშვნელო სიმღვრივე სუნისა და გემოს შესუსტებით,

რომელიც არ ახდენს გავლენას პრეპარატის ეფექტურობაზე.

შეფუთვა: 50 მლ ხსნარი ნარინჯისფერ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში. 1 ფლაკონი

გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა: 3 წელი

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III –გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი:

შპს „ბიოფარმი-L“ შპს „ლაზიკა ფარმა“-ს დაკვეთით

გოთუას ქ. N3, თბილისი,საქართველო

იმუნო მოსი 100მლ სიროფი

იმუნო მოსის სიროფი

კვებითი დანამატი შავი მოცხარის გემოთი, 100მლ

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ:

ცუდი კვება, ძილის უკმარისობა და ცუდი ჩვევები იწვევს იმუნური სისტემის მდგომარეობის გაუარესებას.

როგორ მოქმედებს ?

ვიტამინი C და ვიტამინების კომპლექსი , რომელიც შედის მის შემადგენლობაში აძლიერებს იმუნურ სისტემას.

ექინაცეა აძლიერებს იმუნურ სისტემას და საშუალებას იძლევა თავი ვიგრძნოთ კარგად.

ევკალიპტი და გრეიფუტი მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტი, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიმიკრობული და ანტივირუსული საშუალება.

როდის უნდა გამოვიყენოთ?

დასუსტებული იმუნური სისტემის დროს, პროფილაქტიკის მიზნით და სწრაფი გამოჯანმრთელებისათვის ავადობის შემდეგ.

შემადგენელი კომპონენტები

კონცენტრაცია მგ/15მლ სიროფი

ვიტამინი С (L-ascorbic acid)

75 (*NRV 94%)

ცისფერი ევკალიპტი (Eucalyptus globulus Labill.), რომელიც შეიცავს

30

ფლავანოიდები

0,97

ექინაცეა (Echinacea purpurea L.)

30

ისლანდიური ხავსის (Cetraria islandica) თალუსის მშრალი ექსტრაქტი ჰიდროგლიცერინული ხსნარზე 2:1

22,5

 

პოლისაქარიდები (ლიქენინზე დაყრდნობით)

0,68

სპირულინა ( Arthrospira platensis G.), რომელიც შეიცავს:

16,5

ცილები

10,48

კაროტინოიდები

8,68

გრეიფუტი (Citrus paradisi L.), რომელიც შეიცავს:

15

ბიოფლავანოიდებს

7,8

*NRV – კვებითი ღირებულება

გრეიფუტი – (Citrus paradisi L.) – 

გრეიფუტის თესლი შიცავს მრავალრიცხოვან კომპონენტებს, ბიფლავანოიდების ჩათვლით, ფურანოკუმარინები და ვიტამინი C.

ექსტრაქტი გამოიყენება პერორალურად ბაქტერიული, ვირუსული და სოკოვანი ინფექციების დროს.

ვიტამინი С (L-ascorbic acid) –

ვიტამინი  С დიდი მნიშვნელობა აქვს იმუნური დაცვისა და ინფექციის შემდგომ ორგანიზმის რეგენერაციის პროცესში.

დიდი დოზებით ვიტამინი  С პერორალურად მიღების შემდეგ ამცირებს გაციების სიხშირეს და სიმპტომების ხანგრძლივობას 1 – 1,5 დღით.

ცისფერი ევკალიპტი (Eucalyptus globulus Labill.) –

ევკალიპტის შემადგენელი ძირითადი კომპონენტია ეთერზეთი (ევკალიპტოლი, პინენი, ლიმონენი, ტერპინეოლი, ციმოლი), ორგანული მჟავები, ფლავანოიდი და ტანინები. ის გამოიყენება, როგორც ანალგეზიური, ანთებისსაწინააღმდეგო, ანტიპირეტული ბუნებრივი საშუალება რესპირატორული ინფექციების დროს, როგორიცაა გაციება, გრიპი, და სინუსიტები.

ექინაცეა (Echinacea purpurea L.) –

მცენარე მდიდარია ალკამიდებით, წარმოებული ყავის მჟავებით, წარმოებული ყავის ზეთით,  უჯერი ალკამიდ-ლიპიდებით და პოლისაქარიდებით. ექინაცეა გამოიყენება გაციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, გრიპის და ზედა სასუნთქი გზების ინფექციების დროს.

ისლანდიური ხავსი (Cetraria islandica) –

ექსქტრაქტი შეიცავს პოლისაქარიდებს, ფენოლის ნაერთებს, ლიქენინის და ცხიმოვან მჟავებს.

პოლისაქარიდები (ლორწო) ქმნის დამცავ გარს სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის ზედაპირზე და ამსუბუქებს ტკივილს, ანთებას, ახორცებს მცირე დაზიანებებს, იცავს გარემოს არასასურველლი ფაქტორებისაგან (კვამლი და მტვერი)

ფენოლის ნაერთები, ლიქენინის და ცხიმოვანი მჟავა უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ მოქმედებას.

სპირულინა (Arthrospira platensis G.) –

სპირულინას ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები წარმოადგენენ საკვები ნივთიერებების  წყაროს, ცილების ჩათვლით: რთული ნახშირწყლები, გლუკოზის პოლისაქარიდების ჩათვლით, ლიპიდები, ვიტამინი A, E, K, ბეტა-კაროტინი და B- კომპლექსი, მინერალები – რკინა, მარგანეცი, თუთია, ნატრიუმი, კალიუმი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი, სპილენძი, სელენი და ქრომი.

გამოიყენება , როგორც ვიტამინების წყარო, ორგანიზმის ნორმალური   ფუნქციონირებისათვის, მოქმედებს, როგორც ანტიოქსიდანტური, ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანთებისსაწინააღმდეგო და იმუნური სისტემის მასტიმულირებელი საშუალება

დოზირება:

გამოიყენეთ საზომი ჭიქა, რომელიც თან მოყვება.

  • ბავშვები: 3 – 10 წლის – 5 მლ დღეში ერთხელ;
  • მოზრდილები და ბავშვები 10 წელზე ზევით  –  15 მლ დღეში ერთხელ.

მიიღება ჭამის შემდეგ.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ .

არ გამოიყენება 3 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ მითითებულ დოზას

შეინახეთ არაუმეტეს 25ºC, შეინახეთ  ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

საკვები დანამატი არ ანაცვლებს ჯანმრთელ და მრავალფეროვან კვებას.

მწარმოებელი:

UAB “Innovative Pharma Baltics”

მოკსლინინკუ გ. 6ა, LT-08412,

ვილნიუსი, ლიეტუვა,

www.ipb.lt

ნეო პეკეს-Probპრობიოტიკი10მლ#8

43.90 ლარი
41.26 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ნეოვიტალ დისტრიბუსიონ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

იბუტამოლ დუო 500/200მგ#20ტ

იბუტამოლ დუო 500მგ/200მგ ტაბლეტები

პარაცეტამოლი/იბუპროფენი

 

წამლის გამოყენებამდე კარგად წაიკითხეთ ეს ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ეს მედიკამენტი მიიღეთ ზუსტად ისე როგორც ამ ჩანართშია აღწერილი ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.

– შეინახეთ მოცემული ჩანართი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.

– დამატებითი კითხვების ან რჩევების შემთხვევაში მიმართეთ ფარმაცევტს.

– გვერდითი მოვლენების შემთხვევაში აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შეიძლება მოიცავდეს იმ გვერდით მოვლენებს, რომელიც ამ ჩანართში არ არის მოცემული.

– არ მიიღოთ მოცემული პროდუქტი სამ დღეზე მეტი ხანგრძლივობით ან

სიმპტომების გაუარესების შემთხვევაში, თუ კონკრეტულად არ არის რეკომენდებული თქვენი ექიმის მიერ.

ჩანართში მოცემულია:

1. რას წარმოადგენს იბუტამოლ დუო და რისთვის გამოიყენება იგი

2. რა უნდა იცოდეთ იბუტამოლ დუოს გამოყენებამდე

3. როგორ მივიღოთ იბუტამოლ დუო

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები

5. როგორ შევინახოთ იბუტამოლ დუო

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

1. რას წარმოადგენს იბუტამოლ დუო და რისთვის გამოიყენება იგი

იბუტამოლ დუო შეიცავს ორ აქტიურ ინგრედიენტს: პარაცეტამოლი 500 მგ და იბუპროფენი 200მგ. პარაცეტამოლი ანალგეზიური საშუალებაა, რომელიც ამცირებს ტკივილს და ცხელებას. იბუპროფენი მიეკუთვნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების ჯგუფის მედიკამენტებს, რომელიც ასევე ამცირებს ტკივილს და ცხელებას. პარაცეტამოლი 500 მგ და იბუპროფენი 200მგ-ს კომბინაცია (იბუტამოლ დუოს ტაბლეტები) გამოიყენება საშუალო და ზომიერად ძლიერი ტკივილის სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიც არის შაკიკი, თავის ტკივილი, მენსტრუალური ტკივილი, კბილის და კუნთების ტკივილი, ართრიტთან დაკავშირებული ტკივილი, ასევე გაციების და გრიპის სიმპტომები. ამ მედიკამენტთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს ან ექიმს. დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს თუ სამი დღის შემდეგ სიტუაცია არ გაუმჯობესდება ან სიმპტომები გაუარესდება.

2. რა უნდა იცოდეთ იბუტამოლ დუოს მიღებამდე

არ მიიღოთ იბუტამოლ დუო თუ:

– ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების(ების) ან ამ მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის (დამხმარე ნივთიერება) მიმართ (მოცემულია პარაგრაპ 6-ში);

– გაქვთ (ან მანადე გქონდათ) სისხლდენა სწორი ნაწლავიდან (ყითა ნაწლავი), თუ გაქვთ შავი, წებოვანი განავალი ან სისხლიანი დიარეა;

– გაქვთ პეპტიური წყლული (მაგ: კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), ამგვარი ანამნეზი ცოტა ხნის წინ ან მანამდე გქონდათ პეპტიური წყლული;

– თუ ღებულობთ პარაცეტამოლის ან იბუპროფენის შემცველ მედიკამენტებს;

– რეგულარულად სვამთ დიდი რაოდენობით ალკოჰოლს;

– გაქვთ გულის, ღვიძლის ან თირკმლის მწვავე უკმარისობა;

– გაქვთ ცერებროვასკულარული ან სხვა აქტიური სისხლდენა;

– გაქვთ სისხლის შედედებასთან დაკავშირებული პრობლემები;

– გაქვთ ასთმა, ჭინჭრის ციება ან ალერგიული ტიპის რეაქციები ასპირინის/აცეტილსალიცილის მჟავას ან სანთბის საწინააღმდეგო არასტეროიდული სხვა საშუალებების მიღების შემდეგ;

– ორსულობის ბოლო სამი თვე;

– 18 წლამდე ასაკი.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

იბუტამოლ დუოს მიღებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ანთების საწინაღმდეგო/ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, მაგალითად, როგორიც არის იბუპროფენი, შეიძლება ასოცირდებოდეს გულის შეტევის ან ინსულტის მცირე რისკთან, განსაკუთრებით მაშინ როდესაც მიიღება დიდი დოზებით. არ მიიღოთ რეკომენდებულზე მეტი დოზა ან არ გადააჭარბოთ მკურნალობის რეკომენდებულ

ხანგრძლივობას. იბუტამოლ დუოს მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

  • გაქვთ გულთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა და სტენოკარდია (გულმკერდის ტკივილი) ან გულის შეტევა, შუნტირების ოპერაცია, პერიფერიული არტერიის დაავადება (ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რომელიც განპირობებულია შევიწროებით ან არტერიების ბლოკირებით), ან ნებისმიერი სახის ინსულტი (მათ შორის, მიკროინსულტი ან გარდამავალი იშემიური შეტევა);
  • გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი, გულისდაავადების ან ინსულტის ოჯახური ანამნეზი ან თუ ხართ მწეველი;
  • გაქვთ ღვიძლის დაავადება, ჰეპატიტი, თირკმელების დაავადება ან შარდვის გაძნელება;
  • ხართ ალკოჰოლიკი ან წამალდამოკიდებული;
  • ხართ ალერგიული ასპირინის/აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი სხვა

მედიკამენტების ან სხვა ნივთიერებების მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია ამ ჩანართის ბოლოში.

  • ხართ ორსული ან გეგმავთ ორსულობას;
  • მეძუძური დედა ან აპირებთ ბავშვის ძუძუთი კვებას;
  • ბოლო ხანს გქონდათ ინფექცია;
  • გეგმავთ ოპერაციას;
  • გაქვთ ან გქონდათ სხვა სამედიცინო მდგომარეობები, მათ შორის:

– გულძმარვა, დისპეფსია, კუჭის წყლული ან კუჭის სხვა პრობლემები;

– სისხლის ღებინება ან სისხლდენა წვრილი ნაწლავიდან;

– კანის მძიმე რეაქციები, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი;

– ასთმა;

– მხედველობის პრობლემები;

– სისხლდენისადმი მგრძნობელობა ან სისხლთან დაკავშირებული სხვა პრობლემები; ნაწლავებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა წყლულოვანი კოლიტი ან კრონის დაავადება; წვივების და ტერფების შეშუპება, დიარეა;

– გარკვეული ფერმენტების მემკვიდრეობითი, გენეტიკური ან შეძენილი დაავადება, როგორცაა ნევროლოგიური გართულებები ან კანის პრობლემები, მაგალითად, პორფირია;

– ჩუტყვავილა;

– აუტოიმუნური დაავადება, როგორიცაა წითელი მგლურა.

ამ მედიკამენტის გამოყენების დროს არ მიიღოთ ალკოჰოლური სასმელები. იბუტამოლ დუოს ალკოჰოლთან კომბინაცია იწვევს ღვიძლის დაზიანებას.

იბუტამოლ დუო მიეკუთვნება არასტეროიდულ, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფს (აასპ), რომელიც მოქმედებს ქალის ნაყოფიერებაზე. წამლის მიღების შეწყვეტისას ეფექტი შექცევადია. იბუტამოლ დუოს მიღება გავლენას ახდენს შარდის ანალიზის შედეგზე 5- ჰიდროქსიინდოლაცეტური მჟავა (5HIAA), აჩვენებს ცრუ დადებით შედეგს.

იმისათვის, რომ არ მიიღოთ მცდარი შედეგი, არ გამოიყენოთ იბუტამოლ დუო ან სხვა პარაცეტამოლის შემცველი პროდუქტები შარდის ანალიზის აღებისას ან შარდის ანალიზამდე რამდენიმე საათით ადრე.

ბავშვები და მოზრდილები

იბუტამოლ დუო არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

სხვა მედიკამენტები და იბუტამოლ დუო

მოახსენეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ ღებულობთ, ბოლო დღეს

იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები.

იბუტამოლ დუომ შესაძლოა გავლენა იქონიოს ან სხვა მედიკამენტებმა იქონიოს მასზე გავლენა. მაგალითად,

  • მედიკამენტები შედედების საწინააღმდეგო მოქმედებით (სისხლის გათხელება/სისხლის შედედების პრევენცია, მაგ: ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, ვარფარინი, ტიკლოპიდინი);
  • ეპილეფსიის ან კრუნჩხვის სამკურნალო მედიკამენტები, როგორიცაა ფენიტოინი;
  • ქლორამფენიკოლი – ანტიბიოტიკი, გამოიყენება ყურისა და თვალის ინფექციების სამკურნალოდ;
  • პრობენეციდი – პოდაგრას სამკურნალო პრეპარატი;
  • ზიდოვუდინი – ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსის (ვირუსი რომელიც იწვევს შიდსს) სამკურნალო მედიკამენტი;
  • იზონიაზიდი –ტუბერკულოზის სამკურნალო მედიკამენტი;
  • ასპირინი/აცეტილსალიცილის მჟავა, სალიცილატები და სხვა ანთების საწინაღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები;
  • პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ მაღალ არტერიულ წნევას (აგფ ინჰიბიტორები, როგორიცაა კაპტოპრილი; ბეტა-ბლოკერები, როგორიცაა ატენოლოლი; ანგიოტენზინ II რეცეპტორების ანტაგონისტების შემცველი პრეპარატები, როგორიცაა ლოსარტანი);
  • გულის სხვა დაავადებების სამკურნალო პრეპარატები, მაგ: დიგოქსინი;
  • შარდმდენები, ასევე ცნობილია როგორც წყლის ტაბლეტები;
  • ლითიუმი, პრეპარატი რომელიც გამოიყენება გარკვეული სახის დეპრესიების სამკურნალოდ;
  • მეთოტრექსატი, პრეპარატი რომელიც გამოიყენება ართრიტის და გარკვეული სახის კიბოს სამკურნალოდ;
  • კორტიკოსტეროიდები, როგორიცაა პრედნიზონი, კორტიზონი;
  • მეტოკლოპრამიდი, პროპანტელინი;
  • ტაკროლიმუსი ან ციკლოსპორინი, იმუნოსუპრესორული პრეპარატები – გამოიყენება ორგანოს ტრანსპლანტაციის შემდეგ;
  • სულფონილურეასის პრეპარატები – გამოიყენება შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ;
  • ზოგიერთი ანტიბიოტიკები (ქინოლონური ანტიბიოტიკები).

იბუტამოლ დუოს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს ამ პრეპარატებზე ან შეიძლება გავლენა მოახდინოს იბუტამოლ დუოს მოქმედებაზე. თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ სხვადასხვა რაოდენობის მედიკამენტი ან სხვადასხვა მედიკამენტების გამოყენება. შესაძლოა ასევე ზემოქმედება მოახდინოს სხვა პრეპარატებმა ან გავლენა იქონიოს იბუტამოლ დუო-თი მკურნალობამ. სხვა პრეპარატებთან ერთან იბუტამოლ დუოს გამოყენებამდე კონსულტაციისთვის ყოველთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი ფლობს უფრო მეტ ინფორმაციას ამ ან სხვა პრეპარატის შესახებ და ამ პრეპარატის მიღებისას საჭიროა სიფრთხილე.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსული ან მეძუძური, ფიქრობთ რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, თუ გეგმავთ ორსულობას, მედიკამენტის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ ეს პრეპარატი ორსულობის ბოლო 3 თვის პერიოდში. გამოიჩინეთ განსაკუთრებული ყურადღება თუ ხართ ორსულობის მე-6-ე თვეში. ამ პროდუქტმა შესაძლოა შეამციროს ქალის ნაყოფიერება და მისი მიღება არ არის რეკომენდებული ქალებში რომლებიც ცდილობენ დაორსულებას.

ავტომანქანის მართვა და მექანიზმების გამოყენება

გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტომაქანის მართვისას, მანამდე სანამ არ გაიგებთ თუ რა გავლენას ახდენს თქვენზე იბუტამოლ დუო.

3. როგორ მივიღოთ იბუტამოლ დუო

ეს მედიკამენტი მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც ამ ჩანართშია აღწერილი ან ფარმაცევტის /ექიმის მითითების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. მოზრდილებში, 18 წლის ასაკის ზევით, რეკომენდებული დოზა არის 1 ტაბლეტი საკვებთან და წყალთან ერთად, სამჯერ დღეში. დააკვირდით ინტერვალებს, რაგდან დოზებს შორის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 6 საათი. ყოველთვის მიიღეთ მინიმალური ეფექტური დოზა შესაძლო უმოკლეს ვადაში. თუ სიმპტომები გაუარესდება ან გაგრძელდება 3 დღეზე მეტი ხნით, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. არ მიღოთ მაქსიმალურ დასაშვებ სადღეღამისო დოზაზე მეტი – 6 ტაბლეტი, რაც 3000მგ პარაცეტამოლის და 1200მგ იბუპროფენის ექვივალენტურია.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

იბუტამოლ დუოს ტაბლეტები არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

თუ თქვენ იღებთ იბუტამოლ დუოს საჭიროზე მეტ დოზას:

თუ თქვენ ან სხვა პიროვნებამ შემთხვევით ან განზრახ მიიღეთ ერთდოულად რამდენიმე ტაბლეტი, ან თუ ეჭვი გაქვთ რომ ბავშვმა მიიღო ეს ტაბლეტები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს, რადგან არსებობს ღვიძლის სერიოზული დაზიანების შესაძლებლობა.

თუ დაგავიწყდათ იბუტამოლ დუოს მიღება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ. თუ დაგავიწყდათ ტაბლეტის მიღება, დალიეთ მაშინ, როგორც კი გაგახსენდებათ, თუ ეს დრო არ არის მომდევნო დოზისთვის.

თუ შეწყვეტთ იბუტამოლ დუოს გამოყენებას:

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოვლენები:

მსგავსად ყველა მედიკამენტისა, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ყველასთან არ ვითარდება. თუ შენიშნავთ რაიმე სახის გვერდით მოვლენას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს გარკვეული სიხშირეებით, რომლებიც განისაზღვრება შემდეგნაირად: გამოვლინდა შემდეგი იშვიათი სერიოზული გვერდითი მოვლენები:

თუ გამოვლინდა რომელიმე სერიოზული გვერდითი რეაქცია, შეწყვიტეთ იბუტამოლ დუოს მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოსგ ადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

სისხლის ღებინება ან ყავის მარცვლისმაგვარი ნივთიერების ღებინება;

– სისხლდენა ყითა ნაწლავიდან, შავი, წებოვანი განავალი ან სისხლიანი დიარეა;

– სახის, ტუჩების ან ენის შეშუპება, რამაც შეიძლება გააძნელოს ყლაპვა ან სუნთქვა;

– ასთმა, ქოშინი, ჰაერის უკმარისობა;

– მოულოდნელი ან მწვავე ქავილი, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება;

– ბებერები და სისხლდენა ტუჩიდან, თვალიდან, პირიდან, ცხვირიდან და გენიტალიებიდან (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

– ცხელება, დისკომფორტი, გულისრევა, კუჭის ტკივილი, თავის ტკივილი და კეფის კუნთების რიგიდობა.

უფრო ხშირი გვერდითი მოვლენები მოიცავს შემდეგს:

– გულისრევა ან ღებინება;

– მადის დაკარგვა;

– გულძმარვა ან ტკივილი კუჭის ზედა ნაწილში;

– კრუნჩხვები, შებერილობა, ყაბზობა ან დიარეა;

– გამონაყარი კანზე;

– თავის ტკივილი;

– თავბრუსხვევა;

– უძილობა;

– მოწყენილობა, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, ნერვიულობა.

იშვიათად გამოვლინდა ასევე შემდეგი გვერდითი მოვლენები:

– ძლიერი ტკივილი ან კუჭის მტკივნეულობა;

– თვალებთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცააბუნდოვანი ხედვა, წითელი თვალები და ქავილი;

– ხშირი ან შემაშფოთებელი ინფექციების ნიშნები, როგორიცაა ცხელება, შეციება, ყელის ტკივილი ან პირში წყლულები;

– სისხლდენა ან უჩვეულო სისხლჩაქცევები, წითელი ან მეწამული ფერის ლაქები კანის ქვეშ;

– ანემიის ნიშნები, როგორიცაა დაღლილობა, თავის ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, სიფერმკრთალე;

– კანის და ან თვალების სიყვითლე/ ე.წ. სიყვითლე;

– უჩვეულო მატება წონაში, კოჭების და ფეხების შეშუპება;

– ფორმიკაცია ხელებსა და ფეხებში;

– ნამზეურის შეგრძნება (როგორიც არის სიწითლე, ქავილი, შეშუპება, ბებერები), რამაც შესაძლოა თავი იჩინოს ნორმალურზე უფრო სწრაფად;

– ძლიერი ან ხანგრძლივი თავის ტკივილი;

– ჩქარი და არარეგულარული გულისცემა, პულსაცია.

ზემოთ მოცემულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც შესაძლოა საჭიროებდეს სამედიცინო მეთვალყურეობას. სერიოზული გვერდითი რეაქციები იშვიათია მცირე დოზების მიღების შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება მოკლე პერიოდით.

საეჭვოგვერდითირეაქციებისშეტყობინება

სამედიცინო პროდუქტის საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება მნიშვნელოვანია სავაჭრო ნებართვის შემდეგ. ეს საშუალებას გვაძლევს გავაგრძელოთ მონიტორინგი სამედიცინო პროდუქტის სარგებელი/რისკის თანაფარდობაზე. მედიცინის მუშაკებს მოეთხოვებათ აცნობონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ.

ბულგარეთის წამლის სააგენტო

1303 სოფია, დამიან გრუევის ქ. 8

ტელ: +359 – 28903417

ვებ-გვერდი: www.bda.bg

5. როგორ შევინახოთ იბუტამოლ დუო

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე მშრალ ადგილას, მოარიდეთ სინათლეს. შეინახეთ ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე. ვადის ამოწურვა გულისხმობს თვის ბოლო დღეს. მედიკამენტის გადაგდება არ შეიძლება ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. თუ წამალი აღარ გჭირდებათ მიმართეთ ექიმს რჩევისთვის თუ როგორ განკარგოთ იგი. ამ ზომების მიღებით დაიცავთ გარემოს.

6. შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს იბუტამოლ დუო

– თითოეული ტაბლეტის აქტიური/სამედიცინო ნივთიერება არის პარაცეტამოლი 500მგ და იბუპროფენი 200მგ:

– სხვა ინგრედიენტები (დამხმარე ნივთიერება) არის: კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, პრეჟელატინიზებული სახამებელი, სტეარინმჟავა, პოვიდონი K30, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.

იბუტამოლ დუოს აღწერა და შეფუთვის ფორმა

იბუტამოლ დუო წარმოადგენს თეთრი მოგრძო ფორმის ტაბლეტებს, სიგრძე 20.0 მმ და სიგანე 8.2 მმ. პროდუქტი მოცემულია ბლისტერზე 10/20 ტაბლეტი შეფუთვაში ან 12/24 ტაბლეტი შეფუთვაში PVC/ალუმინის ფოლგის ბლისტერზე. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია ერთი ან ორი ბლისტერი ჩანართთან ერთად.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი და მწარმოებელი:

Ramcopharm Ltd.

1164 სოფია, ბულგარეთი

5, Platchkovista Str.,

ტელ: +359 2 868 8052

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მულტილაკი #10კაფს

მულტილაკი #10 კაფს

 

შემადგენლობა

1 კაფს.
ლიოფილიზირებული პრობიოტიკული ბაქტერიების 9 შტამი . . . 4.5 x 109 CFU*
Lactobacillus rhamnosus . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Lactobacillus casei . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Lactobacillus plantarum . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Lactobacillus helveticus . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Lactobacillus lactis . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Bifidobacterium longum . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Bifidobacterium bifidum . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Bifidobacterium breve . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
Streptococcus thermophilus . . . . . . . . . . . . 4,5 x 108 CFU
პრებიოტიკი ოლიგოფრუქტოზა . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 63მგ
CFU* – კოლონიის ფორმირების საერთაშორისო ერთეული.


მულტილაკი არის თანამედროვე სინბიოტიკი რომელიც შეიცავს პრობიოტიკს – 9 სხვადასხვა შტამის ლიოფილიზირებული პრობიოტიკული ბაქტერიის კულტურას და პრებიოტიკს – ოლიგოფრუქტოზას. ინოვაციური MURE (Multi Resistant Encapsulation) ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია პრობიოტიკული ბაქტერიების დაცვა კუჭის წვენის დაბალი PH –ისაგან, ნაღვლის მჟავებისაგან და საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისაგან, რაც ხელს უწყობს მსხვილ ნაწლავში პრობიოტიკული ბაქტერიების დანაკარგის გარეშე გადასვლას, ადაპტაციას, და მაღალი ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებას. ლიოფილიზირებული პრობიოტიკული ბაქტერიები აღადგენენ და აწესრიგებენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორას, მასში შემავალი პრებიოტიკი კი გამოიყენება პრობიოტიკული ბაქტერიების საკვებად, რაც ხელს უწყობს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ბაქტერიების ბიოლოგიური აქტივობის შენარჩუნებას. მულტილაკის შემადგენლობაში მყოფი ბაქტერიები შლიან ლაქტოზას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტის შემთხვევაში, როდესაც არის რძისა და რძის პროდუქტების აუტანლობა. მულტილაკი არ შეიცავს რძეს, კაზეინს და კონსერვანტებს, რის გამოც უსაფრთხოა ზემოთ აღნიშნულ პროდუქტებზე ალერგიის მქონე პირებისათვის.


• ანტიბიოტიკო, ქიმიო, სხივური თერაპიიის დროს და შემდგომ პერიოდში
• კუჭნაწლავის ფუნქციის დარღვევების დროს, მათ შორის: სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ფაღარათი, შეკრულობა და მეტეორიზმი
• ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობის დროს


ბავშვები და მოზრდილები:
ერთი კაფსულა დღეში (სასურველია ძილის წინ).Mმულტილაკი შეიძლება მიიღონ ბავშვებმა, რომლებსაც შეუძლიათ კაფსულის ყლაპვა.


პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

იბურამინ ზერო100+1მგ/5მლ100მლ

13.90 ლარი
13.07 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ბერკო ილაჩ ვე კიმია

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

მოლდი 100მგ #30კაფს

მოლდი
(MOLD)


ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: რაცეკადოტრილი;

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კაფსულა: ყვითელი ფერის, გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულები, შევსებული თეთრი ფერის ფხვნილით;
ტაბლეტები: თეთრი ან მოთეთრო ფერის, მრგვალი ფორმის, შემოუგარსავი ხსნადი ტაბლეტები ჭდით, გარგლის გემოთი.

შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
რაცეკადოტრილს – 100 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, ლაქტოზა, გასუფთავებული ტალკი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, მაგნიუმის სტეარატი.
1 შემოუგარსავი ხსნადი ტაბლეტი შეიცავს:
რაცეკადოტრილს – 10 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, საქარინი, ნატრიუმის საქარინი, ასპარტამი, მეტაკრილის მჟავას კოპოლიმერი, გარგლის არომატიზატორი.

გამოშვების ფორმა:
კაფსულა, 100 მგ.
შემოუგარსავი ხსნადი ტაბლეტი, 10 მგ.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფაღარათის საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები. ათქ-კოდი: A07XA04.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ენდოგენური ოპიატური ნივთიერებები – ენკეფალინები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მოქმედებენ როგორც ნეირომედიატორები და გააჩნიათ ანტისეკრეტორული აქტივობა. ენკეფალინები სწრაფად იშლებიან ფერმენტ ენკეფალინაზას მოქმედებით.
რაცეკადოტრილი წარმოადგენს ფერმენტ ენკეფალინაზას ინჰიბიტორს, იგი აძლიერებს ენდოგენური ენკეფალინების ფიზიოლოგიურ აქტივობას და მოტორიკაზე მოქმედების გარეშე იწვევს ნაწლავის ანტისეკრეტორულ აქტივობას.

ფარმაკოკინეტიკა:
პერორალურად მიღების შემდეგ რაცეკადოტრილი სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და გარდაიქმნება აქტიურ მეტაბოლიტად. სისხლის პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 90%, მიღებიდან 30 წთ-ში იწყება მისი მოქმედება პლაზმის ენკეფალინაზაზე და გრძელდება 8 სთ-ის განმავლობაში. რაცეკადოტრილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 3-4 სთ-ს, ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით.

ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება მწვავე ინფექციური (ვირუსული ან ბაქტერიული) და არაინფექციური ეტიოლოგიის ფაღარათის დროს რეჰიდრატაციულ თერაპიასთან ერთად. რაცეკადოტრილი გამოიყენება მოზრდილებში და ბავშვებში 3 თვის ასაკიდან.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილები:
მკურნალობას იწყებენ 100 მგ რაცეკადოტრილის მიღებით დღეში 3-ჯერ ფაღარათის გაქრობამდე. პრეპარატის დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს.
ბავშვები:
დოზა დგინდება სხეულის წონის მიხედვით. 3 თვის ასაკიდან ინიშნება 1.5 მგ/კგ 8 სთ-ში ერთხელ. მიღების წინ ტაბლეტი უნდა გაიხსნას 5-10 მლ წყალში. კუჭის ორი ნორმალური მოქმედების შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.
თუ 7 დღიანი მკურნალობის შედეგად მდგომარეობის გაუმჯობესება არ აღინიშნება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:
ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, თავბრუ, თავის ტკივილი.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, 3 თვემდე ასაკი, ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა, მწვავე დიზენტერია, ფართო სპექტრის ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათი.

ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
არ არსებობს სათანადო კვლევები რაცეკადოტრილის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ. ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რაცეკადოტრილი არ მოქმედებს ციტოქრომ  P – 450 ფერმენტულ სისტემაზე.

ჰიპერდოზირება:
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს მოლდის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.
ლაქტაციის დროს მოლდის გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან არ არსებობს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების დამადასტურებელი უტყუარი კლინიკური მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:
დაუშვებელია მოლდის გამოყენება ცხელებით მიმდინარე მწვავე დიზენტერიის, განავალში სისხლის არსებობის დროს, ასევე ანტიბიოტიკებით გამოწვეული ფაღარათის სამკურნალოდ. მოლდის კაფსულა შეიცავს ლაქტოზას, ამიტომ ლაქტოზა-გალაქტოზას მიმართ მემკვიდრეობითი აუტანლობის მქონე პაციენტებში მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმის მართვის უნარზე:
პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

შეფუთვა:
10 კაფსულა კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, 3 კონტურული შეფუთვა მუყაოს კოლოფში.
10 ტაბლეტი ალუმინის სტრიპში, 2 სტრიპი მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.

ვარგისობის ვადა:
2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

მისამართი: 
საქართველო 0198, თბილისი,
ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

Don`t copy text!