Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა

რა არის ოზემპიკი? – ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ პოპულარულ პრეპარატზე

ozempic

ბოლო წლებში ოზემპიკი ხშირად გვხვდება სამედიცინო სიახლეებში. მაინც რა არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტი, რომელიც ფართო მასებისთვის ცნობილი მისი გასახდომი ეფექტით გახდა? ეს ინკრეტინის კლასის (GLP-1 რეცეპტორის აგონისტი) საინექციო პრეპარატია, რომელიც თავდაპირველად შეიქმნა 2 ტიპის შაქრიანი დიაბეტის გლუკოზის კონტროლისთვის. მისი მექანიზმი მოიცავს ინსულინის სეკრეციის გაძლიერებას სისხლში შაქრის აწევისას, გლუკაგონის დაქვეითებას და კუჭის დაცლის შენელებას, რაც ზოგ პაციენტში მადის შემცირებასაც უკავშირდება. 

სწორედ ამ ეფექტების გამო მედიცინაში აქტიურად განიხილება როგორც დიაბეტის მართვის, ასევე წონის კონტროლის კონტექსტში. პირველ მედიკამენტის ოფიციალური ჩვენებაა, მეორე კი – საჭიროებს მკაცრ კლინიკურ შეფასებას და მხოლოდ ამის შემდეგ ინიშნება.

ოზემპიკის გამოყენების წესები და დოზირება

სემაგლუტიდი, ამ პრეპარატის აქტიური ნივთიერება, იმიტირებს GLP-1 ჰორმონის მოქმედებას: ზრდის ინსულინის გამოყოფას, ამცირებს გლუკაგონს და ანელებს კუჭის მუშაობას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, პრეპარატი ინიშნება ტიპი 2 დიაბეტის მქონე მოზრდილებში დიეტასთან და ფიზიკურ აქტივობასთან ერთად; გარკვეულ პაციენტებში სიმპტომებზე დაკვირვებით შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა დავადებების გართულების რისკის შემცირებაც. 

როგორც წესი, მკურნალობა იწყება დაბალი დოზირებით – ოზემპიკი 0.25 მგ ჩვეულებრივ გამოიყენება პირველი 4 კვირის განმავლობაში, რათა ორგანიზმი შეეგუოს და კუჭ-ნაწლავის გვერდითი ეფექტები შემცირდეს. ნებისმიერი დოზა და ხანგრძლივობა განისაზღვრება მხოლოდ ექიმის მიერ. 

ეს პრეპარატი ინექციით შეჰყავთ ორგანიზმში, კვირაში ერთხელ, ერთსა და იმავე დღეს. დოზირების კლასიკური ალგორითმი ასეთია (მკურნალი ექიმის დადგენილი სქემის ფარგლებში):

  • საწყისი ეტაპი (4 კვირა): 0.25მგ-იანი წამალი  – ე.წ. ტიტრაციის დოზა, არა მხოლოდ მკურნალობისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ორგანიზმი შეეგუოს მის მოქმედებას;
  • შენარჩუნება: ოზემპიკი 0.5 მგ – ხშირად ეს დოზა საკმარისია გლიკემიური კონტროლისთვის; ეფექტის შეფასება ხდება რამდენიმე კვირაში.

  • დამატებითი კონტროლი თუ ხდება საჭირო, ინიშნება ოზემპიკი 1 მგ, ეტაპობრივი ზრდით, თუ 0.5 მგ-ზე მიზნობრივი მაჩვენებლები არ მიიღწევა.
  • ზოგ შემთხვევაში მაქსიმალური დოზა შეიძლება იყოს 2 მგ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალურია და ეფუძნება ეფექტურობისა და წამლის მიმართ ტოლერანტობის შეფასებას.

თუკი წამალი გაწერილი ინსტრუქციის მიხედვით არ მიიღეთ, გამოტოვებული დოზის შემთხვევაშიც მოქმედების წესები განსაზღვრულია და ამის შესახებ აუცილებლად უნდა მიიღოთ ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან. 

წამლის გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოება

ოზემპიკის მიღების შემდეგ ყველაზე გავრცელებული გვერდითი მოვლენებია გულისრევა, ღებინება, დიარეა, მუცლის ტკივილი და ყაბზობა – თუმცა, ეს სიმპტომები უმეტესად საწყის ეტაპზე ვლინდება და ხშირად დროებითია. იშვიათად შეიძლება განვითარდეს პანკრეატიტი; ასევე არსებობს გარკვეული ტიპის სიმსივნურ წარმონაქმნებზე უკუჩვენება, ამიტომაც მისი გამოყენება რეკომენდირებული არ არის იმ პაციენტებში, ვისაც აქვთ შესაბამისი ოჯახური/პირადი ანამნეზი.

თირკმლის ფუნქციის გაუარესება დეჰიდრატაციის ფონზე (ხანგრძლივი ღებინება/დიარეა) ასევე აღწერილია, როგორცა მ წამლის მიღების გვერდითი ეფექტი. ამიტომ სითხეების მიღება და საერთო მდგომარეობის მონიტორინგი მნიშვნელოვანია. სიმპტომების გაუარესებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და გახსოვდეთ, რომ დოზის თვითნებური შეცვლა დაუშვებელია. 

მედიკამენტის ფასი და ხელმისაწვდომობა

რა ღირს ოზემპიკი? – ფასი არ არის ფიქსირებული: ის განსხვავდება ქვეყნის, აფთიაქის, დაზღვევის პირობებისა და დოზირების მიხედვით. ქვეყანაში სხვადასხვა სააფთიაქო ქსელშიც კი მისი ღირებულება შეიძლება განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რომელი კომპანიის წარმოებულია წამალი, როგორი დოზირებისაა და ა.შ.

რაც მთავარია, უნდა გახსოვდეთ, რომ საქართველოში მისი შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ფორმა 100-ის წარდგენით.

რეკომენდაციები გამოყენებამდე

ოზემპიკი ბოლო წლებში განსაკუთრებუით პოპულარული გახდა ცნობილი ადამიანების მხრიდან სარეკლამო ხასიათის კამპანიების შემდეგ. თუმცა, მისი დანიშნულება, პირველ რიგში, დიაბეტის კლინიკური მართვაა და არა – ნებისმიერი ადამიანისთვის წონაში კლების პროცესის გამარტივება. 

ამ კლასიფიკაციის პრეპარატები ძლიერი ინსტრუმენტებია დიაბეტის მართვაში, თუმცა შედეგი და უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია სწორ შერჩევაზე, ინდივიდუალურ რისკებსა და მეთვალყურეობაზე. 

მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად მიმართეთ ენდოკრინოლოგს ან ოჯახის ექიმს – ერთად განიხილეთ დოზირების ეტაპები, მონიტორინგის გეგმა, შესაძლო გვერდითი მოვლენები და ფინანსური მხარე. სწორად დაგეგმილი სქემა საშუალებას გაძლევთ მიიღოთ მაქსიმალური სარგებელი იქ, სადაც ოზემპიკი ნამდვილად არის მიზანშეწონილი.

მედიკამენტები, რომლებიც ფრენას გაგიმარტივებთ flygeorgia.com-ის რჩევები

medikamentebi komportuli mogzaurobistvis

მოგზაურობა ახალ შთაბეჭდილებებს, კულტურებთან შეხვედრასა და დასვენების საუკეთესო შესაძლებლობებს გულისხმობს. თუმცა ხშირად თვითმფრინავით მგზავრობას გარკვეული დისკომფორტიც ახლავს. ეს შეიძლება იყოს ყურების ტკივილი, გულისრევა, უძილობა ან უბრალოდ დაღლილობა. ზოგი ადამიანი საერთოდ ერიდება ხანგრძლივ ფრენებს, თუმცა თანამედროვე მედიცინა და სწორად შერჩეული წამლები საშუალებას გვაძლევს ეს პრობლემები მაქსიმალურად შევამციროთ.

ამ სტატიაში წარმოგიდგენთ წამლებსა და საშუალებებს, რომლებიც დაგეხმარებათ უფრო კომფორტულ ფრენაში, და პარალელურად გაგიზიარებთ სასარგებლო რჩევებს მოგზაურებისთვის. ასევე, მოგახსენებთ როგორ დაგეხმარებათ FlyGeorgia.com მოგზაურობის სრულფასოვან დაგეგმვაში, ავიაბილეთებიდან სასტუმროებამდე.

რატომ ვგრძნობთ დისკომფორტს ფრენისას და როგორ მოვიქცეთ?

ფრენისას ადამიანის ორგანიზმი ისეთ პირობებში ხვდება, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებაში იშვიათად გვხვდება. სწორედ ამ გარემოებების გამო ბევრ მოგზაურს სხვადასხვა სახის დისკომფორტი ეწყება.

ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:

  • ატმოსფერული წნევის ცვლილება – იწვევს ყურების დახშობას, ტკივილს ან თავის ტკივილს.
  • მგზავრობის ავადმყოფობა (motion sickness) – მგრძნობიარე ადამიანებში იწვევს გულისრევას და თავბრუსხვევას.
  • დეჰიდრატაცია – თვითმფრინავის სალონის მშრალი ჰაერი ხელს უწყობს წყლის სწრაფად დაკარგვას, რაც დაღლილობას და ენერგიის შემცირებას იწვევს.
  • უძილობა და დაღლილობა – განსხვავებული დროის სარტყელი და ღამის რეისები ართულებს ხარისხიან ძილს და აღდგენის პროცესს.
  • კუნთებისა და სახსრების დაჭიმულობა – ხანგრძლივი ჯდომა იწვევს დისკომფორტს და ზოგჯერ ფეხების შეშუპებასაც.

ამ მიზეზების ცოდნა დაგეხმარებათ წინასწარ მოემზადოთ და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ წამლები ან პროფილაქტიკური რჩევები, რათა ფრენა უფრო სასიამოვნო გახდეს.

მედიკამენტები, რომლებიც ფრენის დროს დაგეხმარებათ

  • ანტიჰისტამინური პრეპარატები
    თუ მგრძნობიარე ხართ მოძრაობის ავადმყოფობის მიმართ, ანტიჰისტამინები ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ისინი ამცირებენ გულისრევას და თავბრუსხვევას. მათი მიღება რეკომენდებულია ფრენამდე გარკვეული დროით ადრე.
  • მსუბუქი ტკივილგამაყუჩებლები
    ასპირინი ან პარაცეტამოლი დაგეხმარებათ ყურების ტკივილისა და თავის ტკივილის შემთხვევაში. განსაკუთრებით მაშინ, როცა წნევის ცვლილება პრობლემებს იწვევს.
  • სედატიური და დამამშვიდებელი საშუალებები
    თუ ფრენაზე დაძინება გიჭირთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მსუბუქი სედატიური პრეპარატები ან ბუნებრივი წამლები, მაგალითად, ვალერიანის აბები. ისინი დაგეხმარებათ მოდუნებაში და ღამის რეისებზე დასვენებაში.
  • დეკონგესტანტები
    თუ ფრენამდე გაქვთ გაციება ან ალერგია, ცხვირის გაჭედვა წნევის ცვლილების დროს უფრო ძლიერ დისკომფორტს გამოიწვევს. დეკონგესტანტები დაგეხმარებათ ამ პრობლემის შემცირებაში.
  • ბუნებრივი საშუალებები
    ბევრი მოგზაური ურჩევნია ქიმიური მედიკამენტების ნაცვლად ბუნებრივი პრეპარატები. მაგალითად, ჯინჯერის აბები ან ჩაი ეფექტურად ამცირებს გულისრევას და კუჭის დისკომფორტს.

ყურადღება: ნებისმიერი წამლის მიღებამდე აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან. თითოეული ადამიანის ორგანიზმი განსხვავებულია და ზოგიერთ შემთხვევაში თვითმკურნალობამ შესაძლოა უარყოფითი შედეგიც გამოიწვიოს.

როგორ შევამციროთ დისკომფორტი წამლების გარეშე

  • სითხეების მიღება – ფრენისას რეგულარულად დალიეთ წყალი, რათა თავიდან აიცილოთ დეჰიდრატაცია.
  • მოძრაობა – ხანგრძლივი რეისისას პერიოდულად გაიარეთ სალონში. ეს ხელს უშლის სისხლის ცირკულაციის შეფერხებას.
  • კომფორტული ტანსაცმელი – ჩაიცვით თავისუფალი, რბილი ტანსაცმელი და მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
  • ყურის საცობები – დაგეხმარებათ წნევის დარეგულირებაში.
  • სწორი კვება – ფრენამდე აირიდეთ მძიმე საკვები და ალკოჰოლი, რათა არ გაღრმავდეს დისკომფორტი.

მოგზაურობის დაგეგმვა FlyGeorgia.com-თან ერთად

ფრენის კომფორტი მხოლოდ წამლებზე არ არის დამოკიდებული – ის იწყება სწორად დაგეგმილი მოგზაურობით. სწორედ ამიტომ შეიქმნა FlyGeorgia.com, რომელიც მოგზაურებს სთავაზობს სრულფასოვან პლატფორმას. აქ ერთ სივრცეში შეგიძლიათ:

  • მოძებნოთ და დაჯავშნოთ ავიაბილეთები,
  • დაგეგმოთ ტრანსფერი,
  • შეარჩიოთ ტურები და ექსკურსიები,
  • შეიძინოთ მატარებლისა და ავტობუსის ბილეთები,
  • დაჯავშნოთ სასტუმრო,
  • იქირაოთ მანქანა,
  • ან თუნდაც დაგეგმოთ კრუიზი.

ეს პლატფორმა მოგზაურობის პროცესს ამარტივებს და გახდის უფრო სასიამოვნოს. FlyGeorgia.com-ის მიზანია, მოგზაურობა არა მხოლოდ კომფორტული, არამედ ხელმისაწვდომიც გახადოს.

ფრენის დისკომფორტი ჩვეულებრივი მოვლენაა, რომელიც ბევრ ადამიანს აქვს გამოცდილი. საბედნიეროდ, არსებობს როგორც მედიკამენტური, ისე ბუნებრივი გზები ამ პრობლემების შესამცირებლად. მთავარია, წინასწარ მოემზადოთ და საჭიროების შემთხვევაში ექიმის რჩევასაც მიმართოთ.

გახსოვდეთ, რომ კომფორტული მოგზაურობა იწყება სწორად შერჩეული ავიაბილეთითა და ორგანიზებული გეგმით. ამაში კი თქვენი საუკეთესო პარტნიორია FlyGeorgia.com – საიტი, რომელიც მოგზაურობას უფრო მარტივს და სასიამოვნოს გახდის.

ჯანმრთელობის დაზღვევა: სარგებელი და სწორი არჩევანის მნიშვნელობა

დღეს, როცა ყოველდღიური ცხოვრება სავსეა დატვირთული სამუშაო რეჟიმითა და მისგან გამოწვეული სტრესით,  ჯანმრთელობაზე ზრუნვა უდიდეს მნიშვნელობას იძენს. მოულოდნელი დაავადება ან ტრავმა ადამიანს არა მხოლოდ ფიზიკურ ზიანს აყენებს, არამედ ფინანსურადაც დიდ გამოწვევას უქმნის. სწორედ ამიტომ, ჯანმრთელობის დაზღვევა იქცა თანამედროვე ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე საჭირო ინსტრუმენტად  –  საკუთარი თავისა და ოჯახის წევრების კეთილდღეობის დასაცავად. 

ამასთან ერთად, სამედიცინო მომსახურებაზე  ფასების მუდმივი ზრდა და წამლების შეძენით გამოწვეული ხარჯები კიდევ უფრო ცხადყოფს, რომ ჯანმრთელობის დაზღვევის შეძენა გრძელვადიან პერსპექტივაში დაზღვეულს სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას უწევს.  

რატომ არის აუცილებელი ჯანმრთელობის დაზღვევა?

გარდა ფინანსური მხარდაჭერისა,  ჯანმრთელობის დაზღვევა პირდაპირ გულისხმობს სწრაფ წვდომას ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე. ბევრი სადაზღვევო კომპანია თანამშრომლობს წამყვან კლინიკებთან, რაც დაზღვეულ პირს აძლევს შესაძლებლობას, ჩაიტაროს ეფექტური მკურნალობა. დროული სამედიცინო ჩარევა ხშირად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა უმეტეს შემთხვევაში მკურნალობას უფრო ეფექტურსა და ნაკლებად ხარჯიანს ხდის. 

ჯანმრთელობის დაზღვევის ქონა ასევე აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს და ადამიანს ერთგვარ ფსიქოლოგიურ სიმშვიდესაც ჰმატებს. როდესაც დაზღვეული დარწმუნებულია, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღებს სრულ სამედიცინო დახმარებას, მას აღარ აწუხებს მუდმივი შიში ან გაურკვევლობა. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობის დაზღვევა შეიძლება განვიხილოთ როგორც  სოციალური და პიროვნული ინვესტიციაა, რომელიც ოჯახების ყოველდღიურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად ამარტივებს. 

ჯანმრთელობის დაზღვევა  – ფასების ანალიზი. რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ჯანმრთელობის დაზღვევა – ფასები? ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კითხვა ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულებას უკავშირდება. განსხვავებული პოლისები განსხვავებული ფასი ღირს, თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ღირებულება ყოველთვის პირდაპირ არის დაკავშირებული დაფარვის მოცულობასთან. მაგალითად, მინიმალური პაკეტი მოიცავს მხოლოდ აუცილებელ სამედიცინო მომსახურებას, მაშინ როცა, უფრო სრულყოფილი პოლისები უზრუნველყოფს გეგმურ კვლევებს, პროფილაქტიკურ ვიზიტებსა და დამატებით სერვისებს.

ფასზე გავლენას ახდენს ასევე ადამიანის ასაკი და ზოგჯერ ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობაც. რაც უფრო მაღალია რისკ-ფაქტორები, მით უფრო მეტი შეიძლება იყოს პოლისის  ღირებულება. თუმცა, საბოლოო ჯამში, სწორი არჩევანის გაკეთებისას მთავარი უნდა იყოს არა მხოლოდ დაბალი ფასი, არამედ სწორედ ის სერვისები, რომლებიც კონკრეტულ ადამიანს სჭირდება. ამასთანავე, ფასების შედარებისას აუცილებელია გავითვალისწინოთ, რამდენად ფართოა კლინიკების ქსელი, რას მოიაზრებს მომსახურების პირობები და რამდენად მარტივია კომპენსაციის გაცემის პროცესი.

როგორ ავარჩიოთ სადაზღვევო კომპანია?

დღეს ბაზარზე მრავალი სადაზღვევო კომპანია გვთავაზობს ჯანმრთელობის სხვადასხვა ტიპის დაზღვევას. თუმცა არჩევანის გაკეთება ხშირად მარტივი სულაც არ არის. მნიშვნელოვანია, რომ შერჩევის პროცესში თითოეულმა დაინტერესებულმა პირმა  შეისწავლოს კომპანიის სანდოობის ხარისხი და გამოცდილება. რეპუტაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რადგან სწორედ ის გვიჩვენებს, რამდენად აკმაყოფილებს კომპანია მომხმარებელთა საჭიროებებს და რამდენად სწრაფად და ეფექტურად ახერხებს მომსახურების გაწევას.

შერჩევისას ასევე უმნიშვნელოვანესია მომსახურების ხარისხი და კლიენტთან ურთიერთობის სტილი. კარგი სადაზღვევო კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული პირობებითა და ფორმალური პროცედურებით – პირიქით, ის უპირატესობას ანიჭებს სწრაფ კომუნიკაციას, დეტალურ კონსულტაციას და მზად არის ნებისმიერ მომენტში უპასუხოს მომხმარებლის შეკითხვებს. სწორედ ასეთი მხარდაჭერა ქმნის ნდობასა და კომფორტს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება.

გარდა ამისა, ყურადღება უნდა მიექცეს ფინანსურ გამჭვირვალობას. სანდო სადაზღვევო კომპანია ყოველთვის დეტალურად განმარტავს, რას ფარავს კონკრეტული პოლისი და რა შეზღუდვები შეიძლება არსებობდეს. ეს თავიდან აგაცილებთ უსიამოვნო გაუგებრობებსა  და ზედმეტ სტრესს. 

ასევე მნიშვნელოვანია კომპანიის პასუხისმგებლობის ხარისხი და კრიზისულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირების უნარი. მომხმარებელმა უნდა იცოდეს, რომ გადაუდებელი დახმარების საჭიროებისას კომპანია ეფექტურად იმოქმედებს, არ გაექცევა ვალდებულებებს და რეალურად იდგება კლიენტის გვერდით. 

ჯანმრთელობის დაცვის გარანტია ცხოვრების ყველა ეტაპზე

ჯანმრთელობის დაზღვევა მხოლოდ დღევანდელი რისკებისგან დაცვის საშუალება არ არის – ის გრძელვადიანი სტრატეგიაა, რომელიც ნებისმიერ ასაკში სტაბილურობის გარანტია.  

სწორად შერჩეული დაზღვევა ადამიანს ანიჭებს მეტ თავდაჯერებულობას, როცა მან იცის, რომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე შეძლებს მიიღოს საჭირო დახმარება ისე, რომ საკუთარი ოჯახის ფინანსური კეთილდღეობის დათმობა არ მოუწიოს. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე სამყაროში, სადაც ჯანდაცვის სფეროში ხარჯები მუდმივად იზრდება.

აკონიტი Rh D3 – ველედა / Aconitum napellus Rh D3

აკონიტი Rh D3 – ველედა / Aconitum napellus Rh D3

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
    ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ველედა
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: საინექციო ხსნარი 1მლ ამპ #8
  • გაცემის რეჟიმი:
    III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

აკონიტი Rh D20 – ველედა / Aconitum napellus Rh D20

კომპანია


ველედა

კომპანია: ველედა
მისამართი: თბილისი, გამსახურდიას გამზ.45
ტელ: (995 32) 238 21 28
ელ. ფოსტა: [email protected]
ვებ-გვერდი: http://www.weleda.ge

ტონზილოტრენი / TONSILOTREN ®


შემადგენლობა

1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:
აქტიური ნივთიერებები: Atropinum sulfuricum (ატროპინის სულფატი) trit. D5 12,5 მგ, Hepar sulfur (ჰეპარ სულფური) trit. D3 10,0 მგ, Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი) trit. D4 50,0 მგ, Silicea (კაჟმიწა) trit. D2 5,0 მგ, Mercurius bijiodatus (ვერცხლისწყლის (II) იოდიდი) trit. D8 25,0 მგ;
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი.

მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი, ნუშურების გადიდება; შეხორცების პროცესების დაჩქარება ნუშურების ქირურგიული ამოკვეთის შემდეგ.

სხვა მითითებათა არარსებობისას ტონზილოტრენის მიღება შემდეგნაირად ხდება:
დაავადების მწვავე მიმდინარეობისას: 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი) პირველი 1-2 დღის განმავლობაში, გაუმჯობესების დადგომამდე; შემდეგ იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში; მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 1 საათში (დღეში არაუმეტეს 12 ტაბლეტი) პირველი 1-2 დღის განმავლობაში, გაუმჯობესების დადგომამდე; შემდეგ იღებენ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში.
მწვავე მდგომარეობის შენარჩუნების ან მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პრეპარატი უნდა მოიხსნას და მკურნალობის შეწყვეტიდან არაუგვიანეს 2 დღეში საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიმართოთ.
ქრონიკული ტონზილიტის ან ნუშურების გადიდების დროს 3-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები კი _ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში. მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია 4-6 კვირის განმავლობაში. 
ქრონიკული მორეციდივე ტონზილიტის დროს მიზანშეწონილია წლის განმავლობაში მკურნალობის რამოდენიმე ციკლის ჩატარება (ექიმთან კონსულტაციის შემდეგ).
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან საათნახევრის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს. 3 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობისას დასაშვებია ტაბლეტების დაქუცმაცება.
პრეპარატ ტონზილოტრენის ჭარბი დოზირების მავნე ეფექტები ცნობილი არ არის.

ცალკეულ შემთხვევებში შესაძლოა აღინიშნოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად, კანზე გამონაყარი. ასეთ დროს ტონზილოტრენი უნდა მოიხსნას და ექიმს საკონსულტაციოდ უნდა მიმართოთ. პრეპარატ ტონზილოტრენის მიღების შემდეგ ნერწყვდენის გაძლიერების შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის შემცირება ან პრეპარატის მიღების შეწყვეტა.
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ქრომის ან ერთ-ერთი სხვა შემადგენელი კომპონენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის შემდეგ.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, ტონზილოტრენის მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ტონზილოტრენის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
3 წლამდე ასაკის ბავშვების ან ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევის მქონე ავადმყოფების მკურნალობისათვის ტონზილოტრენის დანიშვნა ექიმთან წინასწარი კონსულტაცის შემდეგაა დასაშვები.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება ცნობილი არ არის
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

5 წელი.
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი კოლოფსა და ეტიკეტზეა მითითებული. ამ თარიღის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.
ორიგინალური კოლოფი ინახება 15-დან 25oC -მდე ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

კლიმაქტოპლანი K / KLIMAKTOPLAN® K


შემადგენლობა

1 ტაბლეტში შედის:
აქტიური კომპონენტები: Cimicifuga D2 (ციმიციფუგა) _ 25 მგ; Sepia D2 (სეპია) _ 25 მგ;, Ignatia D3 (იგნაცია) _ 25 მგ; Sanguinaria D2 (სანგვინარია) _ 25 მგ;
დამხმარე კომპონენტები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი 
აღწერა
ბრტყელცილინდრული ტაბლეტები ღია რუხი ან რუხი ნაჭდევით, დამახასიათებელი სუნის გარეშე. იშვიათად, ტაბლეტები შესაძლოა დაწინწკლული იყოს.

კლიმაქტერული პერიოდი, რომლის დროსაც წამოხურებები, გაძლიერებული ოფლიანობა, გულის ფრიალი, თავბრუსხვევა, ქავილი, ნერვული დაძაბულობა, ძილის დარღვევა აღინიშნება.

მიიღება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან სადილის მიღებიდან საათნახევრის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიწოვოს.
თერაპიული ეფექტის არარსებობის შემთხვევაში ექიმს უნდა მიმართოთ.
პრეპარატის კარგი მიმღებლობის დროს კლიმაქტოპლანი N- ის მიღება შესაძლოა ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ძალიან იშვიათად შესაძლოა, პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ აუტანლობის რეაქციები გამოვლინდეს.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ჰომეოპათიური წამლების მიღებისას შესაძლოა დროებითი პირველადი გაუარესება აღინიშნოს. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

გამოვლენილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატების მიღება სხვა სამკურნალო საშუალებებით მკურნალობას არ გამორიცხავს.

LC-002009 15.09.2006-დან

კინდინორმი / KINDINORM


შემადგენლობა

10 გ (ზომა 5) გრანულები შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
Chamomilla D12 25 მგ
Kalium phosphoricum D6 25 მგ
Staphisagria D12 25 მგ
Valeriana D6 25 მგ
სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): საქაროზა

ქცევითი დარღვევები ბავშვებში და მოზრდილებში თანდართული ყურადღების კონცენტრაციის დარღვევით, მომატებული აღგზნებადობით, მოუსვენრობით, ძილის დარღვევით, სწავლის უუნარიანობით, საერთო სისუსტით.

მოზრდილები და 12 წლის ზამოთ ასაკის ბავშვები: 5 გრანულა 1–3–ჯერ დღეში.
6 წლიდან – 11 წლამდე ასაკის ბავშვები: 3 გრანულა 1–3–ჯერ დღეში.
1 წლიდან – 5 წლამდე ასაკის ბავშვები: 2 გრანულა 1–3–ჯერ დღეში.
მიღების სიხშირე შეიძლება შემცირდეს მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ.
გრანულები მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან ჭამის მერე 30 წუთის შემდეგ (გრანულები უნდა გაიწოვოს პირის ღრუში). 3 წლამდე ასაკის ბავშვებში მიღების მოხერხებულობისთვის გრანულები შეიძლება გაიხსნას მცირე რაოდენობის წყალში (1 ჩაის კოვზი).
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მოქმედებაზე არასასრველ ზეგავლენას ახდენს ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს მოწევა და ზოგადი უარყოფითი ცხოვრების სტილიც.

არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს.
შენიშვნა: 
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს, კინდინორმის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
1 წლამდე ასაკის ბავშვებმა პრეპარატის მიღების დაწყებამდე უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატით მკურნალობის 8 კვირის შემდეგ გაუმჯობესების არქონის ან მდგობარეობის გაუარესების შემთხვევაში შეცვალეთ მკურნალობის ტაქტიკა. 
შეიცავს საქაროზას.

ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ინფლუციდი ® / INFLUCID ®


შემადგენლობა

1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:
აქტიური ნივთიერებები: Aconitum (ტილჭირი, აკონიტუმი) trit. D3 25 მგ, Bryonia (leSura) trit. D2 25 მგ, Eupatorium perfoliatum (ვარდკანაფა) trit. D3 21 მგ, Gelsemium (მარადმწვანე გელზემიუმი) trit. D3 25 მგ, Ipecacuana (იპეკაკუანა, ოქროს-ძირა) trit. D3 25 მგ, Phosphorus (ფოსფორი) trit. D5 25 მგ;
სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

მიიღება გრიპისა და სხვა მწავვე რესპირაციული ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მიზნით.

სხვა მითითებათა არარსებობისას ინფლუციდი შემდეგნაირად მიიღება:
მწვავე მდგომარეობების დროს: 12 წლამდე ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი), მდგომარეობის გაუმჯობესებამდე; შემდგომში _ 1 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში სრულ გამოჯანმრთელებამდე.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები იღებენ 1 ტაბლეტს ყოველ საათში (არაუმეტეს 12 ტაბლეტი დღეში), გაუმჯობესების დადგომამდე; შემდგომში _ 1-2 ტაბლეტს 3-ჯერ დღეში, სრულ გამოჯანმრთელებამდე.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში ინფექციების პროფილაქტიკისათვის ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, 12 წლამდე ასაკის ბავშვებში კი _ 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
სხეულის მაღალი ტემპერატურის შენარჩუნების ან 39oC-ზე მეტად მისი მატების, სიმპტომატიკის შენარჩუნების ან მათი გაურკვეველი ხასიათის, ასევე ახალი სიმპტომების გამოვლინების დროს საკონსულტაციოდ ექიმს უნდა მიაკითხოთ, რადგან შესაძლოა კონკრეტული შემთხვევა ისეთი დაავადებით იყოს გამოწვეული, როდესაც სამედიცინო დახმარების გაწევაა აუცილებელი.
ტაბლეტები მიიღება ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ან საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ, ტაბლეტები პირის ღრუში ნელ-ნელა უნდა გაიხსნას. 3 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია მცირე რაოდენობის წყალში ტაბლეტების წინასწარი გახსნა.

იშვიათად ვლინდება ჰიპერმგრძნობელობის ისეთი რეაქციები, როგორიცაა კანზე გამონაყარი ან კუჭის მხრივ დარღვევები.
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალებების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და საკონსულტაციოდ ექიმს მიმართოთ.

გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ.

ცელიაკიით დაავადებული პაციენტებისათვის უსაფრთხოა. იმ პაციენტებისათვის, რომელთაც ხორბალზე ალერგია აღენიშნება (რაც ცელიაკიისაგან განსხვავდება), პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
თუ თქვენთვის ცნობილია გარკვეული შაქრების მიმართ აუტანლობა, მოცემული სამკურნალო საშუალების მიღებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.
ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ინფლუციდის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.
1 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისათვის ინფლუციდის გამოყენება მხოლოდ ექიმის წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

3 წელი
ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი ნაჩვენებია შეფუთვასა და ეტიკეტზე.
ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ
ორიგინალური შეფუთვა ინახება 15-დან 25oC ტემპერატურამდე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

იმუნოკინდი / IMMUNOKIND


შემადგენლობა 

1 ტაბლეტი (100 მგ) შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: 
Calcium carbonicum Hahnemanni D6 – 20 მგ
Calcium fluoratum D6 – 20 მგ
Calcium phosphoricum D6 – 20 მგ
Sulfur jodatum D12 – 20 მგ
სხვა ინგრიდიენტები (შემავსებლები): მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

სასუნთქი გზების ხშირი და რეციდივული მწვავე ინფექციურ–ანთებითი დაავადებების პროფილაქტიკისთვის და ასევე ორგანიზმის იმუნიტეტის ამაღლებისთვის ძუძუთა და მცირე ასაკის ბავშვებში.

6 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 3–ჯერ დღეში. 
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ (ტაბლეტი უნდა გაიწოვოს პირის ღრუში). 
ძუძუთა ბავშვების და 3 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისას რეკომენდებულია ტაბლეტის გახსნა წყლის მცირე რაოდენობაში (1 ჩაის კოვზი).
არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება პრეპარატის მიღების დავიწყების შემთხვევაში.

არ არის ცნობილი პრეპარატის გვერდითი ეფექტების შესახებ. პრეპარატის მიღებისას თუ შეამჩნიეთ რომელიმე გვერდითი ეფექტი, მიმართეთ ექიმს. 
შენიშვნა: 
ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალების მიღებისას შესაძლებელია დაავადების არსებული სიმპტომების გარდამავალი გაძლიერება (პირველადი გაუარესება); ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყვიტოთ და კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.

გამოვლენილი ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ჭამის დროს იმუნოკინდის მიღება რეკომენდებული არ არის. უკეთესია, პრეპარატი მიიღოთ ჭამამდე 30 წუთით ადრე ან საკვების მიღებიდან 30 წუთის შემდეგ.
თუ ექიმმა გითხრათ, რომ თქვენს შვილს რომელიმე შაქრის აუტანლობა აქვს, ან თუ თქვენს შვილს ფარისებრი ჯირკვლის დაავადება აწუხებს, იმუნოკინდის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის მიმართ ცუდი ამტანობისას ან გაუთვალისწინებელი სიმპტომებისას მიმარტეთ ექიმს. 
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრლივი მიღება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.
მოცემული პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარი).

ჭარბი დოზირებისას ან პრეპარატის მიღების შეწყვეტისას მავნე ეფექტების განვითარების საშიშროება არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის. შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენი ბავშვი იღებს სხვა სამკურნალო საშუალებებს.

ინახება 25°C ტემპერატურამდე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა:
5 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის თარიღი მითითებულია შეფუთვასა და ფლაკონზე. ამ თარიღის გასვლის შემდეგ პრეპარატს ნუ გამოიყენებთ.

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!