31.49 ლარი
29.61 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ფარმაცი ლაბორატორიის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
31.49 ლარი
29.61 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ფარმაცი ლაბორატორიის
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
შემადგენლობა
ომესამის ერთი რბილი ჟელატინის კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების ომეგა-3-ის (EPA18%/DHA12%) – 1000 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი.
მოქმედების მექანიზმი
ცხოველური წარმოშობის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.
ომესამის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომბინაციით (18% ეიკოზაპენტაენის მჟავა EPA და 12% დოკოზაჰექსაენის მჟავა DHA).
ომესამს ახასიათებს იმუნომასტიმულირებელი, ანტიჰიპერტენზიული, ანტიათეროსკლეროზული, ანთების საწინააღმდეგო და ფსორიაზის საწინააღმდეგო თვისებები.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები “სასიცოცხლო” მნიშვნელობის მჟავებია, ორგანიზმში მოხვედრისთანავე გადაინაცვლებენ პირდაპირ უჯრედებში და გავლენას ახდენენ მათ სტრუქტურასა და აქტივობაზე.
ზოგადად, ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების მოქმედება მდგომარეობს საკვებთან ერთად მიღებული მავნე ცხიმების განეიტრალებაში, რომლებიც ორგანიზმის უჯრედების სტრუქტურულ შემადგენლობაზე ახდენენ გავლენას. მათი ნაკლებობის შედეგად სისხლძარღვების კედელზე დაბალი სიმკვრივის ქოლესტერინი აქტიურად წარმოქმნის ათეროსკლეროზულ ფოლაქებს. ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლიან ათეროსკლეროზის განვითარებას და ამცირებენ ისეთი დაავადებების განვითარების რისკს, რომლებიც დაკავშირებულია ქოლესტერინის დაგროვებასთან. ასუფთავებენ და აღადგენენ სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას და ამცირებენ მის შეღწევადობას; ზრდიან ორგანიზმის მედეგობას ინფექციების და გაციებით გამოწვეული დაავადებების მიმართ. არეგულირებენ ცხიმოვან ცვლას ღვიძლსა და სისხლის პლაზმაში. დამხმარე თერაპიის სახით ეფექტურია ჰიპერლიპიდემიის, ჰიპერტონული დაავადებების, თრომბოზების, კანის დაავადებების, იმუნოდეფიციტური მდგომარეობის დროს. ამცირებენ ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას. უზრუნველყოფენ ორგანიზმის იმუნური სტატუსის შენარჩუნებას და ამაღლებენ იმუნიტეტს. მათ აქვთ კიბოს და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება. ომეგა 3-ის მჟავები ანელებენ ორგანიზმის დაბერების პროცესს.
ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ეწინააღმდეგებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების განვითარებას, აუმჯობესებენ მეხსიერებას და მხედველობას, მათი დახმარებით ხდება სახსრებში ტკივილის შემცირება და ცვლის პროცესების ნორმალიზება. ომეგა 3–ის მჟავები აუცილებელია ორსული ქალებისთვის, მათი მიღება ეხმარება ბავშვის ტვინს სწორად ფორმირებში.
კლინიკური კვლევებით დადგინდა, რომ ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები, ხელს უწყობენ კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანის შემცირებას. აძლიერებენ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციებს, ახასიათებთ გამოხატული ანტიოქსიდანტური მოქმედება, ამაღლებენ შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს ჰიპოქსიისა და არტერიული წნევის დაქვეითების დროს. გარდა ამისა, დამხმარე საშუალებების სახით გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ომეგა-3-ის ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების დამოუკიდებელი გამომუშავება, ამიტომ აუცილებელია მათი მიღება რეგულარულად საკვებიდან. საკვები ყოველთვის არ იძლევა რეკომენდებული ყოველდღიური დოზის მიღების შესაძლებლობას (საჭირო რაოდენობის მხოლოდ 50-70%-ს მიღება ხდება საკვების სახით). აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დეფიციტი შეივსოს საკვები დანამატებით.
ჩვენებები
– ჰიპერტრიგლიცერიდემია, რაც დაკავშირებულია ჭარბ წონასთან, დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან;
– დისლიპიდემიით (ლიპიდური ცვლის დარღვევით) განპირობებული მდგომარეობების პროფილაქტიკა;
– ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია;
– სხვადასხვა გენეზის ართროზები და ართრიტები;
– აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი;
– ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა;
– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
– ავთვისებიანი წარმონაქმნების პროფილაქტიკა;
– შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა;
– ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების დარღვევა, ყურადღების დაქვეითება, ამნეზია, დემენცია, ალცჰეიმერის დაავადება;
– კანის დაავადებები: ფსოარიაზი, ეგზემა, ნეიროდერმიტი და სხვა, ტროფიკული წყლულები;
– ორსულებისა და მათი ნაყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესანარჩუნებლად (ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის მცირე წონა).
უკუჩვენება
– შემადგენელი კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;
უსაფრთხოების ზომები
პრეპარატის ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ომესამი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები: ეპიგასტრიუმის არეში ტკივილი, დისპეფსიური დარღვევები (გულისრევა, დიარეა).
მკურნალობა: სიმპტომური.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ვიტამინი A, ასკორბინის მჟავა, თიამინი, რიბოფლავინი, პირიდოქსინი, მაგნიუმის პრეპარატები აძლიერებენ ომესამის მოქმედებას.
არ არის რეკომენდებული ომესამის ფიბრატებთან (კლოფიბრატი, ციპროფიბრატი, ფენოფიბრატი, ეტოფიბრატი, ჰემფიბროზილი) კომბინაციაში დანიშვნა.
მიღების წესი და დოზირება
ომესამი ინიშნება 1 კაფსულა სამჯერ დღეში ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
კაფსულები უნდა მიიღონ დაუღეჭავად, წყალთან ერთად.
მკურნალობის ხანგრძლივობა – არანაკლებ 3 თვე. შესაძლებელია კურსის გამეორება.
გვერდითი მოვლენები
ომესამის გამოყენებისას შესაძლოა ადგილი ქონდეს პირის ღრუში თევზის გემოს შეგრძნებას, რაც დამახასიათებელია მისი მიღების პირველ დღეებში.
შესაძლებელია ალერგიული რეაქციების გამოვლინება.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 2 წელი.
ინახება 5-25°C ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
რბილი ჟელატინის კაფსულა 1000 მგ; 20 კაფსულა პლასტმასის ბოთლში, მეორადი შეფუთვა – მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ!
Calcium 600 + D3 TBL 30 (GENERICA)
შემადგენლობა: ერთი აბი შეიცავს: კალციუმის კარბონატს 600 მგ; ქოლეკალციფეროლს (ვიტამინ D3) – 400 სე (10მკგ)
გამოიყენება კალციუმისა და/ ან D ვიტამინის დეფიციტის, ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის, მისი გართულების კომპლექსურ თერაპიაში. არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას ორგანიზმში. აუმჯობესებს ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს. ვიტამინი D 3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავში და მის შებოჭვას ძვლოვან ქსოვილში.
მიღების წესი და დოზირება: მიიღება 1 ტაბლეტი 1 ჯერ დღეში საკვების მიღების დროს.
გამოშვების ფორმა: N10 აბი ბლისტერში.
3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე).
წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს.
ინახება ოთახის ტემპერატურაზე
კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.
ომეგიტო
შემადგენლობა: 5 მლ სიროფი შეიცავს ორაგულის ქონიდან მიღებულ 1000 მგ. ომეგა-3-ს. (EPA-100 მგ, DHA-400 მგ).
არააქტიური ინგრედიენტები: მცენარეული გლიცერინი, სორბიტოლი, კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი და გამოხდილი წყალი.
ომეგა-3-ის პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები (ეიკოზაპენტაენის – EPA და დოკოზაჰექსაენის- DHA) მიეკუთვნება შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს. არ სინთეზირდება ადამიანის ორგანიზმში და ყოველდღიურად უნდა იქნას მიღებული საჭირო ოდენობით. ომეგა-3 ანორმალიზებს ლიპიდურ ცვლას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას. მისი ძირითადი ფუნქციაა უჯრედის ფოსფოლიპიდური მემბრანების ფორმირება და ეიკოზანოიდების სინთეზი. მათი არასაკმარისი რაოდენობა იწვევს უჯრედის მემბრანის სტრუქტურის ცვლილებას, ნერვული იმპულსის გადაცემის დარღვევას, რაც აუცილებელია ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტენსიური ზრდისა და გონებრივი დატვირთვის დროს. ომეგა-3 არეგულირებს ლიპიდების მეტაბოლიზმს, აფერხებს ანთებითი პროცესის განვითარებას, თრომბის წარმოქმნას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აძლიერებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ სისტემას. ადამიანის ორგანიზმში ომეგა-3-ის დეფიციტი ათეროსკლეროზისა და მასთან დაკავშირებული დაავადებების განვითარების მიზეზია. ორსულებში ომეგა-3-ზე მოთხოვნა 5% -ით მაღალია. ომეგა-3 მნიშვნელოვანია ემბრიონის ჩამოყალიბებისა და ორგანოგენეზისთვის.
ომეგა-3 თავის ტვინის რუხი ნივთიერების მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია, იგი უზრუნველყოფს ინტელექტუალური შესაძლებლობების განვითარებასა და ბავშვის მხედველობითი ანალიზატორის ფორმირებას.
რეკომენდებულია ბავშვებში: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის გასაუმჯობესებლად გაძლიერებული ინტელექტუალური და ფიზიკური დატვირთვისას.
იმუნიტეტის გაძლიერებისთვის (ხშირად მოავადე ბავშვებში)
მოზრდილებში: მეხსიერების გაუარესების, ჰიპერტრიგლიცერიდემიის (დაკავშირებული დიაბეტთან, ჰიპერტენზიასა და ათეროსკლეროზთან), გულის იშემიური დაავადების დროს.
ორსულებში: დედის და ნაყოფის ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
დოზირება:
ასაკი | მლ | მიღების სიხშირე დღეში |
0-2 წ | 2,5 | 1-ჯერ |
2-6 წ | 5 | |
6-14 წ | 5 | 2-ჯერ |
>14 წ | 15 | 2-3-ჯერ |
ბოთლი შეანჯღრიეთ გამოყენების წინ.
უსაფრთხოების ზომები: თუ ხართ ორსული, მეძუძური პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. გამოყენების წინ გაეცანით ინსტრუქციას. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.
შენახვის პირობები: შეინახეთ მაცივარში გახსნის შემდეგ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: 200 მლ სიროფი. საკვები დანამატი.
მწარმოებელი: Pharmex Rom Industry. რუმინეთი
კალციტრონი #20 შუშხუნა ტაბლეტი
საკვები დანამატი
გამოიყენება ძვლების სიჯანსაღისათვის. ორგანიზმის კალციუმითა და ვიტ.D3-ით გასამდიდრებლად.
შემადგენლობა: კალციუმი(კალციუმის კარბონატი) – 500მგ, ვიტ.D3(ქოლეკალციფეროლი) – 400IU.
დამხმარე ნივთიერებები: ციტრიტის მჟავა, ნატრიუმის კარბონატი, სორბიტოლი, პოლიეთილენგლიკოლი, ციკლამეტი, ბუნებრივი არომატიზატორი, კაროტინი, საქარინი. შესაძლებელია, ტაბლეტი შეიცავდეს ლაქტოზის უმნიშვნელო რაოდენობას.
გამოყენების წესი: 1 ტაბლეტი გახსენით 200მლ ცივ წყალში. რეკომენდებულია დღიურად 1 ტაბლეტის მიღება. არ გადააჭარბოთ! მისდიეთ ჯანსაღი ცხოვრების წესს! გაითვალისწინეთ, საკვები დანამატი არ ცვლის სრულფასოვან, ბალანსირებულ კვებას!
შენახვის წესი: შეინახეთ 0-25*C მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას ორიგინალურ შეფუთვაში.
მწარმოებელი: ეფერტა, პოლონეთი. www.efferta.pl
ვარგისობის ვადა: იხ.კოლოფზე
დისტრიბუტორი: შპს „ავერსი ფარმა“ საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის 148/2
1.35 ლარი
1.30 ლარი
ქვეყანა: უზბეკეთი
მწარმოებელი: ჯურაბეკ ლაბორატორიეს ლტდ
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული
OmegaZinc
ომეგაცინკი
100 მლ სიროფი ლიმონის არომატით
(ომეგა 3 + Zn + ვიტ. D3)
ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი.
#20 ერთჯერადი ჰერმეტულად დახურული გაუმჭვირვალე კოვზის ფორმის ფლაკონები , თითოეული 5 მლ.
1 ფლაკონი ( 5მლ) სიროფი შეიცავს :
თევზის ქონი 1750მგ (EPA 175 მგ + DHA 280მგ) , საერთო ომეგა 3 – 455 მგ; ვიტამინი D3 5მკგ (200IU), თუთია 1,88 მგ.
შემადგენლობა: თევზის ქონი, შაქარი, დეიონიზირებული წყალი, ემულგატორი (ცხიმოვანი მჟავების მონო და დიგლიცერიდები), ლიმონის და მარწყვის არომატიზატორი, ანტიოქსიდანტი (ალფა ტოკოფეროლი), შემასქელებელი (ნატრიუმის კარბოქსი მეთილ ცელულოზა), თუთიის სულფატი (თუთია) 0,165%, კალიუმის სორბატი, ქოლეკალციფეროლი – ვიტამინი D3 (0,004%).
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ომეგაცინკი -მაღალეფექტური ომეგა 3 -ის პოლიუჯერი ცხიმოვან მჟავების (DHA + EPA), თუთიის და ვიტამინების კომპლექსია. ომეგა – 3 პოლიუჯერი ცხიმოვან მჟავები, მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმის განვითარებაში (DHA) წარმოადგენს თავის ტვინისა და თვალის ბადურის უჯრედოვანი მემბრანების საშენ მასალას, ხოლო (EPA) ნეირონალური ზრდის ხელშემწყობს. DHA არის თავის ტვინის ქერქში 15 დან 20% მდე. ხოლო ბადურაში 30-60%. ომეგა 3 პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები, აუცილებელია მზარდი ტვინის განვითარებისთვის, მონაწილეობს ნეირონების მიელინიზაციაში და ზრდის სინაფსებში ინფორმაციის გადაცემის სიჩქარეს. ინფორმაციის დამუშავების სიჩქარე დამოკიდებულია DHA-ს კონცენტრაციაზე თავის ტვინში. ორსულობის პერიოდში ომეგა 3 მიღება ასოცირებულია ბავშვის მაღალ IQ მაჩვენებელთან, DHA მონაწილეობს თვალის ფოტორეცეპტორების მომწიფებაში და ბადურის ჩამოყალიბებაში, ლაქტაციის პერიოდში დედის მიერ ომეგა 3-ის მიღებისას, DHA გადადის დედის რძეში და ბავშვის ორგანიზმს მიეწოდება. ომეგა 3 აუმჯობესებს მეხსიერებას და მხედველობის ფუნქციას.
ომეგა 3 ხელს უწყობს სახსრებში ტკივილის შემცირებას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას, ეწინააღმდეგება ორგანიზმში ქოლესტერინის ჩალაგებით მიმდინარე დაავადებების განვითარებას, აქვს ანტიკარცენოგენული თვისებები. ომეგა – 3 ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები კონკურენტული ანტაგონისტია არაქიდონის მჟავისა ციკლოქსიგენაზურ–ლიპოოქსიგენაზურ დონეზე, რაც ვლინდება პროსტაგლანდინების და ლეიკოტრიენების სპექტრის მოდიფიკაციით, ანთებისა და ალერგიის ინდუქტორების პროდუქციის, თრომბოციტების ადჰეზიის, ვაზოკონსტრიქციის, აგრეგაციის შემცირებით.
ომეგა 3 ის ცხიმოვანი მჟავები უზრუნველყოფს პროსტაგლანდინების სინთეზს, აქვეითებს თრომბოქსანის დონეს, ამუხრუჭებს ციკლოოქსიგენაზას მოქმედებას, რაც ამცირებს ლეიკოტრიენების დონეს და შესაბამისად ანთებითი და ალერგიული რეაქციების გამოვლინებას.
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) არეგულირებს ფოსფორ–კალციუმისა და ძვლების მინერალიზაციის პროცესებს, აუცილებელია მოზარდი ორგანიზმის ძვალ-სახსროვანი სისტემისა და კბილების ფორმირებისთვის. ვიტამინი D3 ლიმფოკინების სინთეზზე ზემოქმედების გზით მონაწილეობს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებასა და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ვიტამინი D3 დაბალი დონე იწვევს რაქიტს, იმუნიტეტის დაქვეითებას, ინსულინ რეზისტენტობას და კარდიომეტაბოლურ დაავადებებს.
თუთია Zn ხელს უწყობს თავის ტვინის ნერვული უჯრედების ზრდასა და ფორმირებას, მეხსიერების გაუმჯობესებას, აუცილებელია იმუნური სისტემის აქტივაციისთვის, კანის, თმის, ფრჩხილების ნორმალური ზრდისთვის, ჭრილობების შეხორცებისთვის, სასქესო ორგანოების ნორმალური ფუნქციონირებისათვის.
ჩვენება პედიატრიასა და გინეკოლოგიაში:
ჩვენება მოზრდილებში:
დოზირება და მიღების წესი:
ერთი ფლაკონი (5მლ) დღეში ერთხელ ჭამის დროს ან უშუალოდ ჭამის შემდეგ.
მკურნალობის კურსი 2-3 თვე. გამოყენების წინ ფლაკონი უნდა შეანჯღრიოთ.
ომეგაცინკი გამოიყენება ბავშვებში 1 წლიდან და მოზრდილებში.
გვერდითი მოვლენები: გამოვლენილი არ არის.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის პირობები:
ინახება 25ºC-ზე ნაკლები ტემპერატურის პირობებში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ მშრალ ადგილას.
გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: სიროფი ერთჯერადი კოვზის ფორმის ჰერმეტულ ფლაკონებში, თითოეული 5მლ. #20 ფლაკონი, მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი:
Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc. İstanbul, Turkey
საავტორო უფლება:
Berko Pharmaceuticals and Chemicals Ind. Inc. İstanbul, Turkey
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში შპს BIH
გლუკოზა 5%-იანი
სავაჭრო დასახელება: გლუკოზა
სამკურნალო ფორმა: 5% საინფუზიო ხსნარი
შემადგენლობა:
100 მლ ხსნარი შეიცავს:
უწყლო გლუკოზა 5გ
ნატრიუმის ქლორიდი
აღწერილობა:
უფერო, ან მოყვითალო ფერის გამჭვირვალე სითხე.
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ნახშირწყლები
ფარმაკოლოგიური თვისებები
5% გლუკოზის იზოტონური ხსნარი გამოიყენება ორგანიზმის სითხით შესავსებლად. ამის გარდა, იგი წარმოადგენს ადვილად ასათვისებელ მკვებავ ნივთიერებას. გლუკოზის მეტაბოლიზმის დროს გამონთავისუფლდება ენერგიის მნიშვნელოვანი რაოდენობა, რომელიც საჭიროა ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის.
გლუკოზის შეყვანის დროს ძლიერდება ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, აქტივირდება გლიკოგენის დაგროვება ღვიძლში, ძლიერდება ტოქსინების ელიმინაცია ორგანიზმიდან და მათი ინაქტივაცია ღვიძლში, ადგილი აქვს გვირგვინოვანი სისხლძარღვების გაგანიერებას და ძლიერდება ნივთიერებათა ცვლის პროცესები მიოკარდიუმში.
ჩვენებები
ნახშირწყლების დეფიციტის აღდგენა ორგანიზმში. დეჰიდრატაცია, რომელიც ვითარდება ღებინების, დიარეის შედეგად და პოსტოპერაციულ პერიოდში. გლუკოზის ხსნარი გამოიყენება ასევე როგორც სხვა პრეპარატების გამხსნელი.
დოზირება და მიღების წესი:
გლუკოზის ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად წვეთოვანი სახით (150წვეთი/წუთში) 2ლ-მდე დღეღამეში.
დიდი რაოდენობით გლუკოზის იზოტონური ხსნარის შეყვანისას შესაძლებელია ორგანიზმის დეჰიდრატაციის განვითარება წყალ-მარილოვანი ჰომეოსტაზის დარღვევით.
უკუჩვენებები
გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა.
განსაკუთრებული მითითებები
გლუკოზის ათვისების გასაუმჯობესებლად მასთან ერთდროულად ინიშნება: ინსულინი ერთი ერთეული 3-4გ მშრალ გლუკოზაზე, თიამინი, ასკორბინის მჟავა. გლუკოზის ხსნარი მეთილენის ლურჯთან ერთად ინიშნება ციანწყალბადმჟავათი მოწამვლის დროს.
ვინაიდან გლუკოზა წარმოადგენს ძლიერ დამჟანგავს, არ შეიძლება მისი შეყვანა ერთ შპრიცში ჰექსამეთილენტეტრამინთან. არ არის სასურველი მისი შერევა ალკალოიდების ხსნარებთან (ხდება მათი დაშლა), ზოგად საანესთეზიო და საძილე საშუალებებთან (მცირდება მათი აქტივობა) ერთად.
გლუკოზა ასუსტებს ანალგეზიური, ადრენომიმეტური საშუალებების მოქმედებას, იწვევს სტრეპტომიცინის ინაქტივირებას, ამცირებს ნისტატინის ეფექტურობას.
გამოშვების ფორმა
200მლ და 400მლ შუშის ფლაკონები; 250მლ, 500მლ, 1000მლ და 3000მლ პოლიეთილენის პაკეტები.
შენახვის ვადა:
2 წელი
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემა: ექიმის რეცეპტით
მწარმოებელი და მისი მისამართი:
ლიქვორი; სომხეთი
კალციდვიტი (CALCIDVIT)
სავაჭრო დასახელება: კალციდვიტი /CALCIDVIT/
გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება:
წამლის ფორმა: ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად
აღწერილობა: ფხვნილი მოთეთრო -მოყვითალო- მომწვანო ფერის, ლიმონის არომატით.
შემადგენლობა:
1 პაკეტის შემადგენლობაში შედის:
აქტიური ნივთიერება: კალციუმი (კალციუმის კარბონატის ფორმით DC ) 1000 მგ,
ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 880 სე (22 მკგ).
დამხმარე ნივთიერებები: ალფა-ტოკოფეროლი, მალტოდექსტრინი, მოდიფიცირებული საკვები სახამებელი, საშუალოჯაჭვიანი ტრიგლიცერიდები,კრისტალური ნატრიუმის ასკორბატი, საქაროზა, სილიციუმის დიოქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ლიმონის არომატიზატორი, კალიუმის აცესულფამი, ასპარტამი.
ათქ კოდი: A12AX
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კალციუმი სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული პრეპარატი, რომელიც არეგულირებს კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმს, განსაკუთრებით ძვლოვან ქსოვილში. ამცირებს რეზორბციას (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვას) და ზრდის ორგანიზმში ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივეს, ავსებს რა ორგანიზმში კალციუმის და D3 ვიტამინის დეფიციტს.
პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების ეფექტით.
კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კბილების მინერალიზაციაში, ნერვული გამტარობის რეგულაციასა და კუნთების შეკუმშვაში, გულის სტაბილური მოქმედების შენარჩუნებაში, წარმოადგენს სისხლის შედედების სისტემის კომპონენტს.
ვიტამინი D3 აძლიერებს ნაწლავებში კალციუმის შეწოვას და მის შეკავშირებას ძვლოვან ქსოვილში, არეგულირებს ორგანიზმში კალციუმის და ფოსფორის მეტაბოლიზმს.
კალციუმისა და D3 ვიტამინის გამოყენება აფერხებს პარათიროიდული ჰორმონის (PTH) გამომუშავებას, რომელიც წარმოადგენს მომატებული ძვლოვანი რეზორბციის სტიმულატორს (ძვლებიდან კალციუმის გამორეცხვა).
ფარმაკოკინეტიკა
კალციუმი
ჩვეულებრივ კალციუმის რაოდენობა, რომელიც შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, შეადგენს დაახლოებით მიღებული დოზის 30%-ს.
ორგანიზმში კალციუმის 99% არის ძვლებისა და კბილების მყარ სტრუქტურაში, დარჩენილი 1% უჯრედშიდა და უჯრედშორის სითხეებშია. სისხლში კალციუმის საერთო შემცველობის დაახლოებით 50% იმყოფება ფიზიოლოგიურად აქტიურ იონიზირებულ ფორმაში, მათგან დაახლოებით 10% ციტრატებთან, ფოსფატებთან ან სხვა ანიონებთან კომპლექსშია, დანარჩენი 40% შეკავშირებულია ცილებთან, პირველ რიგში ალბუმინთან.
კალციუმი გამოიყოფა ნაწლავებით, თირკმლებით და საოფლე ჯირკვლებით.
ვიტამინი D3
ვიტამინი D3ადვილად შეიწოვება წვრილ ნაწლავებში (მიღებული დოზის დაახლოებით 80%).
ქოლეკალციფეროლი ღვიძლში ჰიდროქსილირების გზით გარდაიქმნება 25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლამდე. შემდეგ თირკმლებში გარდაიქმნება აქტიურ ფორმად – 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლად. 1,25-ჰიდროქსიქოლეკალციფეროლი წარმოადგენს მეტაბოლიტს, რომელიც პასუხისმგებელია კალციუმის შეწოვის გაზრდაზე. არამეტაბოლიზებული ვიტამინი D3 დეპონირდება ცხიმოვან და კუნთოვან ქსოვილში.
D3 ვიტამინი გამოიყოფა ნაწლავებით და თირკმელებით.
გამოყენების ჩვენებები
გამოყენების წესი და დოზები
პაკეტის შიგთავსი კარგად უნდა გაიხსნას ერთ ჭიქა წყალში, მიიღება მომზადებისთანავე, უპირატესად ჭამის დროს.
პროფილაქტიკური საშუალების სახით: 1 პაკეტი დღეში.
ოსტეოპოროზის კომპლექსური მკურნალობისას: 1 პაკეტი დღეში.
D3 ვიტამინისა და კალციუმის დეფიციტის შესავსებად: 1-2 პაკეტი დღეში.
პრეპარატის სადღეღამისო დოზა ინდივიდუალურია ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე და შეიძლება შიეცვალოს ექიმის დანიშნულების მიხედვით. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას ექიმი ადგენს ინდივიდუალურად.
უკუჩვენებები
გვერდითი მოქმედება
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, გასტრალგია, დიარეა.
ნივთიერებათა ცვლის სისტემის მხრივ: მომატებული დოზებით ხანგრძლივი მკურნალობის დროს ჰიპერკალციურია და ჰიპერკალცემია.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას რეკომენდებულია სისხლის შრატსა და შარდში კალციუმის დონის მონიტორინგი, აგრეთვე თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი კრეატინინის განსაზღვრით. მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმული პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე იყენებენ საგულე გლიკოზიდებს ან შარდმდენ საშუალებებს. ჰიპერკალცემიის ან თირკმლის უკმარისობის ნიშნების შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მისი მიღების შეწყვეტა. თუ კალციუმის დონე შარდში აჭარბებს 7,5 მმოლს 24 საათის განმავლობაში (300 მგ 24 საათის განმავლობაში) რეკომენდებულია მკურნალობის შემოკლება ან დროებით შეჩერება.
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული კალციუმის და D3 ვიტამინის შემცველ ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსებთან ერთად. გასათვალისწინებელია, რომ შესაძლებელია D3 ვიტამინის დამატებითი სახით მიღება სხვა წყაროებიდან.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში აღინიშნება D3 ვიტამინის დარღვეული მეტაბოლიზმი. თუ ასეთი პაციენტები იღებენ ქოლეკალციფეროლს, აუცილებელია მისი გავლენის შემოწმება კალციუმის და ფოსფატების ჰომეოსტაზზე.
ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
უარყოფითი გავლენა მოსალოდნელი არ არის.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1,500 მგ კალციუმს და 600 სე D3 ვიტამინს. შესაძლებელია პრეპარატ კალციდვიტის არასრული დოზის მიღება (მომზადებული ხსნარის ნახევარი).
ვიტამინი D3 და მისი დაშლის პროდუქტები აღწევენ დედის რძეში. კალციდვიტი შეიძლება გამოიყენებბოდეს ლაქტაციის პერიოდში.
გამოყენება ბავშვებში
ბავშვებში 3 წლიდან პრეპარატის მიღება შესაძლებელია რეკომენდებული დღიური დოზის შესაბამისად, მომზადებული ხსნარის პროპორციული გაყოფით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ფენიტოინის და ბარბიტურატების თანადროულმა გამოყენებამ შესაძლოა შეამცირონ D3 ვიტამინის მოქმედება მეტაბოლური ინაქტივაციის გზით.
საგულე გლიკოზიდებთან ერთდროული მკურნალობისას აუცილებელია ეკგ და კლინიკური მდგომარეობის კონტროლი, რადგან კალციუმის პრეპარტებს შეუძლია საგულე გლიკოზიდების თერაპიული და ტოქსიური ეფექტების პოტენცირება.
ბისფოსფონატების, ნატრიუმის ფტორიდის ან ტეტრაციკლინების პერორალური გზით თანმხლები მიღებისას, რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მხოლოდ 3 საათის შემდეგ (არსებობს ბისფოსფონატების, ნატრიუმის ფტორიდის ან ტეტრაციკლინების შეწოვის დაქვეითების რისკი).
თიაზიდურ დიურეტიკებთან გამოყენების შემთხვევაში იზრდება ჰიპერკალცემიის განვითარების რისკი, რადგან ისინი ზრდიან კალციუმის მილაკოვან რეაბსორბციას. ფუროსემიდი და სხვა მარყუჟოვანი დიურეტიკები კი პირიქით, ზრდიან კალციუმის თირკმელებით გამოყოფას.
პრეპარატის გლუკოკორტიკოსტეროიდებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კალციუმის აბსორბციის შემცირება.
ოქსალატების (მჟაუნა, ისპანახი) და ფიტინის (ბურღულეული) შემცველი საკვები პროდუქტები ამცირებენ კალციუმის შეწოვას, ამიტომ კალციდვიტის მიღება არ უნდა მოხდეს მჟაუნას, ისპანახისა და ბურღულის მიღებიდან 2 საათის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ანორექსია, წყურვილის შეგრძნება, პოლიურია, მადის დაქვეითება, თავბრუსხვევა, სისუსტე, გულისრევა, პირღებინება, ჰიპერკალციურია, ჰიპერკალცემია; ჰიპერკრეატინინემია; ჭარბი დოზის ხანგრძლივი გამოყენებისას – სისხლძარღვების და ქსოვილების კალცინოზი.
მკურნალობა: უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა. ორგანიზმში დიდი რაოდენობით სითხის შეყვანა, მარყუჟოვანი დიურეზულების, გლუკოკორტიკოსტეროიდების, კალციტონინის, ბისფოსფონატების დანიშვნა.
შეფუთვა
ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად პაკეტში 3.6გ
30 პაკეტი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია კოლოფში.
შენახვის განსაკუთრებული პირობები:
ინახება მშრალ ადგილას, არა უმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
S.C. „Slavia Pharm SRL”
რუმინეთი, ბუქარესტი, 032266, მე-3 რაიონი, თეოდორ პალადის ბულვ. 44C
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „ნექსტრა გრუპი“
საქართველო, თბილისი, 0154, იროდიონ ევდოშვილის ქ. #18