Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 278

ინოფოლიკი #30პაკ

ინოფოლიკი

ინოფოლიკი არის საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლისა და ფოლიუმის მჟავას შემცველობით, რომელიც სასარგებლოა ამ ნივთიერებების საკვებიდან შემცირებული მიღების ან ორგანიზმის გაზრდილი მოთხოვნილების დროს.

რა ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს მიო-ინოზიტოლს?

მიო-ინოზიტოლი არის ინოზიტოლის სტერეოიზომერი. იგი ადამიანის ორგანიზმში უჯრედის მემბრანაში ბუნებრივად შემავალი ნივთიერებაა, რომელიც მთავარ ბიოლოგიურ როლს თამაშობს როგორც მეორადი მესენჯერი.

იგი, როგორც მეორადი მესენჯერი, მთავარ საკვანძო ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს სხვადასხვა ჰორმონების (როგორიცაა ინსულინი, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი FSH, თირეოტროპული ჰორმონი TSH) სიგნალის გადაცემის თვალსაზრისით. მიო-ინოზიტოლის ნაკლებობა იწვევს სწორედ ამ ჰორმონთა მიმართ უჯრედის მგრძნობელობის ცვლილებას. მიო-ინოზიტოლი აკონტროლებს სისხლში შაქრისა და ცხიმის მეტაბოლიზმს, აწესრიგებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფოლიკულარულ სითხეში მიო-ინოზიტოლის მაღალი შემცველობა ემბრიონისა და კვერცხუჯრედების კარგი ხარისხის პირდაპირი ინდიკატორია. ზოგიერთი პათოლოგიური მდგომარეობების არსებობისას, როგორიცაა პოლიკისტოზი, შეინიშნება ფოლიკულარულ სითხეში მიო-ინოზიტოლის ნაკლებობა.

რა ფიზიოლოგიური მნიშვნელობა აქვს ფოლიუმის მჟავას?

ფოლიუმის მჟავა B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინია. მონაწილეობს რნმ-ის, დნმ-ის და ცილების სინთეზში, უჯრედების დაყოფის და ქრომოსომული აღდგენის პროცესში. იგი ასევე ხელს უწყობს ქსოვილების ბუნებრივ ზრდას ორსულობის განმავლობაში, მისი დეფიციტი იწვევს ჰომოცისტეინის დონის მომატებას და კვერცხუჯრედის ხარისხის დაქვეითებას. ფოლიუმის მჟავას შემცირებული მიღება ხშირად დაკავშირებულია ნაყოფის დეფექტებთან. ფოლიუმის მჟავას მიღება ზრდის დედის ორგანიზმში ფოლატების მდგომარეობას. დედის ორგანიზმში ფოლატების დაბალი დონე რისკის ფაქტორია ნაყოფისმხრივი ნერვული ღეროს დეფექტის განვითარებისა.

გამოყენების რეკომენდაცია:

ინოფოლიკი ხელს უწყობს გლუკოზის ნორმალურ მეტაბოლიზმს, ამაღლებს უჯრედის მგრძნობელობას ინსულინის მიმართ, აუმჯობესებს ნერვული სისტემის ფუნქციონირებას, აღადგენს ფოლიკულურ სითხეში მიო-ინოზიტოლის ფიზიოლოგიურ დონეს, აუმჯობესებს კვერცხუჯრედების და ემბრიონის ხარისხსს, ამცირების ჰიპერსტიმულაციის  რისკს, ხელს უწყობს მენსტრუალური ციკლის რეგულაციას, ამცირებს გესტაციური დიაბეტის განვითარების რისკს.

მიღების წესი და დოზირება: თითო პაკეტი ორჯერ დღეში საკვებისგან დამოუკიდებლად. ინოზიტოლის მუდმივი მიწოდების გარანტიის მიზნით მიღებებს შორის დაიცავთ 12 საათიანი შუალედი. პაკეტი იხსნება 1 ჭიქა წყალში.

ინოფოლიკის შემადგენლობა: ერთი პაკეტი შეიცავს: მიო-ინოზიტოლი – 2000 მგ და ფოლიუმის მჟავა 200 მკგ

შეფუთვა: 30 პაკეტი

უსაფრთხოების ზომები:  შეინახეთ 3 წლამდე ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას. ნუ გადააჭარბებთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ არის განკუთვნილი ბალანსირებული და მრავალფეროვანი საკვების შემცვლელად, არ ცვლის ჯანსაღი ცხოვრების სტილს. შეინახეთ ინოფოლიკი მშრალ, გრილ და მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ ადგილას.

           

მწარმოებელი:

LO.LI. Pharma International S.r.l.

Via dei Luxardo, 33 00156 – Roma (Italia)

www.lolipharmainternational.com

                                                                                           

ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში:

შ.პ.ს “ინოთიმი”

მის: ქ.თბილისი, რ.აგლაძის ქ. 15

ტელ: + 995 322 309301; +995 595 744407

ელ-ფოსტა: [email protected]

ომატონი ომეგა-3 საბავშ#20კ.საღ

31.45 ლარი
29.56 ლარი

ქვეყანა: საფრანგეთი

მწარმოებელი: პოლარის

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

იმუკომაქსი #90კაფს

იმუკომაქსი / IMUCOMAX

აუმჯობესებს  იმუნური სისტემის მუშაობას

საკვები დანამატი 90 კაფსულა

ფაქტები კვებითი ღირებულების შესახებ

პორცია(დღიური დოზა): 6 კაფსულა

პორცია კონტეინერში: 15 (N90 კაფსულა)

რაოდენობა თითო პორციაში                                                              %დღიური ღირებულება

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავას სახით)

1500მგ

1667%

ვიტამინი D (ქოლეკალციფეროლის სახით)

10მკგ

50%

მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით)

400მგ

95%

თუთია (თუთიის გლუკონატის სახით)

15მგ

136%

სელენი ( L-სელენომეთიონინის სახით)

200მკგ

363%

დიდგულას ნაყოფის ექსტრაქტი (ანწლი)

500მგ

*

ზეთისხილის ფოთლის ექსტრაქტი  (20% oleuropein)

100მგ

*

ანდროგრაფის (Andrographis) ფხვნილი

150მგ

*

კუძუს ფესვის ფხვნილი

150მგ

*

ვარდკანაფას 4:1  ექსტრაქტი

25მგ

*

N-აცეტილ-L-ცისტეინი

50მგ

*

ნივრის ბოლქვის ფხვნილი

200მგ

*

კურკუმის ფესვის  ექსტრაქტი (95% კურკუმინოიდები)

250მგ

*

ქერცეტინი (ქერცეტინის დიჰიდრატის სახით)

500მგ

*

ორეგანოს ფოთლის ფხვნილი

500მგ

*

*დღიური ღირებულება არ არის დადგენილი.

სხვა ინგრედიენტები: ცელულოზა,ბრინჯის ფქვილი და მაგნიუმის სტეარატი.

რეკომენდებული გამოყენება: 2-2 კაფსულა 3 ჯერ დღეში. სასურველია, ჭამის დროს ან ექიმის მითითებით.

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას. აღნიშნული პროდუქტი არ არის განკუთვნილი ორსულებისთვის, მეძუძური დედებისთვის და 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. თუ აღგენიშნებათ რაიმე სახის დაავადება ან გაქვთ კითხვები აღნიშნული პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ან სხვა რომელიმე საკვები დანამატის მიღებამდე აუცილებელია გაიაროთ სამედიცინო კონსულტაცია.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ თუ ლუქის მთლიანობა დარღვეულია ან არ აქვს. შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას.

დისტრიბუტორი: ნიუ ფარმა

მწარმოებელი: Healtherco

აშშ, მასაჩუსეტსი 02110, ბოსტონი, ფრანკლინის ქ. 225

www.healtherco.com

გლიცერინი 25მლ ფლ (საქ)

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

ომატონი ომეგა-3 #30კ.საღ

32.16 ლარი
30.22 ლარი

ქვეყანა: ამერიკა

მწარმოებელი: ალფა ვიტამინს

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

თიორეტინი #30ტ

თვის შეთავაზება kirurgia.ge
აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა

გლიცერინი 25მლ ფლ

                                გლიცერინი

ზოგადი დახასიათება:
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური თვისებები: გლიცერინი (1,2,3-პროპანტრიოლი) ან გლიცეროლი_ უფერო, ბლანტი (სიროფის მსგავსი) მოტკბო გემოთი, ჰიგროსკოპიული სითხე. იგი წარმოადგენს სუბსტანციას მალამოების, ლინიმენტის, სანთლების, საშოს ბურთულების და სხვა სამკურნალო ფორმების დასამზადებლად.

გამოშვების ფორმა:
სითხე

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გლიცერინი მუდმივად წარმოიქმნება ორგანიზმში ცხიმების ფერმენტული დაშლის დროს. როგორც ენდო, -ასევე ეგზოგენური გლიცერინი განიცდის ჟანგვას ნახშირმჟავად და წყლის წარმოქმნით. სუფთა სახით გლიცერინს (გლიცეროლს) გააჩნია გამაღიზიანებელი ეფექტი, რომელიც ქრება წყლის (30-50%-მდე), ვაზელინის, ლანოლინის დამატების დროს. გლიცერინი ამცირებს ბევრი სამკურანლო საშუალებების გამაღიზიანებელ მოქმედებას. იგი თითქმის არ შეიწოვება კანით, თუმცა კარგად _ ლორწოვანი გარსებით.

ჩვენება:
პრეპარატი ინიშნება როგორც კანის და ლორწოვანი გარსების დამარბილებელი საშუალება, ასევე ყაბზობის დროს.
 
დოზირება და მიღების წესი:
მოზრდილებში, მშრალი დამსკდარი კანის დროს, გლიცერინი ინიშნება აპლიკაციის სახით. როგორც საფაღარათო საშუალება, სანთლების და ოყნის სახით (2-5მლ).

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის ჭარბი დოზირების დროს, მათ შორის მდგომარეობა, როდესაც აღინიშნება მომატებული შეწოვა სისხლში, იწვევს ჰემოლიზს, ჰემოგლობინურიას, თირკმელების მეთჰემოგლობინური ინფარქტი. შესაძლებელია ნაწლავების გაღიზიანება.

წინააღმდეგჩვენება:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები და სიმსივნეები, საშვილოსნოს გაძლიერებული შეკუმშვა, კანის დესტრუქციული პროცესები.

შენახვის ვადა და პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ დახუფულ მდგომარეობაში. ვარგისიანობა მითითებულია შეფუთვაზე.

გამოშვების ფორმა:
25მლ სითხე ფლაკონში.

მწარმოებელი და მისი მისამართი:
АО «ГАЛИЧФАРМ »
УКРАИНА

ოკუვიტი კომპლიტი#60კაფს

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ნორმოლიპი #30კაფს

ნორმოლიპი

ქოლესტერინის დონის ბუნებრივი რეგულირება

აქტიური ნივთიერება:

ფერმენტირებული წითელი ბრინჯი, ტიტრირებული 5% მონაკოლინი 200 მგ.

მონაკოლინ K 10 მგ.

გამა ორიზანოლი 90მგ 

კოენზიმ Q10  10მგ

პოლიკოზანოლის  60% ოქტაკონაზოლი 5მგ.

ქრომის პიკოლინატი ექვივალენტური ქრომის  200 მკგრ.

ფარმაკოლოგიური თვისება:

ფერმენტირებული წითელი ბრინჯი: წარმოადგენს სისხლში ქოლესტერინის დონის ბუნებრივ მარეგულირებელ საშუალებას, ჰეპატო- ტოქსიური მოქმედების გარეშე. 

მონაკოლინ K:   3-ჰიდროქსი-3-მეთილგლუტარილ-კოენზიმ A რედუქტაზას ფერმენტის აქტივობის ინჰიბირებითთრგუნავს ღვიძლის დონეზე   ქოლესტერინის წარმოქმნას ,რის შედეგადაც  სისხლის პლაზმაში მცირდება  საერთო ქოლესტერინის მაჩვენებლი, ტრიგლიცერიდები , დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.

ამა ორიზანოლი : მიიღება ბრინჯის ქერქის ზეთისგან . ის გავლენას ახდენს პლაზმურ ქოლესტერინის საერთო დონეზე

კოენზიმ Q10:  მთავარ როლს  თამაშობს ბიოენერგეტიკული რეაქციების რეგულაციაში,ის ერთადერთი ცხიმსი ხსნადი ანტიოქსიდანტია,მისი მოქმედებით  მცირდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების და ტრიგლიცერიდების კონცენტრაციას სისხლში

პოლიკოზანოლის  60% ოქტაკოსანოლი : პოლიკოზანოლი  ამცირებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონეს,  ღვიძლში ქოლესტერინის პროდუქციას, ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას.

ქრომი: გავლენას ახდენს შაქრისა და ცხიმების მეტაბოლიზმის პროცესზე. 

ჩვენებები: ჰიპერტრიგლიცერიდემია,ჰიპექოლესტერინემია, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების  მაღალი შემცველობა სისხლში , სინთეზური სტატინების აუტანლობა,მეტაბოლური სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება : 1 ტაბლეტი დღეში 1 ჯერ დიდი ოდენობით წყალთან ერთად.კვების შემდეგ

გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ.

უკუჩვენება: ფეხმძიმობა, ლაქტაცია, პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილთათვის,

სხვა წამლებთან ურთიერთობა: არ მიიღება ლიპიდური ცვლის მაკორეგირებელ სხვა საშუალებასთან  ერთად.

ენახვის პორობები და ვადები: ინახება ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს

მწარმოებელი: ESI s.p.a., იტალია

პარტნიორი საქართვლოში: შ.პ.ს Prime line                                                                                                                                                                                                                      

გეომინი 500მგ #20კაფს

გეომინი
Geomini
კაფსულები

ყურადღება!
აღიშნული საშუალება არ არის წამალი და მისი ეფქტურობა არ არის აღიარებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ.

შემადგენლობა: გააქტივებული კლინოპტილოლითი — 0,5გ;

გამოყენების რეკომენდაცია:
რეკომენდირებულია მისაღებად ორგანიზმის იმუნური სიტემის ფუნქციური მდგომარეობის დაქვეითებისა და გადაღლილობის დროს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ღვიძლის ფუნქციის გასაუმჯობესებლად და ამ სისტემის დაავადებების გადატანის შემდეგ რეაბილიტაციის პერიოდში. გააჩნია ანტისტრესული და ზოგადგამაჯანსაღებელი მოქმედება.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა კლინოპტილოლითის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: პერორალურად 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

გამოშვების ფორმა:
10 კაფსულა ბლისტერზე. 2 ბლისტერი მოთავსებული მუყაოს კოლოფში.
                         
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

შენახვა: სინათლისაგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას.

გაცემის წესი:  ურეცეპტოდ.

Don`t copy text!