40.00 ლარი
37.61 ლარი
ქვეყანა: ინგლისი
მწარმოებელი: ნატურეს აიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
40.00 ლარი
37.61 ლარი
ქვეყანა: ინგლისი
მწარმოებელი: ნატურეს აიდი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
180.20 ლარი
169.39 ლარი
ქვეყანა: ამერიკა
მწარმოებელი: ამერიკა მედიკ ენდ საიეინს
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
მეკორტი®(MECORT®)
ლიოფილიზირებული ფხვნილი ი.მ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
გამხსნელით: 2მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 0,5% ხსნარი
სავაჭრო დასახელება: მეკორტი®
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები, მულტივიტამინები, სხვა კომბინაციები
შემადგენლობა
1 ამპულა (ლიოფილიზატი)შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: 10მგადენოზინტრიფოსფატს (ატფ), 50მგკოკარბოქსილაზას, 500მკგციანოკობალამინს (ვიტ. B12) და20მგნიკოტინამიდს;
დამხმარენივთიერებები: გლიცინი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი.
1 ამპულა (გამხსნელი)შეიცავს: 10მგლიდოკაინისჰიდროქლორიდს 2 მლ ხსნარში
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადენოზინტრიფოსფატი (ატფ) აფართოებს გულის სისხლძარღვთა სისტემას და აძლიერებსგულის კუნთის სისხლმომარაგებას. ატფ–ის მაღალენერგეტიკული ფოსფოეთერული ბმის გახლეჩის შედეგად გამოყოფილი ენერგია ხმარდება გულის კუნთის ენერგომომარაგებას.
კოკარბოქსილაზაკოფერმენტია, რომელიცორგანიზმშიწარმოიქმნებათიამინის ფოსფორილირებით და ახდენსმარეგულირებელზემოქმედებასორგანიზმის მის მრავალფუნქციაზე. იგიმონაწილეობსნივთიერებათაცვლისპროცესებში, განსაკუთრებითმნიშვნელოვანროლსთამაშობსნახშირწყლების მიმოცვლაში;აუმჯობესებსნერვულიქსოვილისტროფიკას;ხელსუწყობსგულ-სისხლძარღვთასისტემისფუნქციისნორმალიზაციას.
ციანოკობალამინიმონაწილეობს:ტრანსმეთილირებისპროცესში,წყალბადისტრანსპორტში, მეთიონინის, ნუკლეინისმჟავების დაქოლინისსინთეზისპროცესებში; აგრეთვეერითროციტებისფორმირებაში. ვიტამინი B12ავლენსდადებითეფექტსნერვულისისტემისფუნქციაზე, აუმჯობესებსთავისტვინისმუშაობას, მონაწილეობსიმფერმენტებისსინთეზში, რომლებიცაუცილებელიამიელინისგარსშიშემავალილიპო-პროტეიდებისპროდუცირებისათვის.
ნიკოტინამიდიარეგულირებსფოსფორილირებისპროცესებს,წყლისადაელექტროლიტებისმეტაბოლიზმს. ნიკოტინამიდისფარმაკოლოგიურიმოქმედებაგულ-სისხლძარღვთასისტემაზეგანპირობებულიამისისისხლძარღვთაგამაფართოვებელიეფექტით.
ჩვენებები:
უკუჩვენებები:
გვერდითიეფექტები:
შესაძლოააღინიშნოსჰიპერმგრძნობელობაიმავადმყოფებში, რომელთაცაღენიშნებათმომატებულიმგრძნობელობათიამინისანციანოკობალამინისმიმართ; ასევე, პრეპარატში შემავალმა მეთილ და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატმა შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (ბრონქოსპაზმი).
გამოყენების მეთოდი და დოზირება
პრეპარატის ხსნარს ამზადებენ უშუალოდ გამოყენების წინ და დაუყონებლივ შეჰყავთ ღრმად კუნთში!
დოზირება: 1 ან 2 ამპულა პრეპარატი ყოველდღიურადანდღეგამოშვებითექიმისდანიშნულებისამებრ.
გვერდითი ეფექტები:
მწვავე ალერგიული რეაქცია – ქავილი, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კიდურების, კოჭების, ტუჩებისა და ხორხის შეშუპება ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებით.
აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმე მათგანის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ შეწყვითეთ მეკორტის მიღება და მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო დახმარების სამსახურს!
ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გვერდითი ეფექტის სახით ვლინდება:კანის სიმშრალე, ქავილი, მუქი პიგმენტური ლაქები კანზე, სპაზმი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, პეპტიდური წყლულის აქტივაცია, სიყვითლე.
მეკორტის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს!
შენახვის პირობები და ვადა
სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25° Сტემპერატურაზე.
3 წელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტულიპროდუქტისჯგუფი -III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
შეფუთვა
3 ამპულა ლიოფილიზატით და 3 ამპულა გამხსნელით მუყაოს კოლოფში.
მწარმოებელი
შპს „ბიოპოლუსი“ (საქართველო)
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
შპს „ფარმაცევტული სახლი +“ (საქართველო)
1.99 ლარი
1.91 ლარი
ქვეყანა: საქართველო
მწარმოებელი: ნეოფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ესპრიკო (ESPRIKO)
ესპრიკო ეს არის სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი კვებითი დანამატი (ბალანსირებული კვება) AD(H)D (ყურადღების დეფიციტი/ჰიპერაქტივობა) მქონე ბავშვებისათვის. ამ პაციენტებში ასევე შეიძლება აღინიშნებოდეს გაფანტულობა და დაბალი აკადემიური მოსწრება.
ესპრიკო სრულად ავსებს AD(H)D მქონე ბავშვის კვების რაციონს. საღეჭი კაფსულები ხილის გემოთი, შეიცავს თევზის ქონს გაჯერებულს უმაღლესი კონცენტრაციის მქონე ომეგა-3 და ომეგა-6 ცხიმოვანი მჟავებით. ესპრიკო ასევე შეიცავს მინერალებს მაგნიუმსა და თუთიას.
ესპრიკოს შემადგენელი კომპონენტები:
ომეგა ცხიმოვანი მჟავები
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები წარმოადგენენ ნახევრად უჯერ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს. ადამიანის ორგანიზმი მხოლოდ საკვების საშუალებით იღებს საჭირო რაოდენობის ცხიმოვან მჟავებს, რადგან მათი სინთეზი ორგანიზმში არ ხდება. დაუბალანსებელი დიეტა ან არარეგულარული კვების რეჟიმი იწვევს ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტს. თევზის (მაგალითად, ქაშაყი, თინუსი, სკუმბრია და ორაგული), სხვადასხვა სახის ცხიმებისა და მწვანე ბოსტნეულის მიღებით ჩვენ შეგვიძლია ორგანიზმს მივაწოდოთ ომეგა-3-ის შემცველი ცხიმოვანი მჟავები EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) და DHA (დოკოზაჰექსა-ენის მჟავა), ომეგა-6-ს ცხიმოვანი მჟავა GLA (გამალინოლენის მჟავა).
ორგანიზმში, გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ომეგა ცხიმოვან მჟავები მონაწილეობას ღებულობს თავის ტვინში მიმდინარე მეტაბოლურ პროცესებში.
EPA (ეიკოზაპენტაენის მჟავა) მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედებს შორის ინფორმაციის მიმოცვლაში.
DHA (დიკოზაჰექსაენის მჟავა) ნერვული უჯრედების მემბრანის სტრუქტურული კომპონენტია, ასევე მნიშვნელოვანია ტვინის განვითარებისათვის და მხედველობის სიმახვილისათვის.
ომეგა-6-ს ცხიმოვანი მჟავაა GLA (გამალინოლენის მჟავა) ჩართულია ტვინის ზრდა-განვითარებაში. ის პასუხისმგებელია სწავლისა, მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის პროცესებზე.
მაგნიუმი განაპირობებს თავის ტვინში იმპულსების გადაცემას.
თუთია ჩართულია ნერვებს შორის იმპულსების გადაცემაში და ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლური პროცესების მნიშვნელოვანი კოფაქტრია.
მრავალმა კვლევამ უჩვენა, რომ AD(H)D და მასთან დაკავშირებული დაავადებები, როგორიცაა კითხვის და წერის პრობლემა ბავშვებში შეიძლება მოვხსნათ კვების რაციონში გრძელჯაჭვიანი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჩართვით.
ესპრიკო შეიცავს თევზის ქონისა და დაისის ფურისულას ზეთის ნარევს. აქედან გამომდინარე მდიდარია პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავებით.
ესპრიკოს მიღებით უზრუნველვყოფთ სრულფასოვან კვებით რაციონს AD(H)D ბავშვებისათვის.
ესპრიკოს ვიტამინებისა და მინერალების შემადგენლობა სრულად შეესაბამება AD(H)D ბავშვების ორგანიზმის მოთხოვნებს.
მინერალები:
მინერალები, როგორებიცაა მაგნიუმი და თუთია შესაძლებელია დავამატოთ იმ საკვებს, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ყოველდღიურად, რადგან ორგანიზმს არ ძალუძს ამ მინერალების წარმოება თავისთავად. მაგნიუმს დიდი რაოდენობით შეიცავს მარცვლეული, პარკოსნებიდან სოიო. თუთის მაღალი შემცველობით გამოირჩევა ძროხის ხორცი, სხვადასხვა სახის ყველი, კვერცხი, ღორის ხორცი, ინდაური, იხვი და ხოხობი.
ესპრიკოს ერთი კაფსულა შეიცავს 185 მგ ქსილიტოლს, რაც ექვივალენტურია 0.015 BU.
ესპრიკო არ შეიცავს გლუტამატს (მადის გამაძლიერებელს), ფტალატებს, ლაქტოზას და კონსერვანტებს.
ესპრიკო – უმაღლესი ხარისხის საკვები დანამატი შეიცავს:
სუფთად და წმინდად დამუშავებულ თევზის ქონს
მწუხრის ფურისულას ზეთს, რომელიც GLA (გამალინოლენის მჟავა) ძირითადი წყაროა
ყველა ცხიმი მკაცრადაა შემოწმებული მძიმე მეტალსა და სხვა ზიანის მომტან ქიმიურ ნივთიერებაზე
მიღების წესი:
5 წლის და 5 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები 4 კაფსულა დღეში, 2 კაფსულა დილას და 2 საღამოს ჭამის დროს. კაფსულები შესაძლოა დავღეჭოთ ან გადავყლაპოთ ცოტაოდენი სითხის მიყოლებით. კაფსულების შიგთავსი ასევე შეგვიძლია გავხსნათ და შევურიოთ საჭმელს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ესპრიკოს გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. ესპრიკო არის სპეციფიკური დიეტური საშუალება. მისი მიღება დაუშვებელია თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია მასში შემავალი რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
შენახვის პირობები:
რადგან ცხიმოვანი მჟავები ძალიან სენსიტიურია სინათლისა და სითბოს მიმართ, კაფსულები უნდა შევინახოთ მისივე კოლოფში გრილ და მშრალ ადგილას.
გამოშვების ფორმა
შეფუთვაშია 60 კაფსულა
ვარგისიანობის ვადა
4 წელი
ვიტ. C 1000 მგჟოლო (Sparkle)
შემადგენლობა:
1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ასკორბინის მჟავა 1000მგ.
ჩვენებები:
ვიტამინი C-ს დეფიციტის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
მიღების წესი და დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი მიიღება ორალურად ჭამის შემდეგ. 1 შუშხუნა ტაბლეტი იხსნება 1 ჭიქა (200მლ) წყალში. არ არის რეკომენდებული ტაბლეტის გადაყლაპვა ან დაღეჭვა.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სიფრთხილის ზომები:არ გადააჭარბოთ დღიურად მისაღებ რეკომენდებულ დოზას. პროდუქტი არ ანაცვლებს საკვებს.
გამოშვების ფორმა: №20 შუშხუნა ტაბლეტი, საკვები დანამატი.
ვარგისიანობის ვადა: იხილეთ შეფუთვაზე.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ.
მწარმოებელი: ,,Aconitum,’’ ლიტვა.
77.16 ლარი
72.53 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ფარმიგეა იტალია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
2.35 ლარი
2.26 ლარი
ქვეყანა: რუსეთი
მწარმოებელი: მარბიოფარმი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ლიდაზა 64 პე ამპულაში
ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად
Lydase 64 CU lyophilized powder for preparation of solution for injection
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ლიდაზა 64 პე ამპულაში ლიოფილიზატი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახალება: Hyaluronidase
სამკურნალო ფორმა: ლიოფილიზატი ამპულებში საინექციო ხსნარის მოსამზადებალდ და ადგილობრივი მოხმარებისთვის.
შემადგენლობა: ყოველი ამპულა პრეპარატი შეიცავს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათესლეებიდან მიღებულ ჰიალურონიდაზას ჯამური აქტივობით 64 პე.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფერმენტული პრეპარატი.
ATC კოდი: B06AA03
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ლიდაზა წარმოადგენს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სათესლე ჯირკვლებიდან გამოყოფილ ფერმენტულ პრეპარატ ჰიალურინიდაზას. იგი შლის შემაერთებელი ქსოვილის შუალედური ნივთიერების (უჯრედშორისი მატრიქსი) ძირითადად კომპონენტს ჰიალურონის მჟავას (აცეტილგლუკოზამინის და გლუკოურონის მჟავის კოპოლიმერი მასით ძირითადად 105-107 დალტონის ფარგლებში). ჰიალურონიდაზა ამცირებს შემაერთებელი ქსოვილის სიბლანტეს, ზრდის ქსოვილურ და ძარღვოვან გამტარებლობას, ხელს უწყობს სითხის მოძრაობას ქსოვილთშორის სივრცეებში, ამცირებს ქსოვილების შეშუპებას, არბილებს და ათხელებს ნაწიბურებს, ზრდის სახსრებში მოძრაობის ამპლიტუდას, ამცირებს კონტრაქტურებს და ეწინააღმდეგება მათ ფორმირებას.
პრეპარატის მოქმედება გრძელდება კანქვეშ შეყვანიდან 48 სთ განმავლობაში.
ჩვენებები:
დამწვრობითი, ტრავმატული და ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები; ხანგრძლივად შეუხორცებელი წყლულები (მ.შ. სხივური); სახსრების და დიუპიუიტრენის კონტრაქტურები; ოსტეოფოროზი; ანკილოზიური სპონდილოართრიტი; ხერხემლის, წელის უბნის, დისკების მძიმე დაავადებები; რბილი ქსოვილების ზედაპირული ლოკაციის ჰემატომები; სკლეროდერმია; სხვადასხვა წარმოშობის კანის ნაწიბურებიანი ცვლილებები; ნერვის წნურის და პერიფერიული ნერვების ტრავმატული დაზიანება; რევმატოიდული ართრიტი; ფილტვების ტუბერკულოზი (გართულებული ბრონქების არასპეციფიური დაზიანებებით);
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში (კერატიტები, რეტინოპათიები);
ამის გარდა, პრეპარატი გამოიყენება სამკურნალო საშუალებების შეწოვის გაუმჯობესებისთვის (ადგილობრივი ანესთეთიკები, იზოტონური ხსნარები, მიორელაქსანტები) მათი ქანქვეშ ან კუნთში შეყვანის დროს.
მიღების წესი და დოზები:
ზედაპირული ნაწიბურების დროს – კანქვეშ, კანზე ნაწიბურებიანი ცვლილებების ქვეშ ან კუნთში, დაზიანების ადგილის მახლობლად. შეჰყავთ 64 პე ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით, სულ 10 – 20 ინექცია.
ნერვის წნურის და პერიფერიული ნერვების ტრავმატული დაზიანების დროს, შეჰყავთ კანქვეშ დაზიანებული ნერვის მახლობლად, 64 პე ნოვოკაინის ხსნარში, დღეგამოშვებით. კურსი 12 – 15 ინექცია, აუცილებლობის შემთხვევაში კურს იმეორებენ.
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში შეჰყავთ სუბკონიუნკტივალურად – 0,3 მლ, პარაბულბარულად – 0,5 მლ.
ელექტროფორეზის მეთოდით აპლიკაციის დროს 1 ამპლულა პრეპარატს (64 პე ჰიალურონიდაზა) ხსნიან 60 მლ დისტილირებულ წყალში, ამატებენ 2 – 3 წვეთ 0,1 % ქლორწყალბადმჟავას და დაზიანებულ უბანზე შეჰყავთ ანოდიდან 20 – 30 წთ განმავლობაში. მკურნალობის კურსი 15 – 20 სეანსი.
უკუჩვენებები:
მოქმედი ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა; ავთვისებიანი ახალი წარმონაქმნები; მწვავე ინფექციურ-ანთებითი პროცესები; ფილტვის სისხლდენა სისხლხველება; ესტროგენების გამოყებნება; ჰემატომების მწვავე სტადია; ტუბერკულოზი გამოხატული ფილტვის უკმარისობით.
გვერდითი მოქმედებები:
ორგანიზმის ზოგადი რეაქციები: სისუსტე, სხეულის ტემპერატურის მომატება, ციებ-ცხელება, ოფლიანობა.
ნერვული სისტემის მიმართ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ანგიონევროზული შეშუპება.
ადგილობრივი რეაქციები: კუნთში ან კანქვეშ შეყვანის დროს შესაძლებელია გამონაყარის, ჰიპერემიის, სიწითლის, ქავილის, შეშუპების, ტკივილის, ინექციის ადგილზე ცხელების შეგრძნების გამჟღავნება,
ოფთალმოლოგიურ პრაქტიკაში: სუბკონიუქტივალური ან რეტრობულბარული ხერხით შეყვანის დროს შეშუპება, ქუთუთოების პარაორბიტალური უბნის, სახის კანის ჰიპერემია, სკლერების ჰიპერემია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსული ქალებისთვის. მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.
მოხმარება ბავშვებში: მონაცემები პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხო გამოყენების შესახებ ბავშვებში არ არის, ამიტომ პრეპარატის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში არ შეიძლება.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთმოქმედება: პრეპარატი აჩქარებს სხვა სამკურნალო პრეპარატების შეწოვას (ადგილობრივი ანესთეტიკები, იზოტონური ხსნარები, მიორელაქსანტები და ა.შ.).
სიფრთხილე:
დაუშვებელია პრეპარატის შეყვანა ინფექციური ანთების ან სიმსივნური წარმონაქმნების ახლოს, მწვავე სისხლჩაქცევების დროს.
ოფთალმოლოგიაში გამოიყენება მხოლოდ პაციენტის ინდივიდუალური მგრძნობიელობის არ არსებობის შემოწმების შემდეგ. სუბკონიუქტივალურად და ადგილობრივად თვალის რქოვანა ზეგამოყენების დროს შესაძლებელია დროებითი შემღვრევა და მხედველობის სხვა დარღვევები. საინექციო ხსნარებს ამზადებენ ნოვოკაინის 0,5% ხსნარზე ან ნატრიუმის ქლორიდის 0,9% ხსნარზე, ელექტროფორეზისთვის დისტილირებულ წყალზე.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვაზე ან სხვა მექანიზმებთან მუშაობაზე არ არის შესწავლილი.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ციებ-ცხელება, გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია ან ართერიული ჰიპოტენზია, ადგილობრივი შეშეპება, ჭინჭრისცხელება, ერითემა.
მკურნალობა: ადრენალინის, გლუკოკორტიკოიდების შეყვანა, ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებების გამოყენება.
პრეპარატის ჭარბი დოზირების შემთხვევაში ან ალერგიული რეაქციების გაჩენის შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
შეფუთვა:
64 პე პრეპარატი ამპულაში, 5 ამპულა პოლივინილქლორიდის ბლისტერში, 2 ბლისტერი (სულ 10 ამპულა) მოხმარების ინსტრუქციასთან ერთად პოლიგრაფიულად გაფორმებულ მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ბავშვებისთვის მიუწვდომელ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, 20C – 80C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა: 2 წელი.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი – II, გაიცემა რეცეპტით.
მწარმოებელი ფირმა: ს/ს “ბიოფარმი”, გოთუას ქ. 3, 0160, თბილისი,
e-mail: [email protected]
51.64 ლარი
48.54 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ილკო ილაჩ სან ვე თურქეთი
გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული