მთავარი წაკითხვა გვერდი 302

აპილაკი 10მგ #50ტ

აპილაკი
APILAK

გასაწოვი ტაბლეტები 10მგ
  
წამლის დასახელება: აპილაკი გრინდექსი

მოქმედი ნივთიერება: Gelee Royale

წამლის ფორმა და შემადგენლობა: 
გასაწოვი ტაბლეტები. 
1 ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ლიოფილიზებულ ფუტკრის რძის დედოს.

დამხმარე ნივთიერებები:
 
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, კალციუმის სტეარატი და კარტოფილის სახამებელი.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი საშუალება

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 
აპილაკი ანუ ე.წ. ფუტკრის რძის დედო წარმოადგენს ახალგაზრდა მუშა ფუტკრების ალოტროფიული ჯირკვლების სეკრეტს. მას გააჩნია ზოგადი მატონიზირებელი, ანტისპაზმური, ნივთიერაბათა ცვლის გამაძლიერებელი მოქმედება. იგი ზრდის ორგანიზმის გამძლეობას და მდგრადობას სტრესის მიმართ.
აპილაკი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიეთებების ნაზავს, მის შემადგენლობაში შედის:
• მნიშვნელოვანი ვიტამინები (C, B1, B2, B5, B6, B8, B12, H, ფოლის მჟავა, ინოზიტოლი)
• მინერალური ელემენტები (K, Na, Ca, Mg, Fe, P) და მიკროელემენტები (Zn, Mn, Cu, Co, S, Si, Ni, Cr, As, Bi):
• 23 სხვადასხვა ამინომჟავა, მათ შორის შეუცვლელი (ჰისტაიდინი, ვალინი, მეთიონინი, ტრიფტოფანი).
• სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (მაგალითად- ფერმენტი ქოლინესთერაზა, მედიატორი აცეტილქოლინი და სხვა).

ჩვენება: 
აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები ინიშნება კვების დარღვევისას, რეკონვალესცენციისა და მშობიარობის შემდგომ პერიოდში რძის გამოყოფის შეფერხების დროს, ბავშვებში- არასაკმარისი კვებისა და უმადობის დროს.   
აპილაკ გრინდექსის ტაბლეტები გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება ნერვული დარღვევის მკურნალობისას და ჰიპოტონიის დროს.

უკუჩვენებები: 
არ გამოიყენება ადისონის დაავადების (თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობა) დროს, რომელიც ხასიათდება კანის პიგმენტაციით. არ გამოიყენება თაფლის შემცველი პროდუქტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

სიფრთხილე!
აპილაკის ტაბლეტებს შეუძლია ალერგიული რეაქციის გამოწვევა.

ურთიერთმოქმედება სხვა პრეპარატებთან 
არ აღინიშნება

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: 
აპილაკი გრინდექსის გამოყენება დასაშვებია.

სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე.

მიღების წესი და  დოზირება: 
მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი  3-ჯერ დღეღამეში, ბავშვებში 1 ტაბლეტი  2-ჯერ დღეღამეში 10-15 დღის განმავლობაში. ტაბლეტი უნდა მოთავსდეს ენის ქვეშ სრულ გაწოვამდე, ვინაიდან კუჭში მოხვედრისას კუჭის წვენის ზემოქმედების შედეგად ფუტკრის რძის დედო იშლება.

ჭარბი დოზირება:
ფუტქრის რძის დედოს მხოლოდ მცირე რაოდენობებს გააჩნია სამკურნალო ზემოქმედება. ჭარბი დოზირებისას ხდება ნივთიერებათა ცვლის პროცესების შენელება, მაგალითად, დღეღამეში 2,5გ მიღება იწვევს მოთენთილობას.
ჭარბ დოზირებაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

გვერდითი მოვლენები: 
შესაძლოა ალერგიული რეაქციების წარმოშობა. ამ დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას აღინიშნება პირის სიმშრალე, ტაქიკარდია, ძილის დარღვევები, რომელიც პრეპარატის დოზის შემცირების ან მისი მცირე ვადით შეწყვეტის შემდეგ ქრება. 
გვერდითი მოვლენების შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია!

შეფუთვა: 
10მგ ტაბლეტები, 25 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი მუყაოს შეფუთვაში.

შენახვის პირობები:  
ტაბლეტი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა.
2 წელი.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ!

გაცემის წესი:
რეცეპტის გარეშე
  
მწარმოებელი:
ს.ს. “გრინდექსი”, კრუსტპილსის ქ. 53, რიგა, LV-1057, ლატვია.

ამვიტიონი 600მგ #30კაფს

ამვიტიონი 600მგ

ტიოქტაციდის მჟავა
ერთი კაფსულა შეიცავს: ტიოქტაციდის მჟავა(ალფა ლიპოიდის მჟავა) 600მგ.
დამატებითი ინგრედიენტები: ცელულოზა, სილიკონის დიოქსიდი, მაგნეზიის სილიკატი
MCT ზეთი (საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი) და ჟელატინი
რეკომენდირებული დოზირება: მიიღეთ 1 კაფსულა 2–ჯერ დღეში

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დოზირებას, ორსულებმა, და ლაქტაციის პერიოდში მყოფმა ქალბატონებმა და 18 წლამდე ასაკის პირებმა მიმართეთ ექიმს პროდუქტის გამოყენებამდე

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას,
არ გამოიყენოთ თუ დამცავი აპკი დაზიანებულია ან მოხსნილი,
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას

მწარმოებელი: ამვილაბი
დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში

ელევიტი პრონატალი #30ტ

ელევიტ პრონატალი

ფურცელ-ჩანართი

(პაციენტებისთვის)

 

სავაჭრო დასახელება

ელევიტ პრონატალი

გამოშვების ფორმა

გარსით დაფარული ტაბლეტები

აღწერილობა

წაგრძელებული, მონაციხფრო-ყვითელი ფერის ტაბლეტები, ცალ მხარეს ნაზოლით.

შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერებები:

ვიტამინები:

ვიტამინი A (პალმეტატი)

3600 სე

ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)

500 სე

ვიტამინი E (a-როკოფეროლის აცეტატი)

15 მგ

ვიტამინი C (კალციუმის ასკორბატ დიჰიდრატი)

100 მგ

ფოლიუმის მჟვა (ვიტამინ B9)

0.8 მგ

ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი)

1.6 მგ

ვიტამინი B2 (რიბოფლავინი)

1.8 მგ

ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

2.6 მგ

ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი)

4 მკგ

ნიკოტინამიდი (ვიტამინ PP)

19 მგ

ბიოტინი

200 მკგ

კალციუმის პანთოტენატი (ვიტამინ B5)

10 მგ

მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები:

კალციუმი (კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, კალციუმის პანთოტენატი, კალციუმის ასკორბატ დიჰიდრატი)

125 მგ

მაგნიუმი (მაგნიუმის მსუბუქი ოქსიდი, მაგნიუმის ჰიდროფოსფატის ტრიჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი)

100 მგ

ფოსფორი (კალციუმის უწყლო ჰიდროფოსფატი, მაგნიუმის ჰიდროფოსფატის ტრიჰიდრატი)

125 მგ

რკინა (რკინის ფუმარატი)

60 მგ

თუთია (თუთიის სულფატის მონოჰიდრატი)

7.5 მგ

სპილენძი (სპილენძის უწყლო სულფატი)

1 მგ

მანგანუმი (მანგანუმის სულფატის მონოჰიდრატი, რკინის ფუმარატი)

1 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი (E421), მანიტოლი (E421), მაკროგოლი 400, გლიცეროლის დისტეარატი (E472), ჟელატინი (E441), მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ეთილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (E572), პოვიდონი K90, პოვიდონი K30

გარსი: P ჰიპრომელოზა,ტილცელულოზის წყლიანი დისპერსია, მაკროგოლი 6000, ტალკი (E553b), ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

პოლივიტამინურ-მინერალური კომპლექსი. ათქ კოდი: A11AA03

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა:

ელევიტ პრონატალი წარმოადგენს ვიტამინების, მინერალების და მიკროელემენტების კომპლექსს, რომელიც გამოიყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. ამ კომპონენტების დოზები შეესაბამება დოზებს, რომელიც რეკომენდებულია ორსული და მეძუძური ქალების საკვების რაციონისთვის. ელევიტ პრონატალი ავსებს ორსულობის ნორმალური მიმდინარეობისთვის აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტების მოთხოვნილებას.

ვიტამინები და მინერალები აუცილებელია ნაყოფის სწორი განვითარებისა და ზრდისთვის, მეტაბოლიზმის სწორი მიმდინარეობისათვის (ლიპიდების, ტუკლეინის მჟავების და პროტეინების ფორმირება; ამინომჟავების, კოლაგენის და ნეირომედიატორების სინთეზი).

პრეპარატის ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

ვიტამინი A მონაწილეობს სხვადასხვა ნივთიერებების სინთეზში (ცილები, ლიპიდები, მუკოპოლისაქარიდები) და უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსის, ასევე მხედველობის ორგანოს   ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B1 მონაწილეობას იღებს გულის ნორმალურ მოქმედებაში, რაც განპირობებულია ნორმალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებით.

ვიტამინი B2 ხელს უწყობს კანის რეგენერაციის პროცესს, მათ შორის კანის უჯრედების.

ბიტამინი B6 ხელს უწყობს ძვლების სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებას, კბილების, ღრძილების; ასევე, მოქმედებს ეროთროპოეზზე, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

ვიტამინი B12 მონაწილეობს ერითროპოეზში, ხელს უწყობს ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.

B ჯგუფის ვიტამინები მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ფერმენტის წარმოქმნაში, რომელიც არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში, ამცირებს გულის რევის შეტევების  რაოდენობას და ღებინებას ორსულობის დროს ქალებში ტოქსიკოზისას.

ვიტამინი С მონაწილეობას იღებს ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების დაჟანგვის პროცესებში, შემაერთებელი ქსოვილის ცვლის რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში და ქსოვილების რეგენერაციაში, ასტიმულირებს სტეროიდული ჰორმონების წარმოქმნას, ანორმალიზებს კაპილარების შეღწევადობას. ვიტამინი С ხელს უწყობს ორგანიზმის გამძლეობას ინფექციების მიმართ, ამცირებს ანთებით პროცესებს.

ვიტამინი D3 დიდ როლს თამაშობს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის დაბალანსებაში ორსულ ქალებში.მისი ნაკლებობის დროს ბავშვებში თავს იჩენს რაქიტიზმი, ხოლო უფროსებში ძვლის ქსოვილში მცირდება კალციუმის შემადგენლობა (ოსტეოპოროზი).

ვიტამინი E – ბუნებრივი ანტიოქსიდანტი, ხელს უშლის სისხლის მომატებულ შედედებას და დადებითად მოქმედებს პერიფერიულ სისხლისმიმოქცევაზე. მონაწილეობას იღებს ცილების და ჰემოგლობინის სინთეზში, უჯრედების ზრდის პროცესში, ჩონჩხის კუნთების პროცესში, გულისა და სისხლძარღვების, სქესობრივი ჯირკვლების. ვიტამინი E-ს ნაკლებობა ორსულობის ადრეულ პერიოდში შეიძლება გახდეს ნაყოფის მოშლის მიზეზი.

ბიოტინი მონაწილეობას იღებს ცვლის პროცესებში, ხელს უწყობს ცილების მონელებაში.

კალციუმის პანთოტენატი მონაწილეობას იღებს ცხიმების, ცილების და ნახშირწყლების მეტაბოლურ პროცესებში.

ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ამინომჟავების მეტაბოლიზმში, პურინისა და პირიმიდინის ფუძეების სინთეზში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ამცირებს დნმ-ის ბიოსინთეზს და იწვევს უჯრედოვანი რეპლიკაციის მოშლას. ამის შედეგად, შესაძლებელია სისხლწარმოქმნის პროცესისა და ნაყოფის ნერვული სისტემის მოშლა ორსულობისას.

ნიკოტინამიდი მონაწილეობას იღებს ჟანგვა-აღდგენის პროცესებში, უზრუნველყოფს წყალბადისა და ფოსფატის გადატანას.

კალციუმი მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის წარმოქმნაში, სისხლის შედედებაში, ნერვული იმპულსების გადაცემაში, ჩონჩხოვანი და გლუვი კუნთების შეკუმშვაში, გულის ნორმალურ ფუნქციონირებაში. ის, ასევე, მონაწილეობს რკინის აბსორბციის პროცესში.

მაგნიუმი მონაწილეობას იღებს კუნთებისა და ძვლოვანი ქსოვილების ფორმირებაში, ასევე, მონაწილეობას იღებს ცილების სინთეზში.

რკინა წარმოადგენს ჰემოგლობინის მოლეკულის ნაწილს, მონაწილეობს ორგანიზმში ჟანგბადის მოლეკულის გადატანაში და ხელს უშლის ანემიის განვითარებას ორსულ ქალებში, განსაკუთრების II და III ტრიმესტრში.

მანგანუმი მონაწილეობს ძვლების მინერალიზაციის პროცესში.

სპილენძი აუცილებელია ერითროციტების ნორმალურ ფუნქციონირებაში და რკინის ცვლაში.

თუთია აუცილებელია ნაყოფის ჩონჩხის ფორმირებისათვის და ქსოვილების რეგენერაციიისათვის, შედის რამოდენიმე ჰორმონის შემადგენლობაში, ინსულინის ჩათვლით, ამცირებს მთელ რიგ მუცელშიდა ანომალიების განვითარების რისკს.

ფოსფორი ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაში მონაწილეობს, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ორგანიზმის ენერგეტიკული სისტემისათვის. ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის ზრდას, ააქტიურებს სისხლწარმოქმნას.

ფარმაკოკინეტიკა

ფარმაკოკინეტიკური თვისებები მოქმედი ნივთიერებების ფართოდ არის აღწერილი ლიტერატურაში.

მოცემული პრეპარატის მოქმედი ნივთიერებები-ვიტამინები, მინერალები და მიკროელემენტები – წარმოადგენს ჩაუნაცვლებელ კვების ელემენტებს, რომელიც ფართოდაა წარმოდგენილი ადამიანის ორგანიზმში.

კვების ელემენტების შემადგენლობა პლაზმაში და ქსოვილში რეგულირდება ჰომეოსტაზის მიერ და განპირობებულია მრავალ ფაქტორზე, ისეთი როგორიცაა სადღაღამისო მერყეობა, კვების მდგომარეობა, ზრდა, ორსულობა და ლაქტაცია.

გამოყენების ჩვენებები

ორსულობის დაგეგმვისა და ორსულობისას, ძუძუთი კვების დროს პროფილაქტიკასა და შევსების მიზნით, ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობის დროს, რაც გამოწვეულია ვიტამინებისა და მინერალების მაღალი მოთხოვნით არაბალანსირებული და/ან არასრულფასოვანი კვებით.

მიღების წესი და დოზირება

გამოყენების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ქალებს ორსულობამდე (დაგეგმვისას ერთი თვით ადრე ჩასახვამდე), ორსულობის პერიოდში, მშობიარობის შემდეგ და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებულია 1 ტაბლეტის შიგნით მიღება უმჯობესია საკვებთან ერთად, მთლიანად გადაყლაპვით და ჭიქა წყლის დალევით (250 მლ). დილის გულისრევის დროს რეკომენდებულია პრეპარატის მიღება დღისით ან საღამოს.

ბავშვები და მოზარდები:

გოგოები – მოზარდები 12-18 წლამდე ასაკის, რომლებიც ორსულად არიან, გეგმავენ ორსულებას ან ძუძუთი კვებავენ: 1 ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ.

პაციენტები თირკმლების ფუნქციის მოშლილობით:

ელევიტ პრონატალი უკუნაჩვენებია თირკმლების ფუნქციის მოშლილობის დროს. პაციენტები ღვიძლის ფუნქციის მოშლილობით:

ელევიტ პრონატალის მიღება რეკომენდებულია სიფრთხილით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოქმედება

პრეპარატი კარგად გადაიტანება, მაგრამ იშვიათ შემვევებში შესაძლებელია დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, ღებინება, დიარეა, გულისრევა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება, ქოშინი, კანის გაღიზიანება, კანზე გამონაყარი, ბუშტუკოვანი გამონაყარი, ანაფილაქსიური შოკი. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

შესაძლებელია შარდის ყვითლად შეფერვა (დაკავშირებულია პრეპარატში ვიტამინი B2-ის შემცველობასთან და არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა) პრეპარატი შეიცავს რკინას, რასაც შეიძლება მოყვეს განავლის შავ ფერად შეღებვა. ეს ეფექტი უსაფრთხოა და არ აქვს კლინიკური მნიშვნელობა.

C ვიტამინმა შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზური ანემია გლუკოზო-6-ფოსფატ დეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ჰიპერკალციურია, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, უძილობა, მომატებული აღგზნებადობა.

ზემოაღნიშნული გვერდითი ეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში, ასევე რეაქციების, რომელიც ინსტრუქციაში არ არის აღწერილი, აუცილებელია სამკურნალო საშუალების მიღების შეწყვეტა და ექიმთან მიმართვა.

უკუჩვენებები

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატოის კომპონენტების  მიმართ, A ან/და D ვიტამინების ჰიპერვიტამინოზი, ვიტამინ A-სთან ან სინთეზურ იზომერებთან – იზოტრერინოინით და ეტრეტინატით (ბეტა კაროტინი განიხილება როგორც ვიტამინი ა-ს დამატებითი მიღების წყარო) ერთობლივი მკურნალობა, ჰიპერფოსფატემია, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია, შარდით კალციუმის გამოყოფის გაძლიერება,თირკმლების ფუნქციის მოშლა, რკინის და სპილენძის მეტაბოლიზმის დარღვევა.

ჭარბი დოზირება

ელევიტ პრონატალის რეკომენდებული დოზებით მიღების შემთხვევაში ვიტამინებით და მინერალებით ჭარბი დოზირების დამადასტურებელი მონაცემები არ არსებობს.

ჭარბი დოზირების შემთხვევების უმეტესობა გამოწვებულია ვიტამინების შემცველი სხვა საშუალებების დიდი დოზების ერთდროული მიღებით. მწვავე და ხანგრძლიბმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს A და D ჰიპერვიტამინოზი, ჰიპერკალციემია, რკინის და სპილენძის ტოქსიკურობა.  

მწვავე ჭარბი დოზირების სიმპტომებად შეიძლება ჩაითვალოს: თავის ტკივილი, ცნობიერების დაბინდვა, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის დარღვევა- ყაბზობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

ამ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.

უსაფრთხოების ზომები

არ გადააჭარბოთ მითითებულ ვიტამინი A-ს და ვიტამინ D-ს, რკინის და სპილენძის შეიძლება იყოს ჯანმრთელობისათვის სახიფათო. ფოლიუმის მჟავას, ვიტამინ B12-ის და რკინის მომატებულმა დოზებმა შეიძლება შენიღბოს ანემიის ზოგიერთი ფორმები.  

პაციენტებმა, რომლებიც ღებულობენ ვიტამინების შემცველ სხვა პრეპარატებს, მიღების დაწყებამდე კონსულტაცია უნდა გაიარონ მკურნალ ექიმთან.

პრეპარატი შეიცავს ლაქტოზას და მანიტოლს, რაც გასათვალისწინებელია გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტოზის უკმარისობისას ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევის დროს.

პრეპარატი არ შეიცავს იოდს. იოდის დამატებითი წყაროს აუცილებლობისას საკითხი უნდა შეთანხმდეს ექიმთან.

ლაქტაციის პერიოდში მიღებული ვიტამინები და მინერალები გამოიყოფა ლაქტატში, რაც გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში თუ ბავშვი ღებულობს ვიტამინურ-მინერალურ სხვა კომპლექსებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

პრეპარატი შეიცავს რკინას, ამიტომ აფერხებს ნაწლავში ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკების შეწოვას და ეს იწვევს ანტიბიორიკის და რკინის შრატისმიერი კონცენტრაციის შემცირებას. თუ აუცილებელია ამ პრეპარატების ერთდროული მიღება, პაციენტბმა ტეტრაციკლინი უნდა მიიღონ პრეპარატის მიღებამდე 2 საათით ადრე ან მიღებიდან 2 საათის შემდეგ.

ანტაციდების და რკინის შემცველი პრეპარატების ერთდოულმა მიღებამ შეიძლება  შეამციროს რკინის შეწოვა, ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის აუცილებელია სამსაათიანი შუალედის დაცვა.

კალციუმის, მაგნიუმი, სპილენძის ან თუთიის შემცველმა პრეპარატებ,ა შეიძლება გაუარესოს ანტიბიოტიკების და ნატივირუსული პრეპარატების შეწოვა და როგორც შედეგი შეამციროს მათი სისტემური კონცენტრაცია. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ ორივე პრეპარატს უნდა გააკეთონ 1-2 საათიანი შუალედი.

ვიტამინი E-ს შემცველი პრეპარატების გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით, პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ანტიკოაგულაციუს პრეპარატებს ან თრომბოციტების აგრეგაციაზე მოქმედ საშუალებებს.

ერთდროულმა მკურნალობამ საფაღარათე საშუალებებით, როგორიც არის პარაფინის ზეთი, შეიძლება შეამციროს ვიტამინ D-ს შეწოვა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. 

ფოლიუმის მჟავას მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ანტიეპილეპტიური/კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებების ეფექტის შემცირება, ისეთი როგორიცაა კარბამაზეპინის, ფენიტოინის, პრიმიდონის და ბარბიტურატების.

თიაზიდებთან და დიურეტიკებთან ერთობლივმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალციემია, ვინაიდან, თიაზიდური დიურეტიკები ამცირებს კალციუმის გამოყოფას შარდთან ერთად.

ზოგიერთ სამკურნალო საშუალებასთან ერთდროული მიღების დროს შეიძლება ადგილი ჰქონდეს მათი თერაპიული მოქმედების შემციება: ლევოდოპა, ბიფისფინატები, ფტორქინოლონები, პენიცილამინები, თიროქსინი, სათითურას პრეპარატები.

ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის 2 საათის განმავლობაში ისეთი საკვების მიღების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ მჟუნმჟვას (ისპანახი და რევანდი) და ფიტინის მჟვას (დაუფქვავი მარცვლეული) მაღალ კონცენტრაციას, რამაც შეიძლება დათრგუნოს კალციუმის შეწოვა.  

ორსულობა და ლაქტაცია

დაგროვილი გამოცდილება გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ვიფიქროთ,  ვიტამინი A-ს მიღება დღე-ღამეში ორსულობის პირველი ტრიმესტრის მანძილზე 10000 სე-ზე ჭარბად იწვევს ნაყოფის თანდაყოლილ მანკებს. ელევიტ პრონატალი შეიცავს 3600სე/ტაბ.-ს ან 1080 მკგ/ტაბ.-ს.

ასევე გასათვალისწინებელია, ვიტამინი A და D – ს წყაროს წარმოადგენს პროდუქტები (მაგალითად, ვიტამინი A-თი მდიდარია ღვიძლის პროდუქტები და მისგან წარმოებულები) და სასმელები ამ ვიტამინების მაღალი შემცველობით.

ვიტამინი D – ს ქრონიკული ზედოზირება შეიძლება უარყოფითად აისახოს ნაყოფზე. ვიტამინი D და კალციუმი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად, არ შეიძლება მისი მოქმედების რისკის გაუთვალისწინებლობა ბავშვის ძუძუთი კვების დროს, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი იღებს რამე სხვა საკვებ დანამატს.

მეძუძური დედებისთვის სამედიცინო ინსტიტუტმა (აშშ) დაამტკიცა ვიტამინი D – ს მიღების უსაფრთხო ზღვარი 2000 სე (50მკგ) დღე-ღამეში. ელევიტ პრონატალი შეიცავს 500 სე (12.5 მკგ) ვიტამინ D-ს ერთ ტაბლეტში.

ტრანსპორტის ან მექანიზმის ტარებაზე მოქმედების ზეგავლენა

არ მოქმედებს.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

ვარგისობის ვადა

2  წელი. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შეფუთვა

10 ტაბლეტი ბლისტერში..

3 ან 10  ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ურეცეპტოდ.

განმცხადებელი/მწარმოებელი ფირმის დასახელება, მისამართი

ბაიერ კონსუმერ კერ აგ

პეტერ მერიან-შტრასე 84, 4052 ბაზელი შვეიცარია

 

როტენდორფ ფარმა გმბჰ,

ოსტეფელდერ შტრასე 51-61, 59320 ენიგერლოხ, გერმანია

 

ელევიტი დაგეგმვა,Iტრიმესტ#30ტ

45.02 ლარი
42.31 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბაიერ რუსეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ალოეს წვენი 50მლ ფლ (ნეოფ)

ალოეს წვენი
Succus Aloёs

შემადგენლობა:


ალოეს მშრალი ექსტრაქტი  – 1,4 გ; ეთილის სპირტი 96%; სორბინის მჟავა ან ქლორბუთანოლჰიდრატი; გამოხდილი წყალი – 100 მლ-მდე;  
ალოეს წვენის შემადგენლობაში შედის ანტრაგლიკოზიდები, ვიტამინი K, ლორწოვანი ნივთიერებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ახასიათებს ბაქტერიოციდული, ანტივირუსული, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტური მოქმედება. აძლიერებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ჯირკვლების სეკრეციას, ნაღვლის დენას, მადას, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, აქვს სუსტი  საფაღარათო მოქმედება. შეიცავს ბიოგენურ სტიმულატორებს, აძლიერებს კანის და ლორწოვანი გარსის რეგენერაციულ პროცესებს.

ჩვენება:

> ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ქრონიკული შეკრულობა, უმადობა;
> ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარის დაქვეითება ინფექციური დაავადებების მიმართ;
> მწვავე რინიტი;
> წყლულოვანი სტომატიტი;
> ჩირქოვანი ჭრილობები, დამწვრობა, ტროფიკული წყლულები, ფურუნკულოზი, დერმატიტები, კანის ტუბერკულოზი, კანის სხივური დაავადებები;
> საშვილოსნოს ყელის ეროზიები, კოლპიტები.

უკუჩვენება:
> ჰემორაგიული სისხლდენა, მეტრორაგია (მუცლის ღრუს ორგანოებში სისხლის მიდინების გაძლიერების გამო);
> ღვიძლის ციროზი, ქრონიკული პანკრეატიტი; აპენდიციტი; კრონის დაავადება, წყლულოვანი ენტეროკოლიტი;
> დიფუზური გლომერულონეფრიტი;

შენიშვნა: ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაღარიბება კალიუმით და საგულე გლიკოზიდების, ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედების გაძლიერება.
თიაზიდურ დიურეტიკებთან, ძირტკბილას პრეპარატებთან და კორტიკოსტეროიდებთან კომბინირებული მიღებისას, იზრდება კალიუმის დეფიციტის განვითრების რისკი.

გვერდითი მოვლენები:
საფაღარათო ეფექტის მიღების მიზნით ხანგრძლივი და დიდი დოზებით გამოყენებისას, შესაძლოა გამოიწვიოს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკის დათრგუნვა ლორწოვანი გარსის გაღიზიანების გამო;

მიღების წესი  და დოზირება:
პერორალურად: 1 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 20-30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი 15-30 დღე.
წვეთების სახით: 5-8 წვეთი თითო ნესტოში 2-3-ჯერ დღეში.
გარეგანი ხმარებისათვის: საფენების სახით, გინეკოლოგიურ პრაქტიკაში – ტამპონების სახით.

გამოშვების ფორმა:
50 მლ ნარინჯისფერი მინის ან პოლიმერული მასალის ფლაკონებში.

ვარგისიანობის ვადა:  2 წელი.

ელევიტი MILKA #30ტ

43.42 ლარი
40.82 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: როტენდორფ ფარმა/ბაიერ აგ

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ალოეს ექსტრაქტი 1მლ #10ა(თბქიმ

1.65 ლარი
1.58 ლარი

ქვეყანა: საქართველო

მწარმოებელი: თბილქიმფარმი (ჯი ემ თი ფარმა)

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ალოეს ექსტრაქტი 1მლ #10ა (თბ)

“ალოეს ექსტრაქტი თხიერი საინექციო”
(EXTRACTUM ALOES FLUIDUM PRO INJECTIONIBUS)

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: Extractum aloes fluidum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოგენური სტიმულატორი.
ათქ კოდი: D03AX
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: პრეპარატი მზადდება აკადემიკოს ვ.პ. ფილატოვის მეთოდით სიცივესა და სიბნელეში დაკონსერვებული ალოეს (Aloe aborescens) ახალი ფოთლისაგან და წარმოადგენს მის წყლიან ექსტრაქტს 8,5 მგ/მლ ნატრიუმის ქლორიდის დამატებით. მზადდება ამპულებში დოზირებული საინექციო ხსნარის ფორმით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: პრეპარატი წარმოადგენს ბიოგენურ სტიმულატორს; ააქტიურებს ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლას, ძირითადათ ქსოვილური გამტარუნარიანობის ზრდის ხარჯზე; ასტიმულირებს რეგენერაციის პროცესებს.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ბოლომდე შესწავლილი არ არის. არსებული მონაცემების მიხედვით იგი დაკავშირებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ანტრაქინონების (ალოინი, ალოიზინი და ბარბალოინი) ანტიოქსიდანტურ აქტივობასთან, რომელიც ასტიმულირებს რეგენერატიულ პროცესებს ქსოვილებში.
ჩვენებები: ოფტალმოლოგიაში – პროგრესირებადი ახლომხედველობა, ქორეორეტინიტი, ბლეფარიტი, კონიუქტივიტი, კერატიტი, ირიტი, მინისებური სხეულის შემღვრევა. აგრეთვე გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ქალის გენიტალური ტრაქტის დაავადებათა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
დოზირება: კანქვეშ ინექციები 1მლ ყოველდღე ან დღეგამოშვებით, მკურნალობის კურსი 30-50 ინექცია. განმეორებითი კურსი ტარდება 2-3 თვის შესვენების შემდეგ.
უკუჩვენებები: გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები, ჰიპერტენზია, ნეფროზონეფრიტის მძიმე ფორმები, ტუბერკულოზი.
გვერდითი მოქმედება: ადგილობრივ-გამაღიზიანებელი მოქმედება ინექციის ადგილას. იშვიათ შემთხვევებში ალერგიული რეაქციები გამოწვეული პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობით.
განსაკუთრებული მითითებები: არ გააჩნია.
სიფრთხილე: საჭის მართვის და მანქანა-დანადგარებთან მუშაობაზე პრეპარატის მიღება გავლენას არ ახდენს.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: არ აღინიშნება.
ჭარბი დოზირება: პრეპარატის მიღების შეწყეტა და არასასურველი მოქმედების სიმპტომატური მკურნალობა.
შეფუთვა: 1 მლ ექსტრაქტი ამპულაში. შეფუთვაში 10 ამპულა.
შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +250C ტემპერატურაზე.
შენახვის პროცესში პრეპარატში დასაშვებია ნალექის გამოყოფა, რომელიც ამპულის შენჯღრევით გადადის ერთგვაროვან სინღვრივეში.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი: ფარმაცევტული კომპანია “ბიოფარმი”, 0160, გოთუას ქ. 3, თბილისი, საქართველო.

e-mail: [email protected]

ელევიტი II-III ტრიმესტრი#30ტ

53.04 ლარი
49.86 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბაიერ რუსეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

ევროფარი 150მლ სიროფი *

32.00 ლარი
30.08 ლარი

ქვეყანა: თურქეთი

მწარმოებელი: ვეფა ილაჩ თურქეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო