34.34 ლარი
32.27 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: ფიტერმან ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
34.34 ლარი
32.27 ლარი
ქვეყანა: რუმინეთი
მწარმოებელი: ფიტერმან ფარმა
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
30.10 ლარი
28.30 ლარი
ქვეყანა: სლოვენია
მწარმოებელი: კა_ერ_კა სლოვენია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ხელა-ფერ მედ +
ახალი თაობის რკინა
რაოდენობა შეფუთვაში: N 30 კაფსულა
ხელა-ფერ მედ + არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, რომელშიც რკინა წარმოდგენილია ხელატური ამინომჟავების სახით ალბიონი ® (რკინის ბისგლიცინატი), რომელიც გამოირჩევა უაღრესად მაღალი ბიოშეღწევადობით და კარგი ამტანობით.
ხელა-ფერ მედ + მახასიათებლები:
უფრო მეტიც, ხელა-ფერ მედ + აქვს:
Albion® -ის რკინის ამინო აციდური ხელატი სრულიად ჰიპოალერგიულია (აშშ პატენტი N 7,838,040), რაც უაღრესად მნიშვნელოვანია პროდუქტის უსაფრთხოების თვალსაზრისით.
კვებითი ღირებულება | |||
ინგრედიენტები | 1 კაფსულა | 100 გ | |
ენერგეტიკული ღირებულება | 5,4კჯ/1,3 კკალ | 1338კჯ/319კკალ | |
ცხიმი | 0.6 გ | ||
მათ შორის ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები | 0,6 გ | ||
ნახშირწყლები | 0,1 გ | 36 გ | |
მათ შორის შაქარი | 0,01 გ | 2,3 გ | |
ცილა | 0,2 | 42,5 გ | |
რკინა | 30 მგ | 7,5 გ |
შემადგენლობა: რკინის ბისგლიცინატი (რკინის ამინოაციდური ხელატი), მალტოდექსტრინი - შემავსებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა -შემავსებელი, მაგნიუმის სტეარატი - შეწებების საწინააღმდეგო აგენტი, კაფსულა( ჟელატინი - კაფსულის კომპონენტი, ფერი: ტიტანიუმის დიოქსიდი).
რეკომენდაცია გამოიყენებისთვის:
რეკომენდებული დოზაა: 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკვების მიღების შემდეგ დიდი რაოდენობით წყლის მიყოლებით.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. საკვები დანამატი არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის ჩასანაცვლებლად. რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული კვება და ჯანსაღი ცხოვრების წესი.
შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილზე.
მწარმოებელი: Olimp Laboratories Sp. z o.o
დორადო® - Dorado®
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5მლ. შეიცავს: საერთო ომეგა-3 –1000 მგ., EPA (ეიკოზაპენტანის მჟავა) – 360 მგ., DHA (დოკოზაჰექსანის მჟავა)- 240 მგ., L-არგინინი- 100მგ., L კარნიტინი- 50მგ., თუთიის ოქსიდი- 10მგ., ტოკოფეროლი (ვიტამინი E) –5მგ., ვიტამინი A- 150მკგ., ვიტამინი D- 5მკგ., ვიტამინი ჩ- 20მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ბანანის ნატურალური არომატიზატორი, დამტკბარი მანტიტოლით.
ფარმაკოლოგიური თვისებები: თევზის ქონი შეიცავს A და D ვიტამინებს და პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს. ასტიმულირებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას სტრესულ სიტუაციებში, აფერხებს დემენციის განვითარებას. EPA და DHA მიეკუთვნებიან პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომელებიც შედიან ლიპიდების შემადგენლობაში. ისინი ხელს უწყობენ უჯრედის მემბრანების მობილობის, განვლადობისა და მთლიანობის შენარ- ჩუნებას. აუცილებელია ორსულებში ნაყოფის თავის ტვინისა და მხედველობის ორგანოს განვითარებისათვის. DHA არეგულირებს ორგანიზმში ცხიმოვანი ქსოვილის განვითარებას. საერთო ომეგა-3 ამცირებს ინსულინორეზისტენტობას და დიაბეტის განვითარების რისკს. აუცილებელია უჯრედის მემბრანის, მიტოქონდრიების, ნერვების მიელინის გარსისა და შემაერთებელი ქსოვილის წარმოსაქმნელად. L-არგინინი ამინომჟავაა. ის ხელს უწყობს ზრდის ჰორმონის წარმოქმნას, აჩქარებს დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციას, აუმჯობესებს გულის კუნთის მუშაობას, ანორმალიზებს არტერიულ წნევას. L-კარნიტინი B ჯგუფის ვიტემინების მსგავსი ნივთიერებაა, ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას, ამარაგებს ორგანიზმს ენერგიით, ზრდის ფიზიკურ ამტანობას. თუთიის ოქსიდს აქვს შემკვრელი თვისებები, ხელს უშლის დიარეის განვითარებას. ტოკოფეროლი (ვიტ. E) ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ქსოვილოვან მეტაბოლიზმში. აინჰიბირებს ქოლესტერინის სინთეზს. ასტიმულირებს კუნთოვანი ქსოვილის შემადგენლობაში შემავალი ცილების სინთეზს. ვიტამინი A მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. აუცილებელია ნორმალური მხედველობისათვის. მონაწილეობს კბილების, ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში, კანის ეპითელიუმის განახლება-რეგენერაციაში. ვიტამინი D მიეკუთვნება ცხიმში ხსნად ვიტამინებს. მონაწილეობს კალციუმის შეთვისებაში. მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებაში. ხელს უშლის რაქიტის, ოსტეომალაციის, ოსტეოპოროზის განვითარებას. ვიტამინი C ანტიოქსიდანტია, ანადგურებს თავისუფალ რადიკალებს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, ამაღლებს იმუნიტეტს.
ფარმაკოლოგიური მოქმედება: დორადო® მაღალეფექტური ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსია, რომელიც აუცილებელია მხედველობის ორგანოების, ნერვული სისტემის, გულ-სისხლძარღვთა და ძვალ-სახსართა სისტემის ნორმალური განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის. დორადოში შემავალი კომპონენტები ამცირებენ მეტაბოლური სინდრომის განვითარების რისკს. დორადო® აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ზრდის ფიზიკურ და ინეტელექტუალურ შესაძლებლობებს, აუმჯობესებს მეხსიერებას. აუმჯობესებს დასწავლის პროცესებს და პრობლემების გადაჭრის უნარს, ამაღლებს ყურადღების კონცენტრაციის უნარს. დორადო® უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ხელს უშლის რაქიტის განვითარებას. დორადო® ამაღლებს იმუნიტეტს, ამცირებს ვირუსული და ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.
ჩვენებები:
დოზირება და მიღების წესი: 6 თვიდან 4 წლამდე: 2,5 მლ. 1-ჯერ დღეში; 4-9 წელი: 5 მლ. 1-ჯერ დღეში; 9-14 წელი: 10 მლ. 1-ჯერ დღეში; 14 წელი და ზემოთ: 15 მლ. 1-ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
შენახვის წესი: პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25°C ტემპერატურისა. გახსნის შემდეგ ინახება მაცივარში.
აფთიაქიდან გაცემის წესი: გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
გამოშვების ფორმა: სიროფი ბანანის გემოთი, 200 მლ. ბოთლში, მზომი კოვზით.
მწარმოებელი: Honor Ilac Sanayi Ticaret Ltd.Şti. Ankara/Turkiye
საკვები დანამატი.
შელფერუმი SHELLFERRUM
შემადგენლობა:
რკინის გლუკონატი - 360 მგ
ვიტმინი-B 6 4,0 მგ
ვიტამინი C - 80 მგ
ფოლის მჟავა - 300 მკგ
ვიტამინი B12 - 15 მკგ სამკურნალწამლო ფორმა:გარსით დაფარული ტაბლეტები, ჰემოპოეზის სტიმულირებისათვის.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
კომბინირებული პრეპარატი. რკინის გლუკონატი ახდენს ორგანიზმში რკინის (Fe)დეფიციტის შევსებას, შედის ჰემოგლობინის (Hბ)შემადგენლობაში. პირიდოქსინი (ვიტამინი B6) ფერმენტის სახით მონაწილეობს ამინომჟავების, ცილების მეტაბოლიზმში, ასევე ნეირომედიატორების სინთეზის პროცესებში.
ფოლიუმის მჟავა წარმოადგენს ნაყოფის განვითარებისათვის აუცილებელ ვიტამინს. ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა ორსულობის პირველ კვირებში იწვევს ნაყოფში დეფექტის განვითარებას.
ვიტამინი B12 მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლმბადი ორგანოების ფუნქციონირებაში: მონაწილეობას ღებულობს პურინის და პირიმიდინის ფუძეების, ნუკლეინის მჟავების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია ერითროპოეზის პროცესისათვის, აქტიურად მოქმედებს ერითროციტებში ისეთი ნაერთების დაგროვებაზე, რომლებიც შეიცავს სულფჰიდრილურ ჯგუფებს. ვიტამინი B12 აგრეთვე მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესებში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს. აძლიერებს ორგანიზმში პროტეინების სინთეზს და დაგროვებას, შესაბამისად ახდენს ანაბოლურ მოქმედებას.
ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) არეგულირებს სისხლის შედედებას, დამჟავება - აღდგენით პროცესებს და ლიპიდების დონეს სისხლში, მონაწილეობს ფოლის მჟავას მეტაბოლიზმში, ასევე ასტიმულირებს სისხლის წარმოქმნის პროცესებს, იმუნურ სისტემას, ორგანიზმის დამცავი ფუნქციების გაზრდით.
ფოლის მჟავა (ვიტამინი B9) აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური ჩამოყალიბებისათვის და ნორმობლასტების განვითარებისათვის. ორგანიზმში აღდგებიან ტეტრაჰიდროფოლის მჟავამდე, რომელიც წარმოადგენს სხვადსხვა მეტაბოლურ პროცესებში მონაწილე კოენზიმს. ასტიმულირებს ერითროპოეზს, მონაწილეობს ამინომჟავების, ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, ქოლინის ცვლაში.
ჩვენებები:
• რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა და პროფილაქტიკა.
• ფოლიუმის მჟავის დეფიციტი.
სხვადასხვა ზემოქმედებით გამოწვეული ანემიები (ქირურგიული ჩარევები, მაიონიზირებელი გამოსხივება, ხანგრძლივი ჰემოდიალიზი და სხვ.);
- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი; (ორსულობის II და III ტრიმესტრში), მშობიარობის შემდგომ და ლაქტაციის პერიოდში.
უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა, ჰემოლიზური ანემია, ჰემოსიდეროზი, ჰემოქრომატოზი, აპლაზიური ანემია, ორსულობა I ტრიმესტრი, ბავშვთაასაკი 8 წლამდე.
გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, გასტრალგია, შეკრულობა ან დიარეა.
გამოყენების წესი და დოზირება:
შელფერუმი მიიღება პერორალურად, ჭამის შემდეგ. მკურნალობა – 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში; პროფილაქტიკა – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში. ლაქტაციის პერიოდი – 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში მთელი ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში. მკურნალობის კურსი HB-ს შემცველობის ნორმალიზებამდე და შემდგომ 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში 1-3 თვის განმავლობაში.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში.
გამოშვების ფორმა: შელფერუმი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელ ჩანართთან ერთად მუყაოსკოლოფში.
ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები: ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.
პროდუქტის და სავაჭრო მარკის მფლობელი კომპანია“SHELBY PHARMA” დიდი ბრიტანეთი.
MANUFACTURED BY
Gricar Chemical S.r.l
Via San Giuseppe 18/20,
Brugherio (MB) ITALY
დოპელჰერც აქტივი
ფოლის მჟავა +ვიტამინები B6+B12+C+E
DoppelHerz Activ Folic Acid + Vitamins B6+ B12+C+E
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი - ბიოლოგიურად აქტიური დანამატები; პოლივიტამინური პრეპარატები; პოლივიტამინები მიკროელემენტებით და ბუნებრივი წარმოშობის კომპონენტებით
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტი #30 (3X10)
1 ტაბლეტი შეიცავს: 600 მკგ ფოლიუმის მჟავა, ვიტამინი C - 300მგ, ვიტამინი E-36მგ, ვიტამინი B6 – 6. 0მგ, ვიტამინი B12 - 5.0mკგ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფოლიუმის მჟავა – ეს სიცოცხლისათვის აუცილებელი და შეუცვლელი ვიტამინია, რომელიც ორგანიზმს ესაჭიროება მრავალი სახის ნივთიერებათა ცვლისათვის.
ფოლიუმის მჟავა შედარებით აქტიურად მონაწილეობს ცილოვან ცვლაში, ნუკლეინის მჟავას და ზოგიერთი ამინომჟავას სინთეზში, შედეგად, ფოლიუმის მჟავა აუცილებელია უჯრედების დაყოფისა და ზრდის პროცესისათვის. ფოლიუმის მჟავა ასევე, გადამწყვეტ როლს ასრულებს ერთ-ერთი ამინომჟავის – ჰომოცისტეინის ცვლაში. ფოლიუმის მჟავისა და ვიტამინი B12-ის ზემოქმედებით ჰომოცისტეინი გარდაიქმნება სხვა ამინომჟავად – მეთიონინად, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ცხიმების ცვლის დროს. დამტკიცებულია, რომ სისხლის პლაზმაში ჰომოცისტეინის მომატებული კონცენტრაცია ზრდის ათეროსკლეროზის რისკს, ვინაიდან ამ დროს წარმოიქმნება თავისუფალი რადიკალები. საბოლოოდ, ამას მივყავართ სისხლძარღვების ენდოთელიუმის დაზიანებამდე. გარდა ამისა, ჰომოცისტეინი ზრდის სისხლის შედედებას. ფოლიუმის მჟავას უკმარისობა არღვევს ნორმალურ სისხლწარმოქმნის პროცესს. მისი 4-5 თვიანი დეფიციტის დროს შესაძლებელია ანემიის რომელიმე ფორმის განვითარება (მეგალობლასტური – სისხლის ანომალიური უჯრედების წარმოშობა). კვლევებმა ასევე აჩვენა, რომ ორსულ ქალებში ფოლიუმის მჟავას საკმარისი მიწოდება ამცირებს ახალშობილთა სიმახინჯეების რისკს, კერძოდ, გამოწვეულს ნერვული ღეროს დეფექტებით. ფოლიუმის მჟავას დღიური მოთხოვილებაა 400მკგ, ეს დოზა საკმარისია ათეროსკლეროზის საპროფილაქტიკოდ. ორსული ქალი ყოველდღიურად უნდა იღებდეს 600 მკგ ფოლიუმის მჟავას. მაქსიმალურ დღეღამურ დოზას წარმოადგენს – 1000მკგ.
ადამიანის ორგანიზმს არ შეუძლია ფოლიუმის მჟავას მარაგის შექმნა, ამიტომ გულ-სისხლძარღვთა სისტემის და მთელი ორგანიზმის ჯანსაღად შენარჩუნებისათვის საჭიროა ზრუნვა მის მუდმივად მიწოდებაზე.
ვიტამინი B6 – მონაწილეობს ლიპიდების, ამინომჟავების ცვლაში, ჰემოგლობინის ფორმირებაში. ასტიმულირებს კუნთების მუშაობას, აქვს კანის დაცვითი ფუნქცია, ხელს უწყობენ ზრდას.
ვიტამინი B12 – აუცილებელია ნორმალური სისხლწარმოქმნისათვის, ასევე, ანემიის განვითარების საპროფილაქტიკოდ. მონაწილეობს ნახშირწყლებისა და ამინომჟავების ცვლაში, რაც მნიშვნელოვანია ნერვული უჯრედების ფუნქციონირებისათვის.
ვიტამინი C – უჯრედული დაცვის ვიტამინი,
ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს. მონაწილეობს ლიპიდურ და ნახშირწყლოვან ცვლაში, შემაერთებელი ქსოვილის ფუნქციის შენარჩუნებაში.
ვიტამინი E – ავლენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, მონაწილეობს ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის უმნიშვნელოვანეს პროცესებში, ხელს უშლის კაპილარების განვლადობის და სიხისტის ზრდას. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას უჯრედში, ზრდის ორგანიზმის იმუნიტეტს.
დეპო ტაბლეტები უზრუნველყოფენ ვიტამინების, მაკრო- და მიკროელემენტების ნელ და თანდათანობით გამონთავისუფლებას, რაც ხელს უწყობს მათ მაქსიმალურ ათვისებას ორგანიზმის მიერ.
ჩვენებები
უჯრედების წარმოქმნისა და ზრდისათვის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობისთვის.
მიღების წესები და დოზები
ყოველდღიურად 1 ტაბლეტი ჭამის დროს, დაუღეჭავად, წყლის მიყოლებით. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ტაბლეტის ორად გაყოფა.
უკუჩვენება
შემადგენელი კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.
განსაკუთრებული მითითებები
რეკომენდაციები დიაბეტის მქონე პირებისათვის:
1 ტაბლეტი შეესაბამება 2.4 კკალ/10.1 კჯ და 0.003 პურის ერთეულს.
აქვს ნეიტრალური გემო და სუნი
შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
მწარმოებელი ქვეყანა - გერმანია
S.K.impex დისტრიბუტორი საქართველოში
ფემოლი
Cimicifuga
სავაჭრო დასახელება: ფემოლი
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
Cimicifuga racemosa
ფორმა: პერორალურად მისაღები ტაბლეტები.
კლიმაქსის საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა
ფემოლის ერთი ტაბლეტი შეიცავს 40 მგ ციმიციფუგას (Black cohosh) მშრალ სტანდარტიზირებულ ექსტრაქტს.
მოქმედების მექანიზმი
ფემოლი მცენარეული წარმოშობისაა. ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები-ფიტოესტროგენები ორგანოსელექციური, ესტროგენების მსგავსი და დოფამინერგული თვისებებით ხასიათდება. ფემოლს ახასიათებს კომლექსური ესტროგენების მსგავსი მოქმედება და გამოიყენება ესტროგენების დეფიციტის დროს პრე- და მენოპაუზის პერიოდში, ასევე ოვარიოექტომიის შემდეგ.
ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები უერთდებიან ჰიპოთალამუსის ესტროგენულ რეცეპტორებს (მოქმედებს ჰიპოთალამუსი-ჰიპოფიზი-საკვერცხეების სისტემაზე), ამცირებენ ჰიპოფიზის მიერ მალუთეინიზირებელი ჰორმონის სეკრეციას. გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავების შემცირება იწვევს პრე- და მენოპაუზის პერიოდისთვის დამახასიათებელი ფსიქოემოციური და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დარღვევების თავიდან აცილებას, რაც თავის მხრივ გამოწვეულია ესტროგენების რაოდენობის შემცირებითა და ერთდროულად, მალუთეინზირებელი ჰორმონისა და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის სეკრეციის გაძლიერებით. ფემოლის მიღების შემდეგ თერაპიული ეფექტი ვლინდება მიღების დაწყებიდან 2 კვირაში.
გამოყენების რეკომენდაცია:
ვეგეტოსისხლძარღვოვანი და ფსიქოემოციური დარღვევები პრე-, მენო- და პოსტმენოპაუზის პერიოდში:
- სიმხურვალის შეგრძნება (წამოხურება);
- გაძლიერებული ოფლიანობა;
- თავბრუსხვევა;
- თავის ტკივილი;
- მომატებული გაღიზიანებადობა;
- ხასიათის ლაბილობა;
- ძილის დარღვევა;
- გულისცემის გაძლიერება.
უკუჩვენება
- ესტროგენდამოკიდებული სიმსივნე;
- ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
- შემადგენელი კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები
ფემოლის მიღების ხანგრძლივობა, ექიმის განმეორებითი კონსულტაციის გარეშე, არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
ფემოლის დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
დოზირება და მიღების წესი
ფემოლი ინიშნება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ, საღამოს.
ფემოლის ტაბლეტები ინიშნება კვებისგან დამოუკიდებლად, წყალთან ერთად.
ფემოლის მიღება დასაშვებია ხანგრძლივად, ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე.
გვერდითი მოვლენები
იშვიათად - ეპიგასტრალური არის გარდამავალი ტკივილი, ფემოლის შემდაგენელი კომპონენტებისადმი ალერგიული რეაქცია. ძალიან იშვიათად - დაჭიმულობის შეგრძნება სარძევე ჯირკვლებში, წონის მატება, მენსტრუაციის მსგავსი გამონადენი.
ვარგისიანობა და შენახვის პირობები
ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 15-25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ტაბლეტი 40 მგ; 20 ტაბლეტი ფლაკონში. მეორადი შეფუთვა: მუყაოს კოლოფი.
მწარმოებელი:
Contract Pharmacal Corporation
USA
ფერუს-S
(რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის სიროფი)
შემადგენლობა:
თითოეული 5მლ შეიცავს:
რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი
ექვივალენტური ელემენტარული რკინის 50მგ
არომატიზებული სიროფის ბაზა q.s.
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:
რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსი
ATC Code: B03AB05
თერაპიული კატეგორია:
ჰემატოპოეზის სტიმულატორები. მაკრო და მიკრონუტრიენტები.
მოქმედების მეთოდი:
ანემიის საწინააღმდეგო პრეპარატი. ფერუსი შეიცავს რკინას რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) სახით. მოცემული მაკრომოლეკულური კომპლექსი სტაბილურია და არ ცალკევდება თავისუფალი რკინის იონების ფორმით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. პრეპარატის სტრუქტურა მსგავსია ბუნებრივი რკინის - ფერიტინის. ასეთი მსგავსების გამო, რკინა (III) ნაწლავიდან გადადის სისხლში აქტიური ტრანსპორტირების გზით. შეწოვილი რკინა და ფერიტინი ინახება ორგანიზმში, ძირითადად ღვიძლში. შემდეგ ძვლის ტვინის მეშვეობით ერთვება ჰემოგლობინში. რკინა არის რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზას კომპლექსის (III) წევრი და არ გააჩნია პროოქსიდანტური თვისებები მარტივი რკინის მარილებისგან განსახვავებით. არსებობს კორელაცია რკინის დეფიციტის სიმწვავესა და მისი შთანთქმის დონეს შორის (რაც უფრო მაღალია რკინის დეფიციტის სიმწვავე, მით უკეთესია აბსორბცია). ყველაზე აქტიური აბსორბციული პროცესი მიმდინარეობს 12-გოჯა და წვრილ ნაწლავში. პრეპარატი ფერუსის გამოყენებისას არ ხდება კბილებზე ლაქების წარმოქმნა.
გამოყენების ჩვენებები: ფერუს-S ინიშნება
- რკინადეფიციტის პრევენციისა და მკურნალობისთვის;
- ორსულობის დროს ანემიის პრევენციისთვის.
უკუჩვენებები: ფერუს -S უკუნაჩვენებია
- ჰიპერმგრძნობელობა;
- ორგანიზმში რკინის სიჭარბე (ჰემოქრომატოზი, ჰემოსიდეროზი);
- ღამის პაროქსიზმალური ჰემოგლობინურია;
- პეპტური წყლულის მწვავე სტადია;
- წყლულოვანი კოლიტი
- რკინის დეფიციტთან დაუკავშირებელი ანემია (ჰემოლიზური ანემია ან მეგალობლასტური ანემია, გამოწვეული ციანოკობალამინის ნაკლებობით, აპლაზური ანემია);
- რკინის უტილიზაციის მექანიზმის მოშლის დროს (ტყვიის ანემია, ანემია, თალასემია).
ორსულობა და ლაქტაცია
კონტროლირებულ კვლევებში ორსულებში ორსულობის 1 ტრიმესტრის შემდეგ არ შეინიშნებოდა გვერდითი ეფექტების განვითარება დედაზე და ნაყოფზე. უარყოფითი ეფექტები ნაყოფზე პრეპარატის გამო ორსულობის 1 ტრიმესტრის დროს არ გამოვლენილა.
გვერდითი ეფექტები:
საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: ძალიან იშვიათი (≥0,001% და
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
რკინა ამცირებს პენიცილამინის, ბისფოსფონატების, ფტორქინოლონების, ლევოდოპას, ლევოთიროქსინის და თუთიის აბსორბციას. მოცემული პრეპარატების მიღებას შორის ინტერვალი უნდა იყოს 2:00 სთ. ტეტრაციკლინი ამცირებს რკინის შეწოვას. კალციუმი და მაგნიუმის მარილები ამცირებენ რკინის აბსორბციას.
ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევებისას ამ დრომდე არ გამოვლენილა ინტოქსიკაციის ნიშნები და არც ორგანიზმში რკინის ჭარბი შთანთქმის შემთხვევები.
დოზირება და მიღების წესი:
მიიღება ჭამის შემდეგ (წვეთები და სიროფი - შერეული ხილის, ბოსტნეულის წვენებთან ან უალკოჰოლო სასმელთან). დღიური დოზა დამოკიდებულია რკინის დეფიციტის სიმწვავეზე და განისაზღვრება ექიმის მიერ.
ფერუს -S-ის სადღეღამისო დოზა (პერორალური სიროფი)
5-15 წლის ასაკის ბავშვები | მოზრდილები |
ელემენტარული რკინის 50-100 მგ დღეში ანუ 5მლ 1-2 -ჯერ დღეში, ჭამის დასრულებისთანავე | ელემენტარული რკინის 100-200 მგ ანუ 10-20 მლ ჭამის დასრულებისთანავე |
*თუ ექიმმა არ დაგინიშნათ სხვა დოზა
კლინიკურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის მკურნალობის ხანგრძლივობა (რკინადეფიციტური ანემია) არის 3-5 თვე ჰემოგლობინის დონეების ნორმალიზებისთვის. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება უნდა გაგრძელდეს ლატენტური რკინის დეფიციტის მკურნალობისთვის განკუთვნილი დოზებით კიდევ რამოდენიმე თვე და ორსულებში - რკინის მარაგის შევსებამდე.
რკინის ლატენტური დეფიციტის მკურნალობა გრძელდება 1-2 თვე. კლინიურად მნიშვნელოვანი რკინის დეფიციტის დროს, ჰემოგლობინის ნორმალიზება და რკინის მარაგის შევსება შეინიშნებოდა მკურნალობის დაწყებიდან 2-3 თვეში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
სიფრთხილე:
დიაბეტით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ წვეთები და სიროფი შეიცავს შაქარს.
შეფუთვა:
ფერუს-S: მუქი ყავისფერი სიროფი ქარვისფერ პლასტმასის150მლ ბოთლში, საზომი კოვზი, მოთავსებული შიდა მუყაო კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
ინახება მშრალ ადგილას. არაუმეტეს 30℃ ტემნერატურაზე. შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისობის ვადა:
ფერუს-S სიროფი პერორალური მიღებისთვის 3 წელი.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წარმოებულია ინდოეთში
სკოტიშფარმა
მუმბაი
ინდოეთი
ტრიბესტანი
(Tribestan)
წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები
შემადგენლობა
ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება:
ტრიბესტანი 250მგ
/შეიცავს არანაკლებ 112.5 ფუროსტანოლურ საპონინს/
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ზოგადმატონიზებელი საშუალება
ჩვენება
გამოიყენება, როგორც ზოგადმატონიზებელი საშუალება ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთვების დროს და აგრეთვე მძიმე დაავადებების შემდგომ გამოჯანსაღებისა და ძალების აღდგენის დასაჩქარებლად.
მამაკაცებში გამოიყენება სქესობრივი ფუნქციის მოშლის დროს, როგორც დამოუკიდებლად, ასევე კომპლექსური მკურნალობისას სქესობრივი სისუსტის დროს, იდიოპათიური ოლიგოასთენოტერატოზოოსპერიმიით განპირობებული უნაყოფობის (სპერმაში სპერმატოზოიდების რაოდენობის კლება სრულ გაქრობამდე) და აზოოსპერმიის დროს იმუნოლოგიური უნაყოფობის შეთხვევაში, ლიბიდოს გასაძლიერებლად, ერექციის ძალისა და ხანგრძლივობის მოსამატებლად.
ქალებში გამოიყენება ფრიგიდულობის, ენდოკრინული უნაყოფობის, კლიმაქტერული სინდრომის დროს.
დისლიპოპროტეინემიის დროს იგი ამცირებს ქოლესტერინის და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობას.
უკუჩვენება
არ არის ცნობილი
რეკომენდაციები
კლიმაქტერულ პერიოდში მყოფი ქალების მკურნალობის დროს სამკურნალო დოზიდან შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით. პრეპარატის დოზის მკვეთრი შემცირების ან შეწყვეტის პირობებში შესაძლებელია კლიმაქტერული სიმპტომოკომპლექსის მეორადი გამოვლენა.
სპეცილური მითითებანი
ტრიბესტანის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდირებული. ორსულობის დადგენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა. იგი არ მოქმედებს ყურადღების კონცენტრირების უნარზე, და აქედან გამომდინარე შეიძლება იქნეს გამოყენებული მძღოლების და მანქანების ოპერატორების მიერ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ტრიბესტანის კომბინირებული გამოყენება იმ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც განაპირობებენ ოვულაციის სტიმულაციას ქალებში უნაყოფობის დროს, იწვევს პრეპარატების მოქმედების ორმხრივ გაძლიერებას.
გამოყენების წესი და დოზირება
დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პრეპარატის მიმართ პაციენტის ამტანობაზე.
როგორც მატონიზებელი საშუალება გამოიყენება 1-2 ტაბლეტი დღეში სამჯერ ჭამის დროს. მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის მოშლის დროს დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობის სიმძიმითა და თავისებურებით. ასეთ შემთხვევებში ინიშნება: 1-2 ტაბლეტი დღეში 3 ჯერ. მკურნალობის ხანგრძლივობა იმპოტენციისას იმპოტენციო ცოეუნდი) – არანაკლებ 40-50 დღისა, უნაყოფობის დროს – 70-90 დღე.
ქალებშიც მკურნალობა ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3 ჯერ დღეში. უნაყოფობის შემთხვევაში გამოიყენება მენსტრუალური ციკლის 1-დან მე-12 დღის ჩათვლით. პოსტმენსტრუალური და კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა გრძელდება 60-90 დღე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დოზა მცირდება 2 ტაბლეტამდე დღეში, შემანარჩუნებელი დოზის მიღება გრძელდება 50-60 დღის განმავლობაში (შემანარჩუნებელი დოზა).
ტრიბესტანი დოზით 2 ტაბლეტი სამჯერ დღეში გამოიყენება დისლიპოპროტეინებიის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 თვეს.
ტრიბესტანის გამოყენება დღეში სამჯერ 1 ტაბლეტის ოდენობით დასაშვებია 1 წლის განმავლობაში.
ჭარბი დოზირება
პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების დროს საჭიროა აქტივირებული ნახშირის მიღება და კუჭის ამორეცხვა. მომატებული ნერვული აგზნებადობის სიმპტომების პერსისტირების შემთხვევაში გამოიყენება დიაზეპამი ინტრავენურად 5-10 მგ-ის ოდენობით.
გვერდითი მოვლენები
არ მოიპოვება მონაცემები გვერდითი მოვლენების შესახებ.
შენახვის წესები
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობა
გამოშვების თარიღიდან 2 წელი.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მონაცემები შეფუთვის შესახებ
10 შემოგარსული ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერში, რომელიც დამზადებულია ალუმინის ფოლგისაგან. 6 ბლისტერი მოთავსებულია ერთ მუყაოს კოლოფში ინსტრუქციასთან ერთად.
გაცემის წესი
ურეცეპროდ
მწარმოებელი ფირმა და მისამართი
სოფარმა, ბულგარეთი
სოფია, ილიენსკოს შოსე #16
დოპელჰერცი ® აქტივი
ფლუ სტოპი
Zinc+selenium+vitamin C+B12+D3
იმუნური სისტემის სრულყოფილი ფუნქციონირებისა და უჯრედების დასაცავად
ლიმონის არომატით
დღეში ერთხელ
15 წყალში ხსნადი ტაბლეტი
ვიტამინი C, ვიტამინი D, ვიტამინი B12 და თუთია ხელს უწყობენ იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას.
თუთია და სელენი ხელს უწყობენ უჯრედების დაცვას ჟანგვითი სტრესისგან.
რეკომენდირებულია: მიიღოთ ერთი ტაბლეტი ყოველდღიურად. გახსენით ჭიქა წყალში (200 მლ) და დალიეთ. არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას! საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი დიეტის მაგივრად. პროდუქტი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. ეს პროდუქტი არ არის შესაფერისი თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პირთათვის, ორსული და მეძუძური ქალებისათვის. შეინახეთ მშრალ ადგილას და
25 ° C- ზე დაბალ ტემპერატურაზე.
შემადგენლობა: ლიმონის მჟავა, ნატრიუმის წყალბადის კარბონატი, L- ასკორბინის მჟავა, სორბიტოლი,
მალტოდექსტრინი, ნატრიუმის კარბონატი, ინულინი, თუთია გლუკონატი, ტრიკალციუმის ფოსფატი,
სახამებელი, ნატრიუმის ციკლამატი, არომატიზირებული, ციანოკობალამინი, ნატრიუმის საქარინი, ქოლეკალციფეროლი, ნატრიუმის სელენიტი, რიბოფლავინი -5´-ფოსფატი.
ენერგეტიკული ღირებულება:
ერთი ტაბლეტი შეესაბამება 12 კკალ / 50 კჯ-ს.
15 წყალში ხსნადი ტაბლეტი = 94,5 გრ
სერია და გამოშვების თარიღი: იხ. ტუბის ყვემოთ.
შენახვის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი:
Queisser Pharma
Schleswiger Str. 74
24941 Flensburg
Germany
email: [email protected]