62.10 ლარი
58.37 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ლეკი პოლონეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
62.10 ლარი
58.37 ლარი
ქვეყანა: პოლონეთი
მწარმოებელი: ლეკი პოლონეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
რეტაბოლილი
(RETABOLIL)
საინექციო ხსნარი ამპულებში
გენერიული დასახელება:
Nandrolone
შემადგენლობა:
1 ამპულა (1მლ) შეიცავს 25მგ ან 50მგ ნანდროლონის დეკანოატის ზეთიან საინექციო ხსნარს.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
რეტაბოლილი წარმოადგენს პროლონგირებული მოქმედების ტესტოსტერონის სინთეზური წარმოებულის ანაბოლურ სტეროიდს (დეპო პრეპარატი). იგი ხელს უწყობს ცილების სინთეზის პროცესს. აფერხებს ორგანიზმიდან აზოტის, კალციუმის, ნატრიუმის, კალიუმის, ქლორიდების და ფოსფატის გამოყოფას, რაც იწვევს სხეულის მასის მომატებას და ძვლების ზრდის პროცესების გაძლიერებას, აგრეთვე აფერხებს ორგანიზმიდან წყლის გამოყოფის პროცესს.
ჩვენება:
დაავადებები, რომელთა დროსაც აუცილებელია ანაბოლური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენება; დიაბეტური რეტინოპათია; კუნთების პროგრესირებული დისტროფია: ინფანტილური პროგრესირებული სპინალური ატროფია (ვერდინგ-ჰოფმანის სინდრომი), აგრეთვე სარძევე ჯირკვლების კიბო.
წინააღმდეგჩვენება:
წინამდებარე ჯირკვლის კიბო, სარძევე ჯირკვლების კიბო მამაკაცებში, ნეფროზი და ნეფრიტის ნეფროზული ფაზა.
ორსულობა და ლაქტაცია.
დოზირება:
რეტაბოლილი ინიშნება კუნთებში ინექციის სახით. მოზრდილებში-25-100მგ ყოველ 3 ან 4 კვირაში ერთხელ. თირკმელების ფუნქციის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში 50მგ დღეში ერთხელ ან ყოველ მეორე დღეს.
ბავშვებში, როგორც წესი, ინიშნება 0.4მგკგ წონაზე კუნთებში ყოველ 3-4 კვირაში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები:
გვერდითი მოვლენები გამოწვეულია პრეპარატის ანდროგენული ან ანაბოლური აქტივობით. პუბერტულ პერიოდში რეტაბოლილის მაღალი და განმეორებითი დოზებით გამოყენება იწვევს ნაადრევ გაძვალებას და ზრდის პროცესის შეფერხებას.
ქალებში შესაძლებელია ვირილიზაციის სიმპტომები, საკვერცხეების ფუნქციის დათრგუნვა, მენსტრუალური დარღვევები, ლიბიდოს გაძლიერება.
ღვიძლის დადებითი ფუნქციური სინჯები.
სიფრთხილე:
სიცივეში შესაძლებელია რეტაბოლილის ხსნარის გამუქება. ამ შემთხვევაში გამოყენების წინ აუცილებელია პრეპარატის ამპულის შეთბობა კრისტალების სრულ გახსნამდე.
შენახვის ვადა: 5 წელი
შენახვის პირობები:
ჩვეულებრივ 15-250Cტემპერატურაზე.
შეფუთვა:
1 ან 100 ამპულა
გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.
მწარმოებელი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.
36.74 ლარი
34.54 ლარი
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: ეი ბი სი ფარმა იტალია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ქვეყანა: იტალია
მწარმოებელი: მიტიმი იტალია
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ბეტრიმინი (B კომპლ.) 5მლ 6 ამპულა
გამოიყენება შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების დროს კომპლექსურ თერაპიაში: სამწვერა ნერვის ნევრალგია , სახის ნერვის ნევრიტი და პარეზი , რეტრობულბარული ნევრიტი , განგლიონიტები ( შემომსალტველი ლიქენი ), პოლინეიროპათიები ( დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა ).
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: ბეტრიმინი
წამლის ფორმა:
სიროფი
ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისათვის
შემადგენლობა
სიროფის 5 მლ შეიცავს :
აქტიური კომპონენტები:
თიამინის ჰიდროქლორიდი ( ვიტამინი B1) – 10 მგ
პირიდოქსინ ჰიდროქლორიდი ( ვიტამინი B6) -10 მგ
ციანკობალამინი ( ვიტამინი B12) – 0,1 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ბენზილის სპირტი, დინატრიუმ ედეტატი, საინექციო წყალი
აღწერა
წითელი ფერის გამჭვირვალე ხსნარი
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
პოლივიტამინი
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსის ნეიროტროპული აქტიური ნივთიერებების კომბინაციას.
შემადგენელი ვიტამინები : თიამინი ( B1), პირიდოქსინი ( B6 ) და ციანკობალამინი ( B 12) განსაკუთრებულ როლს თამაშობენ კოენზიმების სახით შუალედურ მეტაბოლიზმში, რომელიც მიმდინარეობს ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემაში . თიამინი ასრულებს გადამწყვეტ როლს ნახშირწყლების მეტაბოლიზმში, ასევე კრებსის ციკლში, ატფ – ის ( ადენოზიდ ტრიფოსფატი ) სინთეზში შემდგომი მონაწილეობით. პირიდოქსინი მონაწილეობს ცილის სინთეზში და ნაწილობრივ ნახშირწყლების და ცხიმების მეტაბოლიზმში. ორივე ვიტამინის ფიზიოლოგიურ ფუნქციას წარმოადგენს ერთმანეთის მოქმედების პოტენცირება, რაც ვლინდება ნერვულ, ნეირომუსკულარულ და გულ – სისხლძარღვთა სისტემებზე დადებითი ზემოქმედებით. ციანკობალამინი მონაწილეობს მიელინური გარსის სინთეზში, ასტიმულირებს ჰემოპოეზს ორგანიზმში. B1 , B 6 და B 12 ვიტამინების თერაპიული გზით შეყვანა აღადგენს ხშირად არსებულ ვიტამინების არასაკმარისი რაოდენობით შესვლას საკვების მეშვეობით, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმში კოენზიმების აუცილებელი რაოდენობის არსებობას. ამ ვიტამინების თერაპიული გამოყენება ნერვული სისტემის სხვადასხვა დავადებების დროს, მიმართულია იქით, რომ ერთის მხრივ, მოახდინოს არსებული დეფიციტის კომპენსირება ( შესაძლოა ორგანიზმის გაძლიერებული მოთხოვნის გამო , რაც გამოწვეულია დაავადებით ) და მეორე მხრივ, იმისთვის, რომ მოახდინოს ბუნებრივი მექანიზმების სტიმულირება , რომლებიც მიმართულია აღდგენაზე.
გამოყენების ჩვენებები
შემდეგი ნევროლოგიური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში :
სამწვერა ნერვის ნევრალგია, სახის ნერვის ნევრიტი და პარეზი, რეტრობულბარული ნევრიტი, განგლიონიტები ( შემომსალტველი ლიქენი ), პოლინეიროპათიები ( დიაბეტური, ალკოჰოლური და სხვა ), ღამის კუნთების კრუნჩხვები, განსაკუთრებით ხანდზმული ასაკის ჯგუფში, ტკივილის სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ხერხემლის დაავადებებით ( ნეკნთაშუა ნევრალგია, ლუმბოიშიალგია, წელის სინდრომი, კისრის სინდრომი, მხარ – კისრის სინდრომი,
ფესვობრივი სინდრომი, რომელიც გამოწვეულია ხერხემლის დეგენერაციული ცვლილებებით ).
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ამ დრომდე არ არის ცნობები არასასურველი მოვლენების შესახებ ორსულობის პერიოდში ვიტამინების B1, B 6 და B 12 რეკომენდირებული დოზებით გამოყენებისას.
შეყვანის გზები და დოზები
სიროფი – 2-3 ჩაის კოვზი დღეში
საინექციო ხსნარი – მძიმე დაზიანებისას 1 ამპულა კუნთებში ( ღრმად ) ყოველდღიურად, შემდგომ უფრო იშვიათ ინექციებზე გადასვლით (2-3 ჯერ კვირაში ). ვიტამინ B 6- ის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2 გრამია .
გვერდითი მოვლენები .
შესაძლოა ალერგიული მოვლენები, რომელიც უპირატესად მიმდინარეობს კანის გამოვლინების ფორმით.
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
თიამინი მთლიანად იშლება სულფიტების შემცველ ხსნარებში. სხვა ვიტამინები ინაქტივირდებიან ვიტამინ B- ს დაშლის პროდუქტების გარემოში. ლევოდოპასთან ერთდროულად მიღებისას პირიდოქსინმა შესაძლოა შეამციროს ლევოდოპას პარკინსონიზმის საწინააღმდეგო მოქმედება.
დოზის გადაჭარბება
დოზის გადაჭარბების კლინიკური შემთხვევები არ აღნიშნულა.
გამოშვების ფორმა
სიროფი პერორალური გამოყენებისათვის 150 მლ – იან ფლაკონში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
ხსნარი ინტრამუსკულური შეყვანისათვის.
5 მლ – იანი 6 ამპულა კონტურულ დაყოფილ შეფუთვაში.
კონტურული დაყოფილი შეფუთვა მუყაოს ყუთში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
შეინახეთ არაუმეტეს 25ºC ტემპერატურისა ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
2 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).
მწარმოებელი:
HELP S.A . საბერძნეთი , ათენი – მეტამორფოზი GR 14452, ვალარიტოუს ქ . 10.


აქცია მათთვის, ვისაც აწუხებს საერთო სისუსტე, ძვლებისა და სახსრების ტკივილი, ხშირი ავადობა
30.30 ლარი
28.48 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: სანტა ფარმა ილაჩ თურქეთი
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
62.53 ლარი
58.78 ლარი
ქვეყანა: თურქეთი
მწარმოებელი: ვოლდ მედიცინ ილაჩ სან ვე
გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო
ბენევრონი BF
(Benevron BF)
სავაჭრო დასახელება
ბენევრონი BF, Benevron BF
წამლის ფორმა
შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
აღწერილობა:
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, შაქრის გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით BENEV ცალ მხარეს და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს.
შემადგენლობა
შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
აქტიურინივთიერებები:
ვიტამინი B1 (თიამინის ნიტრატი) 250 მგ
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) 15 მგ
ვიტამინი B6 (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი) 200 მგ
ვიტამინი B9 (ფოლის მჟავა) 0,50 მგ
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) 0,25 მგ
დამხმარენივთიერებები: პოვიდონი (K30), მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროფოსფატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი, ნატრიუმის მეტაბისულფიტი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის კროსკარმელოზა.
გარსისშემცველობა: შელაკი, საქაროზა, ტიტანის დიოქსიდი, გუმიარაბიკი, პონსო 4R სუპრა, კალციუმის კარბონატი, ჟელატინი, ცვილი თეთრი, კარნაუბის ცვილი.
პრეპარატის ათქ კოდი A11EA
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი B1 (თიამინისნიტრატი) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად, რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს. თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში. აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში, განსუკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების, გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველსაყოფად. ვიტამინ B1-ის დეფიციტი იწვევს რძემჟავის და პიროყურძნის მჟავის დაგროვებას, რის შედეგად შესაძლებელია პოლინევრიტების, ბერი-ბერის, ვერნიკეს ენცეფალოპათიის და კორსაკოვის სინდრომის, პოლინევროპათიის განვითარება.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს. რიბოფლავინი, არეგულირებს რა ჟანგვა-აღდგენით პროცესებს, მონაწილეობს ნახშირწყლოვან, ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ-ის ფორმირებაში, ჰემოგლობინის სინთეზში, ხელს უწყობს ქსოვილების (მ.შ. კანის უჯრედების) რეგენერაციის პროცესებს, უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინისჰიდროქლორიდი) აუცილებელია ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფოსფორილირებული ფორმით წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში (მათ შორის, დეკაბოქსილირება, გადაამინირება). მონაწილეობს შემდეგი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში: დოპამინი, ნორადრენალინი, ადრენალინი, სეროტონინი, ჰისტამინი და GABA. ვიტამინ B6-ის დეფიციტი შესაძლებელია საკვებთან მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში, ნაწლავებში შეწოვის დარღვევის შემთხვევაში, ისეთი წამლების მიღებისას, რომლებიც მის ანტაგონისტებს წარმოადგენენ, სხივური თერაპიის დროს. დეფიციტის სიმპტომებია სებორეის მსგავსი დაზიანება თვალების, ცხვირის ირგვლივ, გლოსიტი, სტომატიტი, პერიფერიული ნევრიტი, კრუნჩხვები (GABA -ს დაბალი კონცენტრაციის გამო), ძალიან იშვიათად – ანემია.
ვიტამინი B9 (ფოლისმჟავა) აუცილებელია ქსოვილების ზრდის, განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის, კერძოდ, ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის, ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას. ასტიმულირებს მარილმჟავის გამომუშავებას კუჭში. ორსული ქალის ორგანიზმში დაბალი შემცველობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მუცლის მოშლის, დღენაკლული ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა და სხვა.
გამოიყენება მეგალობლასტური ანემიის, ქრონიკული გასტროენტერიტის და პოსტრეზექციული ანემიის დროს, ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და სხვა.
ვიტამინი B12 (ციანოკობალამინი) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის, მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას – მეთილის ჯგუფების გადატანაში, ნუკლეინის მჟავების, ცილის სინთეზში, ამინომჟავების, ნახშირწყლების, ლიპიდების ცვლაში. გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში (დნმ-ის, რნმ-ის, მიელინის სინთეზი, ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები – მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი _ აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის. ვიტამინ B12-ის დეფიციტი ვლინდება სიმპტომებით სისხლმბადი და ნერვული სისტემის მხრივ. ჰემოპოეზი არაეფექტური ხდება, ამასთან ერითროპოეზი ხდება მეგალობლასტური, ხოლო მძიმე შემთხვევებში ვითარდება პანციტოპენია. ნერვული სისტემის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს შეუქცევი დაზიანებები – დემიელინიზაცია, ნეირონების კვდომა ზურგის ტვინსა და თავის ტვინის ქერქში, რაც ვლინდება პარესთეზიებით კიდურებში, არამყარი სიარულით, ზოგიერთი რეფლექსების დარღვევით და ბოლო სტადიაში – ფსიქიური დარღვევებით, ჰალუცინაციებით, ხასიათის ცვალებადობით, მეხსიერების, მხედველობის დაკარგვით და ფსიქოზით.
გამოყენების ჩვენებები
– ნერვული სისტემის სხადასხვა გენეზის დაავადებები:^პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები, ნევრალგია, პერიფერიული პარეზები და დამბლები, რადიკულიტები, ლუმბაგო, პლექსიტები, ნეკნთაშუა ნევრალგია, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი, ბავშთა ცერებრალური დამბლა, პერიფერიული ნერვების ტრავმები, ენცეფალოპათია, მათ შორის დიაბეტური, ალკოჰოლური;
– იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების, ანტიბიოტიკების, სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია;
– სხვადასხვა გენეზის ანემია;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ქრონიკული გასტრიტი, ენტეროკოლიტი, ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
– კანის დაავადებები: ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები, დერმატიტები და ნეიროდერმიტები, ფსორიაზი;
– სახსრების დაავადებები: ართრიტი, ოსტეოართროზი, რევმატიზმი, რევმატოიდული ართრიტი და სხვა.
– ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადების, სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა;
– ორსულთა ტოქსიკოზები;
– თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა: ჰემერალოპია, კერატიტი, ირიტი, კატარაქტა, რქოვანის წყლული;
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 2 წლამდე ასაკი.
განსაკუთრებული მითითებები
გასათვალისწინებელია, რომ ბენევრონი BF-ის მიღებისას შესაძლებელიაშარდის შეფერადება ყვითელ ფერად, რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კანის ქავილი.
მიღების წესი და დოზირება
ბენევრონი BF მიიღება შიგნით ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-3-ჯერ დღე-ღამეში.
ბავშვებში 2-5 წლამდე ინიშნება ½ ტაბლეტი, ხოლო 5 წლის ასაკის ზევით – 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე-ღამეში.
მკურნალობის კურსი ვარირებს ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით.
ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ბენევრონი BF-ისლევოდოპასთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ამ უკანასკნელის ანტიპარკინსონული მოქმედების დაქვეითება.
ეთანოლიამცირებს თიამინის აბსორბციას.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება დანიშნულების თანახმად.
გამოშვების ფორმა
შაქრის გარსით დაფარული ტაბლეტები. 20 ტაბლეტი პლასტმასის ფლაკონში. 1 ფლაკონი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს +25ºC ტემპერატურაზე მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
რეცეპტის გარეშე.
World Medicine, ინგლისი