Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 316

ანტიოქსიკაფსი თუთიით #20კაფს

ანტიოქსიკაფსი თუთიით

   
სარეგისტრაციო ნომერი: 06/01/920
სავაჭრო დასახელება: ანტიოქსიკაფსი თუთიით.
სამკურნალო ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: β_კაროტინის 30%-იანი ზეთოვანი სუსპენზია _ 6მგ, α_ტოკოფერილაცეტატი _ 30მგ, ასკორბინის მჟავა _ 100მგ, თუთია თუთიის ოქსიდის სახით _ 8მგ.
დამხმარე ნივთიერება _ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი, ფუტკრის ცვილი, გაწმენდილი ლეციტინი.
ჟელატინის კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, საღებავი E_129 მშვენიერი წითელი.

აღწერილობა: მკვრივი, წითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ჟელატინის რბილი კაფსულები ნაკერით.
კაფსულების შემადგენლობა _ წითელი ფერის ზეთისებური სუსპენზია არამძაღე სუნით. შენახვის დროს შესაძლოა ნარევის განშრევება.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები.

ათქ კოდი: A 11 CC01

გამოყენების ჩვენება
როგორც პოლივიტამინური ანტიოქსიდატური პრეპარატი ანტიოქსიკაფსი თუთიით ნაჩვენებია:
_ (C, E და A) ვიტამინების უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე თუთიის იონების უკმარისობისას.
_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაციებების საწინააღმდეგოდ;
_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
_ ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომისა და ნიკოტინური დამოკიდებულების დროს კომპლექსურ თერაპიაში;
_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება
ანტიოქსიკაფსი თუთიით ინიშნება საკვების მიღების შემდეგ წყალთან ერთად.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს ბავშვებს 14 წლიდან და უფროსებს _ 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 1_3 თვის განმავლობაში.
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.
სამკურნალო მიზნით ანტიოქსიკაფსი თუთიით დოზებს ადგენს ექიმი პათოლოგიის გამოვლინების ხასიათიდან და გამოხატულების ხარისხიდან გამომდინარე, აგრეთვე ორგანიზმის მიერ  A, C, E ვიტამინების და თუთიის მოთხოვნილების გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდირებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
პრეპარატის ხანგრძლივად და მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები, სპილენძის დეფიციტის განვითარება, ანემიები.

განსაკუთრებული მითითებები
თავი შეიკავეთ რძის პროდუქტების მიღებისაგან, რადგან ამ დროს მუხრუჭდება თუთიის მარილების შეწოვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
თავი აარიდეთ სპირტიანი სასმელების მიღებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, აგრეთვე ეთანოლი და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ერთდროული გამოყენებისას იწვევს პროვიტამინ A-ს თერაპიული ეფექტის შემცირებას.
ტოკოფეროლს შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აღმოაჩნდათ ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების მომატებული შემცველობა. არ მიიღოთ სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ ჭარბი დოზირება.

უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
გავლენა ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა
ჟელატინის რბილი კაფსულები _ 0,5გ, 10 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის პირობა
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°C_25°Cტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე).
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
უპ ,,მინსკინტერკაფსი”. ბელორუსიის რესპუბლიკა.
220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ქუჩა ინჟენერნაია, სახლი 26.
e-mail:[email protected]

ანდროზიტოლი პლუსი #14პაკ

ANDROSITOL® PLUS არის საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, N-აცეტილცისტეინის, E ვიტამინის, L- კარნიტინის, L-არგინინის, ალფა-ლაქტალბუმინის, ფოლიუმის მჟავასა და სელენის შემცველობით, სასარგებლო ნუტრიენტების დამატებითი მიღების უზრუნველსაყოფად, საკვებიდან შემცირებული მიღების ან გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში. სელენი უზრუნველყოფს ნორმალურ სპერმატოგენეზს. გარდა ამისა, სელენი და ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ANDROSITOL® PLUS არ შეიცავს შაქარს.

რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს ANDROSITOL® PLUS-ის თითოეული კომპონენტი?

მიო-ინოზიტოლი: იგი არის სათესლე სითხეში ფიზიოლოგიურად არსებული მნიშვნელოვანი კომპონენტი. მიო-ინოზიტოლი ჩართულია სპერმატოზოიდის მოძრაობის და მომწიფების პროცესში ისევე როგორც უზრუნველყოფს ნორმალურ მორფოლოგიას. მიო-ინოზიტოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც რიგი ჰორმონების, მათ შორის FSH და ინსულინის მეორადი მესენჯერი და ამით პოზიტიურად მოქმედებს რეპროდუქციული და მეტაბოლური ფუნქციების აღდგენაში. არის სპერმატოზოიდების მომწიფებისა და მოძრაობის, მათი კარგი მორფოლოგიისათვის აუცილებელი კომპონენტი;

N-აცეტილცისტეინი: იგი ხასიათდება მუკოლიზური აქტივობით და საჭიროა სპერმის მაღალი ვისკოზურობის დროს. მისი საშუალებით სპერმატოზოიდს აქვს თავისუფლად გადაადგილების უნარი.

ვიტამინი E: იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

Lკარნიტინი: მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, განსაკუთრებით სათესლის და ეპიდიდიმალურ დონეზე.

L – არგინინი: არის უჯრედების დაყოფის პროცესში ჩართული მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მომწიფებას.

ალფალაქტალბუმინი: იგი არის რძის შრატის პროტეინი. ალფა-ლაქტალბუმინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან ნივთიერებების, მათ შორის ინოზიტოლის, შეწოვის გაუმჯობესების თვალსაზრისით და უზრუნველყოფს ოპტიმალური, ფიზიოლოგიური ნაწლავური მიკროგარემოს აღდგენას.

ფოლიუმის მჟავა: იგი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა უკავშირდება ჰიპერჰომოცისტეინემიასა და სუბფერტილურ მდგომარეობას.

სელენი: უზრუნველყოფს  ნორმალურ სპერმატოგენეზს.

როგორ მიიღება  ANDROSITOL® PLUS?

რეკომენდირებულია დღეში ერთი პაკეტის მიღება. უმჯობესია არ დაამთხვიოთ კვებას.  გახსენით შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში (200 მლ).

ANDROSITOL® PLUS-ს შემადგენლობა: სრული ინგრედიენტების ჩამონათვალისთვის, იხილეთ ეტიკეტი. შეიცავს დამატკბობლებს, არ შეიცავს შაქარს. შაქრის შემცველობა 0,5%-ზე ნაკლებია.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ მისცეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფ ბავშვებს. შეინახეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატი არ არის მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გადაჭარბებულ დოზირებას შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი. ის შეიცავს რძის პროტეინს. შეინახეთ მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას. ვადა მითითებულია კოლოფზე.

ANDROSITOL® PLUS შეფუთვა : 3.0 გრამიანი 14 პაკეტი          

მწარმოებელი:

LO.LI. Pharma International S.r.l.

Via dei Luxardo, 33 00156 – Roma (Italia)

www.lolipharmainternational.com                                                                                        

ოფიციალური წარმომადგენელი

საქართველოში: შ.პ.ს.“ინოტიმი”

მის: ქ.თბილისი, ს.ცინცაძის 12, სადარბაზო 15, მე-3 სართული

ტელ: + 995 322 309301; +995 595 744407

ელ-ფოსტა: [email protected]

ინესტომი 1გ/5მლ #5ა

საერთაშორისო დასახელება – L-carnitine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები;
ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1გ/10 მლ ფლაკონი 10ც
1გ/5 მლ ამპულა 5ც

აქტიური ინგრედიენტები:
1 ამპულა 10 მლორალური ხსნარი შეიცავს 1000მგ ლევოკარნიტინს (L-კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები ორალური ხსნარისთვის: ვაშლის მჟავა, მეთილპარაბენი, ნატრიუმის საქარინის დეჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
1 ამპულა 5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1000 მგ ლევოკარნიტინს (L -კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები საინექციო ხსნარისთვის: ქლორწყალბადმჟავა 10%, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კარნიტინი ბუნებრივი, ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს (BT_ ზრდის ვიტამინი). წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების ჩო ფაქტორს. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β- დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით. ინესტომი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში. ხასიათდება ნეიროტროფული მოქმედებით, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. ჰიპერთირეოზის დროს არეგულირებს გაძლიერებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფერმენტულ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჩმახ მიიღწევა მიღებიდან 3 სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში. T½ – 15 სთ. ექსკრეტირდება 80%-ზე მეტი თირკმელებით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები

გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია.
ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, დღენაკლი ბავშვები, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, კარნიტინის გენეტიკური დეფიციტი. ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ცხიმოვანი დისტროფია, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები, ასთენოსპერმია.
ჰიპოაციდური და ანტაციდური გასტრიტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ციროზი.
ინსულტი, ნევრიტი, ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია.
სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მიღების წესები და დოზები

ინესტომი საინექციო ხსნარი 5 მლ:
ბავშვებში: 12 წლამდე – 50-100 მგ/კგ/დღეში.
მოზრდილებში: 1-3 გ დღეში.
ნელი ინტრავენური შეყვანით 2-3 წუთის განმავლობაში.
ინესტომი დასალევი ხსნარი 10 მლ, მხოლოდ პეროს მისაღებად.
ბავშვებში: 2 წლამდე – 150 მგ/კგ/ დღეში.
2-დან 6 წლამდე – 100მგ/კგ/დღეში.
6-დან 12 წლამდე – 75მგ/კგ/დღეში.
12 წელს ზევით და მოზრდილებში: 2-3 გრ დღეში.
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, შეიძლება გაიხსნას წვენში ან წყალში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 25ºC- ზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
HELP Pharmaceuticals
საბერძნეთი

ამს ომეგა-3 1000მგ #60კაფს

ომეგა 3 1000 მგ. (ყველაზე მშვენიერი ღრმა ზღვიდან)

60 ტაბლეტი შეფუთვაში

100% სუფთა ისლანდიური თევზის ქონი.

დჰა-ითა და ეპა-ით

ხელს უწყობს მხედველობის, თავის ტვინის, სახსრებისა და გულის ნორმალურ ფუნქციას.

60 იოლად მისაღები რბილი ტაბლეტი

საკვები დანამატი

მითითება: მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 1 ან 2 რბილი ტაბლეტი დღეში საკვების მიღებასთან ერთად ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

ამს ომეგა 3 შეიცავს ეპა და დჰა-ს, ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს გულსა და სისხლძარღვთა სისტემას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.* ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ითვლება „კარგ“ ცხიმებად, რომელიც ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების დონის ნორმალიზაციას. 

ამს ომეგა 3 ხელს უწყობს მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციას ორგანიზმიდან, როგორიცაა ვერცხლისწყალი, პოლიქლორირებული ბიფენილები და დიოქსინი.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

დამზადებულია GMP სტანდარტების, ISO 9002 და ევროპული ფარმაკოპეის სტანდარტების მიხედვით. მძიმე მეტალების, პესტიციდების, დიოქსინის არაგანსაზღვრადი დონე სერტიფიცირებულია. დამოუკიდებლად შემოწმებულია სისუფთავისა და ეფექტურობის ხარისხი.

დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

* აღნიშნული დებულებები არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლისა და საკვების ასოციაციის მიერ. ეს პროდუქტი არ არის მოწოდებული რომელიმე დაავადების სადიაგნოსტიკოდ, სამკურნალოდ ან პრევენციისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

1 ჯერზე მისაღები დოზა 1 რბილი ტაბლეტი (1000 მგ). კონტეინერში 30 დღის რაოდენობა

1 ტაბლეტის შემადგენლობა % დღიური ნორმა
კალორიები10 
კალორიები მიღებული ცხიმისგან10 
საერთო ცხიმი 1 გ.2%
   ნაჯერი ცხიმი 0 გ 0%*0 გ 0%
   პოლიუჯერი ცხიმი 0 გ **0 გ **
   მონოუჯერი ცხიმი0 გ **
   ქოლესტერინი5 მგ**
   თევზის ქონი1000 მგ (1გ)**
         ეპა (ეიკოზაპენტაენის მჟავა) **
         დჰა (დეკოზაჰექსაენის მჟავა) **
         საერთო ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები   300 მგ**

* დღიური ნორმა გამოთვლილია დღეში 2000 კკალ შემცველ დიეტაზე

** დღიური ნორმა დადგენილი არ არის

სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, შეიცავს

გაფრთხილება. ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. არ გამოიყენოთ, თუ საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

ომეგა 3 ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ნორმალურ მუშაობას. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ითვლება „კარგ“ ცხიმებად და ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების ნორმალური დონის შენარჩუნებას.

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნატურალური წყარო ომეგა – 3, მიღებული ორაგულის ჯიშისთევზისაგან მნიშვნელოვანია სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად და გულ – სისხლძარღვთა სისტემის დარღვევის რისკის შესამცირებლად .

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი ომეგა – 3 ავლენს ზოგად მატონიზირებელ, მემბრანომასტაბილიზებელ, ანტიაგრეგაციულ, არტერიული წნევის მარეგულირებელ, ანთებითი პროცესის მიმდინარეობის გამაუმჯობესებელ და იმუნომაკორეგირებელ თვისებებს.

საკმარისი ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი კვება წარმოადგენენ ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითად შემადგენელ ნაწილს. ჯანმრთელი გულისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება, ცხიმებისა და ქოლესტერინის შეზღუდული რაოდენობით და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების საკმარისი მიღებით. დღეისათვის ცნობილია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტებს გულის ჯანსაღი კვებისათვის: ისინი ადამიანის ორგანიზმში ინარჩუნებენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას შორის ბალანს.

აძლიერებენ  ორგანიზმის იმუნურიგულსისხლძარღვთანერვული  და  საყრდენ მამოძრავებელი  სისტემების ფუნქციებს;

  არეგულირებს გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობის  და იშემიური დაავადებისანვითარების რისკს;

 ამცირებს სისხლში  ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონესხელსუშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, თრომბის წარმოქმნას.

– სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების ხარჯზე ახდენს მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას

–  ამაღლებს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას

აუმჯობესებს მეხსიერებას

აქვთ გამოხატული  ანტიოქსიდანტური  მოქმედება;

როგორც  დამხმარე  საშუალება  ფართოდ  გამოიყენება  კუჭისა  და  12-გოჯანაწლავისწყლულების, კანისა  და  ალერგიული  დაავადებების  მკურნალობისას;

– აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას,

– ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას

– აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, აყოვნებს საკვებისგან კუჭის დაცლას, რის გამოც ხდება ნახშირწყლების ათვისების შენელება ხდება, არ წარმოიქმნება კონცენტრაციული პიკები, რომელიც იწვევს ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას.

– აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, მატებს მას ჯანსაღ იერს.

– უმჯობესდება ტვინის ფუნქცია, მაღლდება გუნება-განწყობა. ტვინის ნივთიერების 60% ცხიმებისაგან შედგება და მას აუცილებლად ესაჭიროება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის.

– ზრდის ჰორმონების რეპროდუქციას, მათ შორის ტესტოსტერონის

– ამცირებს ჭარბი რაოდენობით კორტიზოლის გამოყოფას

საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ხელს უწყობს ორგანიზმში ქიმიური პროცესების რეგულაციას, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებს შრომისუნარიანობას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს ფსიქიკური ენერგიის და ინტელექტუალური ფუნქციების შემცირება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება; ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების რეაბილიტაციისას, ინფარქტის, ძვლის მოტეხილობების, აუტოიმუნური დაავადებების, წყლულის, კანის დაავადებების, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

ორსულობის დროს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი ორგანიზმში იწვევს ლოგიკური აზროვნების და ინტელექტის დარღვევას, რადგან ეს მჟავები აუცილებელია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციისთვის, ნეირონებს შორის ნერვული სიგნალია სინაფსური გადაცემისთვის, ასევე ამ მჟავებზეა დამოკიდებული თვალის ბადურის ნორმალური ფუნქცია.

ომეგა – 3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზდება ორგანიზმში და წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით.ომეგა – 3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, აგრეთვე აუმჯობესებს კანის ტროფიკას. ომეგა-3 ანორმალიზებს ცხიმოვან ცვლას, აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციას სისხლში და ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3  გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, თრგუნავს ციტოკინების და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს და სისხლის წებოვნებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს, ზრდის სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის იშემიური დაავადებების განვითარებას. ომეგა-3  ახდენს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების პრევენციას,  აუმჯობესებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას, იცავს თავის ტვინს სტრესის დამანგრეველი მოქმედებისგან. ომეგა – 3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში და ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას. ფოსფოლიპიდები, დოკოზაჰექსანისმჟავა  დაეიკოზაპენტანისმჟავა წარმოადგენენ უჯრედის პლაზმური მემბრანის მნიშვნელოვან ნაწილს, უზრუნველყოფენ მემბრანის ელასტიურობასა და სტაბილურობას. დოკოზაჰექსანის მჟავა  შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას.

ჩვენებები:

* ნევროლოგია: მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, დისპრაქსია, დისლექსია, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, ასთენია, აგრესია, დეპრესია, ქცევითი აშლილობები, ემოციური ლაბილობა, დემენცია.

* ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, მიოპია, მშრალი თვალის სინდრომი, დიაბეტური რეტინოპათია, მაკულის დეგენერაცია, კატარაქტა.

* კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა, ათეროსკლეროზი, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია, პოსტინფარქტული პროფილაქტიკა, არითმია.

* რევმატოლოგია: რევმატოიდული დაავადებები, ოსტეოპოროზი.

* მეან – გინეკოლოგია: ორსულთა პათოლოგიები (ჰიპერტონია, გიდ-ი, ჭარბი წონა, ნეფროპათია, ორსულთა დიაბეტი),  ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, ორსულობის შემდგომი დეპრესიის განვითარების პროფილაქტიკა, ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, გესტოზების პროფილაქტიკა, თრომბოფილია, ნაყოფის ჰიპოტროფია, კლიმაქტერიული პეერიოდის ნევროზები, ემოციური ლაბილურობა.

* გასტროენტეროლოგია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, ქოლეცისტიტი და მისი გამწვავების პროფილაქტიკა, კრონის დაავადება.

* ენდოკრინოლოგია: ჭარბი წონა, ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი, გაცხიმოვნების შემცირება, ცილოვანი ბალანსის რეგულაცია, ანგიოპროტექტორული მოქმედება, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ათეროსკლეროზი, ტრიგლიცერიდემია.

* დერმატოლოგია: კანის სიმშრალე, აქერცვლა, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, ალერგიული დერმატიტები, ფსორიაზი.

* ნეფროლოგია: ეიკოზანოიდების, ციტოკინების, თრომბოქსან A2 -ის გამონთავისუფლების შემცირება, პროტეინურიის შემცირება, ჰიპერტენზიის პრევენცია.

* ონკოლოგია: სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები, მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები, ქიმიო და სხივური თერაპიის პერიოდი, ასთენია, კახექსია

* პულმონოლოგია: ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტუბერკულიოზი.

* საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

* სპორტული მედიცინა: ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, პროტეინების სინთეზის შემცირება, ძვალ-სახსართა სისტემის დაზიანებები

ინესტომი 1გ/10მლ ორალ.ხს#10ფ

საერთაშორისო დასახელება – L-carnitine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები;
ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1გ/10 მლ ფლაკონი 10ც
1გ/5 მლ ამპულა 5ც

აქტიური ინგრედიენტები:
1 ამპულა 10 მლორალური ხსნარი შეიცავს 1000მგ ლევოკარნიტინს (L-კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები ორალური ხსნარისთვის: ვაშლის მჟავა, მეთილპარაბენი, ნატრიუმის საქარინის დეჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
1 ამპულა 5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1000 მგ ლევოკარნიტინს (L -კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები საინექციო ხსნარისთვის: ქლორწყალბადმჟავა 10%, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კარნიტინი ბუნებრივი, ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს (BT_ ზრდის ვიტამინი). წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების ჩო ფაქტორს. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β- დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით. ინესტომი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში. ხასიათდება ნეიროტროფული მოქმედებით, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. ჰიპერთირეოზის დროს არეგულირებს გაძლიერებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფერმენტულ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჩმახ მიიღწევა მიღებიდან 3 სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში. T½ – 15 სთ. ექსკრეტირდება 80%-ზე მეტი თირკმელებით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები

გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია.
ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, დღენაკლი ბავშვები, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, კარნიტინის გენეტიკური დეფიციტი. ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ცხიმოვანი დისტროფია, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები, ასთენოსპერმია.
ჰიპოაციდური და ანტაციდური გასტრიტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ციროზი.
ინსულტი, ნევრიტი, ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია.
სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მიღების წესები და დოზები

ინესტომი საინექციო ხსნარი 5 მლ:
ბავშვებში: 12 წლამდე – 50-100 მგ/კგ/დღეში.
მოზრდილებში: 1-3 გ დღეში.
ნელი ინტრავენური შეყვანით 2-3 წუთის განმავლობაში.
ინესტომი დასალევი ხსნარი 10 მლ, მხოლოდ პეროს მისაღებად.
ბავშვებში: 2 წლამდე – 150 მგ/კგ/ დღეში.
2-დან 6 წლამდე – 100მგ/კგ/დღეში.
6-დან 12 წლამდე – 75მგ/კგ/დღეში.
12 წელს ზევით და მოზრდილებში: 2-3 გრ დღეში.
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, შეიძლება გაიხსნას წვენში ან წყალში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 25ºC- ზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
HELP Pharmaceuticals
საბერძნეთი

ამს ლიპოიკ-ფორტე 600მგ #60კაფს

ლიპოიკ – ფორტე

ალფა-ლიპოის მჟავა 600მგ

America Medic & Science

AMS

• ალფა-ლიპოის მჟავა (ალმ) წარმოადგენს ცხიმოვან მჟავას, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედში გვხვდება. ორგანიზმში მისი ფუნქცია უჯრედის ნორმალური ცხოველქმედებისთვის საჭირო ენერგიის წარმოქმნაა. იგი მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, გამოიყენება დიაბეტური და სხვა ტიპის ნეიროპათიების სამკურნალოდ, ხელს უშლის ნერვული უჯრედების დაზიანებას.

• ალმ იცავს ღვიძლს, ახდენს კატარაქტის პრევენციას, აძლიერებს იმუნურ ფუნქციას, ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირებას.

• ალმ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და იოლად აღწევს თავის ტვინამდე, იცავს თავის ტვინსა და ნეირონებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან.

• ალმ წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას, ტოქსინების გაუვნებელყოფას და აგრეთვე, იცავს ღვიძლს თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებისგან.

ჩვენებები: დიაბეტური პოლინეიროპათია, ალკოჰოლური პოლინეიროპათია, ღვიძლის გაცხიმოვნება, რეტინოპათია, ლიპიდური ცვლის დარღვევა.

დამატებითი ინფორმაცია

1 კაფსულა შეიცავს/  კონტეინერში 30-60 კაფსულა

ალფა-ლიპოის მჟავა 600მგ

დამატებითი ინგრედიენტები: სოიოს ზეთი, გლიცერინი, სასმელი წყალი, ჟელატინი

ზებოლი 50მგ 1მლ #1 მზა შპრიცი

19.00 ლარი
17.86 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ზეე ლაბორატორია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

ამს ვიტ E 400მგ #60კაფს

ვიტამინი E 400 (ტოკოფეროლი) 400 სე

გაუმჯობესებული ფორმულა

ლაბორატორიულად დამტკიცებული გარანტირებული ხარისხი – ამს

ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას

გააჩნია სასარგებლო ანტიოქსიდაციური მოქმედება

აუმჯობესებს კანის, თმისა და თვალების ჯანმრთელობას

2 აბი დღეში შეფუთვაში 60 აბი

საკვები დანამატი

მითითება: როგორც საკვები დანამატი, მიიღეთ დღეში 2 აბი

შესაძლებელია გამოყენება ვეგეტარიანელების მიერ.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ, თუკი საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

* აღნიშნული დებულებები არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლისა და საკვების ასოციაციის მიერ. ეს პროდუქტი არ არის მოწოდებული რომელიმე დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

1 ჯერზე მიიღება 2 აბი                                                    კონტეინერში 30 „პორცია“

1 ჯერზე მისაღები რაოდენობის შემადგენლობა                           % დღიური ნორმა

ვიტამინი ე                                400 სე                               1333%*

*% დღიური ნორმა გათვლილია 2000 კკალ შემცველ დიეტაზე.

სხვა ნივთიერებები: ცვილი, ლეციტინი, სოიოს ზეთი, გლიცერინი, სუფთა წყალი.

ვიტამინი ე ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას.

ვიტამინი ე წარმოადგენს ცხიმში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომელსაც რიგი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები გააჩნია.

ვიტამინი ე მოქმედებს ორგანიზმში წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ. ის უკავშირდება ორგანიზმის ცხიმ-დამოკიდებულ ქსოვილებს, როგორიცაა გული, ცხიმის გადამტან მოლეკულებს – LDL („ცუდ“ ქოლესტერინს) და უჯრედების მემბრანებს, სადაც ის ახდენს ამ სტრუქტურების სტაბილიზაციას და იცავს მათ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან.

ვიტამინი ე აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კანის, თმისა და თვალების ჯანმრთელობას.

გაფრთხილება. ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. არ გამოიყენოთ, თუ საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

გააჩნია ანტიოქსიდანციური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების დაშლას, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და განივზოლიანი კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინის მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. მაღალი დოზით მიღებისას ავლენს ანტიაგრეგაციულ მოქმედებას. დადებითად მოქმედებს ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას შეიწოვება 20% – 40% (აუცილებელია ნაღვლის წვენის არსებობა და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება). დოზის გაზრდისას შეწოვა მცირდება. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. ექსკრეცია ძირითადად განავალთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

ორგანიზმში  E  ვიტამინის  არარსებობისას ( E  ავიტამინოზი )  ვითარდება  დეგენერაციული  ცვლილებები  ჩონჩხის  კუნთებსა  და  გულის  კუნთში ,   მატულობს  კაპილარების  განვლადობა,  ვითარდება სათესლე არხების  და საკვერცხეების ეპითელიურმის დეგენერაცია, ორსულობის დროს ემბრიონებში  ვითარდება  სისხლჩაქცევები,  ანტენატალური  სიკვდილი .  ასევე  დადგენილია  დეგენერაციული  ცვლილებები  ნერვულ  უჯრედებში  და  ღვიძლის  პარენქიმის  დაზიანება .

E  ვიტამინის  უკმარისობისას  შეინიშნება  ცილების  კონცენტრაციის  დაქვიეთება  სისხლის  შრატში  და  ნუკლეინის  მჟავის  სინთეზის შემცირება  ღვიძლსა  და  სათესლე  ჯირკვლებში .

E  ვიტამინის  უკმარისობა  ადამიანში  შეიძლება  დაკავშირებული  იყოს  კვების  თავისებურებებთან,  მაგალითად  საკვებში  მცენარეული  ცხიმების  არარსებობასთან,  ან  შესაძლებელია  განპირობებული  იყოს  სხვადასხვა  დაავადებით ,  მაგალითად  ღვიძლის ,  კუჭქვეშა  ჯირკვლის .

E  ვიტამინი  სამკურნალო  საშუალების  სახით  ხელს  უწყობს  თვითნებური  აბორტის  თავიდან  აცილებას,  სასქესო  ჯირკვლების  ფუნქციის  ნორმალიზაციას  მამაკაცებში ,  ჩონჩხის  კუნთების  ფუნქციის  აღდგენას  კუნთოვანი  დისტროფიის  და  კუნთების  სხვა  სახის  დაზიანების  დროს.  გულ – სისხლძარღვთა  დაავადებების  დროს  სხვა  სახის  ღონისძიებებთან  ერთად  E  ვიტამინი  ხელს  უწყობს გულის კუნთის ნორმალურ მეტაბოლიზმს.  ზრდის  სისხლის  დინების  სიჩაქრეს  არტერიოლებში ,  ხელს  უწყობს  ვენური  ტონუსის  შენარჩუნებას ,  ამაღლებს  კაპილარების  მდგრადობას.

გამოყენების  ჩვენებები

α – ტოკოფეროლ  აცეტატს ( E  ვიტამინი )  იყენებენ  სასქესო  ჯირკვლების  ფუნქციის  დარღვევისას  მამაკაცებში ,  ხოლო  ქალებში –  ორსულობის  შეწყვეტის  რისკის  და  მენსტრუალური  ციკლის  სხვადასხვაგვარი  დარღვევების  დროს ,  ნაყოფის  საშვილოსნოსშიდა  განვითარების  პირობების  გაუარესებისას .

E  ვიტამინი  ასევე  გამოიყენება  პერიფერიული  სისხლძარღვების  დაზიანებისას (ენდარტერიტის ,  რეინოს  დააავდება),  მიოკარდიოდისტროფიის  და  ათეროსკლეროზის  დროს .

E  ვიტამინს  ნიშნავენ  სებორეის ,  კანის  ატროფიული  ცვლილებების ( მაგ .  სკლეროდერმია ),  წვივის  ტროფიკული  წყლულების ,  ფოტოდერმატოზის  დროს.

გოლდ L კარნიტინი1000ქრომ#20შუშ

გოლდ  – კარნიტინი 1000  ქრომით

შუშხუნა აბები (20 აბი) 

კვებითი ღირებულება – 1 აბი % NRV*

L-კარნიტინი  1000 მგ

ქრომი 40 μg  100%

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი;  მჟავიანობის რეგულატორი – ლიმონმჟავა,ნატრიუმის კარბონატი;  შემავსებელი – სორბიტოლი; სტაბილიზატორი – პოლიეთილენგლიკოლი; დამატკბობლები – საქაროზა, სუკრალოზა; არომატიზატორი – კაროტინი (ფორთოხლის არომატისთვის).

გოლდ  L-კარნიტინი 1000  ქრომით – არის საკვები დანამატი შუშხუნა ტაბლეტების ფორმით, L-კარნიტინისა და ქრომის პიკოლინატის შემცველობით. პროდუქტი შეიცავს დამატკბობლებს.

L – კარნიტინი – B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).

L – კარნიტინი – აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.

L – კარნიტინი – ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.

ქრომი – ხელს უწყობს  ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმს და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

რეკომენდირებული დოზა: 1 ტაბლეტი, გახსენით  200 მლ წყალში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად.

რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

გაფრთხილება: პროდუქტი არ უნდა მიიღონ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნაწილის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებმა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისდან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი :  OLIMP LABS  პოლონეთი

ამს ვიტ D3 10000ერთ #60კაფს

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

Don`t copy text!