Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 317

ანტიოქსიკაფსი სელენით #20კაფს

ანტიოქსიკაფსი სელენით
Antioxicaps with selen

სავაჭრო დასახელება: ანტიოქსიკაფსი სელენით.
სამკურნალო ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: β_კაროტინის 30%-იანი ზეთოვანი სუსპენზია _ 20მგ (გაანგარიშებით β_კაროტინზე _ 6მგ), α_ტოკოფეროლის აცეტატი _ 30მგ, ასკორბინის მჟავა _ 100მგ, საფუარის სელენი (გაანგარიშებით სელენზე) _ 0.03მგ.
დამხმარე ნივთიერება _ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი, ფუტკრის ცვილი, გაწმენდილი ლეციტინი.
ჟელატინის კაფსულის გარსის შემადგენლობა: ფარმაცევტული ჟელატინი, გლიცერინი, ნიპაგინი, ნიპაზოლი, გაწმენდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი E_129 მშვენიერი წითელი.

აღწერილობა: მკვრივი, წითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ჟელატინის რბილი კაფსულები ნაკერით.
კაფსულების შემადგენლობა _ წითელი ფერის ზეთისებური სუსპენზია არამძაღე სუნით. შენახვის დროს შესაძლოა ნარევის განშრევება.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: პოლივიტამინები მიკროელემენტებთან კომბინაციაში.

ათქ კოდი: [A 11 AA04]

გამოყენების ჩვენება
ანტიოქსიკაფსი სელენით, როგორც პოლივიტამინური ანტიოქსიდანტური პრეპარატი ნაჩვენებია:
_ (C, E და A) ვიტამინების და სელენის უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის;
_ არასასურველი ეკოლოგიური გარემოს უარყოფითი ზემოქმედების (მაიონიზირებელი რადიაცია და სხვა) და მავნე ჩვევების (თამბაქოს მოწევა, ალკოჰოლის მიღება და სხვა) შემცირების მიზნით;
_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაცივების საწინააღმდეგოდ;
_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება
ანტიოქსიკაფსი სელენით ინიშნება საკვების მიღების შემდეგ, წყალთან ერთად.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი რეკომენდებულია დაენიშნოს ბავშვებს 14 წლიდან და მოზრდილებს _ 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში 1_3 თვის განმავლობაში.
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.
ანტიოქსიკაფსი სელენით დოზებს ადგენს ექიმი პათოლოგიის გამოვლინების ხასიათიდან და გამოხატულების ხარისხიდან გამომდინარე, აგრეთვე ორგანიზმის მიერ  A, C და E ვიტამინების მოთხოვნილების გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის რეკომენდებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები პრეპარატის ცალკეული კომპონენტის მიმართ, რომლებიც ქრება მისი გამოყენების შეწყვეტისას.
არასასურველი რეაქციების გამოვლენის დროს შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები
არ არის რეკომენდებული პრეპარატის ანტიოქსიკაფსი სელენით გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდებში, აგრეთვე ბავშვებში 14 წლამდე, რადგან პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების კლინიკური გამოკვლევების მონაცემები, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე 14 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენების შესახებ არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, აგრეთვე ეთანოლი და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ერთდროული გამოყენებისას იწვევს პროვიტამინ A-ს თერაპიული ეფექტის შემცირებას.
ტოკოფეროლს შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აღმოაჩნდათ ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროდუქტების და აგრეთვე A და D ვიტამინების მომეტებული შემცველობა. ორალურ კონტრაცეპტივებთან ერთდროული გამოყენების დროს მცირდება ასკორბინის მჟავის შეწოვა. ვიტამინი ჩ ზრდის რკინის შეწოვას, სალიცილატებითა და ხანმოკლე მოქმედების სულფანილამიდებით მკურნალობის დროს ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს.

უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს ჰიპერმგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

გავლენა ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა
ჟელატინის რბილი კაფსულები _ 500მგ, 10 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის პირობა
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°C_25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე).
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
უპ ,,მინსკინტერკაფსი”. ბელორუსიის რესპუბლიკა
220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ქუჩა ინჟენერნაია, სახლი 26.

კარდიტონი 1გ/10მლ 10მლ #10ფლ

შემადგენლობა
კარდიტონის ორალურად მისაღები ხსნარის თითო ფლაკონი (10მლ) შეიცავს აქტიური
ნივთიერების – ლევოკარნიტინის 1 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის საქარინატი, ალუბლის არომატიზატორი, საინექციო წყალი.
მოქმედების მექანიზმი
ფარმაკოლოგიური ჯგუფი – მეტაბოლიზმისა და ქსოვილების ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი საშუალება
ლევოკარნიტინი ბუნებრივი, B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ნივთიერებაა. მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესში, ახორციელებს ცხიმოვანი მჟავების გადატანასციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან ბეტა-დაჟანგვას და წარმოიქმნება დიდირაოდენობით მეტაბოლური ენერგია – ატფ-ის სახით.
კარდიტონი არეგულირებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას, თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს,ამცირებს ლაქტაციდოზის ხარისხს. ასევე – აუმჯობესებს მოძრაობით აქტივობას და ფიზიკური დატვირთვისადმი ამტანობას, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვას და ღვიძლში მისი მარაგის გაზრდას.
ფარმაკოკინეტიკა
ლევოკარნიტინი კარგად შეიწოვება საჭმლის მომნელებელი სისტემიდან, აღწევს ორგანიზმის ყველა ქსოვილში, განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაცია მიიღწევა ჩონჩხის კუნთებსა და
მიოკარდში. Cmax მიიღწევა მიღებიდან 3 საათში, თერაპიული კონცენტრაცია შენარჩუნებული რჩება 9 საათის განმავლობაში. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით შეუცვლელი სახით (24 საათის განმავლობაში 80%-ზე მეტი).
ჩვენება
– სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება ბავშვთა ასაკში და მოზარდებში 16 წლამდე;
– კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა);
– თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია;
– ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში;
– ანორექსია, ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ღვიძლის დაავადებები;
– კარნიტინის პირველადი(გენეტიკური) და მეორადი დეფიციტი, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები თირკმლის უკმარისობით;
– თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა, სიმსუქნე;
– ფსორიაზი, სებორეა, სკლეროდერმიის კანის ფორმები;
– მამაკაცთა უშვილობა (ოლიგოსპერმია, აზოოსპერმია);
– სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი).
უკუჩვენება
პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები 
ლევოკარნიტინი სიფრთხილით ინიშნება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში, რადგან გლუკოზის შეწოვის გაუმჯობესების გამო, შესაძლებელია ჰიპოგლიკემიის განვითარება მოხდეს. ამიტომ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა სისხლში გლუკოზის მუდმივი კონტროლი და საჭიროებისას ჰიპოგლიკემიური პრეპარატების და ინსულინის დოზის კორექცია.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა
ლევოკარნიტინი არ ახდენს უარყოფით გავლენას ავტომობილის მართვასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეზე.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი
პრეპარატი გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.
დოზის გადაჭარბება
ლევოკარნიტინის დოზის გადაჭარბების ტოქსიკური გამოვლინებები დადგენილი არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ პრეპარატის ქსოვილებში დაგროვებას. სხვა ანაბოლური საშუალებები აძლიერებენ კარდიტონის მოქმედებას.
დოზირება და მიღების წესი
ორალურად მისაღები ხსნარი ინიშნება მხოლოდ დასალევად და დღიური დოზა განისაზღვრება პაციენტის ასაკის და წონის მიხედვით:
ბავშვები 2 წლამდე – 150 მგ/კგ სხეულის წონაზე;
2-6 წელი – 100 მგ/კგ სხეულის წონაზე;
6-12 წელი – 75 მგ/კგ სხეულის წონაზე;
12 წელზე მეტი ასაკის ბავშვები და მოზრდილები – დღიური დოზა 2-4 გ.
ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ინიშნება ორალური ხსნარი 2-4 გ/დღეში, ჰემოდიალიზის პროცედურის შემდეგ.
სტენოკარდიისა და პოსტინფარქტული მდგომარეობის დროს ინიშნება კარდიტონის ორალური ხსნარი – 2-6 გ/დღეში.
მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს ლევოკარნიტინის საინექციო ფორმის გამოყენების შემდეგ ინიშნება კარდიტონის ორალური ხსნარი – 2-6 გ/დღეში.
კარდიტონის ორალური ხსნარის მიღებამდე, დასაშვებია ფლაკონის შიგთავსის დანიშნული ერთჯერადი დოზის გახსნა წყალში ან ხილის წვენში.
ინიშნება საკვების მიღებამდე 30 წთ-ით ადრე.
გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: მსუბუქი დისპეფსიური დარღვევები – ეპიგასტრიუმის ტკივილი, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა(შეკრულობა).
სხვადასხვა: ალერგიული რეაქციები; პაციენტებში ურემიით – კუნთების სისუსტე.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა – 30 თვე. ინახება 250 C ტემპერატურამდე, სინათლისაგან დაცულ ადგილზე. ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!
გამოშვების ფორმა
ორალურად მისაღები ხსნარი ფლაკონებში – 1 გ(10მლ); 10 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გამოყენება შესაძლებელია ექიმის დანიშნულების გარეშე).
მწარმოებელი კომპანია:
შ.პ.ს. “ჯი-ემ-პი”
მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი,
ფონიჭალა 65, ტელ.: 240 43 83

ინტელექტა 1გ/10მლ #10ფლ

ინტელექტა 1გ/10მლ #10ფლ

საინიექციო ხსნარი 1 გრ / მლ ამპ

პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზით 1 გრ / 10 მლ ფლაკონი

1. სამკურნალო პრეპარატის სპეციფიკაციები

1.1. დასახელება: ინტელექტა®

1.2. შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება: L-კარნიტინი

დამხმარე ნივთიერებები:

– საინიექციო ხსნარი 1 გრ / 5 მლ ამპ

წყალი (საინიექციო), ქლორწყლაბადმჟავა

– პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზით 1 გრ / 10 მლ ფლაკონი

მალის მჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინის დიჰიდრატი, ფორთოხლის არომატი, გასუფთავებული წყალი

1.3. ფარმაცევტული ფორმა

– საინიექციო ხსნარი

– პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზით

1.4. კონცენტრაცია აქტიურ ნივთიერებაში

-საინიექციო ხსნარი 1 გრ / 5 მლ ამპ

5 მლ-იანი ამპულა შეიცავს: L-კარნიტინი 1 გრ

– პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზით 1 გრ / 10 მლ ფლაკონი

პერორალური ხსნარის ერთი 10 მლ-იანი ფლაკონი (ერთჯერადი დოზა) შეიცავს: L- კარნიტინი 1 გრ

1.5. აღწერილობა-შეფუთვა

– საინიექციო ხსნარი 1 გრ / 5 მლ ამპ

მუყაოს კოლოფში 6 შუშის 5 მლ ამპულა და გამოყენების ინსტრუქცია

– პერორალური ხსნარი ერთჯერადი დოზით 1 გრ / 10 მლ ფლაკონი

მუყაოს კოლოფში 10 მლ-იანი 10 ფლაკონი და გამოყენების ინსტრუქცია

1.6. თერაპიული კატეგორია:

L-კარნიტინის დეფიციტის მკურნალობა

 

 

 

2. საჭირო ინფორმაცია სამკურნალო პრეპარატის შესახებ

2.1. ზოგადი ინფორმაცია

L-კარნიტინი მიეკუთვნება ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, განსაკუთრებით ადამიანის შუალედური მეტაბოლიზმს.

2.2. ჩვენებები

ნაჩვენებია ისეთი მდგომარეობის დროს, როდესაც L-კარნიტინი არასაკმარისია ორგანიზმისათვის და საჭიროა დამატება ნორმალური დონის შესანარჩუნებლად.

პერორალური გამოყენება:

L-კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი

ინტრავენური გამოყენება:

– მწვავე მეტაბლური დეკომპენსაცია გამოწვეული L-კარნიტინის დეფიციტით.

– L-კარნიტინის მეორადი დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიით.

2.3. უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება არ შეიძლება ანამნეზში ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ ნებისმიერი ალერგიული თუ უჩვეული რეაქციის არსებობისას.

2.4. გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები

2.4.1 ზოგადი

დიაბეტის მქონე პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ინსულინს, ან ნებისმიერ სხვა პერორალურ ანტი-დიაბეტურ მკურნალობას, L-კარნიტინის თანხმლებმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია.

ამ მიზნით, L-კარნიტინის მიღებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირენა, ვინაიდან საჭირო იქნება პლაზმური გლუკოზის რეგულარული კონტროლი ანტი-დიაბეტური მკურნალობის სასწრაფო კორექციისათვის. პერორალური L-კარნიტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესსწავლილი პაციენტებში თირკმლის უკმარისობით (ABPI).

პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიით ან თირკმლის ფუნქციის მძიმე დათრგუნვით, პერორალური L-კარნიტინის მაღალი დოზების ხანგრძლივი პერიოდით გამოყენება არ არის რეკომენდებული, ვინაიდან შეიძლებაგამოიწვიოს პოტენციურად ტოქსიური მეტაბოლიტების ტრიმეთილამინის (TMA) და ტრიმეთილამინი-N-ოქსიდის (TMAO) დაგროვება, ვინაიდან აღნიშნული მეტაბოლიტები არასრულად გამოიყოფა შარდში. აკუმულირება იწვევს შარდში ტრიმეთილამინის დონის მომატებას. ამ შემთხვევაში, შარდს, ამონასუნთქს და ოფლს . აქვს ძლიერი „თევზის სუნი“.

არსებული მდგომარეობა არ აღინიშნება L-კარნიტინის ინტრავენური შეყვანის დროს.

2.4.2 ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის დროს L-კარნიტინი გამოიყენება მხოლოდ ექიმის გადაწყვეტილებით.

2.4.3 ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

L-კარნიტინი ზეგავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა თუ მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

2.5 წამლებთან ურთიერთქმედება

უცნობია.

პრეპარატის მიღებამდე, აუცილებელია ექიმის ინფორმირება ყველა პრეპარატის შესახებ, რომლებსაც ღებულობდით ადრე ან ამჟამად ღებულობთ, ურეცეპტოდ გაცემული პრეპარატების ჩათვლით.

 

2.6 დოზირება და გამოყენების წესი

გამოყენების წესი

პერორალური მიღება რეკომენდებულია L-კარნიტინის დეფიციტის არსებობისას (პირველადი და მეორადი).

ქრონიკული მდგომარეობების დროს, რეკომენდებულია 100-200 მგ/კგ დღეში, გაყოფილი 2-4 დოზად, უფრო დაბალი დოზებიც შეიძლება საკმარისი იყოს.

მწვავე მდგომარეობების დროს შეიძლება საჭირო იყოს 400 მგ/კგ-მდე. მიღებამდე ერთჯერადი დოზის პერორალური ხსნარი უნდა განზავდეს წყლით ან ხილის წვენით.

საინიექციო ხსნარი შეიყვანება ნელი (2-3 წთ) ინტრავენური ინიექციის ან ინფუზიის გზით,

• მწვავე მეტაბოლური დეკომპენსაციის დროს დოზა 50-100 მგ/კგ დღეში, გაყოფილი 3-4 დოზად შეიყვანება ინტრავენურად. შეიძლება უფრო მაღალი დოზების გამოყენება,თუმცა შესაძლებელია გვერდითი მოვლენების სიხშირის მომატება, ძირითადად ფაღარათის.

• L-კარნიტინის მეორადი დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიით.

ინტრავენურად შეჰყავთ 10-20 მგ/კგ დიალიზის ყოველი კურსის ბოლოს (სამი კურსი კვირაში). ინტრავენური მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს სულ მცირე 3 თვე, ეს ის დროა, რომელიც საჭიროა თავისუფალი კარნიტინის დონის აღსადგენად კუნთებში. საბოლოო საპასუხო რეაქცია ფასდება L-კარნიტინის პლაზმური დონის განმეორებითი მონიტორინგით და პაციენტის სიმპტომების შეფასებით.

ჰემოდიალიზი – შემანარჩუნებელი თერაპია

იმ შემთხვევაში, თუ ინტრავენური ინიექციის პირველი კურსის შემდეგ აღინიშნება მნიშვნელოვანი კლინიკური სარგებელი, თერაპია შეიძლება გაგრძელდეს L- კარნიტინის პერორალური ხსნარით 1 გრ დღეში. დიალიზის დღეს, პერორალური L- კარნიტინი გამოიყენება სესიის ბოლოს.

ზემოთ აღნიშნული მდგომარეობების მკურნალობისას, ოპტიმალური დოზა განისაზღვრება თერაპიული ეფექტის შეფასების შემდეგ პლაზმასა და შარდში აცილის და თავისუფალი L-კარნიტინის დონეების მონიტორინგის გზით.

 

2.7 ჭარბი დოზირება:

ლევოკარნიტინის ჭარბი დოზირებით გამოწვეული ტოქსიურობის შესახებ  მონაცემები არ მოიპოვება. L-კარნიტინის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ფაღარათი. აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმთან დაკავშირება.

 

2.8 გვერდითი მოვლენები:

პერორალური ლევოკარნიტინის მიღების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს სხვადასხვა მსუბუქი გასტრინტესტინალური ჩივილები, როგორებიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის სპაზმები და ფაღარათი.

მაღალი დოზების დროს შეიძლება აღინიშნებოდეს ძლიერი სუნი. დოზის შემცირება ხშირად ამცირებს წამალთან დაკავშირებულ სუნს ან გასტროინტესტინალურ სიმპტომებს.

ურემიის მქონე პაციენტებში აღინიშნება მუბუქი მიოპათიის ტიპის დარღვევები.

პრეპარატის მიღების პირველი კვირის განმავლობაში და დოზირების მომატების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის ტოლერანტობის მონიტორინგი.

პაციენტებში კრუნჩხვების ანამნზით ან ანამნეზის გარეშე, პერორალურ ან ინტრავენური L-კარნიტინის გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნებოდეს კრუნჩხვები.

ნებისმიერი ზემოთ აღწერილი გვერდითი მოვლენის ან სხვა რაიმე მოვლენის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი კონსულტაციაზე.

2.9 რისი ცოდნა არის აუცილებელი დოზის გამოტოვების შემთხვევაში:

დაზოსი გამოტოვების დროს, ის მიღებულ უნდა იქნას რაც შეიძლება მალე. თუ უკვე მომდევნო დოზის დრო არის, მიიღეთ მხოლოდ ის დოზა. ნუ მიიღებთ ორმაგ ან ზედმეტ დოზას.

2.10 ვარგისიანობა

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

2.11 შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ და ბნელ ადგილას ≤ 250C ტემპერატურის პირობებში.

 

2.13 ზოგადი კლასიფიკაცია მიწოდებისათვის

პერორალური გამოყენება

„გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე“, გარდა შემდეგი პირობების დროს:

1. პაციენტები თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადიით, რომლებიც იტარებენ ჰემოდიალიზს.

2. კვალიფიცირებული საჯარო საავადმყოფოს ცენტრის მიერ სერტიფიცირებული პაციენტები L-კარნიტინის დეფიციტით.

ინტრავენური გამოყენება

„გაიცემა ექიმის რეცეპტით“

ანტიოქსიკაფსი თუთიით #20კაფს

ანტიოქსიკაფსი თუთიით

   
სარეგისტრაციო ნომერი: 06/01/920
სავაჭრო დასახელება: ანტიოქსიკაფსი თუთიით.
სამკურნალო ფორმა: კაფსულები.
შემადგენლობა: ერთი კაფსულა შეიცავს: β_კაროტინის 30%-იანი ზეთოვანი სუსპენზია _ 6მგ, α_ტოკოფერილაცეტატი _ 30მგ, ასკორბინის მჟავა _ 100მგ, თუთია თუთიის ოქსიდის სახით _ 8მგ.
დამხმარე ნივთიერება _ მზესუმზირის რაფინირებული ზეთი, ფუტკრის ცვილი, გაწმენდილი ლეციტინი.
ჟელატინის კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჟელატინი, გლიცერინი, გაწმენდილი წყალი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, საღებავი E_129 მშვენიერი წითელი.

აღწერილობა: მკვრივი, წითელი ფერის, მოგრძო ფორმის, ჟელატინის რბილი კაფსულები ნაკერით.
კაფსულების შემადგენლობა _ წითელი ფერის ზეთისებური სუსპენზია არამძაღე სუნით. შენახვის დროს შესაძლოა ნარევის განშრევება.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ვიტამინები.

ათქ კოდი: A 11 CC01

გამოყენების ჩვენება
როგორც პოლივიტამინური ანტიოქსიდატური პრეპარატი ანტიოქსიკაფსი თუთიით ნაჩვენებია:
_ (C, E და A) ვიტამინების უკმარისობის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, აგრეთვე თუთიის იონების უკმარისობისას.
_ ორგანიზმის რეზისტენტულობის გაზრდა გაციებების საწინააღმდეგოდ;
_ მომატებული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვების დროს;
_ აღდგენის პერიოდი ხანგრძლივი ან/და მძიმედ მიმდინარე დაავადებების შემდგომ, მათ შორის ინფექციური დაავადებებისას;
_ სხვადასხვა ეტიოლოგიის ასთენიური მდგომარეობის დროს;
_ ალკოჰოლური აბსტინენციის სინდრომისა და ნიკოტინური დამოკიდებულების დროს კომპლექსურ თერაპიაში;
_ არაბალანსირებული და არასრულყოფილი კვების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება
ანტიოქსიკაფსი თუთიით ინიშნება საკვების მიღების შემდეგ წყალთან ერთად.
პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი რეკომენდირებულია დაენიშნოს ბავშვებს 14 წლიდან და უფროსებს _ 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში 1_3 თვის განმავლობაში.
რეკომენდირებულია პროფილაქტიკური კურსის ჩატარება წელიწადში რამდენჯერმე.
სამკურნალო მიზნით ანტიოქსიკაფსი თუთიით დოზებს ადგენს ექიმი პათოლოგიის გამოვლინების ხასიათიდან და გამოხატულების ხარისხიდან გამომდინარე, აგრეთვე ორგანიზმის მიერ  A, C, E ვიტამინების და თუთიის მოთხოვნილების გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდირებული დოზებით გამოყენების დროს გვერდითი ეფექტები არ აღინიშნება.
პრეპარატის ხანგრძლივად და მაღალი დოზებით მიღებისას შესაძლოა ალერგიული რეაქციები, სპილენძის დეფიციტის განვითარება, ანემიები.

განსაკუთრებული მითითებები
თავი შეიკავეთ რძის პროდუქტების მიღებისაგან, რადგან ამ დროს მუხრუჭდება თუთიის მარილების შეწოვა საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან.
თავი აარიდეთ სპირტიანი სასმელების მიღებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
კორტიკოსტეროიდული პრეპარატები, ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკები, აგრეთვე ეთანოლი და ეთანოლის შემცველი პრეპარატები ერთდროული გამოყენებისას იწვევს პროვიტამინ A-ს თერაპიული ეფექტის შემცირებას.
ტოკოფეროლს შეუძლია გაზარდოს კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების ეფექტურობა ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც სისხლში აღმოაჩნდათ ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვის პროდუქტების მომატებული შემცველობა. არ მიიღოთ სხვა პოლივიტამინურ პრეპარატებთან ერთად, რათა თავიდან ავიცილოთ ჭარბი დოზირება.

უკუჩვენება
პრეპარატის უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.
გავლენა ავტომობილის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
გავლენას არ ახდენს.

გამოშვების ფორმა
ჟელატინის რბილი კაფსულები _ 0,5გ, 10 კაფსულა ბლისტერში, 2 ბლისტერი კოლოფში.

შენახვის პირობა
შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 15°C_25°Cტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა
2 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე).
მწარმოებლის დასახელება და მისამართი
უპ ,,მინსკინტერკაფსი”. ბელორუსიის რესპუბლიკა.
220075, ქ. მინსკი, ს/ყ 112, ქუჩა ინჟენერნაია, სახლი 26.
e-mail:[email protected]

ანდროზიტოლი პლუსი #14პაკ

ANDROSITOL® PLUS არის საკვები დანამატი მიო-ინოზიტოლის, N-აცეტილცისტეინის, E ვიტამინის, L- კარნიტინის, L-არგინინის, ალფა-ლაქტალბუმინის, ფოლიუმის მჟავასა და სელენის შემცველობით, სასარგებლო ნუტრიენტების დამატებითი მიღების უზრუნველსაყოფად, საკვებიდან შემცირებული მიღების ან გაზრდილი მოთხოვნის შემთხვევაში. სელენი უზრუნველყოფს ნორმალურ სპერმატოგენეზს. გარდა ამისა, სელენი და ვიტამინი E იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან. ANDROSITOL® PLUS არ შეიცავს შაქარს.

რა ფიზიოლოგიურ როლს ასრულებს ANDROSITOL® PLUS-ის თითოეული კომპონენტი?

მიო-ინოზიტოლი: იგი არის სათესლე სითხეში ფიზიოლოგიურად არსებული მნიშვნელოვანი კომპონენტი. მიო-ინოზიტოლი ჩართულია სპერმატოზოიდის მოძრაობის და მომწიფების პროცესში ისევე როგორც უზრუნველყოფს ნორმალურ მორფოლოგიას. მიო-ინოზიტოლი მნიშვნელოვან როლს თამაშობს როგორც რიგი ჰორმონების, მათ შორის FSH და ინსულინის მეორადი მესენჯერი და ამით პოზიტიურად მოქმედებს რეპროდუქციული და მეტაბოლური ფუნქციების აღდგენაში. არის სპერმატოზოიდების მომწიფებისა და მოძრაობის, მათი კარგი მორფოლოგიისათვის აუცილებელი კომპონენტი;

N-აცეტილცისტეინი: იგი ხასიათდება მუკოლიზური აქტივობით და საჭიროა სპერმის მაღალი ვისკოზურობის დროს. მისი საშუალებით სპერმატოზოიდს აქვს თავისუფლად გადაადგილების უნარი.

ვიტამინი E: იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან.

L–კარნიტინი: მნიშვნელოვან როლს ასრულებს უჯრედულ ენერგეტიკულ მეტაბოლიზმში, განსაკუთრებით სათესლის და ეპიდიდიმალურ დონეზე.

L – არგინინი: არის უჯრედების დაყოფის პროცესში ჩართული მნიშვნელოვანი ამინომჟავა, რომელიც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების მომწიფებას.

ალფა–ლაქტალბუმინი: იგი არის რძის შრატის პროტეინი. ალფა-ლაქტალბუმინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნაწლავებიდან ნივთიერებების, მათ შორის ინოზიტოლის, შეწოვის გაუმჯობესების თვალსაზრისით და უზრუნველყოფს ოპტიმალური, ფიზიოლოგიური ნაწლავური მიკროგარემოს აღდგენას.

ფოლიუმის მჟავა: იგი ხელს უწყობს ჰომოცისტეინის ნორმალურ მეტაბოლიზმს და მონაწილეობს უჯრედების დაყოფის პროცესში. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა უკავშირდება ჰიპერჰომოცისტეინემიასა და სუბფერტილურ მდგომარეობას.

სელენი: უზრუნველყოფს  ნორმალურ სპერმატოგენეზს.

როგორ მიიღება  ANDROSITOL® PLUS?

რეკომენდირებულია დღეში ერთი პაკეტის მიღება. უმჯობესია არ დაამთხვიოთ კვებას.  გახსენით შიგთავსი ერთ ჭიქა წყალში (200 მლ).

ANDROSITOL® PLUS-ს შემადგენლობა: სრული ინგრედიენტების ჩამონათვალისთვის, იხილეთ ეტიკეტი. შეიცავს დამატკბობლებს, არ შეიცავს შაქარს. შაქრის შემცველობა 0,5%-ზე ნაკლებია.

გაფრთხილება:

არ გადააჭარბოთ რეკომენდირებულ დღიურ დოზას. არ მისცეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფ ბავშვებს. შეინახეთ სამი წლის ასაკის ქვემოთ მყოფი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საკვები დანამატი არ არის მრავალფეროვანი, დაბალანსებული დიეტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შემცვლელი. გადაჭარბებულ დოზირებას შეიძლება ჰქონდეს საფაღარათო ეფექტი. ის შეიცავს რძის პროტეინს. შეინახეთ მშრალ, გრილ, მზისგან დაცულ ადგილას. ვადა მითითებულია კოლოფზე.

ANDROSITOL® PLUS შეფუთვა : 3.0 გრამიანი 14 პაკეტი          

მწარმოებელი:

LO.LI. Pharma International S.r.l.

Via dei Luxardo, 33 00156 – Roma (Italia)

www.lolipharmainternational.com                                                                                        

ოფიციალური წარმომადგენელი

საქართველოში: შ.პ.ს.“ინოტიმი”

მის: ქ.თბილისი, ს.ცინცაძის 12, სადარბაზო 15, მე-3 სართული

ტელ: + 995 322 309301; +995 595 744407

ელ-ფოსტა: [email protected]

ინესტომი 1გ/5მლ #5ა

საერთაშორისო დასახელება – L-carnitine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები;
ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1გ/10 მლ ფლაკონი 10ც
1გ/5 მლ ამპულა 5ც

აქტიური ინგრედიენტები:
1 ამპულა 10 მლორალური ხსნარი შეიცავს 1000მგ ლევოკარნიტინს (L-კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები ორალური ხსნარისთვის: ვაშლის მჟავა, მეთილპარაბენი, ნატრიუმის საქარინის დეჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
1 ამპულა 5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1000 მგ ლევოკარნიტინს (L -კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები საინექციო ხსნარისთვის: ქლორწყალბადმჟავა 10%, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კარნიტინი ბუნებრივი, ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს (BT_ ზრდის ვიტამინი). წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების ჩო ფაქტორს. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β- დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით. ინესტომი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში. ხასიათდება ნეიროტროფული მოქმედებით, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. ჰიპერთირეოზის დროს არეგულირებს გაძლიერებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფერმენტულ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჩმახ მიიღწევა მიღებიდან 3 სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში. T½ – 15 სთ. ექსკრეტირდება 80%-ზე მეტი თირკმელებით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები

გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია.
ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, დღენაკლი ბავშვები, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, კარნიტინის გენეტიკური დეფიციტი. ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ცხიმოვანი დისტროფია, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები, ასთენოსპერმია.
ჰიპოაციდური და ანტაციდური გასტრიტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ციროზი.
ინსულტი, ნევრიტი, ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია.
სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მიღების წესები და დოზები

ინესტომი საინექციო ხსნარი 5 მლ:
ბავშვებში: 12 წლამდე – 50-100 მგ/კგ/დღეში.
მოზრდილებში: 1-3 გ დღეში.
ნელი ინტრავენური შეყვანით 2-3 წუთის განმავლობაში.
ინესტომი დასალევი ხსნარი 10 მლ, მხოლოდ პეროს მისაღებად.
ბავშვებში: 2 წლამდე – 150 მგ/კგ/ დღეში.
2-დან 6 წლამდე – 100მგ/კგ/დღეში.
6-დან 12 წლამდე – 75მგ/კგ/დღეში.
12 წელს ზევით და მოზრდილებში: 2-3 გრ დღეში.
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, შეიძლება გაიხსნას წვენში ან წყალში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 25ºC- ზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
HELP Pharmaceuticals
საბერძნეთი

ამს ომეგა-3 1000მგ #60კაფს

ომეგა 3 1000 მგ. (ყველაზე მშვენიერი ღრმა ზღვიდან)

60 ტაბლეტი შეფუთვაში

100% სუფთა ისლანდიური თევზის ქონი.

დჰა-ითა და ეპა-ით

ხელს უწყობს მხედველობის, თავის ტვინის, სახსრებისა და გულის ნორმალურ ფუნქციას.

60 იოლად მისაღები რბილი ტაბლეტი

საკვები დანამატი

მითითება: მოზრდილებისთვის რეკომენდებულია 1 ან 2 რბილი ტაბლეტი დღეში საკვების მიღებასთან ერთად ან ექიმის დანიშნულებისამებრ.

ამს ომეგა 3 შეიცავს ეპა და დჰა-ს, ომეგა 3 ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს გულსა და სისხლძარღვთა სისტემას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.* ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ითვლება „კარგ“ ცხიმებად, რომელიც ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების დონის ნორმალიზაციას. 

ამს ომეგა 3 ხელს უწყობს მძიმე მეტალებისა და ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციას ორგანიზმიდან, როგორიცაა ვერცხლისწყალი, პოლიქლორირებული ბიფენილები და დიოქსინი.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

დამზადებულია GMP სტანდარტების, ISO 9002 და ევროპული ფარმაკოპეის სტანდარტების მიხედვით. მძიმე მეტალების, პესტიციდების, დიოქსინის არაგანსაზღვრადი დონე სერტიფიცირებულია. დამოუკიდებლად შემოწმებულია სისუფთავისა და ეფექტურობის ხარისხი.

დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

დამზადებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში.

* აღნიშნული დებულებები არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლისა და საკვების ასოციაციის მიერ. ეს პროდუქტი არ არის მოწოდებული რომელიმე დაავადების სადიაგნოსტიკოდ, სამკურნალოდ ან პრევენციისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

1 ჯერზე მისაღები დოზა 1 რბილი ტაბლეტი (1000 მგ). კონტეინერში 30 დღის რაოდენობა

1 ტაბლეტის შემადგენლობა % დღიური ნორმა
კალორიები10 
კალორიები მიღებული ცხიმისგან10 
საერთო ცხიმი 1 გ.2%
   ნაჯერი ცხიმი 0 გ 0%*0 გ 0%
   პოლიუჯერი ცხიმი 0 გ **0 გ **
   მონოუჯერი ცხიმი0 გ **
   ქოლესტერინი5 მგ**
   თევზის ქონი1000 მგ (1გ)**
         ეპა (ეიკოზაპენტაენის მჟავა) **
         დჰა (დეკოზაჰექსაენის მჟავა) **
         საერთო ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები   300 მგ**

* დღიური ნორმა გამოთვლილია დღეში 2000 კკალ შემცველ დიეტაზე

** დღიური ნორმა დადგენილი არ არის

სხვა ინგრედიენტები: ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი, შეიცავს

გაფრთხილება. ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. არ გამოიყენოთ, თუ საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

ომეგა 3 ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა და სისხლის მიმოქცევის სისტემის ნორმალურ მუშაობას. ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავები ითვლება „კარგ“ ცხიმებად და ხელს უწყობს ტრიგლიცერიდების ნორმალური დონის შენარჩუნებას.

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების ნატურალური წყარო ომეგა – 3, მიღებული ორაგულის ჯიშისთევზისაგან მნიშვნელოვანია სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად და გულ – სისხლძარღვთა სისტემის დარღვევის რისკის შესამცირებლად .

ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების კომპლექსი ომეგა – 3 ავლენს ზოგად მატონიზირებელ, მემბრანომასტაბილიზებელ, ანტიაგრეგაციულ, არტერიული წნევის მარეგულირებელ, ანთებითი პროცესის მიმდინარეობის გამაუმჯობესებელ და იმუნომაკორეგირებელ თვისებებს.

საკმარისი ფიზიკური დატვირთვა და ჯანსაღი კვება წარმოადგენენ ცხოვრების ჯანსაღი წესის ძირითად შემადგენელ ნაწილს. ჯანმრთელი გულისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორი კვება, ცხიმებისა და ქოლესტერინის შეზღუდული რაოდენობით და აუცილებელი ცხიმოვანი მჟავების საკმარისი მიღებით. დღეისათვის ცნობილია, რომ ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავები ომეგა – 3 წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტებს გულის ჯანსაღი კვებისათვის: ისინი ადამიანის ორგანიზმში ინარჩუნებენ ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების შემცველობას შორის ბალანს.

აძლიერებენ  ორგანიზმის იმუნური, გულ–სისხლძარღვთა, ნერვული  და  საყრდენ მამოძრავებელი  სისტემების ფუნქციებს;

–  არეგულირებს გულის რითმს და ამცირებენ გულის უკმარისობის  და იშემიური დაავადების განვითარების რისკს;

– ამცირებს სისხლში  ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დონეს, ხელსუშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, თრომბის წარმოქმნას.

– სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესების ხარჯზე ახდენს მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებას

–  ამაღლებს სისხლძარღვების კედლების ელასტიურობას

– აუმჯობესებს მეხსიერებას

– აქვთ გამოხატული  ანტიოქსიდანტური  მოქმედება;

– როგორც  დამხმარე  საშუალება  ფართოდ  გამოიყენება  კუჭისა  და  12-გოჯანაწლავისწყლულების, კანისა  და  ალერგიული  დაავადებების  მკურნალობისას;

– აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას,

– ხელს უწყობს კუნთოვანი მასის ზრდას

– აუმჯობესებს ინსულინის მიმართ მგრძნობელობას, აყოვნებს საკვებისგან კუჭის დაცლას, რის გამოც ხდება ნახშირწყლების ათვისების შენელება ხდება, არ წარმოიქმნება კონცენტრაციული პიკები, რომელიც იწვევს ინსულინის მიმართ რეზისტენტობის განვითარებას.

– აუმჯობესებს კანის სტრუქტურას, მატებს მას ჯანსაღ იერს.

– უმჯობესდება ტვინის ფუნქცია, მაღლდება გუნება-განწყობა. ტვინის ნივთიერების 60% ცხიმებისაგან შედგება და მას აუცილებლად ესაჭიროება ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები ნაყოფიერი ფუნქციონირებისათვის.

– ზრდის ჰორმონების რეპროდუქციას, მათ შორის ტესტოსტერონის

– ამცირებს ჭარბი რაოდენობით კორტიზოლის გამოყოფას

საუკეთესოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. ხელს უწყობს ორგანიზმში ქიმიური პროცესების რეგულაციას, აძლიერებს ტონუსს და ამაღლებს შრომისუნარიანობას.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია ასევე ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონალური დარღვევებისას, რომელსაც თან ახლავს ფსიქიკური ენერგიის და ინტელექტუალური ფუნქციების შემცირება, ქრონიკული დაღლილობის შეგრძნება; ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევების რეაბილიტაციისას, ინფარქტის, ძვლის მოტეხილობების, აუტოიმუნური დაავადებების, წყლულის, კანის დაავადებების, მშობიარობის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდში, ონკოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისათვის.

ორსულობის დროს ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების დეფიციტი ორგანიზმში იწვევს ლოგიკური აზროვნების და ინტელექტის დარღვევას, რადგან ეს მჟავები აუცილებელია თავის ტვინის ნორმალური ფუნქციისთვის, ნეირონებს შორის ნერვული სიგნალია სინაფსური გადაცემისთვის, ასევე ამ მჟავებზეა დამოკიდებული თვალის ბადურის ნორმალური ფუნქცია.

ომეგა – 3 მიეკუთვნება პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ჯგუფს, რომელიც არ სინთეზდება ორგანიზმში და წარმოდგენილია დოკოზაჰექსანისა (DHA) და ეიკოზაპენტანის (EPA) მჟავების სახით.ომეგა – 3 აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა, ნერვული და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ფუნქციონირებას, აგრეთვე აუმჯობესებს კანის ტროფიკას. ომეგა-3 ანორმალიზებს ცხიმოვან ცვლას, აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების კონცენტრაციას სისხლში და ხელს უშლის გაცხიმოვნებას. ომეგა-3  გამოირჩევა ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, თრგუნავს ციტოკინების და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლებას. ომეგა-3 აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს და სისხლის წებოვნებას, აქვეითებს საერთო ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების დონეს, ზრდის სისხლძარღვთა კედლის ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას და ხელს უშლის იშემიური დაავადებების განვითარებას. ომეგა-3  ახდენს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების პრევენციას,  აუმჯობესებს სეროტონინის გამოყოფას, ამცირებს აგრესიულობას, იცავს თავის ტვინს სტრესის დამანგრეველი მოქმედებისგან. ომეგა – 3 შედის ფოტორეცეპტორების მემბრანის შემადგენლობაში და ხელს უწყობს მხედველობის სიმახვილის შენარჩუნებას. ფოსფოლიპიდები, დოკოზაჰექსანისმჟავა  დაეიკოზაპენტანისმჟავა წარმოადგენენ უჯრედის პლაზმური მემბრანის მნიშვნელოვან ნაწილს, უზრუნველყოფენ მემბრანის ელასტიურობასა და სტაბილურობას. დოკოზაჰექსანის მჟავა  შედის თავის ტვინის ქერქის რუხი ნივთიერების შემადგენლობაში, ხელს უწყობს მიელინის გარსის წარმოქმნას, რითაც აუმჯობესებს ნერვული იმპულსების გადაცემას.

ჩვენებები:

* ნევროლოგია: მეხსიერების დაქვეითება, ყურადღების დეფიციტის სინდრომი, დისპრაქსია, დისლექსია, გონებრივი და ფიზიკური გადაღლა, ასთენია, აგრესია, დეპრესია, ქცევითი აშლილობები, ემოციური ლაბილობა, დემენცია.

* ოფთალმოლოგია: ჰემერალოპია, მიოპია, მშრალი თვალის სინდრომი, დიაბეტური რეტინოპათია, მაკულის დეგენერაცია, კატარაქტა.

* კარდიოლოგია: გულის იშემიური დაავადების პროფილაქტიკა და კომპლექსური მკურნალობა, ათეროსკლეროზი, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ფიზიკური და გონებრივი გადაღლა, ასთენია, პოსტინფარქტული პროფილაქტიკა, არითმია.

* რევმატოლოგია: რევმატოიდული დაავადებები, ოსტეოპოროზი.

* მეან – გინეკოლოგია: ორსულთა პათოლოგიები (ჰიპერტონია, გიდ-ი, ჭარბი წონა, ნეფროპათია, ორსულთა დიაბეტი),  ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, ორსულობის შემდგომი დეპრესიის განვითარების პროფილაქტიკა, ნაადრევი მშობიარობისა და ორსულობის შეწყვეტის პროფილაქტიკა, გესტოზების პროფილაქტიკა, თრომბოფილია, ნაყოფის ჰიპოტროფია, კლიმაქტერიული პეერიოდის ნევროზები, ემოციური ლაბილურობა.

* გასტროენტეროლოგია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებები, ქოლეცისტიტი და მისი გამწვავების პროფილაქტიკა, კრონის დაავადება.

* ენდოკრინოლოგია: ჭარბი წონა, ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი, გაცხიმოვნების შემცირება, ცილოვანი ბალანსის რეგულაცია, ანგიოპროტექტორული მოქმედება, ლიპიდური ცვლის დარღვევა, ათეროსკლეროზი, ტრიგლიცერიდემია.

* დერმატოლოგია: კანის სიმშრალე, აქერცვლა, ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, ალერგიული დერმატიტები, ფსორიაზი.

* ნეფროლოგია: ეიკოზანოიდების, ციტოკინების, თრომბოქსან A2 -ის გამონთავისუფლების შემცირება, პროტეინურიის შემცირება, ჰიპერტენზიის პრევენცია.

* ონკოლოგია: სარძევე ჯირკვლის სიმსივნეები, წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნეები, მსხვილი ნაწლავის სიმსივნეები, ქიმიო და სხივური თერაპიის პერიოდი, ასთენია, კახექსია

* პულმონოლოგია: ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ტუბერკულიოზი.

* საყრდენ მამოძრავებელი სისტემის დაავადებები

* სპორტული მედიცინა: ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, პროტეინების სინთეზის შემცირება, ძვალ-სახსართა სისტემის დაზიანებები

ინესტომი 1გ/10მლ ორალ.ხს#10ფ

საერთაშორისო დასახელება – L-carnitine

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალებები;
ქსოვილებში მეტაბოლიზმის და ენერგომომარაგების გასაუმჯობესებელი და ქსოვილების ჰიპოქსიის შესამცირებელი პრეპარატები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
1გ/10 მლ ფლაკონი 10ც
1გ/5 მლ ამპულა 5ც

აქტიური ინგრედიენტები:
1 ამპულა 10 მლორალური ხსნარი შეიცავს 1000მგ ლევოკარნიტინს (L-კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები ორალური ხსნარისთვის: ვაშლის მჟავა, მეთილპარაბენი, ნატრიუმის საქარინის დეჰიდრატი, ფორთოხლის არომატიზატორი, გამოხდილი წყალი.
1 ამპულა 5 მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 1000 მგ ლევოკარნიტინს (L -კარნიტინი).
დამხმარე ნივთიერებები საინექციო ხსნარისთვის: ქლორწყალბადმჟავა 10%, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კარნიტინი ბუნებრივი, ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა, მიეკუთვნება B ჯგუფის ვიტამინებს (BT_ ზრდის ვიტამინი). წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების ჩო ფაქტორს. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β- დაჟანგვა, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია ატფ-ის სახით. ინესტომი აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში. ხასიათდება ნეიროტროფული მოქმედებით, აღადგენს ნერვული ქსოვილის სტრუქტურას. ჰიპერთირეოზის დროს არეგულირებს გაძლიერებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას და კუჭ-ნაწლავის სისტემის ფერმენტულ აქტივობას.
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ჩმახ მიიღწევა მიღებიდან 3 სთ-ში, თერაპიული კონცენტრაცია ნარჩუნდება 9 სთ. თავისუფლად გადადის ღვიძლში და მიოკარდიუმში. T½ – 15 სთ. ექსკრეტირდება 80%-ზე მეტი თირკმელებით შეუცვლელი სახით.

ჩვენებები

გულის იშემიური დაავადება, კარდიომიოპათია, გულის უკმარისობა, მიოკარდიუმის ცხიმოვანი დისტროფია.
ზრდის შეფერხება და წონის დეფიციტი, გონებრივი და ფიზიკური განვითარების შეფერხება, დღენაკლი ბავშვები, სამშობიარო ტრავმის და ასფიქსიის შემდგომი პერიოდი, კარნიტინის გენეტიკური დეფიციტი. ნაყოფის ზრდაში ჩამორჩენა.
თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ცხიმოვანი დისტროფია, ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები, ასთენოსპერმია.
ჰიპოაციდური და ანტაციდური გასტრიტი, ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია, ციროზი.
ინსულტი, ნევრიტი, ენცეფალოპათია, პოლინეიროპათია.
სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი.
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ქრონიკული დაღლილობა, შრომისუნარიანობის დაქვეითება.

მიღების წესები და დოზები

ინესტომი საინექციო ხსნარი 5 მლ:
ბავშვებში: 12 წლამდე – 50-100 მგ/კგ/დღეში.
მოზრდილებში: 1-3 გ დღეში.
ნელი ინტრავენური შეყვანით 2-3 წუთის განმავლობაში.
ინესტომი დასალევი ხსნარი 10 მლ, მხოლოდ პეროს მისაღებად.
ბავშვებში: 2 წლამდე – 150 მგ/კგ/ დღეში.
2-დან 6 წლამდე – 100მგ/კგ/დღეში.
6-დან 12 წლამდე – 75მგ/კგ/დღეში.
12 წელს ზევით და მოზრდილებში: 2-3 გრ დღეში.
მიიღება ჭამამდე 30 წუთით ადრე, შეიძლება გაიხსნას წვენში ან წყალში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლოა აღინიშნოს მსუბუქად გამოხატული დისპეფსიური მოვლენები.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები და ვადები

ინახება 25ºC- ზე სინათლისგან დაცულ ადგილას.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა:
HELP Pharmaceuticals
საბერძნეთი

ამს ლიპოიკ-ფორტე 600მგ #60კაფს

ლიპოიკ – ფორტე

ალფა-ლიპოის მჟავა 600მგ

America Medic & Science

AMS

• ალფა-ლიპოის მჟავა (ალმ) წარმოადგენს ცხიმოვან მჟავას, რომელიც ორგანიზმის ყველა უჯრედში გვხვდება. ორგანიზმში მისი ფუნქცია უჯრედის ნორმალური ცხოველქმედებისთვის საჭირო ენერგიის წარმოქმნაა. იგი მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი, გამოიყენება დიაბეტური და სხვა ტიპის ნეიროპათიების სამკურნალოდ, ხელს უშლის ნერვული უჯრედების დაზიანებას.

• ალმ იცავს ღვიძლს, ახდენს კატარაქტის პრევენციას, აძლიერებს იმუნურ ფუნქციას, ამცირებს ალცჰაიმერის დაავადების პროგრესირებას.

• ალმ გადის ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს და იოლად აღწევს თავის ტვინამდე, იცავს თავის ტვინსა და ნეირონებს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისაგან.

• ალმ წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციის გაუმჯობესებას, ტოქსინების გაუვნებელყოფას და აგრეთვე, იცავს ღვიძლს თავისუფალი რადიკალების მიერ დაზიანებისგან.

ჩვენებები: დიაბეტური პოლინეიროპათია, ალკოჰოლური პოლინეიროპათია, ღვიძლის გაცხიმოვნება, რეტინოპათია, ლიპიდური ცვლის დარღვევა.

დამატებითი ინფორმაცია

1 კაფსულა შეიცავს/  კონტეინერში 30-60 კაფსულა

ალფა-ლიპოის მჟავა 600მგ

დამატებითი ინგრედიენტები: სოიოს ზეთი, გლიცერინი, სასმელი წყალი, ჟელატინი

ზებოლი 50მგ 1მლ #1 მზა შპრიცი

19.00 ლარი
17.86 ლარი

ქვეყანა: ინდოეთი

მწარმოებელი: ზეე ლაბორატორია

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!