Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 318

ამს ვიტ E 400მგ #60კაფს

ვიტამინი E 400 (ტოკოფეროლი) 400 სე

გაუმჯობესებული ფორმულა

ლაბორატორიულად დამტკიცებული გარანტირებული ხარისხი – ამს

ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჯანმრთელობას

გააჩნია სასარგებლო ანტიოქსიდაციური მოქმედება

აუმჯობესებს კანის, თმისა და თვალების ჯანმრთელობას

2 აბი დღეში შეფუთვაში 60 აბი

საკვები დანამატი

მითითება: როგორც საკვები დანამატი, მიიღეთ დღეში 2 აბი

შესაძლებელია გამოყენება ვეგეტარიანელების მიერ.

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ, თუკი საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

* აღნიშნული დებულებები არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლისა და საკვების ასოციაციის მიერ. ეს პროდუქტი არ არის მოწოდებული რომელიმე დაავადების დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და პრევენციისთვის.

დამატებითი ინფორმაცია

1 ჯერზე მიიღება 2 აბი                                                    კონტეინერში 30 „პორცია“

1 ჯერზე მისაღები რაოდენობის შემადგენლობა                           % დღიური ნორმა

ვიტამინი ე                                400 სე                               1333%*

*% დღიური ნორმა გათვლილია 2000 კკალ შემცველ დიეტაზე.

სხვა ნივთიერებები: ცვილი, ლეციტინი, სოიოს ზეთი, გლიცერინი, სუფთა წყალი.

ვიტამინი ე ხელს უწყობს გულის ჯანმრთელობას.

ვიტამინი ე წარმოადგენს ცხიმში ხსნად ანტიოქსიდანტს, რომელსაც რიგი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებები გააჩნია.

ვიტამინი ე მოქმედებს ორგანიზმში წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედების წინააღმდეგ. ის უკავშირდება ორგანიზმის ცხიმ-დამოკიდებულ ქსოვილებს, როგორიცაა გული, ცხიმის გადამტან მოლეკულებს – LDL („ცუდ“ ქოლესტერინს) და უჯრედების მემბრანებს, სადაც ის ახდენს ამ სტრუქტურების სტაბილიზაციას და იცავს მათ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან.

ვიტამინი ე აძლიერებს იმუნიტეტს, აუმჯობესებს კანის, თმისა და თვალების ჯანმრთელობას.

გაფრთხილება. ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან პრეპარატის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

შეინახეთ ბავშვებისგან მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას. მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას. არ გამოიყენოთ, თუ საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

გააჩნია ანტიოქსიდანციური მოქმედება, მონაწილეობს ჰემისა და ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და ქსოვილოვანი მეტაბოლიზმის სხვა მნიშვნელოვან პროცესებში, ხელს უშლის ერითროციტების დაშლას, ამცირებს კაპილარების მომატებულ განვლადობასა. აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის, გლუვი და განივზოლიანი კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის, და ასევე სისხლძარღვების კედლების გასამაგრებლად. მონაწილეობს ნუკლეინის მჟავებისა და პროსტაგლანდინების მეტაბოლიზმში, უჯრედული სუნთქვის ციკლში, არაქიდონის მჟავის სინთეზში. წარმოადგენს ბუნებრივ ანტიოქსიდანტს, ამუხრუჭებს თავისუფალი რადიკალებით ლიპიდების ზეჟანგვით ჟანგვას. ააქტიურებს ფაგოციტოზს და გამოიყენება ერითროციტების ნორმალური რეზისტენტობის შესანარჩუნებლად. მაღალი დოზით მიღებისას ავლენს ანტიაგრეგაციულ მოქმედებას. დადებითად მოქმედებს ადამიანის რეპროდუქციულ სისტემაზე, ანელებს სისხლძარღვების ათეროსკლეროზული ცვლილებების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას შეიწოვება 20% – 40% (აუცილებელია ნაღვლის წვენის არსებობა და თირკმელზედა ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირება). დოზის გაზრდისას შეწოვა მცირდება. ოპტიმალური კონცენტრაცია სისხლში 10-15 მგ/ლ. ექსკრეცია ძირითადად განავალთან ერთად ხდება. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა შარდთან ერთად გლუკურონიდებისა და სხვა მეტაბოლიტების სახით.

ორგანიზმში  E  ვიტამინის  არარსებობისას ( E  ავიტამინოზი )  ვითარდება  დეგენერაციული  ცვლილებები  ჩონჩხის  კუნთებსა  და  გულის  კუნთში ,   მატულობს  კაპილარების  განვლადობა,  ვითარდება სათესლე არხების  და საკვერცხეების ეპითელიურმის დეგენერაცია, ორსულობის დროს ემბრიონებში  ვითარდება  სისხლჩაქცევები,  ანტენატალური  სიკვდილი .  ასევე  დადგენილია  დეგენერაციული  ცვლილებები  ნერვულ  უჯრედებში  და  ღვიძლის  პარენქიმის  დაზიანება .

E  ვიტამინის  უკმარისობისას  შეინიშნება  ცილების  კონცენტრაციის  დაქვიეთება  სისხლის  შრატში  და  ნუკლეინის  მჟავის  სინთეზის შემცირება  ღვიძლსა  და  სათესლე  ჯირკვლებში .

E  ვიტამინის  უკმარისობა  ადამიანში  შეიძლება  დაკავშირებული  იყოს  კვების  თავისებურებებთან,  მაგალითად  საკვებში  მცენარეული  ცხიმების  არარსებობასთან,  ან  შესაძლებელია  განპირობებული  იყოს  სხვადასხვა  დაავადებით ,  მაგალითად  ღვიძლის ,  კუჭქვეშა  ჯირკვლის .

E  ვიტამინი  სამკურნალო  საშუალების  სახით  ხელს  უწყობს  თვითნებური  აბორტის  თავიდან  აცილებას,  სასქესო  ჯირკვლების  ფუნქციის  ნორმალიზაციას  მამაკაცებში ,  ჩონჩხის  კუნთების  ფუნქციის  აღდგენას  კუნთოვანი  დისტროფიის  და  კუნთების  სხვა  სახის  დაზიანების  დროს.  გულ – სისხლძარღვთა  დაავადებების  დროს  სხვა  სახის  ღონისძიებებთან  ერთად  E  ვიტამინი  ხელს  უწყობს გულის კუნთის ნორმალურ მეტაბოლიზმს.  ზრდის  სისხლის  დინების  სიჩაქრეს  არტერიოლებში ,  ხელს  უწყობს  ვენური  ტონუსის  შენარჩუნებას ,  ამაღლებს  კაპილარების  მდგრადობას.

გამოყენების  ჩვენებები

α – ტოკოფეროლ  აცეტატს ( E  ვიტამინი )  იყენებენ  სასქესო  ჯირკვლების  ფუნქციის  დარღვევისას  მამაკაცებში ,  ხოლო  ქალებში –  ორსულობის  შეწყვეტის  რისკის  და  მენსტრუალური  ციკლის  სხვადასხვაგვარი  დარღვევების  დროს ,  ნაყოფის  საშვილოსნოსშიდა  განვითარების  პირობების  გაუარესებისას .

E  ვიტამინი  ასევე  გამოიყენება  პერიფერიული  სისხლძარღვების  დაზიანებისას (ენდარტერიტის ,  რეინოს  დააავდება),  მიოკარდიოდისტროფიის  და  ათეროსკლეროზის  დროს .

E  ვიტამინს  ნიშნავენ  სებორეის ,  კანის  ატროფიული  ცვლილებების ( მაგ .  სკლეროდერმია ),  წვივის  ტროფიკული  წყლულების ,  ფოტოდერმატოზის  დროს.

გოლდ L კარნიტინი1000ქრომ#20შუშ

გოლდ  L – კარნიტინი 1000  ქრომით

შუშხუნა აბები (20 აბი) 

კვებითი ღირებულება – 1 აბი % NRV*

L-კარნიტინი  1000 მგ

ქრომი 40 μg  100%

დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი;  მჟავიანობის რეგულატორი – ლიმონმჟავა,ნატრიუმის კარბონატი;  შემავსებელი – სორბიტოლი; სტაბილიზატორი – პოლიეთილენგლიკოლი; დამატკბობლები – საქაროზა, სუკრალოზა; არომატიზატორი – კაროტინი (ფორთოხლის არომატისთვის).

გოლდ  L-კარნიტინი 1000  ქრომით – არის საკვები დანამატი შუშხუნა ტაბლეტების ფორმით, L-კარნიტინისა და ქრომის პიკოლინატის შემცველობით. პროდუქტი შეიცავს დამატკბობლებს.

L – კარნიტინი – B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ბუნებრივი ნივთიერებაა. ის მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, გადააქვს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავები ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც განიცდიან β-დაჟანგვას, რის შედეგადაც წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ენერგია (ატფ-ის სახით).

L – კარნიტინი – აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, აღადგენს მჟავა-ტუტოვან წონასწორობას. თრგუნავს კეტოსხეულების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს. ამცირებს რძემჟავა აციდოზის ხარისხს, ზრდის ორგანიზმის ამტანობას ფიზიკური დატვირთვისადმი. ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის მარაგის გაზრდას ღვიძლში.

L – კარნიტინი – ავლენს ანაბოლურ მოქმედებას. თიროქსინის მიმართ ანტაგონისტური მოქმედებით აწესრიგებს ჰიპერთირეოზის დროს მომატებულ ძირითად ცვლას. ასტიმულირებს კუჭის წვენის სეკრეციას, ანელებს ცილოვანი და ნახშირწყლოვანი მოლეკულების კატაბოლიზმს. მცირდება სხეულის ჭარბი წონა და ქვეითდება ცხიმების შემცველობა კუნთებში.

ქრომი – ხელს უწყობს  ცხიმების, ნახშირწყლების მეტაბოლიზმს და სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებას.

რეკომენდირებული დოზა: 1 ტაბლეტი, გახსენით  200 მლ წყალში.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას.

საკვები დანამატები არ უნდა იქნას გამოყენებული მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტის შემცვლელად.

რეკომენდებულია მრავალფეროვანი და დაბალანსებული დიეტა და ცხოვრების ჯანსაღი წესი.

გაფრთხილება: პროდუქტი არ უნდა მიიღონ პრეპარატის რომელიმე შემადგენელი ნაწილის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე ადამიანებმა.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისდან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

მწარმოებელი :  OLIMP LABS  პოლონეთი

ამს ვიტ D3 10000ერთ #60კაფს

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ამს ვიაკალ D3#60კაფს

ვიაკალი

კალციუმი 600მგ & ვიტამინი D3 400 ს.ე.

 

შემადგენლობა: ვიტამინი D3 -400 ს.ე + კალციუმის კარობნატი 600 მგ. დამატებითი ინგრედიენტები: ჟელატინი (კაფსულა), მიკროკრისტალური ცელულოზა, მაგნიუმის სტეარიტი, სილიციუმი.

ვიაკალი

  • ჯანსაღი ძვლების შეუცვლელი მინერალი
  • ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს
  • აუმჯობესებს კარდიოვასკულარულ ფუნქციას

ვიაკალი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუცილებელია ძლოვანი ქსოვილის განვითარებისთვის, გულისცემის სიხშირის რეგულაციისათვის, ნერვული იმპულსების გადაცემისათვის, ჰორმონების სეკრეციის სტიმულაციისა და სისხლის შედედებისათვის.

ვიტამინი D3 აუცილებელია კალციუმის ასათვისებლად. იგი განსაზღვრავს ძვლების, კუნთებისა და კბილების ჯანმრთელობას. ვიტამინი D3 ასევე აძლიერებს იმუნიტეტს.

ვიაკალი ადვილად ასათვისებელია ორგანიზმისთვის რადგან დამზადებულია სპეციალური ტექნოლოგიით.

ჩვენებები:

გინეკოლოგია: ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი, პოსტმენოპაუზური ოსტეოპოროზი, კოფეინის და თამბაქოს ჭარბი მოხმარება;

ენდოკრინოლოგია: ჰოპოპარათირეოზი, მეორეული ჰიპოპარათირეოზი, სხვადასხვა გენეზის ოსტეოპოროზი, ინტენსიური ზრდის პერიოდი ბავშვებსა და მოზარდებში, ხანდაზმულობის ასაკი, კალციუმის ცვლის დარღვევა, კალციუმის უკმარისობა ათლედებში და სპორტსლემენში.

მიღების წესი: მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ ანდ 2-ჯერ დღეში, ან ექიმის დანიშნულებისამებრ. შეფუთვაში 60 კაფსულა

მწარმოებელი America Medic & Science (AMS), ამერიკა

ალმიბა 400მგ/მლ 120მლ ხსნარი

54.60 ლარი
51.32 ლარი

ქვეყანა: ესპანეთი

მწარმოებელი: ლაბორ. მიქუელ გარიგა ესპანეთი

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

L-კადეტინი 1გ/5მლ #5ამპ

L-კადეტინი
(L-CADETIN)

ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ლევოკარნიტინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:

საინექციო ხსნარი:
გამჭვირვალე უფერო ხსნარი;

პერორალური ხსნარი:
უფეროდან მოყვითალო ფერამდე გამჭვირვალე ხსნარი.

შემადგენლობა:
საინექციო ხსნარი:
საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ლევოკარნიტინს – 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პერორალური ხსნარი:
პერორალური ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ლევოკარნიტინს – 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ვაშლის მჟავა, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის
პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის საქარინი, ალუბლის არომატიზატორი,
გასუფთავებული წყალი.
გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი.
პერორალური ხსნარი.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ამინომჟავები და მათი წარმოებულები. ათქ-კოდი: A16AA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა:
ლევოკარნიტინი B ჯგუფის ვიტამინების მსგავსი ნივთიერებაა, რომელიც წარმოადგენს ცხოველური ქსოვილების, მიკროორგანიზმებისა და მცენარეების ბუნებრივ კომპონენტს. ადამიანის ორგანიზმში ლევოკარნიტინის რაოდენობის შევსება ხდება როგორც კარნიტინის შემცველი პროდუქტების მიღებით, ასევე მისი ენდოგენური სინთეზით ღვიძლსა და თირკმელებში. ბიოლოგიურად აქტიურია მხოლოდ კარნიტინის L-იზომერი (ლევოკარნიტინი), რომელიც მონაწილეობს ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტირებაში ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიებში, სადაც ამ მჟავების β-ჟანგვის შედეგად წარმოიქმნება დიდი რაოდენობით მეტაბოლური ენერგია. კოენზიმ A-ს გამოთავისუფლებით ლევოკარნიტინი აძლიერებს მეტაბოლიტების მიდინებას კრებსის ციკლში, ასტიმულირებს პირუვატდეჰიდროგენაზას აქტივობას ჩონჩხის კუნთებში და განშტოებული ამინომჟავების ჟანგვას. Aამგვარად, პრეპარატი ახდენს ცილოვანი და ცხიმოვანი ცვლის ნორმალიზებას, აღადგენს სისხლის ტუტოვან რეზერვს, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას და ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს ლაქტაციდოზის ხარისხს, ზრდის მოტორულ აქტივობასა და გამძლეობას ფიზიკური დატვირთვისადმი, ამასთანავე ხელს უწყობს გლიკოგენის ეკონომიურ ხარჯვასა და ღვიძლში მისი მარაგის ზრდას.
ფარმაკოკინეტიკა:
ი/ვ შეყვანის შემდეგ ლევოკარნიტინი სისხლის საშუალებით ტრანსპორტირდება ორგანიზმის ყველა ქსოვილში, მაღალი კონცენტრაციები იქმნება ჩონჩხის კუნთებსა და მიოკარდიუმში. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში ნარჩუნდება 9 საათის განმავლობაში. გამოიყოფა თირკმლებით, უპირატესად აცილური ეთერების სახით. პერორალურად მიღებული ლევოკარნიტინი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (80%). მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა მიღებიდან 4 სთ-ში. სისხლის პლაზმიდან აღწევს ღვიძლში, მიოკარდიუმსა და ჩონჩხის კუნთებში. ექსკრეტირდება თირკმლების საშუალებით, უპირატესად აცილური ეთერების სახით.
ჩვენება:
– კარნიტინის პირველადი და მეორადი დეფიციტი მოზრდილებსა და ბავშვებში (მათ შორის ახალშობილებსა და ჩვილებში).
– კარნიტინის დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი მდგომარეობები: გამოხატული და ხანგრძლივი კუნთების სპაზმი და/ან ჰიპოტენზიის ეპიზოდები დიალიზის პერიოდში; ენერგიის ნაკლებობა, რომელიც მნიშვნელოვნად აუარესებს ცხოვრების ხარისხს; კუნთების სისუსტე და/ან მიოპათია; კარდიომიოპათია; ურემიით გამოწვეული ანემია, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას ან მოითხოვს ერითროპოეტინის დიდ დოზებს; კვების ნაკლებობით გამოწვეული კუნთოვანი მასის დაკარგვა.
მიღების წესი და დოზირება:
საინექციო ხსნარი:
ინტრავენურად საინექციო ხსნარი შეჰყავთ ნელა (2-3 წუთის განმავლობაში). ადექვატური დოზის შესარჩევად რეკომენდებულია პლაზმაში და შარდში თავისუფალი და აცილირებული ლევოკარნიტინის დონის განსაზღვრა. კარნიტინის პირველადი დეფიციტის შემთხვევაში დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია მეტაბოლური დარღვევების კლინიკური გამოვლინების სიმძიმეზე და დგინდება ინდივიდუალურად. მწვავე დეკომპენსაციის დროს L-კადეტინის რეკომენდებული დოზა შეადგენს 100 მგ/კგ/დღეში, გაყოფილი 3-4 მიღებაზე. საჭიროებისამებრ, შესაძლებელია პრეპარატის უფრო მაღალი დოზების გამოყენება, თუმცა ამ შემთხვევაში მატულობს გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი. კარნიტინის მეორადი დეფიციტი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ივარაუდება, თუ სისხლის პლაზმაში აცილური და თავისუფალი ლევოკარნიტინის თანაფარდობის მაჩვენებელი 0.4-ზე მეტია და/ან თავისუფალი ლევოკარნიტინის დონე 20 მკმოლ/ლ-ზე ნაკლებია. პრეპარატი შეჰყავთ დიალიზის ყოველი პროცედურის ბოლოს ინტრავენური ბოლუსის სახით, დოზით 20 მგ/კგ (დაახლოებით სამი პროცედურა კვირაში). მკურნალობა
გრძელდება სულ მცირე 3 თვის განმავლობაში, რაც აუცილებელია კუნთებში თავისუფალი კარნიტინის ნორმალური დონის აღსადგენად. მკურნალობის შედეგის შეფასება და განმეორებითი კურსის ჩატარების აუცილებლობა დგინდება პაციენტის მდგომარეობისა და სისხლში კარნიტინის მაჩვენებლების რეგულარული ინტერვალებით მონიტორინგის საფუძველზე.
პერორალური ხსნარი.
განკუთვნილია მხოლოდ პერორალური გამოყენებისთვის. გამოყენების წინ სხნარი იხსნება წყალში ან ხილის წვენში. ოპტიმალური დოზის განსაზღვრის მიზნით რეკომენდებულია თავისუფალი და აცილური ლევოკარნიტინის კონტროლი სისხლის პლაზმასა და შარდში. დოზირების რეჟიმის განსაზღვრა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია მეტაბოლური დარღვევების სიმძიმეზე, პაციენტის ასაკსა და წონაზე. ჩვეულებრივ, დოზა შეადგენს 100-200 მგ/კგ-ს Dდღეში, გაყოფილს 2-4 მიღებაზე. თუ კლინიკური და ბიოქიმიური მაჩვენებლების გაუმჯობესება არ აღინიშნება, შესაძლებელია დოზის გაზრდა მოკლე პერიოდით. მაღალი დოზების გამოყენება (400 მგ/კგ დღეში) შესაძლოა საჭირო გახდეს მწვავე მეტაბოლური დარღვევების საკომპენსაციოდ. პრეპარატის მიღების ხანგრძლივობა ისაზღვრება ექიმის მიერ მკურნალობის ეფექტურობაზე დაყრდნობით. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადიის დროს, პერორალური ხსნარი გამოიყენება დიალიზის ყოველი სეანსის შემდეგ დღეში 1 გ.
გვერდითი მოვლენები:
ნერვული სისტემის მხრივ: მიასთენია, ავადმყოფებში ურემიით არსებობს კრუნჩხვის განვითარების რისკი. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გარდამავალი ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დისპეფსიური მოვლენები.
ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, კანის ქავილი, ანაფილაქსიური შოკი. სხვა: იშვიათად სხეულის სპეციფიური სუნი, ინტრავენურად სწრაფი შეყვანისას (80 წვეთი წუთში ან მეტი) შესაძლებელია ტკივილი ვენების გასწვრივ. იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
გლუკოკორტიკოსტეროიდები ხელს უწყობენ ლევოკარნიტინის დაგროვებას ქსოვილებში (ღვიძლის გარდა). სხვა ანაბოლური საშუალებები აძლიერებენ ლევოკარნიტინის მოქმედებას.
ჭარბი დოზირება:
ლევოკარნიტინის ჭარბი დოზირების შემთხვევაში მისი ტოქსიკურობის შესახებ მონაცემები არ არსებობს. დოზის გადაჭარბებისას ტარდება სიმპტომური თერაპია.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს L-კადეტინის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად აღემატება ნაყოფზე უარყოფითი მოქმედების რისკს. პრეპარატის უსაფრთხოება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის დადგენილი.
განსაკუთრებული მითითებები:
ლევოკარნიტინის დანიშვნამ შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში, გლუკოზის ათვისების გაუმჯობესების შედეგად, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემიის განვითარება. ამასთან დაკავშირებით მკურნალობის პერიოდში უნდა ტარდებოდეს სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული კონტროლი და საჭიროებისამებრ მოხდეს ინსულინისა და ჰიპოგლიკემიური პრეპარატების დოზის კორექცია.
თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ არის რეკომენდებული ლევოკარნიტინის მაღალი დოზების ხანგრძლივი გამოყენება, რადგან შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ტოქსიური მეტაბოლიტების, ტრიმეთილამინის და ტრიმეთილამინ-N-ოქსიდის კუმულაციას, რომლებიც შარდით გამოიყოფა. პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ინდივიდუალურ შემთხვევებში ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარი შეიძლება შეიზღუდოს განვითარებული გვერდითი მოვლენების გამო.
შეფუთვა:
საინექციო ხსნარი:
5 მლ საინექციო ხსნარი გამჭვირვალე მინის ამპულებში, 5 ამპულა მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
პერორალური ხსნარი:
10 მლ პერორალური ხსნარი მუქი ფერის მინის ფლაკონში, 10 ფლაკონი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.
შენახვის პირობები:
საინექციო ხსნარი:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია საინექციო ხსნარის გაყინვა.
პერორალური ხსნარი:
ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
საინექციო ხსნარი: 2 წელი.
პერორალური ხსნარი: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
საინექციო ხსნარი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა # 3 რეცეპტით.
პერორალური ხსნარი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, ჭირნახულის ქ. 14.
www.aversi.ge

ამს ექსტრა D3 10000სე#60ტ

ექსტრა დ3 10000 სე

გაუმჯობესებული ფორმულა

ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემის ჯანმრთელობას

აუმჯობესებს იმუნიტეტს

აუმჯობესებს ფსიქო-ემოციურ ჯანმრთელობს

60 ადვილად გადასაყლაპი (მისაღები) რბილი ტაბლეტი

საკვები დანამატი

მითითება:

მიიღეთ 1-ჯერ ან 2-ჯერ კვირაში ან ექიმის დანიშნულებისამებრ. მიიღეთ საკვებთან ერთად.

გამოყენება შესაძლებელია ვეგეტარიანელების მიერ

არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, სურნელის მიმნიჭებლებს და დამატკბობლებს; შემნახველებს, შაქრებს, სახამებელს, რძეს, ლაქტოზას, გლუტენს, საფუარსა და ნატრიუმს.

შეინახეთ მშრალ ადგილას და მოარიდეთ მაღალი ტემპერატურის ზემოქმედებას.

დაცულია არასანქცირებული გახსნისგან: არ მიიღოთ პრეპარატი თუკი საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

ექსტრა დ3 10000 სე დამზადებულია პროდუქციის ხარისხის მიმნიჭებელი უმაღლესი სტანდარტებით, ნივთიერების სისუფთავისა და ეფექტურობის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია:

1 ტაბლეტის შემადგენლობა         % დღიური ნორმა

ვიტამინი დ – 10000 სე               2500%

სხვა ინგრედიენტები:

საფლორის ზეთი, ჟელატინი, მცენარეული გლიცერინი

ექსტრა დ -10000 რბილი ტაბლეტები შეიცავს ამ უმნიშვნელოვანესი ვიტამინის რეკომენდებულ დოზას მაღალ-აბსორბირებად იოლად მისაღებ რბილ ტაბლეტში.

ჩვეულებრი, ვიტამინი დ ორგანიზმში ხვდება საკვებთან ერთად ან წარმოიქმნება კანში მზის ულტრაიისფერი ზემოქმედების შედეგად. საკვები არ არის გაჯერებული ვიტამინი დ-ით. რადგანაც ადამიანების უმეტესობა ერიდება მზეზე ყოფნას, დ ვიტამინის დამატების საჭიროება უფრო და უფრო აქტუალური  ხდება, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ ორგანიზმი ადექვატური რაოდენობით ვიტამინ D-ს იღებს.

გაფრთხილება. ორსულობის ძუძუთი კვების ან სხვა პრეპარატების მიღების შემთხევვაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმტან ექსტრა დ 10000-ის მიღებამდე. გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს და შეწყვიტეთ მიღება.

შეინახეთ მშრალ, ბავშვებისგან ხელმიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე. არ გამოიყენოთ, თუკი საცობი თავსახურის ქვეშ დაზიანებულია ან არ არის.

  • მწარმოებელი კომპანია: America Medic & Science – AMS®
  • მწარმოებელი ქვეყანა: აშშ
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა

ამევიტი ქიდს საღ.მარმელადი#30

ამევიტი ქიდსი

საბავშვო ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსი – გემრიელი საღეჭი მარმელადის დათუნიები კონსერვანტების და ხელოვნური საღებავების გარეშე,  ფორთოხლის, ლიმონის, ალუბლის, მარწყვის, ყურძნის ნატურალური არომატით

ამევიტ ქიდსში სპეციალურად  შერჩეული დოზები შეესაბამება ბავშვის ყოველდღიურ მოთხოვნილებას  ვიტამინებზე და მინერალებზე.  ამევიტი ქიდსი შეიცავს ყველა იმ  ვიტამინსა და მინერალს,  რომელიც აუცილებელია ბავშვის  ზრდა – განვითარებისთვის, იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის,  მხედველობის, ნერვული სისტემის, ძვლოვანი ქსოვილის  ჩამოყალიბებისა და განვითარებისთვის. ამევიტი ქიდსი აუმჯობესებს მეტაბოლიზმს, ბავშვის ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებას, ავსებს აუცილებელი ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტს, აძლიერებს ორგანიზმს, აუმჯობესებს მადას, უზრუნველყოფს ძვლებისა და კბილების მინერალიზაციას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა დაავადებების და არასასურველი ფაქტორების მიმართ.

შემადგენლობა:   A ვიტამინი – 1050 სე,  C ვიტამინი – 10 მგ,   D ვიტამინი – 200 სე,  E ვიტამინი – 8.25 სე,  ვიტამინი B6 – 1 მგ, ფოლიუმის მჟავა – 130 მკგ, ვიტამინი B12 – 3 მკგ, ბიოტინი  – 30 მკგ, პანთოტენის მჟავა (d-ცალციუმის პანტოთენატი) – 2,6 მგ,   ქოლინი – 20 მკგ, ინოზიტოლი – 20 მკგ, იოდი – 21 მკგ, თუთია – 1.35 მგ

A ვიტამინი –  უზრუნველყოფს კანის, ლორწოვანი გარსების,  მხედველობის ორგანოს ნორმალურ ფუნქციონირებას, აუცილებელია  ორგანიზმის ზრდა – განვითარებისა და იმუნური სისტემის ფორმირებისთვის

C ვიტამინი – ძლიერი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ჟანგვა -აღდგენით პროცესებში, ნახშირწყლების ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რეგენერაციაში.  ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს სხვადასხვა ინფექციების მიმართ, მონაწილეობს ცილა – კოლაგენის სინთეზში, რომელიც წარმოადგენს ძვლების, ხრტილების  და კანის ძირითად შემადგენელ ნაწილს.

D ვიტამინი  – აუცილებელია ძვლოვანი ქსოვილის და კბილების ფორმირებისათვის , არეგულირებს ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ცვლას, აუმჯობესებს  კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და უზრუნველყოფს კალციუმისა და ფოსფორის საჭირო დონის შენარჩუნებას  სისხლში. ააქტიურებს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმს. D ვიტამინი მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში, მნიშვნელოვანია ნერვ-კუნთოვანი, იმუნური, ენდოკრინული  სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის.

E ვიტამინი – ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, მონაწილეობს ცილების ბიოსინთეზში, უჯრედების პროლიფერაციაში, ქსოვილოვან სუნთქვასა და მეტაბოლიზმის სხვა პროცესებში, აუცილებელია შემაერთებელი ქსოვილის,  გლუვი და ჩონჩხის კუნთების განვითარებისა და ფუნქციონირებისათვის,  აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნური სისტემის მდგომარეობას.

B ჯგუფის ვიტამინები – ხელს უწყობენ ნერვული და საჭმლის მომნელებელი  სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას, მადის გაუმჯობესებას,  ზრდიან ენერგიას, აუმჯობესებენ კონცენტრაციას, მეხსიერებას,  გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას.

თუთია – მონაწილეობს ძვლოვანი ქსოვილის მეტაბოლიზმში,  დადებითად მოქმედებს კალიუმ-ფოსფორის ცვლაზე. მნიშვნელოვანია  ნერვული სისტემის, ენდოკრინული და  იმუნური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. თუთია აუმჯობესებს მხედველობას, ზრდის ინფორმაციის ათვისების უნარს. 

იოდი – არეგულირებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს, უზრუნველყობს ბავშვის ზრდას, ფიზიკურ, გონებრივ  და ინტელექტუალურ განვითარებას. არეგულირებს  თავის ტვინის,  ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას

ჩვენებები

  • ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკა და მკურნალობა
  • მადის დაქვეითება, არაბალანსირებული, არასრულფასოვანი კვება
  • ინტენსიური ზრდის პერიოდი
  • ასთენიური მდგომარეობა
  • არასათანადო ფიზიკური განვითარება (ზრდაში ჩამორჩენა)
  • ფიზიკური და გონებრივი გადაღლა
  • რეაბილიტაციის პერიოდი გადატანილი დაავადებების შემდეგ
  • ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომი პერიოდი

მიღება და დოზირება

  • 2-3 წელი -1 საღეჭი პასტილა 1-ჯერ დღეში
  • 3-6 წელი – 1 საღეჭი პასტილა 2-ჯერ დღეში
  • 6-14 წელი – 1 საღეჭი პასტილა 3-ჯერ დღეში

გამოშვების ფორმა: N 30 საღეჭი მარმელადის პასტილა, ფორთოხლის, ლიმონის, ალუბლის, მარწყვის, ყურძნის გემოთი

მწარმოებელი:  ამვილაბი – აშშ

სერთიფიცირებულია აშშ-ს წამლის სააგენტოს  FDA – ს მიერ. 

ალინან ვიტამინი დ3 10მლ წვ

ალინან ვიტამინ D3

10მლ წვეთის სახით

1 წვეთი- 500UI

 

შემადგენლობა:

კაპრილის ტრიგლიცერიდი, ტოკოფეროლი (ვიტ E), ქოლეკალციფეროლი (ვიტ D3)

ჩვენებები:

  • რაქიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
  • კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დისბალანსის მკურნალობა და პროფილაქტიკა
  • D3 ვიტამინის დეფიციტის პროფილაქტიკა მაღალი რისკის ჯგუფებში (მალაბსორბცია, წვრილი ნაწლავის ქრონიკული დაავადებები, ღვიძლის ბილიარული ციროზი), მდგომარეობები კუჭის და/ან წვრილი ნაწლავის რეზექციის შემდეგ);
  • ოსტეოპოროზის (სხვადასხვა გენეზის) შემანარჩუნებელი თერაპია;
  • ოსტეომალაციის მკურნალობა (45 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში მინერალური ცვლის დარღვევების, ტრავმების შემთხვევაში ხანგრძლივი იმობილიზაციის, რძისა და რძის ნაწარმის მიღების დეფიციტზე);
  • ჰიპოპარათირეოზის მკურნალობა.

დოზირება:

რაქიტის პროფილაქტიკა: ჯანმრთელ ბავშვებში ალინან ვიტამინ D3 ინიშნება სიცოცხლის პირველივე კვირიდან ყოველდღიურად თითო წვეთი.

დღენაკლულ ბავშვებში ინიშნება სიცოცხლის მეორე კვირიდან ორ წვეთი – სიცოცხლის პირველი და მეორე წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში

– რაქიტის მკურნალობა: ინიშნება ალინან ვიტამინ D3  2-10 წვეთი დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 წლის განმავლობაში;

– D3 ვიტამინის უკმარისობასთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის რისკის პროფილაქტიკა:  ალინან ვიტამინ D3  1-2 წვეთი

– D3 ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკა მალაბსორბციის სინდრომის დროს:  ალინან ვიტამინ D3   6-10 წვეთი

– D3 ვიტამინის უკმარისობით გამოწვეული ოსტეომალაციის მკურნალობა;  ალინან ვიტამინ D3  2-10 წვეთი დღეში. მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 1 წლის განმავლობაში;

– ოსტეოპოროზის შემანარჩუნებელი თერაპია: ალინან ვიტამინ D3 2-6 წვეთი

–  ჰიპოპარათირეოზის მკურნალობა: კალციუმის პლაზმური კონცენტრაციის მიხედვით ინიშნება ალინან ვიტამინ D3   20-40 წვეთი დღეში. სისხლში კალციუმის კონცენტრაცია უნდა შემოწმდეს 4-6 კვირის განმავლობაში, შემდეგ ყოველ 3-6 თვეში და დოზის კორექტირება უნდა მოხდეს სისხლში კალციუმის შემცველობის მიხედვით.

 

გამოშვების ფორმა:

ბოთლი 10მლ მუყაოს კოლოფში

მწარმოებელი კომპანია:

ფიტერმანფარმა რუმინეთი

ალინან ენერჯი150მლ სიროფი

34.50 ლარი
32.44 ლარი

ქვეყანა: რუმინეთი

მწარმოებელი: ფიტერმან ფარმა

გაცემის ფორმა: III ჯგუფი ურეცეპტო

Don`t copy text!