Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 322

რიგევიდონი #21ტ

რიგევიდონი
RIGEVIDON

საერთაშორისო დასახელება – ethinylestradiol, levonorgestrel
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – G03AA07

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – საშუალებები კონტრაცეპციისათვის; მუდმივი პერორალური გამოყენებისათვის


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბ. 30 მკგ+150 მკგ: 21 და 3 X 21 ც.

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 0,03 მგ ეთინილესტრადიოლს და 0,15 მგ ლევონორგესტრელს.
დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
ბირთვი: კოლოიდური კაჟი, უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზის მონოჰიდრატი (33,0 მგ)
გარსი: ნატრიუმის კარმელოზა, პოვიდონი, მაკროგოლი 6000, კოპოლივიდონი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), კალციუმის კარბონატი, საქაროზა, კოლოიდური კაჟი, უწყლო, ტალკი.
სამკურნალწამლო ფორმა
შემოგარსული ტაბლეტები.
ტაბლეტები თეთრი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული შემოგარსული ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები

კომბინირებული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატი მოქმედებს გონადოტროპინების დათრგუნვის გზით. თუმცა პირველადი მოქმედების მექანიზმი ეს ოვულაციის დათრგუნვაა, ისინი იწვევენ სხვა ცვლილებებსაც, მათ შორის ცერვიკალური ლორწოს კონსისტენციის ცვლილებას, რაც ართულებს სპერმატოზოიდების შესვლას საშვილოსნოს ღრუში, ასევე ენდომეტრიუმის ცვლილებას, რაც ამცირებს იმპლანტაციის შესაძლებლობას.

ფარმაკოკინეტიკა

ლევონორგესტრელი
ლევონორგესტრელი იწოვება სწრაფად (სრული შეწოვის დრო 4 საათზე ნაკლები). ბიოშეღწევადობა პრაქტიკულად ასი პროცენტია, პირველადი გამოყოფის (first pass) არარსებობის გამო. ლევონორგესტრელის უმრავლესობა უერთდება პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს და გლობულინებს, რომელიც უკავშირდება სასქესო ჰორმონებს (გსპჰ).
ნახევრადგამოყოფის პერიოდი ავლენს ინდივიდუალურ ცვალებადობას და ვარირებს 8-დან 30 საათამდე. ლევონორგესტრელი გამოიყოფა შარდით და განავლით მეტაბოლიტების სახით (სულფატური და გლუკურონიდული კონიუგატები).
ეთინილესტრადიოლი
ეთინილესტრადიოლი შეიწოვება სწრაფად და თითქმის მთლიანად. პერორალური მირებისას ბიოშეღწევადობა 38-48%-ია. ეთინიელესტრადიოლი თითქმის სრულად უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს.
ეთინილესტრადიოლი იშლება პრესისტემური კონიუგაციის გზით. ნაწლავის კედელში გასვლისას (მეტაბოლიზმის პირველი ფაზა) იგი გაივლის ღვიძლისმიერ კონიუგაციას (მეტაბოლიზმის მეორე ფაზა). განსაკუთრებით მნიშვნელოვან მეტაბოლიტს წარმოადგენს პირველ ფაზაში 2-OH- ეთინილესტრადიოლი და 2-მეტოქსი-ეთინელესტრადიოლი. ისევე როგორც ეთინილესტრადიოლი, ასევე პირეველი ფაზის მეტაბოლიტები გამოიყოფა კონიუგატების სახით (სულფატები და გლუკურონიდები) ნაღველში და აღწევს ღვიძლ-ნაწლავის სისტემაში. ნახევრადგამოყოფის დრო 26±6,8 საათია. 40%-მდე გამოიყოფა შარდით და 60%-მდე განავლით.
უსაფრთხოების პრეკლინიკური გამოცდის შედეგები
ნორგესტრელის (+ეთინილესტრადიოლი ადამიანის დოზის 1-5-ჯერადი დოზა) შეყავდათ ორსულ ვირთხებში. ეს დოზა არ იწვევდა რაიმე პათოლოგიურ გადახრებს შემდეგ პარამეტრებში: რიცხვი, წონა, ნაყოფის ზომა, მორფოლოგია (მაგალითად, ვილიზაციის ნიშნები); გადარჩენის კოეფიციენტი, ახალშოილის ზომა, მომწიფების დრო და ნაყოფიერება.

ჩვენებები

პერორალური კონტრაცეპცია

მიღების წესები და დოზები

გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი დღეში, სასურველია ერთი და იგივე დროს. თუ ქალი წინა ციკლში არ ღებულობდა კონტრაცეპციულ საშუალებას და თუ ექიმმა არ დანიშნა სხვაგვარად, პირველი ტაბლეტი მიიღება მენსტრუაციის პირველ დღეს და ტაბლეტების მიღება უნდა გაგრძელდეს 21 დღის განმავლობაში. შემდეგ გრძელდება პრეპარატის მოწითალო-მურა ტაბლეტები 7 დღის განმავლობაში, რომლის დროსაც დგება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. ამის შემდეგ საჭიროა საჭიროა მიღების გაგრძელება შემდეგი შეფუთვიდან, რომელიც შეიცავს 21 თეთრი ფერის და 7 მოწითალო-მურა ტაბლეტს შესვენების გარეშე.
ამგვარად, მიღების ყოველი ციკლი იწყება კვირის ერთი და იგივე დღეს. იმ შემთხვევაში თუ ქალი წინა ციკლში ღებულობდა კონტრაცეპციულ საშუალებას და წინამდებარე პაკეტში შედიოდა 21 ტაბლეტი, პრეპარატის მიღება უნდა დაიწყოს 7-დღიანი შესვენების შემდეგ, მერვე დღეს.
სხვადასხვა ფერის ტაბლეტების შემადგენლობა ერთნაირი არ არის. ამიტომ დასაწყისი და ტაბლეტების მიღების სწორი თანმიმდევრობა – ჯერ 21 თეთრი ტაბლეტი, შემდეგ 7 მოწითალო-მურა ტაბლეტი – მითითებულია შეფუთვაზე ნომრებით და ისრებით.
ორსულობის ან აბორტის შემდეგ პრეპარატის მიღების დაწყება შეიძლება პირველი ორფაზიანი ციკლის მენსტრუაციის პირველი დღიდან. ძირითადად, პირველი ორფაზიანი ციკლი, ნაადრევი ოვულაციის გამო მოკლდება. თუ პრეპარატის მიღება იწყება პირველი სპონტანური სისხლდენისას, მას არ შეუძლია წარმატებით ხელი შეუშალოს ნაადევ ოვულაციას, ამიტომ ციკლის პირველ ორ კვირაში დაცვა არასაიმედოა.
თუ ტაბლეტის მიღება გამოტოვებულია დადგენილ ვადაში, მისი მიღება უნდა მოხდეს 12 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება საჭირო არ არის. დანარჩენი ტაბლეტები მიიღება ჩვეულებრივ დროს. იმ შემთხვევაში თუ გავიდა 12 საათზე მეტი, მიიღება ბოლო გამოტოვებული ტაბლეტი (დანარჩენი მიუღებელი ტაბლეტების გამოტოვებით) და პრეპარატის მიღება გრძელდება ჩვეულებრივ რეჟიმში. ამ შემთხვევაში შემდგომი 7 დღის განმავლობაშის საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება (ბარიერული მეთოდები, სპერმიციდები)

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლის დაბერილობა, სხეულის წონის ცვლილება და ლიბიდოს შეცვლა, გუნება-განწყობის დათრგუნვა, ქლოაზმები, მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა, კონტაქტური ლინზების ტარებისას ჩივილები. იშვიათად გვხვდება ტრიგლიცერიდების დონის, შაქრის მატება, გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის შეცვლა, არტერიული წნევის ზრდა, ფილტვის ემბოლია, თრომბოემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, გულ-სისხლძარღვთა მოვლენები, მაგალითად: ტვინის ემბოლია, ინსულტი, ბადურას თრომბოზი, მეზენტერიული თრომბოზი, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა თრომბოზი, ასევე ქვედა კიდურების თრომბოზი, ღრმა ვენების და ქვედა კიდურების ვენების თრომბოზი, თმის ცვენა, საშოს სეკრეტის ცვლილება, საშოს კანდიდოზი, გაზრდილი დაღლილობა, დიარეა.

უკუჩვენება

ორსულობა, ლაქტაცია, ღვიძლის მძიმე დაავადებები: თანდაყოლილი ჰიპერბილირუბინემია (ჟილბერის სინდრომი, დუბინ-ჯონსის და როტორის სინდრომები); ქოლელითიაზი, ქოლეცისტიტი; ქრონიკული კოლიტი; ანამნეზში არსებული ან კლინიკურად არსებული გულ-სისხლძარღვთა და ცერებრო-ვასკულური ცვლილებები; თრომბოემბოლია და მისადმი მიდრეკილება; ღვიძლის სიმსივნეები; ავთისებიანი სიმსივნეები, უპირველეს ყოვლისა სარძევე ჯირკვლის ან ენდომეტრიუმის; ცხიმების ცვლის მოშლა; მძიმე ფორმის ჰიპერტონია; მძიმე მიმდინრეობის შაქრიანი დიაბეტი; ენდოკრინული სისტემის სხვა დაავადებები; ნამგლისებრი ანემია; ქრონიკული ჰემოლიზური ანემია; გაურკვეველი გენეზის სისხლდენა ენდომეტრიუმიდან; შაკიკი; ოტოსკლეროზი (რომელიც გაუარესდა წინამორბედი ორსულობისას); ანამნეზში იდიოპათიური სიყვითლე ორულობისას; კანის ქავილი ორულობისას; ორსულთა ჰერპესი.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობოს გამოვლენისას აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა, იმიტომ, რომ ზოგიერთი კვლევის საფუძველზე პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ორსულობის ადრეულ ვადაზე მცირედ ზრდის ნაყოფის განვითარების ჩამორჩენას. სხვა კვლევები არ ადასტურებენ ამ მონაცემს.
ძუძუთი კვება: ჰორმონაური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები ამცირებენ რძის გამოყოფას და ცვლიან მის შემადგენლობას, ასევე მცირედ აღწევენ დედის რძეში, ამიტომ ამ პრეპარატების მიღება ძუძუთი კვებისას არ არის ნაჩვენები.
პრეპარტის მოქმედება ავტომობილის და სხვა მანქანების მართვაზე კვლევა, რომელიც შეისწავლიდა პრეპარატ რიგევიდონის მიღებისას მის მოქმედებას ავტომობილის და სხვა მანქანების მართვაზე არ ჩატარებულა.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატით მკურნალობის კურსის დაწყებამდე აუცილებელია ზოგადი პროფილის ექიმის და გინეკოლოგის კონსულტაცია. უპირველეს ყოვლისა აუცილებელია გაიზომოს არტერიული წნევა, ჩატარდეს შარდის ლაბორატრიული გამოკვლევა შაქარზე, ღვიძლის ფუნქციის კონტროლი, აუცილებელია ძუძუს გამოკვლევა და საშოს ნაცხის ჰისტოლოგიური ანალიზი, ეს საჭიროა იმისათვის, რომ გამოირიცხოს ის დაავადებები, რომლებიც გაუარესდება პრეპარატის მიღებით ასევე ორსულობის გამოსარიცხად..
განსაკუთრებული სიფთხილეა საჭირო პრეპარატის გამოყენებისას შემდეგი დაავადებებისას: შაქრიანი დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონია, თირკმლის ფუნქციის მოშლა, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ფლებიტები, ოტოსკლეროზი, გაფანტული სკლეროზი, ეპილეფსია, მცირე ქორეა, ინტერმიტირებადი პორფირია, ლატენტური ტეტანია, ასთმა, საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნე, ენდომეტრიოზი ან მასტოპათია.
პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია 6 თვეში ერთხელ.
ვირუსული ჰეპატიტის შემდეგ (ღვიძლის ფუნქციის ნორმალიზაციის შემდეგ) პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება შესაძლებელია განკურნებიდან 6 თვის შემდეგ. ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება თანდართული იყოს იშვიათად კეთილთვისებიანი, ძალიან იშვიათად კი ავთვისებიანი სიმსივნეების ჩამოყალიბებით ღვიძლში, რომელიც ერთეულ შემთხვევაში იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლდენას მუცლის ღრუში. მნიშვნელოვანი ტკივილის გამოჩენისას მუცლის არეში, ღვიძლის გადიდების ან ინტრაპერიტონეალური სისხლდენის გამოჩენისას ჩნდება სიმსივნის არსებობის ეჭვი. აუცილებლობის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ეპიდემიოლოგიური გამოკვლევის დიდი ნაწილი სწავლობდა საკვერცხის, ენდომეტრიუმის, საშვილოსნოს ყელის და სარძევე ჯირკვლების სიმსივნის წარმოშობას ქალებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალურ საშუალებებს. კვლევებმა აჩვენეს, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებები იცავს ქალებს საკვერცხის და ენდომეტრიუმის სიმსივნის განვითარებისგან.
ზოგიერთი კვლევა ადგენს, რომ საშვილოსნოს ყელის მომატებული სიხშირე აღინიშნება იმ ქალებში, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ კომბინირებულ პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს. თუმცა ეს შედეგები არაერთგვაროვანია. სიმსივნის ჩამოყალიბებაში ადგილი აქვს სექსუალურ ქცევას და სხვა ფაქტორებს, ამიტომ მისი კავშირი საშვილოსნოს ყელის სიმსივნესთან არ არის ერთმნიშვნელოვანი.
ზოგიერთი კვლევა მიგვითითებს, რომ ძუძუს კიბოს წარმოქმნის სიხშირე 35 წლამდე ასაკის ქალებში აღინიშნება ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების პერორალური გამოყენებისას და ეს რისკი იზრდება საშუალებების მიღების ხანგრძლივობასთან ერთად. მიუხედავად ამისა ძუძუს კიბოს განვითარების სავარაუდლო რისკი მცირდება ჰორმონების მცირე დოზის შემცველი პრეპარატების მიღებისას. ამ მცირე რისკს წინ უდგას ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებული პერორალური საშუალებების დადებითი მოქმედება, განსაკუთებით ის ფაქტი, რომ პრეპარატი იცავს საკვერცხის და ენდომეტრიუმის სიმსივნისგან.
სისხლდენის გამორიცხვის შემდეგ აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა. ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას აუცილებელია ექიმის კონტროლი 2-3 თვეში ერთხელ.
მენსტრუაციებს შორის სისხლდენის არსებობისას, აუცილებელია პრეპარატის მიღების გაგრძელება, იმიტომ რომ შემთხვევათა უმრავლესობაში ეს სისხლდენა სპონტანურად წყდება. თუ მესტრუაციებს შორის პერიოდში სისხლდენა არ წყდება ან მეორდება, აუცილებელია სამედიცინო გამოკვლევა სასქესო ორგანოების დაზიანების გამოსარიცხად.
ღებინების ან დიარეის დროს პრეპარატის მიღება გრძელდება, დამატებით ინიშნება კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდი.
იმ ქალებს შორის, რომლებიც იღებენ პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და რომელიც შეიცავს ესტროგენებს, იზრდება თრომბოემბოლური დაავადებების (თავის ტვინის ინფარქტი, გულის კუნთის ინფარქტი, სუბარაქნოიდული ჰემორაგია) განვითარების რისკი. ამ დაავადებების დროს გამოსავალი შეიძლება იყოს არასრული გამოჯანმრთელება, ხოლო იშვიათად სიკვდილიც კი.
ნებისმიერი კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ზრდის ვენური თრომბოემბოლური დაავადებების განვითარების რისკს. ამ დაავადებების რისკი მაქსიმუმს აღწევს პრეპარატის მიღების პირველ წელს. ეს მომატებული რისკი მცირეა ვენური თრომბოემბოლური დაავადების განვითარების რისკთან, რომელიც ვლინდება ორსულობის დროს, რაც შეადგენს 60 შემთხვევას 100 000 ორსულზე. 1-2%-ში ეს დაავადება სრულდება ლეტალური გამოსავლით.
თრომბოემბოლური დაავადების განვითარება ჩასახვის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებების გამოყენებისას შეადგენს 20 შემთხვევას 100 000 ქალზე წელიწადში.
ზოგიერთი ფაქტორი ზრდის თრომბოემბოლური დაავადებების განვითარების რისკს (მაგ: მოწევა, სიმსუქნე, ვენების ვარიკოზული გაფართოება, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, შაკიკი). პრეპარატის კურსის დაწყებამდე და ამ ფაქტორების არსებობისას აუცილებელია შეფასდეს კონკრეტულ შემთხვევაში რამდენად მისაღებია ეს კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალება.
თრომბოემბოლური დაავადების განვითარების რისკი, რომელიც დაკავშირებულია კომბინირებული პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მიღებასთან ასაკთან ერთად იზრდება, ასევე იზრდება მოწევასთან ერთად. ამიტომ, 35 ასაკის ზემოთ ქალებში საჭიროა მოწევის თავის დანებება. თრომბოემბოლური დაავადებების განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ახალგაზრდა ასაკში თრომბოემბოლური დაავადების არსბობა და ოჯახური ანამნეზი, ასევე ჰომეოსტაზის მოშლა.
პრეპარატის მიღება აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს შემდეგ შემთხვევებში:
– შაკიკის მაგვარი შეტევის პირველად აღმოცენების ან გაძლირებეის დროს ან უჩვეულო თავის ტკივილისას; თრომბოზის ან ინფარქტის სავარაუდო წარმოქმნისას;
– არტერიული წნევის მკვეთრი მატებისას; სიყვითლის ან სიყვითლის გარეშე მიმდინარე ჰეპატიტისას; გენერალიზებული ქავილისას; ეპილეფსიისას ან ეპილეფსიური გულყრის დროს;
– დაგეგმილი ოპერაციის წინ (4 კვირით ადრე ოპერაციამდე); ხანგრძლივი იმობილიზაციის დროს (ტრავმის შემდეგ) და ორსულობისას.

ჭარბი დოზირება

ბავშვებში, რომელიც იღებდნენ პერორალური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების დიდ დოზას არ აღენიშნებოდათ გადახრები. ჭარბი დოზირების სიმპტომებია: გულისრევა და საშოდან სისხლდენა ქალებში. პრეპარატს არ აქვს სპეციფიკური ანტიდოტი, მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება შემდეგ პრეპარატებთან: – ამპიცილინი, რიფამპიცინი, ქლორამფენიკოლი, ნეიმიცი, პენიცილინ B, სულფონამიდები, ტეტრაციკლინები, დიჰიდროერგოტამინი, ტრანკვილიზატორები, ფენილბუტაზონი (ჩასახვის საწინააღმდეგო მოქმედება შეიძლება შემცირდეს, ამიტომ აუცილებელია სხვა არაჰორმონალური კონტრაცეფციის გამოყენება),
– ანტიკოაგულანტები, კუმარინის ან ინდადიონის პრეპარები (აუცილებელია პროთრომბინის განახლებული კვლევა და აუცილებლობის შემთხვევაში ანტიკოაგულანტის დოზის შეცვლა),
– ტრიციკლურ ანტიდეპრესანტები, მეპროტილინი, ბეტა-ბლოკატორები (შეიძლება გაზარდოს მათი ბიოშეღწევადობა და ტოქსიკურობა),
– პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები, ინსულინი (შეიძლება აუცილებელი გახდეს ამ საშუალებების დოზის შეცვლა),
– ბრომოკრიპტინი (ეფექტის შემცირება),
– ჰეპატოტოქსიკური პრეპარატები, განსაკუთრებით დანტროლენი (იზრდება ჰეპატოტოქსიურობის განვითარების რისკი, განსაკუთრებით 35 წლის ასაკს ზემოთ).

შენახვის პირობები და ვადები

ინახება +15°C-დან +25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
გედეონ რიხტერი
უნგრეთი

დეზამინოოქსიტოცინი 50ერთ #10ტ

დეზამინოოქსიტოცინი 
50 მე -იანი ტაბლეტები
Dezaminooxitocin 50 MЕ in tab
Demoxytocinum
 

საერთაშორისო დაუპატენტებელი დასახელება: დემოქსიტოცინი

ქიმიური სახელწოდება: (1-6) β-მერკაპტოპროპიონილ- L-თიროზილ- L -იზოლეიცილ- L -გლუტამინილ- L -ასპარაგინილ- L -ცისტეინილ-პროპილ- L -ლეიცინილ-გლიცინის ციკლური დისულფიდის ამიდი.

ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თავისებურებები:
თეთრი ფერის მრგვალი ბრტყელ-ცილინდრული ტაბლეტები ფასეტებით და ღარით.

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს 50 მე დემოქსიტოცინს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი, მეთილცელულოზა.

გამოშვების ფორმა. ტაბლეტი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
უტეროტონული (საშვილოსნოს მატონიზირებელი) და ლაქტოგენური საშუალება.
ფარმაკოლოგიური მოქმედება. დეზამინოოქსიტოცინი ქიმიური სტრუქტურით ახლოს დგას ოქსიტოცინთან და გააჩნია ანალოგიური ფარმაკოლოგიური თვისებები. იგი ახდენს ამგზნებ მოქმედებას საშვილოსნოს გლუვ მუსკულატურაზე, კუმშავს სარძევე ჯირკვლების მიოეპითელიურ უჯრედებს, აძლიერებს რძის გამოყოფას. დეზამინოოქსიტოცინს გააჩნია ოქსიტოცინთან შედარებით უფრო ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედება, რადგანაც პრეპარატი მდგრადია ფერმენტული ინაქტივაციის მიმართ (ოქსიტოცინაზების მიმართ).
 დეზამინოოქსიტოცინს არ გააჩნია ვაზოპრესორული და ანტიდიურეზული მოქმედება, რაც მისი გამოყენების საშუალებას იძლევა ჰიპერტენზიის მქონე ქალებში, გვიანი ტოქსიკოზის მქონე ორსულებსა და თირკმლების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში.
 
ჩვენება გამოყენებისათვის
 სამშობიარო მოქმედების აღძვრისა და გაძლიერებისათვის სამშობიარო ძალების პირველადი და მეორადი სისუსტის დროს. საშვილოსნოს ინვოლუციის დასაჩქარებლად და ლაქტაციის სტიმულირებისათვის მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

გამოყენების ხერხი და დოზები.
 ტაბლეტს იყენებენ ტრანსბუკალურად, იდებენ მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა მხარეს ლოყის ქვეშ და აჩერებენ პირის ღრუში მისი სრულ გახსნასა და შეწოვამდე. საშვილოსნოს შეკუმშვის აღძვრისა და სტიმულირებისათვის ჩვეულებრივ, იყენებენ 50 მე (1 ტაბლეტს) ყოველ 30 წუთში ერთხელ; პრეპარატის აუცილებელ დოზას ინდივიდუალურად განსაზღვრავენ.
 მაქსიმალური დოზა ჩვეულებრივ, შეადგენს 500 მე-ს (10 ტაბლეტს), იშვიათ შემთხვევებში _ 900 მე-სა და მეტს. რეგულარული, ძლიერი ჭინთვების გამოვლენისას დეზამინოოქსიტოცინის ერთჯერად დოზებს ორჯერ ამცირებენ (აძლევენ 1/2 ტაბლეტს) ან ზრდიან შუალედს მიღებებს შორის (ერთ საათამდე). ეფექტის არქონის შემთხვევაში პრეპარატი შეიძლება განმეორებით გამოვიყენოთ 24 საათის შემდეგ.
 ლაქტაციის სტიმულირებისათვის დეზამინოოქსიტოცინს უნიშნავენ მშობიარობის შემდგომი პერიოდის მე-2 მე-6 დღეზე 25-50 მე დოზით (1/2 _ 1 ტაბლეტი) ბავშვის კვებამდე 5 წთ-ით ადრე 2-4 ჯერ დღე-ღამეში.
 
გვერდითი მოქმედება
 პრეპარატის დიდმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს საშვილოსნოს ზომაზე ძლიერი სტიმულაცია, რამაც შეიძლება, თავის მხრივ, გამოიწვიოს საშვილოსნოს გასკდომა, ნაყოფის ასფიქსია და სიკვდილიც კი.
 იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, პერიფერიული სისხლძარღვების შევიწროება და არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია.

უკუჩვენებანი
 მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის მიმართ. მენჯისა და ნაყოფის ზომების შეუსაბამობა. ნაყოფის მდებარეობის ანომალიები. ოპერაციის შემდგომი ნაწიბურების არსებობა საშვილოსნოზე (მათ შორის, საკეისრო კვეთის შედეგად). ნაყოფის საშვილოსნოსშიდა ჰიპოქსია. პლაცენტის ნაადრევი მოცილება.

ჭარბი დოზირება
არ მოიპოვება მონაცემები ინტოქსიკაციის შესახებ.
 
გამოყენების თავისებურებები
 აუცილებელია მშობიარის პრეპარატზე ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინება.
 დეზამინოოქსიტოცინთან ერთად არ შეიძლება სხვა ანალოგიური მოქმედების პრეპარატების (ოქსიტოცინური საშუალებების) გამოყენება.
 დეზამინოოქსიტოცინის ერთი ტაბლეტი  შეიცავს 233,12 მგ საქაროზას და 132, 24 მგ ლაქტოზას.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

 β-ადრენომიმეტურმა საშუალებებმა შეიძლება შეასუსტონ დეზამინოოქსიტოცინის მასტიმულირებელი გავლენა საშვილოსნოზე.
 
შენახვის პირობები
 შეინახეთ მშრალ, ბნელ ადგილზე არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.
შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! 

ვარგისიანობის ვადა
 დაიცავით შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადა.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
 გაიცემა რეცეპტით. 

შეფუთვა
 10 -10 ტაბლეტი  ფირფიტაზე. თითო ფირფიტა ინსტრუქციასთან ერთად კოლოფში.

მწარმოებელი
 ს.ს. «გრინდექსი»
ლატვია, რიგა, LV-1057, კრუსტპილსის ქ. № 53.

რეგულონი 0.15მგ+0.03მგ #63ტ

რეგულონი
REGULON

საერთაშორისო დასახელება – desogestrel, ethinylestradiol
ათქ.კლასიფიკაციის კოდი – G03AA07

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი – საშუალებები კონტრაცეპციისათვის; მუდმივი პერორალური გამოყენებისათვის

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
შემოგარსული ტაბ. 30 მკგ+150 მკგ: 21 და 3X21 ც.

ეთინილესტრადიოლი 0,03 მგ
დეზოგესტრელი 0,15 მგ

ჩვენებები
რეგულონი წარმოადგენს ჰორმონულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას. იგი იწვევს ოვულაციის პროცესის დათრგუნვას და განაყოფიერების დაბრკოლებას.
რეგულონის მიღება ხორციელდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე ქალებში რეკომენდებულია გულდასმით საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება (არტერიული წნევის კონტროლი, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა).

მიღების წესები და დოზები

პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს ერთსა და იმავე დროს, 1 აპკით დაფარული ტაბ. 21 დღის განმავლობაში ყოველდღიურად. შემდგომში საჭიროა 7 დღიანი შესვენება. სწორედ აღნიშნული შესვენების დროს იწყება მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა მე-8 დღიდან აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება მეორე შეფუთვიდან.
შეფუთვაზე მითითებული ციფრი და ისრები ტაბლეტების სწორად მიღების შესაძლებლობას იძლევა. წინასწარ საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტის მიღების დაწყების დღის აღნიშვნა, რაც ყოველდღიურად მიღებული ტაბლეტების შემოწმების საშუალებას იძლევა. ამისათვის საჭიროა ფოლგის გახვრეტა კვირის შესაბამისი დღის ადგილზე.
ტაბლეტის მიღების დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება არა უგვიანეს 12 სთ-ის განმავლობაში. 36სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების დაგვიანების შემთხვევაში, კონტრაცეპცია აღნიშნული ციკლის დროს სუსტდება. ამ დროს რეკომენდებულია სხვა არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება (კალენდარული და ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით), საჭიროა აპკით დაფარული ტაბლეტების მიღების გაგრძელება დაწყებული შეფუთვიდან ერთსა და იმავე დროს, დავიწყებული ტაბლეტები კი საჭიროა გამოვტოვოთ.
ღებინების და დიარეის დროს პრეპარატთან ერთად აუცილებელია სხვა არაჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდების გამოყენება.
მკურნალობის პერიოდში მენსტრუაციის შორის სისხლდენების დროს საჭიროა პრეპარატის მიღების გაგრძელება, რადგან სისხლდენა მალევე გაივლის. ძლიერი სისხლდენის დროს, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ერთეულ შემთხვევებში, როდესაც რეგულარული ტაბლეტების მიღებიდან მომდევნო 7 დღიანი შესვენების შემდეგ ადგილი არა აქვს მენსტრუაციას, საჭიროა ტაბლეტის მიღების შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია.
მშობიარობის ან აბორტის შემდეგ ჰორმონული კონტრაცეპტივების მიღება რეკომენდებულია ექიმის კონსულტაციით, მაგრამ არა უგვიანეს პირველივე დღეს მეორე მენსტრუაციის დაწყებიდან.
არასასურველი ორსულობის თავიდან აცილების შემთხვევაში, პრეპარატის მიღება ხდება პირველი მენსტრუაციის პირველ დღეს, მაგრამ პირველი ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია მისი კომბინაცია სხვა არაჰორმონულ მეთოდებთან.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად შესაძლებელია-გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის მასის ცვლილება, საშოს ინფექციები, ხასიათის დათრგუნვა, დისკომფორტის შეგრძნება კონტაქტური ლინზების გამოყენების დროს, მენსტრუაციის შორის სისხლდენები, სახეზე პიგმენტური ლაქების წარმოქმნა, არტერიული წნევის მომატება, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება, კანზე გამონაყარი, გადაღლილობა, დიარეა. პრეპარატით მკურნალობის პროცესში რაიმე გვერდითი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას ზოგიერთ ქალებში იზრდება თრომბოემბოლიების, მიოკარდიუმის ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკი. აღნიშნული რისკი ძლიერდება ასაკთან ერთად (30 წლის ზემოთ), განსაკუთრებით კი თამბაქოს მწეველებში. ამიტომ ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მიღების დროს აღნიშნული ასაკის ქალებს ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა.
პრეპარატით მკურნალობის შეწყვეტის მიზეზები:
-ორსულობა;
-შაკიკის მსგავსი ან ძლიერი ხასიათის თავის ტკივილები;
-მხედველობის და მგრძნობელობის დარღვევა;
-კიდურების ძლიერი ხასიათის ტკივილები;
-ტკივილის შეგრძნება მკერდის ძვლის არეში;
-სიყვითლე და ქავილი;
-არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება;
-ეპილეფსიური კრუნჩხვები.
პრეპარატის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება კეთილთვისებიანი, ან უფრო იშვიათად – ავთვისებიანი ცვლილებები ღვიძლში, რომელიც ერთეულ შემთხვევებში იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლჩაქცევებს მუცლის ღრუში. ამიტომ მუცლის ზედა ნაწილში ძლიერი ხასიათის ტკივილების შემთხვევაში, რომლებიც ხანმოკლე დროის განმავლობაში დამოუკიდებლად არ ქრება, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატის აქტიური ნივთიერებები გადადის დედის რძეში და ეთინილესტრადიოლის ზემოქმედებით გამოწვეული რძის გამოყოფის შემცირების გამო, ლაქტაციის პერიოდში რეგულონის მიღება რეკომენდებული არ არის ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ორალური ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება 6 თვის მანძილზე რეკომენდებული არ არის.
რეგულონის ხანგრძლივად გამოყენების შემთხვევაში პროფილაქტიკის მიზნით საჭიროა ყოველ 6 თვეში საკონტროლო გინეკოლოგიური გამოკვლევების ჩატარება.
სხვა პრეპარატების მიღება (მაგ, ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, ანტიდიაბეტური საშუალებები) შესაძლებელია მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის

უკუჩვენება

ორსულობა, თრომბოზების მიმართ მიდრეკილება, ღვიძლის მძიმე დაავადებები, გულის უკმარისობა, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატება, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა, სარძევე ჯირკვლების ან საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნეები, ლიპიდური ცვლის დარღვევა, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენები საშოდან, ორსულობით გამოწვეული სიყვითლე.
რეგულონით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ზემოთ აღწერილი ან სხვა დაავადებების შესახებ.

შენახვის პირობები და ვადები

15-30°C ტემპერატურაზე.
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა
გედეონ რიხტერი
უნგრეთი

გონაპეპტილი 0.1მგ 1მლ #7შპრ

ავერსი

კომპანია „ავერსი“ 1994 წლის 14 ნოემბერს დაარსდა. დამფუძნებლის ინიციატივით, მის სახელწოდებად იმთავითვე იქნა შერჩეული ლათინური სიტყვა, რომლის მნიშვნელობაც ყველაზე უკეთ შეესატყვისებოდა კომპანიის განვითარების პრინციპს – უწყვეტ და თანაბარზომიერ განვითარებას, სპირალურ წინსვლას.

იხილეთ ვრცლად

ჟანინი #21ტ

36.35 ლარი
34.17 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბაიერ ვეიმერ გმბჰ&კო.კგ/ბაერ ფ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

გასტერინა 0.1მგ/მლ 1მლ #5ა

გასტერინა

GASTERINA® 

ოქტრეოტიდი 

კანქვეშა/ინტრავენური საინექციო ხსნარი

 

გაიცემა რეცეპტით

წარმოებულია არგენტინაში

რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემადგენლობა:

გასტერინას  0.05 მგ 1 მლ ამპულა შეიცავს:

ოქტრეოტიდი                      0.05 მგ

მანიტოლი                             45 მგ

რძემჟავა                                3.4 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი q.s.p.        pH კორექციისთვის 3.9 – 4.5

საინექციო წყალი q.s.p.        1 მლ

გასტერინას  0.1 მგ 1მლ ამპულა შეიცავს:

ოქტრეოტიდი                      0.1 მგ

მანიტოლი                             45 მგ

რძემჟავა                                 3.4 მგ

ნატრიუმის ბიკარბონატი q.s.p.        pH კორექციისთვის 3.9 – 4.5

საინექციო წყალი q.s.p.        1 მლ

თერაპიული მოქმედება: საჭმლის მომნელებელი პეპტიდების და ზრდის ჰორმონის ინჰიბიტორი.

ჩვენებები:

  • ზრდის ჰორმონის (GH) და IGF-I-ს პლაზმური დონეების შემცირება და სიმპტომური კონტროლი პაციენტებში აკრომეგალიით, არაადექვატურად კონტროლირებული  ქირურგიული ოპერაციით ან სხივური თერაპიით. გასტერინა ასევე ინიშნება აკრომეგალიის მქონე პაციენტებში, რომელთაც არ შეუძლიათ გაიკეთონ ოპერაცია ან პაციენტებში, რომელთაც არ სურთ გაიკეთონ ოპერაცია, ან შუალედურ ვადაში, როდესაც სხივური თერაპია სრულად ეფექტურია.
  • სიმპტომების მოხსნა, რომელიც ასოცირდება გასტროენტეროპანკრეატული ფუნქციონირების ნეიროენდოკრინულ სიმსივნეებთან (GEP) სიმსივნეები: – კარცინოიდული სიმსივნეები კარცინოიდული სინდრომის თვისებებით: – VIPომები, გლუკაგონომები, – გასტრინომები/ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებთან ან H2-რეცეპტორის ანტაგონისტებთან კომბინაციაში. – ინსულინომები, ჰიპოგლიკემიის წინაოპერაციული კონტროლისთვის ან შემანარჩუნებელ თერაპიაში. – GRF-ომები. გასტერინა არ წარმოადგენს სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებას და არ გამოიყენება მსგავს პაციენტებში.
  • შიდსთან ასოცირებული რეფრაქტორული დიარეას კონტროლი.
  • პანკრეასის ოპერაციის შემდეგ გართულებების პრევენცია.
  • გადაუდებელი მართვა სისხლდენის შესაჩერებლად და გასტროეზოფაგეალური ვარიკოზული ვენების დასაცავად პაციენტებში ციროზის დროს. გასტერინა გამოიყენება სპეციფიკურ მკურნალობასთან ერთად, როგორიცაა ენდოსკოპიური სკლეროთერაპია.

ფარმაკოლოგიური თვისებები/თავისებურებები

ფარმაკოლოგიური მოქმედება – ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ზრდის ჰორმონის ინჰიბიტორი ოქტრეოტიდი არის ბუნებრივი წარმოშობის სომატოსტატინის ოქტაპეპტიდის სინთეზური ანალოგი მსგავსი ფარმაკოლოგიური ეფექტებით, მაგრამ მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მოქმედებით. იგი აინჰიბირებს პათოლოგიურად გაზრდილ ზრდის ჰორმონის (GH) და გასტროენტეროპანკრეატულ ენდოკრინიულ სისტემაში (GEP) წარმოქმნილი სეროტონინის სეკრეციას. ცხოველებში, ოქტრეოტიდი ზრდის ჰორმონის, გლუკაგონის და ინსულინის უფრო ძლიერი ინჰიბიტორია, ვიდრე სომატოსტატინი, GH და გლუკაგონის მეტი დათრგუნვით. ჯანმრთელებში გასტერინა აინჰიბირებს: არგინინით, ვარჯიშით და ინსულინით ინდუცირებული ჰიპოგლიკემიის მიერ სტიმულირებული ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლებას.

სადილის შემდგომ ინსულინის, გლუკაგონის, გასტრინის, GEP სისტემიდან სხვა პეპტიდების  გამოთავისუფლება და ისნულინის და გლუკაგონის გამოთავისუფლება სტიმულირდება არგინინით.

თირეოტროპული ჰორმონის (TSH)  გამოთავისუფლება სტიმულირდება თირეოტროპულ-რილიზინგ ჰორმონით (TRH). სომატოსტატინისგან განსხვავებით, ოქტრეოტიდი აინჰიბირებს GH სეკრეციას უპირატესად ინსულინზე მეტად და მის მიღებას არ მოყვება ჰორმონების ჰიპერსეკრეცია (მაგ. GH პაციენტებში აკრომეგალიის დროს). აკრომეგალიის მქონე პაციეტებში, გასტერინა ამცირებს GH-ს პლაზმურ დონეებს და IGF-1 . GH -ს შემცირება (50% ან მეტით) ვითარდება პაციენტების 90% და შრატისმიერი GH შემცირება

გასტერინას ეფექტი სიმსივნის სხვადასხვა ტიპებში შემდეგია:

კარცინოიდული სიმსივნეები: გასტერინას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომების გაუმჯობესება, განსაკუთრებით ჰიპერემია და დიარეა. უმეტესობა შემთხვევაში თან ახლავს შრატში სეროტონინის დონის დაქვეითება და 5-ჰიდროქსიინდოლძმარმჟავას შარდში გამოყოფის შემცირება.

VIPომები: მსგავსი სიმსივნეების ბიოქიმიური თვისებებია ვაზოაქტიური ნაწლავური პეპტიდის (VIP) ჭარბი პროდუქცია. შემთხვევათა უმეტესობაში გასტერინას მიღება იწვევს მწვავე სეკრეტორული დიარეის მოხსნას, რაც ტიპიურია მსგავსი მდგომარობისთვის, რაც შესაბამისად იწვევს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ამას თან ახლავს ელექტროლიტების დისბალანსის მოწესრიგება, მაგ. ჰიპოკალემია, რამაც შესძლოა დაარღვიოს ენტერალური და პარენტერალური სითხეების მიღება და ელექტროლიტების დამატება. ზოგიერთ პაციენტში, კომპიუტერული ტომოგრაფიული სკანირება მიუთითებს ზრდის ტემპის შემცირებას და სიმსივნის პროგრესირების შეჩერებას ან მის შემცირებას, განსაკუთრებით ღვიძლის მეტასტაზების. კლინიკურ გაუმჯობესებას თან ახლავს პლაზმაში VIP დონეების შემიცრება, რაც შეიძლება დაქვეითდეს ნორმული დიაპაზონის ფარგლებში.

გლუკაგონომები: გასტერინას მიღება იწვევს ნეკროლიზური მიგრაციული ეგზანთემის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, რაც დამახასიათებელია მოცემული დაავადებისათვის.   გასტერინას ეფექტი მსუბუქი შაქრიანი დიაბეტის სტატუსზე არ არის მნიშვნელოვანი და, როგორც წესი, არ აინდუცირებს ინსულინის ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების საჭიროების შემცირებას. გასტერინა აუმჯობესებს დიარეას  და შედეგად პაციენტებში იწვევს წონის მატებას. მიუხედავად იმისა, რომ გასტერინას მიღება ხშირად წარმოქმნის  პლაზმაში გლუკაგონის დონის მყისიერ შემცირებას, მიღება არ ხდება ხანგრძლივად მიუხედავად უწყვეტი სიმპტომური გაუმჯობესებისა.

გასტრონომები ზოლინგერ-ელისონის სინდრომი: მიუხედავად იმისა, რომ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორებით ან H2-რეცეპტორის ბლოკატორებით თერაპია აკონტროლებს გასტრინით სტიმულირებული კუჭის მაჟავას ქრონიკული ჰიპერსეკრეციის მიერ გამოწვეულ მორეციდივე პეპტიურ წყლულის განვითარებას, მსგავსი მკურნალობა შესაძლოა იყოს არასრული. დიარეა ასვე შესაძლოა იყოს პრედომინანტული სიმპტომი, რომელიც არ იხსნება მსგავსი მკურნალობით. გასტერინა ცალკე ან H2-რეცეპტორის ანტაგონისტებთან კომბიაციაში ამცირებს კუჭის მჟავის ჰიპერსეკრეციას და აუმჯობესებს სიმპტომებს, მათ შორის დიარეას. სხვა სიმპტომები, რომელიც სავარაუდოდ გამოწვეულია სიმსივნის მიერ წარმოქმნილი პეპტიდებით მაგ. ჰიპერემია, ასევე შესაძლოა შემსუბუქდეს. ზოგიერთ პაციენტში პლაზმური გასტრინის დონეები მცირდება.

ინსულინომები: გასტერინას მიღება ამცირებს მოცირკულირე იმუნორეაქტიულ ინსულინს თუმცა, შესაძლოა იყოს ხანმოკლე (დაახლოებით 2 სთ). პაციენტებში ოპერირებადი სიმსივნეებით, გასტერინა შესაძლოა იყოს სასარგებლო ნორმოგლიკემიის პრეოპერაციულ ხელახლა დადგენასა და შენარჩუნებაში. პაციენტებში არაოპერირებადი ბენინგის ან ავთვისებიანი სიმსივნეების დროს, გლიკემიური კონტროლი შეიძლება გაუმჯობესდეს მდგრადი მოცირკულირე ინსულინის დონეების თანმხლები შემცირების გარეშე.

GRFომები: მსგავსი იშვიათი სიმსივნეები რომლებიც ხასიათდებიან ზრდის ჰორმონის გამოთავისუფლების ფაქტორის წარმოქმნით ცალკე ან სხვა აქტიურ პეპტიდებთან კომბინაციაში. გასტერინა აუმჯობესებს მიღებული აკრომეგალიის თვისებებსა და სიმტპომებს,  სავარაუდოდ GRF-ს ინჰიბირებით და ზრდის ჰორმონის სეკრეციით და შესაძლოა თან ახლდეს ჰიპოფიზის ჰიპერტროფია. პაციენტებში რეფრაქტორული დიარეით, რაც უკავშირდება შეძენილ იმუნოდეფიციტის სინდრომს (შიდსი), გასტერინა იწვევს  ფეკალური პროდუქციის ნაწილობრივ ან სრულ კონტროლს პაციენტების დაახლოებით 1/3-ში დიარეის დროს, რომლებიც არ პასუხობენ ანტიინფექციურ და/ან დიარეას საწინააღმდეგო საშუალებებს. პაციენტებში, რომლებიც იტარებენ პანკრეასის ოპერაციას, გასტერინას პერი ან პოსტოპერაციული მიღება  ამცირებს ტიპიურ პოსტოპერაციულ გართულებებს (მაგ. პანკრეატული ფისტულა, აბსცესები და სეფსისი, მწვავე პოსტოპერაციული პანკრეატიტი). პაციენტებში ფონური ციროზით გამოწვეული გასტროეზოფაგეალვარიცეალური ჰემორაგიით, გასტერინას მიღება სპეციფიურ მკურანალობასთან ერთად (მაგ. სკლეროთერაპია) ასოცირდება სისხლდენის უკეთეს კონტროლთან, ამცირებს ტრანსფუზიის საჭიროებას და აუმჯობესებს გადარჩენას მე-5 დღის განმავლობაში. მაშინ როდესაც გასტერინას მოქმედების ზუსტი რეჟიმი არ არის სრულად განსაზღვრული, დადგენილია რომ გასტერინა ამცირებს ვისცელარულ სისხლის ნაკადს ვაზოაქტიური ჰორმონების ინჰიბირების გზით (მაგ. VIP, გლუკაგონი).

ფარმაკოკინეტიკა

აბსორბცია: გასტერინა აბსორბირდება სწრაფად და სრულად კანქვეშა ინექციის შემდეგ. პიკური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 30 წუთში.

დისტრიბუცია: დისტრიბუციის მოცულობაა 0.27 ლ/კგ და ტოტალური კლირენსია 160 მლ/წთ. პლაზმურ ცილებთან კავშირია 65%. გასტერინას სისხლის უჯრედებთან კავშირი მინიმალურია.

ელიმინაცია: ელიმინაციის ნახევარგამოყოფის პერიოდი კანქვეშა მიღების შემდეგ არის 100 წთ. ინტრავენრური ინექციის შემდეგ ელიმინაცია ორფაზიანია, 10 და 90 წთ ნახევრაგმოყოფის პერიოდით. პეპტიდების უმეტესობა გამოიყოფა ფეკალიებში, ხოლო დაახლოებით 32% – უცველად შარდში.

პაციენტების განსაკუთრებული პოპულაცია: თირკმლის დარღვეული ფუნქცია არ ახდენს გავლენას ოქტრეოტიდის AUC-ზე კანქვეშა ინექციის შემდეგ. ელიმინაციის უნარი შესაძლოა შემცირდეს ღვიძლის ციროზის მქონე პაციენტებში, მაგრამ არა გაცხიმოვნებული ღვიძლის შემთხვევაში.

უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები:

მწვავე ტოქსიკურობა: თაგვებში ჩატარებულმა კვლევებმა ოქტრეოტიდის მწვავე ტოქსიკურობაზე გამოავლინეს 72 მგ/კგ ვენაში შეყვანილი ოქტრეოტიდის LD50 მაჩვენებელი, ვირთაგვებში – 18 მგ/კგ-ის დროს. ოქტრეოტიდის აცეტატი კარგად გადაიტანებოდა ძაღლებში 1 მგ/კგ დოზირებისას სწრაფი ინტრავენური ინექციის დროს.

განმეორებითი დოზირების ტოქსიურობა: ძაღლებში ჩატარებულ 26-კვირიანმა კვლევამ ინტრავენური მიღების ტოქსიკურობაზე 0.5 მგ/კგ დღეში ორჯერ მიღებისას გამოავლინა აციდოფილური უჯრედების პროგრესული ცვლილებები. შემდგომმა კვლევებმა აჩვენეს, რომ მოცემული ფაქტი ჯდება ფიზიოლოგიური ცვლილების დიაპაზონში, რომელიც აშკარად არ არის დაკავშირებული ეგზოგენურად მიღებულ სომატოსტატინთან. არ შეინიშნებოდა ჰორმონალური დონეების მნიშვნელოვანი ცვლილებები პლაზმაში. მდედრ მაიმუნებში იგივე დოზების მიღებისას 3 კვირის მანძილზე არ გამოუვლენია ჰიპოფიზში რაიმე სახის ცვლილება და ასევე არ შეინიშნებოდა დარღვევა ზრდის ჰორმონის, პროლაქტინის ან გლუკოზას  ბაზალურ პლაზმურ დონეებში. მაშინ როდესაც მჟავა წარმოქმნიდა ანთებას და ფიბროპლაზიას განმეორებითი კანქვეშა ინექციების შედეგად ვირთაგვებში, არ შეინიშნებოდა ოქტრეოტიდის აცეტატის შეყოვნებული ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები კანქვეშა შეყვანისას ზღვის გოჭებში 0.1% ხსნარის 0.9% ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებისას.

მუტაგენურობა: ოქტრეოტიდს ან/და მისი მეტაბოლიტებს არ გააჩნიათ მუტაგენური პოტენციალი ინ ვიტრო ტესტირებისას ძუძუმწოვრებსა და ბაქტერიული უჯრედების ანალიზის სისტემაში. ქტომოსომული ცვლილებების მომატებული სიხშირე შეინშნებოდა ჩინურ ზაზუნებში v79 ინ ვიტრო, მიუხედავად მაღალი და ციტოტოქსიკური კონცენტრაციებისას. ქრომოსომული აბერაციები არ იზრდეობოდა ადამიანების ლიმფოციტებში ინ ვიტრო. ინ ვივო არ შეინიშნებოდა კლასტოგენური მოქმედება თაგვების  ძვილს ტვინში და არ შეინიშნებოდა გენოტოქსიკურობა მამრ თაგვებში სპერმაზე დნმ აღდგენის ანალიზის დროს.  მიკროსფეროებს არ გააჩნდათ მუტაგენური პოტენციალი ტესტირებისას ინ ვიტრო ბაქტერიული ანალიზის დროს. კანცეროგენულობა/ქრონიკული ტოქსიურობა:

შეინიშნებოდა ფიბროსარკომები ვირთხებში ოქტრეოტიდის აცეტატის მიღებისას დღეში 1.25 მგ/კგ , უპირატესად მამრ ცხოველებში, კანქვეშა ინექციის ადგილას 52, 104 და 113/116 კვირის შემდეგ. ადგილობრივი სიმსივნეები ასევე შეინშნებოდა საკონტროლო ვირთხებში; თუმცა მსგავსი სიმსივნეების განვითარება მიმდინარეობდა დარღვეული  ფიბროპლაზიით, რაც ვითარდებოდა ინექციის ადგილას უწყვეტი გამაღიზიანებელი ეფექტებით. მოცემული არასპეციფიკური ქსოვილის რეაქცია განსაკუთრებით შეინშნებოდა ვირთხებში. ნეოპლაზური დაზიანებები არ შეინიშნებოდა 2 მგ/კგ დოზირებისას 98 კვირის მანძილზე არც ძაღლებში, რომლებშიც მიიღებოდა 52 კვირის მანძილზე. 116 კვირის ვირთაგვებში კანცეროგენულობის კვლევამ ასევე გამოავლინა საშვილოსნოს ენდომეტრიული ადენოკარცინომები, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი ეფექტით ყველაზე მაღალი კანქვეშა დოზით 1.25 მგ/კგ დღეში. მსგავსი აღმოჩენა ასოცირდებოდა ენდომეტრიტის მომატებულ სიხშირესთან, ყვითელი სხეულების შემცირებულ რაოდენობასთან, სარძევე ჯირკვლების ადენომასთან და საშვილოსნოს ლუმინალურ და გლანდულარულ დილატაციასთან. არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ვირთაგვებში ენდოკრინული სიმსივნეები სახეობებისთვის განსაკუთებულია და არ უკავშირდება ადამიანებში პრეპარატის გამოყენებას.

რეპროდუქცია: ნაყოფიერების, პრე, პერი და პოსტნატალური კვლევების ჩათვლით მდედრ ვირთხებში არ გამოავლინა გვერდითი ეფექტები რეპროდუქციულობაზე 1 მგ/კგ დღეში კანქვეშა დოზირებისას. ნაშიერებში ფიზიოლოგიური ზრდის შეჩერება იყო გარდამავალი და ახასიათებს ჭარბი ფარმაკოდინამიკური მოქმედებით გამოწვეულ GH ინჰიბირებას.

დოზირება და მიღების წესი

აკრომეგალია – საწყისი დოზაა 0.05-0.1 მგ კანქვეშა ინექცია ყოველ 8 ან 12 საათში. დოზის კორექცია დამოკიდებულია GH და IGF-1 დონეების შეფასებაზე (სამიზნე: GH

თუ არ მიიღწევა GH დონეების დაქვეითება და კლინიკური სიმპტომების გაუმჯობესება გასტერინათი მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის  განმავლობაში, უნდა შეწყდეს მკურნალობა.

გასტრო-ენტერო-პანკრეატული ენდოკრინული სიმსივნეები – საწყისი დოზაა 0.05 მგ ერთხელ ან ორჯერ დღეში კანქვეშა ინექციის სახით. კლინიკური პასუხის მიხედვით სიმსივნით წარმოებული ჰორმონების დონეზე ეფექტი (კარცინოიდული სიმსივნეების შემთხვევაში, შარდით 5-ჰიდროქსიინდოლური ძმარმჟავას ექსკრეციისას), ასევე ამტანობაზე, დოზა შესაძლებელია თანდათანობით გაიზარდოს 0.1-0.2 მგ-მდე დღეში სამჯერ. გამონაკლის შემთხვევებში შესაძლებელია დაინიშნოს უფრო მაღალი დოზები. შემანარჩუნებელი დოზების კორექცია საჭიროა ინდივიდუალურად. კარცინოუდულ სიმსივნეებში, გასტერინათი მაქსიმალური ასატანი დოზით მკურნალობისას 1 კვირის განმავლობაში თუ არ შეინიშნება გაუმჯობესება, მკურნალობა უნდა შეწყდეს. 

შიდსთან დაკავშირებული რეფრაქტორული დიარეა: მონაცემების მიხედვით დღეში ინიშნება 0.1 მგ საწყისი დოზა, 3-ჯერ დღეში კანქვეშა ინექციის სახით. თუ არ კონტროლდება დიარეა ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, გასტერინას 0.25 მგ დოზით დღეში 3-ჯერ მიღებით, დოზის კორექცია დამოკიდებულია დეფეკაციის შეფასებაზე და ამტანობაზე. თუ ერთკვირიანი მკურნალობის განმავლობაში არ შეინიშნება გაუმჯობესება 0.25 მგ დღეში 3-ჯერ მიღებით, მკურნალობა უნდა შეწყდეს.

გართულებები პანკრეასზე ოპერაციის შემდეგ – 0.1 მგ 3-ჯერ დღეში კანქვეშა ინექციის სახით 7 დღე მიყოლებით, დაწყებული ოპერაციის დღეს ლაპარატომიამდე ერთი საათით ადრე.

სისხლდენა გასტრო-ეზოფაგული ვარიკოზისას  –  25 მკგ/სთ 5 დღე უწყვეტი ი.ვ. ინფუზიით. გასტერინას გამოყენება შეიძლება ფიზიოლოგიურ ხსნარში განზავებით. ციროზით დაავადებულ პაციენტებში, გასტროეზოფაგული სისხლდენით, გასტერინა კარგად გადაიტანებოდა უწყვეტი ინტრავენური გზით მიღებისას დოზით 50 მკგ/სთ 5 დღის განმავლობაში.

გამოყენება ხანდაზმულებში – გასტერინას მიღებისას ხანდაზმულებში არ შეინიშნებოდა შემცირებული ამტანობა ან დოზის ცვლილების საჭიროება.

პედიატრიული პოპულაცია – ბავშვებში გასტერინას გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.

გამოყენება ღვიძის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში – პაციენტებში ღვიძლის ციროზით, პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება გაიზარდოს და სჭირო გახდეს შემანარჩუნებელი დოზის კორექცია.

თირკმლის დისფუნქციის დროს – თირკმლის ფუნქციის დარღვევა არ ზემოქმედებს ოქტრეოტიდის AUC-ზე კანქვეშ მიღების შემდეგ, ამიტომ არ არის აუცილებელი დოზის კროექცია.

მიღების წესი:

კანქვეშა შეყვანა – პაციენტებმა, რომლებმაც თვითონ უნდა გაიკეთონ პრეპარატი კანქვეშა ინექციის გზით, უნდა მიიღონ ექიმისგან ან ექთნისგან სათანადო ინსტრუქციები.

ადგილობრივი დისკომფორტის შესამცირებლად, რეკომენდებულია ხსნარის ოთახის ტემპერატურაზე გაჩერება ინექციამდე. დაუშვებელია ერთსადაიმავე ადგილას მრავალჯერადი ინექციები მოკლე ინტრვალებით. ამპულები უნდა გაიხსნას უშუალოდ გამოყენების წინ და ნარჩენი უნდა განადგურდეს. დაბინძურების თავდან ასაცილებლად რეკომენდებულია მულტიდოზიანი ფლაკონის სტოპერის პუნქცია 10-ჯერზე მეტად.

ინტრავენური ინფუზია –  პარენტერალური პრეპარატების ინსპექტირება აუცილებელია გაუფერულების ან ნაწილაკების არსებობაზე გამოყენების წინ. გასტერინა ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 24 სთ სტერილურ 5% დექსტროზას ფიზიოლოგიურ ხსნარებში (გლუკოზა) წყალში. თუმცა, ვინაიდან გასტერინამ შეიძლება დაარღვიოს გლუკოზას ჰემოსტაზი, რკეომენდებულია დექსტროზას მაგივრად ფიზიოლოგიური ხსნარის გამოყენება. განზავებული ხნსარები ფიზიკურად და ქიმიურად სტაბილურია 24 სთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მიკრობიოლოგიური თვალსაზრისით განზავებული ხსნარის გამოყენება სასურველია დაუყოვნებლივ. თუ ხსნარი არ გამოიყენება დაუყოვნებლივ შენახვის პორობების დაცვა არის მომხმარებლის პასუხისმგებლობა და უნდა იყოს 2 -8°C. გამოყენებამდე ხსნარი უნდა დააყოვნოთ ოთახის ტემპერატურაზე. კუმულირებული დრო რეკონსტიტუირების, განზავების, მაცივარში შენახვის და მიღებას შორის არ უნდა აჭარბებდეს 24 სთ. იმ შემთხვევაში, როდესაც გასტერინა მიიღება ი.ვ.  ინფუზიით, 0.5 მგ ამპულის შემცველობა უნდა განზავდეს 60 მლ ფიზიოლოგიურ ხსნარში და მიღებული ხსნარის ინფუზია უნდა მოხდეს საინფუზიო ტუმბოთი. ამის გამეროება უნდა მოხდეს აუცილებლობის მიხედვით, ვიდრე მკურნალობის დანიშნული ხანგრძლივობა არ მიიღწევა. გასტერინას ინფუზია ასევე შესაძლებელია დაბალი კონცენტრაციებით.

უკუჩვენებები

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ოქტეოტრიდის ან პრეპარატის სხვა ნივთიერების მიმართ.

გაფრთხილება

GH გამომყოფი ჰიპოფიზის სიმსივნეებს შეუძლია ზოგჯერ გავრცელება და სერიოზული გართულებების განვითარება (მაგ. ვიზუალური დეფექტები), ამიტომ აუცილებელია ყველა პაციენტის სათანადო მონიტორინგი. თუ ადგილი ექნება სიმსივნის ექსპანსიას, რეკომენდებულია სხვა პროცედურების ჩატარება. გასტერინას მიერ ლითიაზის ფორმირება შეფასებულია 15-30%, ზოგად პოპულაციაში სიხშირეა 5-20%. ამიტომ, ნაღვლის ბუშტის ულტრაბგრეითი შემომწება ბაზალურ ფორმაში და 6-12 თვის ინტერვალებში რეკომენდებულია. ლითიაზის არსებობა პაციენტებში გასტერინას მიღებისას უმეტესად ასიმპტომურია; სიმპტომური ლითიაზის მკურნალობა უნდა მოხდეს ნაღვლის მჟავას დისოლუციით ან ოპერაციით. ინსულინომების მქონე პაციენტებში შეიძლება გაღრმავდეს და გაიზარდოს ჰიპოგლიკემიის ხანგრძლივობა. ამიტომ, მსგავს პაციენტებში საჭიროა სათანადო მონიტორინგის ჩატარება გასტერინას თერაპიის დაწყებისას და დოზის ყოველი ცვლილებისას. გლიკემიის გამოხატული ცვალებადობა შეიძლება დაკორექტირდეს მცირე დოზების ხშირად მიღებით.

სიფრთხილის ზომები

გასტროენტეროპანკრეატული ენდოკრინული (GEP) სიმსივნეების მკურნალობის დროს შესაძლებელია შეინიშნებოდეს გასტერინას სიმპტომური რეგულირების უეცარი გაქრობა მწვავე სიმპტომების სწრაფი რეციდივით. პაციენტებში 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, ინსულინის საჭიროება შეიძლება შემცირდეს გასტერინას მიღებით. არადიაბეტურ და II ტიპის დიაბეტურ პაციენტებში ნაწილობრივი ინტაქტური ინსულინის რეზერვით, გასტერინას მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზას პოსტპრანდიალური მომატება. ვინაიდან, არსებობს სისხლდენის ეპიზოდების მომატებული რისკი, ციროზით დაავადებულ პაციენტებში მანამდე არსებული დიაბეტის განვითარებისთვის  აუცილებელია სისხლში გლუკოზას დონეების მონიტორინგი. 52-კვირიან ტოქსიკურობის კვლევაში ვირთაგვებში, უპირატესად მამრ ვირთაგვებში, შეინიშნებოდა სარკომა კანქვეშა ინექციის ადგილას მხოლოდ მაღალი დოზების მიღებისას (დაახლოებით ადამიანისთვის განკუთვნილი მაქსიმალურ დოზაზე 40-ჯერ მეტი). არ შეინიშნებოდა ჰიპერპლაზიური ან ნეოპლაზური დაზიანებები კანქვეშა ინექციის ადგილას 52 კვირიან ტოქსიკურობის კვლევაში ძაღლებში. არ შეინიშნებოდა სიმსივნის განვითარება ინექციის ადგილას პაციენტებში გასტერინას მიღებისას 15 წლის მანძილზე. ამჟამად არსებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ვირთაგვები მიღებული შედეგები ტიპიურია სახეობებისთვის და ნაკლებად მნიშვნელოვანია ადამიანებში პრეპარატის გამოყენებისთის.

გასტერინას მიღება, რომელიც ასოცირებულია ნაღველში ქვების შესაძლო ფორმირებასთან: პაციენტებმა უნდა გაიარონ ძირითადი ულტრაბგერითი გამოკვლევა ნაღვლის ბუშტზე გასტერინას მიღების დაწყებამდე. ნაღვლის ბუშტის განმეორებითი ულტრაბგერითი კვლევა უნდა ჩატარდეს 6-12 თვიანი ინტერვალებით გასტერინას თერაპიის განმავლობაში. თერაპიის დაწყებამდე ქვების არსებობის შემთხვევაში უნდა შეფასდეს გასტერინას პოტენციური სარგებელი ნაღვლის ბუშტში ქვების პოტნეციურ რისკთან. ამ დრომდე არ შეინიშნება, რომ გასტერინა გვერდითად მოქმედებდეს მანამდე არსებული ქვების პროგრესირების პროგნოზზე.

პაციენტების მკურნალობა ნაღვლის ბუშტის ქვების ფორმირებისას, რომელიც ასოცირდება გასტერინასთან – ასიმპტომური ნაღვლის ბუშტის ქვები: გასტერინას მიღება შესაძლოა შეწყდეს ან გაგრძელდეს სარგებელი/რისკის შეფასების მიხედვით. სიმპტომური ნაღვლის ბუშტის ქვები: გასტერინას მიღება შეიძლება შეწყდეს ან გაგრძელდეს სარგებელი/რისკის შეფასების შედეგად. ორივე შემთხვევაში ნაღვლის ბუშტის ქვების მკურნალობა უნდა მოხდეს ნაღვლის ბუშტის ქვების სიმპტომური მდგომარეობის შესაბამისად. სამედიცინო თვალსაზრისით, ეს შესაძლოა იყოს ნაღვლის მჟავას კომბინირებული მკურალობა (მაგ. CDCA 7.5 მგ/კგ დღეში ურსოდეოქსიქოლინის მჟავასთან ერთად UDCA 7.5მგ/კგ დღეში, რომელიც ასოცირდება ულტრაბგერით მონიტორინგთან, ვიდრე ქვები სრულად არ გაქრება.

ურთიერთქმედება სხვა სამედიცინო პრდოუქტებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება

გასტერინა ამცირებს ციკლოსპორინის შეწოვას ნაწლავებში და აყოვნებს ციმეტიდინის შეწოვას.

ოქტრეოტიდის და ბრომოკრიპტინის ერთად მიღება ზრდის ბრომოკრიპტინის შეღწევადობას. შეზღუდული მონაცემები მიუთითებს, რომ  სომატოსტატინის ანალოგები ამცირებენ ციტოქრომ P450-ით მეტაბოლიზებული ნაერთების მეტაბოლურ კლირენსს, რაც გამოწვეულია ზრდის ჰორმონის დათრგუნვით. ვინაიდან, არ არის გამორიცხული ოქტრეოტიდს გააჩნდეს მსგავს ეფექტი, CYP3A4-ით მეტაბოლიზებული სხვა პრეპარატები და პრეპარატები, რომელთაც გააჩნიათ  დაბალი თერაპიული ინდექსი, უნდა გამოიყენებოდეს სიფრთხილით (ქინიდინი, ტერფენადინი).

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულებში ან ლაქტაციის დროს გასტერინას მიღების გამოცდილება შეზღუდულია და პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მსგავს პაციენტებში ძლიერი აუცილებლობის შემთხვევაში.

ზემოქმედება ავტომობილის და მექნიზმების მართვის უნარზე

მონაცემები გასტერინას ზემოქმედების შესახებ ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე არ არსებობს.

არასასურველი მოვლენები

გასტერინას მიღებით გამოწვეული არასასურველი მოვლენებია ადგილობრივი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ. 

მთლიანი ორგანიზმი – იშვიათი: კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები; თმის გარდამავალი ცვენა. ანაფილაქტსიური რეაქციების ცალკეული შემთხვევები. გულსისხლძარღვთა სისტემა –  ბრადიკარდიის ცალკეული შემთხვევები.

ნაღვლის ბუშტი – გასტერინას ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას.

საჭმლის მომნელებელი სისტემა – ანორექსია, გულისრევა, ღებინება, მუცლის სპაზმური ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი, თხიერი განავალი, დიარეა და სტეატორეა. მიუხედავად იმისა რომ ფეკალიებში ცხიმის გამოყოფა შეიძლება ზომიერად გაიზარდოს, არ არსებობს ჩვენება, რომ გასტერინას გრძელვადიანი თერაპია იწვევდეს კვებით დეფიციტს. იშვიათად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გვერდითი ეფქეტები შესაძლოა იყოს ნაწლავის მწვავე ობსტრუქცია პროგრესირებადი მეტამორფოზით, მწვავე ეპიგასტრიუმის ტკივილით, მუცლის მტკივნეული ჰიპერმგრძნობელობით და ანტალგიური პოზით. საჭმლის მომნელებელი სისტემის გვერდითი ეფექტები შეიძლება შემცირდეს საკვების მიღებით გასტერინას მიღების დროსთან ახლოს, ანუ ინექციები ორ კვებას შორის შუალედში ან ძილის დროს.

ღვიძლი – ღვიძლის დისფუნქციის ცალკეული შემთხვევები ასოცირებული  გასტერინას მიღებასთნ. ეს დაკავშირებულია მწვავე ჰეპატიტთან ქოლესტაზით, სადაც ტრანსამინაზების მაჩვენებელი დარეგულირდა გასტერინას მიღების შეწყევტის შედეგად, ჰიპერბილირუბინემიის ნელი განვითარებით ასოცირებული ტუტე ფოსფატაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას და ნაკლებად ტრანსამინაზების მომატებასთან. ადგილობრივი რეაქციები – ტკივილის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჩხვლეტა ინექციის ადგილას გაწითლებით და შეშუპებით, რაც იშვიათად გრძელდება 15 წთ. ადგილობრივი დისკომფორტის შემცირება შეიძლება ხსნარის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებით ინექციამდე ან მცირე მოცულობის ინექციის მეშვეობთ უფრო კონცენტრირებული ხსნარით.

პანკრეასი – ზრდის ჰორმონზე, გლუკაგონზე და ინსულინზე მისი მაინჰიბირებელი მოქმედების გამო გასტერინას შეუძლია დაარღვიოს გლუკოზას დარეგულირება. პოსტპრანდიალური გლუკოზას მიმართ ამტანობა შესაძლოა შემცირდეს და ზოგჯერ გამოიწვიოს მდგრადი ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა ქრონიკული მიღების შედეგად. ასევე შეინიშნებოდა ჰიპოგლიკემია. იშვიათად, შეინიშნებოდა მწვავე პანკრეატიტი.  როგორც წესი, მოცემული ეფექტი შეინიშნება რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში გასტერინას თერაპიის დროს და გადის პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ამასთან ერთად, ქოლელითიაზით ინდუცირებული პანკრეატიტი შეინიშნებოდა გასტერინას ხანგრძლივი გამოყენებისას.

ჭარბი დოზირება

ოქტრეოტიდის 2000 მკგ დოზის კანქვეშა შეყვანისას დღეში სამჯერ რამოდენიმე თვის მანძილზე, კარგად გადაიტანებოდა. ერთადერთი ინტრავენური მაქსიმალური დოზა, რომლის მიღებაც ამ დრომდე მოხდა მოზრდილ პაციენტში, შეადგენს 1.0 მგ სწრაფი ინექციის სახით. მიღბული სიმპტომატიკა იყო გულისცემის სწრაფი შესუსტება, სახის ჰიპერემია, მუცლის სპაზმები, დიარეა, კუჭის სიცარიელის შეგრძნება და გულისრევა, სიმპტომები, რომლებიც მოიხსნა პერაპარატის მიღებიდან 24 საათში. გასტერინას ჭარბი დოზირების შემთხვევით მიღების დროს უწყვეტი ინფუზიის სახით (0.25 მგ/სთ 48 სთ-ის განმავლობაში, 0.025 მგ/სთ-ის მაგივრად) შეინიშნებოდა. პაციენტს არ აღენიშნებოდა გვერდითი ეფექტები. სიმპტომები – არ შეინიშნებოდა სიცოცხლისთვის საშიში რეაქციები მწვავე ჭარბი დოზირებისას. მკურნალობა – ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია.

ჭარბი დოზირების დროს მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს ან დაუკავშირდით ტოქსიკოლოგიის ცენტრს:

პედიატრიული ჰოსპიტალი რიკარდო გუტიერეზი: (011) 4862-6666/2247

ჰოსპიტალი ა. პოსადას: (011) 4654- 6648 / 4658-7777

გვერდითი ეფექტები

გასტერინას მიღებით გამოწვეული გვერდითი ეფექტები ადგილობრივი და საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ. ადგილობრივი რეაქციები – ტკივილის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ჩხვლეტა ინექციის ადგილას გაწითლებით და შეშუპებით, რაც იშვიათად გრძელდება 15 წთ. ადგილობრივი დისკომფორტის შემცირება შეიძლება ხსნარის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებით ინექციამდე ან მცირე მოცულობის ინექციის მეშვეობთ უფრო კონცენტრირებული ხსნარით.

საჭმლის მომნელებელი სისტემა – ანორექსია, გულისრევა, ღბინება, მუცლის სპაზმური ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი, თხიერი განავალი, დიარეა და სტეატორეა. მიუხედავად იმისა რომ ფეკალიებში ცხიმის გამოყოფა შეიძლება ზომიერად გაიზარდოს, არ არსებობს ჩვენება, რომ გასტერინას გრძელვადიანი თერაპია იწვევდეს კვებით დეფიციტს მალაბსორბციის გამო. იშვიათად, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გვერდითი ეფქეტები შესაძლოა იყოს ნაწლავის მწვავე ობსტრუქცია პროგრესირებადი მეტამორფოზით, მწვავე ეპიგასტრიუმის ტკივილით, მუცლის მტკივნეული ჰიპერმნგრძნობელობით და ანტალგიური პოზით. საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტები შეიძლება შემცირდეს საკვების მიღებით გასტერინას მიღების დროსთან ახლოს, ანუ ინექციები ორ კვებას შორის შუალედში ან ძილის დროს. გასტერინას ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ნაღვლის ბუშტში ქვების წარმოქმნას. (იხ. სიფრთხილის ზომები). ზრდის ჰორმონზე, გლუკაგონზე და ინსულინზე მისი მაინჰიბირებელი მოქმედების გამო გასტერინას შეუძლია დაარღვიოს გლუკოზას დარეგულირება. პოსტპრანდიალური გლუკოზას მიმართ ამტანობა შესაძლოა შემცირდეს და ზოგჯერ გამოიწვიოს მდგრადი ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა ქრონიკული მიღების შედეგად. ასევე შეინიშნებოდა ჰიპოგლიკემია. იშვიათად, შეინიშნებოდა მწვავე პანკრეატიტი.  როგორც წესი, მოცემული ეფექტი შეინიშნება რამოდენიმე საათის ან დღის განმავლობაში გასტერინას თერაპიის დროს და გადის პრეპარატის მიღების შეწყვეტისას. ამასთან ერთად, ქოლელითიაზით ინდუცირებული პანკრეატიტი შეინიშნებოდა გასტერინას ხანგრძლივი გამოყენებისას. მისი მაინჰიბირებელი მოქმედების შედეგად ინსულინის გამოთავისფლებაზე, გასტერინამ შესაძლოა დაარღვიოს გლუკოზას პოსპრანდიალური ამტანობა. იშვიათად პრეპარატის ქრონიკულმა გამოყენებამ შესაძლოა აინდუციროს მდგრადი ჰიპერგლიკემიური მდგომარეობა. ღვიძლის დისფუნქციის ცალკეული შემთხვვები შეინიშნებოდა ასოცირებული  გასტერინას მიღებასთნ. ეს დაკავშირებულია მწვავე ჰეპატიტთან ქოლესტაზით, სადაც ტრანსამინაზების მაჩვენებელი დარეგულირდა გასტერინას მიღების შეწყევტის შედეგად, ჰიპერბილირუბინემიის ნელი განვითარებით ასოცირებული ტუტე ფისფატაზას, გამა-გლუტამილტრანსფერაზას და ნაკლებად ტრნსამინაზების მომატებასთან. ჭარბი დოზირება – ძლიერი ჭარბი დოზირებისას არ შეინიშნებოდა სიცოცხლისთვის საშიში რეაქციების განვითარება. ოქტრეოტიდის ერთადერთი ინტრავენური მაქსიმალური დოზა, რომლის მიღებაც ამ დრომდე მოხდა მოზრდილ პაციენტში, შეადგენს 1.0 მგ სწრაფი ინექციის სახით. მიღებული სიმპტომატიკა იყო გულისცემის სწრაფი შესუსტება, სახის ჰიპერემია, მუცლის სპაზმები, დიარეა, კუჭის სიცარიელის შეგრძნება და გულისრევა, სიმპტომები რომლებიც მოიხსნა პერაპარატის მიღებიდან 24 საათში. გასტერინას ჭარბი დოზირების შემთხვევით მიღების დროს უწყვეტი ინფუზიის სახით (0.25 მგ /სთ  48 სთ-ის განმავლობაში, 0.025 მგ/სთ-ის მაგივრად) შეინიშნებოდა. პაციენტს არ აღენიშნებოდა გვერდითი ეფექტები. ჭარბი დოზირების მკურნალობა სიმპტომურია.

გამოშვების ფორმები

ყუთები შეიცავს 1, 2, 3, 5, 10, 25, 50 და 100 გასტერინას 0.05 მგ/მლ ამპულას, რომლიდანაც ბოლო სამი განკუთვნილია ექსკლუზიურად ჰოსპიტალში გამოსაყენებლად.

ყუთები შეიცავს 1, 2, 3, 5, 10, 25, 50 და 100 გასტერინას 0.1 მგ/მლ ამპულას, რომლიდანაც ბოლო სამი განკუთვნილია ექსკლუზიურად ჰოსპიტალში გამოსაყენებლად.

შენახვის პირობები

ინახება 2-25°C ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით.

ტექნიკური მიმდინარეობა: ფარმაცევტი, ანაბელა მ. მარტინეზი.

ბოლოს განახლდა: 2012 წლის ივნისში.

კომერციალიზებულია საქართველოში შპს MLC მედიკალ-ის მიერ.

მწარმოებელი:

INSTITUTO BIOLOGICO ARGENTINO S.A.I.C.

არგენტინის ბიოლოგიის ინსტიტუტი S.A.I.C.

ადმინისტრაციონ პე.ჯ.ე. ურიბურუ 153 C1027AAC-CABA

არგენტინა. ტელ.: (00 54 11) 4953-7215. ფაქსი.: (00 54 11) 4953 4946

საწარმო: კალე 606 დრ. დესი 351-B1867OWE- F. Varcia –Bs.As.

არგენტინა. ტელ/ფაქსი: (005411) 42551040/4237-0027/5291-5714

ნოვინეტი 0.15მგ+0.02მგ #21ტ

გენერიული დასახელება:
ethinylestradiol, desogestrel

შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
ეთინილესტრადიოლი 20მკგ;
დეზოგესტრელი 150მკგ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მონოფაზური ორალური ჰორმონული კონტრაცეპტივი

ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები

ფარმაკოლოგიური თვისებები და ჩვენება:
ნოვინეტი თრგუნავს განაყოფიერებისათვის მომზადებული კვერცხუჯრედის მომწიფებას. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია პაციენტმა გაიაროს ზოგადი (არტერიული წნევის გაზომვა და შაქრის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში) და გინეკოლოგიური გამოკვლევა, რისკთან დაკავშირებული დაავადებების გამოსარიცხად.

წინააღმდეგჩვენება:

ორსულობა, ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, მიდრეკილება თრომბოზებისადმი, გულის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტონია, სარძევე ჯირკვლის და ენდომეტრიუმის კიბო, მძიმე მიმდინარეობის შაქრიანი დიაბეტი, უცნობი გენეზის სისხლდენა საშვილოსნოდან, ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, სიყვითლე განვითარებული წინა ორსულობის დროს. პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება აღნიშნული და სხვა დაავადებების შესახებ.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს.
პირველი ტაბლეტი მიიღება კვირის შესაბამისი დღის მიხედვით ყოველდღიურად 21 დღის განმავლობაში.
ტაბლეტის ამოღება წარმოებს შესაბამისი დღეების მიხედვით, იქამდე სანამ არ იქნება მიღებული ყველა ტაბლეტი. მიღების დღის მონიშვნა ხდება წინასწარ. შესაბამისი დღის ადგილას იხვრიტება ფოლგა.
მთლიანი შეფუთვის გამოყენების შემდეგ დგება 7 დღიანი ინტერვალი, როდესაც აღინიშნება მენსტრუაციის მსგავი სისხლდენა.
მერვე დღეს პრეპარატის მიღება გრძელდება შემდეგი შეფუთვიდან, მიუხედავად იმისა, დამთავრდა თუ არა სისხლდენა. შეფუთვაზე არსებული ციფრები და ისარი მიუთითებენ ტაბლეტების მიღების სისწორეზე.
პრეპარატის არაგეგულარული მიღება, ღებინება, ნაწლავების დაავადება თანმხლები დიარეით, ნივთიერებათა ცვლის ინდივიდუალური დარღვევები და ასევე ზოგიერთი პრეპარატების პარალელური მიღება ხასიათდება უარყოფითი ზეგავლენით პრეპარატის კონტრაცეპტულ თვისებებზე.
იშვიათ შემთხვევაში, თუ შესვენების დროს სისხლდენა არ განვითარდა, პრეპარატის მიღება წყდება და იმართება კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ორსულობის გამოსარიცხად.
თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება დადგენილ დროს, მისი მიღება წარმოებს უახლოესი 12 საათის განმავლობაში. თუ ეს ინტერვალი აღემატება 12 საათს, ან აღინიშნება ღებინება ან დიარეა, პრეპარატის მიღება გრძელდება დაწყებული შეფუთვიდან, რათა თავიდან ავიცილოთ ნაადრევი სისხლდენები. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია დამატებითი არაჰორმონული საშუალებების გამოყენება ორსულობის თავიდან ასაცილებლად (გამონაკლისია კალენდარული მეთოდი და ტემპერატურის გაზომვა). გამოტოვებული ტაბლეტი არ მიიღება. როდესაც გამოილევა დაწყებული შეფუთვა, იწყება 7 დღიანი შესვენება, რომლის დროსაც აღინიშნება სისხლდენა.
თუ სისხლდენა არ განვითარდა, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
თუ პაციენტი იღებდა სხვა ჰორმონულ კონტრაცეპტივს ან მოკლე დროში მშობიარობის ან აბორტის შემდეგ უნდა დაიწყოს ნოვინეტის მიღება, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. პრეპარატის მიღების დაწყება რეკომენდებულია მეორე მენსტრუაციის პირველ დღეს.
თი სამედიცინო ჩვენების მიხედვით საჭიროა კონტრაცეპციის ნაადრევი დაწყება, პრეპარატი ინიშნება პირველი მენსტრუაციის პირველ დღეს, მაგრამ ორი კვირის განმავლობაში აუცილებელია სხვა (არაჰორმონალური) ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს: თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, სარძევე ჯირკვლების დაძაბულობა, სხეულის წონის ცვალებადობა, თრომბოზები, დეპრესიული მდგომარეობა, პიგმენტური ლაქები, საშოს ინფექციები, ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება კონტაქტური ლინზების ცუდი ამტანიანობა, არტერიული წნევის მომატება, გამონაყარი კანზე, უჩვეულო დაღლილობა, დიარეა.
ასეთი მოვლენების განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.
ქალებში კონტრაცეპივის გამოყენება ხელს უწყობს გარკვეული დაავადებების განვითარებას, მაგალითად, არტერიული თრომბოემბოლიური დაავადება, მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი. ეს რისკი იზრდება ასაკთან და თამბაქოს ძლიერ მოხმარებასთან ერთად.
ამიტომ რეკომენდებულია თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა ქალებში 30 წლის ასაკის ზევით.
პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივი შეწყვეტა:
ორსულობაზე ეჭვის შემთხვევაში, პირველად განვითარებული შაკიკისმაგვარი თავის ტკივილები, ხშირი თავის ძლიერი ტკივილები, მგრძნობელობის დარღვევა (მხედველობის, სმენის), უჩვეულო ტკივილი ქვემო კიდეურებში, მათი შეშუპება, ჩხვლეტითი ხასიათის ტკივილი გულმკერდში ჩასუნთქვისას ან ხველების დროს, ტკივილი გულმკერდში, თრომბოზის განვითარება, სიყვითლე, ქავილი, ეპილეფსიური შეტევების გახშირება, არტერიული წნევის მომატება. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება იშვიათად იწვევს ღვიძლის კეთილთვისებიანი სიმსივნის განვითარებას. ძალიან იშვიათად _ ავთვისებიანის, რომლებიც ცალკეულ შემთხვევაში იწვევენ სისხლდენებს მუცლის ღრუში, რაც სახიფათოა სიცოცხლისათვის და დამოუკიდებლად არ გაივლის. ამიტომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.
პრეპარატის მოქმედი ნივთიერება გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული არ არის.
ჰორმონული კონტრაცეპტივის მიღება დაუშვებელია 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექციური ჰეპატიტის შემდეგ.
სხვა პრეპარატების მიღება (მაგალითად, ანტიბიოტიკები, ანტიკოაგულანტები, ანტიდეპრესანტები, საშუალებები, რომლებიც ამცირებენ შაქრის კონცენტრაციას სისხლში) შესაძლებელია ექიმის ინფორმირების შემდეგ.

შენახვის პირობები:
არა უმეტეს 25-300C. სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
გამოშვების ფორმა:
აპკიანი გარსით დაფარული 21 ტაბლეტი ბლისტერზე, შეფუთვაში 1 ან 3 ბლისტერი.

გაცემის წესი
– ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ს.ს. გედეონ რიხტერი, უნგრეთი.

მიდიანა 0.03მგ/3მგ #21ტ

შემადგენლობა:
გარსით დაფარული ერთი ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედი ნივთიერება: დროსპირენონი 3 მგ, ეთინილესტრადიოლი 0,03 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, ჟელატინიზებული სახამებელი, პოვიდონ-25, მაგნიუმის სტეარატი.
აპკისებური გარსი (ოპადრაი II. თეთრი*): პოლივინილის სპირტი, ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლ 3350, ტალკი, ლეციტინი (სოიოსი). 
*Colorcon კოდი 85G18490

აღწერა:
თეთრი ან თითქმის თეთრი ორმხრივად ამოზნექილი გარსით დაფარული ტაბლეტი; დიამეტრი: დაახლოებით 6 მმ. ტაბლეტის ერთ მხარეს ამოტვიფრულია სიტყვა “G63”, მეორე მხარე – ამოტვიფრის გარეშე. 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: კომბინირებული კონტრაცეპტული საშუალება (ესტროგენი + გესტაგენი).
კოდი ATX: [G0O3AA12]

ფარმაკოლოგიური თვისებები: 
ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ მიდიანას® კონტრაცეპტული მოქმედება ეფუძნება სხვადასხვა ფაქტორების ურთიერქმედებას, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ოვულაციის დამუხრუჭება და ენდომეტრიუმის ცვლილებები.
პრეპარატი მიდიანა® არის კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივი, რომელიც შეიცავს დროსპირენონსა და ეთინილესტრადიოლს. თერაპიული დოზით დროსპირენონს აგრეთვე გააჩნია ანტიანდროგენული და სუსტი ანტიმინერალკორტი-კოიდული თვისებები. მას არ გააჩნია რაიმე ესტროგენული, გლუკოკორტიკოიდული და ანტიგლუკოკორტიკოიდული აქტივობა. ეს განაპირობებს იმას, რომ დროსპირენონის ფარმაკოლოგიური პროფილი ნატურალური პროგესტერონის მსგავსია.

ფარმაკოკინეტიკა
დროსპირენონი (3 მგ)
შეწოვა:
პერორალური მიღებისას ხდება დროსპირენონის სწრაფი და თითქმის მთლიანი აბსორბცია. სისხლის შრატში აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც 37 ნგ/მლ შეადგენს, მიიღწევა ერთჯერადი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. მიღების ერთი ციკლის დროს შრატში დროსპირენონის მაქსიმალური წონასწორული კონცენტრაცია დაახლოებით 60 ნგ/მლ შეადგენს და მიიღწევა 7-14 საათის შემდეგ. ბიოშეღწევადობა 76-85%-ის ფარგლებში მერყეობს. საკვების მიღება დროს პირენონის ბიოშეღწევადობაზე გავლენას არ ახდენს.

განაწილება:
პერორალური მიღების შემდეგ აღინიშნება შრატში დროსპირენონის კონცენტრაციის ორფაზიანი შემცირება, რომელიც ხასითდება ნახევგამოყვანის პერიოდით 1,6±0,7 სათი და 27,0±7,5 საათი შესაბამისად. დროსპირენონი უკავშირდება შრატის ალბუმინს და არ უკავშირდება სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელ გლობულინსა და კორტიკოიდების შემაკავშირებელ გლობულინს (ტრანსკორტინს). აქტიური ნივთიერების შტატში საერთო კონცენტრაციის მხოლოდ 3-5% არის თავისუფალი ჰორმონი. ეთინილესტრადიოლით ინდუცირებული სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის მომატება არ ახდენს გავლენას შრატის ცილებთან დროსპირენონის შეკავშირებაზე. Vდ    3,7±1,2 ლ/კგ შეადგენს. 

ბიოტრანსფორმაცია:
პერორალური მიღების შემდეგ დროსპირენონი მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს განიცდის. პლაზმაში მეტაბოლიტების უმრავლესობა წარმოდგენილია დროსპირენონის მჟავური ფორმებით, რომლებიც მიიღება ლაქტონის რგოლის გახსნის შემდეგ, აგრეთვე 4,5-დიჰიდრო-დროსპირენონ-3-სულფატით, რომელიც იქმნება P450 ციტოქრომის სისტემის ჩართვის გარეშე. ინ ვიტრო კვლევების თანახმად, დროსპირენონის მეტაბოლიზაცია მიმდინარეობს P450 ციტოქრომის უმნიშვნელო მონაწილეობით.

ელიმინაცია:
შრატში დროსპირენონის მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე დაახლდოებით 1,5±0,2 მლ/წთ/კგ შეადგენს. უცვლელი სახით დროსპირენონი გამოიყოფა მხოლოდ კვალის რაოდენობით. დროსპირენონის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებითა და კუჭ-ნაწლავით – დაახლოებით 1,2:1,4 თანაფარდობით. თირკმელებისა და კუჭნაწლავით მეტაბოლიტების ნახევარგამოყვანის პერიოდი დაახლოებით 40 საათს შეადგენს.

წონასწორული კონცენტრაცია: 
მკურნალობის ერთი ციკლის დროს შტარში დროსპირენონის წონასწორული კონცენტრაცია მიიღწევა 7-14 საათის შემდეგ. აღინიშნება დროსპირენონის კონცენტრაციის 2-3-ჯერადი ზრდა. შტარში დროსპირენონის კონცენტრაციის შემდგომი ზრდა აღინიშნება მიღების 1-6 ციკლის შემდეგ, რის შემდეგაც კონცენტრაცია აღარ იზრდება.

ეთინილესტრადიოლი (30 მკგ)
შეწოვა:
პერორალური მიღებისას ხდება ეთინილესტრადიოლის სწრაფი და სრული აბსორბცია. ერთჯერადი მიღების შემდეგ სისხლის შრატში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღ¬წევა 1-2 საათის შემდეგ და 100 პგ/მლ შეადგენს. ეთინილესტრადიოლის შემთხვევაში გამოხატულია “პირველი გასვლის” ეფექტი მნიშვნელოვანი ინდივიდუალური ცვალებადობით. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა მერყეობს და დაახლოებით 45% შეადგენს.

განაწილება:
განაწილების მოჩვენებეთი მოცულობა დაახლოებით 5 ლ/კგ შეადგენს, პლაზმის ცილებთან კავშირი – დაახლოებით 98%-ს. ეთინილესტრადიოლი ახდენს სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინისა და ტრანსკორტინის სინთეზის ინდუცირებას ღვიძლში. 30 მკგ-ის დოზით ეთინილესტრადიოლის ყოველდღიური მიღებისას სასქესო ჰორმონების შემაკავშირებელი გლობულინის კონცენტრაცია 70 ნ/მრლ/ლ-დან იზრდება დაახლოებით 350 ნ/მრლ/ლ-მდე. ეთინილესტრადიოლი მცირე რაოდენობით აღწევს დედის რძეში (დოზის დაახლოებით 0,02%).

ბიოტრანსფორმაცია:
ეთინილესტრადიოლი მთლიან მეტაბოლიზაციას განიცდის. (მეტაბოლური კლირენსის სიჩქარე დაახლოებით 5 მლ/წთ/კგ შეადგენს).

ელიმინაცია:
უცვლელი სახით ეთინილესტრადიოლი პრაქტიკულად არ გამოიყოფა. ეთინილეს ტრადიოლის მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმელებითა და კუჭნაწლავით – დაახლოებით 4:6 თანაფარდობით. მეტაბოლიტების ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 1 დღეს შეადგენს. ელიმინაციური ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 20 საათს შეადგენს.

წონასწორული კონცენტრაცია: 
წონასწორული კონცენტრაციის მდგომარეობა მიიღწევა მკურნალობის ციკლის მეო-რე ნახევრის განმავლობაში.

მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიები
თირკმელების ფუნქციაზე გავლენა: 
შრატში დროსპირენონის წონასწორული კონცენტრაცია თირკმლის სუსტი ხარისხის უკმარისობის (კრეატინის ინდექსი 50-80 მლ/წთ) მქონე ქალებთან შედარებადია იმ მაჩვენებელთან, რომელიც აღინიშნება თირკმელების ნორმალური ფუნქციის (კრეატინის ინდექსი დროსპირენონით მკურნალობას შრატში კალიუმის კონცენტრაციაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია.

ღვიძლის ფუნქციაზე გავლენა: 
ღვიძლის ზომიერი უკმარისობის (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) მქონე ქალებთან პლაზმაში საშუალო კონცენტრაციის მრუდი განსმხვავდება ნორმალური ღვიძლის ფუნქციის მქონე ქალებთან მიღებული მრუდისაგან. აბსორბციისა და განაწილების ფაზაზე მაქსიმალური კონცენტრაციის მნიშვნელობა (Cmax) ერთნაირი იყო. განაწილების ფაზის დასრულებისას დროსპირენონის კონცენტრაცია ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე მოხალისეებთან დაახლოებით 1.8-ჯერ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ნორმალური ღვიძლის ფუნქციის შემთხვევაში.
ერთჯერადი მიღების შემდეგ საერთო კლირენსი (CI/F) ღვიძლის ზომიერი უკმარობის მქონე მოხალისეებთან დაახლოებით 50%-ით ნაკლები იყო, ვიდრე ღვიძ-ლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში.
დროსპირენონის კლირენსის ეს დაქვეითება ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე მოხალისეებთან არ იწვევდა რამდენადმე მნიშვნელოვან განსხვავებას შრატში კალიუმის კონცენტრაციის თვალსაზრისით.
შაქრიანი დიაბეტისა და სპირონოლაქტონით (ჰიპერკალიემიის მაპროვოცირებელი ორი ფაქტორი) ერთდროული მკურნალობის შემთხვევაშიც კი არ აღინიშნა შრატში კალიუმის კონცენტრაციის ზრდა ნორმის ზედა ზღვრის ზემოთ.
შეიძლება დავასკვნათ, რომ დროსპირენონ/ეთინილესტრადიოლის კომბინაციას პაციენტი ღვიძლის ზომიერი უკმარისობით (კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციით) კარგად იტანს.

გამოყენების ჩვენება:
კონტრაცეპცია.

უკუჩვენება:
დაუშვებელია პრეპარატ მიდიანას® დანიშვნა რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობის შემთხვევაში. თუ ამგვარი მდგომარეობა ვითარდება პრეპარატის პირველი მიღების ფონზე, საჭიროა მისი დაუყოვნებელი მოხსნა.
• ვენების თრომბოზი ამჟამად ან ანამნეზში (ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია);
• არტერიების თრომბოზი ამჟამად ან ანამნეზში (მაგალითად, მიოკარდიუმის ინფარქტი ან წინა მდგომარეობა (მაგალითად, სტენოკარდია და ტრანზიტორული იშემიური შეტევა);
• გულის სარქველის აპარატის გართულებული დაზიანება, წინაგულის ფიბრილაცია, არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;
• სერიოზული ქირურგიული ჩარევა ხანგრძლივი იმობილიზაციით;
• 35 წელზე უფროსი ასაკის მწეველი;
• ღვიძლის უკმარისობა;
• ცერებროვასკულარული დაავადება ამჟამად ან ანამნეზში;
• არტერიული თრომბოზის მძიმე ან მრავლობითი რისკ-ფაქტორები;
– შაქრიანი დიაბეტი სისხლძარღვოვანი გართულებებით;
– გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია;
– გამოხატული დისლიპოპროტეინემია;
• ისეთი თანდაყოლილი ან შეძენილი მიდრეკილება ვენური ან არტერიული თრომბოზისაკენ, როგორიცაა რეზისტენტულობა აქტივირებული C პროტეინის მიმართ, ანტითრომბინ III-ის უკმარისობა, C პროტეინის უკმარისობა, S პროტეინის უკმარისობა, ჰიპერჰომოცისტეინემია და ანტიფოსფოლიპიდური ანტისხეულების არსებობა (ანტისხეულები კარდიოლიპინის მიმართ, მგლურას ანტიკოაგულანტი);
• პანკრეატიტი, მათ შორის ანამნეზში, თუ აღინიშნებოდა გამოხატული ჰიპერტრიგლიცერიდემია;
• ღვიძლის მძიმე დაავადება (ღვიძლის სინჯის ნორმალიზაციამდე) ამჟამად ან ანამნეზში;
• გამოხატული ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა ან ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
• ღვიძლის სიმსივნე (კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი), ამჟამად ან ანამნეზში;
• სასქესო სისტემის (სასქესო ორგანოების, სარძევე ჯირკვლების) ჰორმონ¬და-მოკიდებული ავთვისებიანი დაავადება ან ეჭვი ასეთ დაავადებაზე;
• გაურკვეველი გენეზისის სისხლდენა საშოდან;
• შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკით ანამნეზში;
• ორსულობა ან ორსულობაზე ეჭვი;
• ლაქტაციის პერიოდი;
• ჰიპერმგრძობელობა პრეპარატის ან მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
• გალაქტოზის თანდაყოლილი აუტანლობა, ლაქტოზური უკმარისობა, გლუკოზა-გალაქტოზური მალაბსორბცია.

სიფრთხილით:
თრომბოზისა და თრომბოემბოლიის განვითარების რისკ-ფაქტორები: 35 წელზე უფროს ასაკში თამბაქოს მოწევა, ჭარბი წონა, დისლიპოპროტეინემია, კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, შაკიკი კეროვანი ნევროლოგიური სიმპტომატიკის გარეშე, გულის სარქვლოვანი მანკი გართულების გარეშე, თრომბოზის მიმართ თანდაყოლილი მიდრეკილება (თრომბოზი, მიოკარდიუმის ინფარქტი ან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ახალგაზრდა ასაკში  უახლოეს ნათესავებს შორის); დაავადება, რომლის დროსაც შეიძლება აღინიშნოს პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა: შაქრიანი დიაბეტი, სისტემური წითელი მგლურა, ჰემოლიტიკურ-ურემიული სინდრომი, კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი, ნამგლისებური უჯრედოვანი ანემია, ზედაპირული ვენების ფლებიტი; თანდაყოლილი ანგიონევროლოგიური შეშუპება, ჰიპერტრიგლიცერიდემია, ღვიძლის დაავდებები; ორსულობის ან სასქესო ჰორმონების წინა მიღების ფონზე პირველად გამოვლენილი ან გართულებული დაავადებები (მათ შორის სიყვითლე და/ან ქავილი, დაკავშირებული ქოლესტაზთან, ქოლელითიაზი, ოტოსკლეროზი სმენის გაუარესებით, პორფირია, ჰერპესი ორსულობის დროს ანამნეზში, მცირე ქორეა (სიდენგამის დაავადება), ქლოაზმა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდში 
ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში მიდიანა® არ ინიშნება. თუ ორსულობა ჰორმონალური კონტრაცეპციის ფონზე დადგა, აუცილებელია პრეპარატის დაუყოვნებლივ მოხსნა. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების გაუფრთხილებელი მიღების შესახებ არსებული არამრავალრიცხოვანი მონაცემების თანახმად, ტერატოგენული ეფექტი და ორსულობის დროს რისკი ქალისა და ბავშვისათვის არ აღინიშნება. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივები გავლენას ახდენს ლაქტაციაზე, შეიძლება შეამციროს დედის რძის რაოდენობა და შეცვალოს მისი შემადგენლობა. ჰორმონალური კონტრაცეპციის შემთხვევაში ჰორმონალური კონტრაცეპტივების ან მათი მეტაბოლიტების მცირე რაოდენობა აღწევს დედის რძეში და შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ბავშვზე. კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივების გამოყენება შეიძლება ძუძუთ კვების სრული შეწყვეტის შემდეგ. 

გამოყენების ხერხი და დოზა:
ტაბლეტის მიღება საჭიროა ყოველდღიურად, დაახლოებით ერთსა და იმავე დროს, საჭიროებისამებრ მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით, ბლისტერულ შეფუთვაზე მითითებული თანამიმდევრობით. აუცილებელია დღეში თითო ტაბლეტის მიღება 21 დღის განმავლობაში. ყოველი მომდევნო შეფუთვიდან ტაბლეტის მიღება იწყება 7-დღიანი ინტერვალის შემდეგ, რომლის განმავლობაში აღინიშნება მენსტრუაციისმაგვარ სისხლდენა. ის, ჩვეულებრივ, იწყება უკანასკნელი ტაბლეტის მიღებიდან 2-3 დღეში და შეიძლება არ შეწყდეს შემდეგი შეფუთვის მიღების დაწყების მომენტისათვის.

როგორ მივიღოთ პრეპარატი მიდიანა®
თუ ადრე (უკანასკნელ თვეს) ჰორმონალური კონტრაცეპტივები არ მიგიღიათ: 
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების მიღება იწყება ქალის ბუნებრივი მენსტრუალური ციკლის (ანუ მენსტრუალური სისხლდენის) პირველ დღეს.

სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის, ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური სალბუნის შეცვლის შემთხვევაში:
უკეთესია პრეპარატ მიდიანას® მიღების დაწყება წინა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის უკანასკნელი აქტიური ტაბლეტის მიღების მომდევნო დღეს; ასეთ შემ¬თხვევაში სამკურნალო საშუალება მიდიანას® მიღება არ უნდა დაიწყოს ტაბლეტების მიღების ჩვეულებრივი შესვენების ან წინა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის არააქტიური ტაბლეტის მიღების შემდგომ დღეზე გვიან. ვაგინალური რგოლის ან ტრანსდერმალური სალბუნის შეცვლის შემთხვევაში პერორალური კონტრაცეპტივის-მიდიანას®, მიღება უნდა დაიწყოს შეცვლის პროცედურის დღეს.

მხოლოდ პროგესტინების (მინიპილი, საინიექციო ფორმები, იმპლანტატები) გამოყენების მეთოდის ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივის (პროგესტინების გამოთავისუფლებით) შეცვლის შემთხვევაში:

მინი-პილიდან გადასვლა შეიძლება ნებისმიერ დღეს (იმპლანტატიდან ან საშვილოსნოსშიდა კონტრაცეპტივიდან – მისი ამოღების დღეს, საინიექციო ფორმიდან – იმ დღიდან, როცა უნდა გაკეთებულიყო მომდევნო ინიექცია). მაგრამ ყველა ამ შემთხვევაში სასურველია ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში დამატებით კონტრაცეპციის ბარიერელი მეთოდის გამოყენება. 

პირველ ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში:
ტაბლეტების მიღება შეიძლება მაშინვე. ამ პირობის დაცვის შემთხვევაში კონტრაცეპციის დამატებითი ზომები საჭირო არ არის.

მშობიარობის ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტის შემთხვევაში:
სასურველია პრეპარატ მიდიანას® მიღების დაწყება 21-28-ე დღეს მშობიარობიდან ან მეორე ტრიმესტრში ორსულობის შეწყვეტიდან. თუ ტაბლეტების მიღებას ქალი უფრო გვიან დაიწყებს, აუცილებელია ტაბლეტების მიღების პირველი 7 დღის განმავლობაში დამატებით კონტრაცეპციის ბარიერელი მეთოდის გამოყენება. პეპარატის მიღებამდე სქესობრივი კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა ორსულობის გამო-რიცხვა ან პირველი მენსტრუაციის დალოდება.

გამოტოვებული ტაბლეტის მიღება:
თუ ტაბლეტის მიღება დაგვიანებულია არა უმეტეს 12 საათით, კონტრაცეპტული დაცვა არ ქვეითდება. საჭიროა ტაბლეტის მიღება რაც შეიძლება უფრო მალე; მომდევნო ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ დროს. 
თუ ტაბლეტის მიღება დაგვიანებულია 12 საათზე მეტით, კონტრაცეპტული დაცვა შეიძლება შემცირდეს. პრეპარატის მიღების გამოტოვებისას ტაქტიკა ეფუძნება ორ მარტივ წესს:
1. დაუშვებელია ტაბლეტის მიღების შეწყვეტა 7 დღეზე მეტი პერიოდით;
2. ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზარულ-საკვერცხის სისტემის ადექვატური დათრგუნვის მისაღწევად საჭიროა ტაბლეტების უწყვეტი მიღება 7 დღის განმავლობაში.

შესაბამისად, ყოველდღიურ პრაქტიკაში შეიძლება შემდეგი რჩევების ჩამოყალიბება:

კვირა 1
აუცილებელია გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება მალე მიღება, მაშინაც კი, თუ ეს ორი ტაბლეტის მიღებას ნიშნავს. მომდევნო ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ დროს. დამატებით მომდევნო 7 დღის განმავლობაში საჭიროა კონტრაცეპციის ბარიერელი მეთოდის გამოყენება. თუ სქესობრივი კონტაქტი იყო ტაბლეტის გამოტოვებამდე 7-დღიანი პერიოდის განმავლობაში, გასათვალისწინებელია ორ-სულობის დადგომის შესაძლებლობა. რაც უფრო მეტი ტაბლეტია გამოტოვებული და რაც უფრო ახლოა ეს გამოტოვება პრეპარატის მიღების შეწყვეტის 7-დღიან პერიოდთან, მით უფრო მაღალია ორსულობის დადგომის რისკი.

კვირა 2
აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება უფრო მალე მიღება, მა¬შინაც კი, თუ ეს ორი ტაბლეტის მიღებას ნიშნავს. მომდევნო ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ დროს. თუ წინა 7 დღის განმავლობაში ქალი ტაბლეტებს სწორად იღებდა, კონტრაცეპციის დამატებითი საშუალებების გამოყენება საჭირო არ არის. მაგრამ თუ მან ერთ ტაბლეტზე მეტი გამოტოვა, მომდევნო 7 დღის განმავლობაში საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი ზომების გამოყენება. 

კვირა 3
კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითების რისკი მაღალია პრეპარატის მიღების შეწ-ყვე¬ტის 7-დღიანი პერიოდის მოახლოების გამო. მაგრამ ტაბლეტის მიღების განრიგის კორექ¬ტირების საშუალებით შესაძლებელია კონტრაცეპტული ეფექტის დაქვეითების თა¬ვიდან აცილება.

ერთ-ერთი ქვემორე რჩევის გათვალისწინების შემთხვევაში კონტრაცეპციის დამატებითი ზომების გამოყენება საჭირო არ არის, თუ ტაბლეტის გამოტოვებამდე წინა 7 დღის განმავლობაში ქალი ტაბლეტებს სწორად იღებდა. თუ ეს ასე არ არის, მან ორი შეთავაზებული ხერხიდან პირველი უნდა გამოიყენოს და მომდევნო 7 დღის განმავლობაში მიმართოს კონტრაცეპციის დამატებით ზომებს.

1. აუცილებელია ბოლო გამოტოვებული ტაბლეტის რაც შეიძლება უფრო მალე მიღება, მაშინაც კი, თუ ეს ორი ტაბლეტის მიღებას ნიშნავს. მომდევნო ტაბლეტი მიიღება ჩვეულებრივ დროს. ტაბლეტების მიღება ახალი შეფუთვიდან უნდა დაიწყოს წინა შეფუთვის დამთავრებისთანავე, ანუ ორ შეფუთვას შორის შესვენების გარეშე. უფრო მოსალოდნელია, რომ შეწყვეტის “სისხლდენა” არ აღინიშნება მეორე შეფუთვის დასრულებამდე, მაგრამ შეიძლება აღინიშნოს უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი ან პროფუზული სისხლდენა საშ¬ვილოსნოდან ტაბლეტის მიღების დღეებში.

2. რეკომენდებულია ამ შეფუთვის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა. შემდეგ აუცი-ლებელია ტაბლეტების მიღების შეწყვეტა 7 დღით, იმ დღეების ჩათვლით, როცა ქალს ტაბლეტის მიღება დაავიწყდა, შემდეგ კი ტაბლეტების მიღების დაწყება ახალი შეფუთვიდან.

ტაბლეტების მიღების გამოტოვებისა და პრეპარატის მიღების შეწყვეტის ინტერვალის პირველ დღეს შეწყვეტის “სისხლდენის” არდაწყების შემთხვევაში აუცილებელია ორსულობის გამორიცხვა.

რჩევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის შემთხვევაში
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან მძიმე რეაქციის (ისეთისა, როგორიცაა ღებინება ან დიარეა) შემთხვევაში შეწოვა შეიძლება იყოს არასრული და აუცილებელია კონტრაცეფციის დამატებით ზომების გამოყენება. ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის განმავლობაში ღებინების შემთხვევაში აუცილებელია სწრაფად ახალი, შემცვლელი ტაბლეტის მიღება. შეძლებისამებრ ახალი ტაბლეტის მიღება საჭიროა ჩვეულებრივი მიღებიდან 12 საათის განმავლობაში. თუ 12 საათზე მეტია გამოტოვებული, საჭიროა შეძლებისამებრ პრეპარატის მიღების წესის დაცვა.
გამოტოვებული ტაბლეტის მიღება: თუ პაციენტს არ სურს პრეპარატის მიღების ნორმალური რეჟიმის შეცვლა, მან უნდა მიიღოს დამატებითი ტაბლეტი (ან რამდენიმე ტაბლეტი) სხვა შეფუთვიდან.

როგორ გადავავადოთ “შეწყვეტის” სისხლდენა:
“შეწყვეტის” სისხლდენის დაწყების გადავადებისათვის საჭიროა პრეპარატ მიდიანას® მიღების გაგრძელება ახალი შეფუთვიდან – მიღების შეწყვეტის გარეშე. გადავადება შესაძლებელია მეორე შეფუთვის ტაბლეტების მიღების დასრულებამდე.

ციკლის გახანრძლივების დროს შეიძლება აღინიშნოს უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი საშოდან ან პროფუზული სისხლდენა საშვილოსნოდან. ახალი შეფუთვიდან პრეპარატ მიდიანას® მიღება უნდა განახლდეს 7-დღიანი შესვენების შემდეგ.

“შეწყვეტის” სისხლდენის მეორე დღისათვის გადასატანად უახლოესი ტაბლეტების მიღების შესვენება უნდა შემოკლდეს საჭირო დღეების რაოდენობით. რაც უფრო ხან¬მოკ¬ლეა ინტერვალი, მით უფრო მაღალია რისკი იმისა, რომ სისხლდენა არ იქნება, ხო¬ლო მეორე შეფუთვიდან ტაბლეტების მიღებისას აღინიშნება უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი საშოდან და პროფუზული სისხლდენა საშვილოსნოდან (ისევე, როგორც “შეწყვეტის” სისხლდენის დაწყების გადავავადების შემთხვევაში).

გვერდითი მოქმედება:
არსებული ცნობების თანახმად, დროსპირენონისა და ეთინილესტრადიოლის ერდროული მიღებისას ადგილი ჰქონდა შემდეგ გვერდით რეაქციებს:

ორგანოთა სისტემის კლასი

სიხშირე

 

ხშირად

>1/100-დან

არც თუ ისე ხშირად

>1/1000-დან

იშვიათად

>1/10000-დან

ნერვული სისტემის მხრიდან დარღვევა

თავის ტკივილი, ემო­ცი­ური ლაბილუ­რო­ბა, დეპრესია

ლიბიდოს დაქვეითება

ლიბიდოს მომატება

ენდოკრინული სისტემის მხრიდან დარღვევა

მესტრუალური ციკლის დარღვევა, მენსტრუაციების შორის სისხლდენა, ტკივილი სარძევე ჯირკვლების არეში

 

გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან

გრძნობის ორგანოთა მხრიდან დარღვევა

 

 

სმენის დაქვეითება, საკონტაქტო ლინზების ცუდი ამტანობა

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრიდან დარღვევა

 

გულისრევა, მუცლის ტკივილი

ღებინება, დიარეა

 

კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრიდან დარღვევა

 

აკნე, ეგზემა, განამონაყარი კანზე, ჭინჭრის გამონაყარი, კვანძოვანი ერითემა, მულტიფორმული ერითემა, ქავილი; ქლოაზმა, განსაკუთრებით ანამნეზში ორსულის ქლოაზმის არსებობისას 

 

სისხლძარღვოვანი სისტემის მხრიდან დარღვევა

შაკიკი

არტერიული წნევის მომატება ან დაქვეითება

თრომბოზი (ვენური და არტერიული), თრომბოემბოლია

სისტემური დარღვევა და გართულება შეყვანის ადნგილას

სხეულის მასის მომატება

სითხის შეკავება

სხეულის მასის შემცირება

იმუნური სისტემის მხრიდან დარღვევა

 

 

ბრონქოსპაზმი

რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრიდან დარღვევა

აციკლური ვაგინალური სისხლდენა (უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი ან პროფუზული სისხლდენა საშვილოსნოდან); სარძევე ჯირკვლების გაუხეშება, მტივნეულობა, გაზრდა; საშოს კანდიდოზი

ვაგინიტი

გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან. საშოდან გამონადენის მომატება

ჭარბი დოზა:
ცნობები დროსპირენონისა და ეთინილესტრადიოლის შემცველი პრეპარატების ჭარბი დოზის მიღების შესახებ არ მოიპოვება. მაგრამ შესაძლებელია გულისრევა, ღებინება და სისხლიანი გამონადენი/სისხლდენა საშოდან. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. უნდა ჩატარდეს სიმპტომატური მკურნალობა.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
ურთიერთქმედებამ პერორალურ კონტრაცეპტივებსა და სხვა სამკურნალო პრეპარა-ტებს შორის შეიძლება გამოიწვიოს  პროფუზული სისხლდენა საშვილოსნოდან და/ან კონტრაცეპტული სანდოობის შემცირება. ლიტერატურაში აღწერილია შემდეგი სახის ურთიერთქმედება:

ღვიძლში მეტაბოლიზმზე გავლენა 
ზოგიერთმა პრეპარატმა მიკროსომალური ფერმენტების ინდუქციის გამო შეიძლება გაზარდოს სასქესო ჰორმონების კლირენსი (ფენიტოინი, ბარბიტურატები, პრიმიდონი, კარბამაზეპინი და რიფამპიცინი; შესაძლებელია აგრეთვე ასეთი მოქმედება ოქსკარბაზეპინის, ტოპირამატის, ფელბამატის, რიტონავირის, გრიზეოფულვინისა და კრაზანას (Hypericum perforatum) მცენარეული პრეპარატის მხრიდან).

არსებობს ცნობები აივ-პროტეაზას ინჰიბიტორების (მაგალითად, რიტონავირის), უკუტრანსკრიპტაზის არანუკლეოზიდური ინჰიბიტორებისა (მაგალითად, ნევირაპინის) და მათი შეხამების შესაძლო მოქმედებაზე მეტაბოლიზმზე ღვიძლში. 

გავლენა ნაწლავ-ღვიძლის რეცირკულაციაზე
კლინიკური დაკვირვება აჩვენებს, რომ ერთდროული გამოყენება ზოგიერთ ანტიბიოტიკთან (პენიცილინები და ტეტრაციკლინები) ერთად აქვეითებს ესტროგენების რეცირკულაციას ნაწლავ-ღვიძლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ეთინილესტრა-დიოლის კონცენტრაციის შემცირება.

ზემოაღნიშნული კლასის სამკურნალო პრეპარატების მიღებისას საჭიროა პრეპარატ მიდიანას® მიღებასთან ერთად კონტრაცეფციის ბარიერელი მეთოდის გამოყენება ან კონტრაცეპციის სხვა ნებისმიერ მეთოდზე გადასვლა. თუ ქალი მუდმივად მკურნალობს ისეთი აქტიური ნივთიერებეის შემცველი პრეპარატებით, რომლებიც ზემოქმედებს ღვიძლის მიკროსომალურ ფერმენტებზე, მათი მოხსნის შემდეგ 28 დღის განმავლობაში საჭიროა დამატებით კონტრაცეფციის არაჰორმონალური მეთოდის გამოყენება. ანტიბიოტიკების მიღებისას (გარდა რიფამპიცინის ან გრიზეოფულვინის) საჭიროა კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივთან ერთად დროებით კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდის გამოყენება – როგორც პრეპარატის მიღების პერიოდში, ისე მისი მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში. თუ პრეპარატის გამოყენება დაიწყო პრეპარატ მიდიანას® შეფუთვის ბოლო ტაბლეტების მიღებისას, შემდეგი შეფუთვიდან ტაბლეტების მიღება უნდა დაიწყოს შესვენების გარეშე.

ადამიანის პლაზმაში დროსპირენონის ძირითადი მეტაბოლიზმი ხორციელდება ცი-ტოქრომ P450-ის სისტემის ჩართვის გარეშე. ამრიგად, ამ სისტემის ინგიბიტორები დროსპირენონის მეტაბოლიზმზე გავლენას არ ახდენს.

პრეპარატ მიდიანას® გავლენა სხვა სამკურნალო პრეპარატებზე
პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვა სამკურნალო პრეპარატების მეტაბოლიზმზე. გარდა ამისა, შეიძლება შეიცვალოს მათი კონცენტრაცია პლაზმასა და ქსოვილებში – როგორც გაიზარდოს (მაგალითად, ციკ-ლოსპორინი), ისე შემცირდეს (მაგალითად, ლამოტრიჯინი).

ჩატარებული ინჰიბირების ინ-ვიტრო კვლევებისა და მოხალისე ქალთა შორის ურთიერთქმედების ინ-ვიტრო კვლევების (რომლებიც იღებდნენ ომეპრაზოლს, სიმვასტატინსა და მიდაზოლამს ინდიკატორ-სუბსტრატის სახით) შედეგებიდან გამომდინარე, 3 მგ დოზით მიღებისას დროსპირენონის გავლენა სხვა აქტიურ ნივთიერებათა მეტაბოლიზმზე ნაკლებად მოსალოდნელია.

სხვა ურთიერქმედება
არსებობს შრატისებრი კალიუმის კონცენტრაციის მომატების თეორიული შესაძლებლობა პერორალური კონტრაცეფტივებისა და იმ სხვა სამკურნალო პრეპარატების ერთდროულად მიღებისას, რომლებიც ზრდის კალიუმის კონცენტრაციას სისხლში: ანგიოტენზინგადამქმნელი ფერმენტის ინგიბიტორები, ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების ანტოგონისტები, ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი (მაგალითად, ინდომეტაცინი), კალიუმშემანარჩუნებელი დიურეტიკები და ალდოსტერონის ანტაგონისტები. მაგრამ კვლევაში, რომლის მიზანი იყო ანგიოტენზინგადამქმნელი ფერმენტის იჰგიბიტორებისა და დროსპირენონ+ ეთინილესტრადიოლის კომბინაციის ურთიერთქმედების შეფასება ქალებთან ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიით, შრატში კალიუმის კონცენტრაციის მიხედვით არ გამოვლინდა სანდო განსხვავება იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც იღებდნენ ენალაპრილსა და პლაცებოს.

ლაბორატორიული კვლევა
ჰორმონალური კონტრაცეპტივების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ცალ-კეული ლაბორატორიული ტესტების შედეგებზე, მათ შორის ღვიძლის, ფარისებრი ჯირ¬კვლის, თირკმელზედა ჯირკვლისა და თირკმელის ფუნქციის ბიოქიმიურ მაჩვენებლებზე, აგრეთვე პლაზმის ისეთი სატრანსპორტო ცილების კონცენტრაციაზე, როგორიცაა კორტიკოსტეროიდშემაკავშირებელი გლობულინი და ლიპიდურ/ლიპო-პროტეინული ფრაქციები, ნახშირწყლების ცვლის, სისხლის შედედებისა და ფიბრინოლიზის მაჩვენებლები. ცვლილება, ჩვეულებრივ, ლბორატორიული ნორმის ფარგლებში ხდება.

განსაკუთრებული მითითება
სიფრთხილის ზომები
თუ ამჟამად არსებობს ზემოთ მითითებული მდგომარეობა/რისკ-ფაქტორი, პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გულდასმით შეფასდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივის გამოყენების პოტენციური რისკი და მოსალოდნელი სარგებელი. თუ ზემოთ მითითებული მდგომარეობა/რისკ-ფაქტორი დამძიმდა, გაძლიერდა ან პირველად წარმოიქმნა ნებისმიერი ამ მდგომარეობიდან ან რისკ-ფაქტორებიდან, ქალმა უნდა მიმართოს კონსულტაციისათვის თავის ექიმს, რომელმაც შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მოხსნის აუცილებლობის შესახებ.

სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევები
ესტროგენების დაბალდოზიანი (

ვენური თრომბოემბოლიის დამატებითი რისკი აღინიშნება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღების პირველი წლის განმავლობაში. ვენურ თრომბოემ-ბოლიას ლეტალური შედეგი შემთხვევათა 1-2%-ს მოჰყვება.

ეპიდემიოლოგიური კვლევით აგრეთვე დადგინდა კავშირი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებასა და არტერიების თრომბოემბოლიის რისკის ზრდას შორის. აღწერილია ძალიან იშვიათი შემთხვევები პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივის მიღებისას სხვა სისხლძარღვების (როგორც ვენებისა, ისე არტერიების) თრომბოზისა, მაგალითად, ღვიძლისა, მეზენტერიალურისა, თირკმელისა, თავის ტვინისა და ბადურასი. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღებასა და ამ გვერდითი ეფექტების წარმოქმნას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამტკიცებული არ არის.

ვენური ან არტერიული თრომბოზის/თრომბოემბოლიის ან ცერებროვასკულარული დაავადების სისტემა შეიძლება მოიცავდეს:
• კიდურის უჩვეულო ცალმხრივ ტკივილსა და/ან შეშუპებას;
• უეცარ ძლიერ ტკივილს გულის არეში, მარცხენა ხელში ირადიაციით ან მის გარეშე;
• უეცარ ქოშინს;
• უეცარ ხველის შეტევას;
• ნებისმიერ უჩვეულო, ძლიერ, ხანგრძლივ თავის ტკივილს;
• მხედველობის უეცარ ნაწილობრივ ან მთლიან დაკარგვას;
• დიპლოპიას;
• გაურკვეველ მეტყველებას ან აფაზიას;
• თავბრუსხვავას;
• ცნობიერების დაკარგვას გულყრით ან გურყრის გარეშე;
• სისუსტეს ან უეცრად წარმოქმნილ მგრძობელობის მნიშვნელოვან დაკარგვას სხეულის ერთ ნახევარში ან ერთ ნაწილში;
• მოძრაობითი დარღვევა;
• “მწვავე მუცლის სიმპტომი”.
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღებისას ვენურ თრომბოემბოლიათან დაკავშირებული გართულების რისკი იზრდება:
• ასაკთან ერთად;
• ოჯახური ანამნეზის შემთხვევაში (ვენური ან არტერიული თრომბოემ¬ბოლია ახლო ნათესავის და მშობლის შედარებით ახალგაზრდა ასაკში); თანდაყოლილ მიდრეკილებაზე ეჭვის შემთხვევაში კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივის დანიშვნამდე ქალს სჭირდება სპეციალისტის კონსულტაცია.
• ხანგრძლივი იმობილიზაციის, სერიოზული ქირურგიული ჩარევის, ფეხზე ნებისმიერი ოპერაციის ან ფართო ტრავმის შემდეგ. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა (გეგმიური ოპერაციის შემთხვევაში – სულ მცირე ოთხი კვირით ადრე) და პრეპარატის მიღებაზე თავის შეკავება იმობილიზაციის დასრულებიდან ორი კვირის განმავლობაში. დამატებით შეიძლება ანტითრომბული თერაპიის დანიშვნა, თუ პერორალური ჰორმონალური კონტრაცეპტივი რეკომენდებულ ვადაში არ  მოიხსნება.
• ჭარბი წონა (სხეულის მასის ინდექსი 30 მგ/მ2-ზე მეტი).
კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივი გამოყენებისას არტერიული თრომბოზისა და თრომბოემბოლიის რისკი იზრდება:
• ასაკთან ერთად;
• მწეველის შემთხვევაში (35 წელზე უფროსმა ქალმა მოწევაზე უარი უნდა თქვას, თუ მას სურს კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივის გამოყენება);
• დისლიპოპროტეინემიის შემთხვევაში;
• არტერიული ჰიპერტენზიის შემთხვევაში;
• შაკიკის შემთხვევაში;
• გულის სარქველის დაავადების შემთხვევაში;
• წინაგულის ფიბრილაციის შემთხვევაში.

შესაბამისად, არტერიების ან ვენების დაავადების ერთი ან რამდენიმე რისკ-ფაქტორის არ¬სებობა შეიძლება იყოს პრეპარატის გამოყენების უკუჩვენება. ქალმა, რომელიც კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივს იყენებს, შესაძლო თრომბოზის სიმპტომების წარმოქმნისავე დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს. თრომბოზის ეჭვის ან დადასტურებული თრომბოზის შემთხვევაში აუცილებელია კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღების შეწყვეტა. საჭიროა კონტრაცეპციის ადეკვატური მეთოდის შერჩევა, ანტიკოაგულანტური თერაპიის (კუმარინები) ტერატოგენურობის გამო.
გასათვალისწინებელია თრომბოემბოლიის მომატებული რისკი მშობიარობის შემდგომ პერიოდში.
მძიმე სისხლძარღვოვან პათოლოგიასთან დაკავშირებული დაავადებები მოიცავს შაქრიან დიაბეტს, სისტემურ წითელ მგლურას, ჰემოლიტიკურ-ურემიულ სინდრომს, ნაწლავების ქრონიკულ ანთებით დაავადებებს (კრონის დაავადება ან წყლულოვანი კოლიტი) ნამგლისებრ-უჯრედოვან ანემიას.
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის გამოყენებისას შაკიკის გახშირება და დამძიმება (რაც შეიძლება უსწრებდეს წინ ცერებროვასკულარულ დარღვევებს) შეიძლება იყოს ამ პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივი შეწყვეტის საფუძველი.

სიმსივნე
საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია ადამიანის პაპილომის ვირუსით ინფიცირება. ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ხანგრძლივი გამოყენებისას საშვილოსნოს ყელის კიბოს განვითარების რისკი მომატებულია, მაგრამ არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ რას ეხება ეს – საშვილოსნოს ყელის კიბოს არსებობის გამოკვლევას ან კონტრაცეფციის ბარიერული მეთოდების გამოყენებას.

54 ეპიდემიოლოგიური კვლევის მეტა-ანალიზმა აჩვენა, რომ არსებობს რამდენადმე მომატებული რისკი სარძევე ჯირკვლების კიბოს განვითარებისა (QP=1,24). Kკომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღების შეწყვეტის შემდეგ რისკი თანდათან, 10 წლის განმავლობაში, მცირდება. იმის გამო, რომ სარძევე ჯირკვლების კიბო იშვიათად გვხვდება 40 წელზე ახალგაზრდა ქალებს შორის, უკანასკნელ წლებში დიაგნოსტირებულ შემთხვევათა რაოდენობის ზრდა ნაკლებად უკავშირდება კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივი მიღებას. ეს კვლევები არ ადასტურებს მიზეზშედეგობრივ კავშირს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღებასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს შორის. უკანასკნელ წლებში სიხშირის ზრდა შეიძლება იყოს უფრო ადრეული დიაგნოსტიკის შედეგი იმ ქალთა შორის, ვინც კომბინირებულ პერორალურ კონტრაცეპტივებს იყენებს, აგრეთვე კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივების ბიოლოგიური ეფექტი ან ამ ორივე ვარიანტის კომბინაცია. სარძევე ჯირკვლების ავთვისებიანი სიმსივნე კლინიკურად ნაკლებად გამოხატულია იმ ქალთა შორის, ვისაც ოდესღაც კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივი გამოუყენებია (იმათთან შედარებით, ვისაც ეს პრეპარატები არ მიუღია).

იშვიათად კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღების ფონზე აღინიშნებოდა ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება, კიდევ უფრო იშვიათად – ავთვისებიანისა. ცალკეულ შემთხვევებში ასეთი სიმსივნე იწვევდა სიცოცხლისათვის სახიფათო მუცლისშიდა სისხლდენას. კომბინირებული პერორალური კონტრაცეპ-ტივის მიღების ფონზე ღვიძლის სიმსივნის დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩატარებისას გასათვალისწინებელია ძლიერი ტკივილი მუცლის ზედა არეში, ღვიძლის გადიდება ან მუცლის შიდა სისხლდების ნიშნები.

სხვა მდგომარეობა
პროგესტერონული კომპონენტი პრეპარატ მიდიანას® შემადგენლობაში არის ალდოსტერონის ანტაგონისტი, კალიუმის შეკავების უნარით. უმრავლეს შემთხვევაში კალიუმის კონცენტრაციის ზრდა არ აღინიშნება. მაგრამ კლინიკური კვლევები აჩვენებს, რომ თირკმელების სუსტი ან ზომიერი უკმარობის ზოგიერთ შემთხვევაში კალიუმის შემაკავებელი სამკურნალო პრეპარატებისა და დროსპირენონის ერთდროული მიღებისას კალიუმის კონცენტრაცია შრატში იზრდებოდა, თუმცა  მნიშვნელოვნად არა. ამრიგად, პაციენტებში  თირკმლის უკმარობითა და მკურნალობამდე კალიუმის კონცენტრაციის ნორმის ზედა საზღვარზე, ასევე პაციენტებში რომლებიც იღებენ  კალიუმშემანარჩუნებელ პრეპარატებს, რეკომენდებულია პრეპარატ მიდიანას მიღების პირველი ციკლის პერიოდში სისხლის შრატში კალიუმის კონცენტრაციის შემოწმება. 

ჰიპერტრიგლიცერიდემიის ან ოჯახურ ანამნეზში ჰიპერტრიგლიცერიდემიის არსებობისას კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღებისას შეუძლებელია პან-კრეატიტის განვითარების რისკის გამორიცხვა.

ღვიძლის ფუნქციის მწვავე ან ქრონიკული დარღვევისას შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივის მიღების შეწყვეტა მანამდე, სანამ ღვიძლის მონაცემები ნორმას არ დაუბრუნდება. მორეციდივე ქოლესტატიკური სიყვითლე და/ან ქოლესტაზით გამოწვეული ქავილი, რომლებიც პირველად განვითარდა ორსულობის ან სქესობრივი ჰორმონების წინა მიღების დროს, მოითხოვს კომბინირებული პერორალური კონტრაცეფტივის მიღების შეწყვეტას. მიუხედავად იმისა, რომ კომბინირებულმა პერორალურმა კონტრაცეპტივმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ინსულინის მიმართ პერიფერიულ რეზისტენტობასა და გლუკოზის მიმართ ტოლერანტობაზე, შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ქალის მიერ დაბალდოზირებული (ეთინილეს ტრადიოლის შემცველობა

არსებობს აგრეთვე ცნობები ენდოგენური დეპრესიის, ეპილეფსიის, კრონის დაავადებისა და წყლულოვანი კოლიტის გაძლიერების შესახებ კომბინირებული პერორა-ლური კონტრაცეპტივის გამოყენებისას.

ზოგჯერ შეიძლება ქლოაზმა განვითარდეს, განსაკუთრებით იმ ქალთა შორის, ვისაც ორსულობის დროს ქლოაზმა აღენიშნა. ქლოაზმისაკენ მიდრეკილი ქალი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღებისას არ უნდა იყოს დიდხანს მზეზე, დაიცვას თავი ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედებისაგან.

სამკურნალო პრეპარატი მიდიანას® ერთი ტაბლეტი 48,17 მგ ლაქტოზას შეიცავს. ამიტომ დაუშვებელია პრეპარატის მიღება თანდაყოლილი გალაქტოზის აუტანლობის, ლაქტოზური უკმარისობის ან გლუკოზის/გალაქტოზის შეწოვების დარღვევის შემთხვევაში.

სამედიცინო გამოკვლევა/კონსულტაცია
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღების დაწყებამდე აუცილებელია მკურნალი გინეკოლოგის კონსულტაცია და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება. შემდგომი დაკვირვებისა და სამედიცინო გამოკვლევის სიხშირის საკითხი წყდება ინდივიდუალური წესით, მაგრამ არა ნაკლებ 1-სა 6 თვის განმავლობაში. Pრეპარატი მიდიანა®, სხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მსავსად, არ იცავს აივ-ინფექციისა და იმ სხვა დაავადებებისაგან, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი გზით.

ეფექტურობის შემცირება
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ტაბლეტის მიღების გამოტოვების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევის ან სხვა სამედიცინო პრეპარატებთან ერთდროულად მიღების შემთხვევაში.

შემცირებული ციკლის კონტროლი
კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღების ფონზე შეიძლება აღინიშნოს არარეგულარული სისხლდენა (უმნიშვნელო სისხლიანი გამონადენი ან პროფუზული სისხლდება საშვილოსნოდან), განსაკუთრებით გამოყენების პირველ თვეებში. მიტომ ნებისმიერი არარეგულარული სისხლდენის შეფასება მნიშვნელოვანია მხოლოდ ადაპტაციის პერიოდის შემდეგ, რომელიც დაახლოებით სამი ციკლის ტოლია.

თუ არარეგულარული სისხლდენა მეორდება ან ვითარდება წინა რეგულარული ციკლების შემდეგ, საჭიროა არაჰორმონალური მიზეზების განხილვა და ადეკვატური დიაგნოსტიკური პროცედურების ჩატარება ავთვისებიანი წარმონაქმნის ან ორსუ¬ლო-ბის გამორიცხვის მიზნით. ეს პროცედურები შეიძლება დიაგნოსტიკურ გამოფხეკასაც ითვალისწინებდეს.

ზოგიერთ ქალს კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღებისაგან შესვენების პერიოდში შეიძლება არ განუვითარდეს “მოხსნის” სისხლდენა. თუ ქალი კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღებისას მკაცრად იცავდა პრეპარატის ინსტრუქციაში მითითებულ წესებს, მაშინ ორსულობა ნაკლებად მოსალოდნელია. ამის მიუხედავად, თუ მანამდე ქალი კომბინირებულ პერორალურ კონ-ტრაცეფტივის არარეგულარულად იღებდა ან ზედიზედ არ განვითარდა ორი “მოხსნის” სისხლდენა, საჭიროა ორსულობის გამორიცხვა კომბინირებული პერორალური კონტრაცეპტივის მიღების გაგრძელებამდე. 

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე
ავტომობილის მართვის უნარზე პრეპარატის გავლენის შემსწავლელი კვლევა არ ჩატარებულა.

გამოშვების ფორმა:
აპკით შემოგარსული ტაბლეტი, 3 მგ/0,03 მგ.
21 ტაბლეტი პოლივინილქლორიდული აპკისა და ალუმინის კილიტას ბლისტერში. 1 ან 3 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში. 

შენახვის პირობები:
შეინახეთ სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15-250С-მდე ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! 

ვარგისიანობის ვადა
2 წელი.
დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
რეცეპტით.

ლინდინეტ 20 #21ტ

გამოშვების ფორმა: გარსით დაფარული ტაბლეტები N21, N3X21

შემადგენლობა
: 1 გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ეთინილესტრადიოლი ———————- 0,02მგ;
გესტოდენი ——————————- 0,075მგ;

დამხმარე საშუალებები:

ნატრიუმის-კალციუმის-ედეტატი, მაგნიუმის სტეარატი, კოლოიდური უწყლო სილიკონი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, ლაქტაზას მონოჰიდრატი, კვინოლინი ყვითელი (E 104), ტიტანის ორჟანგი, მაკროგოლი 6000, ტალკი, კალციუმის კარბონატი, საქაროზა.

ჩვენება: ლინდინეტი 20-ის ტაბლეტები წარმოადგენენ კომბინირებულ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც შეიცავს ფოლიკულების და საკვერცხეების ყვითელი სხეულის სინთეზურ ჰორმონებს, რომლებიც ხელს უშლიან კვერცხუჯრედის მომწიფებას.

დოზირება:
მენსტრუაციის პირველი დღიდან 21 დღის განმავლობაში ინიშნება ერთი ტაბლეტი დღეში, მიღება სასურველია დღის ერთსა და იმავე დროს. შემდეგ კეთდება 7 დღიანი შესვენება, როდესაც იწყება მენსტრუაციისმაგვარი სისხლდენა. შემდგომი 21 ტაბლეტის მიღება იწყება მე-8 დღიდან (7 დღიანი შესვენების შემდეგ), იმ შემთხვევაშიც თუ სისხლდენა გრძელდება. ანუ მეორე შეფუთვიდან პირველი ტაბლეტის მიღება იწყება კვირის იმავე დღეს, როგორც პირველი შეფუთვიდან. სისხლდენა მენსტრუაციის დროს ჩვეულებრივზე უფრო ნაკლებია, რაც ასეთი შემთხვევისათვის ნორმალურია.
პირველი ტაბლეტი
ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების დაწყებამდე პაციენტი უნდა დაელოდოს ყოველთვიურ ციკლს, მანამდე რეკომენდებულია კონტრაცეფციის სხვა მეთოდის გამოყენება: პრეზერვატივი, პეისარიები, სპერმიციდული გელი. მენსტრუაციის პირველ დღეს მიიღება ლინდინეტი 20-ის პირველი ტაბლეტი.
გადასვლა სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებიდან ლინდინეტ 20-ის ტაბლეტებზე:
სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მიღების დამთავრების შემდეგ კეთდება შესვენება, შემდეგ სისხლდენის პირველ დღეს, რომელიც დაიწყო შესვენების დროს, მიიღება პრეპარატი ლინდინეტ 20-ის პირველი ტაბლეტი.
”მინი” ტაბლეტებიდან გადასვლა ლინდინეტის ტაბლეტებზე შესაძლებელია მენსტრუალური ციკლის ნებისმიერ დღეს, ამ დროს პირველი 7 დღის განმავლობაში ლინდინეტი 20-ის გარდა პაციენტმა უნდა გამოიყენოს დამატებითი კონტრაცეპციის სხვა მეთოდი.
პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენება აბორტის შემდეგ ორსულობის პირველ ტრიმესტრში:
ექიმის მითითებით აბორტის შემდეგ რეკომენდებულია ლინდინეტის ტაბლეტების მიღების დაწყება. არ არის აუცილებელი კონტრაცეფციიის სხვა დამატებითი მეთოდების გამოყენება.
პრეპარატ ლინდინეტ 20-ის გამოყენება მშობიარობის, ან აბორტის შემდეგ ორსულობის მეორე ტრიმესტრში:
ლინდინეტი 20-ის ტაბლეტების მიღების დაწყება შეიძლება აბორტიდან ან მშობიარობიდან 21-28-ე დღეს. უფრო დაგვიანებული მიღებისას საჭიროა კონტრაცეფციის ბარიერული ტიპის დამატებითი მეთოდების გამოყენება. თუ ტაბლეტების მიღებას წინ უძღვის სქესობრივი აქტი, ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღების დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ორსულობა ან ტაბლეტების მიღება გადაიდოს მომდევნო მენსტრუაციის დაწყებამდე.
თუ პაციენტს განრიგით გათვალისწინებული ტაბლეტის მიღება გამორჩა, საჭიროა მისი მიღება პირველი 12 საათის განმავლობაში, ხოლო შემდგომ ტაბლეტების მიღება გრძელდება ძველი განრიგის მიხედვით.
თუ უკანასკნელი ტაბლეტის მიღების შემდეგ გავიდა 12 საათზე მეტი, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალების მოქმედების ეფექტი მცირდება. ასეთ შემთხვევაში არ არის საჭირო გამოტოვებული ტაბლეტის აღდგენა და მათი მიღება გრძელდება ჩვეულებრივი რეჟიმით, თუმცა საჭიროა კონტრაცეპციის დამატებითი მეთოდების გამოყენება შემდგომი 7 დღის განმავლობაში. თუ შეფუთვაში დარჩა 7 ტაბლეტზე ნაკლები, იხსნება ახალი შეფუთვა 7 დღიანი შესვენების გარეშე. სისხლდენა საშვილოსნოდან იწყება შემდგომი შეფუთვის დამთავრების შემდეგ, თუმცა შესაძლებელია ე.წ. შუალედური სისხლდენები. თუ მომდევნო შეფუთვის დამთავრების შემდეგ, სისხლდენა საშვილოსნოდან არ განვითარდა, ამის შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს.
თუ ტაბლეტის მიღებიდან 3-4 საათის შემდეგ განვითარდა ღებინება და ვერ მოესწრო ტაბლეტის სრული შეწოვა, ასეთ დროს პაციენტი იქცევა იგივენაირად, როგორც გამოტოვებული ტაბლეტის მიღების შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები:
როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება, ლინდინეტი 20 იწვევს გვერდითი მოვლენების განვითარებას. ძალიან იშვიათად პრეპარატის მიღების პირველ თვეებში აღინიშნება არარეგულარული სისხლდენები საშვილოსნოდან.
შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენები: გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის წონის და ლიბიდოს ცვლილება, დათრგუნვა, კანზე მოყვითალო-მოყავისფრო ლაქების გაჩენა, ყოველთვიური სისხლდენების დარღვევა, დისკომფორტი კონტაქტური ლინზების გამოყენებისას.
იშვიათად აღინიშნება მომატებული არტერიული წნევა, ნაღვლის ბუშტის დაავადებების განვითარება, სიყვითლე, გამონაყარი კანზე, თმის ცვენა, საშოდან გამონადენი, საშოს სოკოვანი დაზიანება, უჩვეულო დაღლილობა, დიარეა.
ძალიან იშვიათად აღინიშნება მძიმე გვერდითი მოვლენები:
-სისხლძარღვების თრომბოზი (ქვემო კიდურების ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვების ემბოლია, მიოკარდიუმის ინფარქტი, თავის ტვინის ინსულტი). ხანგრძლივი თამბაქოს მოწევა ხელს უწყობს თრომბის წარმოქმნას, განსაკუთრებით 35 წლის ასაკის ზევით. თუ პაციენტი მწეველია, ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს ექიმი.
სისხლის შედედების დარღვევები, მაღალი არტერიული წნევა, სისხლძარღვების სკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე ასევე ხელს უწყობენ თრომბის წარმოქმნას.

– ღვიძლის კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი სიმსივნის განვითარება. სიმსივნის გასკდომა იწვევს სიცოცხლისათვის საშიშ სისხლდენას მუცლის ღრუში, რაზეც მიუთითებს უჩვეულოდ ძლიერი ტკივილის განვითარება მუცლის არეში.
აღნიშნული მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.
ასევე უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და ეცნობოს ექიმს შემდეგი მდგომარეობების დროს:
– თრომბოზის ნიშნების განვითარებისას (ტკივილი გულმკერდში, რომელიც გადაეცემა მარცხენა ხელზე, უჩვეულოდ ძლიერი ტკივილი ფეხებში, სისუსტე, სხეულის რომელიმე ნაწილის დაბუჟება, ქოშინი, უჩვეულო ხველა განსაკუთრებით სისხლიანი ნახველით, თავბრუსხვევა, კოლაფსი, მხედველობის, სმენის, მეტყველების, მგრძნობელობის დარღვევა, შაკიკის შეტევების განვითარება ან გახშირება, უჩვეულოდ ძლიერი თავის ტკივილის მუდმივი შეტევები ან მათი განმეორება);
-სიყვითლის განვითარებისას;
-სარძევე ჯირკველბში სიმკვრივის განვითარებისას;
– საშვილოსნოდან უჩვეულოდ ძლიერი სისხლდენის ან მენსტრუალური სისხლდენის არ არსებობისას ზედიზედ 2 ციკლის დროს;
-ხანგრძლივი მწოლიარე რეჟიმის პერიოდში;
– დაგეგმილ ოპერაციულ ჩარევამდე 4 კვირით ადრე;
-საეჭვო ორსულობის შემთხვევაში;
-მომატებული არტერიული წნევისას;
-კრუნჩხვების განვითარებისას.

უკუჩვენება: არ შეიძლება პრეპარატის მიღება ორსულობის ან მასზე ეჭვის დროს; არსებული თრომბოზის ან წინათ გადატანილი თრომბოზის ან მის მიმართ მიდრეკილებისას; ღვიძლის მძიმე დაავადებები, ღვიძლის სიმსივნე, სარძევე ჯირკვლის ან საშვილოსნოს ავთვისებიანი სიმსივნე, უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშოდან, ოტოსკლეროზის მიმდინარეობის გაუარესება წინა ორსულობის დროს; ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია; ცხიმების ცვლის დარღვევა; მძიმე ჰიპერტონია; მძიმე შაქრიანი დიაბეტი, რომელიც მიმდინარეობს გართულებებით; სიყვითლე და სხეულის ქავილი წინა ორსულობის ან სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებისას; ორსულების ჰერპესი; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ; დუბინ-ჯონსონის და როტორის სინდრომები.
საჭიროა ექიმის ინფორმირება აღნიშნული ან სხვა დაავადებების შესახებ. თუ პრეპარატის მიღებისას განვითარდება ზემოთ აღნიშნული რომელიმე დაავადება, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და ამის შესახებ ეცნობოს ექიმს.
ლაბორატორიული ანალიზების ჩატარებისას ექიმს უნდა ეცნობოს კონტრაცეპტივის მიღების შესახებ, ვინაიდან იგი იწვევს ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლის შეცვლას.
ზოგიერთი სამკურნალო საშუალებები (ეპილეფსიის საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი პრეპარატები, ანტიბიოტიკები, ანტივირუსული, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, მცენარე კრაზანას პრეპარატები) ამცირებენ ლინდინეტის მოქმედების ეფექტურობას.
შესაძლოა წამლისმიერი ურთიერთქმედების განვითარება სხვა პრეპარატებთან, რომლებსაც პაციენტი იღებდა წარსულში და მიიღებს მომავალში. ამის შესახებ ინფორმირებული უნდა იყოს როგორც ექიმი, ასევე პროვიზორი.
ლინდინეტი 20-ის ერთდროული გამოყენების დროს რიფამპიცინთან, საჭიროა კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება, რომლის მიღება უნდა გაგრძელდეს შემდგომი 4 კვირის განმავლობაში მკურნალობის კურსის დამთავრების შემდგომ.
ლინდინეტი 20-ის ტაბლეტების მიღებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის შეცვლა.

განსაკუთრებული მითითებანი:
პრეპარატის მიღების წინ პაციენტმა უნდა გაიაროს საერთო სამედიცინო და გინეკოლოგიური შემოწმება, რათა გამოვლენილი იქნას ის დაავადებები, რომლებიც წარმოადგენენ წინააღმდეგჩვენებას ჰორმონალური კონტრაცეფციისათვის.
შემდგომში, პრეპარატის გამოყენებისას აუცილებელია ექიმის მიერ რეგულარული კონტროლი.
კონტრაცეფციულ ტაბლეტებს გააჩნია რიგი უპირატესობა სხვა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებთან:
-ისინი წარმოადგენენ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდს; ხოლო ჩასახვის უნარი აღდგება პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ;
-კონტრაცეფციული ტაბლეტების მიღებისას მენსტრუაცია ხდება რეგულარული, უფრო ხანმოკლე და მცირდება სისხლდენა;
-მენსტრუაცია ხდება უმტკივნეულო ან ნაკლებად მტკივნეული;
-ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება ამცირებს ანემიის რისკს, მცირე მენჯის ორგანოების ინფექციური დაავადებების და საშვილოსნოს გარე ორსულობის განვითარების ალბათობას და საშვილოსნოს, საკვერცხეების და სარძევე ჯირკვლების დაავადებებს.
თუ არსებობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, თრომბოზების განვითარების მაღალი რისკი (თამბაქოს მოწევა, ასაკი 35 წლის ზევით, თრომბოზის ოჯახური ანამნეზი, სიმსუქნე, ნივთიერებათა ცვლის საშუალო ხარისხის დარღვევა, გულის მანკები, გულის რითმის დარღვევა). შაქრიანი დიაბეტის, წარსულში დეპრესიის, ოტოსკლეროზის, გაფანტული სკლეროზის (ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები), ეპილეფსია, ქორეა, ტეტანია, თირკმელების დაავადებები, პორფირია (პორფირინის ცვლის დარღვევა), სარძევე ჯირკვლების დაავადებები _ სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევის დროს ოჯახში, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების (სისტემური წითელი მგლურა), საშვილოსნოს კეთილთვისებიანი სიმსივნის შაკიკის დროს ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტების მიღება ხორცილედება ხშირი სამედიცინო შემოწმებების პირობებში.
ჩასახვის საწინააღმედეგო ტაბლეტების მიღება წინააღმდეგნაჩვენებია ღვიძლის ინფექციური ანთების დროს ლაბორატორიული მაჩვენებლების ნორმალიზაციამდე.

ჭარბი დოზირება: ტაბლეტების ჭარბი დოზირებისას მძიმე მდგომარეობა არ აღინიშნება, მაგრამ შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, ღებინება, მცირე სისხლდენა. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ექიმის ან პროვიზორის ინფორმირება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 300C ტემპერატურის პირობებში ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
პრეპარატის გამოყენება შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვამდე.

გაცემის წესი – ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი:
ს.ს. “გედეონ რიხტერი”, უნგრეთი

იარინა პლუსი #28ტ

50.20 ლარი
47.19 ლარი

ქვეყანა: გერმანია

მწარმოებელი: ბაიერ ფარმა აგ

გაცემის ფორმა: II ჯგუფი რეცეპტული

Don`t copy text!