Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 342

სინდრომი პოტენის – პფეიფერ-ვებერ-კრისჩენის

პოტენის სინდრომი
პოტენის სინდრომი წარმოადგენს რეფლექტორულ მოვლენებს სისხლის მიმოქცევის მცირე წრესა და გულის მარჯვენა პარკუჭში. ვითარდება ძლიერი ტკივილით მიმდინარე კუჭისა და სანაღვლე გზების დაავადების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოტერის სინდრომი I
პოტერის სინდრომი I, იგივე რენოფაციალური სინდრომი, რენოფაციალური დისპლაზია, თირკმელებისა და სახის მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსია მემკვიდრეობის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: ჰიპერტელორიზმი, ეოიკანტი, ცხვირის ფუძის გაფართოება, მიკროგნატია, ფეხების მიხორცება, ტერფისა და ხერხემლის ანომალიები, რუდიმენტული გენიტალია, ჰიპოსპადია, ფილტვების ან მისი ცალკეული ნაწილების ჰიპოპლაზია. საყლაპავის, ხორხისა და ანალური ხვრელის ატრეზია, ანდროტროპიზმი. ჩვეულებრივ, ავადმყოფი კვდება დაბადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ.

პრადელ-ვილის
სინდრომი

პრადელ-ვილის სინდრომი (სინონიმები: ვილი-პრადერის სინდრომი) ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევაა მემკვიდრეობის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. ვლინდება გონებრივი ჩამორჩენილობით, კუნთოვანი ჰიპოტონიით, სიმსუქნით, სასქესო ორგანოთა სუსტი განვითარებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პრაისის სინდრომი
პრაისის სინდრომი წარმოადგენს ტრიპტოფანის ცვლის მემკვიდრეობითი დარღვევების კომპლექსს გადაცემის, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისი სიმპტომებია შემოფარგლული სკლეროდერმია, შარდში კინურენინის, ამინოჰიპურინის მჟავასა და აცეტილ-კინურენინის მნიშვნელოვანი მომატება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პრასად-კოუზას
სინდრომი

პრასად-კოუზას სინდრომი – თანდაყოლილი აგამაგლობულინემია ლიმფადენოპათიით. ახასიათებს სისხლში გამა გლობულინების არარსებობა. ვლინდება ლიმფური კვანძების ტოტალური გადიდებით, ჰეპატოსპლენომეგალიითა და ჰემოლიზური ანემიით. დაავადება მემკვიდრეობითია, გვხვდება მხოლოდ ქალებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პრემენსტრუალური
სინდრომი

პრემენსტრუალური სინდრომი (წინარემენსტრუალური სინდრომი, მენსტრუაციამდელი სინდრომი), პრემენსტრუალური დაძაბულობა პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელიც აღენიშნება ზოგიერთ ქალს მენსტრუალური ციკლის მეორე ნახევარში, მენსტრუაციამდე 3-14 დღით ადრე. გამოიხატება ნერვულ-ფსიქიკური, ვეგეტატიური, სისხლძარღვოვანი და ნივთიერებათა ცვლის დარღვევებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პრედტეჩენსკი-
გუჟერო-შეგრენის
სინდრომი

პრედტეჩენსკი-გუჟერო-შეგრენის სინდრომი (სინონიმები: გუჯერო-შეგრენის (ანუ სიურგენის) სინდრომი, შეგრენის სინდრომი), იგივე ქსეროდერმატოზი, მშრალი სინდრომი, უცნობი ეტიოლოგიის დაავადებაა. ახასიათებს გარეგანი ჯირკვლების (საოფლე, სანერწყვე, ცხიმის, საცრემლე და სხვა) უკმარისობის ნიშნები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პრინგლ-ბურნევილის
სინდრომი

პრინგლ-ბურნევილის სინდრომი, იგივე ტუბეროზული სკლეროზი, მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსია გადაცემის უმეტესად აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მიმდინარეობს პოლისისტემური დაზიანებით. გარდა დამახასიათებელი ტრიადისა (ეპილეფსია, გონებრივი ჩამორჩენილობა, ცხიმოვან ჯირკვალთა ადენომა), ზოგჯერ აღინიშნება ბადურას დაზიანება (ფაკომა), კისტები ძვლოვან სისტემაში, გულის სიმსივნე (რაბდომიომა), სიმსივნე თირკმელში (ანგიომიოლიპომა) და ფილტვების მრავალმხრივი დაზიანება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პრინცმეტალის სინდრომი
ანუ სტენოკარდია

პრინცმეტალის სინდრომი ანუ სტენოკარდია (სინონიმი: გრაიბილის სინდრომი) ანგიონევროზული მდგომარეობაა მასტენოზებელი კორონაროსკლეროზის დროს. დამახასიათებელია სტენოკარდიული შეტევებით მოსვენებისას არითმიით, ოფლიანობით. ელექტროკარდიოლოგიურად შეტევის დროს აღინიშნება სუბეპიკარდიული კეროვანი ცვლილებები, რომლებიც შეტევის შემდეგ სრულ უკუქცევას განიცდის. ნიტროგლიცერინი ნაკლებად ეფექტურია. შემთხვევათა 20% სრულდება ინფარქტით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პრინცმეტალ-მასუმის
სინდრომი

პრინცმეტალ-მასუმის სინდრომი, იგივე გულმკერდის წინა კედლის სინდრომი, გამოიხატება გულმკერდში რამდენიმესაათიანი ტკივილის შეტევით, რომელიც ჰგავს სტენოკარდიულს, მაგრამ, მისგან განსხვავებით, არ ახასიათებს ტკივილის ირადიაცია, ვეგეტატიური რეაქციები, ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები და ამ დროს ნიტროგლიცერინი არ ახდენს სამკურნალო ეფექტს, მაშინ როდესაც ეფექტურია ანალგეზიური საშუალებები. ყალიბდება გულის ინფარქტიდან რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პროფესიული კრიზისის
სინდრომი

პროფესიული კრიზისის სინდრომი ვლინდება პროფესიული დაუკმაყოფილებლობის გრძნობით, პროფესიული ინტერესის დაქვეითებით, მოუსვენრობით, გაღიზიანებით, აგრესიულობითა და ეჭვიანობით კოლეგებისა და პაციენტების მიმართ. ამ დროს შეინიშნება ფსიქოსომატური მოვლენები (შინაგანი დაძაბულობა, სუნთქვის გაძნელება, სიმძიმე ეპიგასტრიუმის მიდამოში), ტკივილი თავისა და ზურგის მიდამოში, სურდო, უძილობა. გამორიცხული არ არის ალკოჰოლისადმი მიდრეკილების გაჩენა. გვხვდება სამედიცინო პერსონალში, განსაკუთრებით – ფსიქიატრებში.
მკურნალობა სიმპტომურია.

პროფიშეს სინდრომი

პროფიშეს სინდრომი, იგივე შემოფარგლული კალცინოზი, კალციუმისეული ნიკრისის ქარი – მეტაბოლური კალცინოზია, რომლისთვისაც დამახასიათებელია კალციუმის მარილების ფირფიტების ჩალაგება თითების კანში (როგორც ზედა, ისე ქვედა კიდურებზე), განსაკუთრებით – სახსრების მიდამოში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პტერიგიუმ-სინდრომი

პტერიგიუმ-სინდრომი (სინონიმი: ზედმეტი კანის სიმპტომი) წარმოადგენს კისრის ლატერალურად მდებარე კანის სამკუთხა, დამატებით სიმეტრიულ ნაოჭს, რომლის ფუძე მიმართულია ლავიწისკენ. აღინიშნება შერეშევსკი-ტერნერის სინდრომის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პტის სინდრომი
პტის სინდრომი (სინონიმი: ჰორნერის პირუკუ სინდრომი) წარმოადგენს ეგზოფთალმის, მიდრიაზისა და თვალის ნაპრალის გაფართოების შერწყმას მხოლოდ ცალ მხარეს. განპირობებულია კისრის არეში სიმპათიკური ბოჭკოების გაღიზიანებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პულსის დაკარგვის
სინდრომი

პულსის დაკარგვის სინდრომი (სინონიმები: ტაკაიასუს სინდრომი, ტაკაიასუს აორტიტი, მაობლიტერირებელი ბრაქიოცეფალური არტერიიტი, აორტის რკალის სინდრომი, ონიშის დაავადება, მარტორელ-ფაბრეს სინდრომი) ხასიათდება აორტისა და მსხვილ სისხლძარღვთა კედლის ანთებით და დისტროფიული ცვლილებებით, სტენოზირებით, შიდა არტერიული თრომბების ჩამოყალიბებით, ორგანოთა იშემიით. ზედა კიდურებზე პულსი არ ისინჯება, ქვედაზე კი კარგადაა გამოხატული. ეტიოლოგიურ ფაქტორად ასახელებენ ათაშანგს, არტერიოსკლეროზს, ტუბერკულოზს, რევმატიზმს. არ არის გამორიცხული დაავადების კოლაგენოზური ხასიათი. პროგნოზი მძიმეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პურფუა-დიუპიტის
სინდრომი

პურფუა-დიუპიტის სინდრომი წარმოადგენს ეგზოფთალმის, მიდრიაზისა და თვალის ნაპრალის გაფართოების შერწყმას მხოლოდ ცალ მხარეს. განპირობებულია კისრის არეში სიმპათიკური ბოჭკოების გაღიზიანებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პუტის დაავადება ანუ
სინდრომი

პუტის დაავადება ანუ სინდრომი, იგივე ვერტებრული სინდრომი, შედეგია მალათაშუა ხრტილების (ჩვეულებრივ, ერთის) პირველადი დეგენერაციისა. დაავადება ქრონიკულია, ვლინდება წელის არეში ტკივილით, რომლისთვისაც დამახასიათებელია ირადიაცია ქვედა კიდურებში. მოგვაგონებს საჯდომი ნერვის ანთებას. ციკლური ბუნებისაა, ინფექციური ეტიოლოგიის. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს მიკროტრავმებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პუტი-შავანის
სინდრომი

პუტი-შავანის სინდრომი წარმოადგენს საჯდომი ნერვის ანთების მძიმე ფორმას. მისთვის დამახასიათებელია: ძლიერი ტკივილი საჯდომი ნერვის გასწვრივ. სწრაფად ვითარდება ტერფის დამბლა, რასაც თან სდევს ტკივილის შემცირება, აქილევსის რეფლექსის გაქრობა და მგრძნობელობის დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პუტნამ-დეინეს სინდრომი
პუტნამ-დეინეს სინდრომი (სინონიმები: დეინეს სინდრომი, ლიხტჰეიმის სინდრომი), იგივე ფუნიკულური მიელოზი, წარმოადგენს ნევროლოგიურ და ფსიქიკურ დარღვევათა კომპლექსს. მძიმედ მიმდინარეობს B12-დეფიციტური ანემიის დროს (იხ. ადისონ-ბირმერის დაავადება). აღინიშნება პარესთეზიები, ღრმა მგრძნობელობის მოშლა სპინალური ატაქსიით, ჰიპოტონია, მყესთა რეფლექსებისა და მოტორიკის ზოგადი დაქვეითება, პათოლოგიური რეფლექსები (ბაბინსკის, როსოლიმოს). გამორიცხული არ არის მანიაკური ან დეპრესიული მდგომარეობა, პარანოიდული ან დელირიული ნიშნები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პფანენშტილის სინდრომი

პფანენშტილის სინდრომი წარმოადგენს ახალშობილთა მძიმე, პროგრესირებად ჰემოლიზურ სიყვითლეს – ახალშობილთა ჰემოლიზურ დაავადებას. მიზეზია დედის ორგანიზმში ნაყოფის სისხლის რომელიმე ფაქტორისადმი (ჩვეულებრივ, რეზუსფაქტორისადმი) ანტისხეულების წარმოშობა. დაბადებიდან რამდენიმე საათში თავს იჩენს სიყვითლე (არცთუ იშვიათად ბავშვი უკვე სიყვითლით იბადება), ანემია ერითრობლასტოზით, ჰეპატოსპლენომეგალია, ჰემორაგიული დიათეზი, ზოგჯერ – საერთო შეშუპება, ცერებრული დარღვევები, კრუნჩხვები, ქოშინი, სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ჰიპერბილირუბინემია, ზოგჯერ ბილირუბინემია. ელენთაში, ღვიძლში, ფილტვებში, თირკმელებში აღინიშნება სისხლის წარმოქმნის ჰეტეროტროპული კერები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პფეიფერის დაავადება
ანუ სინდრომი

პფეიფერის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმები: ტიურკის დაავადება, ფილატოვის დაავადება) იგივეა, რაც ჯირკვლოვანი ცხელება, ჯირკვლოვანი იდიოპათიური ცხელება, ინფექციური მონონუკლეოზი, მულტიგლანდულარული ადენოზი, ლიმფოიდოუჯრედოვანი ანგინა, მონოციტური ანგინა, სტუდენტთა დაავადება, მწვავე კეთილთვისებიანი ლიმფობლასტოზი, ინფექციური ლიმფომონონუკლეოზი. უცნობი (სავარაუდოდ, ვირუსული) ეტიოლოგიის მწვავე ინფექციური დაავადებაა. გამომწვევი გადაეცემა უმთავრესად ჰაერწვეთოვანი გზით. დამახასიათებელია რეტიკულოენდოთელური სისტემის დაზიანება. მიმდინარეობს ცხელებით, ტონზილიტით, პოლიადენიტით, ჰეპატოსპლენომეგალიით, ლეიკოციტოზით, ბაზოფილური მონონუკლეარების სიჭარბით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პფეიფერ-ვებერ-კრისჩენის
სინდრომი

პფეიფერ-ვებერ-კრისჩენის სინდრომი (სინონიმი: ვებერ-კრისჩენის დაავადება) – მორეციდვე ცხელებადი პანიკულიტი, რომელიც არ ჩირქდება. მორეციდივე ინფექციურ-ალერგიული დაავადება. ახასიათებს მკვრივი მტკივნეული კვანძების წარმოშობა კანქვეშ (უფრო იშვიათად – სხვა ორგანოებში, რომლებიც შეიცავს ცხიმოვან ქსოვილს), თანდათანობითი ფიბროზი და ატროფიას. ცხელება და ლეიკოპენია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი პაერის – პოსტჰეპატიტური

პაერის სინდრომი
პაერის სინდრომი ვითარდება განივი კოლინჯის ელენთის დონეზე მწვავე გადაგრეხის შედეგად, რასაც თან სდევს გაუვალობა ელენთის მიდამოში. განიცდის ირადიაციას მარცხენა გვერდში, გულის მიდამოში, თან ახლავს წვა, შებერილობა მარცხენა ფერდქვეშა არეში. ნაწლავის გადაგრეხის მიზეზია მისი სიგრძე, მეტეორიზმი, კოპროსტაზი, პერიტონული შეხორცებანი ელენთის კუთხის მიდამოში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაირის დაავადება I
ანუ სინდრომი I

პაირის დაავადება I-ისთვის ანუ სინდრომი I-ისთვის დამახასიათებელია გრძელლულოვანი ძვლების მრავლობითი გასქელება, მუხლის სახსრის დეფორმაცია, იდაყვის სახსართა მოხრითი ანკილოზი, თავის ქალას გადიდება და დეფორმაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაირის დაავადება II,
ანუ სინდრომი II

პაირის დაავადება II, ანუ სინდრომი II, იგივე ელენთის ფლექსურის სინდრომი, წარმოადგენს აბდომინურ სიმპტომოკომპლექსს, რომელიც გამოწვეულია მსხვილი ნაწლავის ელენთის ნაკეცში აირების ან განავლოვანი მასების შეფერხებით. მისთვის დამახასიათებელია: მუცლის მარცხენა კვადრატში სისავსისა და ზეწოლის შეგრძნება, გულის არეში ზეწოლის შეგრძნება და ტკივილი, გულის ფრიალი, ქოშინი, შიშისმაგვარი განცდები, მხრის ცალმხრივი ან ორმხრივი ტკივილი თითებში გადაცემით, ტკივილი ბეჭებს შუა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაკსონის სინდრომი

პაკსონის სინდრომი ვითარდება საშვილოსნოს გახეთქვისა და რეტროპლაცენტური ჰემატომის ჩამოყალიბების, საკვერცხეების და კისტების გადაგრეხისა და მათ ღრუში სისხლის ჩაქცევის შედეგად. კლინიკური სურათი ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომის (იხ. ბაივატერის სინდრომი) ანალოგიურია. დამახასიათებელია მძიმე შოკის სურათი, ოლიგოანურია, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პალ სინდრომი ანუ
პალასი

პალ სინდრომი ანუ პალასი, პროლონგირებული არამოტივირებული ლიმფადენოპათიის (ანუ შეძენილი იმუნური დეფიციტის) სინდრომი, შიდსის წინარე სინდრომია, შიდსის ვირუსის ნაირსახეობა. ამ ვირუსის მატარებლები არიან ნამდვილი შიდსის გადამცემები სისხლის დონორობისას და უშუალო კონტაქტის სხვა შემთხვევაში. ძირითადი სიმპტომია ლიმფოპათია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პალმარული ფასციტიის
სინდრომი

პალმარული ფასციტიის სინდრომი – ეს არის პარანეოპლასტიკური სინდრომი, გამოვლენილი პოლიართრიტის სახით. აღინიშნება სხვადასხვა ლოკალიზაციის ნეოპლაზმის დროს, უმეტესად – საკვერცხეების სიმსივნისას. კლინიკურად დამახასიათებელია ხელისგულის ფასციის გასქელება და თითების მოხრითი კონტრაქტურა, რაც მოგვაგონებს ხელის მტევანს სკლეროდერმიის დროს. ხელისგულების ფასციაში ჩალაგებულია იმუნოგლობულინი G.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პალტაუფის სინდრომი

პალტაუფის სინდრომი წარმოადგენს თიმიკოლიმპათიკურ სტატუსს. ახასიათებს თიმუსის ჯირკვლისა და ლიმფოიდური ორგანოების (ლიმფური კვანძების, ელენთის, ნუშისებრი ჯირკვლების) ჰიპერპლაზია, სიფითრე, სიმსუქნისადმი მიდრეკილება, კუნთების სისუსტე, აორტისა და გულის განუვითარებლობა (`წვეთოვანი გული~), ჰიპოტონია და ინფექციური დაავადებებისადმი მიდრეკილება. სისხლში ვლინდება ლიმფოციტოზი, ეოზინოფილია. შესაძლოა იქცეს უეცარი სიკვდილის მიზეზად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პალტაუფ-რილის
სინდრომი

პალტაუფ-რილის სინდრომი (სინონიმი: ანდერსონის ვერუკოზული მგლურა) წარმოადგენს კანის მეჭეჭოვან ტუბერკულოზს. მისთვის დამახასიათებელია მკვრივი, მოლურჯო-მოწთალო, ნელა მზარდი პაპულების გაჩენა კანზე, უმთავრესად – კიდურების გამშლელ ზედაპირზე. მეტწილად უვითარდებათ ტუბერკულოზგადატანილებს კანზე გამომწვევის მოხვედრის შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პანკოსტის (პანკოუსტის)
სინდრომი

პანკოსტის (პანკოუსტის) სინდრომი (სინონიმები: ჰერესის სინდრომი, ტობიასის სინდრომი, პანკოსტ-ტობიასის სინდრომი) ანუ კიბო არის ფილტვის მწვერვალის ავთვისებიანი სიმსივნე ნერვულ კვანძებსა და მაგისტრალურ სისხლძარღვებზე ზეწოლის სინდრომით. დამახასიათებელია სუბფებრილიტეტი, უმადობა, ძლიერი სისუსტე, ხველება, მოხრჩობის შეგრძნება, კლოდ-ბერნარ-ჰორნერის სიმპტომი, მხარის ტკივილი, ზედა კიდურის კუნთების ატროფია, პარესთეზია, ნეკნებისა და ხერხემლის მალების დესტრუქცია, ჰიპოქრომული ანემია, ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით. მომატებულია ედსი. ავადდებიან უპირატესად მამაკაცები 40-60 წლის ასაკში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პანსის სინდრომი
პანსის სინდრომი წარმოადგენს დიენცეფალურ-რეტინული სინდრომის შერწყმას დაუნის სინდრომთან. მემკვიდრეობის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიულია. მისთვის დამახასიათებელია: ოლიგოფრენია (იდიოტია), სიმსუქნე, გენიტალიის ჰიპოტროფია, ტანმაღლობა (უფრო იშვიათად – ქონდრისკაცობა), ჰემერალოპია, პიგმენტური რეტინიტი, სმენის დაქვეითება, პოლი- ან სინდაქტილია, თავის ქალას ანომალიები, სახის მონგოლოიდური ნაკვთები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაპაიანისის სინდრომი
პაპაიანისის სინდრომი ეკუთვნის თრომბოციტოპათიების რიცხვს. ამ დროს თრომბოციტების ადჰეზიური უნარის გაძლიერება შედედების VIII ფაქტორის ზომიერ დეფიციტს ერწყმის. კოაგულაციური სისტემის დარღვევა თანდაყოლილი ან მემკვიდრეობითია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პაპილონ-ლეაჟ-პსომის
სინდრომი

პაპილონ-ლეაჟ-პსომის სინდრომი – ეს არის პირ-თით-სახის დიზოსტოზი, რომელსაც ახასიათებს ვიწრო არწივისებური ცხვირი, ზედა ტუჩის შუა ნაწილის დამოკლება, ენისა და სასის გახლეჩა, კბილების განვითარების დარღვევა, თითის ფალანგთა არასრული განვითარება და სხვა. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პარაკანკროზული
სინდრომი

პარაკანკროზული სინდრომი წარმოადგენს კიბოსწინარე ან დაავადების მანიფესტირების პერიოდში ჩამოყალიბებულ სიმპტომთა კომპლექსს ნერვკუნთოვანი, ენდოკრინული, ჰემატოლოგიური, გულ-სისხლძარღვთა, თირკმლისმიერი, ძვალ-სახსართა და დერმატოლოგიური ნიშნების სიჭარბითურთ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პარანეოპლაზიური
თირკმლისმიერი
სინდრომი

პარანეოპლაზიურ თირკმლისმიერ სინდრომს უწოდებენ თირკმლისმიერ მოვლენებს, რომლებიც აღინიშნება სხვადასხვა სიმსივნის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პარატრიგემიული
სიმპათიკური სინდრომი

პარატრიგემიულ სიმპათიკურ სინდრომს (სინონიმი: რედერის სინდრომი) ახასიათებს თვალის ნაპრალისა და გუგის გარდამავალი ხასიათის შევიწროება, რომელსაც თან ახლავს თვალისა და მის ირგვლივ მდებარე არეების ტკივილი. გვხვდება მამაკაცებში. ანამნეზში ხშირია შაკიკი და არტერიული ჰიპერტენზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პარინოს სინდრომი

პარინოს სინდრომი ცქერის დამბლაა ვერტიკალური მიმართულებით, უფრო მეტად – ზევით, რასაც ხშირად ერთვის კონვერგენციის დამბლა. გვხვდება ინფექციური და სისხლძარღვოვანი (ტვინის უკანა არტერიის აუზში) პროცესებით შუა ტვინის სახურავის დაზიანების დროს. თუ დაზიანების კერა ორალურადაა ლოკალიზებული (უმეტესად ეს ვარიანტი გვხვდება), ვითარდება ცქერის დამბლა ზევით, თუ კაუდალურად – ცქერის დამბლა ქვევით. გვხვდება აგრეთვე ოთხგორაკის, ჯალღუზისებრი სხეულის, ნათხემის, მეოთხე პარკუჭის სიმსივნის დროს. უკანასკნელ შემთხვევაში იგი შედეგია შუა ტვინის სახურავის პათოლოგიურ პროცესში ჩართვისა (ზეწოლა, შეშუპება და სხვა).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პერონ-დრეკე-კულონის
სინდრომი

პერონ-დრეკე-კულონის სინდრომი (სინონიმები: ჯიაკაიას სინდრომი, ტრევენარის სინდრომი) იგივეა, რაც ოჯახური აკროოსტელოზი, წყლულოვანი მადეფორმირებელი აკროპათია, მემკვიდრეობითი დერმატოზი, გამოწვეული ზურგის ტვინის განგლიების დაზიანებით. გამოვლინდება კიდურთა (უმეტესად – ქვედა კიდურთა) დისტალური ნაწილების ჰიპერკერატოზით, წყლულების წარმოშობით, ძვლებისა და ტერფის დეფორმაციით, წვრილი ძვლების ოსტეოლიზით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პერსონეიჯ-ტერნერის
სინრომი

პერსონეიჯ-ტერნერის სინდრომი მხრის სარტყლის კუნთების მწვავე დამბლაა, რომელსაც ერთვის ატროფია, ღრმა რეფლექსების დაქვეითება ან მოსპობა, ზერელე მგრძნობელობის დაქვეითება (ღრმა შენარჩუნებულია). ზოგჯერ დამბლის განვითარებას წინ უძღვის კუნთების ტკივილი. თავ-ზურგტვინის სითხეში პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. უმეტესად ვხვდებით 20-40 წლის მამაკაცებში. ვითარდება ვირუსული ინფექციის, გაციების, აგრეთვე ტრავმის ან შრატის შეყვანის შემდეგ. მიმდინარეობა უმეტესად კეთილთვისებიანია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტერსის სინდრომი I

პეტერსის სინდრომი I წარმოადგენს განვითარების მემკვიდრეობით ანომალიას: რქოვანას უკანა ზედაპირის დეფექტს ცენტრალურად განლაგებული ლიბრით, თვალის წინა საკნის თანმხლები გასქელებით. ხშირად შეუღლებულია განვითარების სხვა ანომალიებთან – მგლის ხახასთან, ნაწლავის ატრეზიასთან და სხვ. მემკვიდრეობის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტერსის სინდრომი II

პეტერსის სინდრომი II (სინონიმი: ფოგტ-კოიანგის სინდრომი) წარმოადგენს ორმხრივ უვეიტს, რომელსაც თან ახლავს ლეიკოდერმია, გამელოტება, თმისა და წარბების გაჭაღარავება ან სმენის დაქვეითება. უმეტესად ემართებათ მამაკაცებს 20-დან 40 წლამდე. ეტიოლოგიურ ფაქტორებად ასახელებენ ალერგიას, ენდოკრინულ დარღვევებს, ვირუსულ ინფექციას, ათაშანგს, ტუბერკულოზს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტერს-ჰეგელის სინდრომი

პეტერს-ჰეგელის სინდრომი წარმოადგენს ყბისა და თავის ქალას დიზოსტოზს, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზედა ყბის ჰიპოპლაზია, პროგენია, თავის ქალას ფუძის წინა ნაწილის დამოკლება. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტჟ-კლეჟას სინდრომი

პეტჟ-კლეჟას სინდრომი (სინონიმები: იაკობის (ჯაკობის) ატროფიული სისხლძარღვოვანი პოიკილოდერმია, პეტჟ-ჯაკობის დაავადება, პეტჟ-კლეჟა-ჯაკობის სინდრომი) წარმოადგენს სისხლძარღვოვან ატროფიულ პოიკილოდერმიას, გაურკვეველი ეტიოლოგიის დერმატოზს პოიკილოდერმიით, გამოხატული ტელეანგიექტაზიითა და პეტექიებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეტცეტაკის-ტაკოს
სინდრომი

პეტცეტაკის-ტაკოს სინდრომი თვალისმიერი სიმპტომია თანმხლები ზოგადი შეშუპებით. ახასიათებს კონიუნქტივისა და ქუთუთოების შეშუპება, რქოვანას ჰიპერესთეზია, ფერადი გარსის რეფლექსის დასუსტება და ცრემლის სეკრეციის შემცირება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეხკრანც-ბაბინსკი-
ფრელიხის სინდრომი

პეხკრანც-ბაბინსკი-ფრელიხის სინდრომი (სინონიმი: ფრელიხის დაავადება) არის ადიპოზოგენიტალიური დისტროფია, ჰიპოფიზური სიმსივნე. იგი ნეიროენდოკრინული დაავადებაა, გამოწვეული ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის დაზიანებით. ახასიათებს სიმსუქნე და სქესობრივი განვითარების დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პეჯეტ-შტრეტერის
სინდრომი

პეჯეტ-შტრეტერის სინდრომი  (დაძაბვის თრომბოზი, ტრავმული ვემოსპაზმი) ეწოდება ლავიწქვეშა თრომბოზს, დაკავშირებულს მის ტრავმირებასთან ლავიწსა და ნეკნთაშუა არის მიდამოში. საჭიროა დიფერენცირება ლავიწქვეშა და იღლიის ვენების სხვა გენეზის თრომბოზებისგან, როგორიცაა ხელის ვენების აღმავალი თრომბოზი, ლავიწქვეშა ვენის პუნქციის შემდგომი თრომბოზი და სხვა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიეტრანტონის სინდრომი

პიეტრანტონის სინდრომი წარმოადგენს სამწვერა ნერვის ნევრალგიას სახის კანისა და პირის ღრუს ლორწოვანის მგრძნობელობის დაკარგვით, რაც გამოწვეულია ნერვის მიჭყლეტით თავის ქალას ძვლებზე ან ზედა ყბის ცხვირის ირგვლივ დანამატ ღრუებზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიკარდი-ლასიუერ-
ლიტლის სინდრომი

პიკარდი-ლასიუერ-ლიტლის სინდრომი წითელი ფოლიკულური დეკალვილირებული ლიქენია (სინონიმები: ლიტლის წვეტიანი ფოლიკულური დეკალვილირებული ლიქენი, ლიტლ-ლასიუერის სინდრომი, გრემ-ლიტლის სინდრომი, ფელდმანის ბრტყელი წვეტიანი ატროფიული ლიქენი). ფოლიკულურ-კერატოზული გამონაყარი ერწყმის ნაწიბუროვან ალოპეციას თავის, იღლიისქვეშა ჩაღრმავებებისა და ბოქვენის არეში. ეტიოლოგია დაუდგენელია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პილო-ოკულარული
სინდრომი

პილო-ოკულარული სინდრომი (სინონიმია: რაც-ტურის სინდრომი) წარმოადგენს თმიანობისა და მხედველობის პათოლოგიების შერწყმას. მიზეზი შესაძლოა იყოს ჰიპოთალამური მიდამოს დაზიანება. დამახასიათებელია: ფოლიკულური ჰიპერკერატოზი, თმის არათანაბარი, განსხვავებული სისქე-სიხშირის საფარი, მხედველობის ველის ძლიერი შემცირება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პინკუსის სინდრომი

პინკუსის სინდრომი ფიბროეპითელური სიმსივნეა, ბაზოფილური ეპითელიუმის იშვიათი ნაირსახეობა. ჰგავს სებორეულ მეჭეჭს. ჩნდება სახესა და ტანზე. მიაკუთვნებენ კიბოსწინარე მდგომარეობათა რიცხვს. დიაგნოზს სვამენ მხოლოდ ჰისტოლოგიური გამოკვლევით. სიმსივნე წარმოადგენს ფიბროზული კვანძების ნაირსახეობას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პანსკის სინდრომი

პანსკის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ოკულოცერებრული ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია მიკროფთალმი, რქოვანას სხვადასხვა ხარისხის შემღვრევა, ბროლის დისტოპია, ნისტაგმი, სიელმე, ჰიპერმეტროპია, ჰიპერტელორიზმი, მიკროცეფალია და ჰიდროცეფალია, ზედა ტუჩისა და მაგარი სასის გაპობა, გარეთა სასმენი მილების გაფართოება, კიფოსკოლიოზი, გამოხატული გონებრივი ჩამორჩენილობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიპერის სინდრომი
პიპერის სინდრომის დროს მხედველობის მანკებთან ერთად (ასტიგმატიზმი) აღინიშნება ბრონქოექტაზიები და საათის მინისმაგვარი ფრჩხილები. მიზეზი, როგორც ჩანს, ქსოვილთა სისტემური დაავადება და ტროფიკის დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პირველადი
ანტიფოსფოლიპიდური
სინდრომი

პირველადი ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, ჩვეულებრივ, თან ახლავს სისტემურ წითელ მგლურას. როცა სინდრომი ამ დაავადების გარეშე ვითარდება, მას პირველადს უწოდებენ. დამახასიათებელია ანტიფოსფოლიპიდურ ანტისხეულთა არსებობა, ვენებისა და არტერიების თრომბოზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პირველადი ფიბრომიალგიის
სინდრომი

პირველადი ფიბრომიალგიის სინდრომი მიეკუთვნება სახსარგარე რბილი ქსოვილების დაავადებათა ჯგუფს, წარმოადგენს ფსიქოგენური რევმატიზმის ფორმას. როცა დამოუკიდებლად ვითარდება, მას პირველადს უწოდებენ, როცა ამა თუ იმ ქრონიკულ დაავადებას ახლავს თან – მეორეულს. ეს დაავადებებია: კიდურთა და ნაწლავთა ქრონიკული და დეგენერაციული დაავადებები, ავთვისებიანი დაავადებები, ტრავმები, კოლაგენური დაავადებები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პირინგერ-კუხინჯას
სინდრომი

პირინგერ-კუხინჯას სინდრომი წარმოადგენს ქვემწვავე ლიმფადენიტს უმეტესად კისრის მიდამოში ლოკალიზაციით, მორეციდივე ანგინით, რევმატოიდული პოლიართრიტით დაავადებულ პირებში. სიცხიანობა და დაჩირქებისკენ მიდრეკილება არ აღინიშნება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პირსონის სინდრომი

პირსონის სინდრომი ფეხის მომწევი კუნთების გადაძაბვის სინდრომია. გამოიხატება ძლიერი ტკივილით სათანადო კუნთების ნერვის ზონაში გადატვირთვის გამო, შემდეგში მომწევი კუნთების დატვირთვისას ისევ შეტევითი ტკივილი. პალპაციით მტკივნეულია სიმფიზის არე კუნთების მომაგრების ადგილას. მემკვიდრეობის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიულაქს-ედერისის
სინდრომი

პიულაქს-ედერისის სინდრომი მსხვილი ნაწლავის მწვავე გაფართოებაა მექანიკური დაცობის გარეშე. მისთვის დამახასიათებელია: მეტეორიზმი, მწვავე ტკივილი მწვავე მუცლის სურათამდე, რენტგენოლოგიურად – დოლიქო- და მეგაკოლონი. შესაძლოა, ამ სინდრომის უშუალო მიზეზი იყოს აირთა დაგროვება მსხვილ ნაწლავში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიურიტკის სინდრომი

პიურიტკის სინდრომი სისტემური ჰიანილოზია, მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსი გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია მხრის სარტყლის, იდაყვისა და მუხლის სახსრების მტკივნეული მოხრითი კონტრაქტურები, სახისა და ყბების დეფორმაცია, ზრდის შეჩერება, ტერმინალურ ფალანგთა ოსტეოლიზი, კანის მრავლობითი დიდი კვანძები, ნაწილობრივ კალციუმის მარილის ჩალაგებით, კანის ცვლილებები, რომლებიც მოგვაგონებს სკლეროდერმიასა და ატროფიას, კანის, თვალის, ცხვირისა და ყურების კანის ჩირქოვანი ინფექცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პიშონის სინდრომი
პიშონის სინდრომი (სინონიმი: კასტარინის სინდრომი) სფეროიდული (ორბიტის ზედა) ნაპრალის სინდრომია. ახასიათებს თავის ტვინის მეორე-მესამე, მეოთხე და მეექვსე წყვილი ნერვებისა და მეხუთე წყვილი ნერვის ზედა ტოტის ცალმხრივი დაზიანება, კლინიკურად – ცალმხრივი ტოტალური ოფთალმოპლეგია, სიბრმავე და ანესთეზია სამწვერა ნერვის თვალის ტოტის საინერვაციო არეში. გვხვდება ამ მიდამოს პერიოსტიტის, სიმსივნის, არაქნოიდიტის, აგრეთვე მენინგიტისა და შიგნითა საძილე ატერიის წინა ნაწილის ანევრიზმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პლურიგლანდულარული
სინდრომი

პლურიგლანდულარული სინდრომი (სინონიმები: ფალტის სინდრომი, გუჟერი-ფალტის სინდრომი, გუჟერის სინდრომი) წარმოადგენს მშრალი დანაოჭებული კანის შეუღლებას კბილების ნაადრევ დაცვენასთან, სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებასთან, ფსიქიკურ და ფიზიკურ ასთენიასთან. აღინიშნება შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ატროფიის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოემის სინდრომი
პოემის სინდრომი პირველად იაპონიაში აღწერეს. მასში შედის კანის პოლინეიროპათია, ოგანომეგალია, ენდოკრინოპათია, კანის ცვლილებები, მონოკლონური M-პროტეინის არსებობა სისხლში. გავრცელებული სიმპტომია ჰემატომეგალია, ღვიძლის ჰისტოლოგიური ცვლილებები კი არასპეციფიკურია. აღწერილია შემთხვევები ევროპაში, ავსტრალიაში, აშშ-ში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოზიციური ზეწოლის
სინდრომი

პოზიციური ზეწოლის სინდრომი ვითარდება რბილ ქსოვილთა ხანგრძლივი კომპრესიის შედეგად, მათი ანატომიური მთლიანობის დაურღვევლად. ზეწოლა ხდება საკუთარი მასით სხეულის ამა თუ იმ ნაწილზე. გარდა ზეწოლისა, მნიშვნელობას ანიჭებენ ინტოქსიკაციასაც (უმეტესად – ალკოჰოლურს). დამახასიათებელია ტკივილი. შესაძლოა გამოვლინდეს მეორეული მიოგლობინურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოზნერ-შლოსმანის
სინდრომი

პოზნერ-შლოსმანის სინდრომი (სინონიმი: კრაუპი-პოზნერ-შლოსმანის სინდრომი) წარმოადგენს თვალის კეთილთვისებიან პაროქსიზმულ ჰიპერტენზიას, ციკლურ გლაუკომას, გლაუკომაციკლური კრიზების სინდრომს. დაავადებას შესაძლოა საფუძვლად ედოს ალერგიული რეაქცია, რომელიც ვლინდება როგორც მეორეული შეტევები თვალშიგა წნევის ცალმხრივი მომატებისას. ის არ თანხვდება შეგუბებითი გლაუკომის მოვლენებსა და რქოვანას ენდოთელიუმზე პრეციპიტატების გამოჩენას. სინონიმი: კრაუპი-პოზნერ-შლოსმანის სინდრომი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოლანდის სინდრომი

პოლანდის სინდრომი წარმოადგენს მკერდის დიდი კუნთის აპლაზიას, რომელიც შეუღლებულია ხელის მტევნის აპლაზიასთან. თითების ანომალიის გამოვლინებანი სხვადასხვაგვარია. აღნიშნული დისფორმიზმის კავშირი შინაგან ორგანოთა დაზიანებასთან არ არის შემჩნეული. აღწერილია გულის დაზიანებით მიმდინარე ცალკეული შემთხვევები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოლანდ-მატცენაუერის
სინდრომი

პოლანდ-მატცენაუერის სინდრომი (სინონიმები: მატცენაუერ-პოლანდის სინდრომი, დრაიერ-ველშის აკნე, ბესნიერ-რენოს ურტიკარია) იგივეა, რაც დისმენორეული სიმეტრიული დერმატოზი, ნეკროზული აკნე, განგრენოზული ურტიკარია, ისტერიული ოემფიგუსი. წარმოადგენს დისჰორმონული დერმატოზის გამოვლინებას. ახასიათებს სპონტანური, სიმეტრიული, მკვეთრად შემოფარგლული ერითემა, ფოლიკულური ეროზიები, ვაზომოტორული დარღვევები. ცვლილებები მენსტრუალური ციკლის შესაბამისად მეორდება. უმეტესად გვხვდება ახალგაზრდა ქალებში დისმენორეის დროს, ასევე – პრეკლიმაქსურ პერიოდში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოლენდის სინდრომი

პოლენდის სინდრომი, პოლენდის სინდაქტილია, წარმოადგენს მკერდის, მხრებისა და ხელისგულების მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ცალმხრივი სინდაქტილია, სიმბრაქიდაქტილია და ბრაქიდაქტილია, გულმკერდის დიდი კუნთის ჰომოლატერალური ან (უფრო ხშირად) მისი მკერდ-ნეკნების ნაწილის აპლაზია, გულმკერდის ჯირკვლებისა და მკერდის დვრილების ჰომოლატერალური არარსებობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტგასტროექტომიური
სინდრომი

პოსტგასტროექტომიური სინდრომი (სინონიმი: დემპინგსინდრომი) კუჭ-ნაწლავის დისცირკულატორულ დარღვევათა კომპლექსია კუჭის რეზექციის ან გასტროექტომიის შემდგომ პერიოდში. ჭამიდან 10-15 წუთის შემდეგ (განსაკუთრებით – რძისა და ტკბილი საკვების მიღებისას) ავადმყოფს ეუფლება ძლიერი სისუსტე, ახურებს, უტყდება ოფლიანობა, თავის ტკივილი, გულის ფრიალი, კიდურების კანკალი, გულისრევა, პირღებინება. იმატებს მაჯისცემა, იცვლება არტერიული წნევა, ცვლილებებია ელექტროენცეფალოგრამაზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტინფარქტული
სინდრომი

პოსტინფარქტული სინდრომი წარმოადგენს პერიკარდიტის შერწყმას პლევრიტთან, უფრო იშვიათად – პნევმონიასა და ეოზინოფილიასთან. ვითარდება მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტიდან ერთი წლის განმავლობაში, უმეტესად – მესამე-მეოთხე კვირას. გამოწვეულია მიოკარდიუმის დესტრუქციულად შეცვლილი ცილებისადმი ორგანიზმის სენსიბილიზაციით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტკომოციური
სინდრომი

პოსტკომოციური სინდრომი გამოიხატება სისუსტით, გაღიზიანებადობით, ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვით, თავის ტკივილით, ვეგეტატიური დარღვევებით (ოფლიანობა, სისხლძარღვოვანი დარღვევები), თავბრუხვევით და სხვა. ყველა ეს სიმპტომი ერთად ან სხვადასხვაგვარი კომბინაციით ვლინდება თავის ქალას დახურული ტრავმიდან რამდენიმე კვირის ან თვის, უფრო იშვიათად – წლის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტოპერიკარდიოტომიული
სინდრომი

პოსტოპერიკარდიოტომიული სინდრომი კლინიკურად გამოიხატება ტრიადით: პლევრიტით, პერიკარდიტით, პნევმონიტით. მისი სხვა სახელწოდებებია პოსტკომისუროტომული სინდრომი, პოსტვალვოტომიური სინდრომი, პოსტკარდოტომიული სინდრომი, პლევროკარდიული სინდრომი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტტრავმული
ნეიროვასკულარული
სინდრომი

პოსტტრავმული ნეიროვასკულარული სინდრომი (სინონიმი: ჰერმანის სინდრომი I) წარმოადგენს ვაზოგენურ მარმარილოსებრ ციანოზს ფსიქიკისა და მეტყველების დარღვევით, პირამიდული და ექსტრაპირამიდული ნიშნებით. თან ახლავს არტერიული ჰიპერტენზია. უპირატესად ვითარდება თავის ქალას დახურული ტრავმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

პოსტჰეპატიტური
სინდრომი

პოსტჰეპატიტური სინდრომი ვირუსული ჰეპატიტის შემდეგ ვითარდება. გამოიხატება პერიჰეპატიტით, ქოლანგიტით, ანაციდური გასტრიტით, დუოდენიტით, სიყვითლით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი ობალის – “ოქროს” მიოკიმიის

ობალის სინდრომი
ობალის სინდრომი არის კვებითი ამბლიოპია, მხედველობის მძიმე დარღვევა ხანგრძლივი შიმშილის შემდეგ. მისთვის დამახასიათებელია: ალიმენტური შეშუპება, ფრჩხილებისა და თმის დისტროფია, პოლინევრიტი, ყურის ირგვლივი ჯირკვლების შესივება, მხედველობის გაუარესება, ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ცენტრალური დიდი სკოტომები, ანდროტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ობერლინგის სინდრომი
ობერლინგის სინდრომი წარმოადგენს რეტიკულოსარკომატოზს, რეტიკულოენდოთელიური წარმოშობის სარკომას. მისთვის დამახასიათებელია: ლიმფური კვანძების გადიდება (უპირატესად – კისერზე), ცხელება, ჰეპატოსპლენომეგალია, ედსის მომატება, ანემია, ლეიკოციტოზი, ლიმფოპენია, ადრეული მეტასტაზები სხვადასხვა ორგანოში. კლინიკა მოგვაგონებს ლიმფოსარკომატოზს. შედეგი ლეტალურია.

ობრინსკის სინდრომი
ობრინსკის სინდრომი (სინონიმი: ფროლიჰის სინდრომი) წარმოადგენს მუცლის წინა კედლის კუნთების მემკვიდრეობით აპლაზიას. ახასიათებს მუცლის გადიდება, მუცლის ფარის თხელი კედლის ქვეშ კარგად ისინჯება მუცლის ღრუს ყველა ორგანო, შარდის ბუშტი გადიდებული და გაფართოებულია, ყელის დახურვის გამო, თან ახლავს ჰიდროურეთერი და ჰიდრონეფროზი, კრიპტორქიზმი. ხშირია გულმკერდის ყაფაზის, ხერხემლისა და ტერფების დეფორმაცია. იშვიათია ოლიგოფრენია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოგილვის სინდრომი
ოგილვის სინდრომი კლინიკური და რენტგენოლოგიური მონაცემების მიხედვით ხასიათდება როგორც მწვავე მექანიკური გაუვალობა, რომლის დროსაც არ შეინიშნება ანატომიური ცვლილებები. გვხვდება სხვადასხვა ოპერაციული ჩარევის, ტრავმის, შინაგან ორგანოთა (მათ შორის – მუცლის ღრუს ორგანოთა) დამწვრობის, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოდრის სინდრომი
ოდრის სინდრომი წარმოადგენს ანომალიათა მემკვიდრეობით კომპლექსს აუტოსომურ-რეცესიული ან აუტოსომურ-დომინანტური ტიპის გადაცემით. მისთვის დამახასიათებელია აკრომეგალია და თვალის რქოვანას კლეიკომა. ვლინდება, ჩვეულებრივ, მოზრდილებში. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოვრენის სინდრომი
ოვრენის სინდრომი წარმოადგენს ძვლის ტვინის ინფექციურ-ალერგიულ აპლაზიურ მდგომარეობას. იწყება მწვავედ. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, შემცივნება, ღებინება, თავის ტკივილი, ზედა სასუნთქი გზების კატარი, ელენთის გადიდება, ანაფილაქტოიდური პურპურა, სისხლში – ანემია, სფეროციტოზი, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, რეტიკულოციტოპენია, ძვლის ტვინში ერითრობლასტების შემცირება სრულ გაქრობამდე, მეგაკარიოციტოზი, მიელობლასტოზი, პრომიელოციტოზი. უპირატესად შეინიშნება ბავშვებში, მოზარდებსა და ახალგაზრდებში, რომელთაც გადატანილი აქვთ ამა თუ იმ სახის ანემია. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოზეს სინდრომი
ოზეს სინდრომი (სინონიმი: ბოგარტ-ოზეს სინდრომი) თანდაყოლილი კომპლექსური მეზოექტოდერმული დისპლაზია. მისთვის დამახასიათებელია: ზოგადი კერატოზი, ფრჩხილების დისტროფია, მოკლე კიდურები, პერიფერიულ სისხლძარღვებზე არ ისინჯება პულსაცია, აკროციანოზი, სახის დისპლაზია ასიმეტრიით, ბრტყელი ცხვირით, განუვითარებელი ნიკაპით, მიხორცებული ყურის ბიბილოები, წარბებისა და წამწამების ჰიპოპლაზია,  ჰიპერტელორიზმი,  მიოპია, ასტიგმატიზმი, იმბეცილობა, დიფუზური ოსტეოპოროზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოკერმანის სინდრომი
ოკერმანის სინდრომი, მანოსიდეროზი, წარმოადგენს მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსს აუტოსომურ-რეცესიული ტიპის გადაცემით. მისთვის დამახასიათებელია: ინფექციისადმი მომატებული მგრძნობელობა, სხეულის უხეში აგებულება დიდი ჩონჩხითა და სიმაღლით, მაკროგლოსია, ბრტყელი ცხვირი, დიდი ყურები, მეჩხერი კბილები, დიდი თავი, მტევნები და ტერფები, ჰეპატოსპლენომეგალია, კუნთების ჰიპოტონია, ჩონჩხის სხვადასხვა ანომალია, თავის ტვინის პარკუჭთა გაფართოება, ბროლის შემღვრევა, ჰიპოგამაგლობულინემია, ლიმფოციტების ვაკუოლიზაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ო-კონელის სინდრომი
ო-კონელის სინდრომი – ჰიპოფიზის ადენომა (პროლაქტინომა) მამაკაცებში, რომელიც შერწყმულია გინეკომასტიასთან, სათესლე ჯირკვლების ატროფიასა და ლაქტაციასთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოკულოგლანდულარული
სინდრომი

ოკულოგლანდულარული სინდრომი (სინონიმი: რომანის სიმპტომი) არის ცალმხრივი ან ორმხრივი კონიუნქტივიტი, ხშირად შეუღლებული დაკრიოცისტიტთან, თანმხვედრი ქუთუთოსა და სახის შეშუპებით. ნიშანია ამერიკული ტრეპანოსომოზისა, რომლის მიზეზია აგენტის კონიუნქტივიდან შეჭრა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოკულობუკოგენიტალური
სინდრომი

ოკულობუკოგენიტალური სინდრომი (სინონიმები: ჟილბერტ-ბესის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება) წარმოადგენს ორმხრივი ირიტის შერწყმას პირის ღრუს რძიანასთან, სასქესო ორგანოების დაწყლულებასთან (ორივე სქესისთვის). გარდა ამისა, აღინიშნება კანის ერითემული ცვლილებები, ხშირად – სახსრების ძლიერი ტკივილიც. ეტიოლოგია უცნობია, სავარაუდოდ, ვირუსული. ხშირად იწვევს ნერვული სისტემის გართულებებს მენინგოენცეფალიტის სახით. აქვს მრავალფეროვანი კლინიკური სიმპტომატიკა (თავის ტკივილი, მენინგეალური ჰემიპლეგია,  კრუნჩხვები, ფსიქიკური მოშლილობანი).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტის სინდრომი I
ოლბრაიტის სინდრომი I (სინონიმები: ოლბრაიტ-ბანტამის სინდრომი, მარტინ-ოლბრაიტის ფსევდოჰიპოპარათირეოიდული სინდრომი, ოლბრაიტის მემკვიდრეობითი ოსტეოდისტროფია) წარმოადგენს ჰიპოპარათირეოიდულ კრეტინიზმს, პარათირეოიდული ჰორმონის ქსოვილებისმიერი უტილიზაციის დარღვევის შედეგს. მისთვის დამახასიათებელია: ჰიპოკალციემია, ჰიპოფოსფატემია, აქონდროპლაზია, გონებრივი განვითარების არასრულფასოვნება, ტეტანიის შეტევები, კატარაქტა, ფრჩხილების დისტროფია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტის სინდრომი II
ოლბრაიტის სინდრომი II (სინონიმები: ოლბრაიტ-ბატლერ-ბლუმბერგის სინდრომი, ბატლერ-ოლბრაიტის სინდრომი), იგივეა, რაც ქრონიკული მილაკოვანი აციდოზი, ფოსფატ-დიაბეტი. ჰიპოფოსფატემიური ტუბულოპათია, D ვიტამინის მიმართ რეზისტენტული რაქიტი, რენალურ-ტუბულარული აციდოზი. ვითარდება ინტერსტიციული აღმავალი პიელონეფრიტის შედეგად. ამ დროს მკვეთრად მცირდება თირკმელებით წყალბადის იონების გამოყოფა. სამაგიეროდ, გაძლიერებულად გამოიყოფა ბიკარბონატები, კალიუმი და კალციუმი. დასტურდება მეტაბოლური აციდოზი. დამახასიათებელია: წყურვილი, პოლიდიფსია, პირსაქმება, შეკრულობა, სისუსტე, პოლიურია, ჰიპოსთენურია, ადინამია, ძვლებისა და კუნთების ტკივილი, თავბრუ, რაქიტი, ზრდის შეფრხება, ოსტეომალაცია, ჩონჩხის დეფორმაცია, პათოლოგიური მოტეხილობები, თირკმლის ჭვალი, ნეფროლითიაზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტ-ბალტერის
სინდრომი

ოლბრაიტ-ბალტერის სინდრომი, ლაიტვუდ-ოლბრაიტის II სინდრომი, უკავშირდება წყალბადის იონების სეკრეციის თანდაყოლილ მემკვიდრეობით დეფექტს თირკმლის კლაკნილი მილაკების დისტალურ ნაწილში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტ-ფორბეს
სინდრომი

ოლბრაიტ-ფორბეს სინდრომი (სინონიმები: აუმადა-დელ კასტილიოს სინდრომი, არგონც-დელ კასტილიოს სინდრომი) წარმოადგენს დარღვევათა ტრიადას: ამენორეა, გალაქტორეა, შარდში გონადოტროპინების შემცველობის დაქვეითება. უმეტესად მემკვიდრეობითი წარმოშობისაა და უკავშირდება ჰიპოფიზის ადენომატოზს ან სიმსივნეს. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-დომინატურია. ვლინდება ახალგაზრდა ქალებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლბრაიტ-ჰადორნის
სინდრომი

ოლბრაიტ-ჰადორნის სინდრომი წარმოადგენს ოსტეომალაციას პაროქსიზმული ჰიპოკალიემური კუნთოვანი დამბლით, რასაც მოჰყვება ენერგეტიკული დინამიკური ხასიათის გულის უკმარისობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლდრიჩის სინდრომი
ოლდრიჩის სინდრომი (სინონიმები: ვისკოტ-ოლდრიჩის სინდრომი, ოლდრიჩ-საინბერგ-კემპბელის სინდრომი) მემკვიდრეობითი დაავადებაა, განპირობებული თრომბოციტების წარმოშობის დარღვევით და სისხლში იმუნოგლობულინების დაქვეითებით. ახასიათებს: სისხლდენა, თრომბოციტოპენია, პნევმონიებისადმი მიდრეკილება, ჩირქოვანი ოტიტი, მრავლობითი აბსცესი და სხვა ჩირქოვანი პროცესები. გადაცემის ტიპი რეცესიულია, სქესთან შეკავშირებული.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლენდორფ-კურთის
სინდრომი

ოლენდორფ-კურთის სინდრომი იგივეა, რაც შავი ფსევდოაკანთოზი, შავი აკანთოზის კეთილთვისებიანი ნაირსახეობა. გვხვდება სიმსივნით დაავადებულ ქალებში. აკანთოზისთვის დამახასიათებელი კანის ცვლილებები ლოკალიზდება იღლიისქვეშა მიდამოში. ეტიოლოგია, სავარაუდოდ, ენდოკრინულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლიეს სინდრომი I
ოლიეს სინდრომი I წარმოადგენს ძვლების დისქონდროპლაზიის (მრავლობითი ქონდრომატოზი) შერწყმას ადიპოზურ-გენიტალურ დისტროფიასთან. გვხვდება ენდოკრინული აპარატის დისფუნქციის დროს. შესაძლოა, იყოს პირველადი ჩასახვის ან ნაყოფის ზრდის პათოლოგიის ნიშანი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლიეს სინდრომი II

ოლიეს სინდრომი II (სინონიმები: კლიპელ-ტრენონის სინდრომი, პარკეს-ვებერის სინდრომი) წარმოადგენს სხეულის ნაწილების (ძირითადად – კუნთებისა და ძვლების) ჰიპერტროფიას, რაც შეეფარდება სათანადო ნაწილებში ანგიომურ ცვლილებებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლსონის სინდრომი
ოლსონის სინდრომი წარმოადგენს სმენისა და მხედველობის ორგანოებისა და თირკმელების მემკვიდრეობით ანომალიათა შერწყმას გადაცემის, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიული და აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: მკვეთრი ახლომხედველობა თვალის ფსკერის სათანადო ცვლილებებით, ოტიტის რეციდივები ქრონიკული ნეფროპათიით, პროტეინურია, ინტერმიტირებული მიკროჰემატურია, ჰიპერამინოაციდურია (ალანინის, გლუტამინის მჟავასა და ჰისტიდინის მატება შარდში).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოლჰაგენ-ლილიესტანდის
სინდრომი

ოლჰაგენ-ლილიესტანდის სინდრომი წარმოადგენს ერითროციტების დალექვის სიჩქარის (ედსი) იზოლირებულ მომატებას კლინიკურ გამოვლინებათა გარეშე. ედსი მომატებულია წლების, ზოგჯერ ათეულობით წლის განმავლობაში. ხშირია ჰიპერგამაგლობულინემია, პარაპროტეინემია. აღინიშნება გამოხატული გინეკოტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ომბრედანის სინდრომი
ომბრედანის სინდრომი იგივე ჰიპერთერმიული სინდრომია, რომელსაც თან ახლავს სიფითრე,  ტაქიკარდია, ჰიპოტონია, არცთუ იშვიათად – კრუნჩხვა. ზოგჯერ უვითარდება ძუძუთა ბავშვს ოპერაციული ჩარევიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოპალსკის სინდრომი
ოპალსკის სინდრომისთვის დამახასიათებელია: გულის ფრიალი, ხანმოკლე ჰიპერტენზია, მუცელში ზეწოლის შეგრძნება, სპასტიკური შარდვა, აკომოდაციის პაროქსიზმული დარღვევები, ლაბირინთული დარღვევები, თავბრუ, რიტმული ციმციმი, საერთო მოთენთილობა, სიკვდილის შიში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოპელის სინდრომი
ოპელის სინდრომი – ეს არის კიდურზე არტერიული პულსაციის არარსებობა, შეუღლებული ადგილობრივი ტემპერატურის დაქვეითებასა და დაბალ ვენურ წნევასთან. აღინიშნება მაგისტრალურ არტერიაში სისხლის მიმოქცევის შეწყვეტისა და კოლატერალური ქსელის სისხლძარღვთა მყარი სპაზმის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოპენჰეიმის სინდრომი
ოპენჰეიმის სინდრომი იგივეა, რაც ჰიპოფიზური ფსევდოტაბესი, განვითარებული ჰიპოფიზში მიმდინარე პათოლოგიური პროცესის, უმეტესად სიმსივნურის, ნიადაგზე. ახასიათებს მხედველობის ნერვის ატროფია და მყესის რეფლექსების გაქრობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოპიცის სინდრომი

ოპიცის სინდრომი იგივეა, რაც თრომბოფლებიტური სპლენომეგალია, ელენთის ფიბროადენია, ელენთაში სისხლის მიმოქცევის დარღვევის სხვადასხვა გამოვლინება. დაავადების დასაწყისში, ჩვეულებრივ, შეინიშნება სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტარქტიდან, სისხლის ჩაქცევა კანსა და ლორწოვან გარსებში. ელენთა და ღვიძლი გადიდებულია, დასტურდება ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, რენტგენოლოგიურად – საყლაპავის ვენების გაფართოება. მიზეზია სიმსივნე ან მისი მეტასტაზები, ტრავმა, ანთება და სხვა ფაქტორები, რომლებიც ელენთის ვენებში სისხლდენას აძლიერებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ორალური ალერგიის
სინდრომი

ორალური ალერგიის სინდრომი ანუ კვებითი ალერგიის სინდრომი – ამ სახელწოდებით აღინიშნება ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვითარდება საკვების მიღების შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ორთოსტატიკული
სინდრომი

ორთოსტატიკული სინდრომი წარმოადგენს პათოლოგიურ მდგომარეობას, რომელიც ზოგჯერ წარმოიშობა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში სწრაფად გადასვლისას ან ხანგრძლივად დგომისას. დამახასიათებელია თავბრუ, გულის ფრიალი, უფრო იშვიათად – გულის წასვლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ორმოცდამეათე დღის
სინდრომი

ორმოცდამეათე დღის სინდრომი (სინონიმი: გლაცმან-ბალანდის სინდრომი) აღინიშნება დიფტერიის დროს და გულისხმობს მისი ავთვისებიანი მიმდინარეობის მოგვიანებით გამოვლინებას. დაავადების 35-ე და 50-ე დღეს ვითარდება კოლაფსი, პირღებინება, სიცხე 38 0ჩ-ს აღწევს, შეინიშნება არიტმია, ჭენების რიტმი, ექსტრასისტოლია, ასევე – ციანოზი, ქოშინი. ხშირია ასისტოლია, დიაფრაგმისა და სასუნთქი კუნთების დამბლა. პროგნოზი მძიმეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ორტნერის სინდრომი
ორტნერის სინდრომი იგივეა, რაც აბდომინური ანგინა, ნაწლავთა ფსევდოთრომბოზი, ნაწლავთა ათეროსკლეროზული დისპრაგია, მუცლის ღრუს ორგანოთა ინტერმიტირებული იშემია. ამ სინდრომის წარმოშობის მიზეზია მეზენტერიულ სისხლძარღვთა მაობლიტერირებელი ათეროსკლეროზი, უფრო იშვიათად – თრომბოზი. მისთვის დამახასიათებელია: შეტევითი ტკივილი მუცელში, უპირატესად – ჭიპის ირგვლივ ან ფერდქვეშ (რომელიც თავს იჩენს ჭამის ან ფიზიკური შრომის შემდეგ), ბოყინი, შებერვა, მეტეორიზმი, შეკრულობა, პაროქსიზმული ქოშინი. აღენიშნებათ ხანში შესულებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოსტრუმ-ფერსტის
სინდრომი

ოსტრუმ-ფერსტის სინდრომი (სინონიმი: ფერსტ-ოსტრუმის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს აუტოსომურ-დომინანტური ტიპის გადაცემით. მისთვის დამახასიათებელია: კისრის მალების სინოსტოზი, ბეჭების მაღლა მდებარეობა და ბლატიბაზია, სახის ნერვის პარეზი მარცხნივ, მარცხენა ხელის ასოციაციურ მოძრაობათა არარსებობა, მხრის ორთავა კუნთის მომატებული რეფლექსი იმავე მხარეს და მისი გაქრობა მარჯვნივ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ოტოოკულტური
სინდრომი

ოტოოკულტური სინდრომი (სინონიმები: ალპორტის სინდრომი, დიკინსონის სინდრომი) წარმოადგენს სისტემურ გლომერულონეფრიტს სიყრუით. ეს არის ოჯახური ჰემორაგიული მემკვიდრეობითი ნეფრიტი, მემკვიდრეობითი დაავადება სმენის დაქვეითებით ან სიყრუით, ზოგჯერ კატარაქტით და 16-25 წლის ასაკში თირკმელების უკმარისობის განვითარებით. აღენიშნებათ მხოლოდ მამაკაცებს. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

“ოქროს” მიოკიმიის
სინდრომი

“ოქროს” მიოკიმიის სინდრომი წარმოადგენს კრიოთერაპიის იშვიათ ფორმას. რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ ავადმყოფს უვითარდება ნევროლოგიური გართულებები, რომელთათვისაც დამახასიათებელია: მიოკიმია, ოფლიანობა, ჰიპერტენზია, ტაქიკარდია, უძილობა, ემოციური ლაბილურობა, დეპრესია, ფსიქოზი. ოქროთი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ყველა ეს სიმპტომი ქრება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი ნათხემის ნადების – ნუნანის

ნათხემის ნადების
სინდრომი

ნათხემის ნადების სინდრომი, იგივე ტენტორიალური სინდრომი (სინონიმი: ბურდენკო-კრამერის სინდრომი) წარმოადგენს თავის ტკივილის შერწყმას თვალის კაკლების ტკივილთან, სინათლის შიშთან, ბლეფაროსპაზმთან, ცრემლდენასა და მენინგეალურ სიმპტომოკომპლექსთან. აღინიშნება ნათხემის ჭიის სიმსივნის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნაღვლით ღებინების
სინდრომი

ნაღვლით ღებინების სინდრომი, იგივე დუოდენობილიარული სინდრომი (სინონიმი: მომტანი მარყუჟის სინდრომი) ვითარდება კუჭის რეზექციის შემდეგ (ბილროთ მეორით). მიზეზია მარყუჟის გადაგრეხა, გრძელი მარყუჟი, შეხორცებითი პროცესი, სტენოზი, ძირითადი ნიშანია შებერვა. აღინიშნება ტკივილი ეპიგასტრიუმში და ღებინება ნაღვლით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნაღვლის კალციფიკაციის
სინდრომი

ნაღვლის კალციფიკაციის სინდრომის ეტიოლოგია უცნობია. შესაძლოა, მიზეზი იყოს ფოსფორისა და კალციუმის მეტაბოლიზმის ადგილობრივი ან კოლოიდური წონასწორობის დარღვევა, ანდა ფერმენტთა აქტივობის დაქვეითება. რენტგენოლოგიურად შემთხვევათა 90%-ს ნაღველკენჭოვანი დაავადების თანხვედრა წარმოადგენს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნაცრისფერი
თრომბოციტების
სინდრომი

ნაცრისფერი თრომბოციტების სინდრომის კლინიკური სიმპტომებია: თრომბოციტოპენია, სპლენომეგალია, რუხი ფერის აგრანულირებული თრომბოციტები, დამახასიათებელია დიფუზური ფიბროზი ძვლის ტვინში, ელექტრონული მიკროსკოპი აჩვენებს თრომბოციტებში ალფა-გრანულების არარსებობას. ელექტროფორეზით პოლიაკრილამიდურ გულში, ასევე იმუნოელექტროფორით თრომბოციტებში არ ვლინდება თრომბოციტული თრომბოსპონდინი და ფიბრონექტინი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნეგელის სინდრომი
ნეგელის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ხასიათის ჰემორაგიულ დიათეზს, რომლიც თრომბოციტების აგლუტინაციის პროცესების დარღვევასთან არის დაკავშირებული. ახასიათებს სისხლდენის ხანგრძლივობისა და სისხლის კოლტის რეტრაქციის მკვეთრი მატება სისხლის შედედების ნორმალური მაჩვენებლის ფონზე. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნეგელი-იადასონის
სინდრომი

ნეგელი-იადასონის სინდრომი – ინკონტინენცია – პიგმენტის ნაირსახეობა, რომლის დროსაც სიცოცხლის მეორე წელს ბავშვს უვითარდება სიმეტრიულ კერატოდერმიასთან შერწყმული ბადისებრი იერის პიგმენტური ლაქები. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნევერგელტის
სინდრომი

ნევერგელტის სინდრომი წარმოადგენს კიდურთა განვითარების მემკვიდრეობით მანკს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. ხშირია მშობლების ახლო ნათესაობისას. დამახასიათებელია იდაყვის სახსრების დისპლაზია, სხივ-იდაყვის სინოსტოზი, სხივისა და იდაყვის ძვლების ამოვარდნილობა, წვივის ძვლების დისპლაზია, ტერფის დიდი თითის დეფორმაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნევინის სინდრომი
ნევინის სინდრომი უცნობი გენეზის პრესენილური ენცეფალოპათიაა. სიმპტომები თავს იჩენს 50-70 წლის ასაკში. დამახასიათებელია: მხედველობის პროგრესული დარღვევა – სიბრმავემდე, მოძრაობებისა და მეტყველების მოშლა, ნათხემისებრი ნიშნები, ინტელექტის დაქვეითება, მიოკლონიურ კრუნჩხვათა შეტევები, მორფოლოგიურად – ტვინის უჯრედების ატროფია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნეზელოფას სინდრომი
ნეზელოფას სინდრომი (ლიმფოციტური აპლაზია, ლიმფოციტური დისგენეზია, იმუნოპარეზის ფრანგული ტიპი) მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, რომელსაც ახასიათებს უჯრედული იმუნიტეტის რეაქციის არარსებობა. გამოწვეულია ლიმფოციტების რაოდენობრივი უკმარისობითა და ხარისხობრივი არასრულყოფილებით (სისხლის პლაზმაში იმუნოგლობულინების ნორმალური შემცველობისას). მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნეიროდერმატოზული
სინდრომი

ნეიროდერმატოზული სინდრომისთვის (სინონიმები: დებრეს სინდრომი II, ჟულიენ-დებრეს სინდრომი) დამახასიათებელია მცოცავი ტკივილი მთელ სხეულში (განსაკუთრებით კიდურებში), რბილი დამბლები, ჰიპორეფლექსია, მასიური გენერალიზებული შეშუპება. გრძელდება 2-3 კვირა და შემდეგ უკუიქცევა. გვხვდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ბანალური ინფექციის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნეიროკუტანული
სინდრომი

ნეიროკუტანული სინდრომი, იგივე ენცეფალოტრიგემინული ანგიომატოზი, ნევოიდული ამენცია, თანდაყოლილი ნეიროეგზოდერმული დისპლაზიაა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ნერვული სისტემის სხვა დარღვევები, გლაუკომა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნეიროლეპტიკური
სინდრომი

ნეიროლეპტიკური სინდრომი (სინონიმი: დილვია-დენეკერის სინდრომი) თანაარსებობაა ნევროლოგიური, ფსიქიკური და ვეგეტატიური მოშლილობებისა, რომლებიც წარმოიშობა ნეიროლეპტიკური საშუალებებით მკურნალობის პერიოდში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნეიროშეშუპებითი
ეპიდემიური
სინდრომი

ნეიროშეშუპებითი ეპიდემიური სინდრომისთვის (სინონიმი: დებრე-მარის დაავადება) დამახასიათებელია თავდაპირველად შეტევითი ტკივილი, ხველა, ლარინგიტი, რომელიც 3-15 დღე გრძელდება, შემდეგ იმატებს ტემპერატურა, ვითარდება შეშუპება და დამბლები (ქვედა კიდურებისა, მენჯის სარტყლისა და ხერხემლის კუნთებისა), მყესთა რეფლექსები შენარჩუნებულია, ზურგტვინის სითხე ნორმულ მდგომარეობაშია. აღინიშნება სუნთქვისა და გულისცემის დარღვევა. გრძელდება 3-4 კვირა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნელსონის სინდრომი
ნელსონის სინდრომი ჰიპოფიზის ქრომოფილური სიმსივნეა, განვითარებული ორმხრივი ადრენალაქტომიის შემდეგ (კუშინგის სინდრომის გამო). მისთვის დამახასიათებელია: სიმსუქნე, ამენორეა, ქალებში – ჰიპერტრიქოზი, არტერიული ჰიპერტენზია, პოლიციტემია, კუნთების სისუსტე, კანის გათხელება და პროგრესული პიგმენტაცია. სისხლში მომატებულია აკტ-ის შემადგენლობა და კატექოლამინები. თურქული კეხი რენტგენოლოგიურად შეცვლილია. უვითარდება ოპერირებულ ავადმყოფთა 10%-ს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნერი-ბარეს სინდრომი

ნერი-ბარეს სინდრომი (სინონიმი: ბარე-ლიუეს სინდრომი, კისრის შაკიკი, კისრის უკანა ნაწილის სიმეტრიული სინდრომი, ხერხემლის ნერვის სინდრომი, ხერხემლის არტერიის სინდრომი) წარმოადგენს ტკივილისა და პარათეზიის შერწყმას (უმეტესად – ცალმხრივს) კისრისა და თავის არეში გარდამავალი თავბრუხვევით, ყურებში შულით, მხედველობის დაქვეითებით. აღინიშნება კისრის ოსტეოქონდროზის, კისრის ტრავმის ან სიმსივნის დროს, რაც იწვევს ზეწოლას ხერხემლის არტერიასა და მის სიმპათიკურ წნულზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნეფროზული სინდრომი
ნეფროზული სინდრომი წარმოადგენს მასიურ პროტეინურიას (ცილის დღიური დანაკარგი – 3,5 გ და მეტი), ჰიპო- და დისპროტეინემიას, რომელსაც თან ახლავს სახისა და სხეულის შეშუპება. აღინიშნება თირკმელების დაავადებების, სისტემური დაავადებების და სხვათა დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნეცელოფის სინდრომი
ნეცელოფის სინდრომი (სინონიმი: დე ჟორჟეს სინდრომი) თანდაყოლილ ანომალიათა კომპლექსია აუტოსომურ-რეცესიული გადაცემით. შემადგენელი დაზიანებებია: პარაფარისებრი ჯირკვლებისა და თიმუსის აპლაზია, აორტის რკალის ანომალია, იმუნური სისტემის სისუსტე, კრუნჩხვები. სისხლში აღინიშნება ლიმფოციტოპენია, ჰიპოკალციემია, ჰიპოგამაგლობულინემია. შესაძლოა დაერთოს კატარაქტა, საზარდულის თიაქარი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნივერგელტის სინდრომი
ნივერგელტის სინდრომი (სინონიმი: ნივერველტერბის სინდრომი) წარმოადგენს ჩონჩხის კიდურთა განვითარების სისტემურ თანდაყოლილ, მემკვიდრეობით მანკებს. დამახასიათებელია: მხრის სახსრების განუვითარებლობა, სინოსტოზი სხივისა და იდაყვის ძვლებს შორის, ამოვარდნილობები მხრის სახსარში, წვივის განუვითარებლობა, ფეხმრუდობა, დიდი თითების დეფორმაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნიკოლა-მუტო-შარდეს
სინდრომი

ნიკოლა-მუტო-შარდეს სინდრომი წარმოადგენს ეპიდერმისის აშრევების თანდაყოლილ ფორმას. ზოგიერთი ბუშტუკის ძირი წყლულდება ან განიცდის მეჭეჭოვან პროლიფერაციას. ბუშტუკები შესაძლოა გაჩნდეს ზედა სასუნთქ გზებში ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილში, რამაც შესაძლოა მათი დავიწროება გამოიწვიოს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნილსენის სინდრომი I
ნილსენის სინდრომი I (ნილსენის თანდაყოლილი დისტროფია) წარმოადგენს ხერხემლის განვითარების მრავლობითი ანომალიის, მისი კისრის ნაწილის მოძრაობის შეზღუდულობის შეუღლებას ბეჭის ძვლების მაღლა დგომასა და კასრისებურ გულმკერდთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნილსენის სინდრომი II
ნილსენის სინდრომი II წარმოადგენს გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის შედეგად განვითარებულ თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობას. მისთვის დამახასიათებელია: ძლიერი სისუსტე, ფიზიკური უძლურება, ფსიქომოტორული მოუსვენრობა, კუნთების ფასციკულური მოძრაობები, ეიფორია. დასვენების შემდეგ სიმპტომები ქრება. პროგნოზი კარგია.

ნირჰოფ-ჰუბრენის
სინდრომი

ნირჰოფ-ჰუბრენის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ენქონდრული მეტაფიზული დიზოსტოზის ვარიანტს გადაცემის, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია მიკრომელია, კრუნჩხვის შეტევები, ჰიპერაზოტემია. რენტგენოლოგიურად – ლულოვანი ძვლების, ნეკნებისა და ხერხემლის მეტაეპიზარულ  ნაწილთა განვითარების დარღვევა. შედეგი ლეტალურია.

ნიფერგელტის სინდრომი
ნიფერგელტის სინდრომი მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. ვლინდება იდაყვის სახსრის დისპლაზიით, სხივ-იდაყვის სინოსტოზით, სხივისა და იდაყვის ძვლების ამოვარდნილობითა და ქვეამოვარდნილობით, წვივის დისპლაზიით, მისი მცირე ძვლის შედარებითი შემცირებით, ტერფის გამრუდებით და დიდი თითების დეფორმაციით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნიფციგერის სინდრომი
ნიფციგერის სინდრომი (წინა კიბისებრი კუნთის სინდრომი, კიბისებრი კუნთის სინდრომი, სკალენუეს სინდრომი) წარმოადგენს კისრის არეში ტკივილის შერწყმას მხარის ზემოთ და ხელში, იდაყვის მხარეს, ტკივილთან, ხელის პერიფერიულ პარეზთან (უპირატესად – დისტალურ ნაწილებში), მტკივნეულობასთან პალპაციის დროს წინა კიბისებრი კუნთის მიმაგრების ადგილას, სხივის არტერიაზე პულსის დასუსტებასთან, ადგილობრივ ვეგეტატიურ სისხლძარღვოვან დარღვევებთან. გამოწვეულია ლავიწქვეშა არტერიაზე ზეწოლით და მხრის წნულის ლავიწქვეშა ნაწილის კისრის მალებქვეშ ზეწოლით ან ანომალიურად განლაგებული პირველი ნეკნითა და შეკუმშული კიბისებრი კუნთით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნოაკის სინდრომი
ნოაკის სინდრომი – I ტიპის აკროცეფალოპოლისინდაქტილია, აკროცეფალია, პოლიპლუსდაქტილია, პლუს სინდაქტილია – მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, ახასიათებს აკროცეფალია, სინდაქტილია და გადიდებული ქვედა კიდურთა თითების გაორება. მემკვიდრეობის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნოთნაგელის სინდრომი
ნოთნაგელის სინდრომი გამოიხატება ნათხემისებური ატაქსიით, თვალის მამოძრავებელი ნერვის დამბლით, ცენტრალური წარმოშობის ცალმხრივი ან ორმხრივი სიყრუით. ზოგჯერ თან ახლავს ქორეოფორმული ან ატეტოიდური ტიპის ჰიპერკინეზი, ქვედა კიდურების პარეზი ან დამბლა ან თავის VII-XII წყვილი ნერვის ცენტრალური პარეზი. გვხვდება შუამდებარე ტვინის სახურავის ამა თუ იმ პათოლოგიური პროცესით (სისხლძარღვოვანი, სიმსივნური, ანთებითი) დაზიანებისას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნოკემანის სინდრომი
ნოკემანის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების ერთობლიობას, სავარაუდოდ, გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. დაავადება მჟღავნდება ორი-ოთხი წლის ასაკში ხელისგულებისა და ფეხისგულების კერატოზით, ხელის მტევნების, იდაყვებისა და მუხლების ძვლებზე მეჭეჭოვანი წარმონაქმნებით. შემდეგ ამას ემატება სხვა ძვლების ცვლილებები, ღარები ხელისა და ფეხის თითებზე, სმენის დაქვეითება (მიზეზია შუა ყურის ანომალია), თვით სიყრუემდეც კი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნონეს კომპრესიული
სინდრომი

ნონეს კომპრესიული სინდრომი (სინონიმები: ფროენის სინდრომი, ფროენ-ნონეს სინდრომი), იგივე ლიქვორული ბლოკადის სინდრომი, წარმოადგენს ზურგტვინის სითხეში ცილის მომატების შეუღლებას ქსანთოქრომიასთან და ზოგჯერ – უმნიშვნელო ციტოზთან. გამოწვეულია ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში გამტარობის დარღვევით. ვითარდება, მაგალითად, ექსტრამედულარული სიმსივნეების, პაქიმენინგიტის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნორის სინდრომი
ნორის სინდრომი მემკვიდრეობითი პათოლოგიაა რეცესიული ტიპის სქესთან შეჭიდული გადაცემით. ვლინდება მხოლოდ ახალშობილ ბიჭუნებში, ხშირად აქვს ოჯახური ხასიათი. ვლინდება თვალის პათოლოგიით (თვალის ბუშტის შიგნითა გარსის განვითარების მანკი), სიყრუით და გონებრივი ჩამორჩენილობით. თანდათანობით ვითარდება კატარაქტა, უვეიტი, თვალის კაკლის ატროფია, რქოვანას შემღვრევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნორმალური
კორონარული არტერიის
სპაზმის სინდრომი

ნორმალური კორონარული არტერიის სპაზმის სინდრომი – ამ დიაგნოზს უსვამენ ავადმყოფებს, რომელთაც კლინიკურად აქვთ სტენოკარდიის ესა თუ ის ფორმა, მაგრამ გამოკვლევით კორონარულ სისხლძარღვთა სკლეროზი არ უდასტურდებათ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ნუნანის სინდრომი
ნუნანის სინდრომი (სინონიმები: ტერნერის მცირე სინდრომი, ულრიფის მცირე სინდრომი, ულრიჰ-ტერნერის ფსევდოსინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: ფილტვის არტერიის სარქვლების სტენოზი, ტანდაბლობა, ჰიპერტელორიზმი, ქუთუთოების ფთოზი, ეპიკანთუსი, კრიპტორქიზმი, მუცლის სწორი კუნთების დიასტაზი, ჩონჩხების დეფორმაცია, გონებრივი ჩამორჩენილობა, ანდროტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი მორგანის – მხრის წნულის

მორგანის სინდრომი I
მორგანის სინდრომი I წარმოადგენს სირინგომიელიის ფორმას, რომელიც გამოიხატება ნევრალგიით, შემდგომი პარეზებით, მგრძნობელობის დარღვევით, მრავლობითი უმტკივნეულო პანარიციუმით, რასაც მოჰყვება ფალანგების განგრენა, დამახინჯება, ცვლილებები სახსრებში, ხერხემლის რიგიდულობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მორგანის სინდრომი II
მორგანის სინდრომი II წარმოადგენს ქვედა კიდურების სპასტიკურ დამბლას, რომელიც მიმდინარეობს მგრძნობელობისა და მენჯის ორგანოთა ფუნქციების დარღვევის გარეშე. ეს სინდრომი უვითარდებათ ბავშვებს 4-დან 12 წლამდე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მორგანის სინდრომი III
მორგანის სინდრომი III-ისთვის დამახასიათებელია საერთო კუნთოვანი სისუსტე, ფიბრილური მოძრაობები უპირატესად წვივის კუნთებში, ვეგეტატიური დარღვევები (ოფლიანობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება), ფსიქიკური დარღვევები (დეპრესიული მდგომარეობა, შიში, სუიციდური ტენდენციები). აღინიშნება ზოგიერთი ინფექციური დაავადების, რევმატიზმის, ინტოქსიკაციების დროს. იგივეა, რაც მორგანის ქორეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მორიაკის სინდრომი
მორიაკის სინდრომი უვითარდებათ მხოლოდ ბავშვებსა და მოზარდებს (ზრდის პერიოდში). გამოიხატება მძიმედ მიმდინარე შაქრიანი დიაბეტით, აციდოზისა და ინსულინრეზისტენტობისკენ მიდრეკილებით. დათრგუნულია ზრდის პროცესი, სქესობრივი განვითარება. თან ახლავს ღვიძლის გადიდება (გლიკოგენის და ცხიმის დიდი რაოდენობით ჩალაგების გამო), ოსტეოპოროზი. ხშირად წარმოადგენს არასწორად ნამკურნალევი შაქრიანი დიაბეტის შედეგს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მორისის სინდრომი
მორისის სინდრომი (სინონიმები: გოლდბერგ-მაქსველის სინდრომი, გოლდბერგ-მორისის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობით მამრობით ფსევდოჰერმაფროდიტიზმს. გამოიხატება მდედრობითი ფენოტიპით,  პირველადი ამენორეით, სასქესო გათმიანების უქონლობით. გარეთა სასქესო ორგანოების განვითარება ქალურია, მოკლე და ბრმა ვაგინით, შიდა სასქესო ორგანოები – მამრობითი, სათესლე მილაკების ინფანტილური განვითარებით. სქესობრივი ქრომატინი მამრობითია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მორკიოს სინდრომი
მორკიოს სინდრომი (სინონიმები: ბრეილსფირდ-მორკიოს სინდრომი, ულრი-მორკიოს სინდრომი) მუკოპოლისაქარიდოზია. მიეკუთვნება მემკვიდრეობით დაავადებათა რიცხვს გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. კლინიკურად გამოიხატება დისპროპორციული დაბალი ან ჯუჯისებრი ტანით, მოკლე კისრითა და წელით, ქათმის მკერდით, კიფოზით, კიფოსკოლიოზით, X-ისმაგვარი ფეხებითა და ბრტყელტერფიანობით; დაზიანებულია კბილის მინანქარი. გენეტიკური დეფექტი პირველად რეალიზაციას პოვებს შემაერთებელ ქსოვილში მუკოპოლისაქარიდების მოჭარბებული ჩალაგებით და შარდთან კერატანსულფატისა და დერმანტასულფატის გამოყენების ზრდით, რასაც თან სდევს ეპიფიზური ხრტილების დაშლა, ლულოვანი ძვლების მეტაფიზების გაგანიერება და დამოკლება, ხერხემლის მალების გაბრტყელება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მორტენსენის სინდრომი
მორტენსენის სინდრომი (სინონიმი: რევოლის დაავადება ანუ სინდრომი) წარმოადგენს ესენციურ ჰემორაგიულ თრომბოციტემიას, ჰიპერთრომბოციტულ მიელოზს, ესენციური თრომბოციტემიისა და ჰემორაგიული დიათეზის შეუღლებას. მისთვის დამახასიათებელია: სისხლდენა ცხვირიდან, კუჭიდან და ნაწლავებიდან, სპლენომეგალია, თრომბოზები და თრომბოფლებიტები, ჰიპერპროტეინემია, ერითროციტოზი, ჰიპერჰემოგლობინემია, ლეიკოციტოზი, თრომბოციტოზი, მეტაკარიოციტოზი. უვლინდება ხანში შესულებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მოურიენ-კუნის სინდრომი
მოურიენ-კუნის სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ ტრაქეობრონქომეგალიას დივერტიკულოზით. ეს არის ტრაქეისა და მთავარი ბრონქების გაფართოება, რომლის დროსაც ხშირია ქოშინი, ქრონიკული განმეორებითი (მორეციდივე) პნევმონია. შესაძლოა სპონტანური პნევმოთერაპიაც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

“მოუღუნავი ადამიანის”
სინდრომი
“მოუღუნავი ადამიანის” სინდრომი უცნობი ეტიოლოგიის პათოლოგიაა. ახასიათებს კუნთების პროგრესული რიგიდულობა, უპირატესად – ტანის კუნთების მტკივნეული სპაზმით, რასაც მოძრაობის, უპირველესად კი ხერხემლის შეზღუდვამდე მივყავართ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მოხსნის სინდრომი
მოხსნის სინდრომი – ეს არის ორგანიზმის რეაქციათა კომპლექსის კლინიკური გამოვლინება ზოგიერთი სამკურნალო საშუალების მოხსნის პასუხად. მაგალითად, კოტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას მათი მიღების სწრაფი ან უეცარი შეწყვეტისას მოსალოდნელია განვითარდეს თირკმელზედა ჯირკვლების მწვავე უკმარისობა (`გაზარმაცებული~ ჯირკვალი ვერ ასწრებს ფუნციური აქტივობის დროულ აღდგენას).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მრავლობითი
პროლაბირების სინდრომი
მრავლობითი პროლაბირების სინდრომი ეწოდება ორკარიანი, სამკარიანი და აორტული სარქვლების ერთდროულ პროლაბირებას. მეოთხე სარქვლის იმავდროული პროლაბირება ლიტერატურაში არ არის აღწერილი. ამ დროს მოსალოდნელია სხვადასხვა გართულება (უმეტესად – ინფიცირება).

მსხვილი ნაწლავის
გაღიზიანების სინდრომი
მსხვილი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომისთვის კლინიკურად დამახასიათებელია კუჭის მოქმედების დარღვევა (ფაღარათისა და შეკრულობის მონაცვლეობა), აირის მომატებული რეფლექსი წვრილი ნაწლავიდან კუჭში, მტკივნეული შეგრძნებები მუცელში, ტკივილის დროს მიდრეკილება ფაღარათისკენ, მდგომარეობის გაუმჯობესება კუჭის მოქმედების შემდეგ, მუცლის შებერვა და სხვა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მუნიე-კუნის სინდრომი
მუნიე-კუნის სინდრომი გამოიხატება კანის სისხლძარღვთა მსხვრევადობითა და კუნთების სისუსტით. წარმოადგენს ელერს-დანლოსის სინდრომის ტიპს, როცა სახსარში ამოვარდნილობას, მოძრაობის მომატებასა და კანის ელასტიკურობის გაძლიერებას ერთვის შინაგან ორგანოთა ისეთი დაზიანებანი, როგორიცაა დიაფრაგმის თიაქარი, საყლაპავისა და სასუნთქი ტრაქტის ექტაზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მუნის სინდრომი
მუნის სინდრომი (სინონიმები: ჰეტჩინსონის სინდრომი, ბიმონდის სინდრომი, ლორენს-მუნ-ბიდლ-როზაბალის სინდრომი, ლორენს-მუნ-ბიდლის სინდრომი, ლორენს-მუნ-ჰეტჩინსონის სინდრომი, როზაბალის სინდრომი) ვლინდება თანდაყოლილი სქესობრივი და ცხიმოვანი ცვლის დარღვევებით (ფრეილიხის ადიპოზოგენიტალური დისტროფიის მსგავსად – პიგმენტური რეტინიტით, სინდაქტილიით ან პოლიდაქტილიით, გონებრივი განუვითარებლობით (ოლიგოფრენიით). თან ახლავს განვითარების მრავალი სხვა დეფექტიც მხედველობის მხრივ (სიბრმავემდე), გულის თანდაყოლილი მანკები, სმენის დაქვეითება, სიყრუე, ქვედა კიდურთა სპასტიკური დამბლები, სახსრებში მოძრაობის სიფართის მომატება, მემკვიდრეობითი დიენცეფალურ-რეთინული დეგენერაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მურის სინდრომი
მურის სინდრომი (აბდომინალური შაკიკი, მუცლის შაკიკი, მუცლის ეპილეფსია) – ეს არის ნაწლავის შეტევითი გაძლიერებული მოტორიკა თავის ტვინის გაღიზიანების შედეგად. მისთვის დამახასიათებელია: მუცლის პაროქსიზმული გაფანტული ტკივილი, პროდრომულ პერიოდში – გულისრევა, ღებინება, ფაღარათი, სიფითრე, ყურყური მუცელში, შეტევის დროს მუცლის კუნთების კლინური შეკუმშვა. შეტევის შემდეგ – ძილიანობა, მოთენთილობა. ელექტროენცეფალოგრამაზე ვლინდება ცერებრული დიზრიტმია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მუხლის სახსრის
ფუნქციური სინდრომი
მუხლის სახსრის ფუნქციური სინდრომი – ახალგაზრდა ქალები არცთუ იშვიათად მიმართავენ ექიმს მუხლის სახსრის ტკივილის გამო. ხშირად ეს სინდრომი სპონტანურად ქრება 25-30 წლის ასაკში. როგორც გამოკვლევებმა აჩვენა, ამის მიზეზი ის არის, რომ ახალგაზრდა ქალები მოძრაობის დროს საკმარისად არ ტვირთავენ იმ კუნთებს, რომლებიც უზრუნველყოფს გარეთა როტაციას.
ერთადერთი სამკურნალო საშუალებაა მანუალური კინეზითერაპია.

მწვავე აბდომინური
სინდრომი
მწვავე აბდომინური სინდრომი მოიცავს საკმაოდ ბევრ სინდრომს, რომელთა გამო საავადმყოფოში მოჰყავთ მუცლის ღრუს ორგანოთა მწვავე ქირურგიული დაავადებების კლინიკით. ასეთებია: კუჭის კომური ატონია, დიაბეტური გასტროპარეზი, ცრუ მწვავე მუცლის სინდრომი, კუჭ-ნაწლავის ჰემორაგიული სინდრომი, მწვავე წყლული, დიაბეტური კომის კუჭ-ნაწლავის ფორმა და სხვა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მხარ-ბეჭის სინდრომი
მხარ-ბეჭის სინდრომისთვის დამახასიათებელია ნეიროვასკულარული დარღვევები, მამოძრავებელი აპარატის ტროფიკული ფუნქციის პათოლოგიური გამოვლინებები მარცხენა მხრის სახსარზე, კუნთებსა და მყესებზე. კლინიკურად გამოიხატება მარცხენა მხრის, გულმკერდის კუნთებისა და ხელის ინტენსიური ტკივილით. ტკივილი ძლიერდება ხელის მოძრაობისას, სიცივეზე, პალპაციისას. საჭიროა დიფერენცირება სტენოკარდიისა და პოსტინფარქტული სინდრომისგან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მხარ-ხელ-ტერფის
სინდრომი
მხარ-ხელ-ტერფის სინდრომი (სინონიმი: სტეინბროკერის სინდრომი) წარმოადგენს ტკივილისა და ვეგეტატიური ტროფიკული ძვრების შერწყმას მხრის სახსარსა და ხელის მტევანში. ვითარდება კისრის ოსტეოქონდროზის, მხრის სახსრის პერიართრიტის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მხედველობის ბორცვის
სინდრომი
მხედველობის ბორცვის სინდრომი (სინონიმი – დეჟერან-რუსის სინდრომი, თალამური სინდრომი) წარმოადგენს მძაფრი მუდმივი ან შეტევისმაგვარი მზარდი ტკივილის შერწყმას ჰიპერპათიასთან, ზედაპირული მგრძნობელობის დაქვეითებასა და მგრძნობელობის ღრმა გამოვარდნასთან, სენსიტიურ ჰემიატაქსიასთან, ხელების ატიპურ მდგომარეობასთან (თალამური ხელი), მიმიკის დარღვევებთან სიცილისა და ტირილის დროს, მაშინ როდესაც მიმიკური კუნთების თვითნებური მოძრაობები შენარჩუნებულია. აღინიშნება თალამუსის დაზიანების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მხრის სინდრომი
მხრის სინდრომი პოსტინფარქტული სინდრომის ნაირსახეობაა. მისთვისდამახასიათებელია ტკივილი მხრის სახსარში, უმეტესად – მარცხნივ. ზოგჯერ ერთდროულად შეინიშნება მხრის სახსრის კუნთების ზომიერი ატროფია და სახსრის ზედაპირის დისტროფიული ცვლილებები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მხრის წნულის
ქვედა ნაწილის
სინდრომი
მხრის წნულის ქვედა ნაწილის სინდრომი (სინონიმი: დეჟერინ-კლუმპკეს დამბლა ანუ სინდრომი) წარმოადგენს მაჯისა და წინამხრის ხელისგულის მხრის კუნთების პერიფერიულ დამბლას. გამოხატულია მგრძნობელობითი მოშლილობა იდაყვისა და შუა ნერვების ინერვაციის ზონაში. ხელის დისტალურ ნაწილში ვაზომოტორული დარღვევები შეინიშნება. ვითარდება კისრის VII და VIII და გულმკერდის I ზურგტვინის ნერვის დაზიანების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი მიულერის – მონტანდონის

მიულერის სინდრომი
მიულერის სინდრომის დროს კუნთების კონსტიტუცია არაერთგვაროვანია. მათი ზოგიერთი კონა სხვებისგან გამოირჩევა დაჭიმულობითა და სიმკვრივით, როგორც სპაზმის დროს, მათ გვერდით კი კუნთების კონები დუნე და მომჩვარულია. ამ დაჭიმულობას მიულერმა ჰიპერტონუსი უწოდა. გვხვდება კუნთების იმ დაავადებების დროს, რომელთათვისაც დამახასიათებელია შეკუმშვის ფუნქციის დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიულერ-მეტცგერის
სინდრომი

მიულერ-მეტცგერის სინდრომი არის ენდოკრინულ-ოფთალმოლოგიური სინდრომი. მისთვის დამახასიათებელია: ჰიპოფიზის ჰორმონული დარღვევები, აკრომეგალიური ტიპის სახის ცალმხრივი ცვლილებები და გლაუკომა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიულერ-რიბინგ-კლემენტის
სინდრომი

მიულერ-რიბინგ-კლემენტის სინდრომი (სინონიმი: რიბინგ-მიულერის სინდრომი) არის სახარების ეპიფიზთა იზოლირებული დიზოსტოპი. მისი ნიშნებია: ძვლების ეპიფიზთა დეფორმაცია და “შეჭმუხვნილობა” ოსტეომალაციისადმი მიდრეკილებით, იშვიათად – ჯუჯის სიმაღლე, სუბიექტურად – ტკივილი და შეზღუდულობა სახსრებში (უპირატესად – მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში), ჩვეულებრივ, ვლინდება ბავშვობაში, ზოგჯერ თან ახლავს ჰიპოთირეოზის სიმპტომები. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიუნჰაუზენის
სინდრომი

მიუნჰაუზენის სინდრომი ფსიქონევროზული სიმპტომოკომპლექსია: ავადმყოფი გამუდმებით მიმართავს სამედიცინო დაწესებულებებს სხვადასხვა ანამნეზური (უმთავრესად – მწვავე) სიმპტომატიკით, რასაც ობიექტური ორგანული პათოლოგია არ უდევს საფუძვლად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშელინ-მანის
სინდრომი

მიშელინ-მანის სინდრომი (სინონიმები: ბუშკეს იატროგენული დაავადება), ჩვეულებრივ, გვხვდება ბავშვთა ასაკში. დამახასიათებელია მოულოდნელი დასაწყისი სასუნთქი გზების ინფექციის შემდეგ. მისი ნიშნებია: სხეულის ზედა ნაწილში მოძრაობის შეკავება, კანისა და კანქვეშა ქსოვილის გასქელება, ცხელება, ედსის აჩქარება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშერის სინდრომი I

მიშერის სინდრომი I წარმოადგენს შავი აკანთოზის, შაქრიანი დიაბეტის, ჰიპერტრიქოზის, დაკლაკნილი კანის, თანკბილვის დარღვევის, ინფანტილიზმისა და გონებრივი განუვითარებლობის შერწყმას. ეტიოლოგია უცნობია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშერის სინდრომი II
მიშერის სინდრომი II ტუჩების პარენქიმული გრანულომური ანთებაა. იწვევს ერთი ან ორივე ტუჩის გადიდებას, შესქელებას, გამკვრივებას. მიაკუთვნებენ ბენიე-ბეკ-შაუმანის სარკოიდოზის სისტემურობის გარეშე ნაირსახეობათა რიცხვს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშერის სინდრომი III
მიშერის სინდრომი III წარმოადგენს კანისა და ჩონჩხის მრავლობითი ანომალიის ოლიგოფრენიასთან შერწყმას. მისთვის დამახასიათებელია: ტანდაბლობა ან ჯუჯისებრი სიმაღლე, ზედა კიდურთა მოხრითი კონტრაქტურა, ლინოდაქტილია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიშერ-შტორკის
სინდრომი

მიშერ-შტორკის სინდრომი, იგივე მიშერ-შტორკის მიკრობიდი, ჰემორაგიული ვასკულიტი, კლინიკურად ვლინდება მომცრო ერითემული ან ერითემულ-ჰემორაგიული ლაქებით ქვედა კიდურებზე (იშვიათად – ზედაზე). ახასიათებს ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური პროცესების (მაგალითად, ქრონიკული ტონზილიტის) გამწვავება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიხალოვსკის
სინდრომი

მიხალოვსკის სინდრომი წარმოადგენს სანერწყვე ჯირკვლების გადაადგილებას ქვედა ტუჩში და მზით გამოწვეულ ქეილიტს. სანერწყვე ჯირკვლების ქვედა ტუჩში გადაადგილება იწვევს ტუჩის გასქელებას, რაც ხელს უწყობს ქეილიტის განვითარებას, მით უმეტეს – თუ ადამიანი ზემგრძნობიარეა მზის სხივების მიმართ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მკერდის წინა კედლის
სინდრომი

მკერდის წინა კედლის სინდრომი – გულმკერდში რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარე ტკივილის შეტევა, რომელიც ჰგავს სტენოკარდიულს, მაგრამ მისგან იმით განსხვავდება, რომ არ ახასიათებს ტკივილის ირადიაცია, ვეგეტატიური რეაქციები, ელექტროკარდიოგრაფიული ცვლილებები და ამ დროს ნიტროგლიცერინი არ ახდენს სამკურნალო ეფექტს, მაშინ როდესაც ეფექტურია ანალგეზიური საშუალებები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მოალტერნირე
პედუნკულური
სინდრომი

მოალტერნირე პედუნკულური სინდრომი (სინონიმები: ვებერ-გიუბლერ-ჟანდრეს სინდრომი, ვებერის სინდრომი) ვითარდება თვალის მამოძრავებელი ნერვის ფესვებისა და პირამიდული გზების ტვინის ფეხების დონეზე დაზიანების დროს. მისთვის დამახასიათებელია ფთოზის, მიდრიაზისა და განზიდვითი სიელმის შერწყმა დაზიანების კერის მხარეს, მოპირდაპირე მხარეს კი ჰემიპლეგია, ჰემიპარეზი და ჰემიანესთეზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მობიტცის სინდრომი

მობიტცის სინდრომი წარმოადგენს პარასისტოლიას, რომელიც განპირობებულია გულში რიტმის ორი მატარებლის მაკონკურირებელი ფუნქციობით, კერძოდ, სინუსურსა და ატრიოვენტრიკულურ კვანძებში. ვითარდება მიოკარდიტის დროს საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის შემთხვევაში, ხან კი იდიოპათიური ხასიათისაა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მოინიჰინის სინდრომი
მოინიჰინის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიულია. დამახასიათებელია ალოპეცია, თმა ზრდას იწყებს ორიდან ოთხ წლამდე ასაკში, თმიანობა მეჩხერია, აღინიშნება კრუნჩხვითი შეტევები, გონებრივი განვითარების შეფერხება, ცვლილებები ელექტროენცეფალოგრამაზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მოკლე კისრის
სინდრომი

მოკლე კისრის სინდრომი (სინონიმი: კლიპელ-ფეილის დაავადება) წარმოადგენს განვითარების ანომალიას – ხერხემლის კისრის მალების (ზოგჯერ – გულმკერდის ზედა მალებისაც) შეერთებას (შეხორცებას) და გამკვრივებას. გამოიხატება კისრის დამოკლებით, თავის მოძრაობის შეზღუდვით, კისრის ფესვების სინდრომით. ხშირია სხვა ანომალიებიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მომტანი მარყუჟის
სინდრომი

მომტანი მარყუჟის სინდრომი, იგივე ნაღვლით ღებინების სინდრომი, დუოდენობილიარული სინდრომი – ვითარდება კუჭის რეზექციის შემდეგ (ბილროთ მეორით). ახასიათებს მომტანი მარყუჟის შიგთავსის ევაკუაციის დარღვევა. განპირობებულია მარყუჟის გადაგრეხით, გრძელი მარყუჟით, შეხორცებითი პროცესით, სტენოზით. მთავარი ნიშანია შებერვა. თან ახლავს ტკივილი ეპიგასტრიუმში და ღებინება ნაღვლით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მონეის სინდრომი
მონეის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსს: სმენის ზომიერ დაქვეითებას, რაც დაკავშირებულია შიდა ყურის ანომალიებთან, ახლომხედველობას, მეტყველების განვითარების ჩამორჩენილობას ნორმალური ფსიქომოტორული განვითარების დონეზე, აუტიზმს; მოგვიანებით ვითარდება სრული ამავროზი და სიყრუე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მონკრიფის სინდრომი

მონკრიფის სინდრომი წარმოადგენს ნახშირწყლოვანი ცვლის თანდაყოლილ მოშლას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. გამოიხატება ალიმენტური გლიკოზურიით (სახაროზოურია, ლაქტოზოურია, ფრუქტოზოურია), რასაც თან ახლავს ფიზიკური და გონებრივი განუვითარებლობა, დიაფრაგმული თიაქრის ჩამოყალიბება. მოსალოდნელია თავის ტვინის განვითარების ანომალიებიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მონტანდონის
სინდრომი

მონტანდონის სინდრომი – ეს არის დისფაგიის ხანგრძლივი შეტევები საყლაპავის ზედა ნაწილის მიოგენური სტენოზის ნაიდაგზე. მოვლენები დროთა განმავლობაში პროგრესირებს და მოგვიანებით სტადიებში ავადმყოფი სითხესაც ვერ ყლაპავს. გვხვდება უპირატესად ასაკგადაცილებულ პირებში. ეზოფაგოსკოპია ავლენს სფინქტერის მსუბუქ ან ზომიერ სპაზმს. ლორწოვანი უცვლელია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი მაფუჩის – მიტჩელის

მაფუჩის
სინდრომი

მაფუჩის სინდრომი (სინონიმი: მაფუჩკასტის სინდრომი) წარმოადგენს მეზოდერმული წარმოშობის ქსოვილთა განვითარების იშვიათ დარღვევას დისქონდრომატოზითა და მრავლობითი ანგიომატოზით. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-დომინანტურია. დამახასიათებელია ძვლების ასიმეტრიული ქონდრომატოზი ან ცალმხრივი დიქონდროპლაზია კიდურების მნიშვნელოვანი დამახინჯებით, კანისა და შინაგან ორგანოთა მრავლობითი ანგიომატოზი, კანის უბნების დეპიგმენტაციითა და ხალებით. არცთუ იშვიათად რთულდება ავთვისებიანი სიმსივნური პროცესით – ქონდროსარკომით, ანგიოსარკომით, ლიმფანგიომით, გლიომით, ოვარიული ტერატომით. მოსალოდნელია მოტეხილობები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ფლებიტი, ანდროტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მახის სინდრომი
მახის სინდრომი წარმოადგენს შეშუპებისა და ჰიპერალდოსტერონურიის შერწყმას. გვხვდება ქალებში. მისთვის დამახასიათებელია შეშუპება დღეში ოთხ გრამზე მეტი სუფრის მარილის მიღების შემთხვევაში, ზომიერი ჰიპერალდოსტერონურია. გულის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციები ნორმალურია. სუფრის მარილით დატვირთვა ალდოსტერონურიას არ ამცირებს. ჰიპოკალიემია არ შეინიშნება. ხშირია სიმსუქნე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეა-სინდრომი
მეა-სინდრომი (სინონიმი: ვერმერის სინდრომი) წარმოადგენს თანდაყოლილი ენდოკრინული ადენომატოზისა და წვრილი ნაწლავის პეპტიკური წყლულების შეუღლებას. გამოიხატება: ჰიპოფიზის წინა ნაწილის კეთილთვისებიანი სიმსივნით (რომელიც შეიძლება წარმოიშვას მისი ნებისმიერი უჯრედისგან); პარათირეოიდული ჯირკვლების კვანძოვანი ჰიპერპლაზიით (რომელშიც უპირატესად ჩართულია მთავარი უჯრედები); კუჭუკანა ჯირკვლის კუნძულების მრავლობითი კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნით; პეპტიკური წყლულებით წვრილ ნაწლავში. ამ სინდრომს საფუძვლად უდევს აპუდ-სისტემის უჯრედებისგან განვითარებული მრავლობითი ენდოკრინული ადენომატოზი (მეა) ანუ მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიები (მენ).
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მებიუსის სინდრომი I
მებიუსის სინდრომი I ხასიათდება ერთ-ერთი ან ორივე თვალის კაკლის გვერდითი მოძრაობის შეზღუდვით და სახის ნერვის პარეზით ან დამბლით. გაძნელებულია კონვერგენცია, აღინიშნება კონვერგენციული სიელმე. ზოგჯერ თან ახლავს ენისქვეშა ნერვის პარეზი, პოლიდაქტილია, განვითარების სხვა მანკები და გონებრივი ჩამორჩენილობა. სიმპტომთა პათოგენეზში წამყვან როლს მიაკუთვნებენ ცენტრალურ ბირთვზედა და პერიფერიული ინერვაციის მოშლას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მებიუსის სინდრომი II
მებიუსის სინდრომი II ანუ დაავადება წარმოადგენს ოფთალმოპლეგიურ შაკიკს. თვალის მამოძრავებელი ნერვის დამბლა. უვითარდებათ პერიოდული შაკიკის მქონე ავადმყოფებს. მისთვის დამახასიათებელია: თავის ძლიერი ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ოფთალმოდენია, მიდრიაზი, თვალი არ მოძრაობს. თანდათანობით ყველა სიმპტომი ქრება. ყველაზე მეტხანს რჩება მიდრიაზი. როგორც ჩანს, ამ სინდრომს იწვევს შეშუპებული ქსოვილის ან გადავსებული სისხლძარღვების ნერვზე ზეწოლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მედიასტინული
სინდრომი

მედიასტინული სინდრომი გამოიხატება გულმკერდის ტკივილით, პერიფერიული ლიმფოსტაზით, სტენოზური სუნთქვით. გამოწვეულია შუასაყრის ორგანოებზე, მაგალითად, სიმსივნის, ანთებადი ინფილტრატის, აორტის ანევრიზმის ზეწოლით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მედოკის
სინდრომი

მედოკის სინდრომი წარმოადგენს ჰიპოფიზის გონადო- და ადრენოკორტიკოტროპული ფუნქციების უკმარისობას თირეოტროპული ფუნქციის შენარჩუნებით. მისთვის დამახასიათებელია: თმიანობის გაქრობა სიმფიზის ზევით და იღლიებში, ფიზიკური და ფსიქიკური სისუსტე, სიგამხდრე, ღამით – უძილობა, დღისით – ძილიანობა, სიფითრე, კანის ნაადრევი დაბერება. შარდში შესამჩნევადაა დაქვეითებული 17 კეტოსტეროიდების რაოდენობა. გონადოტროპინი არ არის. სისხლში ცილებთან შეკავშირებული იოდის რაოდენობა ნორმალურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეია-ჰეგლინის
სინდრომი

მეია-ჰეგლინის სინდრომი ლეიკოციტების მემკვიდრეობითი ანომალიაა გადაცემის დომინანტური ტიპით. ამ სინდრომის დროს ყველა ლეიკოციტი, განსაკუთრებით კი ნეიტროფილები და ეოზინოფილები, შეიცავს ბაზოფილების შემოფარგლულ უბნებს, რომელთაც დაკარგული აქვთ მარცვლოვნება. ერთდროულად შეინიშნება თრომბოციტოპენია (4000-3000-ის ფარგლებში) და გიგანტური თრომბოციტები. არცთუ იშვიათია ერითრობლასტოზი. კლინიკურად ვლინდება ჰემორაგიული სინდრომით, როდესაც სისხლის კოლტის რეტრაქციის დრო გახანგრძლივებულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეირე-ბეტცის
სინდრომი

მეირე-ბეტცის სინდრომი (იგივე პარალიზური მიოპათია, მეირე-ბეტცის დაავადება) წარმოადგენს მიოპათიის სინდრომების ერთდროული არსებობისა და შექცევადი მიოგლობინურიის შერწყმას. კუნთების (უპირატესად – ქვედა კიდურების კუნთთა) სისუსტისა და მტკივნეულობის შემდეგ ვითარდება მიოგლობინურია, რასაც თან სდევს ალბუმინურია, ლეიკოციტურია, ერითროციტურია, ცილინდრურია. შეტევები აღმოცენდება სპონტანურად ან ხანგრძლივი კუნთოვანი დაძაბვის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეირ-შვიკერატის
სინდრომი

მეირ-შვიკერატის სინდრომი წარმოადგენს ექტომეზოდერმულ დისპლაზიას, რომელიც გამოიხატება მიკროფთალმით, კბილის მინანქრის ჰიპოპლაზიით და ყავისფერი შეფერილობით, მოკლე თითებით ოთხივე კიდურზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეკელის
სინდრომი

მეკელის სინდრომი (სინონიმები: გრუბერის სინდრომი, ჰანჰარტის სინდრომი) წარმოადგენს სპლანქნოკისტოზურ დიზენცეფალიას – მემკვიდრეობით დაავადებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თავის ქალას, ხერხემლის, შარდსასქესო ორგანოთა განვითარების ანომალიები, პოლიდაქტილია თირკმელებში, უფრო იშვიათად – ღვიძლში, პანკრეასში, საკვერცხეებში კისტების წარმოშობა. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეკერენ-ელერს-დანლოსის
სინდრომი

მეკერენ-ელერს-დანლოსის სინდრომი (სინონიმები: ელერს-დანლოსის სინდრომი, ჩერნოგუბოვის სინდრომი, ლეგერის მეზენქიმატოზი, ელასტიკური ფიბროდისპლაზია, თანდაყოლილი მეზოდერმული დისტროფია) წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის მემკვიდრეობით პათოლოგიას. მისთვის დამახასიათებელია: სახსართა ჰიპერმობილურობა, ხშირი ამოვარდნილობა; კანის ელასტიკურობის მომატება, სისხლძარღვებისა და კანის სიმყიფე, კუნთების ჰიპოტონია. მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მელერის
სინდრომი

მელერის სინდრომი (სინონიმები: ჰუნტერის ენა, ანუ გლოსიტი, მიხელსონის გლოსიტი, მელერ-ჰუნტერის გლოსიტი) წარმოადგენს ანემიის ნიადაგზე განვითარებულ ქრონიკულ გლოსიტს. ახასიათებს ენის წვა და ტკივილი, ღია წითელი, კარგად შემოფარგლული ოვალური, V-სებრი ან Y-ისებრი ლაქები. პალპაციისას მტკივნეულია. ენის გამოყოფისას ლაქები ფერს კარგავს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მელკერსონ-როზენტალის
სინდრომი

ძირითადი ნიშანია სახის მყარი, მორეციდივე შეშუპება, უმეტესად – ტუჩების მიდამოში. ის მთლიანად არ ქრება და ყოველი ახალი კრიზი სახეს უფრო და უფრო ამახინჯებს, ტუჩებს ადიდებს და ამკვრივებს. ზოგჯერ თან ახლავს სახის ნერვის პარეზი და ენის დანაოჭება. ძირითადი მიზეზია ინფექცია და ალერგიული მდგომარეობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მელორი-ვეისის
სინდრომი

მელორი-ვეისის სინდრომი წარმოადგენს საყლაპავის კარდიული ნაწილის ლორწოვანი შრის სპონტანურ მრავლობით დაწყლულებას. თან ახლავს სისხლდენა და სისხლიანი პირღებინება. ეტიოლოგია უცნობია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენდელსონის
სინდრომი

მენდელსონის სინდრომი არის ასთმოიდური მდგომარეობა და ფილტვის შეშუპება ნარკოზის დროს ასპირირებული კუჭის შიგთავსის ნიადაგზე. ვითარდება ნარკოზიდან 2-5 საათის შემდეგ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენდეს სინდრომი

მენდეს სინდრომი წარმოადგენს ნაწილობრივი ალბინიზმის შერწყმას მონგოლოიდურ იერთან. მემკვიდრეობს აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. დამახასიათებელია: ნაწილობრივი ალბინიზმი კანისა და თმის პიგმენტური ანომალიებით, თანდაყოლილი ყრუმუნჯობა, მონგოლოიდური სახე, ჩვეული ბლეფარიტი, ტანდაბლობა, გახლეჩილი ზედა ტუჩი, ბრაქიცეფალია, ჭკუასუსტობა, კბილების დაგვიანებული ამოსვლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენეჯერის
სინდრომი

მენეჯერის სინდრომი წარმოადგენს ნეიროცირკულურ დისტონიას მამაკაცებში, განვითარებულს ფსიქიკური, უფრო იშვიათად – ფიზიკური გადაძაბვის შედეგად. ემართებათ უპირატესად ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პირებს 40-60 წლის ასაკში. მისთვის დამახასიათებელია: შრომისუნარიანობის, ინიციატივის დაქვეითება, ადვილად დაღლა, დეპრესია, ძილის დარღვევა, სქესობრივი ლტოლვისა და პოტენციის დაქვეითება, ქოშინი უმნიშვნელო ფიზიკური დატვირთვის შემდეგაც კი, სტენოკარდია, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რადიკულური ტკივილი, მიდრეკილება გულის კუნთის ინფარქტისა და  თავის ტვინში სისხლჩაქცევისადმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენინგეალური
სინდრომი

მენინგეალური სინდრომი გამოიხატება მყარი, დიფუზური თავის ტკივილით, რასაც, ჩვეულებრივ, თან ახლავს გულისრევა და ღებინება, კანის საერთო ჰიპერესთეზია და მომატებული მგრძნობელობა სინათლისა და ბგერით გაღიზიანების მიმართ, ავადმყოფისათვის დამახასიათებელი პოზა, კეფის კუნთების რიგიდულობა და სხვ. გამოწვეულია თავის ტვინის გარსების გაღიზიანებით, მაგალითად, მენინგიტის დროს, ან სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევისას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენკებერგის
სინდრომი
მენკებერგის სინდრომი ანუ სკლეროზი გვხვდება ათეროსკლეროზის დროს და გამოიხატება ქვედა კიდურების საშუალო კალიბრის არტერიების კალციფიკაციით. არ არის გამორიცხული ამგვარი ცვლილებები საფეთქლის, საშვილოსნოსა და საკვერცხეების არტერიებშიც. თან ახლავს კიდურების გაცივების, დაბუჟების, ჭიანჭველების ცოცვის ან ტკივილის შეგრძნება. ასევე შესაძლოა განვითარდეს ლუმბალური სიმპატექტომიის შედეგად. ხშირია შაქრიანი დიაბეტის დროსაც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მენკესის
სინდრომი

მენკესის სინდრომი ანუ ხუჭუჭა თმის სინდრომი მემკვიდრეობითი დაავადებაა, გამოწვეული სპილენძის ათვისებისა და ტრანსპორტირების დარღვევით. გამოვლინდება ადრეულ ბავშვობაში მიკროცეფალიით, კრუნჩხვით, ხუჭუჭა უპიგმენტო თმით, მათი კეროვანი ცვენით. მემკვიდრეობის ტიპი რეცესიულია, X-ქრომოსომასთან შეჭიდული.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.


მენცელის სინდრომი

მენცელის სინდრომი მოიცავს სიმპტომთა ტრიადას, რომელიც ვითარდება სასულეს ავთვისებიანი სიმსივნის ზოგიერთ შემთხვევაში: კისრის ლიმფური კვანძების გადიდებას, სმენის დაქვეითებას და სამწვერა ნევრალგიას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მერშ-ვოლტმენის
სინდრომი

მერშ-ვოლტმენის სინდრომი წარმოადგენს გაურკვეველი წარმოშობის კუნთების ტკივილს. მისთვის დამახასიათებელია კუნთების მტკივნეული პროგრესირებადი შებოჭილობა. იწყება კიდურებიდან, კეფიდან, ბეჭებიდან, რამდენიმე დღეში (უფრო იშვიათად – კვირებისა და თვეების შემდეგ) პროცესი გადადის სხვა კუნთებზეც, რასაც საბოლოოდ კუნთების საერთო რიგიდულობამდე მივყავართ.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეტცენაუერ-პოლანდის
სინდრომი

მეტცენაუერ-პოლანდის სინდრომი (სინონიმები: დრაუერ-ველშის აკნე, ბესნიერ-რენოს ურტიკარია) არის დისმენორეული სიმეტრიული დერმატოზი, ნეკროზული აკნე, განგრენოზული ურტიკარია, დისჰორმონული დერმატოზის გამოვლინება. მისთვის დამახასიათებელია: სპონტანური სიმეტრიული, მკაფიოდ შემოფარგლული ერითემა, ფოლიკულური ეროზიები, ვაზომოტორული მოშლილობანი. აღნიშნული ცვლილებები რეგულარულად მეორდება, რაც უკავშირდება მენსტრუალურ ციკლს. ხშირია დისმენორეის მქონე ახალგაზრდა ქალებში, ასევე კლიმაქსამდელ პერიოდში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მეცხრე დღის
სინდრომი

მეცხრე დღის სინდრომი (სინონიმი: მილიანას სინდრომი) ანუ მეცხრე დღის ცხელება, სალვარსანის ცხელება, არის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ზოგჯერ ყალიბდება დარიშხანის პრეპარატების პარენტერალური შეყვანის მეცხრე დღეს. ახასიათებს ცხელება 39-40 გრადუსამდე, გულისრევა, ღებინება, ხახის ჰიპერემია, სახსრების ტკივილი, ელენთისა და ღვიძლის ტკივილი და გადიდება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მზის წნულის
სინდრომი

მზის წნულის სინდრომი ანუ სპლანქნიკუსის სინდრომი – ეს არის ეპიგასტრიუმში ძლიერი ტკივილის შეტევები, რომელიც ზურგში ირადირებას განიცდის. თან ახლავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა, არტერიული წნევის მერყეობა, ადინამია, სევდა და შიში. გამოწვეულია მზის წნულის დაზიანებით, მაგალითად, მუცლის ტრავმის, მუცლის ღრუს ორგანოთა დაავადებების, სოლარიტების შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიელოსპაზმური
სინდრომი

მიელოსპაზმური სინდრომისთვის დამახასიათებელია პანციტოპენია, ძვლის ტვინის ჰიპერსკლეროზულობა და ხარისხობრივი ცვლილებები სისხლის წარმოშობის სამივე შტოში. გამოყოფილია ხუთი მორფოლოგიური ქვეჯგუფი: 1. რეფრაქტული ანემია; 2. რეფრაქტული ანემია მრგვალი სიდეორბლასტებით; 3. რეფრაქტული ანემია ზედმეტი ბლასტებით; 4. რეფრაქტული ანემია ზედმეტი ბლასტებით ტრანსფორმაციის სტადიაში და 5. ქრონიკული მიელომონოციტური ლეიკოზი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მიკულიჩის
სინდრომი

მიკულიჩის სინდრომისთვის (სინონიმი: მიკულიჩ-ჰეერფორდტის სინდრომი) დამახასიათებელია საცრემლე ჯირკვლებისა და ყველა სანერწყვე ჯირკვლის გადიდება მათი სეკრეტორული ფუნქციის დაქვეითებით. აღინიშნება ლეიკოზის, ლიმფოგრანულომატოზის, ტუბერკულოზის, ათაშანგის, ენდოკრინული დარღვევების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილერის სინდრომი

მილერის სინდრომი წარმოადგენს თირკმლის ავთვისებიანი სიმსივნის (ვილმსის სიმსივნის) შეუღლებას მრავლობით ანომალიასთან. არ გამორიცხავენ მემკვიდრეობის აუტოსომურ-რეცესიული ტიპის გადაცემას. ვლინდება ანიროდიით, კატარაქტით, გლაუკომით, ტანის ჰემიჰიპერტროფიით, პიგმენტური ხალებით, მრავლობითი ჰემანგიომით, ჰიპოსპადიით, კრიპტორქიზმით, მიკროცეფალიით, ჯუჯობით, გონებრივი ჩამორჩენილობით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილერ-ტაუსინგის
სინდრომი

მილერ-ტაუსინგის სინდრომი წარმოადგენს ტუჩებზე განვითარებულ მწვავე ანთებით ცვლილებებს. მისთვის დამახასიათებელია წვა და ქავილი ტუჩსაცხის წასმიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ყველაზე ხშირად გამოწვეულია წყალში ხსნადი საღებავებით (ეოზინი, როდამინ B, ტოლუ-საფრანინი), უფრო იშვიათად – ცხიმში ხსნადით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილერ-უაიტ-ლევის
სინდრომი

მილერ-უაიტ-ლევის სინდრომი წარმოადგენს გულისა და მსხვილი სისხლძარღვების თანდაყოლილ ანომალიებს. სავარაუდოა მემკვიდრეობითი ხასიათი. გამოიხატება: პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტით, აორტის დექსტროპოზიციით, მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, ფალოს ტეტრადისგან განსხვავებით, ფილტვის არტერიის გაფართოება, სისტოლურ-დიასტოლური შუილი გულის ყველა მოსასმენ წერტილში. ეკგ – მარჯვენა კათეტერიზაცია: წნევის მომატება მარჯვენა პარკუჭში, წნევის დაცემა ფილტვის არტერიაში, შერეული არტერიოვენური შუნტი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილზის დაავადება
ანუ სინდრომი

მილზის დაავადება ანუ სინდრომი წარმოადგენს პროგრესირებად აღმავალ დამბლას. ჩვეულებრივ, იწყება ცალი ფეხიდან, მოგვიანებით გადადის მეორეზე. პათოლოგანატომიური გამოკვლევით ადგენენ თავის ტვინის პარკუჭთა გაფართოებას, თავის ტვინის დიდი ჰემოსფეროების წინა ცენტრალურ და შუბლის წილების ხვეულთა ატროფიას. იგივეა, რაც მილზის ჰემიპლეგია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილზის სინდრომი I

მილზის სინდრომი I გამოიხატება ნათხემის დაზიანების სიმპტომებთან ერთად ზერელე მგრძნობელობის დისოცირებული ხასიათის მოშლილობებით მოპირდაპირე მხარის კიდურებსა და სხეულზე, ზოგჯერ – ქორეული ჰიპერკინეზით ზედა კიდურებზე. აღინიშნება ნათხემის ზედა არტერიის დახშვისას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილზის სინდრომი II
მილზის სინდრომი II არის ნელა პროგრესირებადი ზურგტვინოვანი წარმოშობის ჰემიპლეგია.

მილიარ-გუბლერის

ალტერნაციული
სინდრომი

პათოლოგიური კერის მხარეზე აღინიშნება სახის ნერვის პერიფერიული დამბლა, ხოლო მოპირდაპირე მხარეზე – ჰემიპარეზი. გვხვდება პათოლოგიური, უფრო მეტად სისხლძარღვოვანი პროცესების დროს ვაროლის ხიდში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილის სინდრომი

მილის სინდრომი (სინონიმები: შტურგე-ვებერ-დიგიტრის სინდრომი, შტურგე-ვებერ-კრაბეს სინდრომი, პარკეს-ვებერ-ოსლერ-დიმიტრის დაავადება, შტურგე-ვებერის დაავადება) – მისი სიმპტომებია: ცალმხრივი თანდაყოლილი სისხლძარღვოვანი ხალი სახესა და ლორწოვან გარსებზე, ანგიომა თვალის სისხლძარღვოვან გარსზე, ბადურას სისხლძარღვთა კლაკნილობა, გლაუკომა, ტვინში – გაკირული უბნები. ნევროლოგიური ნიშნებია ეპილეფსია, პარეზები. არის ფსიქიკური დარღვევები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილიკენ-ზიკერტის
სინდრომი

გარდამავალი თავბრუ, თვალებში გაორება, ზოგჯერ – გონის ხანმოკლე დაკარგვით. გამოწვეულია თავის ტვინის ბაზილარული ვენის აუზსა და ხერხემლის სისტემაში სისხლის მიმოქცევის დარღვევით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილიუს-ჰეერფორდტის
სინდრომი

მილიუს-ჰეერფორდტის სინდრომი (სინონიმები: ლორეზ-მილკმენის დაავადება, ლორეზ-დებრეიზ-მილკმენის სინდრომი) ქვემწვავე ფებრილური უვეოპაროტიტია. მისთვის დამახასიათებელია ხანგრძლივი სუბფებრილიტეტი, გახდომა, კვანძოვანი ირიდოციკლიტი, ქრონიკული პაროტიტი, შესაძლოა სასქესო ჯირკვლების ანთებაც, მენინგოენცეფალიტი, სარკოიდოზისმაგვარი ცვლილებები ფილტვების მხრივ, რის გამოც არ გამორიცხავენ, ეს სინდრომი სარკოიდოზის ერთ-ერთი ვარიანტი იყოს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

მილროი-მეჯის
სინდრომი

მილროი-მეჯის დაავადება ანუ სინდრომი წარმოადგენს წვივის მემკვიდრეობით ტროფიკულ შეშუპებას. თეთრი, მკვრივი, უმტკივნეულო შეშუპება რამდენიმე წლის განმავლობაში. ვლინდება ოჯახის წევრების რამდენიმე თაობაში. ეტიოლოგია უცნობია. სავარაუდოა ზურგის ტვინის სათანადო ტროფიკული ცენტრების მემკვიდრეობითი დარღვევა.

მინკოვსკის სინდრომი

მინკოვსკის სინდრომი – საკონცენტრაციო ბანაკების სინდრომი, “ემოციური ანესთეზია” – ხანგრძლივი ფსიქიკური ტრავმისა და მუდმივი არასრული შიმშილის შედეგია. მისი ნიშნებია: სისუსტე, სიგამხდრე, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის აშლილობა, განმარტოებისკენ მიდრეკილება, უინტერესობა, ფსიქიკის სხვა ცვლილებები, ინფექციებისადმი მდგრადობის დაქვეითება. პირობების გაუმჯობესებისას ეს ავადმყოფური მდგომარეობა ქრება, მაგრამ რჩება შრომისუნარიანობის დაქვეითება. რიგ შემთხვევაში სიცოცხლის ხანგრძლივობა შემცირებულია.

მინორის სინდრომი

მინორის სინდრომი – ოჯახური ესენციური კანკალი გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. დაავადება იწყება ბავშვობის ასაკში, გვხვდება შედარებით მოზრდილებშიც. მისთვის დამახასიათებელია: კიდურების, თავისა და ენის ინტერმიტირებული კანკალი, რომელიც ძლიერდება ემოციური დაძაბვის დროს, კუნთების საერთო ჰიპოტონია.
მკურნალობა სიმპტომურია.

მიტჩელის სინდრომი
მიტჩელის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმები: ვეიერ-მიტჩელის სინდრომი, გერჰარდტის დაავადება) წარმოადგენს ერითრომელალგიას, ლოკალურ ვაზომოტორულ ნეკროზს. დამახასიათებელია შეტევისებრი მწვავე, ჩვეულებრივ, ღამის ტკივილი ქვედა კიდურებზე, რბილი ქსოვილის გაწითლება და შეშუპება. დაზიანებული უბანი უფრო თბილია, დაფარულია ოფლით, აღინიშნება ჰიპერესთეზია. თანდათან ჩნდება ცვლილებები კანზე (ეროზია, მელანოზი, გამკვრივება), ფრჩხილებზე, თმასა და ძვალზე. უპირატესად აღენიშნებათ მამაკაცებს ნერვული სისტემის სნეულებებისა და ჰიპერტონიული დაავადების დროს. გამოწვეულია სისხლძარღვთა გაფართოებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი ლიდეს – ლოფორდის

ლიდეს სინდრომი
ლიდეს სინდრომი ეწოდება არტერიული ჰიპერტენზიის შეუღლებას ჰიპოკალციემიასთან, ჰიპორენინემიასთან, პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის შემცირებასა და ნატრიუმის შეკავებასთან. ვლინდება ადრეულ ბავშვობაში, დაკავშირებულია თირკმლის მილაკებში კალიუმისა და ნატრიუმის იონების ტრანსმემბრანული ტრანსპორტიორების მემკვიდრეობით ცვლილებასთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიდლის სინდრომი
ლიდლის სინდრომი ფსევდოალდოსტერონიზმია, მემკვიდრეობითი ტუბულოპათიის ნაირსახეობა, გადაცემის, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტური ან რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: სისტოლურ-დიასტოლური ჰიპერტენზია, რომელიც ბავშვობაშივე ვლინდება, სისხლის პლაზმაში რენინის, ანგიოტენზინისა და ალდესტერონის დონის დაქვეითება, ნატრიუმის შეკავება, ჰიპოკალიემია. პათოლოგიის არსია მილაკებში კალიუმისა და ნატრიუმის მემბრანული ტრანსპორტირების დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლინიაკის სინდრომი
ლინიაკის სინდრომი (სინონიმები: აბდერჰალდენ-კაუფმან-ლინიაკის სინდრომი, აბდერჰალდენ-ფანკონის სინდრომი, ლინიაკ-ფანკონის სინდრომი) მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის რეცესიული ტიპით. გამოწვეულია ცისტინის ცვლის დარღვევით და მისი კრისტალების ჩალაგებით ძვლის ტვინის რეტიკულურ უჯრედებში, ღვიძლში, ელენთასა და ლიმფურ სისტემაში, რქოვანას უჯრედებსა და კონიუნქტივაში. დამახასითებელია ზრდაში ჩამორჩენა, ძვლებში რაქიტისებური ცვლილებები, მხედველობის დარღვევა, ამინოაციდურია, გლიკოზურია, ჰიპოფოსფატემია და ანემია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლინჩის სინდრომი
ლინჩის სინდრომი (სინონიმი: ლინჩ-ვირსმის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის რეცესიული, X ქრომოსომასთან შეკავშირებული ტიპით. დამახასიათებელია: გამშლელი ზედაპირის კიდურთა კანის უპირატესი დაზიანება – იქთიოზი, ევნუქოიდიზმი, მაღალი ტანი, სასქესო ასოს ჰიპოპლაზია, კრიპტორქიზმი, სტერილურობა, მაღალი, ინფანტილური ხმა, ზომიერი სიმსუქნე, კიფოზი. სათესლე ჯირკვლების ბიოფსიით – საერთო ატროფია, სპერმატოგენეზის დარღვევა, ლეიდიგის უჯრედების აპლაზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიონეს სინდრომი
ლიონეს სინდრომი წარმოადგენს ვირუსული ენცეფალიტისა და მიელიტის მწვავე ფორმას. იწყება ფსიქიკური მოვლენებით, გონების დაბინდვით, ჰალუცინაციებითა და სუბფიბრილიტეტით; შემდეგ ყალიბდება მხედველობის ნერვის ანთება, დვრილის შეშუპება, მხედველობის დაქვეითება, 4-5 კვირაში ტვინისმხრივი სიმპტომები ნელდება და ქრება, მაგრამ მხედველობა არ უმჯობესდება და შესაძლოა უსინათლობამდეც მივიდეს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლისაუერის სინდრომი

ლისაუერის სინდრომი წარმოადგენს სულიერ სიბრმავეს, საგნების შეცნობის უნარის დაკარგვას მხედველობის სიმახვილის, სინათლისა და ფერების შეგრძნების შენარჩუნებით. შენარჩუნებულია შეხებით საგნების შეცნობის უნარიც. გვხვდება პათოლოგიური, უმეტესად – სისხლძარღვოვანი, პროცესის კეფის წილში ლოკალიცაზიისას ან კეფისა და საფეთქლის წილებს შორის კავშირის დარღვევის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიტლ-სლოუპერ-დე
ვორდენერის სინდრომი

ლიტლ-სლოუპერ-დე ვორდენერის სინდრომი წარმოადგენს თირკმლის პერიფერიული არტერიების ანომალიის მქონე ავადმყოფებისთვის დამახასიათებელ სიმპტომოკომპლექსს. შესაძლოა იყოს თანდაყოლილიც. გამოიხატება წელის არეში შეტევითი ტკივილით, ჰემატურიით, გარდამავალი ცხელებით. თირკმლის ფუნქციური სინჯები, ინტრავენური უროგრაფია და იზოტოპური ნეფროგრაფია ნორმიდან გადახრას არ აჩვენებს. თირკმელების ანგიოგრაფია ავლენს შედარებით მცირე ზომის არტერიების სისხლსავსეობის ნაკლოვანებას. მორფოლოგიურად დასტურდება არტერიოლების ინტიმის პროლიფერაცია და ინტერსტიციული ფიბროზის მცირე უბნები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიუისის სინდრომი

ლიუისის სინდრომი (იგივე ვაზოვაგალური სინდრომი, ბრადიკარდიულ-ჰიპოტონიური სინდრომი) წარმოადგენს ბრადიკარდიის შერწყმას კანის სიფერმკრთალესთან, არტერიულ ჰიპერტენზიასთან, გულის დარტყმითი მოცულობის შემცირებასთან. გამოწვეულია ცდომილი ნერვის ტონუსის რეფლექტორული მომატებით და ვითარდება როგორც პირველი ხანმოკლე ფაზა ორგანიზმის რეაქციისა სისხლის მწვავე მასიურ დაკარგვაზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიქვორული ბლოკადის
სინდრომი

ლიქვორული ბლოკადის სინდრომი (სინონიმები: ფრუენის სინდრომი, ფრუენი-ნონეს სინდრომი, ნონეს კომპრესული სინდრომი) წარმოადგენს ზურგტვინის სითხეში ცილის სიჭარბის შეუღლებას უმნიშვნელო ციტოზთან ან ქსანტიქრომიასთან. გამოწვეულია ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში გამტარობის დარღვევით. ვითარდება, მაგალითად, ექსტრამედულარული სიმსივნეების, პაქიმენინგიტის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიხტენშტაინის სინდრომი
ლიხტენშტაინის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. დამახასიათებელია იმუნიტეტის დეფექტები – ნეიტროფილოპენია, იმუნოგლობულინ A-ს პროდუქციის დაქვეითება, ინფექციით ხშირი ავადობა, ძვლების ანომალიები – პერიფერიული ოსტეოპოროზი, მიდრეკილება მოტეხილობებისადმი, სახის სხვადასხვა ანომალია, კისტები ფილტვებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიხტენშტერნის სინდრომი
ლიხტენშტერნის სინდრომი (სინონიმი: სტრიუმპელ-ლიხტენშტერნის ენცეფალიტი) წამოადგენს ჰემორაგიულ მენინგოენცეფალიტს, პირველად ჰემორაგიულ მწვავე ენცეფალიტს, ინფექციურ მენინგოენცეფალიტს. ინფექციურ-ალერგიული ბუნებისაა, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევა თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დასაწყისი და მიმდინარეობა კომატოზური მდგომარეობით, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნებით, ცერებროსპინალურ სითხეში – სისხლი. უმეტესად იწვევს გრიპის ვირუსი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიხტჰაიმის სინდრომი
ლიხტჰაიმის სინდრომი (სინონიმები: დეინეს სინდრომი, პუტნამ-დეინეს სინდრომი), იგივე ფუნიკულური მიელოზი, წარმოადგენს ნევროლოგიურ და ფსიქიკურ დარღვევათა მძიმედ მიმდინარე კომპლექსს B12 ვიტამინდეფიციტური ანემიის დროს (იხ. ადისონ-ბირმერის დაავადება). დამახასიათებელია პარესთეზიები, ღრმა მგრძნობელობის მოშლა სპინალური ატაქსიით, ჰიპოტონია, მყესთა რეფლექსების და მოტორიკის ზოგადი დაქვეითება, პათოლოგიური რეფლექსები (ბაბინსკის, როსოლიმოს). მოსალოდნელია მანიაკური ან დეპრესიული მდგომარეობა, პარანოიდული ან დელირიოზული ნიშნები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლობშტეინის
არასრულყოფილი
ოსტეოგენეზი ანუ
სინდრომი

ლობშტეინის არასრულყოფილი ოსტეოგენეზი ანუ სინდრომი (სინონიმი: ლობშტეინ-ეკმანის სინდრომი) გამოიხატება არასრულყოფილი შენელებული ოსტეოგენეზით. გამოვლინდება პოსტნატალურ პერიოდში, ხშირად მოზრდილებშიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლონუა-კლერეტ-ლანჟერონის სინდრომი

ლონუა-კლერეტ-ლანჟერონის სინდრომი (სინონიმები: ბაბინსკი-ფრელიხის სინდრომი, ფრელიხის სინდრომი) წარმოადგენს ადიპოგენიტალურ დისტროფიას, ჰიპოფიზურ ადიპოგენიტალურ სინდრომს. მისთვის დამახასიათებელია მეზენცეფალონის დაზიანება და ჰიპოფიზის ჰორმონული დარღვევები. სიმპტომებიდან აღსანიშნავია სიმსუქნე მენჯის მიდამოში და სასქესო ორგანოების განუვითარებლობა. გვხვდება უმეტესად სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უპირატესად – ვაჟებში. მოზრდილებში აღინიშნება მესამეული სასქესო ნიშნების განუვითარებლობა, ამენორეა, სქესობრივი სისუსტე. მიზეზი უმეტესად სიმსივნეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლორენ-ლევის სინდრომი

ლორენ-ლევის სინდრომი (სინონიმი: ბერგმანის სინდრომი) გამოიხატება სქესობრივი მომწიფების შენელებით, ჯუჯისებრი სიმაღლითა და კანის პიგმენტაციის დარღვევით, იღლიებში და ბოქვენზე თმიანობის არარსებობით, ფრჩხილებისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დისტროფიით და სხვ. მიზეზია პუბერტატულ პერიოდში ჰიპოფიზის წინა ნაწილის უკმარისობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლორენსის სინდრომი I

ლორენსის სინდრომი I წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა კომპლექსს. მისთვის დამახასიათებელია: ლიპოდისტროფია, ღვიძლის ციროზი, ზრდის აჩქარება, ბავშვობაში იწყება კანქვეშა ცხიმის გაქრობა, ვითარდება ინსულინრეზისტენტული დიაბეტი კეტოზისადმი მიდრეკილების გარეშე, ჰეპატომეგალია, მუცლის გადიდება, პორტული ციროზი, საერთო კუნთოვანი ჰიპერტროფია, ძირითადი ცვლის მომატება ჰიპერთირეოზის ნიშნების გარეშე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლორენსის სინდრომი II

ლორენსის სინდრომი II (სინონიმები: ლორენს-მუნ-ბიდლ-ბარდეტის სინდრომი, ლორენს-მუნ-როზაბალ-ბიდლის სინდრომი, ბიდლის სინდრომი, ლორენსის სინდრომი II, ჰეტჩინსონის სინდრომი, ბომონდის სინდრომი, ბარდეს სინდრომი, მუნის სინდრომი, ლორენს-მუნ-ჰეტჩინსონის სინდრომი, ლორენს-მუნ-ბიდლ-კალმან-ბარდეს სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობით დიენცეფალურ-რეთინულ დეგენერაციას, რომელიც გამოიხატება ოლიგოფრენიით, თანდაყოლილი სიმსუქნით, ჰიპოტროფიული გენიტალიებით, ტანმაღლობით. თან ახლავს მხედველობის დაქვეითება ან სიბრმავე, სმენის დაქვეითება ან სიყრუე, პოლისინდაქტილია, თავის ქალას ანომალიები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.
კანის მრავლობითი პიგმენტური ლაქითა და ჰიპერგლიკემიით. უვითარდებათ ასთენიური კონსტიტუციისა და ჰიპერგლიკემიის მქონე პირებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეშ-ნაიაჰანის სინდრომი
ლეშ-ნაიაჰანის სინდრომი წარმოადგენს ჰიპერურიკემიას, ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობით მოშლას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. განპირობებულია ფერმენტ ჰიპოქსანტინფოსფორიბოზილტრანსფერაზის დეფიციტით. გამოიხატება გონებრივი ჩამორჩენილობით, ქორეოატეტოზით, აგრესიული თვითდაზიანების შეტევებით, შარდში შარდმჟავას შემცველობის მომატებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიან-სიგიე-ველტის
სინდრომი

ლიან-სიგიე-ველტის სინდრომი წარმოადგენს დიაფრაგმული თიაქრის, რეფლუქსეზოფაგიტის, ოთხივე კიდურის მორეციდივე თრომბოფლებიტის, სისხლძარღვთა თრომბოზის და არცთუ იშვიათად რკინადეფიციტური ანემიის შერწყმას. პათოგენეზი უცნობია.

ლიბოვის სინდრომი

ლიბოვის სინდრომი (სინონიმები: როზენის სინდრომი, როზენ-კასტლმენ-ლაბოვის სინდრომი) წარმოადგენს ფილტვის ალვეოლების პროტეინოზს, პნევმოფსევდოფიბროზის გამოხატულებას. მისთვის დამახასიათებელია: ხველა, ლორწოვანი ნახველი, ქოშინი, ჰემაპტოე, დოლის ჯოხების მაგვარი თითები, ფილტვის ქვედა წილებში კრეპიტაცია ან სველი ხიხინი, რენტგენოლოგიურად – ორმხრივი სიმეტრიული დაჩრდილვა. დამახასიათებელია პროცესის მიგრაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიდეს სინდრომი
ლიდეს სინდრომი ეწოდება არტერიული ჰიპერტენზიის შეუღლებას ჰიპოკალციემიასთან, ჰიპორენინემიასთან, პლაზმაში ალდოსტერონის კონცენტრაციის შემცირებასა და ნატრიუმის შეკავებასთან. ვლინდება ადრეულ ბავშვობაში, დაკავშირებულია თირკმლის მილაკებში კალიუმისა და ნატრიუმის იონების ტრანსმემბრანული ტრანსპორტიორების მემკვიდრეობით ცვლილებასთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიდლის სინდრომი

ლიდლის სინდრომი ფსევდოალდოსტერონიზმია, მემკვიდრეობითი ტუბულოპათიის ნაირსახეობა, გადაცემის, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტური ან რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: სისტოლურ-დიასტოლური ჰიპერტენზია, რომელიც ბავშვობაშივე ვლინდება, სისხლის პლაზმაში რენინის, ანგიოტენზინისა და ალდესტერონის დონის დაქვეითება, ნატრიუმის შეკავება, ჰიპოკალიემია. პათოლოგიის არსია მილაკებში კალიუმისა და ნატრიუმის მემბრანული ტრანსპორტირების დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლინიაკის სინდრომი

ლინიაკის სინდრომი (სინონიმები: აბდერჰალდენ-კაუფმან-ლინიაკის სინდრომი, აბდერჰალდენ-ფანკონის სინდრომი, ლინიაკ-ფანკონის სინდრომი) მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის რეცესიული ტიპით. გამოწვეულია ცისტინის ცვლის დარღვევით და მისი კრისტალების ჩალაგებით ძვლის ტვინის რეტიკულურ უჯრედებში, ღვიძლში, ელენთასა და ლიმფურ სისტემაში, რქოვანას უჯრედებსა და კონიუნქტივაში. დამახასითებელია ზრდაში ჩამორჩენა, ძვლებში რაქიტისებური ცვლილებები, მხედველობის დარღვევა, ამინოაციდურია, გლიკოზურია, ჰიპოფოსფატემია და ანემია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლინჩის სინდრომი
ლინჩის სინდრომი (სინონიმი: ლინჩ-ვირსმის სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის რეცესიული, X ქრომოსომასთან შეკავშირებული ტიპით. დამახასიათებელია: გამშლელი ზედაპირის კიდურთა კანის უპირატესი დაზიანება – იქთიოზი, ევნუქოიდიზმი, მაღალი ტანი, სასქესო ასოს ჰიპოპლაზია, კრიპტორქიზმი, სტერილურობა, მაღალი, ინფანტილური ხმა, ზომიერი სიმსუქნე, კიფოზი. სათესლე ჯირკვლების ბიოფსიით – საერთო ატროფია, სპერმატოგენეზის დარღვევა, ლეიდიგის უჯრედების აპლაზია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიონეს სინდრომი

ლიონეს სინდრომი წარმოადგენს ვირუსული ენცეფალიტისა და მიელიტის მწვავე ფორმას. იწყება ფსიქიკური მოვლენებით, გონების დაბინდვით, ჰალუცინაციებითა და სუბფიბრილიტეტით; შემდეგ ყალიბდება მხედველობის ნერვის ანთება, დვრილის შეშუპება, მხედველობის დაქვეითება, 4-5 კვირაში ტვინისმხრივი სიმპტომები ნელდება და ქრება, მაგრამ მხედველობა არ უმჯობესდება და შესაძლოა უსინათლობამდეც მივიდეს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლისაუერის სინდრომი

ლისაუერის სინდრომი წარმოადგენს სულიერ სიბრმავეს, საგნების შეცნობის უნარის დაკარგვას მხედველობის სიმახვილის, სინათლისა და ფერების შეგრძნების შენარჩუნებით. შენარჩუნებულია შეხებით საგნების შეცნობის უნარიც. გვხვდება პათოლოგიური, უმეტესად – სისხლძარღვოვანი, პროცესის კეფის წილში ლოკალიცაზიისას ან კეფისა და საფეთქლის წილებს შორის კავშირის დარღვევის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიტლ-სლოუპერ-დე
ვორდენერის სინდრომი

ლიტლ-სლოუპერ-დე ვორდენერის სინდრომი წარმოადგენს თირკმლის პერიფერიული არტერიების ანომალიის მქონე ავადმყოფებისთვის დამახასიათებელ სიმპტომოკომპლექსს. შესაძლოა იყოს თანდაყოლილიც. გამოიხატება წელის არეში შეტევითი ტკივილით, ჰემატურიით, გარდამავალი ცხელებით. თირკმლის ფუნქციური სინჯები, ინტრავენური უროგრაფია და იზოტოპური ნეფროგრაფია ნორმიდან გადახრას არ აჩვენებს. თირკმელების ანგიოგრაფია ავლენს შედარებით მცირე ზომის არტერიების სისხლსავსეობის ნაკლოვანებას. მორფოლოგიურად დასტურდება არტერიოლების ინტიმის პროლიფერაცია და ინტერსტიციული ფიბროზის მცირე უბნები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიუისის სინდრომი

ლიუისის სინდრომი (იგივე ვაზოვაგალური სინდრომი, ბრადიკარდიულ-ჰიპოტონიური სინდრომი) წარმოადგენს ბრადიკარდიის შერწყმას კანის სიფერმკრთალესთან, არტერიულ ჰიპერტენზიასთან, გულის დარტყმითი მოცულობის შემცირებასთან. გამოწვეულია ცდომილი ნერვის ტონუსის რეფლექტორული მომატებით და ვითარდება როგორც პირველი ხანმოკლე ფაზა ორგანიზმის რეაქციისა სისხლის მწვავე მასიურ დაკარგვაზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიქვორული ბლოკადის
სინდრომი

ლიქვორული ბლოკადის სინდრომი (სინონიმები: ფრუენის სინდრომი, ფრუენი-ნონეს სინდრომი, ნონეს კომპრესული სინდრომი) წარმოადგენს ზურგტვინის სითხეში ცილის სიჭარბის შეუღლებას უმნიშვნელო ციტოზთან ან ქსანტიქრომიასთან. გამოწვეულია ზურგის ტვინის სუბარაქნოიდულ სივრცეში გამტარობის დარღვევით. ვითარდება, მაგალითად, ექსტრამედულარული სიმსივნეების, პაქიმენინგიტის დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიხტენშტაინის სინდრომი

ლიხტენშტაინის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. დამახასიათებელია იმუნიტეტის დეფექტები – ნეიტროფილოპენია, იმუნოგლობულინ A-ს პროდუქციის დაქვეითება, ინფექციით ხშირი ავადობა, ძვლების ანომალიები – პერიფერიული ოსტეოპოროზი, მიდრეკილება მოტეხილობებისადმი, სახის სხვადასხვა ანომალია, კისტები ფილტვებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიხტენშტერნის სინდრომი

ლიხტენშტერნის სინდრომი (სინონიმი: სტრიუმპელ-ლიხტენშტერნის ენცეფალიტი) წამოადგენს ჰემორაგიულ მენინგოენცეფალიტს, პირველად ჰემორაგიულ მწვავე ენცეფალიტს, ინფექციურ მენინგოენცეფალიტს. ინფექციურ-ალერგიული ბუნებისაა, ახასიათებს მრავლობითი სისხლჩაქცევა თავის ტვინსა და მის გარსებში, მძაფრი დასაწყისი და მიმდინარეობა კომატოზური მდგომარეობით, თავის ტვინის ღეროს დაზიანების ნიშნებით, ცერებროსპინალურ სითხეში – სისხლი. უმეტესად იწვევს გრიპის ვირუსი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიხტჰაიმის სინდრომი

ლიხტჰაიმის სინდრომი (სინონიმები: დეინეს სინდრომი, პუტნამ-დეინეს სინდრომი), იგივე ფუნიკულური მიელოზი, წარმოადგენს ნევროლოგიურ და ფსიქიკურ დარღვევათა მძიმედ მიმდინარე კომპლექსს B12 ვიტამინდეფიციტური ანემიის დროს (იხ. ადისონ-ბირმერის დაავადება). დამახასიათებელია პარესთეზიები, ღრმა მგრძნობელობის მოშლა სპინალური ატაქსიით, ჰიპოტონია, მყესთა რეფლექსების და მოტორიკის ზოგადი დაქვეითება, პათოლოგიური რეფლექსები (ბაბინსკის, როსოლიმოს). მოსალოდნელია მანიაკური ან დეპრესიული მდგომარეობა, პარანოიდული ან დელირიოზული ნიშნები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლობშტეინის
არასრულყოფილი
ოსტეოგენეზი ანუ
სინდრომი

ლობშტეინის არასრულყოფილი ოსტეოგენეზი ანუ სინდრომი (სინონიმი: ლობშტეინ-ეკმანის სინდრომი) გამოიხატება არასრულყოფილი შენელებული ოსტეოგენეზით. გამოვლინდება პოსტნატალურ პერიოდში, ხშირად მოზრდილებშიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლონუა-კლერეტ-ლანჟერონის
სინდრომი

ლონუა-კლერეტ-ლანჟერონის სინდრომი (სინონიმები: ბაბინსკი-ფრელიხის სინდრომი, ფრელიხის სინდრომი) წარმოადგენს ადიპოგენიტალურ დისტროფიას, ჰიპოფიზურ ადიპოგენიტალურ სინდრომს. მისთვის დამახასიათებელია მეზენცეფალონის დაზიანება და ჰიპოფიზის ჰორმონული დარღვევები. სიმპტომებიდან აღსანიშნავია სიმსუქნე მენჯის მიდამოში და სასქესო ორგანოების განუვითარებლობა. გვხვდება უმეტესად სქესობრივი მომწიფების პერიოდში, უპირატესად – ვაჟებში. მოზრდილებში აღინიშნება მესამეული სასქესო ნიშნების განუვითარებლობა, ამენორეა, სქესობრივი სისუსტე. მიზეზი უმეტესად სიმსივნეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლორენ-ლევის სინდრომი

ლორენ-ლევის სინდრომი (სინონიმი: ბერგმანის სინდრომი) გამოიხატება სქესობრივი მომწიფების შენელებით, ჯუჯისებრი სიმაღლითა და კანის პიგმენტაციის დარღვევით, იღლიებში და ბოქვენზე თმიანობის არარსებობით, ფრჩხილებისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის დისტროფიით და სხვ. მიზეზია პუბერტატულ პერიოდში ჰიპოფიზის წინა ნაწილის უკმარისობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლორენსის სინდრომი I

ლორენსის სინდრომი I წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა კომპლექსს. მისთვის დამახასიათებელია: ლიპოდისტროფია, ღვიძლის ციროზი, ზრდის აჩქარება, ბავშვობაში იწყება კანქვეშა ცხიმის გაქრობა, ვითარდება ინსულინრეზისტენტული დიაბეტი კეტოზისადმი მიდრეკილების გარეშე, ჰეპატომეგალია, მუცლის გადიდება, პორტული ციროზი, საერთო კუნთოვანი ჰიპერტროფია, ძირითადი ცვლის მომატება ჰიპერთირეოზის ნიშნების გარეშე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლორენსის სინდრომი II

ლორენსის სინდრომი II (სინონიმები: ლორენს-მუნ-ბიდლ-ბარდეტის სინდრომი, ლორენს-მუნ-როზაბალ-ბიდლის სინდრომი, ბიდლის სინდრომი, ლორენსის სინდრომი II, ჰეტჩინსონის სინდრომი, ბომონდის სინდრომი, ბარდეს სინდრომი, მუნის სინდრომი, ლორენს-მუნ-ჰეტჩინსონის სინდრომი, ლორენს-მუნ-ბიდლ-კალმან-ბარდეს სინდრომი) წარმოადგენს მემკვიდრეობით დიენცეფალურ-რეთინულ დეგენერაციას, რომელიც გამოიხატება ოლიგოფრენიით, თანდაყოლილი სიმსუქნით, ჰიპოტროფიული გენიტალიებით, ტანმაღლობით. თან ახლავს მხედველობის დაქვეითება ან სიბრმავე, სმენის დაქვეითება ან სიყრუე, პოლისინდაქტილია, თავის ქალას ანომალიები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.


ლორწოვანი გარსების
ნევრომების სინდრომი

ლორწოვანი გარსების ნევრომების სინდრომი იგივეა რაც, მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის ტიპი IIO ანუ ტიპი III. მისთვის,  ტიპი II-ისგან, ანუ სპილოს სინდრომისგან (იხ.) განსხვავებით, დამახასიათებელია სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილის დაზიანების ფართო სპექტრი. ავთვისებიან პროცესში ჩართულია არა მარტო შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, არამედ პერიფერიული ნერვული სისტემაც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლოუვეს ანუ ლოვეს
სინდრომი

ლოუვეს ანუ ლოვეს სინდრომი იგივეა, რაც ცერებროოკულორენული სინდრომი, ოკულოცერებრორენული სინდრომი. ამ დროს დე ტონ-დებრე-ფანკონის სინდრომს ემატება თვალებისმხრივი მოვლენები (სინათლის შიში, ნისტაგმი, თანდაყოლილი გლაუკომა, რქოვანას შემღვრევა, ორმხრივი კატარაქტა, მხედველობის დაკარგვა), რასაც მოსდევს თირკმლის მილაკების დაზიანება, ჰიპერამიდოაციდურია. ავადდებიან მხოლოდ ვაჟები. გადაცემის ტიპი უპირატესად რეცესიულია, შეკავშირებული X ქრომოსომასთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლოუის-კონის
სინდრომი

ლოუის-კონის სინდრომი წარმოადგენს პირველად ალდოსტერონიზმს, რომელიც განვითარებულია თირკმელზედა ჯირკვლების ქერქოვანი შრის სიმსივნის ან ჰიპერპლაზიის ნაიდაგზე. პათოგენეზური მნიშვნელობა აქვს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას, კალიუმის მომატებულ გამოყოფას შარდით, ჰიპოკალიემიას. კლინიკურ სურათში წამყვანია არტერიული ჰიპერტენზია, კუნთების სისუსტე, შესაძლოა ტეტანია. დიაგნოზი ზუსტდება სუპრარენორენტგენოგრაფიით, სისხლსა და შრატში ალდოსტერონის განსაზღვრით. სადიფერენციაციო მნიშვნელობა აქვს სისხლში რენინის კონცენტრაციის განსაზღვრას, რომელიც ამ დროს, მეორეული ალდოსტერონიზმისგან განსხვავებით, მომატებული არ არის.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლოუნ-ჯენონ-ლევინის სინდრომი
ლოუნ-ჯენონ-ლევინის სინდრომი (სინონიმი: კლერკ-ლევი-კრისტესკოს სინდრომი) არის პარკუჭების ნაადრევი აღგზნების სინდრომი, რომელიც მიმდინარეობს პარკუჭშიდა გამტარობის დარღვევის გარეშე. მოსალოდნელია პარკუჭზედა ტაქიკარდიების განვითარებისკენ მიდრეკილების დროს. ელექტროგრამაზე აღინიშნება PQ ინტერვალის ხანგრძლივობის შემცირება (მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლოუ-ტერეი-მაკლაჰლანის
სინდრომი

ლოუ-ტერეი-მაკლაჰლანის სინდრომი, იგივე ოკულოცერებრორენული სინდრომი, წარმოადგენს თირკმელების მილაკოვან მემკვიდრეობით უკმარისობას გონებრივი ჩამორჩენილობით, კატარაქტითა და გლაუკომით. ვლინდება ჩვილ ასაკში. დამახასიათებელია ფიზიკური და ფსიქიკური ჩამორჩენილობა, პროპორციული ჯუჯა ტანი, კრიპტორქიზმი, ორმხრივი თანდაყოლილი კატარაქტა და გლაუკომა, ჰიდროფთალმი. შარდში დასტურდება ზომიერი ალბუმინურია, ამინოაციდურია, გლიკოზურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლოუტიტეს ანუ ლუტის
სინდრომი

ლოუტიტეს ანუ ლუტის დაავადება ანუ სინდრომი წარმოადგენს ქრონიკულად, დუნედ, კრიზების გარეშე მიმდინარე ჰემოლიზურ ანემიას. ამ დროს კანი სანთლისფერია, ბილირუბინი სისხლში მომატებული არ არის, ელენთა გადიდებულია, აღინიშნება სფეროციტოზი და რეტიკულოციტოზი, ერითროციტების ოსმოსური რეზისტენტობა დაქვეითებულია, ედსი – აჩქარებული, კუმბსის რეაქცია – დადებითი. ვითარდება მიელომური დაავადების, ინფექციური მონონუკლეოზის, ბენიე-ბეკ-შაუმანის დაავადების დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლოფორდის
სინდრომი

ლოფორდის სინდრომი მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსია, სავარაუდოდ, გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ან რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია: სახის ანგიომატოზი (სისხლძარღვოვანი ხალი), თვალის სისხლძარღვოვანი გარსის ანომალიები, გვიანი გლაუკომა. წარმოადგენს სტერვებერის სინდრომის არასრულ ფორმას.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი ლაიტვუდის – ლიბოვის

ლაიტვუდის სინდრომი
ლაიტვუდის სინდრომი წარმოადგენს ლაიტვუდ-ოლბრაიტის სინდრომის ვარიანტს, რომელიც თირკმლის მილაკების პროქსიმული ნაწილის ბიკარბონატების ანიონთა რეაბსორბციის უუნარობის შედეგია. გვხვდება უპირატესად ბავშვებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლაიტვუდ-ოლბრაიტის
სინდრომი

ლაიტვუდ-ოლბრაიტის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ჰიპოპარათირეოზის ერთ-ერთ ფორმას. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. გამოიხატება პოლიურიით, მძიმე მოგვიანებითი რაქიტით, ძვლების გამრუდებითა და სპონტანური მოტეხილობებით, დიფუზური ოსტეოპოროზით, ნეფროკალცინოზით, ნეფროლითიაზით და მჟავატუტოვანი წონასწორობის დარღვევით. ჩვილებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო მოზრდილებსა და ზრდასრულებში – მძიმედ. განასხვავებენ სინდრომის ორ ფორმას: ლაიტვუდის სინდრომს და ბატლერ-ლაიტვუდ-ოლბრაიტის სინდრომს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლამბერტ-იტონის  ტიპის
მიასთეზიური სინდრომი

მიასთეზიური სინდრომის  ლამბერტ-იტონის ტიპისთვის დამახასიათებელია მოძრაობითი დარღვევების ტიპობრივი ლოკალიზაცია, მყესთა რეფლექსების დაკნინება, დადებითი რეაქცია გუანიდინის შეყვანაზე. შესაძლოა ამ სინდრომის შეუღლება ფილტვის კიბოსთან და ნათხემის ატროფიასთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლამბლინგის სინდრომი

ლამბლინგის სინდრომი იგივე პოსტგასტროექტომიური სინდრომია, რომელიც წარმოადგენს გასტროექტომიის მოგვიანებით გართულებას და საყლაპავიდან საკვების უშუალოდ ნაწლავში გადასვლის შედეგია. ამ დროს ირღვევა მონელების პროცესი. ვლინდება ძლიერი და სწრაფი გახდომით, დიარეით, შეშუპებით, ანემიით, ჰიპოპროტეინემიით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლამი-მაროტის სინდრომი

ლამი-მაროტის სინდრომი (სინონიმები: ლამის სინდრომი, მუკოპოლისაქარიდოზი VI) წარმოადგენს მემკვიდრეობით ქონდროზს – ტროფიკული დიზოსტინიის ნაირსახეობას (ე.წ. დისტროფიული ქონდრისკაცობა). გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. დამახასიათებელია: დისპროპორციული ჯუჯა სიმაღლე კიდურთა პროქსიმული ნაწილების უპირატესი დამოკლებით, ტერფის ანომალიები, იზოდაქტილია, თორაკალური სკოლიოზი, სასის გაპობა.

ლანგერ-გიდიონის
სინდრომი

ლანგერ-გიდიონის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსს. დამახასიათებელია გონებრივი განუვითარებლობა, მიკროცეფალია, მრავლობითი ექზოსტოზი, დანაოჭებული კანი, სახსრებში მოძრაობის მომატება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციისადმი მომატებული მიდრეკილება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლანდრის აღმავალი
დამბლა ანუ სინდრომი

ლანდრის აღმავალ დამბლას ანუ სინდრომს განსაკუთრებით სწრაფი მიმდინარეობა ახასიათებს. პროცესი იწყება კიდურების რბილი დამბლით, შემდეგ გადადის ხელებზე, ბოლოს აღწევს თავის ტვინის ბულბურ ნაწილს და რამდენიმე დღეში სრულდება სიკვდილით სუნთქვის დამბლისა და გულის მუშაობის მოშლის გამო. შესაძლოა განვითარდეს პოლიომიელიტის, პოლირადიკულიტის და სხვა დროს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლანდრი-გილენ-ბარეს
სინდრომი

ლანდრი-გილენ-ბარეს სინდრომი (სინონიმები: გილენ-ბარე-შტროლის სინდრომი, გილენ-ბარეს (გიიენ-ბარეს) სინდრომი) წარმოადგენს პირველად მწვავე იდიოპათიურ პოლირადიკულონევრიტს (პოლირადიკულიტი), რომლისთვისაც დამახასიათებელია კუნთების პერიფერიული დამბლები და ცერებროსპინალურ  სითხეში ცილისა და უჯრედთა დისიოციაცია ზედაპირული მგრძნობელობის შენარჩუნებით. შესაძლოა ჰქონდეს აღმავალი ხასიათი სახის, ხორხისა და ხახის კუნთების ჩათრევით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლანეს სინდრომი
ლანეს სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ დისპლაზიას ღვიძლის ციროზის დროს. არცთუ იშვიათად გვხვდება პალმალური და პლანტარული ერითემები, რაც პერიფერიულ სისხლძარღვთა გაფართოების შედეგია. ასეთი ერითემები გვხვდება ფილტვების ქრონიკული ტუბერკულოზის, რევმატოიდული ართრიტის, ავთვისებიანი სიმსივნეებისა და სხვა ქრონიკული დაავადებების დროსაც, როდესაც ერთდროულად აღინიშნება კვების მოშლა და ჰიპოპროტეინემია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლანელონგ-აშარის
სინდრომი

ლანელონგ-აშარის სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ ელეფანტიაზს ანუ გასპილოვნებას. მისთვის დამახასიათებელია: ქვედა კიდურების გადიდება ლიმფური სადინარების გაფართოების, კანისა და კანქვეშა ქსოვილების ინფილტრაციის გამო, ცვლილებებს აქვს პოლიკისტოზური ხასიათი. ძვლები უცვლელია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლარსენის სინდრომი

ლარსენის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს, რომლის გადაცემის ტიპი უმეტესად აუტოსომურ-დომინანტურია, იშვიათად – რეცესიული. მისთვის დამახასიათებელია: ბრტყელი სახე, წინ წამოწეული თითები, გაპობილი სასა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლარსენ-იოჰანსენის
სინდრომი

ლარსენ-იოჰანსენის სინდრომი წარმოადგენს კვირისტავის გაძვალების დარღვევას. ვლინდება მისი შესივებით და მტკივნეულობით პალპაციის დროს, მუხლის სახსრის მორეცედივე ჰიდრართროზით, ძირითადად გვხვდება სიყმაწვილეში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლარუელის სინდრომი

ლარუელის სინდრომი (იგივე კეფის ხვრელის სინდრომი) გამოიხატება შეტევითი ხასიათის თავის ტკივილით, კისრის კუნთების ხანმოკლე კრუნჩხვებით ან მათი მყარი კონტრაქტურით, სახისა და კისრის ვაზომოტორული დარღვევებით, პროგრესირებადი ტაქიპნოეთი და საყლაპავის სპასტიკური შეკუმშვებით. ვითარდება თავის ქალას უკანა ფოსოს სიმსივნის დროს, თავის ტვინის ჩაჭედვის შემთხვევაში კეფის ნახვრეტში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლასთენი დე ფერჟოლის
სინდრომი

ლასთენი დე ფერჟოლის სინდრომი (სახელწოდება დაკავშირებულია ფრანგული ლიტერატურის ერთ-ერთ პერსონაჟთან) პიროვნების ფსიქოპათიური სტრუქტურის გამოვლინებაა. ავადმყოფები ხელოვნურად იწვევენ სისხლდენას (ცხვირიდან, ბუასილის კვანძებიდან, ჭრილობიდან და ა.შ.), ანდა სპეციალურად უშლიან ხელს მის შეჩერებას. აქედან გამომდინარეობს ჰიპოქრომული ანემია თავისი სიმპტომებით. ჩვეულებრივ, აღინიშნება ქალებში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლაურელ-ერიკსონის
სინდრომი

ლაურელ-ერიკსონის სინდრომი წარმოადგენს ფილტვების მემკვიდრეობით ემფიზემას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ბავშვობიდან ფილტვების დიფუზური ობსტრუქციული ემფიზემა, პროგრესიული ქოშინი. ქრონიკული ბრონქიტის სიმპტომები არ შეინიშნება. სისხლში დაქვეითებულია ან საერთოდ არ არის ალფა-პირველი გლობულინი და ალფა-პირველი ანტიტრიფსინი. არ დასტურდება ანემია. ზოგჯერ გვხვდება ღვიძლის ციროზი და კატარაქტა, გინეკოტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლაფტის სინდრომი

ლაფტის სინდრომი წარმოადგენს განივზოლიანი კუნთების მიტოქონდრიების მემკვიდრეობითი ანომალიების სიმპტომოკომპლექსს. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. ახასიათებს: პროფუზული ოფლი, პოლიდიფსია პოლიურიის გარეშე, პოლიფაგია, პროგრესიული სიგამხდრე, ასთენია, კუნთების სისუტე და ატროფია, პათოლოგიური ელექტრომიოგრამა, მყესთა ღრმა რეფლექსების გაქრობა. მნიშვნელოვნად არის მომატებული ძირითადი ცვლა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლაქტორეა-ამენორეის
სინდრომი

ლაქტორეა-ამენორეის სინდრომი  არის პათოლოგია, რომლის კლინიკური სიმპტომატიკა გაპირობებულია ჰიპოფიზის წინა ნაწილის მიერ პროლაქტინის მოჭარბებული პროდუქციით.
ჰიპერპროლაქტინემია ვითარდება ნეიროტრანსმიტერული კონტროლის (ძირითადად – კატექოლამინურისა, ნაკლებად – სეროტონინულისა), ჰიპოთალამურ ჰორმონთა სეკრეციის, ჰიპოფიზის მიერ პროლაქტინის პროდუქციის შემაკავშირებელი და გამათავისუფლებელი მოქმედების დარღვევათა შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლებლოვიტცის სინდრომი
ლებლოვიტცის სინდრომი (სინონიმი: იაკობის სტომატიტი) პირის ღრუს ლორწოვანი გარსის მორეციდივე აფთების ნაირსახეობაა. მიმდინარეობს მსუბუქად, აფთები, ჩვეულებრივ, ერთ კვირაში ქრება, მაგრამ მალევე ვითარდება რეციდივი. იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსთან ახლო მდგომი ვირუსი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლედერჰოზის სინდრომი
ლედერჰოზის სინდრომი ე. წ. მცირე კოლაგენოზის ნაირსახეობაა. ახასიათებს  ქვედა კიდურებზე, თითების ფუძესთან, ერთი ან რამდენიმე ზეთისხილისოდენა ან უფრო პატარა წითელი, შეხებისას უმტკივნეულო ან ოდნავ მგრძნობიარე შესქელება. ზოგჯერ ვითარდება სპონტანური რეგრესია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლედის სინდრომი
ლედის სინდრომი წარმოადგენს წვრილი  ნაწლავის ფიქსაციის თანდაყოლილ მანკს, რომელსაც ნაწლავთა გაუვალობამდე მივყავართ. რენტგენოლოგიურად დასტურდება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ძლიერი გაფართოება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლევანდოვსკის სინდრომი

ლევანდოვსკის სინდრომი წარმოადგენს თანდაყოლილ პიგმენტურ ხალს, რომელსაც აქვს წინ წამოწეული პაპულების ფორმა. პაპულები 2-3 მმ დიამეტრისაა, მოთეთრო-მოყვითალო, მკვრივი, გარს ახვევია ფერნაცვალი კანი. უმეტესად ლოკალიზებულია მკერდის ცალ მხარეს. ჰისტოლოგიურად წარმოადგენს შემაერთებელი ქსოვილის ჰიპერპლაზიას.

ლევენ-როთის სინდრომი
ლევენ-როთის სინდრომი აღენიშნებათ ჯალღუზისებრი სხეულის მარცვლოვანი გადაგვარების მქონე ავადმყოფებს. მისთვის დამახასიათებელია: ჯუჯისებრი ტანი, ჰიპოთირეოზი, გონებრივი ჩამორჩენილობა. სიმპტომები ვლინდება ბავშვობაში.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლევენფელდ-ჰენებერგის
სინდრომი

ლევენფელდ-ჰენებერგის სინდრომი (აფექტური ადინამია, ემოციური ტონუსის ბლოკადა) წარმოადგენს კატაპლექსიას – კუნთების ტონუსის ხანმოკლე პაროქსიზმულ დაკარგვას, რის გამოც ადამიანი ეცემა, თუმცა გონს არ კარგავს. უმეტესად დაკავშირებულია ძლიერ ემოციურ გაღიზიანებასთან. კიდევ ერთი დამახასიათებელი ნიშანია ნარკოლეფსიის ან ჟელინიის დაავადებისა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეიდენ-მებიუს-ციმერლინის
სინდრომი

ლეიდენ-მებიუს-ციმერლინის სინდრომი წარმოადგენს კუნთთა პროგრესიული ატროფიის ფორმას, რომლის დროსაც ატროფირებულია მენჯის სარტყლისა და ბარძაყის კუნთები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეიდიგის სინდრომი
ლეიდიგის სინდრომი გამოიხატება  ვაჟებში სქესობრივი განვითარების დარღვევით. დამახასიათებელია სათესლე ჯირკვლების გლანდულოციტების (ლეიდიგის უჯრედების) არასრულყოფილება სხვა სტრუქტურათა შენარჩუნებით. გამოიხატება ღარიბი თმიანობითა და გინეკომასტიით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეინის სინდრომი

ლეინის სინდრომის დროს პირის ღრუში შეინიშნება გალვანიზაციის მოვლენები, რასაც კბილების ხელოვნური გვირგვინები ან სხვადასხვა მეტალის ბჟენები იწვევს. დამახასიათებელია: წვა და ტკივილი პირის ღრუში, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ეროზიები, თავის ტკივილი, ლაბილური არტერიული წნევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეიტნერის სინდრომი
ლეიტნერის სინდრომი წარმოადგენს ლიმფური კვანძების გენერალიზებულ კაზეოზურ ტუბერკულოზს ატიპური მიმდინარეობით. დამახასიათებელია: ტემპერატურის მომატება, ცუდი საერთო თვითშეგრძნება, ლიმფური კვანძების გადიდება, პანციტოპენია, ედს-ის მნიშვნელოვანი აჩქარება, კაზეოზური ტუბერკულოზური ცვლილება სხვა ორგანოებში (ფილტვები, თირკმელები, ძვლები). პროგნოზი გაურკვეველია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეიტონ-ტორნბულ-ბრეტონის
სინდრომი

ლეიტონ-ტორნბულ-ბრეტონის სინდრომი წარმოადგენს თიმუსის მაკროგენიტოსომიას, ჰორმონული დარღვევები მსგავსია კუშინგის სინდრომისა. დამახასიათებელია ბავშვებში სიმსუქნე და კუნთების ზომაზე მეტი განვითარება. გამოწვეულია მკერდუკანა ჯირკვლის პირველადი სიმსივნით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლემან-რობინგ-მიულერის
სინდრომი

ლემან-რობინგ-მიულერის სინდრომი (სინონიმები: რიბანგის სინდრომი I, მიულერ-რიბინგ-კლემენტის სინდრომი) სახსრების ეპიფიზთა იზოლირებული დიზოსტოზია. ახასიათებს: სხვადასხვა ძვლის ეპიფიზთა დეფორმაცია და შეჭმუხვნა ოსტეომალაციისადმი მიდრეკილებით, იშვიათად – ჯუჯის სიმაღლე, სუბიექტურად – ტკივილი და შეზღუდულობა სახსრებში. ჩვეულებრივ, ვლინდება ბავშვობაში, ზოგჯერ აღინიშნება ჰიპოთირეოზის სიმპტომები. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლემიურ-ბოლტანსკი-ჟიუსტინ-ბეზანსონის
სინდრომი

ლემიურ-ბოლტანსკი-ჟიუსტინ-ბეზანსონის სინდრომი წარმოდგენს  ალკოჰოლური პოლინევრიტის ფორმას. გვხვდება უმეტესად ფილტვის ტუბერკულოზით დაავადებულ ქალებში. ხშირად კორსაკოვის სინდრომი ერწყმის ღვიძლის ცვლილებებს. დამახასიათებელია ფილტვების ტუბერკულოზის სწრაფი განვითარება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენგერ-გიდიონის  
სინდრომი

ლენგერ-გიდიონის  სინდრომი წარმოდგენს  მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-დომინანტურია. დამახასიათებელია: გონებრივი განვითარების შეჩერება, მიკროცეფალია, მრავლობითი ეგზოსტოზი, დაკეცილი კანი, სახსართა გადაჭიმვა, ზედა სასუნთქი გზების ინფექციებისადმი მიდრეკილება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენდინგ-ოპენჰეიმერის
სინდრომი

ლენდინგ-ოპენჰაიმერის სინდრომი მემკვიდრეობითი ლიპოიდოზის ნაირსახეობაა. გადაცემის ტიპი, სავარაუდოდ, აუტოსომურ-რეცესიულია. ახასიათებს: ინფექციებისადმი მომატებული მგრძნობელობა, ფაღარათი, ღვიძლის პროგრესირებადი უკმარისობა, ღვიძლში, ელენთასა და ნაწლავთა ლორწოვან გარსში ცეროიდის ჩალაგება (პიგმენტაცია), რომელიც ახლოსაა ლიპოფუსცინთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენდორფის სინდრომი

ლენდორფის სინდრომი გარდამავალი ანემიაა, როგორც ჩანს, ალერგიული ბუნებისა. აღენიშნებათ ახალშობილებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენობლ-ობინოს  
სინდრომი

ლენობლ-ობინოს სინდრომი წარმოადგენს ნისტაგმ-მიოკლონიას. ეს მემკვიდრეობითი პათოლოგიაა, რომელიც გადაეცემა დომინანტური ტიპით და მიმდინარეობს ნერვული სისტემის უპირატესი დაზიანებით. გამოიხატება თანდაყოლილი ნისტაგმით, კუნთების ფასციკულარული შეკუმშვით, თავისა და ხელების ტრემორით, ჰიპერრეფლექსიით, ვაზომოტორული დარღვევებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლენცის სინდრომი
ლენცის სინდრომი წარმოადგენს მემკვიდრეობით ანომალიათა კომპლექსს, რომლის გადაცემა ხდება რეცესიული, X-ქრომოსომასთან შეკავშირებული ტიპით. მისთვის დამახასითებელია: თვალების ანომალიები (მიკროფთალმი, ენოფთალმი), ჩონჩხის ანომალიები (გრძელი გულმკერდი, ლორდოზი, ხელ-ფეხის ცალკეული თითების დამოკლება, დაბალი ტანი, ვიწრო მხრები), ზოგიერთი კბილის აგენეზია, ორმხრივი კრიპტორქიზმი, ჰიპოსპადია, შარდსაწვეთების გაფართოება, თირკმელების დისპლაზია, გონებრივი ჩამორჩენილობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეოპოლდ-ლევის
სინდრომი

ლეოპოლდ-ლევის სინდრომი წარმოადგენს ინტერმისიულ თირეოტოქსიკოზს. ეს არის ტოქსიკური ჩიყვის ნაირსახეობა, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვლის გამოხატული ჰიპერფუნქციის პერიოდებს ეუთირეოზისა ცვლის.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეოტის სინდრომი
ლეოტის სინდრომი წარმოადგენს სუბჰემატურ პერივისცერიტს (გულმკერდისა და მუცლის ღრუს ორგანოთა გარემომცველი ქსოვილების ანთებას, რომელიც მათი ფორმისა და ფუნქციის დარღვევით მიმდინარეობს). ამ სინდრომისთვის დამახასიათებელია ღვიძლქვეშა პერივისცერიტის კლინიკური სურათი: ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში, არცთუ იშვიათად – ჭვლის სახით, გულისრევა, მეტეორიზმი, ქრონიკული ქოლეცისტიტისა და აპენდიციტის ნიშნები.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეპეს სინდრომი

ლეპეს სინდრომი, იგივე ენტეროოქსალურიული სინდრომი, მჟაუნჟავას მემკვიდრეობითი დიათეზი, მემკვიდრეობითი ბუნებისაა. გადაცემის ტიპი აუტოსომურ-რეცესიულია. ლეპეს სინდრომისთვის დამახასიათებელია: ქრონიკული დისპეფსია, მეტეორიზმი, ცალკეული პროდუქტების მოუნელებლობა (ისპანახი, კვერცხი, ბრინჯი), ჰეპატომეგალია, ანამნეზში სიყვითლე, სანაღვლე გზების დისკინეზია ან ქოლელითიაზი, კუჭუკანა ჯირკვლის უკმარისობა, ნაწლავების ანომალიები (დივერტიკულოზი, გაფართოება), ნეფროლითიაზი (ოქსალატური კენჭები), ჰიპეროქსალემია, ჰიპეროქსალურია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერის სინდრომი
ლერის დაავადება ანუ სინდრომი I, იგივე მელორეოსტოზი, მემკვიდრეობითი პათოლოგიაა გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ერთი ან რამდენიმე ძვლის, უპირატესად – ზედა ან ქვედა კიდურების ძვლების, ძვლოვანი სტრუქტურის მკვეთრი გამსხვილება. დაავადება დაკავშირებულია ოსტეოგენეზის ანომალიასთან. ავადმყოფები უჩივიან ტკივილებს, რომლებიც ძლიერდება ღამით. ახალგაზრდებს აღენიშნებათ დაზიანებული კიდურის სისუსტე, გაურკვეველი სიმძიმის შეგრძნება, კუნთების ატროფია. მოგვიანებით ამას ერთვის სახსრებში მოძრაობის გაძნელება, რომელიც თანდათანობით პროგრესირებს. ექვემდებარება მკურნალობას. პროგნოზი კეთილსაიმედოა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერის პლეონოსტეოზი
ანუ სინდრომი II

ლერის პლეონოსტეოზი ანუ სინდრომი II წარმოადგენს მემკვიდრეობით პოლიპოზურ დიზოსტომიას გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. ამ დროს ირღვევა ჩონჩხის განვითარება: ტორსი მოკლეა, თავის ქალა – დიდი, დეფორმირებულია ძვლების სასახრე დაბოლოებანი, სახსრებსა და ხერხემალში მოძრაობა შეზღუდულია, თითები მსხვილია, ძეხვისებური, ფიქსირებულია მოხრილ მდგომარეობაში პირველ ფალანგთაშორის სახსარში. ხასიათდება დაბალი ტონით, დამახასიათებელია ტიპური მონგოლოიდური სახე, გონებრივი ჩამორჩენილობა, ანთროტროპიზმი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერის სინდრომი III

ლერის სინდრომი III (სინონიმი: ლერი-მოლინ-დე ტეისიეს სინდრომი) ვითარდება ფილტვის მწვერვალის ტუბერკულოზის დროს ნერვულ ელემენტებზე გადიდებული ლიმფური კვანძების ზეწოლის შედეგად. მისთვის დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი და მგრძნობელობის დარღვევა მხრის მიდამოში. შესაძლოა ამ მიდამოს მსუბუქი პარეზიც.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერის სინდრომი IV
ლერის სინდრომი IV, იგივე პოლიტოპური დიზოსტოზი (სინონიმი: ლერი-ვეილის სინდრომი) განეკუთვნება თანდაყოლილ ენქონდრულ დიზოსტოზთა რიცხვს გადაცემის აუტოსომურ-დომინანტური ტიპით. მისთვის დამახასიათებელია ჩონჩხის განვითარების დარღვევა – გრძელი ლულოვანი ძვლების დამოკლება, გასქელება და გამრუდება, კისრის მალების დეფორმაცია, ლორდოზი, მრავლობითი ეგზოსტოზი. ინტელექტი შენარჩუნებულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერი-კინდბერგის
სინდრომი

ლერი-კინდბერგის სინდრომისთვის დამახასიათებელია ინფილტრატი ფილტვებში, გამოხატული ლეიკოციტოზი და ეოზინოფილია. იწყება მწვავედ, მიმდინარეობს მაღალი სეპტიკური ციებ-ცხელებით, ოფლდენით, პლევრის ღრუში ზომიერი გამონაჟონით. პროგნოზი კარგია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლერი-ზუდეკის
სინდრომი

ლერი-ზუდეკის სინდრომი (სინონიმი: ზუდეკის სინდრომი) წარმოადგენს ძვლის ქსოვილის მწვავე ატროფიას, რომელიც განვითარებულია ძვალ-სახსართა მექანიკური დაზიანების ან ანთებითი პროცესის შედეგად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეტულის სინდრომი

ლეტულის სინდრომი წარმოადგენს კისტოიდურ ლიმფანგიომას. მიეკუთვნება ლიმფური სისტემის თანდაყოლილი ანომალიების რიცხვს. მისთვის დამახასიათებელია კისტოიდური ლიმფომა, წარმოშობილი ლიმფური ძარღვების გაფართოებისა და შეერთების შედეგად. ასეთივე ანომალიები ყალიბდება კისერზე, ენასა და ტუჩებზე.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეფლერის სინდრომი
ლეფლერის სინდრომი, იგივე კარტაგენერის სინდრომი, ლეფლერის ეოზინოფილია ანუ სინდრომი (იხ.)

ლეფლერის სინდრომი II
ლეფლერის სინდრომი II, იგივე ლეფლერის ენდოკარდიტი, წარმოადგენს პარიეტალური ენდოკარდიუმის ანთებას ეოზინოფილიით. კლინიკურად გამოიხატება პროგრესირებადი გულის უკმარისობითა და ეოზინოფილიით (50-70%). ტემპერატურული რეაქცია თან არ ახლავს. პათანატომურად აღინიშნება მარჯვენა გულის ჰიპერტროფია, მარჯვენა პარკუჭის ენდოკარდიუმში – ფიბროზი. მიზეზი უცნობია. არ არის გამორიცხული ალერგიული ან ვირუსული ეტიოლოგიის ანთება.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეფლერის სინდრომი III

ლეფლერის სინდრომი III გამოიხატება ჰილუსის ლიმფური კვანძების ორმხრივი გადიდებით, კანის კვანძოვანი ერითემის ტიპის დაზიანებითა და ცხელებით. ეტიოლოგია დაუდგენელია. სადღეისოდ ეს სინდრომი მიჩნეულია მწვავე სარკოიდოზის ერთ-ერთ კლინიკურ ვარიანტად.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეშკეს დაავადება
ანუ სინდრომი I

ლეშკეს დაავადება ანუ სინდრომი I მემკვიდრეობითი პიგმენტური დისტროფიაა. მისთვის დამახასიათებელია კანის მრავლობითი ქაოსურად განლაგებული პიგმენტური ლაქა, ფიზიკური და ფსიქიკური განუვითარებლობა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, დარღვევები ენდოკრინული (გენიტალიური დისტროფია, ჰიპოფიზური სიმსუქნე, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია ადინამიითა და ჰიპოტონიით) და ვეგეტატიური ნერვული სისტემების მხრივ. ცნობილია აგრეთვე როგორც ვებერის სინდრომი.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეშკეს სინდრომი II
ლეშკეს სინდრომი II წარმოადგენს აბორტული მიმდინარეობის ნეიროფიბრომატოზს (იხ. რეკლინჰაუზენის დაავადება). გამოიხატება გლიკემიის მქონე პირებს.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლეშ-ნაიაჰანის სინდრომი
ლეშ-ნაიაჰანის სინდრომი წარმოადგენს ჰიპერურიკემიას, ნივთიერებათა ცვლის მემკვიდრეობით მოშლას გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. განპირობებულია ფერმენტ ჰიპოქსანტინფოსფორიბოზილტრანსფერაზის დეფიციტით. გამოიხატება გონებრივი ჩამორჩენილობით, ქორეოატეტოზით, აგრესიული თვითდაზიანების შეტევებით, შარდში შარდმჟავას შემცველობის მომატებით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

ლიან-სიგიე-ველტის
სინდრომი

ლიან-სიგიე-ველტის სინდრომი წარმოადგენს დიაფრაგმული თიაქრის, რეფლუქსეზოფაგიტის, ოთხივე კიდურის მორეციდივე თრომბოფლებიტის, სისხლძარღვთა თრომბოზის და არცთუ იშვიათად რკინადეფიციტური ანემიის შერწყმას. პათოგენეზი უცნობია.

ლიბოვის სინდრომი
ლიბოვის სინდრომი (სინონიმები: როზენის სინდრომი, როზენ-კასტლმენ-ლაბოვის სინდრომი) წარმოადგენს ფილტვის ალვეოლების პროტეინოზს, პნევმოფსევდოფიბროზის გამოხატულებას. მისთვის დამახასიათებელია: ხველა, ლორწოვანი ნახველი, ქოშინი, ჰემაპტოე, დოლის ჯოხების მაგვარი თითები, ფილტვის ქვედა წილებში კრეპიტაცია ან სველი ხიხინი, რენტგენოლოგიურად – ორმხრივი სიმეტრიული დაჩრდილვა. დამახასიათებელია პროცესის მიგრაცია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

სინდრომი კურვაზიეს – კუშინგის

კურვაზიეს სინდრომი
კურვაზიეს სინდრომი ანუ პანკრეასულ-ბილიარული სინდრომი (სინონიმები: კურვაზიე-ტერიეს სინდრომი, ბარ-პიკის სინდრომი, პიკის სინდრომი). ახასიათებს პანკრეასის კიბოს ნიშნების (ტკივილი ეპიგასტრიუმში, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა და სხვა) შეუღლება სანაღვლე გზების სადინართა ზეწოლასთან, სიყვითლე, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გადიდება და სხვა. განპირობებულია სიმსივნის ლოკალიზაციით ფატერის დვრილთან.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კურთ-ოლენდორფის
სინდრომი

კურთ-ოლენდორფის სინდრომი შავი აკანთოზის კეთილთვისებიანი ნაირსახეობაა. გვხვდება სიმსუქნით დაავადებულ ქალებში. მისთვის დამახასიათებელია კანის ცვლილებები, რომლებიც იღლიისქვეშა ფოსოებში, საზარდულისა და კისრის მიდამოში ლოკალიზდება. ეტიოლოგია, სავარაუდოდ, ენდოკრინულია.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კურტუსის სინდრომი
(იხ. კურციუსის სინდრომი II)

კურციუსის სინდრომი I
კურციუსის სინდრომი I წარმოადგენს განვითარების ანომალიას, რომლისთვისაც დამახასიათებელია სახის ნახევრის (უპირატესად – ზედა ყბის) ჰიპერტროფია, დისპლაზია და კბილების ცვენა, სახეზე ნევუსების არსებობა, ფეხებზე ვენების გაფართოება, სინდაქტილია, კანის დისტროფია, ჰიპოგენიტალიზმი, ინტელექტის დარღვევა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კურციუსის სინდრომი II
კურციუსის სინდრომი II გულ-სისხლძარღვთა ნევროზია, აღმოცენებული სასქესო ჯირკვლების ჰიპოფუნქციის ნაიდაგზე. მისთვის დამახასიათებელია სისხლძარღვოვანი სიმპტომები, კიდურის გაცივება და დაბუჟება, აკროციანოზი, მარმარილოსებრი კანი, გულყრები, თავის ტკივილი, სტენოკარდია, საკვერცხეების ჰიპოფუნქცია – ამენორეა, დისმენორეა, ჰიპერმენორეა, ნაადრევი ან ნაგვიანევი სქესობრივი მომწიფება, ჰიპოგენიტალიზმი, ყაბზობა და ფსიქიკური ლაბილობა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კუსკოკვიმის სინდრომი
კუსკოკვიმის დაავადება ანუ სინდრომი წარმოადგენს სახსრების მემკვიდრეობითი ანომალიების კომპლექსს გადაცემის აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. მისთვის დამახასიათებელია სახსრების მრავლობითი კონტრაქტურა უპირატესად იდაყვებისა და მუხლების კუნთების შესაბამისი ჯგუფების ატროფიითა და ჰიპერტროფიით.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კუსმაულის სინდრომი

კუსმაულის დაავადება ანუ სინდრომი (სინონიმები: ჰოლცკნეხტ-იაკობსონის სინდრომი, ფერანდ-ტალბოლტის დაავადება, კუსმაულ-მეიერის დაავადება, კვანძოვანი პოლიარტერიიტი, ნოდოზური არტერიიტი) წარმოადგენს კვანძოვან პერიარტერიიტს. იგი მწვავე პათოლოგიაა, რომელიც გამოიხატება არტერიის, იშვიათად – ვენის, უპირატესად გარეთა და შუა გარსის კეროვანი ანთებით. კუსმაულის სინდრომის კლინიკური სურათი მრავალფეროვანია და პროცესის ლოკალიზაციასა და გავრცელებაზეა დამოკიდებული. ახასიათებს: პოლინევრიტი, მიოზიტი, ნევრიტი, კუჭ-ნაწლავისა და თირკმელებისმხრივი დარღვევები, ოფლიანობა, სიფითრე, სისუსტე, სუბფებრილიტეტი, პატარა კვანძები სისხლძარღვთა გასწვრივ, ნეიტროფილური ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია. განეკუთვნება კოლაგენოზების ჯგუფს. ხშირია 30-40 წლის ასაკის მამაკაცებში. პროგნოზი მძიმეა.
მკურნალობა პათოგენეზური და სიმპტომურია.

კუფს-სეიტელბერგერის
სინდრომი
კუფს-სეიტელბერგერის სინდრომი წარმოადგენს ტეი-საქსის სინდრომის მოზრდილთა ფორმას. გენის გადაცემა შეიძლება იყოს როგორც აუტოსომურ-რეცესიული, ასევე დომინანტური ტიპისა. დამახასიათებელია ნევროლოგიური სიმპტომატიკა. ლიპიდები უპირატესად გროვდება სისხლის უჯრედებსა და ქერქქვეშა ბირთვებში. პათოლოგიური პროცესი უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ტეი-საქსის სინდრომისა და მისი პირველი ფორმის დროს (ბატენ-მეიო-ვოგტ-შპილმაიერის, იუვენილურ-ახალგაზრდული ფორმა).
მკურნალობის ეფექტური საშუალება არ არსებობს.

კუშინგის სინდრომი
კუშინგის სინდრომს (რუსულენოვან ლიტერატურაში – იცენკო-კუშინგის სინდრომს, ჰიპერკორტიზოლიზმს) ახასიათებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გლუკოკორტიკოსტეროიდების ჭარბი გამოყოფა, რაც იწვევს დამახასიათებელ სიმსუქნეს, არტერიული წნევის მატებას, კუნთების განლევას, ოსტეოპოროზს, ჰიპერგლიკემიას და სხვ. ეს დაავადება გასული საუკუნის 30-იან წლებში აღწერა ამერიკელმა ნეიროქირურგმა ჰარვეი კუშინგმა, ამიტომ მისი სახელი ეწოდა.
სინდრომის მიზეზი თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მიერ ჰორმონ კორტიზოლის ჭარბი გამომუშავებაა, თავად კორტიზოლის ჭარბ წარმოქმნას კი მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის მნიშვნელოვანია ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზური სისტემის ფუნქციის დარღვევა ანუ ტვინის იმ სტრუქტურების არაკოორდინირებული მუშაობა, რომლებიც ნერვული და ენდოკრინული სისტემების ურთიერთქმედებასა და ენდოკრინული სისტემის ფუნქციობას უზრუნველყოფს. ამის კვალობაზე, კუშინგის სინდრომი შეიძლება გამოიწვიოს: ჰიპოფიზის ადენომამ, სხვადასხვა ლოკალიზაციის (ბრონქის, პანკრეასის, თიმუსის) სიმსივნემ, თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზიამ ან სიმსივნემ, გლუკოკორტიკოიდების ხანგრძლივმა მიღებამ.
სიმპტომები და მიმდინარეობა. თირკმელზედა ჯირკვლის ჰორმონები ნივთიერებათა ცვლის ყველა პროცესზე ახდენს გავლენას. აქედან გამომდინარე, ადვილი წარმოსადგენია, რა ქაოსს გამოიწვევს მათი სიჭარბე.
კუშინგის სინდრომის კლინიკური სურათი თვალსაჩინოა: ავადმყოფი უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, თავის, ზურგის ტკივილს, ეცვლება გარეგნობა, კერძოდ, უვითარდება დამახასიათებელი სიმსუქნე – მთვარისებური სახე და ტანზე ცხიმის დაგროვება. ცხიმი უპირატესად გროვდება კისრის უკანა ქვედა მიდამოში (მას ბიზონის კუზსაც კი ადარებენ), მუცელზე, თეძოებზე, მხრის სარტყელზე. კიდურები გამხდარია არა მარტო ცხიმის თავისებური გადანაწილების, არამედ კუნთების ატროფიის გამოც. ვითარდება კანის ატროფია, მუცლის, მკერდისა და თეძოების კანზე (ანუ ცხიმის დაგროვების არეში) ჩნდება მოწითალო-მოვარდისფრო ზოლები (სტრიები), რომლებიც კანის დაჭიმვის შედეგია და არასოდეს თეთრდება. კანი გამომშრალია, გათხელებული, მარმარილოსებრი, აქვს უხვი ჩირქოვანი გამონაყარი (აკნე). აღინიშნება თმის ცვენაც. ამასთანავე, ქალებს სახესა და ტანზე მამაკაცივით ეზრდებათ თმა, მამაკაცებს კი აღენიშნებათ სარძევე ჯირკვლების გადიდება, წვერის შეთხელება და ცვენა, სათესლე ჯირკვლების ატროფია. ხშირია კანქვეშა წერტილოვანი სისხლჩაქცევები და სისხლნაჟღენთები. ზოგჯერ აღინიშნება კანის ჰიპერპიგმენტაციაც. გარდა ამისა, კუშინგის სინდრომის დროს იწყება ოსტეოპოროზის განვითარება, რაც სახსრებისა და ძვლების ტკივილით გამოიხატება. ზოგჯერ ვითარდება ძვლის სპონტანური მოტეხილობაც. არ არის გამორიცხული ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზი.
სინდრომისთვის დამახასიათებელია წყურვილის შეგრძნება, ძილის დარღვევა, თავის ტკივილი, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.
ზიანდება შინაგანი ორგანოებიც:

  • გულ-სისხლძარღვთა სისტემა – არტერიული წნევის მატება კუშინგის სინდრომის ერთ-ერთი ნიშანია, რომლის მიზეზსაც წარმოადგენს გლუკოკორტიკოიდების სიჭარბე და ორგანიზმში ნატრიუმის შეკავება. მასაც, ისევე როგორც სხვა მიზეზებით გამოწვეულ ჰიპერტენზიას, წნევის მაღალი ციფრები ახასიათებს, რის გამოც ზიანდება გული, თირკმელი, ნერვული სისტემა. გულის დაზიანებას უშუალოდ კუშინგის სინდრომიც იწვევს გლუკოკორტიკოიდების სიჭარბისა და კალიუმის დეფიციტის გამო.
  • სასუნთქი სისტემა – პაციენტები მიდრეკილნი არიან ინფექციებისა და ტუბერკულოზისადმი;
  • საჭმლის მომნელებელი სისტემა – გლუკოკორტიკოიდების სიჭარბე წყლულს იწვევს;
  • საშარდე სისტემა – ყალიბდება თირკმლის კენჭები, რაც პიელონეფრიტის მიზეზად იქცევა;
  • ძვალ-სახსართა სისტემა – მთავარი ნიშანია სტეროიდული ოსტეოპოროზი. უპირველეს ყოვლისა, ზიანდება ხერხემალი, რაც ტკივილს, პათოლოგიურ მოტეხილობებს, ზრდის შეფერხებას იწვევს. ტკივილი აღინიშნება სხვა ძვლებსა და სახსრებშიც.

დიაგნოსტიკა.
დიაგნოზის დასადგენად ტარდება:

  • სისხლის ჰორმონული კვლევა;
  • ჰორმონული სინჯები – განსაზღვრული პრეპარატების მიღებამდე და მიღების შემდეგ სისხლსა და შარდში ჰორმონებისა და მათი მეტაბოლიტების (გარდაქმნის პროდუქტების) შემცველობის განსაზღვრა;
  • თავის ქალასა და თურქული კეხის არის რენტგენოგრაფია;
  • ჰიპოფიზისა და მის ირგვლივ მდებარე სტრუქტურების დეტალური შესწავლა (კომპიუტერული ტომოგრაფიისა და ბირთვულ-მაგნიტური რეზონანსის მეშვეობით);
  • ჩონჩხის ძვლების რენტგენოგრაფია (ავლენს ოსტეოპოროზს).

მკურნალობა.
არსებობს კუშინგის სინდრომის მკურნალობის 3 მეთოდი:

  • მედიკამენტური მკურნალობა, რაც გულისხმობს იმ პრეპარატების დანიშვნას, რომლებიც კორტიკოსტეროიდების ჭარბ გამომუშავებას თრგუნავს;
  • სხივური თერაპია, რომელიც ჰიპოფიზის ჭარბ აქტივობას ახშობს;
  • ქირურგიული მკურნალობა ანუ სიმსივნის ამოკვეთა.
  • ხშირად ორ მეთოდს, მაგალითად, მედიკამენტურსა და ქირურგიულს, მედიკამენტურსა და სხივურს, ერთდროულად იყენებენ.

ჰორმონების შემცველობის დაქვეითებასთან ერთად ექიმები დაავადების გამოვლინებებსაც მკურნალობენ. მაგალითად, მაღალი წნევის სამკურნალოდ წნევის დამწევ საშუალებებს ნიშნავენ, არეგულირებენ სისხლში შაქრის შემცველობას, მკურნალობენ წყლულს.

Don`t copy text!