წიწმატურა ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა ჯვაროსანთა ოჯახიდან, სიმაღლიც 20-30 სმ, წვრილი თითისტარისებრი ფესვით. ქართლში მას ხაჭმაჭიჭას, რაჭაში ხარისკბილას ეძახიან. ღერო სწორმდგომია, სუსტად დატოტვილი, ძირში უბრალოდ შებუსული ან ტოტისებური ბეწვებით. ღეროს ქვედა ნაწილში ფოთლები ყუნწიანია, ფრთისებრდანაკვთული, სიგრძით 5-10 სმ, წაწვეტებული, სამკუთხა ან დაკბილულია. ღეროზე
ფოთლები მოროგეობითია, მოგრძო-ლანცეტისებურ, კიდემთლიანი. ზედა ფოთლები თითქმის ხაზურია, ისრისებურ ძირით. ყვავილები წვრილია, თეთრი ფერისაა, შეკრებილია მტევნისებურ ყვავილედში. ნაყოფი – სამკუთხოვანი ჭოტაკია, სიგრძით 5-8 მმ.
წიწმატურა ყვავილობას იწყებს აპრილ-მაისში და ყვავის ზაფხულის განმავლობაში. ნაყოფი მწიფდება მთელი ვეგეტაციის პერიოდში;
წიწმატურა სარეველა ბალახია და გავრცელებულია მთელ საქართველოში გზისპირებსა, მინდვრებზე, დანაგვიანებულ ადგილებში. მისი ასეთი ფართო გავრცელება განპირობებულია იმით, რომ ერთ ინდივიდს ზაფხულის განმავლობაში 3-5 თაობის მოცემა შეუძლია.
აგროვებენ წიწმატურას მიწისზედა ნაწილებს ყვავილობის დროს, მშრალ ამინდში, როდესაც დილის ნამი შემშრალია. მცენარეს ჭრიან მაკრატლით ან სეკატორით. დაუშვებელია თესლიანი ნედლეულის შეგროვება. აშრობენ ჩრდილში, ფარდულში ან თუნუქის სახურავიან სხვენებზე, კარგი ვენტილაციის პირობებში.
წიწმატურა შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ღვინის მჟავებს, ქოლინს, აცეტიქოლინს, ასკორბინის მჟავას და საპონინებს.
ხალხურ მედიცინაში წიწმატურას იყენებენ სისხლჩაქცევებისა და ფარული სისხლისდენის შემაჩერებელ, სისხლისაღმდგენ საშუალებად. რეკომენდირებულია მისი გამოყენება საშვილოსნოს მუსკულატურის ტონუსის ასამაღლებლად, კუჭის წყლულის, შარდის ბუშტის ანთების, ნაღვლის ბუშტის, თირკმელების კენჭოვანი დაავადების, ტუბერკულოზის, ბუასილის, შარდშეუკავებლბისა და ნივთერებათა ცვლის მოშლის დროს.
წიწმატურისგან ნაყენის მოსამზადებლად 30 გრ წიწმატურას ბალახს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და მიიღეთ დღეში 3-ჯერ თითო სუფრის კოვზი, ან ყოველი 2-3- სთ-ის შემდეგ. 4 სუფრის კოვზ წვრილად დაჭრილ ნედლ წიწმატურას, ან 10-20 გრ ხმელ წიწმატურას, დაასხით 3 ჭიქა მდუღარე და მიიღეთ 100-100 გრ ყოველი 2-3 სთ-ში ერთხელ.
განსაკუთრებით ეფექტურია ნედლი წიწმატურას ცივი ნაყენი 6 ჩაის კოვზ წვრილად დაჭრილ წიწმატურას დაასხით 4 ჭიქა წყალი, დადგით 8 საათი, გადაწურეთ, დალიეთ 1 დღის განმავლობაში.ხალხურ მედიცინაში მენორაგიის გაძლიერებული მენსტრუაციული სისხლდენის) დროს გამოიყენება შემდეგი ნარევი: აიღეთ წიწმატურას, მრავალძარღვას, შვიტას, ბარისპირას ფოთლები და ყვავილები, თრიმლის ფოთლები, 50 გრამი თითოეული ბალახისა; 2 სუფრის კოვზი ნარევი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 500 მლ მდუღარე, ადუღეთ თავდახურული წყლის აბაზანაში 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ და გააცივეთ დალიეთ თითო ყავის ჭიქა.



ცვივა. 1000 ცალი წიწიბო დაახლოებით 285 გ იწონის. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მთელი საქართველოს ტყეების 50 პროცენტამდე წიფელზე მოდის, იგი ფართოდაა გავრცელებული როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალი წარმადობის კორომებს ზღვის დონიდან 600-1200 მ სიმაღლეზე ქმნის. მთაში 2300 მეტრამდეც გვხვდება, ე.წ. ტანდაბრეცილი ტყის სახით ანუ სუბალპური ტყის სახით.
დიდი რაოდენობით გვხვდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, უფრო მეტად – შეთხელებულ ტყეებში, ტყისპირას, ტყის მასივებში არსებულ ველებსა და დაბლობებზე, აგრეთვე ღია ადგილებშიც. მთაში ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე აღწევს.



წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ სიმსხოს ხეებიც. ყლორტები თეთრმეჭებიანი მოყავისფრო ქერქიანია. ხნიერი ტოტები კი ნაცრისფერკანიანია, ღეროს ქერქი მუქი-მოყავისფროა, ღრმად დაღარული.
აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, სურამ-ქვიშხეთსა და სამხრეთ ოსეთში. კახეთში ალაზნის მარცხენა ნაპირის მხარეშია გავრცელებული ახმეტიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. გავრცელებულია ბარსა და მთის შუა სარტყელში ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე. ამ ნაშრომის ავტორთა მიერ შიდა აჭარაში არცთუ იშვიათად აღწერილია 1700-1800 მეტრზეც ზღვის დონიდან. მაგრამ საუკეთესო ზრდით ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე გამოირჩევა.

შროშანასებრთა ოჯახის 60 სმ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია. მისი ფოთლისმაგვარი ტოტები (კლადოდიუმები) 2-4 სმ სიგანისა და 1 სმ-მდე სიგრძისაა, ბოლოში მოკლე ან საშუალო სიგრძის უეკლო წვეტით, კლადოდიუმები რკალისებრ ძარღვიანია, მოყვანილობით ოვალური ან ოვალურ-ლანცეტა, რომელნიც ღეროსთან მიმაგრების ადგილას ფოთლის ყუნწისებურადაა შევიწროებული.
საუცხო საკვები მცენარეა, შესამჩნევად ზრდის წველადობას. ხასხასა მწვანე ფერის გამო შესანიშნავია გამწვანებისათვის, ზოგან ოთახის მცენარედაც იყენებენ.
მიწისზედა ყლორტები ამოდიან არამარტო ძირითადი ფესვიდან, არამედ ჰორიზონტალური ფესურებიდანაც.
ძირმწარასებრთა ოჯახში შედის. ძირმწარა 30-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი თავისებური სასიამოვნო სუნის მქონე, მოკლე მხოხავფესვურიანი მცენარეა. სწორმდგომი რამდენადმე დაკლაკნილი შესახედაობის ღერო უფრო ხშირად მარტივი, ე. ი. არ იტოტება, იშვიათად გვხვდება მცირედ დატოტვილ ეგზემპლარებიც.
დეკორატიულია. ორივე სახეობა ერთნაირი სამკურნალო თვისებებით ხასიათდება.
ხეჭრელისებრთა ოჯახის 1-4 მ სიმაღლის ხშირტოტებიანი და ეკლიანი ბუჩქი. ჩვილი ტოტები წვრილი ბუსუსებითაა შემოსილი, შემდეგ კი შიშველი. საკმაოდ ყუნწიანი არასიმეტრიულად კვერცხისებრი, და კიდედაკბილული, სამრკალძარღვიანი ფოთლები ყლორტებსა და ტოტებზე მორიგეობითაა განლაგებული. ფოთლებით და ყლორტებით ძეძვი ძალიან ჰგავს უნაბს. ფოთლების ყუნწების ძირში წყვილწყვილი ან თითო მოკაუჭებული მაგარი ეკალი ზის.
