ძახველი 4 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია ცხრატყავასებრთა ოჯახიდან, მონაცრისფრო-რუხი დახეთქილი ქერქით და გლუვი ყლორტებით. ფოთლები ერთმანეთის მოპირისპირედაა განლაგებული, ფართო კვერცხისებრია, სიგრძით 5-10 სმ, ხუთნაკვთიანი, ყუნწიანი, ზედა მხრიდან მუქი მწვანე, ქვემოდან უფრო ღია ღერის, სუსტად შებუსული ფოთლის ძარღვების გასწვრივ. ყვავილები თეთრია და ორი სახისაა: კიდურა – უნაყოფო, მსხვილი ქოლგისებრი. გვირგვინით, დიამეტრით 2,5 სმ-მდე, შიდა – ნაყოფის მომცემია, პატარა გვირგვინით (0,5 სმ-მდე). ნაყოფი ღია წითელი ფერისაა, ოვალური ან სფეროსებრი, წვნიანი, 1 სმ-მდე დიამეტრის მსხვილი კურკით.
ძახველი ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.
საქართველოში გავრცელებულია ტყიან ადგილებში თითქმის სუბალპურ ზონამდე. გვხვდება აგრეთვე მდინარის პირებზე, ზოგჯერ ბაღებშიც.
ნედლეულად ამზადებენ ძახველის ქერქს, გაზაფხულზე, წვენის ინტენსიური მოძრაობის დროს, აპრილ-მაისში. ამ პერიოდში ქერქი ადვილად სცილდება ხეს. ტოტებს ჭრიან მიწიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე ირიბად. მოჭრილ ტოტებზე აკეთებენ წრიულ ნაჭდევებს ერთმანეთისაგან 10-15 სმ დაშორებით, შემდეგ გრძივ ნაჭდევებს უკეთებენ და აცლიან ქერქს ღარებად ან მილისებურად. უმჯობესია ბუჩქნარს გვერდითი ტოტები მოაჭრათ, რათა ძირითადი ტანი არ დაზიანდეს და ახალი ყლორტები ამოიყაროს.
ნაყოფს კრეფენ სექტემბერ-ოქტომბერში, სრული სიმწიფის პერიოდში, მშრალ ამინდში. კრეფის დროს სასურველია ნაყოფი არ დაიჭყლიტოს.
იმის გამო რომ ძახველი ძალზე ნელა იზრდება, ხოლო ქერქის დამზადების დროს ხშირად მთელ ბუჩქებს ანადგურებენ, კარგი იქნება თუ თითოეული თქვენგანი დარგავს ამ სამკურნალო მცენარეს საკუთარ ბაღში ან აგარაკზე.
ქერქს აშრობენ სხვენზე, თუნუქის სახურავის ქვეშ, ან ფარდულში, კარგი ვენტილაციის პირობებში. მშრალი ქერქი მოღუნვის დროს ტყდება. მისი შენახვა შეიძლება 4 წლამდე.
ძახველის ნაყოფს ჯერ ჰაერზე აშრობენ, შემდეგ ღუმელებში, 60-80 გრადუს ტემპერატურის დროს. გამშრალ მარცვლებს აცლიან და ინახავენ ქაღალდის ან ნაჭრის პარკებში, მშრალ ადგილას.
ძახველის ქერქი შეიცავს სათრიმლავ ნივთიერებებს 2%-მდე, ფისებს 6,5%-მდე, ორგანულ მჟავებს, გლიკოზიდ ვიბურნინს, ფლავონოიდებს, ვიტამინებს C და K-ს, ნაყოფში ბევრია ასკორბინის მჟავა, შაქარი, სათრიმლავი ნივთიერებები, ორგანული მჟავები, კაროტინი, ვიტამინი PP.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ქერქის ნახარში გამოიყენება კრუნჩხვების, უძილობის, ისტერიის დროს, რადგან მას გააჩნია დამამშვიდებელი მოქმედება. ამისათვის, 2 სუფრის კოვზი დაქუცმაცებული ქერქი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური და მდუღარე წყლის აბაზანაში გააჩერეთ 30 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 10 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ საწყის მოცულობამდე (200 მლ) ანადუღარი წყლით. დალიეთ 1/2 ჭიქა 2-ჯერ დღეში, ან 1-2 სუფრის კოვზი 3-4-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. ეს ნახარში კარგად მოქმედებს ბავშვებზე გაცივების დროს, გამოიყენება აგრეთვე როგორც სისხლის აღსადგენი, ანთების საწინააღმდეგო საშუალება მშობიარობის შემდგომ პერიოდში; ასევე გინეკოლოგიური დაავადების დროს სისხლისდენის შემთხვევაში, ბუასილის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადების დროს, როგორც ოფლმდენი საშუალება.
დამამშვიდებელი მოქმედება აქვს აგრეთვე ძახველის ნაყოფსაც, მისგან ამზადებენ ჩაის: 1 სუფრის კოვზს დაასხამენ 1 ჭიქა მდუღარეს და სვამენ 1/2 ჭიქას 2-ჯერ დღეში. ასეთი ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს. ნედლი ნაყოფის წვენი და ასეთი სახის ჩაი სასარგებლოა ჰიპერტონული დაავადების დროს.
ძახველის ნაყოფი ძალიან სასარგებლოა მძიმე ავადმყოფებისათვის გამოჯანმრთელების პერიოდში, როგორც გამამაგრებელი საშუალება.
ნედლი ნაყოფი ან მისგან მომზადებული წვენი, კისელი, ჟელე შეიძლება მიიღოთ ვიტამინების ნაკლებობის დროს.
ხალხურ მედიცინაში ძახველის ნაყოფს იყენებდნენ როგორც საფაღარათო, მადეზინფიცირებელ საშუალებას. ნაყოფის ნახარში თაფლთან ერთად კარგია ზედა სასუნთქი გზების ანთების, კუჭის აშლილობის დროს. ძახველის ნაყოფის ნაყენი გამოიყენება აგრეთვე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ენტეროკოლიტების, გულის ან თირკმელების დაავადებით გამოწვეული შეშუპების, კანის წყლულოვანი და ჩირქოვანი დაავადების დროს.
ნაყენის მოსამზადებლად 2 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში. დაჭყლიტეთ, დაასხით თანდათანობით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ანადუღარი წყალი, დაახურეთ თავსახური და გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ, შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში.
ახალგაზრდა ტოტების ქერქის ნახარში კარგი საშუალებაა ფეხების ოფლიანობის დროს.
ძახველის წვენი გამოიყენება აგრეთვე საოჯახო კოსმეტიკაში ფერისმჭამელების მოსაშორებლად და დიათეზის დროს (ისვამენ სახეზე 30 წთ-ით ადრე დაბანამდე).



დიოსკორეასებრთა ოჯახში შედის. ჩვენს წიფლნარებში და მუხნარებში, აგრეთვე სხვა ფორმაციის ტყეებში ფართოდ გავრცლებული მრავალწლიანი მხვიარა მცენარეა. მისი ტუბერის მსგავსად გამსხვილებული ფესვი, რომლის სიგრძე ზოგჯერ 1 მეტრსაც კი აღწევს, ნიადაგში საკმაოდ ღრმად მიდის, გარედან მუქი მოყავისფრო, ხოლო შიგნით მოთეთრო ფერისაა.



მკურნალობის დროს ავადმყოფებს უმცირდებათ ტკივილები და შეშუპება, დაავადებულ ადგილებში ანთებითი პროცესი მცირდება. ანალოგიური ეფექტი აღინიშნება ბუასილის მკურნალობის დროს. ასევე კარგ შედეგს იძლევა ვარიკოზული ვენების გაგანიერების შედეგად წარმოქმნილი ტროფიკული წყლულების მკურნალობის დროს. აფთიაქებში მისი ნაყოფისაგან დამზადებული ექსტრაქტია ესკუზანი.
პარკოსანთა ოჯახს ეკუთვნის. ცერცვეკალა 30-130 მმ სიმაღლის ნახევრადბუჩქი მცენარეა. ღრმად მიმავალი ფესვთა სისტემით, ღეროზე განლაგებული ძლიერი ეკლები ღეროს სახეცვლილებას წარმოადგენს და წითელი მოვარდისფრო ყვავილები სწორედ მათზეა გაბნეული 3-8 ყვავილიან ჯგუფებად. კიდემთლიანი, წაგრძელებული, ლანცეტა ან ოვალური ფორმის მარტივი ფოთლები ძირითადად მორიგეობითაა განლაგებული და ნაყოფების დროს უკვე სცვივა.
ცაცხვი საკმოდ მაღალი (30 მ-მდე) ხეა ცაცხვისებრთა ოჯახიდან სწორმდგომი ტანით, ფართოდ დატოტვილი ვარჯით და გრძივად დაღარული კანით. ახალგაზრდა ტოტები მორუხო-წითელია, წვრილი მეჭეჭებით. ფოთლები მორიგეობითია, გრძელყუნწიანი, დაკბილული, ზედა მხრიდან მწვანე, შიშველი, ქვედა მხრიდან – ნაცარა, ხშირად შებუსული, სიგრძით 5-9 სმ, სიგანით – 5-8 სმ. ყვავილები მოყვითალო-თეთრია, არომატული. შეკრებილია 3-15 ფარისებრ ნახევარქოლგა ყვავილედში. ყოველ ყვავილში ჯამის ხუთი ფოთოლაკია და გვირგვინის ხუთი ფურცელია. მასში მტვრიანები ხუთ კონადაა შეკრული. ნაყოფი სფერული ფორმის, ერთი ან ორთესლიანი კაკალია. ცაცხვი ცოცხლობს 300-400 წელი (იშვიათდა 600 წლამდე). ყვავილობს ივნის-ივლისში. ნაყოფი შემოდის აგვისტო-სექტემბერში.



5-8 სმ სიგრძის ფესურა უფრო ხშირად ღეროს ვერტიკალურ გაგრძელებას წარმოადგენს მიწაში, მაგრამ ზოგჯერ დახრილ მდგომარეობასაც იღებს. ფესურის გარშემო განლაგებულია 2-4 მმ სიმსხოს მრავალრიცხოვანი თასმისებური ფესვები.
სამკურნალოდ ფესურა და ფესვები გამოიყენება. ვეტერინარიაში შხამას ფესურისა და ფესვების ნახარში მადის გასაუმჯობესებლად და პირღებინების საშუალებად გამოიყენება ღორების, ძაღლებისა და კატებისათვის. ფესურისა და ფესვების ნაყენი გამოიყენება მცოხნავი ცხოველების კუჭის მუშაობის გასაუმჯობესებლად, ხოლო მათგან მომზადებული მალამო მუნის საწინაააღმდეგოდ. ფესვებსა და ფესურის ნახარშს ხალხური ვეტერინარია ცხოველთა პარაზიტი მწერების მოსასპობად ხმარობს.
მანანასებრთა ოჯახიდანაა. მარადმწვანე ბუჩქი ან დაბალი 3-6 (8) მ სიმაღლის ხეა მოყავისფრო ქერქით, ყლორტები მწვანე ქერქიანია. 9-27 სმ სიგრძის, 4-7 სმ სიგანის, ბოლოწვეტიანი, ფუძეშევიწროებული, წაგრძელებულ-ელიფსური, სქელი ტყავისებრი, კიდემთლიანი, ზემოდან მუქი მწვანე, ქვემოდან ბაცი ფოთლები ტოტებზე მორიგეობითაა განწყობილი.

შროშანას ფოთლები ვითარდება ფესვის ყელიდან. ისინი გრძელყუნწიანებია, მოგრძო-ელიფსური, წამახვილებული ფოთლის ფირფიტით, მთლიანკიდიანი, ხასხასა მწვანე, ზედა მხარეს მტრედისფერი, ხოლო ქვედა მხარეს მბრწყინავი.
ნორმალური ზრდა მისთვის აზოტით მდიდარ საკმაოდ ნოყიერ და ნესტიან ნიადაგებზეა დამახასიათებელი. ოპტიმალურ პირობებში ნაყოფის მოსავალი 400 კგ/ჰეტ. აღწევს, საშუალოდ კი ერთ ჰექტარზე დაახლოებით 100 კგ ნაყოფს იძლევა. შოთხვს ბარში მცხოვრები ქართველების უმეტესობა ვერ სცნობენ, მაგრამ მთაში მცხოვრებნი კი კარგად ცნობენ და მათში საკმაოდ პოპულარობითაც სარგებლობს, როგორც კარგი ხილი.