ჭინჭრის დედა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, ტუჩოსანთა ოჯახიდან, გრძელი, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, მრავალრიცხოვანი სწრორმდგომი ღერები 30-60 სმ-ის სიმაღლისა, ოთხკუთხა და ღრუა. ფოთლები მოპირისპირედაა განლაგებული, ყუნწიანია, კვერცხისებრი ან გულისებრი ფორმის, სიგრძით 10 სმ, სიგანით 8 სმ, წამახვილებული წვერითა და დაკბილული კიდეებით. ყვავილები ორტუჩაა, თეთრი ან მოყვითალო-თეთრი გვირგვინით, ოთხი მტვრიანით, მოშავო-იისფერი ყვავილის მტვერით და ერთი ბუტკოთი, ყვავილები შეკრებილია მტევნებად ზედა ფოთლების უბეებში. ნაყოფი იყოფა ოთხ მუქ-ნაცრისფერ კაკლად. ყვავილობს აპრილ-სექტემბერში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში.
გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში საცხოვრებელ სახლებთან ახლოს, ბაღებში, ბუჩქნარებში, მინდვრებში, წყალსაცავისა და გზის ნაპირებზე, ტყის პირებში.
სამკურნალოდ აგროვებენ ჭინჭრის დედას ფოთლებსა და ყვავილებს, რომლებაც ჩრდილში ახმობენ.
ყვავილები შეიცავენ ალკალოიდებს, გლიკოზიდებს, საპონინებს, ფლავონოიდებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ლორწოს, ჰისტამინს, ვიტამინ C-ს, ფოთლები – ალკაოლოიდ ლამიინს და გარდა ამისა იმ ნივთიერებებს, რომლებლიც ყვავილშია.
ხალხურ მედიცინაში ჭინჭრის დედა გამოიყენება კუჭ-ნაწლავის იმ დაავადებების დროს, რომლებსაც თან სდევს ფაღარათი. ყვავილების ნაყენი გამოიეყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება ტრაქეიტების ბრონქიტების, ბრონქული ასთმის და სასუნთქი ორგანოების სხვა დაავადებების დროს. მის ნაყენებს ხშირად ხმარობენ როგორც სისხლის აღმდგენ საშუალებას, აგრეთვე სისხლნაკლებობის დროსაც. ზოგიერთი ავტორის ცნობით ნაყენი გამოიყენება ღვიძლის, თირკმელების, შარდის ბუშტის და ქალური დაავადებების (თეთრად შლის) დროს.
საკმაოდაა ხალხში გავრცელებული ამ მცენარის ფოთლებისა და ყვავილების ნაყენის გამოყენება სისხლის გამწმენდ საშუალებად. ბავშვებში საყმაწვილოს ფურუნკულოზის, ეგზემის, კანის წყლულების და სხვა გამონაყარის დროს. ყვავილების ნაყენი გამოიყენება ჭრილობებისა და დამწვრობის მოსაბანად ან საფენების სახით. ბუასილის დროს კარგია ნაყენის აბაზანები.
ჭინჭრის დედას გააჩნია აგრეთვე ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მოქმედება, ამიტომ სასურველია მისი გამოყენება უძილობის და ნევროზების დროს. კარგია მისი გამოყენება ფარსმანდუკთან ერთად.
ნაყენის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზი ნედლეული (ფოთლები ან ყვავილები) მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი. დაახურეთ თავზე, ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, გააცხელეთ 15 წუთი, გადმოდგით, გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წთ-ის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ 4-5-ჯერ დღეში 1/2 ჭიქა. ჭრილობებისა და გარეგანი საფენებისათვის ნაყენი მზადდება უფრო მეტი კონცენტრაციის (2 სუფრის კოვზი 1 ჩაის ჭიქა წყალზე).



ჭინჭარი მრავალწლიანი ორსახლიანი ბალახოვანი მცენარეა გრძელი ფესურითა და მიწისქვეშა ყლორტებით. ღერო ოთხწახნაგოვანია. მასზე, ისევე როგორც ფოთლებზე, მოთავსებულია მსუსხავი ბუსუსები, რომლებიც საინექციო შპრიცის მსგავსად მოქმედებენ. მსუსხავი ბუსუსები ფუძესთან უფრო განიერია, ვიდრე წვეროში. მათში მოთავსებული სითხე, წაგრძელებული წვეროს ბუსუსების კედლები გაჟღენთილია კაჟმიწით. ისინი ადვილად იმსხვრევიან და შეხებისას წვრილი ბოლოთი კანს აზიანებენ. ჭრილობებში ხვდება ბუსუსში მოთავსებული მჟავა და იწვევს მის დასუსხვას. ფოთლები კვერცხისებრ-ლანცეტისებრია ან ლანცეტისებრი, ხორკლიან-ბუსუსიანი, ფუძესთან გულისებრი, ნაპირებში მსხვილხერხისებრკბილა. ისინი მდებარეობენ მოპირისპირედ გრძელ წვრილ ყუნწებზე. ყვავილები წვრილია, მწვანე, ერთსაფარიანი, შეკრებილია უბეებში თავთავისებრ ყვავილედებად. თავთავები მტრიანი ყვავილებით სწორმდგომია, ბუტკოიანი თავდახრილი. ყვავილობს ივნისიდან შემოდგომამდე. ნაყოფი – კაკლურაა, რომელიც მოთავსებული ყვავილსაფარში; 
ვარდისებრთა ოჯახიდანაა. წყავი მარადმწვანე ბუჩქი ან მცირეტანიანი ხეა. 1-3 (8) მ სიმაღლით, მუქი რუხი ფერის ქერქით. მისი მუქი მწვანე, ყლორტებზე მორიგეობით განლაგებული, მოკლეყუნწიანი ფოთლები ტყავისებურია, ზემოდან პრიალა, ქვემოდან უფრო მკრთალი, ღია მწვანე ფერის, მოყვანილობით მოგრძო ელიფსურია, კიდეხერხკბილა ან კიდემთლიანი, სიგრძით 5-20 სმ აღწევს, მთავარი ძარღვის ძირში 2-4 ჯირკვალი აქვს.

ტირიფისებრთა ოჯახს ეკუთვნის. წნორი საკმაოდ დიდი, 25-30 მ სიმაღლის ხეა, მუქი ნაცრისფერი, ღრმად დამსკდარი ქერქით, დაკიდული ახალგაზრდა ტოტებით და ზეაღმართული გლუვქერქიანი ძველი ტოტებით.
ფუყე ტირიფის მამრობითი მჭადა თანაყვავილედების მონახარშით ხალხურ მედიცინაში თირკმლის ანთებას მკურნალობენ. ქერქის მონახარშს ან ფხვნილს (2 გ დღეში სამჯერ) იღებენ გინეკოლოგიური დაავადებების, ნევროზის, ელენთის სამკურნალოდ. გარეგან საშუალებად იყენებენ პირსა და ყელში გამოსავლებად, ფეხების აბაზანისათვის ვენების გასაგანიერებლად, ფხვნილს კი ჭრილობაზე აყრიან სისხლდენის შესაჩერებლად.
ფოთლები მოროგეობითია, მოგრძო-ლანცეტისებურ, კიდემთლიანი. ზედა ფოთლები თითქმის ხაზურია, ისრისებურ ძირით. ყვავილები წვრილია, თეთრი ფერისაა, შეკრებილია მტევნისებურ ყვავილედში. ნაყოფი – სამკუთხოვანი ჭოტაკია, სიგრძით 5-8 მმ.
ცვივა. 1000 ცალი წიწიბო დაახლოებით 285 გ იწონის. ყვავის მაის-ივნისში, ნაყოფი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. მთელი საქართველოს ტყეების 50 პროცენტამდე წიფელზე მოდის, იგი ფართოდაა გავრცელებული როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალი წარმადობის კორომებს ზღვის დონიდან 600-1200 მ სიმაღლეზე ქმნის. მთაში 2300 მეტრამდეც გვხვდება, ე.წ. ტანდაბრეცილი ტყის სახით ანუ სუბალპური ტყის სახით.
დიდი რაოდენობით გვხვდება ფოთლოვან და წიწვოვან ტყეებში, უფრო მეტად – შეთხელებულ ტყეებში, ტყისპირას, ტყის მასივებში არსებულ ველებსა და დაბლობებზე, აგრეთვე ღია ადგილებშიც. მთაში ზღვის დონიდან 2200 მ სიმაღლემდე აღწევს.



წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ სიმსხოს ხეებიც. ყლორტები თეთრმეჭებიანი მოყავისფრო ქერქიანია. ხნიერი ტოტები კი ნაცრისფერკანიანია, ღეროს ქერქი მუქი-მოყავისფროა, ღრმად დაღარული.
აღმოსავლეთ საქართველოში გვხვდება ბორჯომის ხეობაში, სურამ-ქვიშხეთსა და სამხრეთ ოსეთში. კახეთში ალაზნის მარცხენა ნაპირის მხარეშია გავრცელებული ახმეტიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე. გავრცელებულია ბარსა და მთის შუა სარტყელში ზღვის დონიდან 1500 მეტრამდე. ამ ნაშრომის ავტორთა მიერ შიდა აჭარაში არცთუ იშვიათად აღწერილია 1700-1800 მეტრზეც ზღვის დონიდან. მაგრამ საუკეთესო ზრდით ზღვის დონიდან 1200 მეტრამდე გამოირჩევა.
