ძაღლყურძენასებრთა ოჯახს ეკუთვნის. შმაგა მრავალწლიანი, დატოტვილი მსხვილფესურიანი, 1-2 (იშვიათად 3 მ) სიმაღლის მცენარეა. მის, ზედა ნაწილში, უხვად დატოტვილი, სწორმდგომი, მწვანე, ზოგჯერ მოიისფრო ელფერის ღერო უხვადაა შეფოთლილი.
ღეროს ქვედა ნაწილის მოკლეყუნწიანი, განიერი, მოგრძო კვერცხისებრი ელიფსური, კიდემთლიანი ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული. კენწრული უფრო მოკლე ყუნწიანი ფოთლები კი წყვილ-წყვილადაა განწყობილი, რომელთაგან ერთი ჩვეულებრივ უფრო დიდია მეორესთან შედარებით.
გრძელყუნწიანი, მღვრიე სოსანის ფერის, თავჩაქინდრული, ზარისებრი ყვავილები მთელს ვარჯშია გაბნეული ღეროს განტოტებებსა და ფოთლების იღლიებთან სათითაოდ ან რამდენიმე ცალიან ჯგუფებად.
ყვავილის ხუთ ნაწილად გამოყოფილი ჯამის თითოეული ნაკვეთი გრძლად წაწვეტილი ან კვერცხისებრია. დაყვავილებს შემდეგ ჯამი ნაყოფს ძირშივე რჩება.
ნაყოფი ქვემოდან ოდნავ შებრტყელებული, მოიისფრო-შავად მბრწყინავი მბრწყინავი კენკარაა. ყვავის ივნისიდან შემოდგომამდე. ნაყოფის სიმწიფე ივლისიდან იწყება.
გვხვდება როგორც ფოთლოვან ისე წიწვოვან ტყეებში, მაგრამ უფრო ხშირად წიფლნარ ტყეებშია, მცირე ფართობიან ყალთაღებსა და ნაკადულების პირას.
მედიცინაში გამოიყენება ფოთლები, მთლიანი ან დაჭრილი ბალახი და მიწისქვედა ნაწილები.
სამრეწველო მიზნებისათვის შმაგას მოპოვება გაძნელებულია გავრცელების ზონებში მისი სიმცირის გამო, ამიტომ რენტაბელურია კულტურაში გამოყვანა.
შმაგასგან დამზადებულ პრეპარატებს მეცნიერული მედიცინა ძალიან ფართოდ იყენებს ტკივილების გამაყუჩებლად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაღვლის ბუშტის ჩირქოვანი ანთებისას, ნაღვლის ბუშტის და თირკმლების კენჭოვანი დაავადებების დროს. იგი ცნობილი ზელენინის წვეთების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ხალხურ მედიცინაში შმაგა გამოიყენება უმთავრესად ასთმისა და სოკოთი მოწამვლის შემთხვევებში.
შმაგა ძლიერ შხამიანი მცენარეა, წამლავს მსხვილფეხა რქოსან საქონელსა და ცხენს. 120-180 გ გამხმარი შმაგას ბალახის შეჭმის შემთხვევაში ცხენი გარდუვალად იწამლება.
მსხვილფეხა საქონელი უფრო მეტ მგრძნობელობას იჩენს შმაგას მიმართ, 30-60 გრ ფოთოლი იწვევს ძლიერ მოწამვლას, რაც გამოიხატება მუცლის გაბერვასა და ძლიერ აღგზნებაში. თხების და ცხვრების მოწამვლა თითქმის არ შეიმჩნევა. 750 გ ფოთლის შეჭმის შემთხვევაში თხა უვნებელი რჩება.
შმაგას ნექტარისაგან დამზადებული თაფლი მომწარო გემოსია და ადამიანს წამლავს. ამიტომ საფუტკრეების ახლოს შმაგა აყვავებამდე უნდა აითიბოს ან მოისპოს ძლიერმოქმედი ჰერბიციდების შესხურებთ.
აღწერილი თვისებები მიგვითითებს, რომ შმაგას სამკურნალოდ გამოყენებას ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ და ამ მიზნით მხოლოდ ექიმის რჩევით უნდა გამოვიყენოთ.



შმაგა სულ უმნიშვნელოდ განსხვავდება ბელადონასაგან. შმაგას ღეროს აქვს მტრედისფერი ნაფიფქი და შიშველია; ბელადონას ღეროს ნაფიფქი არ აქვს, ზედა ნაწილში კი თითქოს ჯირკვლებით არის შებუსული, გვირგვინის შეფერილობა უფრო მუქი აქვს ვიდრე შმაგას.
ნაყოფი კურკიანია, წითელი, დასაწყისში მწკლარტე, შემდგომ კი მომჟავო-ტკბილი. ყვავის ადრე გაზაფხულზე, უფრო ხშირად მარტში, მთაში კი აპრილში. ნაყოფი აგვისტო-სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლით და ვეგეტაციურადაც. ცოცხლობს 250 წლამდე. შინდი გაცილებით დიდი რაოდენობით გვხვდება ბარში, მაგრამ არც თუ იშვიათად გვხვდება იგი მთაშიც 1500 მეტრამდე სიმაღლეზე ზღვის დონიდან.
შვიტა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შვიტისებრთა ოჯახიდან. მას ქართლში მუხლას, კახეთში ჯორის ძუას, რაჭაში ვირიძუას ეძახიან. შვიტას აქვს მცოცავი, ღრმად ჩაფლული, რუხი-მოშავო ფესურა. ღერო ორგვარია: გენერაციული და ვეგეტაციური. გენერაციული ღეროები ადრე გაზაფხულზე ამოდის, იგი სპორების მატარებელია და მათი შემოსვლის შემდეგ ჭკნება. ფერით რუხი-მოყავისფროა, დაუტოტავი, სიმაღლით 7-25 სმ. სპორები სფეროსებრია, მომწვანო, ოთხი დაგრეხილი დანამატით, შემოდის აპრილ-მაისში.
ტუჩოსანთა ოჯახში შედის. შალამანდილი 50-150 სმ სიმაღლის ოთხწახნაგოვან-ღეროიანი მრავაწლიანი მცენარეა. მისი 3-4 სმ სიგრძის, ღეროს ზედ ნაწილში მტევნისმაგვარ ყვავილედად თანამოყრილ ყვითელ ყვავილებზე დაკვირვებით მუქი ფერის პატარა ლაქები შეიმჩნევა. ყვავილი ორტუჩიანია. ქვედა ტუჩი თავის მხრივ ორადაა გაყოფილი. ზედა კი მთლიანი და რამდენადმე მოღუნულია.
უფრო დიდი და გრძელყუნწიანია, ზედა ფოთლები ჩვეულებრივ პატარა ზომისაა. შალამანდილისთვის, კერძოდ მისი ღეროს კენწერული ნაწილისათვის, დამახასიათებელია წებოვნება რის გამოც ხელს ეკვრება.
შავწამალასებრთა ოჯახს ეკუთვნის. შავწამალა 50-125 სმ სიმაღლის მრავალწლიანი, ფესვურიანი მცენარეა ოთხწახნაგოვანი ღეროთი. ფესურა შედარებით მოკლე და ბოლქვისებურად გამსხვილებულია (ცრუბოლქვი).

ხურტკმელისებრთა ოჯახში შედის. შავი მოცხარი 1,5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია, 3-5 ნაკვთიანი სურნელოვანი ფოთლებით, რომელნიც ზემოდან მუქი მწვანეა, ქვემოდან კი უფრო მკრთალი, ძარღვების გაყოლებით ბუსუსიანი. ყვავილები მოწითალო რუხია, ფართო ზარისებრი, სიგანეში 1 სმ-მდე, 5-10 ცალი შეკრებილია თავჩაქინდრულ მტევნად, ნაყოფები შავია, იშვიათად შავი-მონაცრისფრო, ბურთისებრ მრგვალი, 1 სმ-მდე დიამეტრში. ყვავის მაის-ივნისში, ზოგან უფრო ადრეც, მის მიხედვით თუ რა სიმაღლეზე იზრდება ზღვის დონიდან. სხვადასხვა პირობებში ერთ ჰექტარზე 50-დან 300 კგ-მდე მოსავალს იძლევა, საუკეთესო პირობებში კი 1850 კგ/ჰექტ. ნაყოფები ივლის-აგვისტოში მწიფდება. ფართოდ კულტივირებული ბუჩქია.
შავი მოცხარის ნაყოფები და ფოთლები გამოიყენება ავიტამინოზის დროს. ხალხურ მედიცინაში ნაყოფებს იყენებენ ოფლმდენ, კუჭაშლილობის საწინააღმდეგო და შარდმდენ საშუალებად. ფოთლებს კი რევმატიზმის სამკურნალოდ, ოფლმომგვრელად დიათეზის საწინააღმდეგოდ იყენებენ.
შავბალახა მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა ოჯახიდან, 50-150 სმ სიმაღლის გამერქნებული ვერტიკალური ფესურით. კახეთში მას ნაწყენის ბალახს ეძახიან. ღეროები სწორადგმდგომია, ზედა ნაწილში დატოტვილი, მწვანე ან მოწითალო-იისფერი, ოთხწახნაგოვანი და ღრუა. ფოთლები ყუნწიანია, მოპირისპირე, ღეროს წვერში პატარა ზომისაა. ზემოთ მუქი ან ღია მწვანე ფერისაა, ქვემოთ ნაცრისფერი. ყვავილები წვრილია, ვარდისფერი, ღეროს ბოლოზე ქმნიან თავთავისებრ ყვავილედს. ყვავილები ფოთლების უბეში რგოლებადაა შეჯგუფული. ნაყოფში სამწახნაგოვანი ოთხი თესლია მოთავსებული. შავბალახა ყვავილობას იწყებს ივნის-ივისში, ნაყოფი მწიფდება ივლის-აგვისტოში.
საშუალებად.ხალხური მედიცინა გვთავაზობს შემდგენაირ ნაყენებს: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ნედლეულს დაასხით 200 მლ ცივი წყალი, დადგით 8 საათის განმავლობაში, გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღის განმავლობაში.
იზრდება ნესტიან, ბალახოვან ადგილებში როგორც სარეველა მცენარე. ნედლეულად იყენებენ ღეროს კენწრულ ნაწილს ფოთლებითა და ყვავილებით. მოჭრილ ღეროებს კრავენ პატარა კონებად და აშრობენ ჩრდილში ან შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება.
ვარდისებრთა ოჯახს ეკუთვნის. ნიგვზისძირას რაჭაში ეძახიან მარიამხელას 30-60 სმ სიმაღლის მრავალწლიანი მცენარეა. ღეროსა და ფოთლების ყუნწებზე შეიმჩნევა რბილი ბეწვები. ქვედა ფოთლები წყვეტილფრთისებრი და გრძელყუნწაა 2-4 წყვილი სეგმენტით. კენწრული სეგმენტი გაცილებით დიდია სხვა სეგმენტებთან შედარებით. სეგმენტთა ფორმა მოგრძო რომბულია, ძირში სოლისებრ შევიწროებით და კიდეებში მსხვილადაა დაკბილული.
