Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 396

გრძელწიწვიანი ღვია  – Juniperus Oblonga M. B. – можжевельник длиннолистный

კვიპაროსისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. მარადმწვანე ორბინიანი, იშვიათად ერთბინიანი, 8-12 მ სიმაღლის ბუჩქადაც გვხვდება მურა-ნაცრისფერი ქერქით.
წახნაგოვანი ყლორტები შეფოთლილია სამწახნაგოვანი გრძლად წაწვეტილი 4-16 (20) მმ სიგრძის წიწვისებრი მჩხვლეტავი ფოთლებით, რომელიც ზედა მხრიდან ღარისებრი ჩაღრმავებით და თეთრი ზოლით ხასიათდება, ქვემოდან კი მბრწყინავი მწვანე ფერისაა, დამახასიათებელი ქედით. გირჩები კი მრავალრიცხოვანია – მოგრძო, კვერცხისებრი, 2 მმ-მდე სიგრძით, რომლებიც სათითაოდ სხედან ფოთლების იღლიებში. პირველ წელს მწვანეა, კვერცხისებრი ფორმით, მეორე წელს მომწიფებისას კი მრგვალ ფორმას იძენს და მოლურჯო-შავი შეფერვისაა მორუხო ნაფიფქით, გირჩში 3, იშვიათად 1-2 სამწახნაგოვანი თესლი ზის. 1000 თესლის წონა დაახლოებით 13 გრამს შეადგენს. მრავლდება თესლით.
გვხვდება ხირხატნიადაგიან მშრალ განათებულ ადგილებში. ღვიების სხვა სახეობებთან შედარებით იგი ყველაზე ხშირად გვხვდება, ამასთან დიდი ეკოლოგიური დიაპაზონითაც გამოირჩევა, იზრდება როგორც დაბლობ, ისე მაღალმთიან ადგილებშიც. გავრცელებულია თითქმის მთელს კავკასიაში.
გრძელწიწვიანი ღვიის გირჩი მედიცინაში გამოიყენება ნაყენის სახით, როგორც ანთების საწინააღმდეგო და დიურეტული (შარდმომგვრელი) კარგი საშუალება. იგი საშარდე გზების დეზინფიცირებას ახდენს, აქვს ამოსახველებელი მოქმედება და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას. გამოიყენება შარდმდენად თირკმლების (არამწვავე) და საშარდე ბუშტის ანთების დროს. რეკომენდებულია სახსრების ტკივილის, კანის ანთებითი (დერმატიტის), აგრეთვე კუჭისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალოდ.
გირჩების ნაყენის მოსამზადებლად წვრილად დანაწევრებულ ხმელ გირჩს ორი ჩაის კოვზის რაოდენობით ასხამენ ერთ ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს და სამ სათს დააყენებენ. ესაა ერთი დღე-ღამის ნორმა შარდის დენის გასაძლიერებლად. 100გ გირჩს 400 გ წყალში ხარშავენ, მიღებულ გამონახარშს ფილტრავენ, შემდეგ ნახარშს კვლავ დგამენ მდუღარე წყლიან ჭურჭელში და ხარსავენ ორთქლზე, დაუმატებენ შაქარს ვაჟინის (სიროფის) მისაღებად. გამზადებულ ვაჟინს დღეში 3-ჯერ იღებენ ჩაის კოვზით ჭამის წინ კუჭის დაავადებათა სამკურნალოდ.
გირჩის გამონახარშს რევმატიზმის წინააღმდეგ იყენებენ შემდეგნაირად: 200 გ გირჩს ხარშავენ 1 ლ წყალში და ამ ნახარშს უმატებენ სააბაზანოდ განკუთვნილ წყალს. გაზაფხულობით კანზე გამონაყარის საწინააღმდეგოდ ურჩევენ პირდაპირ გირჩების ჭამას. (ყლაპავენ კარგად დაღეჭილ რბილობს, მაგარ თესლს კი გადააგდებენ). პირველ დღეს 5 ცალს, მეორე დღეს – 6-ს და ა.შ. ვიდრე 15-მდე არ ავლენ, შემდგომ დოზას ამცირებენ ასევე თანდათანობით, ვიდრე 5-მდე არ დავლენ. ასეთ მკურნალობას მიმართავენ ღვიძლის დაავადებების დროსაც.
თირკმლების მწვავე ანთებისას ღვიის გირჩის პრეპარატები დაავადების გამწვავებას იწვევს, ამიტომ ექიმის გარეშე მისი გამოყენება დაუშვებელია.
გირჩის ეთერზეთები ოპერაციულ ან სხივური მკურნალობისას კომბინირებულად, კეთილნაყოფიერად მოქმედებს კანის კიბოთი დაავადებისას. ღვიის ქერქის მონახარშს ხალხური მედიცინა ურჩევს როგორც აღმგზნებ საშუალებას სქესობრივი უნარის დაქვეითებისას. გირჩებისა და წვრილი ტოტების ფოთლებითურთ ნახარშის აბაზანებს იღებენ რევმატიზმის სამკურნალოდ. ტოტებსა და გირჩებს იყენებენ წყლამანკისა და ნერვული დაავადებების დროს.
ჩვენი ქვეყნის დასავლეთ რაიონებში ხალხური მედიცინა ღვიის ფესვების სპირტიან ნაყენს ტუბერკულოზის, ბრონქიტის, თირკმლის ქვის და კანის დაავადების საწინააღმდეგოდ იყენებს.
ინგლისში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთსა და ფინეთში ღვიის ხმელი გირჩებით (ნაყოფები) კაზმავენ წვნიანებს, ღვიის დანაყილ ნაყოფს აყრიან ნადირის ხორცს, მისი ცხელი წყლით გამონაწვლილს ურევენ დანაყილ ნიორსა და ხახვს, ასეთნაირად შეკმაზულ გამონაწვლილში 5 ან 2-3 საათის განმავლობაში ათავსებენ ხორცს მისთვის მარინადის გემოს მისაცემად. 1 კგ ხორცზე 6-8, ხოლო ფრინველზე 4-5 ნაყოფს იღებენ.
ღვიის პრეპარატების ხმარება დაუშვებელია ნეფრიტისა და ნეფროზონეფრიტის დროს. ხანგრძლივი გამოყენებისას თირკმლის პარენქიმის გაღიზიანებას იწვევს.

 

გლერძა  – Astragalus Pycnophyllus Stev. – астрагал густолистый

პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელი 20-50 (80) სმ სიმაღლის მოთეთრო ნაცრისფერ-ბუსუსებიანი, ხშირტოტებიანი, მოყვითალო გაფარჩხულეკლებიანი ბალიშისებრი შესახედაობის ბუჩქია. ბაცი ყვითელი ფერის 8-10 სმ სიგრძის ყვავილები 2-3 სმ დიამეტრის ბურთისებრ ან ოვალურ თანაყვავილედებშია შეკრებილი. თანაყვავილები არ გააჩნია, ყვავილის ჯამი ძირში შიშველი, ზემო ნაწილში კი ხშირბუსუსიანია. მისი კბილები ჯამის მილზე მოკლე და ბუსუსებში ჩამალულია. ჯამი კბილების გასწვრივ ძირამდეა ჩახეული. ყვავილის გვირგვინის ნაპირებჩაზნექილი აფრა შუა ნაწილის ოდნავ ქვემოდან შევიწროებულ ფრჩხილში გადადის. კვერცხისებრი შებუსვილი პარკი ჯამზე გრძელია.
ნაცრისფერბუსუსებიანი, ზოგჯერ თითქმის შიშველი, ხშირად სიგრძეზე გაკეცილი, ვიწრო წაგრძელებულ – ლანცეტა ფოთოლაკების რიცხვი წყვილფრთართულ ფოთლებში 10-80 ფარგლებში მერყეობს. ღერო მიწისპირთან საკმაოდ სქელ (4-8 სმ).
იზრდება მთის შუა და ზედა სარტყელში მშრალ, კლდოვან ადგილებში, არცთუ იშვიათად ზღვის დონიდან 1650-მდე და ზოგან უფრო მაღლაც. არაიშვიათად თავისი დომინანტობით შექმნილ რაყებადაა წარმოდგენილი გამეჩხრილ ფიჭვნარებსა და მუხნარებში. გვხვდება ქართლში, კახეთში, ქიზიყში, თრიალეთსა და მესხეთ-ჯავახეთში.
გლერძა გუმფისით მდიდარი მცენარეა, ამდენად იგი გუმფისის დამზადების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა. საამისოდ ღეროს ქვედა ნაწილში ბასრი დანით კანს ღრმად ჩასერავენ ხოლმე. ჭრილობიდან გუმფისის დენა მით ინტენსიურია რაც უფრო ცხელი ამინდია.
გუმფისი უხვად შეიცავს ანთების საწინააღმდეგო პოლისაქარიდებს, აგრეთვე სახამებელს, ლორწოვან ნივთიერებებს, შაქარს, საღებავებს. უმნიშვნელო რაოდენობით კი ორგანულ მჟავებსა და აზოტოვან შენაერთებს.
ხალხური მედიცინა გუმფისს უხსოვარი დროიდან იყენებს როგორც შარდმდენ, ამოსახველებელ, ოფლმომდენ და გამხსნელ საშუალებას. ფარმაკოქიმიური მრეწველობა კი მწებავ საშუალებად იყენებს აბებში, 10%-იანი ნაყენის სახით გულის ქრონიკული უკმარისობის ჰიპერტონიული და თირკმელის სისხლძარღვთა დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება, რომლის გავლენითაც მცირდება ვენური წნევა, ჩქარდება სისხლის მიმოქცევა, ნორმალური ხდება არტერიული წნევა, ქრება ტრაქიკარდია, უმჯობესდება პულსის დეფიციტი, ძლიერდება დიურეზი და ცხრება შეშუპებები. ცხოველებზე წარმოებულმა ცდება ცხადყო, რომ ყველაზე ეფექტურია მწვავე ნეფრიტის დროს და სისხლის მიმოქცევის უკმარობის პირველსა და მეორე სტადიაზე.
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში გუმფისში არსებული ბასორინის შემცველი პრეპარატი ნორეკტალი საფაღარათო საშუალებად გამოიყენება. საფეიქრო მრეწველობაში იგი საღებავთმედეგობის გასაძლიერებელი საშუალებაა.
აი ბიოლოგიურად რა აქტიურად მომქმედ ნივთიერებებს შეიცავს ერთის შეხედვით თითქოსდა უსარგებლო არცთუ ლამაზი გარეგნობის მცირეტანოვანი ეს ბუჩქი. მოყვანილი მაგალითი მთელი სიცხადით გვიდასტურებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ბუნებაში, აბსოლუტური გაგებით, უსარგებლო მცენარე არ არსებობს. ყველა მცენარე სასარგებლოა, მაგრამ აუცილებელია ამის ცოდნა. შუა საუკუნეების ცნობილი ექიმის პარაცელსის (1493-1541 წლები) სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველა ნივთიერება შხამიანია, არაფერია ისეთი, რომელშიდაც შხამი არ იყოს. მთელი საქმე დოზაშია. სწორი დოზირება შხამს არაშხამად აქცევს. ამ დებულების დასტურია ოდითგანვე ამაზრზენი ემოციების გამომწვევი გველის შხამი, რომელიც ამჟამად უმცირესი დოზებით წარმატებით გამოიყენება ნაირგვარი უმძიმესი დაავადებების სამკურნალოდ.

 

გლედიჩია – Gleditschia Triacanthos L – гледичия

პარკოსანთა ოჯახის წარმომადგენელია. გლედიჩია 20 მ სიმაღლის ხეა, ზოგან კი 40-მდეც კი აღწევს, ღეროზე ქერქი მუქი ნაცრისფერ-მოშავოა, ტოტებზე კი მუქი ნაცრისფერია. ღეროსა და ტოტებზე სამად განტოტილი მოწითალო-ყავისფერი მეტად მაგარი ეკლებია, ზოგი მათგანის სიგრძე 30 სმ და უფრო მეტს აღწევს. კენტფრთართული ფოთლები დამოკლებულ ტოტებზე ჯგუფ-ჯგუფადაა განლაგებული, მათი სიგრძე 14-20 სმ და უფრო გრძელიცაა.
ყვავილები ცალსქესიანია, იშვიათად ორსქესიანი ოდნავ მოყვითალო-მწვანე ფერის. საკმაოდ სურნელოვანი. ნაყოფი პარკია 50 სმ-მდე სიგრძის, ხმლისებრ ოდნავ მოხრილი, მოწითალო-ყავისფერი და მბრწყინავი. ცალ კიდეზე პარკს ტკბილი რბილობი აქვს. თითო პარკში 12-15 თესლია, რომელიც ფორმით წაგრძელებულ-ელიფსურია, ყავისფერი. 1000 თესლის წონა 238-263 გრამია. ყვავის მაის-ივლისის განმავლობაში, ნაყოფი ოქტომბერ-ნოემბერში მწიფდება.
გლედიჩია უფრო ბარის მცენარეა, მისი ნორმალური ზრდისათვის აუცილებელია სითბო და კარგი განათება, შესანიშნავად იზრდება მდინარეთა ნაპირებზე. ბუნებრივად იგი ამერიკის შეერთებული შტატების ჩრდილოეთითაა გავრცელებული. კულტურა კი ბევრ ქვეყანაშია შეტანილი. მათ შორის საქართველოში. გლედიჩია კოლხეთის დაბლობზეც გვხვდება, ძირითადად კი აღმოსავლეთ საქართველოშია კულტივირებული, ზოგან გავრცელებული.
გლედიჩიის ჩვილი ფოთლები ალკალოიდ ტრიაკანტინს, ფოთლებსა და ნაყოფებში 100-400 მგ პროცენტ ასკორბინის მჟავას (ვიტამინი C) შეიცავს.
ტრიაკანტინს სპაზმოლიტური მოქმედების თვისება აქვს. ახდენს ძარღვების გაგანიერებას, აღაგზნებს სასუნთქ ცენტრს და დაბლა სწევს სისხლის წნევას. დადებით თერაპიულ ეფექტს ახდენს კუჭ-ნაწლავების დაავადებებზე (სპასტიკური კოლიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული), გარდა ამისა დადებითად მოქმედებს ქრონიკული ქოლეცისტიტის გამწვავებისას.
ტრიაკანტინი ბრონქიალური ასთმის დროსაც გამოიყენება. პრეპარატის მიღებას ურჩევენ 0,1 გ 2-3-ჯერ დღეში. იგი 10-20 დღის განმავლობაში მიიღება ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაავადებების სამკურნალოდ. ამჟამად ტრიაკანტინი სამკურნალო საშუალებების ნომენკლატურიდან ამოღებულია.

 

გვირილა – Matricaria chamomilla – Ромашка аптечная

ბუნებაში არსებულ მრავალი სახეობის გვირილებს შორის გვხვდება სამკურნალო გვირილაც, რომლის ბოტანიკური სახელწოდება ლათინურად არის Matricaria chamomilla. იგი ერთწლიანი, 35 სმ-მდე სიმაღლის ბალახოვანი მცენარეა, ძლიერ დატოტვილი ღეროთი. ფოთლები მორიგეობითია, ფრთისებრ განკვეთილი. კალათები სხედან სათითაოდ ყვავილის გრძელ ყუნწზე ტოტების კენწრულ ნაწილში და აქვთ თეთრი ენისებრი და ყვითელი მილისებრი ყვავილები. კალათის საერთო საფარველი კრამიტისებრია. კიდურა ბუტკოიანი, ყვავილების რიცხვი კალათაში იცვლება 12-დან 17-მდე, ისინი თეთრი ფერისაა, სამკბილიანი, ენისებრი გვირგვინით. შიგნითა ყვავილები ხუთკბილიანია. ყვავილსაჯდომი კონუსისებრია, შიშველი, უაპკო, შიგნით ღრუ. გამშრალი კალათის დიამეტრი 5-8 მმ-ია. კალათა იშლება თანდათანობით. ყვავილობის დასაწყისში ენისებრი ყვავილები აღმართულია ზევითკენ, ყვავილსაჯდომი ბრტყელია, ყვავილობის შემდეგ სტადიაში ენისებრი ყვავლების ფურცლები იღებენ ჰორიზონტალურ მდებარეობას, ყვავილსაჯდომი იჭიმება და ყვავილობას იწყებენ ქვედა მილისებრი ყვავილები, ამის შემდეგ ენისებრი ყვავილები დაიყვავილებენ, გვირგვინი ქვევით იხრება, ყვავილსაჯდომი სულ უფრო კონუსურ ფორმას იღებს და თანდათანობით კიდიდან ცენტრისაკენ ყვავილობას იწყებენ მილისებრი ყვავილები. ამ დროს კი ქვედა მილისებრი ყვავილები უკვე იწყებენ ნაყოფის მოცემას. ნაყოფი თესლურაა. მცენარე სურნელოვანია, ყვავილობს თითქმის მთელი ზაფხული. ცალკეული კალათა ყვავის სამ კვირამდე.
გვირილას ზემო იმერეთში ირაგას ეძახიან, ქვემო იმერეთში – ანაგრულას, გურიაში – ქამენიას, სამეგრელოში – ქამანიას, მესხეთში – ყვითელგულას, მთის რაჭაში – კაკულს.
გვირილა ხარობს მდელოებში, სტეპებში, უშენ და დანაგვიანებულ ადგილებში და დიდ ფართობებზეც ვრცელდება.
ნედლეულის სახით აგროვებენ გვირილის ყვავილებს, მხოლოდ მაშინ როდესაც ენისებრ ყვავილებს ჰორიზონტალური მდგომარეობა უკავიათ. სამკურნალო გვირილის გარდა გვხვდება სხვა სახეობის გვირილებიც, რომელთა შეგროვება და გამოყენება დაუშვებელია. სხვა სახეობის გვირილების ყვავილსაჯდომები არ არის ღრუ, ხოლო კალათები უფრო დიდი ზომისაა, დაახლოებით 12 სმ-მდე დიამეტრისა.
გვირილას ყვავილედი შეიცავს 0,2-0,8% ეთერზეთს, სპაზმოლიტური ქმედების გლიკოზიდ-აპიგენონს, ამიტომ მას ხმარობენ როგორც ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას ნაწლავების სპაზმების დროს. ეთერზეთის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს წარმომადგენენ ქამაზულენი და პროქამაზულენი.
მედიცინაში გვირილას ყვავილების ნაყენს იყენებენ ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკურ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად პირის ღრუს დაავადებების (სტომატიტები და სხვა), ტონზოლიტებისა და ანგინის დროს. გვირილას უნიშნავენ მწვავე და ქრონიკული გასტრიტების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, კოლიტების, ენტეროკოლიტების საწინააღმდეგოდ, ღვიძლისა და ნაღვლის სადინარი გზების დაავადების დროს. გვირილას პრეპარატები ამცირებენ ნაღვლის სადინარების სპაზმებს, აძლიერებენ ნაღვლის გამოყოფას, ამცირებენ ანთებით პროცესებს. ნაწლავების სპაზმებისა და მეტეორიზმისას იყენებენ გვირილის დამამშვიდებელ ჩაის.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთებითი პროცესების, მეტეორიზმის, ფაღარათის, ნაღვლის სადინარების დაავადების დროს აიღეთ 10 ჩაის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 400 მლ (2 ჩაის ჭიქა) ცივი ანადუღარი წყალი, გააჩერეთ 8 სთ, გაწურეთ. შეინახეთ ბნელ, გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა. ერთი ულუფა ნაყენი მიიღეთ 1-2 დღის განმავლობაში.
ნიკრისის ქარისა და რევმატიული ტკივილების საწინააღმდეგოდ იკეთებენ გვირილის ყვავილების აბაზანებს.
ბუასილის დროს გვირილას იყენებენ გარეგან საშუალებად. აიღეთ 2-3 სუფრის კოვზი გვირილას ყვავილი, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ კარგად თავდახურულ ჭურჭელში, გაწურეთ. ამ ნაყენს ხმარობენ აგრეთვე თვალების მოსაბანად. თვალების ანთებითი პროცესების დროს.
გვირილას დიდი გამოყენება აქვს კოსმეტიკაში.

 

სოლვეკაინი / SOLVECAIN


შემადგენლობა

საინექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს-10 მგ-ს
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

ლიდოკაინი ძლიერი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულსა და გამტარს. იგი ბლოკავს ნატრიუმის იონების შეღწევას მიოკარდიუმის უჯრედებში და ამგვარად თრგუნავს იმპულსის წარმომქმნელი ექტოპიური კერების ავტომატიზმს. ამავე დროს გულის გამტარობითი ფუნქცია არ ითრგუნება. სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, ლიდოკაინი ხელს უწყობს მიოკარდიუმის უჯრედებიდან კალიუმის იონების გამოსვლას და აჩქარებს უჯრედული მემბრანის რეპოლარიზაციის პროცესს, ამოკლებს მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობასა და რეფრაქტერიული პერიოდის ეფექტიანობას.

პრეპარატი გამოიყენება ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი და ეპიდურალური ანესთეზიისათვის ქირურგიაში, მეან-გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში.

პრეპარატის გამოყენებისას ქირურგიულ და სამეანო პრაქტიკაში, სტომატოლოგიაში, ოტო-რინოლარინგოლოგიაში დოზირების რეჟიმი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია ჩვენებებსა და კლინიკურ სიტუაციაზე.
ადგილობრივი ანესთეზიის დროს შესაძლებელია ლიდოკანის კომბინირება ადრენალინთან.
ინფილტრაციული ანესთეზიისათვის გამოიყენება 5-300 მგ პრეპარატი.
პერიფერიული ნერვების ბლოკადისათვის: ნეკნთაშუა ნერვების ბლოკადისათვის გამოიყენება 30მგ; პარაცერვიკალური ბლოკადისათვის- 100 მგ თითოეულ მხარეს, პრეპარატის განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია მხოლოდ 90 წთ-ის შემდეგ; პარავერტებრალური ბლოკადისათვის – 30-50მგ; პუდენდალური ბლოკადისათვის – 100 მგ თითოეულ მხარეს.
სიმპატიკური ნერვების ბლოკადისათვის გამოიყენება 50-100 მგ.
ეპიდურალურად გამოიყენება 200-300 მგ. სამეანო პრაქტიკაში კაუდალური ანალგეზიისათვის გამოიყენება 300 მგ. აუცილებლობისას პრეპარატის განმეორებითი შეყვანა შესაძლებელია არა ნაკლებ 90 წთ-ის შემდეგ.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ყურებში შუილი, ენის დაბუჟება ( სტომატოლოგიაში გამოყენებისას), იშვიათად – ეიფორია, დოზის გადაჭარბებისას- დეზორიენტაცია, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა.

მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ, გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, კარდიოგენური შოკი, ადამს-სტოქსის სინდრომი, ვოლფ-პარკინსონ-უაითის სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობისას, არტერიული ჰიპოტონიის, თირკმლების მძიმე დაავადებების დროს.

სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, თავბრუსხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, არტერიული წნევის დაქვეითება, ტრემორი, ტონიკურ-კლონური კრუნჩხვები, კომა, კოლაფსი, AV ბლოკადა, ცნს-ის დათრგუნვა, სუნთქვის გაჩერება.
მკურნალობა: ლიდოკაინის შეყვანის შეწყვეტა, ფილტვების ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია, ანტიეპილეფსიური საშუალებების, ვაზოკონსტრიქტორების ( ნორადრენალინი, მეზატონი) ბრადიკარდიის დროს- ქოლინოლიზური საშუალებების (ატროპინი) დანიშვნა. დიალიზი არაეფექტურია.

ლიდოკაინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ლიდოკაინის მოქმედების ეფექტის გაძლიერება. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს. 
ლიდოკაინისა და ნოვოკაინმიდის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცნმ-ის აგზნება, ჰალუცინაციები.
ინტრავენურად ჰექსენალის ან ნატრიუმის თიოპენტალის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს.
ციმეტიდინი ზრდის ლიდოკაინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერებას.

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15-25 C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაიცემა რეცეპტით).

ოტომაქს ჯი / OTOMAX G


შემადგენლობა

პრეპარატის 1გ შეიცავს: 
აქტიურ კომპონენტებს: ფენაზონი 40.0 მგგ და ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 10 მგგ.
დამხმარე კომპონენტებს: ნატრიუმის თიოსულფატპენტაჰიდრატი, ეთანოლი 96%, ნატრიუმის ჰიდროოქსიდის ხსნარი 1M (გამოიყენება მხოლოდ PH – ის აუცილებელი კორექტირების შემთხვევაში), გლიცერინი, სუფთა წყალი.
აღწერა: ხსნარი, გამჭვირვალე, თვალისათვის ხილული ნაწილაკების გარეშე.
წამლის ფორმა: ყურის წვეთები, ხსნარი: 4% ფენაზონი, 1% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი.

კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტოლოგიაში, გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, რასაც განაპირობებს მისი კომპონენტების მოქმედების სინერგიზმი. ლიდოკაინი ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო მოქმედებას, ხოლო ფენაზონი–გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ფენაზონი მნიშვნელოვნად აძლიერებს ლიდოკაინის ადგილობრივ საანესთეზიო ეფექტს, ხანგრძლივობას, რაც საშუალებას იძლევა სწრაფად იქნეს აღმოფხვრილი ტკივილის სინდრომი ოტიტის დროს.

ადგილობრივად, სიმპტომატური მკურნალობისა და ტკივილის კუპირებისათვის.
– მწვავე შუა ოტიტის დროს.
– გრიპის გართულების შედეგად განვითარებული ოტიტის დროს.
– ბაროტრავმული ოტიტის დროს.
–პოსტტრავმული ოტიტებისა და უცხო სხეულების მოცილების შემდგომი მდგომარეობის დროს.

0-1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 1–2 წვეთი, 1-2 წლამდე 3 წვეთი, უფრო მოზრდილი ასაკის ბავშვებისთვის 4–4 წვეთი დღეში 3-ჯერ. ზრდასრულებში ოტიტის დროს ოტომაქს ჯი-ს მოხმარება ხდება 4–4 წვეთის ოდენობით დღეში 3–4ჯერ. 
მკურნალობის ხანგრძლივობა: 3-დან 10 დღემდე.
საჭიროა ფლაკონის დახურვა ყოველ ჯერზე, მისი გამოყენების შემდეგ. არ არის რეკომენდებული პიპეტი შეეხოს ყურის გარე ნაწილს, რათა დაცული იყოს ხსნარის სტერილობა.
სიფრთხილით გამოყენება:
ოტომაქს ჯი-ს ჩვეულებრივ კარგად იტანენ. იშვიათად შესაძლებელია ადგილობრივად აღინიშნოს სიმპტომები განპირობებული პრეპარატისადმი აწეული მგრძნობელობით.

დაფის აპკის მთლიანობის დარღვევა. პრეპარატის კომპონენტებისადმი გაზრდილი მგრძნობელობა.

არ არსებობს მონაცემები ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების პერიოდში ოტომაქს ჯი-ს გამოყენების უსაფრთხოებაზე. პრეპარატი არ ენიშნებათ ფეხმძიმეებს გარდა აბსოლუტური აუცილებლობისა და მხოლოდ მას შემდეგ რაც შეფასებული იქნება რა სარგებელს მოუტანს იგი დედას და რა შესაძლო რისკი არსებობს ნაყოფისთვის.
ასევე არ არსებობს მონაცემები პრეპარატის კომპონენტების დედის რძეში შეღწევადობის შესახებ. 
რეკომენდებულია ძუძუთი კვების დროს დედებმა თავი აარიდონ აღნიშნული სამკურნალო საშუალების გამოყენებას.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვასა და სპეციალურ დანადგარებთან მუშაობაზე პრეპარატი არ ახდენს გავლენას მანქანის მართვისა და ტექნიკასთან, დაზგებთან ან რაიმე სხვა რთულ დანადგარებთან მუშაობის უნარზე, რომლებიც ითხოვენ მეტ ყურადღებას.

რეკომენდებულია შემოწმებულ იქნას დაფის აპკის მთლიანობა პრეპარატის მოხმარებამდე. აპკის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში, ოტომაქს ჯი-ს წვეთების გამოყენება უკუნაჩვენებია.
მოხმარების შემდეგ სახურავი კარგად უნდა დაეხუროს და ფლაკონი უნდა შევინახოთ შეფუთვაში, რათა იგი დაცული იქნეს სინათლის ზემოქმედებისგან.

არ არსებობს მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ ადგილობრივი მოხმარებისას.

პრეპარატის ადგილობრივი გამოყენების დროს არ გამოვლენილა უარყოფითი შედეგები ანალგეტიკებთან და ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ანტისეპტიკებთან, ადგილობრივი ან სისტემური მოხმარების ანტიბიოტიკებთან ერთად მკურნალობისას.

ვარგისობის ვადა–3 წელი.
ფლაკონის გახსნიდან პრეპარატი გამოყენებულ უნდა იქნეს 4 კვირის განმავლობაში.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას 15–25oC ტემპერატურაზე.

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

ეფკამონი / Efkamon


შემადგენლობა

მენთოლი 140 მგ
ქაფური 100 მგ
მეთილსალიცილატი 80 მგ
ევკალიპტის ზეთი 70 მგ
წიწაკის ნაყენი 40 მგ
მიხაკის ზეთი 30 მგ
მდოგვის ზეთი 30 მგ

ეფკამონი ხასიათდება ადგილობრივი ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და გამახურებელი მოქმედებით. ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი უკავშირდება ანთების კერაში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას. პრეპარატის შემადგენელი კომპონენტები იწვევენ ადგილობრივად, დაზიანებულ უბანზე ზედაპირული სისხლძარღვების გაფართოვებას, მათ მომატებულ გამტარობას, ჰიპერემიას და ადგილობრივად ტემპერატურის მატებას. ეფკამონი აძლიერებენ სისხლის მიმოქცევას მტკივნეულ უბანზე და პათოლოგიური კერის დრენაჟს.

მწვავე ართრიტი, პოლიართრიტი, კისრის მიოზიტი, ლუმბაგო, ნევრალგია, მიალგია, რევმატიზმი, რადიკულიტი, შაკიკი, სპონდილოართრიტი, კისრისა და გულმკერდის ნაწილის განგლიონიტი.

2-3 გრ მალამო შეიზილება 2-3 ჯერ დღეში მტკივნეული ნაწილის კანზე და შეიხვევა თბილად

გადაწყვეტილებას იღებს ექიმი ინდივიდუალურად გამომდინარე პაციენტის კლინიკური მდგომარეობიდან

მოერიდეთ მალამოს მოხვედრას დაზიანებული კანის საფარზე.

სპაზმექსი / SPASMEX®


შემადგენლობა

ამპულები:
40 მგ/4 მლ 
ფლოროგლუცინი
აქტიური შემადგენელი: 
1,3,5 ტრიჰიდრატი (ბიჰიდროფლორო გლუცინა) 51,43 მგ (შეესაბამება ფლოროგლუცინა ანჰიდრიდს 40 მგ).
წამლის ძირითადი შემადგენელი, ექსციპიენტი: ნატრიქლორიდი, ნატრი მეტაბისულფიტი, ნატრი სულფიტი, წყალი ინექციის მოსამზადებლად 4 მლ

ტაბლეტები:
ფლოროგლუცინი
+1,3,5 ტრიმეტოქსიბენზენი
აქტიური შემადგენელი:
1,3,5 ორწვერიანი ტრიჰიდრატი (ბიჰიდრო ფლორო გლუცინა) 102,850 მგ (შეესაბამება ფლოროფლუცინა ანჰიდრიდს 80 მგ) +1,3,5 ორწვერიანი ტრიჰიდრატი (ბიჰიდრო ფლორო გლუცინა) 80 მგ. წამლის ძირითადი შემადგენელი, ექსციპიენტი: ლაქტოზა-კარბოლმჟავის მაგნიუმი-საქაროზა-ტალკი
ტრიმეტოქსიბენზენი: წარმოიქმნება ფლოროგლუცინიდან (CH3- ჯგუფი -OH ჯგუფის ნაცვლად).
ფლოროგლუცინთან შედარებით გააჩნია უფრო გამოხატული სპაზმოლიტიკური აქტივობა.
გააჩნია პროლონგირებული მოქმედება. 
არ იხსნება წყალში.
მოქმედების დაწყება:
ინტრავენურად 5-10 წუთის შემდეგ
კუნთში 15-30 წუთის შემდეგ
მოქმედების ხანგრძლივობა 2-4 საათი
პერორალურად მიღების დროს მოქმედების ხანგრძლივობა 4-6 საათი

ორმაგი მოქმედება: სპაზმოლიტიკი, ანალგეტიკი,
ფლოროგლუცინი არ მოქმედებს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე
არ ახდენს გავლენას არტერიულ წნევაზე
მოქმედების მექანიზმი 
სპაზმექსი ინჰიბირებს ფერმენტს, რითიც ხელს უწყობს კატექოლამინის (A,NOღ A) დაგროვებას გლუვკუნთოვან ბოჭკოებში. მოქმედების მექანიზმი
უახლოვესი გამოკვლევებით, ფლოროგლუცინოლი ახდენს ინჰიბი¬რულ აქტივობას პროსტაგლანდინების ბიოსინთესზე. ფენოლები (როგორც სპაზმექსი) აქვეითებენ პროსტაგლანდინების აქტივობას, რითიც მიიღწევა ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

შარდსასქესო სისტემა:
თირკმლკენჭოვანი დაავადება, შარდკენჭოვანი დაავადება (თირკმლის ჭვალი, ირადიაციული ტკივილი ზურგში და ბოქვენზედა არეში), ცისტიტი (მტკივნეული შარდვა, ბოქვენზედა და წელის ტკივილები), მწვავე პიელონეფრიტი (ირადიაციული ტკივილი გვერდში).
კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები:
ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიტიკური მოქმედება თირკმლის ჭვალის დროს (94,6%).
სპაზმექსი ხელს უწყობს კენჭების უმტკივნეულო გამოძევებას.
კუჭ-ნაწლავის სისტემა:
ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლეცისტიტი,ქოლედოქოლითიაზი (ჭვალი, ტკივილი ეპიგასტრიუმში ან მარჯვენა ზედა კვადრატში, ირადიაციით მარჯვენა ბეჭქვეშა არეში.)
დივერტიკულიტი(მწვავე ტკივილი მუცლის მარცხენა ქვედა კვადრატში. 
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი (ტკივილი მუცლის ქვემოთ).
გასტროენტერიტი (ტკივილი მუცელში).

კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები:
სწრაფად ხსნის კენჭით გამოწვეულ ტკივილებს ნაღვლის ბუშტში შემთხვევათა 96%, ნაწლავების მწვავე და ქრონიკული სინდრომების დროს შემთხვევათა 90 %.

გინეკოლოგიური ჩვენებები:
დისმენორეა და მენსტრუალური ტკივილი.
მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი დაავადებები. 
ენდომეტრიოზი.
თვითნებური აბორტი ან აბორტის საშიშროება.
ნაადრევი მშობიარობა.
დიაგნოსტიკური პროცედურები (მილების ჩაბერვა და ა.შ).

კლინიკო-დიაგნოსტიკური შედეგები:
ორსულობის შეწყვეტის საშიშროების დროს 87% შემთხვე¬ვაში ორსულობის შენარჩუნება. 
მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობისას, 80% შემთხვე¬ვა¬ში ორსულობის გაგრძელება.

ამპულები მწვავე შემთხვევისას:
1 ამპ. ი/ვ ან ი/მ.
აუცილებლობის შემთხვევაში ეს დოზა შეიძლება გა¬ვი¬მეოროდ არა უადრეს 1 საათისა. 
შემანარჩუნებელი თერაპია: 1 ამპ. 1-2 ჯერ დღეში.
ტაბლეტები:
4-6 ტაბ. დღეში 2-3 მიღებაზე.
კურსის დროს მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 ტაბლეტს. ხანგრძლივი მკურნალობის დროს დოზა არ უნდა აღე¬მა-ტებოდეს 4 ტაბლეტს.

კანის ალერგიული რეაქციები.

მგრძნობელობა ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. 
თირკმლის უკმარისობა.
ბრონქიალური ასთმა.

ორსულობა
სპაზმექსის გამოყენება ორსულობის დროს რეკომენდირებულია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.
ლაქტაცია
მეძუძურობის დროს შესაძლებელია სპაზმექსის გამოყენება.

ოპიატურ ანალგეტიკებთან (მორფინი) პარალელური გამოყენება არ არის მიზანშეწონილი მათი სპაზმოგენური ეფექტის გამო. დასაშვებია გამოყენება ანალგეტიკებთან (არა ნარკოტიკული), არასტეროიდული ანთებისსაწიააღმდეგო პრეპარატებთან, ანტი-ბიოტიკებთან ერთად.
სპაზმექსის ამპულების ხანგრძლივმა გაჩერებამ ცივ ადგილას შესაძლოა გამოიწვიოს მისი კრისტალებად გადაქცევა, რომელიც სრულიად ქრება მისი გათ¬ბობისას, ამპულა უნდა შევანჯღრიოთ ორი წუთის განმავლობაში თბილ წყალში. ამ ფენომენმა შესაძლოა გამოიწვიოს ამპულის ოდნავი გაყვითლება, არ მოქმედებს პროდუქტის აქტიურობასა და მის უსაფრთხოებაზე.
იმ შემთხვევაში თუ გაქვთ შაქარი, დაუკავშირდით მკურნალ ექიმს სანამ მიიღებთ ამ წამალს (სპაზმექსი ტაბლეტები). ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის უნარზე სპაზმექსი არ მოქმედებს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში გვერდითი მოვლენები არ არის შემჩნეული.

ალგესტინი / Algestin gel


შემადგენლობა

შემადგენლობა: 40 გრ. გელი; აქტიური ნივთიერება : ესცინი 0.4 გრ, დიეთილამინსალიცილატი 2.0 გრ; დამხმარე ნივთიერებები: ლავანდის ზეთი, ნეროლის ზეთი და იზოპროპილის სპირტი.

პრეპარატს გააჩნია ანთებისსაწინააღმდეგო, ანალგეზიური, შეშუპებისსაწინააღმდეგო მოქმედება. ესცინი შეიწოვება კანში და აფერხებს ქსოვილში სითხის დაგროვებას,ხელს უშლის ქსოვილის შეშუპებას. სწრაფად აქრობს ტრავმის შედეგად წარმოქმნილ ლოკალურ ანთებებს სალიცილის მჟავის ნაერთი ზრდის ანთების საწინააღმდეგო ეფექტს და სრულად ეფექტურია ღრმა ტკივილების შემცირებისათვის. ალგესტინის გელი გამჭვირვალეა და სწრაფად შეიწოვება 
ალგესტინის თვისებები:
• გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
• გამჭვირვალეა და არ ტოვებს ლაქებს
• ღრმად აღწევს კანში და სწრაფად შეიწოვება
• აქვს ლავანდის სასიამოვნი სუნი
• ხასიათდება გამაგრილებელი ეფექტით
• არ არის ჰეპატო და ნეფროტოქსიური

დაჟეჟილობა, სილურჯე, სისხლჩაქცევები. ჰემატომა. ტენდოსინოვიტი. ხერხემლის ტკივილი (კისრის, წელის, სახსრების ტკივილი). იშიასი. რევმატული ტკივილები, ვენების ვარიკოზული გაგანიერება

გელი ისმევა თხელი ფენის სახით კანის დაზიანებულ უბანზე დღეში რამოდენიმეჯერ

არ გამოიყენება ღია ჭრილობებზე

ფოლრექსი კრემი / Folrex

 (100 გ-ზე): 
წყალი – 79,35 გ
ნუშის ზეთი პეგ -6 ეთერი – 10,00 გ
ნატრიუმის ლაურილსულფატი – 10,00 გ
ცეტეარილის სპირტი – 0,50 გ
ფოლის მჟავა – 0,114 გ
სალიცილის მჟავა – 0,50 გ
მეთილპარაბენი – 0,10 მგ
BHT – 0,10 მგ
პროპილპარაბენი – 0,05 მგ

კისრის, ბეჭების, მკლავების, სახსრების არეში ტკივილის და დისკომფორტის მოსახსნელი კრემი, გარეგანი გამოყენებისათვის.
– ართრიტი
– რევმატიზმი
– სახსრების დაჭიმვა
– სქოლიოზი
– ანთებები

წაისვით კრემის მცირე რაოდენობა დაზიანებულ არეში და გაანაწილეთ იგი კანზე მსუბუქი მასაჟის გზით კრემის სრულ შეწოვამდე.
ეფექტი შეიმჩნევა პირველივე გამოყენების შემდეგ.
გამოიყენეთ კრემი საჭიროების შემთხვევაში.
დისკომფორტის მოსახსნელად საკმარისია კრემის დღეში 3-4-ჯერ გამოყენება.
შეიძლება იქნას გამოყენებული ორსული ქალებისა და ბავშვების მიერ, რადგანაც არ გააჩნია უკუჩვენებები.

არ არის დაფიქსირებული.

ერიდეთ კრემის კონტაქტს თვალებთან და ლორწოვან გარსთან.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

Don`t copy text!