Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 397

ვიპროსალი B / Viprosal B


შემადგენლობა

1 გ მალამო შეიცავს 0,05 საერთაშორისო ერთეულ ჩვეულებრივი გველგესლას მშრალ შხამს, 30 მგ რაცემულ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 10 მგ სალიცილის მჟავას 
დამხმარე ნივთიერებები: 
ვაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი პარაფინი, ნატრიუმის ცეტილსტეარილსულფატი, გლიცეროლი, ნატრიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი 
აღწერა:
თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო ელფერის მალამო ქაფურის და სკიპიდარის სუნით.

ფარმაკოდინამიკა
მალამოს ძირითად მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს ჩვეულებრივი გველგესლას შხამი (Vipera berus berus L), რომელიც შეიცავს ფოსფოლიპაზას, ფოსფოდიესთერაზას, ჰიალურონიდაზას და სხვა აქტიურ ნივთიერებებს. გველგესლას შხამი შეიცავს ასევე სპეციფიური მოქმედების პეპტიდებს, რომლებიც არის ჰემოლიზის მიზეზი, ზრდიან კაპილარების განვლადობას, გავლენას ახდენენ სისხლის შედედებაზე. ადგილობრივი გამოყენებისას გველგესლას შხამი ახდენს გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. 
მალამო შეიცავს ასევე ნივთიერებებს, რომლებიც აღიზიანებს მგრძნობიარე ნერვულ დაბოლოებებს და ამიტომ ახდენს ადგილობრივად გამაღიზიანებელ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას. ქაფურის ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებასთან ერთად, სალიცილის მჟავას და სკიპიდარს გააჩნიათ ასევე ანტისეპტიური მოქმედება, ხოლო სალიცილის მჟავას ასევე კერატოლიზური მოქმედებაც.

მალამო სწრაფად შეიწოვება და რამდენიმე წუთის შემდეგ ჩნდება წვის შეგრძნება, კანის მსუბუქი შეწითლება და სითბოს შეგრძნება. ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება იწყება 20-30 წუთის შემდეგ და გრძელდება 1,5-2 საათი.

როგორც გარეგანი გამოყენების ტკივილგამაყუჩებელი საშუალება რევმატული ტკივილებისას, ნევრალგიისას, რადიკულიტისას და სხვა დაავადებებისას, თანმხლები ტკივილის სინდრომით.

გარეგანი გამოყენების მალამო. მტკივნეულ უბნებზე დაიტანება მცირე პორციებით 5-10 გ (1-2 ჩაის კოვზი) მალამო და შეიზილება კანში 1-2 ჯერ დღეში ტკივილის ინტენსივობის მიხედვით, ტკივილის სინდრომის გაქრობამდე. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათზე და ხარისხზე. 
ხანდაზმული ასაკის პაციენტები. არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ ხანდაზმული ადამიანები საჭიროებენ სხვა დოზირებას. 
ბავშვები. გამოყენება არ არის რეკომენდებული.
გამოყენების თავისებურებები
მალამო არ უნდა წაისვათ დაზიანებულ კანზე. ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად უნდა დააკვირდეთ, რომ მალამო არ მოხვდეს თვალებში ან ლორწოვან გარსებში. 
ბავშვები და მოზარდები. არ არის რეკომენდებული გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში ამ კატეგორიაში პრეპარატის გამოყენების შესახებ არასაკმარისი მონაცემების გამო.

მალამოს კომპონენტების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობისას შეიძლება გაჩნდეს ქავილი, შეშუპება და ჭინჭრის ციება. ამ შემთხვევში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და მალამოს ჩამობანვა კანიდან. ჩამოთვლილი ნიშნები ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 
გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა წინასწარ დაიტანოს კანზე მალამოს მცირე რაოდენობა პრეპარატის მიმართ მგრძნობელობის გამოსარკვევად.

მალამოს კომპონენტების მიმართ კანის მომატებული მგრძნობელობა, წყლულები და კანის სხვა დაავადებები, ფილტვების მწვავე ტუბერკულოზი, ტვინის და კორონარული სისხლის მიმოქცევის დარღვევები, სისხლძარღვთა სპაზმების განვითარების მიმართ მიდრეკილება, თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე დარღვევები. Pპრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმების მომსახურების უნარზე ზემოქმედება 
პრეპარატი გავლენას არ ახდენს ტრანსპორტის მართვისა და ტექნიკურ მოწყობილობებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ არის ცნობილი. ლორწოვან გარსებში შემთხვევით მოხვედრისას მალამო იწვევს ძლიერ გაღიზიანებას.

არ აღინიშნება.

შეინახეთ არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე. 
არ შეინახოთ მაცივარში ან საყინულეში. 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა – 3 წელი
არ გამოიყენოთ შეფუთვაში მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (გაიცემა რეცეპტის გარეშე).

კაპსიკამი® / KAPSIKAM®


შემადგენლობა

1 გ მალამო კაპსიკამი® შეიცავს 50 მგ დიმეთილსულფოქსიდს, 30 მგ რაცემულ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს, 20 მგ ბენზილნიკოტინატს და 2 მგ ნონივამიდს.
სხვა კომპონენტები: ემულგირებადი ცეტოსტეარილის სპირტი (A ტიპი), ნატრიუმის ცეტილსთეარილსულფატი, პოლისორბატ 80, ბრონოპილი და გაწმენდილი წყალი.

პრეპარატი გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და გამახურებელი საშუალება სახსრებისა და კუნთოვანი ტკივილის დროს.
სიფრთხილე: მალამო კაპსიკამი® არ დაიტანება დაზიანებულ კანზე. ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად არ უნდა მოხვდეს ლორწოვან გარსზე და თვალში.
ხმარების წინ რეკომენდებულია მალამოს მცირე ოდენობით დატანება კანზე მგრძნობელობის დასადგენად.

გამახურებელი ეფექტის მისაღებად სპორტსმენებში: 2-3 გრამი მალამო კაპსიკამი აპლიკატორის მეშვეობით დაიტანება და შეიზილება კუნთოვან მიდამოში კანის სუსტ გაწითლებამდე. ვარჯიშის შემდეგ მალამო უნდა ჩამოიბანოს გრილი წყლით.
ტკივილის შესამსუბუქებლად: მტკივნეულ ადგილას მალამო დაიტანება 1-3გ ოდენობით დღეში 2-3-ჯერ (ტკივილის ინტენსიობის მიხედვით), რის შემდეგაც აფიქსირებენ ნახვევით გამახურებელი ეფექტის გასაძლიერებლად. 
მკურნალობის კურსის დროს რეკომენდებულია 1-2 ტუბი (50-100 გ) მალამოს გამოყენება. 
ყოველი პროცედურის შემდეგ რეკომენდებულია ხელების დაბანა საპნითა და ნელ თბილი წყლის მეშვეობით.
დაავადების სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში მიიღეთ ექიმის კონსულტაცია

მალამო კაპსიკამი®-ს შემადგენელი რომელიმე კომპინენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში მოსალოდნელია ქავილი, შეშუპება და ურტიკარია. ამ შემთხვევაში უნდა შეწყდეს მისი გამოყენება და ჩამოიბანოს მალამო კანიდან. აღნიშნული ნიშნები პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან 8-12 საათის შემდეგ ქრება.
გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით, ხმარების წინ, რეკომენდირებულია მალამოს მცირე ოდენობით დატანება კანზე მგრძნობელობის დასადგენად. გვერდითი მოვლენების გამოჩენისას მიიღეთ ექიმის კონსულტაცია.

მალამო კაპსიკამი® არ გამოიყენება კანის დაავადებების, კანის საფარის მთლიანობის დარღვევის და მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს. თუ თქვენ გაგაჩნიათ რომელიმე ზემოაღნიშნული სიმპტომი, აუცილებლად აცნობეთ ექიმს !

ორსულობისა და ლაქტაციის დროს, პრეპარატის უსაფრთხოებაზე კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, არ გამოიყენება. შეატყობინეთ ექიმს ორსულობაზე და ბავშვის ძუძუთი კვების შესახებ!

მალამოს დიდი დოზით დატანების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს კანის გაწითლება, მსუბუქი გარდამავალი ქავილი ან წვის შეგრძნება.
მალამოს შემთხვევითი ჩაყლაპვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა.

არ გააჩნია.

მალამო კაპსიკამი ინახება ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. არ შეინახოთ მაცივარში და საყინულეში. ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. 
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ფარმაცევტული პროდუქტის ჯდუფი III (გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე ინსტრუქციის შესაბამისად).

კალპოლი / CALPOL

კომპანია


გლაქსოსმიტკლაინი

კომპანია: გლაქსოსმიტკლაინი
მისამართი: თბილისი, ვაჟა ფშაველას გამზ. 71, რედიქსის ბიზნეს ცენტრი
ტელ: (995 32) 220 15 16
ელ. ფოსტა: [email protected]

ნოვოკაინი / Novocain


საინიექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ნოვოკაინს _ 0.005 გ-ს. 
დამხმარე ნივთიერებები: ქლორწყალბადმჟავას 0.1 M ხსნარი pН 3.8_4.5- მდე, საინიექციო წყალი.

ფარმაკოდინამიკა: პრეპარატს ადგილობრივი ანესთეზიური მოქმედება აქვს. სისხლში მოხვედრისას იგი ზოგად მოქმედებას ახდენს ორგანიზმზე: ამცირებს აცეტილქოლინის წარმოქმნას და აქვეითებს პერიფერიული ქოლინორეაქტიული სისტემების აგზნებას, ბლოკავს ვეგეტატიურ განგლიებს, ამცირებს გლუვი კუნთების სპაზმს, აქვეითებს გულის კუნთისა და თავის ტვინის ქერქის მოტორული ზონის აგღზნებადობას.

ორგანიზმში პრეპარატი ჰიდროლიზდება დიეთილამინოეთანოლისა და პარაამინობენზოის მჟავას წარმოქმნით. მეტაბოლიტები გამოიყოფა თირკმლებით.

ინფილტრაციური და გამტარი ანესთეზია; ვაგოსიმპათიკური და პარანეფრალური ბლოკადა; ზოგადი საანესთეზიო საშუალებების მოქმედების პოტენცირება; პარენტერულად შესაყვანი პრეპარატების (მაგ., ანტიბიოტიკების) გასახსნელად.
დამხმარე საშუალების სახით სხვადასხვა დაავადებების დროს (ჰიპერტონული დაავადება, ორსულთა გვიანი ტოქსიკოზი ჰიპერტონული სინდრომით, სისხლძარღვთა სპაზმი, ფანტომური ტკივილი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, ქავილი, ეგზემა, კერატიტი, გლაუკომა და სხვა).

ვენაში ინიშნება 1_15 მლ 0.5% ხსნარი. ხსნარი შეჰყავთ ნელა. ვენაში შეყვანისას სასურველია ნოვოკაინის ხსნარი ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში გაიხსნას. ინიექციების რაოდენობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხსა და მკურნალობის ეფექტურობაზე. 
პერორალურად ინიშნება 30_50 მლ 0.5% ხსნარი 2_3-ჯერ დღეში.
0.5% ხსნარის კანში ინიექცია გამოიყენება ცირკულარული და პარავერტებრული ბლოკადისათვის ეგზემის, ნეიროდერმიტების, იშიაზის და სხვა დროს.

თავბრუხვევა, საერთო სისუსტე, არტერიული წნევის დაქვეითება, კოლაფსი, ალერგიული რეაქციები (დერმატიტი, კანის აქერცვლა და სხვა), შესაძლებელია ანაფილაქსიური შოკის განვითარება.

მომატებული მგრძნობელობა პროკაინის მიმართ.

ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ან ახალშობილზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს.

გამოყენების წინ აუცილებელია სინჯის ჩატარება პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური მგრძნობელობის დასადგენად.
მკურნალობის პერიოდში საჭიროა გულ-სისხძარღვთა, სასუნთქი და ცენტრალური ნერვული სისტემების ფუნქციების კონტროლი 
გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივი ანესთეზიის დროს ერთი და იმავე საერთო დოზის გამოყენებისას ნოვოკაინის ტოქსიკურობა მით უფრო მაღალია, რაც უფრო კონცენტრირებულია გამოყენებული ხსნარი.
დაუზიანებელი ლორწოვანი გარსის ზედაპირიდან ნოვოკაინი ნელა შეიწოვება, რის გამოც იგი ნაკლებად ეფექტურია ზედაპირული ანესთეზიისთვის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის არიდება ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში ქმედებებისაგან, რომლებიც ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციას მოითხოვს.

სიმპტომები: გულისრევა, ღებინება, არტერიული წნევის დაქვეითება კოლაფსის განვითარებამდე, ნერვული აგზნებადობა, ტრემორი და კრუნჩხვები, სუნთქვის დათრგუნვა.
მკურნალობა: ადეკვატური ფილტვების ვენტილაციის შენარჩუნება, დეზინტოქსიკაციური და სიმპტომური თერაპია

პრეპარატის გამოყენებამდე 10 დღით ადრე საჭიროა მაო-ს ინჰიბიტორების მოხსნა.
ნოვოკაინი ამცირებს სულფანილამიდური პრეპარატების ანტიბაქტერიულ მოქმედებას. 
ვენაში შეყვანისას ნოვოკაინი აძლიერებს ზოგადი საანესთეზიო საშუალებების, საძილე და სედატიური პრეპარატების, ნარკოტიკული საანალგეზიო საშუალებებისა და ტრანკვილიზატორების დამთრგუნველ მოქმედებას ცნს-ზე.

ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (რეცეპტით).

№ რ -002723
23.03.2007 – 23.03.2012

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი / Lidocainе hydrochloridе


საინიექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს: 
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს _ 20 მგ-ს;
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინიექციო წყალი

ლიდოკაინი ძლიერი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებაა, რომელიც იწვევს ადგილობრივი ანესთეზიის ყველა სახეს: ტერმინალურს, ინფილტრაციულსა და გამტარს. იგი ბლოკავს ნატრიუმის იონების შეღწევას მიოკარდიუმის უჯრედებში და ამგვარად თრგუნავს იმპულსის წარმომქმნელი ექტოპიური კერების ავტომატიზმს. ამავე დროს გულის გამტარობითი ფუნქცია არ ითრგუნება. ისევე როგორც სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ლიდოკაინი ხელს უწყობს კალიუმის იონების გამოსვლას მიოკარდიუმის უჯრედებიდან და აჩქარებს უჯრედული მემბრანის რეპოლარიზაციის პროცესს, ამოკლებს მოქმედების პოტენციალის ხანგრძლივობასა და რეფრაქტერული პერიოდის ეფექტიანობას.

პრეპარატი გამოიყენება ტერმინალური, ინფილტრაციული, გამტარი, ეპიდურალური და სპინალური ანესთეზიისათვის ქირურგიაში, მეან-გინეკოლოგიასა და სტომატოლოგიაში.
ანტიარითმიული საშუალების სახით ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება პარკუჭოვანი ექსტრასისტოლებისა და ტაქიარითმიის დროს, მათ შორის, მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე ფაზაში; პარკუჭების ფიბრილაციის დროს.

ადგილობრივი გამტარი ანესთეზიისათვის შეჰყავთ 5_10 მლ 2% ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის ხსნარი. მაქსიმალური დოზაა 10 მლ, რომლის განმეორებითი შეყვანა არ შეიძლება 24 სთ-ის განმავლობაში. 
ადგილობრივი ანესთეზიის დროს შესაძლებელია ლიდოკაინის კომბინირება ადრენალინთან: 10 მლ ლიდოკაინის ხსნარს ეხ ტემპორე უმატებენ ადრენალინის ჰიდროქლორიდის 1%-იანი ხსნარის 1 წვეთს, მაგრამ არა უმეტეს 5 წვეთისა ხსნარის მთელს რაოდენობაზე. 
ადგილობრივი ანესთეზიის დროს საჭიროა პრეპარატის სისხლძარღვში შეყვანისაგან თავის არიდება.
ანტიარითმიული საშუალების სახით ლიდოკაინი შეჰყავთ ვენაში ან კუნთში.
ლიდოკაინი ვენაში შეჰყავთ ჯერ ნაკადურად 50_100 მგ 3_4 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ წვეთოვნად – საშუალოდ 2 მგ/წთ. ინფუზიის ხანგრზლივობა დამოკიდებულია ავადმყოფის მდგომარეობასა და პრეპარატის გამოყენების შედეგებზე. ინფუზიისათვის ლიდოკაინის ხსნარი იხსნება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. დღე-ღამეში შესაყვანი ხსნარის საერთო რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 1200 მლ-ს. პრეპარატი ასევე შეჰყავთ ჯერ ვენაში ნაკადურად _ 80 მგ და ამავდროულად კუნთში _ 400 მგ. შემდეგ ყოველ 3 სთ-ში კუნთში შეჰყავთ 200_400 მგ. 
ბავშვებში ლიდოკაინი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება. ბავშვებში ნაკადურად ვენაში შეჰყავთ 1 მგ/კგ სხეულის მასაზე, სიჩქარეა 25_50 მგ/წთ. 5 წთ-ის შემდეგ შესაძლებელია განმეორებითი შეყვანა (შეჯამებული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 მგ/კგ-ს). შემდეგ გადადიან ინტრავენურ ინფუზიაზე სიჩქარით 30 მკგ/კგ/წთ. ბავშვებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 4 მგ/კგ.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, ძილიანობა, ყურებში შუილი, ენის დაბუჟება (სტომატოლოგიაში გამოყენებისას), იშვიათად – ეიფორია, დოზის გადაჭარბებისას – დეზორიენტაცია, ტრემორი.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულის გამტარობის დარღვევა.

მომატებული მგრძნობელობა ლიდოკაინის მიმართ, გამოხატული ბრადიკარდია, II და III ხარისხის AV ბლოკადა, კარდიოგენური შოკი, ადამს-სტოქსის სინდრომი, ვოლფ-პარკინსონ-უაითის სინდრომი, ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევა.

პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის დროს გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფსა და ბავშვზე უარყოფითი მოქმედების პოტენციურ რისკს

სიფრთხილით ინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობისას, არტერიული ჰიპოტონიის, თირკმლების მძიმე დაავადებების დროს.

სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, თავბრუხვევა, ფსიქომოტორული აგზნება, არტერიული წნევის დაქვეითება, ტრემორი, ტონიკურ-კლონური კრუნჩხვები, კომა, კოლაფსი, AV ბლოკადა, ცნს-ის დათრგუნვა, სუნქვის გაჩერება.
მკურნალობა: ლიდოკაინის შეყვანის შეწყვეტა, ფილტვების ვენტილაცია, ოქსიგენოთერაპია, ანტიეპილეფსიური საშუალებების, ვაზოკონსტრიქტორების (ნორადრენალინი, მეზატონი), ბრადიკარდიის დროს _ ქოლინოლიზური საშუალებების (ატროპინი) დანიშვნა. დიალიზი არაეფექტურია.

ლიდოკაინისა და ბეტა-ადრენობლოკატორების ერთდროული გამოყენებისას შესაძლოა ლიდოკაინის მოქმედების ეფექტის გაძლიერება. ამ შემთხვევაში ლიდოკაინის დოზა უნდა შემცირდეს. 
ლიდოკაინისა და ნოვოკაინამიდის კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს ცნს-ის აგზნება, ჰალუცინაციები. 
ინტრავენურად ჰექსენალის ან ნატრიუმის თიოპენტალის შეყვანამ ლიდოკაინის მოქმედების ფონზე შეიძლება სუნთქვის დათრგუნვა გამოიწვიოს. 
ციმეტიდინი ზრდის ლიდოკაინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, რაც იწვევს მისი გვერდითი ეფექტების გაძლიერებას.

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15–25oC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 2 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

რეცეპტით

ანალგინი / Analgin


1 ტაბლეტი შეიცავს:
ანალგინს _ 0.5 გ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი. 
საინიექციო ხსნარის 1 მლ შეიცავს:
ანალგინს – 0.5 გ-ს.
დამხმარე ნივთიერება: საინიექციო წყალი.

ანალგინის ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება დაკავშირებულია ანთების ენდოგენური მედიატორების ბიოსინთეზის დათრგუნვასთან, რომლებიც ტკივილის რეაქციის წარმოქმნაში მონაწილეობს. ანალგინი ხელს უშლის ნერვულ ბოჭკოებში ტკივილის იმპულსების გატარებას და ზრდის აგზნების ზღურბლს თალამუსის დონეზე. სიცხის დამწევი მოქმედება განპირობებულია ნეიტროფილური ლეიკოციტებიდან, ბაქტერიული ენდოტოქსინებიდან და ა. შ. ნივთიერებების წარმოქმნისა და გამოთავისუფლების შემცირებით.

ანალგინი პერორალური მიღებისას სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. იგი ჰიდროლიზდება ნაწლავის კედელში აქტიური მეტაბოლიტის წარმოქმნით. 
კუნთში შეყვანისას ანალგინი ასევე სწრაფად და მთლიანად შეიწოვება. პარენტერალური შეყვანის შემდეგ პრეპარატი სისხლში მხოლოდ მეტაბოლიტების სახით აღინიშნება. 
მეთამიზოლი და მისი მეტაბოლიტები ძალიან სუსტად უკავშირდებიან პლაზმის ცილებს. ისინი სწრაფად და თანაბრად ნაწილდებიან ქსოვილებში. 
პარენტერული გამოყენებისას მაქსიმალური კონცენტრაცია (Cmax) სისხლის პლაზმაში 1_1.5 სთ-ში მიიღწევა. პერორალური მიღებისას მოქმედება 20-40 წთ-ში ვითარდება და მაქსიმუმს 2 სთ-ში აღწევს. 
ნახევარგამოყოფის პერიოდი 7 სთ-ია. ღვიძლში განიცდის ჟანგვით დეზამინირებას. ბავშვებში დეზამინირების პროცესები უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოზრდილებში. ბავშვებში ხშირი გამოყენებისას (ოთხზე მეტჯერ დღეში) შესაძლებელია პრეპარატის კუმულაცია და ინტოქსიკაცია. მეტაბოლიტები გამოიყოფა შარდით. შეყვანილი დოზის 71% გამოიყოფა 24 სთ-ის განმავლობაში, 18% – 24 სთ-დან 48 სთ-მდე.

სხვადასხვა წარმოშობის და ლოკალიზაციის ტკივილის სინდრომი: თავის, კბილის ტკივილი, დამწვრობა, ტკივილი პოსტოპერაციულ პერიოდში, დისმენორეა, ართრალგია, ნევრალგია, რადიკულიტი, მიოზიტი; ცხელება გრიპის, მწვავე რესპირატორული ინფექციების დროს; თირკმლისა და ღვიძლის კოლიკა (სპაზმოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში).

ტაბლეტები: პერორალურად მოზრდილებში ინიშნება 0.5-1 გ 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 1 გ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 3 გ. ბავშვებში პრეპარატი ინიშნება ასაკის მიხედვით; მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა – 250 მგ. 
საინიექციო ხსნარი: მოზრდილებში პრეპარატი შეჰყავთ კუნთში ან ვენაში ძლიერი ტკივილის დროს – 1-2 მლ 25%-იანი ან 50%-იანი ხსნარი 2-3-ჯერ დღეში; მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს. ანალგინისათვის დამახასიათებელი ადგილობრივი გამაღიზიანებელი მოქმედების გამო კანქვეშა ინიექციები მტკივნეულია. 
ბავშვებში ინიშნება ერთჯერადი დოზით – 0.1-0.2 მლ 50%-იანი ხსნარი ან 0.2-0.4 მლ 25%-იანი ხსნარი 10 კგ სხეულის მასაზე. საჭიროებისას პრეპარატი შეჰყავთ განმეორებით.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, კვინკეს შეშუპება, იშვიათად _ ანაფილაქსიური შოკი. 
სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად, ხანგრძლივი გამოყენებისას _ ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ღვიძლის ან/და თირკმლის ფუნქციის გამოხატული დარღვევები, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური დეფიციტი.

ორსულობის დროს (განსაკუთრებით I ტრიმესტრსა და ორსულობის ბოლო 6 კვირის განმავლობაში) და ლაქტაციის პერიოდში ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.

ხანგრძლივი გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი.

მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება.

ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას ანალგინის მოქმედების ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს ან შემცირდეს. ანალგეზიური ეფექტი ძლიერდება კოდეინთან ერთდროული გამოყენებისას. ანალგინი აძლიერებს პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების მოქმედებას. მერკაზოლილთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება ლეიკოპენიის განვითარების ალბათობა.

ტაბლეტები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
საინიექციო ხსნარი: ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა 
ტაბლეტები და საინიექციო ხსნარი: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

ტაბლეტები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III (ურეცეპტოდ).
საინიექციო ხსნარი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (რეცეპტით).

№ რ – 003766
29.01.2008 – 29.01.2013

კაინოსტატი / Kaynostat


100 მლ შეიცავს:
დიეთილამინის სალიცილატი _ 10გ;
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი _ 2გ.
დამატებითი ნივთიერებები:
კარბოქსიმეთილი, ცელულოზა ნატრიუმი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, გამოხდილი წყალი.

კაინოსტატს გააჩნია ადგილობრივი საანესთეზიო და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით. Lლიდოკაინის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებას, ასევე ხელს უწყობს დიეთილამინის სალიცილატის უკეთეს პენეტრაციას და პოტენცირებას უკეთებს მის მოქმედებას.

კაინოსტატი განკუთვნილია ტკივილის მოხსნისათვის შემდეგი მდგომარეობების დროს:
• ლუმბაგო;
• დისკოზური თიაქარი;
• დაჟეჟილობა;
• ნევრალგიები;
• რევმატიული დარღვევები, მათ შორის ოსტეოართრიტები;
• მიალგიები, ტკივილები ძვლებსა და სახსრებში;
• იშიაზი;
• მტკივნეული კისერმრუდობა;
• დაჭიმვები;
• სინოვიტები, ბურსიტები და სხვა.

დაიტანება მტკივნეულ უბნებზე.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში _ ალერგიული რეაქციები.

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

კაინოსტატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. დაუშვებელია მისი მოხვედრა ღია ჭრილობაზე.

შეინახეთ ყუთში გრილ და მაღალ ტემპერატურიდან მოშორებულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
შენახვის ვადა: 3 წელი.

ურეცეპტოდ.

ფლუკასტი / FLUCAST


გრიპისა და გაციების საწინააღმდეგო სიროფი

 

ფლუკასტის  სიროფი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომლის ყოველი 5 მლ (1 საზომი კოვზი) შეიცავს:
პარაცეტამოლი – 120 მგ
ოქსოლამინის ციტრატი – 50 მგ
ქლორფენირამინის მალეატი – 1 მგ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პარაცეტამოლი წარმოადგენს ეფექტურ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ საშუალებას, რომელსაც ასევე გააჩნია უმნიშვნელოდ გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. იგი ახდენს ზეგავლენას ჰიპოთალამუსში ლოკალიზებულ თერმორეგულაციის ცენტრზე და აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს უპირატესად ცნს–ში. პარაცეტამოლი ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაცივებასთან დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს. პარაცეტამოლი გავლენას არ ახდენს წყალ–ელექტროლიტურ ბალანსზე (არ იწვევს ნატრიუმისა და წყლის შეკავებას ორგანიზმში) და არ აზიანებს კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსს, ვინაიდან არ მოქმედებს პერიფერიულ ქსოვილებში პროსტაგლანდინების სინთეზზე.

ქლორფენირამინის მალეატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს და ამასთანავე გააჩნია ქოლინომაბლოკირებელი  მოქმედება.  იგი ხელს უშლის ალერგიული რეაქციების განვითარებას, აქვეითებს სისხლძარღვების განვლადობას, ამცირებს კონიუნქტივის, ხსნის  ცხვირის, ცხვირხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას, შესაბამისად  აუმჯობესებს სასუნთქი გზების გამტარობას და აღმოფხვრავს ხველის გამომწვევ მიზეზებს. ზედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების დროს იგი ახდენს სიმპტომურ მოქმედებას ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკადის ხარჯზე.

ოქსალამინის ციტრატი პერიფერიული მოქმედების სინთეზური ხველის საწინააღმდეგო საშუალებაა. სასუნთქი გზების აფერენტული ნერვული დაბოლოებების მგრძნობელობის შემცირების გზით, ხელს უშლის ხველის ცენტრისკენ იმპულსების გადაცემას, ამავდროულად ზრდის ბრონქების ეპითელიუმის ცილიარულ აქტივობას. ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სპაზმოლიზური ეფექტით.

 

ფლუკასტის სიროფი :
– ეფექტურად და საიმედოდ ხსნის გაციებასთან დაკავშირებულ ყელის, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილს
– ამცირებს ცხვირის, ცხვირხახისა და დანამატი წიაღების ლორწოვანი გარსის შეშუპებასა და ჰიპერემიას,  აუმჯობესებს სასუნთქი გზების გამტარობას
– ზედა სასუნთქი გზების ალერგიული დაავადებების დროს იგი ახდენს სიმპტომურ მოქმედებას ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკირების ხარჯზე
– მოქმედებს ხველის გამომწვევ მიზეზებზე და ხელს უშლის ხველის ცენტრისკენ იმპულსების გადაცემას, ამავდროულად ზრდის ბრონქების ეპითელიუმის ცილიარულ აქტივობას.
– ხ
ასიათდება ანთების საწინააღმდეგო, სპაზმოლიზური  და ზომიერად გამოხატული სიცხის დამწევი ეფექტით

 

 

ჩვენება:
– გრიპი და გაციება: ზომიერად და სუსტად გამოხატული ტკივილის სინდრომი (თავისა და ყელის ტკივილი, მიალგია, ართრალგია), ზედა სასუნთქი გზების ალერგიული მდგომარეობები (ცემინება, რინორეა, რინიტი)
– ზედა სასუნთქი გზების ინფექციურ–ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა (მწვავე რესპირატორულ–ვირუსული ინფექცია, გრიპი, მწვავე რინიტი, სინუსიტი, ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ბრონქიტი)

 

 

მიღების წესი და დოზირება:  
ფლუკასტის  სიროფი მიიღება პეროლალურად, წყლის მიყოლებით (მაგ. ჭიქა წყალი). მიიღება 3-4 ჯერ დღეში, 6-8 საათში ერთხელ. პრეპარატის მიღება კავშირში არ არის კვებასთან. იმ შემთხვევაში თუ პაციენტს დაავიწყდა ფლუკასტის მიღება, არ უნდა მიიღოს ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

 

ასაკობრივი ჯგუფი

ერთჯერადი დოზა

მაქსიმალური    სადღეღამისო დოზა

 ბავშვები 6-დან 12 წლამდე

2,5 – 5 მლ (1/2 – 1 საზომი კოვზი)

20 მლ (4 საზომი კოვზი)

ბავშვები 12 წლის ასაკიდან

5 – 10 მლ (1 – 2 საზომი კოვზი)

40 მლ (8 საზომი კოვზი)

მოზრდილები

10 მლ (1 – 2 საზომი კოვზი)

40 მლ (8 საზომი კოვზი)

 

უკუჩვენება:

ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატების კომპონენტების მიმართ, 6 წლამდე ასაკის ბავშვები.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25
℃ . შეფუთვის გახსის შემდეგ შეინახეთ მაცივარში. პრეპარატი გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.

გამოშვების ფორმა:
100 მლ ფლაკონი საზომი კოვზით.
მუქი ვარდისფერი სიროფი მარწყვის და ბანანის არომატით

ჰუსტელი – HUSTEEL – ГУСТЕЛЬ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველების საწინააღმდეგო ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში, შეფუთვაში 30 და 100 მლ

100 მლ

Arsenum jodatum D6  …………………………..

20 მლ

Belladonna D4  …………………………………….

20 მლ

Scilla D4  ……………………………………………..

20 მლ

Cuprum aceticum D6  …………………………..

10 მლ

Causticum Hahnemanni D6  …………………

30 მლ

Spiritus 35 vol %

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ხველება, რომელიც გამოწვეულია გაციების, მწვავე რესპირატორული დაავადებების სპასტიური ბრონქიტის, არატუბერკულოზური წარმოშობის პლევრიტის, ბრონქული ასთმის, ემფიზემის, ლარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის (ქრონიკული) შედეგად;
  • როგორც დამხმარე საშუალება ყივანახველას შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში;

შეტევითი ხასიათის ხველების დროს – 10 წვეთი ყოველ 15 წუთში ერთხელ 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ჰუმულინ რეგულარი – HUMULIN REGULAR – ХУМУЛИН РЕГУЛАР

საერთაშორისო დასახელება:

MIXED HUMAN SOLUBLE INSULIN AND

ISOPHANE INSULIN SUSPENSION

მწარმოებელი: ELI LILLY

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოგლიკემიური საშუალება; მოკლე ხანგრძლიობის ინსულინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია ინექციისათვის: ფლაკონში.

1 ფლ.

ინსულინი ცინკ სუსპენზია …….    40 სე

1 ფლ.

ინსულინი ცინკ სუსპენზია ……   100 სე

 

ვრცლად აქტრაპიდი (დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

Don`t copy text!