Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 398

ჰუმულინ M3 – HUMULIN M3 – ХУМУЛИН M3

საერთაშორისო დასახელება:

MIXED (AMORPH. AND CRYST.) HUMAN INSULIN ZINC SUSPENSION

მწარმოებელი: ELI LILLY

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოგლიკემიური საშუალება-მოკლე და საშუალო ხანგრძლიობის ინსულინების კომბინაცია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: კარტრიჯში 3 მლ, შეფუთვაში 5 ც.

3 მლ

ინსულინი ადამიანის  ……    100 სე

ვრცლად აქტრაპიდი (დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

ჰუმალოგი – HUMALOG – ГУМАЛОГ




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ჰორმელ სნ – HORMEEL SN – ГОРМЕЛЬ СН

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ენდოკრინოლოგიური დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 და 100 მლ.

100 მლ

Senecio fuchsii D6  ………………………………..

5მლ

Acidum nitricum D4  ………………………………

5მლ

Erigeron canadensis D3  …………………………

5მლ

Moschus D6  ……………………………………….

5მლ

Viburnum opulus D3  ……………………………..

5მლ

Pulsatilla D4  ……………………………………….

5მლ

Sepia D6  ……………………………………………

5მლ

Cyclamen D4  ………………………………………

5მლ

Ignatia D6  …………………………………………

5მლ

Thlaspi Bursa pastoris D3  ………………………

5მლ

Calcium carbonicum Hahnemanni D8  …………

10მლ

Aquilegia D4  ……………………………………….

10მლ

Cypripedium pubescens D8  …………………….

10მლ

Majorana D4  ……………………………………….

10მლ

Nux moschata D6  …………………………………

10მლ

Spiritus 35 vol%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

HORMEEL SN კომპლექსურ მასტიმულირებელ ზემოქმედებას ახდენს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებზე, განსაკუთრებით ჰიპოფიზზე, შიდა სეკრეციის ჯირკვლებზე (სასქესო, ფარისებრ, თირკმელზედა ჯირკვლებზე) – ჰორმონთა მობილიზაციის გზით და აგრეთვე შემაერთებელ ქსოვილზე ზეგავლენით. ამგვარად, პრეპარატი ყველა იმ შემთხვევაშია ნაჩვენები, როდესაც ადგილი აქვს ჰორმონულ დარღვევებს.

HORMEEL SN -ის გამოყენება შეიძლება ნაადრევი მენსტრუაციის და სისხლდენის გაძლიერების მიზეზი გახდეს.

ჩვენებები:

  • მენსტრუალური ციკლის ფუნქციური დარღვევა, საკვერცხეებსა და ჰიპოფიზიის უკმარისობის გამოვლინება, ამენორეა, დისმენორეა.
  • ზოგადად ენდოკრინული სისტემის ფუნქციის რეგულაცია, როგორც დამხმარე საშუალება უშვილობის და მუცლის ხშირი მოშლის შემთხვევაში, ადნექსიტების საკვერცხეების და ფალოპის მილების ანთების, პარა-, მიო- და ენდომეტრიტის, კოლპიტის, თეთრად შლის, კრაუროზის, შარდის ბუშტის ანთების, კანის სხვადასხვა დაავადებების (ნეიროდერმიტი, ფერიმჭამელები და ა.შ.) ლორწოვანი გარსის დაავადებების (რინიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი, ხმის იოგების მოდუნების – რძიანას დროს, აფტების), ჩიყვის, ჰიპერთირეოზის დროს;
  • აგრეთვე ნეიროვეგეტატური და ფსიქოსომატური დარღვევები (შაკიკი, დეპრესია, ნიმფომანია), კლიმაქსურ პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი დღეში 3-ჯერ.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით, წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

არ გააჩნია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დახურეთ გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ჰიუმერი მონოდოზა ცხვირი წვეთები – HYUMER MONODOSE DROPS CALLED – ХЮМЕР МОНОДОЗА капли наз




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ჰისტალორი – HISTALOR – ГИСТАЛОР

საერთაშორისო დასახელება:

LORATADINE

მწარმოებელი: SOPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ჰისტალორი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰისტამინური სამკურნალო  საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 30 ც,

1 ტაბ.

ჰისტალორი ………..  10 მგ

 

ვრცლად ეროლინი

ჰირუანი – HYRUAN – ГИРУАН

საერთაშორისო დასახელება:

HYALURONATE SODIUM

მწარმოებელი: LG LIFE SCIENCES

მოქმედი ნივთიერება: ნატრიუმის ჰიალურონატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხსნარი სახსარშიდა ინექციისთვის; გლიკოზამინოგლიკანების კლასი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი სახსარშიდა ინექციისათვის: შევსებული შპრიცი 2.5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ

ნატრიუმის ჰიალურონატი …….   10 მგ

 

ვრცლად ადანტი

ჰიპოთიაზიდი – HYPOTHIAZID – ГИПОТИАЗИД

საერთაშორისო დასახელება:

HYDROCHLOROTHIAZIDE

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროქლოროთიაზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეტული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ჰიდროქლოროთიაზიდი ……….    25 მგ

1 ტაბ.

ჰიდროქლოროთიაზიდი …….   100 მგ

 

ჩვენებები:

  • სხვადასხვა ტიპის შეშუპების მკურნალობა (გამოწვეული გულის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებით, წინამესტრუალური შეშუპება ან ჰიპერტონია.).

 

მიღების წესი და დოზირება:

 

სასურველი ეფექტი მიღწეულ და შენარჩუნებულ უნდა იქნას უმცირესი ეფექტური დოზის მეშვეობით. მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ.

შარდმდენი საშუალების სახით მოზრდილებს ჩვეულებრივ ენიშნებათ პრეპარატის 25-100 მგ. ერთხელ ან 2-ჯერ დღეში. შეიძლება დოზის მიღება ინტერვალით, მაგალითად, ყოველი 2 დღის შემდეგ.

 

მენსტრუალური შეშუპებისას ჩვეულებრივი დოზა 25 მგ და იგი მიიღება სიპტომების გამოჩენისთანავე მენსტრუაციის დაწყებამდე.

ჰიპოტენზიური საშუალების სახით, ჩვეულებრივ საწყის დღიურ დოზას შეადგენს 25-50 მგ. შესაძლებელია 100 მგ ერთ მიღებაზე ან განაწილება რამდენიმე მიღებაზე შემდგომში. მიღებული რეაქციის გათვალისწინებით დოზა შეიძლება შემცირდეს ან აუცილებლობის შემთხვევაში გაიზარდოს. ჩვეულებრივ მაქსიმალური დღიური დოზაა 200 მგ, რამდენიმე მიღებაზე. პრეპარატი შეიძლება კომბინირებულ იქნას სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან.

ამასთან ერთად არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითების თავიდან ასაცილებლად სხვა პრეპარატების დოზა შესაბამისად შემცირებულ უნდა იქნას.

უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში პოლიურიის შესასუსტებლად ჩვეულებრივ დღიურ დოზას შეადგეს 50-150 მგ (დაყოფილი რამდენიმე მიღებაზე).

 

ბავშვებისათვის საშუალო დღიური დოზაა 2 მგ ყოველ კილოგრამზე, ორჯერადად მიღებისათვის, ბავშვებს 2 წლამდე ასაკში სხეულის მასის შესაბამისად დღეში ენიშნებათ 12,5-37,5 მგ, 3 – დან 12 წლამდე ასაკში 37,5-100 მგ. დღეში, 6 წლამდე ასაკში, აუცილებლობის შემთხვევაში მაქსიმალურ დღიურ დოზას შეადგენს 3,5 მგ. სხეულის მასის ყოველ კილოგრამზე.

 

გვერდითი მოვლენები:

მადის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, წყურვილის გრძნობა, თავბრუხვევა, კუნთების სპაზმი, ძილიანობა, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, მხედველობის დარღვევა, ალერგიული რეაქციები. ალერგიული რეაქციების გამოვლენის და შარდის გამოყოფის შემცირების დროს პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს. ასეთი მოვლენების და აგრეთვე ზემოთ ჩამოთვლილ სიპტომების შესახებ უნდა ეცნობოს ექიმს. პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი საკვების მიღება (ხილი, ბოსტნეული), რათა თავიდან ავიცილოთ ჩამოთვლილი სიპტომები.

უკუჩვენება:

ანურია, სულფონამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა. მისი დოზირება მოითხოვს ინდივიდუალურ მიდგომასა და ექიმის მხრიდან მუდმივ კონტროლს, ამიტომ პრეპარატის მიღება საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული დოზირებით და ვადით.

 

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის მიღება შეიძლება ერთდროულად სხვა პრეპარატებთან მხოლოდ ექიმის ნებართვით, რადგანაც ერთდროული მიღებისას პრეპარატების მოქმედება შეიძლება შეიცვალოს .

უნდა ავიცილოთ ერთდროული მიღება:

-ლითიუმის მარილებთან

სიფრთხილით:

-ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან

-საგულე გლიკოზიდებთან

-ორალურ ანტიდიაბეტურ პრეპარატებთან

-არაპდეოლარიზაციურ მიორელაქსანტებთან

-ამანტადინთან, კურარეს ჯგუფის პრეპარატებთან

-კორტიკოსტეროიდულ პრეპარატებთან, კალციტონინთან

-ქოლესტირამინთან

-არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან

-ალკოჰოლთან, ბარბიტურატებთან, ნარკოტიკებთან

გაფრთხილება:

მკურნალობის ხანგრძლივი კურსის შემთხვევაში, რეკომენდებულია კალიუმით მდიდარი დიეტა (ხილი, ბოსტნეული). შესაძლებელია გაჩნდეს აუცილებლობა კალიუმის მუდმივი მედიკამენტური ჩანაცვლებისა.

 

თირკმლის ფუნქციის უკმარისობის შემთხვევაში და ღვიძლის დაავადებებისას პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით.

მეძუძურმა დედებმა არ უნდა მიიღონ პრეპარატი;

 

ორსულებმა და შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა მიიღონ ექიმის მითითებით; პრეპარატის მიღების დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება. პრეპარატის მიღების საწყის სტადიაზე – ამ პერიოდის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად. იკრძალება ავტომობილის მართვა და სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია ავარიის საფრთხესთან, ამიტომ ამ საშუალების ყოველი მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

პრეპარატი საჭიროა შევინახოთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

 

შენახვის პირობები და ვადები:

5 წელი

 

 

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით

ჰიოსცინი – HYOSCINE – ГИОСЦИН

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება):

hyoscine butylbromide

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მ–ქოლინომაბლოკირებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები;

ჰიოსცინის ბუტილბრომიდი კუჭ–ნაწლავის, სანაღვლე გზებისა და შარდ–სასქესო სისტემის გლუვი მუსკულატურის მიმართ ავლენს სპაზმოლიზურ მოქმედებას.იგი ვერ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში, რის გამოც არ მოქმედებს ცნს–ზე. პერიფერიული ანტიქოლინერგული რეაქციები განპირობებულია შინაგანო ორგანოების მ–ქოლინორეცეპტორების ბლოკადით და პრეპარატის ანტიმუსკარინული მოქმედებით.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება კუჭ–ნაწლავის ტრაქტისა და შარდ–სასქესო სისტემის სპასტიური მდგომარეობის, ასევე სანაღვლე გზების დისკინეზიების ან სპაზმების სამკურნალოდ.

დოზირება:

მოზრდილებსა და 6 წლის ასაკის ზევით ბავშვებში გამოიყენება შაქრით შემოგარსული 1–2 ტაბლეტი 3–5–ჯერ დღეში ან სანთელი. ტაბლეტები უნდა გადავყლაპოთ მთლიანად წყლის მიყოლებით.

სუპოზიტორია საჭიროა გამოვიღოთ გარსიდან და შევიყვანოთ სწორ ნაწლავში წამახვილებული ბოლოთი.

გვერდითი მოვლენები:

ანტიქოლინერგულ გვერდით მოვლენებს შორის აღსანიშნავია პირის სიმშრალე, დისჰიდროზი, შარდის შეკავება, რომელიც ჩეულებრივ გარდამავალია და თავისით ქრება.

ძალიან იშვიათად აღინიშნება კანის მხრივ გვერდიათი მოვლენები, ასევე სუნთქვის გაძნელება.

უკუჩვენება:

პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში მიასთენიით და მეგაკოლონით, აგრეთვე მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ მოიპოვება მონაცემები ორსულობის და ლაქტაციის პარიოდში პრეპარატის უსაფრთხოებაზე ამიტომ ამ პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ნაწლავთა გაუვალობა ან საშარდე გზების ობსტრუქცია, ასევე წვრილკუთხოვანი გალაუკომა ან ტაქიკარდიის მიმართ მიდრეკილება, ანტიქოლინერგული გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემების არ არსებობს, ამიტომ სიმპტომები და რეკომენდაციები ატარებენ თეორიულ ხასიათს. ამ დროს შესაძლებელია ანტიქოლინერგული სიმტომების განვითარება: შარდის შეკავება, პირის სიმშრალე, კანის სიწითლე, ტაქიკარდია, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დათრგუნვა, მხედვეობის დაქვეითება.

მკურნალობა:

თუკი პრეპარატი მიღებულია პერორალურად საჭიროა კუჭის ამორეცხვა გააქტივებული ნახშირით და 15% მაგნიუმის სულფატით. პრეპარატით გამოწვეული ჭარბი დოზირების კუპირება ხდება ქოლინომიმეტური საშუალებებით.

გლაუკომით დაავადებულ პაციენტებს ადგილობრივად უნიშნავენ პილოკარპინს. აუცილებლობისას შეყავთ არაპირდაპირი მოქმედების ქოლინომიმეტური საშუალებები სისტემით, მაგალითად, 0,5–2,5 მგ ნეოსტიგმინი კუნთებში ან ვენაში.

გულ–სისხლძარღვთა დაავადების დროს ჭარბი დოზირებით გამოწვეულ გართულებებს მკურნალობენ დადგენილი წესით.

სასუნთქი სისტემის მუსკულატურის პარეზის დროს საჭიროა ინტუბაციის ჩატარება, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია.

შარდის შეკავების შემთხვევაში შარდის ბუშტში დგამენ კათეტერს. ამავე დროს, ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ჰიოსცინს შესწევს უნარი გააძლიეროს ტრიციკლური ანტიდეპრესანტების, ანტიჰისტამინური საშუალებების და ამანტადინის მოქმედება. დოპამინის ანტაგონისტებისა და ჰიოსცინის ბუტილბრომიდის ერთდროული გამოყენება იწვევს ორივე პრეპარატის მოქმედების შესუსტებას კუჭ–ნაწლავის ტრაქტზე.

ჰიოსცინის ბუტილბრომიდი აძლიერებს ბეტა–ადრენომიმეტური საშუალებებით გამოწვეულ ტაქიკარდიას.

ჰიმეკრომონი (აქტიური ნივთიერება) – HYMECROMONE – ГИМЕКРОМОН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰიმეკრომონი ნაღველმდენ გზებზე ახდენს სელექტიურ სპაზმოლიზურ მოქმედებას, რომელიც კომბინირდება გამოხატული ქოლერეზული ეფექტით. მისი უშუალო მიოტროპული ზემოქმედება აუმჯობესებს ნაღვლის სადინარების გლუვი მუსკულატურის ფუნქციონალური მდგომარეობას, რაც ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტიდან და ქოლედოქუსიდან გამოყოფას ოდის სფინქტერის გზით და ამცირებს მასში წნევას, გამოწვეულს – ქოლესტაზით. იგი არ ახდენს ზეგავლენას ნაღვლის ბუშტის კუმშვადობაზე და ზრდის სერკეტირებული ნაღვლის რაოდენობას. ამის შედეგად აქტივირდება პანკრეასის ლიპაზა, რაც ხელს უწყობს ცხიმების ემულგირებას და მათ შეწოვას.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი პერორალური მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაციას აღწევს 2-3 საათის შემდეგ. პრეპარატის განაწილების მოცულობა ვარირებს 20.8-36.4 ლ-ის ფარგლებში. ნახევარგამოყოფის პერიოდი პლაზმაში შეადგენს საშუალოდ 1 სთ-ს. კუმულირდება ნაღველში, ამასთანავე მისი ელიმინირების ხარისხი დამოკიდებულია ნაღვლის სეკრეციაზე, საერთო კლირენსი შეადგენს 1413 მლ/წთ-ში. პრეპარატი ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდის მეშვეობით, 93% გლუკურონიდის სახით, 1.4% სულფატის სახით, ხოლო 0.3% უცვლელი სახით.

ჩვენებები

  • ნაღვლმდენი გზების ჰიპერკინეტიკური დისკინეზია;
  • ქვემწვავე და ქრონიკული ქოლედოქო და ქოლელითიაზი; არაობსტრუქციული ქოლესტაზი;
  • ნაღველის სეკრეციის უკმარისობით გამოწვეული ყაბზობა.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი მიიღება 1 ტაბლეტის ოდენობით 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.

იმის გამო, ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის დადგენილი, ამიტომ მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები

აღწერილია შემდეგი გვერდითი მოვლენები: ჰიპერმგრძნობელობა – ქავილი, ერითემა, გამონაყარი, ჭინჭრის ციება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: – დიარეა, რომელიც დოზის შემცირების შემდეგ ქრება;

ძალიან იშვიათად გვხვდება – მძიმე ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები

* პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის გამო;

* ღვიძლის მძიმე დაავადება, მათ შორის მწვავე ჰეპატიტი და ქოლანგიტი;

* თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევა;

* ნაღვლმდენი გზების მთლიანი ან ნაწილობრივი მექანიკური დაცობა;

* წყლულოვანი და ჰემორაგიული კოლიტი;

* კრონის დაავადება;

* ნაღვლის ბუშტის მწვავე ჭვალი;

* მწვავე ქოლეცისტიტი და ქოლანგიტი;

* ნაღვლის ბუშტის ემპიემა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ჰიმეკრომონის გამოყენებისას უსაფრთხოების შესახებ არ არსებობს მონაცემები. ლაქტაციის პერიოდში თუ აუცილებელია პრეპარატით მკურნალობა, მაშინ საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატის მიღებისას არასასურველი გავლენა ყურადღების კონცენტრაციაზე, რეფლექსებსა და მოძრაობის აქტივობაზე არ არის აღწერილი.

ჭარბი დოზირება

ჰიპეკრომონის მიღებისას ჭარბ დოზირებაზე მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ჰიმეკრომონის მეტოკლოპრამიდთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი ეფექტების დათრგუნვა.

– ჰიმეკრომონი სიფრთხილით ენიშნებათ პაციენტებს, რომლებიც იღებენ საგულე გლიკოზიდებს, ვინაიდან პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს დიარეა, შემდგომი ჰიპოკალიემიით და ამის გამო იზრდება პაციენტის მგრძნობელობა საგულე გლიკოზიდებისადმი.

– ჰიმეკრომონი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სხვა სპაზმოლიზურ და ანალგეზიურ საშუალებებთან კომბინაციაში.

ჰიმეკრომონი – HYMECROMON – ГИМЕКРОМОН

საერთაშორისო დასახელება:

HYMECROMON

მწარმოებელი: SOPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ჰიმეკრომონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაღველმდენი საშუალება სპაზმოლიტური მოქმედებით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ჰიმეკრომონი ………  400 მგ

 

ვრცლად ჰიმეკრომონი (დოზირება ინდივიდუალური)

Don`t copy text!