Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 400

ჰიდროკორტიზონი (თვალის მალამო) – HYDROCORTISONE – ГИДРОКОРТИЗОН

საერთაშორისო დასახელება:

HYDROCORTISONE         

მწარმოებელი: Pharmaceutical Company JELFA S.A.

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გარეგანი მოხმარების კორტიკოსტეროიდული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის მალამო: ტუბში 3 გ.

1 გ.

ჰიდროკორტიზონის აცეტატი ……… 5 მლ

 

ვრცლად ჰიდროკორტიზონ–პოსი

ჰიდროკორტიზონი (აქტიური ნივთიერება) – HYDROCORTISONE – ГИДРОКОРТИЗОН

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლუკოკორტიკოიდი. ახდენს შოკის საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისას – ანტიექსუდაციურ და ქავილსაწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უწყობს გლიკოგენის დაგროვებას ღვიძლში, ზრდის სისხლში გლუკოზის რაოდენობას, ამცირებს Na-ის და წყლის გამოყოფას, ზრდის ორგანიზმიდან K-ის გამოყოფას. არღვევს ჰისტამინის სინთეზს, ახდენს ანტიმეტაბოლურ მოქმედებას. ამცირებს ანთებით უჯრედულ ინფილტრატებს, ამცირებს ანთების უბანში ლეიკოციტებისა და ლიმფოციტების მიგრაციას.

ჩვენებები

  • პარენტერალური გამოყენებისათვის თირკმელზედა ჯირკვლის მწვავე უკმარისობა;
  • მწვავე ალერგიული რეაქცია;
  • ასთმური სტატუსი;
  • შოკის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი, გართულებული კარდიოგენური შოკით;
  • თირეოტოქსიკური კრიზი;
  • თირეოიდიტი;
  • თირკმელზედა ჯირკვლების თანდაყოლილი ჰიპერპლაზია;
  • სიმსივნური დაავადებების შედეგად ჰიპერკალციემია;
  • რევმატიული დაავადების მწვავე პერიოდში მოკლე და დამატებითი თერაპია, კოლაგენური დაავადებანი;
  • ბულოზური ჰერპეტიფორმული დერმატიტი (დიურინგის დაავადება);
  • პოლიმორფული ბულოზური ერითემა;
  • ექსფოლიატიური დერმატიტი, სოკოვანი მიკოზი, ფსორიაზის მძიმე ფორმები და სებორიული დერმატიტი;
  • თვალის დაზიანებისას მძიმედ მიმდინარე მწვავე და ქრონიკული ალერგიული და ანთებითი პროცესები;
  • სიმპტომატური სარკოიდოზი, ლეფლერის სინდრომი, რომელიც არ ექვემდებარება სხვა სახის თერაპიას;
  • ბერილიოზი;
  • ტუბერკულოზის მწვავე და დისემინირებული ფორმები ერთდროული ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის გამოყენებისას, ასპირაციული პნევმონია;
  • მოზრდილებში იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურა (მხოლოდ ინტრავენურად);
  • მოზრდილების მეორადი თრომბოციტოპენია, შეძენილი (აუტოიმუნური), ჰემოლიზური ანემია, ერითრობლასტოპენია, შეძენილი (ერთდროული) ჰიპობლასტიური ანემია, მოზრდილებში ლეიკოზებისა და ლიმფომების დროს პალიატიური თერაპია, ბავშვებში მწვავე ლეიკოზები;
  • დიურეზის გაძლიერებისათვის და ნეფროზული სინდრომის დროს ურემიის გარეშე პროტეინურიის შემცირება, იდიოპათიური ტიპის ნეფროზული სინდრომისა და წითელი მგლურას დროს;
  • მწვავე სტადიაში წყლულოვანი კოლიტისა და რეგიონალური ენტერიტი (როგორც სისტემური მკურნალობა).
  • ტუბერკულოზური მენინგიტი

სუბრაქნოიდული ბლოკირების განვითარებისა და მისი საშიშროებისას (ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ქიმიოთერაპიის თანხლებისას) ნერვული ქსოვილისა და მიოკარდიუმის დაზიანებით მიმდინარე ტრიხინელოზი;

ბრონქიალური ასთმა;

  • სახსრების დაავადებანი;
  • თვალის კაკლის წინა ნაწილის ანთება, რქოვანას დაურღვეველი ეპითელიუმისა და ტრავმის შემდეგ და თვალის კაკალზე ქირურგიული ჩარევა.

გარეგანი გამოყენებისას:

  • ალერგიული დერმატიტი, სხვადასხვა ფორმის ეგზემა, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი.

დოზირების რეჟიმი

პარენტერალური გამოყენებისას დოზების რეჟიმი ინდივიდუალურია. იყენებენ ინტრავენურად ნაკადად, ინტრავენურად წვეთოვნად, იშვიათად – კუნთებში. გადაუდებელი თერაპიისას რეკომენდებულია ინტრავენური შეყვანა. საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ (შეყვანა ხდება 30 წმ-მდე ) – 500 მგ (შეიყვანება 10 წთ-ში), შემდეგ განმეორებით ყოველ 2-6 სთ-ში, კლინიკური სიტუაციიდან გამომდინარე. პრეპარატი დიდი დოზებით ინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის სტაბილიზაციაზე, მაგრამ ჩვეულებრივ არა უმეტეს 48-72 სთ-ისა, რადგანაც შეიძლება განვითარდეს ჰიპერნატრიემია. ბავშვებს ენიშნებათ დოზით არა ნაკლებ 25 მგ/კგ სხეულის მასაზე დღეში. პრეპარატი დეპო-ფორმის სახით შეიყვანება შიგნით ან პერიარტიკულარულად 5-50 მგ-ის დოზით ერთჯერადად 1-3 კვირის ინტერვალით.

კუნთებში 125-250 მგ/ დღეღამეში. თვალის მალამო შეიყვანება კონიუნქტივიტის ბალიშში დღეში 2-3-ჯერ.

გარეგანი ხმარებისას პრეპარატი კრემის, მალამოს ან ლოსიონის სახით ინიშნება 1-3-ჯერ დღეში. ქრონიკული ლიხენიზირებული და ჰიპერტროფული ცვლილებებისას რეკომენდირებული ოკლუზიური ნახვევის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები

ორგანიზმში ნატრიუმის და წყლის შეკავება, გულის შეგუბებითი უკმარისობა, კალიუმის დაკარგვა, ჰიპოკალიემიური ალკალოზი, არტერიული ჰიპერტონია, მხრისა და ბარძაყის ძვლების თავის ასეპტიური ნეკროზი, სტეროიდული მიოპათია, კუნთოვანი სისუსტე, ოსტეოპოროზი, პათოლოგიური მოტეხილობები, ულცეროგენული მოქმედება, გულისრევა, პანკრეატიტი, ეზოფაგოტი, რეგენერაციის დარღვევა, პეტეხიები და ეკხიმოზები, კანის განლევა, ცილების კატაბოლიზმის გამო უარყოფითი აზოტური ბალანსი, ფსიქიური მოშლილობა, კრუნჩხვითი გულყრა, მენსტრუაციული ციკლის დარღვევა, იცენკო-კუშენგის სინდრომი, ჰიპოფიზისა და თ.ჯ.-ების ფუნქციის დათრგუნვა, სტეროიდული დიაბეტი, ბავშვებში ზრდის დათრგუნვა, უკანა სუბკაფსულარული კატარაქტა, თვალის შიდა წნევის მომატება, ეგზოფტალმი, იმუნიტეტის დათრგუნვა.

კორტიკოსტეროიდების პარენტერალური გზით შეყვანისას განვითარებული რეაქციები: ანაფილაქსიური რეაქცია ცირკულატორული კოლაფსით, გულის გაჩერებით, ბრონქოსპაზმით, გულის რიტმის დარღვევით, არტერიული ჰიპერტონია, არტერიული ჰიპერტენზია.

თვალის მალამოს ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია თვალშიდა წნევის მომატება, კატარაქტის წარმოქმნა, გარეგანი გამოყენებისას იშვიათად – კანის გაღიზიანება. ხანგრძლივი გამოყენებისას ან დიდ ფართობზე მისი დადებისას შესაძლებელია სისტემური გვერდითი ეფექტი.

უკუჩვენებები

პარენტერალური გამოყენებისას:

ჰიპერტონული დაავადების და იცენკო-კუშინგის დაავადების მძიმე ფორმები, ფსიქოზები, ნეფრიტი, ოსტეოპოროზი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, ტუბერკულოზის აქტიური ფორმები სპეციფიკური მკურნალობის არარსებობისას, შაქრიანი დიაბეტი, ახლადგადატანილი ოპერაციები, სისტემური სოკოვანი დაავადებანი, ფეხმძიმობა, პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

ექსტრემალური მდგომარეობის დროს უკუჩვენებები შეიძლება განახლდეს როგორც შეფარდებითი გარეგანი გამოყენებისას. ბაქტერიული, ვირუსული, კანის სოკოვანი დაავადებანი, კანის ტუბერკულოზი, კანის სიფილისური გამოვლინება, კანი სიმსივნე.

ორსულობა და ლაქტაცია

ფეხმძიმობის, ლაქტაციის პერიოდში და ახალშობილებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში და ექიმის უშუალო კონტროლის ქვეშ. ბავშვები, რომელთა დედები ფეხმძიმობის პერიოდში იღებდნენ ჰიდროკორტიზონს, საჭიროებენ გულდასმით დაკვირვებას, რათა თავიდან იყოს აცილებული თ.ჯ.-ის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ჰიდროკორტიზონის არასაკმარისი ეფექტურობისას 48-72 სთ-ის განმავლობაში და კორტიკოსტეროიდული თერაპიის უფრო ხანგრძლივი საჭიროებისას, მიზანშეწონილია ჰიდროკორტიზონის შენაცვლება  კორტიკოსტეროიდული პრეპარატით, რომელიც არ იწვევს ნატრიუმის შეკავებას ორგანიზმში.

♦ ჰიდროკორტიზონით მკურნალობის დროს რეკომენდებულია დიეტის დანიშვნა ნატრიუმის ნაკლებობითა და კალიუმის რაოდენობის მომატებით.

♦ ავადყმოფებში თვალის ჰერპესული ინფექციით პრეპარატი უნდა დაინიშნოს სიფრთხილით, რადგანაც აუცილებელია არასპეციფიური წყლულოვანი კოლიტის, დივერტიკულის, კუჭის ახლადადებული ანასტომოზების, თირკმლის არასაკმარისი ფუნქციის, არტერიული ჰიპერტონიის, ოსტეოპოროზის, ავთვისებიანი მიასთენიის დროს. უკმარისობა შეიძლება შენარჩუნებულ იყოს რამოდენიმე თვის განმავლობაში პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

♦ ამ პრეპარატში წარმოქმნილი სტრესული სიტუაციების გათვალისწინებით, ჰორმონალურ თერაპიას აღადგენენ მარილების ან მინერალოკორტიკოიდების ერთდროული დანიშვნით. კორტიკოსტეროიდული თერაპია წარმოადგენს დამატებითს და არ შეუძლია ძირითადი დაავადებების მკურნალობის შენაცვლება.

♦ ტუბერკულოზის აქტიური ფორმით დაავადებულებში ჰიდროკორტიზონის დანიშვნა შესაძლებელია შესაბამისი ტუბერკულოზის საწინააღმდეგო თერაპიასთან. ტუბერკულოზის ლატენტური ფორმის დროს საჭიროა ავადმყოფის მდგომარეობის გულდასმითი კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში კი ქიმიოპროფილაქტიკის ჩატარება. მკურნალობის შემთხვევაში არ არის მიზანშეწონილი ვაქცინაციის ჩატარება.

♦ გამხსნელის შემადგენლობაში პრეპარატის ზოგიერთი ფორმები შეიცავენ ბენზილის სპირტს, რომელთანაც ხშირად აკავშირებენ „ქოშინის სინდრომის“ განვითარებას ლეტალური გამოსავლით (“Casping Syndrom”) დღენაკლულ ბავშვებში.

ჰიდროკორტიზონ-პოსი (თვალის მალამო) – HYDROCORTISONE-POS – ГИДРОКОРТИЗОН-ПОС

საერთაშორისო დასახელება:

HYDROCORTISONE

მწარმოებელი: URSAPHARM ARZNEMITTEL GmbH, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის მალამო 1%: ტუბში 2.5 გ.

1 გ.

ჰიდროკორტიზონის აცეტატი …………… 10 მგ

თვალის მალამო 2.5%: ტუბში 2.5 გ.

1 გ.

ჰიდროკორტიზონის აცეტატი …………    25 მ

დამხმარე ნივთიერებები:

თეთრი ვაზელინი, თხევადი პარაფინი, ლანოლინი 1 გ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აქტიური კომპონენტის სახით შეიცავს ჰიდროკორტიზონის აცეტატს -გლუკოკორტიკოსტეროიდს. ადგილობრივი გამოყენებისას ჰიდროკორტიზონის აცეტატი თრგუნავს ანთებით და ალერგიულ რეაქციებს, რომლებიც ვლინდება თვალის გარე გარსებისა და წინა მონაკვეთის მიდამოებში.

ჩვენებები:

ჰიდროკორტიზონ-პოს 1% და 2.5 % თვალის მალამო გამოიყენება შემდეგი დაავადებების მკურნალობისას:

  • ალერგიული კონიუქტივიტი, ბლეფარიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი;
  • მწვავე და ქრონიკული რინიტი, ირიდოციკლიტი;
  • ანთებითი მოვლენები თვალის კაკალზე ქირურგიული ჩარევის შემდეგ.
  • გადატანილი კერატიტების, ქიმიური დამწვრობების შემდეგ ნეოვასკულარიზაციის დათრგუნვა.

გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულებით!

მიღების წესი და დოზირება:

ექიმის სხვა რეკომენდაციების არ არსებობის დროს ზუსტად უნდა შესრულდეს ჰიდროკორტიზონი-პოს 1% და 2.5% თვალის მალამოს გამოყენების ინსტრუქცია.

– მალამოს 1 სმ სიგრძის ზოლი იდება 2-3-ჯერ დღეში ქვედა ქუთუთოზე.

ამისათვის გახსენით ტუბი, ოდნავ დახარეთ თავი უკან და დაიდეთ მალამოს 1 სმ სიგრძის ზოლი ქვედა ქუთუთოზე. ფრთხილად დახუჭეთ თვალი. გამოყენების შემდეგ მაგრად დახურეთ ტუბი.

– თვალის მალამოთი აპლიკაციისას აარიდეთ ტუბი კანის ან კონიუქტივის ზედაპირს.

– თვალის სამკურნალო რამდენიმე საშუალების ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია ჰიდროკორტიზონ-პოს 1% და 2.5% თვალის მალამო დაიდოთ თვალის წვეთების გამოყენებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.

– ჰიდროკორტიზონ-პოს 1% და 2.5% თვალის მალამოთი მკურნალობის ხანგრძლივობა, ჩვეულებრივ, არა აღემატება 2, მაქსიმუმ 3 კვირას.

გვერდითი მოვლენები:

♦ თუ ჰიდროკორტიზონ-პოს 1% და 2.5% თვალის მალამო მკურნალობისას განვითარდა გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული ინსტრუქციაში, ან პაციენტი არაა დარწმუნებული პრეპარატის ეფექტურობაში, საჭიროა მიეწოდოს ინფორმაცია ამის შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

♦ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომისა და კატარაქტის განვითარების მიზეზი, ამიტომ პრეპარატის 2 კვირაზე მეტ ხანს გამოყენებისას და ასევე ანამნეზში გლაუკომის მქონე პაციენტებისათვის რეკომენდებულია თვალშიდა წნევის რეგულარული კონტროლი.

♦ გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და, რაც შეიძლება უფრო სწრაფად მიმართეთ ოფთალმოლოგს.

უკუჩვენებები:

* რქოვანას ზედაპირული ჰერპესი;

* ეპითელის მთლიანობის დარღვევა და რქოვანას დაზიანება;

* თვალის ტუბერკულოზური, ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციები.

* ჰიდროკორტიზონ-პოს 1% და 2.5% თვალის მალამოთი მკურნალობისას არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების გამოყენება.

განსაკუთრებული მითითებები:

ჰიდროკორტიზონ-პოს 1% და 2.5 % თვალის მალამოს უშუალოდ გამოყენების შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს მხედველობის სიმახვილის დარღვევა, რაც იწვევს ფსიქიკური და ფიზიკური რეაქციების შენელებას. ამიტომ პრეპარატის გამოყენება მექანიზმებთან მუშაობისა და ავტოტრანსპორტის მართვის წინ არ არის რეკომენდებული.

პრეპარატის გამოყენება ბავშვებში, ორსულობასა და ლაქტაციის დროს:

ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში, ასევე ბავშვებში ჰიდროკორტიზონ-პოს N 1% და 2.5% თვალის მალამოს გამოყენების შესახებ კლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს.

ჰიდროკორტიზონ-პოს N 1% და 2.5% თვალის მალამოს გამოყენება შესაძლებელია ბავშვებში 1 წლის ასაკის ზევით, ორსულებისა და მეძუძური დედების სამკურნალოდ მკურნალი ექიმის დანიშვნით. თუ მოსალოდნელი  სამკურნალო ეფექტი აღემატება მოსალოდნელი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს. პაციენტების მოცემული კატეგორიისთვის პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 7-10 დღეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ჰიდროკორტიზონ რიხტერი – HYDROCORTISONE-RICHTER – ГИДРОКОРТИЗОН-РИХТЕР

საერთაშორისო დასახელება:

HYDROCORTISONE

მწარმოებელი: GEDEON RICHTER, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ჰიდროკორტიზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოსტეროიდი ინექციისთვის-დეპო ფორმა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსპენზია ინექციისათვის: ფლაკონში 5 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ფლ.

ჰიდროკორტიზონი ……………  25 მგ 125 მგ

 

ვრცლად ჰიდროკორტიზონი (დოზირება ინდივიდუალური)

ჰიდიკალი – HYDIKAL – ХИДИКАЛ

შემადგენლობა:

თითოეული ტაბლეტი შეიცავს:

ამილორიდის ჰიდროქლორიდი …………   5 მგ

ჰიდროქლოროთიაზიდი ……………….     50 მგ

მოქმედების მექანიზმი

ჰიდიკალი შეიცავს ამილორიდის ჰიდროქლორიდს   და ჰიდროქლოროთიაზიდს , ორ ნატრიურეზულ საშუალებებს , რომლებიც მაღალეფექტურნი არიან შეშუპებისა და ჰიპერტენზიის მართვის დროს .

ჰიდროქლოროთიაზიდი აბლოკირებს ნატრიუმისა და ქლორის რეაბსორბციას დისტალური მილაკების ადრეულ სეგმენტში და ამის შედეგად ხელს უწყობს ნატრიუმის , ქლორისა და წყლის თირკმლისმიერ ექსკრეციას . ეს ეფექტურად აქვეითებს სისხლის მომატებულ წნევას ექსტრაცელულური სითხის მოცულობისა და გულის კუმშვადობის სიმძლავრის დაქვეითებით . ჰიდროქლორთიაზიდით ხანგრძლივი თერაპიის დროს , პერიფერიულ სისხლძარღვთა რეზისტენტობა მცირდება , ხოლო გულის კუნთის შეკუმშვის ძალა ნორმალიზდება .

ამილორიდის HCI – კალიუმის შემნახველი დიურეზულია , რომელიც ხელს უშლის ნატრიუმის რეაბსორბციას და კალიუმის სეკრეციას დისტალური მილაკებში ურთიერთგაცვლის ადგილზე . ამიტომ, ის ზრდის ნატრიუმის თირკმლისმიერ ექსკრეციას და ამცირებს კალიუმის დანაკარგს.

ამგვარად , ამილორიდის HCI და ჰიდროქლოროთიაზიდი , რომლებიც მოქმედებენ კომპლემენტური მექანიზმით, უზრუნველყოფენ დიურეზულ და ანტიჰიპერტენზიულ ეფექტებს კალიუმის ნორმალური დონის შენარჩუნებით. ამ თვისებების გამო , ჰიდიკალი ფართოდ გამოიყენება ჰიპერტენზიისა და შეშუპებით მიმდინარე მდგომარეობების დროს .

ჩვენებები:

სუსტი და ზომიერი ჰიპერტენზია

შეშუპება გულის შეგუბებითი უკმარისობით , ნეფროზული სინდრომი , ღვიძლის ციროზი და შეშუპებითი სხვა მდგომარეობები .

დოზირება:

ერთი – ორი ტაბლეტი დღეში ან ექიმის დანიშნულებით .

გვერდითი ეფექტები:

ჰიდიკალი უსაფრთხოა ხანგრძლივი გამოყენების დროსაც . იშვიათად , შეიძლება აღინიშნოს ჰიპერურიკემია , ჰიპერგლიკემია ან თავბრუსხვევა . თუ აღინიშნა გულისცემის სიხშირის მხრივ დარღვევები,   სუნთქვის გაძნელება ან სისუსტე , საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

უკუჩვენებები:

* თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევა , ჰიპერკალიემია ან ჰიპერმგრძნობელობა ჰიდიკალის რომელიმე კომპონენტის მიმართ .

სიფრთხილე:

ჰიდიკალთან ერთად არ შეიძლება კალიუმის მარილების მიღება ,   თუ არ არის ჰიპოკალიემიური მდგომარეობა .

შეფუთვა:

კოლოფი შეიცავს 20 ტაბლეტს .

შენახვის წესები :

ინახება სითბოსგან , სინათლის სხივების პირდაპირი მოქმედებისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე .

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა რეცეპტით

მწარმოებელი:

ფარკო ფარმაცევტიკალსისი

Kilo 31 Alexandria-Cairo Desert Road, ალექსანდრია , ეგვიპტე.

ჰექსოპრენალი – HEXOPRENALINE – ГЕКСОПРЕНАЛ

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა–ადრენომიმეტური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰექსოპრენალი წარმოადგენს საშვილოსნოს კუნთების მომადუნებელ, β2 – ადრენომიმეტურ საშუალებას. ჰექსოპრენალის მოქმედებით მცირდება საშვილოსნოს შეკუმშვის სიხშრე და ინტენსიობა. პრეპარატი თრგუნავს სპონტანურ და ასევე ოქსიტოცინით გამოწვეულ სამშობიარო შეტევებს. ჰექსოპრენალის მოქმედებით უმრავლეს შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ნაადრევი სამშობიარო აქტივის შეჩერება და ორსულობის გახანგრძლივება ნორმალურ ვადამდე. ჰექსოპრენალი თავისი  β2 – სელექტიური ეფექტით უმნიშვნელო მოქმედებას ხდენს, როგორც ორსულთა გულის მუშაობაზე, ასევე ნაყოფის სისხლის მიმოქცევაზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ჰექსოპრენალი შედგება ორი კატექოლამინური ჯგუფისგან, რომლებიც კატექოლამან –O- მეთილტრანსფერაზას საშუალებით ორგანიზმში განიცდიან მეთილირებას. ჰექსოპრენალინი ბიოლოგიურ აქტიობას კარგავს მხოლოდ ორივე კატექოლამინური ჯგუფის მეთილირების შემთხვევაში. ჰექსოპრენალის აღნიშნული თვისება და ზედაპირზე ადჰეზიის მაღალი უნარი განაპირობებს მის ხანგრძლივ მოქმედებას.

ჩვენებები:

ტოკოლიზური მოქმედებისათვის: მშობიარობის დროს სამშობიარო შეტევების შეკავება, საშვილოსნოსშიდა ასფიქსია, საკეისრო კვეთის წინ საშვილოსნოს იმობილიზაცია, ნაყოფის გარდიგარდმო მდგომარეობიდან შემობრუნების წინ, ჭიპლარის პროლაფსის შემთხვევაში, სამშობიარო შეტევების გართულებისას; აგრეთვე ნაადრევი მშობიარობის შემთხვევაში, ორსულის საავადმყოფოში გადაყვანის წინ ექსტრემალური საშულების სახით.

ტოკოლიზი: ნაადრევი სამშობიარო შტევების შეკავება საშვილოსნოს გახსნილი ყელის დროს.

ხანგრძლივი ტოკოლიზის მიზნით: საშვილოსნოს გაუხსნელი ყელის მდგომარეობაში დაწყებული გაძლიერებული და გახშირებული სამშობიარო შეტევების დროს ნაადრევი მშობიარობის პროფილაქტიკისათვის. საშვილოსნოს იმობილიზეციისათვის ოპერაციამდე, მისი მსვლელობის დროს და მის შემდეგ.

დოზირების რეჟიმი:

დოზირება:

მწვავე ტოკოლიზის მიზნით:

ინტრავენურად ნელა შეჰყავთ 10მლ ნატრიუმის ქლორიდში ან 5% გლუკოზაში გახსნილი 10მკგ ჰექსოპრენალინი 10–15წთ–ის განმავლობაში. აუცლებლობის შემთხვევაში პრეპარატის შეყვანა გრძელდება 0,3მკგ/წთ ინტრავენური ინფუზიით.

ინტენსიური ტოკოლიზის მიზნით:

თავდაპირველად ნელა შეჰყავთ ინტრავენურად 10მკგ ჰექსოპრენალინი, ხოლო შემდგომში აგრძელებენ მის შეყვანას ინტრავენური ინფუზიით 0,3 მკგ/წთ სიჩქარით. შეიძლება პრეპარატის 0,3 მკგ/წთ სიჩქარით შეყვანა წინასწარი ინტრავენური ინექციის გარეშე.

ინტრავენურად წვეთოვანი სახით შეყვანა (2–წვ=1მლ): საინფუზიო კონცენტრატი იხსნება 500მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში.

დოზირების გამოთვლა:

ამპულების რაოდენობა              ინტრავენური შყვანის სიჩქარე

1 (25მკგ)                                              120 წვ/წთ–ში

2 (50მკგ)                                                 60 წვ/წთ–ში

3 (75მკგ)                                                 40 წვ/წთ–ში

4 (100მკგ)                                               30 წვ/წთ–ში

სადღეღამისო დოზის 430მკგ–ს გადაჭარბება ხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

ხანგრძლივი ტოკოლიზი:

რეკომენდებული დოზა – 0,075 მკგ/წთ საინფუზიო კონცენტრატი იხსნება 500მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში.

თუ 48 სთ–ში არ აქვს ადგილი სამშობიარო შტევების განახლებას, მკურნალობის გაგრძლება შეიძლება 500მკგ–იანი ტაბლეტებით. მითითებული დოზირების გამოყენება შეიძლება ორიენტირის სახით, ტოკოლიზის დროს მისი რეგულირება წარმოებს ინდივიდუალურად.

ჰექსოპრენალის მიღებისას საჭიროა დედის პულსის, არტერიული წნევის და ნაყოფის გულისცემის კონტროლი. რეკომენდებულია ეკგ–ს რეგისტრირება მკურნალობამდე და მის პროცესში. პაციენტებს, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა სიმპათომიმეტური საშუალებებისადმი ჰექსოპრენალი ენიშნებათ მცირე დოზებით, ექიმის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. დედის გულისცემის სიხშირი მნიშვნელოვანი მომატების შემთხვევაში (წთ–ში 130 დარტყმაზე მეტი) და/ან არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას საჭიროა დოზის შემცირება; სუნთქვის განელების, გულის არეში ტკივილის შგრძნებისას და გულის უკმარისობის ნიშნების მანიფესტირების დროს ჰექსოპრენალის მიღება უნდა შეწყდეს.

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ორსულებში საჭიროა ნახშირწყლოვანი ცვლის მონიტორინგი, ვინაიდან ჰექსოპრენალის მიღების საწყის სტადიაში მოსალოდნელია სისხლში შაქრის დონის გაზრდა. თუ მშობიარობა უშუალოდ ჰექსოპრენალის გამოყენებას მოყვება, გასათვალისწინებელია ახალშობილში ჰიპერგლიკემიისა და აციდოზის განვითარების შესაძლებლობა, ვინაიდან ამ დროს ადგილი აქვს ნივთიერებათა ცვლის მჟავე პროდუქტების ტრანსპლანტაციურ შეღწევას. ცალკეულ შემთხვევაში ჰექსოპრენალის ინფუზიის დროს კორტიკოსტეროიდების ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ფილტვების შეშუება, რის გამოც ინფუზიური თერაპიის ჩატარებისას აუცილებელია პაციენტი იმყოფებოდეს მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანმხლები დაავადების მქონე პაციენტების კომბინირებული მკურნალობისას კორტიკოსტეროიდებით, რაც სითხის შეკავებას უწყობს ხელს (თირკმლის დაავადებები). ფილტვების შეშუპების განვითარების საშიშროება შესაძლებლობის მიხედვით მოითხოვს ინფუზიის მოცულობის შეზღუდვას. ამ დროს გამხსნელად უნდა გამოვიყენოთ ხსნარები, რომლებიც არ შეიცავენ ელექტროლიტებს.

უნდა შეიზღუდოს საკვებთან ერთად მარილის მიღება.

ტოკოლიზიური თერაპიის წინ აუცილებელია კალიუმის პრეპარატების მიღება, ვინაიდან ჰიპოკალიემიის დროს ძლიერდება სიმპატომიმეტური საშუალებების მოქმედება მიოკარდზე. ზოგიერთი სანარკოზე (ჰალპტანი) და სიმპათომიმეტური საშუალებების ერთდროულმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა. ნარკოზისათვის ჰალოტანის გამოყენების შემთხვევაში უნდა შეწყდეს ჰექსოპრენალინის მიღება. ტოკოლიზური საშუალებებით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ პლაცენტა არ არის მოცილებული. ტოკოლიზური თერაპიის ფონზე შეიძლება შეინიღბოს პლაცენტის ნაადრევი მოცილების ნიშნები.

სანაყოფე ბუშტის დაზიანებისა და საშვილოსნოს ყელის 2–3 სმ–მდე გახსნის შემთხვევაში ტოკოლიზური თერაპია ნაკლებ ეფექტურია.

გვერდითი მოვლენები:

ჰექსოპრენალის მიღება კარგი ტოლერანტობით ხასიათდება. მისი გამოყენებისას გვერდითი ეფექტებიდან შესაძლებელია განვითარდეს: თავის ტკივილი, ტრემორი, ოფლიანობა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, უფრო იშვიათდ – გულისრევა და პირღებინება.

ბრონქული ასთმითა და სულფატებისადმი მგრძნობიარე პაციენტებში პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომელთა შესაძლოა სიმპტომებია: დიარეა, გაძნელებული სუნთქვა, ცნობიერბის დაბინდვა ან დაკარგვა, ბრონქოსპაზმი ან ანაფილაქსიური შოკი. შესაძლებელია დედის გულისცემის უმნიშვნელო გახშირება. ამ დროს ნაყოფის გულისცემის სიხშირე უცვლელი რჩება ან სუსტად იცვლება, ამასთანავე, შესაძლებელია არტერიული წნევის, განსაკუთრებით დიასტოლურის დაქვეითება, იშვიათად აღინიშნება პარკუჭოვანის ექსტრასისტოლიები და გულის არეში ტკივილი. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ყველა ეს სიმტომები სწრაფად ქრება.

პრეპარატის გლიკოგენოლიზური მოქმედება ვლინდება შაქრის შემცველობის ზრდით სისხლში, რომელიც უფრო გამოხატულია შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში.

დიურეზი მცირდება, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში. მკურნალობის პირველ დღეებში სისხლის შრატში მცირდება კალიუმის რაოდენობა, ხოლო მკურნალობის შემდგომ პროცესში ხდება მისი ნორმალიზება. სისხლის შრატში შესაძლებელია ტრანსამინაზების აქტიობის დროებითი მომატება, ნაწლავების პერისტალტიკის შესუსტება, იშვიათ შემთხვევებში ადგილი აქვს ნაწლავების ატონიას, რის გამოც ტოკოლიზური თერაპიის დროს აუცილებელია ყურადღება მიექცეს კუჭის მოქმედების რეგულაციას.

პრეპარატის დოზის გადაჭარბება:

ჰექსოპრენალის დოზის გადაჭარბება განისაზღვრება: დედის გულისცემის სიხშირის განსაკუთრებული ზრდით, ტრემორით, თავის ტკივილით და ოფლიანობის განვითარებით. როგორც წესი პრეპარატის დოზის შემცირებისას ყველა ეს მოვლენა ქრება. პრეპარატი დოზის გადაჭარბების მძიმე სიმპტომების მოხსნა წარმოებს ჰექსოპრენალინის ანტაგონისტებით – არასელექტიური ბეტა–ადრენომაბლოკირებელი პრეპარატებით, რომლების იწვევენ ჰექსოპრენალინის მოქმედების სრულ ნიველირებას.

უკუჩვენებები:

პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა (განსაკუთრებით ბრონქული ასთმით დაავადებული და სულფატებისადმი მგრძნობიარე პაციენტები);

ჰიპერთირეოზი:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისას, განსაკუთრებით ტაქიკადიით მიმდინარე გულის რითმის დარღვევა, მიოკარდიტი, მიტრალური სარქვლის მანკი დ აორტის სტენოზი;

ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებები;

დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

საშვილოსნოშიდა ინფექციები;

ლაქტაციის პერიოდი:

გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არასელექტიური β– ადრენობლოკატორები ასუსტებენ ან ხსნიან ჰექსოპრენალინის ეფექტს.

მეთილქსანტინები (მაგ;თეოფილინი) აძლიერებენ ჰექსოპრენალინის მოქმედებას.

ჰექსოპრენალინის მოქმედებით მცირდება ღვიძლში გლუკოკორტიკოიდების მიღებით განპირობებული გლიკოგენის დაგროვების ინტენსიობა. ჰექსოპრენალინი ამცირებს ანტიდიაბეტური საშუალებების ჰიპოგლიკემიურ ეფექტს. საჭიროა თავის შეკავება ჰექსოპრენალინისა და სხვა სიმპათომიმეტური საშუალებები (სისხლმომქცევის მარეგულირებელი და ასთმის საწინააღმდეგო საშუალებები) ერთდროული მიღებისაგან, ვინაიდან შესაძლებელია გულზე მასტიმულირებელი ზემოქმედების გაძლიერება და დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარება. ჰექსოპრენალინის მიღება ჭვავის რქის ალაკალოიდებთან, ვიტამის D–თან, კალციუმის შემცველ პრეპარატებთან, დიჰიდროტაქსისტერინთან ან მინერალოკორტიკოიდებთან რეკომენდებული არ არის. სულფატი მაღალაქტიური კომპონენტია, რის გამოც საჭიროა თავის შეკავება ჰექსოპრენალინის სხვა ხსნარებთან შერევისაგან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარისა და 5% გლუკოზის ხსნარის გარდა.

ჰექსობენდინი – HEXOBENDINE – ГЕКСОБЕНДИН

შემადგენლობა: Hexobendine + Etamivan + Etofylline

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰექსობენდინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს, რომელიც აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევასა და ნივთიერებათა ცვლას. იგი შეიცავს სამ სამკურნალო ნივთიერებას, რომელიც ერთმანეთის ურთიერთქმედებას უწყობენ ხელს. ჰექსობენდინი ხელს უწყობს თავის ტვინსა და გულში სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებას და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, სუნთქვასა და სისხლმიმოქცევას, აძლიერებს გულის მუშაობას და აფართოებს სასუნთქ გზებს.

ჩვენებები:

თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და ასაკობრივი ხასიათის დაავადებები, მისი სისხლით მომარაგების უკმარისობის ნარჩენი მოვლენები, ინსულტის შემდგომი მდგომარეობა, თავის ტვინის ფუნქციონალური დარღვევით გამოწვეული თავბრუსხვევა.

დოზირება:

თუ არ არსებობს სხვა დანიშნულება საჭიროა დოზირების მკაცრი დაცვა.

როგორც წესი იღებენ 1–2 ტაბლეტს დღეში 2–3 –ჯერ,დაუღეჭავად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, წყლის მცირე რაოდენობით მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლიობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 6 კვირას, კოფეინის დიდმა დოზებმა შეიძლება შეასუსტონ ჰექსობენდინის მოქმედება და ამიტომ თავი უნდა ავარიდოთ  ყავის და ჩაის მიღებას.

მდგომარეობის გაუარესების ან დაავადების რეციდივის თავიდან აცილების მიზნით ჰექსობენდინით მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა არ შეიძლება ექიმის მითითების გარეშე იმ შემთხვევაშიც კი, როდსაც დაავადების სიმპტომები სუსტდება ან ავადმყოფს აღარ აღენიშნება ჩივილები.

წინააღმდეგჩვენების არსებობისას ან გვერდითი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმის ინფორმირება.

გვერდითი მოვლენები:

ცალკეულ შემთხვევაში პრეპარატის დიდი დოზებით მიღებისას შეიძლება აღინიშნოს თავის ტკივილი, სახის ჰიპერემია.

უკუჩვენებები:

ჰექსობენდინის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:

ძლიერი აგზნებადობისა და კრუნჩხვითი მდგომარეობა, ქალასშიდა წნევის მომატება (ნიშნები: ხანგრძლივი თავის ტკივილი, ღებინება, მხედველობის დარღვევა).

ათეროსკლეროზით გამოწვეული საძილე არტერიის სტენოზის დროს საჭიროა სიფრთხილე.

ორსულობა და ლაქტაცია:

უსაფრთხოების მიზნით ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში მისი მიღება ხდება ექიმის ინდივიდუალური დანიშნულების მიხევით.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს თვის ტკივილს, ტაქიკარდიას და სახის ჰიპერემიას. ამ შემთხვევებში რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა დოზის შემდგომი შემცირებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შესაძლებელია ჰექსობენდინის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან. მათ მიეკუთვნება : სუბსტანციები, რომლებიც აქვეითებენ თრომბოციტების აქტიურობას (მაგ; სალიცილის მჟავა და სხვა). ამ სუბსტანციის მოქმედება ძლიერდება ჰექსობენდინით.

ჰექსიკონი – HEXICONUM – ГЕКСИКОН

საერთაშორისო დუაპატენტებელი სახელწოდება :

ქლორჰექსიდინი

მწარმოებელი: ღია სააქციო საზოგადოება “ნიჟფარმი”, რუსეთი

ქიმიური სახელწოდება:

(4-ქლორფენილ)-3,12-დიამინო-2,4,11,13-ტეტრააზატეტრადეკანდიიმიდამიდი (-D-გლუკონატას სახით)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური სუპოზიტორები; თეთრი ან თეთრი მოყვითალო შეფერილობის სუპოზიტორები.

ერთი სუპოზიტორია შეიცავს: 0,016 გ ქლორჰექსიდინის ბიგლუკონატს, პოლიეთილენოქსიდის ფუძეები (პოლიეთილენოქსიდი 1500, პოლიეთილენოქსიდი 400) საკმარისი რაოდენობა სუპოზიტორის მისაღებად მასით 2,94-დან 3,25გ-მდე.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანტიპროტოზოული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰექსიკონი – ანტისეპტიკური პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის, აქტიურია გრამ-დადებით და გრამ-უარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Treponema pallidum, Chlamidia spp., Ureaplasma spp., Neisseria gonorrhoea, Trichomonas vaginalis. პრეპარატის მიმართ მსუბუქად მგრძნობიარეა ზოგიერთი შტამი Pseudomonas spp., Proteus spp., ასევე მდგრადია მჟავა ბაქტერიების მდგრადი ფორმები, ბაქტერიების სპორები, სოკოები, ვირუსები.

ფარმაკოკინეტიკა: პრაქტიკულად არ შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. შემთხვევითი გადაყლაპვის დროს 300 მგ Cmax მიიღწევა 30 წუთის შემდეგ და შეადგენს 0,206მკგ/ლ. ძირითადად გამოიყოფა ფეკალურ მასებთან (90%), 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები:

  • ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკა (სიფილისი, გონორეა, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, ურეაპლაზმოზი);
  • მკურნალობა: კოლპიტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია, ვულვის ქავილი.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

* სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში არ არის დადგენილი.

მიღების წესი და დოზები:

მიიღება ინტრავაგინალურად. მიღებამდე სუპოზიტორიას იღებენ კონტურული შეფუთვიდან.

სამკურნალოდ: 1 სუპოზიტორია დღე-ღამეში 3-4-ჯერ 7-20 დღის განმავლობაში დაავადების ხასიათის მიხედვით.

ვენერიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის: 1 სუპოზიტორია არაუგვიანეს 2 საათისა სქესობრივი აქტის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, ქავილი.

განსაკუთრებული მითითებანი:

პრეპარატი ჰექსიკონი არ არის შეთავსებადი დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავენ ანიონის ჯგუფს (საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა), ასევე შეუთავსებელია საპონთან.

გამოშვების ფორმა:

ჰექსიკონი – ვაგინალური სუპოზიტორიები. 1 ან 5 სუპოზიტორია კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში, ერთი ან ორი კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 5 სუპოზიტორით ან ერთი კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა 1 სუპოზიტორით კოლოფში სამედიცინო გამოყენების შესახებ ინსტრუქციით.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ჰექსეტიდინი – HEXETIDINE – ГЕКСЕТИДИН

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული, ანტიმიკოზური, ანტიპროტოზოული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ანტიმიკრობულ საშუალებას. იგი მიეკუთვნება სარეზერვო ანტიბაქტერიულ პრეპარატთა ჯგუფს. მის მიმართ რეზისტენტულია: Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae, Enterobacter cloacae, Pseudomonas aeroginosa. დღეისათვის არ არის ცნობილი მის მიმართ ჯვარედინი რეზისტენტობის განვითრების შემთხვევები.

ფარმაკოკინეტიკა:

არ მოიპოვება მონაცემები ვაგინალური ანთებითი ლორწოვანის გარსიდან პრეპარატის აბსორბციის ხარისხის შესახებ, ისევე როგორც მისი ორგანიზმში განაწილების, მეტაბოლიზმის ან ელიმინაციის შესახებ.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ტრადიციული თერაპიის არაეფექტურობის შემთხვევაში, როდესაც დაავადება გამოწვეულია მის მიმრთ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. მაგალითად, ვაგინიტები გამოწვეული: შერეული, არასპეციფიკური ინფექციებით (Candida albicans), ტრიქომონადული ინფექციებით; ანტიბიოტიკებით და სტეროიდებით მკურნალობის შემდეგ.

დოზირება:

ინიშნება 1 ტაბლეტი 2–ჯერ დღეში დილას და საღამოს. ტაბლეტი შეჰყავთ მწოლიარე მდგომარეობაში ღრმად ვაგინალურ არხში.

მკურნალობა გრძელდება სრული 6 დღე, გვერდითი მოვლენის (ქავილი) განვითარების მიუხედავად. ხანმოკლე თერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს დაავადების რეციდივი.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად – ალერგიული კონტაქტური დერმატიტი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ;

ორსულობის პირველი ტრიმესტრი.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ მოიპოვება მონაცენები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ნაყოფზე ორსულობის დროს, რის გამოც მისი გამოყენება შესაძებელია მხოლოდ აუცილებელი ჩვენების არსებობისას პირველი ტრიმესტრის შემდეგ. ლაქტაციის პერიოდში იგი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი დადებითი შედეგი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ახალშობილისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ადგილი ჰქონდეს ლოკალურ რეაქციებს კანის მხრივ, განსაკუთრებით სენსიბილიზირებულ პირებში, მიდრეკილებით ალერგიული რეაქციებისადმი. მათი მანიფესტაციის შემთხვევაში საჭიროა შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.

მკურნალობისას ყურადღება ექცევა ექსტრავაგინალურ არეს და პარტნიორს. სწრაფი სამკურნალო ეფექტის მისაღებად საჭიროა კოიტუსისაგან თავის შეკავება.  აღსანიშნავია, რომ ვაგინალურმა სუპოზიტორიებმა შესაძლოა შეამცირონ ლატექსის განსაზღვრული ნაწარმის დამცავი ეფექტი (ე.წ. ვაგინალური დიაფრაგმების ან კონდომების). მკურნალობის პროცესში აუცილებელია სპეციფიკური ჰიგიენური ღონისძიებების ჩატარება წარმატებული მკურნალობის მიზნით (პირადი ჰიგიენა, საცვლების ყოველდღიური ცვლა და ა.შ.).

მკურნალობა არ წყდება მენსტრუაციის დროს და პრეპარატით მკურნალობის 6 დღის მანძილზე. თუ მკურნალობა შეწყდება, შესაძლებელია რეციდივის განვითარება. რეკომენდებულია, რომ პარტნიორიც დაექვემდებაროს მკურნალობას შესაბამისი საშუალებით. პრეპარატმა შესაძებელია გამოიწვიიოს საცვლების დასვრა, რის გამოც საჭიროა ჰიგიენური საფენების (არა ტამპონების) გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

ადგილობრივი ვაგინალური გამოყენებისას ჭარბი დოზირება ნაკლებად სავარაუდოა. მშრალ ვაგინაში რამდენიმე ტაბლეტის მოხვედრისას ისინი კარგად არ იხსნებიან, ხოლო ვაგინაში დიდ რაოდენობით სითხის არსებობისას ჭარბი აქტიური ინგრედიენტები გამოირეცხება გარეთ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ვაგინალურ სანთლებს ახასიათებს შეუთავსებლობა გარკვეული სახის ლატექსთან (ვაგინალური დიაფრაგმა, კონდომები) და შეუძლია გამოიწვიოს მათი სტაბილურობის შემცირება.

ჰექსასპრეი – HEXASPRAY – ГЕКСАСПРЕЙ

საერთაშორისო დასახელება:

BICLOTYMOL

მწარმოებელი: LABORATOIRES DOMS ADRIAN, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ბიკლოტიმოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

აეროზოლი ადგილობრივი გამოყენებისათვის:

ფლაკონში 30 გ.

1 ფლ.

ბიკლოტიმოლი ………………………..   750 მგ

მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი ……..   0.025 გ

სპირტი …………………………………….  1.06 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბიკლოტიმოლი წარმოადგენს ანტიმიკრობულ პრეპარატს. იგი ხასიათდება ბაქტერიციდული მოქმედებით სტაფილოკოკების, სტრეპტოკოკებისა და კორინებაქტერიების მიმართ, ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო თვისებებს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის აბსორბციის სიჩქარე პირის ღრუს ლორწოვანი გარსიდან მაღალი არ არის, რაც განაპირობებს მის ხანგრძლივ ადგილობრივ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული პირის ღრუსა და ცხვირ-ხახის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების ადგილობრივი მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს და ბავშვებს ენიშნებათ აეროზოლის 2-ჯერ შესხურება 3-ჯერ დღეში.

ყოველი მოხმარების წინ საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ბავშვებში 2.5 წლის ასაკამდე (ლარინგოსპაზმის განვითარების რისკი).

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ბიკლოტიმოლის გამოყენება 10 დღეზე მეტ ხანს რეკომენდებული არ არის. შედარებით უფრო ხანგრძლივი მკურნალობის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ავადმყოფის ინდივიდუალური რეაქცია.

◄ პრეპარატით ხანგრძლივი გამოყენება, ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის შესაძლო განვითარების გამო რეკომენდებული არ არის.

◄ მკურნალობის პერიოდში ბაქტერიული ინფექციების სისტემური გამოვლენის შემთხვევაში, საჭიროა ანტიბიოტიკების დანიშვნა.

ჭარბი დოზირება:

ნაკლებად შესაძლებელია, პრეპარატის მცირე აბსორბციის გამო სისხლმიმოქცევის სისტემაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლის და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Don`t copy text!