Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 401

ჰექსაპნევმინი – HEXAPNEUMINE – ГЕКСАПНЕВМИН

საერთაშორისო დასახელება:

BICLOTYMOL; PHENYLEPHRINE; CHLORPHENAMINE

მწარმოებელი: LABORATOIRES DOMS ADRIAN, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ბიკლოტიმოლი+ფენილეფრინი+ქლორფენამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული, ანტიალერგიული კომბინირებული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ბიკლოტიმოლი ………………………….     30 მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი …….  10 მგ

ქლორფენამინის მალეატი …………….      2 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰექსაპნევმინი წარმოადგენს კომბინირებულ პრეპარატს.

ბიკლოტიმოლი-ფენოლის წარმოებულია, რომელსაც ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედება.

ფენილეფრინი-ალფა-ადრენომიმეტური საშუალებაა, რომელსაც ახასიათებს სისხლძარღვთა შემავიწროვებელი მოქმედება. იგი ამცირებს ცხვირის ლორწოვანის შეშუპებას და ცხვირიდან გამონადენს.

ქლოფენამინის მალეატი H1-ჰისტამინო-რეცეპტორების ბლოკატორია, ახასიათებს ანტიალერგიული, ატროპინის მსგავსი და სედატიური მოქმედება.

ჩვენებები:

  • მწვავე რინოფარინგიტი (სიმპტომური მკურნალობა).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები: 1-2 ტაბ. 3-ჯერ დღეში;

მოზარდები 15 წლის ასაკის ზევით: 1 ტაბ. 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ქლორფენამინთან დაკავშირებული: დღისით ძილიანობა, პირის სიმშრალე, ბრონქული სეკრეტის გასქელება, აკომოდაციის დარღვევა, ყაბზობა, შარდის შეკავება, ცნობიერების დაბინდვა, ან აღგზნება ხანდაზმულ ავადმყოფებში.

უკუჩვენებები:

* დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

* შარდის შეკავების მომატებული რისკით მიმდინარე წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია და სხვა დაავადებები;

* 15 წლამდე ასაკის ბავშვები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ჰექსაპნევმინის ტაბლეტები ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებლიანობა მკვეთრად აღემატება მის ნაყოფზე ან ჩვილზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებული არ არის.

◄ საგულისხმოა ის ფაქტი, რომ სპორტსმენებში ჰექსაპნევმინით ჩატარებული დოპინგის საწინააღმდეგო კონტროლი იძლევა დადებით შედეგებს.

◄ ჰექსაპნევმინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ იგი სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებსა და იმ პირებს, რომელთა საქმიანობა მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

◄ მკურნალობის პროცესში საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისაგან თავის შეკავება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული ჰიპერტენზია, ბრადიკარდია, დელირიუმი, ჰალუცინაციები (ფენილეფრინით განპირობებული), დეპრესია, კომა, აღგზნება, კრუნჩხვები, იშვიათად – ცხელება, კანის ჰიპერემია (გამოწვეული ქლორფენამინით).

მკურნალობა: სიმპტომურია. საჭიროებისას იყენებენ კრუნჩხვისსაწინააღმდეგო საშუალებებს, ხელოვნურ სუნთქვას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ჰექსაპნევმინის კომბინაციით საძილე და სანარკოზო საშუალებებთან ძლიერდება ცნს-ზე დამთრგუნველი მოქმედება.

– ჰექსაპნევმინის დანიშვნით ანტიჰისტამინურ პრეპარატებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ფენოთიაზინის რიგის ნეიროლეფსიურ საშუალებებთან, პარკინსონის დაავადების საწინააღმდეგო ანტიქოლინერგულ პრეპარატებთან, დიზოპირამიდულ წარმოებულებთან ერთად ადგილი აქვს ატროპინის მსგავსი მოქმედების პოტენცირებას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ჰერცეპტინი – HERCEPTIN – ГЕРЦЕПТИН

საერთაშორისო დასახელება:

TRASTUZUMAB

მწარმოებელი: F.HOFFMANN-LA ROCHE

მოქმედი ნივთიერება: ტრასტუზუმაბი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, სარძევე ჯირკვლის HER2-დადებითი სიმსივნის სამკურნალოდ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 1 ც.

გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ტრასტუზუმაბი …….. 440 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ტრასტუზუმაბი არის დნმ წარმოებული ჰუმანიზირებული ანტისხეული, რომელიც სლექტიურად ურთიერთქმედებს ეპიდერმული ზრდის ფაქტორი 2-ის (HER2) უჯრედგარე დომენთან. ანტისხეული მიეკუთვნება  IგG 1 კლასს, რომელიც შეიცავს ადამიანის ჩარჩო რეგიონებს და  ანტი-P185 HER2 ანტისხეულების კომპლემნტარულ-განმსაზღვრელ უბნებს, რომლებიც უკავშირდებიან HER2-ს.პროტოონკოგენი  HER2 (ან  c-erB2) კოდირებას უკეთებს ერთეულ ტრანსმემბრანულ გადამტანს, რეცეპტორისმაგვარ ცილას მასით 185 kDa,რომელიც სტრუქტურულად ახლოსაა ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორთან. HER2 ჰიპერექსპრესია აღინიშნება ძუძუს პირველადი კიბოს შემთხვევათა 25-30%-ში, რასაც თან ახლავს  HER2 ცილის ექსპრესიის მომატება სიმსივნის უჯრედების ზედაპირზე, რის შედეგად ადგილი აქვს HER2 რეცეპტორის კონსტიტუციონალურ აქტივაციას.

ძუძუს HER2  ჰიპერექსპრესირებადი მეტასტაზირებადი კიბოს მქონე პაციენტებში ჰერცეპტინით მონოთერაპიას მეორე და მესამე რიგის თერაპიის სახით  თან ახლავს რემისიის ჯამური სიხშირე 15% და სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 13 თვე.

ჰერცეპტინის გამოყენება ანტრაციკლინთან და ციკლოფოსფამიდთან ან პაკლიტაქსელთან კომბინაციაში პირველი რიგის თერაპიის სახით ძუძუს HER2  ჰიპერექსპრესირებადი მეტასტაზირებადი კიბოს მქონე ქალებში სარწმუნოდ აუმჯობესებს დროს დაავადების პროგრესირებამდე მხოლოდ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. ავადმყოფებში, რომლებიც ანტრაციკლინ შემცველ რეჟიმებს ღებულობდნენ დრო დაავადების პროგრესირებამდე იზრდება 1.7 თვით (6.1-დან 7.8 თვემდე), ხოლო პაკლიტაქსელით ნამკურნალებ პაციენტებში – 3.9 თვით (3.0-დან 3.9 თვემდე). ჰერცეპტინის დანიშვნა აგრეთვე აუმჯობესებს პასუხს სიმსივნის მხრიდან და სიცოცხლის 1-წლიან ხანგრძლივობას მხოლოდ ქიმიოთერაპიასთან შედარებით. ანტისხეულები ტრასტუზუმაბის მიმართ გამოვლინდა 1 პაციენტში, ამასთან ალერგიის მოვლენები ამ პაციენტში არ აღნიშნულა.

ფარმაკოკინეტიკა:

ტრასტუზუმაბის ფარმაკოკინეტიკა შესწავლილი იქნა ძუძუს მეასტაზირებადი კიბოთი ავადმყოფებში. პრეპარატის შეყვანისას ხანმოკლე ინფუზიების სახით დოზებში 10, 50, 100, 250 და 500 მგ კვირაში ერთხელ მისი ფარმაკოკინეტიკა დოზაზე დამოკიდებული იყო.

დოზის გაზრდისას იზრდებოდა ნახევრადგამოყოფის პერიოდი, ხოლო პრეპარატის კლირენსი კლებულობდა. კლინიკურ კვლევებში ტრასტუზუმაბის დატვირთვითი დოზის (4 მგ/კგ) და ყოველკვირეული შემანარჩუნებელი დოზის (2 მგ/კგ) შეყვანის შემდეგ ნახევრადგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 5.8 დღის ტოლი იყო (დიაპაზონი 1-32 დღე).

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში: ასაკი არ ახდენს ზეგავლენას ტრასტუზუმაბის განაწილებაზე.

თერაპიული ჩვენებები

ძუძუს მეტასტაზური კიბო:

ნაჩვენებია ძუძუს მეტასტაზური კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ სიმსივნის HER2 ჰიპერექსპრესია:

ა) მონოთერაპიის სახით, თუ პაციენტს დაავადების  მეტასტაზური  სტადიის გამო უკვე მიღებული ჰქონდა ქიმიოთერაპიის ერთი ან მეტი სქემა.

ბ) პაკლიტაქსელთან კომბინაციაში, თუ პაციენტს ჯერ არ მიუღია მკურნალობა დაავადების მეტასტაზური სტადიის გამო

გ) დოსეტაქსელთან კომბინაციაში, თუ პაციენტს ჯერ არ მიუღია ქიმიოთერაპია დაავადების მეტასტაზური სტადიის გამო

დ) არომატაზას ინჰიბიტორებთან კომბინაციაში ჰორმონ-რეცეპტორ-პოზიტიურ პოსტმენოპაუზურ ქალებში, რომლების მანამდე არ იყვნენ ნამკურნალები ძუძუს მეტასტაზური კიბოს გამო.

ადრეული ძუძუს კიბო:

ჰერცეპტინი ნაჩვენებია HER2-პოზიტიური ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიებზე ქირურგიული ჩარევის, ქიმიოთერაპიის (ადიუვანტური თუ ნეო-ადიუვანტური) ან რადიოთერაპიის შემდეგ.

გამოყენების მეთოდები

ძუძუს მეტასტაზური კიბო:

დოზირების ყოველკვირეული რეჟიმი:

საწყისი  დოზა: 4 მგ/კგ 90-წუთიანი ინფუზიის სახით. პაციენტებს უნდა დააკვირდნენ ცხელების, შემცივნების ან სხვა ინფუზიური რეაქციების გამოვლენის თაობაზე მინიმუმ 6 საათის განმავლობაში. ამ სიმპტომების კუპირება შესაძლებელია ინფუზიის შეჩერებით.

სიმპტომების კუპირების შემდეგ შესაძლოა ინფუზიის განახლება.

შემანარჩუნებელი დოზა: 2 მგ/კგ კვირაში ერთხელ. თუ წინამორბედი დოზა კარგად ასატანი იყო, მაშინ მომდევნო დოზების შეყვანა შესაძლებელია 30-წუთიანი ინფუზიების სახით.

პაკლიტაქსელთან ან დოსეტაქსელთან კომბინაცია: პილოტურ კვლევებში პაკლიტაქსელი ან დოსეტაქსელი ინიშნებოდა ჰერსეპტინის საწყისი დოზის გადასხმის შემდეგ დღეს. თუ ჰერსეპტინის წინა გადასხმა იყო კარგად ასატანი, ტაქსანების გადასხმა შესაძლებელია ჰერსეპტინის გადასხმის შემდეგ დაუყოვნებლივ.

კომბინაცია არომატაზას ინჰიბიტორებთან: არ არსებობს რაიმე შეზღუდვა ჰერსეპტინისა და არომატას ინჰიბიტორების ერთდროულ გამოყენებასთან დაკავშირებით.

დოზირების 3-კვირიანი რეჟიმი:გადასხმის 3-კვირიანი რეჟიმი არის ყოველკვირეული რეჟიმის ალტერნატივა და გამოიყენება როგორც მონოთერაპიის, ასევე ქიმიოთერაპიასა და ჰორმონულ თერაპიასთან კომბინაციის დროს.

საწყისი დოზა არის 8 მგ/კგ-ზე, ხოლო შემანარჩუნებელი  – 6 მგ/კგ-ზე სამ კვირაში ერთხელ.

ჰერცეპტინი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დროს ინიშნება დაავადების პროგრესირებამდე.

ადრეული ძუძუს კიბო:

ადრეული ძუძუს კიბოს დროს გამოიყენება დოზირების იგივე რეჟიმები (3-კვირიანი ან ყოველკვირეული) და ჰერცეპტინით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 52 კვირა (1 წელი).

პრეპარატის ინტრავენურად ნაკადურად შეყვანა არ შეიძლება.

კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას ჰერცეპტინის დოზა არ შემცირებულა.

ქიმიოთერაპიით გამოწვეული შექცევადი მიელოსუპრესიის დროს პაციენტებს შეუძლიათ გააგრძელონ ჰერცეპტინის მიღება, ამასთან დაცული უნდა იყო ქიმიოთერაპიის დოზის შემცირების ან გადავადების წესები.

დოზირება განსაკუთრებულ შემთხვევებში

კლინიკურ კვლევებში ხანშიშესულ პაციენტებში ჰერცეპტინის დოზა არ შემცირებულა.

ჰერცეპტინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში არ დადგენილა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ტრასტუზუმაბის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

პაცეინტები, რომლებსაც აღენიშნებათ ქოშინი მოსვენებულ მდგომარეობაში ან საჭიროებენ დამატებით ოქსიგენოთერაპიას.

გვერდითი მოვლენები:

მონაცემები გვერდითი მოვლენების შესახებ მოპოვებული იყო ჰერცეპტინის კლინიკურ კვლევებში, როდესაც პრეპრატი რეკომენდებული დოზირების რეჟიმში გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით, ან კომბინაციაში ანტრაციკლინების რიგის პრეპარატებთან (დოქსორუბიცინი ან ეპირუბიცინი) ან პაკლიტაქსელთან.

მონოთერაპია ჰერცეპტინით

ჰერცეპტინით მონეთერაპიისას 213 პაციენტიდან 5%-ზე მეტს აღენიშნა შემდეგი გვერდითი მოვლენები:

ორგანიზმი მთლიანად: ტკივილი მუცლის არეში, ასთენია, ტკივილი წელის არეში, ტკივილი გულმკერდის არეში, ცხელება, შემცივნება, გრიპისმაგვარი სინდრომი, თავის ტკივილი, ინფექციები, ტკივილი კისრის არეში.

გულ-სისხლძარღვთა სისტემა: ვაზოდილატაცია.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტი: ანორექსია, შეკრულობა, დიარეა, დისპეფსია, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება.

ნივთიერებათა ცვლის დარღვევა: შეშუპება.

ძვალ-კუნთოვანი სისტემა: სახსრების ტკივილი, კუნთების ტკივილი.  ნერვული სისტემა: შეშფოთება, დეპრესია, თავბრუსხვევა, ძილიანობა, უძილობა, პარესთეზია.

სუნთქვის ორგანოები: ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, სისხლდენა ცხვირიდან, ასთმა, ხველის გაძლიერება, ქოშინი, ფილტვების დაზიანება, პლევრალური გამონადენი.

კანი და მისი დანამატები: ქავილი, გამონაყარი.

ინფუზიური რეაქციები: ჰერცეპტინის პირველი ინფუზიის მიმდინარეობისას პაციენტების 40%-ს უვითარდება სიმპტომკომპლექსი, რომელიც უფრო ხშირად ვლინდება შემცივნებით და ცხლებით. როგორც წესი, ეს სიმპტომები სუსტად ან ზომიერადაა გამოხატული.

სიმპტომკომპლექსი იშვიათად იწვევს ინფუზიის შეჩერების აუცილებლობას და იოლად კუპირებადია ანალგეტიკების ან სიცხის დამწევი საშუალებების გამოყენებით  –პარაცეტამოლი ან ანტიჰისტამინური პრეპარატები, მაგალითად დიფენჰიდრამინი.

სხვა სიმტომები შეიძლება იყოს გულისრევა, ღებინება, ტკივილი, ტრემორი, თავის ტკივილი, თავბრსხვევა, ქოშინი, ჰიპოტონია, გამონაყარი და ასთენია. ჰერცეპტნის განმეორებითი ინფუზიებისას ეს სიმპტომები იშვიათად ვლინდება.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ცლკეულ (ერთეულ) შემთხვევებში აღინიშნა ანაფილაქტოიდური რეაქციები.

კარდიოტოქსიურობა: პრეპარატით მონოთერაპიისას გულის ზომიერი და მძიმე უკმარისობის (NYHA III/IV კლასი) სიხშირემ შეადგინა 5%. ჰემატოლოგიური ტოქსიურობა:

ჰერცეპტინით მონოთერაპიისას ჰემატოტოქსიურობა იშვიათად ვითარდება. მე-3 ხარისხის ლეიკოპენია  (ჯანმოს კლასიფიკაციით), თრომბოციტოპენია და ანემია აღინიშნება პაციენტების 1%-ზე ნაკლებში. მე-4 ხარისხის ტოქსიურობის ნიშნები არ აღნიშნულა.

ჰეპატო- და ნეფროტოქსიურობა: ჰერცეპტინით მონოთერაპიისას მე-3 და მე-4 ხარისხის ჰეპატოტოქსიურობა  (ჯანმოს კლასიფიკაციით) აღინიშნა ავადმყოფების 12%-ში. მათგან 60%-ში ჰეპატოტოქსიურობის მოვლენები განვითარდა ღვიძლის მეტასტაზური დაზიანების პროგრესირების ფონზე. მე-3 და მე-4 ხარისხი ნეფროტოქსიურობა არ აღნიშნულა.

დიარეა: ჰერცეპტინით მონოთერაპიისას დიარეა აღინიშნა პაციენტების 27%-ში.ჰერცეპტინი ქიმიოთერაპიასთან კომბინაციაში ქვემოთ მოყვანილია გვერდითი მოვლენები, რომლებიც განვითარდა ჰერცეპტინისა და ქიმიოთერაპიის კომბინაციის გამოყენებისას პაციენტების 10%-ში და გაცილებით მაღალისიხშირით, ვიდრე მხოლოდ ქიმიოთერაპიის გამიყენებისას.

კარდიოტოქსიურობა: რანდომიზებულ, კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში გულის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის (NYHA III/IV კლასი) სიხშირემ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ჰერცეპტინს და ანტრაციკლინების რიგის პრეპარატს (დოქსორუბიცინი ან ეპირუბიცინი) პლუს ციკლოფოსფამიდი, შეადგინა 16%, ხოლო პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ანტრაციკლინისა და ციკლოფოსფამიდი კომბინაციას ჰერცეპტინის გარეშე– 3%. გულის ზომიერი და მძიმე უკმარისობის (NYHA III/IV კლასი) სიხშირემ ჰერცეპტინისა და პაკლიტაქსელის გამოყენებისას შეადგინა 2%, ხოლო პაკლიტაქსელით მონოთერაპიისას  – 1%.  ჰემატოლოგიური ტოქსიურობა: მე-3 და მე-4 ხარისხის ჰემატოლოგიური ტოქსიურობა ჯანმოს კლასიფიკაციის მიხედვით, ჰერცეპტინის და ანტრაციკლინის რიგის პრეპარატის (დოქსორუბიცინი ან ეპირუბიცინი) პლუს ციკლოფოსფამიდის გამოყენებისას აღინიშნა პაციენტების 63%-ში, ხოლო ანტრაციკლინისადა ციკლოფოსფამიდის გამოყენებისას ჰერცეპტინის გარეშე  – 62%. ჰერცეპტინის გამოყენებამ პაკლიტაქსელთან კომბინაციაში გაზარდა მე-3 და მე-4 ხარისხის ჰემატოტოქსიურობის სიხშირე, პაკლიტაქსელის მონოთერაპიასთან შედარებით (34% და 21% შესაბამისად).

სავარაუდოდ, ეს ახისნება პაკლიტაქსელის ექსპოზიციის გაზრდით ჰერცეპტინის გამოყენებისას, ვინაიდან ამ ჯგუფში დრო დაავადების პროგრესირებამდე მნიშვნელოვნად მეტი იყო, ვიდრე პაკლიტაქსელით მონოთერაპიის ჯგუფში.

ჰეპატო- და ნეფროტოქსიურობა: ჰერცეპტინის და ანტრაციკლინს პლუს ციკლოფოსფამიდის კომბინაციის გამოყენებისას მე-3 და მე-4 ხარისხის ჰეპატოტოქსიურობა  (ჯანმოს კლასიფიკაციით) აღინიშნა პაციენტების 6%-ში, ხოლო მხოლოდ ანტრაციკლინისა და ციკლოფოსფამიდის გამოყენებისას ამ მაჩვენებელმა შედაგინა 8%. მე-3 და მე-4 ხარისხის ნეფროტოქსიურობა არ დაფიქსირებულა.

ჰერცეპტინისა და პაკლიტაქსელის რეციპიენტებში მე-3 და მე-4 ხარისხის ჰეპატოტოქსიურობის სიხშირე უფრო ნაკლები იყო, ვიდრე მხოლოდ პაკლიტაქსელის გამოყენებისას (7% და 15% შესაბამისად). მე-4 ხარისხის ნეფროტოქსიურობა არ აღნიშნულა.

დიარეა: ჰერცეპტინის და ქიმიოთერაპიის (ანტრაცილკინის რიგის პრეპარატი პლუს ციკლოფოსფამიდი, ან პაკლიტაქსელი) კომბინაციის გამოყენებისას დიარეის სიხშირე, ძირითადად მსუბუქი ან ზომიერი ხარისხის, იზრდებოდა.

ინფექციები: ჰერცეპტინის და ქიმიოთერაპიის (ანტრაცილკინის რიგის პრეპარატი პლუს ციკლოფოსფამიდი, ან პაკლიტაქსელი) კომბინაციის გამოყენებისას ინფექციების სიხშირე, რომლებიც ძირითადად კლინიკურად უმნიშვნელო იყო და გამოიხატებოდა ზედა სასუნთქი გზების მსუბუქი ინფექციებით, უფრო მეტი იყო, ვიდრე მხოლოდ ქიმიოთერაპიის გამოყენებისას.

სიფრთხილის ზომები

ჰერცეპტინით მკურნალობა უნდა ჩატარდეს მხოლოდ ონკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.

ინფუზიის მიმდინარეობისას აუცილებელია პაციენტების დაკვირვება შემცივნების, ცხელების ან ინფუზიური რეაქციების სხვა სიმპტომების გამოვლენის თაობაზე.

ჰერცეპტინის რეციპიენტებში აღწერილია გულის ფუნქციის დარღვევის სიმპტომები (ქოშინი, ხველა, ღამის ქოშინის შეტევები, პერიფერიული შეშუპება, გალოპის სამნიშნა რიტმი, განდევნის ფრაქციის შემცირება). გულის შეგუბებითი უკმარისობა ჰერცეპტინით მკურნალობისას შეიძლება მძიმე ხასიათის იყოს და ლეტალური გამოსავლის მიზეზი გახდეს, და აგრეთვე, შეიძლება განაპირობოს კედლისამყოლი თრომბოზის განვითარება ტვინის სისხლმომარაგების შემდგომი დარღვევით. ამიტომ გულის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების მკურნალობა განსაკუთრებული სიფრთხილითაა საჭირო.

ავადმყოფებმა, სანამ მათ დაენიშნებათ ჰერცეპტინი, უნდა გაიარონ საგულდაგულო კარდიოლოგიური გამოკვლევა, რომელიც უნდა მოიცავდეს ანამნეზის შეგროვებას, ფიზიკალურ გასინჯვას და ქვემომოყვანილიდან ერთ ან მეტ ინსტრუმენტულ გამოკლვევას – ელექტროკარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ან  MUGA სკანირება.

ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი მეთოდია უფრო ადექვატური კარდიოტოქსიურობის განვითარების რისკის ჯგუფის პაციენტების გამოსავლენად. ჰერცეპტინით მკურნალობისას აუცილებელია მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემოწმება. მაგრამ მონიტორინგით ყოველთვის არ არის შესაძლებელი იმ პაციენტების გამოვლენა, რომელთაც გულის ფუნქციის დარღვევა განუვითარდება. განდევნის ფრაქციის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირებისას რეკომენდებულია ჰერცეპტინის მკურნალობის შეჩერება.

გულის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების დაახლოებით ორ მესამედს უტარდებოდა შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა, რომელმაც გააუმჯობესა პაციენტების უმრავლესობის მდგომარეობა.

ბენზილის სპირტი, რომელიც კონსერვანტის სახით შედის ბაქტერიოსტატიკური წყლის შემადგენლობაში, ტოქსიურ ზემოქმედებას ახდენს ახალშობილებსა და 3 წლამდე ბავშვებში.

ბენზილის სპირტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებისთვის გამხსნელად გამოყენებული უნდა იქნეს საინექციო  წყალი, ამასთან თითეული ფლაკონიდან უნდა  გამოყენებული იყოს მხოლოდ ერთი დოზა. დარჩენილი პრეპარატი უნდა იქნეს გადაგდებული.

ორსულობა და ლაქტაცია:

Cynomolgus-ის ჯიშის მაიმუნებზე ჩატარებულმა რეპროდუქტიულმა კვლევებმა, როდესაც გამოყენებული დოზა ადამიანის ყოველკვირეულ შემანარჩუნებელ დოზას (2 მგ/კგ) 25-ჯერ აღემატებოდა, არ გამოავლინეს რეპროდუქტიულობის დარღვევის ან ნაყოფზე დამაზიანებელი მოქმედების ნიშნები. თუმცა, ადამიანებში რეპროდუქტიული ტოქსიურობის შეფასებისას აუცილებელია მღრღნელებისთვის დამახასიათებელი  HER2 რეცეპტორის ტიპის მნიშვნელობის  გათვალისწინება ემბრიონის ნორმალური განვითარებისას, აგრეთვე გასათვალისწინებელია ემბრიონის დაღუპვის შემთხვევები მუტანტურ თაგვებში, რომელთაც ასეთი რეცეპტორი არ ჰქონდათ.

ნაყოფის განვითარების ადრეულ (ორსულობის 20-50 დღე) და გვიან (120-150 დღე) სტადიებზე აღინიშნებოდა ტრასტუზუმაბის მიერ პლაცენტარული ბარიერის გადალახვა. უცნობია შეუძლია თუ არა ჰერცეპტინს დამაზიანებელი ზეგავლენა იქონიოს ნაყოფზე ან რეპროდუქტიულობაზე. ვინაიდან ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქტიულობის კვლევები ყოველთვის არ იძლევიან ადამიანზე ზეგავლენის პროგნოზირების საშუალებას, უმჯობესია მოვერიდოთ ჰერცეპტინის გამოყენებას ორსულობის დროს, თუ, რა თქმა უნდა, თერაპიის პოტენციური სარგებელი  დედისათვის  არ გადაწონის შესაძლო რისკს ბავშვისთვის.

გადადის თუ არა ტრასტუზუმაბი დედის რძეში უცნობია. ვინაიდან ადამიანის  IgG სეკრეტირებს დედის რძეში, ხოლო შესაძლო დამაზიანებელი მოქმედება ბავშვზე უცნობია, უმჯობესია პაციენტები მოერიდონ ძუძუთი კვებას ჰერცეპტინით მკურნალობის დროს.

ურთიერთქმედება ადამიანებში ჰერცეპტინის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. კლინიკურ კვლევებში ჰერცეპტინსა და ერთდროულად გამოყენებულ სხვაპრეპარატებს შორის კლინიკურად მნიშვნელოვანი რაიმე ურთიერთქმედება არ აღნიშნულა.

დოზის გადაჭარბება:

კლინიკურ კვლევებში პრეპატის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ ყოფილა.

შენახვის პირობები:

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.შეინახეთ 2-80C ტემპერატურაზე.

მზა ხსნარი არ გაყინოთ.

აფთიაქში გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ჰერც ასს – 1 A ფარმა – HERZ ASS – 1A Pharma – ГЕРЦ АСС – 1А ФАРМА

საერთაშორის დასახელება: Acetylsaligylic acid

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიანგინალური საშუალება, ანტიაგრეგანტები.

მწარმოებელი: Salutass Pharma GmbH, გერმანია.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

10მგ-იანი ტაბლეტი

ერთი ტაბლეტი შეიცავს 100მგ აცეტილსალიცილის მჟავას.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰერც ასს-ის მოქმედება დამყარებულია ფერმენტ ციკლოოქიგენაზას შეუქცევად ინაქტივაციასთან, რაც იწვევს პროსტაგლანდინების, პროსტაციკლინებისა და თრომბოქსანის სინთეზის დათრგუნვას. თრომბოქსან A2-ის სინთეზის დათრგუნვის გზით ჰერც ასს აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, რაც ამცირებს სისხლის შედედების უნარს. ითვლება, რომ აცეტილსალიცილის მჟავას გააჩნია თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვის სხვა მექანიზმებიც, რაც აფართოებს მისი მოხმარების სფეროს სხვადასხვა სისხლძარღვოვანი დაავადებისასას.

ფარმაკოდინემიკა:

ჰერც ასს Cmax მიიღწევა პრეპარატის მიღებიდან საშუალოდ 3 სთ-ის შემდეგ, პლაზმის ცილებს უკავშირდება 80-85%. ელიმინაცია ხდება მეტაბილიტებისა და შეუცვლელი სახით თირკმელების საშუალებით. ექსკრეციის სიჩქარე და ხარისხი დამოკიდებულია შარდის pH-ზე.

ჩვენებები:

* არასტაბილური სტენოკარდია – როგორც სტანდარტული თერაპიის ნაწილი;

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, როგორც სტანდარტული თერაპიის ნაწილი და პროფილაქტიკა რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში (გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერლიპიდემია, არტერიული ჰიპეტენზია, მოწევა, ასაკოვანი პაციენტები), მიოკარდიუმის განმეორებითი ინფარქტის პროფილაქტიკა;

* სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომი პერიოდი (მაგ; აორტო-კორონალური შუნტირება, ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა);

* ტვინის სისხლის მიმოქცევის გარადამავლი დარღვევების და ინსულტების პრფოფილაქტიკა;

* კორონალური არტერიების თრომბოზისა და ემბოლიის პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

– არასტაბილური სტენოკარდიის, სისხლძარღვებზე ოპერაციის შემდგომ (ოპერაციიდან 24 სთ) პერიოდში, ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევების და ინსულტების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 100-300მგ ჰერც ასს. გვერდითი მოვლენების განვითარების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდებულია დღეში 100მგ ჰერც ასს-ის დანიშვნა;

– მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ინიშნება 100მგ/დღეში (ტაბლეტი უნდა ჩაიკვნიტოს);

– მიოკადიუმის განმეორებით ინფარქტის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 300მგ/დღეში;

– მრავლობით რისკ-ფაქტორების მქონე პაციენტებში კორონალური არტერიების თრომბოზისა და ემბოლიის პროფილაქტიკის მიზნით რეკომენდებული დოზა შეადგენს 100-200მგ/ჰერც ასს დღეში ან 300მგ დღეგამოშვებით.

ჰერც ასს ინიშნება ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის სითხესთან ერთად.

ჰერც ასს, როგორც ანტიაგრეგანტული პრეპარატი, განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მკურნალობისთვის. მკურნალობის ხანგრძლიობას ადგენს ექიმი.

გვერდით მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: ბრონქოსპაზმი, კანზე გამონაყარი, წინასწარგანწყობილ პაციენტებში – ბრონქული ასთმის შეტევების პროვოცირება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ტკივილის შეგრძნება ეპიგასტარალურ არეში, გულისრევა, ღებინება, მიკროჰემორაგიები კუჭ-ნაწლავის სისტემაში.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: გაძლიერებული სისხლდენა, იშვიათად – ანემია (კუჭ-ნაწლავის სიტემაში ფარული სისხლდენით გამპირობებული);

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, ყურებში შუილი;

ერთეულ შემთხვევებში: თირკმრლრბისა და ღვიძლის ფუნქციის მოშლა, ჰიპოგლიკემია.

უკუჩვენება:

. აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა სალიცილატებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

. ჰემორაგიული დიათეზი;

. მიდრეკილება სისხლდენებისადმი, სისხლის შედედების დარღვევები, ჰემოფილია;

. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებანი გამწვავების ფაზაში;

. სალიცილატების ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებებით მიღებით ინდუცირებული ბრონქული ასთმა;

. „ასპირინული ტრიადა“.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებს, ბავშვებსა და მოზარდებს.

პრეპარატის მიღება ორსულობის პირველი 6 თვის განმავლობაში დასაშვებია ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ლაქტაციისპერიოდში ჰერც ასს -ის მიღება ჩვეულებრივ არ მოითხოვს ძუძუთი კვების შეწყვეტას.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში, ანამნეზში – ანთების  საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებზე მომატებული მგრძნობელობის, ბრონქული ასთმის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი და ანთებითი დაავადებების არსებობისას.

აცეტილსალიცილის მჟავამ წინასწარგანწყობილ პაციენტებში (ორგანიზმიდან შარდმჟავას გამოყოფის დარღვევით)შესაძლოა პოდაგრის გამწვავება გამოიწვიოს.

პრეპარატის დიდი დოზით გამოყენების შემთხვევაში გასათვალისწინებელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების რისკი.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც უტარდებათ მკურნალობა ანტიკოაგულანტებით, ჰიპოგლიკემიური საშუალებებით.

ჰერც-ასს აძლიერებს ჰეპარინის, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიზური და ანტითრომბოციტული პრეპარატების (მათ შორის ტიკლოპიდინის), ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების, მეტოტრექსატის მოქმედებას, ხოლო გლუკოკორტიკოიდებთან და ეთანოლთან ერთად ზრდის ულცეროგენული მოქმედების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების რისკს.

ჰერც-ასს აქვეითებს დიურეზული საშუალებების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდი), ჰიპოტენზიური საშუალებების და შარდმჟავას სეკრეციის ხელშემწყობი პრეპარატების (პრობენეციდი, სულფინპირაზონი) მოქმედებას. აღნიშნული პრეპარატების და ჰერც-ასს-ის კომპლექსური დანიშვნისას, საჭიროა მიღებებს შორის 1-3 საათიანი ინტერვალის დაცვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ჰერც-ასს აძლიერებს ანტიკოაგულანტების, მეტოტრექსატის, სულფანილამიდების, ტრიიოდთირონინის მოქმედებას, ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების, ანტირევმატიული საშულებების კონცენტრაციას სისხლში.

შენახვის პიროებები: პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ჰერპევირი-კმპ – HERPEVIRUM-KMP – ГЕРПЕВИР-КМП




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ჰერბიონი® სუროს სიროფი – Herbion ivy surup – Гербион сироп плюща

დამხმარე ნივთიერებები: სორბიტოლი თხევადი (არაკრისტალიზირებული) (E420), გლიცერინი (E422), ნატრიუმის ბენზოატი (E211), ლიმონმჟავა მონოჰიდრატი (E330), არომატიზატორი მელისას სუნით (შედგება პროპილენგლიკოლისაგან, ეთანოლისაგან, ციტრონელის ზეთისაგან, ციტრალისაგან, ლიმონის და კორიანდრის ზეთებისაგან), გასუფთავებული წყალი.

1 მცენარეული წარმოშობის სუბსტანცია /ექასტრაქტი =5-7,5:1.

გამხსნელი ექსტრაქციისათვის: ეტანოლი 30% (მ/მ).

სხვა დამხმარე ნივთიერებები: 0%.

სამკურნალო ფორმა: სიროფი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ხველების და გაციების დროს გამოსაყენებელი პრეპარატები.

ამოსახველებლი პრეპარატები (ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან კომბინაციის გამორიცხვით).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰერბიონი სუროს სიროფი შეიცავს ჩვეულებრივი სურო ფოთლების მშრალ ექსტრაქტს, რომელიც მოქმედებს როგორც მუკოლიტური და ბრონქოსპაზმური საშუალება.

პრეპარატი ხელს უწყობს ნახველის სიბლანტის შემცირებას, აადვილებს ამოხველებას და აწყნარებს ხველას.

გამოყენების ჩვენებები:

ჰერბიონი სუროს სიროფი გამოიყენება როგორც ამოსახველებელი საშუალება სველი ხველების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:

2-დან 5წლამდე ასაკის ბავშვებში: 2,5 მლ (0,5 დოზირებული კოვზი) სიროფი ორჯერ დღეში.

6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში: 5მლ (1 დოზირებული კოვზი) სიროფი ორჯერ დღეში.

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში: 5-7,5 მლ (1 -1,5 დოზირებული კოვზი) სიროფი ორჯერ დღეში.

პრეპარატი უკუნაჩვენებია 2წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის.

ჰერბიონს სუროს სიროფს იღებენ საკვების მიღების მიუხედავად.

რეკომენდირებულია საკმაო რაოდენობის თბილი წყლის ან ჩაის დაყოლება.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება სიროფის მიღების დაწყებიდან ერთი კვირის განმავლობაში, მაშის საჭიროა ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

უკუჩვენებები:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა აქტიური სუბსტანციის, არალიისებრთა ოჯახის სხვა მცენარეების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

2 წლამდე საბავშვო ასაკი.

სამკურნალო საშუალების გამოყენების განსაკუთრებული მითითებები

პერსისტირებული ამ მორეციდივე ხველა ბავშვებში 2- 4წლის ასაკში საჭიროებს მკურნალობის დაწყებამდე დიაგნოზის დასმას. იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის მდგომარეობა არ უმჯობესდება მკურნალობის 7დღის შემდეგ, ან სუნთქვის გაძნელების, ჩირქოვანი ნახველის გაჩენის შემთხვევაში, ან ტემპერატურის მომატების დროს საჭიროა ექიმთან მიმართვა.

ერთობლივი გამოყენება ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებთან, როგორიცაა კოდეინი ან დექსტრომეტორფანი, არ არის რეკომენდირებული სპეციალისტთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე.

პაციენტებმა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებით გამწვავების სტადიაში სტადიაში უნდა დაიცვან სიფრთხილე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატის ზოგიერთი ინგრედიენტების შესახებ:

ჰერბიონი სუროს სიროფი შეიცავს სორბიტოლს (E420). პაციენტებში ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრეობითი აუტანლობით არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება.

პრეპარატი შეიცავს ეტანოლის (სპირტის) მცირე რაოდენობას -100 მგ-ზე ნაკლებს დოზაზე.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

მიღების წინ აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმის შესახებ, იღებთ ან ახლახანს იღებდით რაიმე სამკურნალო საშუალებებს.

არ არსებობს მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და კვების პროდუქტებთან ურთიერთქმედების შესახებ.

მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს:

რაიმე პრეპარატის მიღების წინ აუცილებელია ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში უსაფრთხოების შესახებ შეზღუდული მონაცემების გამო არ არის რეკომენდირებული პრეპარატის მიღება ამ კატეგორიის პაციენტებისათვის.

ზემოქმედება ავტოტრასნპორტის ტარების და პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე:

არ ყოფილა შეტყობინებები პრეპარატის ზემოქმედების შესახებ ავტოტრასნპორტის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

არ არის რეკომენდირებული რეკომენდირებულზე მაღალი დოზების მიღება.

სიმპტომები: დოზების მიღებისას, რომლებიც აღემატება დღიურ დოზა ორ ჯერზე მეტად, შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა, აგზნებული მდგომარეობა.

მკურნალობა: სიმპტომატური.

არ არის რეკომენდირებული სიროფის ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული მიღების კომპენსირებისათვის.

გვერდითი მოქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად ჰერბიონი სუროს სიროფს ერთეულ შემთხვევებში შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა.

ხშირად (³1/100

– გულისრევა, ღებინება, დიარეა.

არახშირად (³1/1000

– ალერგიული რეაქციები, რომლებიც ვლინდება ჭინჭრის ციების, კანზე გამონაყარის, კუპეროზის ან სუნთქვის გაძნელების სახით.

ალერგიული რეაქციების გაჩენის შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაციის ჩატარება.

გვერდითი რეაქციების გაჩენის შემთხვევაში, რომლებიც არ არის ნახსენები ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

შენახვის პირობების და ვადები:

არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2წელი.

სიროფი უნდა იქნას გამოყენებული 3თვის განმავლობაში ფლაკონის გახსნის შემდეგ.

ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის პირობები:

ურეცეპტოდ.

შეფუთვა:

150 მლ სიროფი მინის ფლაკონში პლასტმასის თავსახურით და დოზირებული კოვზით მუყაოს ყუთში ჩანართი-ფურცლით.

ჰერბექსი – HERBEX – ГЕРБЕКС

გენერიული (საერთაშორისო არაპატენტირებული) დასახელება.

Chlorpheniramine Maleate, Phenylephrine Hydrochloride, Paracetamol, Ascorbic Acid.

მწარმოებელი: შპს `ბათფარმა“.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10.

აქტიური ნივთიერებები:
ქლორფენირამინის მალეატი  …………………… 4,0 მგ,
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი  ……………. 10,0 მგ,
პარაცეტამოლი  ……………………………………. 500,0 მგ,
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)  ……………….. 120,0 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

ვაშლის მჟავა, ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, ყვითელი საღებავი #10, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, მწვანე ჩაის არომატი, კალციუმის ფოსფატი, ლიმონმჟავა (უწყლო).

პაკეტის  (საშე) საერთო წონა – 15 გ.

კლინიკურ – ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგო საშუალება C ვიტამინით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

  • ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი, ანტიალერგიული საშუალება.

სწრაფად ხსნის:

  • თავისა და კუნთების ტკივილს;
  • მაღალ ტემპერატურას;
  • ყელის ტკივილს;
  • სურდოს.

ჩვენებები:

  • გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების მწვავე რესპირატორული დაავადებებისა (ჰიპერთერმია, თავის, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ცრემლდენა, სურდო, შემცივნება, ცემინება,) და გრიპის მწვავე სიმპტომების მოსახსნელად.

მიღების წესი და დოზები:

მოზრდილებსა და 15 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს ენიშნებათ 1 პაკეტი  ყოველ 4 საათში, მაგრამ არაუმეტეს 3 პაკეტისა დღე-ღამეში. მიღების წინ 1 პაკეტის შემცველობა იხსნება 1 ჭიქა ცხელ, ანადუღარ წყალში. შეიძლება შაქრის დამატება გემოვნების მიხედვით, მიღება შესაძლებელია დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მაგრამ საუკეთესო ეფექტს იძლევა პრეპარატის მიღება ძილის წინ ღამით.

სიფრთხილის ზომები:

ექიმის მითითების გარეშე პრეპარატი არ მიიღება იმ ავადმყოფებში, რომლებიც გადიან მკურნალობის კურსს სხვა პრეპარატებით.

პრეპარატის მიღებისას არ არის რეკომენდებული ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა, ალკოჰოლის მიღება, აგრეთვე ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მიღება.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის ხანგრძლივობა – არაუმეტეს 3 დღე. საკმარისი თერაპიული ეფექტის არარსებობის, მაღალი ტემპერატურის, რომელიც შენარჩუნებულია 3 დღის განმავლობაში და აგრეთვე, სხვა სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა სასწრაფოდ მიმართოდ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები გამონაყარისა და ქავილის სახით, ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარის დაქვეითება, დაღლილობის შეგრძნება, პირის სიმშრალე, შარდის შეკავება, გულისრევა, იშვიათად-სისხლის პერიფერიული სურათის შეცვლა: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ცალკეული კომპონენტების მიმართ; ორსულობა და ძუძუთი კვების პერიოდი;

15 წლამდე ასაკის ბავშვები;

სიფრთხილით გამოიყენება:

არტერიული ჰიპერტენზიის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადებების, ფილტვების დაავადებების (მათ შორის ბრონქული ასთმა), შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის, სისხლის დაავადებების, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ფერმენტ გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს.

გამოშვების ფორმა:

დოზირებული ფხვნილი შიგნით მისაღები ხსნარის მოსამზადებლად პაკეტში #10.

შენახვის პირობები:

10-25°C ტემპერატურაზე. ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

2 წელი.

გაცემის წესი:

ურეცეპტოდ.

ჰეპტრალი – HEPTRAL – ГЕПТРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

Ademetionine   ADEMETIONINE

მწარმოებელი:  HOSPIRA S.P.A., იტალია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

400მგ ლიოფილიზ. ფხვნილი ფლაკონი და 5მლ ამპულა გამხსნელი #5

400მგ ნაწლავში ხსნადი აბი #20

ლიოფილიზირებული ფხვნილის 1 ფლაკონი შეიცავს 760 მილიგრამ ადემეთიონინის 1,4-ბუტანდისულფონატს, რაც 400 მილიგრამ ადემეთიონინის კათიონს შეესაბამება;

დამხმარე ნივთიერებები: 1 ამპულა გამხსნელი შეიცავს L–ლიზინს, ნატრიუმის ჰიდროქსიდს, საინექციო წყალს;

1 ტაბლეტი შეიცავს 760 მილიგრამ ადემეთიონინის 1,4-ბუტანდისულფონატს, რაც 400 მილიგრამ ადემეთიონინის კათიონს შეესაბამება;

დამხმარე ნივთიერებები: უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლიმეტაკრილატი, პოლიეთილენგლიკოლი 6000, ტალკი, სიმეთიკონი, პოლისორბატი.

სამკურნალწამლო ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მისამზადებლად.

ტაბლეტები, რომლებიც ნაწლავში ხსნადი გარსითაა დაფარული.

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:

ლიოფილიზირებული ფხვნილი წარმოადგენს თეთრი ან მოყვითალო ფერის ლიოფილიზირებულ მასას, რომელიც უცხო ნაწილაკებს არ შეიცავს; გამხსნელი გამჭვირვალე სითხეა, რომლის ფერი უფეროდან მოყვითალო შეფერილობამდე მერყეობს და ამინის დამახასიათებელი სუნი აქვს; მომზადებული ხსნარი გამჭვირვალეა, უცხო ნაწილაკებს არ შეიცავს, ფერით კი ღია ყვითელიდან ყვითელ ფერამდე მერყეობს;

ტაბლეტები პრაქტიკულად თეთრი ფერისაა, აქვს ოვალური ფორმა, ბზარები ან ჩამონატეხები არ აღენიშნება, დაფარულია აპკისებრი გარსით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა. ადემეთიონინი ანუ სულფოადენოზილ-L-მეთიონინი ბიოქიმიური ეფექტების მქონე სამკურნალო საშუალებაა, რომელიც ორგანიზმის ყველა ქსოვილსა და თხევად არეში ნაწილდება. ის მონაწილეობს მნიშვნელოვან ბიოლოგიურ პროცესებში, ტრანსმეთილირების ბევრ რეაქციაში მეთილის ჯგუფის დონორის როლს ასრულებს, ტრანსსულფურირების რეაქციებში კი ბიოქიმიური თიოლური ნაერთების (ცისტეინის, ტაურინის, გლუტათიონის, კოენზიმ A–სა და სხვათა) წინამორბედია.

ადემეთიონინის მეთილის ჯგუფის გადატანა (ტრანსმეთილირება) ისეთ ბიონივთიერებებზე, როგორიცაა ჰორმონები, ნეირომედიატორები, პროტეინები და ფოსფოლიპიდები, ორგანიზმში მიმდინარე მნიშვნელოვანი მეტაბოლური პროცესია.

ბავშვებსა და მოზარდებში ადემეთიონინის შემცველობა ძალიან მაღალია, მაგრამ ზრდასრულებში თანდათან ქვეითდება და ხანშიშესულ ასაკში საკმაოდ დაბალი მაჩვენებელი ახასიათებს.

დეპრესიული სინდრომის მქონე პაციენტების თავ-ზურგტვინის სითხეში ადემეთიონინის შემცველობა დაბალია. ცხოველებსა და ადამიანებზე მიღებული ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით, ადემეთიონინს შეუძლია ჰემატოენცეფალური ბარიერის გადალახვა და თავ-ზურგტვინის სითხეში მისი კონცენტრაციის დონის გაზრდა.

ადემეთიონინის მაღალი კონცენტრაციები ზემოქმედებას ახდენს ტვინის ქსოვილისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე ტრანსმეთილირების პროცესებზე, რაც კატექოლამინების (ადრენალინის, ნორადრენალინის), ინდოლამინების (სეროტონინის, მელატონინის) და ჰისტამინის მეტაბოლიზმზე გავლენით ხორციელდება.

ადემეთიონინით მკურნალობა ზრდის ზოგიერთი ნეირომედიატორის, მაგალითად, სეროტონინისა და ნორადრენალინის ცვლას.

-რეცეპტორის აქტივობა ქვეითდება (იგივე პროცესი ხდება ორგანიზმის დაბერების დროს). ექსპერიმენტული მონაცემები მოწმობს, რომ ადემეთიონინით მკურნალობა ეფექტური ანტიდეპრესანტია სხვადასხვა დეპრესიული მდგომარეობების (მონო- და ბიპოლარული ენდოგენიების, ნევროზული, დისთიმიური დარღვევების) მქონე პაციენტებისათვის. b ადემეთიონინის შემდეგი მნიშვნელოვანი ფარმაკოლოგიური მოქმედება ნერვული უჯრედების მემბრანათა დონეზე ხდება. აღნიშნულ უჯრედებში წყლის აუცილებელი შემცველობა ფოსფოლიპიდების მეთილირებაზეა დამოკიდებული. თუ მემბრანა საკმარისი რაოდენობით წყალს არ შეიცავს,

ანტიდეპრესიული მოქმედება სწრაფად ვითარდება და მაქსიმალური ეფექტი მკურნალობის პირველი 5-7 დღის განმავლობაში აღინიშნება, ამასთან გვერდითი ეფექტები, განსაკუთრებით კი ანტიქოლინერგული ტიპის რეაქციები არ ვლინდება.

ფარმაკოკინეტიკა:

ადამიანის ორგანიზმში ინტრავენური შეყვანის შემდეგ ადემეთიონინის ფარმაკოკინეტიკური პროფილი ბიოექსპოტენციურია, ის ქსოვილებში განაწილების სწრაფი ფაზითა და დაახლოებით 1,5 საათის ხანგრძლივობის ნახევარგამოყოფის პერიოდის მქონე კლირენსით ხასიათდება. ინტრამუსკულური შეყვანისას აბსორბცია 96%-ს აღწევს, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია კი შეყვანიდან 45 წუთის შემდეგ აღინიშნება.

შრატის ცილებთან შეკავშირება უმნიშვნელოა და ორგანიზმის ქსოვილებსა და უჯრედებში სწრაფად ნაწილდება.

პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი ნაწლავში შეიწოვება და სისხლის შრატში ადემეთიონინის კონცენტრაციის მნიშვნელოვან მატებას განაპირობებს.

დადასტურებულია, რომ სამკურნალო სახით მიღებული ადემეთიონინი ორგანიზმში იმავე მეტაბოლურ პროცესებს ექვემდებარება, რა პროცესებსაც ენდოგენური ნივთიერება გადის (ტრანსმეთილირება, ტრანსსულფურირება, დეკარბოქსილირება და სხვ.)

ჩვენებები:

  • ქრონიკული ჰეპატიტი;
  • ღვიძლშიდა ქოლესტაზი;
  • ღვიძლის ციროზი;
  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
  • დეპრესიული სინდრომები;
  • აბსტინენციის სინდრომი.

მიღების წესები და დოზები:

ლიოფილიზირებული ფხვნილი თანმხლებ გამხსნელში გახსნის შემდეგ გამოიყენება დღე-ღამეში 400 მგ დოზით, ინტრავენურად ან ინტრამუსკულურად, 15-20 დღის განმავლობაში.

ტაბლეტები: მიიღება 2-3 ტაბლეტი დღეში, დასალევად.

რეკომენდებულია, მკურნალობა დაიწყოს პრეპარატის პარენტერული შეყვანით და ტაბლეტის ფორმის პრეპარატის შემდგომი მიღებით გაგრძელდეს. თერაპიის ხანგრძლივობა დაავადების სიმძიმესა და მიმდინარეობაზეა დამოკიდებული და ექიმის მიერ ინდივიდუალურად განისაზღვრება.

გამოყენების თავისებურებები:

ლიოფილიზირებულ ფხვილს უშუალოდ გაკეთების წინ, თანმხლებ სპეციალურ გამსხსნელში ხსნიან. ინტრავენური შეყვანა ხდება ძალიან ნელა. ფხვნილის ფერის შეცვლის შემთხვევაში მას აღარ იყენებენ.

გამხსნელის ამპულა რომ გავხსნათ, ის მარცხენა ხელში უნდა დავიჭიროთ (სურ. 1), მარჯვენა ხელის ცერი თითით ფერად წერტილს დავაწვეთ. ტაბლეტების გადაყლაპვა ხდება დაუღეჭავად. ჰეპტრალ-ის ტაბლეტები დაფარულია სპეციალური გარსით, რომელიც მხოლოდ ნაწლავში იხსნება, შედეგად, ადემეთიონინი თორმეტგოჯა ნაწლავში თავისუფლდება. აქტიური ნივთიერების უკეთესი შეწოვისათვის ტაბლეტებს ჭამათა შორის შუალედში იღებენ.

ჰეპტრალ-ის ტაბლეტების ამოღება ბლისტერიდან უშუალოდ დალევის წინ ხდება. ტაბლეტების ფერის შეცვლის შემთხვევაში მათი მიღებისაგან თავი უნდა შეიკავოთ.

გვერდითი მოვლენები:

-მან  შესაძლოა დღე-ღამური რიტმის (ძილი-სიფხიზლე) დარღვევა გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევებში შეიძლება აუცილებელი გახდეს ძილის წინ სედაციური საშუალებების მიღება.

Òპრეპარატის მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღების დროს სერიოზული გვერდითი რეაქციები აღნიშნული არ არის. პრეპარატის მიღებისას დამოკიდებულება არ განვითარებულა. ძალიან იშვიათად, ზოგიერთ პაციენტში ჰეპტრალ ტაბლეტების მიღების შემდეგ ზოგიერთ პაციენტს განუვითარდა გულძმარვა და უსიამოვნო შეგრძნებები ეპიგასტრიულ არეში, რომლებიც არასერიოზულ ხასიათს ატარებდა და მკურნალობის შეწყვეტას არ საჭიროებდა.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

სპეციფიკური კლინიკური მდგომარეობების (ქოლესტაზი, ღებინება, რაც ორსულობას უკავშირდება) არსებობისას პრეპარატი შესაძლოა ორსულობის პერიოდში იქნას გამოყენებული, დედასა და ნაყოფზე რაიმე ზეგავლენის გარეშე.

ბავშვები:

ბავშვებში გამოყენების გამოცდილება არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

რეაქციის სისწრაფეზე გავლენის უნარი სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს პრეპარატი ავტომობილის ან მექანიზმების მართვის უნარზე არ მოქმედებს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების კლინიკური გამოვლინებების შესახებ ცნობები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება აღწერილი არ არის. პრეპარატის მიღება შესაძლებელია სხვა ისეთ ანტიდეპრესანტებთან ერთად, როგორიცაა მაო-ინჰიბიტორები, ტრიციკლური ინჰიბიტორები. ალკოჰოლთან ურთიერთქმედება აღწერილი არ ყოფილა.

შენახვის პირობები და ვადები:

3 წელი.

ინახება არაუმეტეს 25ºC-ზე, ბავშვებისათვის მოუწვდომელ ადგილას. მომზადებული ხსნარის შენახვა შესაძლებელია 3 საათის განმავლობაში, თუ ტემპერატურა 25ºC -ს არ აღემატება.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

ჰეპრელანი – HEPRELAN – ГЕПРЕЛАН

საერთაშორისო დასახელება:

ACICLOVIR

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: აციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

აციკლოვირი ………..    200 მგ

 

ვრცლად ზოვირქსი (ტაბლეტები)

ჰეპოლამი – HEPOLAM – ГЕПОЛАМ

მწარმოებელი: შპს “ავერსი-რაციონალი” (საქართველო).

ზოგადი დახასიათება:

ძირითადი ფიზიკურ– ქიმიური თვისებები:

კაფსულები: მყარი ჟელატინის კაფსულები მწვანე ფერის კორპუსითა და თავსახურით, შევსებული მოყავისფრო ფხვნილით;

სიროფი: ყავისფერი, გამჭვირვალე სიროფი დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა:

1 კაფსულა შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: პიკრორიზა (Picrorrhiza kurroa) – 125 მგ, ეკლიპტა (Eclipta alba) – 50 მგ, ფილანტუსი (Phyllanthus niruri) – 75 მგ, ტინოსპორა (Tinospora cordifolia) – 50 მგ, ბერჰავია (Boerhaavia diffusa) – 35 მგ, ბაკოპა (Bacopa monnieri) – 20 მგ, გრძელი წიწაკა (Piper longum) – 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ორფუძიანი კალციუმის ფოსფატი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, გასუფთავებული ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

კაფსულის გარსის შემადგენლობა: გასუფთავებული წყალი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი, ბრონოპოლი, ჟელატინი, საღებავები: Brilliant Blue (E 133), Tartrazine (E 102), ტიტანის დიოქსიდი (E 171).

სიროფის 10 მლ შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: პიკრორიზა (Picrorrhiza kurroa) – 125 მგ, ეკლიპტა (Eclipta alba) – 50 მგ, ფილანტუსი (Phyllanthus niruri) – 75 მგ, ტინოსპორა (Tinospora cordifolia) – 50 მგ, ბერჰავია (Boerhaavia diffusa) – 35 მგ, ბაკოპა (Bacopa monnieri) – 20 მგ, გრძელი წიწაკა (Piper longum) – 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: თაფლი, შაქარი, თხევადი გლუკოზა, პროპილენგლიკოლი, მანიტოლი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ასპარტამი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ბრონოპოლი, ნატრიუმის ბენზოატი, მენთოლი, გასუფთავებული წყალი, საღებავი : Sugar Caramel Colour (E 150), არომატიზატორები: სიმწარის შემამცირებელი არომატიზატორი, ფორთოხლის ტკბილი არომატიზატორი, თაფლის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ჰეპოლამი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ პარასამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი ორგანიზმზე განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით. ჰეპოლამს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება. პრეპარატი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციურ აქტივობას ღვიძლის დაავადებების დროს, იცავს ღვიძლს ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტებისა და ალკოჰოლის მავნე ზემოქმედებისაგან. როგორც დამხმარე საშუალება, ხელს უწყობს ორგანიზმის გათავისუფლებას სხვადასხვა ნივთიერებებზე, მათ შორის ალკოჰოლზე დამოკიდებულებისაგან. ჰეპოლამი აძლიერებს მადას ანორექსიის დროს.

პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები:

Picrorrhiza kurroa-ს ექსტრაქტს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული მოქმედება, იცავს ღვიძლს ტოქსიკური ნივთიერებებითა და სამკურნალო საშუალებებით დაზიანებისაგან.

Eclipta alba-ს და Bacopa monnieri-ს ექსტრაქტებს გააჩნიათ ანტიოქსიდანტური თვისება, აუმჯობესებენ პაციენტის საერთო მდგომარეობას.

Boerhaavia diffusa-ს ექსტრაქტი აუმჯობესებს ნაღვლის სეკრეციას.

Phyllanthus niruri-ს და Tinospora cordifolia-ს ექსტრაქტებს გააჩნიათ იმუნომოდულაციური აქტივობა.

ჰეპოლამში შემავალი სამკურნალო მცენარეები ავლენენ პროფილაქტიკურ და თერაპიულ ეფექტს ღვიძლის სხვადასხვა დაავადების დროს. აფერხებენ ღვიძლის ფიბროზის განვითარებას და ასტიმულირებენ რეგენერაციას.

ჩვენება:

• ქრონიკული ჰეპატიტი;

• ღვიძლის ციროზი;

• ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია;

• ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტებით ღვიძლის დაზიანების პრევენცია;

• ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება;

• ანორექსია.

მიღების წესი და დოზირება:

ჰეპოლამის კაფსულები და სიროფი მიიღება პერორალურად.

კაფსულები: მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით მიიღება  თითო კაფსულა 2-ჯერ დღეში.

სიროფი: მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ზევით – 10 -10 მლ 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 3-დან 12 წლამდე პრეპარატი ინიშნება სიროფის სახით, ჰეპატოტოქსიკური მედიკამენტებით ღვიძლის დაზიანების პრევენციისა და ანორექსიის შემთხვევაში, დოზით 5 -5 მლ 2-ჯერ დღეში.

დოზის კორექცია შესაძლებელია ექიმის დანიშნულების მიხედვით.

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების სიმძიმის მიხედვით მკურნალი ექიმის მიერ და შეადგენს საშუალოდ 1-3 თვეს.

სიროფის გამოყენების წინ ფლაკონი შეანჯღრიეთ!

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;

* ორსულობა;

* ლაქტაცია.

ჰიპერდოზირება:

მონაცემები დოზის გადაჭარბების შემთხვევებზე არ არსებობს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

სიროფის გაყინვა დაუშვებელია. სიროფი ვარგისია ფლაკონის გახსნიდან 1 თვის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

ჰეპელი – HEPEEL – ХЕПЕЛЬ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღვიძლის დაავადებების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Lycopodium D3  …………………………………..

30 მგ

Chelidonium D4  ………………………………….

30 მგ

China D3  …………………………………………..

30 მგ

Nux moschata D4  ………………………………..

30 მგ

Carduus marianus D2  …………………………..

15 მგ

Phosphorus D6  ……………………………………

15 მგ

Veratrum D6  ……………………………………….

60 მგ

Colocynthis D6  ……………………………………

90 მგ

 

საინექციო ხსნარი: ამპულაში 1.1 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Lycopodium D2  …………………………………..

0.1 მლ

Chelidonium D3  ………………………………….

0.1 მლ

China D2  ………………………………………….

0.1 მლ

Nux moschata D3 ………………………………..

0.1 მლ

Carduus marianus D1  ………………………….

0.05 მლ

Phosphorus D5  …………………………………..

0.05 მლ

Veratrum D6  ……………………………………….

0.2 მლ

Colocynthis D5  ……………………………………

0.3 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინების) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ღვიძლის ფუნქციის პირველადი და მეორადი დარღვევები, ღვიძლის სხვადასხვა დაზიანებები;
  • ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ნაღვლის სადინარების სხვა დაზიანებები, მეტეორიზმი, მადის დაკარგვა;
  • აგრეთვე ის დაავადებები, რომელთა დროს აუცილებელია ღვიძლის დეზინტოქსიკაციური ფუნქციის გააქტივება (მაგალითად, ეგზემები, პოლიართრიტი და სხვა);
  • როგორც დამხმარე საშუალება ფერიმჭამელების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

სუბლინგვალური ტაბლეტები: ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი:

ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

საინექციო ხსნარი: მწავე შემთხვევებში 1 ამპულა ყოველდღიურად, სხვა შემთხვევებში – 1-3-ჯერ კვირაში, კანქვეშ, კუნთებში ან ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა ქინინის პრეპარატების მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა  და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Don`t copy text!