Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 406

ციტოფლავინი – CYTOFLAVIN – ЦИТОФЛАВИН

სამკურნალო ფორმა :

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები

შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს:

აქტიური კომპონენტები :

ქარვის მჟავა ………………………...... 0,300 გ;

რიბოქსინი ( ინოზინი )    ………… 0,050;

ნიკოტინამიდი  …………………....…. 0,025 გ;

რიბოფლავინის მონონუკლეოტიდი ( რიბოფლავინი )  …..  0,005 გ .

დამხმარე ნივთიერებები : საშუალომოლეკულური პოლივინილპიროლიდინი ( პოვიდონი ), კალციუმის სტეარატი , მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის სოპოლიმერი , 1,2- პროპილენგლიკოლი , მჟავე წითელი 2C , ტრპეოლინი O.

აღწერილობა : წითელი , მრგვალი , ორმხრივამობურცული ,   გარსით დაფარული   ტაბლეტები .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

მეტაბოლური საშუალება

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ჰიპოქსიის საწინააღმდეგო თვისებები . უჯრედში ენერგიის წარმოქმნის პროცესებზე დადებითი ზემოქმედებით , ამცირებს თავისუფალი რადიკალების პროდუქციას , აღადგენს ანტიოქსიდანტური დაცვის ფერმენტების აქტიურობას .

პრეპარატი აუმჯობესებს ცერებრულ სისხლის მიმოქცევას , ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში . ახდენს პოზიტიურ ზემოქმედებას თავის ტვინის ბიოელექტრულ აქტივობაზე .

დადებითად მოქმედებს ნევროლოგიური სტატუსის პარამეტრებზე : ამცირებს ასთენიური, ცეფალგიური , ვესტიბულო - ნათხემის კოხლეოვესტიბულური სინდრომის გამოხატულებას, ასევე , ახდენს ემოციურ - ნებითი სფეროს დარღვევების ნიველირებას ( ამცირებს განგაშის შეგრძნების და დეპრესიის დონეს ). აუმჯობესებს კონგიტიურ - მნესტიურ ფუნქციებს და სიცოცხლის ხარისხს.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა : ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ახდენენ მოქმედებას ერთმანეთის ფარმაკოკინეტიკაზე . შეწოვისას , ქარვის მჟავა და რიბოქსინი ( ინოზინი ) სწრაფად უტილიზდება . რიბოქსინი ( ინოზინი ) მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკორონის მჟავის წარმოქმნით და შემდგომ , მისი დაჟანგვით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებით.
ნიკოტინამიდი: სწრაფად ნაწილდება ყველა ქსოვილში , აღწევს პლაცენტაში და ლაქტატში , მეტაბოლიზდება ღვიძლში ნიკოტინამიდ - N- მეთილნიკოტინამიდის წარმოქმნით , გამოიყოფა თირკმელებით . რიბოფლავინი ნაწილდება არათანაბრად : უმეტესი ნაწილი კონცენტრირდება მიოკარდში , ღვიძლში , თირკმელებში , ნაწილობრივ მეტაბოლიტის სახით .

ჩვენება:

ციტოფლავინი გამოიყენება მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში

1. თავის ტვინის ქრონიკული იშემიის 1-2 სტადიის ( ცერებრული ათეროსკლეროზი , ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ინსულტის შემდეგ);

2. ასთენიური სინდრომის ( სისუსტე და დაღლილობა )

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

სიფრთხილე:

ჰიპოტენზიის და კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებების(ეროზიული გასტროდუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება ) დროს პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით .

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციების არარსებობისას, შესაძლებელია მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.

დოზირება:

ციტოფლავინი გამოიყენება პერორალურად , 2 ტაბლეტი დღეში 2- ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე , დაუღეჭავად , 8-10 საათიანი ინტერვალით (100 მლ წყლის დაყოლებით ). კურსის ხანგრძლივობა 25 დღე (100 ტაბლეტი ). პრეპარატის საღამოს მიღება რეკომენდებულია არაუგვიანეს 18 საათისა .

განმეორებითი კურსი ინიშნება ცერებროვასკულარული უკმარისობის გაღრმავებისას , მაგრამ წინა კურსის დამთავრებიდან 25-30 დღის შემდეგ .

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია რეაქციები გარდამავალი თავის ტკივილის სახით .

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:

ქარვის მჟავა, ინოზინი, ნიკოტინამიდი, შეთავსებადია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.

ციტოფლავინი შეთავსებადია ჰემოპოეზის მასტიმულირებელ, ანტიჰიპოქსანტურ პრეპარატებთან და ანაბოლურ სტეროიდებთან .

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ ახდენს გავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე.

გამოშვების ფორმა:

ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული წითელი ფერის ტაბლეტები.

10 ტაბლეტი კონტურულ - უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკით და ალუმინის ფოლგით.

5 ან 10 კონტურულ - უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

50 ან 100 ტაბლეტი პოლიმერულ ქილაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი . არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ , რომელიც მითითებულია შეფუთვაზე , ასევე ტაბლეტების მექანიკური დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში.

შენახვის პირობები:

მშრალ , სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C- ზე , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტით

მწრამოებელი :

შპს ` სამეცნიერო - ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა “პოლისანი “

ციტომაქსი – CITOMAX – ЦИТОМАКС

საერთაშორისო დასახელება:

CITALOPRAM

მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac San. ve Tic A.S., თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ციტალოპრამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი, SSRI

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.

1 ტაბ.

ციტალოპრამი .......  20 მგ

1 ტაბ.

ციტალოპრამი .......  40 მგ

დამხმარე ნივთიერება ტიტანის დიოქსიდის საღებავი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციტალოპრამი არის სეროტონინის უკუმიტაცების მძლავრი სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI), რომელსაც ახასიათებს ანტიდეპრესიული ეფექტი და მინიმალური ზეგავლენა ნორეპინეფრინის და დოფამინის ნეირონულ უკუმიტაცებაზე.

ციტალოპრამი პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს სეროტონინის 5HT1A, 5HT2A დოფამინის D1 და D2 ადრენერგული α1 და α1 ჰისტამინურ β, ჰისტამინურ H1, გამა- ამინოერბო მჟავის (GABA), ქოლინერგულ, მუსკარინულ და ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებთან. სხვა პრეპარატების ანტიქოლინერგულ, სედაციურ და კარდიოვასკულურ ეფექტებს იწვევს მუსკარინულ, ჰისტამინერგულ და ადრენერგულ რეცეპტორებთან მათი ურთიერთქმედება.

ციტალოპრამი არის ციტოქრომული P450 II D6 სისტემის ძალიან სუსტი ინჰიბიტორი. აღნიშნული განაპირობებს არასასურველი ეფექტებისა და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემცირებას. ანტიდეპრესიული ეფექტი ვითარდება 2- 4 კვირის შემდეგ. ციტალოპრამი არ მოქმედებს გულის გამტარ სისტემასა და არტერიულ წნევაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში. ციტალოპრამი ასევე არ მოქმედებს ჰემატოლოგიურ, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებზე. ციტალოპრამი ხელს არ უშლის წონის მატებას და არ ახდენს ალკოჰოლის მოქმედების პოტენცირებას.

ფარმაკოკინეტიკა:

ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა პრეპარატის 10-60 მგ/დღეში დოზის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების დროს, არის სწორხაზოვანი და დოზის პროპორციული. ციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ღვიძლისმიერია და პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 35 საათს. ციტალოპრამის ერთჯერადი დღეღამური დოზირების დროს მდგრადი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ერთი კვირის შემდეგ. ერთჯერადი ორალური დოზის შემთხვევაში (40 მგ ტაბლეტი) კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 4 საათში. ციტალოპრამის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 80% და მის აბსორბციაზე საკვები არ ახდენს გავლენას. ციტალოპრამის განაწილების მოცულობა შეადგენს 12 ლ/კგ-ს, ცილებთან კავშირის მაჩვენებელი კი - დაახლოებით 80%-ს.

პრეპარატი მეტაბოლიზმს განიცდის დიმეთილირების დეზამინირების და ჟანგვითი რეაქციებით. ციტალოპრამი მეტაბოლიზდება დიმეთილციტალოპრამად, დიდემეთილციტალოპრამად, ციტალოპრამის N-ოქსიდად და დეზამინირებული პროპიონის მჟავის დერივატებად. პლაზმაში ძირითადად ინტაქტური ციტალოპრამი გვხვდება, რომელიც შარდითა და განავლით ექსკრეტირდება.

ციტალოპრამის ღვიძლისმიერი N-დიმეთილაცია ხდება CYP3A4-და CYP2C19 იზოსომებით.

ასაკი: 60 წლის ასაკის ზევით ინდივიდებში პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღებისას ციტალოპრამის AUC (მრუდის ქვეშ არსებული არე) და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება შესაბამისად 30% და 50%-ით, ხოლო მრავალჯერადი დოზების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებლები იზრდება შესაბამისად 23% და 30%-ით. ხანდაზმული პაციენტების უმრავლესობაში რეკომენდებული დოზაა 20 მგ.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:

ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის დროს ციტალოპრამის ორალური კლირენსი მცირდება 37%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება. ამ დროს რეკომენდებულ დოზას 20 მგ წარმოადგენს.

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობისას ციტალოპრამის კლირენსი მცირდება 17%-თი ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება. ასეთ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.

ჩვენებები:

  • დეპრესიის მკურნალობა და რეციდივების პროფილაქტიკა;
  • პანიკური მოშლილობების (აგორაფობიით და მის გარეშე) და აკვიატებული კომპულსიური დარღვევების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ციტომაქსის ტაბლეტები ინიშნება დღეში ერთჯერადად. მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

მოზრდილები: ციტომაქსის მიღება იწყება ერთჯერადი 20 მგ დღიური დოზით და როგორც წესი, იზრდება 40 მგ-მდე. დოზის ზრდა უნდა მოხდეს 20 მგ-იანი მატებით. დამატებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ერთ კვირაზე ნაკლები. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად.

ხანდაზმული პირები (65 წლის ასაკის ზევით): ამ ასაკში რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში.

თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კირენსი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.

ბავშვები: პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.

- მორეციდივე დეპრესიის (უნიპოლარული) მქონე პაციენტებში შემანარჩუნებელი თერაპია უნდა გაგრძელდეს რამდენიმე წელი ახალი შეტევების თავიდან ასაცილებლდად.

- მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით.

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტომაქსის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდებიან მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ განიცდიან შემსუბუქებას დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.

ციტომაქსთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული ოფლიანობა და ტრემორი, სექსუალური დისფუნქცია (ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება), დიარეა, სომნოლენცია, დისპეფსია, ცხელება, სისუსტე, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები და რინიტი. კრუნჩხვები გვხვდება იშვიათ შემთხვვებში.

გვერდითი ეფექტები სისტემების მიხედვით:

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი - პარესთეზია, შაკიკი; იშვიათი: დისკოორდინაცია, ჰიპერესთეზია, ფიტოზი, სტუპორი.

გასტროინტესტინალური დარღვევები: ხშირი - მეტეორიზმი, ნაკლებად ხშირი: გასტრიტი, გასტროენტერიტი, სტომატიტი, ბუასილი, დისფაგია, გინგივიტი, ეზოფაგიტი.

ზოგადი: იშვიათი - ჰიპერემია, ალკოჰოლის აუტანლობა, სინკოპე, გრიპისმსგავსი სიმპტომები.

სისხლის და ლიმფური სისტემა: ნაკლებად ხშირი - პურპურა, ანემია, ეპისტაქსისი, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია.

ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი - კონცენრაციის უნარის გაუარესება, ამნეზია, აპათია, დეპრესია, მადის მომატება, აგრავაციული დეპრესია, სუიციდური მცდელობები, დეზორიენტაცია. ნაკლებად ხშირი - ლიბიდოს მომატება, აგრესია, ტოქსიკომანია, ფსიქოტური დეპრესია, პანიკური რეაქცია; იშვიათი - კატატონური რეაქცია, მელანქოლია.

რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: ქალებში: ხშირი - ამენორეა, ნაკლებად ხშირი: გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა.

გრძნობათა ორგანოები: ნაკლებად ხშირი - შუილი ყურებში, კონიუნქტივიტი. იშვიათი - მიდრიაზი, ფოტოფობია, დიპლოპია, გემოს დაკარგვა.

საშარდე სისტემა: ხშირი - პოლიურია. ნაკლებად ხშირი: შარდის შეუკავებლობა, შარდის რეტენცია, დიზურია. იშვიათი - ჰემატურია, ოლიგურია, პიელონეფრიტი, ტკივილი წელის არეში.

პრეპარატის მიღების შეწყვეტას იწვევენ შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, უძილობა, სომნოლენცია, ასთენია, პირის სიმშრალე, ღებინება და აჟიტაცია.

არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად მომატებული მრძნობელობა ციალოპრამის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

გესტაციური კატეგორია - C. ციტომაქსის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ციტომაქსი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან უნდა დაინიშნოს მათი შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა დაიწყოს ციტომაქსის შეწყვეტიდან ასევე 14 დღის შემდეგ.

◄ ციტალოპრამით მკურნალობის დროს აღინიშნა ჰიპონატრიემიისა და ანდიტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის იშვიათი შემთხვევები.  აღნიშნული მდგომარეობები გაუმჯობესდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.

◄ თუ პაციენტი გადადის მანიაკალურ ფაზაში, ციტომაქსის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ნეიროლეფსიური საშუალებები. ციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მანიაკალური მდგომარეობები.

◄ ციტალოპრამი, სხვა ანტიდეპრესანტების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში კრუნჩხვების არსებობის დროს.

◄ როგორც ყველა ანტიდეპრესიული მკურნალობის დროს, სუიციდური მცდელობების ალბათობა დეპრესიულ პაციენტებში მანამდე რჩება, სანამ მნიშვნელოვანი რემისია არ მიიღწევა. ამიტომ ინჰიბიციის ეფექტი ანტიდეპრესიულ ეფექტზე წინ დგას.

◄ პანიკური დარღვევების დროს ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ანტიდეპრესიული მკურნალობის დაწყებისას ადგილი ჰქონდეს შფოთვის სიმპტომების გაძლიერებას. აღნიშნული პარადოქსული რეაქცია ზოგადად მკურნალობიდან პირველი ორი კვირის შემდეგ ქრება.

◄ მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დაბალი დოზით მსგავსი პარადოქსული ანქსიოგენური ეფექტების შესამცირებლად (იხ. “დოზირების რეჟიმი”).

◄ ციტალოპრამი სიფრთხილით გამოიყენება და რეკომენდებულია მაქსიმალურად დაბალი დოზა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.

◄ ციტალოპრამი ასევე სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.

ბავშვები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ დადგენილი არ არის.

მანქანის ან სხვა დანადგარების მართვა: ციტომაქსი არ აუარესებს ინტელექტუალურ და ფსიქომოტორულ ფუნქციებს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფსიქომოტორულ საშუალებებს, აღენიშნებათ ზოგადად ყურადღების ან კონცენტრირების უნარის შემცირება, რაც განაპირობებულია საკუთრივ დაავადებით ან წამლით, ან ორივე ფაქტორით ერთად. ასეთ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია სიფრთხილით იყვნენ მანქანის ან სხვა დანადგარების მართვის დროს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ციტომაქსის დოზის გადაჭარბებისას ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, კომა, ამიმია, დიდი გულყრა, სინუსური ტაქიკარდია, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ჰიპერვენტილაცია.

სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჭარბი დოზირების კლინიკური სახე არ არის მუდმივი.

მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. აუცილებელია გასტრალური ლავაჟის ჩატარება პრეპარატის მიღებიდან რაც შეიძლება სწრაფად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ციტომაქსი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ცნს-ზე მოქმედ სხვა წამლებთან ერთად.

- ციტომაქსის მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და ხანდახან ფატალური რეაქციები, როგორიცაა ჰიპერთერმია, რიგიდობა, მიოკლონუსი და მენტალური სტატუსის ცვლილებები, როგორიცაა აგზნებადობა, შემდგომი დელირიუმითა და კომით.

- ციტალოპრამის გამოყენება სუმატრიპტანთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ციტალოპრამს შეუძლია სუმატრიპტანის სეროტონერგული ეფექტების პოტენცირება.

- ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესწავლამ აჩვენა ციტომაქსის მხოლოდ სუსტი ურთიერთქმედება სპარტეინ ოქსიგენაზასთან (CYP2D6), ხოლო ციტომაქსით მკურნალობა საერთოდ არ ახდენს გავლენას მეფენიტოინის ოქსიგენაზაზე.

- ციმეტიდინი იწვევს ციტალოპრამის საშუალო პლაზმური დონის გაზრდას. ამ მიზეზის გამო, ციმეტიდინის მაღალი დოზების გამოყენების დროს რეკომენდებულია სიფრთხილე ციტომაქსის მაღალი დოზების დანიშვნისას.

- დიგოქსინსა და ციტომაქსს არა აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.

- მიუხედავად იმის, რომ ციტალოპრამი არ მოქმედებს ალკოჰოლის კოგნიტურ და მოტორულ ეფექტებზე, ალკოჰოლის მიღება მაინც არ არის რეკომენდებული ციტომაქსით მკურნალობის დროს დეპრესიის მქონე პაციენტებში.

- ციტალოპრამის (40 მგ/დღეში 10 დღის განმავლობაში) და ლითიუმის პრეპარატის (30 მმოლ/დღეში 5 დღის განმავლობაში) ერთდროული მიღებისას, როგორც ციტალოპრამის, ისე ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ციტალოპრამისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ლითიუმს შეუძლია გაზარდოს ციტალოპრამის სეროტონინერგული ეფექტი.

- ციტალოპრამისა და CYP1A2-ის სუბსტრატის, თეოფილინის, ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე. თეოფილინის ზემოქმედება ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის.

- ციტომაქსი ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს.

კარბამაზეპინისა და ციტალოპრამის ერთდროული გამოყენება კარბამაზეპინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებებს არ იწვევს.

- ძირითადი ფერმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ციტალოპრამის მეტაბოლიზმში, არიან CYP3A4 და CYP2C19. რადგან არ არსებობს კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ციტალოპრამის კლირენსი შესაძლოა შემცირდეს CYP3A4-ისა (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ერითრომიცინი) და CYP2C19-ის (ომეპრაზოლი) პოტენციურ ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღების დროს.

- მეტოპროლოლის და ციტომაქსის ერთდროული გამოყენების დროს 2-ჯერ იზრდება მეტოპროლოლის დონე პლაზმაში. მეტოპროლოლის პლაზმური დონის გაზრდა კი მისი კარდიოსელექტიურობის დაქვეითებას იწვევს. ციტომაქსის და მეტოპროლოლის ერთდროული გამოყენება არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე.

- ციტომაქსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოთიაზინებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან არ აქვს.

- კლინიკურ კვლევებში ციტომაქსის ერთდროული გამოყენება ბენზოდიაზეპინებთან, ნეიროლეპტურ და ანალგეზიურ საშუალებებთან, ანტიჰისტამინურ და ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებთან, ბეტა ბლოკერებთან და სხვა კარდიოვასკულარულ პრეპარატებთან ერთად მათ შორის ფარმაკოკიდინამიკურ ურთიერთქმედებას არ იწვევდა.

- ციტომაქსის და ელექტროკონვულსიური თერაპიის ერთად გამოყენების შესახებ არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ციტოლესი (გაგრძელება) – CITOLES – ЦИТОЛЕС

(გაგრძელება)

ორსულობა და ლაქტაცია:

ესციტალოპრამის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

ჭარბი დოზირება

ტოქსიკურობა:

ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული კლინიკური მონაცემების რაოდენობა ძალიან მცირეა. თუმცა ცნობილია, რომ ესციტალოპრამის 190 მგ დოზა არ იწვევს რაიმე მძიმე გართულებებს.

სიმპტომები:

რაცემიული ციტალოპრამის დოზის გადაჭარბებისას ვითარდება შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა, აჟიტირება, სომნოლენცია, ცნობიერების დაქვეითება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე ST-ით ვარიაციებით, QRS კომპლექსიის გაფართოება, QT-ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია, სუნთქვის დათრგუნვა, ღებინება, რაბდომიოლიზი, მეტაბოლური აციდოზი და ჰიპოკალიემია. მსგავსი სიმპტომები მოსალოდნელია ესციტალოიპრამის დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა:

არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი. სასუნთქი გზები უნდა იყოს თავისუფალი,რომ გარანტირებული იყოს ფილტვების ადექვატური ვენტილაცია და ოქსიგენაცია. აუცილებელია გასტრალური ლავაჟის ჩატარება პრეპარატის მიღებიდან რაც შეიძლება სწრაფად. რეკომენდებულია კარდიალური და ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი, ზოგად სიმპტომატურ და შემანარჩუნებელ თერაპიასთან ერთად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) პრეპარატები: ესციტალოპრამი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ცნს-ზე მოქმედ სხვა წამლებთან ერთად..

– არასელექტური მაო-ს ინჰიბიტორები: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ, აგრეთვე სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ დაუყოვნებლივ მაო-ს ინჰიბიტორით მკურნალობაზე გადასვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და ხანდახან ფატალური რეაქციები. ზოგიერთ პაციენტში ვითარდება სეროტონინული სინდრომი.

–                    ესციტალოპრამის გამოყენება არ შეიძლება ერთდროულად სხვა არასელექტიურ მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად. ესციტალოპრამით მკურნალობა უნდა დაიწყოს შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორის შეწყვეტიდან სულ მცირე 14 დღის შემდეგ ან შექცევადი მაო-ს ინჰიბიტორის, მაგ. მოკლობემიდით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 1 დღის შემდეგ. ესციტალოპრამით მკურნალობა უნდა შეწყდეს არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 7 დღით ადრე.

– შექცევადი, არჩევითი მაო-A ინჰიბიტორები (მოკლობემიდი):

ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება მაო -A ინჰიბიტორებან ერთად არ არის რეკომენდებული სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო. აუცილებლობისას მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზით და გაძლიერდეს კლინიკური მონიტორინგი.

– კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებული სიფრთხილეს:

სელეგილინი: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება სელეგილინთან (შეუქცევადი მაო -B ინჰიბიტორი) ერთად სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო. რაცემიული ციტალოპრამი 10 მგ/დღეში სიფრთხილით გამოიყენება სელეგილინთან ერთად.

– სეროტონინერგული პრეპარატები: პრეპარატის გამოყენებამ სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად: ტრამადოლი, სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები) შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი.

– სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე ანტიდეპრესანტებთან (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, SSRI-ები), ნეიროლეპტიკებთან (ფენოთიაზინები, თიოქსანტენები, ბუტიროფენონები), მეფლოქვინთან, ბუპროპიონთან და ტრამადოლთან ერთად გამოყენებისას.

– ლითიუმი, ტრიფტოფანი: SSRI-ებისა და ლითიუმის და ტრიფტოფანის ერთდროული გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ლითიუმს და ტრიფტოფანს შეუძლია გაზარდოს SSRI-ების სეროტონერგული ეფექტი;

– Hypericum Perforatum: SSRI- ების და ისეთი მცენარეული პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც შეიცავენ Hypericum Perforatum -ს (ST. Jons Wort) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების სიხშირის მომატება (იხ. "სპეციალური სიფრთხილის ზომები”).

ჰემორაგია: ორალური ანტიკოაგულანტებტან ერთად გამოყენებისას ანტიკოაგულაციური ეფექტი იცვლება. ამიტომ საჭიროა კოაგულაციის მონიტორინგი ერთდროული გამოყენების დაწყებისას და პრეპარატის მოხსნის შემთხვევაში. (იხ. "სპეციალური სიფრთხილის ზომები”).

ალკოჰოლი: ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ალკოჰოლსა და ესციტალოპრამს შორის არ არის მოსალოდნელი. თუმცა სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების მსგავსად ალკოჰოლის მოხმარება იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იღებენ ესციტალოპრამს არ არის რეკომენდირებული. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლსა და ესციტალოპრამს შორის არ არის ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული ესციტალოპრამით მკურნალობის დროს დეპრესისიის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები:

სხვა პრეპარატების ზეგავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე:

ძირითადი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს ესციტალოპრამის მეტაბოლიზმში არის CYP2C19. CYP3A4 და CYP2D6 ფერმენტები ასევე ხელს უწყობენ პრეპარატის მეტაბოლიზმს. საფიქრებელია, რომ მისი პირველადი მეტაბოლიტის დემეთილციტალპოპრამის (S-DCT) მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზირდება CYP2D6- ით. ესციტალოპრამის ერთდროულმა მიღებამ ომეპრაზოლის (CYP2C19 ინჰიბიტორი) 30 მ გ ერთჯერად დოზასთან ერთად გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციის საშუალო დონის (დაახლოებით 50%) აწევა. ციმეტიდინი 400 მგ დღეში ორჯერ იწვევს ესციტალოპრამის საშუალო პლაზმური დონის გაზრდას (დაახლოებით 70%). ამ მიზეზის გამო რეკომენდებულია სიფრთხილე ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენებისას CYP2C19 ინჰიბიტორებთნ (ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, თიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთად მიღებისას. შესაძლებელია ესციტალოპრამის დოზის შემცირება გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიხედვით კომპლექსური თერაპიის დროს.

ესციტალოპრამის ზეგავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე:

ესციტალოპრამი წარმოადგენს CYP2D6 ფერმენტის ინჰიბიტორს. სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენებისას მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც უმთავრესად მეტაბოლიზდებიან ამ ფერმენტით და გააჩნიათ ვიწრო თერაპიული ინდექსი (ფლეკაინიდი, პროპაფენონი და კარდიალური უკმარისობისას მეტაპროლოლი) ან ცენტრალური ნერვული სისტემის პრეპარატებთან, რომლებიც უმთავრესად მეტაბოლიზდებიან CYP2D6 ფერმენტით (ისეთი ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიფტილინი ან ანტიფსიქოტიკები, როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი). შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება. დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან ერთად გამოყენებისას გაორმაგდა მისი ორივე CYP2D6 სუბსტარტის პლაზმური კონცენტარაციები. In-vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ესციტალოპრამი იწვევს CYP2C19- ის სუსტ ინჰიბირებას. რეკომენდებულია სიფრთხილე ისეთი პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C19 ფერმენტით.

შეუთავსებლობა:

მოცემული ორალური წვეთების ხსნარის მიღება შეიძლება მხოლოდ წყალთან, ფორთოხლის ან ვაშლის წვენთან ერთად. რადგან არ არსებობს შეთავსებადობის სხვა კვლევები, პრეპარატის შერევა არ არის რეკომენდებული სხვა ხსნარებთან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები 10 მგ, #28

ტაბლეტები 20 მგ, #28

შენახვის პირობები და ვადები:

2 წელი

პრეპარატი ინახება ოთახის, 25ºC- ზე დაბალ, ტემპერატურაზე.

აფთიაქში გაცემის წესი:

პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.

ციტოლესი – CITOLES – ЦИТОЛЕС

საერთაშორისო დასახელება:

 

ESCITALOPRAM

მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ესციტალოპრამი, ციტალოპრამის S-ენანთიომერი, სეროტონინის (5HT) სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორია. 5–HT უკუმიტაცების ინჰიბირება განაპირობებს ესციტალოპრამის ფარმაკოლოგიურ და კლინიკურ ეფექტებს.

ესციტალოპრამი პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს სეროტონინის 5-HT1A, 5-HT2A და დოფამინის D1 და D2, ადრენერგულ α1, α2, და β, ჰისტამინურ H1, მუსკარინულ, ბენზოდიაზეპინურ და ოპიოიდურ რეცეპტორებთან.

ესციტალოპრამის ანტიდეპრესიული მექნიზმი სავარაუდოდ დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინერგული აქტივობის პოტენცირებასთან. კვლევების მიხედვით ესციტალოპამი არის სეროტონინის უკუმიტაცების მძლავრი სელექტიური ინჰიბიტორი, რომელსაც ახასიათებს მინიმალური ზეგავლენა ნორეპინეფრინის და დოფამინის ნეირონალურ უკუმიტაცებაზე. ესციტალოპრამი R-ენანთიომერთან შედარებით 100-ჯერ უფრო ეფექტურია, 5-HT უკუმიტაცების და 5-HT ნეირონული აგზნებადობის დონის ინჰიბირების მიხედვით.

ესციტალოპრამი ასევე არ უკავშირდება ან თითქმის არ უკავშირდება Na+, K+, CI+ და Ca++ არხებს.

ფარმაკოკინეტიკა;

ესცატილოპრამის ორალური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია და მის აბსორბციაზე საკვები არ ახდენს გავლენას. კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 4 საათში. ისევე როგორც რაცემიული ციტალოპრამის შემთხვევაში, ესციტალოპრამის ძირითადი მეტაბოლიტების ცილებთან კავშირის მაჩვენებელი 80%-ზე ნაკლებია. ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილციტალოპრამად და დიდემეთილციტალოპრამად. ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია. შეუცვლელი ესციტალოპრამი არის დომინანტური სტრუქტურა პლაზმაში. მას ახასიათებს ხაზოვანი კინეტიკა. პლაზმაში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით ერთ კვირაში.

პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს და კლირენსი არის დაახლოებით 0.6ლ/წთ.

გამოყოფა უმთავრესად ხორციელდება შარდით და განავლით. მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა შარდში მისი მეტაბოლიტების სახით.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ან მეტი): ხანდაზმულ პაციენტებში ესციტალოპრამი შედარებით ნელა ელიმინირდება ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. სისტემური ექსპოზიცია (AUC- მრუდის ქვეშ არსებული არე) დაახლოებით 50%-ით მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. (იხილეთ "დოზირება და მიღების წესები" განყოფილება).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:

ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კრიტერიუმები A და B) ესციტალოპრამის ნახევარდაშლის პერიოდი არის დაახლოებით ორჯერ ხანგრძლივი და ექსპოზიცია არის დაახლოებით 60%-ით მაღალი ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (იხ. "დოზირება და მიღების წესები")

თირკმლის ფუნქციის დარღვევა:

რაცემიული ციტალოპრამის შემთხვევაში თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობისას კლირენსი მცირდება ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება CLcr 10-53 მლ/წთ). მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები არ არის შესწავლილი, მაგრამ შესაძლებელია მათი კონცენტრაცია გაიზარდოს (იხ. დოზირება და მიღების წესები)

პოლიმორფიზმი:

აღმოჩნდა, რომ ესციტალოპრამის CYP2C19- თან დაკავშირებულ უმნიშვნელო მეტაბოლიტებს აქვთ ორჯერ უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაცია, ვიდრე მეტაბოლიტების უმრავლესობას. არ გამოვლინდა ცვლილებები CYP2D6- თან დაკავშირებულ უმნიშვნელო მეტაბოლიტებში. (იხ. დოზირება და მიღების წესები)

ჩვენებები:

გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობისას:

•დიდი დეპრესიული აშლილობა;

•პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე;

•სოციალური შფოთვითი აშლილობა.

მიღების წესები და დოზები:

პრეპარატის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

არ არის დადგენილი მისი უსაფრთხოება 20 მგ-ზე (40 წვეთი) მაღალი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში.

დიდი დეპრესიული აშლილობა: ჩვეულებრივ იღებენ 10 მგ (20 წვეთი) დღეში ერთხელ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე (40 წვეთი) პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად

ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.

შფოთვითი აშლილობა აგორაფობიით და აგორაფობიის გარეშე: 10მგ ესციტალოპრამით მკურნალობა იწყება 5 მგ-ით (10 წვეთი) დღეში პირველი კვირის განმავლობაში და როგორც წესი იზრდება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. მოგვიანებით დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე (40 წვეთი) დღეში პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა შესაბამისად.

მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3 თვეში. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვე.

სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია): ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. სიმპტომთა შესამსუბუქებლად საჭიროა 2-4 კვირიანი მკურნალობის პერიოდი. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის შემცირება 5 მგ-მდე (10 წვეთი) ან გაზრდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე-20 მგ (40 წვეთი). სოციალური შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკული დაავადება და რეკომენდებულია 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეფასდეს პაციენტის პასუხი. რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული. მკურნალობის ეფექტურობა უნდა გადაისინჯოს რეგულარული დროის ინტერვალებით.

სოციალური შფოთვითი აშლილობა არის სპეციფიური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინოლოგია და არ უნდა ავურიოთ ჰიპერთიმიაში. პრეპარატით მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ თუ დაავადება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ მოღვაწეობაზე. მოცემული პრეპარატით მკურნალობა ზოგადი კოგნიტური ქცევისის თერაპიისას არ არის შესწავლილი. პრეპარატით მკურნალობა წარმოადგენს სრული თერაპიული სტრატეგიის ნაწილს.

გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის გაზრდა მაქსიმუმადე - 20 მგ (40 წვეთი). გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება და რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობა რეციდივის პრევენციის მიზნით.

ხანდაზმული პაციენტები (> 65 წელი): მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება რეკომენდირებული დოზის ნახევარი, ხოლო თერაპიის შესანარჩუნებლად- ყველაზე დაბალი მაქსიმალური დოზა.

ბავშვები და მოზარდები (წელი): პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში.

თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს. (კრეატინინის კლირენსი

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა :

მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ (10 წვეთი) საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (20 წვეთი) პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

პაციენტები CYP2C19 –ს არასაკამარისი მეტაბოლიზმით: იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2C19 –ს დაქვეითებული მეტაბოლიზმი, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ (10 წვეთი) საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (20 წვეთი) პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.

მკურნალობის შეწყვეტა: აბსტინენციის შესაძლო რეაქციების პრევენციის მიზნით მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტოლესის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.

სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს აბსტინენციის რეაქციები. თუმცა მოხსნის სინდრომი არ მიუთითებს ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებაზე.

ესციტალოპრამთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა ორმაგ-ბრმა-პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში.

მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები – ხშირი მადის დაქვეითება

ფსიქიატრიული დარღვევები – ხშირი ლიბიდოს შემცირება ქალებში, ანორგაზმია.

ნერვული სისტემის დარღვევები – ხშირი ინსომნია, სომნოლენცია და ვერტიგო.

იშვიათად გემოს შეცვლა და ძილის დარღვევა;

რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:

ხშირი გასტროინტესტინური დარღვევები, სინუსიტები, მთქნარება; ძალიან ხშირი გულისრევა; ხშირი დიარეა, ყაბზობა.

კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები – ხშირი მომატებული ოფლიანობა.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად (იხ. წამალთშორისი ურთიერთქმედება);

ანტიდეპრესანტების გამოყენებამ განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, შეიძლება გაზარდოს სუიციდური აზრები ან ქცევები. ამიტომ, მკურნალობის დაწყებისას ან პირველი თვეების განმავლობაში, აგრეთვე დოზის შეცვლისას, როგორც გაზრდის ისე შემცირებისას, მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში პაციენტი რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს ოჯახის წევრების ან სხვა მზრუნველი ადამიანების მიერ სუიციდალურ მცდელობების ან ქცევის უჩვეულო ცვლილებებისას, როგორიცაა აჟიტირება და გაღიზიანებადობა.

პარადოქსალური შფოთვა (შიში): პანიკური დარღვევების დროს ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ანტიდეპრესიული მკურნალობის დაწყებისას ადგილი ჰქონდეს შფოთვის სიმპტომების გაძლიერებას. აღნიშნული პარადოქსული რეაქცია ზოგადად მკურნალობიდან პირველი ორი კვირის შემდეგ ქრება.

მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დაბალი დოზით მსგავსი პარადოქსული ანქსიოგენური ეფექტების შესამცირებლად

გულყრები:

პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ყველა პაციენტში, რომელსაც განუვითარდა კრუნჩხვა.SSRI- ები არ გამოიყენება არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ხოლო კონტროლირებულ ეპილეფსიურ პაციენტებში მხოლოდ საგულდაგულო მონიტორინგის ფონზე შეიძლება SSRI -ის მიღება. გულყრათა სიხშირის მომატების შემთხვევაში საჭიროა SSRI-ების დაუყოვნებლივ მოხსნა.

მანია: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მანია ან ჰიპომანია. სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს თუ პაციენტი შედის მანიაკალურ ფაზაში.

დიაბეტი: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და საჭირო გახდეს ინსულინის ან/და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის კორექცია.

ჰიპონატრიემია: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს აღინიშნა ჰიპონატრემიისა და ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის იშვიათი შემთხვევები. ამიტომ, ამ პრეპარატების გამოყენება სიფრთხილით უნდა ხდებოდეს იმ პაციენტებში, რომლებშიც ჰიპონატრიემის განვითარების რისკი მაღალია: ხანდაზმულები, ციროზით დაავადებულები ან პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰიპონატრიემიის გამომწვევ პრეპარატებს.

ჰემორაგია: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობისას აღინიშნა კანზე სიხლჩაქცევები პურპურისა და ექკიმოზის სახით. SSRI სიფრთხილით ინიშნება ორალურ ანტიკოაგულანტებთან და ზოგიერთ პრეპარატთან ერთად, რომლებიც არღვევენ თრომბოციტების ფუნქციას (მაგ., ატიპიური ანტიფსიქოტიკები და ფენოთიაზინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების სააწინააღმდგო პრეპარეტები) ან სისხლდენების მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

ECT (ელექტროკონვულსიური თერაპია): რეკომენდებულია სიფრთხილე, რადგან არსებობს მხოლოდ რამოდენიმე კლინიკური კვლევა SSRI -ების და ელექტროკონვულსიური მკურნალობის ერთდროული გამოყენების შესახებ.

შექცევადი, სელექტიური მაო-A ინჰიბიტორები: ესციტალოპრამის და მაო -A ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება სეროტონინული სინდრომის გამოვლინების რისკის გამო. SSRI იხ. “პრეპარატების ურთიერთქმედება და ურთიერეთმედების სხვა ფორმები” მისი ერთდროული გამოყენების შესახებ არასელექტიურ, შეუქცევად მაო -ინჰიბიტორებთან ერთად. SSRI

სეროტონინული სინდრომი: სიფრთხილით ინიშნება ესციტალოპრამის სხვა სეროტონინერგულ პრეპარტებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიფტოფანი. თუმცა სეროტონინული სინდრომი იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სეროტონინერგულ პრეპარატებს SSRI-თან ერთად. აჟიტირება, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია წარმოადგენს სიმპტომთა კომპლექსს, რომელიც მიუთითებს ამ სინდრომის განვითარებაზე. ასეთ შემთხვევაში SSRI-ები და სეროტონინერგული პრეპარატები დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა.

Hypericum Perforatum: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების და ისეთი მცენარეული პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც შეიცავენ Hypericum Perforatum-ს (ST. Jons Wort) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების სიხშირის მომატება.

აბსტინენციური რეაქციები: შესაძლო აბსტინენციური რეაქციების გამოვლენისაგან თავდაცვის მიზნით ციტოლესის ორალური წვეთებით მკურნალობის მოხსნა უნდა განხორცილდეს დოზის ნელ-ნელა შემცირებით 1-2 კვირის განმავლობაში. (იხ. "დოზირება და მიღების წესები").

გამოყენება პედიატრიაში: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ დადგენილი არ არის.

გაგრძელება

ციტოზარი – CYTOSAR – ЦИТОЗАР

საერთაშორისო დასახელება:

CYTARABINE

მწარმოებელი: PFAIZER, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ციტარაბინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნრის მოსამზადებლად: ფლაკონში გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ციტარაბინი ........     100 მგ

1 ფლ.

ციტარაბინი ...........  500 მგ

გამხსნელი:

სტერილური ხსნარი+ანტიბაქტერიული კონსერვანტი.

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში.

1 ფლ.

ციტარაბინი .........    1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი მიეკუთვნება ანტიმეტაბოლურ საშუალებას პირიმიდინის ანალოგების ჯგუფიდან. იგი სიმსივნურ უჯრედში არღვევს დნმ-ის სინთეზს, აინჰიბირებს დნმ-პოლიმერაზას, ასევე ნაწილობრივ ერთვება რნმ-სა და დნმ-ში.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი არ იჩენს ეფექტურობას მისი პერორალურად მიღების შემდეგ, ვინაიდან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შეიწოვება მიღებული დოზის მხოლოდ 20%. პრეპარატის კუნთებში ან კანქვეშ შეყვანიდან 20-30 წთ-ის შემდეგ სისხლის პლაზმაში აღინიშნება მისი მაღალი კონცენტრაცია. ამავე დროს მისი მაჩვენებლები მნიშვნელოვნად ნაკლებია ვენაში ინექციასთან შედარებით. ვენაში მუდმივი ინფუზიის შემდეგ სისხლში აღინიშნება პრეპარატის მაღალი და სტაბილური კონცენტრაცია.

ციტოზარის პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 13.3%-ს. მაღალი დოზით (2-3 გ/კვ.მ სხეულის ზედაპირზე) შეყვანის შემდეგ პრეპარატი კარგად აღწევს ცნს-ში. მისი კონცენტრაცია ცერებრულ - სპინალურ სითხეში არ არის დამოკიდებული მისი ინტრავენური ინფუზიის სიჩქარეზე.

პრეპარატის გამოყოფა ხორციელდება ორ ფაზად. პრეპარატის შეყვანილი დოზის 80% გამოიყოფა თირკმელებით 24 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • ბავშვებსა და მოზრდილებში მიელობლასტური ლეიკოზი (რემისიის ინდუქციისათვის და შემანარჩუნებელი მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიისათვის);
  • ბავშვებსა და მოზრდილებში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი (რემისიის ინდუქციისათვის და შემანარჩუნებელი მონოთერაპიის ან კომბინირებული თერაპიისათვის);
  • ქრონიკული მიელოლეიკოზი (ბლასტური კრიზი);
  • ერითროლეიკოზი;
  • არახოჯკინის ლიმფომების მკურნალობისათვის ბავშვებსა და მოზრდილებში კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში;
  • მწვავე ლეიკოზი ბავშვებსა და მოზრდილებში (ინტრათეკალური გამოყენებისათვის).

მიღების წესი და დოზირება:

ციტოზარი ინიშნება ჩვეულებრივი დოზებით მონოთერაპიის, ხოლო მაღალი დოზებით - ქიმიოთერაპიის პროგრამის მიხედვით, ან კომბინირებული ქიმიოთერაპიის სახით.

მოზრდილებში მწვავე მიელობლასტური ლეიკოზის დროს რემისიის ინდუქციისათვის ქიმიოთერაპიის დროს ჩვეულებრივ დოზებში ციტოზარი ინიშნება 200 მგ/კვ.მ/დღეში უწყვეტი ინფუზიით 5 დღის (120 სთ) განმავლობაში. მისი სუმარული დოზა შეადგენს 100 მგ/კვ.მ. ამგვარი კურსის განმეორება შესაძლებელია ყოველ 2 კვირაში, რომელიც დამოკიდებულია პრეპარატის ჰემატოლოგიურ ეფექტზე.

ციტოზარის მაღალი დოზით მიღების პროგრამაში ჩართვის შემთხვევაში იგი ინიშნება 3 გ/კ.ვ.მ 75 წთ-იანი ინფუზიით ყოველ 12 სთ-ში 1-6 დღის განმავლობაში. სხვა სამკურნალო საშუალებებთან დანიშვნისას, ინფუზიის დოზა, ხანგრძლივობა და სიხშირე იცვლება არჩეული პროგრამის მიხედვით.

მაგალითად L-ასპარაგინაზასთან ერთდროული გამოყენებისას ციტოზარი შეყავთ 3 გ/კვ.მ. სამსაათიანი ინფუზიების სახით პირველი შეყვანიდან ყოველ 12 სთ-ში, 36 სთ-ის განმავლობაში,  ხოლო ასპარაგინაზა ინიშნება 42-ე სთ-ს 6000 სე/კვ.მ (1-2 დღეს). შესაძლებელია მკურნალობის კურსის განმეორება. ციტოზართან ერთად შესაძლებელია გამოყენებული იქნას დოქსორუბიცინი, თიოგუანინი, დაუნორუბიცინი, ვინკრისტინი, პრედნიზოლონი და სხვა პრეპარატები. დოზა, ხანგრძლივობა, მიღების სიხშირე დამოკიდებულია არჩეულ პროგრამაზე. ჩვეულებრივ ციტოზარი ინიშნება დოზით 100 მგ/კვ.მ. დღეში, 7 დღიანი უწყვეტი ინტრავენური ინფუზიის სახით. 2-4 კვირიანი შესვენების შემდეგ ლეიკოზის პროცესის პერსისტირებისას შესაძლებელია საჭირო გახდეს ხელმეორედ ან კომბინირებული ქიმიოთერაპიის მოდიფიცირებული კურსი.

საბავშვო და მოზარდების დოზა დგინდება სხეულის წონის ან ზედაპირის შესაბამისად.

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზი მთლიანობაში მოითხოვს ზემოთანიშნული დოზების დანიშვნას.

მოზრდილებში ნეიროლეიკემიის დროს ციტოზარი ინიშნება ინტრათეკალური შეყვანის სახით 5-დან 75 მგ/კვ.მ.-მდე ერთხელ დღეში 4 დღის განმავლობაში, ან 4 დღეში ერთხელ, რაც დამოკიდებულია ნევროლოგიური სიმპტომების გამოხატულებაზე და მკურნალობის ეფექტურობაზე. შედარებით ხშირად გამოიყენება შემდეგი მეთოდი: 30 მგ/კვ.მ ყოველ 4 დღეში, სანამ არ ნორმალიზდება ცერებროსპინალური სითხის შემადგენლობა, შემდგომში საჭიროა კიდევ ერთი დამატებითი შეყვანა.

ბავშვებში ციტოზარის ინტრათეკალური შეყვანა, სოლუ-კორტეფის და მეტოტრექსატის ერთდროულად გამოყენებისას პროფილაქტიკური მიზნით გამოიყენება როგორც მწვავე ლიმფობლასტური ლეიკოზის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას, ასევე ნეიროლეიკემიის სამკურნალოდ. რეკომენდებული დოზა შეადგენს: ციტოზარი - 30 მგ/კვ.მ., სოლუ-კორტეფი - 15 მგ/კვ.მ. და 12 მგ/კვ.მ მეტოტრექსატი.

გვერდითი მოვლენები:

სისხლმბადი სისტემების მხრივ: ლეიკოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, მეგალობლასტოზი, რეტიკულოციტების რაოდენობის დაქვეითება, პერიფერიული სისხლისა და ძვლის ტვინის მხრივ უჯრედული ცვლილებები.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია, ღვიძლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხით გამოხატული დარღვევა, გულისრევა, ღებინება, დიარეა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება და წყლულის წარმოქმნა.

იშვიათად აღინიშნება ეპიგასტრალურ მიდამოში ტკივილი, ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე, საჭმლის მონელების დარღვევა, საყლაპავის მხრივ წყლულის გაჩენა, ღვიძლის აბსცესი, წვრილი ნაწლავის ნეკროზი, ნეკროზული კოლიტი. არსებობს მონაცემები პერიტონიტისა და მწვავე პანკრეატიტის განვითარების შესახებ.

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ნევრიტი, ნეიროტოქსიკურობა, ხოლო მაღალი დოზის  მიღების  შემთხვევაში - ნათხემისა და თავის ტვინის დისფუნქცია, კომა, პერიფერიული ნეიროპათია, არსებობს მონაცემები მოგვიანებითი, გარდამავალპროგრესირებადი დამბლის განვითარების შესახებ.

სასუნთქი ორგანოების მხრივ: პნევმონია, იშვიათად - ფილტვების შეშუპება, დიფუზური ინტერსტიციული პნევმონიტი; არსებობს მონაცემები მწვავე რესპირატორული დისტრეს-სინდრომის განვითარების შესახებ.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ცხელება, იშვიათად - კონიუნქტივიტი. ანაფილაქსიური რეაქციები, ალერგიული შეშუპება, ქავილი, ურტიკარია, კანის დესქვამაცია.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: შარდის შეკავება, სისხლის პლაზმაში შარდმჟავას დონის მომატება, თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

სისხლის შედედების სისტემის მხრივ: თრომბოფლებიტი.

ადგილობრივი რეაქციების მხრივ: ინექციის ადგილას ტკივილი და ანთება, თრომბოფლებიტი.

სხვადასხვა: კანის პიგმენტაცია, ალოპეცია, გულმკერდის არეში ტკივილი, ჰაერის უკმარისობა, ჰემორაგიული კონიუნქტივიტი.

არსებობს ცალკეული შემთხვევები ციტოზარის სინდრომის განვითარების შესახებ, რომლის თანმხლებია: ცხელება, მიალგია, ძვლებში და იშვიათად გულმკერდში ტკივილი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, კონიუნქტივიტი და სისუსტე.

ციტოზარის ინტრათეკალურად შეყვანისას აღინიშნება პარაპლეგიის, ასევე ლეიკოენცეფალოპათიის განვითარება, ნეიროტოქსიკური მოქმედება, სიბრმავე.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც გააჩნია ანტისიმსივნური თერაპიის ჩატარების გამოცდილება.

◄ პაციენტი უნდა იმყოფებოდეს აუცილებლად სპეციალიზირებულ სტაციონარულ პირობებში, რომელსაც გააჩნია ლაბორატორია და რეანიმაციური განყოფილება, ასევე საჭიროების შემთხვევაში ადექვატური ჩანაცვლებითი თერაპიის ჩატარების შესაძლებლობა.

◄ მკურნალობის დასაწყისში პაციენტები უნდა იმყოფებოდეს ექიმის საგულდაგულო მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო რემისიის ინდუქციის პერიოდში საჭიროა მათი ლეიკოციტებისა და თრომბოციტების მაჩვენებლების ყოველდღიური შემოწმება.

◄ პერიფერიული სისხლიდან ბლასტური უჯრედების გაქრობის შემდეგ ატარებენ ძვლის ტვინის ხშირ გამოკვლევას.

◄ პრეპარატის მოქმედების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შეფასების შემთხვევაში მხედველობაში უნდა მივიღოთ, რომ პრეპარატით ხუთდღიანი თერაპიის შემდეგ დოზით 50-600 მგ/კვ.მ. ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება ატარებს ორფაზიან ხასიათს. პრეპარატის მიღების წესის და დოზირებისაგან დამოუკიდებლად, პირველი 24 სთ-ის განმავლობაში აღინიშნება ლეიკოციტების პირველადი დაქვეითება, ხოლო სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის დათრგუნვა აღინიშნება მე-7-9 დღეზე. შემდგომში შესაძლებელია მათი ხანმოკლე მომატება მაქსიმუმ 12 დღემდე. შემდგომში მეორე და შედარებით ძლიერი დათრგუნვა სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის მხრივ აღინიშნება მე-15-24-ე დღეს, ხოლო მომდევნო 10 დღის განმავლობაში ლეიკოციტების რაოდენობა სწრაფად იმატებს საწყის დონეზე უფრო მაღალ მაჩვენებლამდე. თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება აღინიშნება მე-5 დღეს, ხოლო მათ მინიმალურ რაოდენობას ადგილი აქვს მე-12 მე-15 დღეებს შორის. მომდევნო 10 დღის განმავლობაში მათი რიცხვი სწრაფად მატულობს და სჭარბობს საწყის დონეს.

იმ შემთხვევაში, როდესაც თრომბოციტების რაოდენობა დაქვეითებულია 50 000-მდე ან გრანულოციტების 1000-მდე 1 მკლ-ში, დღის წესრიგში დგება საკითხი მკურნალობის კურსის შეწყვეტის და/ან მისი სქემის ცვლილების შესახებ. პერიფერიულ სისხლში ფორმიანი ელემენტების რაოდენობა შესაძლებელია დაქვეითდეს პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ და მათი მინიმალური მნიშვნელობა აღინიშნოს 12-24 დღის შემდეგ; მკურნალობის კურსის განახლება შესაძლებელია ძვლის ტვინის ფუნქციის აღდგენის და ჩვენების არსებობისას არ არის საჭირო პერიფერიული სისხლის ნორმალიზებამდე ლოდინი, რათა პროცესი არ გახდეს უმართავი.

◄ პრეპარატი სიფრთხილით და დაბალ დოზებში ინიშნება თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დაზიანების მქონე პაციენტებში. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებს, რომლებიც იღებენ  ციტოზარს, აუცილებელია პერიოდულად ჩაუტარდეთ თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის კონტროლი. გულისრევისა და ღებინების კუპირებისთვის პრეპარატის შეყვანა რეკომენდებულია ხანგრძლივი ინფუზიის გზით. მაღალი დოზით თერაპიის ჩატარებისას არ არის რეკომენდებული იმ გამხსნელის გამოყენება, რომელიც შეიცავს ბენზილის სპირტს.

◄ დღენაკლულ ბავშვებში პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნება სულის ხუთვის სინდრომის განვითარება, რომელიც დაკავშირებულია ბენზილის სპირტთან.

◄ ხსნარის შემთხვევითი კონტაქტის დროს კანსა და ლორწოვან გარსთან საჭიროა მათი დაბანა საპნით და გამდინარე წყლით.

◄ რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებიც იყენებენ ციტოზარს თავი უნდა შეიკავონ ჩასახვისაგან. ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები. მკურნალობა სიმპტომურია. არ არსებობს ანტიდოტი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

- ციტოზარისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება დიგოქსინის წონასწორული სპაზმური კონცენტრაციის დაქვეითება, რაც საჭიროებს დიგოქსინის დონის საგულდაგულო მონიტორინგს.

- მისგან განსხვავებით დიგიტოქსინის წონასწორული პლაზმური კონცენტრაცია არ იცვლება.

-  გენტამიცინსა და ციტოზარს შორის არსებობს ანტაგონიზმი. pneumoniae-ს მგრძნობიარე შტამებთან მიმართებაში. ციტოზარისა და ფლუოროციტოზინის ერთდროული გამოყენებისას არსებობს შესაძლებლობა ამ უკანასკნელის ეფექტურობის დაქვეითების,

- ციტოზარისა და სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას მოსალოდნელია ტოქსიკურობისა და იმუნოსუპრესორული აქტივობის გაძლიერება.

ფარმაცევტული შეუთავსებლობა: ციტოზარი ფიზიკურად შეუთავსებელია ჰეპარინთან, ინსულინთან, მეტოტრექსატთან, 5-ფტორურაცილთან, ნაფცილინთან, ოსქაცილინთან, პენიცილინთან, სოლუ-მედროლთან. ციტოზარი ქიმიურად სტაბილურია 5% დექსტროზას ხსნარში, 2.6 და 8 გ 250 მლ 0.2% ან 9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნაში 7 დღის განმავლობაში - 200C, 40C და ოთახის ტემპერატურაზე.

პრეპარატი 2 მგ/მლ კონცენტრაციით სტაბილურია კალიუმის ქლორიდის არსებობისას (50 მექვ/500 მლ) ფიზიოლოგიურ ხსნარსა და/ან 5% დექსტროზას ხსნართან 8 დღის განმავლობაში.

ციტოზარი კონცენტრაციით 1 მგ/მლ და 0.2 მგ/მლ სტაბილურია ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნაში (50 მექვ/ლ), 5% დექსტროზას ან 0.24 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში 7 დღის განმავლობაში 8-220C ტემპერატურაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ციტეალი – CYTEAL – ЦИТЕАЛ

საერთაშორისო დასახელება:

CHLORHEXIDINE; HEXAMIDINE; CHLORMETACRESOL

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება გარეგანი და ადგილობრივი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი გარეგანი გამოყენებისათვის: ფლაკონში 250 მლ

100 მლ

ქლორჰექსიდინის გლუკონატი ........  0.5 მლ

ჰექსამიდინ დიიზეტიონატი ...........  0.1 მგ

პარა-ქლორმეტაკრეზოლი .............    0.3 მგ

შემავსებელი (pHs) - 100 მლ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციტეალი არის ხსნარი, რომელიც ქაფდება და მასში შემავალი სამი კომპონენტით ავლენს: ბაქტერიოსტატიკურ მოქმედებას გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებზე; ბაქტერიოციდულ მოქმედებას Pseudomonas aeruginosa-ზე, ფუნგსტატიკურ მოქმედებას Candida albicans-ის სახეობის სოკოებსა და დერმატოფიტებზე. ეფექტურია, სხვადასხვა ბიოლოგიურ გარემოში (ჩირქი, სისხლი, სეროზული სითხე). წარმოქმნის ქაფს სასიამოვნო სუნით.

არ აღიზიანებს სახის კანს, ლორწოვან გარსებს, ბავშვის კანს. თერაპიული ეფექტი გრძელდება 18 საათის განმავლობაში. ამცირებს კანის ქავილს. არ იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას. არ არღვევს კანისა და საშოს ეკოლოგიას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება კანისა და გინეკოლოგიური დაავადებების დროს ლორწოვანი გარსების ანტისეპტიკური დამუშავებისათვის;
  • როგორც დამხმარე საშუალება პირველადი ინფექციითა და სუპერინფექციით გამოწვეული კანის დაავადებების დროს.

გამოყენების წესი და დოზირება:

ქირურგიაში პრეპარატი გამოიყენება მედპერსონალის ხელებისა და ჭრილობების ზედაპირის ანტისეპტიკური დამუშავებისათვის. ასევე ჭრილობის ზედაპირის შეხორცების დაჩქარებისა და მეორადი ინფექციების პროფილაქტიკისათვის.

ხელების ოპერაციის წინა დამუშავება: განუზავებელი ხსნარი.

ქირურგიული ჭრილობების დამუშავება: 1:10 განზავებით.

წვივის წყლულების დეზინფექცია: 1:10 განზავებით.

დერმატოლოგიაში ციტეალი გამოიყენება კანის პირველადი და მეორადი ინფექციების სამკურნალოდ.

მიკოზები (ქატოსებრი ლიქენი, სოკოვანი გამოყელვა, ტერფის დერმატოფიტია): განუზავებელი ხსნარი სამკურნალოდ ყოველდღიურად, ხოლო პროფილაქტიკისათვის კვირაში 2-ჯერ.

ბაქტერიული ეგზემა: განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.

აკნე: განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.

გამოყელვა ბავშვებში: განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.

ქვედა კიდურების წყლულები: 1:10 განზავებით.

პირველადი ბაქტერიული დერმატოზები (ფურუნკულოზი, იმპეტიგო, კარბუნკულოზი, ფოლიკულიტი): 1:10 განზავებით.

ვირუსული ინფექცია (1 და 2 ტიპის ჰერპესი): განუზავებელი ხსნარი ან 1:10 განზავებით.

მედპერსონალის ხელების ანტისეპტიკური დამუშავება: 1:10 განზავებით.

გინეკოლოგიაში ციტეალი გამოიყენება საშოსა და გარეგანი სასქესო ორგანოების სოკოვანი Candida albicans პარაზიტული Trichomonas vaginalis ბაქტერიული Gardnerella vaginalis, Staphilococci, Streptococci, Enterobacter და სხვა) წარმოშობის ინფექციების სამკურნალოდ.

ციტეალის გამოყენება რეკომენდებულია ადგილობრივად ტამპონით გარეგანი დამუშავებისათვის (განუზავებელი ხსნარი) ან საშოს გამოსარეცხად (1:10 განზავებით). ყველა შემთხვევაში აუცილებელია აპლიკაცის ადგილის საფუძვლიანი გამორეცხვა.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ზემოქმედება მთელ ორგანიზმზე და ჰექსამიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ამ ტიპის რეაქციის არც ერთი შემთხვევა პრეპარატის გამოშვების მომენტიდან 1977 წ. საფრანგეთში რეგისტრირებული არ არის).

უკუჩვენებები:

* პრეპარატი უკუნაჩვენებია ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ ალერგიული რეაქციის არსებობის შემთხვევაში.

* დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალსა და ყურში (დაფის აპკის დაზიანების შემთხვეევაში).

ორსულობა და ლაქტაცია:

ციტეალის გამოყენება შეიძლება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

გამოიყენება სიფრთხილით ისეთ პირობებში, რომლებსაც შეუძლიათ გააძლიერონ პრეპარატის სისტემური მოქმედება. მაგ: სხეულის დიდი ფართობის მრავალჯერადი დამუშავების ან კანის დაზიანებული საფარველის (დამწვრობის, ოკლუზიური სახვევების დადების და ა.შ.) შემთხვევაში ციტეალით დამუშავების შედეგად, აუცილებელია კანის საფუძვლიანი ჩამობანვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვადასხვა ანტისეპტიკური საშუალებების შესაძლო ურთიერთქმედების (ანტაგონიზმი, ინაქტივაცია) გამო, რეკომენდებული არ არის მათი ერთდროული ან თანმიმდევრული გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ციტაჰექსალი – CITAHEXAL – ЦИТАГЕКСАЛ

საერთაშორისო დასახელება:

CITALOPRAM

მწარმოებელი: HEXAL AG, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ციტალოპრამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი. სეროტონინის ნეირონული უკუშებოჭვის სელექტიური ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ციტალოპრამის ჰიდრობრომიდი ......     20 მგ

1 ტაბ.

ციტალოპრამის ჰიდრობრომიდი .......... 40 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოპოვიდონი, 85%-იანი გლიცერინი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, კროსკარმელოზი (ნატრიუმის მარილი), ჰიპრომელოზა მაკროგოლი 6000, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი(E171) .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციტალოპრამ ჰიდობრომიდი-სეროტონინის (5-ჰიდროქსი-ტრიპტამინის HT), უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი, აბლოკირებს ჰისტამინის, M-ქოლინორეცეპტორებს და ადრენორეცეპტორებს და უმნიშვნელო ხარისხით აინჰიბირებს ციტოქრომ P450.

ციტალოპრამი თითქმის არ მოქმედებს ნორადრენალინის, დოფამინის და გამა-ამინობუტირმჟავის ნეირონულ უკუშებოჭვაზე. ციტალოპრამის ხანგრძლივი გამოყენებისას მოქმედების ეფექტის შემცირება (არ გააჩნია შეჩვევის ეფექტი) არ აღინიშნება. ციტალოპრამი წარმოადგენს იზობენზოფურანის ბიციკლურ წარმოებულს. არ გააჩნია არანაირი ქიმიური მსგავსება ტრიციკლურ, ტეტრაციკლურ და სხვა ცნობილ ანტიდეპრესანტებთან.

ფარმაკოკინეტიკა:

ციტალოპრამი პერორალურად მიღებიდან სწრაფად აბსორბირდება (არ არის დამოკიდებული  საკვების მიღებაზე), ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%, მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს მიღებიდან 4 (1-7) საათში. პლაზმის ცილებთან შეკავშირება 80%-ზე ნაკლებია. მეტაბოლიზირდება დიმეთილირების, დეზამინირებისა და დაჟანგვის გზით. წონასწორულ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირაში. არსებობს პირდაპირი კავშირი სისხლის პლაზმაში წონასწორული კონცენტრაციასა და მიღებულ დოზას შორის.

დღეში 40 მგ ციტალოპრამის მიღებისას, მისი საშუალო კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეადგენს 300 მმოლ/ლ-ს. ნახევრადდაშლის პერიოდი შეადგენს 36 საათს. ძირითადად გამოიყოფა ნაღველთან ერთად (85%), ნაწილობრივ თირკმელებით. მიღებული დოზის დაახლოებით 12-23% გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით.

ასაკოვან პაციენტებს მეტაბოლიზმის დაქვეითებასთან დაკავშირებით აღენიშნებათ პლაზმაში ნახევრადდაშლის პერიოდის გაზრდა და კრეატინინის კლირენსის შემცირება. ციტალოპრამის გამოყოფის პროცესი შედარებით ნელდება იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ ღვიძლის უკმარისობა. ნახევრადდაშლის პროცესი სისხლის პლაზმაში და წონასწორული კონცენტრაციის რაოდენობა სისხლის პლაზმაში იზრდება დაახლოებით 2-ჯერ შედარებით იმ პაციენტებთან, რომელთაც აქვთ ნორმალური ფუნქციონირების ღვიძლი. ციტალოპრამის გამოყოფის პროცესი შედარებით მცირდება იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის უკმარისობა, ამასთან ერთად მთლიანობაში ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა უცვლელია.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება ყოველდღიურად ერთხელ დღე-ღამეში, ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

საწყისი რეკომენდებული დოზაა 20 მგ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში დოზა შესაძლოა გაიზარდოს 40 მგ-მდე დღე-ღამეში.

ხანდაზმულ პაციენტებში ინიშნება დოზის ნახევარი ანუ 10-20 მგ-მდე დღე-ღამეში.

საწყისი დოზაა 10 მგ დღე-ღამეში. ხოლო შემდგომში სადღეღამისო დოზა არ უნდა აჭარბებდეს 230 მგ-ს.

ანტიდეპრესიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში. თერაპიული კურსი გრძელდება 4-6 თვის განმავლობაში, დაავადების სიმპტომების სრულ გაქრობამდე.

პრეპარატი იხსნება თანდათან, დოზის შემცირებით 1-2 კვირის მანძილზე.

გვერდითი მოვლენები:

უმნიშვნელოდაა გამოხატული და როგორც წესი ვლინდება მოკლე დროით (1-2 კვირა მკურნალობის დაწყებიდან) და გააჩნია ტრანზიტორული ხასიათი. ყველაზე ხშირად აღინიშნება შემდეგი სახის გვერდითი ეფექტები: ძილიანობა, უძილობა, აჟიტაცია, ნევროზულობა, თავის ტკივილი, ტრემორი, თავბრუსხვევა; პალპიტაცია; გულისრევის შეგრძნება, პირის ღრუს სიმშრალე, შეკრულობა, დიარეა; გაძლიერებული ოფლიანობა; აკომოდაციის დარღვევა; ასთენია;

იშვიათად: დისომნია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, ღამის კოშმარები, ამნეზია, შფოთვა, ლიბიდოს დაქვეითება, მადის მომატება, ანორექსია, აპათია, სუიციდური მცდელობები; მიგრენი, პარესთეზიები; ტაქიკარდია, ორთოსტატისტიკური ჰიპოტენზია, ჰიპოტენზია, ჰიპერტენზია; დისპეფსია, ღებინება, მუცლის ტკივილი, სისუსტე, ჰიპერსალივაცია; შარდის გამოყოფის პროცესის დარღვევა, პოლიურია; სხეულის წონის შემცირება ან მომატება; რინიტი, სინუსიტი. ეაკულაციის დარღვევა, ქალებში ორგაზმის დარღვევა, დისმენორეა, იმპოტენცია; ექზანთემა, ქავილი; მხედველობის დაქვეითება; გემოვნების დარღვევა; დაღლილობა, მთქნარება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მკურნალობის დასაწყისში შესაძლოა გამოვლინდეს ინსომნია და აჟიტირება. ასეთ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის დოზის შემცირება.

◄ სიფრთხილეა საჭირო ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ზრდიან სისხლდენის განვითარების რისკს (ანტიკოაგულანტები, თრომბოაგრეგანტები და არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები);

◄ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში ციტალოპრამით მკურნალობის შედეგად შეიძლება მოიმატოს შაქრის დონემ. ამ შემთხვევებში, აუცილებელია ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორეგირება.

◄ ეპილეფსიის მქონე პაციენტები, რომლებიც იღებენ ციტალოპრამს, უნდა იმყოფებოდნენ სამედიცინო კონტროლის ქვეშ.

◄ სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ მანია: ჰიპერმანია ანამნეზში. მანიაკალური ფაზის დასაწყისში ციტალოპრამის მიღება წყდება.

◄ დეპრესიული მდგომარეობების მკურნალობის პროცესში, ფსიქოზის მქონე პაციენტებში შესაძლოა გაძლიერდეს ფსიქოზური სიმპტომები.

◄ არ არის გამოვლენილი სხვა ფარმაკოდინამიკური ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ციტალოპრამსა და ალკოჰოლს შორის.

◄ მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ტრანსპორტის მართვისაგან და სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისაგან, რადგან, ქვეითდება ყურადღების კონცეტრაციისა და სწრაფი რეაქციის უნარი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შეუთავსებელი ქიმიური კომბინაციები არ იყო აღმოჩენილი.

- ციტალოპრამის და მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერტენზიული კრიზები (სეროტონინის სინდრომი).

- ციტალოპრამის ერთდროული დანიშვნა არ შეიძლება სხვა სეროტონინერგიულ საშუალებებთან, ნაწილობრივ, სუმატრიპტანთან ან სხვა ტრიპტანებთან, ტრამადოლთან, ოქსიტრიპტანთან და ტრიპტოფანთან ერთად.

- ციმეტიდინი იწვევს ციტალოპრამის საშუალო წონასწორული კონცენტრაციის ზომიერ მომატებას. ამიტომ საჭიროა ყურადღება მიექცეს ამ გარემოებას, იმ შემთხვევაში თუ ხდება ამ პრეპარატების მიღება მაღალი დოზით.

- არ არის აღმოჩენილი პრეპარატის ურთიერთქმედება ლითიუმთან, ასევე სხვა ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება, რომელმაც შესაძლებელია კლინიკური შედეგები გამოიწვიოს, ფენოტიაზინთან ან ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან მიმართებაში.

- ერთდროული მიღება ციტალოპრამისა და მეტოპროლოლის იწვევს პლაზმაში მეტოპროლოლის დონის 2-ჯერად მომატებას, ამასთან ერთად არ აღინიშნება არანაირი კლინიკურად გამოხატული გავლენა სისხლის წნევასა და გულის შეკუმშვის სიხშირეზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ციტაბიონი – CITABION – ЦИТАБИОН

საერთაშორისო დასახელება:

CYTARABINE

მწარმოებელი: HELP PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ციტარაბინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტინეოპლასტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ

1 მლ 1 ფლ.

ციტარაბინი ........     50 მგ 500 მგ

 

ვრცლად ციტოზარი (დოზირება ინდივიდუალური)

ცისტოფიტი – CISTOPHIT – ЦИСТОФИТ

ორგანიზმს ყოველდღიური კონტაქტი აქვს ურიცხვ ტოქსიურ ნივთიერებებთან. ყოველი უჯრედი, როგორც ღრუბელი, ტოქსიურ ნივთიერებებს შეიწოვს ჰაერით, წყლით და საკვებით. თანდათანობით ბინძურდება უჯრედშორისი გარემო – უჯრედში გროვდება წყალი და წიდა. ალერგია, თვალის ქვეშ ჩამობერილობები და სილურჯე, შეშუპება, იმუნიტეტის მკვეთრი დაქვეითება რაც სხვა დაავადებებთან ერთად გაციებითი დაავადებების გახშირებასც იწვევს –უჯრედის „გაგუდვის“ შედეგია. ასეთი ორგანიზმი არის პრაქტიკულად ყველა დაავადების მიზეზი.

უსარგებლო „ტვირთისგან“, ჭარბი სითხე და ტოქსინები, გათავისუფლებაში ორგანიზმს ეხმარება სამკურნალო ბალახებისგან შექმნილი კომპოზიცია.

შემადგენლობა: ოხრახუში (ფოთლები), წითელი მოცვი (ფოთლები), არყის ხის ფოთლები, ელეუტეროკოკი (ფესვი და ფესურები).

შეფუთვაში 40 ტაბლეტი.

მიღების ჩვენებები:

ცისტოფიტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს დიურეზს, ხსნის შეშუპებას, აუმჯობესებს საერთო თვითშეგრძნებას ტოქსინების გამოყოფის ხარჯზე, აუმჯობესებს და აჩქარებს ცისტიტის ტრადიციული მკურნალობას.

ბაღის ოხრახუში გამოიყენება შარდის ბუშტის ფუნქციონალური დაავადების დროს და სხვადასხვა გენეზის შეშუპების მოსახსნელად. ოხრახუში გამოიყენება როგორც დიურეზული საშუალება თირკმლოვანი და გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებისას, რომელიც შეშუპებით მიმდინარეობს. პრეპარატის გამოყენება დადებითად მოქმედებს თირკმელკენჭოვანი, შარდსასქესო გზების ლორწოვანის ანთებითი დაავადებისას.

წითლი მოცვი ახდენს სუსტ შარდმდენ მოქმედებას, ხასიათდება გამოხატული ანთების საწინააღმდეგო, შემკვრელი, სედატიური, ლპობით და ანტისეპტიური მოქმედებით.

არყის ხის ფოთლები გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი, ბაქტერიციდული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ხსნის თირკმლისმიერ და გულიდან მომდინარე შეშუპებას. ფოთლები შეიცავს ეთერზეთს, ასკორბინის და ნიკოტინის მჟავას, გლიკოზიდებს და სხვა.

ელეუტეროკოკი მიეკუთვნება კლასიკურ ადაპტოგენს. ის უზრუნველყოფს იმუნიტეტის შენარჩუნებას, სწრაფად აღადგენს ძალებს გადატანილი დაავადების შემდეგ. ფესვი და ფესურები შეიცავს ეთერზეთებს, ბიოფლავონიდებს, პოლისაქარიდებს, ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს და სხვა. ის აღაგზნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, ამცირებს ძილიანობას, ხასიათდება ანტიდეპრესიული თვისებებით. ელეუტეროკოკი ახდენს ზოგადგამაჯანსაღებელ, მატონიზირებელ მოქმედებას, ააქტივებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამაღლებს პოტენციას, ამაღლებს ორგანიზმის არასპეციფიურ რეზისტენტობას და მის წინააღმდეგობას არახელსაყრელი გარემომცველი ფაქტორებისადმი.

კომპოზიცია შედგენილია ისე, რომ შემადგენელი მცენარეები აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას და „ცისტოფიტს“ ხდის განსაკუთრებით ეფექტურს.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება 2–4 ტაბლეტი დღეში, ჭამის დროს. მიღების ხანგრძლიობა 1 თვე.

უკუჩვენება:

კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა.

მიღების წინ სასურველია ექიმთან კონსულტაცია.

ცისტონე – CYSTONE – ЦИСТОН

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ცისტონი ახდენს ანთების საწინააღმდეგო და შარდმდენ მოქმედებას თირკმლის დაავადებების დროს. ცისტონი შეიცავს მცენარეულ ექსტრაქტებს, რომლებიც განაპირობებენ პრეპარატის მოქმედებას. შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია თირკმლისა და შარდსადენი გზების გაზრდილ სისხლისმიმოქცევასთან. პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მოქმედებით ხდება შარდში კალციუმის, ოქსალატების, ჰიდროქსიპროლინის შემცირება, რის შემდეგაც შარდგამომყოფ გზებში კონკრემენტების წარმოქმნის ალბათობა მცირდება.

ცისტონი იწვევს საშარდე გზების კონკრემენტების მიკროდაშლას მუცინზე ზემოქმედებით, რომელიც აწებებს კონკრემენტების მცირე ნაწილებს, ქვიშას და კრისტალებს, ასევე უზრუნველყოფს მისი ორგანიზმიდან გამოყოფას. ცისტონის მოქმედებით აღინიშნება კონკრემენტების დეზინტეგრაცია, რაც იწვევს მის დემინერალიზაციას და დარბილებას.

აღინიშნება ცისტონის ანტიმიკრობული მოქმედება, განსაკუთრებით გრამუარყოფით მიკროორგანიზმებზე (Klebsiella spp., Escherichia coli). პრეპარატი ხასითდება სპაზმოლიტური ეფექტით, რის შედეგადაც მსუბუქდება პაციენტის მდგომარეობა დიზურიული გამოვლინებების დროს. ფარმაკოლოგიური პარამეტრები არ არის შესწავლილი, რამდენადაც პრეპარატის მოქმედება არის მისი შემადგენელი კომპონენტების ერთდროული მოქმედების შედეგი.

Disomocarpus pedicellata (ყვავილები) 65მგ - შეიცავს პედიცინს, იზოპედიცინს, პედიცილინს, ეთერზეთებს ხასიათდება გამოხატული შარდმდენი მოქმედებით.

Saxifraga ligulata (ღეროები) 49მგ - ამცირებს შარდსადენი გზების ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ხასიათდება შემკვერელი და შარდმდენი მოქმედებით, გავლენას ახდენს ქვების კრისტალო–კოლოიდურ შემცველობაზე, იწვევს მის გახსნას. ასევე ხასიათდება  ანტიმიკრობული აქტიობით.

Rubia cordifolia (ღეროები) 16მგ - შეიცავს რუბერიტრის მჟავას და ანტრაქინის გლიკოზიდებს, რომელთაც უნარი შესწევს გახსნას შარდგამომყოფი გზების ოქსალატური კონკრემენტები და გამოყოფს ორგანიზმიდან. ხასიათდება შარდმდენი და შემკვრელი მოქმედებით.

Cyperus scariosus (ფესურები)16მგ –უზრუნველყოფს პრეპარტის ანტიბაქტერიულ მოქმედებას შარდგამომყოფ სისტემაზე.

Achyranthes aspera (თესლები) 16მგ- ხასიათდება სპაზმოლიტური და შარდმდენი მოქმედებით.

Onosma bracteatum (მცენარის მიწისზედა ნაწილი) 16მგ - აქვეითებს შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას, ხასიათდება ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკრობული, ანტისეპტიური და დიურეტიკული ეფექტით. მცენარეული ექსტრაქტის გამოყენების არეს წარმოადგენს შარდის ბუშტი (განსაკუთებით გაძნელებული შარდვისას და სპასტიური ტკივილისას).

Vernonia cinerea (მთლიანი მცენარე) 16მგ - ეფექტური დიზურიული მოვლენებისას, შარდის გამოყოფის დარღვევისასა და შარდის ბუშტის სპაზმისას.

პრეპარატის შემადგენლობაში ასევე შედის სილიკონისმაგვარი ნივთიერება, რომელიც უზრუნველყოფს კონკრემენტების გახსნას შარდგამომყოფ სისტემაში და მოქმედებს როგორც დიურეტიკი. ცისტონში გასუფთვებული მინერალური ფისების დამატება უზრუნველყოფს შარდის გამოყოფის გაუმჯობესებას, მეტაბოლური პროცესების სტაბილიზაციას და საჭმლის მონელების გაუმჯობესებას, საკვების შეწოვას და ათვისებას.

მიღების ჩვენებები:

  • ურატებით და შარდმჟავა მარილებით წარმოქმნილი კონკრემენტების ლითოლიზი,  (ფოსფატური და ოქსალატური ქვები);
  • შარდგამომყოფი სისტემის ინფექციური ეთიოლოგიის დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში (არასპეციფიური ურეთრიტი, პიელიტი, ცისტიტი);
  • ოპერაციის შემდგომი პრევენციული მკურნალობა საშარდე გზების კონკრემენტების წარმოქმნის საპროფილაქტიკოდ;
  • პოდაგრა;
  • სიალოლითიაზი;
  • შარდის შეუკავებლობა (ქალებში).

მიღების წესები:

ცისტონის ტაბლეტები განკუთვნილია შიგნით მისაღებად. ურატებით და შარდმჟავათი წარმოქმნილი კონკრემენტების ლითოლიზისათვის (ფოსფატური და ოქსალატური ქვები):

14 წელზე ასაკის ბავშვები და მოზრდილები – 2–2– ტაბლეტი;

6–დან 14 წლამდე ასაკის  – თითო ტაბლეტი;

2–დან 6 წლამდე ასაკის – ½ ტაბლეტი ყოველ მიღებაზე. ინიშნება 3–ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლიობა 3–4 თვე. შემდეგ თერაპიას აგრძელებენ დოზით:

14 წელზე უფროსი ასაკის და მოზრდილები – თითო ტაბლეტი, 6–დან 14 წლამდე – ½ ტაბლეტი, 2–დან 6 წლამდე – ¼ ტაბლეტი. პრეპარატი ინიშნება 2–ჯერ დღეში. თერაპია გრძელდება ორგანიზმიდან ქვების (ქვიშის) გამოყოფამდე.

შარდგამომყოფი გზების ინფექციის მკურნალობისას: ბავშვები 14 წლიდან და მოზარდები – მიღებაზე 2 ტაბლეტი, 6–დან 14 წლამდე – თითო ტაბლეტი, 2–დან 6 წლამდე – ½ ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება 3–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი 4–6 კვირა.

დაავადების რეციდივული ფორმისას: ბავშვები 14 წლიდან და მოზრდილები – თითო ტაბლეტი, 6–დან 14 წლამდე – ½ ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება 3–ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი – 6–12 კვირა.

თირკმლის კოლიკისას (მწვავე): ბავშვები 14 წლიდან და მოზრდილები – 2 ტაბლეტი მიღებაზე;

6–დან 14 წლამდე – თითო ტაბლეტი მიღებაზე;

2 წლიდან 14 წლამდე –  ½ ტაბლეტი მიღებაზე;

2–დან 6 წლამდე – ½ ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება 3–ჯერ დღეში სიმპტომების კუპირებამდე.

პროფილაქტიკური დანიშვნისას კონკრემენტების წარმოქმნის შესაჩერებლად:

თითო ტაბლეტი,  6–დან 14 წლამდე – ½ ტაბლეტი, 2–დან 6 წლამდე – ¼ ტაბლეტი მიღებაზე. პრეპარატი ინიშნება 3–ჯერ დღეში 4–5 თვის მანძლზე.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები ცისტონის კომპონენტებზე.

ორსულობა:

პრეპარატის დანიშვნა შეიძლება ორსულებში და მეძუძურებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

ცისტონის ტაბლეტები ინახება 10–300C ტამპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას.

დამატებით:

პრეპარატის დანიშვნა რეკომენდირებული არ არის პაციენტებში რომელთაც აღენიშნება შარდგამომყოფი გზების გაუვალობა დიდ ზომის კონკრემენტის არსებობის გამო (10მმ დიმატრზე მეტი ზომის დამტკიცებული დამატებითი კველევის მეთოდებით).  მკურნალობის ფონზე ტკივილის სინდრომის ინტენსივობის გაზრდისას ცისტონის მიღება უნდა შეწყდეს.

პრეპარატის მოქმედება ვითარდება თანდათანობით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას დანიშვნისას.

Don`t copy text!