მწარმოებელი: NATUR PRODUKT
მოქმედი ნივთიერება: მცენარეული კომბინირებული პრეპარატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ხველების საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 100 მლ
მწარმოებელი: NATUR PRODUKT
მოქმედი ნივთიერება: მცენარეული კომბინირებული პრეპარატი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ხველების საწინააღმდეგო საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 100 მლ
საერთაშორისო სახელწოდება:
Glycyrrhiza glabra;
მწარმოებელი. დსს სსც “ბორშჩაგოვოს ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა”, უკრაინა.
ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები:
ყავისფერი ბლანტი სითხე, სპეციფიური სუნით. შენახვის პროცესში დაიშვება ნალექის დალექვა.
შემცველობა:
სიროფი.
100 გ სიროფი შეიცავს ძირტკბილას ფესვის ბლანტ ექსტრაქტს 4 გ;
დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, გასუფთავებული წყალი, სპირტი 90%.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ხველისა და გაციების დაავადებების დროს. ამოსახველებელი საშუალებები.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ძირტკბილას ფესვები შეიცავს გლიცირიზინს, გლიცირიზინის მჟავას კალიუმისა და კალციუმის მარილებს, ფლავონის გლიკოზიდებს (ლიკვირიტინი, ლიკვირიტიგენინი, ლიკვირიტოზიდი). ძირტკბილას პრეპრატების ამოსახველებელი მოქმედება დაკავშირებულია გლიცირიზინის შემცველობასთან, რომელიც ასტიმულირებს ტრაქეისა და ბრონქების წამწამებიანი ეპითელიუმის აქტივობას, აძლიერებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სეკრეტორულ ფუნქციას.
პრეპარატის სპაზმოლიზური მოქმედება სასუნთქი გზების გლუვ კუნთებზე განპირობებულია ფლავონური ნაერთების არსებობით, რომელთაგან ყველაზე აქტიურია ლიკვირიტოზიდი, ანთების საწინააღმდეგო (კორტიკოსტეროიდულის მაგვარი) ეფექტი – გლიცირიზინის მჟავას არსებობით, რომელიც თავისუფლდება გლიცირიზინის ჰიდროლიზის დროს.
ჩვენებები:
გამოყენების წესი და დოზები:
ძირტკბილას ფესვის სიროფი ინიშნება შიგნით ჭამის შემდეგ 3-4-ჯერ დღეში. გამოყენების წინ პრეპარატი არ ზავდება, მაგრამ მიღების შემდეგ საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის დაყოლება (ჩაი ან თბილი წყალი).
მოზრდილებსა და მოზარდებში რეკომენდებულია 1 სუფრის კოვზი სიროფი, 1-12 წლის ასაკის ბავშვებში 1/2 ჩაის კოვზიდან 1 დესერტის კოვზამდე.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისათვის ავადმყოფობის ხასიათის, სიმძიმისა და მიმდინარეობის თავისებურებების, მიღწეული თერაპიული ეფექტისა და პრეპარატის ამტანობის გათვალისწინებით.
გვერდითი მოქმედება.
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის მიმართ შესაძლებელია ალერგიული რეაქციების (გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია და შეშუპება) განვითარება.
ძირტკბილას პრეპარატების ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წყალ-ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა და შეშუპების განვითარება.
უკუჩვენებები:
* პრეპარატი უკუნაჩვენებია ავადმყოფბისათვის შაქრიანი დიაბეტით და პირებისათვის ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ინდივიდუალური აუტანლობით, რომლებსაც შეიცავს წამლის მცენარეული ნედლეული.
ჭარბი დოზა:
პრეპარატის ჭარბი დოზის შესახებ მონაცემები ცნობილი არ არის.
განსაკუთრებული მითითება:
ძირტკბილას ფესვის სიროფი შეიცავს შაქარს, ამიტომ იგი რეკომენდებული არ არის ავადმყოფებისათვის შაქრიანი დიაბეტით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას 8°C-15°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი.
გაცემის წესი;
რეცეპტის გარეშე.
საერთაშორისო დასახელება:
CETIRIZINE
მწარმოებელი: SYNCOM FORMULATION
მოქმედი ნივთიერება: ცეტირიზინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიჰისტამინური საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
სიროფი: ფლაკონში 60 მლ
5 მლ
ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი ….. 5 მგ
საერთაშორისო დასახელება:
CIPROFLOXACIN
მწარმოებელი: PRO. MED. CS. Praha, ჩეხეთი
მოქმედი ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.
1 ტაბ.
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი ……. 250 მგ
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციფლოქსინალი წარმოადგენს ფართო სპექტრის პერორალურ, სინთეზურ, ბაქტერიციდულ საშუალებას. მისი აქტივობა, როგორც გრამდადებითი, აგრეთვე გრამუარყოფითი ორგანიზმების მიმართ დადგენილია in vitro და კლინიკური გამოკვლევებით. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიული დნმ-ის ფერმენტის დნმ-ჰირაზას ბლოკირებით, რაც იწვევს დნმ-ის სპირალიზაციის პროცესის დარღვევას და მიკრობის დაღუპვას.
მას თავისი სპეციფიკური მოქმედების გამო, არ ახასიათებს ჯვარედინი რეზისტენტობა სხვა ანტიბიოტიკებთან მიმართებაში, გარდა ქინოლონების ჯგუფისა. ამიტომ პრეპარატი შედარებით მეტად აქტიურია იმ ბაქტერიების მიმართ, რომლებიც რეზისტენტული არიან ანტიბიოტიკების: მაგ. ამინოგლიკოზიდების, პენიცილინების, ტეტრაციკლინების და სხვათა მიმართ.
ლაბორატორიული და კლინიკური კვლევებით დადგენილია, რომ ციფლოქსინალი აქტიურია ისეთი მიკროორგანიზმების მიმართ, როგორიცაა: Acinetobacter, Aeromonas, Branhamella, Brucella, Campyllobacter, Chlamydia, Citrobacter, Corynebacter, Enterobacter, Escherichia coli, Haemophilus, Habnia, Klebsiella, Legionella, Listeria, Neisseria, Proteus, Edwardsiella, Providentia, Moraxella, Morganella, Pasteurella, Plesiomonas, Pseudomonas, Salmonella, Serratia, Shigella, Streptococcus agalactiae, Streptococcus, Staphilococus, Vibrio, Yersinia.
ხანგამოშვებითი რეზისტენტობით ხასიათდებიან: Alcaligenes, Flavobacterium, Gardnerella, Mycobacterium fortuitum, Mycoplasma hominis, Mycobacterium tuberculosis, Streptococcus faecalis, Streptococcus pyrogens, Streptococcus viridans. შედარებით მგრძნობიარენი არიან: Nocardia asteroides, Streptococcus faecalis, Streptococcus pneumoniae, Ureoplasma urealiticum.
ციფლოქსინალი არ არის აქტიური Treponema pallidum-ის მიმართ.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური მიღებისას პრეპარატი სწრაფად და კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მისი პირველადი მეტაბოლიზმის დროს ბიოშეღწევადობა ყოველგვარი დანაკარგების გარეშე შეადგენს 70-80%-ს. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 4 სთ-ს. თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს პლაზმის ცილებს უკავშირდება პრეპარატის 20-40%. დოზის 40-50% გამოიყოფა უცვლელი სახით შარდთან ერთად ტუბულარული სეკრეციის გზით 24 სთ-ის განმავლობაში. ხოლო 20-35% ფეკალიებით 5 დღის განმავლობაში. ღვიძლის ფუნქციის დარღვევა არ ახდენს ზეგავლენას პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე, ხოლო თირკმელების დაზიანებისას ხანგრძლივდება T1/2.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზას ადგენენ ინდივიდუალურად ინფექციის ლოკალიზაციის და დაავადების მიმდინარეობის სიმძიმის მიხედვით, აგრეთვე მიკროორგანიზმის მიმართ მგრძნობელობის მიხედვით.
ძირითადად ენიშნებათ 125-750 მგ 2-ჯერ დღეში (0.5-3 ტაბ).
პაციენტებს თირკმელების ფუნქციის დარღვევით, რომელთა კრეატინინის კლირენსი არ არის ნაკლები 20 მლ/წთ-ში, უმეტეს შემთხვევებში ენიშნებათ მთლიანი დოზის ნახევარი.
გვერდითი მოვლენები:
გულისრევა, დიარეა, ღებინება, ტკივილი და დისკომფორტი მუცლის არეში, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები, ჰალუცინაციები, კანის ქავილი, ჭინჭრის ციება, შეშუპება, კანდიდოზი, აღწერილია ვასკულიტის, ფსევდომემბრანული კოლიტის შემთხვევები, აგრეთვე სტივენს-ჯონსონის და ლაიელის სინდრომები.
უკუჩვენებები:
* ციფლოქსაცინის ან ფტორქინოლონების ჯგუფს სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ორსულობა და ლაქტაცია;
* ბავშვებში და 15 წლამდე ასაკის მოზრდილებში.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ხანდაზმულ ავადმყოფებში, ეპილეფსიით დაავადებულ და ცნს-ის სხვა დაავადებებით შეპყრობილ პირებში პრეპარატი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით.
◄ ვინაიდან პრეპარატი აქვეითებს ავტოსატრანსპორტო საშუალებების და სხვადასხვა დანადგარების მართვის უნარს, იგი სიფრთხილით ენიშნებათ მათთან კონტაქტში მყოფ პირებს.
◄ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა ალკოჰოლის მიღებისაგან თავის შეკავება.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ანტაციდებთან კომბინაციისას, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმის ჰიდროჟანგს და ალუმინს. ქვეითდება ციფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა 90%-ით. ამიტომ მიზანშეწონილია პრეპარატის მიღება 2 სთ-ით ადრე ან 4 სთ-ის შემდეგ ანტაციდების მიღებიდან.
– ციპროფლოქსაცინისა და თეოფილინის ერთდროული პერორალური დანიშვნისას თეოფილინის კლირენსი მცირდება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მისი რაოდენობის გაზრდა სისხლის პლაზმაში და აქედან გამომდინარე უარყოფითი რეაქციები ცნს-ის მხრივ.
– დადგენილია, ქინოლონების და ზოგიერთი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (აცეტილსალიცილის მჟავას გარდა) კომბინაციამ, შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები.
– ზოგიერთ ავადმყოფებში ციფლოქსაცინისა და ციკლოსპორინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის პლაზმაში კრეატინინის კონცენტრაცის დროებითი მომატება. აღნიშნულ შემთხვევებში საჭიროა სისხლის სურათის სისტემატური (კვირაში 2-ჯერ) კონტროლი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
ARGININE; BETAINE
მწარმოებელი: Laboratoires LAPHAL, საფრანგეთი
მოქმედი ნივთიერება: არგინინი+ბეტაინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ჰეპატოტროპული საშუალება (გასტროინტესტინული ტრაქტი და მეტაბოლიზმი).
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დასალევი ხსნარი: ამპულაში 10 მლ
10 მლ
არგინინის ნეიტრალური ციტრატი ….. 1 გ
ბეტაინი …………………………………… 0.5 გ
ბეტაინის ჰიდროქლორიდი ……………… 0.5 გ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E219), ნატრიუმის პროპილო პარაჰიდროქსიბენზოატი (E217), ნატურალური ყურძნის წვენის გემო, სუკროზა, გაწმენდილი წყალი.
ალკოჰოლის შემცველობა: 0.51%, ექვივალენტური 40 მგ ალკოჰოლის ამპულაში.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება პერორალურად 1-3 ამპულა დღეში 50 მლ წყალში გახსნით. დაუშვებელია მისი გამოყენება პარენტერალურად.
გვერდითი მოვლენები:
ურტიკარია პარაბენის არსებობის გამო.
უკუჩვენებები:
* მძიმე ხასიათის თირკმელების უკმარისობა;
* ალერგია პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (განსაკუთრებით პარაბენების მიმართ).
ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.
განსაკუთრებული მითითებები:
♦ პრეპარატი შეიცავს ალკოჰოლს, რის გამოც სიფრთხილით გამოიყენება ეპილეფსიისა და ღვიძლის დაავადების დროს.
♦ შაქრიანი დიაბეტის დროს გასათვალისწინებელია სუკროზის შემცველობა – 4.5 გ ამპულაში.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– აუცილებელია ექიმის ინფორმირება იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც ავადმყოფი იღებს (განსაკუთრებით დისულფირამით მკურნალობის დროს).
ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.
საერთაშორისო დასახელება:
Acetylsalicylic acid+Paracetamol+Caffeine
მწარმოებელი: DARNITSA
მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცინის მჟავა+პარაცეტამოლი+კოფეინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანალგეზიური არანარკოტიკული საშუალება
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 6 ც.
1 ტაბ.
| აცეტილსალიცინის მჟავა ………… | 0.240 გ |
| პარაცეტამოლი ………………….. | 0.180 გ |
| კოფეინი …………………………. | 0.030 გ |
| ლიმონის მჟავა ………………….. | 0.006 გ |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა.
ციტრამონი-დარნიცა – კომბინირებული პრეპარატი, რომელსაც გააჩნია ანალგეტიკური, ანთებისაწინააღმდგო, სიცხის დამწევი მოქმედება. მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს. აცეტილსალიცილის მჟავა ახდენს ანთებსაწინააღმდგო და სიცხის დამწევ მოქმედებას, ასუსტებს ტკივილს, განსაკუთრებით გამოწვეულს ანთებით, ამუხრუჭებს თრომბოციტების აგრეგაციას, აუმჯობესებს მიკროცირკულაციას ანთების კერაში.
პარაცეტამოლი ახდენს ანალგეტიკურ და სიცხის დამწევ მოქმედებას.
კოფეინი – მეთილქსანტინის წარმოებული – ხელს უწყობს თავის ტვინის სისხლძარღვების ტონუსის მოწესრიგებას და აჩქარებს სისხლდინებას, და ამ დოზით არ ახდენს მნიშვნელოვან მასტიმულირებელ ზემოქმედებას ცნს-ზე.
ფარმაკოკინეტიკა: პრეპარატის შემცველობაში შემავალი აქტიური ნივთიერებები სწრაფად შეიწოვება საკვებგადამამუშავებელ ტრაქტში. სისხლის პლაზმაში მათი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება 2 საათში პრეპარატის მიღებიდან. პრეპარატის კომპონენტები აღწევს დედის რძეში.
ორგანიზმიდან პრეპარატის კომპონენტები და მათი მეტაბოლიზმის პროდუქტები გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით.
ჩვენებები:
ციტრამონი-დარნიცას ტაბლეტები ინიშნება როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება სუსტი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, და ასევე როგორც სიცხის დამწევი საშუალება.
პრეპარატი გამოიყენება თავის სხვადასხვა წარმოშობის ტკივილის, მათ შორის შაკიკის, კბილის ტკივილის, ნევრალგიების, ართრალგიების, რევმატიული დაავადებების, პირველადი დისმენორეის და დაავადებების დროს, რომლებსა ახლავს სხვადასხვა ეტიოლოგიის ციებ-ცხელება.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. დღე-ღამის უმაღლესი დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს (3 მიღებად). მკურნალობის კურსი დამოკიდებულია თერაპიის ეფექტურობაზე და, როგორც წესი, 10 დღეს არ აღემატება.
პრეპარატის დანშვნა ბავშვებისათვის რეკომენდებული არ არის.
გვერდითი მოვლენები:
ციტრამონი-დარნიცას ტაბლეტების გამოყენებისას ცალკეულ ავადმყოფებში შეიძლება აღინიშნოს გვერდითი რეაქციები, რომლებიც დამახასიათებელია აცეტილსალიცილისა და პარაცეტამოლის პრეპარატებისათვის: ალერგიული რეაქციები, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვან-ჰემორაგიული დაზიანებები, ბრონქიალური ასთმის გამწვავება, ჰეპატო- და ნეფროტოქსიკური მოვლენები.
უკუჩვენებები:
საკვებგადამამუშავებელი ტრაქტის დაავადებები: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან; ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები; გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი. პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსული ქალებისათვის ორსულობის პირველი 3 თვე და ლაქტაციის პერიოდში.
ჭარბი დოზა:
შესაძლებელია სისხლდენები კუჭ-ნაწლავიდან, ალერგიული რეაქციები.
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატის გამოყენებისას ყავისა და ჩაის ხშირად მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს კოფეინის ჭარბი დოზის სიმპტომები.
პრეპარატის მაღალი დოზები უნდა დაილიოს ტუტე მინერალური წყლით.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
აძლიერებს იმ საშუალებათა მოქმედებას, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას და თრომბოციტების აგრეგაციას, კორტიკოსტეროიდების, სულფონილშარდოვანას, მეტოტრექსატის გვერდით მოქმედებას.
არ შეიძლება ციტრამონი-დარნიცას გამოყენება კომბინაციაში ბარბიტურატებთან, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებებთან, სალიცილატებთან, რიფამპიცინთან, ალკოჰოლთან ერთად.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.
გაცემის პირობები:
რეცეპტის გარეშე.
სამკურნალო ფორმა :
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული ტაბლეტები
შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური კომპონენტები :
ქარვის მჟავა …………………………… 0,300 გ;
რიბოქსინი ( ინოზინი ) ………… 0,050;
ნიკოტინამიდი …………………….…. 0,025 გ;
რიბოფლავინის მონონუკლეოტიდი ( რიბოფლავინი ) ….. 0,005 გ .
დამხმარე ნივთიერებები : საშუალომოლეკულური პოლივინილპიროლიდინი ( პოვიდონი ), კალციუმის სტეარატი , მეტაკრილის მჟავის და ეთილაკრილატის სოპოლიმერი , 1,2- პროპილენგლიკოლი , მჟავე წითელი 2C , ტრპეოლინი O.
აღწერილობა : წითელი , მრგვალი , ორმხრივამობურცული , გარსით დაფარული ტაბლეტები .
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :
მეტაბოლური საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატს გააჩნია ჰიპოქსიის საწინააღმდეგო თვისებები . უჯრედში ენერგიის წარმოქმნის პროცესებზე დადებითი ზემოქმედებით , ამცირებს თავისუფალი რადიკალების პროდუქციას , აღადგენს ანტიოქსიდანტური დაცვის ფერმენტების აქტიურობას .
პრეპარატი აუმჯობესებს ცერებრულ სისხლის მიმოქცევას , ასტიმულირებს მეტაბოლურ პროცესებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში . ახდენს პოზიტიურ ზემოქმედებას თავის ტვინის ბიოელექტრულ აქტივობაზე .
დადებითად მოქმედებს ნევროლოგიური სტატუსის პარამეტრებზე : ამცირებს ასთენიური, ცეფალგიური , ვესტიბულო – ნათხემის კოხლეოვესტიბულური სინდრომის გამოხატულებას, ასევე , ახდენს ემოციურ – ნებითი სფეროს დარღვევების ნიველირებას ( ამცირებს განგაშის შეგრძნების და დეპრესიის დონეს ). აუმჯობესებს კონგიტიურ – მნესტიურ ფუნქციებს და სიცოცხლის ხარისხს.
ფარმაკოკინეტიკა:
პრეპარატს გააჩნია მაღალი ბიოშეღწევადობა : ტაბლეტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები ახდენენ მოქმედებას ერთმანეთის ფარმაკოკინეტიკაზე . შეწოვისას , ქარვის მჟავა და რიბოქსინი ( ინოზინი ) სწრაფად უტილიზდება . რიბოქსინი ( ინოზინი ) მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკორონის მჟავის წარმოქმნით და შემდგომ , მისი დაჟანგვით. უმნიშვნელო რაოდენობით გამოიყოფა თირკმელებით.
ნიკოტინამიდი: სწრაფად ნაწილდება ყველა ქსოვილში , აღწევს პლაცენტაში და ლაქტატში , მეტაბოლიზდება ღვიძლში ნიკოტინამიდ – N- მეთილნიკოტინამიდის წარმოქმნით , გამოიყოფა თირკმელებით . რიბოფლავინი ნაწილდება არათანაბრად : უმეტესი ნაწილი კონცენტრირდება მიოკარდში , ღვიძლში , თირკმელებში , ნაწილობრივ მეტაბოლიტის სახით .
ჩვენება:
ციტოფლავინი გამოიყენება მოზრდილებში კომპლექსურ თერაპიაში
1. თავის ტვინის ქრონიკული იშემიის 1-2 სტადიის ( ცერებრული ათეროსკლეროზი , ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, ინსულტის შემდეგ);
2. ასთენიური სინდრომის ( სისუსტე და დაღლილობა )
უკუჩვენებები:
* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .
სიფრთხილე:
ჰიპოტენზიის და კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებების(ეროზიული გასტროდუოდენიტი, წყლულოვანი დაავადება ) დროს პრეპარატი ინიშნება სიფრთხილით .
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციების არარსებობისას, შესაძლებელია მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში.
დოზირება:
ციტოფლავინი გამოიყენება პერორალურად , 2 ტაბლეტი დღეში 2- ჯერ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე , დაუღეჭავად , 8-10 საათიანი ინტერვალით (100 მლ წყლის დაყოლებით ). კურსის ხანგრძლივობა 25 დღე (100 ტაბლეტი ). პრეპარატის საღამოს მიღება რეკომენდებულია არაუგვიანეს 18 საათისა .
განმეორებითი კურსი ინიშნება ცერებროვასკულარული უკმარისობის გაღრმავებისას , მაგრამ წინა კურსის დამთავრებიდან 25-30 დღის შემდეგ .
გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია რეაქციები გარდამავალი თავის ტკივილის სახით .
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
ქარვის მჟავა, ინოზინი, ნიკოტინამიდი, შეთავსებადია სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ციტოფლავინი შეთავსებადია ჰემოპოეზის მასტიმულირებელ, ანტიჰიპოქსანტურ პრეპარატებთან და ანაბოლურ სტეროიდებთან .
განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატი არ ახდენს გავლენას ყურადღების კონცენტრაციაზე.
გამოშვების ფორმა:
ნაწლავში ხსნადი გარსით დაფარული წითელი ფერის ტაბლეტები.
10 ტაბლეტი კონტურულ – უჯრედულ შეფუთვაში პოლივინილქლორიდის აპკით და ალუმინის ფოლგით.
5 ან 10 კონტურულ – უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
50 ან 100 ტაბლეტი პოლიმერულ ქილაში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .
ვარგისიანობის ვადა:
2 წელი . არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ , რომელიც მითითებულია შეფუთვაზე , ასევე ტაბლეტების მექანიკური დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში.
შენახვის პირობები:
მშრალ , სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 250C- ზე , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ექიმის რეცეპტით
მწრამოებელი :
შპს ` სამეცნიერო – ტექნოლოგიური ფარმაცევტული ფირმა “პოლისანი “
საერთაშორისო დასახელება:
CITALOPRAM
მწარმოებელი: ABDI IBRAHIM Ilac San. ve Tic A.S., თურქეთი
მოქმედი ნივთიერება: ციტალოპრამი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდეპრესანტი, SSRI
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 28 ც.
1 ტაბ.
ციტალოპრამი ……. 20 მგ
1 ტაბ.
ციტალოპრამი ……. 40 მგ
დამხმარე ნივთიერება ტიტანის დიოქსიდის საღებავი.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ციტალოპრამი არის სეროტონინის უკუმიტაცების მძლავრი სელექტიური ინჰიბიტორი (SSRI), რომელსაც ახასიათებს ანტიდეპრესიული ეფექტი და მინიმალური ზეგავლენა ნორეპინეფრინის და დოფამინის ნეირონულ უკუმიტაცებაზე.
ციტალოპრამი პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს სეროტონინის 5HT1A, 5HT2A დოფამინის D1 და D2 ადრენერგული α1 და α1 ჰისტამინურ β, ჰისტამინურ H1, გამა- ამინოერბო მჟავის (GABA), ქოლინერგულ, მუსკარინულ და ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებთან. სხვა პრეპარატების ანტიქოლინერგულ, სედაციურ და კარდიოვასკულურ ეფექტებს იწვევს მუსკარინულ, ჰისტამინერგულ და ადრენერგულ რეცეპტორებთან მათი ურთიერთქმედება.
ციტალოპრამი არის ციტოქრომული P450 II D6 სისტემის ძალიან სუსტი ინჰიბიტორი. აღნიშნული განაპირობებს არასასურველი ეფექტებისა და სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შემცირებას. ანტიდეპრესიული ეფექტი ვითარდება 2- 4 კვირის შემდეგ. ციტალოპრამი არ მოქმედებს გულის გამტარ სისტემასა და არტერიულ წნევაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პაციენტებში. ციტალოპრამი ასევე არ მოქმედებს ჰემატოლოგიურ, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციებზე. ციტალოპრამი ხელს არ უშლის წონის მატებას და არ ახდენს ალკოჰოლის მოქმედების პოტენცირებას.
ფარმაკოკინეტიკა:
ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკა პრეპარატის 10-60 მგ/დღეში დოზის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების დროს, არის სწორხაზოვანი და დოზის პროპორციული. ციტალოპრამის ბიოტრანსფორმაცია ძირითადად ღვიძლისმიერია და პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 35 საათს. ციტალოპრამის ერთჯერადი დღეღამური დოზირების დროს მდგრადი პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა ერთი კვირის შემდეგ. ერთჯერადი ორალური დოზის შემთხვევაში (40 მგ ტაბლეტი) კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 4 საათში. ციტალოპრამის ბიოშეღწევადობა არის დაახლოებით 80% და მის აბსორბციაზე საკვები არ ახდენს გავლენას. ციტალოპრამის განაწილების მოცულობა შეადგენს 12 ლ/კგ-ს, ცილებთან კავშირის მაჩვენებელი კი – დაახლოებით 80%-ს.
პრეპარატი მეტაბოლიზმს განიცდის დიმეთილირების დეზამინირების და ჟანგვითი რეაქციებით. ციტალოპრამი მეტაბოლიზდება დიმეთილციტალოპრამად, დიდემეთილციტალოპრამად, ციტალოპრამის N-ოქსიდად და დეზამინირებული პროპიონის მჟავის დერივატებად. პლაზმაში ძირითადად ინტაქტური ციტალოპრამი გვხვდება, რომელიც შარდითა და განავლით ექსკრეტირდება.
ციტალოპრამის ღვიძლისმიერი N-დიმეთილაცია ხდება CYP3A4-და CYP2C19 იზოსომებით.
ასაკი: 60 წლის ასაკის ზევით ინდივიდებში პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღებისას ციტალოპრამის AUC (მრუდის ქვეშ არსებული არე) და ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება შესაბამისად 30% და 50%-ით, ხოლო მრავალჯერადი დოზების შემთხვევაში კი აღნიშნული მაჩვენებლები იზრდება შესაბამისად 23% და 30%-ით. ხანდაზმული პაციენტების უმრავლესობაში რეკომენდებული დოზაა 20 მგ.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით:
ღვიძლის ფუნქციური უკმარისობის დროს ციტალოპრამის ორალური კლირენსი მცირდება 37%-ით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება. ამ დროს რეკომენდებულ დოზას 20 მგ წარმოადგენს.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით: თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობისას ციტალოპრამის კლირენსი მცირდება 17%-თი ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება. ასეთ პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ჩვენებები:
მიღების წესი და დოზირება:
ციტომაქსის ტაბლეტები ინიშნება დღეში ერთჯერადად. მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
მოზრდილები: ციტომაქსის მიღება იწყება ერთჯერადი 20 მგ დღიური დოზით და როგორც წესი, იზრდება 40 მგ-მდე. დოზის ზრდა უნდა მოხდეს 20 მგ-იანი მატებით. დამატებებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს ერთ კვირაზე ნაკლები. დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 60 მგ-მდე პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად.
ხანდაზმული პირები (65 წლის ასაკის ზევით): ამ ასაკში რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში.
თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს (კრეატინინის კირენსი
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: რეკომენდებული დოზა არის 20 მგ, რომელიც შეიძლება გაიზარდოს 40 მგ-მდე ეფექტის არარსებობის შემთხვევაში.
ბავშვები: პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
– მორეციდივე დეპრესიის (უნიპოლარული) მქონე პაციენტებში შემანარჩუნებელი თერაპია უნდა გაგრძელდეს რამდენიმე წელი ახალი შეტევების თავიდან ასაცილებლდად.
– მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით.
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტომაქსის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდებიან მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ განიცდიან შემსუბუქებას დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.
ციტომაქსთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: პირის სიმშრალე, გულისრევა, ძილიანობა, გაძლიერებული ოფლიანობა და ტრემორი, სექსუალური დისფუნქცია (ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია, ლიბიდოს დაქვეითება), დიარეა, სომნოლენცია, დისპეფსია, ცხელება, სისუსტე, ზემო სასუნთქი გზების ინფექციები და რინიტი. კრუნჩხვები გვხვდება იშვიათ შემთხვვებში.
გვერდითი ეფექტები სისტემების მიხედვით:
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დარღვევები: ხშირი – პარესთეზია, შაკიკი; იშვიათი: დისკოორდინაცია, ჰიპერესთეზია, ფიტოზი, სტუპორი.
გასტროინტესტინალური დარღვევები: ხშირი – მეტეორიზმი, ნაკლებად ხშირი: გასტრიტი, გასტროენტერიტი, სტომატიტი, ბუასილი, დისფაგია, გინგივიტი, ეზოფაგიტი.
ზოგადი: იშვიათი – ჰიპერემია, ალკოჰოლის აუტანლობა, სინკოპე, გრიპისმსგავსი სიმპტომები.
სისხლის და ლიმფური სისტემა: ნაკლებად ხშირი – პურპურა, ანემია, ეპისტაქსისი, ლეიკოციტოზი, ლეიკოპენია, ლიმფადენოპათია.
ფსიქიატრიული დარღვევები: ხშირი – კონცენრაციის უნარის გაუარესება, ამნეზია, აპათია, დეპრესია, მადის მომატება, აგრავაციული დეპრესია, სუიციდური მცდელობები, დეზორიენტაცია. ნაკლებად ხშირი – ლიბიდოს მომატება, აგრესია, ტოქსიკომანია, ფსიქოტური დეპრესია, პანიკური რეაქცია; იშვიათი – კატატონური რეაქცია, მელანქოლია.
რეპროდუქციული სისტემის დარღვევები: ქალებში: ხშირი – ამენორეა, ნაკლებად ხშირი: გალაქტორეა, სარძევე ჯირკვლის ტკივილი, ვაგინალური სისხლდენა.
გრძნობათა ორგანოები: ნაკლებად ხშირი – შუილი ყურებში, კონიუნქტივიტი. იშვიათი – მიდრიაზი, ფოტოფობია, დიპლოპია, გემოს დაკარგვა.
საშარდე სისტემა: ხშირი – პოლიურია. ნაკლებად ხშირი: შარდის შეუკავებლობა, შარდის რეტენცია, დიზურია. იშვიათი – ჰემატურია, ოლიგურია, პიელონეფრიტი, ტკივილი წელის არეში.
პრეპარატის მიღების შეწყვეტას იწვევენ შემდეგი გვერდითი ეფექტები: გულისრევა, უძილობა, სომნოლენცია, ასთენია, პირის სიმშრალე, ღებინება და აჟიტაცია.
არასასურველი ეფექტების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად მომატებული მრძნობელობა ციალოპრამის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
გესტაციური კატეგორია – C. ციტომაქსის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ ციტომაქსი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს ან უნდა დაინიშნოს მათი შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ. მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობა უნდა დაიწყოს ციტომაქსის შეწყვეტიდან ასევე 14 დღის შემდეგ.
◄ ციტალოპრამით მკურნალობის დროს აღინიშნა ჰიპონატრიემიისა და ანდიტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის იშვიათი შემთხვევები. აღნიშნული მდგომარეობები გაუმჯობესდა პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
◄ თუ პაციენტი გადადის მანიაკალურ ფაზაში, ციტომაქსის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ნეიროლეფსიური საშუალებები. ციტალოპრამი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ მანიაკალური მდგომარეობები.
◄ ციტალოპრამი, სხვა ანტიდეპრესანტების მსგავსად, სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში კრუნჩხვების არსებობის დროს.
◄ როგორც ყველა ანტიდეპრესიული მკურნალობის დროს, სუიციდური მცდელობების ალბათობა დეპრესიულ პაციენტებში მანამდე რჩება, სანამ მნიშვნელოვანი რემისია არ მიიღწევა. ამიტომ ინჰიბიციის ეფექტი ანტიდეპრესიულ ეფექტზე წინ დგას.
◄ პანიკური დარღვევების დროს ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ანტიდეპრესიული მკურნალობის დაწყებისას ადგილი ჰქონდეს შფოთვის სიმპტომების გაძლიერებას. აღნიშნული პარადოქსული რეაქცია ზოგადად მკურნალობიდან პირველი ორი კვირის შემდეგ ქრება.
◄ მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დაბალი დოზით მსგავსი პარადოქსული ანქსიოგენური ეფექტების შესამცირებლად (იხ. “დოზირების რეჟიმი”).
◄ ციტალოპრამი სიფრთხილით გამოიყენება და რეკომენდებულია მაქსიმალურად დაბალი დოზა ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს.
◄ ციტალოპრამი ასევე სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.
ბავშვები: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ დადგენილი არ არის.
მანქანის ან სხვა დანადგარების მართვა: ციტომაქსი არ აუარესებს ინტელექტუალურ და ფსიქომოტორულ ფუნქციებს. პაციენტებს, რომლებიც იღებენ ფსიქომოტორულ საშუალებებს, აღენიშნებათ ზოგადად ყურადღების ან კონცენტრირების უნარის შემცირება, რაც განაპირობებულია საკუთრივ დაავადებით ან წამლით, ან ორივე ფაქტორით ერთად. ასეთ პაციენტებს ეძლევათ რეკომენდაცია სიფრთხილით იყვნენ მანქანის ან სხვა დანადგარების მართვის დროს.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ციტომაქსის დოზის გადაჭარბებისას ვითარდება შემდეგი სიმპტომები: ძილიანობა, კომა, ამიმია, დიდი გულყრა, სინუსური ტაქიკარდია, ოფლიანობა, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ჰიპერვენტილაცია.
სიკვდილის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ჭარბი დოზირების კლინიკური სახე არ არის მუდმივი.
მკურნალობა: სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. მკურნალობა სიმპტომურია. აუცილებელია გასტრალური ლავაჟის ჩატარება პრეპარატის მიღებიდან რაც შეიძლება სწრაფად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ციტომაქსი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ცნს-ზე მოქმედ სხვა წამლებთან ერთად.
– ციტომაქსის მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და ხანდახან ფატალური რეაქციები, როგორიცაა ჰიპერთერმია, რიგიდობა, მიოკლონუსი და მენტალური სტატუსის ცვლილებები, როგორიცაა აგზნებადობა, შემდგომი დელირიუმითა და კომით.
– ციტალოპრამის გამოყენება სუმატრიპტანთან ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ციტალოპრამს შეუძლია სუმატრიპტანის სეროტონერგული ეფექტების პოტენცირება.
– ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების შესწავლამ აჩვენა ციტომაქსის მხოლოდ სუსტი ურთიერთქმედება სპარტეინ ოქსიგენაზასთან (CYP2D6), ხოლო ციტომაქსით მკურნალობა საერთოდ არ ახდენს გავლენას მეფენიტოინის ოქსიგენაზაზე.
– ციმეტიდინი იწვევს ციტალოპრამის საშუალო პლაზმური დონის გაზრდას. ამ მიზეზის გამო, ციმეტიდინის მაღალი დოზების გამოყენების დროს რეკომენდებულია სიფრთხილე ციტომაქსის მაღალი დოზების დანიშვნისას.
– დიგოქსინსა და ციტომაქსს არა აქვს კლინიკურად მნიშვნელოვანი ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება.
– მიუხედავად იმის, რომ ციტალოპრამი არ მოქმედებს ალკოჰოლის კოგნიტურ და მოტორულ ეფექტებზე, ალკოჰოლის მიღება მაინც არ არის რეკომენდებული ციტომაქსით მკურნალობის დროს დეპრესიის მქონე პაციენტებში.
– ციტალოპრამის (40 მგ/დღეში 10 დღის განმავლობაში) და ლითიუმის პრეპარატის (30 მმოლ/დღეში 5 დღის განმავლობაში) ერთდროული მიღებისას, როგორც ციტალოპრამის, ისე ლითიუმის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. ციტალოპრამისა და ლითიუმის ერთდროული გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ლითიუმს შეუძლია გაზარდოს ციტალოპრამის სეროტონინერგული ეფექტი.
– ციტალოპრამისა და CYP1A2-ის სუბსტრატის, თეოფილინის, ერთდროული გამოყენება არ მოქმედებს თეოფილინის ფარმაკოკინეტიკაზე. თეოფილინის ზემოქმედება ციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე შესწავლილი არ არის.
– ციტომაქსი ვარფარინის ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს.
კარბამაზეპინისა და ციტალოპრამის ერთდროული გამოყენება კარბამაზეპინის ფარმაკოკინეტიკაში ცვლილებებს არ იწვევს.
– ძირითადი ფერმენტები, რომლებიც მონაწილეობენ ციტალოპრამის მეტაბოლიზმში, არიან CYP3A4 და CYP2C19. რადგან არ არსებობს კლინიკური ფარმაკოკინეტიკური კვლევები. უნდა ვივარაუდოთ, რომ ციტალოპრამის კლირენსი შესაძლოა შემცირდეს CYP3A4-ისა (კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, ფლუკონაზოლი ან ერითრომიცინი) და CYP2C19-ის (ომეპრაზოლი) პოტენციურ ინჰიბიტორებთან ერთდროული მიღების დროს.
– მეტოპროლოლის და ციტომაქსის ერთდროული გამოყენების დროს 2-ჯერ იზრდება მეტოპროლოლის დონე პლაზმაში. მეტოპროლოლის პლაზმური დონის გაზრდა კი მისი კარდიოსელექტიურობის დაქვეითებას იწვევს. ციტომაქსის და მეტოპროლოლის ერთდროული გამოყენება არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტებს არტერიულ წნევასა და გულისცემაზე.
– ციტომაქსის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ფენოთიაზინებთან და ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან არ აქვს.
– კლინიკურ კვლევებში ციტომაქსის ერთდროული გამოყენება ბენზოდიაზეპინებთან, ნეიროლეპტურ და ანალგეზიურ საშუალებებთან, ანტიჰისტამინურ და ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებთან, ბეტა ბლოკერებთან და სხვა კარდიოვასკულარულ პრეპარატებთან ერთად მათ შორის ფარმაკოკიდინამიკურ ურთიერთქმედებას არ იწვევდა.
– ციტომაქსის და ელექტროკონვულსიური თერაპიის ერთად გამოყენების შესახებ არ არსებობს საკმარისი კლინიკური გამოცდილება.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
აფთიაქიდან გაცემის პირობები:
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.
(გაგრძელება)
ორსულობა და ლაქტაცია:
ესციტალოპრამის უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში უცნობია. პრეპარატი დედის რძეში ძალიან დაბალი კონცენტრაციით აღწევს. ამ მიზეზით პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული, თუ კლინიკური სარგებლიანობა არ აღემატება პოტენციურ რისკს.
განსაკუთრებული მითითებები:
ჭარბი დოზირება
ტოქსიკურობა:
ესციტალოპრამის დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებული კლინიკური მონაცემების რაოდენობა ძალიან მცირეა. თუმცა ცნობილია, რომ ესციტალოპრამის 190 მგ დოზა არ იწვევს რაიმე მძიმე გართულებებს.
სიმპტომები:
რაცემიული ციტალოპრამის დოზის გადაჭარბებისას ვითარდება შემდეგი სიმპტომები: თავბრუსხვევა, აჟიტირება, სომნოლენცია, ცნობიერების დაქვეითება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაზე ST-ით ვარიაციებით, QRS კომპლექსიის გაფართოება, QT-ინტერვალის გახანგრძლივება, არითმია, სუნთქვის დათრგუნვა, ღებინება, რაბდომიოლიზი, მეტაბოლური აციდოზი და ჰიპოკალიემია. მსგავსი სიმპტომები მოსალოდნელია ესციტალოიპრამის დოზის გადაჭარბების შემთხვევაშიც.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა:
არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი. სასუნთქი გზები უნდა იყოს თავისუფალი,რომ გარანტირებული იყოს ფილტვების ადექვატური ვენტილაცია და ოქსიგენაცია. აუცილებელია გასტრალური ლავაჟის ჩატარება პრეპარატის მიღებიდან რაც შეიძლება სწრაფად. რეკომენდებულია კარდიალური და ორგანიზმის ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლების მონიტორინგი, ზოგად სიმპტომატურ და შემანარჩუნებელ თერაპიასთან ერთად.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) პრეპარატები: ესციტალოპრამი ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ ცნს-ზე მოქმედ სხვა წამლებთან ერთად..
– არასელექტური მაო-ს ინჰიბიტორები: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად გამოყენებამ, აგრეთვე სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის შემდეგ დაუყოვნებლივ მაო-ს ინჰიბიტორით მკურნალობაზე გადასვლამ შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული და ხანდახან ფატალური რეაქციები. ზოგიერთ პაციენტში ვითარდება სეროტონინული სინდრომი.
– ესციტალოპრამის გამოყენება არ შეიძლება ერთდროულად სხვა არასელექტიურ მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად. ესციტალოპრამით მკურნალობა უნდა დაიწყოს შეუქცევადი მაო-ს ინჰიბიტორის შეწყვეტიდან სულ მცირე 14 დღის შემდეგ ან შექცევადი მაო-ს ინჰიბიტორის, მაგ. მოკლობემიდით მკურნალობის შეწყვეტიდან სულ მცირე 1 დღის შემდეგ. ესციტალოპრამით მკურნალობა უნდა შეწყდეს არასელექტიური მაო-ს ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 7 დღით ადრე.
– შექცევადი, არჩევითი მაო-A ინჰიბიტორები (მოკლობემიდი):
ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენება მაო -A ინჰიბიტორებან ერთად არ არის რეკომენდებული სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო. აუცილებლობისას მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური რეკომენდებული დოზით და გაძლიერდეს კლინიკური მონიტორინგი.
– კომბინაციები, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებული სიფრთხილეს:
სელეგილინი: პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება სელეგილინთან (შეუქცევადი მაო -B ინჰიბიტორი) ერთად სეროტონინული სინდრომის განვითარების რისკის გამო. რაცემიული ციტალოპრამი 10 მგ/დღეში სიფრთხილით გამოიყენება სელეგილინთან ერთად.
– სეროტონინერგული პრეპარატები: პრეპარატის გამოყენებამ სეროტონინერგულ პრეპარატებთან ერთად (მაგალითად: ტრამადოლი, სუმატრიპტანი ან სხვა ტრიპტანები) შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომი.
– სამკურნალო საშუალებები, რომლებიც ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები ამცირებენ კრუნჩხვითი მზაობის ზღურბლს. ამიტომ რეკომენდებულია სიფრთხილე ანტიდეპრესანტებთან (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, SSRI-ები), ნეიროლეპტიკებთან (ფენოთიაზინები, თიოქსანტენები, ბუტიროფენონები), მეფლოქვინთან, ბუპროპიონთან და ტრამადოლთან ერთად გამოყენებისას.
– ლითიუმი, ტრიფტოფანი: SSRI-ებისა და ლითიუმის და ტრიფტოფანის ერთდროული გამოყენების დროს აუცილებელია სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ლითიუმს და ტრიფტოფანს შეუძლია გაზარდოს SSRI-ების სეროტონერგული ეფექტი;
– Hypericum Perforatum: SSRI- ების და ისეთი მცენარეული პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც შეიცავენ Hypericum Perforatum -ს (ST. Jons Wort) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების სიხშირის მომატება (იხ. “სპეციალური სიფრთხილის ზომები”).
– ჰემორაგია: ორალური ანტიკოაგულანტებტან ერთად გამოყენებისას ანტიკოაგულაციური ეფექტი იცვლება. ამიტომ საჭიროა კოაგულაციის მონიტორინგი ერთდროული გამოყენების დაწყებისას და პრეპარატის მოხსნის შემთხვევაში. (იხ. “სპეციალური სიფრთხილის ზომები”).
ალკოჰოლი: ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ალკოჰოლსა და ესციტალოპრამს შორის არ არის მოსალოდნელი. თუმცა სხვა ფსიქოტროპული პრეპარატების მსგავსად ალკოჰოლის მოხმარება იმ პაციენტების მიერ, რომლებიც იღებენ ესციტალოპრამს არ არის რეკომენდირებული. მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლსა და ესციტალოპრამს შორის არ არის ფარმაკოდინამიკური და ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული ესციტალოპრამით მკურნალობის დროს დეპრესისიის მქონე პაციენტებში.
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედებები:
სხვა პრეპარატების ზეგავლენა ესციტალოპრამის ფარმაკოკინეტიკაზე:
ძირითადი ფერმენტი, რომელიც მონაწილეობს ესციტალოპრამის მეტაბოლიზმში არის CYP2C19. CYP3A4 და CYP2D6 ფერმენტები ასევე ხელს უწყობენ პრეპარატის მეტაბოლიზმს. საფიქრებელია, რომ მისი პირველადი მეტაბოლიტის დემეთილციტალპოპრამის (S-DCT) მეტაბოლიზმი ნაწილობრივ კატალიზირდება CYP2D6- ით. ესციტალოპრამის ერთდროულმა მიღებამ ომეპრაზოლის (CYP2C19 ინჰიბიტორი) 30 მ გ ერთჯერად დოზასთან ერთად გამოიწვია ესციტალოპრამის პლაზმური კონცენტრაციის საშუალო დონის (დაახლოებით 50%) აწევა. ციმეტიდინი 400 მგ დღეში ორჯერ იწვევს ესციტალოპრამის საშუალო პლაზმური დონის გაზრდას (დაახლოებით 70%). ამ მიზეზის გამო რეკომენდებულია სიფრთხილე ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენებისას CYP2C19 ინჰიბიტორებთნ (ომეპრაზოლი, ესომეპრაზოლი, ფლუვოქსამინი, ლანსოპრაზოლი, თიკლოპიდინი) ან ციმეტიდინთან ერთად მიღებისას. შესაძლებელია ესციტალოპრამის დოზის შემცირება გვერდითი ეფექტების გამოვლენის მიხედვით კომპლექსური თერაპიის დროს.
ესციტალოპრამის ზეგავლენა სხვა პრეპარატების ფარმაკოკინეტიკაზე:
ესციტალოპრამი წარმოადგენს CYP2D6 ფერმენტის ინჰიბიტორს. სიფრთხილეა საჭირო ესციტალოპრამის ერთდროული გამოყენებისას მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც უმთავრესად მეტაბოლიზდებიან ამ ფერმენტით და გააჩნიათ ვიწრო თერაპიული ინდექსი (ფლეკაინიდი, პროპაფენონი და კარდიალური უკმარისობისას მეტაპროლოლი) ან ცენტრალური ნერვული სისტემის პრეპარატებთან, რომლებიც უმთავრესად მეტაბოლიზდებიან CYP2D6 ფერმენტით (ისეთი ანტიდეპრესანტები, როგორიცაა დეზიპრამინი, კლომიპრამინი და ნორტრიფტილინი ან ანტიფსიქოტიკები, როგორიცაა რისპერიდონი, თიორიდაზინი და ჰალოპერიდოლი). შეიძლება საჭირო გახდეს დოზის დარეგულირება. დეზიპრამინთან ან მეტოპროლოლთან ერთად გამოყენებისას გაორმაგდა მისი ორივე CYP2D6 სუბსტარტის პლაზმური კონცენტარაციები. In-vitro კვლევებმა აჩვენა, რომ ესციტალოპრამი იწვევს CYP2C19- ის სუსტ ინჰიბირებას. რეკომენდებულია სიფრთხილე ისეთი პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც მეტაბოლიზდებიან CYP2C19 ფერმენტით.
შეუთავსებლობა:
მოცემული ორალური წვეთების ხსნარის მიღება შეიძლება მხოლოდ წყალთან, ფორთოხლის ან ვაშლის წვენთან ერთად. რადგან არ არსებობს შეთავსებადობის სხვა კვლევები, პრეპარატის შერევა არ არის რეკომენდებული სხვა ხსნარებთან.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები 10 მგ, #28
ტაბლეტები 20 მგ, #28
შენახვის პირობები და ვადები:
2 წელი
პრეპარატი ინახება ოთახის, 25ºC- ზე დაბალ, ტემპერატურაზე.
აფთიაქში გაცემის წესი:
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.
საერთაშორისო დასახელება:
ESCITALOPRAM
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიდეპრესანტები, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორები
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ესციტალოპრამი, ციტალოპრამის S-ენანთიომერი, სეროტონინის (5HT) სელექტიური უკუმიტაცების ინჰიბიტორია. 5–HT უკუმიტაცების ინჰიბირება განაპირობებს ესციტალოპრამის ფარმაკოლოგიურ და კლინიკურ ეფექტებს.
ესციტალოპრამი პრაქტიკულად არ ურთიერთქმედებს სეროტონინის 5-HT1A, 5-HT2A და დოფამინის D1 და D2, ადრენერგულ α1, α2, და β, ჰისტამინურ H1, მუსკარინულ, ბენზოდიაზეპინურ და ოპიოიდურ რეცეპტორებთან.
ესციტალოპრამის ანტიდეპრესიული მექნიზმი სავარაუდოდ დაკავშირებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში სეროტონინერგული აქტივობის პოტენცირებასთან. კვლევების მიხედვით ესციტალოპამი არის სეროტონინის უკუმიტაცების მძლავრი სელექტიური ინჰიბიტორი, რომელსაც ახასიათებს მინიმალური ზეგავლენა ნორეპინეფრინის და დოფამინის ნეირონალურ უკუმიტაცებაზე. ესციტალოპრამი R-ენანთიომერთან შედარებით 100-ჯერ უფრო ეფექტურია, 5-HT უკუმიტაცების და 5-HT ნეირონული აგზნებადობის დონის ინჰიბირების მიხედვით.
ესციტალოპრამი ასევე არ უკავშირდება ან თითქმის არ უკავშირდება Na+, K+, CI+ და Ca++ არხებს.
ფარმაკოკინეტიკა;
ესცატილოპრამის ორალური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 100%-ია და მის აბსორბციაზე საკვები არ ახდენს გავლენას. კონცენტრაციის პიკი პლაზმაში მიიღწევა 4 საათში. ისევე როგორც რაცემიული ციტალოპრამის შემთხვევაში, ესციტალოპრამის ძირითადი მეტაბოლიტების ცილებთან კავშირის მაჩვენებელი 80%-ზე ნაკლებია. ესციტალოპრამი მეტაბოლიზდება ღვიძლში დემეთილციტალოპრამად და დიდემეთილციტალოპრამად. ორივე მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია. შეუცვლელი ესციტალოპრამი არის დომინანტური სტრუქტურა პლაზმაში. მას ახასიათებს ხაზოვანი კინეტიკა. პლაზმაში სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით ერთ კვირაში.
პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 30 საათს და კლირენსი არის დაახლოებით 0.6ლ/წთ.
გამოყოფა უმთავრესად ხორციელდება შარდით და განავლით. მიღებული დოზის უმეტესი ნაწილი გამოიყოფა შარდში მისი მეტაბოლიტების სახით.
ხანდაზმული პაციენტები (65 წლის ან მეტი): ხანდაზმულ პაციენტებში ესციტალოპრამი შედარებით ნელა ელიმინირდება ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. სისტემური ექსპოზიცია (AUC- მრუდის ქვეშ არსებული არე) დაახლოებით 50%-ით მაღალია ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდა პაციენტებთან შედარებით. (იხილეთ “დოზირება და მიღების წესები” განყოფილება).
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა:
ღვიძლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დარღვევების მქონე პაციენტებში (ჩაილდ-პიუს კრიტერიუმები A და B) ესციტალოპრამის ნახევარდაშლის პერიოდი არის დაახლოებით ორჯერ ხანგრძლივი და ექსპოზიცია არის დაახლოებით 60%-ით მაღალი ვიდრე ღვიძლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში (იხ. “დოზირება და მიღების წესები”)
თირკმლის ფუნქციის დარღვევა:
რაცემიული ციტალოპრამის შემთხვევაში თირკმლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობისას კლირენსი მცირდება ჯანმრთელ ინდივიდებთან შედარებით და ნახევარგამოყოფის პერიოდი ორმაგდება CLcr 10-53 მლ/წთ). მეტაბოლიტების პლაზმური კონცენტრაციები არ არის შესწავლილი, მაგრამ შესაძლებელია მათი კონცენტრაცია გაიზარდოს (იხ. დოზირება და მიღების წესები)
პოლიმორფიზმი:
აღმოჩნდა, რომ ესციტალოპრამის CYP2C19- თან დაკავშირებულ უმნიშვნელო მეტაბოლიტებს აქვთ ორჯერ უფრო მაღალი პლაზმური კონცენტრაცია, ვიდრე მეტაბოლიტების უმრავლესობას. არ გამოვლინდა ცვლილებები CYP2D6- თან დაკავშირებულ უმნიშვნელო მეტაბოლიტებში. (იხ. დოზირება და მიღების წესები)
ჩვენებები:
გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების მკურნალობისას:
•დიდი დეპრესიული აშლილობა;
•პანიკური აშლილობა აგორაფობიით ან მის გარეშე;
•სოციალური შფოთვითი აშლილობა.
მიღების წესები და დოზები:
პრეპარატის მიღება ხდება დღეში ერთხელ, მისი მიღება შეიძლება დღის ნებისმიერ დროს საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.
არ არის დადგენილი მისი უსაფრთხოება 20 მგ-ზე (40 წვეთი) მაღალი დღიური დოზის მიღების შემთხვევაში.
დიდი დეპრესიული აშლილობა: ჩვეულებრივ იღებენ 10 მგ (20 წვეთი) დღეში ერთხელ, დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე (40 წვეთი) პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა და დეპრესიის სიმძიმის შესაბამისად
ანტიდეპრესიული ეფექტი ჩვეულებრივ 2-4 კვირაში მიიღწევა. ანტიდეპრესანტებით მკურნალობა სიმპტომურია, ამიტომ პრეპარატი რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული.
შფოთვითი აშლილობა აგორაფობიით და აგორაფობიის გარეშე: 10მგ ესციტალოპრამით მკურნალობა იწყება 5 მგ-ით (10 წვეთი) დღეში პირველი კვირის განმავლობაში და როგორც წესი იზრდება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. მოგვიანებით დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 20 მგ-მდე (40 წვეთი) დღეში პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებისა შესაბამისად.
მაქსიმალური ეფექტი მიიღწევა 3 თვეში. მკურნალობა გრძელდება რამდენიმე თვე.
სოციალური შფოთვითი აშლილობა (სოციალური ფობია): ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. სიმპტომთა შესამსუბუქებლად საჭიროა 2-4 კვირიანი მკურნალობის პერიოდი. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის შემცირება 5 მგ-მდე (10 წვეთი) ან გაზრდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზამდე-20 მგ (40 წვეთი). სოციალური შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკული დაავადება და რეკომენდებულია 12 კვირიანი მკურნალობის შემდეგ შეფასდეს პაციენტის პასუხი. რეციდივების საპროფილაქტიკოდ 6 ან მეტი თვის განმავლობაში უნდა იქნას გამოყენებული. მკურნალობის ეფექტურობა უნდა გადაისინჯოს რეგულარული დროის ინტერვალებით.
სოციალური შფოთვითი აშლილობა არის სპეციფიური დარღვევის კარგად განსაზღვრული დიაგნოსტიკური ტერმინოლოგია და არ უნდა ავურიოთ ჰიპერთიმიაში. პრეპარატით მკურნალობა ინიშნება მხოლოდ მაშინ თუ დაავადება მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს პროფესიულ და სოციალურ მოღვაწეობაზე. მოცემული პრეპარატით მკურნალობა ზოგადი კოგნიტური ქცევისის თერაპიისას არ არის შესწავლილი. პრეპარატით მკურნალობა წარმოადგენს სრული თერაპიული სტრატეგიის ნაწილს.
გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა: ჩვეულებრივ ინიშნება 10 მგ (20 წვეთი) დღეში. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით შეიძლება დოზის გაზრდა მაქსიმუმადე – 20 მგ (40 წვეთი). გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება და რეკომენდებულია ხანგრძლივი მკურნალობა რეციდივის პრევენციის მიზნით.
ხანდაზმული პაციენტები (> 65 წელი): მკურნალობის საწყის ეტაპზე ინიშნება რეკომენდირებული დოზის ნახევარი, ხოლო თერაპიის შესანარჩუნებლად- ყველაზე დაბალი მაქსიმალური დოზა.
ბავშვები და მოზარდები (წელი): პრეპარატის გამოყენება ბავშვებში არ არის რეკომენდებული, რადგან უცნობია მისი უსაფრთხოება და ეფექტურობა აღნიშნულ კონტიგენტში.
თირკმლის უკმარისობა: დოზის რეგულირება არ არის აუცილებელი მსუბუქი და საშუალო სიმძიმის თირკმლის უკმარისობის დროს. არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის ფუნქციის მძიმე უკმარისობის დროს. (კრეატინინის კლირენსი
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა :
მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ (10 წვეთი) საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (20 წვეთი) პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
პაციენტები CYP2C19 –ს არასაკამარისი მეტაბოლიზმით: იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ CYP2C19 –ს დაქვეითებული მეტაბოლიზმი, მკურნალობის პირველი ორი კვირის განმავლობაში რეკომენდებულია 5 მგ (10 წვეთი) საწყისი დოზა. შემდეგ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 10 მგ-მდე (20 წვეთი) პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
მკურნალობის შეწყვეტა: აბსტინენციის შესაძლო რეაქციების პრევენციის მიზნით მკურნალობის დასრულებისას პრეპარატის დოზის კლება უნდა მოხდეს თანდათანობით 1-2 კვირის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
არასასურველი გვერდითი ეფექტები ციტოლესის გამოყენების დროს მსუბუქია და დროებით ხასიათს ატარებს. ისინი გვხვდება მკურნალობის დაწყებიდან პირველი 1-2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ მცირდება დეპრესიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთანავე.
სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებით ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პრეპარატის მიღების უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში ზოგიერთ პაციენტში შეიძლება გამოვლინდეს აბსტინენციის რეაქციები. თუმცა მოხსნის სინდრომი არ მიუთითებს ფიზიკური დამოკიდებულების განვითარებაზე.
ესციტალოპრამთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა ორმაგ-ბრმა-პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში.
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები – ხშირი მადის დაქვეითება
ფსიქიატრიული დარღვევები – ხშირი ლიბიდოს შემცირება ქალებში, ანორგაზმია.
ნერვული სისტემის დარღვევები – ხშირი ინსომნია, სომნოლენცია და ვერტიგო.
იშვიათად გემოს შეცვლა და ძილის დარღვევა;
რესპირატორული, თორაკალური და მედიასტინალური დარღვევები:
ხშირი გასტროინტესტინური დარღვევები, სინუსიტები, მთქნარება; ძალიან ხშირი გულისრევა; ხშირი დიარეა, ყაბზობა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების დაავადებები – ხშირი მომატებული ოფლიანობა.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა ესციტალოპრამის ან სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია მონოამინოოქსიდაზას (მაო) ინჰიბიტორებთან ერთად (იხ. წამალთშორისი ურთიერთქმედება);
ანტიდეპრესანტების გამოყენებამ განსაკუთრებით ბავშვებსა და მოზარდებში, შეიძლება გაზარდოს სუიციდური აზრები ან ქცევები. ამიტომ, მკურნალობის დაწყებისას ან პირველი თვეების განმავლობაში, აგრეთვე დოზის შეცვლისას, როგორც გაზრდის ისე შემცირებისას, მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში პაციენტი რეგულარულად უნდა კონტროლდებოდეს ოჯახის წევრების ან სხვა მზრუნველი ადამიანების მიერ სუიციდალურ მცდელობების ან ქცევის უჩვეულო ცვლილებებისას, როგორიცაა აჟიტირება და გაღიზიანებადობა.
პარადოქსალური შფოთვა (შიში): პანიკური დარღვევების დროს ზოგიერთ პაციენტში შესაძლოა ანტიდეპრესიული მკურნალობის დაწყებისას ადგილი ჰქონდეს შფოთვის სიმპტომების გაძლიერებას. აღნიშნული პარადოქსული რეაქცია ზოგადად მკურნალობიდან პირველი ორი კვირის შემდეგ ქრება.
მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია დაბალი დოზით მსგავსი პარადოქსული ანქსიოგენური ეფექტების შესამცირებლად
გულყრები:
პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს ყველა პაციენტში, რომელსაც განუვითარდა კრუნჩხვა.SSRI- ები არ გამოიყენება არასტაბილური ეპილეფსიის მქონე პაციენტებში, ხოლო კონტროლირებულ ეპილეფსიურ პაციენტებში მხოლოდ საგულდაგულო მონიტორინგის ფონზე შეიძლება SSRI -ის მიღება. გულყრათა სიხშირის მომატების შემთხვევაში საჭიროა SSRI-ების დაუყოვნებლივ მოხსნა.
მანია: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მანია ან ჰიპომანია. სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების გამოყენება უნდა შეწყდეს თუ პაციენტი შედის მანიაკალურ ფაზაში.
დიაბეტი: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობამ შეიძლება შეცვალოს გლიკემიური კონტროლი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში და საჭირო გახდეს ინსულინის ან/და ორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატის დოზის კორექცია.
ჰიპონატრიემია: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს აღინიშნა ჰიპონატრემიისა და ანტიდიურეზული ჰორმონის არასათანადო სეკრეციის სინდრომის იშვიათი შემთხვევები. ამიტომ, ამ პრეპარატების გამოყენება სიფრთხილით უნდა ხდებოდეს იმ პაციენტებში, რომლებშიც ჰიპონატრიემის განვითარების რისკი მაღალია: ხანდაზმულები, ციროზით დაავადებულები ან პაციენტები, რომლებიც იღებენ ჰიპონატრიემიის გამომწვევ პრეპარატებს.
ჰემორაგია: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორებით მკურნალობისას აღინიშნა კანზე სიხლჩაქცევები პურპურისა და ექკიმოზის სახით. SSRI სიფრთხილით ინიშნება ორალურ ანტიკოაგულანტებთან და ზოგიერთ პრეპარატთან ერთად, რომლებიც არღვევენ თრომბოციტების ფუნქციას (მაგ., ატიპიური ანტიფსიქოტიკები და ფენოთიაზინი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტების უმრავლესობა, აცეტილსალიცილის მჟავა და არასტეროიდული ანთების სააწინააღმდგო პრეპარეტები) ან სისხლდენების მიდრეკილების მქონე პაციენტებში.
ECT (ელექტროკონვულსიური თერაპია): რეკომენდებულია სიფრთხილე, რადგან არსებობს მხოლოდ რამოდენიმე კლინიკური კვლევა SSRI -ების და ელექტროკონვულსიური მკურნალობის ერთდროული გამოყენების შესახებ.
შექცევადი, სელექტიური მაო-A ინჰიბიტორები: ესციტალოპრამის და მაო -A ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება არ შეიძლება სეროტონინული სინდრომის გამოვლინების რისკის გამო. SSRI იხ. “პრეპარატების ურთიერთქმედება და ურთიერეთმედების სხვა ფორმები” მისი ერთდროული გამოყენების შესახებ არასელექტიურ, შეუქცევად მაო -ინჰიბიტორებთან ერთად. SSRI
სეროტონინული სინდრომი: სიფრთხილით ინიშნება ესციტალოპრამის სხვა სეროტონინერგულ პრეპარტებთან ერთად, როგორიცაა მაგალითად სუმატრიპტანი და სხვა ტრიპტანები, ტრამადოლი და ტრიფტოფანი. თუმცა სეროტონინული სინდრომი იშვიათად აღინიშნებოდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სეროტონინერგულ პრეპარატებს SSRI-თან ერთად. აჟიტირება, ტრემორი, მიოკლონუსი და ჰიპერთერმია წარმოადგენს სიმპტომთა კომპლექსს, რომელიც მიუთითებს ამ სინდრომის განვითარებაზე. ასეთ შემთხვევაში SSRI-ები და სეროტონინერგული პრეპარატები დაუყოვნებლივ უნდა მოიხსნას და უნდა დაინიშნოს სიმპტომური მკურნალობა.
Hypericum Perforatum: სეროტონონის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორების და ისეთი მცენარეული პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ, რომლებიც შეიცავენ Hypericum Perforatum-ს (ST. Jons Wort) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენების სიხშირის მომატება.
აბსტინენციური რეაქციები: შესაძლო აბსტინენციური რეაქციების გამოვლენისაგან თავდაცვის მიზნით ციტოლესის ორალური წვეთებით მკურნალობის მოხსნა უნდა განხორცილდეს დოზის ნელ-ნელა შემცირებით 1-2 კვირის განმავლობაში. (იხ. “დოზირება და მიღების წესები”).
გამოყენება პედიატრიაში: პრეპარატის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში ჯერ დადგენილი არ არის.