Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 410

ცინკიტი – CINCIT – ЦИНКИТ

საერთაშორისო დასახელება:

zinc sulfate

მწარმოებელი: Worwag Pharma GmbH &co .KG, გერმანია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მინერალური ნივთიერებები; მიკროელემენტები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

10 მგ შუშუხუნა ტაბლეტი # 20

ჩვენებები:

თუთია წარმოადგენს ორგანიზმისთვის ძალიან მნიშვნელოვან მიკროელემენტს, რომელსაც ორგანიზმი იღებს გარემოდან, იმდენად რამდენადაც ორგანიზმს არ შეუძლია მისი წარმოქმნა. იგი წარმოადგენს მრავალი ბიოკატალიზატორის (ენზიმის) შემადგენელ კომპონენტს, და ამდენად ძირითადი ცვლის პროცესებში მონაწილეობას ღებულობს. ორგანიზმში მიმდინარე მრავალ პროცესში მონაწილეობის გამო, მისი დეფიციტით გამოწვეული სიმპტომები მრავალფერვანია.

თუთიის უკმარისობამ შეიძლება გამოიწვიოს ინფექციების მიმართ მდგრადობის დაქვეითება. გარდა ამისა, ორგანიზმში თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ჭრილობების შეხორცების შენელება. აგრეთვე თუთიის დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს მთელი რიგი დარღვევები: ზრდის პროცესის შეფერხება, ქათმის სიბრმავე, შრომის უნარიანობის დაქვეითება, თმის ცვენა, მეხსიერების დაქვეითება. ორგანიზმში თუთიის დეფიციტი დაკავშირებულია როგორც არასაკმარისი რაოდენობით მიღებით – არაბალანსირებული დიეტით, არასწორი კვებით, ასევე ნაწლავებიდან თუთის შეწოვის დარღვევით, და მისი ჭარბი გამოყოფით, მაგალითად ალკოჰოლიზმის დროს, ქრონიკული დიარეის შემთხვევაში (სასაქმებელი საშუალებების ან სხვა მედიკამენტების მიღების პერიოდში).

ადამინთა გარკვეულ ჯგუფს, მაგალითად ორსულებს, მეძუძური დედებს, სპორტსმენებს, მოზარდებსა და ვეგეტარიანელებს გააჩნიათ თუთიის მიმართ მომატებული მოთხოვნილება, რამაც საკვებიდან არასაკმარისი რაოდენობის მიღების შედეგად შეიძლება გამოიწვიოს თუთიის დეფიციტი.

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილებში 1 ტაბლეტი უნდა გაიხსნას 200 მლ წყალში დღეში ერთხელ ჭამის დროს. კურსის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს 1 თვეს. განმეორებითი კურსი უნდა ჩატარდეს წელიწადში 2-3–ჯერ.

უკუჩვენება:

ბად-ის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა. პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმტან კონსულტაცია. ორსულებსა და მეძუძურ დედებში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ექიმთან შეთანხმებით.

შენახვის პირობები და ვადები:

შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ცინეპარი – CINEPAR – ЦИНЕПАР

საერაშორიდო დასახელება:

Comb. drug

მწარმოებელი:

Marion Biotech Private Ltd, ინდოეთი

საერთო დახასიათება:

ყოველი ტაბლეტის შემადგენლობაში შედის:

ნატრიუმის დიკლოფენაკი ………… 50მგ

პარაცეტამოლი ………………………. 500მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ცინეპარი არის ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი.

დიკლოფენაკი წარმოადგენს ძლიერმოქმედ არასტეროიდულ ანთებისსაწინააღმდეგო საკურნალო საშუალებას.

პარაცეტამოლი წარმოადგენს დიდი ხნის მანძილზე გამოყენებულ და აფთიაქიდან ურეცეპტოდ გასაცემ სიცხის დამწევ და ტკივილგამაყუჩებელ საშაულებას. მათი ერთდროული გამოყენებისას პარაცეტამოლის მოქმედება იწყება ადრე და  და ამცირებს ტკივილს მანამდე სანამ იწყება ნატრიუმის დიკლოფენაკის მოქმედება.

გამოყენება:

  • თავის ტკივილი;
  • სტომატოლოგიური ტკივილი;
  • ცხელება;
  • რევმატიზმი;
  • ართრიტი;
  • სპორტული და საგზაო ტრავმები;
  • დისმენორეა;
  • ლუმბაგო და ბურსიტი.

უკუჩვენებები:

პარაცეტამოლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, პეპტიური წყლულის აქტიური ფორმა ან  ეჭვი მასზე, სისხლდენა კუჭ–ნაწლავიდან. ადრე აღნიშნული მგრძნობელობა ნატრიუმის დიკლოფენაკის მიმართ, ასთმით დაავადებულები, რომელთაც აქვთ ასთმის შეტევები, ჭინჭრის ციება ან ასპირინით ან სხვა ანტისტეროიდული საშუალებებით გამოწვეული მწვავე რინიტი, პროსტაგლანდინების სინთეზზე მაინჰიბირებელი გავლაენის გამო.

სიფრთხილით:

ცინეპარი სიფრთხილით უნდა მიეცეს ავადმყოფებს თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით, ასევე, ავადმყოფებს, რომლებიც ღებულობენ ღვიძლზე მოქმედ სხვა სამკურნალო საშუალებებს.

დოზირება:

მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:  1 ტაბლეტი 2–3 –ჯერ დღეში ჭამის შემდეგ ან ექიმის მითითებით.

შენახვა:

პრეპარატი ინახება მშრალ , გრილ ბნელ ადგილზე.

ცინარიქსი – CYNARIX – ЦИНАРИКС

საერთაშორისო დასახელება:

extractum Cynara

მწარმოებელი: Pharm. Fabrik Montavit Ges.m.b.H, ავსტრია.

კლინიკურ– ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნაღველმდენი საშუალებები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტი #24

შემადგენლობა

– აქტიური ნივთიერება: არტიშოკეს ფოთლის ექსტრაქტი 1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 55მგ არტიშოკეს ფოთლის მშრალ ექსტრაქტს. ( Cynarae ფოთლის ექსტრაქტს, DER Eჭეშმარიტი = 4-6 : 1, საექსტრაქციო გამხსნელი: გასუფთავებული წყალი), სტანტარტიზირებული to at least 2,5% caffeoylquinic acids.

– სხვა ინგრედიენტებია: 58,6მგ ლაქტოზა, 106,6მგ საქაროზა, მალტო- დექსტრინი, კვარცი, კოლოიდური უწყლო, cellactose ( ცელულოზა, ლაქტოზა), კოპოვიდონი, კროსპოვიდონი, ტალკი, მაგნიუმის სტეა- რატი, ტიტანის დიოქსიდი, ( E-171 ), აკაცია, მეთილცელულოზა, კალციუმის კარბონატი, პოვიდონი, გლიცერინი 85%, FD & C ლურჯი #2 (ფერის ინდექსი #73015), D&C ყვითელი # 10 (ფერის ინდექსი # 47005:1), Eudragite E 12,5, მონტაგლიკოლის ცვილი.

ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტების აღწერილობა

მწვანე შემოგარსული ტაბლეტები ბლისტერზე, რომელიც შეიცავს 24 და 60 ერთეულს, გარედან შეფუთულია მეორეულ შეფუთვაში. ასევე არსებობს შეფუთვა – 300 შემოგარსული ტაბლეტი ფართოყელიან კონტეინერში.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ეს წამალი არის ნაღველმდენი საშუალება, რომელიც ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას.

მოქმედების მექანიზმი:

სტანდარტიზირებული არტიშოკეს ფოთლის ექსტრაქტი ასტიმულირებს ნაღვლის გამომუშავებას და აძლიერებს პანკრეასის ფერმენტების სეკრეციას რომლებიც აუცილებელია საჭმლის მონელებისათვის.

ჩვენებები:

მცენარეული სამკურნალო საშუალება.

  • გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევის და ცხიმიანი ან ძნელადმოსანელებელი საკვების მიღების შემდგომ გამოწვეული მეტეორიზმის დროს, განსაკუთრებით გამოიყენება სანაღვლე გზების ფუნქციური დარღვევების სამკურნალოდ.
  • ნაღვლის ბუშტის ქირურგიული ამოკვეთის შემდგომი მკურნალობისათვის.
  • როგორც დამატებითი მკურნალობა სისხლის შრატში ლიპიდების მაღალი დონის ზომიერი ფორმების დროს.
  • ღვიძლის დისფუნქციის საერთო თერაპიის კურსის განსამტკიცებლად.

მიღების წესები და დოზები:

ყოველთვის მიიღეთ ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტები ექიმის დანიშნულებისამებრ. რაიმე გაურკვევლობის არსებობისას აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს.

თუ ექიმმა არ შეარჩია განსხვავებული დოზა, ჩვეულებრივი დოზა არის: უფროსები და მოზარდები 12 წლის ზემოთ: 1-2 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

მიიღეთ ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტები კვებამდე ცოტა ხნით ადრე, დიდ რაოდენობა არაალკოჰოლურ სასმელთან ერთად (მაგ. 1 ჭიქა წყალი).

არ არსებობს ბავშვებში გამოყენების შემთხვევა.

ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტების მიღების ხანგრძლივობას გასაზღვრავს ექიმი ან ფარმაცევტი. აცნობეთ ექიმს თუ სიმპტომები არ გაუმჯობესდა 2 კვირიანი შეუწყვეტელი მკურნალობის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

ყველა წამლის მსგავსად, ცინარიქსის შემოგარსულმა ტაბლეტებმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყოველთვის. თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა გართულდა, ან თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ინსტრუქციაში გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აღინიშნება ძალიან იშვიათი და უმნიშვნელო დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (უმნიშვნელო დიარეა, ზედა აბდომინალური დარღვევები, გულისრევა, კუჭის წვა).

ორსულობა და ლაქტაცია:

მიმართეთ რჩევისთვის ექიმს ან ფარმაცევტს სანამ მიიღებთ რაიმე წამალს. ორსულებში არტიშოკეს ფოთლის ექსტრაქტის გამოყენების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა. არ არის ცნობილი არტიშოკეს ფოთლის ექსტრაქტის აქტიური ნივთიერებები თუ გადადის დედის რძეში.

ორსულობისას და ლაქტაციისას აუცილებელია სიფრთხილე ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტების მიღებისას. თქვენმა ექიმმა უნდა განსაზღვროს მკურნალობის სარგებელი და რისკი.

განსაკუთრებული მითითებები:

არ მიიღოთ ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტები :

თუ თქვენ ხართ ალერგიული არტიშოკეს ფოთლის ექსტრაქტის მიმართ, ან ღიღილოსებრთა ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ, ან ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტების სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.

თუ თქვენ გაქვთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე დარღვევა:

– ღვიძლის მწვავე  უკმარისობა;

– ნაღვლის დახშული  სადინარი;

– ნაღვლის ბუშტის ემპიემა.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტების მიღებისას;

– მიმართეთ ექიმს თუ სიმპტომები გაუარესდა ან არ გაუმჯობესდა 14 დღეში.

– არ არსებობს ცინარიქსის შემოგარსული ტალეტების გამოყენების მონაცემები 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა:

ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტები არ ახდენს გავლენას ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევები არ გამოვლენილა.

ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტების მიღების გამოტოვება:

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის შესავსებად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით რაიმე სხვა წამალს, ურეცეპტოდ გასაცემი წამლების ჩათვლით.

ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტების მიღება საკვებთან და სითხესთან ერთად ურთიერთქმედება არ აღინიშნება დღემდე.

შენახვის პირობები და ვადები:

შეინახეთ ცინარიქსის შემოგარსული ტაბლეტები პირველად შეფუთვაში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე არნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის ამა თვის ბოლო დღემდე.

ცინარიზინი – CINNARIZIN – ЦИННАРИЗИН

საერთაშორისო დასახელება:

CINNARIZINE

მწარმოებელი: Warsaw pharmaceutical work POLFA, პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ცინარიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

Ca2+ არხების ბლოკატორი; ნოოტროპული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 25 ც., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ცინარიზინი ……..    25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, საქაროზა, მაგნიუმის სტეარატი, პოლივინილპიროლიდონი (პოლლიდონ 25).

ჩვენებები:

  • პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა (რეინოს სინდრომი, ხანგამოშვებითი კოჭლობა, კუნთების სპაზმი);
  • ცნს-ში სისხლის მიმოქცევის დარღვევა მაგ., ხერხემლის ბაზალურ არტერიაში სისხლის მიმოქცევის დარღვევა);
  • იშემიური სინდრომები ოფთალმოლოგიაში;
  • კინეტოზის დროს პროფილაქტიკის მიზნით.
  • ლაბირინთული დარღვევისას (თავბრუსხვევა, ყურებში შუილი, გულისრევა, ღებინება), მაგალითად მენიერის სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება ჭამის დროს.

თავბრუსხვევისა და იშემიური ხასიათის სხვა დარღვევების დროს პრეპარატი ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით 3-ჯერ დღეში (სადღეღამისო დოზა შეადგენს 75 მგ-ს). მკურნალობის დასაწყისში დასაშვებია პრეპარატის მიღება ორმაგი დოზით.

კინეტოზის პროფილაქტიკის დროს პრეპარატი გამოიყენება 1 ტაბლეტის ოდენობით მგზავრობამდე 2 სთ-ით ადრე, ხოლო შემდგომში მგზავრობისას 1 ტაბლეტი ყოველ 8 სთ-ში.

მკურნალობის კურსი არ უნდა აჭარბებდეს 3 თვეს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებისას შესაძლებელია აღინიშნოს ძილიანობა, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, პირის სიმშრალე, აკომოდაციის მოშლა, დიზურია.

იშვიათად ვითარდება საერთო სისუსტის სიმპტომები, გადაღლილობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის დარღვევა, კანზე ალერგიული რეაქციები.

პრეპარატის ხანგრძლივად და 150 მგ-ზე მეტი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია ექსტრაპირამიდული მოშლილობები და არტერიული წნევის დაქვეითება.

იშვიათად აღინიშნება: თავის ტკივილი, სხეულის წონის მომატება, გაძლიერებული ოფლდენა. ბრტყელი ლიქენის განვითარება, კანის ლუპოიდური ცვლილება და ქოლესტაზური სიყვითლე. ინტენსიური, არასასურველი მოვლენების განვითარებისას საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* პარკინსონის დაავადება ან სხვა ექსტრაპირამიდული დარღვევები;

* აგზნებით მიმდინარე ფსიქიური დარღვევები;

* ცინარიზინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ორსულობის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე ზემოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელი თავბრუსხვევის გამო პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ ტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის, პილოროსტენოზის დროს, აგრეთვე გლაუკომით, ეპილეფსიითა და გულ-სისხლძარღვთა სისტემით დაავადებულ პაციენტებში.

◄ ცინარიზინის გამოყენების უსაფრთხოება ბავშვებში არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცინარიზინი აძლიერებს იმ სამკურნალო საშუალებების მოქმედებას, რომლებიც დამთრგუნველად მოქმედებენ ცნს-ზე:

– დამამშვიდებელი, საძილე, ანქსიოლიზური საშუალებები და ალკოჰოლი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ცინაბსინი – CINABSIN – ЦИНАБСИН

შემადგენლობა:

1 ტაბლეტში (250 მგ) შედის:

აქტიური ნივთიერებები:

Cinnabaris (ვერცხლისწლის გოგირდოვანი ნაერთი)trit D3 ………… 25 mg,

Echinacea (ექინაცეა) trit D1 ……………………………………………… 25 mg,

Hydrastis (ძირყვითელა) trit D3 ………………………………………….. 25 mg,

Kalium bichromicum (კალიუმის ბიქრომატი) trit D3 ………………….. 25 mg;

სხვა ინგრედიენტები (შემავსებლები): ლაქტოზას მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, ხორბლის სახამებელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

ჰომეოპათიური სამკურნალო საშუალება

ჩვენებები:

  • ცხვირის დანამატი ღრუების მწვავე და ქრონიკული ანთება (სინუსიტი).

უკუჩვენებები :

პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება ქრომის, ეხინაცეა, სხვა რთულყვავილოვანთა ან რომელიმე შემადგენელი ინგრედიენტის მიმართ გამოვლენილი ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევაში.

პრინციპული მოსაზრებებით, ცინაბსინის დანიშვნა არ შეიძლება პროგრესირებადი სისტემური დაავადებების, მაგალითად, ტუბერკულოზის, ლეიკემიის, ლეიკოზების, კოლაგენოზების, აუტოიმუნური დაავადებების, გაფანტული სკლეროზის, შიდს-ის, აივ-ინფექციისა და სხვა ქრონიკული ვირუსული დაავადებების დროს.

ცინაბსინის გამოყენება მიზანშეწონილია გლუტეინური ენტეროპათიებით დაავადებულ ავადმყოფთათვის. პრეპარატი არ ინიშნება სახამებლის მიმართ ალერგიის დროს (ეს დაავადება გლუტეინური ენტეროპათიისგან სრულიად განსხვავებულია).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.

ჰომეოპათიური პრეპარატებით მკურნალობა სხვა სამკურნალო საშუალებების მიღებას არ გამორიცხავს.

განსაკუთრებული გაფრთხილება და სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები:

თუ ექიმმა გითხრათ, რომ რომელიმე შაქრის აუტანლობა გაქვთ, ცინაბსინის მიღების დაწყებამდე საკონსულტაციოდ ექიმს მიმართეთ.

ყველა სხვა ფარმაცევტული პრეპარატის ანალოგიურად, ცინაბსინის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

2 წლამდე ასაკის ბავშვთა მკურნალობისთვის ცინაბსინის გამოყენება ექიმთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგაა დასაშვები.

დოზირების რეჟიმი და მიღების გზები:

სხვა მითითებათა არარსებობისას ცინაბსინის მიღება შემდეგნაირად ხდება:

დაავადების მწვავე მიმდინარეობის დროს: 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებს 1 ტაბლეტს ყოველ 2 საათში (დღეში არაუმეტეს 8 ტაბლეტი), გაუმჯობესების დადგომამდე აძლევენ; შემდეგ, აღნიშნული ასაკის პაციენტები 1 ტაბლეტს დღეში 3-ჯერ, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე იღებენ.

მოზრდილებმა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებმა 1 ტაბლეტი ყოველ საათში (დღეში არაუმეტეს 12 ტაბლეტი) მდგომარეობის გაუმჯობესებამდე უნდა მიიღონ. ამის შემდეგ, დაავადების სიმპტომების გაქრობამდე 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ინიშნება.

ციმეტიდინი (აქტიური ნივთიერება) – CIMETIDINE – ЦИМЕТИДИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორი, H2-ანტაგონისტების I თაობიდან; ციმეტიდინის გავლენით ითრგუნება მარილმჟავას გამომუშავება როგორც ბაზალური, ისე საკვებით გამოწვეული, აგრეთვე – ჰისტამინით, გასტრინითა და ნაკლებად, აცეტილქოლინით გამოწვეული სეკრეცია. მარილმჟავას დაქვეითებული გამოყოფისა და მომატებული pH გამო პეპსინის აქტივობა მცირდება. ციმეტიდინით ღვიძლში მიკროსომული ფერმენტებიც ითრგუნება.

ჩვენებები

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;
  • წყლულოვანი დაავადების გამწვავების პროფილაქტიკა;
  • სიმპტომატური წყლულები;
  • ეროზიული და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ცოლინგერ-ელისონის სინდრმი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა მონაკვეთებში ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების პროფილაქტიკა;
  • კუჭ-ნაწლავის ზედა განყოფილებებიდან სისხლდენის რეციდივების პროფილაქტიკა და პოსტოპერაციული პერიოდში სისხლდენის პროფილაქტიკა.

დოზირების რეჟიმი

დგინდება ინდივიდუალურად. ავადმყოფს უნიშნავენ 200-400 მგ 3-4-ჯერ დღეში და კიდევ 400-600-800 მგ ძილის წინ.

კუნთებში შესაყვანი ერთჯერადი დოზაა 200 მგ; საჭიროებისამებრ შეჰყავთ ნაკადურად ან წვეთოვანი გადასხმით 75-100 მგ/სთ; აღნიშნულ შემთხვევაში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1.5 გ არ აღემატება.

გვერდითი მოვლენები

მოსალოდნელი თავის ტკივილი, დაღლილობა, ძილიანობა, ყაბზობა, ფაღარათი, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, მიალგია, კანზე გამონაყარი; იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზების მომატებული აქტივობა (დროებითი) და კრეატინინის მაღალი დონე სისხლში, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, პარესთეზიები, დეპრესია;

ცალკეულ შემთხვევებში – ჰიპერპროლაქტინემია, გინეკომასტია, გალაქტორეა, იმპოტენცია.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა (ჰიპერსენზიტივობა) ციმეტიდინისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციებში პათოლოგიური გადახრის შემთხვევებში.

♦ მკურნალობის დაწყებამდე უნდა გამოირიცხოს ავთვისებიანი სიმსივნე საყლაპავში, კუჭში და თორმეტგოჯა ნაწლავში.

♦ ციმეტიდინით მკურნალობის უეცარი შეწყვეტა არაა სასურველი წყლულოვანი დაავადების მოსალოდნელი რეციდივის გამო.

♦ ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში აუცილებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობისა და პერიფერიული სისხლის სისტემატური კონტროლი.

♦ პლაცენტარული ბარიერი შეღწევადია ციმეტიდინისადმი, იგი რძეშიც გადადის. ამიტომ, მისი მიღება ორსულობისა და ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდში არაა რეკომენდებული.

♦ ბავშვებში და 14 წლის ასაკამდე მოზარდებში გამოყენებაც არაა რეკომენდებული.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ციმეტიდინისა და რიგი პრეპარატების ერთდროული მიღების შემთხვევაში, რომლებიც ღვიძლში გარდაიქმნება (პროპრანოლოლი, ვერაპამილი, ბენზოდიაზეპინები, არაპირდაპირი ანტიკოაგულანტები, ამინოფილინი, გლიპიზიდი, გლიბურიდი, მეტოპროლოლი, მეტრონიდაზოლი, ლიდოკაინი, პროკაინამიდი, ციკლოსპორინი) სისხლში მათი კონცენტრაციის მატებაა მოსალოდნელი;

– იტროკონაზოლთან ან კეტოკონაზოლთან ერთდროული მიღების შემთხვევაში – მათი შეთვისების მნიშვნელოვანი დაქვეითება აღინიშნება;

– სუკრალფატთან ან ანტაციდებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში – თვით ციმეტიდინის შეთვისება მცირდება. ციმეტიდინის მიღება სისხლის წარმოქმნის დამთრგუნველ პრეპარატებთან ერთდროულად არაა რეკომენდებული.

ციმეტიდინი – CIMETIDINE – ЦИМЕТИДИН

საერთაშორისო დასახელება:

CIMETIDINE         

მწარმოებელი: BALKANPHARMA-DUPNIZA

მოქმედი ნივთიერება: ციმეტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H2-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

ციმეტიდინი ………..   200 მგ

 

ვრცლად ციმეტიდინი (დოზირება ინდივიდუალური)

ციმევენი ® – CYMEVEN ® – ЦИМЕВЕН ®

საერთაშორისო დასახელება:

GANCICLOVIR

მწარმოებელი: F.HOFFMANN ROCHE, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: განციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

განციკლოვირი …………  500 მგ

ფარმაკოკინეტიკა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები პაციენტები, რომლებსაც უტარდებოდათ ჰემოდიალიზი: ჰემოდიალიზი განციკლოვირის პლაზმურ კონცენტრაციას ამცირებს დაახლოებით 50%-ით, როგორც ი/ვ ისე ორალური გამოყენების შემდეგ.

წყვეტილი ჰემოდიალიზის დროს, განციკლოვირის კლირენსის შეფასებები იცვლებოდა 42-92 მლ/წთ, რამაც განაპირობა ინტრა-დიალიზური half-life 3.3-დან 4.5 სმთ-მდე. განციკლოვირის კლირენსის შეფასებები, უწყვეტი ჰემოდიალიზის დროს, უფრო დაბალი იყო (4.0-29.6 მლ/წთ), მაგრამ გამოიწვია განციკლოვირის უფრო მეტად მოცილება. დოზის ინტერვალის განმავლობაში. წყვეტილი ჰემოდიალიზის შემთხვევაში, მოცილებული განციკლოვირის ფრაქცია, ერთი დიალიზის კურსის დროს, იცვლებოდა 50-63% ფარგლებში.

ჩვენებები:

  • ციმევენი ნაჩვენებია სიცოცხლისა და მხედველობისთვის საშიში ციტომეგალოვირუსული (CMV) დაავადების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, იმუნოდეფიციტის მქონე ინდივიდებში.

მიღების წესი და დოზირება:

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, ციმევენის დოზა უნდა შეირჩეს ისე, როგორც ნაჩვენებია ქვემოთ ცხრილში.

კრეატინინის კლირენსი

საწყისი დოზა

შენარჩუნებითი დოზა

≥70 მლ/წთ

5.0 მგ/კგ q12H

5.0 მგ/კგ/დღე

50-69 მლ/წთ

2.5 მგ/კგ q12H

2.5 მგ/კგ/დღე

25-49 მლ/წთ

2.5 მგ/კგდღე

1.25 მგ/კგ/დღე

10-24 მლ/წთ

1.25 მგ/კგ/დღე

0.625 მგ/კგ/დღე

1.25 მგ/კგ 3-ჯერ/კვირაში  ჰემოდიალიზის შემდეგ

0.625 მგ/კგ 3-ჯერ/კვირაში ჰემოდიალიზის შემდეგ

 

 

კრეატინინის კლირენსი შრატის კრეატინინს შეიძლება დაუკავშირდეს შემდეგი ფორმულით:

მამაკაცებისთვის = (140-ასაკი წლები)X(სხეულის წონა კგ) / (72)X(0.011Xშრატის კრეატინინი μmol/l)

ქალებისთვის=0.85 X მამაკაცის მნიშვნელობა.

როგორც დოზის შერჩევაა რეკომენდებული თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, ასევე საჭიროა შრატის კრეატინინის ან კრეატინინის კლირენსის დონის ფრთხილი მეთვალყურეობა.

პაციენტები ლეიკოპენიით, მწვავე ნეიტროპენიით, ანემიით და თრომბოციტოპენიით.

მწვავე ლეიკოპენიას, ნეიტროპენიას, ანემიას, თრომბოციტოპენიას, ძვლის ტვინის დაშლას და აპლასტურ ანემიას აკვირდებოდნენ პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ განციკლოვირით.

თერაპიის დაწყება არ შეიძლება თუ ნეიტროფილების აბსოლიტური რაოდენობა ნაკლებია 500 უჯრედი/μ1-ზე, ან თრომბოციტების აბსოლიტური რაოდენობა ნაკლებია 25.000/ μ1 ან ჰემოგლობინი ნაკლებია 8g/dl-ზე.

ხანშიშესულები

რადგან ხანშიშესულებს აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ციმევენის გამოყენება, დასაშვებია მხოლოდ თირკმლის მდგომარეობის განსაკუთრებული შეფასების შემთხვევაში.

ბავშვები

განციკლოვირის უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიაში არ დადგენილა, თანდაყოლილი და ნეონატალური CMV მკურნალობის ჩათვლით. ციმევენის გამოყენება ბავშვებში უაღრეს სიფრთხილეს მოითხოვს, ხანგრძლივი კანცეროგენურობისა და რეპროდუქტიული ტოქსიურობის პოტენციალის არსებობის გამო. მკურნალობის სარგებელი უნდა აღემატებოდეს რისკს.

ციმევენის ხსნარის მომზადების წესი

1. ციმევენის შუშაში უნდა შევიყვანოთ 10 მლ სტერილური წყალი ინექციისთვის.

ინექციისთვის არ გამოიყენოთ ბაქტერიოსტატიკური წყალი, რომელიც შეიცავს პარაბენს (პარაჰიდროქსიბენზოატებს), რადგან ისინი შეუთავსებელი არიან ციმევენის სტერილურ ფხვნილთან და შეიძლება გამოიწვიონ დალექვა.

2. წამლის გასახსნელად საჭიროა შუშის შენჯღრევა.

3. მიღებული ხსნარი საჭიროებს გულდასმით დაკვირვებას, ნარევის შემდგომი მომზადებით.

4. მიღებული ხსნარი მდგრადია ოთახის ტემპერატურაზე 12 საათის განმავლობაში. დაუშვებელია მაცივარში შენახვა.

საინფუზიო ხსნარის მომზადება და გამოყენება

პაციენტის წონის მიხედვით გამოანგარიშებული მოცულობის დოზა უნდა ამოიღონ ვალციტის შუშიდან (50 მგ/მლ კონცენტრაცია) და დაუმატონ შეთავსებად საინფუზიო ხსნარს. ციმევენთან ქიმიურად და ფიზიკურად შეთავსებად ხსნარებად ითვლება ფიზიოლოგიური, გლუკოზის 5%-იანი წყალხსნარი, რინგერის ხსნარი. 10 მგ/მლ-ზე მეტი საინფუზიო კონცენტრაცია არ არის რეკომენდებული.

არ შეიძლება ციმევენის შერევა სხვა ი/ვ საშუალებებთან.

გაფრთხილება – არ გამოიყენოთ სწრაფი ან ჰაერიანი ი/ვ ინექცია! ციმევენის ტოქსიურობა შეიძლება გაიზარდოს პლაზმის ზედმეტი დონის შედეგად.

განსაკუთრებული მითითებები:

! გაფრთხილება: ი.კ. ან ც.ს. ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს ქსოვილის მწვავე გაღიზიანება განციკლოვირის მაღალი pH-ის (≈11) გამო.

არ შეიძლება რეკომენდებული დოზების, სიხშირის ან საინფუზიო გზების გადამეტება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

იმიპენემ-ცილასტატინი: პაციენტებში, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ განციკლოვირსა და იმიპენემ-ცილასტატინს, აღინიშნა კრუნჩხვის შემთხვევები. დაუშვებელია, ამ პრეპარატების ერთდროულად გამოყენება თუ პოტენციური სარგებელი არ აღემატება რისკის შესაძლებლობას (იხილეთ სიფრთხილის ზომები).

მიკოფენოლატ მოფეტილი: ერთეული დოზის გამოყენების კვლევებზე დაყრდნობით, ორალური მიკოფენოლატ მოფეტილის (MMF) და ინტრავენური განციკლოვირის რეკომენდებული დოზების შემთხვევაში, ასევე თირკმლის ფუნქციის დარღვევის ცნობილი ეფექტების გათვალისწინებით, რომლებიც MMF-ის და განციკლოვირის ფარმაკოკინეტიკაზე ახდენს გავლენას, მოსალოდნელია, რომ ამ აგენტების (რომლებიც ფლობენ პოტენციალს თირკმლის მილაკოვანი სეკრეციის კონკურენციისა) ერთდროულმა გამოყენებამ გამოიწვიოს მიკოფენოლის მჟავას მიკოფენოლ გლუკურონიდის (MPAG) და განციკლოვირის კონცენტრაციის გაზრდა. მიკოფენოლის მჟავას (MPA) ფარმაკოკინეტიკის არსებითი ცვლილება არ არის მოსალოდნელი და MMF-ის დოზის კორექცია არ მოითხოვება. თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ MMF და განციკლოვირს, მკაცრ მეთვალყურეობას საჭიროებენ და ამავდროულად, აუცილებელია განციკლოვირის რეკომენდებულ დოზაზე დაკვირვება.

ციკლოსპორინი: არანაირი ჩვენება არ ყოფილა, რომ განციკლოვირის შემოტანა გავლენას ახდენს ციკლოსპორინის ფარმაკოკინეტიკაზე, რაც დაფუძნებულია ციკლოსპორინის კონცენტრაციების შედარებაზე. თუმცა, აღინიშნა შრატის კრეატინინის მაქსიმალური დონის ზრდის რამდენიმე ჩვენება, რაც თან ახლდა განციკლოვირით მკურნალობის დაწყებას.

ცილოქსანი – CILOXAN – ЦИЛОКСАН

საერთაშორისო დასახელება:

CIPROFLOXACIN

მწარმოებელი: ALCON. ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ციპროფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.3%: ფლაკონში 5 მლ, დროპ-ტეინერის საწვეთურით.

1 მლ

ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი ………   3 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის აცეტატი, ძმარმჟავა, მანიტოლი 4.6%, ნატრიუმის ეთილენდიამინ-ტეტრა-აცეტატი 0.05%, მარილმჟავასა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის ბალანსისათვის) და გამოხდილი წყალი, სუსპენზიის მჟავიანობა pH შეადგენს  4.5-ს, ხოლო ოსმოლარობა – 300 მ/ოსმ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცილოქსანი (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი) წარმოადგენს ფტორქინილონების ჯგუფის სტერილურ სინთეზურ ანტიმიკრობულ პრეპარატს, რომელსაც ახასიათებს გრამუარყოფითი და გრამდადებით მიკროორგანიზმებზე ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრი.

სხვა ქინოლონებისაგან განსხვავებით, მის მოლეკულაში ფტორის ატომი იმყოფება მეექვსე, პიპერაზინული რადიკალი – მეშვიდე, ხოლო ციკლოპროპილის რადიკალი მეშვიდე პოზიციაში.

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიული უჯრედის დნმ-ის სპეციფიკური ფერმენტის – დნმ-ჰირაზას ბლოკირებასთან, რის შედეგადაც ირღვევა დნმ-ის სპირალიზაციის პროცესი, რაც დამღუპველად მოქმედებს მიკროორგანიზმებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა: ჩატარებული კვლევების თანახმად, პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას თვალში მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ აღემატება 5 მგ/მლ, მისი საშუალო კონცენტრაცია შეადგენს 2.5 მგ/მლ.

მიკრობიოლოგია: in vitro კვლევით დადგენილი იქნა, რომ პრეპარატს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებით და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.

პრეპარატი აქტიურია როგორც in vitro ასევე in vivo შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:

Staphilococcus aureus; Staphilococcus epidermidis, Staphilococcus pneumoniae;streptococcus viridans; Pseudomonas aeruginosa; Serratia marcescens

ზოგიერთი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის მიმართ დადგენილია in vitro, როგორიცაა: Enterococus faecalis, Staphilococcus haemoliticus; Staphilococcus hominis; Staphilococcus saprophyticus; Streptococcus pyrogens.

გრამუარყოფითები: Acinobacter calcoaceticus, Aeromonas caviae, Aeromonas hydrophyla, Alcaligenes spp., Brucella melitensis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Chlamydia trachomatis, Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Corynebacterium diphtheriae, Edwardsiella tarda, Enterobacter aeorogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Flavobacterium spp., Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca, Legionella pneumophila, Listeria monocytogenes, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Morganella morganii, Mycobacterium kansasii, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium fortuitum, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Salmonella enteritidis, Serratia marcescens, Shigella flexneri, Shigella sonnei, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Streptococcus agalactiae, Streptococcus faecalis, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica.

სხვა მიკროორგანიზმები: Chlamydia trachomatis, Mycobacterium tuberculosis.

ზოგიერთი შტამები Pseudomonas capacia და Pseudomonas maltophylia არ არიან მგრძნობიარე ციპროფლოქსაცინის მიმართ, ასევე ანაერობული მიკრობები, მათ შორის Bacteroides fragilis და Clostridium difficile.

ჩვენებები:

  • ცილოქსანის გამოყენება ნაჩვენებია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს, რომლებსაც იწვევენ, რქოვანას წყლული: Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens, Staphilococcus aureus, Staphilococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae.
  • კონიუქტივიტები: Staphilococcus aureus, Staphilococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae.

მიღების წესი და დოზირება:

რქოვანას წყლულის დროს პირველი 6 სთ-ის განმავლობაში იწვეთებენ 2 წვეთს ყოველ 15 წთ-ში ორივე თვალში, შემდგომში კი – ყოველ 30 წთ-ში; მკურნალობის მეორე დღეს – 2 წვეთი ყოველ 1 სთ-ში, ხოლო მე-3-დან მე-14 დღემდე ორ-ორი წვეთი ყოველ 4 სთ-ში ერთხელ. თუ ეპითელიზაცია არ განვითარდა, შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება 14 დღის შემდეგაც.

ბაქტერიული კონიუნქტივიტის შემთხვევაში პირველ დღეს გამოიყენება 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 2 საათში ერთხელ, ხოლო მომდევნო 5 დღის განმავლობაში კი – ყოველ 4 საათში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

ყველაზე ხშირია ადგილობრივად წვის შეგრძნება და დისკომფორტი. 10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, კონიუნქტივის ჰიპერემია, არასასიამოვნო გემო პირის ღრუში პრეპარატის თვალში ინსტილაციისთანავე. 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება: კერატიტი, კერატოპათია, ალერგიული რეაქცია, ცრემლდენა, ფოტოფობია.

უკუჩვენებები:

* ცილოქსანის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ექსპერიმენტის პირობებში ვირთაგვებში ცილოქსანი არ მოქმედებდა რეპროდუქციულ ფუნქციაზე და ნაყოფზე. კვლევები ორსულ ქალებში პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას არ ჩატარებულა, რის გამოც მისი დანიშვნა ამ კატეგორიის პაციენტებში და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის შეფასების შედეგად.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად, არასაინექციოდ.

◄ პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მოიხსნას კონტაქტური ლინზები.

◄ მისმა სისტემურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სახის ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიის მსგავსი), რაც შეიძლება გახდეს ლეტალური გამოსავლის მიზეზი. მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები საჭიროებენ გადაუდებელ თერაპიულ დახმარებას გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების, ანტიჰისტამინური და ვაზოპრესული საშუალებების მიღების სახით.

◄ პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ სხვა მიკრობული საშუალებების მსგავსად, შეიძლება ხელი შეუწყოს პრეპარატის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების გამრავლებას, მათ შორის სოკოების. სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა დაინიშნოს დამატებითი მკურნალობა. მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენისთანავე.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი რაოდენობით თვალში მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა მისი მობანვა თბილი წყლით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ქინოლონის სისტემური შეყვანა ორგანიზმში ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, მოქმედებს კოფეინის მეტაბოლიზმზე, აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას.

ლაქტაციის პერიოდი: საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნის დროს. ვინაიდან არ არის ცნობილი გადადის თუ არა იგი დედის რძეში თვალში ინსტილაციის შემდეგ. ცნობილია, რომ მისი 500 მგ დოზით პერორალურად მიღებისას, იგი ექსკრეტირდება დედის რძეში.

პედიატრიაში: უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

ფლაკონი ინახება 2-300C ტემპერატურაზე, მზისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: ფლაკონის გახსნიდან 1 თვე.

ციკლოფოსფანი – CYCLOPHOSPHAN – ЦИКЛОФОСФАН

საერთაშორისო დასახელება:

CYCLOPHOSPHAMIDE

მწარმოებელი: KIEVMEDPREPARAT

მოქმედი ნივთიერება: ციკლოფოსფამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; მაალკირებელი ნაერთი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 10 მლ და 15 მლ

1 ფლ.

ციკლოფოსფამიდი …..     0.1 გ

1 ფლ.

ციკლოფოსფამიდი …….. 0.2 გ

 

ვრცლად ციკლოფოსფამიდი (დოზირება ინდივიდუალური)

Don`t copy text!