Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 411

ციკლოფოსფამიდი (აქტიური ნივთიერება) – CYCLOPHOSPHAMIDE – ЦИКЛОФОСФАМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ავთვისებიანი სიმსივნის სამკურნალო მაალკილირებელ საშუალებას, რომელიც ხასიათდება ციტოსტატურ და იმუნოდეპრესული ეფექტით. პრეპარატის ანტიკანცეროგენული მოქმედება რეალიზდება უშუალოდ სიმსივნურ უჯრედებში, სადაც იგი იშლება ფოსფატაზების ზეგავლენით აქტიური კომპონენტების წარმოქმნით, რომლებსაც ახასიათებს მაალკილირებელი მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის მაქსიმუმი აღინიშნება ვენაში შეყვანიდან 2-3 სთ-ის შემდეგ, პრეპარატის პლაზმის ცილებთან კავშირი უმნიშვნელოა, მაგრამ ზოგიერთი მეტაბოლიტების მათთან შეკავშირების ხარისხი აღემატება 60%-ს. იგი აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში შეზღუდული რაოდენობით. პრეპარტი ბიოტრანსფორმაციას განიცდის ძირითადად ღვიძლში მიკროსომული ოქსიდაზური სისტემების მოქმედებით, რის შედეგადაც წარმოიქმნება აქტიური მაალკილირებელი მეტაბოლიტები (4-OH ციკლოფოსფამიდი და ალდოფოსფამიდი), რომელთა ნაწილი შემდგომში ექვემდებარება ტრანსფორმაციას არააქტიურ მეტაბოლიტებამდე, ნაწილი კი ტრანსპორტირდება უჯრედებში, სადაც ფოსფატაზების ზემოქმედებით გარდაიქმნება მეტაბოლიტებად, რომლებსაც გააჩნიათ ციტოტოქსიკური მოქმედება. ვარაუდობენ, რომ პრეპარატის მოქმედების მექანიზმი რეალიზდება დნმ-სა და რნმ-ის ფილამენტებს შორის “განივი ნაკერების” წარმოქმნის და აგრეთვე ცილების სინთეზის ინჰიბირებით.

პრეპარატი ორგანიზმიდან ძირითადად გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. ამავე დროს, მისი დოზის 5-დან 25%-მდე ელიმინირდება შარდის უცვლელი სახით, ნახევრადგამოყოფის პერიოდით 3-12 სთ.

ჩვენებები

  • გამოიყენება მწვავე ლიმფობლასტური და ქრონიკული ლიმფოლეიკოზის, ლიმფოგრანულომატოზის, არახოჯკინის ლიმფომების, მრავლობითი მიელომის, სარძევე ჯირკვლის და საკვერცხის კიბოს, ნეირობლასტომის, რეტინობლასტომის დროს.
  • იგი სხვა ანტიბლასტომურ საშუალებებთან კომბინაციაში გამოიყენება ფილტვის კიბოს, ჰერმინოგენული სიმსივნეების, საშვილოსნოს ყელის სიმსივნის, შარდის ბუშტის კიბოს, რბილი ქსოვილების სარკომის, რეტიკულოსარკომის, იუინგის სარკომის, ვილმსის სიმსივნის, წინამდებარე ჯირკვლის კიბოს დროს.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შედის მრავალი ქიმიოთერაპიული მკურნალობის სქემაში, ამიტომ პრეპარატის მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად და თითოეული შემთხვევის დროს საჭიროა სპეციალური ლიტერატურით ხელმძღვანელობა.

მოზრდილებსა და ბავშვებში პრეპარატი ინიშნება შემდეგი დოზისა და რეჟიმის მიხედვით:

– 50-100 მგ/კვ.მ; ყოველდღიურად 2-3 კვირის განმავლობაში;

– 100-200 მგ/კვ.მ 2-3-ჯერ დღეში 3-4 კვირის განმავლობაში;

– 600-750 მგ/კვ.მ. 2 კვირაში ერთხელ;

– 1500-2000 მგ/კვ.მ. 3-4 კვირაში ერთხელ 6-14 გ ჯამურ დოზამდე.

დოზა დგინდება მისი ანტიკანცეროგენული მოქმედების ეფექტით და/ან ლეიკოპენიის მიხედვით. ციკლოფოსფამიდის და სიმსივნის სხვა საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენებისას რეკომენდებულია მისი და სხვა საშუალებების დოზის შემცირება.

ციკლოფოსფამიდის შეყვანა შესაძლებელია – ვენაში ინექციის ან ინფუზიის სახით, კუნთებში, მუცლის ღრუში ან ინტრაპლევრულად. შეყვანის წინ პრეპარატს ხსნიან საინექციო წყალში.

გვერდითი მოვლენები

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია, ნეიტროპენია. ეპიზოდურად ვითარდება თრომბოციტოპენია ან ანემია. ტოქსიკური ეფექტები ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის დოზის შემცირების ან მკურნალობის კურსის შეწყვეტისას. ლეიკოპენიის დროს ჰემოპოეზის აღდგენა ჩვეულებრივ იწყება მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან 7-10 დღის შემდეგ.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ანორექსია, აბდომინალურ მიდამოში ტკივილი ან იშვიათად დისკომფორტი, დიარეა. ცალკეულ შემთხვევაში აღინიშნება ჰემორაგიული კოლიტი, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის წყლულის განვითარება, სიყვითლე. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ქრება მკურნალობის კურსის დამთავრებისთანავე.

კანის მხრივ: ხშირად ვითარდება ალოპეცია. თმების ზრდა იწყება მკურნალობის კურსის დამთავრებისას ან მისი გახანგრძლივების შემთხვევაში. ხანდახან მკურნალობის პროცესში ვითარდება კანზე გამონაყარი. პიგმენტაცია და ფრჩხილების ცვლილება.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: ჰემორაგიული ურეთრიტი: ცისტიტი და თირკმლის მილაკების ნეკროზი, რომლებიც ჩვეულებრივ ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

იშვიათად ზემოაღნიშნული შემთხვევები ატარებენ მძიმე ხასიათს და შესაძლებელია გამოიწვიონ ლეტალური გამოსავალი. ასევე მოსალოდნელია შარდის ბუშტის ფიბროზი, რომლის თანმხლებია ცისტიტი და/ან მის გარეშე, რომელიც იშვიათად ატარებს გავრცელებულ ხასიათს. შარდში შესაძლებელია შარდის ბუშტის ატიპიური ეპითელური უჯრედების აღმოჩენა. აღნიშნული გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია პრეპარატის დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.

ცისტიტის პროფილაქტიკას უზრუნველყოფს ჰიდრატაცია. ჰემორაგიული ცისტიტის მძიმე ფორმის არსებობისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ინფექციები: პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მძიმე ფორმის იმუნოსუპრესია შესაძლებელია მძიმე ინფექციების განვითარება. ვირუსული, ბაქტერიული, სოკოვანი, პროტოზოული ან ჰელმინთური დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში პრეპარატის დანიშვნა არ არის რეკომენდებული. აღნიშნული დაავადებების გამოვლენისას პრეპარატით მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა ან მისი დოზის შემცირება.

პრეპარატის დოზით 4.5-10 გ/კვ.მ (120-დან 270 მგ/კგ) რამდენიმე დღის განმავლობაში მიღებისას ზოგიერთ პაციენტებში აღინიშნება კარდიოტოქსიკურობის ნიშნები, ჩვეულებრივ სიმსივნის საწინააღმდეგო ინტენსიური კომბინირებული თერაპიის დროს. ამასთანავე შეიძლება ადგილი ჰქონდეს მძიმე ხარისხის გულის შეგუბებით უკმარისობას ზოგჯერ ლეტალური გამოსავალით, რაც განპირობებულია ჰემორაგიული მიოკარდიტით. ელექტროკარდიოგრაფიული ან ექოკარდიოგრაფიული კვლევებით პაციენტებში, რომლებსაც გამოუვლინდათ კარდიოტოქსიკურობა გამოწვეული პრეპარატის მაღალი დოზის გამოყენებით, არ აღინიშნებოდა მიოკარდის მდგომარეობის მხრივ რაიმე ნარჩენი ცვლილებები.

პრეპარატი აძლიერებს დოქსორუბიცინის კარდიოტოქსიკურ მოქმედებას.

სასუნთქი გზების მხრივ: არსებობს მონაცემები ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზის განვითარების შესახებ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეპარატს მაღალი დოზით ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ოოგენეზისა და სპერმატოგენეზის დარღვევა. პრეპარატს შესწევს უნარი როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში გამოიწვიოს სტერილობა, რომელიც ზოგიერთ პაციენტებში ატარებს შეუქცევად ხასიათს.

ქალების დიდ ნაწილში ვითარდება ამენორეა. აღნიშნული ჯგუფის პაციენტებში რეგულარული მენსტრუალური ციკლი აღდგება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე თვის განმავლობაში.

პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ გოგონებში, მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად, ისევე როგორც ნორმალურად მიმდინარეობს მენსტრუალური ციკლი, შემდგომში ჩასახვისათვის მზად ყოფნით.

მამაკაცებში პრეპარატის მიღების შედეგად შესაძლებელია ოლიგოსპერმიის ან აზოოსპერმიის განვითარება, რაც დაკავშირებულია ტესტოსტერონის ნორმალური სეკრეციის ფონზე გონადოტროპინის დონის მომატებასთან. აღნიშნულ პაციენტებში ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება არ აღინიშნება. პრეპუბერტულ პერიოდში მყოფ ვაჟებში მეორადი სასქესო ნიშნები ვითარდება ნორმალურად მოსალოდნელია ოლიგოსპერმიის. ან აზოოსპერმიის და გონადოტროპინების სეკრეციის მომატება. შესაძლებელია სათესლე ჯირკვლის სხვადასხვა ხარისხის ატროფია. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატით გამოწვეული აზოოსპერმია, ატარებს შექცევად ხასიათს, მაგრამ დარღვეული ფუნქციის აღდგენა მოსალოდნელია მკურნალობის კურსის შეწყვეტიდან მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ.

კანცეროგენობა: ზოგიერთ პაციენტებში, რომლებსაც ადრე უტარდებოდათ პრეპარატით მკურნალობა მონოთერაპიით ან სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში, აგრეთვე მკურნალობა სხვა მეთოდებით ვითარდებოდა მეორადი ავთვისებიანი სიმსივნეები. ხშირად ეს იყო შარდის ბუშტის სიმსივნეები (ჩვეულებრივ იმ პაციენტებში, რომლებიც ადრე დაავადებულნი იყვნენ ჰემორაგიული ცისტიტით), მიელოპროლიფერაციული ან ლიმფოპროლიფერაციული დაავადებები. მეორადი სიმსივნეები შედარებით ხშირად ვითარდებოდა იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ პირველადი მიელოპროლიფერაციული ავთვისებიანი სიმსივნეები, ან კეთილთვისებიანი დაავადებები, ასევე იმუნური პროცესის დარღვევები. ზოგ შემთხვევებში მეორადი სიმსივნეები ვითარდება მკურნალობის შეწყვეტიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

უკუჩვენებები

* ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა;

* ციკლოფოსფამიდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

ჭარბი დოზირება

არ არის ცნობილი.

ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა ვიტალური შემანარჩუნებელი ღონისძიებების ჩატარება. ინფექციების მკურნალობა, მიელოსუპრესიის და/ან კარდიოტოქსიკურობის შესაბამისი მკურნალობით.

განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღებისას საჭიროა ყურადღება მიექცეს პაციენტების მდგომარეობას. ვინაიდან შესაძლებელია განვითარდეს ტოქსიკური ეფექტები შემდეგი მდგომარეობების შემთხვევაში:

♦ ლეიკოპენია;

♦ თრომბოციტოპენია;

♦ ძვლის ტვინის ინფილტრაცია სიმსივნური უჯრედებით;

♦ ადრე ჩატარებული სხივური თერაპია;

♦ სხვა ციტოტოქსიკური საშუალებით ადრე ჩატარებული თერაპია;

♦ ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;

♦ თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

♦ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია პერიფერიული სისხლის ანალიზის ჩატარება (განსაკუთრებით ყურადღება უნდა მიექცეს  ნეიტროფილებსა და თრომბოციტებს), ჰემოპოეზის დათრგუნვის ხარისხის შესაფასებლად, ასევე რეკომენდებულია შარდის ანალიზის ჩატარება, მასში ერითროციტების არსებობის გამოსავლენად, რაც შეიძლება წინ უსწრებდეს ჰემორაგიული ცისტიტის განვითარებას.

1 კვ.მმ-ში 2500-მდე ლეიკოციტების და/ან 100000-მდე თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითებისას რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

♦ ქალებში მკურნალობის პერიოდში საჭიროა საიმედო კონტრაცეპტივის გამოყენება.

♦ ადრენალექტომია: პაციენტებში, რომლებსაც ჩაუტარდათ ადრენალექტომია აუცილებელია როგორც სტეროიდული საშუალების, ასევე პრეპარატის დოზის კორექცია.

♦ ჭრილობის შეხორცება: პრეპარატი ხელს უშლის ნორმალური რეგენერაციის პროცესს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

პრეპარატის მეტაბოლიზმის სიჩქარე და ლეიკოპენიის გამოწვევის უნარი იზრდება მასთან ერთად ფენობარბიტალის მაღალი დოზის ქრონიკული მიღებით.

პრეპარატი ხელს უწყობს სუქცინილქოლინ ქლორიდის მოქმედების პოტენცირებას. ზოგადი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციის შემდგომი 10 დღის განმავლობაში თუ პაციენტი ღებულობს ციკლოფოსფამიდს, ამის შესახებ საჭიროა ანესთეზიოლოგის ინფორმირება.

ციკლოვალი – CYCLOVAL – ЦИКЛОВАЛ

საერთაშორისო დასახელება:

VALACYCLOVIR

მწარმოებელი: შ . პ . ს . “ ჯი – ემ – პი ” ( საქართველო )

მოქმედი ნივთიერება: ვალაციკლოვირი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტივირუსული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

ვალაციკლოვირი ………………  500 მგ

ვრცლად ვალტრექსი

ციკლოდოლი – CYCLODOL – ЦИКЛОДОЛ

სამკურნალო საშუალების შემადგენლობა:

მოქმედი ნივთიერება: 1ტაბლეტი შეიცავს:

ტრიჰექსიფენიდილის ჰიდროქლორიდს-0,002გ-ს;

დამხმარე ნივთიერებები: შაქარი, კარტოფილის სახამებელი, კალციუმის სტეარატი.

სამკურნალო ფორმა:

ტაბლეტები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

პარკინსონიზმის სამკურნალო საშუალება.

ჩვენებები:

  • ციკლოდოლს იყენებენ პარკინსონიზმის დროს;
  • ნეიროლეფსიური საშუალებების გამოყენებით გამოწვეული ექსტრაპირამიდული დარღვევების;
  • პარკინსონის დაავადების;
  • ლიტლის დაავადების;
  • ექსტრაპირამიდული სისტემის დაზიანებით გამოწვეული სპასტიური დამბლის დროს.

რიგ შემთხვევებში პრეპარატი პირამიდული ხასიათის დამბლის დროს ამცირებს ტონუსს და აუმჯობესებს მოძრაობას.

უკუჩვენებები:

პრეპარატი წინააღმდეგნაჩვენებია გლაუკომით, შარდის შეკავებით შეპყრობილ პირებში, წინაგულების ფიბრილაციის დროს, ორსულ ქალებში და ძუძუთი კვების პერიოდში.

გამოყენების თავისებურებები:

მკურნალობის დაწყებამდე მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის!

ექიმთან კონსულტაციის გარეშე პრეპარატის გამოყენება დადგენილ ვადებზე მეტი ხნის განმავლობაში ნებადართული არ არის!
იმ შემთხვევაში, როდესაც დაავადების ნიშნების გაქრობა არ ხდება, ან პირიქით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების, ან არასასურველი მოვლენების წარმოქმნის შემთხვევაში, აუცილებელია მკურნალობის შეწყვეტა და ექიმთან კონსულტაცია პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

60 წელს გადაცილებული პაციენტები აუცილებლად უნდა დაექვემდებარონ პრეპარატის დანიშნულ დოზებში მკურნალობას სავარაუდო მომატებული მგრძნობელობის განვითარების გამო.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

იმ შემთხვევაში, როდესაც თქვენ იღებთ რომელიმე სხვა სამკურნალო საშუალებას, აუცილებელია ექიმის ინფორმირება.

ციკლოდოლის ერთდროული გამოყენებისას დიმედროლთან ან დიპრაზინთან შესაძლებელია არასასურველი ეფექტების განვითარება (პირის სიმშრალე, აკომოდაციის დარღვევა, ყაბზობა, შარდვის გაძნელება).
სასურველი არ არის ციკლოდოლის გამოყენება ამინაზინთან ერთად, რადგან მცირდება პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში, რაც გამოწვეულია ციკლოდოლის შეწოვის დარღვევით კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
რეზერპინთან კომბინაციაში შესაძლებელია პარკინსონიზმის სიმპტომატიკის გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში გულის, ღვიძლის, თირკმელების დაავადებების, საჭმლის მომნელებელი ფუნქციის დარღვევების დროს.

გამოყენების წესი და დოზები:

ციკლოდოლი ინიშნება შიგნით მისაღებად ჭამის დროს ან მის შემდეგ. მკურნალობის პერიოდში მკვეთრად გამოხატული პირის სიმშრალის ან გულისრევის არ არსებობისას, პრეპარატის მიღება შესაძლებელია ჭამამდე.

პრეპარატის საწყისი დოზა შეადგენს 1/4-1/2 ტაბ.-ს დღეში. შემდგომში დოზას ზრდიან 1/2-1ტაბ.მდე დღეში, სადღეღამისო დოზამდე 3-5ტაბ. დღეში (2-3 მიღებაზე).

მკურნალობის კურსს განსაზღვრავს ექიმი. ჭარბი დოზირების დროს შესაძლებელია ფსიქიური და მოძრაობითი აგზნება, ჰალუცინაციები, რაც დამახასიათებელია ქოლინობლოკატორების დიდი დოზებით გამოყენებისათვის.
აღნიშნული სიმპტომების წარმოქმნის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, სახლის პირობებში შესაძლებელია გააქტივებული ნახშირის მიღება წყალთან ერთად, მარილოვანი საფაღარათო საშუალებების გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

ციკლოდოლის გამოყენებისას შესაძლებელია პირის სიმშრალე, შარდვის გაძნელება, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, ტაქიკარდია, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ჰალუცინაციები, თვალისშიდა წნევის მომატება.
გვერდითი მოვლენები გაივლის პრეპარატის დოზის შემცირებისას ან მისი მოხსნის შემდეგ.

შენახვის ვადა :

5 წელი.

ვადის გასვლის შემდეგ სამკურნალო პრეპარატის გამოყენება ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას. 15 -25°C ტემპერატურაზე,

შეფუთვა:

10 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. 4შეფუთვა ყუთში (10X4).

20 ტაბლეტი კონტურულ შეფუთვაში. 2შეფუთვა ყუთში (20X2).

მწარმოებელის მისამართი:

ბორშაგოვსკის ქიმიურ-ფარმაცევტული ქარხანა

უკრაინა

ციკლოდინონი – CYCLODYNON – ЦИКЛОДИНОН




თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის
მითითება დააწექით ღილაკს.

ციკლოდერმი – C – CICLODERM – C – ЦИКЛОДЕРМ – С

საერთაშორისო დასახელება:

CLOBETASOL; CICLOPIROX OLAMINE; GENTAMICIN

მწარმოებელი: TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL

PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

მოქმედი ნივთიერება: კლობეტაზოლის ბუტირატი+ციკლოპიროქსის ოლამინი+გენტამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური და ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 15 გ.

1 გ

კლობეტაზოლის ბუტირატი ……….    0.5 მგ

ციკლოპიროქსის ოლამინი ………….. 10 მგ

გენტამიცინი (სულფატის სახით) ……1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციკლოდერმი-C კომბინირებული პრეპარატია, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული, ანტიბაქტერიულ და ანტიმიკოზური მოქმედება, ამცირებს შეშუპებას და ქავილს.

ჩვენებები:

  • სოკოვანი და/ან ბაქტერიული ინფექციებით გამოწვეული კანის ანთებითი დაავადებები, რომლებიც ექვემდებარებიან სტეროიდებით თერაპიას.

მიღების წესი და დოზირება:

ციკლოდერმი-C კრემის წასმა ხდება დაზიანებულ კანზე თხელ ფენად 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენების სიხშირის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივად: ერითემა, სითბოს და ჩხვლეტის შეგრძნება, კანის სიმშრალე ან ქავილი. პრეპარატის მიმართ ადაპტაციის შემდეგ აღნიშნული მოვლენები ქრება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

* ვირუსული ინფექციები (მარტივი ჰერპესი ან ჩუტყვავილა).

* ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება: კანის დიდ ფართობზე ან ღია ჭრილობაზე.

◄მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში და ლორწოვან გარსებზე.

◄ კანის გაღიზიანების, გამონაყარის ან ლოკალური ანთების შემთხვევაში (რაც არ აღინიშნებოდა პრეპარატის გამოყენებამდე) პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა.

◄14 წლამდე ასაკის ბავშვებში დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 3 კვირაზე ხანგრძლივი პერიოდით.

◄10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი. ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატი გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, გრილ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ციკლოდერმი – CICLODERM – ЦИКЛОДЕРМ

საერთაშორისო დასახელება:

CICLOPIROX OLAMINE

მწარმოებელი: TRIMA ISRAEL PHARMACEUTICAL

PRODUCTS MAABAROT, ისრაელი

მოქმედი ნივთიერება: ციკლოპიროქსის ოლამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკოზური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 1%: ტუბში 15 გ

1 გ

ციკლოპიროქსის ოლამინი…..  10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციკლოდერმი ხასიათდება ანტიმიკოზური მოქმედების ფართო სპექტრით. ეფექტურია პათოგენური სოკოების: დერმატომიცეტების, საფუარის (Candida-ს სახეობა) ობის და სხვა სახეობების სოკოების მიმართ. პრეპარატი აგრეთვე ავლენს ბაქტერიოსტატურ ეფექტს ზოგიერთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების შტამების მიმართ. ციკლოდერმი ხასიათდება კარგი ამტანობით.

ჩვენებები:

  • კანის სოკოვანი ინფექციების ადგილობრივი მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

ციკლოდერმის კრემის თხელი ფენის შეზელვა ხდება დაზიანებულ კანზე და მის გარშემო 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. სოკოვანი ინფექციის ნიშნების ალაგებიდან მკურნალობა გრძელდება კიდევ 1-2 კვირის განმავლობაში, ინფექციის რეციდივის პრევენციის მიზნით.

თუ 30 დღის განმავლობაში არ აღინიშნა კლინიკური გაუმჯობესება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.

10 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ქავილი ან წვის შეგრძნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* ექიმის კონსულტაციის გარეშე მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას თვალში.

◄ ეფექტური მკურნალობისთვის და რეინფექციის თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ჰიგიენის დაცვა: პრეპარატის გამოყენების წინ აუცილებელია დაზიანებული ადგილის დაბანა და კარგად გამშრალება.

◄ დაზიანებული ადგილის მშრალად შენარჩუნებისათვის სასურველია ტალკის ან სოკოს საწინააღმდეგო ფხვნილის გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, გრილ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ციკატრიდინა – CICATRIDINA – ЦИКАТРИДИНА

ციკატრიდინა
ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი5მგ.
ვაგინალური სანთლები

შემადგენლობა

ჰიალურონის მჟავას ნატრიუმის მარილი 5მგ. აზიური ცენტელას ექსტრაქტი, კალენდულას ექსტრაქტი, ალოეს ექსტრაქტი, ჩაის ხის ეთერზეთი, ნახევრადსინთეზური გლიცერიდები, ბუტილჰიდროქსიტოლუოლი.

აღწერა

ციკატრიდინა წარმოდგენილია ვაგინალური გამოყენებისათვის განკუთვნილი სანთლების სახით. თითოეულ შეფუთვაში 10 სანთელია 2მგ.

რატომ უნდა გამოვიყენოთ

ციკატრიდინა ვაგინალური სანთლების აქტივობა განპირობებულია ჰიალურონის მჟავასაგან, რომელიც ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში უხვად გავრცელებული მუკოპოლისაქარიდია. ჰიალურონის მჟავა უზრუნველყოფს ქსოვილის სტრუქტურულ სიმტკიცეს, ტროფიკასა და ელასტიურობას, იძლევა ტონს. მრავალრიცხოვანმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა ჰიალურონის მჟავას უნარი დააჩქაროს და გააუმჯობესოს ეპითელიზაციისა და ქსოვილების აღდგენის პროცესი.

დანიშნულება
საშოს ლორწოვანის სიმშრალისთვის:
ჰორმონალური დარღვევების ადგილობრივი სიმპტომების მოხსნა: მენოპაუზის წინა პერიოდი, მენოპაუზა.
ციკატრიდინას ეფექტი ანალოგიურია ადგილობრივად გამოყენებულ ესტროგენებთან;

საშოს ლორწოვანის ატროფიის სიმპტომების მოხსნა (მტკივნეული სქესობრივი აქტი, საშოს სიმშრალე, ქავილი);

შეხორცებისთვის:

საშოს ტრავმების შეხორცების სტიმულირება საშოზე ან საშვილოსნოს ყელზე ქირურგიული ჩარევის შემდგომ;

ფიზიოლოგიური მშობიარობის შემდგომ, სამშობიარო გზების ტრავმების შეხორცების სტიმულაცია;

მცირე მენჯის მიდამოში დასხივების (სხივური თერაპია, ბრაქითერაპია) შემდგომ საშოს შეხორცების სტიმულაცია;

კონიზაციის შემდგომ საშვილოსნოს ყელზე ჭრილობის შეხორცების სტიმულაცია;

საშვილოსნოს ყელის ანთების (ცერვიციტის) მკურნალობისას სისხლდენის შემცირების და შეხორცების სტიმულირება.

აღდგენისთვის:
საშოს ანთებითი დაავადებების ან ვაგინალური მიკოზის მკურნალობის შემდგომ ვაგინალური დისკომფორტის სიმპტომების შემსუბუქება;

ანტიბიოტიკოთერაპიის შემდგომ ადგილობრივი იმუნიტეტის კორექცია;

სხვა შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია საშოს კედლის ტონუსის და ელასტიურობის აღდგენა.

როდის არ უნდა გამოვიყენოთ

არ გამოიყენოთ პროდუქტის ერთ-ერთი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

ორსულობა და ლაქტაცია

მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალების ტარების უნარზე, ხელსაწყოების და მექანიზმების გამოყენებისას

არაა აუცილებელი უსაფრთხოების რაიმე სპეციალური ზომის მიღება.

სხვა ნივთიერებებთან ურთერთქმედება

უცნობია სხვა ნივთიერებებთან ურთიერთქმედება, ამიტომ ციკატრიდინას სანთლების გამოყენებამდე გირჩევთ თქვენს ექიმთან გაიაროთ კონსულტაცია სხვა სამედიცინო საშუალებების ან ვაგინალური დანიშნულების პრეპარატების გამოყენებისას.

როგორ გამოვიყენოთ

აიღეთ სანთელი, გამოწიეთ გახსნილი შეფუთვის ორი ფრთა და საშოში ღრმად მოათავსეთ, დაიბანეთ ხელები სამედიცინო საშუალების გამოყენებამდე და გამოყენების შემდეგ.

როდის და რამდენ ხანს გამოვიყენოთ

სანთელი გამოიყენეთ საღამოს, ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.
გამოყენების ხანგრძლივობა დამოკიდებულია სიმპტომების განვითარებაზე, აუცილებლობის შემთხვევაში ციკატრიდინას სანთლების გამოყენება შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები ადგილობრივი გამოყენებისათვის განკუთვნილი ყველა პროდუქტის ხანგრძლივად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს სენსიბილიზაცია. ამ შემთხვევაში, შეწყვიტეთ მკურნალობა და ექიმთან გაიარეთ კონსულტაცია, რათა შეირჩეს შესაბამისი მკურნალობა. გაფრთხილება შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მოარიდეთ თვალებთან კონტაქტს. არ გადაყლაპოთ.

ვადა და შენახვა

შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე და გათვალისწინებულია ჰერმეტულად დახურულ მართებულად შენახული პროდუქტის შემთხვევაში.

არ მოიხმაროთ გამოყენების ვადის გასვლის შემდეგ, ან თუკი შეფუთვა გახსნილია, ან დაზიანებული.

პრეპარატი შეინახეთ კარგად შეფუთული სახით, სინათლისა და სითბოსაგან მოშორებით, სასურველია შენახულ იქნეს 4 0C-დან 25 0C -მდე ტემპერატურაზე.

სამედიცინო საშუალება: C E 0373

მწარმოებელი: შპს FARMA-DERMA Viadei bersaglieri, 0-40010Sala Bolognese (BO) ITALIA

ციანოკობალამინი – CYANOCOBALAMIN – ЦИАНКОБАЛАМИН

საერთაშორისო დასახელება:

CYANOCOBALAMIN     

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ციანოკობალამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინები; B12 ვიტამინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 0.02%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ციანოკობალამინი ……. 200 მკგ

საინექციო ხსნარი 0.05%: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ციანოკობალამინი ……  500 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

როგორც მეთილმალონილ -CoA-იზომერაზას ჯგუფის ნაერთი, ვიტამინი B12 საჭიროა რათა პროპიონის მჟავა გარდაქმნას სუქცინის მჟავად. გარდა ამისა B12 და ფოლიუმის მჟავა მონაწილეობენ ლაბილური მეთილის ჯგუფის რეგენერაციაში, რისი გადატანაც ხდება სხვა მეთილის “მიმღებზე” ტრანსმეთილირების საშუალებით. შესაბამისად ვიტამინი ზეგავლენას ახდენს ნუკლეინის მჟავის სინთეზზე. ეს განსაკუთრებით ეხება ჰემოპოეზის პროცესში და სხეულის სხვა უჯრედების მომწიფების პროცესს.

ვიტამინის საჭიროება:

თერაპიული მიზნებისთვის ვიტამინი B12 გამოიყენება ციანოკობალამინის, ჰიდროქსოკობალამინის და ჰიდროქსოკობალამინის აცეტატის სახით. ორივე ფორმა წარმოადგენს პროდრაგს, რომელიც ორგანიზმში უნდა გარდაიქმნას მის აქტიურ ნივთიერებებად – მეთილკობალამინად და 5-ადენოზილ კობალამინად.

ადამიანს არ შეუძლია ვიტამინი B12– ის სინთეზი, შესაბამისად მის მარაგს იღებს საკვებიდან. ღვიძლი, თირკმელი, გული, თევზი, ხამანწკა, რძე, კვერცხის გული და ხორცი წარმოადგენენ ვიტამინი B12– ის შემცველ ნივთიერებებს.

ვიტამინი B12 ძირითადად აბსორბირდება წვრილი ნაწლავიდან შინაგან ფაქტორთან ბმული სახით. ეს არის გლიკოპროტეინი, რომელიც წარმოიქმნება კუჭში. შეიწოვება მხოლოდ დაახლოებით 1 მკგრ ანუ ვიტამინი B12– ის საჭირო დღიური რაოდენობა.

ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები:

თუ ვიტამინი B12-ს აბსორბცია წლების განმავლობაში შეფერხებულია ან შეწყვეტილია, ასეთ შემთხვევაში დეფიციტის სიმპტომები ვლინდება, როდესაც პლაზმაში მისი კონცენტრაცია ეცემა 200 პგრ/მლ-ზე დაბლა. სისხლის ანალიზში ყოველთვის ჩანს ცვლილებები, რაც ვლინდება მეგალობლასტური ანემიის სახით. ნევროლოგიური სიმპტომები მოიცავს მოვლენებს როგორც პერიფერიული, ასევე ცენტრალურ ნერვული სისტემის მხრივ.

პოლინეიროპათიის სიმპტომებთან ერთად შესაძლებელია გამოვლინდეს დარღვევები ზურგის ტვინის მხრივ და ფსიქოლოგიური სახის დარღვევები. ვიტამინის ნაკლებობის სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება არასპეციფიკური სიმპტომების სახით, მაგალითად დაღლილობა და სიფერმკრთალე, ხელებში და ფეხებში დაბუჟების შეგრძნება, სიარულის დარღვევა და ადვილად დაღლა ფიზიკური დატვირთვისას.

ფარმაკოკინეტიკა:

ვიტამინი B12 აბსორბირდება 2 გზის საშუალებით:

1. ვიტამინი B12 აქტიურად აბსორბირდება წვრილი ნაწლავიდან შინაგან ფაქტორთან ბმული სახით. ვიტამინი B12 ტრანსპორტირდება ქსოვილებისკენ ტრანსკობალამინებთან ერთად. ეს უკანასკნელი მიეკუთვნება პლაზმის ბეტა გლობულინებს.

2. ვიტამინს შეუძლია შინაგანი ფაქტორისგან დამოუკიდებლად პასიური დიფუზიის საშუალებით ტრანსპორტირდეს სისხლში კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ან ლორწოვანი გარსიდან. თუმცა სისხლში შეიწოვება შიგნით მიღებული დოზის მხოლოდ 1-3 %.

პაციენტის ჯანმრთელ დედ-მამიშვილებში ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ პერორალურად მიღებული დოზიდან (5 მკგრ-ზე მეტი) მაქსიმუმ 1.5 მიკროგრ. აბსორბირდება შინაგანი ფაქტორის საშუალებით. პერნიციოზული ანემიის მქონე პაციენტებში გამოვლინდა, რომ 100 მკგრ ან მეტი დოზის მიღების შემდეგ ვიტამინი B12– ის აბსორბციის სიჩქარე შადგენს 1%-ს.

– ვიტამინი B12 ინახება სხეულის სამარაგო ადგილებში, რომელთაგან ღვიძლი წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან ორგანოს. ვიტამინი B12– ის დღიური ნორმა ძალიან დაბალია და შეადგენს დაახლოებით 1 მიკროგრამს, ხოლო დღეში იშლება 2,5 მკგრ. ბიოლოგიური ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს დაალოებით ერთ წელს. ამ პერიოდის განმავლობაში გარდაიქმნება ვიტამინი B12– ის 2.55 მკგრ დღეში ან ან სხეულში არსებული მთლიანი მარაგის 0.05%. ვიტამინი B12 ძირითადად გამოიყოფა ნაღვლის საშუალებით და 1 მკგრ-ს გამოკლებით იგი რეაბსორბირდება ენტერო-ჰეპატური ცირკულაციის შედეგად. თუ სხეულში შევა ვიტამინის საჭიროზე მაღალი კონცენტრაცია (განსაკუთრებით პარენტერალური დოზით), ასეთ შემთხვევაში მისი ელიმინაცია ხდება შარდის საშუალებით.

სისხლის პლაზმის დონის საშუალებით ხდება ვიტამინი B12– ის სამარაგო რაოდენობის განსაზღვრა. თუ ჯანმრთელ ორგანიზმში მთლიანად ამოიწურება ვიტამინი B12– ის მარაგი, მის აღსადგენად საჭიროა 3-5 წელი.

– 0.1-1 მგ ციანოკობალამინის ინტრამუსკულარულად ან ინტრავენურად შეყვანილი დოზის 50%-90% გამოიყოფა 48 საათის განმავლობაში შარდის საშუალებით. ინტრავენურად შეყვანის შემდეგ პრეპარატი უფრო სწრაფად გამოიყოფა შარდის გზით.

ჩვენებები:

ვიტამინი B12– ის ნაკლებობით გამოწვეული ანემია, რომელიც არ სწორდება საკვების საშუალებით.

ვიტამინი B12– ის დეფიციტი შეიძლება დაკავშირებული იყოს შემდეგ დავადებებთან:

– ჰიპერქრომული მაკროციტული მეგალობლასტური ანემია (პერნიციოზული ანემია, ბირმერის დაავავდება, ადისონის ანემია;

ზემოხსენებული დაავადების დროს შესაძლებელია დარღვეული იყოს ერითროციტების მომწიფების პროცესი); – ფუნიკულარული მიელოზი (ზურგის ტვინის დაავადება),

სისხლის ანალიზის შედეგად დიაგნოსტირებული ვიტამინი B12– ის დეფიციტი შესაძებელია დაკავშირებული იყოს შემდეგ დაავადებებთან:

– წლების განმავლობაში შეზღუდული საკვების მიღება (მაგალითად ვეგეტარიანული საკვები);

– მალაბსორბცია (ნაწლავიდან ვიტამინი B12– ის შეწოვის დარღვევა):

– შინაგანი ფაქტორის (ცილა, რომელიც წარმოიქმნება კუჭის ლორწოვანში და საჭიროა ვიტამინი B12– ის აბსორბციისთვის) არასაკმარისი რაოდენობით წარმოქმნა;

– მლივი ნაწლავის (წვრილი ნაწლავის ნაწილი) ტერმინალური ნაწილის დაავადება, მაგალითად სპრუ.

– თევზის ჭია ან

– ბრმა მარყუჟის სინდრომი (ნაწლავის ბლოკადა კუჭის ოპერაციის შედეგად).

– ვიტამინი B12– ის ტრანსპორტირების თანდაყოლილი დარღვევა.

მიღების წესები და დოზები:

თუ არ არის განსხვავებული მითითება, ასეთ შემთხვევაში ვიტ-B12– დენკი 3000-ის ინექცია მიიღება ქვემოთ მოყვანილი ინსტრუქციის შესაბამისად:

დიაგნოზის მიხედვით საწყისი დოზა პირველ კვირებში შეადგენს 1 მლ (1/2 ამპულა) ვიტ -B12– დენკი 3000-ის ინექციას, 2-ჯერ კვირაში (ექვივალენტური კვირაში 3000 მკგრ ციანოკობალამინისა).

თუ დადასტურდა ვიტამინი B12– ის მალაბსორბცია, ასეთ შემთხვევაში ინიშნება 100 მიკროგრ. ციანოკობალამინი ერთჯერ თვეში.

ვიტ -B12-დენკი 3000-ის ინექცია ჩვეულებრივ ინიშნება ინტრამუსკულარული ინექციის სახით (ინექცია კეთდება კუნთში). თუმცა მისი შეყვანა შესაძლებელია ნელი ინტრავენური ან კანქვეშა ინექციის (ინექცია ვენაში ან კანის ქვეშ) სახით. ვიტ-B12– დენკი 3000-ის ინექცია განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის. ამის შესახებ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

ინდივიდუალურ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს კანის რეაქციები (აკნე და პრეპარატის მიერ გამოწვეული ეკზემა და ურტიკარია) და ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური და/ან ანაფილაქსიური რეაქციები).

თუ გამოვლინდა სხვა გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში, ასეთ შემთხევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება:

ვიტ-B12– დენკი 3000-ის ინექცია უკუნაჩვენებია პირებისთვის, რომლებიც ალერგიულნი არიან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

მნიშვნელოვანი გართულებები:

არ არის ცნობილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ვიტამინი B12– ის რეკომენდირებული დოზა შეადგენს 4 მიკროგრ-ს. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მაღალი დოზა არ მოქმედებს უარყოფითად ნაყოფზე.

ვიტამინი B12– გადადის დედის რძეში.

ჭარბი დოზირება:

ინტოქსიკაციის და დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ გამოვლენილა;

მკურნალობის ნაადრევი შეწყვეტა:

მკურნალობის ნაადრევმა შეწყვეტამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს მკურნალობის ეფექტურობას. ნებისმიერი არასასურველი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ურთიერთქმედება არ არის ცნობილი.

სხვა პრეპარატებთან ერთად კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია მოხდეს ვიტამინი B12-ს ინაქტივაცია.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ.

ცეფურაბოლი – CEFURABOL – ЦЕФУРАБОЛ

საერთაშორისო დასახელება:

CEFUROXIME

მწარმოებელი: ABOLmed

მოქმედი ნივთიერება: ცეფუროქსიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი; II თაობის ცეფალოსპორინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, შეფუთვაში 1. 5 და 50 ც.

1 ფლ.

ცეფუროქსიმი …… 250 მგ

1 ფლ.

ცეფუროქსიმი ….. 750 მგ

1 ფლ.

ცეფუროქსიმი …….. 1.5 გ

 

ვრცლად ზინაცეფი (დოზირება ინდივიდუალური)

ცეფტრიქსი – CEFTRIX – ЦЕФТРИКС

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: ბიოფარმა ილაჩ სანაი ვე თიჯარეთ, თურქეთი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); მესამე თაობის ცეფალოსპორინები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1გ ფხვნ. 1ც ფლაკონი+გამხსნელი

ერთი ფლაკონი შეიცავს 1გ ცეფტრიაქსონს.

1000 მგ ძირითადი ცეფტრიაქსონი 1193 მგ ცეფტრიაქსონის დინატრიუმის ჰემოჰეპტაჰიდრატის ექვივალენტურია.

გამხსნელი. 4 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა.

ცეფტრიაქსონი III თაობის ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკია, მოქმედების ფართო სპექტრით. მაღალ აქტივობას ავლენს უმეტესი ანაერობული და აერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ. გამოირჩევა ძლიერი მდგრადობით ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ. ახდენს ბაქტერიოციდულ ეფექტს. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია მიკროორგანიზმების უჯრედის მემბრანის სინთეზის ინჰიბირებასთან.

ფარმაკოკინეტიკა:

კუნთში შეყვანის შემდეგ ცეფტრიაქსონის ბიოშეღწევადობა 100% შეადგენს. მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას აღწევს 2-3 საათში. ცეფტრიაქსონის განმეორებითი ინექციებისას დოზით 0.5 -2.0გ 12-24-საათიანი ინტერვალით ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია პლაზმაში 15-36% აღემატება კონცენტრაციას, რომელიც ერთჯერადი შეყვანისას მიიღწევა.

ჯანმრთელ მოხალისეებში 1 გ ცეფტრიაქსონის კუნთში შეყვანისას საშუალო პლაზმური კონცენტრაცია შეყვანიდან 0.5 საათში 40 მკგ/მლ-ია, 1 საათში – 68 მკგ/მლ. კონცენტრაცია შარდში შეყვანიდან 0-2 საათში 504 მკგ/მლ-ია.

ცეფტრიაქონის ნახევარგამოყოფის პერიოდი 8 საათს უდრის. ზუსტად ამიტომ მრავალი დაავადებისას ცეფტრიაქსონის ერთჯერადად შეყვანა საკმარისია.

შეყვანილი ცეფტრიაქსონის 33-67%გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი სახით, დარჩენილი ნაწილი აღწევს ნაღვლის წვენში და ვლინდება განავალში მიკრობიოლოგიურად არააქტიური ნივთიერებების სახით. ჯანმრთელ მოხალისეებში 0.15-3.0 გ დოზით შეყვანისას ნახევარგამოყოფის პერიოდი 5.8-8.7 სთ-ს შეადგენდა, განაწილების მოცულობა – 5.78-13.5 ლ, პლაზმური კლირენსი – 0.58-1.45 ლ/სთ, თირკმლის კლირენსი – 0.32-0.73 ლ/სთ. ცეფტრიქსონი შექცევადად უერთდება პლაზმის ცილებს. 25 მკგ/მლ კონცენტრაციისას პლაზმის ცილებს უერთდება 95%, 300 მკგ/მლ კონცენტრაციისას – 85%. მწვავე ოტიტის დროს ბავშვებში ცეფტრიაქსონის 50 მკგ/მლ დოზით ცეფტრიაქსონის ერთჯერადად შეყვანისას შუაყურის სითხეში კონცენტრაციის პიკი 35(±12) მკგ/მლშეადგენს, 48 საათში – 19(±7) მკგ/მლ. ამიტომ შუაყურის სითხიდან ნახევარგამოყოფის პერიოდი 25 საათს უდრის.

ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით ფარმაკოკინეტიკა პაციენტებში თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით მინიმალურად იცვლება. ამის შედეგად, სადღეღამისო დოზისას 2 გ მისი შემცირების აუცილებლობა არ იქმნება.

მიკრობიოლოგია.

ცეფტრიაქსონი მდგრადია უმეტესი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, მ.შ. შტამების, რომლებიც გამოიმუშავებენ პენიცილინაზასა და ცეფალოსპორინაზას. ცეფტრიაქსონი მაღალაქტიურია ქვემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ.

გრამუარყოფითი აერობები: Acinetobacter calcoaceticus , Enterobacter aerogenes, Enterobacter cloacae, Esherichia coli, Hemophilus influenzae (მ.შ. შტამები, რეზისტენტული ამპიცილინის მიმართ და გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას), Klebsiella oxitoca, Klebsiella pneumoniae, Moraxella catarrhalis (მ.შ. შტამები, რომლებიც გამოიმუშავებენ ბეტა-ლაქტამაზას), Morganella morganii, Neisseria gonorrhoaea (m.S. Stamebi, romlebic gamoimuSaveben da ar gamoimuSaveben penicilinazas), Neisseria meningitidis, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Serratia marcescens, Pseudomonas aeruginosae Stamebis umravlesoba.

შენიშვნა: ზემოთჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ბევრი პოლირეზისტენტული შტამი, რომლებიც მდგრადნი არიან სხვა ანტიბიოტიკების მიმართ(პენიცილინების, ცეფალოსპორინების, ამინოგლიკოზიდების მიმართ), მგრზნობიარენი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ.

გრამდადებითი აერობები : Staphylococcus aureus (მ.შ. შტამები, რომლებიც გამოიმუშავებენ პენიცილინაზას), Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Viridans ჯგუფის სტრეპტოკოკები. შენიშვნა: მეთიცილინრეზისტენტული სტაფილოკოკები მდგრადნი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ. D ჯგუფის სტრეპტოკოკების და ენტეროკოკების მრავალი შტამი (მაგ. Enterococcus (Streptococcus) faecalis) ასევე რეზისტენტულნი არიან ცეფტრიაქსონის მიმართ.

ანაერობები – Bacteroides fragilis, Clostridium species, Peptostreptococcus species. შენიშვნა: C. difficile ბევრი შტამი რეზისტენტულია ცეფტრიაქსონის მიმართ. ცეფტრიაქსონი აქტივობას ასევე ავლენს ქვემოთჩამოთვლილი მიკროორგანიზმების მიმართ in vitro.

გრამუარყოფითი აერობები – Citrobacter diversus, Citrobacter freudnii, Providencia species (m.S. Providencia rettgeri), Salmonella species (m.S. S.typhi), Shigella species.

გრამდადებითი აერობები – Streptococcus agalactiae.

ანაერობები – Bacteroides bivius, Bacteroides mlaninogenicus

ჩვენებები:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილების, საშარდე გზების, ძვლებისა და სახსრების ინფექციურ-ანთებითი დაავადებები;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები, ბაქტერიული სეპტიცემია, მენინგიტები, პერიოპერაციული პროფილაქტიკა.

მიღების წესები და დოზები:

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 1-2 გ დღეში ერთხელ ან გაიყოფა 2 შეყვანად 12-საათიანი ინტერვალით. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 4 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

გაურთულებელი გონორეის დროს შეიყვანება კუნთში ერთჯერადად დოზით 250 მგ. ბავშვებში კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციისას ინიშნება გაანგარიშებით 50-75 მგ ერთჯერადად ან გაიყოფა 2 შეყვანად ყოველ 12 საათში. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 2 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მწვავე ბაქტერიული შუა ოტიტისას კუნთში შეიყვანება გაანგარიშებით 50 მგ/კგ. შესაყვანი დოზა რ უნდა აღემატებოდეს 1 გ-ს.

მძიმე ინფექციებისას რეკომენდებული დოზა 50-75 მგ/კგ/დღე, გაყოფილი 2 შეყვანად. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2 გ-ს არ უნდა აღემატებოდეს.

მენინგიტის დროს საწყისი დოზა შეადგენს 100 მგ/კგ (არაუმეტეს 4გ), შემდეგ გრძელდება სადღეღამისო დოზით 100 მგ/კგ (არაუმეტეს 4გ). სადღეღამისო დოზა შეიყვანება 1 ან 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი საშუალოდ 7-14 დღეს შეადგენს.

პერიოპერაციული პროფილაქტიკისათვის. ოპერაციული ჩარევებისას 1 გ ცეფტრიაქსონის შეყვანა ოპერაციამდე ან მის შემდეგ მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს. ცეფტრიაქსონით მკურნალობა კლინიკური გაუმჯობესებიდან კიდევ 2 დღის განმავლობაში გრძელდება.

ცეფტრიაქსონით მკურნალობის კურსი საშუალოდ 4-14 დღეს შეადგენს. მძიმე ინფექციებისას მკურნალობის კურსი შეიძლება უფრო ხანგრძლივი იყოს. Streptococcus pyogenes- ით გამოწვეული ინფექციების დროს არანაკლებ 10 დღე უნდა გაგრძელდეს.

თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას დოზის კორექცია საჭირო არ არის. მაგრამ თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევებისას (დიალიზზე მყოფი ავადმყოფები) და ჰეპატოლიენური სინდრომის დროს აუცილებელია სისხლის კონტროლი.

კუნთში შესაყვანი საინექციო ხსნარის მომზადება: კუნთში შესაყვანი ინექციებისათვის ფხვნილი განზავდება ლიდოკაინის 1% ხსნარში შემდეგი შეფარდებებით:

ფხვნილის რაოდენობა ფლაკონში

გამხსნელის საჭირო რაოდენობა

250მგ

2მლ ლიდოკაინის 1% ხსნარი

500 მგ

2მლ ლიდოკაინის 1% ხსნარი

1 გ

4მლ ლიდოკაინის 1% ხსნარი

მომზადებული ხსნარი შეიყვანება ღრმად კუნთში. ხსნარის შეყვანამდე უნდა შემოწმდეს ნემსი კაპილარში ხომ არ მოხვდა. ლიდოკაინიანი ხსნარის ვენაში შეყვანა არ შეიძლება. ახლადმომზადებული ხსნარი ღია-ყვითელია და სტაბილურია 24 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე (25°C) და 3 დღის განმავლობაში +4°C ტემპერატურის პირობებში. მაგრამ ხსნარის გამოყენება სასურველია მომზადებისთანავე.

გვერდითი მოვლენები:

ძირითადად ცეფტრიაქსონი კარგი ამტანობით ხასიათდება. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა აღინიშნოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ადგილობრივი რეაქციები – ტკივილი და შეშუპება ინექციის ადგილას, იშვიათ შემთხვევებსი ვენაში შეყვანისას – ფლებიტი;

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები – გამონაყარი კანზე, იშვიათ შემთხვევებში – ტემპერატურის მომატება, ქავილი, კანკალი;

სისხლის მხრივ – ეოზინოფილია, იშვიათ შემთხვევებში – თრომბოციტოზი, ანემია, ლიმფოპენია, ნეიტროპენია, პროთრომბინული დროის გახანგრძლივება;

კნტ–ის მხრივ – დიარეა, იშვიათ შემთხვევებში – ღებინება, გულისრევა; ღვიძლის მხრივ – ალტ და ასტ დონის მომატება, ზოგჯერ ტუტე ფოსფოტაზას და ბილირუბინის დონის მატება;

თირკმელების მხრივ – ნარჩენი აზოტისა და კრეატინინის დონის მომატება, ცილიდრურია;

სასქესო სისტემის მხრივ – კანდიდოზები, ვაგინიტი. ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია თავის ტკივილი, ლეიკოციტოზი, ლიმფოციტოზი, მონოციტოზი, ბაზოფილია, სიყვითლე, ნაღვლის გამოყოფის დარღვევა, გლუკოზურია, ჰემატურია, ბრონქოსპაზმი, შრატისმიერი დაავადება, მუცლის ტკივილი, კოლიტები, მეტეორიზმი, ტაქიკარდია.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა ცეფალოსპორინების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში გამოიყენება აბსოლუტური ჩვენებების მიხედვით.

განეკუთვნება B კატეგორიის პრეპარატებს.

ცეფტრიაქსონის უმნიშვნელო ნაწილი აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში სიფრთხილით გამოიყენება.

ბავშვებში ინიშნება ასაკობრივი დოზებით.

in vitro ცეფტრიაქსონი შენაერთებიდან ათავისუფლებს ბილირუბინს. ამიტომ ცეფტრიაქსონის დანიშვნა ახალშობილებში ჰიპერბილირუბინემიით და დღენაკლულებში რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

გამოყენებამდე აუცილებელია პაციენტებში ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების (პენიცილინები, ცეფალოსპორინები) ან სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის არსებობის გარკვევა.

შესაძლო ანაფილაქსიური შოკის დროს ვენაში შეჰყავთ ადრენალინი, კორტიკოსტეროიდები და მიიღება გადაუდებელი თერაპიის სხვა ზომები.

მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები (მ.შ. ცეფალოსპორინები), ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვით, შეიძლება გახდეს Clostridium dificille-s – ფსევდომემბრანული კოლიტის გამომწვევის გამრავლების მიზეზი. ამ შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს, ვენაში შეჰყავთ ელექტროლიტები და სითხე, ცილები, ქოლესტირამინი, ქოლესტიპოლი და პერორალურად ვანკომიცინი.

ცეფტრიაქსონის ნეფროტოქსიკურობა არ განსხვავდება სხვა ცეფალოსპორინებისაგან. თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების ერთდროული დარღვევისას აუცილებელია სისხლის პლაზმაში ანტიბიოტიკის დონის კონტროლი და არ შეიძლება სადღეღამისო დოზის 2 გ-ს გადაჭარბება.

პროთრომბინული დროის გაზრდისას პაციენტებისათვის აუცილებელია K ვიტამინის დანიშვნა.

ცეფტრიაქსონის ვენაში შეყვანისას გამხსნელად ლიდოკაინის გამოყენება არ შეიძლება. კანცეროგენობა, მუტაგენობა და ზეგავლენა ფერტილობაზე.

ცეფტრიაქსონი მუტაგენური არ არის და არ მოქმედებს ფერტილობაზე. კანცეროგენობის შესასწავლი კვლევები არ ჩატარებულა.

ჭარბი დოზირება:

დღეისათვის ჭარბი დოზის შემთხვევები ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცეფალოსპორინები ფიზიკურად ვერ უთავსდებიან ამინოგლიკოზიდებს.

ზეგავლენა ლაბორატორიულ ტესტებზე: შესაძლებელია გლუკოზას განსაზღვრის ტესტების შედეგების ცვლილება. ნაღვლის ბუშტის ულტრაბგერითი გამოკვლევისას ბუშტის კედლის გასქელების ცრუ ჩვენება. ეს დაკავშირებულია ნაღვლით ცეფტრიაქსონის კალციუმის გამოყოფასთან.

შენახვის პირობები:

ინახება შეფუთვაში სინათლისაგან დაცულ ადგილას, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, 30°C- ზე ქვემოთ.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

Don`t copy text!