Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 413

ცეფეკონი ® D – CEFEKON ® D – ЦЕФЕКОН ® D

მწარმოებელი: ღია სააქციო საზოგადოება ნიჟფარმი, რუსეთი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

რექტალური სუპოზიტორები ბავშვებისათვის.

ერთი სუპოზიტორი შეიცავს: აქტიური ნივთიერება პარაცეტამოლი 50 მგ, 100 მგ, ან 250 მგ; სუპოზიტორის ფუძე: ვიტეფსოლი 1,25 მგ მასის სუპოზიტორის მისაღებად საკმარისი რაოდენობა.

აღწერილობა. თეთრი ან თეთრი მოყვითალო ან ჩალისფერი შეფერილობით ტორპედოს ფორმის სუპოზიტორები.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გამაყუჩებელი არანარკოტიკული საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა: პარაცეტამოლს გამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები გააჩნია. პრეპარატი აბლოკირებს ციკლოოქსიგენაზას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ამით მოქმედებს ტკივილისა და თერმორეგულირების ცენტრებზე. ანთებით ქსოვილებში უჯრედის პეროქსიდაზები ანეიტრალებენ პარაცეტამოლის ზეგავლენას ციკლოოქსიგენაზაზე, რაც ხსნის ანთების საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ეფექტის არარსებობას. პროსტაგლანდინების სინთეზზე მაბლოკირებელი ზეგავლენის არარსებობა პერიფერიულ ქსოვილებში განაპირობებს უარყოფითი ზეგავლენის არარსებობას წყალ-მარილოვან ცვლასა (ნატრიუმისა და წყლის შეკავება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე.

ფარმაკოკინეტიკა: აბსორბცია მაღალია, სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის პერიოდი 30-60 წუთია. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ბიოშეღწევადობის სიდიდე ბავშვებში და ახალშობილებში იგივეა, რაც მოზრდილებში. მეტაბოლირდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-3 საათია. 24 საათის განმავლობაში პარაცეტამოლის 85-95% გამოიყოფა თირკმელებით გლუკურონიდებისა და სულფატების სახით, უცვლელი სახით 3%. მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობა პარაცეტამოლის ელიმინაციაში და პრეპარატის საერთო რაოდენობაში, რომელიც შარდთან ერთად გამოიყოფა, არ არის.

ჩვენებები:

გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, როგორც:

  • სიცხის დამწევი საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური ინექციებისა და სხვა მდგომარეობების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება;
  • გამაყუჩებელი საშუალება მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: თავისა და კბილის ტკივილი, კუთების ტკივილი, ნევრალგიები, ტკივილი ტრავმებისა და დამწვრობების დროს;
  • 1-3 თვის ასაკის ბავშვებში შესაძლებელია პრეპარატის ერთჯერადი მიღება ვაქცინაციის შემდეგ ტემპერატურის დასაწევად, ყველა მაჩვენებლის მიხედვით, პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა, ახალშობილობის პერიოდი (1 თვემდე).

სიფრთხილით:

თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიები (მათ შორის ჟილბერის სინდრომი), ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, ალკოჰოლიზმი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა, პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება.

გამოყენების წესი და დოზები:

გამოიყენება რექტალურად, ნაწლავის თვითნებური დაცლის ან გამასუფთავებელი ოყნის გაკეთების შემდეგ სუპოზიტორები თავისუფლდება კონტურული შეფუთვისაგან და შეიყვანება ნაწლავში. პრეპარატის დოზირების გამოანგარიშება ხდება ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით, ცხრილის შესაბამისად. ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 – 15 მგ ბავშვის სხეულის წონის კგ-ზე, დღეში 2-3-ჯერ, 4-6 საათში ერთხელ. პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ ბავშვის სხეულის წონის კგ-ზე.

ასაკი

წონა

ერთჯერადი დოზა

1 – 3 თვე

4 – 6 კგ

1 სუპოზიტორი 50 მგ

3 – 12 თვე

7 – 10 კგ

1 სუპოზიტორი 100 მგ

1 – 3 წელი

11 – 16 კგ

1-2 სუპოზიტორი 100 მგ

3 – 10 წელი

17 – 30 კგ

1 სუპოზიტორი 250 მგ

10 – 12 წელი

31 – 35 კგ

2 სუპოზიტორი 250 მგ

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა: 3 დღე, როგორც სიცხის დამწევი საშუალება და 5 დღე როგორც გამაყუჩებელი საშუალება. საჭიროების შემთხვევაში კურსის გახანგრძლივება ხდება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

გვერდითი მოქმედება:

ალერგიული რეაქციები (მათ შორის გამონაყარი კანზე).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ღვიძლში მაკროსომული დამჟავების მასტიმულირებლები (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, ფლუმეცინოლი, რიმფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ეთანოლი და ჰეპატოტოქსიკური სამკურნალო საშუალებები ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების პროდუქციას, რაც განაპირობებს მძიმე ინტოქსიკაციების განვითარების შესაძლებლობას, დოზის მცირე გადაჭარბების დროსაც კი. მიკროსომული დამჟავების ინჰიბიტორები (მ. შ. ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკს. სალიცილატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება პარაცეტამოლის ნეფროტოქსიკური მოქმედება. ქლორამფენიკოლთან  კომბინირება იწვევს უკანასკნელის ტოქსიკური თვისებების მომატებას. აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების ეფექტურობას.

განსაკუთრებული მითითებები:

  • ცხელების 3 დღეზე მეტ ხანს და ტკივილის სინდრომის 5 დღეზე მეტ ხანს გაგძელებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
  • არ შეიძლება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან ამან შეიძლება პარაცეტამოლის დოზის სიჭარბე გამოიწვიოს.
  • 5 – 7 დღეზე ხანგრძლივად პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის მაჩვენებლებისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი. პარაცეტამოლი ამახინჯებს ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებს პლაზმაში გლუკოზისა და შარდმჟავას რაოდენობრივი განსაზღვრისას.

ჭარბი დოზა:

  • სიმპტომები: მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში კანის სიფერმკრთალე. ღებინება, გულისრევა, ანორექსია, აბდომინური ტკივილი; გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების სიმპტომები შეიძლება ჭარბი დოზიდან 12 – 48 საათში გამოვლინდეს. მძიმე ჭარბი დოზისას ღვიძლის უკმარისობა პროგრესირებადი ენცეფალოპათიით, კომა, სიკვდილი; თირკმლის მწვავე უკმარისობა ტუბულური ნეკროზით (მ. შ. ღვიძლის მძიმე დარღვევის არარსებობისას); არითმია, პანკრეატიტი. ჰეპატოტოქსიკური ეფექტი მოზრდილებში 10 გ და მეტის მიღებისას ვლინდება.
  • მკურნალობა: SH -ჯგუფების დონატორებისა და გლუტატიონი-მეთიონინის სინთეზის წინამორბედთა შეყვანა ჭარბი დოზის მიღებიდან 8 – 9 საათში და N-აცეტილცისტეინი 12 საათში. შემდეგი თერაპიული ღონისძიებების ჩატარების საჭიროება (ეთიონინის შემდგომი შეყვანა, N-აცეტილცისტეინის ვენაში შეყვანა) განისაზღვრება სისხლში პარაცეტამოლის

კონცენტრაციის, ასევე მისი მიღების შემდეგ გასული დროის მიხედვით.

გამოშვების ფორმა. ცეფეკონი® დ რექტალური სუპოზიტორიები საბავშვო 50 მგ, 100 მგ და 250 მგ. 5 სუპოზიტორი კონტურულ უჯრედულ შეფუთვაში, ორი კონტურული უჯრედული შეფუთვა გამოყენების ინსტრუქციასთან მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას; არაუმეტეს 200C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

ცეფასაბალი – CEFASABAL – ЦЕФАСАБАЛЬ

მწარმოებელი: Cefak, Kempten/Gemany.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კომბინირებული ფიტოპრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 ამპულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს:

ეთანოლის ექსტრაქტი (1:1) Solidaginis herba – 1,5მგ; Sabalis serrulatae fructus – 2,5 მგ; ეთანოლის ექსტრაქტი (1:2) Sabalis serrulatae fructus – 1მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

1 აბი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს:

Solidaginis herba – 3.75მგ;

Hippocastan semen – 6,25 მგ;

Sabalis serrulatae fructus – 1.25მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მონოჰიდრატული ლაქტოზა, სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებებით.

საბალის ნაყოფის (Serenya ripens) ექსტრაქტი (ჯუჯა პალმის, Serenya ripens – მცოცავი პალმის, ან palmetto-ს) აინჰიბირებს რა 5-ალფა-რედუქტაზას, ახდენს ანტიანდროგენულ მოქმედებას, რის შედეგადაც ბლოკირდება დიჰიდროტესტოსტერონის ტესტოსტერონის ნეგატიური მოქმედება პროსტატის ფუნქციაზე.

Solidaginis herba ახდენს დიურეზულ, ანთების საწინააღმდეგო და მსუბუქ სპაზმოლიზურ მოქმედებას.

ესცინი – ცხენის წაბლის აქტიური ნივთიერებაა, რომელიც ამცირებს ვენურ შეგუბებას წინამდებარე ჯირკვალში სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების გზით.

სამი მცენარეული კომპონენტის ერთობლივი მოქმედების შედეგად ცეფასაბალი ამცირებს შარდვის სიხშირეს, ხელს უწყობს შარდის ნაკადის გაძლიერებას და ნარჩენი შარდის რაოდენობის შემცირებას.

ჩვენებები:

  • წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია (I სტადია), შარდვის დარღვევა, შეგუბებითი (კონგესტიური) პროსტატიტი, მცირე მენჯში ვენური შეგუბება.

დოზირება:

ამპულები:

1-2 მლ – დღეში ერთხელ ინტრამუსკულარულად, კანქვეშ ან ინტრავენურად, 30 დღე.

ტაბლეტები:

პროსტატის ადენომა – 2 აბი 3-4-ჯერ დღეში;

პროსტატიტი – 2 აბი 2-3-ჯერ დღეში;

პროფილაქტიკისთვის – 1 აბი 3-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსს განსაზღვრავს კლინიკური სურათი.

უკუჩვენება:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები:

გამოვლენილი არ არის.

გამოშვების ფორმა:

ცეფასაბალი 1 მლ ამპულები №10,

ცეფასაბალი აბები №100.

ცეფანორმი – CEFANORM – ЦЕФАНОРМ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტიჰიპერპროლაქტინემიური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ცეფანორმი კაფსულები №30 ბლისტერ-შეფუთვით.

1 კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების მშრალი ექსტრაქტის 4 მგ-ს, რაც შეესაბამება 40 მგ მცენარეულ პრეპარატს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ცეფანორმის აქტიური ნივთიერება – Agnus Castus-ის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი სელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს. ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას პროლაქტინის დონეზე. პროლაქტინის დაბალი დონისას მისი სეკრეცია იზრდება, მაღალი დონისას კი – ინჰიბირდება. არეგულირებს ესტროგენ-პროჟესტერინულ დისბალანსს, აინჰიბირებს ლაქტაციას, ამცირებს მასტოდინიის სიმპტომების გამოვლინებას, ასტაბილურებს და/ან აღადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში.

ჩვენებები:

  • მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ყვითელი სხეულის უკმარისობა, უნაყოფობა, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია), პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი.

მოხმარების წესი და დოზირება:

ცეფანორმი მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად (სასურველია ერთსა და იმავე დროს).

მკურნალობის კურსი შეადგენს – 3 თვეს (მენსტრუაციის დროს შესვენების გარეშე).

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

* ჰიპოფიზის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის კარცინომა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

არ არის რეკომენდებული ცეფანორმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ცეფანორმის დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტურობის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევაში – ვლინდება ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.

ცეფამეზინი – CEFAMEZIN – ЦЕФАМЕЗИН

საერთაშორისო დასახელება:

CEFAZOLIN

მწარმოებელი: ECZACIBASI ILAC SANAYI

მოქმედი ნივთიერება: ცეფაზოლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, ცეფალოსპორინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

ცეფაზოლინი ……… 1 გ

 

 

ვრცლად ცეფაზოლინი (აქტიური ნივთიერება)

ცეფამედი – CEFAMED – ЦЕФАМЕД

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: WORLD MEDICINE, აშშ

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

III თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის სისტემური მოქმედების ანტიბაქტერიული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი ინსტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 0.5 გ გამხსნელთან კომპლექტში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილი …….  0.5 გ

გამხსნელი: ამპ. 2 მლ 1 ც.

1 ამპ.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1% ………  2 მლ

ფხვნილი ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 0.5 გ, შეფუთვაში 10 ც.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილი …….  0.5 გ

ფხვნილი ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 1 გ გამხსნელთან კომპლექტში, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ

ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილი …..  1 გ

გამხსნელი: ამ. 3.5 მლ, 1 ც.

1 ამპ.

ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი 1%……. 3.5 მლ

ფხვნილი ინტრამუსკულარული და ინტრავენური საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში 1 გ. შეფუთვაში 10 ც.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილი ……  1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცეფამედი წარმოადგენს მესამე თაობის ცეფალოსპორინული რიგის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს. ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას ბაქტერიების უჯრედის გარსის სინთეზის დათრგუნვით. აქტიურია უმეტესი გრამუარყოფითი, მრავალი გრამდადებითი გამომწვევისა და ზოგიერთი ანაერობის მიმართ. მდგრადია ბაქტერიებით პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზების მიმართ.

ცეფამედის მიმართ მგრძნობიარე გრამუარყოფითი ბაქტერიებია: Aeromonas spp., Alcaligenes spp., Branhamella catarrhalis, Citrobacter spp., Enterobacter spp. (ზოგიერთი შტამი მდგრადია), E. coli, Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Klebsiella spp. (მათ შორის, Kl. pneumoniae), Moraxella spp., Morganella morganii, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Plesiomonas shigelloides, Proteus miгаbilis, Proteus vulgaris, Providencia spp., Pseudomonas aeruginosa (ზოგიერთი შტამი მდგრადია), Salmonella spp. (მათ შორის, S. typhi), Serratia spp. (მათ შორის, S. marcescens), Shigella spp., Vibrio spp. (მათ შორის, V. choleгae), Yегsiniа spp. (მათ შორის, Y. enterocolitica).

ზემოთ ჩამოთვლილი მიკროორგანიზმების ბევრი შტამი, რომლებიც სხვა ანტიბიოტიკების მაგალითად, პირველი და მეორე თაობის პენიცილინების, ცეფალოსპორინების და ამინოგლიკოზიდების თანდასწრებით კარგად მრავლდებიან, მგრძნობიარენი არიან ცეფამედის მიმართ. კლინიკური მონაცემებით პირველადი და მეორადი სიფილისის დროს აღინიშნება პრეპარატის კარგი ეფექტურობა.

ცეფამედის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი ბაქტერიები: Streptococcus agalactiae, Staphylococcus aureus (პენიცილინაზას მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Streptococcus bovis, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans.

მეთიცილინის მიმართ მდგრადი Staphylococcus spp. რეზისტენტულნი არიან ცეფალოსპორინების მ.შ. ცეფამედის მიმართ.  Enterococcus spp. (მაგ., Streptococcus faecalis) შტამების უმეტესობა ასევე მდგრადნი არიან პრეპარატის მიმართ.

ანაერობული გამომწვევები: Bacteroides spp. (მ.შ. B. fragilis ზოგიერთი შტამი), Clostridium spp. (მათ შორის, Сl. difficile), Fusobacterium spp. (გარდა F. mortiferum და F. varium), Peptococcus spp., Peptostreptococcus spp. ზოგიერთი შტამი Bacteroides spp. (მაგ., В. fragilis), რომლებიც ბეტა-ლაქტამაზას გამოიმუშავებს, მდგრადნი არიან ცეფამედის მიმართ.

ცეფტრიაქსონი კარგად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

ჩვენებები:

ცეფამედი აქტიურია ყველა ინფექციის მიმართ, რომლებიც გამოწვეულია მის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიების შტამებით:

  • ქვედა და ზედა სასუნთქი გზების დაავადების (მ.შ. პნევმონია, ფილტვების აბსცესი, პლევრას ემპიემა);
  • მუცლის ღრუს ორგანოების ინფექციების (მ.შ. ქოლანგიტი, ნაღვლის ბუშტის ემპიემა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, სანაღვლე გზების ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი);
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციების;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების;
  • საშარდე გზების ინფექციების (მ.შ. პიელონეფრიტი);
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (მ.შ. გონორეა);
  • ინფიცირებული ჭრილობებისა და დამწვრობების;
  • მენინგეალური გარსების ანთების;
  • სეფსისის;
  • დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პირთა ინფექციური დაავადებების ჩათვლით;
  • ოპერაციისშემდგომი ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

ცეფამედი შეჰყავთ კუნთში და ვენაში (ნაკადური სახით ან წვეთოვნად).

სადღეღამისო ჩვეულებრივი დოზა მოზრდილებში 1-2 გ შეადგენს. ინფექციის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით ეს დოზა შეყავთ დაუყოვნებლივ ან იგი იყოფა ორ თანაბარ დოზად და შეყავთ ორ მიღებად 12-საათიანი ინტერვალით. სადღეღამისო მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ.

დღის ჩვეულებრივი დოზა ბავშვებში ყველა ინფექციებისა (მენინგიტის გარდა) 50-75 მგ/კგ შეადგენს. ეს დოზა გაიყოფა ორ თანაბარ დოზად და შეყავთ ორ მიღებად 12-საათიანი ინტერვალით, ახალშობილ ბავშვებში (1-2 კვირის ასაკში, ფერმენტული მექანიზმების არასაკმარისად განვითარების გამო, უნდა დაინიშნოს 20-50 მგ/კგ დღეში. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 50 მგ/კგ.

პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა ინფექციის სახეობისა და სიმძიმის მიხედვით საშუალოდ 4-14 დღეს შეადგენს (მძიმე შემთხვევებში ეს დრო შეიძლება გაიზარდოს).

ცეფამედის ინექციებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს დაავადების ნიშნების გაქრობიდან კიდევ მინიმუმ ორი დღის განმავლობაში.

მენინგიტის მკურნალობისას ინიშნება საწყისი დოზა – 100 მგ/კგ ერთჯერადად, მკურნალობის შემდეგ დღეებში ეს დოზა გაიყოფა ორ თანაბარ დოზად, რომელიც შეჰყავთ ორ მიღებად 12-საათიანი ინტერვალით. დღის მაქსიმალური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ. გაურთულებელი გონორეის მკურნალობისას ინიშნება ერთი დოზა 1 გ.

პერიოპერაციული პროფილაქტიკის დროს ინიშნება 1 გ ანტიბიოტიკი ოპერაციამდე 1/2-2 საათით ადრე.

Streptococcus pyrogens გამოწვეული ინფექცებისას მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს მინიმუმ 10 დღეს.

ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით ღვიძლის ნორმალური ფუნქციის პირობებში და ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევებით თირკმელების ნორმალური ფუნქციის პირობებში პრეპარატის დოზის შემცირება აუცილებელი არ არის.

ავადმყოფებში, რომლებსაც ენიშნებათ დიალიზი, ასევე ავადმყოფებში თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობით აუცილებელია განსაკუთრებული დოზების დანიშვნა.

ხანდაზმულ ავადმყოფებს ენიშნებათ მოზრდილთა დოზები.

კლინიკურმა კვლევებმა დაადასტურა ამინოგლიკოზიდებსა და ცეფტრიაქსონს შორის სინერგული ურთიერთქმედის არსებობა. კერძოდ, Pseudomonas aeruginosa-თი გამოწვეული მძიმე და სიცოცხლისათვის საშიში ინფექციების მკურნალობისას შეიძლება კომბინირებული დანიშნულების გამოყენება, მაგრამ, ამ პრეპარატების ფიზიკური შეუთავსებლობის გამო მათი შეყვანა ცალ-ცალკე უნდა მოხდეს.

გამოყენების წესი:

• კუნთში შესაყვანად 0.5 გ ცეფამედი განზავდება 2 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარში.

• კუნთში შესაყვანად 1.0 გ ცეფამედი განზავდება 3.5 მლ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდის 1% ხსნარში.

• ვენაში შესაყვანად 0.5გ ცეფამედი განზავდება 5მლ საინექციო სტერილურ წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. მომზადებული ხსნარი ვენაში შეყავთ 2-4 წუთის განმავლობაში.

• ვენაში შესაყვანად 1.0 გ ცეფამედი განზავდება 10 მლ საინექციო სტერილურ წყალში ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. მომზადებული ხსნარი ვენაში შეყავთ 2-4 წუთის განმავლობაში.

• ვენაში წვეთოვანი სახით 2.0 გ ცეფამედი განზავდება 40 მლ საინფუზიო ხსნარში, რომელიც არ შეიცავს კალციუმის იონებს: 0.9% ნატრიუმის ქლორიდი, 0.45 % ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი, 2.5% გლუკოზის ხსნარი, 5% გლუკოზის ხსნარი, 10% გლუკოზის ხსნარი, 5% ფრუქტოზას ხსნარი და ა.შ. ვენაში ინფუზიის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წუთს უნდა შეადგენდეს.

პრეპარატის ხსნარი მისი მომზადებისთანავე უნდა იქნას გამოყენებული!

გვერდითი მოვლენები:

უმეტეს შემთხვევაში ცეფამედი კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, შექცევადია და პრეპარატის გამოყენების შეწყვეტის შემდეგ ქრება.

შესაძლებელია: განავლის გათხელება ან დიარეა, ღებინება, გულისრევა, სტომატიტი, გლოსიტი, ეოზინოფილია, ლეიკოპენია, იშვიათად – ანემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ძალიან იშვიათად – ანაფილაქსიური შოკი, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.

ერთეულ შემთხვევებში ფსევდომემბრანული კოლიტი, სისხლის შედედების დარღვევები, ვენაში შეყვანისას ტკივილის შეგრძნება ვენაში გავლისას, ფლებიტი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ცეფტრიაქსონისა და ცეფალოსპორინების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ცეფამედის ინექციების დანიშვნამდე აუცილებელია ავადმყოფის გამოკვლევა ცეფტრიაქსონის ნატრიუმის მარილის ამტანობაზე.

◄ ცეფამედის გამოყენებისას შესაძლებელია შარდოვანას და სისხლში კრეატინინის რაოდენობის უმნიშვნელოდ მომატება.

◄ ავადმყოფებში თირკმელებისა და ღვიძლის მძიმე დარღვევებით აუცილებელია პლაზმაში ცეფტრიაქსონის რაოდენობის მუდმივი კონტროლი პრეპარატის სისხლში დაგროვების პრევენციის მიზნით.

◄ ცეფამედის გამოყენებული დღიური დოზა არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს სისხლში კონცენტრაციის კონტროლის გარეშე.

◄ ცეფამედი სიფრთხილით ენიშნებათ ახალშობილ, განსაკუთრებით დღენაკლ ბავშვებს სისხლში ბილირუბინის მომატებული რაოდენობით.

ცეფტრიაქსონი სეკრეტირდება დედის რძეში. მიუხედავად იმისა, რომ ცეფტრიაქსონს არ გააჩნია მუტაგენური, ტერატოგენური მოქმედება, ორსულებში მისი გამოყენების უსაფრთხოების დონე საკმარისად შესწავლილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზის შემთხვევების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ცეფამანდოლი (აქტიური ნივთიერება) – CEFAMANDOLE – ЦЕФАМАНДОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ანტიბიოტიკს. იგი თრგუნავს ტრასპეპტიდაზას აქტივობას, რათაც არღვევს მიკროორგანიზმების უჯრედის კედლის მუკოპეპტიდის-მურეინის სინთეზს და მოქმედებს ბაქტერიციდულად. პრეპარატი აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:

E.coli, Klebsiella spp., Enterobacter spp., (მკურნალობის დროს შეიძლება გახდეს რეზისტენტული), Haemophilus influenzae, Proteus mirabilis, Providencia rettgeri, Morganella morganii, Proteus vulgaris ზოგიერთი შტამი (მათ შორის პენიცილინაზას მაპროდუცირებელი და სხვა მეტიცილინ-რეზისტენტული შტამები), Staphylococcus epidermidis, Streptococcus spp.,  (გრამდადებითი და გრამუარყოფითი ანაერობები (Peptococcus spp., Peptostreptococcus spp., Clostridium spp., Bacteroides spp., Fusobacterium spp.).

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატის კუნთებში შეყვანის შემდეგ დოზით 0.5 ან 1.0 გ მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 30-120 წუთის შემდეგ და შეადგენს შესაბამისად 13 მკგ/მლ და 25 მკგ/მლ.

ინტრავენური შეყვანისას დოზით 1 გ, 2 გ და 3 გ, 10 წუთის შემდეგ პრეპარატის დონე პლაზმაში შესაბამისად შეადგენს 139, 240 და 533 მკგ/მლ (შენარჩუნებულია თერაპიული კონცენტრაციით 6 საათის განმავლობაში). პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ინტრავენური შეყვანისას შეადგენს 32 წუთს, ხოლო კუნთებში შეყვანისას – 60 წუთს.

პრეპარატის თერაპიული კონცენტრაციები აღინიშნება პლევრის და სახსრების სითხეში, ნაღველში. ძვლებში, ელიმინაცია ხორციელდება შარდით უცვლელი სახით (8 საათის განმავლობაში გამოიყოფა 65-85%). პრეპარატის 0.5 გ და 1.0 გ კუნთებში შეყვანისას მისი შემცველობა შარდში შეადგენს 254 და 1357 მკგ/მლ, ხოლო პრეპარატის 1 გ ან 2 გ ინტრავენური შეყვანისას – 750 და 1380 მკგ/მლ შესაბამისად. თირკმელების უკმარისობის დროს პრეპარატის ელიმინაცია გახანგრძლივებულია.

ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის

  • აბდომინალური და გინეკოლოგიური ინფექციები;
  • სეფსისი;
  • მენინგიტი;
  • ენდოკარდიტი;
  • საშარდე გზების;
  • სასუნთქი სისტემის;
  • ძვლების სახსრების, კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები, აგრეთვე,
  • პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისათვის.

დოზირების რეჟიმი

პრეპარატი შეყავთ კუნთებში და ინტრავენურად.

პრეპარატის 0.5 გ ან 1.0 გ კუნთებში შესაყვანად იხსნება 3 მლ საინექციო წყალში, ან 3 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.

ინტრავენური შეყვანისათვის 1.0 გ იხსნება 10 მლ საინექციო ხსნარში, ან 10 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში.

ინტრავენურად წვეთოვანი შეყვანისათვის პრეპარატს შეურევენ გლუკოზის 10% ხსნარს, ან იზოტონურ ხსნარს.

მოზრდილებში ინიშნება 500 მგ-1 გ 4-8 საათში ერთხელ;

მძიმე ინფექციების დროს – 2 გ-მდე 4 საათში ერთეხლ (12 გ დღეში).

ბავშვებში – 50-100 მგ/კგ (მძიმე ინფექციების დროს – 150 მკგ/კგ) დღეში 6-8 საათში ერთხელ.

– ინფექციების დროს, რომლებიც გამოწვეულია ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით, მკურნალობა გრძელდება 10 დღე.

– პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან ჰემოდიალიზზე. ინიშნება 1 გ 12 საათში ერთხელ. ინტრავენურად ან კუნთებში (თუ გამოყენებულია კუნთებში შეყვანა, ჰემოდიალიზის დამთავრებისას შეყავთ დოზის 1/3-1/2).

– პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკისათვის ქირურგიულ ჩარევამდე 30-60 წუთით ადრე მოზრდილებში შეჰყავთ 1-2 გ, ბავშვებში – 50-100 მკგ/კგ (ორივე კატეგორიის პაციენტებში იმავე დოზების გამოყენებით 24-48 საათის განმავლობაში).

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ფერმენტების და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გაზრდა, ფსევდომემბრანული კოლიტი, პერსისტიული ჰეპატიტი, ქოლესტაზური სიყვითლე, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ნეიტროპენია, კუმბსის დადებითი ტესტი, კრეატინინის კლირენსის შემცირება და შარდოვანას დოზის გაზრდა (ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით), დისბაქტერიოზი, სუპერინფექცია, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე, ურტიკარია, ეოზინოფილია, წამლისმიერი ცხელება იშვიათად – ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება, ანაფილაქსიური შოკი), ტკივილი და ინფილტრატშეყვანის ადგილას, თრომბოფლებიტი (ინტრავენური შეყვანისას).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ცეფალოსპორინების, პენიცილინების და კარბაპენემების მიმართ.

განსაკუთრებულრი მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ახალშობილებში, დღენაკლულ ბავშვებში, პაციენტებში თირკმელების დარღვეული ფუნქციით, კოლიტის დროს, სისხლის შედედების დარღვევის დროს, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის  წყლულის შემთხვევაში, წყლულოვანი კოლიტის დროს.

♦ ხანდაზმულებში და დასუსტებულ პაციენტებში თირკმელების ფუნქციის მოშლისას პრეპარატის დოზის შერჩევა წარმოებს კრეატინინის კლირენსის გათვალისწინებით.

♦ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მისი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის გათვალისწინებით ნაყოფისათვის და დედისთვის.

♦ დაავადების სიმპტომების გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება 48-72 საათის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– პრეპარატი ზრდის მარყუჟზე მოქმედი დიურეზული საშუალებების და ამინოგლიკოზიდების ნეფროტოქსიკურობას, ახანგრძლივებს ალკოჰოლის ეფექტს (იწვევს დისულფირამის მსგავს რეაქციას);

– ამინოგლიკოზიდები ზრდიან მის ანტიბაქტერიულ აქტივობას.

– პრობენეციდი ანელებს პრეპარატის ელიმინაციას, აორმაგებს მის კონცენტრაციას და ზრდის მოქმედების ხანგძლივობას.

– პრეპარატი შეუთავსებადია ამინოგლიკოზიდების ხსნარებთან (არ შეიძლება შერევა ერთ შპრიცში).

– ანტიკოაგულანტები, თრომბოლიზური და ანთების საწინაღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები მასთან ერთად მიღებისას ზრდიან სისხლდენების განვითარების რისკს.

ცეფამაბოლი – CEFAMABOL – ЦЕФАМАБОЛ

საერთაშორისო დასახელება:

CEFAMANDOLE

მწარმოებელი: ABOLMED

მოქმედი ნივთიერება: ცეფამანდოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

II თაობის ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში, შეფუთვაში 1, 5 და 50 ც.

1 ფლ.

ცეფამანდოლი …..  500 მგ

1 ფლ.

ცეფამანდოლი …….  1 გ

 

ვრცლად ცეფამანდოლი (აქტიური ნივთიერება)

ცეფალექსინი (აქტიური ნივთიერება) – CEFALEXIN – ЦЕФАЛЕКСИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცეფალოსპორინული I თაობის ბაქტერიოციდული ანტიბიოტიკი. ანტიმიკრობული მოქმედების სპექტრი ფართოა გრამდადებითი (პენიცილინაზას წარმომქმნელი სტაფილოკოკები; სტრეპტოკოკები, პნევმოკოკები, დიფტერიის ჩხირები) და, აგრეთვე, გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებიც (მენინგოკოკები, გონოკოკები, შიგელები, სალმონელები, ნაწლავის ჩხირი) ცეფალექსინისადმი მგრძნობიარეა. არ მოქმედებს ლურჯჩირქოვან ჩხირზე, პროტეუსის ინდოლ-დადებით შტამებზე, ტუბერკულოზის მიკობაქტერიებზე, ანაერობულ მიკროორგანიზმებზე. მომნელებელი ტრაქტიდან კარგად შეიწოვება.

ჩვენებები

ცეფალექსინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციურ-ანთებითი დაავადების მოვლენები:

  • მათ შორის სასუნთქი გზების ზედა და ქვედა განყოფილებებში;
  • შარდის გამომყოფ გზებში;
  • კანსა და რბილ ქსოვილებში;
  • შუაყურის ანთება (ოტიტი);
  • ოსტეომიელიტი;
  • ენდომეტრიტი;
  • გონორეა.

დოზირების რეჟიმი

დგინდება ინდივიდუალურად ინფექციის სიმძიმისა და ლოკალიზაციის, აგრეთვე მიკრობის მგრძნობელობის გათვალისწინებით.

ზრდასრულებში საშუალო დოზები 250-500 მგ ფარგლებშია ყოველი 6-12 საათში ერთჯერ; თუ საჭიროა, სადღეღამისო დოზა დასაშვებია 4-6 გ-მდე გაიზარდოს. მკურნალობის ხანგრძლივობა 7-დან – 14 დღემდე მერყეობს. ბავშვებში თუ სხეულის მასა 40 კგ ნაკლებია, საშუალო დღეღამური დოზა 25-50 მგ/კგ ფარგლებში უნდა იყოს დაცული. მიღების სიხშირე 4-ჯერ დღეღამეში. მძიმე ინფექციის შემთხვევაში კლინიკური სურათის განვითარების მიხედვით სადღეღამისო დოზა შეიძლება 100 მგ/კგ-მდე გაიზარდოს, ხოლო მიღების სიხშირე – 6-ჯერ დღეღამეში.

ბეტა-ჰემოლიზური – ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციების შემთხვევაში მკურნალობის მინიმალური ხანგრძლივობა 10 დღეზე ნაკლები არ უნდა იყოს.

გვერდითი მოვლენები

გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე, უმადობა, ფაღარათი, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, დერმატიტი, ეოზინოფილია; იშვიათად – კვინკეს შეშუპება, ართრალგიები), კანდიდოზი, თავის ტკივილი, თავბრუ, ძილიანობა.

გამონაკლის შემთხვევებში – ცვლილებები პერიფერიულ სისხლში (შექცევადი ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია); ღვიძლის ტრანსამინაზების დროებითი გააქტივება; ჰალუცინაციები. აღწერილია ქოლესტაზური სიყვითლისა და ჰეპატიტის შემთხვევებიც.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა ცეფალოსპორინებისადმი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სიფრთხილეა საჭირო თირკმელებისა ან ღვიძლის გამოხატული ფუნქციური მოშლილობის შემთხვევებში;

♦ ანამნეზში აღნიშნული კოლიტიც მხედველობაშია მისაღები.

პენიცილინებისადმი ჭარბად მგრძნობიარე ავადმყოფებში მოსალოდნელა ალერგიული რეაქციების გამოვლინებები ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკების საპასუხოდაც.

♦ ორსულობაში და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის ნავარაუდევი სასარგებლო ეფექტი ნაყოფისა ან ბავშვისათვის პოტენციალურ რისკზე მნიშვნელოვანი იქნება.

♦ მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია კუმბსის დადებითი პირდაპირი რეაქციის გამოვლენა, აგრეთვე შარდში ცრუდადებითი რეაქციაც შაქარზე.

♦ მკურნალობის დროს ალკოჰოლის მიღება არ შეიძლება.

ცეფალექსინი – CEFALEXIN – ЦЕФАЛЕКСИН

საერთაშორისო დასახელება:

CEFALEXIN          

მწარმოებელი: HEMOFARM

მოქმედი ნივთიერება: ცეფალექსინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, ცეფალოსპორინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 16 ც.

1 კაფს.

ცეფალექსინი …….   250 მგ

1 კაფს.

ცეფალექსინი ……..  500 მგ

გრანულები პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 100 მლ

5 მლ

ცეფალექსინი  ……… 250 მგ

 

ვრცლად ცეფალექსინი (აქტიური ნივთიერება), (დოზირება, მიღების წესი ინდივიდუალური)

ცეფაკლორი – CEFACLOR – ЦЕФАКЛОР

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს II თაობის ცეფალოსპორინების ჯგუფის პერორალურად გამოსაყენებელ ანტიბიოტიკს. იგი მოქმედებს ბაქტერიციდულად. პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი. იგი მაღალეფექტურია როგორც გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების (ნაწლავისა და ჰემოფილური ჩხირი, სალმონელა, შიგელა, ენტერობაქტერიები, პროტეუსი, კლებსიელა, გონოკოკები), ასევე გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ (სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები). პრეპარატი მდგრადია ბეტალაქტამაზების მოქმედების მიმართ. პრეპარატისადმი მგრძნობიარეა შემდეგი ანაერობული მიკროორგანიზმები: ბაქტეროიდები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები; იგი არ არის აქტიური სხვადასხვა სახის Pseudomonas, ენტეროკოკების უმრავლესი შტამების, Enterobacter cloacae-ს მრავალი შტამის, აგრეთვე მეტიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკების და Listeria monocytogenes-ის მიმართ. პრაქტიკულად უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, მათ შორის:

  • ზედა და ქვედა სასუნთქი გზების;
  • შარდგამომყოფი გზების;
  • კანისა და რბილი ქსოვილების დაავადებები;
  • აგრეთვე ოტიტი;
  • ოსტეომიელიტი;
  • ენდეომეტრიტი;
  • გონორეა.

დოზირების რეჟიმი

მიღების წესი დგინდება ინდივიდუალურად დაავადებების სიმძიმის, ინფექციის ლოკალიზაციის და გამომწვევის მგრძნობელობის მიხედვით. მოზრდილებში პრეპარატი გამოიყენება საშუალო ერთჯერადი დოზით 250 მგ 3-ჯერ დღეში. აუცილებლობის შემთხვევაში პრეპარატის დოზა შესაძლებელია გავზარდოთ 4 გ-მდე დღეში.

ბავშვებში პრეპარატი გამოიყენება სადღეღამისო დოზით 20 მგ/კგ სხეულის წონაზე 3 მიღებაზე დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ/კგ.

სკოლამდელი ასაკის ბავშვებში რეკომენდებულია პრეპარატის სუსპენზიის სახით დანიშვნა. მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა. ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ქავილი, ეოზინოფილია; იშვიათად – კვინკეს შეშუპება); თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანდიდოზი; პრეპარატის მაღალი დოზით გამოყენებისას შესაძლებელია პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილება (ლეიკოპენია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია), ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მომატება, აღწერილია ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების შემთხვევები, აგრეთვე ინტერსტიციული ნეფრიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ჰეპატიტი.

უკუჩვენებები

ციფალოსპორინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმელების ფუნქციის დარღვევის, ანამნეზში კოლიტის არსებობისას.

♦  პაციენტებში, რომლებსაც პენიცილინის მიმართ აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა შესაძლებელია აღინიშნოს ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ.

♦  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მისი მოქმედების პოტენციურ რისკს.

♦  პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია კუმბსის პირდაპირი დადებითი რეაქცია და შარდში გლუკოზაზე ცრუდადებითი რეაქცია.

Don`t copy text!