Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 416

ცენტრუმი – CENTRUM – ЦЕНТРУМ

მწარმოებელი: WHITEHALL, აშშ

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი A/აცეტატი და B-კაროტინი

5000 სე (100%)

ვიტამინი E/ალფატოკოფეროლის აცეტატი

30 სე (100%)

ფოლის მჟავა

400 მკგ(100%)

ვიტამინი B1/თიამინის მონონიტრატი

1.5 მგ (100%)

ვიტამინი B2/რიბოფლავინი

1.7 მგ (100%)

ნიაცინამიდი

20 მგ (100%)

ვიტამინიB6/პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი

2 მგ (100%)

ვიტამინი B12/ციანოკობალამინი

6 მკგ (100%)

ვიტამინი D

400 სე (100%)

ბიოტინი

30 მკგ (10%)

პანთოტენის მჟავა (კალციუმის პანთოტენატი)

10 მგ 100%)

კალცუმი/კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი

162 მგ (16%)

ფოსფორი/კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი

125 მგ (13%)

იოდი/ კალიუმის იოდი

150 მკგ (100%)

რკინა/ რკინის ფუმარატი

18 მგ (100%)

მაგნიუმი/მაგნიუმის ოქსიდი

100 მგ (25%)

სპილენძი/სპილენძის ოქსიდი

2 მგ  (100%)

თუთია/თუთიის ოქსიდი

15 მგ (100%)

მანგანუმი/მანგანუმის სულფატი

2.5 მგ

კალიუმი/კალიუმის ქლორიდი

40 მგ

ქლორიდი/კალიუმის ქლორიდი

36.3 მგ

ქრომი/ქრომის ქლორიდი

25 მკგ

მოლიბდენი/ნატრიუმის მოლიბდატი

25 მკგ

სელენი/ნატრიუმის სელენატი

25 მკგ

ვიტამინი K/ფიტონადიონი

25 მკგ

ნიკელი/ნიკელის სულფატი

5 მკგ

კალა/ორქლორიანი კალა

10 მკგ

სილიციუმი/ნატრიუმის მეტასილიკატი

10 მკგ

ვანადიუმი/მეტავანად ნატრიუმი

10 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.

ჩვენებები:

  • მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა;
  • არასრული და არაბალანსირებული კვება;
  • ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღების შემდგომი პერიოდი;
  • ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
  • ასთენიური მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ამ პერიოდში ვიტამინების და მინერალების მიმართ მოთხოვნილება მატულობს. ცენტრუმის მიღება შეიძლება ჩვენების მიხედვით.

ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული 10000 სე დოზის გადაჭარბება.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატი შეიცავს რკინას, ამიტომ დიდი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები. არ არის რეკომენდებული დღეღამური დოზის გადაჭარბება. პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ცენტროვიტი – CENTROVIT – ЦЕНТРОВИТ

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ვიტამინი C  ………………………………………..

75 მგ(12.5%)

ვიტამინი B3 ………………………………………..

18 მგ (100%)

ვიტამინი E  ………………………………………..

10 მგ (100%)

ვიტამინი B5 ……………………………………….

6 მგ(100%)

ვიტამინი B6 ……………………………………….

2 მგ (100%)

ვიტამინი B2 ……………………………………….

1.6 მგ (100%)

ვიტამინი B1 ……………………………………….

1.4 მგ (100%)

ვიტამინი A  ………………………………………..

800 მკგ (100%)

ფოლის მჟავა  ……………………………………..

200 მკგ (100%)

ვიტამინი H  ………………………………………..

150 მკგ (100%)

ვიტამინი K  ……………………………………….

30 მკგ

ვიტამინი D3 ……………………………………….

5 მკგ (100%)

ვიტამინი B12 ……………………………………..

1 მკგ (100%)

კალციუმი  ………………………………………….

200 მგ 25%)

ფოსფორი  …………………………………………..

125 მგ (16%)

მაგნიუმი  ……………………………………………

100 მგ(33%)

კალიუმი  ……………………………………………

80 მგ

რკინა  …………………………………………………

5 მგ (36%)

თუთია  ………………………………………………

5 მგ (33%)

სპილენძი  ………………………………………….

1 მგ

იოდი  …………………………………………………

100 მკგ (67%)

მოლიბდენი  ………………………………………

80 მკგ

ქრომი  ………………………………………………..

60 მკგ

სელენი  ………………………………………………

30 მკგ

(…%) _ რეკომენდებული დღიური დოზის %.

დამხმარე ნივთერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, პოლივინილპიროლიდონი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის ორჟანგი, ტალკი, ლაქტოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, გლიცერინი, საღებავები: ნარინჯისფერი ყვითელი, ინდიგოტინი, კოშენილის წითელი, ტიტანის ორჟანგი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ცენტროვიტი აკმაყოფილებს ვიტამინებისა და მინერალების დღიურ მოთხოვნილებას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნიტეტს, რეკომენდებული ვიტამინების, მიკრო- და მაკრო ელემენტების ნაკლებობის დროს.

ჩვენებები:

  • მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების ნაკლებობა;
  • გადაღლა და სტრესი;
  • არასრულფასოვანი და არაბალანსირებული კვება;
  • ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
  • რეაბილიტაციის პერიოდი.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში მიიღება 1 ტაბლეტი დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება.

უკუჩვენებები:

ცენტროვიტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ავერსი-რაციონალი

ცენტრალ-ბ – CENTRAL-B – ЦЕНТРАЛ -Б

მწარმოებელი: “ROTAPHARM”, Great Britain.

სამკურნალწამლო ფორმა:
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: ყავისფერი ფხვნილით სავსე კაფსულები თეთრი ფერის ჩანართებით, ზომით №0, ვარდისფერი კორპუსით, მწვანე სახურავით. 

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 კაფსულის შემადგენლობაშია:
აქტიური ნივთიერებები:
პასიფლორას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი ………………. 25 მგ
კუნელის მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი ……………………  25 მგ
კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტი  ……………… 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მაგნიუმის კარბონატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა.
კაფსულის გარსის შემადგენლობა:
ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ნატრიუმის ინდიგოტინდისულფონატი, ერითროზინი, რკინის ყვითელი ოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი.    

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
მცენარეული წარმოშობის სედაციური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა
ცენტრალ–ბ – სედაციური მოქმედების კომბინირებული ფიტოპრეპარატია. მის შემადგენლობაში შედის სამი კომპონენტი – პასიფლორას, კუნელის და კატაბალახას მშრალი წყალ-სპირტიანი ექსტრაქტები.
პასიფლორას ექსტრაქტი შეიცავს ალკალოიდებს და ფლავონოიდს – ვიტექსინს, გააჩნია მსუბუქი დამამშვიდებელი მოქმედება ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს ძილის აღდგენას, ამცირებს შფოთვას, გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება გლუვ კუნთებზე, აუმჯობესებს გულის მუშაობას, გააჩნია სედაციური ეფექტი. 
კუნელის ექსტრაქტი შეიცავს ფლავონოიდებს, ქოლინს, აცეტილქოლინს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფიტოსერინს და სხვა.; ფლავონოიდების შემცველობის გამო გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, ახდენს გულისა და თავის ტვინის სისხლძარღვების შერჩევით გაფართოებას; ახდენს ჰიპოტენზიურ მოქმედებას; ხელს უწყობს ვენური წნევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს სისხლძარღვების კედლის ფუნქციას; გააჩნია მსუბუქი სედაციური მოქმედება.
კატაბალახას ექსტრაქტი შეიცავს ეთერზეთებს, რომელთა ძირითად კომპონენტებს შეადგენს ბორნეოლის და იზოვალერიანმჟავას რთული ეთერი, ასევე თავისუფალი ვალერიანმჟავა და ბორნეოლი, ორგანული მჟავები (მათ შორის ვალერიანმჟავა, რომელიც ახდენს სპაზმოლიზურ მოქმედებას), ალკალოიდები (ვალერინი და ხატინინი), მთრიმლავი ნივთიერებები, შაქარი და სხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. ახასიათებს სედაციური მოქმედება, ამცირებს დაძაბულობას და გაღიზიანებას, რაც დამახასიათებელია ფსიქიკური გადაღლილობისა და ნევრასთენიისთვის.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატის მოქმედება განისაზღვრება მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების კომბინირებული მოქმედებით, ამდენად კინეტიკური დაკვირვებების ჩატარება არ არის შესაძლებელი.

ჩვენებები:

  • მომატებული ნერვული აგზნებადობა;
  • ნერვული დაძაბულობა;
  • გაღიზიანებადობა;
  • შფოთვის, დათრგუნვის შეგრძნება;
  • ძილის დარღვევა, უძილობა.


უკუჩვენებები:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;
* ბავშვთა ასაკი 12 წლამდე.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატი ცენტრალ-ბ ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. 
იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე.

დოზირება და გამოყენების წესი:
ცენტრალ-ბ მიიღება შიგნით, დიდი რაოდენობით სითხის მიყოლებით.
პრეპარატი განკუთვნილია მოზრდილებისა და 12 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისთვის.
მომატებული ნერვული აგზნებადობის, ნერვული დაძაბულობის, გაღიზიანებადობის, განგაშის და დათრგუნვის შეგრძნების დროს ინიშნება 1-2 კაფსულა 3-ჯერ დღეში.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 6 კაფსულა.
ძილის დარღვევისა და უძილობისას ინიშნება 2 კაფსულა ძილის წინ, ნახევარი საათით ადრე.

დოზის გადაჭარბება:
სიმპტომები: თავბრუსხვევა, მუცლის სპაზმური ტკივილი, გუგების გაფართოება, გულისრევა, ღებინება.
მკურნალობა: შესაძლებელია კუჭის ამორეცხვა, საჭიროების შემთხვევაში სიმპტომური მკურნალობა.  

განსაკუთრებული მითითებები:
პრეპარატით მკურნალობის ხანგრძლივობა არ არის შეზღუდული. პრეპარატის მოხსნისას აბსტინენციის სიდრომი არ ვითარდება.
პრეპარატი უკუნაჩვენებია რაიმე სერიოზული დაავადების გადატანის შემდეგ.
ცენტრალ-ბ მიიღება ძილის დარღვევის და ნერვული აგზნებადობის მსუბუქი ფორმების დროს.
პრეპარატის გამოყენებისას რეკომენდებულია ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ზემოქმედება:
პრეპარატის გამოყენებისას მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი ქმედებებისგან,  რომლებიც მოითხოვენ გაძლიერებულ ყურადღებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, რადგან შესაძლოა ძილიანობის განვითარება დღის განმავლობაში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისთვის გაცილებით აღემატება შესაძლო რისკს ახალშობილისთვის. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ცენტრალ-ბ აძლიერებს საგულე გლიკოზიდების, ტრანკვილიზატორების, ცნს-ზე დამთრგუნველი ეფექტის მქონე პრეპარატების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას.

გამოშვების ფორმა:
ცენტრალ-ბ #15
ფირფიტაზე 15 ჟელატინის კაფსულა.  
1 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში. 
ცენტრალ-ბ #45
ფირფიტაზე 15 ჟელატინის კაფსულა.  
3 ფირფიტა გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად – მუყაოს კოლოფში. 

შენახვის პირობები:
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არა უმეტეს 25ºС ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
ნუ გამოიყენებთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ).

ცელესტოდერმი V გარამიცინთან – CELESTODERM V with GARAMYCIN – ЦЕЛЕСТОДЕРМ V С ГАРАМИЦИНОМ

საერთაშორისო დასახელება:

BETAMETHAZONE;GENTAMICIN

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ბეტამეთაზონი+გენტამიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტიბაქტრიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი: ტუბში 15 გ და 30 გ

1 გ

ბეტამეთაზონის ვალერატი ……..  1 მგ

გენტამიცინის სულფატი ……….   1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ქლორკრეზოლი, ერთფუძიანი ნატრიუმის ფოსფატის მონოჰიდრატი, ფოსფორის მჟავა, თეთრი ვაზელინი, მინერალური ზეთი, ცეტეტ 20, ცეტოსტეარილალკოჰოლი.

მალამო: ტუბში 15 გ და 3 გ.

1 გ

ბეტამეთაზონის ვალერატი ……   1 მგ

გენტამიცინის სულფატი ………..  1 მგ

დამხმარე ნივთიერება: თეთრი ვაზელინი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ბეტამეთაზონის ვალერატს გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტი.

გენტამიცინი ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, ადგილობრივი გამოყენებისას ეფექტურია უმრავლეს გავრცელებულ პათოგენების მიმართ. გენტამიცინის მიმართ მგრძნობელობა გააჩნიათ შემდეგ ბაქტერიებს: (სტრეპტოკის მგრძნობიარე შტამებს (A ბეტა-ჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური), ოქროსფერ სტაფილოკოკს (კოაგულაზა-პოზიტიური, კოაგულაზა ნეგატიური და ზოგიერთი პენიცილინაზას წარმომქმნელი შტამები, აგრეთვე გრამუარყოფით ბაქტერიებს: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes,Escherichia coli, Proteus vulgaris და Klebsiella pneumoniae

ჩვენებები:

ცელესტოდერმი V გარამიცინთან ნაჩვენებია:

  • დერმატოზის ადგილობრივი მკურნალობისათვის, რომელსაც გააჩნია მგრძნობელობა კორტიკოსტეროიდული თერაპიის მიმართ და გართულებულია მეორადი ინფექციით.
  • დერმატოზების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეული არიან გენტამიცინისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით, როგორიცაა ეგზემა (ატოპიური, ბავშვის, მონეტისებური), კონტაქტური დერმატიტი, ნეიროდერმატიტი, მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ინტერტრიგინოზური დერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ფსორიაზი, ანოგენიტალური და ხანდაზმულების ქავილი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის აპლიკაცია ხდება თხლად კანის დაზიანებულ უბნებზე 2-ჯერ დღეში დილით და საღამოს.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნებოდეს შემდეგი ლოკალური გვერდითი მოვლენები: წვა, გაღიზიანება, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი. დახურული სახვევის დროს აღინიშნება შემდეგი გვერდითი მოვლენები: კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები.

გენტამიცინით მკურნალობისას შეიძლება აღინიშნებოდეს კანის გაღიზიანება (ქავილის და ერითმის სახით), რაც ხშირ შემთხვევაში საჭიროებს მკურნალობის შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

რადგანაც არ არის შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ორსულებში, მისი გამოყენება მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება მოსალოდნელ რისკს.

! რადგანაც არ არის შესწავლილი პრეპარატის მოქმედება ლაქტაციის დროს, ამიტომ საჭიროა ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ თუ პრეპარატის მიღებისას აღინიშნება გაღიზიანება ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და შეირჩეს ადექვატური თერაპია.

◄ შეიძლება აღინიშნებოდეს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის დარღვევა, განსაკუთრებით ბავშვებში.

◄ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბცია მომატებული ხანგრძლივი გამოყენებისას. ფართო ზედაპირების მკურნალობისა ან დახურული სახვევის გამოყენებისას და ბავშვებში.

◄ ანტიბიოტიკების ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება არამგრძნობიარე მიკროფლორის ზრდა, მათ შორის სოკოვანის. ამ შემთხვევაში საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, ისევ, როგორც სუპერინფექციის განვითარებისას.

◄ ცელესტოდერმი V გარამიცინთან არ გამოიყენება ოფტალმოლოგიაში.

გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში: ბავშვები უფრო მგრნობიარენი არიან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებისადმი, რომლებიც იწვევენ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ თირკმელზედა სისტემის დათრგუნვას, ვიდრე მოზრდილები.

ბავშვებში, რომლებიც იღებდნენ ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებს, აღინიშნებოდა შემდეგი გვერდითი ეფექტები: ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარულ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის შეფერხება, წონაში მატების შემცირება, ქალასშიდა წნევის მომატება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ადგილობრივი კორტიკოსტეროიდების ხანგრძლივმა და ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზალურ-თირკმელზედა სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის სისტემის მეორადი დათრგუნვა და ჰიპერკორტიციზმის სინდრომის განვითარება, მათ შორის კუშინგის სინდრომის.

გენტამიცინის ჭარბი და ხანგრძლივი გამოყენების დროს დიაზიანების ზონაში აღინიშნება არამგრძნობიარე ფლორის ზრდა. მათ შორის სოკოვანის.

მკურნალობა: ნაჩვენებია სიმპტომატური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროების შემთხვევაში ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია.

ქრონიკული, ტოქსიკური მოქმედების დროს რეკომენდებულია კორტიკოსტეროიდების მიღების თანდათანობითი შეწყვეტა.

არაკონტროლირებადი მიკროორგანიზმების ზრდის დროს საჭიროა შესაბამისი ანტიბაქტერიული ან სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის შერჩევა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წლი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ცელესტოდერმი V – CELESTODERM V – ЦЕЛЕСТОДЕРМ V

საერთაშორისო დასახელება:

BETAMETHASONE

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ბეტამეტაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კორტიკოსტეროიდი გარეგანი გამოყენებისათვის დერმატოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი 0.1%: ტუბში 15 გ და 30 გ

1 გ

ბეტამეტაზონის ვალერატი ……….  1 მგ

მალამო 0.1%: ტუბში 15 გ და 30 გ

1 გ

ბეტამეტაზონის ვალერატი ………  1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ავლენს ანთების საწინააღმდეგო, ქავილის საწინააღმდეგო და სისხლძარღვთა შემავიწროებელ ეფექტს.

ჩვენებები:

პრეპარატი ნაჩვენებია ანთების მოვლენების მოსახსნელად კანის ისეთი დაავადებების დროს, რომლებიც მგრძნობიარენი არიან კორტიკოსტეროიდული თერაპიის მიმართ, კერძოდ, პრეპარატი გამოიყენება ისეთი დერმატოზებისა, როგორიცაა:

  • ეგზემა (ატოპიური, ბავშვთა, მონეტისებური), კონტაქტური დერმატიტი, სებორეული დერმატიტი, ნეიროდერმიტი, მზის სხივების ზემოქმედებით გამოწვეული დერმატიტი, ექსფოლიატიური დერმატიტი, სტაზდერმატიტი, რადიაციული დერმატიტი, ინტერტრიგინოზული დერმატიტი, ფსორიაზი, ანოგენიტალური და ხანდაზმულობის ქავილი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის თხელი ფენის აპლიკაცია ისმება კანის ყველა დაზიანებულ უბანზე 1-3-ჯერ დღეში, მდგომარეობის სიმძიმიდან გამომდინარე.

უმეტეს შემთხვევაში ეფექტის მისაღწევად საკმარისია დღეში 1-2 აპლიკაცია.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი ხმარების კორტიკოსტეროიდების გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს შემდეგი ლოკალური გვერდითი მოვლენები: წვა, გაღიზიანება სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, ფერისმჭამელების ტიპის გამონაყარი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები და ნაოფლარი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა მისი რომელიმე კომპონენტის მიმრთ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების უსაფრთხოება ორსული ქალებისათვის დადგენილი არ არის. ამიტომ, ამ ჯგუფის პრეპარატების დანიშვნა ორსულობის დროს გამართლებულია მხოლოდ მაშინ, თუ მათი სარგებლობა დედისათვის აშკარად აღემატება ნაყოფისათვის შესაძლო რისკს. ორსულმა ქალებმა ამ ჯგუფის პრეპარატები არ უნდა გამოიყენონ ხანგრძლივად დიდი დოზებით.

ვინაიდან დღემდე დაუდგენელია აღწევენ თუ არა კორტიკოსტეროიდები სისტემური და ადგილობრივი გამოყენებისას დედის რძეში, გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების შეწყვეტის თუ მკურნალობის შეწყვეტის შესახებ უნდა მოხდეს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად აუცილებელია ეს პრეპარატი დედისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ თუ პრეპარატის ხმარებისას აღინიშნება გაღიზიანება, ან მომატებული მგრძნობელობა, მკურნალობა უნდა შეწყდეს და პაციენტს დაენიშნოს ადექვატური თერაპია.

◄ მეორადი ბაქტერიული ან სოკოვანი ინფექციის შემთხვევაში უნდა დაინიშნოს შესაბამისი სამკურნალო საშუალებები. ამ ღონისძიების შედეგად სწრაფი დადებითი ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, კორტიკოსტეროიდების ხმარება უნდა შეწყდეს სანამ ინფექციის ყველა ნიშანი არ გაქრება.

◄ სისტემური გამოყენების კორტიკოსტეროიდების ნებისმიერი გვერდითი მოვლენა თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის ფუნქციის დათრგუნვის ჩათვლით შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტროიდების მოხმარების დროსაც, განსაკუთრებით ბავშვებში.

ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების სისტემური აბსორბცია მატულობს მათი ხანგრძლივი ხმარებისას, კანის ფართო ზედაპირის მკურნალობისას, ან დამფარავი ნახვევების გამოყენებისას, აგრეთვე ბავშვებში.

◄ პრეპარატი არ გამოიყენება ოფთალმოლოგიაში.

გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში:

◄ ბავშვები შეიძლება მოზრდილებზე მეტად მგრძნობიარენი იყვნენ ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების მიმართ, რომლებიც იწვევენ ჰიპოთალამო-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის (ჰჰთჯ) სისტემის ფუნქციის დათრგუნვას იმის გამო, რომ ბავშვებში მომატებულია პრეპარატის აბსორბცია კანის საფარი ფართობის და სხეულის მასის დიდ თანაფარდობასთან დაკავშირებით.

◄ ბავშვებს, რომლებიც იღებდნენ კორტიკოსტეროიდებს, აღენიშნებოდათ შემდეგი გვერდითი მოვლენები: ჰჰთ სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, კუშინგის სინდრომი, ზრდის ხაზოვანი შეფერხება, წონაში მატების ჩამორჩენა, ქალასშიდა წნევის მომატება.

◄ ბავშვებში თირკმელზედა ჯირკლის ქერქის ფუნქციის დათრგუნვის სიმპტომებიდან ვლინდება აგრეთვე პლაზმაში კორტიზონის დონის შემცირება და აკტჰ-ით სტიმულაციაზე პასუხის არარსებობა. ქალასშიდა წნევის მომატება გამოიხატება ყიფლიბანდის ამობურცვით, თავის ტკივილით, მხედველობის ნერვის დისკოს ორმხრივი შეშუპებით.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ადგილობრივი გამოყენების კორტიკოსტეროიდების გადაჭარბებულმა ან ხანგრძლივმა ხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოფიზი-თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის მეორადი ჰიპოფუნქციის განვითარება და ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების გაჩენა კუშინგის სინდრომის ჩათვლით.

მკურნალობა: ნაჩვენებია სათანადო სიმპტომატური მკურნალობა. ჰიპერკორტიციზმის მწვავე სიმპტომები ჩვეულებრივ შექცევადია. საჭიროებისას ნაჩვენებია ელექტროლიტური დისბალანსის კორექცია. ქრონიკული ტოქსიკური მოქმედების შემთხვევაში კორტიკოსტეროიდების თანდათანობითი მოხსნა უნდა მოხდეს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ცელებრექსი – CELEBREX – ЦЕЛЕБРЕКС

საერთაშორისო დასახელება:

CELECOXIB

მწარმოებელი: PFIZER, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ცელეკოქსიბი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 10, 20 და 30 ც.

1 ტაბ.

ცელეკოქსიბი ……… 100 მგ

ცელეკოქსიბი ……… 200 მგ

1 ტაბ.

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოლივიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა და მაგნიუმის სტეარატი, კაფსულის გარსი შეიცავს ჟელატინს, ტიტანის ორჟანგს. მელანი შეიცავს რკინის ჟანგს E172 (200 მგ კაფსულა) ან ინდიგოტინს E132 (100 მგ კაფსულა).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც მიეკუთვნება ცოგ-2-ის სპეციფკურ ინჰიბიტორთა ჯგუფს. იგი ამსუბუქებს ართრიტით გამოწვეულ ტკივილსა და შეშუპებას.

პროსტაგლანდინები წარმოადგენენ ბუნებრივ ნივთიერებებს, რომლებიც გამომუშავდებიან ორგანიზმის მიერ. ზოგიერთი პროსტაგლანდინი, რომელთა სინთეზშიც მონაწილობს ცოგ-2, იწვევს ტკივილს და შეშუპებას. პროსტაგლანდინები, რომელთა სინთეზშიც მონაწილეობს ცოგ-1, იცავენ კუჭის ლორწოვანს. ცელებრექსი აქვეითებს პროსტალგლანდინების სინთეზს, რომლებიც იწვევენ ტკივილს და შეშუპებას. ცელებრექსი არ ახდენს გავლენას იმ პროსტაგლანდინების სინთეზზე, რომლებიც იცავენ კუჭის ლორწოვანს.

ჩვენებები:

  • ცელებრექსი გამოიყენება ოსტეოართრიტით და რევმატიული ართრიტით გამოწვეული ანთებისა და შეშუპების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილებში.

ოსტეოართრიტის სამკურნალოდ ცელებრექსის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს ერთ კაფსულას დოზით 200 მგ ერთხელ დღეში (დღეღამური დოზა 200 მგ) ან 100 მგ ერთი კაფსულა 2-ჯერ დღეში (დღეღამური დოზა 200 მგ).

რევმატიული ართრიტის დროს ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 100 მგ-ს, რომელსაც იღებენ 2-ჯერ დღეში (დღეღამური დოზა 400 მგ).

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებისას ხშირად აღინიშნება მუცლის ტკივილი, დიარეა, კუჭის ავსების შეგრძნება, მეტეორიზმი, გულისრევა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა და ძილის დარღვევა. აგრეთვე ყელის ტკივილი, აგრეთვე ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებები, სურდო, ქავილი და გამონაყარი, ორგანიზმში სითხის დაგროვება, რომელიც ჩვეულებრივ იწვევს კოჭების და წვივების შეშუპებას.

იშვიათად აღინიშნება ანემია, ჰიპერტენზია, გულის გახშირებული მუშაობა, ყაბზობა, ღებინება, მხედველობის გაუარესება, ჰიპერტონია, პარესთეზიები, ჩხვლეტის შეგრძნება, განგაშის მდგომარეობა, დეპრესია, ხველა, ქოშინი, გამონაყარი, ქვედა კიდურებში კრუნჩხვები, ყურებში შუილი, გადაღლილობის შეგრძნება, საშარდე გზების ინფექციების გამწვავება.

ძალიან იშვიათად გვხვდება ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, დისფაგია, ნაწლავების პერფორაცია, ეზოფაგიტი, მელენა, ატაქსია, ალოპეცია, ფოტოსენსიბილიზაცია და გემოს ცვლილება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

* სულფოამიდების ჯგუფის პრეპარატების მიმართ ალერგიული რეაქციების დროს.

* აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ შემდეგი ალერგიული რეაქციის (ასთმა ან ურტიკარია) განვითარებისას.

ორსულობა და ლაქტაცია:

! პრეპარატის ორსულობის პერიოდში გამოყენება უკიდურესი აუცილებლობის გარეშე არ არის რეკომენდებული.

! ცელებრექსის ორსულობის მესამე ტრიმესტრში გამოყენება დაუშვებელია.

! ცელებრექსი გამოიყოფა დედის რძეში და ისეთი კონცენტრაციით, რომელიც მისი პლაზმაში არსებული კონცენტრაციის მსგავსია. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება:

ცელებრექსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით შეპყრობილი პაციენტები დარწმუნებულები უნდა იყვნენ წყლულის სრულ შეხორცებაში.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება გულის ფუნქციის დარღვევისა და სხვა დაავადებების დროს, რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმში სითხის დაგროვებას.

◄ ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის მძიმე ფორმის დაზიანების დროს, პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატით ჭარბი დოზირების შემთხვევაში საჭიროა ექიმის ინფორმირება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ცელებრექსი და ვარფარინის ერთდროული გამოყენებისას პრეპარატი ინიშნება განსაკუთრებული სიფრთხილით, ვინაიდან ვარფარინი იწვევს სისხლდენას.

– პაციენტებში, რომლებიც იყენებენ ფლუკონაზოლს, პრეპარატი ინიშნება მინიმალურ რეკომენდებულ დოზებში.

– ღვიძლში ფერმენტების ინდუქტორების – რიფამპიცინის, კარბამაზეპინის, და ბარბიტურატების მოქმედება ცელეკოქსიბის ფარმაკოკინეტიკაზე არ არის შესწავლილი.

– კეტოკონაზოლი არ ავლენს ცელებრექსთან არსებით ურთიერთქმედებას.

ანტაციდები (ალუმინი და მაგნიუმი) 10%-ით აქვეითებენ პრეპარატის შეწოვის ხარისხს, რაც არ იწვევს კლინიკურად მნიშვნელოვან ეფექტებს.

– ცელებრექსის ფუროსემიდთან, აგრეთვე ანგიოტენზინმაკონვერტირებელ ფერმენტების ინჰიბიტორებთან კომბინირებისას არსებობს პოტენციური ურთიერთქმედების ალბათობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: აღნიშნულია შეფუთვაზე.

ცელანიდი-კმპ – CELANIDUM-KMP – ЦЕЛАНИД-КМП

საერთაშორისო დასახელება:

LANATOSIDE C

მწარმოებელი: KIEVMEDPREPARAT

მოქმედი ნივთიერება: ლანატოზიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კარდიოტონული საშუალება – გულის გლიკოზიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

ლანატოზიდი C ……  25 მგ

 

ვრცლად ლანატოზიდი C (დოზირება ინდივიდუალური)

ცელ T – ZEEL T – ЦЕЕЛ Т

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ართროზების სამკურნალო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც.

1 ტაბ.

Cartilago suis D4  ……………………………….

0.3 მგ

Funiculus umbilicalis suis D4  ………………..

0.3 მგ

Embryo suis D4 …………………………………..

0.3 მგ

Placenta suis  ………………………………….

(ჰორმონებისაგან თავისუფალი) D4

0.3 მგ

Rhus toxicodendron D2  ……………………..

0.54 მგ

Arnica montana D1  …………………………..

0.6 მგ

Solanum dulcamara D2  ……………………..

0.15მგ

Symphytum officinale D8  ……………………

0.15მგ

Sanguinaria canadensis D3  ……………….

0.45 მგ

Sulfur D6  ………………………………………..

0.54 მგ

Nadidum D6  ……………………………………..

0.3 მგ

Coenzym A D6  …………………………………

0.3 მგ

Acidum a-liponicum D6  ………………………

0.3 მგ

Natrium Diethyloxalaceticum D6  …………

0.3 მგ

Acidum silicicum D6 …………………………….

3 მგ

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Cartilago suis D6  ……………………………

2 მგ

Funiculus umbilicalis suis D6  ……………

2 მგ

Embryo totalis suis D6  …………………..

2 მგ

Placenta suis  ……………………………….

(ჰორმონებისაგან თავისუფალი) D6

2 მგ

Coenzym A D8  …………………………………

2 მგ

Acidum a-liponicum D8 aquos  ……………..

2 მგ

Solanum Dulcamara D3  …………………….

10 მგ

Symphytum officinale D6  ……………………

10 მგ

Nadidum D8  ……………………………………..

2 მგ

Rhus toxicodendron D2  ……………………..

10 მგ

Arnica montana D4  ……………………………

200 მგ

Sulfur D6  …………………………………………..

36 მგ

Sanguinaria canadensis D4  ………………….

3 მგ

Natrium Diethyloxalaceticum D8 aquos …..

2 მგ

მალამო: ტუბში 50 და 100 გ.

100 გ

Cartilago suis D2 ………………………………….

1 მგ

Funiculus umbilicalis suis  ……………………..

1 მგ

Embryo suis D2 ……………………………………

1 მგ

Placenta suis  ………………………………………

(ჰორმონებისგან თავისუფალი) D2

1 მგ

Rhus toxicodendron D2  ………………………..

270 მგ

Arnica montana D2  ………………………………

300 მგ

Arnica montana D2  ………………………………

75 მგ

Solanum dulcamara D2  ……………………….

750 მგ

Sanguinaria canadensis D2  ………………….

225 მგ

Sulfur D6  ……………………………………………

270 მგ

Nadidum D6  ……………………………………….

10 მგ

Coenzym A D6  ……………………………………

10 მგ

Acidum a-liponicum D6  ………………………..

10 მგ

Natrium diethyloxalaceticum D6  …………….

10 მგ

Acidum silicium D6 ……………………………….

1 გ

ეთანოლით სტაბილიზირებული ჰიდროფილური მალამო (DAB10) 12.5 vol %

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები.

ჰომოტოქსინები (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქცის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ართროზები (კერძოდ გონართროზები, პოლიართროზები, სპონდილართროზები, მხარ-ბეჭის სახსრის პერიართრიტი).

მიღების წესი და დოზირება:

სუბლინგვალური ტაბლეტები:

ჩვეულებრივ ინიშნება თითო ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე წყლის მიყოლების გარეშე.

საინექციო ხსნარი:

ჩვეულებრივ 1 ამპულა კვირაში 2-ჯერ კანქვეშ, კუნთებში, ვენაში, სახსარში ან სახსრის გარშემო, აუცილებლობისას – პარავერტებრალურად.

დიდი სახსრების დაავადებისას შეიძლება გამოვიყენოთ 2 ამპულა.

მალამო:

დილა-საღამოს, აუცილებლობის შემთხვევაში უფრო ხშირად.

გამოყენების წესი: მალამო თხელ ფენად მტკივნეული ადგილას შეიზილეთ მსუბუქი შეზელვით. შეიძლება ნახვევის დადებაც.

გვერდითი მოვლენები:

გვერდითი მოვლენები არ გააჩნია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა Rhus toxicodendron -ის შხამის მიმართ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებსა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. ფლაკონი დაიხუროს გამოყენებისთანავე.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ცევიკაპი – CEVIKAP – ЦЕВИКАП

საერთაშორისო დასახელება:

ASCORBIS ASID

მწარმოებელი: Medana Pharma S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინური პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: ფლაკონში 10 მლ და 30 მლ.

1 მლ.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) …….  100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ძლიერი აღმდგენითი თვისებების წყალობით ვიტამინი C მონაწილეობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მთელი რიგი მეტაბოლური ცვლის პროცესებში.

ასკორბინის მჟავას აქვს უნარი გადაიტანოს ელექტროლიტები და ფერმენტები. ასკორბინის მჟავა მოქმედებს იმუნიტეტზე. დეტოკსიკაციის პროცესებზე, ფოლის მჟავას გარდაქმნაზე მის აქტიურ ფორმაში – ფოლიუმის მჟავაში, ქოლესტერინის მეტაბოლიზმში. რკინის ათვისებაში, ასევე ხელს უშლის პეროქსიდაციის პროცესებს. კოლაგენის, ელასტინის და პროტეოგლიკანების სინთეზში მონაწილეობის გამო.

ასკორბინის მჟავა მონაწილეობს ასევე შემაერთებელი ქსოვილის წარმოქმნაში; აქედან გამომდინარე მონაწილეობს მთელი ორგანიზმის ქსოვილების უჯრედგარე სტრუქტურის შენებაში. კოლაგენი, რომელიც ორგანიზმის ცილების 30-40% შეადგენს, არის შემაერთებელი ქსოვილის ძირითადი საშენი კომპონენტი.

შედის აგრეთვე კანის სისხლძარღვის ენდოთელიუმის, მყესების, ძვლების, კბილების, თვალის რქოვანა გარსისა, ასევე უჯრედშორისი ნივთიერებების შემადგენლობაში. მონაწილეობს ჭრილობის, ნახეთქების, ძვლის მოტეხილობების შეხორცებით პროცესებში.

ასკორბინის მჟავა-ვიტამინი C-ვიტამინია, რომელიც წყალში იხსნება  და მისი სინთეზი არ ხდება ადამიანის ორგანიზმში. ასკორბინის მჟავა ძალიან მგრძნობიარეა სხვადასხვა ფაქტორების ზემოქმედებისადმი. სინათლის, მაღალი ტემპერატურის და ჰაერში არსებული ჟანგბადის გავლენით იშლება.

ორგანიზმის დამცავი სისტემის სწორი ფუნქციონირებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქსოვილების ოპტიმალურ გაჯერებას ასკორბინის მჟავათი. ლეიკოციტებით ასკორბინის მჟავის გაზრდილი მიტაცების გამო მისი შემცველობა მცირდება სისხლში.

ვიტამინი C-ს გამოყენება გაციების პირველივე სიმპტომების დროს იწვევს მისი კონცენტრაციის ზრდას სისხლში, საიდანაც ხდება მისი მიტაცება ქსოვილებში ფაგოციტების მიერ. დამტკიცებულია, რომ ვიტამინი C-ს გამოყენება ამცირებს და ასუსტებს გაცივების მიმდინარეობას საშუალოდ 23%-ით.

ასკორბინის მჟავას ნაკლებობა იწვევს სურავანდის განვითარებას.

ვიტამინი C-ს უკმარისობის სიმპტომები: მომატებული აგზნებადობა, ტახიპნოე, დისპეფსია, მადის დაკარგვა, ფეხების გარკვეული პოზა, შეშუპება და ძვლისაზრდელას  ქვეშა სისხლჩაქცევა, ღრძილების ანთებითი ცვლილებები, დენტინის არასწორი შენება, ლულოვანი ძვლების რადიაციით განპირობებული ცვლილებები, რომელიც იწვევს ტკივილს და ჰიპეროსტოზსს ეპიფიზების არეში (მელერ-ბარლოუას დააავადება). ამ დროს ადგილი აქვს სუბფებრილურ მდგომარეობას, ანემიას, ჭრილობების და ძვლების შეხორცების შენელებას. სიმპტომები წყდება ვიტამინი C-ს მიღების შემდეგ.

ჩვენებები:

ცევიკაპი – ვიტამინი C ხსნარი წვეთების სახით სპეციალურადაა შემუშავებული ბავშვებისათვის, რაც იძლევა ასკორბინის მჟავას მცირე საბავშვო დოზებით გამოყენების საშუალებას შემდეგ შემთხვევებში:

– კომპლექსურ თერაპიაში;

– ინფექციური დაავადებები მომატებული ტემპერატურით, ასევე ზედა სასუნთქი გზების ვირუსული მორეციდივე ინფექციები;

– ანთებითი მდგომარეობები;

– ვიტამინი C მომატებული მოხმარება;

– რეკონვალესცენცია;

– დაქვეითებული იმუნიტეტი;

– სპორტი ან ინტენსიური ვარჯიში;

– ვიტამინი C ჰიპოვიტამინოზის პროფილაქტიკის მიზნით იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი აქვს: ბავშვების ხელოვნურ კვებას; არასწორ კვებას; ანორექსიას; შეწოვის დარღვევას (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროს).

მიღების წესი და დოზირება:

წვეთების პერორალურად მიღება შეიძლება ერთ ან რამდენიმე დოზად. უმჯობესია ჭამის დროს. ახალშობილებში რეკომენდებულია წვეთების გახსნა წყალში, ჩაიში, წვენში ან საკვებში დამატება.

ერთი წვეთი შეიცავს 5 მგ ვიტამინ C.

პროფილაქტიკური დოზები:

– ბუნებრივ კვებაზე მყოფი და 1 წლამდე ბავშვებში: 5-8 წვეთი (დაახ. 25-40 მგ) დღეში;

– 2 წლიდან 11 წლამდე ბავშვებში: 10 წვეთი (დაახ. 50 მგ) დღეში;

– 12 წლიდან 17 წლამდე მოზარდებში: 15-20 წვეთი (დაახ. 75-100 მგ) დღეში.

თერაპიული დოზები 2-5-ჯერ უფრო მეტია ვიდრე პროფილაქტიკური დოზები (ჩვენების მიხედვით).

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატის გამოყენება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.

მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს:

♦ შარდთან ერთად მჟაუნ-მჟავას მომატებული გამოყოფა. ურატებისა და ციტრატების კრისტალიზაცია, რაც ზრდის თირკმლის კენჭების გაჩენის რისკს შარდგამომყოფ სისტემაში;

♦ პირებში, რომლებსაც გააჩნიათ გლუკოზა 6 ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰემოლიზი;

♦ ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია;

♦ დისპეპსიური აშლილობები (გულისრევა, ღებინება);

♦ ჰემორაგიები;

♦ დიდი დოზების ხანგრძლივად გამოყენება იწვევს მიჩვევას.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ასკორბინის მჟავასა და/ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატი გამოიყენება ორსულობისას, რეკომენდებული დღიური დოზა ორსულ ქალებში (მათ შორის დიეტაში შემავალი რაოდენობა) შეადგენს 80 მგ-ს დღეში.

ვიტამინი C დიდი რაოდენობით გამოყენება იწვევს ახალშობილებში მისი უკმარისობის სიმპტომების გამოვლენას დიდი დოზებით გამოწვეული მეტაბოლური პროცესების ინდუქციის გამო. პრეპარატის გამოყენება შეიძლება ლაქტაციის პერიოდში. რეკომენდებული დღიური დოზა (მათ შორის დიეტაში შემავალი რაოდენობა) შეადგენს 100 მგ-ს დღეში. ასკორბინის მჟავას შემცველობა ლაქტატში შეადგენს 30-55 მგ/მლ, რაც საკმარისია ახალშობილისათვის, რომელიც ძუძუთი იკვებება.

ახალშობილებში პრეპარატის დიდი დოზით გამოყენება სასურველი არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ არის დაშვებული ასკორბინის მჟავას შერევა რკინისა და გოგირდის შემცველ პრეპარატებთან მისი აღმდგენი თვისების გამო.

◄ რეკომენდებულია ასკორბინის მჟავას გამოყენება დოზით არა უმეტეს 100 მგ დღე-ღამეში თირკმელკენჭოვანი დაავადებების მქონე პაციენტებში, ასევე ორგანიზმში მოჭარბებული რკინის არსებობისას იმ პირებში, რომელთაც უკვე აქვთ ჰიპეროქსალურია ან მისი წარმოქმნისადმი მიდრეკილება.

◄ ასევე მორეციდივე შარდ-კენჭოვანი დაავადებების მქონე პირებში ან თირკმლის უკმარისობისას ასკორბინის მჟავას გამოყენება არაა რეკომენდებული.

◄ ასკორბინის მჟავამ, რომელიც გამოიყენება დიდი დოზებით, შეიძლება მოგვცეს ცრუ შედეგები ლაბორატორიული კვლევისას, რომლებიც ტარდება ოქსიდოაღდგენითი მეთოდებით (მაგ. განავალში ფარული სისხლის არსებობის დადგენა, გლუკოზის და კრეატინინის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლში და შარდში).

გავლენა ტრანსპორტის მართვაზე და მექანიკური ხელსაწყოების გამოყენების უნარზე: არ მოქმედებს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების მონაცემები არ არსებობს.

ვიტამინ C დიდი დოზებით გამოყენება (100 მგ=200 წვეთი დღეში) შეიძლება გართულდეს ჭარბი დოზით და გვერდითი მოვლენების გაძლიერებით. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

რკინა. ასკორბინის მჟავა 2-4-ჯერ ზრდის რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, განსაკუთრებით რკინადეფიციტის მქონე პრებში.

დეფეროქსამინთან ასკორბინის მჟავას კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს რკინის ტოქსიკურობის ზრდა.

ვიტამინი E. ორივე ვიტამინი ავლენს ანტიჟანგვითი მოქმედების სინერგიზმს. ასკორბინის მჟავა ააქტიურებს ტოკოფეროლს, თავიდან იცილებს მის ინაქტივაციას როგორც in vitro, ისე in vivo.

კო-ტრიმოქსაზოლი. ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა შეიძლება გააძლიეროს კრისტალურიის რისკი.

მჟავა და ტუტე ხასიათის მქონე სამკურნალწამლო საშუალებები. ასკორბინის მჟავას დიდმა დოზებმა (2 გ/დღეში და მეტი) შეიძლება გამოიწვიოს მჟავა ხასიათის მქონე პრეპარატების (ნიტროფურანი, სალიცილატი) მოქმედების გაძლიერება და პირიქით შეამცირონ ტუტე ხასიათის მქონე პრეპარატების (ფენთიაზინის წარმოებულები, ანტიდეპრესიული საშუალებები) მოქმედება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე კარგად დახურულ ფლაკონში. სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ცედექსი – CEDAX – ЦЕДЕКС

საერთაშორისო დასახელება:

CEFTIBUTEN

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ცეფტიბუტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნახევრადსინთეზური ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკის პერორალური გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 5 ც.

1 კაფს.

ცეფტიბუტინი ………….  400 მგ

ფხვნილი პერორალური სუსპენზიის მოსამზადებლად: ფლაკონში 30 მლ, შეფუთვაში საზომ კოვზთან კომპლექტში.

1 მლ

ცეფტიბუტენი …………    36 მგ

ცედექსის სუსპენზია არომატიზირებულია ალუბლის სიროფით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ზოგიერთი სხვა ანტიბიოტიკების მსგავსად ცედექსი მდგრადია ბეტა-ლაქტამაზების მოქმედების მიმართ. ცედექსის მოქმედება განპირობებულია ბაქტერიის უჯრედის კედლის სინთეზის დათრგუნვით. მიკრობულ უჯრედზე ის მოქმედებს ბაქტერიოციდულად. შტამები რომლებიც მდგრადნი არიან პენიცილინებისადმი, შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ ცედექსის მიმართ.

ჩვენებები:

  • ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ფარინგიტი, ტონზილიტი, ქუნთრუშა მოზრდილებში და ბავშვებში, მწვავე სინუსიტი მოზრდილებში, შუა ყურის ანთება ბავშვებში;
  • ქვედა სასუნთქი გზების დაავადებები. მათ შორის მწვავე ბრონქიტი, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება და მწვავე პნევმონია პაციენტებში, რომლებშიც შესაძლებელია პერორალური თერაპიის ჩატარება;
  • გართულებული და გაურთულებელი საშარდე ტრაქტის ინფექციების დროს ბავშვებში და მოზარდებში;
  • ენტერიტები და გასტროენტერიტები, რომლებიც გამოწვეულია Salmonella, Shigella ან E. coli-ით.

მიღების წესი და დოზირება:

ცედექსით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს. ინფექციებისათვის, რომელთაც იწვევს Str. pyrogenes ცედესის თერაპიული დოზა ინიშნება არანაკლებ 10 დღის ხანგრძლივობით.

მოზრდილებში:

ცედექსის რეკომენდებული დოზაა – ერთი კაფსულა დღეში ერთხელ. კაფსულის მიღება შეიძლება ნებისმიერ დროს, როგორც ჭამის შემდეგ, ასევე ჭამის წინ.

მწვავე სინუსიტის, მწვავე ბრონქიტის, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავების, საშარდე გზების გართულებული და გაურთულებელი დაავადებების დროს პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 400 მგ ერთხელ დღეში.

პნევმონიან ავადმყოფებში ცედექსის რეკომენდებული დოზა შეადგენს 200 მგ 2-ჯერ დღეში.

გამოყენება პედიატრიული პრაქტიკაში:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 9 მგ/კგ პერორალურ სუსპენზიას დღეში (მაქსიმალური დოზა შეადგენს 400 მგ დღეში). ეს დოზა ინიშნება ერთხელ დღეში შემდეგი ჩვენებით:

  • ფარინგიტი, ტონზილიტი, მწვავე ბრონქიტი, შუა ყურის ანთება, საშარდე გზების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები, მწვავე ენტერიტის სამკურნალოდ ბავშვებში საერთო დღიური დოზა შეადგენს 4,5 მგ/კგ 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში 10 წელზე მეტი ასაკის და 45 კგ-ზე მეტი წონით რეკომენდებულია მოზარდის დოზის გამოყენება.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია არასასურველი მოვლენები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, დიარეა და თავის ტკივილი. უფრო იშვიათად აღინიშნება დისპეფსია, გასტრიტი, პირღებინება, მუცლის ტკივილი და შუილი ყურებში.

ძალიან იშვიათად მოვლენების უმრავლესობა ექვემდებარება სიმპტომატურ მკურნალობას ან ქრება ცედექსით თერაპიის შემდეგ.

უკუჩვენებები:

* ცედექსი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის პოტენციური სარგებლობა დედისათვის აღემატება ნაყოფზე ან ახალშობილზე მოქმედებით გამოწვეულ მოსალოდნელ რისკს.

ბავშვებში 6 თვემდე არ არის შესწავლილი პრეპარატის უსაფრთხობა და ეფექტურობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ საჭიროა ცედექსის დოზის კორეგირება თირკმელების უკმარსობიან ავადმყოფებში და აგრეთვე პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე.

◄ სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში კუჭ-ნაწლავის დაავადებებით;

◄ განსაკუთრებით სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნება ალერგია პენიცილინების მიმართ.

როდესაც აღინიშნება ალერგიული რეაქცია ცედექსზე, პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების დროს არ აღინიშნება ტოქსიკური მოვლენები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა კუჭის ამორეცხვა.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

შესაძლებელია ცედექსის ორგანიზმიდან ელიმინაცია ჰემოდიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შესწავლილია ცედექსის, ალუმინის და მაგნიუმის შემცველ ანტაციდებთან, რანიტიდინთან და ინტრავენურ თეოფილინთან ურთიერთქმედება, რის შედეგადაც დადგენილ იქნა, რომ ცედექსს არ ახასიათებს მათთან შეუთავსებლობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპრატურაზე. განზავებული სუსპენზია ინახება 2-8C ტემპრატურაზე 14 დღის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

Don`t copy text!