Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 418

ქსალატანი – XALATAN – КСАЛАТАН

საერთაშორისო დასახელება:

LATANOPROST

მწარმოებელი: PFIZER, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ლატანოპროსტი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პროსტაგლანდინების სინთეზური ანალოგი, გლაუკომის საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.005%: ფლაკონში 2.5 მლ

1 მლ

ლატანოპროსტი ……    50 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი – 0.2 მგ; ნატრიუმის ქლორიდი – 4.10 გ, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი (უწყლო) – 4.60 მგ, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი (უწყლო) – 4.74 მგ, საინექციო წყალი – 1 მლ-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქსალატანი არის პროსტაგლანდინ F2 α-ს ანალოგი, რომელიც წარმოადგენს FP რეცეპტორების სელექტიურ აგონისტი. იგი ამცირებს თვალშიდა წნევას სითხის დინების გაძლიერებით. თვალშიდა წნევის დაქვეითება იწყება პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით 3-4 სთ-ის შემდეგ, ხოლო მაქსიმალური ეფექტი აღინიშნება 8-12 სთ-ის შემდეგ, რომელიც გრძელდება 24 სთ-ის განმავლობაში.

წინაკლინიკური და კლინიკური კვლევებით დადგენილ იქნა, პრეპარატის მოქმედების ძირითადი მექანიზმი დაკავშირებულია უვეოსკლერული სითხის დინების გაძლიერებასთან. მას არ ახასიათებს ჰემატოფთალმიურ ბარიერზე ზემოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა:

ლატანოპროსტი ადგილობრივი გამოყენებისას ადვილად აღწევს რქოვან გარსში, რის შედეგადაც მიმდინარეობს მისი ჰიდროლიზი აქტიურ ფორმამდე. მისი მაქსიმალური კონცენტრაცია თვალის სითხეში აღინიშნება თითქმის 2 სთ-ის შემდეგ ადგილობრივი გამოყენებისას.

ჩვენებები:

  • პირველადი ღიაკუთხოვანი გლაუკომა;
  • მომატებული ოფთალმოტონუსი.

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებულია დაზიანებულ თვალში 1 წვეთის ჩაწვეთება დღეში ერთხელ.

ოპტიმალური ეფექტი ვითარდება ღამით მიღებისას პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს მისი ეფექტი მცირდება.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქციები: თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, მცირე (დაახლოებით 10%) და საშუალოდ გამოხატული (10%) კონიუნქტივის ჰიპერემია, გარდამავალი წერტილოვანი ეპითელური ეროზიები (უმეტეს შემთხვევებში უსიმპტომოდ მიმდინარე), ფერადი გარსის პიგმენტაციის გაძლიერება, გარკვეული შემთხვევებში – მაკულარული შეშუპება (ძირითადად ავადმყოფებში – აფაკიური და ფსევდოაფაკიური ბროლით თვალის წინა კამერაში).

დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში ქსალატანის გამოყენება იმ შემთხვევაშია რეკომენდებული, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოქმედების პოტენციურ რისკს.

პრეპარატს არ ახასიათებს ნაყოფზე უარყოფითი ზემოქმედება თანდაყოლილი ეფექტების სახით.

ლაქტაციის დროს ქსალატანის დანიშვნისას, პრეპარატი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

ექსპერიმენტული კვლევებით დადგენილ იქნა, რომ ვენაში შეყვანილი ქსალატანის დაახლოებით 100-ჯერ მეტი დოზის გამოყენებისას, ვიდრე ადამიანებში, ახასიათებდა ტოქსიკური ზემოქმედება ემბრიონზე და ნაყოფზე, რაც ვლინდებოდა ნაყოფის მასის დაქვეითებით და მკვდრად შობადობის შემთხვევებით.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ დღეისათვის არ არსებობს მონაცემები ქსალატანის გამოყენების შესახებ თვალის ანთების, ნეოვასკულური, დახურულკუთხოვანი და თანდაყოლილი გლაუკომის დროს.

◄ შედარებთ მცირე გამოცდილება არსებობს პრეპარატის გამოყენების შესახებ ავადმყოფებში ღიაკუთხოვანი გლაუკომით, აგრეთვე ფსევდოფაკიით და პიგმენტური გლაუკომების დროს.

◄ ქსალატანმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ფერის შეცვლა, ფერად გარსში ყავისფერი პიგმენტის რაოდენობის მომატებით, რასაც განაპირობებს მელანინის შემცველობის გაზრდა ფერადი გარსის სტრომის მელანოცტებში. კლინკურმა კვლევებმა ცხადყო, რომ პაციენტებს თვალის ლურჯი, ყავისფერი და მწვანე ფერით, 2 წლიანი მკურნალობის შემდეგ თვალის ფერის შეცვლა აღენიშნებათ ძალიან იშვიათად. ამავე კვლევებით დადგენილია, რომ თვალის ფერის შეცვლა არ მიმდინარეობს რაიმე კლინიკური და პათოლოგიური ცვლილებებით, თუმცა მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია ავადმყოფის ინფორმირება თვალის ფერის შესაძლო შეცვლაზე. მხოლოდ ცალ თვალზე მკურნალობა იწვევს ხანგრძლივ ჰეტეროქრომიას.

◄ ქსალატანი, რომელიც შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, აბსორდირდება კონტაქტური ლინზებით, რის გამოც აუცილებელია პრეპარატის თვალში ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზების გამოღება და მათი ჩადგმა ჩაწვეთებიდან 15 წთ-ის შემდეგ.

◄ 3 მკგ/კგ დოზით პრეპარატის ვენაში ინფუზია ჯანმრთელ მოხალისეებში უსიმპტომოდ მიმდინარეობს,ხოლო 5.5-10 მკგ/კგ-ზე დოზით იწვევს ღებინებას, ტკივილებს მუცლის არეში, თავბრუსხვევას, თავის ტკივილს, საერთო სისუსტეს, ჰიპერემიას და ოფლის გაძლიერებულ გამოყოფას.

◄ პრეპარატის მიღებისას სიფრთხილე და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

◄ ქსალატანის მიღებიდან 30 წთ-ის განმავლობაში აუცილებელია თავის შეკავება (შესაძლო მხედველობის ხანმოკლე დაქვეითების გამო) ავტომობილის მართვისაგან და იმ საქმიანობისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

– კონიუნქტივის ჰიპერემია, თვალის ლორწოვანის გაღიზიანება.

– ქსალატინის 7-ჯერ გადაჭარბებული თერაპიული დოზა ავადმყოფებში საშუალო სიმძიმის ბრონქული ასთმით, არ იწვევდა ცვლილებებს სასუნთქი სისტემის, არტერიული წნევის, გულისცემის სიხშირის და გულის კუმშვადობის მხრივ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ხანმოკლე კლინიკური კვლევებით დადგენილ იქნა, რომ ქსალატანის კომბინაცია ბეტა-ადრენობლოკატორებთან (თიმოლოლი), კარბოანჰიდრაზას ინჰიბიტორებთან (აცეტაზოლამიდი) და ქოლინომიმეტურ (პილოკარპინი) საშუალებებთან ხასიათდება ადიტიური მოქმედებით თვალშიდა წნევის დაქვეითებაზე.

კვლევებით in vitro დადგინდა, რომ ქსალატანის შერევით თვალის წვეთებთან, რომლებიც შეიცავენ თიომერსალს მიმდინარეობს პრეციპიტაცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-80C ტემპერატურაზე სინათლისაგან დაცულ ადგილას. იგი გამოყენებულ უნდა იქნას ფლაკონის გახსნიდან 4 კვირის განმავლობაში. დასაშვებია მისი შენახვა ოთახის ტემპერატურაზე (არა უმეტეს 250C).

ქლოფაზოლინი – CHLOPHAZOLIN – ХЛОФАЗОЛИН

საერთაშორისო დასახელება:

CLONIDINE

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: კლონიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიჰიპერტენზიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

კლონიდინის ჰიდროქლორიდი …… 0.15მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის შაქარი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის ჰიდროგენფოსფატი, სილიციუმის ორჟანგი 200, ხორბლის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიმპათიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებით ქლოფაზოლინი აქვეითებს არტერიულ წნევას. იგი აძლიერებს ბარორეცეპტორების მგრძნობელობას, რის შემდეგადაც მატულობს ვაგუსის ტონუსი და მცირდება სიმპათიკუსის ტონუსი. ქვეითდება არტერიული წნევა, გულისცემის სიხშირე და პერიფერიული სისხლძარღვების რეზისტენტობა.

ჩვენებები:

  • არტერიული ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი გამოიყენება პერორალურად. დოზირებას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი ინდივიდუალურად. მკურნალობის პროცესში აუცილებელია არტერიული წნევის კონტროლი. საწყისი დოზა შეადგენს 0.075 მგ (ტაბლეტის (1/2) 2-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია დოზის თანდათანობითი მომატება 0.15-0.30 მგ-მდე (1-2 ტაბლეტი) 2-3-ჯერ დღეში.

საჭიროა მოიძებნოს მინიმალური ეფექტური დოზა პრეპარატის არასასურველი რეაქციის თავიდან აცილების მიზნით.

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი რეაქციები:

გულ-სისხლძარვღთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის შენელება, წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარებლობის დარღვევა, პრეპარატის სწრაფად მოხსნის შემთხვევაში არტერიული წნევის მომატება.

ნერვული სისტემის მხრივ: მომატებული ნერვული აღგზნებადობა, თავის ტკივილი, უძილობა, მკურნალობის დასაწყისში – ძილიანობა, აპათია, დეპრესია.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გაძნელებული ყლაპვა, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: გინეკომასტია (მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გაზრდა), სქესობრივი სისუსტე.

სხვა: წყლის შეკავება ყბისუკანა ჯირკვლის შეშუპება, ცრემლის და ცხვირის სეკრეტის სეკრეციის შემცირება.

უკუჩვენებები:

* II-III ხარისხის წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადა;

* თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებები;

* მიოკარდიუმის ინფარქტი ან კორონარული უკმარისობა;

* თირკმლის ფუქციის მოშლა;

* ჰიპერმგრძნელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

* სინუსური კვანძის სისუსტე;

* პერიფერიული არტერიების მაობლიტერებელი დაავადებები (რეინოს სინდრომი).

ორსულობა და ლაქტაცია:

არ მოიპოვება საკმარისი კლინიკური მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ ფეხმძიმობისა და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატის მიღება ფეხმძიმობის დროს მიზანშეწონილია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მოსალოდნელი სარგებელი მეტია ნაყოფზე სავარაუდო ნეგატიურ გავლენაზე.

ლაქტაციის დროს, პრეპარატი საჭიროებისამებრ, დიდი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული, რადგან ქლოფაზოლინი აღწევს დედის რძეში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ქლოფაზოლინი განსაკუთრებული სიფრთხილით მიიღება:

თირკმლის უკმარისობის დროს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უნდა ხდებოდეს ექიმის მეთვალყურეობით.

◄ გულის დაავადებების მქონე პაციენტებში, ქლოფაზოლინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის მოშლა – არითმია ან ბრადიკარდია.

◄ პრეპარატის მიღების სწრაფმა შეწყვეტამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიროვეგეტატიური რეაქციები – მომატებული ნერვული აგზნებადობა, არტერიული წნევის მომატება (მოხსნის სინდრომი).

◄  ქლოფაზოლინით მკურნალობის დროს, რეკომენდებულია თავის შეკავება სპირტიანი სასმელების მიღებისგან.

გაფრთხილება: განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ სატრანსპორტო საშუალებათა მძღოლებსა და მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პირებს, ვინაიდან პრეპარატი იწვევს ძილიანობასა და თავბრუსხვევას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში, აღინიშნება არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის შენელება, წინაგულოვან-პარკუჭოვანი გამტარებლობის მოშლა.

მკურნალობა მოიცავს წყალ-მარილოვანი ხსნარისა და სიმპტომატური საშუალებების გამოყენებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სპირტიან სასმელებთან, ბარბიტურატებთან ან სხვა სედატიურ საშუალებებთან ერთდროული მიღების დროს, ქლოფაზოლინმა შეიძლება გააძლიეროს მათი დამთრგუნავი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

– პრეპარატის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებთან (ინდომეტაცინი, ფელორანი, პიროქსიკამი და სხვა) ან ანტიდეპრესანტებთან ერთად მიღების შემთხვევაში.

– ქლოფაზოლინის გამოყენებამ საგულე გლიკოზიდებთან ერთად შესაძლებელია გამოიწვიოს გულის რითმის შენელება და წინაგულოვან-პარკუჭოვანი ბლოკადა.

– ჰიპოტენზიური ეფექტის გასაძლიერებლად, შესაძლებელია ქლოფაზოლინის კომბინირება თიაზიდურ დიურეზულ და სისხლძარღვთა გამაფართოებელ საშუალებებთან (კალციუმის ანტაგონისტები, დიჰიდრალაზინი, ანგიოტენზინმაკონვერტირებელი ენზიმის ინჰიბიტორები), რეკომენდებული არ არის პრეპარატის კომბინაცია ბეტა-მაბლოკირებელი საშუალების ჯგუფთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ქლორჰექსიდინი – CHLORHEXIDINE – ХЛОРГЕКСИДИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

წარმოადგენს ანტისეპტიკურ საშუალებას. იგი ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ვეგეტატური ფორმების მიმართ, აგრეთვე საფუარების დერმატოფიტების და ლიპოფილური ვირუსების მიმართ. იგი ბაქტერიების სპორებზე მოქმედებს მხოლოდ ტემპერატურის მომატების შემთხვევაში.

პრეპარატი ასუფთავებს და ადეზინციფირებს კანს და არ იწვევს მისი დაზიანებას.

ჩვენებები

  • პრეპარატი გამოიყენება ქირურგიაში სამედიცინო პერსონალის ხელების და ოპერაციის მიდამოს დასამუშავებლად დიაგნოსტიკური მანიპულაციების ან ოპერაციის დროს;
  • აგრეთვე ჭრილობის და მისი ზედაპირის დასამუშავებლად პაციენტის კანის სადეზინფექციოდ, თვალის, შარდის ბუშტის და სხეულის სხვა ღრუების გამოსარეცხად (მხოლოდ 20% და 5% კონცენტრირებული ხსნარები ზედაპირულაქტიური ნივთიერებების გარეშე);
  • იმ ხელსაწყოების (მათ შორის თერმომეტრის) და მოწყობილობების სადეზინფექციოდ, რომელთა თერმული დამუშავება არ არის სასურველი.
  • პრეპარატი გამოიყენება გინგივიტის, სტომატიტის, აფექტების, პარადონტიტის, ალვეოლიტის, პროთეზების სადეზინფექციოდ, ანგინის, ყელყურცხვირის მიდამოში ოპერაციისშემდგომ პერიოდში და სტომატოლოგიაში პაციენტის მოვლისათვის (პირის ღრუს გამოსავლები ხსნარი და გელი ადგილობრივი გამოყენებისათვის სტომატოლოგიაში).

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად. იგი დამოკიდებულია გამოყენების ჩვენებაზე და ქლორჰექსიდის სამკურნალო ფორმაზე.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად – ალერგიული დერმატიტის განვითარება, რომლის თანმხლებია ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები

ქლორჰექსიდინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ კონცენტრირებული ხსნარის განსაზავებლად გამოიყენება დისტილირებული წყალი, სპირტი, გლიცერინი. სხეულის ღრუს გამოსარეცხად, ღრმა ჭრილობების და დამწვრობების დასამუშავებლად ამზადებენ სტერილურ ხსნარებს. ისინი თავიანთ აქტივობას ინარჩუნებენ სისხლის და ორგანული ნივთიერებების შერევის დროს.

♦ პრეპარატის მოხვედრა თვალში (სპეციალური იმ წამლის ფორმის გარდა, რომელიც განკუთვნილია თვალის დასამუშავებლად), აგრეთვე მისი კონტაქტი ტვინის გარსებთან და სმენის ნერვთან დაუშვებელია.

♦ პრეპარატი შეუთავსებადია საპონთან, აგრეთვე იმ დეტერგენტებთან, რომლებიც შეიცავენ ანიონის ჯგუფს (საპონინები, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა).

♦ იგი შეთავსებადია პრეპარატებთან, რომლებიც შეიცავენ კათიონის ჯგუფს (ცეტრიმონიუმის ბრომიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი).

ქლორპრომაზინი – CHORPROMAZINE – ХЛОРПРОМАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ფენოთიაზინების ჯგუფის ნეიროლეფსიურ საშუალებას. ქლორპრომაზინის ანტიფსიქოზური და სედატიური მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ცენტრალური დოფამინერგული (დ2) და ადრენერგული რეცეპტორების ბლოკადით. პრეპარატი იწვევს რეტიკულური ფორმაციის დაქვეითებას და ამ უკანასკნელის გამააქტივებელი როლის შემცირებას თავი ტვინის ქერქის სენსონური, ასოციატიური და მოტორული ზონების, ისევე როგორც ქერქვეშა ემოციოგენური სტრუქტურების მიმართ.

პრეპარატის ანტიფსიქოზური ეფექტი გამოიხატება სხვადასხვა ფსიქომოტორული აგზნების დათრგუნვით, ჰალუცინაციების შიშის შემცირებით, განგაშის, პაციენტების დაძაბული მდგომარეობის დაქვეითებით, რომელიც გამოწვეულია ფსიქოზითა და ნევროზით. პრეპარატის ანტიფსიქოზური მოქმედება ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან 1-2 კვირის განმავლობაში.

ქლორპრომაზინის გამოხატული სედატური მოქმედება წარმოადგენს ამ უკანასკნელის ერთ-ერთ მთავარ თვისებას, რაც განასხვავებს მას სხვა ნეიროლეფსიური საშუალებებისაგან. პრეპარატი ხასიათდება ზოგად დამამშვიდებელი ეფექტით, რომელსაც თან ახლავს პირობითი ეფექტების – უპირველეს ყოვლისა მამოძრავებელი და თავდაცვითი რეფლექსების დათრგუნვა, აგრეთვე სპონტანური მამოძრავებელი აქტივობისა და ჩონჩხის კუნთების მოტორული აქტივობის დაქვეითება. პრეპარატი ამცირებს ენდოგენური და ეგზოგენური გამღიზიანებლების მიმართ რეაქტიულობას, ცნობიერების შენახვით. ქლორპრომაზინის მაღალი დოზებით გამოყენება იწვევს საძილე ეფექტს.

პრეპარატი აძლიერებს საძილე, ნარკოტიკული, ადგილობრივი საანესთეზიო და კრუნჩხვების საწინააღმდეგო საშუალებების მოქმედების ეფექტს. იგი თრგუნავს ინტეროცეპტიულ რეფლექსებს, ამცირებს სისხლძარღვების განვლადობას, გააჩნია ზომიერად გამოხატული ანტიჰისტამინური, ანტიმუსკარინული და ანტისეროტონინული მოქმედება.

ქლოპრომაზინისათვის დამახასიათებელია ადრენოლიზური და ნაკლებადგამოხატული მ-ქოლინოზური ეფექტი. იგი იწვევს ჰიპოტენზიურ ეფექტს და ამცირებს ადრენალინითა და სხვა ადრენომიმეტური საშუალებებით გამოწვეულ პრესორულ ეფექტებს. პრეპარატს გააჩნია ცენტრალური ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება, იგი აგრეთვე ამცირებს სლოკინს.

ფარმაკოკინეტიკა

ქლორპრომაზინის პერორალურად მიღების შემდეგ იგი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მისი მიღებიდან – 2-4 საათის, ხოლო სედატიური ეფექტი – 2 სთ-ის შემდეგ.

ქლოპრომაზინის ნახევრადგამოყოფის პერიოდი მერყეობს 2 სთ-დან 61 საათამდე. იგი განიცდის მეტაბოლიზმს, რის შედეგადაც წარმოიქმნება 150 მეტაბოლიტი, მათგან ნახევარზე მეტი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ მეტაბოლიტებს, რომელთაც გააჩნიათ საკუთარი ნახევრადგამოყოფის პერიოდი. ქლორპრომაზინი ხელს უწყობს ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების ინდუქციას, რაც იწვევს მისი საკუთარი მეტაბოლიზმის დაჩქარებას.

მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ფეკალიებითა და შარდით. ამავე დროს მეტაბოლიტები შარდში შეიძლება აღინიშნოს 6 თვის შემდეგ.

ჩვენებები

პრეპარატი ფსიქიატრიულ პრაქტიკაში გამოიყენება სხვადასხვა სახის ფსიქომოტორული აგზნების დროს:

  • შიზოფრენიით, მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზებით და სხვა ფსიქიური დაავადებებით (ფსიქოპათია, სხვადასხვა გენეზის რეაქტიულ-ნევროზული მდგომარეობები) შეპყრობილ პაციენტებში, რომელთაც თან ახლავს ჰალუცინატორულ-პარანოიდული, ჰალუცინატორულ-ბოდვითი, კატატონური სინდრომი, შიშისა და განგაშის შეგრძნება, აგზნება, უძილობა, ხასიათის დარღვევები;
  • ეპილეფსიით და ცნს-ის ორგანული დაავადებებით შეპყრობილ პაციენტებში დისფორიის სამკურნალოდ, აჟიტირებული დეპრესია პაციენტებში პრესენილური მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზით, მწვავე ალკოჰოლური ფსიქოზების სამკურნალოდ, აგრეთვე ქრონიკული ალკოჰოლიზმის და ნარკომანიის დროს აბსტინენციის მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
  • თერაპიულ და ნევროლოგიურ პრაქტიკაში პრეპარატი გამოიყენება როგორც სედატიური, ღებინების საწინააღმდეგო და სლოკინის დამამშვიდებელი საშუალება, აგრეთვე ჰიპერტონული კრიზის კომპლექსური თერაპის დროს, რომლის თანმხლებია ფსიქომოტორული აგზნება.
  • პრეპარატი მუდმივი უძილობისა და ტკივილების დროს გამოიყენება ანალგეზიურ სამკურნალო საშუალებებთან და ბარბიტურატებთან კომბინაციაში. აგრეთვე იმ დაავადებების სამკურნალოდ, რომლის თანმხლებია კუნთების ტონუსის მომატება.
  • დერმატოლოგიაში პრეპარატი ინიშნება დერმატოზების სამკურნალოდ კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში, რომლის თანმხლებია ქავილი.

დოზირების რეჟიმი

ფსიქიური დაავადებების სამკურნალოდ ქლორპრომაზინის საწყისი დოზა მოზრდილებში ინიშნება პერორალურად და იგი შეადგენს 0,025-0,0275 გ-ს (1-3 მიღებაზე) დღეში. შემდგომში დოზას თანდათან ზრდიან 0.2-0.6 გ-მდე დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 3 კვირიდან 2-4 თვემდე და უფრო მეტ ხანს. ცალკეულ შემთხვევებში სადღეღამისო დოზა პერორალურად მიღებისას შესაძლებელია გავზარდოთ 0.7-დან 1.0 გ-მდე (განსაკუთრებით დაავადების ქრონიკულად მიმდინარეობისა და ფსიქომოტორული აგზნებისას).

აღნიშნულ შემთხვევაში დღეღამურ დოზას ყოფენ 4 მიღებაზე (დილას, შუადღისას, საღამოსა და ღამეს. ქლორპრომაზინის მაღალი დოზით მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აჭარბებდეს 1-1.5 თვეს, ხოლო არასრული ეფექტის განვითარების შემთხვევაში მიზანშეწონილია სხვა სამკურნალო საშუალებების მიღება.

მკურნალობის ბოლოს პრეპარატის დოზას თანდათანობით ამცირებენ (0.025-0.05 გ-ით დღეში). შემდგომში ქრონიკულად მიმდინარე  პროცესის დროს უნიშნავენ ხანგრძლივად შემანარჩუნებელ დოზას.

– მოზრდილებში ქლორპრომაზინის უმაღლესი დოზა შეადგენს, ერთჯერადი – 0.3 გ, სადღეღამისო – 1.5 გ.

– დასუსტებულ, ხანდაზმულ, აგრეთვე ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებში ქლორპრომაზინი ინიშნება მცირე დოზით – 0.3 გ დღეში.

ბავშვებში ქლორპრომაზინი ინიშნება ასაკის მიხედვით 2 მგ/კგ სხეულის წონის შესაბამისად დღეში. სადღეღამისო დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე.

უმაღლესი ერთჯერადი და სადღეღამისო დოზა ბავშვებში პერორალურად შეადგენს:

– 6 თვემდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადად – 0.005-0.0075 გ, დღეღამური – 0.01-0.015 გ;

– 6 თვიდან 1 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადად – 0.01 გ, სადღეღამისო 0.02 გ;

– 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადად – 0.015 გ, სადღეღამისო – 0.03 გ;

– 3-4 წლის ასაკიში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.02 გ-ს, სადღეღამისო – 0.05 გ-ს;

– 5-6 წლის ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.03 გ-ს, სადღეღამისო 0.075 გ-ს;

– 7-9 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს – 0.05 გ-ს, სადღეღამისო 0.1 გ-ს;

– 10-14 წლის ასაკის ბავშვებში ერთჯერადი დოზა შეადგენს 0.1 გ-ს, სადღეღამისო – 0.2 გ-ს;

– მოზრდილებში კუნთებში შესაყვანად ერთჯერადი მაქსიმალური დოზა შეადგენს 0.15 გ-ს, ხოლო სადღეღამისო – 1.0 გ-ს. ვენაში შესაყვანად – ერთჯერადი მაქსიმალური დოზაა – 0.1 გ, ხოლო სადღეღამისო – 0.25 გ.

– ალკოჰოლური მწვავე ფსიქოზების სამკურნალოდ ქლორპრომაზინი ინიშნება პერორალურად 0.2-0.4 მგ დღეში. იმ შემთხვევაში, როდესაც არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, იგი კუნთებში შეყავთ 0.05-0.075 გ-ის ოდენობით ლევომეპრომაზინთან კომბინაციაში.

– შინაგანი ორგანოების, ნევროლოგიური და კანის დაავადებების სამკურნალოდ ქლორპრომაზინი ინიშნება პერორალურად მცირე დოზებით, ფსიქიატრიული პრაქტიკასთან შედარებით.

მოზრდილებში პრეპარატის დოზა ჩვეულებრივ არ უნდა აჭარბებდეს 0.025-0.05 გ-ს (2-3 მიღებაზე დღეში). მკურნალობის კურსის ხანგრძლიობა დამოკიდებულია პრეპარატის მოქმედების ეფექტზე და ჩვეულებრივ შეადგენს 3-4 კვირას.

გვერდითი მოვლენები

ნეიროლეფსიური სინდრომის განვითარება – პარკინსონიზმით, აკატიზიით, ფსიქიური ინდეფერენტულობით, დაგვიანებული რეაქციები გარეგანი გამღიზიანებლების მიმართ და ფსიქიკის სხვა ცვლილებები;

ნეიროლეფსიური დეპრესია, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, განსაკუთრებით ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტებში, კანისა და ლორწოვანი გარსის მხრივ ალერგიული რეაქციები, სახისა და კიდურების შეშუპება, აგრეთვე სახის ფოტოსენსიბილიზაცია, დისპეფსიური მოვლენები.

პრეპარატის ხანგრძლივი, მაღალი დოზით გამოყენებისას (0.5-1.5 გ დღეში) ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება სიყვითლე, ანემია, აგრანულოციტოზი, კანის პიგმენტაცია, თვალის ბროლისა და რქოვანას შემღვრევა.

უკუჩვენებები

* ღვიძლის დაზიანება (ციროზი, ჰეპატიტი, ჰემოლიზური სიყვითლე და სხვა), თირკმელების დაზიანება (ნეფრიტი), სისხლმბადი ორგანოების ფუნქციის დარღვევა, მიქსედემა;

* თავისა და ზურგის ტვინის პროგრესირებადი სისტემური დაავადებები (ნელად მიმდინარე ნეიროინფექციები, გაფანტული სკლეროზი);

* გულის დეკომპენსირებული მანკები;

* თრომბოემბოლური დაავადებები,;

* ბრონქოექტაზური დაავადებების გვიანი სტადია;

* კუჭის წყლულოვანი დაავადება;

* კომატოზური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ბარბიტურატებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, თავის ტვინის მწვავე ტრავმა;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* განსაკუთრებულ წინააღმდეგობას მისი დანიშვნისას წარმოადგენს ნაღველკენჭოვანი და შარდკენჭოვანი დაავადებები;

* მწვავე პიელონეფრიტი;

* რევმატიზმი, რევმოკარდიტი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ ქლორპრომაზინი პერორალურად ინიშნება ჭამის შემდეგ, რათა არ გამოიწვიოს კუჭის ლორწოვანი გარსის გაღიზიანება.

♦ ნაწლავის ატონიითა და აქილიით შეპყრობილ პაციენტებში ქლორპრომაზინის მიღებასთან ერთად რეკომენდებულია კუჭის წვენის შემცველი პრეპარატის გამოყენება, დიეტის დაცვა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის კონტროლი.

♦ ქლორპრომაზინის გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს, ან იმ სამუშაოების შესრულებისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას არ არის ნებადართული.

♦ მკურნალობისას აუცილებელია პერიფერიული სისხლის სურათის შემოწმება, პროთრომბინის ინდექსის განსაზღვრა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოკვლევა.

♦ პრეპარატის პარენტერული შეყვანისას რეკომენდებულია პაციენტების ყოფნა მწოლიარე მდგომარეობაში 1-1.5 სთ-ის განმავლობაში.

ჭარბი დოზირება

ნევროლოგიური გართულებები დოზის შემცირებასთან ერთად მცირდება; მიზანშეწონილია აგრეთვე ციკლოდოლის, ტორპაცინისა და სხვა იმ ქოლინოლიზური საშუალებების ერთჯერადი დანიშვნა, რომლებიც გამოიყენებიან პარკინსონიზმის სამკურნალოდ.

ნეიროლეფსიური დეპრესიის შესამცირებლად გამოიყენება  ანტიდეპრესანტები და ცნს-ის სტიმულატორები (სიდნოკარბი).

დერმატიტის განვითარების შემთხევვაში უნიშნავენ ანტიჰისტამინურ საშუალებებს ან წყვეტენ ქლორპრომაზინით მკურნალობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

ქლორპრომაზინის მიღება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში როგორიცაა: (ბრომიდები, საძილე, სხვა ნეიროლეფსიური, ანალგეზიური, ანტიჰისტამინური საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ინსულინი, ქიმიოთერაპიული პრეპარატები.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ქლორპრომაზინი აძლიერებს სედატიური, ტკივილგამაყუჩებელი, საძილე და ნარკოტიკული საშუალებების ეფექტს).

ქლორდიაზეპოქსიდი – CHLORDIAZEPOXIDE – ХЛОРДИАЗЕПОКСИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ბენზოდიაზეპინების ჯგუფის ტრანკვილიზატორს. იგი ავლენს ანქსიოლიზურ სედატიურ, საძილე, კრუნჩხვების საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბომჟავას) შემაკავებელი მოქმედების გაძლიერებასთან, რაც განპირობებულია ალოსტერული მექანიზმით გაემ-რეცეპტორების მგრძნობელობის მომატებით მედიატორის მიმართ, ბენზოდიაზეპინური რეცეპტორების სტიმულაციის შედეგად.

ჩვენებები

  • ნევროზები, ძილის დარღვევა, რეაქტიული დეპრესია, აბსტინენციის სინდრომი, კრუნჩხვითი მდგომარეობა;
  • კლიმაქტერული ან მენსტრუაციის წინა პერიოდი;
  • პრეპარატი გამოიყენება ოპერაციის მოსამზადებელ და მშობიარობის წინა პერიოდში.

დოზირების რეჟიმი

– მოზრდილებში შიგნით მისაღებად ინიშნება 5-10 მგ 2-4-ჯერ დღეში. დაძაბულობისა და მოუსვენრობისას თანმხლები უძილობით – 10-20 მგ ერთხელ დღეში, 1-2 სთ-ით ადრე ძილის წინ.

– ფსიქიატრიულ პრაქტიკაში – საწყისი დოზა შეადგენს 50-100 მგ/დღეში, შემდგომში დოზას თანდათანობით ზრდიან 300 მგ/დღეში 3-4 მიღებაზე.

– ალკოჰოლური აგზნების დროს პრეპარატი შეიძლება გამოვიყენოთ 300 მგ-ზე მეტი დოზით დღეში.

– 4-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებში – ინიშნება 5-10 მგ/დღეში,

– 8-დან 14 წლამდე -10-20 მგ/დღეში,

– 15-დან 18 წლამდე – 20-30 მგ/დღეში დაყოფილი 3-4 მიღებაზე.

გვერდითი მოვლენები

ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, შენელებული ფსიქიური და მოძრაობითი რეაქციები, მეხსიერების დარღვევა, კოორდინაციის დარღევა, ცნობიერების დაბინდვა, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები

* მიასთენია;

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* ბენზოდიაზეპინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

– პრეპარატის გამოყენებისას პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

– პრეპარატის მიღების უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს გაღიზიანება, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება.

– პრეპარატი აძლიერებს ალკოჰოლის და იმ პრეპარატების მოქმედებას, რომლებიც თრგუნავენ ცნს-ის ფუნქციას.

– პრეპარატის მაღალი დოზით და ხანგრძლივად გამოყენებისას შესაძლებელია შეჩვევისა და წამლისადმი დამოკიდებულების განვითარება.

ქლორამფენიკოლი – CHLORAMPHENICOL – ХЛОРАМФЕНИКОЛ

ფარმაკოლოგიური თვისებები

იგი წარმოადგენს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს, მაგრამ ამავე დროს ითვლება მეორე რიგის პრეპარატად სერიოზული გვერდითი ეფექტების გამო. მისი მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის ცილის სინთეზის ინჰიბირებით რიბოსომების 5-OS-სუბერთეულში პეპტიდილტრანსფერაზას ბლოკირების შედეგად. მისი მოქმედების სპექტრი მოიცავს გრამდადებით და გრამუარყოფით ბაქტერიებს, ზოგიერთი მიკოპლაზმებს და რიკეტსიებს. პრეპარატი ეფექტურია ტულარემიის, ბრუცელოზის, ქლამიდიოზის, ტიფის, პარატიფის, მენინგიტის (Haemophilus influenzae), ლიმფოგრანულომა venereum, ფსიტაკოზის, შიგელებით, სალმონელებით, კლებსიელას, სერატიას, იერსინიას, ზოგიერთი მსხვილი ვირუსის მიერ გამოწვეული ინფექციების დროს.

დოზირების რეჟიმი

პერორალურად საშუალო სიმძიმის ინფექციების დროს ინიშნება მოზრდილებში 500 მგ 3-4-ჯერ დღეში.

ბავშვებში 3-8 წლის ასაკის – 15 მგ/კგ-ზე დღეში. სადღეღამისო დოზა იყოფა 3-4 მიღებაზე.

მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.

გვერდითი მოვლენები

შეუქცევადი აპლასტური ანემია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, პერიფერიული ნევრიტები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, სმენითი და მაჩვენებითი ჰალუცინაციები.

უკუჩვენებები

* ორსულობა;

* ლაქტაციის პერიოდი;

* ღვიძლის და თირკმელების დაავადებები;

* პორფირია;

* ფსორიაზი;

* სისხლმბადი სისტემების დაავადებები;

* ბავშვთა მცირე ასაკი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– რიფამპიცინი, ფენობარბიტალი ამცირებენ ქლორამფენიკოლის კონცენტრაციას პლაზმაში, ხოლო ვარფარინის, სულფანილშარდოვანას წარმოებულების და ფენიტოინის ეფექტი მასთან კომბინირებისას იზრდება.

– არ შეიძლება პრეპარატის ერთდროული გამოყენება ჰემოპოეზის დამთრგუნველ და ღვიძლზე დამაზიანებლად მომქმედ საშუალებებთან ერთად.

ქიფენადინი – QUIFENADINE – КВИФЕНАДИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ჰისტამინური H1-რეცეპტორების ბლოკატორს. იგი ამცირებს ჰისტამინის შემცველობას ქსოვილებში ჰისტამინის გამააქტივებელი ფერმენტის – დიამინოოქსიდაზას აქტივაციით. მას გააჩნია ანტიალერგიული, ქავილის  საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური მოქმედება. პრეპარატს ახასიათებს მ-ქოლინომაბლოკირებელი აქტივობა, არ გააჩნია გამოხატული სედაციური და საძილე მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატს ახასიათებს დაბალი ლიპოფილობა. იგი ცუდად გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს.

ჩვენებები

  • თივის ციება, პოლინოზი, ალერგიული რინიტი, მწვავე და ქრონიკული ურტიკარია, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი, ნეიროდერმიტი, ეგზემა, ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია წამლის და საკვების მიღებასთან.

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებში – 20-50 მგ 3-4-ჯერ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 10-20 დღეს. აუცილებლობისას იგი მეორდება.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მგ 2-3-ჯერ დღეში;

3-დან 8 წლამდე ასაკის – 1-15 მგ 2-3-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, დისპეფსიური მოვლენები.

ცნს–ის მხრივ: სუსტად გამოხატული სედატიური მოქმედება.

ეფექტები, რომლებიც გამოწვეული ანტიქოლინერგული თვისებებით: პირის სიმშრალე, ყაბზობა, აკომოდაციის დარღვევა, შარდის შეკავება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულობის I ტრიმესტრში. პრეპარატის მიღებისას ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებით კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებით ღვიძლის და თირკმელების ფუნქციის დარღვევისას.

♦ პრეპარატი მოქმედებს ყურადღების კონცენტრაციაზე.

♦ რეკომენდებულია სისტემატური მკურნალობის წინ დადგინდეს იწვევს თუ არა ქიფენადინი სედაციურ ან საძილე მოქმედებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

კლინიკური მონაცემები სხვა წამლებთან ურთიერთქმედების შესახებ შეზღუდულია.

ქინა ჰომაკორდ ს – CHINA-HOMACCORD S – КИНА ХОМАКОРД С

მწარმოებელი:

HEEL,გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადი სისუსტის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 30 მლ და 100 მლ.

100 მლ

China D2   ………..          0.4 მლ

China D10  …………        0.4 მლ

China D30  …………        0.4 მლ

China D200 ………..        0.4 მლ

Sepia D6  …………          0.4 მლ

Sepia D30   …………       0.4 მლ

Sepia D200 ………..        0.4 მლ

Sepia D1000 ………..      0.4 მლ

Spiritus 35 vol %

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიკოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანის ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • გონებრივი და ფიზიკური შრომისუნარიანობის დაქვეითება;
  • ნერვული გამოფიტვა, დაუძლურება, რომელიც დაძაბული მუშაობის ან სწავლის დროს და კლიმაქტერულ პერიოდში ვითარდება;
  • ზოგადი სისუსტე.
  • ძირითადი საშუალება ოსტეოქონდროზების მკურნალობისას.
  • პრეპარატი ეფექტურ შემავსებელ თერაპიულ საშუალებას წარმოადგენს ყაბზობის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა დაავადებისას.

მიღების წესი და დოზირება:

წვეთები პერორალური მიღებისათვის:

ჩვეულებრივ ინიშნება 10 წვეთი 3-ჯერ დღეში, მწვავე მდგომარეობისას 10 წვეთი ყოველ 15 წუთში არა უმეტეს 2 საათის განმავლობაში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე ენაზე (ან ენის ქვეშ) დაწვეთებით წყლის მიყოლების გარეშე. შეიძლება მცირეოდენ წყალში გახსნით ყლუპებად დალევა.

გვერდითი მოვლენები:

არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენებები:

არ არის დადგენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ქიმორალ ფორტე – CHYMORAL FORTE – ХИМОРАЛ ФОРТЕ

ქიმორალ ფორტეს ზოგადი ინფორმაცია:

ქიმორალ ფორტე – ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო პრეპარატების ჯგუფის სამკურნალო საშუალება.
აქტიური ნივთიერებებიж ტრიპსინი + ქიმოტრიპსინი. Trypsin + Chymotrypsin.

მწარმოებელი ფირმა: – შპს. “ელდერ ფარმაცეუტიკალს” (ინდოეთი).

ქიმორალ ფორტეს შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ქიმორალ ფორტე. CHYMORAL FORTE გამოდის ტაბლეტის ფორმით. ნაწლავში ხსნადი ყოველი ტაბლეტი შეიცავს ენზიმური აქტივობის 100,000 ერთეულს.

ქიმორალ ფორტეს აქტიური ნივთიერებები:

ტრიპსინი + ქიმოტრიპსინი. Trypsin + Chymotrypsin. ტრიპსინს + ქიმოტრიპსინს მიაკუთვნებენ ფერმენტების და ანტიფერმენტების ჯგუფს.

ქიმორალ ფორტეს სინონიმები:

ბიფლაზიმი (BIFLAZYM, Avita, ეგვიპტე).

ქიმორალ ფორტეს გამოყენების ძირითადი მიმართულებებია:

  • ანთებითი შეშუპების  დაშლა;
  • ჰემატომა;
  • ტრავმა, უბედური შემთხვევითა და ქირურგიული ჩარევით გამოწვეული;
  • ეპიზიოტომიები;
  • მენჯის დაავადებები, ანთებითი;
  • საკეისრო კვეთის შემდგომი პერიოდი;
  • ჰისტერექტომია;
  • მოტეხილობები
  • კუნთის დაზიანება;
  • მყესების დაზიანება;
  • თიაქარი ინტერვერტებრალური დისკის  (იშიაზი);
  • ნეკროზული დაზიანების შემცირება;
  • ქრონიკული რესპირატორული დაავადებებისას ანტიბიოტიკების პენეტრაციის გაძლიერება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
მშიერ კუჭზე მიღებისთანავე ნაწლავში ხსნადი ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი თავისუფლდება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში. მიღების ამგვარი ფორმა ფერმენტს იცავს კუჭში მჟავას დესტრუქციული მოქმედებისგან და ხელს უწყობს ნაწლავურ შეწოვას.
შეწოვისას ფერმენტები შთაინთქმება ცირკულურებადი ფერმენტის ინჰიბიტორებით, რომელთა დონეც უზომოდ იზრდება დაზიანებისა და ქსოვილთა დამაზიანებელი დაავადებებისას. პლაზმინის ინჰიბიტორების დონის დაქვეითებით ქიმორალი აადვილებს პლაზმინის მოქმედებას, რომელიც აუცილებელია ბლოკირებული მიკროცირკულაციის მოხსნისთვის, ოედემის დაშლისა და მკურნალობის დაწყებისთვის.
ქიმორალ ფორტე® შეიცავს პროტეოლიზურ ფერმენტებს-ტრიფსინსა და ქიმოტრიფსინს. ისინი ფართოდ გამოიყენება, დიდი კლინიკური წარმატება აქვს ტრავმისა და ჭრილობების მკურნალობისას და მკურნალობის დროის შემცირებაში.
მიღების წესები და დოზები:
ორალური დოზაა 1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 1.5 საათით ადრე. ტაბლეტი მთლიანად უნდა გადაიყლაპოს ნაწლავში ხსნადობის შენარჩუნებისთვის.
გვერდითი მოვლენები:
აღწერილია შემთხვევითი გასტროინტესტინალური გაღიზიანება, გულისრევა, ღებინება და ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება:
აქტიური ინგრედიენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
უსაფრთხოების ზომები:
სიფრთხილით გამოიყენება ორსულ ქალებში და ავადმყოფებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა ფერმენტების ან სხვა პრეპარატების მიმართ.
შენახვის პირობები და ვადები:
ინახება გრილ, მშრალ ადგილას.

ქვინაქსი – QUINAX – КВИНАКС

საერთაშორისო დასახელება:

AZAPENTACENE

მწარმოებელი: ALCON, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: აზაპენტაცენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კატარაქტის სამკურნალო პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 0.015%: ფლაკონში 15 მლ, დროპ-ტეინერის საწვეთურით.

1 მლ

ნატრიუმის დიჰიდროაზაპენტაცენ პოლისულფონატი ……  150 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქვინაქსი წარმოადგენს მოგრძო მკვეთრი წითელი ფერის კრისტალებს, რომლისგანაც მიიღება მუქი წითელი ფერის ხსნარი. კრისტალები თავისუფლად იხსნება წყალში და ნაწილობრივ ეთანოლში.

ქვინაქსი წააგავს ბროლის ხსნადი პროტეინის SH-რადიკალებს და გააჩნია თვისება შეანელოს ქვინოიდური ნივთიერების ზემოქმედება ბროლში არსებულ ხსნად პროტეინზე. ქვინაქსი აგრეთვე ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას თვალშიდა სითხის ფერმენტების აქტივაციის გზით, რის გამოც უმჯობესდება მხედველობის სიმახვილე.

ქვინოიდური თეორია: კატარაქტა წარმოადგენს თვალის დაავადებას, რომლის დროსაც ადგილი აქვს ბროლის შემღვრევას და მხედველობის დაქვეითებას. არსებობს კატარაქტას პათოგენეზის მრავალი თეორია, მათ შორის ეგრეთ წოდებული “ქვინოიდური თეორია”, რომელიც შემუშავდა იაპონიაში. ამ თეორიის თანახმად, თვალის ბროლის ხსნადი პროტეინის SH – რადიკალი გარდაიქმნება და იჟანგება ქვინოიდური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად, რომელიც წარმოიქმნება არომატული ამინომჟავების ტრიფტოფანისა და თიროზინის არასწორი მეტაბოლიზმის შედეგად.

მხედველობა შეიძლება აღდგეს ოპერაციული გზით, მაგრამ არსებობს მისი აღდგენის შესაძლებლობა თერაპიული საშუალებებით. თერაპიული მკურნალობით შეიძლება შეჩერდეს ბროლის შემღვრევის პროცესი და გაუმჯობესდეს მხედველობა ქირურგიულ ჩარევამდე.

ჩვენებები:

  • ხანდაზმულთა კატარაქტა, ტრავმული კატარაქტა, თანდაყოლილი კატარაქტა, მეორადი კატარაქტა.

მიღების წესი და დოზირება:

1-2 წვ-ის ინსტილაციის სახით ორივე თვალში 3-5-ჯერ დღეში. რეკომენდებულია მკურნალობის გაგრძელება მხედველობის მკვეთრი გაუმჯობესების შემდეგაც.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის ჩატარებული კვლევები.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატი არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, მჭიდროდ დახურულ ფლაკონში.

Don`t copy text!