Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 419

ქვაზარი – QUAZAR – КВАЗАР

საერთაშორისო დასახელება:

GATIFLOXACINE

მწარმოებელი: ACTAVIS Emcure, ინდოეთი

მოქმედი ნივთიერება: გატიფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფტორქინოლონის ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 5 ტაბ., შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 ტაბ.

გატიფლოქსაცინი …….    200 მგ

1 ტაბ.

გატიფლოქსაცინი ……..  400 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი:

ჰიდროპროპილმეთილცელულოზა, პოლიეთილენგლიკოლი 6000, პროპილენგლიკოლი, ტიტანის დიოქსიდი E171, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

შიგნით მიღების შემდეგ გატიფლოქსაცინი საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან კარგად შეიწოვება. გატიფლოქსაცინის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 96%-ს. პლაზმაში გატიფლოქსაცინის მაქსიმალური კონცენტრაცია, ძირითადად მიიღწევა მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ. გატიფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკა სწორხაზოვანია და 200-დან 800 მგ-მდე დოზებით დანიშვნისას 14 დღის განმავლობაში არ არის დამოკიდებული დანიშვნის დროზე. 400 მგ დღეში ერთჯერადი პერორალური მიღების სქემის გამოყენებისას პიკური და მინიმალური კონცენტრაციებია – დაახლოებით 4.2 მკგ/მლ და 0.4მკგ/მლ. გატიფლოქსაცინის პლაზმის ცილებთან კავშირი დაახლოებით 20%-ია და არ არის დამოკიდებული კონცენტრაციაზე.

გატიფლოქსაცინი ფართოდ ვრცელდება ორგანიზმის მრავალ ქსოვილში და სითხეში, მათ შორის ბრონქების ლორწოვან გარსში, ალვეოლურ მაკროფაგებში, საშვილოსნოში და მის ყელში. გატიფლოქსაცინის ქსოვილებში სწრაფი განაწილება განაპირობებს მის უფრო მაღალ კონცენტრაციებს უმრავლესობა ორგანო-სამიზნეში, ვიდრე შრატში. გატიფლოქსაცინი ორგანიზმში ბიოტრანსფორმირდება შეზღუდულად. შეყვანილი დოზის 1%-ზე ნაკლები ექსკრეტირდება შარდით, ეთილენდიამინური და მეტილეთილენდიამინური მეტაბოლიტების სახით. შეუცვლელი გატიფლოქსაცინი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით. გატიფლოქსაცინის შეყვანილი დოზის 70%-ზე მეტი გამოიყოფა შარდით, შიგნით მიღებიდან 48 საათის განმავლობაში; 5% გამოიყოფა განავლით.

ფარმაკოკინეტიკა:

გატიფლოქსაცინი ანტიმიკრობული პრეპარატია ფტორქინოლონების ჯგუფიდან. გატიფლოქსაცინის ბაქტერიციდული მოქმედება, ისევე, როგორც სხვა ფტორირებული ქინოლების, განპირობებულია ბაქტერიული ფერმენტის დნმ-ჰირაზას (დეზოქსირიბნოუკლეინის მჟავა-ჰირაზა) ბლოკირების უნარით. დნმ-ჰირაზა წარმოადგენს მნიშვნელოვან ფერმენტს, რომელიც მონაწილეობას ღებულობს ბაქტერიული დნმ-ის რეპლიკაციაში, ტრანსკრიპციაში და რეპარაციაში. გატიფლოქსაცინი ასევე თრგუნავს ტოპოიზომერაზა IV-ს, რომელიც თამაშობს გადამწყვეტ როლს ბაქტერიული უჯრედის გაყოფის დროს მიმდინარე ქრომოსომული დნმ-ის გაყოფაში. პრეპარატის ანტიბაქტერიული სპექტრი მოიცავს პენიცილინებზე, ამინოგლიკოზიდებზე, ცეფალოსპორინებზე, ასევე პოლირირეზისტენტულ მიკროორგანიზმებს. გატიფლოქსაცინის ფართო სპექტრი მოიცავს შემდეგ მიკროორგანიზმებს: გრამდადებითი: Staphylococcus aureus, Streptococcus pneumoniae (როგორც პენიცილინის მიმართ მგრძნობიარე ისე რეზისტენტული შტამები), Streptococcus pyrogenes, Streptococcus saprophytus, Staphylicoccus epidermidis, (მეტიცილინმგრძნობიარე შტამები),  (C,G,F ჯგუფის) Staphylococcus, Streptococcus agalactiae;

გრამუარყოფითი:

Escherichia coli, Haemophillus influenzae (β ლაქტამების მაპროდუცირებელი შტამების ჩათვლით), Proteus mirabilis, Acinetobacter aerogenas, Enterobacter cloacae, klebsiella oxitoca, Morganella morganii, Proteus vulgaris;

სხვა მიკროორგანიზმები – Chlamydia pneumoniae, Legionella pneumophyta, Mycoplasma pneumoniae.

გატიფლოქსაცინის, სხვა ადრეულ ფტორირებულ ქინოლონებთან შედარებით, უპირატესობას წარმოადგენს უფრო მაღალი აქტივობის ანაერობული ბაქტერიების, კერძოდ Peptostreptococcus species-ის მიმართ მაღალი აქტიობა.

ჩვენებები:

მიღების წესი და დოზირება:

გატიფლოქსაცინი-გაიდლაინების დოზირება

ინფექცია

დღიური დოზა

ხანგრძლივობა

ბაქტერიული ეტიოლოგიის მწვავე ბრონქიტი

400 მგ

7-10 დღე

მწვავე სინუსიტი

400 მგ

10 დღე

არაჰოსპიტალური პნევმონია

400 მგ

7-14 დღე

საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები(ცისტიტი)

400 მგ ან 200 მგ

ერთჯერადი დოზა 400-დან 200 მგ-მდე 3 დღე

მწვავე პიელონეფრიტი

400 მგ

7-10 დღე

გაურთულებელი გონოკოკური ურეტრიტი მამაკაცებში, გონოკოკური ენდოცერვიციტი და პროქტიტი ქალებში

400 მგ

ერთჯერადად

თირკმლის უკმარისობის დროს პრეპარატის საწყისი დოზა არ განსხვავდება ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტების დოზისგან. შემდგომი დოზირება  ხდება ქვემოთ მოყვანილი ცხრილის მიხედვით:

კრეატინინის კლირენსი

საწყისი დოზა, მგ

შემდგომი დოზა, მგ

40 მლ/წთ

400

400 ყოველდღიურად

400

200 ყოველდღიურად

ჰემოდიალიზი

400

200 ყოველდღიურად

პერიტონეალური დიალიზი

400

200 ყოველდღიურად

გვერდითი მოვლენები:

– გულისრევა, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, ანორექსია, დიარეა, ყაბზობა, დისპეფსია, მეტეორიზმი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;

– თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, შაკიკი, უძილობა და ძილის სხვა დარღვევები, აჟიტირება, განგაში, ნევროზულობა, ცნობიერების აღრევა, ძილიანობა, პარესთეზიები, ტრემორი, კრუნჩხვები, ქვედა კიდურების კუნთების კრამპები, დეპერსონალიზაცია, დეპრესია, პანიკის შეტევა, პარანოია, მტრული განწყობა, ფოტოფობია, ატაქსია, ჰიპერესთეზია, მხედველობის დარღვევა, თვალების ფოტომგრძნობელობა, გემოვნების დარღვევა, პაროსმია, ეპიტაქსისი;

– პერიფერიული ნეიროპათია;

– ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპერტენზია;

– პათოლოგიური რეაქციები საყდენ-მამოძრავებელი სისტემის მხრივ (მყესების გაწყვეტის მომატებული რისკი);

– სახის შეშუპება, პირის ღრუს და ენის შეშუპება, გენერალიზებული შეშუპება, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, ვეზიკობულოზური გამონაყარი;

– ტკივილი გულმკერდის არეში, ბრონქოსპაზმი, ყურების ტკივილი, წყურვილი, პირის სიმშრალე, ცხელება;

– ჰიპერვენტილაცია, ართრიტი, ვაგინიტი, ოსსალგია, ჰიპოგლიკემია, ჰემატურია, მეტრორაგია.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა გატიფლოქსაცინზე და სხვა ფტორქინოლონებზე;

* გლუკოზო-6-ფოსფოდიესთერაზას დეფიციტი;

* 18 წლამდე ასაკი;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ზოგიერთ პაციენტში გატიფლოქსაცინმა შეიძლება გამოიწვიოს კარდიოგრამაზე QT ინტერვალის გაზრდა. არასაკმარისი გამოცდილების გამო იმ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ QT ინტერვალის გაზრდა, ასევე ავადმყოფებში, ჰიპერკალციემიით და პაციენტებში რომლებიც ღებულობენ I კლასის (ქინიდინი, პროკაინამიდი), ან III კლასის (ამიოდარონი, სოტალოლი) ანტიარითმიულ საშუალებებს, გატიფლოქსაცინი არ ინიშნება.

◄ გატიფლოქსაცინი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში ბრადიკარდიით და მიოკარდის მწვავე იშემიით.

◄ გატიფლოქსაცინი, ისევე როგორც სხვა  ფთორქინოლონები, სიფრთხილით ინიშნება ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზისას, ეპილეფსიისა და კრუნჩხვების გამომწვევი დაავადებებისას.

◄ ჰიპერმგრძნობელობის პირველი ნიშნების გამოვლენისას გატიფლოქსაცინის მიღება წყდება.

სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე გავლენის თავისებურებები: პრეპარატის მიღების პერიოდში შეიძლება შემცირდეს ფსიქო-მოტორული რეაქციების სიჩქარე, ამიტომ საჭიროა ტრანსპორტის მართვისაგან და პოტენციურად საშიშ მექანიზმებთან მუშაობისგან თავის შეკავება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: სუნთქვის გახშირება, ღებინება, ტრემორი, კონვულსიები.

მკურნალობა: მწვავე პერორალური ჭარბი დოზირებისას საჭიროა კუჭის გაწმენდა (ღებინების პროვოცირება, ან კუჭის ამორეცხვა), ავადმყოფის გამოკვლევა (ელექტროკარდიოგრამის ჩათვლით) და სიმპტომური მხარდამჭერი თერაპიის ჩატარება.

საჭიროა ადექვატური ჰიდრატაციის შენარჩუნება. გატიფლოქსაცინის ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით (დაახლოებით 14% გამოდის 4 საათის შემდეგ), ან განუწყვეტელი ამბოლატორიული პერიტონეალური დიალიზით (დაახლოებით 8% გამოიყოფა 8 დღის შემდეგ), გამოყვანა დიდ ეფექტს არ იძლევა.

პეციფიური ანტიდოტები ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში პრეპარატით მკურნალობისას შესაძლებელია სისხლში გლუკოზის დონის ცვლილება (სიმპტომური ჰიპერ- და ჰიპოგლიკემია). ამასთან დაკავშირებით რეკომენდებულია სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის რეგულარული კონტროლი.

– გატიფლოქსაცინის მიღება რკინის სულფატის, თუთიის, მაგნიუმის და რკინის შემცველი საკვები დანამატების, ასევე ალუმინის და მაგნიუმის შემცველი ანტაციდების მიღებამდე 4 საათით ადრე.

– გატიფლოქსაცინის ელიმინაცია ძლიერდება პრობენეციდთან ერთობლივი მიღებისას.

– გატიფლოქსაცინის ვარფარინთან ერთობლივი მიღება სისხლის შედედების დროზე მნიშვნელოვან ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ ზოგიერთი ქინოლონის უნარიდან გამომდინარე (ვარფარინის და სხვა არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტის გაძლიერება), საჭიროა პროთრომბინის და სისხლის შედედების სხვა მაჩვენებლების კონტროლი.

– ფთორქინოლონებთან, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთობლივი გამოყენებისას, შეიძლება გაიზარდოს გვერდითი ეფექტები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ.

– სიფრთხილით გამოიყენება ციზაპრიდთან, ერითრომიცინთან და ანტიფსიქოზურ საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ქვადროპრილი – QUADROPRIL – КВАДРОПРИЛ

საერთაშორისო დასახელება:

SPIRAPRIL

მწარმოებელი: AWD

მოქმედი ნივთიერება: სპირაპრილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის ბლოკატორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

სპირაპრილის ჰიდროქლორიდი ….  6.21 მგ

მათ შორის სპირაპრილი ………….   6 მგ

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბირდება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან 45%, ბიოტრანფორმირდება ღვიძლში აქტიური მეტაბოლიტის  სპირაპრილატის წარმოქმნით. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 50%, მეტაბოლიტის – 70%, Cmax სისხლის პლაზმაში მიიღწევა 45–90 წთ–ში, სპირაპრილატის – 2–3 სთ–ის შემდეგ. სპირაპრილი და მისი აქტიური მეტაბოლიტი 90%–ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. გამოიყოფა შეუცვლელი სახით და მეტაბოლიტის სახით შარდთან ერთად (44%) და ფეკალიებით (51%).

ფარმაკოდინამიკა:

ღვიძლში წარმოიქმნება აქტიური დიაციდური მეტაბოლიტი, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორი. ამუხრუჭებს ანგიოტენზინ I გარდაქმნას ანგიოტენზინ II;

უზრუნველყოფს სისხლძარღვების გაფართოებას, ამცირებს საერთო პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას, აქვეითებს სისტოლურ არტერიულ წნევას და დიასტოლურ წნევას, ფილტვის კაპილარებში წნევას, ამაღლებს სისხლის პლაზმაში რენინის აქტიობას. ამაღლებს ტოლერანტობას ფიზიკური დატვითვის მიმართ. ეფექტი ვითარდება 1 საათის შემდეგ, აღწევს მაქსიმუმს 4–8 საათის შემდეგ და გრძელდება დაახლოებით 24 საათი. აინჰიბირებს გულის  ქსოვილოვან რენინ–ანგიოტენზინ სისტამას, ახდენს კარდიოპროტექტორულ მოქმედებას (აღკვეთავს ან უზრუნველყოფს ჰიპერტროფიის უკუგანვითარებას და მარცხენა პარკუჭის დილატაციას). აძლიერებს თირკმლის სისხლის მიმოქცევასაც, ახდენს ნატრიურეზულ მოქმედებას.

დოზით 6მგ/დღ დანიშვნა 4 კვირის მანძილზე არ ამცირებს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს და კრეატინინის კლირენს, იმ ავადმყოფებშიც კი რომელთა  კკ

ჩვენებები:

 

  • არტერიალური ჰიპერტენზია.

 

მიღების წესი და დოზირება:

შინაგანად , საკვებისაგან დამოუკიდებლად, დაუღეჭავად და საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით, ერთჯერადად დილით. საწყისი დოზა – ½ ტაბლეტი, თუ ამის შემდეგ არტერიული წნევა არ ნორმალიზდება, მაშინ პრეპარატის დოზა 1 ტაბლეტამდე იზრდება. ქვადროპრილის შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს – 1 ტაბ/დღ.

თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევისას (კკ 10–30მლ/წთ) რეკომენდებული დოზაა – ½ ტაბ. მკურნალობას იწყებენ ავადმყოფზე საფუძვლიანი დაკვირვების შემდეგ, თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების მიხედვით ერთეულ დასაბუთებულ შემთხვევაში ქვადროპრილის დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურამდე (1 ტაბ).

ავადმყოფებში თირკმელების (კკ 30–60მლ/წთ) ან ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციით, ასევე ხანდაზმულებში დოზის შემცირება საჭირო არ არის.

მკურნალობის კურსის ხანგრძლიობას განსაზღვრავს ექიმი.

მკურნალობის დროს თავშეკავებაა საჭირო მანქანის მართვისა და პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებისას, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

უკუჩვენებები;

* მგრძნობელობის მომატება აქტიური ნივთირების მიმართ;

* მანგიონევროტული შეშუპება ანამნეზში;

* თირკმლის არტერიების სტენოზი (ორივესი ან ერთადერთი თირკმლის);

* თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევა (კკ

* აორტალური ან მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება;

* ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია;

* ჰიპერალდოსტერონიზმი;

* დიალიზი ან ჰემოფილტრაცია;

* ორსულობა (უნდა გამოირიცხოს მკურნალობის დაწყებამდე, ასევე ორსულობისგან თავდაცვაა საჭირო მკურნალობისას);

* ლაქტაცია;

* 18 წლამდე ასაკი;

იმასთან დაკავშირებით, რომ  ქვადროპრილით მკურნალობის საკმარისი კლინიკური გამოცდილება არ არის, ამიტომ მისი მიღება არ ღირს შემდეგი მდგომარეობების დროს:

* დიალიზის ჩატარებისას;

* გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში;

* ქსოვილების შეშუპებისას და/ან ორგანიზმში სითხის დაგროვებისას.

ორსულობა და ლაქტაცია:

უკუნაჩვენებია.

გვერდითი მოქმედება:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული წნევის დაქვეითება, ორთოსტატული ჰიპოტენზია; იშვიათად – გულისწასვლა; ერთეულ შემთხვევებში – ტაქიკარდია, არითმია, სტენოკარდია, მიოკარდის ინფარქტი, პერიფერიული სისხლისმიმოქცევის დარღვევის გაძლიერება.

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ქრინიკული უკმარისობის განვითარება და გაძლიერება, პროტეინურია, პოტენციის დაქვეითება.

ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სისუსტე; მაღალ დოზებში გამოყენებისას – უძილობა, შფოთი, დეპრესია, გონების არევა, პარესთეზია, წონასწორობის დარღვევა.

გრძნობათა ორგანოების მხრივ: ვესტიბულარული აპარატის, სმენის, მხედველობის დარღვევა,  ყურებში შუილი, გემოს შეცვლა ან გემოს დროებითი დაკარგვა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: გულისრევა, დიარეა, ქოლესტატური სიყვითლე, დისპეფსია, შეკრულობა, მადის დაქვეითება, სტომატიტი, გლოსიტი, პირის სიმშრალე, ცალკეულ შემთხვევაში – ნაწლავური გაუვალობა, რეინოს დაავადების გამწვავება, ერთეულ შემთხვევაში – თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ჰეპატიტი, პანკრეატიტი, ქოლესტატური სიყვითლე, ღვიძლის პროგრესირებადი ნეკროზი (ზოგჯერ სიკვდილის გამოსავლით).

სუნთქვის სისტემის მხრივ: მშრალი ხველა, ფილტვის ინფილტრატი, ბრონქოსპაზმი, ქოშინი, რინიტი, რინორეა, სინუსიტი, ფარინგიტი დისფონია.

ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია;  სახის ქსოვილების ანგიონევროტული შეშუპება, კიდურების, ტუჩების, ენის, სახმო ნაპრალის და/ან ხორხის, პოლიფორმული ერითემა, ექსფოლიატური დერმატიტი, ავთვისებიანი ექსუდაციური ერითემა (სტივენ–ჯონსონის სინდრომი), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი).

სისხლწარმომქმნელი ორგანოების მხრივ: ანემია, ლეიკოპენია, თრომბოპციტოპენია, იშვიათად – ეოზინოფილია, ერთეულ შემთხვევაში – აგრანულოციტოზი, პანციტოპენია და ჰემოლიზი, ანტინუკლეარული ანტისხეულების ტიტრის გაზრდა.

ლაბორატორიული მაჩვენებელი: ჰიპერკრეატინინემია, შარდოვანის შემცველობის მომატება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტიობის მომატება, ჰიპერბილირუბინემია, ჰიპერკალიემია (ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით), ჰიპონატრიემია.

ნაყოფზე გავლენა: ნაყოფის თირკმელების განვითარებაზე გავლენა, არტერიული წნევის დაქვეითება ნაყოფში და ახალშობილებში, თირკმელების ფუნქციის დარღვევა, ჰიპერკალიემია, ქალა ჰიპოპლაზია, ოლიგოჰიდრამნიონი, კიდურების კონტრაქტურა, ქალის დეფორმაცია, ფილტვების ჰიპოპლაზია.

სხვა: ალოპეცია, ონოქოლიზი.

ურთიერთქმედება:

ჰიპოტენზიური საშუალებები იწვევენ ქვადროპრილის ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერებას, განსაკუთრებით შარდმდენ საშუალებებთან ერთად.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (მაგალითად აცეტილსალიცილის მჟავა, ინდომეტაცინი) – შესაძლებელია ქვადროპრილის ჰიპოტანზიური მოქმედების შესუსტება.

კალიუმი, კალიუმისშემცველი დიურეტიკები (მაგალითად, სპირინოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი) ასევე სხვა სამკურნალო საშუალებები, რომელთაც შეუძლიათ კალიუმის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში (მაგალითად ჰეპარინი), იწვევენ კალიუმის კონცენტრაციის სისხლში მომატებას.

ლითიუმი: ლითიუმის კონცენტრაციის მომატება სისხლის შრატში (სისხლის შრატში ატარებენ ლითიუმის კონცენტრაციის სისტემატურ კონტროლს!).

საძილე, ნარკოზული საშუალებები: არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითება.

ალოპურინოლი, პროკაინამიდი, მედიკამენტები ,რომლებიც აქვეითებენ ორგანიზმის დაცვთ რეაქციებს (ციტოსტატიკები, იმუნოდეპრესანტები, სისტემური კორტიკოსტეროიდები): ლეიკოციტების რიცხვის შემცირება სისხლის პერიფერიულ სურათში (ლეიკოპენია).

ინსულინი, პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებები (ბიგუანიდები, სულფონილშარდოვანას პრეპარატაები), აკარბოზა) –  ჰიპოგლიკემია.

ქვადროპრილის მიღებისას უარი უნდა თქვათ მარილის მიღებაზე – ქვადროპრილის ჰიპოტენზიური მოქმედება სუსტდება, ალკოჰოლი – ძლიერდება პრეპარატის ანტიჰიპერტენზიული მოქმედება და ალკოჰოლის მოქმედება.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების ხარისხის მიხედვით შეიძლება აღინიშნოს შემდეგი სიმპტომები: გამოხატული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, გულ–სისხლძარღვთა შოკი, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა,თირკმლის უკმარისობა.

მკურნალობა: ჭარბი დოზირების ან მოწამვლის დროს თერაპიული ღონისძიებები  წარმოებს მიღების დროის მიხედვით, ასევე სიმპტომების ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით. საერთო სამკურნალო ღონისძიებების პარალელურად, რომელიც მიმართულია სპირალაპრილის გამოსაყვანად ორგანიზმიდან (მაგალითად, კუჭის ამორეცხვა, მაადსორბირებელი ნივთიერებების და ნატრიუმის სულფატის მიღებას  ქვადროპრილის მიღებიდან პირველი 30წთ–ის განმავლობაში მიმართავენ), ინტენსიური თრაპიის განყოფილებაში საჭიროა დაკვირვება ორგანიზმის სასიცოცხლი ფუნქციებზე, აუცილებლობისას უნდა მოხდეს მათი კორექცია.

ქვადროპრილი ორგანიზმიდან უნდა გამოიყოს დიალიზით. არტერიული ჰიპოტენზიისას პირველ რიგში აღადგენენ  მოცირკულირე სისხლის მოცულობას ვენაში ფიზიოლოგიური ხსნარის გადასხმით. თუ შედეგი არ იქნა მიღებული დამატებით შეყავთ კატექოლამინები. გამოხატული ბრადიკარდიისას, რომელიც მედიკამენტებით მკურნალობას არ ექვემდებარება, ახდენენ რიტმის ხელოვნური მატარებლის იმპლანტაციას. სისხლში მუდმივად აკონტროლებენ ელექტროლიტებისა და კრეატინინის კონცენტრაციას.

ქსოვილების შეშუპებისას, რომელშიც ჩართულია ხორხი, ხახა და/ან ენა საჭიროა სასწრაფოდ კანქვეშ ეპინეფრინის შეყვენა  დოზით 0,3–0,5მგ ან ვენაში ნელა ეპინეფრინი დოზით 0,1მგ (მკაცრად უნდა შესრულდეს მითითებული განზავება!) ეკგ და არტერიული წნევის კონტროლით; შემდეგ ნიშნავენ გლუკოკორტიკოიდებს. ამის შემდეგ შეიძლება ანტიჰისტამინური საშუალებების გამოყენება.

შენახვის პირობები:

არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა – 3 წელი.

ქაცვის ზეთი – HIPPOPHAES OLEUM – ОБЛЕПИХОВОЕ МАСЛО

გენერიული დასახელება:

Hippophae rhamnoides

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ზეთი

1გ ზეთი  შეიცავს:

კაროტინოიდების ჯამს (გადათვლით β-კაროტინზე) არანაკლებ 180მგ-სა.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება;

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი მცენარეული წარმოშობისაა. იგი ამცირებს თავისუფალი რადიკალების პროცესების ინტენსივობას და იცავს უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს დაზიანებისაგან მასში შემავალი ცხიმში ხსნადი ბიოანტიოქსიდანტების მეშვეობით. პრეპარატი იწვევს რეპარაციული პროცესების სტიმულირებას კანის და ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს, მას გააჩნია ანტიბაქტერიული (ბაქტერიოსტატული) მოქმედება.

ჩვენება:

  • კანის და ლორწოვანი გარსების სხივური დაზიანება, გინეკოლოგიური დაავადებები (კოლპიტი, ენდოცერვიციტი, საშვილოსნოს ყელის ეროზია), კომპლექსურ თერაპიაში კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს, ზემო სასუნთქი გზების ანთებითი ქრონიკული დაავადებები (ფარინგიტი, ლარინგიტი), ჰაიმორიტი, თვალის რქოვანას წყლული.

წინააღმდეგჩვენება:

* ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის  ანთებითი პროცესები, ნაღველკენჭოვანი დაავადება.

გვერდითი მოვლენები:

მწარე გემო პირში (პერორალური გამოყენებისას), წვის შეგრძნება (გარეგანი გამოყენებისას), შესაძლებელია პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატი ინიშნება გარეგანად, პერორალურად ან ინჰალაციის სახით. კანის პათოლოგიური პროცესების დროს იგი ინიშნება ზეთოვანი საფენების სახით დღეგამოშვებით, კანის გაწმენდამდე ნეკროზული ქსოვილებისაგან, გრანულაციის წარმოქმნამდე.

გინეკოლოგიური დაავადებების დროს – საშოს კედლის წინასწარი გასუფთავების შემდეგ დაიტანება (კოლპიტი, ენდოცერვიციტი) ბამბის ბურთულებით ან ტამპონების მეშვეობით (საშვილოსნოს ყელის ეროზია), რომლებიც გაჟღენთილია ზეთით (5-10მლ ერთ ტამპონზე, რომელსაც მჭიდროდ აჭერენ ეროზიის ადგილას, პროცედურა გრძელდება ყოველდღე). კოლპიტების მკურნალობის კურსი – 10-15 პროცედურა, ენდოცერვიციტების და ეროზიების – 8-12 პროცედურა. აუცილებლობის შემთხვევაში – განმეორებითი კურსი 4-6 კვირის შემდეგ.

კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება – ქაცვის ზეთის 1 ჩაის კოვზი 2-3 ჯერ დღეში.

ზემო სასუნთქი გზების დაავადებების დროს პრეპარატი ინიშნება ინჰალაციის სახით.

ჭარბი დოზირება:

მონაცემები არ მოიპოვება

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

აღწერილი არ არის.

შენახვის ვადა:

18 თვე

შენახვის პირობები:

გრილ, სინათლისაგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

ქაფურის სპირტი – SPIRITUS CAMPHORTUS – КАМФОРНЫЙ СПИРТ

შემადგენლობა:

ქაფური 100 გ .

ეთილის სპირტი 90% ………   700 მლ .

გამოხდილი წყალი  …………     200 მლ .

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალეპტიკური საშუალება.

ფორმა: ხსნარი

ჩვენება:

გამოიყენება , როგორც გარეგანი საშუალება შესაზელად და ნაწოლების პროფილაკტიკისათვის .

გამოშვების ფორმა:

ხსნარი 50 გ . რაოდენობით , მუქი ფერის პოლიეთილენის ფლაკონებში .

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი .

შენახვის პირობები:

ოთახის ტემპერატურაზე , სინათლისაგან დაცულ ადგილას .

გაცემის რეჟიმი:

III ჯგუფი ( რეცეპტის გარეშე )

მწარმოებელი:

საქართველო , თბილისი ,  შ . პ . ს . ‘ეუბიოტიკები „

ქაფურის ზეთი – OLEUM CAMPHORATUM – КАМФОРНОЕ МАСЛО

საერთაშორისო დასახელება:

CAMPHOR

მწარმოებელი: TBILCHIMPHARM

მოქმედი ნივთიერება: ქაფური

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალეფსიური ანტისეპტიკური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნარი 10%: ფლაკონში 25 მლ, 30 მლ და 40 მლ

1 მლ

ქაფური ………….. 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ქაფური ავლენს გამახურებელ (აუმჯობესებს ადგილობრივ სისხლის მიმოქცევას) და ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას (თრგუნავს მტკივნეულ დაბოლოვებებს). მისი მოქმედების შედეგს წარმოადგენს კანის გაწითლება და სისხლძარღვების გაფართოვება.

ფარმაკოკინეტიკა:

არ არსებობს მონაცემები

ჩვენებები:

  • გამოიყენება გამახურებელი საშულების სახით კუნთოვანი და სახსროვანი რევმატიზმების დროს, ნევრალგიებისას და I ხარისხის მოყინვებისას.

მიღების წესი და დოზირება:

გარეგანი.

შესაზელად მტკივნეულ ადგილებში დღეში 1-3-ჯერ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური ალერგია.

უკუჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა ქაფურის მიმართ

* 6 წლამდე ასაკის ბავშვები სპეციალური სიფრთხილის ზომები

* არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე, თვალში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებსა და ალქტაციის პერიოდში პრეპარტის გამოყენების შესახებ არ არსებობს რაიმე სახის მონაცემები.

განსაკუთრებული მითითებები:

არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება დაზიანებულ კანზე, ლორწოვან გარსებზე, თვალში.

პრეპარატის ეფექტები ავტომობილის და მექანიზმების მართვისას:

პრეპარატი ითვლება უსაფრთხოდ და არ ახდენს რაიმე ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობილი დოზის გადაჭარბების შემთხვევები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არსებობს მონაცემები.

შენახვის პირობები და ვადები:

2 წელი

პრეპარატის ინახება არა უმეტეს 25oC. არ შეიძლება გაყინვა.

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.

ფუროტალგინი – FUROTALGIN – ФУРОТАЛГИН

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული, ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ყურის დაავადების სამკურნალოდ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ყურის წვეთები: ფლაკონში 5 მლ, საწვეთურით.

1 მლ (27 წვეთი)

ნიტროფურალი …………..                2.5 მგ

ტეტრაკაინის ჰიდროქლორიდი …..  31.25 მგ

ფენაზონი ………………………….      87.5 მგ

დამხმარე ნივთიერება: გლიცერინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფუროტალგინი წარმოადგენს სამი აქტიური კომპონენტის კომბინაციას: ანტიმიკრობული საშუალება ნიტროფურალი, ადგილობრივი საანესთეზიო ტეტრაკაინი და ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება – ფენაზონი.

პრეპარატი უზრუნველყოფს ანტიმიკრობულ მოქმედებას, სწრაფ და ხანგრძლივ ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო ეფექტს. ყურის დაზიანებული ქსოვილების გამაჯანსაღებელ და რეგენერაციულ პროცესებზე.

ჩვენებები:

  • შიგნითა და შუა ყურის მწვავე ანთებითი დაავადებები.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირებისა და მკურნალობის ხანგრძლივობას ადგენს მკურნალი ექიმ დაავადების სიმძიმისა და პრეპარატის ამტანობის შესაბამისად. საჭიროა თავის გადაწევა გვერდზე, ისე რომ წვეთები ყურში რამდენიმე წუთი დარჩეს. აუცილებელია ყურის წვეთების წინასწარი გათბობა სხეულის ტემპერატურამდე, რათა თავიდან ავიცილოთ ვესტიბულური რეაქციების განვითარება, გამოიყენება შიგნითა სასმენი მილის სეკრეტებისგან გაწმენდის შემდეგ.

მოზრდილებში და უფროსი ასაკის ბავშვებში:

6-10 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.

3 წლამდე ასაკის ბავშვებში: 3-4 წვეთი 2-ჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

ფურტალგინის გამოყენების დროს გვერდითი მოვლენების განვითარება იშვიათია.

შესაძლებელია ადგილობრივი ალერგიული რეაქციები ნიტროფურალის, ფენაზონისა და ტეტრაკაინის მიმართ. აპკში შეღწევის შემთხვევაში, იშვიათად, მაგრამ მაინც შეიძლება აღინიშნებოდეს თავბრუსხვევა, სმენის დაქვეითება მაღალ სიხშირეებზე.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერების მიმართ;

* ჰიპერმგრძნობელობა პარაამინობენზოის მჟავასა და მისი წარმოებულების მიმართ;

* ჰიპერმგრძნობელობა სხვადასხვა მაანესთეზირებელი საშუალების მიმართ;

*აპკის პერფორაცია;

* ოტომიკოზი (ყურის სოკოვანი დაავადებები).

ორსულობა და ლაქტაცია:

ფუროტალგინის გამოყენება შეიძლება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

სწორი გამოყენების შემთხვევაში ინფორმაცია ჭარბი დოზირების შესახებ არ მოიპოვება. ჭარბი დოზირების სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს პრეპარატის აპკის პერფორაციის დროს გამოყენების შემთხვევაში; დასაშვებია განვითარდეს ტეტრაკაინის სისტემური ტოქსიურობის სიმპტომები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფუროტალგინის ცალკეული კომპონენტების – ნიტროფურალის და ფენაზოინის ადგილობრივი გამოყენების დროს წამალთაშორისი ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

– ტეტრაკაინის მაანესთეზირებელი ეფექტი ძლიერდება და ხანგრძლივდება სისხლძარღვების შემავიწროებელ საშუალებებთან (ადრენალინი, ნორადრენალინი) ანალგეტიკებთან და ტრანკვილიზატორებთან ერთად გამოყენების დროს. ამასთან დაკავშირებით, ფენაზონის ტეტრაკაინთან კომბინაცია დასაშვებია სინერგისტული ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედების თვალსაზრისით.

– ტეტრაკაინის აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება მჟავა გარემოში, სალიცილატებთან და სულფონამიდებთან კომბინირებული თერაპიის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს პრეპარატის ანტიმიკრობული და მაანესთეზირებელი მოქმედების დაქვეითება.

სხვა წამლებთან პრეპარატის ცალკეული კომპონენტების შესაძლო ურთიერთქმედების გამო ყურში ფუროტალგინის ჩაწვეთების შემდეგ უნდა დავიცვათ სულ ცოტა 15 წუთიანი ინტერვალი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი. შეფუთვის გახსნის შემდეგ წამლის გამოყენება შეიძლება 1 თვის განმავლობაში.

ფუროსემიდი – FUROSEMID – ФУРОСЕМИД

საერთაშორისო დასახელება:

FUROSEMIDE

მწარმოებელი: BALKANPHARMA

მოქმედი ნივთიერება: ფუროსემიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ფუროსემიდი …….. 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები.

ძლიერი და სწრაფი მოქმედების შარდმდენი. ფუროსემიდის მოქმედების მექნიზმი ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილში ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციის ბლოკადასთან არის დაკავშირებული.

პრეპარატს გააჩნია გამოხატული დიურეზული, ნატრიურეზული, ქლორურეზული მოქმედება. ასევე ზრდის კალიუმის, მაგნიუმისა და კალციუმის გამოყოფოას.

პერორალური მიღებისას დიურეზული ეფექტი აღინიშნება 20 – 30 წუთის შემდეგ, პრეპარატის მოქმედების მაქსიმუმი 1 – 2 საათის შემდეგ მიიღწევა, ერთჯერადი მიღების შემდეგ ეფექტი ხანგრძლივობა 4 სთ და მეტია.

პერორალური მიღების შემდეგ ფუროსემიდი შეიწოვება საჭმლისმომნელებელი ტრაქტიდან, ბიოშეთვისებადობა 64%-ს შეადგენს. სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია დოზის მომატებასთან ერთად იზრდება, თუმცა მისი მიღწევის დრო არ არის დამოკიდებული დოზაზე და დიდ ფარგლებში ვარირებს პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

ფუროსემიდი გადადის პლაცენტარულ ბარიერში, გამოიყოფა დედის რძესთან ერთად. ნახევრად დაშლის პერიოდი – 1 – 1,5 სთ.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა გენეზის შეშუპებითი სინდრომი, მათ შორის IIბ-III სტადიის გულის ქრონიკული უკმარისობის, ღვიძლის ციროზის (პორტალური ჰიპერტენზიის სინდრომი), ნეფროზული სინდრომის დროს;
  • არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერტონული კრიზი;
  • პრედმენსტრუალური სინდრომი, ფორსირებული დიურეზი, ჰიპერკალიემია, ჰიპერნატრიემია, ჰიპერკალციემია.

უკუჩვენებები:

* მწვავე გლომერულონეფრიტი, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, შარდგამომყოფი გზების მექანიკური გაუვალობა, თირკმლის უკმარისობა, დიაბეტური კომა;

* წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა (ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, დეჰიდრატაცია, ალკალოზი);

* ორსულობის პირველი ნახევარი, პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის სულფონილამიდების მიმართ), ანურია, პოდაგრა, დეკომპენსირებული არტერიული ან მიტრალური სტენოზი;

* გამოხატული ჰიპოტენზია, პანკრეატიტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, შაქრიანი დიაბეტი ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევით;

* ჰიპერტროფული კარდიომიოპათია მარცხენა პარკუჭის დაღმავალი ტრაქტის ობსტრუქციით;

* წითელი მგლურა;

* 3 წლამდე ბავშვთა ასაკი.

გამოყენების მეთოდები და დოზები:

ფუროსემიდი ინიშნება პერორალურად ჭამამდე. დოზა შეირჩევა დაავადების სიმძიმის და ეფექტის გამოხატულობის მიხედვით.

პერორალურად ღებულობენ 40 მგ-ს (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ დილით. არსაკმარისი მოქმედებისას დოზას ზრდიან 80 – 160 მგ-მდე დღეში (2-3-ჯერ 6 საათიანი შუალედით).

შეშუპებების შემცირებისას ინიშნება უფრო მცირე დოზებში 1-2 დღის შუალედით. მაქსიმალური დოზა 160 მგ-ს შეადგენს.

არტერიული ჰიპერტენზიის დროს საწყისი დოზა  მოზრდილებში დღეში 80 მგ-ს შეადგენს, ორ მიღებად. ის პაციენტის მდგომარეობას უნდა შეესაბამებოდეს, არასათანადო ეფექტისას საჭიროა სხვა ჰიპოტენზიურ საშუალებებთან ერთად დანიშვნა.

გულის თანმხლები უკმარისობიბისას დღიური დოზა შეიძლება 80 მგ-მდე გაიზარდოს.

3 წლის და ზემოთ ბავშვებისათვის საშუალო დღიური დოზა, ჭამამდე ან ჭამის შემდეგ პერორალურად მიღებული, შეადგენს 4 – მგ/კგ-ს 1-4-ჯერ. ყველაზე ძლიერი შარდმდენი ეფექტი პირველი 3-5 დღის განმავლობაშია. შეშუპებების გაქრობის შემდეგ გადადიან ფუროსემიდის დროგამოშვებით მიღებაზე – დღეგამოშვებით ან კვირაში 1-2-ჯერ.

თუ ადრე ბავშვი ფუროსემიდს ან სხვა შარდმდენებს არ ღებულობდა, მაშინ არ არის საჭირო დიურეზულის დანიშვნა საშუალო დღიური დოზით. თავდაპირველად საჭიროა გამოვიყენოთ დიურეზული დოზით, რომელიც საშუალო დღიური დოზის ¼ – ½ -ს შეადგენს, ხოლო შემდეგ, თუ დიურეზული ეფექტი არ არის, დოზა უნდა გავზარდოთ.

ბავშვებისათვის საწყისი დოზა 2 მგ/კგ-ს შეადგენს, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს 1-2 მგ/კგ-მდე.

უსაფრთხოების ზომები:

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მძიმე გულ-სისხლძარღვოვანი უკმარისობისას, საგულე გლიკოზიდებით ხანგრძლივი მკურნალობისას, ხანდაზმულ პაციენტებში გამოხატული ათეროსკლეროზით. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა სერიოზული ელექტროლიტური დარღვევების კომპენსირება.

– ორსულობის პირველ ნახევარში ფუროსემიდი უკუნაჩვენებია, მეორე ნახევარში გამოიყენება მხოლოდ მკაცრი ჩვენებებით და მცირე დროის განმავლობაში, რომელსაც ექიმი ადგენს.

– ლაქტაციის პერიოდში ფუროსემიდის მიღების აუცილებლობისას ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს, ვინაიდან პრეპარატს შეუძლია გადავიდეს დედის რძეში, და დათრგუნოს ლაქტაცია.

– პრეპარატის გამოყენებისას არ შეიძლება გამოვრიცხოთ ყურადღების დაქვეითება, რაც მნიშვნელოვანია მძღოლებისა და მექმანიზმებთან მომუშავე პირთათვის.

– 24 საათის განმავლობაში ოლიგურიის შენარჩუნებისას ფუროსემიდი უნდა მოიხსნას.

– არტერიული ჰიპერტენზიის დროს “რიკოშეტის” სინდრომის თავიდან ასაცილებლად ფუროსემიდს სულ მცირედ დღეში ორჯერ ნიშნავენ.

თუ დაავადების ნიშნები არ გაქრა, პირიქით, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ან არასასურველი მოვლენები განვითარდა, საჭიროა შეწყდეს პრეპარატის მიღება და მივმართოთ ექიმს.

სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

– ფუროსემიდი ერთდროული გამოყენებისას საგულე გლიკოზიდებთან მატულობს გლიკოზიდური ინტოქსიკაციის საშიშროება;

– გლუკოკორტიკოიდებთან კომბინაციაში – ჰიპოკალიემიის განვითარების საშიშროება.

– ფუროსემიდი აძლიერებს მიორელაქსანტების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების მოქმედებას.

– ამინოგლიკოზიდებთან, ცეფალოსპორინებთან  და ცისპლატინთან ერთად გამოყენებისას შესაძლებელია სისხლის პლაზმაში მათი კონცენტრაციების მომატება, რამაც შეიძლება ნეფრო- და ოტოტოქსიური ეფექტები გამოიწვიოს.

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა შეიძლება შეამცირონ ფუროსემიდის დიურეზული ეფექტი.

ფუროსემიდთან ერთდროული გამოყენებისას ჰიპოგლიკემიზირებელი პრეპარატების მოქმედება შეიძლება შესუსტდეს.

– ფუროსემიდი ერთდროულმა გამოყენებამ ლითიუმის პრეპარატებთან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის მილაკებში ლითიუმის რეაბსორბციის გაძლიერება და ტოქსიკური ეფექტის განვითარება.

– პრობენეციდი ზრდის კონცენტრაციას სისხლში.

განსაკუთრებული მითითებანი:

მკურნალობისას აუცილებელია ელექტროლიტების, კარბონატების, შარდოვანას დონის კონტროლი.

მკურნალობა კალიუმით მდიდარი დიეტის ფონზე უნდა წარიმართოს.

ჭარბი დოზირების სიმპტომები: დეჰიდრატაცია, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპოკალიემია, და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, დიურეზული ეფექტით განპირობებული.

ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარებისას პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, ჰიპოვოლემია, დეჰიდრატაცია, ჰიპერემია, კანის ქავილი, ჰიპოტენზია, გულის რითმის დარღვევა, სმენის, მხედველობის შექცევადი დარღვევები, პარესთეზიები, ინტერსტიციული ნეფრიტი. გაძლიერებული დიურეზის გამო შეიძლება განვითარდეს თავბრუ, დეპრესია;

კუნთების სისუსტე, წყურვილი, დეჰიდრატაცია, ჰიპოკალიემია, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, მეტაბოლური ალკალოზი; ტრანზიტორული ჰიპერურიკემია, ურიკოზურია, პოდაგრის გამწვავება, ცალკეულ შემთხვევებში ჰიპერგლიკემია, მდგომარეობის გაუარესება ობსტრუქციული უროპათიის დროს.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი. ნუ გამოიყენებთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25°C ტემპერატურის პირობებში.

ფურონი – FURON – ФУРОН

საერთაშორისო დასახელება:

FUROSEMIDE

მწარმოებელი: MERCKLE

მოქმედი ნივთიერება: ფუროსემიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 და 50 ც.

1 ტაბ.

ფუროსემიდი ……….    40 მგ

ვრცლად ფუროსემიდი

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 ამპ.

ფუროსემიდი ………   40 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფურესემიდი წარმოადგენს ეფექტურ და სწრაფად მოქმედ დიურეზულ (სალურეზულ) საშუალებას. დიურეზული ეფექტი დაკავშირებულია ნატრიუმისა და ქლორის იონების რეაბსორბციის დათრგუნვასთან ჰენლეს მარყუჟში. ზრდის კალიუმის, მაგნიუმის, კალციუმის იონების გამოყოფას.

ვენაში შეყვანისას იწვევს პერიფერიული ვენების გაგანიერებას, ამცირებს წინასწარ დატვირთვას, ამცირებს მარცხენა პარკუჭის შევსების წნევას და წნევას ფილტვის არტერიაში.

ვენაში შეყვანისას დიურეზული ეფექტი აღინიშნება 3-4 წუთში და გრძელდება 1-2 საათი. ეს პრეპარატის გამოყენებას შესაძლებელს ხდის გადაუდებელი მდგომარეობებისას – ფილტვების, ტვინის შეშუპების დროს.

ფარმაკოკინეტიკა:

სისხლის პლაზმაში ფუროსემიდის კონცენტრაცია იზრდება დოზის გაზრდასთან ერთად, მაგრამ მაქსიმუმის მიღწევის დრო არ არის დამოკიდებული დოზაზე და მერყეობს ფართო საზღვრებში პაციენტის მდგომარეობის მიხედვით.

სისხლის პლაზმაში აქტიური ნივთიერება ძირითადად ალბუმინთან კავშირშია: კონცენტრაციების დიაპაზონში 1-დან 400 ნგ/მლ-მდე ცილებთან კავშირი ჯანმრთელ ადამიანებში შეადგენს 91-99%. თავისუფალი ფრაქცია შეადგენს თერაპიული კონცენტრაციის 2.5-4.1%.

ბიოტრანსფორმაციის პროცესში ორგანიზმში ფუროსემიდი ძირითადად გლუკურონიდად გარდაიქმნება.

ჩვენებები:

  • ფილტვების, თავის ტვინის შეშუპება, მარცხენა პარკუჭის მწვავე უკამარისობა;
  • ჰიპერტენზიული კრიზები;
  • ფორსირებული დიურეზი;
  • შეშუპებები სისხლის მიმოქცევის მცირე და დიდ წრეებში შეგუბებითი მოვლენებისას;
  • ეკლამფსიები.

გამოყენების წესი და დოზირება:

ფუროსემიდი ინიშნება ვენასა და კუნთებში. დოზების შერჩევა ხდება მდგომარეობის სიმძიმისა და ეფექტის გამოხატულობის მიხედვით.

მოზრდილებში დღე-ღამის დოზა პარენტერალური შეყვანისათვის – 40-60-120 მგ (1-2-ჯერ დღე-ღამეში). დღე-ღამის მაქსიმალური დოზა მოზრდილებისათვის – 240 მგ.

ბავშვებში დღე-ღამის საწყისი დოზა – 1 მგ/კგ, დღე-ღამის მაქსიმალური დოზა – 6 მგ/კგ.

გვერდითი მოქმედება:

შესაძლებელია ღებინება, გულისრევა, დიარეა, ჰიპერემია და კანის ქავილი, ჰიპოტენზია, სმენის დროებით დაქვეითება, ინტერსტიციული ნეფრიტი. გაძლიერებული დიურეზის გამო შესაძლოა განვითარდეს თავბრუსხვევა, დეპრესია, კუნთების სისუსტე, წყურვილი, ჰიპერურიკემია, ურიკოზურია, ჰიპერგლიკემია, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა (ჰიპოკალიემია, განსაკუთრებით ავადმყოფებში ღვიძლის ციროზით, ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემიული ალკალოზი), შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება სისხლში პაციენტებში შაკიკის შეტევის განვითარებისადმი მიდრეკილებით. გვერდითი ეფექტების გამოვლენისას ფუროსემიდის დოზა უნდა შემცირდეს ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.

უკუჩვენებები:

* ორსულობის პირველი ნახევარი, ჰიპოკალიემია, ღვიძლის კომა, თირკმლის უკმარისობის ტერმინალური სტადია, ანურია, საშარდე გზების მექანიკური ობტურაცია, შარდის დინების დარღვევა.

ჭარბი დოზა:

ჭარბი დოზის ძირითად ნიშნებს წარმოადგენს დეჰიდრატაცია, ცირკულირებადი სისხლის მოცულობის შემცირება, არტერიული ჰიპოტენზია, ელექტროლიტური დისბალანსი, ჰიპოკალიემია და ჰიპოქლორემიული ალკალოზი, განპირობებული დიურეზული ეფექტით. ფუროსემიდის ტოქსიკური ეფექტისა და კონცენტრაციების კავშირი ბიოლოგიურ სითხეებში უცნობია. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

გამოყენების განსაკუთრებულობანი:

პრეპარატის გამოყენების პერიოდში დიეტა უნდა იყოს კალიუმით მდიდარი. სიფრთხილით გამოიყენება ხანდაზმული ასაკის პირებში ათეროსკლეროზის მოვლენებით, სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობისას, გლიკოზიდური პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენებისას.

მზარდი აზოტემია და ოლიგურია მაჩვენებლებია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტისათვის.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

– ფუროსემიდის შერევა არ შეიძლება ერთ მოცულობაში პარენტერალური შეყვანის სხვა პრეპარატების ხსნარებთან.

– არ ინიშნება კომბინაციაში ანტიბიოტიკებთან-ამინოგლიკოზიდებთან (შესაძლებელია ოტოტოქსიკური მოქმედების გაძლიერება) და ტუბოკურარინთან.

– რეკომენდებული არ არის ფუროსემიდის შეთავსება ცეფალოსპორინებთან, გენტამიცინთან, სხვა საშუალებებთან, რომლებიც ახდენენ ნეფროტოქსიკურ მოქმედებას.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

შენახვის ვადა – 2 წელი.

ფურაცილინი – FURACILLIN – ФУРАЦИЛИН

საერთაშორისო დასახელება:

NITROFURAL

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: ნიტროფურალი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, ნიტროფურანი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ.

1 ტაბ.

ნიტროფურალი …………. 100 მგ

 

ვრცლად ნიტროფურალი

ფურამაგი – FURAMAG – ФУРАМАГ

მწარმოებელი: OLAINFARM

მოქმედი ნივთიერება: ფურაგინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, ნიტროფურანი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ხსნადი ფურაგინი ……….. 50 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფურამაგი – ხსნადი ფურაგინისა და ფუძოვანი მაგნიუმის კარბონატის კომპლექსური ნაერთი 1:1-ზე, რომელსაც ხსნადი ფურაგინისაგან პრინციპულად განსხვავებული ფარმაკოკინეტიკური თვისებები გააჩნია – კუჭის მჟავიან სფეროში არ მიმდინარეობს მისი ფურაგინად გადაქცევა და ამიტომ, მისი ბიოლოგიური შეთვისებადობა უფრო მაღალია.

ფურამაგი არ ცვლის შარდის pH-ს და მისი მიმოქცევა თირკმლებში უფრო მაღალია; არ ვითარდება პრეპარატის მიმართ მიკროფლორის რეზისტენტობა. ფურამაგს გააჩნია ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, მათ შორისაა პათოგენური სტაფილოკოკებისა და სხვა მიკროორგანიზმების შტამები, რომლებიც რეზისტენტულნი არიან ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების მიმართ. ის ეფექტურია მწვავე ინფექციების დროს, როდესაც სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების გამოყენება არ არის ეფექტური.

სტაფილოკოკებთან მიმართებაში ფურამაგი მოქმედებს უფრო ძლიერად, ვიდრე ყველა ნიტროფურანი, მთელი რიგი ბაქტერიების წინააღმდეგ  კი (E.coli, Aerobacter aerogenes, Bact. citrovorum, Proteus mirabilis, Proteus morganii) ანტიბიოტიკებზე უფრო ძლიერად.

დადგენილია ფურამაგის ანტიბაქტერიული მოქმედება სეპტიცემიის დროს, რომელიც გამოწვეულია სტაფილოკოკებით, ნაწლავური ჩხირითა და B პარატიფის გამომწვევით, ასევე პერიტონიტის დროს, რომელიც გამოწვეულია ჰემოლიტური სტაფილოკოკით და ნაწლავური ჩხირით.

კლინიკურად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პრეპარატის მაღალი შემცველობა ლიმფაში, ვინაიდან ფერხდება ლიმფატური გზებით ინფექციის გავრცელება. კონცენტრაცია ნაღველში გაცილებით უფრო მაღალია ვიდრე სისხლის შრატში, ხოლო ლიქვორში გაცილებით დაბალი, ვიდრე შრატში. ფურამაგის მიღებიდან 4 საათის შემდეგ მისი კონცენტრაცია შარდში გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე იმავე დოზის ფურაგინის მიღების შემდეგ.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან შეწოვის შემდეგ ღვიძლის კარის ვენაში წარმოიქმნება პრეპარატის ბაქტერიოსტატური კონცენტრაცია, აღმოიფხვრება ბაქტერიემია და უმჯობესდება ორგანიზმის იმუნოლოგიური მდგომარეობა. პრეპარატის ზემოქმედებით მიკროორგანიზმები გამოყოფენ ნაკლებ ტოქსინებს, ამიტომ ავადმყოფის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესება უფრო სწრაფად ხდება მიკროფლორის გამოხატულ დათრგუნვამდე. პრეპარატი არ თრგუნავს იმუნურ სისტემას, არამედ პირიქით, ააქტიურებს კიდეც მას.

ჩვენებები:

  • ინფექციურ-ანთებითი ხასიათის მძიმე დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია ხსნადი ფურაგინის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით. სეფსისი, უროგენიტალური ინფექციები (ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი);
  • სასუნთქი გზების ინფექციები (ბრონქიტი, პნევმონია);
  • ჭრილობები, კანისა და რბილის ქსოვილების ინფექციები, მძიმე ინფიცირებული დამწვრობები;
  • გინეკოლოგიური ინფექციები;
  • ქოლეცისტიტი.
  • პროფილაქტიკისათვის შეიძლება პრეპარატის გამოყენება უროლოგიური ოპერაციებისას, ცისტოსკოპიის, კათეტერიზაციის დროს და სხვ.

მიღების წესი და დოზები:

მოზრდილებში ინიშნება 50-100 მგ (2-4 კაფსულა) დღეში 3-ჯერ ჭამის შემდეგ. ბავშვებში, რომელთა სხეულის წონა არის 30 კგ და მეტი _ 50 მგ (2 კაფსულა) დღეში 3-ჯერ.

1-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 5 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში რამდენიმე მიღებაზე.

ბავშვები

სადღეღამისო დოზა

ასაკი

სხეულის წონა კგ-ში

მგ

25 მგ კაფსულები

1-1,5 წელი

10-13

50-65

2-3

1,5-2 წელი

14-15

70-75

3

3-4 წელი

16-18

80-90

3-4

5-6 წელი

19-24

95-120

4-5

7-10 წელი

24,5-30

122,5-150

5-6

11 წელი და ზემოთ

30კგ-ზე მეტი

150

6

მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს.

აუცილებლობისას, 10-15-დღიანი შესვენების შემდეგ ხდება კურსის გამეორება.

მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში, მკურნალობის კურსის გგრძელდება ადრე დანიშნული დოზებით, ისე, რომ არ ხდება დოზის მომატება. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* ნიტროფურანის ჯგუფის პრეპარატების მიმართ მომატებული  მგრძნობელობა;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* თირკმლების ფუნქციის მძიმე დარღვევები. პოლინევროპათია (მათ შორის დიაბეტური).

გვერდითი მოქმედება:

ფურამაგი ნაკლებტოქსიკურია. იშვიათად აღინიშნება გვერდითი ეფექტები, რომლებიც დამახიასიათებელია სხვა ნიტროფურანებისთვის:

თავის ტკივილი, გულისრევა, პირღებინება, მადის დაკარგვა;

ალერგიული რეაქციები, ნევრიტი. იმისათვის, რომ ფურამაგით მკურნალობისას თავიდან იქნას აცილებული გვერდითი მოვლენები, პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დიდი რაოდენობის სითხესთან ერთად და იმავდროულად მიღებული უნდა იყოს B ჯგუფის ვიტამინები და ანტიჰისტამინური პრეპარატები.

გვერდითი ეფექტების გამოვლენისას, განსაკუთრებით ისეთი ეფექტებისა, რომლებიც აღწერილი არ არის ინსტრუქციაში, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

სიფრთხილის ზომები:

გლუკო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის მქონე პაციენტებს მართებთ სიფრთხილის გამოჩენა, ვინაიდან არსებობს ჰემოლიზის განვითარების რისკი. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება თირკმლების ფუნქციის დარღვევის დროს.

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:

უკუნაჩვენებია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

– ფურამაგის გამოყენება არ შეიძლება რისტომიცინთან, ლევომიცეტინთან, სულფანილამიდებთან ერთად, ვინაიდან ამან შეიძლება გამოიწვიოს სისხლმბადი სისტემის დათრგუნვა.

– უროანტისეპტიკებთან ერთად გამოყენებისას სუსტდება მათი მოქმედება.

წარმატებულია კომბინაცია ტეტრაციკლინთან, ერითრომიცინთან ან ოლეანდომიცინთან.

– მკურნალობის პერიოდში სასურველია ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავის შეკავება, ვინიადან ამან შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაძლიერება.

ჭარბი დოზა:

ჩვეულებრივ, ტოქსიკური მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს თირკმლების შემცირებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. ჭარბი დოზის მიღებისას აღინიშნება ნეიროტოქსიკური ხასიათის სიმპტომები, რომლებიც აღწერილია ქვეთავში “გვერდითი ეფექტები”.

მოწამვლის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიიღოს დიდი რაოდენობით სითხე. მწვავე სიმპტომების კუპირებისათვის გამოიყენება ანტიჰისტამინური პრეპარატები. ნევრიტების პროფილაქტიკისათვის მიიღება ვიტამინები (თიამინის ბრომიდი).

ზემოქმედება ავტოტრანსპორტის მართვის შესაძლებლობაზე:

არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას არაუმტეს 250C-ზე.

ვარგისიანობის ვადა:

მითითებულია შეფუთვაზე.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გაცემის წესი:

გაიცემა რეცეპტით.

Don`t copy text!