Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 424

ფლუტინექსი – FLUTINEX – ФЛУТИНЕКС

საერთაშორისო დასახელება:

fluticasone propionate

მწარმოებელი: დროგსან ილაჩ სანაი. თურქეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის; გლუკოკორტიკოიდული საშუალებები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

50მკგ ცხვირის დოზირებული აეროზოლი 14.5გ 120 დოზა ბალონში

ნაზალური წყლიანი დოზირებული სუსპენზია 1 დოზა.

ფლუტიკაზონის პროპიონატი ………………..   50 მკგ.

სხვა ინგრედიენტები: მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, დექსტროზა, პოლისორბატი 80, ბენზალკონის ქლორიდი, ფენილეთილის სპირტი, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ლიმონის მჟავა, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტiპიური გლუკოკორტიკოიდული პრეპარატი ინტრანაზალური გამოყენებისთვის. გამოხატული აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტიალერგიული მოქმედება. ფლუტიკაზონი არის მძლავრი კორტიკოსტეროიდი გლუკოკორტიკოიდული რეცეპტორების მიმართ მაღალი მგრძნობელობით, რომელიც გამოიყენება ალერგიული რინიტების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. ფლუტიკაზონი გამოირჩევა ადგილობრივი ძლიერი ანთების საწინააღმდეგო ეფექტით და ორგანიზმზე სუსტი სისტემური მოქმედებით.

გამოკვლევებში, ალერგიული რინიტების სიმპტომების დროს, შედარებული იქნა ფლუტიკაზონის პლაზმური კონცენტრაცია ადგილობრივი და პერორალური გამოყენების შემდეგ: იყენებდნენ 200 მკგ ნაზალურ სპრეის (პლიუს პლაცებო per os) და 5 -10მგ ფლუტიკაზონს per os (პლიუს ნაზალური სპრეი) 14 დღის განმავლობაში. პერორალურ გამოყენებასთან შედარებით, ინტრანაზალური გამოყენებისას ფლუტიკაზონის პლაზმური კონცენტრაცია არ იქნა დაფიქსირებული. ინტრანაზალური სპრეის გამოყენებამ მნიშვნელოვნად შეამცირა ალერგიული რინიტის სიმპტომები. კვლევამ დაადასტურა ინტრანაზალური გამოყენებისას მისი თერაპიული ეფექტის უპირატესობა.

ფლუტინექსი თერაპიული დოზით არ ახდენს ზემოქმედებას ჰიპოთალამო-ჰიპოფიზო-თირკმელზედა სისტემაზე. ფლუტიკაზონის შესხურებისას ცხვირის ლორწოვანში, მისი ნაწილი ხვდება სისტემურ სისხლის მიმოქცევის წრეში, დანარჩენი კი ცხვირის ლორწოვანის აქტივაციით და ჩაყლაპვით ელიმინირდება. დადგენილია, რომ კორტიკოსტეროიდები ავლენენ სხვადასხვა ტიპის უჯრედებზე ფართო დიაპაზონის ეფექტებს (მაგ: ეოზინოფილები, ბაზოფილები, ლიმფოციტები, მაკროფაგები, ნეიტროფილები) და მედიატორებზე (ჰისტამინი, ეიკანაზოიდები, ლეიკოტრიენები და ციტოკინები).

გლუკოკორტიკოიდები არ იწვევენ გაუთვალისწინებელ ეფექტებს ალერგიის სიმპტომებზე.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატის ბიოშეღწევადობა ინტრანაზალური გამოყენებისას შეადგენს 2%-ზე ნაკლებს. ინტრანაზალური მკურნალობის შემდეგ, პაციენტებში ალერგიული რინიტით 3 კვირის განმავლობაში, ფლუტიკაზონის კონცენტრაციის დონე პლაზმაში იყო უფრო მაღალი აღმოჩენის დონესთან შედარებით (50 მგ/მლ). დაბალი ბიოშეღწევადობის გამო ინტრანაზალური გამოყენებისას, ფარმაკოკინეტიკური მონაცემები მიღებული იქნა სხვა გზით შეყვანით. აღმოჩნდა, რომ ფლუტიკაზონის დიდი ნაწილი გამოიყოფა პლაზმით, ხოლო აბსორბციის ხარისხი დაბალია. ფლუტიკაზონს ახასიათებს მაღალი ლიპოფილობა და ამის ხარჯზე მისი ქსოვილებთან დაკავშირება საკმაოდ მაღალია. განაწილების მოცულობა შეადგენს 4,2 ლ/კგ. კონცენტრაციისგან დამოუკიდებლად პლაზმის ცილებთან შეერთება შეადგენს 91%-ს. ფლუტიკაზონის უმნიშვნელო რაოდენობა უერთდება ადამიანის ტრანსკორტინს.

მეტაბოლიზმი: ფლუტიკაზონი სწრაფად და მთლიანად გამოიყოფა სისხლიდან (საშუალოდ 1,093 მლ/წთ, თირკმლისმიერი კლირენსით 0.02% მთლიანი რაოდენობიდან. ერთადერთი მოცირკულირე მეტაბოლიტი, რომელიც აღმოჩნდება ადამიანის სისხლში, არის ფლუტიკაზონის წარმოებული 17ß-კარბოქსილის მჟავა, რომელიც ფორმირებულია ციტოქრომი P450 3Ad მონაწილეობით. ავლენს ნაკლებ ეფექტურობას, ვიდრე ძირითადი პრეპარატი. ნახევრადგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7-8 საათს, 5% -ზე ნაკლები გამოიყოფა შარდით, მეტაბოლიტების სახით, დანარჩენი კი ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენებები:

  • სეზონური ალერგიული რინიტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • არასეზონური ალერგიული რინიტების პროფილაქტიკა და მკურნალობა.

მიღების წესები და დოზები:

ფლუტინექსი გამოიყენება მხოლოდ ინტრანაზალურად. სრული თერაპიული ეფექტის მისაღებად მიღებული უნდა იქნას რეგულარულად.

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ: სეზონური და არასეზონური რინიტების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის ინიშნება თითოეულ ნესტოში 100 მკგ. (2 დოზა) ერთჯერ დღეში, უპირატესად დილის საათებში. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა 100 მკგ (2 დოზა) თითოეულ ნესტოში 2-ჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 200 მკგ/დღეში (4 დოზა) თითოეულ ნესტოში.

ხანში შესულ პაციენტებს დოზის კორექცია არ სჭირდებათ.

ბავშვებში 4 -11 წლამდე სეზონური რინიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია დაენიშნოს 50 მკგ. (1 დოზა) თითოეულ ნესტოში ერთჯერ დღეში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 100მკგ (2 დოზა) თითოეულ ნესტოში.

მაქსიმალური თერაპიული მოქმედება გამოვლინდება 3-4 დღის შემდეგ.

გამოყენების წინ აუცილებელია ფლაკონი ფრთხილად შევანჯღრიოთ, ავიღოთ ხელში და საჩვენებელ და შუა თითს შორის მოვათავსოთ შესასხურებლის ქვედა ნაწილი, ხოლო დიდი თითი დავდოთ ფლაკონის ძირზე. პრეპარატის პირველად გამოყენებისას ან 1 კვირით შესვენების შემდეგ აუცილებელია შემოწმდეს შესასხურებლის ვარგისიანობა. ამის შემდეგ აუცილებელია ცხვირი გაისუფთავოთ (მსუბუქად მოიხოცეთ), მარცხენა ხელის საჩვენებელი თითით დახურეთ ერთი ნესტო და მეორეში შეისხურეთ პრეპარატი, შემდეგ პირიქით. თავი რამდენადმე წინ უნდა იყოს გადაწეული, ფლაკონი უნდა გვეჭიროს ვერტიკალურად. ჩასუნთქვა უნდა მოხდეს ცხვირით, ამოსუნთქვა პირით. გამოყენების შემდეგ აუცილებელია შესასხურებელი გაიწმინდოს სუფთა ხელსახოცით ან ცხვირსახოცით და დაეხუროს თავსახური.

გვერდითი მოვლენები:

ადგილობრივი რეაქცია იშვიათად გამოვლინდება, ძირითადად, ცხვირ-ხახის გაღიზიანება და სიმშრალე, უსიამოვნო გემო და სუნი.

უკუჩვენება:

* მაღალი მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ფლუტინექსის უსაფრთხოება ორსულებში დღესდღეისობით დადგენილი არ არის. პრეპარატის ინტრანაზალური შეყვანა სისტემური მოვლენების შესაძლებლობას მინიმუმადე ამცირებს. ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში ფლუტინექსის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის სასიცოცხლო ჩვენებაა. ექსპერიმენტალურ კვლევებში ინტრანაზალური გამოყენების შემდეგ, ფლუტიკაზონის პროპიონატი არ აღმოჩნდა სისხლის პლაზმაში. ითვლება, რომ მისი შეღწევა დედის რძეში ნაკლებად შესაძლებელია.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების მწვავე ან ქრონიკული სიმპტომები აღნიშნული არ არის. ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, ფლუტინექსის გამოყენებისთვის არ არის უკუჩვენება.

შენახვის პირობები და ვადები:

გამოყენების წინ შეანჯღრიეთ, შეინახეთ 25ºC-ზე დაბალ ტემპერატურაზე. შეინახეთ კოლოფში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფლურაცედილი 5% – FLURACEDYL 5% – ФЛУРАЦЕДИЛ 5%

საერთაშორისო დასახელება:

FLUOROURACIL

მწარმოებელი: Phamachemie Ltd

მოქმედი ნივთიერება: ფტორურაცილი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება; ანტიმეტაბოლიტი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 5 მლ შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ფტორურაცილი …………  250 მგ

საინექციო ხსნარი: ფლაკონში 20 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ფტორურაცილი ………   1000 მგ

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ, შეფუთვაში 1 ც.

1 ფლ.

ფტორურაცილი ……….  5000 მგ

ხსნარის მომზადების წესი:

დაუშვებელია რაიმე სახის კონტაქტი ხსნართან. ხსნარის მომზადების დროს საჭიროა ასეპტიკის პირობების დაცვა. დამცავი ზომების სახით გამოიყენება ხელთათმანები, ნიღაბი, სათვალეები და დამცავი ტანსაცმელი. რეკომენდირებულია ვერტიკალური შრეობრივი საჰაერო ქუდის გამოყენება. პრეპარატების მომზადებისას საჭიროა ხელთათმანების გამოყენება. დარჩენილი მასალის განადგულებისას აგრეთვე გასათვალისწინებელია, თუ რა სახით არის იგი წარმოდგენილი.

თუ პრეპარატი მოხვდება კანზე, ლორწოვან გარსებზე ან თვალებში, იგი დაუყოვნებლივ უნდა ჩამოიბანოს დიდი რაოდენობით წყლით. აგრეთვე დასაშვებია კანის დაბანა საპნის საშუალებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

5-ფტორურაცილი მიეკუთვნება ანტიმეტაბოლიტების ჯგუფს. იგი წარმოადგენს პირიმიდინის ანტაგონისტს, რომელსაც სხეული გარდაქმნის 2 აქტიურ მეტაოლიტად: 5-ფტოროდეოქსიურიდინი-5-ფოსფატი (5-FdUMP), რომელიც უერთდება თიმიდილატ სინთეტაზას და აინჰიბირებს დნმ-ს სინთეზს და 5-ფტორურიდინ-5-ტრიფოსფატ (5-FUTP), რომელიც უერთდება რ-რნმ-ს ჯაჭვს და იწვევს რნმ-ს სინთეზის დაინჰიბირებას. შესაძლებელია განვითარდეს რეზისტენტობა, რასაც სავარაუდოდ იწვევს 5-ფტორურაცილის დაჩქარებულ კატაბოლიზმი, აგრეთვე იმ ფერმენტების რაოდენობის შემცირება, რომლებიც გარდაქმნიან 5-ფტორურაცილს ნუკლეოტიდებად და 5-FdUMP- ს მიმართ თიმიდილატ სინტაზას აფინურობის შემცირება.

ფარმაკოკინეტიკა:

აბსორბცია:

5-ფტორურაცილი განიცდის პირველი გასვლის ეფექტს. გამოვლინდა, რომ ღვიძლის მეტაბოლიზმი არის გაჯერებადი. შიგნით მიღების შემდეგ პლაზმაში ვლინდება პრეპარატის ინტერ- და ინტრაინდივიდუალური განსახვავებული მაჩვენებლები. 400-600 მგ/მ² შეყვანის შემდეგ, პრეპარატის ბიოათვისებულობა შეადგენს 28% (0-75%). პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია (0-44 მკრ/მლ) მიიღწევა 5-300 წუთის შემდეგ.

განაწილება:

5-ფტორურაცილი ნაწილდება მთელ ორგნიზმში, მათ შორის ტვინშიც.

ცილებთან მიერთება:

პლაზმაში არსებული 5-ფტორურაცილის დაახლოებით 10% სუსტად უერთდება პლაზმის ცილებს.

ძვლის ტვინში გადასვლა:

5-ფტორურაცილი გადადის ძვლის ტვინში.

თავზურგტვინის სითხეში გადასვლა:

5-ფტორურაცილი მცირე რაოდენობით გადადის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში; დამტკიცებულია, რომ პენეტრაციის ხარისხი დამოკიდებულია პრეპარატის შეყვანის გზაზე და დოზაზე, ხოლო ინფუზიის გახანგრძლივობა მკვეთრად ამცირებს პრეპარატის გადასვლას თავზურგტვინის სითხეში.

პლაცენტაში გადასვლა:

5-ფტორურაცილი კვეთს პლაცენტას.

ბიოტრანსფორმაცია:

5-ფტორურაცილი იშლება ქსოვილებში 5-ფტორურიდინად და 5-ფტოროდეზოქსიურიდინად. 5-ფტორურაცილი ძირითადად იშლება ღვიძლში, რის შედეგადაც არაქტიური მეტაბოლიტების სახით წარმოიქმნება დიჰიდრო-5-ფტოროურაცილი, შარდოვანა, CO2, ამიაკი და ა-ფტორო -β- ალანინი. აღსანიშნავია, რომ ბიოტრანსფორმაციის გზა არის გაჯერებადი. ეს განსაკუთრებით გასათვალისწინებელია მაღალი პერორალური დოზის მიღების შემთხვევაში, როდესაც პრეპარატის დონე პლაზმაში იმატებს მოსალოდნელზე უფრო მეტად.

ელიმინაცია:

5-ფტორურაცილის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10 წუთს, ხოლო მაქსიმალური ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 2 საათს.

ერთჯერადი ინტრავენური შეყვანის შემდეგ, 6 საათის განმავლობაში შარდში გამოიყოფა პრეპარატის 10-15%-ზე ნაკლები 5-ფტორურაცილის უცვლელი მეტაბოლირის სახით; 90%-ზე მეტი გამოიყოფა პირველი ერთი საათის განმავლობაში. 5-ფტორურაცილის 96 საათიანი ინტრავენური ინფუზიის შემდეგ შარდში გამოიყოფა უცვლელი 5-ფტორურაცილის არაუმეტეს 3%-ზე მეტი. ინტრა-არტერიული ინფუზიის შემდეგ ღვიძლში პირველი გასვლის დროს იშლება 5-ფტორურაცილის სულ მცირე 5%. 5-ფტორურაცილი აგრეთვე მცირე რაოდენობით გამოიყოფა ცრემლში და ნერწყვში. თირკმლის და/ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია გახანგრძლივდეს 5-ფტორურაცილის ნახევარგამოყოფის პერიოდი.

პრეკლინიკური უსაფრთხების მონაცემები:

არ არის განსაკუთრებული მონაცემები.

ფარმაცევტული თვისებები:

შეუთავსებლობა:

გამოყენებამდე ხსნარი უნდა განზავდეს 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ან 5% გლუკოზის ხსნარში.

ჩვენებები:

  • ფლურაცედილი გამოიყენება პალიატიური მკურნალობის სახით ავთვისებიანი სიმსივნეების, ძირითადად კი კოლორექტალური და მკერდის სიმსივნის დროს.

პრეპარატი აგრეთვე გამოიყენება შემდეგი სიმსივნებიის მკურნალობის დროს:

  • კუჭის კიბო, პანკრეასის კიბო, ღვიძლის პირველადი სიმსივნე, საშვილოსნოს ყელის და საშვილოსნოს სხვა სიმსივნეები, საკვერცხეს და შარდის ბუშტის სიმსივნეები. ფტორურაცედილი არ გამოიყენება ქირურგიული ან სხვა თერაპიული ზომების სანაცვლოდ.

მიღების წესი და დოზირება:

5-ფტორურაცილი გამოიყენება მარტო ან კომბინირებული სხვა პრეპარატებთან ერთად. 5-ფტორურაცილის დოზა დამოკიდებულია შერჩულ დოზირების რეჟიმზე, გამოყენებულ ციტოსტატიკურ პრეპარატებზე, რადიოთერაპიის გამოყენებაზე და პრეპარატის შეყვანის მეთოდზე. მთლიანი დღიური დოზა ჩვეულებრივ არ უნდა აჭარბებდეს 1 გრამს.

კოლორექტალური სიმსივნე:

მკურნალობის დაწყება შესაძლებელია ინტრავენური ინექციის ან ინტრავენური ინფუზიის სახით. 5-ფტორურაცილის ტოქსიურობა გაცილებთ იზრდება ინექციის შემდეგ, ვიდრე ინტრავენური ინფუზიის შემდეგ.

ინტრავენური ინფუზიის დროს შეჰყავთ 300-500 მგ 5% გლუკოზის ხსნარში განზავებული ფტორურაცედილის 600 მგ./მ² დღეში (მაქსიმუმ 1 გრ ყოველ ჯერზე) 4 საათის განმავლობაში. აღნიშნული დოზა შეჰყავთ ყოველდეღე მანამდე, სანამ არ გამოვლინდება პირველი ტოქსიური ეფექტი. ამის შემდეგ მკურნალობა უნდა შეჩერდეს. ჰემატოლოგიური და კუჭ-ნაწლავის მხრივ გამოვლენილი გვერდითი ეფექტების გაქრობის შემდეგ უნდა ჩატარდეს შემანარჩუნებელი მკურნალობა.

5-ფტორურაცილი აგრეთვე შეჰყავთ უწყვეტი ინფუზიის სახით. ინფუზიის დოზა და ხანგრძლივობა დამოკიდებულია შერჩეულ დოზირების რეჟიმზე, გამოყენებულ ციტოსტატიკურ პრეპარატებზე და რადიოთერაპიის გამოყენებაზე. თუ 300 მგ/მ²-მდე შეჰყავთ ყოველდღე 30-60 დღის განმავლობაში, ასეთ შემთხვევაში ტოქსიური ეფექტები ნაკლებად ვლინდება.

უფრო მაღალი დოზების გამოყენების შემთხვევაში, სტომატიტი წარმოადგენს დოზა-შემზღუდველ გვერდით მოვლენას. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 350 მგ/მ²-ს.

ინექციის შემთხვევაში ყოველდღე, 3 დღის განმავლობაში შეჰყავთ 480 მგ/მ² დღეში. თუ არ გამოვლინდება გვერდითი ეფექტები, ასეთ შემთხვევაში მე-5, მე-7 და მე-9 დღეს ინტრავენურად შეჰყავთ 240 მგ/მ², რის შემდეგაც ტარდება შემანარჩუნებელი მკურნალობა. შემანარჩუნებელი მკურნალობა მიმდინარეობს ინექციის სახით: 200-400 მგ/მ² კვირაში ერთხელ, ინტრავენური ინექციის სახით.

მკერდის სიმსივნე:

მკერდის კიბოს სამკურნალოდ გამოიყენება 5-ფტორურაცილი კომბინაციაში მეტოტრექსატთან და ციკლოფოსფამიდითან ერთად ან დოქსორუბიცინთან და ციკლოფოსფამიდთან ერთად. ასეთი დოზირების რეჟიმის შემთხვევაში 5-ფტორურაცილის ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 400-600 მგ/მ²-ს. აღნიშნული დოზა ინიშნება ინტრავენურად, 28 დღიანი მკურნალობის ციკლის პირველ და მე-8 დღეს.

ზოგიერთი მკურნალობის რეჟიმის შემთხვევაში 5-ფტორურაცილი გამოიყენება უწყვეტი ინფუზიის სახით. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 350 მგ/მ² დღეში.

პრეპარატის შეყვანის სხვა გზები:

5-ფტორურაცილი აგრეთვე შეჰყავთ ინტრა-არტერიული გზით 24 საათიანი ინფუზიის განმავლობაში, რის დროსაც დოზა შეადგენს 200-300 მგ/მ² დღეში.

5-ფტორურაცილი აგრეთვე გამოიყენება უწყვეტი ინფუზიის სახით. დოზა და ინფუზიის ხანგძლივობა დამოკიდებულია მკურნალობის რეჟიმზე, გამოყენებულ ციტოსტატიკურ პრეპარატებზე, რადიოთერაპიის გამოყენებაზე. ჩვეულებრივი დოზა შეადგენს 350 მგ/მ² დღეში. თუ ფლურაცედილის საინექციო ხსნარი შეჰყავთ უწყვეტი ინფუზიის სახით, ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ საინექციო არ ყოფილა შენახული.

დოზის დარეგულირება:

თუ მკურნალობის პირველ დღეს ლეიკოციტების და თრომბოციტების რაოდენობა შემცირებულია, ასეთ შემთხვევაში 5-ფტორურაცილის დოზა უნდა დარეგულირდეს ქვემოთ მოყავნილი ცხრილის შესაბამისად. აღნიშნული უჯრედების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი

განსაზღვრავს მაქსიმალურ დოზას.

 

დოზა %

ლეიკოციტების რაოდენობა

თრომბოციტების რაოდენობა

100

> 3500

> 125000

500

2500-3500

75000-125000

0

 

თუ ლეიკოციტების რაოდენობა შეადგენს 2500-3500/მმ³ და/ან თრომბოციტების რაოდენობა – 75000-125000/მმ³, ასეთ შემთხვევაში არ არის რეკომენდირებული ციტოსტატიკური პრეპარატების გამოყენება 1 კვირის განმავლობაში. თუ სისხლის მაჩვენებლები დაუბრუნდება ნორმალურ დონეს, ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის კურსის გაგრძელება. საწინააღმდეგო შემთხვევაში შესაძლებელია საჭირო გახდეს დოზის შემცირება. 5-ფტორურაცილის მიღება უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაცია გადააჭარბებს 85 მიკრომოლი/ლ-ს. თუ რეკომენდირებული დოზის მიღებამდე 30 დღის განმავლობაში პაციენტს ჩაუტარდა სერიოზული ოპერაცია, ასეთ შემთხვევაში მკურნალობის დასაწყისშივე რეკომენდირებული დოზა უნდა განახევრდეს ან შემცირდეს მესამედით.

გვერდითი მოვლენები:

ჰემატოტქსიურობა ხშირად ვლინდება. ინტრავენური ინექციის შემდეგ ლეიკოციტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნება მე-9-14 დღისთვის. თრომბოციტების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნება მე-7-17 დღეს. თრომბოციოტოპენია უფრო იშვიათად ვლინდება ვიდრე ლეიკოპენია და სწრაფად უბრუნდება ნორმალურ მაჩვენებლებს. ზოგადად ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლები უბრუნება ნორმას 30 დღის განმავლობაში. ჰემატოტოქსიკურობა უფრო ნაკლებ მწვავედ ვლინდება 5-ფტორურაცილის ინფუზიის შემდეგ ვიდრე ინექციის შემდეგ.

აგრეთვე ხშირად ვლინდება ჩივილები კუჭ–ნაწლავის მხრივ: სტომატიტი, ანორექსია, გულისრევა, ღებინება და დიარეა. სტომატიტი ხშირად წარმოადგენს ტოქსიკურობის პირველ ნიშანს. დიარეა ხშირად ვითარდება უშუალოდ სტომატიტის გამოვლენის შემდეგ. ნაკლებად ხშირია ჰემორაგიის განვითარება სხვადასხვა ადგილიდან, თუმცა ძირითდად იგი ვითარდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან.

მუკოზიტი უფრო ხშირად ვითარდება ინტრავენური გამოყენების ან მაღალი დოზის შეყვანის შემდეგ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უწყვეტი ინფუზიის შემთხვევაში. იშვიათად ვლინდება პროქტიტი.

შესაძლებელია განვითარდეს ტოქსიკური მოვლენები კანის მხრივ. ხშირად ვლინდება დერმატიტი, რაც გამოიხატება მაკულოპაპულარული გამანაყარით კიდურებზე და ალოპეციით. აღნიშნული გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ გარდამავალი სახისაა. აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ცვლილებები ფრჩხილის მხრივ. მზის სხივების მოხვედრისას იზრდება პიგმენტაცია კანის იმ ადგილებში, სადაც მოხდა რადიოთერაპიის ჩატარება და ვენებში, სადაც მოხდა პრეპარატის ინფუზია. 5 ფტორურაცილის უწყვეტი ინფუზიის შემდეგ ზოგ შემთხვევაში გამოვლინდა ხელის გულის/ფეხის გულის სინდრომი.

აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში ვლინდება ფარინგიტი და ეზოფაგიტი.

სხვა გვერდითი მოვლენები: ნევროლოგიური გვერდითი მოვლენები ძალიან იშვიათად ვლინდება, თუმცა მათი სიხშირე იზრდება 5-ფტორურაცილის მაღალი დოზების მიღების ან ყოველდღიური ინტენსიური მკურნალობის შემდეგ. აგრეთვე ვითარდება ნათხემის დისფუნქცია, რაც ყველა სხვა დანარჩენ სიმპტომთან ერთად ვლინდება ატაქსიით. აგრეთვე ვლინდება ტოქსიური მოვლენები თვალის მხრივ, როგორიც არის მწვავე და ქრონიკული კონიუქტივიტი. აგრეთვე ვლინდება ეიფორია. იშვიათ შემთხვევებში გამოვლინდა ტკივილი მკერდის ძვლის უკან და ეკგ-ს გარდამავალი ცვლილებები. ასევე ვითარდება დერმატოლოგიური სახით გამოვლენილი ალერგიული რეაქციები. სხვა ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენებია: ცხელება, დაღლილობა, ჰიპოტენზია, ცხვირიდან სისხლდენა, ცხვირის ხრტილის ნეკროზი და ფოტოფობია.

ცხოველებზე ჩატარებული კვლევებიდან გამოვლინდა, რომ 5-ფტორურაცილი არის ტერატოგენული. ადამიანებში აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ 5-ფტორურაცილი აგრეთვე შესაძლებელია მოქმედებდეს განაყოფიერების უნარზე.

ზოგიერთი კვლევის მიხედვით 5-ფტორურაცილს გააჩნია მუტაგენური თვისებები. ცხოველებზე ჩატარებული შეზღუდული კვლევებიდან ვლინდება, რომ იგი არ არის კარცინოგენული. არ მოიპოვება საკმარისი ინფორმაცია იმის შესახებ, არის თუ არა პრეპარატი კარცინოგენული ადამიანებში.

უკუჩვენება:

5-ფტორურაცილი არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, აგრეთვე იმ პაციენტებში, რომელთაც ძვლის ტვინის დისფუნქცია განუვითარდათ სიმსივნის ინფილტრაციის, ციტოტოქსიური პრეპარატების გამოყენების ან რადოთერაპიის შედეგად. 5-ფტორურაცილი არ გამოიყენება ცუდი კვების გამო დასუსტებულ პაციენტებში. იგი აგრეთვე არ გამოყენება ინფექციის მქონე პაციენტებში. აგრეთვე იხილეთ პუნქტი „მიღების წესი და დოზა“).

ორსულობა და ლაქტაცია:

იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“. 5-ფტორურაცილის მკურნალობის დროს ბავშვის კვება დედის რძით უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები:

5-ფტორურაცილი შეჰყავთ მხოლოდ სპეციალისტის დაკვირვების ქვეშ, რომელსაც აქვს გარკვეული გამოცდილება ქიმიოთერაპიული პრეპარატების გამოყენებაში. მკურნალობა უნდა ჩატარდეს ჰოსპიტალში, სადაც არიან გამოცდილი ექიმები. ქალებმაც და მამაკეცებმაც უნდა გამოიყენონ საიმედო კონტრაცეპტიული საშულებები როგორც მკურნალობის დროს ასევე, მისი დამათავრებიდან 3 თვის განმავლობაში. 5-ფტორურაცილის დაღვრის შემთხვევაში საჭიროა პირში დიდი რაოდენობით წყლის გამოვლება (იხ. აგრეთვე პუნქტი „გამოყენების ინსტრუქცია“).

5-ფტორურაცილი განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც: უახლოეს პერიოდში მენჯის არეში ჩაუტარდათ რადიოთერაპია მაღალი დოზების საშუალებით; ამჟამად მკურნალობენ მაალკილირებელი ციტოტოქსიური პრეპარატებით; ჩატარებული აქვთ ადრენალექტომია ან ჰიპოფიზექტომია; აღენიშნებათ ღვიძლის ან თირკმლის დარღვეული ფუნქცია.

5-ფლურაცედილის 5% (50 მგ/მლ) 100 მლ ბოთლი გამიზნულია პაციენტებისთვის, რომლებშიც 5-ფლურაცილი შეჰყავთ რამდენიმე დღის განმავლობაში უწყვეტი ინფუზიის სახით. აგრეთვე გასათვალისწინებელია, რომ ხსნარი არ ყოფილა შენახული.

მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:

არ მოიპოვება ინფორმაცია იმის შესახებ, მოქმედებს თუ არა პრეპარატი მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. შესაბამისად სიფრთხილის ზომების მიღება არის საჭირო ისეთ შემთხვევეში, რაც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას, მაგალითად როგორიც არის მანქანის და სხვა მექანიზმების მართვის დროს.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ვლინდება ერთი ან ორი გვერდითი ეფექტი, რაც ძირითადად გამოხატულია შედარებით მძიმე ფორმით. ხანგრძლივი მკურნალობის შემთხევაში ტოქსიუკური მოვლენები უფრო მეტად არის გამოხატული.

5-ფტორურაცილის ორგანიზმიდან გამოსაყვანად აგრეთვე გამოიყენება ჰემოდიალიზი. აუცილებლობის შემთხვევაში უნდა ჩატარდეს შესაბამისი ზომები და მოხდეს სისხლის გადასხმა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედებები. მოსალოდნელია გაძლირდეს პრეპარატის თერაპიული და ტოქსიკური ეფექტები.

– 5-ფტორურაცილსა და მეტოტრექსატს შორის აღინიშნება რთული ურთიერთქმედება. თიმიდინის და 5-ფტორურაცილის კომბინირებული გამოყენებისას იზრდება ამ უკანასკნელის ნახევარგამოყოფის პერიოდი. თუმცა მათი კომბინირება ყოველთვის არ იწვევს 5-ფტორურაცილის თერაპიული ინდექსის მომატებას. 5-ფტორურაცილთან ერთად ფოლიუმის მჟავის მაღალი დოზების მიღებამ შესაძლებელია გააძლიეროს 5-ფტორურაცილის ციტოტოქსიკური ეფექტი.

– ალოპურინოლის და 5-ფტორურაცილის კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს სხვა ტიპის გვერდითი ეფექტები. თუმცა ალოპურინოლის და 5-ფტორურაცილის კომბინირებული მიღებისას შესაძლებელია დაინიშნოს 5-ფტორურაცილის მაღალი დოზები, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ არის დადგენილი იზრდება თუ არა 5-ფტორურაცილის გვერდითი ეფექტები.

5-ფტორურაცილის მიღების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს ჰიპერპიგმენტაციის ლაქები კანის იმ უბნებში, სადაც ხვდება მზე.

შენახვის პირობები და ვადები:

ფლურაცედილის 5% საინექციო ხსნარის შენახვის ვადა შეადგენს 24 თვეს.

100 მლ საინფუზიო ბოთლში არსებული ფლურაცედილის 5% საინექციო ხსნარის პირველი გამოყენების შემდეგ, შენახვის ვადა შეადგენს 7 დღეს, თუ იგი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25oC).

5% გლუკოზის ხსნარში ან 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში ფლურაცედილის 5% საინექციო ხსნარის განზავების შემდეგ, შენახვის ვადა შეადგენს სულ მცირე 48 საათს, თუ იგი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25 oC).

მიკრობიოლოგიური თვალსაზისით პრეპარატი გამოიყენება მომზადებისთანავე. სხვა შემთხვევაში შენახვის ვადაზე და პირობებზე პაუხისმგებლობა ეკისრება პირს, რომელსაც შეჰყავს პრეპარატი.

ზოგადად შენახვის ვადა შეადგენს არაუმეტეს 8 საათს, თუ იგი ინახება ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25 oC). გამონაკლისს წარმოადგენს ის შემთხვევა როდესაც პრეპარატი მომზადებულია ასეპტიკურ პირობებში.

თუ პრეპარატი ინახება ქვემოთ მითითებული პირობების შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში პრეპარატი ვარგისია შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლამდე.

შენახვის განსაკუთრებული პირობები:

ფლურაცედილის საინექციო ხსნარი ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. არ ინახება მაცივარში ან საყინულეში. ნალექი შესაძლებელია გაიხსნას 35oC ტემპერატურაზე. შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. იმის გამო, რომ პრეპარატი არ შეიცავს კონსერვანტებს, შესაბამისად ფლურაცედილის შეფუთვის გახსნის შემდეგ, ხსნარი ვარგისია 8 საათის განმავლობაში.

ფლუოცინოლონ აცეტონიდი – FLUOCINOLONE ACETONIDE – ФЛУОЦИНОЛОН АЦЕТОНИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს გლუკოკორტიკოსტეროიდს ადგილობრივი გამოყენებისათვის. ფლუოცინოლონ აცეტონიდს გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ლოკალური ანთების, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდატური მოქმედება. ამცირებს ან აქრობს კანის ანთებით რეაქციას.

ჩვენებები

  • სხვა ლოკალიზაციის და ფორმის ეგზემა, ფსორიაზი;
  • კანზე სებორეული გამონაყარი, სებორეული დერმატიტი;
  • მწვავე ეგზემატოზური მდგომარეობა;
  • გართულებები მეორადი ბაქტერიული ინფექციით;
  • ჯიბერტის ვარდისფერი ლიქენი;
  • ნეიროდერმიტი;
  • კანის ქავილი;
  • სხვადასხვა გენეზის კანის ალერგიული დაავადებები;
  • დისკოიდური წითელი მგლურა;
  • I ხარისხის დამწვრობა;
  • მზის სხივებით გამოწვეული დამწვრობა;
  • მწერების ნაკბენი.

დოზირების რეჟიმი

ფლუოცინოლონ აცეტონიდი გამოიყენება ადგილობრივად. იგი შეიძლება თხელ ფენად სხეულის დაზიანებულ უბანზე დღეში 1-3-ჯერ შეიზილოს. იგი გამოიყენება აგრეთვე ნახვევის სახით.

გვერდითი მოვლენები

ტელეანგიექტაზიები, სტეროიდების გამოყენების შემდგომი სისხლძარღვოვანი პურპურა, კანის ატროფია, კანის დაჭიმვა, ჰირსუტიზმი, პერორალური დერმატიტი, კანის მეორადი ინფექციური დაზიანება.

დიდ უბანზე ადგილობრივი გამოყენებისას შესაძლოა სისტემური გვერდითი ეფექტების განვითარება.

უკუჩვენებები

ტუბერკულოზი, კანის ჩირქოვანი, ვირუსული და სოკოვანი ინფექციები.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის გამოყენებისას ჩვეულებრივი ან ვარდისფერი ფერიმჭამელების შემთხვევაში შესაძლებელია დაავადების გამწავება.

♦  სიფრთხილით გამოიყენება ჩვილ ბავშვებში და გოგონებში პუბერტულ ასაკში.

♦  პრეპარატი შეთავსებადი ანტიმიკრობულ საშუალებებთან.

ფლუოქსეტინი (აქტიური ნივთიერება) – FLUOXETINE – ФЛУОКСЕТИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ბიციკლურ ანტიდეპრესანტს, რომლის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებული ცნს-ის ნეირონების სინაფსებში სეროტონინის უკუშეთვისების ინჰიბირებასთან. დეპრესიის არსებობისას გამოხატული კლინიკური ეფექტები ვითარდება 2-4 კვირის შემდეგ, ხოლო ობსესურ-კომპულსიური დარღვევებისას კი 4-6 კვირის შემდეგ.

პრეპარატის ერთჯერადი დოზის პერორალურად მიღების შემდეგ Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება 6-8 საათის შემდეგ. საკვებთან ერთად ფლუოქსეტინის მიღება გავლენას არ ახდენს მისი აბსორბციის ხარისხზე, მაგრამ შესაძლოა შეანელოს ამ უკანასკნელის შეწოვის სიჩქარე.

ფლუოქსეტინი მთლიანად ნაწილდება ორგანიზმში არსებულ სითხეებში. მისი პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 95%-ს. პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას ორგანიზმში შეიმჩნევა ფლუოქსეტინისა და მისი მეტაბოლიტის ნორფლუოქსეტინის დალექვა.

ფლუოქსეტინი გამოიყოფა დედის რძეში. პრეპარატი იზოფერმენტ CYP2D6 სისტემებისა და ციტოქრომ 450-ის მეშვეობით ინტენსიურად ბიოტრანსფორმირდება ღვიძლში და წარმოქმნის აქტიურ მეტაბოლიტს – ნორფლუოქსეტინს, აგრეთვე სხვა არაქტიურ მეტაბოლიტებს.

პრეპარატი გამოიყოფა თირკმელებით. აქტიური ნივთიერების მინიმალური რაოდენობა გამოიყოფა უცვლელი სახით ფლუოქსეტინის T1/2 შეადგენს 4-6 დღეს, ხოლო ნორფლუოქსეტინის კი 4-16 დღეს. პრეპარატის ნელი ტემპით გამოყოფა მისი მიღების შეწყვეტის შემდეგაც იწვევს ფლუოქსეტინის და ნორფლუოქსეტინის ორგანიზმში რამოდენიმე კვირის განმავლობაში შენარჩუნებას.

ზოგიერთ პაციენტებში გენეტიკური დეფექტის გამო იზოფერმენტ CYP2D6 სისტემისა და ციტოქრომ 450-ის აქტიურობა დაქვეითებულია. ამ შეთხვევაში ფლუოქსეტინის მეტაბოლიზმი შენელებულია, რაც იწვევს სისხლის შრატში ფლუოქსეტინის კონცენტრაციის მომატებასა და ნორფლუოქსეტინის კონცენტრაციის შემცირებას. იგი არ იწვევს სისხლის შრატში ორი აქტიური ნაერთის სუმარული კონცენტრაციის გაზრდას და ფარმაკოდინამიკური ეფექტის მნიშვნელოვან გაძლიერებას. ამ დროს პრეპარატის გამოყოფა შენელებულია.

იმის გამო, რომ ფლუოქსეტინის უცვლელი სახით თირკმელებით გამოყოფა ხორციელდება უმნიშვნელო რაოდენობით, ამიტომ თირკმელების უკმარისობისას პრეპარატის ერთჯერადად მიღების შემთხვევაში ფარმაკოკინეტიკის მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება. პრეპარატით ხანგრძლივი დროით მკურნალობისას შესაძლოა აღინიშნოს ფლუოქსეტინისა და მისი მეტაბოლიტის მნიშვნელოვანი კუმულაცია.

ჩვენებები

  • დეპრესიის და ობსესურ-კომპულსიური დარღვევების მკურნალობა.
  • ბულემიური ნევროზი.

დოზირების რეჟიმი

დეპრესიისა და ობსესურ-კომპულისური დარღვევების დროს ფლუოქსეტინის საწყისი დოზა დღეღამეში შეადგენს 20 მგ-ს (დილით). იმ შემთხვევაში თუკი პრეპარატის მიღებისას არ აღინიშნება სასურველი ეფექტი, მაშინ დღეღამური დოზა რამდენიმე კვირის შემდეგ შესაძლებელია გავზარდოთ. მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

დღეღამური დოზა, რომელიც 20 მგ-ს აჭარბებს რეკომენდირებულია მივიღოთ დღეღამეში ერთხელ (დილით) ან გავყოთ ორ მიღებაზე (დილას და შუადღისას).

პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, თანხმლები დაავადებების არსებობისას და იმ შემთხვევაში, როდესაც ისინი იღებენ სხვა ისეთ სამკურნალო საშუალებებს, რომლებიც ურთიერთქმედებაში შედიან ფლუოქსეტინთან, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან მიღებას შორის ინტერვალის გაზრდა.

გვერდითი მოვლენები

ცნს-ის და პერიფერიული ნერვული სისტემების მხრივ: თავის ტკივილი, შიშის შეგრძნება, უძილობა, ნევროზული მდგომარეობა, ძილიანობა, ცახცახი, ღამის „კოშმარები“ აზროვნების პროცესის დარღვევა, აკატიზია, ატაქსია, დეპერსონალიზაცია, მანია, ნერვული ტიკი, მიოკლონია, ლოყისა და ენის სინდრომი, ავთვისებიანი ნეიროლეფსიური სინდრომი, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, მიდრიაზი, გემოს შეგრძნების დარღვევა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის ღრუს სიმშრალე, დიარეა, ყაბზობა, გულისრევა, ღებინება, ანორექსია, დისპეფსია, დისფაგია.

გულ–სისხლძარღვთა სისტემების მხრივ: აჩქარებული გულისცემა, ვაზოდილატაცია, ვასკულიტი.

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: კანის მხრის ჰემორაგიები.

დერმატოლოგიური რეაქციები: კანზე გამონაყარი, კანის ქავილი, ურტიკარია, გაძლიერებული ოფლდენა.

შარდგამომყოფი სისტემების მხრივ: შარდის გამოყოფის გაძნელება.

რეპროდუქციული სისტემების მხრივ: ორგაზმის არ არსებობა, ლიბიდოს დაქვეითება ეაკულაციის დარღვევა, იმპოტენცია.

ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება შრატისმიერი ტიპის დაავადების მსგავსი რეაქციები. ანაფილაქსიური რეაქციები.

სხვადასხვა: ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის დარღვევა, სისუსტე, სხეულის წონის დაქვეითება, მთქნარება.

უკუჩვენებები

* მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად პრეპარატის მიღება და ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტიდან 14 დღის შემდეგ მისი გამოყენება წინააღმდეგნაჩვენებია.

* პრეპარატის მიღება მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის, აგრეთვე ლაქტაციისა და ორსულობის პერიოდში წინააღმდეგნაჩვენებია.

ორსულობა და ლაქტაცია

არ არის დადგენილი ორსულობის დროს ფლუოქსეტინის გამოყენებისას მისი უსაფრთხოება. ექსპერიმენტების შედეგად ნაყოფზე ფლუოქსეტინის უარყოფითი ზემოქმედება არ არის დადგენილი. მაგრამ მიუხედავად ამისა ორსულობის პერიოდში მისი გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როდესაც სარგებელი დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე მოქმედების მოსალოდნელ პოტენციურ რისკს.

არ არის დადგენილი ჩვილ ბავშვებში ფლუოქსეტინის გამოყენებისას მისი უსაფრთხოება. ამიტომ ლაქტაციის პერიოდში საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ თანმხლები დაავადებების ან იმ მდგომარეობის არსებობისას, რომლებიც პოტენციურად ახდენენ გავლენას ფლუოქსეტინის მეტაბოლიზმზე ან რომლებიც იწვევენ ჰემოდინამიკის მხრივ დარღვევას ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ეპილეფსიის დროს, განსაკუთრებით მისი მკურნალობის დასაწყისში. არსებობს ერთეული შემთხვევები პაციენტებში ხანგრძლივი კრუნჩხვების შესახებ, რომლებსაც ჩაუტარდათ ელექტროშოკური თერაპია და რომლებიც იყენებდნენ ფლუოქსეტინს.

♦ შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილ პაციენტებში ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ვინაიდან მკურნალობის პროცესში შესაძლებელია პერორალური ჰიპოგლიკემია, ხოლო მისი მიღების შეწყვეტის შემდეგ კი ჰეპერგლიკემია. ამიტომ საჭიროა ინსულინის დოზის კორექცია ან პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების გამოყენება.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება ან მიღებებს შორის ინტერვალის გაზრდა.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ნევროზების და სუიციდური ხასიათის დეპრესიების არსებობისას. საწყის ფაზაში მკურნალობა საჭიროა ვაკონტროლოთ პაციენტის მდგომარების მიხედვით.

♦ ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტის, აგრეთვე პრეპარატის ადექვატური დოზის შერჩევის შემთხვევაში აუციელებელია მხედველობაში მივიღოთ ფლუოქსეტინის და მისი აქტიური მეტაბოლიტის ნორფლუოქსეტინის ნახევრადგამოყოფის პერიოდის ხანგრძლივობა. ვინაიდან პრეპარატის დოზის კორექცია იწვევს სისხლის პლაზმაში მისი კონცენტრაციის ცვლილებას მხოლოდ რამოდენიმი კვირის შემდეგ.

♦ პრეპარატას მიღებისას თუკი აღინიშნება კანზე ჰიპერემია, გამონაყარი ან სხვა ალერგიული რეაქციები აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

♦ ანორექსიის განვითარების და სხეულის წონის დაქვეითებისას პრეპარატის მიღების შეწყვეტა არ წარმოადგენს აუცილებლობას.

♦ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე 5 კვირით ადრე საჭიროა ფლუოქსეტინის მიღების შეწყვეტა.

♦ მაო-ს შეუქცევადი ინჰიბიტორებით (მაგ. ნიალამიდი, ფენელზინი) მკურნალობის დამთავრებას და ფლუოქსეტინით მკურნალობის დაწყებას შორის პერიოდი უნდა შეადგენდეს 14 დღეს, მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორით (მაგ. მოკლობემიდი) მკურნალობის დამთავრებისთანავე უშუალოდ ფლუოქსეტინის მიღებისას სეროტონინერგული სინდრომის განვითარება არ აღინიშნება.

♦ ფლუოქსეტინი სიფრთხილით ინიშნება ცნს-ზე მოქმედ სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულად გამოყენებისას.

♦ ფლუოქსეტინისა და დიურეზული საშუალებების (ძირითადად ხანდაზმულ პაციენტებში) ერთდროულად გამოყენება იწვევს ჰიპონატრიემიას. პრეპარატის მიღების შეწყვეტასთან ერთად ნატრიუმის დონე ნორმალიზდება. შესაძლებელია, რომ ჰიპონატრიემია ვითარდება ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის გამო, რომელიც შესაძლებელია წარმოიშვას ფლუოქსეტინით მკურნალობისას.

♦ ფლუოქსეტინით მკურნალობისას მოსალოდნელია მძიმე ალერგიული რეაქციები (ცხელება, ლეიკოციტოზი, ლიმფადენოპათია, ართრალგია, შეშუპება, შრატისმიერი დაავადება). იშვიათად შეიმჩნევა ანთებითი ან ფიბროზული ხასიათის ფილტვების დაზიანება, რესპირატორული დეპრესიული სინდრომი, პროტეინურია, სისხლის პლაზმაში ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. აღწერილია ლეტალური გამოსავალი.

♦ პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობენ ფლუოქსეტინით, მიზანშეწონილია თავი შეიკავონ ალკოჰოლის გამოყენებისაგან.

♦ ფლუოქსეტინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში არ არის დადგენილი.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: ფლუოქსეტინით მკურნალობის დასაწყისში იკრძალება ისეთი სამუშაოების შესრულება, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას. შემდგომში ამ საკითხს წყვეტს მკურნალი ექიმი პრეპარატის მიმართ პაციენტის ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით.

ჭარბი დოზირება

გულისრევა, ღებინება, აგზნებადობა აფორიაქება, ჰიპომანია, კრუნჩხვები.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. რეკომენდებულია სიმპტომატური და ვიტალური ორგანოების შემანარჩუნებელი თერაპია.

იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს არა აქვს გონება დაკარგული, საჭიროა კუჭის ამორეცხვა, ღებინების ინდუცირება, გააქტივებული ნახშირის მიღება. უგონო მდგომარეობაში მყოფ პაციენტებში კუჭის ამორეცხვა შესაძლებელია მხოლოდ სუნთქვის და ჰემოდინამიკის პარამეტრების ნორმალიზებისას, სასუნთქი გზების გამტარიანობის შენარჩუნების პირობებში.

– გულსისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობის და ორგანიზმის სხვა სასიცოცხლო აუცილებელი ფუნქციების მუდმივი შემოწმება (მათ შორის ეკგ).

– კრუნჩვების დროს რეკომენდებულია დიაზეპამის გამოყენება.

– მხედველობაში უნდა მივიღოთ ფორსირებული დიურეზი, პერიტონეალური დიალიზი, ჰემოდიალიზი, სისხლის გადასხმა მცირედ ეფექტურია (ფლუოქსეტინის მნიშვნელოვანი მოცულობითი განაწილების გამო).

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– ფლუოქსეტინის მაო-ს ინჰიბიტორებთან, ან ამ უკანასკნელის მიღების შეწყვეტისთანავე ფლუოქსეტინის გამოყენება, ან მისი მიღების შეწყვეტისთანავე მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სეროტონინერგული სინდრომის განვითარება (ჰიპერთემია, კუნთების რიგიდობა, მიოკლონია, ვეგეტატური ლაბილობა, სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების სწრაფი დარღვევა, ცნობიერების დაკარგვა, ბოდვა, კომა, შესაძლოა ლეტალური გამოსავალი).

– ცალკეულ შემთხვევებში ვითარდებოდა ისეთი დარღვევები, რომლებიც ჰგვანან ავთვისებიან ნეიროლეფსიურ სინდრომს. ფლუოქსეტინისა და ტრიპტოფანის ერთდროული გამოყენებისას ცალკეულ შემთხვევებში აღწერილია აგზნება, მოუსვენრობა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები.

– ფლუოქსეტინის იმიპრამინთან და/ან დეზიპრამინთან ერთდროული გამოყენებისას სისხლის პლაზმაში 2-10-ჯერ აღინიშნება ამ უკანასკნელის კონცენტრაციის გაზრდა. ეს ეფექტი შენარჩუნებულია ფლუოქსეტინის მიღების შეყვეტიდან 3 კვირის განმავლობაში. ამიტომ აღნიშნული კომბინაციისას საჭიროა სისხლის პლაზმაში ტრიციკლური ანტიდეპრესანტის შემოწმება და შესაძლებელია საჭირო გახდეს მისი დოზის შემცირება.

– ფლუოქსეტინისა და ლითიუმის შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება იწვევს ლითიუმის სისხლის პლაზმაში, როგორც მომატებას, ასევე დაკლებას. ამიტომ აღნიშნული კომბინაციისას სისხლის პლაზმაში საჭიროა ლითიუმის დონის რეგულარული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი დოზის შემცირება.

– ზოგიერთ პაციენტებში ფლუოქსეტინისა და დიაზეპამის კომბინაციისას აღინიშნება დიაზეპამის ნახევრადგამოყოფის პერიოდის გაზრდა. პაციენტებს, რომლებიც სისტემატურად იყენებენ ფენიტოინს, ფლუოქსეტინით მკურნალობის დაწყებისას აღენიშნებათ სისხლის პლაზმაში ფენიტოინის კონცენტრაციის მომატება და მისი ჭარბი დოზირების კლინიკური სიმპტომები.

– ფლუოქსეტინი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. ფლუოქსეტინი ამუხრუჭებს იმ სამკურნალო საშუალებების ბიოტრანსფორმაციას, რომელთა მეტაბოლიზმი ხორციელდება ციტოქრომ 450, CYP 2D6-ის დახმარებით (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, დებრიზოქინი, დექსტრომეტორფანი, ფლეკაინიდი, ეპკაინიდი, ვინდლასტინი, კარბამაზეპინი). ზემოთაღნიშნული პრეპარატების და ფლუოქსეტინის ერთდროული გამოყენებისას, ან თუკი გასული 5 კვირის განმავლობაში ტარდებოდა მათი მეშვეობით მკურნალობა, მაშინ საჭიროა ფლუოქსეტინის დოზის შემცირება.

ფლუნოლი – FLUNOL – ФЛУНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: NOBEL ILACH

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი  …………. 150 მგ

 

ვრცლად დიფლუკანი

ფლუნილი – FLUNIL – ФЛУНИЛ

საერთაშორისო დასახელება:

FLUOXETINE

მწარმოებელი: INTAS PHARMACEUTICALS

მოქმედი ნივთიერება: ფლუოქსეტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი; სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიური ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ფლუოქსეტინი ………  20 მგ

 

ვრცლად ფლუოქსეტინი (აქტიური ნივთიერება)

ფლუკორალი – FLUCORAL – ФЛУКОРАЛ

საერთაშორისო დასახელება:

FLUCONAZOLE

მწარმოებელი: BILIM PHARMACEUTICALS, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუკონაზოლი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 1 ც.

1 კაფს.

ფლუკონაზოლი ……..   150 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუკორალი მიეკუთვნება ტრიაზოლის წარმოებულ ანტიმიკოზურ საშუალებას. მისი მოქმეების მექანიზმი დამყარებულია სოკოს უჯრედის გარსში სტეროლის სინთეზის სპეციფიკური ინჰიბირებით. იგი ხასიათდება აქტიური მოქმედებით იმ მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ სხვადასხვა სახის სოკოვან დაავადებებს, როგორიცაა: Candida spp., Cryptococcus spp. პრეპარატის მიმართ რეზისტენტობა იშვიათად ვითარდება.

ჩვენებები:

  • სისტემური კანდიდოზი ავადმყოფებში ნეიტროპენიით ან მის გარეშე, დისემინირებული კანდიდოზი (მათ შორის ქრონიკული) და პროგრესირებადი კანდიდოზური ინფექციის სხვა ფორმები, როგორიცაა პერიტონეული, ენდოკარდიული და ინტრატრაქეული, შარდგამომყოფი გზების ინფექციები.
  • ფლუკონაზოლის გამოყენება შესაძლებელია ავადმყოფებში ავთვისებიანი წარმონაქმნებით, კანდიდოზური ინფექციის მიმართ მიდრეკილების მქონე პაციენტებში, ციტოსტატური პრეპარატების იმუნოდეპრესანტების მიღების შემთხვევაში, აგრეთვე ინტენსიურ თერაპიულ განყოფილებაში მყოფ ავადმყოფებში;
  • ლორწოვანი გარსების კანდიდოზი-ოროფარინგეული, ეზოფაგური, ფილტვების არაინვაზიური ინფექციები, კანდიდურია. პირის ღრუს ზედაპირული და ქრონიკული ატროფიული კანდიდოზი (შიდსით ინფიცირებული პაციენტების და იმუნოდეფიციტით დაავადებული ავადმყოფების ჩათვლით);
  • ვაგინალური კანდიდოზი (მწვავე და მორეციდივე);
  • შიდსით და იმუნოსუპრესიით დაავადებული პაციენტების სამკურნალოდ;
  • დერმატომიკოზები (განსაკუთრებით ადგილობრივი მკურნალობის მიმართ რეზისტენტული კანის მძიმე სოკოვანი ინფექციები), როგორიცაა: დერმატოფიტების და კანდიდას მიერ გამოწვეული ტერფის დერმატოფიტია, მრავალფეროვანი ლიქენი;
  • ფლუკონაზოლის გამოყენება შესაძლებელია პაციენტებში მიელოტრანსპლანტაციის შემდეგ და ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებათ ციტოსტატური ან იმუნოსუპრესიული მკურნალობა კანდიდოზის პროფილაქტიკის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

ვაგინალური კანდიდოზი: პერორალურად 150 მგ ერთჯერადად.

ლორწოვანი გარსების კანდიდოზი: 50-100 მგ/დღე-ღამეში პერორალურად დაავადების პირველი ეპიზოდის დროს მკურნალობა გრძელდება 7-14 დღე და 3 კვირა შიდსით დაავადებულებში. შედარებით მძიმე შემთხვევებში აუცილებელია 30 დღიანი თერაპია 100-200 მგ-მდე დღე-ღამეში.

დერმატოკიმოზები (კანის სოკოვანი ინფექციები): 50 მგ/დღე-ღამეში ან 150 მგ კვირაში ერთხელ (50 მგ/დღე-ღამეში მრავალფეროვანი ლიქენის დროს) 2-4 კვირის  განმავლობაში (შესაძლებელია 6 კვირიანი მკურნალობა ტერფების დერმატოფიტების დროს);

შიდსით დაავადებულ პაციენტებში კრიპტოკოკული მენინგიტის დროს: პირველ დღეს 400 მგ/დღე-ღამეში, შემდგომში 200-400 მგ/დღე-ღამეში 6-8 კვირის განმავლობაში.

შემარაჩუნებელი თერაპია შიდსით და კრიპტოკოკული მენინგიტით დაავადებულ ავადმყოფებში: 20 მგ/დღე-ღამეში პერორალურად.

სისტემური კანდიდოზი: პაციენტებში ნეიტროპენიის გარეშე და ავადმყოფებში სტაბილური ნეიტროპენიით: პირველი დღეს 400 მგ/დღე-ღამეში, შემდგომში 200-400 მგ/ დღე-ღამეში. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ავადმყოფის კლინიკურ რეაქციაზე. მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ჰემოკულტურაზე უარყოფითი პასუხის მიღების და დაავადების კლინიკური ნიშნების გაქრობის შემდეგ შედარებით მძიმე ინფექციების დროს შესაძლებელია პრეპარატის მიღება დოზით 800 მგ/-მდე  დღე-ღამეში.

ავთვისებიანი წარმონაქმნების მქონე პაციენტები მიელოტრანსპლანტაციის და/ან ფიტოსტატური ან რადიოთერაპიული პრეპარატებით მკურნალობის წინ კანდიდოზის პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 50-400 მგ/დღე-ღამეში დოზის შემდგომი კორექციით ნეიროპენიის და სოკოვანი ინფექციის მოსალოდნელი რისკის შესაბამისად. ფლუკონაზოლის დანიშვნა აუცილებელია ნეიტროპენიის შესაძლო განვითარებამდე რამოდენიმე დღით ადრე. მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 7 დღის განმავლობაში, სანამ ნეიტროფილების რაოდენობა არ გახდება 1000 მმ-ზე მეტი.

ბავშვებში სიცოცხლისათვის საშიში კანდიდოზური ინფექციების დროს, თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს ინიშნება 6-12 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში. სოკოვანი ინფექციის თავიდან აცილების მიზნით და ზედაპირული მიკოზების სამკურნალოდ ინიშნება 3-6 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში, შესაძლებელია დოზის გაზრდა 12 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში.

ბავშვებში 5-13 წლამდე ასაკის: პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 400 მგ.

ახალშობილები: სიცოცხლის პირველ ორ კვირას, ახალშობილს ენიშნება შედარებით მოზრდილი ასაკის ბავშების დოზა, მაგრამ ყოველ 72 სთ-ში. 2-4 კვირამდე იგივე დოზები 48 სთ-იანი ინტერვალით.

თირკმლის ფუნქციის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში ფლუკონაზოლი ინიშნება შემდეგი სქემით კრეატინინის კლირენსის მიხედვით:

40 მლ/წთ 24 სთ (დოზირების ჩვეულებრივი რეჟიმი);

21-40 მლ/წთ 48 სთ ან ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზის ნახევარი;

10-20 მლ/წთ 72 სთ ან ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზის მესამედი.

ჰემოდიალიზის ყოველი სეანსის ჩატარების შემდგომ საჭიროა დამატებით ერთჯერადად 50 მგ პრეპარატის მიღება. პერიტონეულ დიალიზზე მყოფ პაციენტებში რეკომენდებულია 150 მგ ფლუკონაზოლის მიღება 2 ლ დიალიზატზე 2 დღიანი ინტერვალით.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, მეტეორიზმი, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში, დიარეა. ასევე შესაძლებელია თავის ტკივილი, ალოპეცია.

კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ქავილი, გამონაყარი. აღნიშნულ შემთხვევაში საჭიროა პრეპარატით მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა. შედარებით იშვიათად შესაძლებელია აზოლების და პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

მძიმე სოკოვანი ინფექციით შეპყრობილ პაციენტებში შესაძლებელია ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ცვლილება (ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია) ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევა.

უკუჩვენებები:

პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია:

* ფლუკონაზოლის ან მისი შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;

* დაუშვებელია ფლუკონაზოლის კომბინაცია ციზაპრიდთან, ტერფენადინთან და ასტემიზოლთან.

ორსულობა და ლაქტაცია:

! ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენების მიხედვით.

! ფლუკონაზოლი ექსკრეგირებს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფლუკონაზოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ისეთ პრეპარატებთან კომბინაციაში, როგორიცაა: ვარფარინი ან კუმარინის ტიპის ანტიკოაგულანტები, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებები, როგორიცაა ქლორპროპამიდი, გლიბენკლამიდი, გლიპიზიდი ან ტოლბუტამიდი, ჰიდროქლორთიაზიდი, ფენიტოინი, რიფამპიცინი და რიფაბუტინი, ციკლოსპორინი და ტაკროლიმუსი, თეოფილი, ტერფენადინი და ასთემიზოლი, ციზაპრიდი, ზიდოვუდინი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არ უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ფლუკონი კაფსულები – FLUCON caps – ФЛУКОН капсули

შემადგენლობა:

მყარი  ჟელატინის  თითო  კაფსულა  შეიცავს:

ფლუკონაზოლი……………150 მგ.

აღწერა:

ფლუკონი  (ფლუკონაზოლი)-ბიო-ტრიაზოლური  სოკოს   საწინააღმდეგო  საშუალებაა, სტრუქტურულად  დაკავშირებულია  სოკოს  საწინააღმდეგო  პრეპარატებთან,  რომლებიც  იმიდაზოლის  წარმოებულია.  იმიდაზოლინის  რგოლის  ტრიაზოლური  რგოლით  შევსება  იწვევს  სოკოს  საწინააღმდეგო   მოქმედებისა  და   პრეპარატის   მოქმედების  სფექტრის  მნიშვნელოვან  გადიდებას.  პრეპარატის  მოქმედების  მექანიზმი   სხვა  აზოლური   სოკოს   საწინააღმდეგო   პრეპარატების   მოქმედების   მექანიზმის  მსგავსია.

მოქმედების   სპექტრი:

In  vivo   ფლუკონაზოლი  ეფექტურია   შემდეგი   შტამების   მიმართ:    Candida, Cryptococcus  neoformans.  Blastomyces  dermatitidis. Histoplazma   capsulatum.  Coccidioides   immitis.

ჩვენება:

ფლუკონი  გამოიყენება   შემდეგი  დაავადებებისთვის:

  1. ვაგინალური   კანდიდოზი.
  2. ლორწოვანი  გარსის   მიკოზი, ოროფარინგეალური   მიკოზი, საყლაპავის  კანდიდოზი,  კან-ლორწოვანი  კანდიდოზი,  ქრონიკული   ორალური   ატროფიული  კანდიდოზი  და  სხვა   დაავადებები.
  3. სისტემური   კანდიდოზი:    კანდიდემია,  დისემინირებული  კანდიდოზი, მუცლის  ღრუს  ინფექციები,  ენდოკარდიტი, სასუნთქი  და   შარდგამომყოფი  ტრაქტის   ინფექციები.
  4. კრიპტოკოკური  ინფექციები: კრიპტოკოკური  მენინგიტის:  პირველადი,  ასევე  დამხმარე  თერაპია.
  5. სოკოვანი  ინფექციების  პროფილაქტიკა   დაავადების  ავთვისებიანი  მიმდინარეობის  მქონე  პაციენტებში, შიდსით  დაავადებულებში, რეანიმაციაში  მყოფ  პაციენტებში  და  იმ  პაციენტებში,   რომლებიც  იმუნოსუპრესორებს  იღებენ.

დოზირება  და  მიღება:

ფლუკონის  კაფსულები  მიიღება  პერორალურად.  ფლუკონაზოლის   ინტრავენური  თერაპიიდან   პერორალურზე  ან  პირიქით  გადასვლისას  არ  არის  აუცილებელი  დღე-ღამის  დოზის  ცვლილება.

ფლუკონი  მიიღება  ერთჯერადი  ყოველდღიური  დოზით  შემდეგი  ჩვენებებისას:

ჩვენება:                                               

დასახელებამაქსიმალური  დოზა დღიური  დოზახანგრძლივობა
ოროფარინგეალური

კანდიდოზი(მწვავე)

150 მგ50-100 მგ15 დღე
საყლაპავის  კანდიდოზი(მწვავე)150 მგ50-100 მგ21 დღე
სისტემური  კანდიდოზი300 მგ150 მგ28 დღე
კრიპტოკოკური  მენინგიტის (მწვავე)300 მგ150 მგ

მას  შემდეგ რაც

ცერებრო  სპინალური

სითხის ანალიზი

ბაქტერიის  კულტუ-

რის ზრდაზე  უარყოფი-

თი   იქნება.

კრიპტოკოკური  მენინგიტი

(დამხმარე თერაპია მეორადი

აღმოცენების  პროფილაქტიკისთვის)

150 მგ
ვაგინალური  კანდიდოზი150 მგ

 

300 მგ-მდე  დოზის   მიღება  შეიძლება  მკურნალი  ექიმის  გადაწყვეტილებით, თერაპიაზე  პაციენტის  რეაქციის  მიხედვით.
გამოყენება  თირკმლის  უკმარისობისას:  ფლუკონაზოლი  ძირითადად  შარდით  გამოიყოფა  უცვლელი  სახით.  თირკმლის  უკმარისობის  მქონე  პაციენტებისთვის   ფლუკონაზოლის  დოზები  უნდა  შეირჩეს  უკმარისობის  ხარისხის  მიხედვით  და  პაციენტის  კრეატინინის  კლირენსის  ჩვენებით.

უკუჩვენება:

მომატებული  მგრძნობელობა  ფლუკონაზოლისა  ან  სხვა  აზოლური  კომპონენტების  მიმართ.

უსაფრთხოების  ზომები:

ღვიძლის  ფუნქციის  დარღვევის  მქონე  პაციენტები  ექიმის  მეთვალყურეობის  ქვეშ  უნდა  იმყოფებოდნენ.  დაქვეითებული    იმუნიტეტის  მქონე  პაციენტები,  რომლებსაც  ფლუკონაზოლით  თერაპიისას   უვითარდებათ  კანის  გამონაყარი   უნდა  იმყოფებოდნენ  ექიმის  მეთვალყურეობის  ქვეშ  და  მკურნალობა  უნდა  შეწყდეს  თუ  დაზიანება  გრძელდება.

გამოყენება  ბავშვებში ,   მეძუძურ  დედებსა  და  ორსულებში:

ორსულ  ქალებში   არ  ჩატარებულა  ადექვატური,  კარგად  კონტროლირებადი  კვლევები.  ფლუკონის  ორსულობისას  გამოყენება  დასაშვებია  მხოლოდ  მაშინ,  როცა  გამოყენების  სარგებელი   აჭარბებს   ნაყოფის  პოტენციურ  რისკს.

მეძუძურ  ქალებში  პრეპარატის  გამოყენება  არ  შეიძლება,  რადგან  ფლუკონაზოლი  რძეში  გამოიყოფა.

პრეპარატი  რეკომენდირებული  არ  არის  16  წლამდე  ბავშვებში, რადგან  არსებობს  მხოლოდ  შეზღუდული  ინფორმაცია  ბავშვებში  პრეპარატის  გამოყენების  შესახებ. 3-დან  13  წლამდე  ასაკის  მცირე  რაოდენობის  პაციენტებმა  ფლუკონაზოლით  თერაპია  გვერდითი  ეფექტების  გარეშე  გადაიტანეს, პრეპარატის  3-6 მგ/კგ-ს  მიღებისას  ყოველდღიურად.

ურთიერთქმედება  სხვა  პრეპარატებთან:

ფლუკონაზოლი  ზრდის  კუმარინის  პრეპარატების  პროთრომბინის  დროს. შესაბამისად  თანადროული  მიღებისას  საჭიროა  ექიმის  მეთვალყურეობა.  ფლუკონაზოლისა  და  ციკლოსპორინების  თანადროულმა  გამოყენებამ  შეიძლება  გამოიწვიოს  ციკლოსპორინების  შემცველობის  დონის  მომატება.  ფლუკონაზოლო  მნიშვნელოვნად  ზრდის  ფენიტოინის  დონეს  ორგანიზმში  და  შეიძლება  გამოიწვიოს  ფენიტოინური  ტოქსიკოზი.

დიაბეტით  დაავადებულ  პაციენტებში  ფლუკონაზოლისა  და  პერორალური   ჰიპოგლიკემიური  პრეპარატების   დანიშვნამ  შეიძლება  გამოიწვიოს  პლაზმის  მომატებული  კონცეტრაცია   და  ანტი-დიაბეტური  აგენტების  მეტაბოლიზმის  დაქვეითება.

გვერდითი   მოქმედება:

ფლუკონაზოლი  ჩვეულებრივ  კარგად  გადაიტანება.  მეტ-ნაკლებად  ხშირად   გვხვდება  შემდეგი  გვერდითი  რეაქციები:

გულისრევა, ღებინება, აბდომინალური  ტკივილები,  დიარეა,  თავის  ტკივილი  და  კანის  გამონაყარი. შეიძლება  აღინიშნოს  ღვიძლის  ფერმენტების  დონის  დროებითი  მომატება. სერიოზული  ჰეპატოტოქსიურობა  იშვიათად  აღინიშნება.  კლინიკურად  არასასურველი მ რეაქციები  უფრო   ხშირად  აღინიშნება  იმუნოდეფიციტის  ვირუსის  მქონე  პაციენტებში  ვიდრე  არაინფიცირებულ   პაციენტებში.  იშვიათ  შემთხვევებში  აღინიშნება  ანაფილაქსიური   შოკი.

ჭარბი  დოზირება:

დოზის  გადაჭარბებისას  აუცილებელია  ადექვატური  დამხმარე  ზომები  და   სიმპტომური  თერაპია,  კუჭის  ამორეცხვა  აუცილებლობის  შემთხვევაში.  რადგან   ფლუკონაზოლი   ძირითადად  შარდით  გამოიყოფა,  გაძლიერებული  დიურეზი  გააძლიერებს  პრეპარატის  გამოყოფის  სისწრაფეს.  სამსაათიანი  ჰემოდიალიზი  პლაზმაში  პრეპარატის  შემცველობას  დაახლოებით   50% -ით  აქვეითებს.

შენახვა:

ინახება   მშრალ ,  გრილ,  სინათლისაგან  დაცულ  ადგილას.

პრეზენტაციის   ფორმა:

ფლუკონი-1  კაფსულა  150მგ  სტრიპში.

წარმოებულია :

ნაბროს  ფარმა   პვტ  ლტდ.

ნაშნელ   ჰაივეი, 8,  ქჰედა  387  411  (ინდოეთი)

ფლუიფორტი ® სიროფი – FLUIFORT® Syrup – ФЛУИФОРТ® СИРОП

საერთაშორისო დასახელება:

CARBOCISTEINE LYSINE SALT

მწარმოებელი: M&H MANUFACTURING Co, ტაილანდი

მოქმედი ნივთიერება: კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მუკოლიზური საშუალება – მუკომოდულატორი; მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ბავშვებისათვის ფლაკონში 40 მლ, მოზრდილებისათვის ფლაკონში 120 მლ

100 მლ

კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატი …….  9 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატურალური ალუბლის არომატიზატორი, მეთილპარაბენი, კარამელის არომატიზატორი, საქაროზა და გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, რომელიც აძლიერებს სასუნთქი გზების ლორწოვანის უჯრედებში ნივთიერებათა ცვლას. იგი არ მოქმედებს უშუალოდ ლორწოზე.

ფლუიფორტის მთავარი ეფექტი არის ლორწოვანში სიალომუცინის შემცველობის გაზრდა, სიალო- და ფუკო- მუცინებს შორის პროპორციის აღდგენა. ეს პირდაპირ აისახება ლორწოს ელასტიურობაზე, სიმკვრივეზე და წებოვნებაზე. არაპირდაპირი მოქმედებაა ლორწოს გათხევადება და სასუნთქი გზების ლორწოსაგან გასუფთავება ეპითელიუმის წამწამების მეშვეობით (მუკოცილიარული კლირენსი).

კარბოცისტეინში ლიზინის დამატება ზრდის მის ხსნადობასა და ბიოშეღწევადობას, რაც იძლევა დღე-ღამური დანიშვნის სიხშირის შემცირებას, სასურველი ეფექტის შენარჩუნებით და მეტაბოლიტებისათვის დამახასიათებელი დოზის შემდგომი ეფექტის გაძლიერებით.

ერთი ან რამდენიმე დღიური მიღების შედეგად მეტაბოლური მექანიზმის ერთხელ ჩართვისას ის მოქმედებს შემდგომშიც, წამლის მიღების შეჩერების შემთხვევაშიც.

ფარმაკოკინეტიკა:

კარბოცისტეინის ლიზინის მონოჰიდრატს გააჩნია კარგი აბსორბციის და ბიოშეღწევადობის უნარი; ამიტომ შესაძლებელია მისი დანიშვნა დღეში ერთხელ მოზრდილებში და 2-ჯერ ბავშვებში.

პრეპარატის აქტიური კომპონენტები სწრაფად და სრულად შეიწოვება პერორალური მიღებისას, პლაზმის შიგნით ნახევარდაშლის პერიოდია 1.5 საათი, იგი თითქმის მთლიანად გამოიყოფა საშარდე გზების მეშვეობით. 30-60% უცვლელი სახით, ხოლო დანარჩენი სხვადასხვა მეტაბოლიტების სახით. კვლევებმა აჩვენა, რომ 17.5% გამოიყოფა ბრონქულ სეკრეტში.

ჩვენებები:

  • ფლუიფორტი არის მუკორეგულატორი, ლორწოს გამათხელებელი და ამოსახველებელი ეფექტით, ფლუიფორტი ეფექტურია როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერვისკოზური ლორწოსა და ნახველის შემთხვევაში.
  • ფლუიფორტი მოწოდებულია ზედა და ქვედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და მწვავე ბრონქიტის გართულებების სამკურნალოდ.
  • ფლუიფორტი აგრეთვე მოწოდებულია ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების, ფარინგიტის, ტონზილიტის ლარინგიტის, რინიტის, რინოფარინგიტის, ოტიტის და სინუსიტის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებისათვის: 30 მლ ერთხელ ან 15 მლ 2-ჯერ დღეში;

ბავშვებისათვის: 1-დან 5 წლამდე ბავშვებში – 2.5 მლ 2-ჯერ დღეში. 5 წელზე უფროს ბავშვებში – 5 მლ 2-ჯერ დღეში.

ბავშვებში პრეპარატის დანიშვნა ხდება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დოზირება შესაძლოა გაიზარდოს (3-ჯერ დღეში) ბავშვებშიც და მოზრდილებშიც ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები:

კლინიკურმა გამოკვლევებმა ცხადყო, რომ პაციენტები კარგად იტანენ ფლუიფორტს.

იშვიათად აღინიშნება  კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები, მაგ: დიარეა, გულისრევა, გასტრალგია, თავბრუსხვევა და ძილიანობა, უკიდურესად იშვიათ შემთხვევაში გამონაყარი კანზე და ქავილი. აღნიშნული სიმპტომები ქრება დოზის შემცირების შემდეგ.

უკუჩვენებები:

* უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;

* 12-გოჯა ნაწლავის ან კუჭის მწვავე წყლულოვანი დაავადება;

* უკუნაჩვენებია ახალშობილთათვის და 1 წლამდე ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

* მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატს არ ახასიათებს არც ტერატოგენული, არც მუტაგენური მოქმედება და არ  არის დადგენილი მისი შემცველობა დედის რძეში, მისი გამოყენება ორსულობისას და ლაქტაციისას რეკომენდირებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები:

შაქრიანი დიაბეტის მქონე ან დაბალკალორიულ დიეტაზე მყოფი პაციენტების შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატი შეიცავს საქაროზას.

ჭარბი დოზირება:

ფლუიფორტის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ინიშნება სიმპტომატიური მკურნალობა (კუჭის გამორეცხვა და აქტივირებული ნახშირი). სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფლუიფორტსა და სასუნთქი გზების სამკურნალო სხვა პრეპარატებს შორის რაიმე შეუთავსებლობა არ აღინიშნება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

ფლუიმუცილი – FLUIMUCIL – ФЛУМИЦИЛ

პრეპარატის სავაჭრო დასახელება:

ფლუიმუცილი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

აცეტილცისტეინი

მწარმოებელი: ზამბონ სვიტცერლანდ ლტდ, შვეიცარია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები ლიმნის და გოგირდის სუსტი სუნის მქონე, ხორკლიანზედაპირიანი, თეთრი, მრგვალი ტაბლეტები.

ტაბლეტების წყალში გახსნის შედეგად მიღებული ხსნარი უნდა იყოს ოდნავ ოპალესცირებული, ლიმნის არომატიზატორის დამახასიათებელი სუნისა და გემოს მქონე.

ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერებას:

აცეტილცისტეინი …………..  600 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროკარბინატი, ასპარტამი, ლიმნის არომატიზატორი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ამოსახველებელი, მუკოლიზური საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა:

მუკოლიზური საშუალება, ათხიერებს ნახველს, ზრდის მის მოცულობას და აადვილებს ამოხველებას. მოქმედება დაკავშირებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი სულფჰიდრილური ჯგუფების უნართან გახლიჩოს ნახველის მჟავე მუკოპოლისაქარიდების დისულფიდური შიდა და მოლეკულათაშორისი კავშირები, რაც იწვევს მუკოპროტეინების დეპოლიმერიზაციას და ნახველის წებოვნების შემცირებას. ინარჩუნებს აქტივობას ჩირქოვანი ნახველის შემთხვევაშიც.

ზრდის ნაკლებად წებოვანი სიალომუცინების სეკრეციას ფიალისებრი უჯრედების მიერ, აქვეითებს ბრონქების ლორწოვანი გარსის ეპითელურ უჯრედებზე ბაქტერიების ადჰეზიას. ასტიმულირებს ბრონქების მუკოზურ უჯრედებს, რომელთა სეკრეტიც იწვევს ფიბრინის ლიზისს. ანალოგიურ მოქმედებას ახდენს სეკრეტზე, რომელიც წარმოიქმნება ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ანთებითი დაავადებების დროს. ახდენს ანტიოქსიდანტურ მოქმედებას, რომელიც განპირობებულია ელექტროფილური დამჟანგველი ტოქსინების ნეიტრალიზაციის მქონე SH – ჯგუფის არსებობით. აცეტილცისტეინი ადვილად აღწევს უჯრედში, დეაცეტილირდება L – ცისტეინამდე, რომლისგანაც სინთეზირდება უჯრედშიდა გლუტათიონი. გლუტათიონი – მაღალრეაქტიული ტრიპეპტიდი, მძლავრი ანტიოქსიდანტი, ციტოპროტექტორი, რომელიც აკავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებსა და ტოქსინებს. აცეტილცისტეინი ხელს უწყობს უჯრედის ჟანგვა-აღდგენით პროცესებში მონაწილე შიდაუჯრედული გლუტათიონის სინთეზის ზრდას, რითიც ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების დეტოქსიკაციას. ამით აიხსნება აცეტილცისტეინის, როგორც ანტიდოტის მოქმედება პარაცეტამოლით მოწამვლის დროს.  იცავს ალფა-1-ანტიტრიფსინს (ელასტაზის ინჰიბიტორი) აქტიური ფაგოციტების მიელოპეროქსიდაზის მიერ გამომუშავებული დამჟანგველის HOCl-ის ინაქტივაციური მოქმედებისაგან. ახასიათებს აგრეთვე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება (ფილტვის ქსოვილში ანთების განვითარებაზე პასუხისმგებელი აქტიური ჟანგბადის შემცველი ნივთიერებებისა და თავისუფალი რადიკადების წარმოქმნის დათრგუნვის ხარჯზე).

ფარმაკოკინეტიკა:

ფლუიმუცილი კარგად ადსორბირდება პერორალური მიღების დროს. იგი დაუყოვნებლივ დეაცეტილირდება ღვიძლში ცისტეინამდე. სისხლში აღინიშნება მოძრავი წონასწორობა თავისუფალ და პლაზმის ცილებთან დაკავშირებულ აცეტილცისტეინსა და მის მეტაბოლიტებს (ცისტეინი, ცისტინი, დეაცეტილცისტეინი) შორის. ღვიძლში “პირველი გავლის” მაღალი ეფექტის გამო აცეტილცისტეინის ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 10%-ს. აცეტილცისტეინი აღწევს უჯრედშორის სივრცეში, უპირატესად ნაწილდება ღვიძლში, თირკმლებში, ფილტვებში, ბრონქების სეკრეტში.

პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 1-3 სთ-ის შემდეგ და შეადგენს 15 მმოლ/ლ-ს, პლაზმის ცილებთან კავშირია 50%.

T1/2 –  დაახლოებით 1 საათი, ღვიძლის ციროზის დროს ხანგრძლივდება 8 საათამდე. გამოიყოფა თირკმლებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით (არაორგანული სულფატები, დიაცეტილცისტეინი), უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა შეუცვლელი სახით ნაწლავებით. აღწევს პლაცენტურ ბარიერში.

ჩვენება:

ნახველის ამოხველების დარღვევა: ბრონქიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზური დაავადება, მუკოვისციდოზი, ფილტვის აბსცესი, ფილტვის ემფიზემა, ლარინგოტრაქეიტი, ფილტვების ინტერსტიციული დაავადებები, ფილტვის ატელექტაზი (განვითარებული ბრონქის სანათურის ლორწოვანი საცობით დაცობის შედეგად).

კატარალური და ჩირქოვანი ოტიტი, ჰაიმორიტი, სინუსიტი (ნახველის გამოყოფის გაადვილება).

წებოვანი სეკრეტის მოცილება სასუნთქი გზებიდან პოსტტრავმული და პოსტოპერაციული მდგომარეობების დროს.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა აცეტილცისტეინის მიმართ, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, ბავშვთა ასაკი 18 წლამდე, ლაქტაციის პერიოდი.

სიფრთხილით: კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაგანიერება, სისხლიანი ხველა, ფილტვისმიერი სისხლდენა, ფენილკეტონურია, ბრონქული ასთმა, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები, ღვიძლის და/ან თირკმლის უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში:

ორსულობისას პრეპარატი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისთვის პოტენციური სარგებელი აჭარბებს ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის აუცილებლობისას მკურნალობის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

გამოყენების მეთოდი და დოზები:

შიგნით. მოზრდილები: 1 შუშხუნა ტაბლეტი 600 მგ იხსნება 1/3 ჭიქა წყალში და მიიღება ერთხელ დღეში.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა უნდა შეფასდეს ინდივიდუალურად. მწვავე დაავადებების დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-დან 10 დღემდე;

ქრონიკული დაავადებების მკურნალობისას – რამდენიმე თვემდე (ექიმის რეკომენდაციით).

გვერდითი მოქმედება:

იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს: გულისრევა, ღებინება, კუჭის გადავსების შეგრძნება, დიარეა, კანზე გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სისხლდენა ცხვირიდან, ხმაური ყურებში. აცეტილცისტეინის მიღებისას აღწერილია ბრონქოსპაზმის, კოლაფსის, სტომატიტის, თრომბოციტებს აგრეგაციის დაქვეითების შემთხვევები.

ჭარბი დოზირება:

აცეტილცისტეინის 500 მგ/კგ დღეში დოზით მიღება არ იწვევს ჭარბი დოზირების სიმპტომების განვითარებას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან:

აცეტილცისტეინისა და ხველების საწინააღმდეგი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გააძლიეროს ნახველის შეგუბება ხველის რეფლექსის დათრგუნვის გამო.

ისეთ ანტიბიოტიკებთან, როგორიცაა ტეტრაციკლინი (დოქსიციკლინის გარდა), ამპიცილინი, ამფოტერიცინ B ერთდროული მიღებისას შესაძლებელია მათი ურთიერთქმედება აცეტილცისტეინის თიოლის ჯგუფთან, რაც იწვევს ორივე პრეპარატის აქტივობის შემცირებას. ამიტომ ამ პრეპარატების მიღებებს შორის ინტერვალი უნდა იყოს არანაკლებ 2 საათისა.

აცეტილცისტეინისა და ნიტროგლიცერინის ერთდროულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ამ უკანასკნელის სისხლძარღვთა გამაფართოებელი და დეზაგრეგანტული მოქმედების გაძლიერება.

აცეტილცისტეინი ხსნის პარაცეტამოლის ტოქსიურ ეფექტებს.

განსაკუთრებული მითითებები:

ბრონქული ასთმით და ობსტრუქციული ბრონქიტით დაავადებულებს აცეტილცისტეინი ენიშნებათ სიფრთხილით და ბრონქების გამავლობის სისტემატური კონტროლით.

პრეპარატი შეიცავს ასპარტამს, ამიტომ ფენილკეტონურიით დაავადებულთათვის მისი დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

გოგირდის მსუბუქი სუნი დამახასიათებელია მოქმედი ნივთიერებისათვის.

აცეტილცისტეინის გახსნა უნდა მოხდეს მინის ჭურჭელში, უნდა ავირიდოთ მისი შეხება ლითონის და რეზინის ზედაპირებთან.

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა:

3 წელი.

არ შეიძლება გამოყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე.

Don`t copy text!