Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 423

ფოლიმონი – FOLLIMON Inj. – ФОЛЛИМОН

მწარმოებელი:  LG LIFE SCIENCES,          კორეა

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა :

ფოლიმონის თითოეულ ფლაკონს თან ახლავს გამხსნელი ფლაკონში ან ამპულა, რომელიც შეიცავს 1 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ, სტერილურ და აპიროგენულ საინექციო ხსნარს.

1 ფლაკონი ფოლიმონი შეიცავს აქტიური ნივთიერება: უროფოლიტროპინი (Urofollitropin) (BP) 75IU.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი 10,0 მგ

ფიზიკურ ქიმიური თვისებები :

თეთრი ლიოფილიზებული საინექციო ფხვნილი ფლაკონში.

ჩვენებები:

ფოლიმონი წარმოადგენს ფოლიკულის მასტიმულირებელ ჰორმონს (ფმჰ, უროფოლიტროპინი), რომელიც მიღებულია და გასუფთავებულია პოსტმენოპაუზური ასაკის მქონე ასაკის შარდიდან. ფმჰ წარმოიქმნება ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა ნაწილის მიერ და მოქმედებს საკვერცხის ფოლიკულების განვითარებაზე.

ფოლიმონი გამოიყენება უშვილობის დროს ფოლიკულის მოსამწიფებლად. იმის გამო, რომ ფოლიმონი არ შეიცავს მალუთეინიზირებელ ჰორმონს, იგი წარმოადგენს უშვილობის სამკურნალო უსაფრთხო პრეპარატს, რომლის დროსაც მცირდება ისეთი გვერდითი ეფექტების გამოვლენის რისკი როგორიცაა: საკვერცხის ჰიპერსტიმულაციური სინდრომი და სპონტანური აბორტი. ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (აქგ, IVF –C) გამოიყენება ფოლიმონის მიღების შემდეგ როდესაც მოხდება ფოლიკულის მომწიფება.

ოვულაციის გამოწვევა პოლიკისტოზური სინდრომის მქონე პაციენტებში:

ამენორეა, ოვულაციის სუპრესია, ჰორმონალური დისბალანსით (მალუთეინიზირებელი ჰორმონის/ ფმს ს შეფარდების მაღალი მაჩვენებელი) გამოწვეული უშვილობა.

ხელოვნური განაყოფიერება (in vitro განაყოფიერების ოპერაცია ):

სუპეროვულაციის გამოწვევა.

მიღების წესი და დოზა:

ოვულაციის ინდუქცია

თუმცა საწყისი რეკომენდირებული დოზა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად, ფოლიმონის (უროფოლიტროპინი 75IU) 1 ფლაკონი ინიშნება ყოველდღიურად ინტრამუსკულარულად 7-12  დღის განმავლობაში, ხოლო უროფოლიტროპინის ბოლო ინექციიდან 1  დღის შემდეგ კეთდება 5000-10000IU ადამიანის ქორიონული გონადოტროპინი (IVF –C).

თუ ფოლიკულა არასაკმარისად არის მომწიფებული ასეთ შემთხვევაში უროფოლიტროპინი ინიშნება 12 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მანამდე, სანამ ესტროგენის დონე არ გადააჭარბებს ჯანმრთელი ქალის მაჩვენებლებს. თუ უროფოლიტროპინით მკურნალობის დასრულებისას საკვერცხე არის არანორმალურად გადიდებული, ასეთ შემთხვევაში აქგ აღარ ინიშნება.

თუ ოვულაციის მიუხედავად პაციენტი არ დაორსულდა აღნიშნული დოზირების რეჟიმი უნდა განმეორდეს სულ მცირე 2 კურსის სახით და უროფოლიტროპინის დოზა უნდა გაიზარდოს 150 IU/ დღეში (2 ფლაკონი 7-12დღის განმავლობაში, ხოლო უროფოლიტროპინის ბოლო მიღებიდან 1 დღის შემდეგ კეთდება 5000-10000IU ადამიანის ქორიონის გონადოტროპინი (IVF –C).

თუ ოვულაციის მიუხედავად პაციენტი არ დაორსულდა, იგივე რეჟიმი უნდა განმეორდეს 2 კურსის სახით. არ არის რეკომენდირებული აღნიშნულ დოზაზე მაღალი დოზის გამოყენება.

ხელოვნური განაყოფიერება

უროფოლიტროპინის (150IU) 2 ფლაკონი კეთდება მანამდე, სანამ ადრეულ ფოლიკულარულ ფაზაში (ციკლი 2,3) არ მოხდება ფოლიკულის საკმარისი მომწიფება. ზოგადად, მკურნალობის ხანგრძლივობა არ აჭარბებს 10 დღეს.

მიღების წესი

1 ფლაკონი უროფოლიტროპინი უნდა გაიხსნას 1-2 მლ სტერილურ საინექციო ნატრიუმის ქლორიდში მომზადების შემდეგ. იგი დაუყოვნებლივ კეთდება ინტრამუსკულარულად დასაშვებია დარჩენილი სითხის გამოყენება შემდგომი ინექციისათვის.

უკუჩვენება :

  • მალუთეინიზირებელი ჰორმონის ან ფმჰ-ს მაღალი დონე რაც მიუთითებს საკვერცხის პირველად უკმარისობაზე;
  • ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია;
  • ინტრაკრანიული დარღვევები როგორიც არის ჰიპოფიზის სიმსივნე;
  • უშვილობის ნებისმიერი მიზეზი გარდა ანოვულაციისა;
  • საკვერცხის კისტები რომელიც არ არის დაკავშირებული საკვერცხის პოლიკისტოზთან;
  • ჰიპერმგრძნობელობა უროფოლიტროპინის მიმართ;
  • ორსულობა.

განსაკუთრებული სიფრთხილით :

უროფოლიტროპინი გამოიყენება მხოლოდ იმ ექიმის მიერ რომელიც გამოცდილია უშვილობის მკურნალობაში. ნებისმიერი საშუალო და მძიმე ხარისხის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში საჭიროა პაციენტის მონიტორინგი.

1)            შესაძლოა საკვერცხის გადაჭარბებული სტიმულაცია.

(I) საკვერცხის გადიდება

უროფოლიტროპინის და აქგ ს კომბინირებული მკურნალობის შემდეგ პაციენტების 20%- ში შესაძლოა გამოვლინდეს საკვერცხის გადიდება, რასაც თან ახლავს მუცლის შებერვა და მუცლის ტკივილი; თუმცა, აღნიშნული მოვლენები ჩვეულებრივ გაივლის 2-3 კვირის განმავლობაში. აღნიშნული მოვლენების თავიდან ასაცილებლად საჭიროა უროფოლიტროპინის მინიმალური რაოდენობის გამოყენება და დაკვირვება საკვერცხის საპასუხო რეაქციაზე, თუ უროფოლიტროპინის ინექციის დროს გამოვლინდება საკვერცხის არანორმალური გადიდება ასეთ შემთხვევაში არ არის სასურველი აქგ- ს შეყვანა .

(II) საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი სჰს

სჰს ხასიათდება სწრაფი პროგრესირებით და სითხის ინფუზიით პერიტონიუმის და გულმკერდის ღრუში და ასევე, პერიკარდიუმში, რაც გამოწვეულია სისხლძარღვთა განვლადობის გაზრდით. სჰს -ს ადრეულ სიმპტომებს წარმოადგენს მენჯის ძლიერი ტკივილი, გულისრევა,  ღებინება და წონის დაკლება.

შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომები: მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, კუჭ ნაწლავის სიმპტომები, როგორიც არის: გულისრევა, ღებინება და დიარეა. საკვერცხის ძლიერ გადიდება, წონის მომატება, ქოშინი, ოლიგურია, ჰიპოვოლემია, ჰემოკონცენტრაცია, ელექტროლიტური დისბალანსი, ასციტი, ჰემოპერიკარდიუმი, პლევრალური ექსუდატი, ჰიდროთორაქსი, მწვავე პულმონალური დისტრესი თრომბოზი.

უროფოლიტროპინის მკურნალობის დროს სჰს გვხდება ანოვულატორულ პაციენტთა დაახლოებით  6%-ში, ხოლო ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევაში კი – 0,25%- ში.

იმის გამო რომ სჰს ძალიან სწრაფად ვითარდება პაციენტი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ აქგ ს მიღებიდან 2 კვირის განმავლობაში.

სჰს ჩვეულებრივ ქრება მენსტრუაციის დაწყებასთან ერთად.

სჰს ს განვითარების შემთხვევაში მკურნალობა უნდა შეწყდეს, უნდა მოხდეს პაციენტის ჰოსპიტალიზაცია, ჩატარდეს პირველადი სიმპტომური მკურნალობა რაც მოიცავს წოლით რეჟიმს სითხის და ელექტროლიტების ბალანსის აღდგენას და ტკივილგამაყუჩებლების მიღებას.

სითხის დაკარგვის შედეგად ჰემოკონცენტრაციის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში ყოველდღიურად უნდა შეფასდეს:

1.            მიღებული და დაკარგული სითხის რაოდენობა;

2.            წონა;

3.            ჰემატოკრიტი;

4.            შრატის და შარდის ელექტროლიტები;

5.            შარდის ხვედრითი წონა;

6.            სისხლის აზოტი და კრეატინინი;

7.            მუცლის გარშემოწერილობა.

საკვერცხის დაზიანების რისკი იზრდება სჰს- ს გამოვლენასთან ერთად.

მენჯის გასინჯვამ შესაძლებელია გამოიწვიოს საკვერცხის კისტის გასკდომა, რაც დაკავშირებულია ჰემოპერიტონიუმის განვითარებასთან ამის გამო სასურველია თავის შეკავება აღნიშნული პროცედურისგან.

სისხლდენის შემთხვევაში საჭიროა ქირურგიული ჩარევა, რათა შეჩერდეს სისხლდენა და შენარჩუნდეს საკვერცხის ქსოვილის მთლიანობა. ოვულაციის შემდგომ საკვერცხის მნიშვნელოვნად გადიდების შემთხვევაში სასურველია პაციენტმა თავი აარიდოს სქესობრივ კონტაქტს, რადგან საკვერცხის კისტის გახეთქვის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ჰემოპერიტონიუმი.

სჰს -ს მკურნალობა იყოფა 3 ფაზად.

შარდმდენების გამოყენებამ შესაძლოა შეამციროს ინტრავასკულარული სისხლის მოცულობა ამის გამო არ არის სასურველი შარდმდენების გამოყენება არც ერთ ფაზაში გარდა ბოლო ფაზისა.

(1)          მწვავე ფაზა მწვავე ფაზის დროს უნდა მოხდეს ჰემოკონცენტრაციის თრომბოემბოლიის და თირკმლის დაზიანების პრევენცია, საჭიროა ინტრავასკულარული მოცულობის კონტროლი და ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა.

(2)          სტაბილური ფაზა პაციენტის მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ კალიუმის ნატრიუმის და სითხის მაქსიმალურად შეზღუდვა რათა მოხდეს მუცელში გულმკერდში და პერიკარდიუმში ჭარბი რაოდენობით დაგროვილი სითხის შემცირება და გაქრობა.

(3)          აღდგენის ფაზა ჰემატოკრიტის დაქვეითება და შარდის რაოდენობის გაზრდა გამოწვეულია იმით, რომ მუცელში გულმკერდში და პერიკარდიუმში დაგროვილი სითხე ისევ გადადის სისხლძარღვებში.

1)            შესაძლოა განვითარდეს სასუნთქი და კარდიოვასკულარული სისტემის მხრივ დაღვევები (ატელექტაზი სუნთქვის მწვავე დისტრესის სინდრომი თრომბოზი შესაძლებელია განვითარდეს როგორც სჰს ის დროს ასევე მის გარეშეც).

ამან შესაძლოა გამოიწვიოს ისეთი გართულებები როგორიც არის თრომბოფლებიტი ფილტვის ემბოლია ფილტვის ინფარქტი ტვინის სისხლძარღვების და ზოგადად არტერიების თრომბოზი ხოლო ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს სიკვდილი

2)            ცნობილია, რომ მრავალნაყოფიანი ორსულობა დაკავშირებულია უროფოლიტროპინით მკურნალობასთან. უროფილიტროპინის კლინიკური კვლევიდან გამოვლინდა, რომ მკურნალობის შემდეგ ერთნაყოფიანი მშობიარობა შეადგენდა 83%- ს, ხოლო მრავალნაყოფიანი მშობიარობა 17%- ს.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი და მისი მეუღლე უნდა გააფრთხილონ რომ არსებობს მრავალნაყოფიანი მშობიარობის რისკი.

სიფრთხილის ზომები :

1)            ზოგადი სიფრთხილის ზომები

უროფოლიტროპინის მკურნალობამდე უნდა ჩატარდეს შესაბამისი გამოკვლევები.

მკურნალობის დაწყებამდე პაციენტი უნდა გააფრთხილონ მკურნალობის ხანგრძლივობაზე მათი მონიტორინგის აუცილებლობაზე, მოსალოდნელ გვერდით მოვლენებზე და მრავალნაყოფიან მშობიარობაზე.

2)            ლაბორატორიული ტესტები

იმისი გამო, რომ უმეტეს შემთხვევებში უროფოლიტროპინით მკურნალობა იწვევს ფოლიკულების ზრდას და მომწიფებას, ოვულაციის გამოწვევის მიზნით გაკეთებული აქგ ს შემთხვევაში საჭიროა მომწიფებული ფოლიკულის სტატუსის შეფასება.

საჭიროა ისეთი ზომების მიღება, როგორიც არის შრატის შარდის ესტროგენის დონის განსაზღვრა და საკვერცხის ექოსკოპიური ვიზუალიზაცია, რათა დადგინდეს აქგ ს შეყვენის დრო და განისაზღვროს სჰს ს და მრავალანყოფიანის ორსულობის რისკი დასაშვებია. აღნიშნული არაპირდაპირი პარამეტრების კომბინირება.

შეცვლილი ვაგინალური ციტოლოგიის გამოკვლევა საშვილოსნოს ყელის ლორწოს შესახედაობა და მოცულობა საშვილოსნოს ყელის ლორწოს გამოკრისტალება და არბორიზაციის ფენომენი. ასევე, ოვულაცია მანიშნებელია პროგესტერონის წარმოქმნის და სხეულის ბაზალური ტემპერატურის მომატების შრატის პროგესტერონის დონის გაზრდა და სხეულის ბაზალური ტემპერატურის მომატება წარმოადგენენ იმ ინდექსებს, რომლებიც ჩვეულებრივ გამოიყენება ექოსკოპიის შედეგად გამოვლენილი სითხე ბრმა ფოსოში, გამსკდარი ან კოლაბირებული კისტა აგრეთვე მიუთითებს ოვულაციაზე.

3)            თუმცა კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან არ არის გამოვლენილი. უროფოლიტროპინით მკურნალობა დაკავშირებულია გარკვეულ კარცინოგენულ და მუტაგენურ ეფექტებთან, ვინაიდან უცნობია გადადის თუ არა პრეპარატი დედის რძეში. იგი ისევე როგორც სხვა მედიკამენტები სიფრთხილით გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში .

გვერდითი მოვლენები:

საკვერცხის ჰიპერსტიმულაცია, საკვერცხის ზომიერად გადიდება, საკვერცხის კისტა, მუცლის ტკივილი, ჰიპერმგრძნობელობა კუჭ ნაწლავის მხრივ სიმპტომები, ინექციის ადგილას ადგილობრივი გაღიზიანების ნიშნები, როგორიცაა ტკივილი, გამონაყარი, შეშუპება. მკერდის არეში ტკივილი, თავის ტკივილი, დერმატოლოგიური სიმპტომები.

ასევე შესაძლებელია განვითარდეს საშვილოსნოსგარე ორსულობა, თანდაყოლილი ანომალიები, პულმონარული და სისხლძარღვოვანი დარღვევები, ასციტთან დაკავშირებული სისხლდენა.

შეფუთვა :

ფლაკონი გამხსნელის ფლაკონთან ან ამპულასთან ერთად შეფუთვაში .

შენახვის პირობები:

ინახება 250C ზე დაბალ ტემპერატურაზე.

შენახვის ვადა:

24 თვე

ფოლიკულინის ზეთოვანი ხსნარი – FOLLICULINUM OLEOSA – ФОЛЛИКУЛИН МАСЛЯНЫЙ РАСТВОР

საერთაშორისო დასახელება:

ESTRONE

მწარმოებელი: BIOPHARM

მოქმედი ნივთიერება: ესტრონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბუნებრივი ფოლიკულარული ჰორმონი; ახდენს სპეციფიურ ესტროგენულ მოქმედებას

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ზეთოვანი საინექციო ხსნარი 0.05%: 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ესტრონი …….     0.5 მგ

ზეთოვანი საინექციო ხსნარი 0.1%: 1 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ

ესტრონი ……….  1 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფოლიკულინი მიეკუთვნება ქალის სასქესო ჰორმონების, კერძოდ სტეროიდული სტრუქტურის ესტროგენული პრეპარატების ჯგუფს. ფოლიკულინი (ესტრონი) წარმოადგენს ბუნებრივ ფოლიკულურ ჰორმონს, რომლის გამომუშავება საკვერცხეებში იწყება სქესობრივი მომწიფების პერიოდში და გრძელდება კლიმაქსის პერიოდამდე. ფოლიკულინი ყვითელი სხეულის ჰორმონთან ერთად არეგულირებს მენსტრუალურ ციკლს და მონაწილეობს რეპროდუქციულ ფუნქციაში. პრეპარატი ხასიათდება სპეციფიკური მოქმედებით: იგი იწვევს ენდომეტრიუმის პროლიფერაციას, ასტიმულირებს საშვილოსნოს და ქალის მეორადი სასქესო ნიშნების განვითარებას მათი განუვითარებლობის დროს, ამცირებს და ხელს უშლის ქალის ორგანიზმში კლიმაქსის პერიოდში ან გინეკოლოგიური ოპერაციების შემდეგ სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობით გამოწვეულ სხვადასხვა დარღვევების განვითარებას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად აღწევს ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილებში, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლების ქსოვილში, საშვილოსნოში, საშოში, ჰიპოთალამუსში და ჰიპოფიზში; მის მიმართ მაღალი მგრძნობელობით ხასიათდება აგრეთვე ცხიმოვანი ქსოვილი.

მიღებული პრეპარატის 50%-დან 80%-მდე უკავშირდება პლაზმის ცილებს.

მეტაბოლიზმი:

ფოლიკულინი მეტაბოლიზდება ძირითადად ღვიძლში, მისი მეტაბოლიზმი შესაძლებელია აგრეთვე კუნთებში, თირკმელებში, სათესლებში.

გამოყოფა:

ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, პრეპარატის უმნიშვნელო რაოდენობა გამოიყოფა ფეკალურ მასასთან ერთად.

ჩვენება:

ფილიკულინს იყენებენ საკვერცხეების ფუნქციის უკმარისობით (პირველადი და მეორადი ამენორეა, სასქესო აპარატის ჰიპოპლაზიის და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობის, კლიმაქსური და პოსტკასტრაციული დარღვევების, საკვერცხეების ესტროგენული ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული უნაყოფობის, მშობიარობის შესუსტების, წინამდებარე ორსულობით გამოწვეული მდგომარეობების დროს და სხვა).

პრეპარატს იყენებენ აგრეთვე ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ კლიმაქსის პერიოდში, ზოგჯერ-პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმების დროს.

დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. ფოლიკულინს იყენებენ კუნთებში ინექციის სახით.

სასქესო ორგანოების და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობით მიმდინარე პირველადი ამენორეის დროს კუნთებში შეჰყავთ 1-2მლ პრეპარატი ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით 1-2 თვის და მეტი ხნის განმავლობაში (საშვილოსნოს ზომების მნიშვნელოვნად მომატებამდე). შემდგომში ინიშნება პროგესტერონი (5მგ კუნთებში ერთხელ დღეღამეში 6-8 დღეღამის განმავლობაში). აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჰორმონოთერაპიის კურსიის განმეორება.

მეორადი ამენორეის დროს 15-16 დღეღამის განმავლობაში შეჰყავთ (ყოველდღიურად) 1მლ პრეპარატი, პროგესტერონის ან პრეგნინის შემდგომი დანიშვნით 6-8 დღეღამის განმავლობაში. მყარი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ.

საკვერცხეების ჰიპოფუნქციით და საშვილოსნოს განუვითარებლობით გამოწვეული ჰიპო- და ოლიგომენორეის, ალგოდისმენორეის, უნაყოფობის დროს ფოლიკულინს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დამთავრების შემდეგ: ყოველდღიურად შეჰყავთ 0,5-1მლ 15-16 დღეღამის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ჩვენებების მიხედვით, ინიშნება პროგესტერონი ან პრეგნინი 6-8 დღეღამის განმავლობაში. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია იგივე ვადებში მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ.

სასქესო აპარატის ძლიერი ჰიპოპლაზიის და ესტროგენებით ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობის დროს მეტად მნიშვნელოვანია პროლონგირებული ტიპის მოქმედების მქონე პრეპარატების დანიშვნა.

კლიმაქსით და ოვარიექტომიით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების დროს (დეპრესია, ანგიონევროზული ცვლილებები და სხვა) შეჰყავთ 0,5-1მლ პრეპარატი ერთხელ დღეღამეში ან 1-2 დღეღამის ინტერვალით 10-15 ინექციის კურსით.  სიმპტომების კვლავ წარმოშობის შემდეგ საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება.

კლიმაქსური პერიოდის ფაზის  და სიმპტომატიკის მიხედვით საჭიროა დოზების მკაცრად ინდივიდუალურად შერჩევა (აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზების შერჩევა).

მშობიარობის პროცესის სისუსტის  და წინამდებარე ორსულობის დროს ფოლიკულინი შეჰყავთ 2-3სთ-ით ადრე მშობიარობის მასტიმულირებელ პრეპარატების შეყვანამდე (4-5მლ).

წინააღმდეგჩვენება:

* სასქესო ორგანოების, სარძევე ჯირკვლების და სხვა ორგანოების (60 წლამდე ასაკის ქალებში) ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მასტოპათიები, ენდომეტრიტი, საშვილოსნოდან სისხლდენების მიმართ მიდრეკილება, კლიმაქსის პერიოდის ჰიპერესტროგენული ფაზა.

გვერდითი მოვლენები:

ფოლიკულინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ენდომეტრიუმში პროლიფერაციულ ცვლილებებს და საშვილოსნოდან სისხლდენებს.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:

ესტრონის კომბინაცია კალციუმის პრეპარატებთან, კორტიკოსტეროიდებთან, ციკლოსპორინთან იწვევს პრეპარატის შეწოვის, განაწილების და გამოყოფის პროცესების დარღვევას.

სიფრთხილე:

ორსულობა და ლაქტაცია: ესტრონის გამოყენება ოსულობის დროს და ორსულობის შემდგომ პერიოდში რეკომენდებული არ არის.

ესტრონი გადადის დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში საჭიროა ძუძუთი კვების შეწყვეტა.

პრეპარატის გამოყენება პედიატრიულ პრაქტიკაში: ძვლოვანი სისტემის განვითარების დარღვევის გამო საჭიროა ბავშვებში და მოზარდებში ესტრონის განსაკუთრებული სიფრთხილით გამოყენება.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ესტრონის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს საშვილოსნოდან სისხლდენებს.

მკურნალობა: სიმპტომატური.

შენახვის ვადა:

5 წელი

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

პრეპარატის გაყინვა ნებადართული არ არის. კრისტალების წარმოქმნის შემთხვევაში ინექციის წინ ამპულის შიგთავსს აცხელებენ წყლის აბაზანაზე 15-20წ-ის განმავლობაში. კრისტალების გაქრობისას და გამჭვირვალე ხსნარის შემთხვევაში, როდესაც +36- +38°C-მდე გაცივებისას კრისტალების გამოლექვას არა აქვს ადგილი, პრეპარატი გამოყენებისათვის ვარგისია.

ფოლიბერი – FOLIBER – ФОЛИБЕР

მწარმოებელი:

ITALFARMACO, Sp.A.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 ტაბ.

ფოლიუმის მჟავა(ვიტამინი BC) ……………… 400მკგ

ციანკობალამინი (B12) …………………………….. 2 მკგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბოქსისახამებელი A ტიპის, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტრინატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, მალტოდექსტრინი.

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა იწვევს უჯრედის დნმ–ის სინთეზის დარღვევას, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ქრომოსომის რეპლიკაციაში და დაყოფაში. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ტეტრაჰიდროფოლატის ფორმით ფოლიუმის მჟავის მონაწილეობით ნუკლეინის მჟავების სინთეზში და უჯრედის გაყოფაში, ასევე კოენზიმის ფორმით პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, რაც ხდის მას მნიშვნელოვანს ცნს–ის ფორმირებაში, რომელიც ადამიანის ჩანასახში  ვითარდება განაყოფიერებიდან მე–15 –28 დღეზე. 5–მეთილტეტრაჰიდროფოლატის ტეტრაჰიდროფოლატად გარდაქმნა ორგანიზმში შეიძლება მოხდეს მხოლოდ ჰომოცისტეინზე მეთილური ჯგუფის მიერთებით მეთიონინის წარმოქმნით მეთიონინესთერაზის მონაწილეობით.

ამ პროცესში ვიტამინი B12 მონაწილეობს ლიმიტირებული კოფაქტორის სახით, ამიტომ ვიტამინი B12 უკმარისობა  ანალოგიურია ფოლიუმის მჟავის არასაკმარისი აქტიობით გამოწვეული ეფექტის. ვიტამინი B12 მონაწილეობს ასევე ფოლიუმის მჟავის  უჯრედის მიერ ჩაჭერაში, ამიტომ როცა უჯრედი განიცდის ვიტამინი B12 პირველად დეფიციტს, ის ასევე განიცდის ფოლატის დეფიციტსაც.

პრეპარატ ფოლიბერის ფარმაკოლოგიური მოქმედება მდგომარეობს ასევე იმაში, რომ მისი გამოყენება საშუალებას იძლევა გადაილახოს მეტაბოლური ბლოკადა;  მეტაბოლური ბლოკადის სპეცფიკური ბუნება მდგომარეობს შეუცვლელი ამინომჟავის მეთიონინის მეტაბოლიზმში, რომლის დროსაც ფოლატი და ვიტამინი B12 წარმოადგენენ მთავარ ელემენტებს, რამდენადაც ისინი პასუხისმგებლები არიან განმეორებით მეთლირებაზე ჰომოცისტეინისა მეთიონინში. 400მკგ ფოლის მჟავა წარმოადგენს მინიმალურ ეფექტურ სადღეღამისო დოზას, რომელიც რეკომენდებულია დავადებათა პროფილაქტიკის ცენტრების მიერ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია) ჯანმრთლი ქალებისათვის დამტებით სადღეღამისო მოთხოვნილებაზე  რათა არიდებული იქნას ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტი.

ვიტამინი B12 მოხმარების სადღეღამისო ნორმა შეადგენს 2 მკგ–ს.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა:

ფოლიუმის მჟავა სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში, განიცდის აღდგენას და მეთილირებას 5–მეთილტეტრაჰიდროფოლატამდე, რომელიც პორტალურ სისხლის მიმოქცევაშია. Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება 30–60 წთ–ის შემდეგ. ასევე ვიტამინი B12 შეიწოვება მისი ურთიერთქმედების შემდეგ კუჭში „კასლის შინაგან ფაქტორთან“, გლიკოპროტეინთან, რომელიც სეკრეტირდება კუჭის პარიეტარული უჯრედების მიერ. Cmax პლაზმაში აღინიშნება 8–12 სთ–ის შემდეგ. როგორც ფოლიუმის მჟავის შემთხვევაში ვიტამინი B12 განიცდის მნიშვნელოვან ნაწლავ–ღვიძლის რეცირკულაციას.

განაწილება:

ვიტამინი B12 და მისი მეტაბოლიტი 5–მეთილტეტრაჰიდროფოლატი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ჭარბი რაოდენობა გროვდება ღვიძლში. ვიტამინი B12 გადის პლაცენტაში. ვიტამინი B12 და ფოლატი ექსკრეტირდება ქალის რძეში.

გამოყოფა:

ყოველდღიურად 4–5 მკგ ფოლატი გამოიყოფა შარდთან ფოლის მჟავის სახით, 10–ფორმილტეტრაჰიდროფოლატის და 5–მეთილტეტრაჰიდროფოლატის ფორმით. საშუალო T1/2 ვიტამინი B12 –თვის შეადგენს საშუალოდ 6 დღეს. შეყვანილი დოზის ნაწილი გამოიყოფა შარდით პირველ 8 სთ–ში, თუმცა დიდი ნაწილი გამოიყოფა ნაღვლით. 25% გამოიყოფა განავლით.

ჩვენებები:

  • ფოლის მჟავისა და ვიტამინი B12 დეფიციტის საპროფილაქტიკოდ სამშობიარო ასაკის ქალებში დაგეგმილი ორსულობის ეტაპზე (არა ნაკლებ 1 თვე ჩასახვამდე);
  • ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფში ნერვული მილის დეფექტის განვითარების პროფილაქტიკისათვის;

დოზირება:

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია თითო ტაბლეტი დღეში , ჭამამდე.

გვერდითი ეფექტები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მრძნობელობა;

* სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა რომელთაც დარღვეული აქვთ გლუკოზის ან გალაქტოზის შეწოვა, გალაქტოზემია ან ლაქტაზის უკმარისობა, რამდენადაც პრეპარატი შეიცავს 23 მგ ლაქტოზას 1 ტაბლეტში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარატი მიიღება ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:

ფოლიბერი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვასა და პოტენციურად საშიშ მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:

არ არსებობს მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფოლიბერი მიღება რეკომენდებული არ არის მეტოტრექსატთან, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოქმედებს ანტაგონისტის სახით ფოლის მჟავასთან, ინჰიბირებას უკეთებს ჰიდროფოლატრედუქტაზას.

ფოლიბერის ანტიეფილეფსიურ პრეპარატებთან ერთდ მიღებისას ჰიდანტოინის ჯგუფიდან  შესაძლებელია ამ უკანასკნელის ეფექტის შემცირება.

ათიაქიდან გაცემა:

ნებადართული რეცეპტის გარეშე გაცემა.

შენახვის პირობები:

პრეპარატის შენახვა რეკომენდებულია მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 2 წელი.

ფოზიტონი – FOZITON – ФОЗИТОН

მწარმოებელი: FISIOPHARMA S.r.l., იტალია

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

5 გ ფხვნილი შიცავს:

აქტიური ნივთიერება: D– ფრუქტოზო – 1,6 დიფოსფატის ტრინატრიუმის მარილი 5 გ (სტერილური ფხვნილი, ექვივალენტური 3,75 გ ფრუქტოზო – 1,6 დიფოსფორის მჟავის).

გამხსნელი: წყალი ინექციისთვის 50 მლ.

პრეპარატის ყოველი შეფუთვა შეიცავს:

ფლაკონი, 5 გ D– ფრუქტოზო – 1,6 დიფოსფატი ტრინატრიუმის მარილის ლიოფილიზირებული ფხვნილი;

ფალაკონი, 50მლ სტერილური აპიროგენული, საინექციო წყალი გამხსნელის სახით;

სისტემა ხსნარის ექსტემპორალურად მოსამზადებლად და ვენაში შესაყვანად.

კლინიკო–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გულ–სისხლძრღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატი. კარდიოტონული საშუალება.

ფარმაკოკინეტიკა:

ფოზიტონი კონცენტრაციამ პლაზმაში, 250მგ/კგ დოზით შეყვანიდან 5 წთ–ის  შემდეგ შეადგინა 770მგ/ლ. ინფუზიის დამთავრებიდან 80წთ–ის შემდეგ არ ისაზღვრებოდა. პრეპარატის პლაზმიდან გაქრობა შედეგია მისი გავრცელებით ქსოვილებში და  არაორგანულ ფოსფატამდე და ფრუქტოზამდე ერითროციტარული და პლაზმური ფოსფატაზით ჰიდროლიზით.

ფარმაკოდინამიკა:

პრეპარატის მოქმედების ძრითდი მექანიზმი – იმ უჯრედების კედლებთან ურთიერთქმედება, რომელიც ხასითდება ფოსფორფრუქტოკინაზის, პირუვატკინაზის და ლაქტატკინაზის სტიმულაციური აქტიობით და საბოლოო ჯამში შიგაუჯრედული მაღალენერგეტიკული ფოსფატური აუზის (მარაგის) გაზრდით. პრეპარატის შიგაუჯრედული კონცენტრაცია ვარირებს უჯრედის „სპეციალიზაციის“ მიხედვით. ადამიანის ერთროციტებში პრეპარატის კონცენტრაცია შეადგენს 6–10მგ/ლ უჯრედზე.

ურთიერთქმედება უჯრედის ზედაპირთან ვლინდება ასევე კალიუმის გაძლიერებეული დიფუზიის სახით უჯრედის შიგნით. პრეპარატი ეწინააღმდეგება ჰიპერკალიემიის უარყოფით შდეგებს, ეწინააღმდეგება ადენოზინტრიფოსფატის მარაგის გულის კუნთში შემცირებას და ინარჩუნებს გულის მოქმედებას, იცავს გაჩერებისგან.

ინარჩუნებს რა ატფ–ის და კრეატინფოსფატის მარაგს გულის იშემიისას. პრეპარატი უზრუნველყოფს კარდიორესპირატორულ რეანიმაციას, შემოსაზღვრავს ნეკროზის ზონას, გამოწვეულს კორონარული არტერიის მწვავე ოკლუზიით; იწვევს სასურველ კარდიოცირკულატორულ ეფექტს და აუმჯობესებს ჰემოდინამიკას მიოკარდის ფართო ინფარქტისას, განსაკუთრებით ადრეულ სტადიაზე.

ფოზიტონი ახდენს მნიშვნელოვან პროტექტურ აქტიობას ჰემორაგიული და ტრავმატული შოკისას; ფოზიტონი ავლენს აგრეთვე პროტექტულ ეფექტს თავის ტვინის ქსოვილზე, აქვეითებს ჰიპოქსიური სტრესის შედეგებს.

ავადმყოფებში გულის ქრონიკული იშემიური დაავადებით ფოზიტონი აუმჯობესებს გულის შრომისუნარიანობას და ფუნქციას დატვირთვისას; აქვეითებს ციტოსტატიკების ტოქსიური ზემოქმედებით გამოწვეულ  ბიოქიმიურ და ელექტროკარდიოგრაფიულ გამოვლენას გულზე. ფოზიტონი აჩქარებს გული მოქმედების აღდგენას ხანგრძლივი იშემიური კარდიოპლეგიის შემდეგ.

დადგენილი, რომ ფოზიტონი იცავს ღვიძლს და თირკმელებს იშემიისგან და ფუნქციონალური და ორგანული დაზიანებისაგან, გამოწვეულს პოსტ–იშემიური რეპარფუზიით.

ფოზიტონი აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ მაჩვენებელს პაციენტებში, რომლებთაც აქვთ პერიფერიული სისხლძრღვების დაავადება. სისხლის მრავალჯერადი გადასხმისას ფოზიტონი ზრდის შიგაერთროციტარულ ენერგეტიკულ მარაგს, ამცირებს გადასხმულ პლაზმაში კალიუმის კონცენტრაციას, აღადგენს უჯრედის შიგნით კალიუმისა და ნატრიუმის კონცენტრაციულ თანაფარდობას, აუმჯობესებს ერთროციტების ელასტიურობას და ჰემოლიტურ რეზისტენტობას.

ფოზიტონი შესაძლებელი სასრგებლო იყოს მოზრდილთა რესპირატორული დისტრეს–სინდრომის მკურნალობისას. ამ სინდრომის დროს ფოზიტონი ხელს უწყობს ფილტვების მაკროვასკულარულ დაზიანების შემცირებას პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული ჰისტამინის დათრგუნვის გზით და იცავს თავისუფალი ჟანგბადოვანი რადიკალების წარმოქმნისაგან (პერეკისული და სუპეროქსიდული) ნეიტროფილებში.

გარდა ამისა, ფოზიტონი დადებითად მოქმედებს აზოტურ ბალანსზე და მონაწილეობს გლუკოზის უტილიზაციაში საერთო პარენტერალური კვებისას.

ჩვენებები:

  • მიოკარდის მწვავე ინფარქტი;
  • შოკური მდგომარეობა;
  • გულის ქრონიკული უკმარისობა;
  • მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემია;
  • სხვადასხვა ლოკალიზაციას იშემია (მათ შრის ქვედა კიდურების მძიმე იშემია);
  • ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე დარღვევა;
  • ჰიპოფოსფატემია, გამოწვეული მეტაბოლიზმის დარღვევით;
  • მასიური ტრანსფუზიისას გამო დიფოსფოტგლიცერატის მარაგის ამოწურვისას და გულზე ოპერაციის დროს ექსტრაკორპორალური სისხლისმიმოქცევისას;
  • სპორტულ მედიცინაში ინტენსიური დატვირთვისას დაკარგული ენერგიის აღსადგენად;
  • ფიზიკური დატვირვთვის სინდრომის საპროფილაქტიკოდ, ექსტრემალური ფიზიკური დატვირთვისას ადაპტაციის გასაუმჯობესებლად.

დოზირების რეჟიმი:

განკუთვნილი მხოლოდ ინტრავენური შეყვანისათვის.

სწრაფი ინტრავენური გადასხმისას (დაახლოებით 1გ/წთ სიჩქარით, რაც შეესაბამება სიჩქარეს 10მლ/წთ) 5გ ფხვნილს ხსნიან 50მლ თავისივე გამხსნელში 10% ხსნარის მისაღებად. რეკომენდირებული სადღეღამისო დოზა და მკურნალობის ხანგრძლიობა განისაზღვრება მდგომარეობის სიმძიმით. მწვავე მდგომარეობისას პრეპარატი ჩვეულებრივ შეყავთ ანგარიშით 125–175 მგ/კგ (შეესაბამება 2 ფლაკონს დღეღამეში, მაქსიმალური დოზა 250 მგ/კგ. უფრო მაღალი დოზის გამოყენების აუცილებლობისას რეკომენდებულია საერთო სადღეღამისო დოზა გაიყოს 2 შეყვანაზე.

ქრონიკული მდგომარეობისას – 75მგ–დან 160მგ–მდე ფხვნილი კგ სხეულის მასაზე (შეესაბამება 1–2 ფლაკონს დღეში).

მიოკარდის ინტრაოპერაციული იშემიისას პეპარატს უმატებენ კარდიოპლეგიური ხსნარის შემადგენლობაში უშუალოდ შეყვანის წინ.

რეკომენდებულია ინფუზიის პროფილაქტიკური კურსის ჩატარება 1 ფლაკონი დღეღამეში 3–5 დღის მანძილზე, ქირურგიული ჩარევის წინ, და 1–2 დღის მანძლზე ოპერაციის შემდეგ.

ჰიპოფოსფატემიის სამკურნალოდ დანიშნული დოზა დამოკიდებული უნდა იყოს დეფიციტის გამოხატულებაზე ფოსფორის სიჭარბის ასარიდებლად.

ბავშვებში დოზირება განისაზღვრება სხეულის წონის მიხედვით.

ყურადღება!

მომზადებული ხსნარი შეიძლება მხოლოდ ერთხელ იქნას გამოყენებული. დარჩენილი ნაწილი უნდა გადაიღვაროს.

გვერდითი მოქმედება:

ძალიან იშვიათდ სხვადასხვა სიმძიმის ალერგიული რეაქცია;

10მლ/წთ სიჩქარით გადასხმისას შესაძლებელია სახის სიწითლე, გახშირებული გულისცემა, კიდურების თითების დაბუჟება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ჰიპერფოსფატემია;

* თირკმლის უკმარისობა.

განსაკუთრებული მითითებები:

როცა კრეატინინის კლირენსი

მცირე ასაკის ბავშვებში პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ აუცილებლობისას მკაცრი სამედიცინო კონტროლით.

გავლენა ავტოტრანსპორტის მართვასა და პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებაზე:

არ ახდენს გავლენას.

სიფრთხილე:

ხსნარის კანქვეშ მოხვედრისას შესაძლებელია ზომიერი ლოკალური ტკივილი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის მესამე ტრიმესტრში პრეპარატით მკურნალობისას არავითარი გვერდითი ეფექტი არ იქნა გამოვლენილი.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების სიმპტომები არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფოზიტონის სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ იქნა დაფიქსირებული.

შეთავსებადობა: არ შეიძლება პრეპარატის იმ წამლებთან შერევა, რომელებიც არ იხსნება pH 5,5-ის დროს, ასევე კალციუმის მარილების ტუტოვან ხსნართნ.

ფლუცინარი გელი – FLUCINAR GEL – ФЛУЦИНАР ГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

FLUOCINOLONE ACETONIDE

მწარმოებელი: Pharmaceutical Company jelfa S. A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი 0.025%: ტუბში 15 გ

1 გ

ფლუოცინოლონის აცეტონიდი …….  0.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, ეტანოლი, ლიმონის მჟავა, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, კარბაპოლ 940, ტრიეტანოლამინი, გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია ძლიერი, ადგილობრივი ანთების საწინააღმდეგო ანტიექსუდაციური, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. ფლუცინარი გელი თრგუნავს უჯრედების სწორ გამრავლებას, რის გამოც იგი გამოიყენება კელოიდების და ფსორიაზის სამკურნალოდ. გელის ფუძე კარგად აბსორბირდება. არ აჭუჭყიანებს ტანსაცმელს.

პრეპარატის გელის სახით გამოყენება განსაკუთრებით მისაღებია თმის საფარით დაფარული კანის სამკურნალოდ და ავადმყოფებში, რომლებსაც ახასიათებს ცუდი ტოლერანტობა მალამოს და კრემის ფუძის მიმართ.

ჩვენებები:

  • თავის თმიანი ნაწილის ფსორიაზი;
  • სებორეული დერმატიტი, განსაკუთრებით თმით დაფარული კანის;
  • ბრტყელი ლიქენი თანმხლები ძლიერი ქავილით;
  • პრურიგო;

პრეპარატის გელის სახით გამოყენება განსაკუთრებით მისაღებია თმის საფარით დაფარული კანის სამკურნალოდ და ავადმყოფებში, რომლებსაც ახასიათებს ცუდი ტოლერანტობა მალამოს და კრემის ფუძის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

• პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად, 1-2-ჯერ დღეში.

• ფსორიაზის დროს გამოიყენება საფენი, რომელიც ატარებს ჰაერს. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია არა უმეტეს 1-2 კვირისა.

• სახის კანზე პრეპარატი გამოიყენება 1 კვირის განმავლობაში.

• თუ საჭირო არ არის, დღეში დაიტანება არა უმეტეს 2 გ გელი.

• ფლუცინარი გელი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში. სიფრთხილით გამოიყენება ბავშვებში 2 წლის ასაკის ზევით: ერთხელ დღეში კანის მცირე უბანზე.

გვერდითი მოვლენები:

ფლუცინარ გელის ხანმოკლე დროით გამოყენების დროს გვერდითი მოვლენები არ ვითარდება.

♦ პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენების დროს შესაძლებელია განვითარდეს: ფერიმჭამელები, პოსტსტეროიდული სისხლძარღვოვანი პურპურა, ეპიდერმისის ზრდის დათრგუნვა, კანქვეშა უჯრედისის ატროფია, კანის სიმშრალე, მომატებული გათმიანება, ან ალოპეცია, მელანოდერმია, ან კანის გაუფერულება, კანის ატროფია და ტელეანგიექტაზიები, პერიორალური დერმატიტი, ფოლიკულიტი, კანის მეორადი ინფექციური დაზიანება. ხანდახან შესაძლებელია განვითარდეს ურტიკარია, ან პაპულომაკულოზური გამონაყარი.

♦ ოკლუზიური საფენის გამოყენების დროს შესაძლებელია განვითარდეს სისტემური გვერდითი მოვლენები: შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, იმუნოდეპრესიული ეფექტი.

♦ პრეპარატის გამოყენების დროს ქუთუთოებზე შეიძლება განვითარდეს გლაუკომა, ან კატარაქტა.

უკუჩვენებები:

* კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, ჭრილობები კანზე, კანის სიმსივნეები ან კიბოსწინა მდგომარეობები, ვარდისფერი და ვულგარული ფერიმჭამელები, პერიორალური დერმატიტი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

* არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცი:

პრეპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მაშინ, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.

ფლუცინარი გელი არ ინიშნება ორსულობის I ტრიმესტრში.

არ არის დადგენილი გადადის თუ არა ჰორმონი დედის რძეში. თუმცა საჭიროა სიფრთხილე მისი დანიშვნის დროს მეძუძურ ქალებში. მათში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მხოლოდ ხანმოკლე დროის განმავლობაში და კანის მცირე უბანზე.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება სარძევე ჯირკვლებზე.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ დაუშვებელია პრეპარატის ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამოიყენება სახის კანზე. ვინაიდან შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება,

◄ ასევე შემდეგი გვერდითი მოვლენების: პერიფერიული შეშუპება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერგლიკემია, იმუნოდეპრესიული ეფექტი. კანზე მეორადი ინფექციის განვითარების დროს საჭიროა ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მკურნალობის ჩატარება.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გლაუკომით და კატარაქტით. ვინაიდან შესაძლებელია დაავადების სიმპტომების გაძლიერება.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება სახის კანზე, ვინაიდან მატულობს პრეპარატის შეწოვა და იზრდება გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მისი ხანმოკლე დროით გამოყენების დროსაც: ტელეანგიექტაზიები, კანის ატროფია, პერორალური დერმატიტი, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში კანის არსებული ატროფიული ცვლილებებით, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.

ყურადღება!

გლუკოკორტიკოსტეროიდების გამოყენებისას დაუშვებელია ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება. ასევე არ შეიძლება სხვა იმუნიზაციის ჩატარება, ვინაიდან გლუკოკორტიკოსტეროიდებს გააჩნია იმუნოდეპრესიული თვისებები.

◄ კანის ძლიერი გამოშრობის შემთხვევაში და მისი დაჭიმვის დროს საჭიროა კანზე 5% სალიცილის ზეთის წასმა.

პრეპარატის ზემოქმედება ყურადღების კონცენტრაციაზე:

პრეპარატი არ ზღუდავს ფსიქო-ფიზიკურ აქტივობას, არ მოქმედებს ავტოტრანსპორტის მართვის უნარზე და მექანიზმებთან მუშაობაზე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გაყინვა.

ფლუცინარი N – FLUCINAR N – ФЛУЦИНАР N

საერთაშორისო დასახელება:

FLUOCINOLONE ACETONIDE; NEOMYCIN

მწარმოებელი: Pharmaceutical Company JELFA S. A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი+ნეომიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 15 გ

1 გ

ფლუოცინოლონის აცეტონიდი ……     0.25 მგ

ნეომიცინის სულფატი ……………….    5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, თხევადი პარაფინი, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მალამო შეიცავს ფლუოცინოლონის აცეტონიდს, გლუკოკორტიკოსტეროიდს, რომელსაც გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, ასევე ანტიბიოტიკ ნეომიცინს, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჩვენებები:

  • ეგზემის სხვადასხვა ფორმები, ფსორიაზი, კანის სებორეული ანთება, ბრტყელი ლიქენი, ჟილბერის ვარდისფერი ლიქენი.
  • მწვავე ეგზომატოზური მდგომარეობები, გართულებული მეორადი ბაქტერიული ინფექციით. ვინაიდან კრემს გააჩნია ფუძე მააბსორბირებელი თვისებებით, იგი აჩქარებს გამოშრობის პროცესს ექსუდაციური ცვლილებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად 2-3-ჯერ დღეში. ქრონიკული პროცესების და ისეთი მდგომარეობის დროს, რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას;

მალამო და კრემი გამოიყენება ოკლუზიური საფენის სახით.

უკუჩვენებები:

კანის ბაქტერიული, სოკოვანი, ვირუსული, ჩირქოვანი და ტუბერკულოზური ინფექციები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ფლუცინარი – FLUCINAR – ФЛУЦИНАР

საერთაშორისო დასახელება:

FLUOCINOLONE ACETONIDE

მწარმოებელი: PHARMACEUTICAL Company

JELFA S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ფლუოცინოლონის აცეტონიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გლუკოკორტიკოიდული საშუალება გარეგანი გამოყენებისათვის.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო 0.025%: ტუბში 15 გ

1 გ

ფლუოცინოლონის აცეტონიდი ………. 0.25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

პროპილენგლიკოლი, ლიმონის მჟავა, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დერმატოლოგიური პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება, ფლუცინარის მოქმედება უფრო ძლიერია, ვიდრე ჰიდროკორტიზონის.

ჩვენებები:

ალერგიული წარმოშობის მწვავე და მძიმე ანთებითი მდგომარეობები, რომელთა მკურნალობა სხვა სტეროიდული საშუალებებით არაეფექტურია;

  • ქრონიკული ფსორიაზი;
  • დისემინირებული წითელი მგლურა;
  • მულტიფორმული ერითემა;
  • ბრტყელი ლიქენი თანმხლები ძლიერი ქავილით, ან ლოკალიზებული ფრჩხილზე;
  • ეგზემა ლიქენიფიკაციით;
  • სებორეული დერმატიტი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად, მისი გამოყენების სიხშირე და წესი დგინდება ექიმის მიერ.

ჩვეულებრივად ინიშნება: მალამოთი გაჟღენთილი საფენი თავსდება კანის დაზიანებულ უბნებზე, ან უშუალოდ კანზე დაიტანება მალამოს თხელი ფენა. პრეპარატი ინიშნება 2-3-ჯერ დღეში. ფსორიაზის დროს გამოიყენება ოკლუზიური საფენი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კანის ზედაპირს.

ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მიღებულ შედეგებზე.  პრეპარატის გამოყენება დასაშვებია არა უმეტეს 3-4 კვირისა.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება თრგუნავს ეპიდერმისის ზრდას, იწვევს კანქვეშა უჯრედისის ატროფიას, სტრიების გაჩენას.

შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გაჩენა: კანის ჰიპერემია, ჰიპერკერატოზი, კანის შეხორცების შეფერხება, სისხლჩაქცევები კანზე, აღნიშნული მოვლენების განვითარების დროს საჭიროა ექიმის ინფორმირება.

პრეპარატით მკურნალობა წყდება კანის მწვავე გაღიზიანების დროს.

უკუჩვენებები:

* კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, კანის საფარის სიმსივნეები, ან კიბოსწინა მდგომარეობები, ვარდისფერი და ვულგარული ფერიმჭამელები, ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

* არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულებში, განსაკუთრებით ხანგრძლივად და კანის დიდ უბანზე.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ დაუშვებელია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება სახის კანზე, ვინაიდან შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.

◄ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გლაუკომით და კატარაქტით.

◄ ფლუცინარი მალამო ბავშვებში ინიშნება მხოლოდ გამონაკლისის სახით, სიფრთხილით, ხანმოკლე დროის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

ფლუქოლდი ჩაი – FLUCOLD TEA – ФЛУКОЛД ЧАЙ

სავაჭრო  დასახელება: ფლუქოლდი

საერთაშორისო   დასახელება:

პარაცეტამოლი   BR.F                                          750მგ

ფენილეფრინის  ჰიდროქლორიდი   BR.F               10 მგ

ასკორბინის  მჟავა (ვიტამინი  C )  BR.F                  60 მგ

წამლის  ფორმა:

ფხვნილი  პაკეტებში   (პაკეტი ), ცხელი  სასმელის  მოსამზადებლად.

1 პაკეტი  შეიცავს  5  გრ  ფხვნილს,  რომელშიც  არის   750 მგ   პარაცეტამოლი,  10 მგ  ფენილეფრინ  ჰიდროქლორიდი,  60 მგ  ასკრბინის  მჟავა.

დამხმარე  ნივთიერებები: სახამებელი,  ასპარტამი, კალციუმის  გლუკონატი,  ლიმონის  მჟავა,  ლიმონის  არომატიზატორი,  ლაქტოზა,  ყვითელი  საღებავი  „სანსეტ  FSF“.

ფლუქოლდი  ფხვნილი,  ლიმონის  დამახასიათებელი  სუნით, სასმელი  ხსნარის  მოსამზადელად, მიეკუთვნება  ტკივილდამაყუჩებელ,  არანარკოტიკულ  საშუალებებს. გააჩნია ტკივილდამაყუჩებელი, სიცხის დამწევი  და  ანთების  საწინააღმდეგო  მოქმედება. ფენილეფრინის  ჰიდროქლორიდი  თავიდან  გაცილებთ  ცხვირის  დაცობას. პრეპარატის  შემადგენლობაში  შემავალი  ასკორბინის  მჟავა  წარმოადგენს  ვიტამინს,  რომელიც  ზრდის  ორგანიზმის  წინააღმდეგობას  გრიპის  და  მწვავე  რესპირატორულ- ვირუსული  ინფექციებისას.

ჩვენებები:

ფლუქოლდი  გამოიყენება  მოზრდილებსა  და  ბავშვებში  12   წლის  ზემოთ   სხეულის  მომატებული  ტემპერატურისას,  გაციებისას  (გრიპი, მწვავე  რესპირატორულ-ვირუსული  ინფექციები)  და  სხვა  ინფექციურ-ანთებითი   დაავადებებისას. ასევე  მსუბუქად  ან  ზომიერად  გამოხატული  ტკივილის  სინდრომისას  (თავის, კბილის  ტკივილი, ტკივილი  კბილების  ამოჭრისას,  ყელის  ტკივილი, ნევრალგია,  მიალგია.)

წინააღმდეგჩვენებები:

მომატებული  მგრძნობელობა  პარაცეტამოლისადმი  და  პრეპარატის  სხვა  შემადგენელი  კომპონენტებისადმი.  ღვიძლის,  ან  თირკმელების  ფუნქციის  გამოხატული  დარღვევები.

გლუკოზა-6-ფოსფატ  დიჰიდროგენეზას  გენეტიკური  არარსებობა. სისხლის  დაავადებები. პრეპარატის  გამოყენება  ორსულობის  და  ლაქტაციის  დროს  არ  არის  ბოლომდე  დადგენილი  და  მისი  გამოყენების  აუცილებლობის  შემთხვევაში  საჭიროა  ექიმის  კონსულტაცია.

გაფრთხილება:

არ  შეიძლება  ერთდროულად  პარაცეტამოლის  შემცველი  სხვა  პრეპარატების  მიღება,  ასევე  სხვა  არანარკოტიკული  ანალგეზიურების  და  ანთების  მჟავა,  იბუპროფენი  და   ა.შ.)   მიღება.   სხვა  სამკურნალო  საშუალებების  გამოყენება  ფლუკოლდთან  ერთად  შეთანხმებული  უნდა  იყოს ექიმთან.

სიფრთხილით  და  ექიმის  მეთვალყურეობით   გამოიყენება  პაციენტებში  ღვიძლის, ან  თირკმელების  ფუნქციის  დარღვევით   ჟირბერის  სინდრომისას (კონსტიტუციური  ჰიპერბილიტუბინემია.)

პრეპარატის  ხანგრძლივი   (5  დღეზე  მეტი )  გამოყენებისას  აუცილებელია  პერიფერიული  სისხლის  სურათის  და  მკურნალობის  ფუნქციური  მდგომარეობის   კონტროლი.

ღვიძლის  ტოქსიკური  დაზიანების  თავიდან  ასაცილებლად  ფლუკოლდთან  ერთად  არ  მიიღოთ  ალკოჰოლური  სასმელები, ასევე  არ  უნდა  დაინიშნოს პირებში,  რომლებიც  ქრონიკულად  მოიხმარენ  ალკოჰოლს.

მწვავე   მოწამვლის  ნიშნები    – გულისრევა,  ღებინება,  ტკივილი  კუჭში,   სიმპტომები. მძიმე  შემთხვევეში  ვითარდება  ღვიძლის  უკმარისობა  და  კომატოზური  მდგომარეობა.  პრეპარატის  მოწამვლაზე  ეჭვის  შემთხვევაში   აუცილებელია დაუყოვნებლივ  მიმართოთ  ექიმს. დაზარალებულს  უნდა  ჩაუტარდეს  კუჭის   ამორეცხვა  მოწამვლიდან პირველი  4  საათის  განმავლობაში, დაენიშნოს  ადსორბენტი.

მიღების  წესი  და  დოზირება:

მოზრდილები  და  ბავშვები  12 წელს  ზემოთ:  რეკომედებულია  დაინიშნოს  ერთი  პაკეტი  აუცილებლობისას   3-4  ჯერ  დღეღამეში,  მიღებებს  შორის  4-6   საათიანი  ინტერვალით. მაქსიმალური  სადღეღამისო  დოზა  4  პაკეტი.

მოზრდილები  და  ბავშვები  12 წელს  ზემოთ:  რეკომედებულია  დაინიშნოს  ერთი  პაკეტი  აუცილებლობისას   3-4  ჯერ  დღეღამეში,  მიღებებს  შორის  4-6   საათიანი  ინტერვალით. მაქსიმალური  სადღეღამისო  დოზა  4  პაკეტი.

ერთი  პაკეტის  შიგთავსი  გადმოყარეთ  ჭიქაში,  დაასხით  150 მლ  ცხელი  წყალი,  ან  ჩაი,  მოურიეთ  და  დალიეთ  მიღებული  ცხელი  ხსნარი. პრეპარატის  მიღება  არ  არის  რეკომენდებული  3  დღეზე  მეტი  ხნის  განმავლობაში, როგორც  ტკივილგამაყუჩებელი  საშუალებისა  ექიმის  მეთვალყურეობის  გარეშე.

გვერდითი  მოვლენები:

თერაპიული  დოზებით  პრეპარატი  ჩვეულებრივ  კარგად  გადაიტანება. ხანდახან  შესაძლებელია  გამოვლინდეს კანის  ალერგიული  რეაქციები  (ქავილი, გამონაყარი  და  ჭინჭრის  ციება).  იშვიათად   სისხლის  სისტემის  დარღვევა. დიდი  დოზებით  ხანგრძლივი  მიღებისას  შესაძლებელია  ღვიძლის  და  თირკმლის  ფუნქციის  დარღვევა.  პრეპარატის  ყველა  გვერდითი  ( უჩვეულო )  მოვლენის  შესახებ,  მათ  შორის  რაც  არ  არის  აღნიშნული  ამ  ინსტრუქციაში  შეატყობინეთ  ექიმს.

გამოშვების  ფორმა:

პაკეტები, რომელიც  შეიცავს  5 მგ  ფხვნილს. შეფუთვაში  არის  5  პაკეტი.

შენახვის  პირობები:

შეინახეთ   არაუმეტეს  25  გრადუს C  ტემპერატურისა. შეინახეთ  ბავშვებისათვის  მიუწვდომელ  ადგილას.

ვარგისიანობის  ვადა: გამოშვებიდან  3  წელი.

გაცემის  წესი: ურეცეპტოდ  (III  ჯგუფი )

წარმოებულია

„NABROS  PHARMA“

ნ.ჰ.8,   კადჟიპურა,  კჰედა,  ინდოეთი.

ფლუქოლდი სიროფი – FLUCOLD SYRUP – ФЛУКОЛД СИРОП

შემადგენლობა:

სიროფი   შეიცავს  პარაცეტამოლს   და  ქლორფენირამინ   მალეატს

ყოველი  5  მლ  შეიცავს:

პარაცეტამოლ  ბ.  ფ.                    125  მგ

ქლორფენირამინ   მალეატ  ბ.  ფ.      2   მგ

სიროფის  არომატული ფუძე   ნალექის   მასა

ფერი: ალისფერი     4R

ჩვენება:  გაცივების  და  გრიპის  სამკურნალოდ, ტკივილის  და  ცხელების  შესამსუბუქებლად.

გაცივების  პირველი  ნიშნებისას   მიიღეთ  ფლუქოლდის  სიროფი  მითითებული  დოზირებით.

მაქსიმალური  ეფექტისთვის  გაიარეთ  მკურნალობის  სრული  კურსი  ფლუქოლდის  სიროფით.  ის  ასევე  ინიშნება  სინუსიტის,  ცხვირის  არხის  დაცობის,  სურდოს,     ცემინების  სამკურნალოდ.  პრეპარატი  არ  იწვევს  არც  შეგუბებით  ხველას  და  არც  კბილის  კარიესს.

დოზირება  და  გამოყენება:

1 -დან  4  წლამდე:  –1  სავსე  ჩაის  კოვზი  ყოველ  6  საათში

5 – დან  8  წლამდე  —  2 სავსე  ჩაის  კოვზი  ყოველ  6  საათში

9 – დან  12  წლამდე  —  2-4  სავსე  ჩაის  კოვზი  ყოველ  6  საათში,  ან  ექიმის დანიშნულებით.

არ  გადააჭარბოთ  მითითებულ  დოზას

ზოგიერთი  მედიკამენტი  შეუთავსებულია,  ამიტომ  თუ  თქვენ  იღებთ  სხვა  მედიკამენტებსაც   გაიარეთ კონსულტაცია   ექიმთან.

უკუჩვენება:

მომატებული  მგრძნობელობა  პრეპარატის  ინგრედიენტების  მიმართ.

გვერდითი  ეფექტები:

ქლორფენირამინ  მალეატით  გამოწვეული  გვერდითი  მოვლენები  შეიძლება  იყოს:

გულისრევა,  ღებინება, ტკივილი  მუცლის  არეში.  ეს  მოვლენები  შეიძლება    წარმოიქმნას  ქლორფენირამინ  მალეატის  უზმოზე  მიღებისას.

სიფრთხილე,  უსაფრთხოება

არ  გადააჭარბოთ  მითითებულ  დოზას,  შეინახეთ  წამალი  ბავშვებისათვის  მიუწვდომელ  ადგილას.   დოზის   გადაჭარბების   შემთხვევაში  დაუყონებლი  მიმართეთ   ექიმს.

შენახვის   ვადა   და  პირობები:    3  წელი

შეინახეთ   მშრალ,  გრილ,  ბავშვისთვის  მიუწვდომელ  ადგილას.

შეფუთვა:

100  მლ  შუშის  ბოთლი

გაცემის  წესი: ტეცეპტით  (II  ჯგუფი)

მწარმოებელი: შ.პ.ს     ნაბროს   ფარმა   PVT.  N.H. NO.  8Kheda  -387411. (ინდოეთი)

ფლუქოლდ -ნ – FLUCOLD-N – ФЛУКОЛД -Н

შემადგენლობა:

პარაცეტამოლი                               500  მგ

ქლორფენირამინ  მალეატი                  2  მგ

კოფეინი                                            30  მგ

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი         5  მგ

სხვა ინგრედიენტები: სახამებელი, ჟელატინი ნატრიუმის  ბენზოატი,  ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის  სახამებელ-გლიკოლატი,  მუქი წითელი საღებავი.

ფარმაკოლოგიური  თვისებები:

ფლუქოლდ – N კომბინირებული  პრეპარატია. პარაცეტამოლის  ანალგეზიური  მოქმედება  მოიცავს  ცენტრალურ  და პერიფერიულ  ნერვულ  სისტემაზე  გავლენას.  სიცხის  დამწევი  მოქმედება  განპირობებულია ჰიპოთალამუსის მარეგულირებელ ცენტრებზე  გავლენით. კოფეინი ახდენს  ცნს-ზე მასტიმულირებელ  ზეგავლენას,  ძირითადად თავის  ტვინის ქერქზე, სასუნთქ  და  სისხლძარღვების მამოძრავებელ  ცენტრებზე, ზრდის  გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას, ამცირებს ძილიანობას, დაღლილობის შეგრძნებას  დაამცირებს  ცნს-ის  დამთრგუნველი საშუალებების  მოქმედებას. კოფეინი  ავლენს  გამოხატულ ზემოქმედებას გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. აძლიერებს  გულისცემის სიხშირეს და ძალას, არტერიულ  წნევას  ჰიპოტენზიის  დროს, ავლენს ზომიერ დიურეზულ ეფექტს. აძლიერებს  კუჭის  ჯირკვლების  სეკრეციას.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი- ალფა ადრენერგული საშუალებაა, რომელსაც არ გააჩნია ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გამაღიზიანებელი ზემოქმედება. ის უპირატესად  ავლენს  ადრენერგულ  რეცეპტორებზე  ზემოქმედებას. ხშირად გამოიყენება  კომბინირებულ პრეპარატებში, გაციების  სიმპტომების  შესამსუბუქებლად.

ქლორფენირამინის  მალეატი – ალერგიის  საწინააღმდეგო  საშუალება. მიეკუთვნება ჰ1ჰისტამინური რეცეპტორების  ბლოკატორების ჯგუფს. ავლენს  ზომიერად  გამოხატულ სედატიურ  ეფექტს. გააჩნია ანტიმუსკარინული აქტივობა.

ფლუკოლდ-N   მრავალკომპონენტიანი  პრეპარატია. კომპონენტები მოქმედებენ  ერთობლივად, ამიტომ  ფარმაკოკინეტიკური  კვლევების  ჩატარება  ძალიან  რთულია.ყველა  კომპონენტის  დინამიკის გამოკვლევა მარკერების  და  ბიოლოგიური  მეთოდების  დახმარებით  ვერ ხერხდება.

ჩვენება:

გაციების  და გრიპის  სხვადასხვა გამოვლინებების:  რინიტის, ცხვირის  დაცობის, თავის  ტკივილის, ცხელების სიმპტომების  შესამსუბუქებლად.

გამოყენება:

მოზრდილები  და 12 წელზე უფროსი  ასაკის  ბავშვები  –  1 ტაბლეტი  დღეში  3-4 ჯერ; ბავშვები  6-12  წლამდე  -1/2  ტაბლეტი  დღეში  3-4 ჯერ; ბავშვები  2-6 წლამდე -1/4 ტაბლეტი  დღეში  3-4 ჯერ.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე, ორსულობა, ლაქტაცია,  2  წლამდე  ასაკი.

გვერდითი   ეფექტები: უმეტეს შემთხვევაში  პრეპარატი  კარგი  ამტანობით  ხასიათდება. შესაძლებელია   ტაქიკარდია,  არტერიული  წნევის  მომატება, თავბრუსხვევა, ძილიანობა, ლორწოვანი  გარსების  სიმშრალე, მადის  გაუარესება,საჭმლის მომნელებელი  ტრაქტის  გაღიზიანება, ცნს-ის  სტიმულაცია, გულისრევა, ღებინება, კანის  ალერგიული  რეაქციები.

განსაკუთრებული  მითითებები:

სიფრთხილით  ენიშნებათ ღვიძლის  უკმარისობით,ასევე  გლაუკომის,  შარდის  შეკავების,წინამდებარე  ჯირკვლის  კეთილთვისებიანი  ჰიპერპლაზმიის, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის  გაუვალუბის, ეპილეფსიის,გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებების  დროს და ასევე ხანდაზმულ ასაკში. მკურნალობის დროს სასურველია  სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვისგან  და სხვა  სახიფათო   ქმედებისგან  თავის  შეკავება.პრეპარატით  მკურნალობის  დროს  ალკოჰოლის  გამოყენება  არ  შეიძლება.

ურთიერთქმედება  სხვა  სამკურნალო  საშუალებებთან:

ფლუქოლდ-N-ის  გამოყენებისას  ჰეპატოტოქსიკურ  საშუალებებთან  ერთად. შეიძლება  გაიზარდოს  ჰეპატოქსიკური  მოქმედება. მეტოკლოპრამიდი აჩქარებს  პარაცეტამოლის  აბსორციას. პრობენიციდი  გავლენას  ახდენს  პარაცეტამოლის  პლაზმაში  კონცენტრაციაზე  და  ექსკრეციაზე.  სხვა  ანტიჰიტამინური პრეპარატების  მსგავსად,ქლორფენირამინის  მალეატი აძლიერებს  იმ  სედატიური  პრეპარატების   ეფექტს, რომლებიც  ერთობლივი  გამოყენების  დროს  იწვევენ ცნს-ის დათრგუნვას.

ჭარბი  დოზირება:

შეიძლება  ადგილი  ჰქონდეს  მადის  უქონლობას, ღებინებას, მძიმე შემთხვევებში – ჰეპატონეკროზს.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის  პირობები;

ინახება  მშრალ დაცულ ადგილას,  ოთახის  ტემპერატურაზე.

გამოშვების  ფორმა

ტაბლეტი  N4  და  N200

აფთიაქიდან  გაცემის  წესი:

ურეცეპტოდ.

მწარმოებელი:

ნაბროს ფარმა პვტ. ლტდ

ნ.ჰ.  N8 გუჯარატის შტატი. კჰედა -387411  ინდოეთი

Don`t copy text!