Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 433

ფარმორუბიცინი – FARMORUBICIN – ФАРМОРУБИЦИН

საერთაშორისო დასახელება:

EPIRUBICIN

მწარმოებელი: PHARMACIA & UPJOHN, იტალია

მოქმედი ნივთიერება: ეპირუბიცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პრეპარატი წარმოადგენს სინთეზურ, ანტრაციკლინური ანტიბიოტიკების ჯგუფის ავთვისებიან სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებას, რომლის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სიმსივნური უჯრედის დნმ-ზე მოქმედების შედეგად მასში სტრუქტურული ცვლილებებით და ნუკლეინის მჟავების სინთეზის ინჰიბირებით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში, შეფუთვაში 1 ც. გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი  …………. 10 მგ

1 ფლ.

ეპირუბიცინის ჰიდროქლორიდი …………  50 მგ

გამხსნელი: 5 მლ საინექციო წყალი ამპულებში.

ფარმაკოკინეტიკა:

პაციენტებში თირკმელებისა და ღვიძლის ნორმალური ფუნქციით პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ მისი ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები აღიწერება სამფაზიანი მოდელით, ძალიან სწრაფი პირველი და ნელი ტერმინული ფაზებით. პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდის საშუალო სიდიდე შეადგენს დაახლოებით 40 სთ-ს. პრეპარატი ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში და არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მისი საერთო კლირენსი შეადგენს 0.9 ლ/წთ-ში. იგი ძირითადად გამოიყოფა ნაღველით.

ჩვენებები:

  • სარძევე ჯირკვლის კიბო;
  • ავთვისებიანი ლიმფომა;
  • რბილი ქსოვილების სარკომა;
  • ნეირობლასტომა;
  • კუჭის, კუჭქვეშა ჯირკვლის, სიგმოიდური და სწორი ნაწლავის სიმსივნე;
  • თავისა და ყელის სიმსივნე;
  • ფილტვის კიბო;
  • საკვერცხის სიმსივნე;
  • ლეიკოზი.

მიღების წესი და დოზირება:

♦ მოზრდილებში მონოთერაპიის სახით საერთო კურსობრივი დოზა შეადგენს 60-120 მგ/კვ.მ. სხეულის ზედაპირის. ვენაში პრეპარატი შეჰყავთ 3-5 წთ-ის განმავლობაში. განმეორებითი დოზის მიღება წარმოებს 21 დღის შემდეგ. პაციენტებში ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვით რეკომენდებულია დოზის შემცირება 60-75 მგ/კვ.მ-დე. საერთო დოზა შესაძლებელია შევიყვანოთ 2-3 დღის განმავლობაში.

♦ პაციენტში ღვიძლის ფუნქციის დაზიანებით დოზა დგინდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია ღვიძლის ფუნქციის ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე. იმ შემთხვევაში, როდესაც პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაცია შეადგენს 1.4-3 მგ/100 მლ, ხოლო ბრომსულფალეინის რეტენცია – 9-15%, საჭიროა პრეპარატის დოზის 50%-ით შემცირება. თუკი პლაზმაში ბილირუბინის კონცენტრაცია 3 მგ/100 მლ-ზე მეტია, ხოლო ბრომსულფალეინის რეტენცია – 9-15% შეადგენს, მაშინ დოზას ამცირებენ 75%-ით.

♦ პრეპარატის სხვა სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინირების შემთხვევაში საჭიროა მისი დოზის შესაბამისი შემცრება.

♦ მკურნალობის კურსობრივი დოზა არ უნდა აჭარბებდეს 1000 მგ/კვ.მ. ფარმორუბიცინის მაქსიმალურ კუმულაციურ დოზას ადგენენ სხვა ნებისმიერი თანხმლები თერაპიის გათვალისწინებით, პოტენციურად კარდიოტოქსიკური პრეპარატებით მკურნალობის დროს.

ხსნარის მომზადების და შენახვის წესი: პრეპარატს ხსნიან სტერილურ საინექციო წყალში.

ლიოფილიზირებული ფხვნილი

გამხსნელის რაოდენობა

საბოლოო კონცენტრაცია

10 მგ

5 მლ

2 მგ/მლ

50 მგ

25 მლ

2 მგ/მლ

♦ სტერილური საინექციო წყლის დამატების შემდეგ ფლაკონი უნდა შევანჯღრიოთ შიგთავსის საბოლოო გახსნამდე.

♦ პრეპარატი შეყავთ ვენაში, ფიზიოლოგიური ხსნარის შეყვანის შემდეგ. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ნემსი იმყოფება ვენაში.

♦ მომზადებული ხსნარი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას 24 სთ-ის განმავლობაში, ოთახის ტემპერატურაზე ან 48 სთ-ის განმავლობაში 4-10C.

გვერდითი მოვლენები:

სისხლმბადი ორგანოების მხრივ: ლეიკოპენია (ჩვეულებრივ გარდამავალია, რომელიც ყველაზე დაბალ მაჩვენებელს აღწევს 10-14 დღეებს შორის. ლეიკოციტების ნორმალური დონე აღდგენა 21-ე დღეს). თრომბოციტოპენია, ანემია.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – გულზე ტოქსიკური ზემოქმედება, არტერიული ჰიპერტენზია.

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის და ღვიძლის მხრივ: მუკოზიტი, სტომატიტი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება.

ადგილობრივი რეაქციები: ექსტრავაზაციის დროს შესაძლებელია ირგლივ მდებარე ქსოვილების ნეკროზი.

სხვადასხვა: ალოპეცია, ჰიპერთერმია.

უკუჩვენებები:

* ჰემოპოეზის სისტემის მიელოიდური დეპრესია მანამდე ჩატარებული ანტიკანცეროგენული ან სხივური თერაპიის შედეგად;

* დოქსორუბიცინისა და დაუნორუბიცინის კუმულაციური დოზებით ადრე ჩატარებული მკურნალობა;

* გულის უკმარისობა (მათ შორის ანამნეზში);

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

* პრეპარატის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ სპეციალისტების მიერ, რომელთაც გააჩნიათ ციტოსტატური პრეპარატების გამოყენების გამოცდილება.

◄ მკურნალობის დაწყებამდე და მისი მიმდინარეობის დროს საჭიროა რეგულარულად პერიფერიული სისხლის სურათის კონტროლი.

◄ მკურნალობის პერიოდში საჭიროა მიოკარდიუმის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ გულის უკმარისობის განვითარება. მკურნალობისას რეკომენდებულია რეგულარული ელექტროკარდიოგრაფული კონტროლის ჩატარება, გულის ფუნქციის არაინვაზიცური მეთოდებით მონიტორინგი და აუცილებლობისას გულის წუთმოცულობის გამოთვლა რადიოიზოტოპური ანგიოგრაფიის მეთოდით.

◄ მკურნალობის დამთავრებიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ მოსალოდნელია გულის უკმარისობის განვითარება, რომლის დროსაც მკურნალობის ტრადიციული მეთოდი შესაძლოა არაეფექტური გამოდგეს.

◄ მკურნალობის დაწყებამდე და მისი მსვლელობისას რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების კონტროლი.

◄ ფარმორუბიცინმა შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერურიკემია სიმსივნური უჯრედების სწრაფი ლიზისის გამო, რის გამოც საჭიროა სისხლში შარდმჟავას საგულდაგულო მონიტორინგი.

◄ პაციენტებში, თირკმელების ფუნქციის საშუალო სიმძიმის დაზიანებით, დოზირების რეჟიმი არ საჭიროებს კორექციას.

◄ პრეპარატს გააჩნია უფრო მაღალი თერაპიული ინდექსი, ვიდრე დოქსორუბიცინს, რაც განპირობებულია ფარმორუბიცინის ნაკლები სისტემური და კარდიოტოქსიკური მოქმედებით.

◄ ექსპერიმენტული კვლევის შედეგად დადგენილია, რომ პრეპარატს გააჩნია მუტაგენური, ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური თვისებები.

◄ ორსულობის პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული. რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებიც იყენებენ ფარმორუბიცინს თავიდან უნდა აიცილონ ორსულობა.

◄ ფარმორუბიცინის შეყვანიდან 1-2 დღის განმავლობაში ადგილი აქვს შარდის ფერის შეცვლას.

◄ პრეპარატის ხსნარის შემთხვევით კანზე ან ლორწოვან გარსზე მოხვედრისას საჭიროა იგი მოვიცილოთ საპნისა და წყლის მეშვეობით, ხოლო კონიუქტივა უნდა მოვიბანოთ ფიზიოლოგიური ხსნარით. პრეპარატთან მომუშავე პერსონალი საჭიროებს დაცვითი ხელთათმანების გამოყენებას. ექსტრავაზაციის შემთხვევაში შესაძლებელია ქსოვილთა მძიმე ნეკროზის განვითარება.

ჭარბი დოზირება:

მოსალოდნელია დიარეა და ალოპეცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ფარმორუბიცინის შერევა ჰეპარინის ხსნართან არ არის რეკომენდებული ქიმიური შეუთავსებლობის და პრეციპიტაციის გამო.

ფარმორუბიცინის ხსნარის სხვა სიმსივნის, საწინააღმდეგო საშუალებებთან შერევა ერთ შპრიცში წინააღმდეგნაჩვენებია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ფარმატექსი – PHARMATEX – ФАРМАТЕКС

საერთაშორისო დასახელება:

BENZALKONIUM CHLORIDE

მწარმოებელი: Laboratoire INNOTECH INTERNATIONAL

INNOTERA CHOUZY, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ბენზალკონიუმის ქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჩასახვისაწინააღმდეგო ადგილობრივი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ვაგინალური სანთლები: შეფუთვაში 5 ან 10 ც.

1 სანთელი

ბენზალკონიუმის ქლორიდი ……….. 18.9 მგ

ვაგინალური კრემი 1.2%: ტუბში 72 გ (20 დოზა) და აპლიკატორ-დოზატორი.

1 გ

ბენზალკონიუმის ქლორიდი …………..     12 მგ

ვაგინალური კაფსულები: შეფუთვაში 10 ც.

1 კაფს.

ბენზალკონიუმის ქლორიდი …………  18.9 მგ

ვაგინალური ტამპონები: შეფუთვაში 2 ც.

1 ტამპონი

ბენზალკონიუმის ქლორიდი ……….   60 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმატექსი წარმოადგენს ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებას ადგილობრივი გამოყენებისათვის. ფარმატექსის აქტიური ნივთიერებაა ბენზალკონიუმის ქლორიდი, რომელიც წარმოადგენს მეოთხეულ ამონიუმს. იგი არის როგორც სპერმიციდი, ასევე ანტისეპტიკი ბაქტრიოციდული და ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედებით.

სპერმიციდი: აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს სპერმატოზოიდების დაშლას და განადგურებას. ფარმატექსის ვაგინალურ სანთლები კლინიკურად ისევე ეფექტურია, როგორც მიკროდოზირებული აბები და საშვილოსნოსშიდა სპირალი.

ანტისეპტიკი: პრეპარატს გააჩნია ანტიმიკრობული მოქმედება. იგი აქტიურად მოქმედებს ზოგიერთ ინფექციურ აგენტზე, რომლებიც იწვევენ სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს (in vitro): Neisseria gonorrhoeae, Clamydia spp., Trichomonas vaginalis, Staphilococcus aureus, Herpes simplex  მეორე ტიპის მიმართ, შიდსის ვირუსის მიმართ.

პრეპარატი არ მოქმედებს Mycoplasma spp., და სუსტად მოქმედებს Gardnerella ducrei, Treponema palidum-ზე.

პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე (მათ შორის დოდერლეინის ჩხირზე) და ჰორმონალურ ციკლზე.

ფარმაკოკინეტიკა:

აქტიური ნივთიერება თანაბრად ნაწილდება საშოს ლორწოვანზე და ახდენს სპერმიციდულ, ბაქტერიოციდულ და ვირუსსაწინააღმდეგო მოქმედებას. პრეპარატი არ იწოვება საშოს ლორწოვანის ზედაპირიდან, იგი განიცდის აბსორბციას მხოლოდ საშოს კედლებზე და გამოიყოფა ნორმალური ფიზიოლოგიური გამონადენით და უბრალო წყლით ჩამობანვისას.

ჩვენებები:

ადგილობრივი კონტრაცეპცია რეპროდუქციული ასაკის ქალებისათვის, მათ შორის შემდეგ შემთხვევებში:

  • პერორალური კონტრაცეპტივების ან საშვილოსნოსშიდა სპირალის მიმართ დროებითი ან აბსოლუტური უკუჩვენების დროს;
  • მშობიარობის შემდეგ და ლაქტაციის პერიოდი;
  • მენოპაუზის წინა პერიოდი;
  • ეპიზოდური სქესობრივი კავშირების დროს;
  • პერორალური კონტრაცეპტივების მუდმივი გამოყენებისას ტაბლეტის დაგვიანებული მიღების ან მისი გამოტოვების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ზურგზე წოლის დროს სანთელი შეყავთ ღრმად საშოში არა უგვიანეს 5 წუთისა სქესობრივი კავშირის წინ. პრეპარატი მოქმედებს შეყვანიდან 4 საათის განმავლობაში. განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს  პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

ზურგზე წოლის დროს აპლიკატორ-დოზატორის მეშვეობით კრემი შეჰყავთ ღრმად და საშოში სქესობრივი კავშირის წინ. პრეპარატის მოქმედება იწყება შეყვანისთანავე და მისი მოქმედების ხანგრძლივობაა 10 საათი.

განმეორებით სქესობრივი კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

ზურგზე ზოლის დროს ვაგინალური კაფსულა შეყავთ ღრმად საშოში არაუგვიანეს 1 წუთისა სქესობრივი კავშირის წინ, კაფსულის დადნობის შემდეგ (8-10 წუთი) მისი მოქმედების ხანგრძლივობა 4 საათია. განმეორებითი სქეოსობრივი კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

ზურგზე წოლის დროს წინასწარ დასველებული ტაბლეტი შეყავთ ღრმად საშოში არაუგვიანეს 10 წუთისა სქესობრვი კავშირის წინ. ტაბლეტის დადნობის შემდეგ (8-10 წუთი) მისი მოქმედების ხანგრძლივობა 3 საათია განმეორებითი სქესობრივ კავშირის დროს პრეპარატი გამოიყენება ხელმეორედ.

ტამპონი შეჰყავთ ღრმად საშოში სქესობრივი კავშირის წინ. პრეპარატი მოქმედებას იწყებს შეყვანისთანავე და მისი მოქმედების ხანგრძლივობა 24 საათია. ამ დროის მანძილზე არ არის საჭირო ტამპონის ამოღება და გამოცვლა განმეორებითი სქესობრივი კავშირის დროს.  ტამპონის ამოღება შეიძლება ბოლო სქესობრივი კავშირიდან 2 საათის შემდეგ და ჩადგმიდან არაუგვიანეს 24 საათისა.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზებით გამოყენებისას გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი მინიმალურია.

უკუჩვენებები:

ფარმატექსის ამტანობა კარგია, იგი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, არ ახდენს ზეგავლენას საშოს ნორმალურ მიკროფლორაზე და ჰორმონალურ ციკლზე. იშვიათად აღინიშნება მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

დაბალი სისტემური აბსორბციის გამო პრეპარატი არ გადადის სისხლში და დედის რძეში, ამიტომ შესაძლებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს და ლაქტაციის პერიოდში. პრეპარატი არ მოქმედებს უარყოფითად ორსულობის მიმდინარეობაზე. ფარმატექსის გამოყენების კლინიკაში და ექსპერიმენტებში არ არის გამოვლენილი ნაყოფის განვითარებაზე არასასურველი ტერატოგენული და ემბრიოტოქსიკური ზემოქმედების არც  ერთი შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

ფარმატექსის გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულობის რისკს და მისი ეფექტურობა დამოკიდებულია მოხმარებისა და უსაფრთხოების მითითებული წესების მკაცრ დაცვაზე.

ყურადღება: ეს სპერმიციდი იშლება საპნის ზემოქმედებით. აღნიშნული მიზეზის გამო ბანაობა და ყველა სახის საშოს გამორეცხვა საპნით უკუნაჩვენებია. სქესობრივ კავშირამდე 2 საათით ადრე და მის შემდეგ 2 საათის განმავლობაში სასქესო ორგანოები უნდა დაიბანოთ მხოლოდ გარედან, უსაპნოდ, სუფთა წყლით ან სპეციალური ფარმატექსის ქაფიანი საშუალებით.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ფარმატექსის გამოყენება დასაშვებია ვაგინალურ დიაფრაგმასთან, საშვილოსნოსშიდა სპირალთან და კონდომთან ერთად.

– ფარმატექსის გამოყენება ნებისმიერი ვაგინალური მკურნალობის დროს არ არის რეკომენდებული, ვინაიდან ხდება მისი სპერმიციდული აქტივობის დაქვეითება.

– საპონი და მისი შემცველი ხსნარები იწვევენ ბენზალკონიუმის ქლორიდის სპერმიციდული მოქმედების ინაქტივაციას.

– ფარმატექსის გამოყენების მომენტში არ შეიძლება აბაზანების გამოყენება, ზღვაში, აუზებში ბანაობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ფარმადექსი თვალის წვეთები 0.1% – FARMADEX eye drops 0.1% – ФАРМАДЕКС капли глазные 0.1%

საერთაშორისო გენერიული დასახელება:

დექსამეტაზონი ფოსფატი დინატრიუმის მარილი

პრეპარატის შემადგენლობა:

1 მლ შეიცავს :

დექსამეტაზონი ფოსფატი დინატრიუმის მარილი …………    1 მგ

მწარმოებელი ფირმა და ქვეყანა : “ Pharmak”,   უკრაინა

გამოშვების ფორმა: 5 მლ და 10 მლ ფლაკონში

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

კორტიკოსტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

მოქმედების მექანიზმი: დექსამეტაზონი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოიდს გამოხატული ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით . თვალში ჩაწვეთებისას პრეპარატი აღწევს თვალის ახლომდებარე ყველა ქსოვილში .

ჩვენება:

  • არაჩირქოვანი , ალერგიული კონიუნქტივიტი , ბლეფაროკონიუნქტივიტი , ბლეფარიტი , კერატიტი , უვეიტი , სკლერიტი . ( იხ . პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია ).

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, თვალის ტუბერკულოზური დაზიანება , ტრაქომა , გლაუკომა.

გვერდითი მოვლენები :

თვალის შიდაწნევის მომატება, კონიუნქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა , რქოვანას პერფორაცია . ( იხ . პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია ).

სიფრთხილე:

პრეპარატის გამოყენება გასაშვებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში .

( იხ . პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია ).

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :

პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას იდოქსურიდინთან ძლიერდება რქოვანას დესტრუქციული პროცესები . ( იხ . პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).

პრეპარატის დოზირება:

თითოეულ თვალში 1-2 წვეთი 3-4 ჯერ დღეში. (იხ.პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).

პრეპარატის მიღების გზა:

თვალში ჩასაწვეთებლად

შენახვის პირობები :

ოთახის ტემპერატურაზე , ბნელ , მშრალ ადგილას .

შენახვის ვადა: 3 წელი .

ფარკოსოლვინი (სიროფი ჟელატინის რბილი კაფსულები ) – FARCOSOLVIN – ФАРКОСОЛВИН

ფარკოსოლვინის შემადგენლობა:

5 მლ სიროფი: ამბროქსოლი – HH HCL 15 მგ, გუაიფენაზინი – 30 მგ, გაუწყლოებული თეოფილინი – 60 მგ.
1 კაფსულა: ამბროქსოლი HH HCL 15 მგ,  გუაიფენაზინი  100 მგ, გაუწყლოებული თეოფილინი 50 მგ

მოქმედება:
ფარკოსოლვინის სიროფი ან კაფსულა შეიცავს ამბროქსოლს ,H გუაიფენაზინს და თეოფილინს , რომელთა სინერგული მოქმედება იწვევს მუკოლიზურ , ამოსახველებელ და ბრონქოდილატაციურ ეფექტებს .

ამბროქსოლი , მუკოლიზური საშუალება , მოქმედებს ლორწოს მუკოპოლისაქარიდების სტრუქტურაზე , ამცირებს მათ სიბლანტეს და ხელს უწყობს ლორწოს გამოყოფას სასუნთქი გზებიდან .

გუაიფენაზინი ამცირებს რესპირატორული სეკრეტის ადჰეზიურობასა და ზედაპირულ დაჭიმულობას , აძლიერებს სასუნთქი გზების სეკრეტის და ნახველის გამოყოფას , ტრაქეო – ბრონქულ ნახველზე ახდენს დემულცენტურ ეფექტს .

თეოფილინი , ფარკოსოლვინის მესამე კომპონენტი , ახდენს ბრონქების გლუვი კუნთების ეფექტურ რელაქსაციას , ააგზნებს სუნთქვის ცენტრს , აძლიერებს დიაფრაგმის შეკუმშვას და ბრონქო – პულმონური გზების მუკოცილიალურ კრილენსს .

კლინიკურად , ფარკოსოლვინი ამცირებს რესპირატორული გზების სპაზმს და სეკრეტით გამოწვეულ ხველას , ხელს უშლის სქელი ლორწოვანი ფოლაქების ჩამოყალიბებას , იწვევს ხშირი , არაპროდუქტიული ხველის გაიშვიათებას და აქცევს მას პროდუქტიულად . ეს ეფექტები განაპირობებს ფარკოსოლვინის მაღალეფექტურობას სხვადასხვა ტიპის ხველის დროს , რესპირატორული დაავადებების ხშირ შემთხვევაში როგორც მოზრდილებში , ისე ბავშვებში .

ჩვენება :

ფარკოსოლვინი (სიროფი ან კაფსულა) ნაჩვენებია სეკრეტით ან ბრონქოსპაზმით გამოწვეული პროდუქტიული და არაპროდუქტიული დროს , მწვავე და ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში :

– სხვადასხვა გენეზის (ინფექციური, სხვადასხვა გამღიზიანებლით გამიწვეული, მწეველთა) ტრაქეობრონქიტი და ბრონქიტი;

– ასთმური ბრონქიტი;

– პნევმონია;

– ბრონქოექტაზია;

– ბრონქოპნევმონია;

– ემფიზემა;

– ატელექტაზი.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ

გაფრთხილება:

ისევე როგორც თეოფილინის შემცველი სხვა პრეპარატები , ფარკოსოლვინი ინიშნება სიფრთხილით კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების, ჰიპერტენზიის, გულის, ღვიძლის და თიკმლის მწვავე დაავადებების დროს .

გვერდითი ეფექტები:
ფარკოსოლვინი უსაფრთხოა და კარგად გადაიტანება . იშვიათად მის მიღებას თან ახლავს გულისრევა ან ღებინება .

ორსულობა და ლაქტაცია :
ორსულებში და ლაქტაციის დროს ფარკოსოლვინი უნდა დაინიშნოს მხოლოდ აუცილებელი ჩვენების დროს .

დოზირება :
ბავშვები – (1-3 წლამდე ) – ½1/2-1 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4- ჯერ;

ბავშვები – (3-12 წლამდე ) – 1-2 ჩაის კოვზი სიროფი დღეში 3-4- ჯერ მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით 1-3 ჩაის კოვზი სიროფი ან 1-2 კაფსულა დღეში 3- ჯერ .

შეფუთვა ბოთლი 120 მლ სიროფი . კოლოფი 24 რბილი ჟელატინიანი კაფსულა .

შენახვის პირობები:
ინახება 15-30 °C ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა :
3 წელი

გაცემის წესი :
რეცეპტით

მწარმოებელი : Pharco Pharmaceutical Kilo 31 Alexandria-Cairo Desert, Egipt

ფარინგოსპრეი – Faringo Spray – Фаринго Спрей


ფარინგოსპრეი ყოველთვის გამოიყენეთ ინსტრუქციაში აღწერილი წესით ან ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულებით. 

შემადგენლობა:
მცენარეული ზეთი, ქაცვის ზეთი  (Oleum Hippophaes), გულყვითელას ყვავილების ზეთოვანი ექსტრაქტი  (Oleum Calendulae) და ბერგამოტის ზეთი (Oleum Bergamii).


მოქმედება და გამოყენების მეთოდი:

ფარინგოსპრეი – ზეთების საფუძველზე შემქნილი საშუალება, რომლის შემადგენელი ნატურალური ზეთები ფარავს პირის ღრუს და ყელის ლორწოვან გარსებს. ეს ეხმარება ლორწოვანს ტენიანობის და დრეკადობის შენარჩუნებაში, ამცირებს დისკომფორტის შეგრძნებას და ტკივილს, ამცირებს ყელის გამაღიზიანებელ შეგრძნებებს და ხახუნს, ამგვარად აუმჯობესებს ყლაპვის პროცესს.

საშუალება გამოიყენება პირის ღრუს და ყელის ლორწოვანის გაღიზიანების შემცირებისთვის მანიპულაციების შემდეგ ან ანთების შემთხვევაში 

როგორ გამოიყენება ფარინგოსპრეი

1. შეანჯღრიეთ ფლაკონი


2. ფლაკონი ხელში დაიჭირეთ თქვენკენ მომართული


3. გამომფრქევის ბოლო მიაბრუნეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით 90 გრადუსიანი კუთხით


4. გამომფრქვევი მოათავსეთ პირში, როგორც ნაჩვენებია სურათზე 


5. პირველად ფარინგოსპრეი გააფრქვიეთ პირის ღრუში, გამომფრქვევის თავზე 2-3 ჯერ დაჭერით. ფლაკონი ვერტიკალურად გეჭიროთ! გამომფრქვევის თავზე ერთხელ დაჭერისას იფრქვევა დაახლოებით 200მგ საშუალება.   

6. გამოყენების შემდეგ გამომფრქვევის ბოლო ქაღალდის ხელსახოცით გაწმინდეთ და გამომფრქვვის ბოლო დააბრუნეთ საწყის პოზიციაზე.საშუალება განკუთვნილია ერთი მომხმარებლის მიერ გამოყენებისთვის. 

გამოიყენება დღეში 3-ჯერ. უფრო ხანგრძლივი დამფარავი ეფექტისთვის არასასურველია საშუალების ჭამის ან სმის დროს გამოყენება.

საშუალებას იყენებენ დაავადების სიმპტომების გაქრობამდე, თუ სიმპტომები (დისკომფორტის შეგრძნება, ყელში ტკივილი) არ ქრება გამოყენებიდან ერთი კვირის შემდეგ, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.


ყურადღება!
ტანსაცმელზე მოხვედრისას შეიძლება გაჩნდეს ლაქები. 


უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას:
გამოყენება არ შეიძლება პროდუქტის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის (ალერგია) შემთხვევაში).

დაუშვებელია საშუალების თვალში მოხვედრა! შესაძლებელია 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში გამოყენება, 6 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გამოვლენილი არ არის ფარინგოსპრეის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები. 

გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შენახვა: მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. ინახება მყარად დახურულ ორიგინალურ შეფუთვაში, ოთახის ტემპერატურაზე  (15 – 25 °C). გამოყენების დაწყების შემდეგ აუცილებელია 3 თვის განმავლობაში მიღება გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გავლის შემდეგ.

მწარმოებელი: შპს  «SILVANOLS»,, კურბადის ქუჩა 2ა, რიგა, LV – 1009, ლატვია

www.silvanols.lv

შეფუთვაში: ფლაკონი 20მლ/30მლ მოცულობით, გამომფრქვევით.

ფარინგოსეპტი – FARINGOSEPT – ФАРИНГОСЕПТ

საერთაშორისო დასახელება:

AMBAZONE

მწარმოებელი: SC. THERAPIA, რუმინეთი

მოქმედი ნივთიერება: ამბაზონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტისეპტიკური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც.

1 ტაბ.

ამბაზონის მონოჰიდრატი ………..  10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კაკაო, შაქარი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, არაბეთის გუმფისი, პოლივიდონი K 30, მაგნიუმის სტეარატი, ვანილინი.

საწუწნი ტაბლეტები ლიმონის არომატით:

ბლისტერზე 20 ც.

1 ტაბ.

ამბაზონის მონოჰიდრატი …….. 10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კაკაო, შაქარი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, არაბეთის გუმფისი, პოლივიდონი K30, მაგნიუმის სტეარატი, ლიმონის არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარინგოსეპტი წარმოადგენს ადგილობრივი მოქმედების ანტისეპტიკურ საშუალებას, რომელსაც იყენებენ ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებების პრაქტიკაში და სტომატოლოგიაში. იგი ხასიათდება ბაქტერიოსტატული მოქმედებით – Streptococcus haemoliticus, Streptococcus viridans, Pneumococcus, პათოგენური მიკროორგანიზმების მიმართ, რომლებიც იწვევენ პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ანთებით დაავადებებს.

პრეპარატი ხასიათდება აგრეთვე ზომიერად გამოხატული ანტისტაფილოკოკური ეფექტით. ფარინგოსეპტი არ იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დისბაქტერიოზს.

ჩვენებები:

  • ფარინგოსეპტს იყენებენ მონოთერაპიის სახით ბუკო-ფარინგეული ინფექციების ადგილობრივი მკურნალობისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ქიმიოთერაპიული ანტიმიკრობული საშუალების გამოყენება და ამ გზით მიკროორგანიზმების შესაძლო მდგადი ფორმების წარმოქმნა.
  • პირის ღრუსა და ყელის მწვავე ინფექციების მკურნალობისათვის (ფარინგიტი, გინგივიტი, სტომატიტი, ანგინა, აგრეთვე ტონზილექტომიის და კბილის ექსტრაქციის შემდგომი მდგომარეობა).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებს ენიშნებათ 10 მგ ფარინგოსეპტი 3-5 ტაბ. (30-50 მგ) დღეში ჭამის შემდეგ (15-20 წთ-ის შემდეგ) 3-4 დღის განმავლობაში.

ფარინგოსეპტის სწრაფად გალაყლაპვა ნებადართული არ არის, ვინაიდან უნდა მოხდეს ტაბლეტის თანდათანობითი გაწოვა პირის ღრუში.

პრეპარატის მიღების შემდეგ რეკომენდებულია საკვებისა და სითხის მიღებისაგან თავის შეკავება 2-3 სთ-ის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

* ალერგიული რეაქციები.

ორსულობა და ლაქტაცია:

ფარინგოსეპტის 10 მგ-იანი ტაბლეტების გამოყენება ნებადართულია ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ფარინგოსეპტის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 759 მგ შაქარს, ამიტომ პრეპარატის მიღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებში ნებადართული არ არის.

♦ ფარინგოსეპტის ტაბლეტებში 150 მგ ლაქტოზას შემცველობის გამო. პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ლაქტოზას მიმართ მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებს.

♦ არ არსებობს მონაცემები ფარინგოსეპტის უარყოფითი მოქმედების შეხაებ ავტოტრანსპორტის მართვისას და იმ პირებში, რომელთა მუშაობა ტექნიკასთან მოითხოვს გაძლიერებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

ამბაზონს ანტიდოტი არ გააჩნია.

ფარინგოსეპტის 10 მგ-იანი ტაბლეტების დიდი რაოდენობით მიღების შემთხვევაში რეკომენდებულია ხელოვნურად ღებინების გამოწვევა და/ან კუჭის ამორეცხვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ფარესტონი – FARESTON – ФАРЕCТОН

საერთაშორისო დასახელება:

TOREMIFENE

მწარმოებელი: ORION CORPORATION

მოქმედი ნივთიერება: ტორემიფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიესტროგენული (ჰორმონალური)  სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20, 60 და 100 ც.

1 ტაბ.

ტორემიფენი ………   20 მგ

1 ტაბ.

ტორემიფენი ………..  60 მგ

 

ვრცლად ტორემიფენი

ფამოსანი – FAMPSAN – ФАМОСАН

საერთაშორისო დასახელება:

FAMOTIDINE

მწარმოებელი: PRO.MED. CS. Praha, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ფამოტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰისტამინური H2-რეცეპტორების მაბლოკირებელი, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 და 20 ც.

1 ტაბ.

ფამოტიდინი ………….  20 მგ

1 ტაბ.

ფამოტიდინი …………  40 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფამოსანი იწვევს მარილმჟავას სეკრეციის დოზადამოკიდებულ დათრგუნვას და პეფსინის აქტივობის შემცირებას, რაც წყლულის შეხორცების ოპტიმალურ პირობას წარმოადგენს. იგი თრგუნავს კუჭში მარილმჟავას ბაზალურ და ჰისტამინითა და გასტრინით (ნაკლებად აცეტილქოლინით) სტიმულირებულ სეკრეციას 80-90%-ზე უფრო მეტი ხარისხით მისი მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, რომელიც თანდათან ქვეითდება. 6 და 10 სთ-ის შემდეგ მარილმჟავას ბაზალური და სტიმულირებული სეკრეციის ინჰიბირების ხარისხი შესაბმისად შეადგენს 70-75% და 40-45%. პრეპარატი პრაქტიკულად არ ცვლის პლაზმაში გასტრინის მაჩვენებლებს.

ფამოსანის მოქმედების ხანგრძლივობა შეადგენს 12-დან 24 სთ-მდე, რომელიც დამოკიდებულია მის ერთჯერად დოზაზე.

ჩვენებები:

  • კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების ფაზაში), რეციდივების პროფილაქტიკა;
  • სიმპტომური (სტრეს-წყლულები, იატროგენული და სხვა) წყლულები;
  • ქრონიკული პანკრეატიტი გამწვავების ფაზაში;
  • ფუნქციური დისპეფსია, გამოწვეული კუჭის სეკრეტული ფუნქციის გაძლიერებით;
  • ეროზიული ეზოფაგიტი, რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზედა ნაწილებიდან სისხლდენების პროფილაქტიკა;
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება:

კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულის დროს ჩვეულებრივ ინიშნება 20 მგ 2-ჯერ დღეში ან 40 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებლია სადღეღამისო დოზის გაზრდა 80-160 მგ-მდე.

რეციდივების პროფილაქტიკის მიზნით ინიშნება 20 მგ ერთხელ დღეში ძილის წინ.

ფამოსანის ტაბლეტების მიღება ხდება დაუღეჭავად, მცირე რაოდენობის წყალთან ერთად.

გვერდითი მოვლენები:

ღვიძლის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, დიარეა, მადის დაქვეითება; ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება.

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დაღლილობის შეგრძნება, ძილიანობა.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრივ: შარდოვანას რაოდენობის მომატება სისხლში, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.

სხვადასხვა: იშვიათად – კანზე გამონაყარი, მენსტრუალური ციკლის დარღვევა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა ფამოსანის და ჰისტამინური H2-რეცეპტორების სხვა ბლოკატორების მიმართ;

* ორსულობა და ლაქტაცია.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ჰისტამინური H2-რეცეპტორების ბლოკატორებით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა გამოირიცხოს ავთვისებიანი პროცესის არსებობა, ვინაიდან ამ დროს მოსალოდნელია დაავადების სიმპტომების შენიღბვა და დიაგნოსტიკის გაძნელება.

◄ თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს საჭიროა პრეპარატის დოზის კორექცია.

◄ ფამოსანი სიფრთხილით ენიშნებათ აგრეთვე ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებს. პრეპარატი არ ცვლის ღვიძლის მიკროსომული ფერმენტების აქტივობას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ფამოსანის ერთდროული დანიშვნით მაგნიუმისა და ალუმინის შემცველ ანტაციდურ პრეპარატებთან, ადგილი აქვს ფამოსანის აბსორბციის ინტენსივობის დაქვეითებას, რის გამოც მათ მიღებებს შორის საჭიროა 1-2 სთ-იანი ინტერვალის დაცვა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება მშრალ, გრილ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ფალიმინტი – FALIMINT – ФАЛИМИНТ

საერთაშორისო დასახელება:

ACETYLAMINONITROPROPOXYBENZENE

მწარმოებელი: BERLIN-CHEMIE/MENARINI GROUP

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეტიკური არანარკოტიკული საშუალება; ხველის საწინააღმდეგო

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დრაჟე: შეფუთვაში 20 ც.

1 დრაჟე

აცეტილამინონიტროპროპოქსიბენზენი……..   25 მგ

ჩვენებები:
ვინაიდან ფალიმინტს გამაგრილებელი მოქმედება გააჩნია, იგი გამოიყენება როგორც დამხმარე საშუალება პირის ღრუსა და ყელის დაავადებების მკურნალობის ან ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების დროს.

მიღების წესი და დოზირება:
თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული, მიიღება დღეში რამოდენიმეჯერ თითო დრაჟე, მისი ნელნელა წუწნით, მაგრამ არა უმეტეს 10 დრაჟე დღეში.
პრეპარატის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ რამოდენიმე დღის განმავლობაში. მისი ხანგრძლივად გამოყენება არ შეიძლება.

უკუჩვენება:
ჰიპერმგრძნობელობისას პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მისი გამოყენება არ შეიძლება. 
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ამ პრეპარატის გამოყენების საკმარისი გამოცდილების უქონლობის გამო მისი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
სიფრთხილის ზომები გამოყენებისას და გაფრთხილება
შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებმა უნდა გაითვალისწინონ პრეპარატში შაქრის შემცველობა: 1 დრაჟე შეესაბამება 0.03 პურის ერთეულს

ჭარბი დოზირება:
პრეპარატით მოწამვლის შემთხვევბი ცნობილი არ არის. უსაფრთხოების მიზნით აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დღემდე ცნობილი არ არის.

შენახვის პირობები:

რეპარატის ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი მითითებულია დასაკეც მუყაოს კოლოფზე. შეფუთვაზე მითითებული არგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.
შენახვის ვადა: 5 წელი
ინახება ბავშვებისათვის მიუწვომელ ადგილას.

ფაგიო – PHAGYO – ФАГИО

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება:

პიობაქტერიოფაგი თხიერი ( Pyobacteriophagum liquidum)

აღწერილობა:

სხვადასხვა ინტენსივობის ყვითელი ფერის , გამჭვირვალე , სპეციფიკური გემოს მქონე სითხე .

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება

ბაქტერიების : Streptococcus, Staphyloccccus, Escherichia coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus ფაგოლიზატების სტერილური ფილტრატების ნარევი .

რაოდენობრივი შემადგენლობა :

პრეპარატის 1 მლ – ში არის სპეციფიკური ბაქტერიოფაგები :

Streptococcus,

Staphylococcus,

Escherichia coli,

Pseudomonas aeruginosa,

Proteus,

თითოეული რაოდენობით —————————————- არანაკლებ 10 5 ;

ფარმაცევტული ფორმა:

20 მლ სტერილური ხსნარი შიგნით მისაღებად ( per os, per rectum ), ადგილობრივი და გარეგანი მოხმარებისთვის .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სპეციფიკური ანტიბაქტერიული პრეპარატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ბაქტერიოფაგი ბაქტერიის სპეციფიკური ვირუსია, რომელიც ადსორბირდება ჰომოლოგიური ბაქტერიის უჯრედის მემბრანაზე, არღვევს მის მთლიანობას, აღწევს უჯრედის შიგნით და იწვევს მის ლიზისს. ფაგიო – ის შემადგენლობაში არის ბაქტერიების (Streptococcus, Staphylococcus, Escherichia coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus) სელექცირებული, მხოლოდ ვირულენტური ფაგები, რაც განაპირობებს პრეპარატის გარანტირებულ მაღალ აქტივობას და ეფექტურობას. ორგანიზმში შეყვანის გზის მიუხედავად, ბაქტერიოფაგის პრეპარატები სწრაფად შეიწოვება სისხლსა და ლიმფაში და ადვილად აღწევს დაავადების კერამდე. გამოიყოფა ორგანიზმიდან: ძირითადი ნაწილი თირკმელების გზით, ახდენს რა საშარდე გზების სანირებას , დანარჩენი – კუჭ – ნაწლავის ტრაქტის საშუალებით .

თერაპიული ჩვენებები:

ფაგიო გამოიყენება ბაქტერიებით : Streptococcus, Staphylococcus, Escherichia coli, Pseudomonas aeruginosa, Proteus, გამოწვეული ჩირქოვანი დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის პაციენტების ყველა ასაკობრივ და მაღალი რისკის ჯგუფებში :

–     ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ბაქტერიული ინფექციების დროს : ცხვირის ღრუსა და წიაღების ანთება , შუა ყურის ანთება, ანგინა, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, პლევრიტი;

–     ქირურგიაში : დაჩირქებული ჭრილობები , დამწვრობა , აბსცესი , ფლეგმონა , ფურუნკული , კარბუნკული , ჰიდრადენიტი , პანარიციუმი , პარაპროქტიტი , მასტიტი , ბურსიტი , ოსტეომიელიტი ;

–     უროლოგიაში , უროგენიტალური დაავადებები : ურეთრიტი , ცისტიტი , პიელონეფრიტი , კოლპიტი , ენდომეტრიტი , სალპინგოოფორიტი ;

–     საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებები : ენტერული ინფექციები , გასტროენტეროკოლიტი , ქოლეცისტიტი , დისბაქტერიოზი ;

–     გენერალიზებული სეფსისური დაავადებების დროს ;

–     ახალშობილთა ჩირქოვან – ანთებითი დაავადებების დროს: ომფალიტი , პიოდერმია , სეფსისი;

–     ზემოთ მითითებული მიკროორგანიზმებით განპირობებული სხვა დაავადებების დროს .

პროფილაქტიკის მიზნით ბაქტერიოფაგების პრეპარატი გამოიყენება :

–     ახალი ჭრილობების დასამუშავებლად , როგორც საყოფაცხოვრებო პირობებში , ასევე სამკურნალო დაწესებულებებში ;

–     ქირურგიაში : მანიპულაციებისა და ოპერაციების დროს ჩირქოვანი გართულებების პრევენციისთვის ;

–     მწვავე რესპირატორულ – ვირუსული ინფექციების ჩირქოვანი გართულებების პრევენციის მიზნით ;

–     სამკურნალო დაწესებულებებში ბაქტერიული დაბინძურებისა და შიდაჰოსპიტალური ინფექციების პროფილაქტიკისათვის .

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა ბაქტერიოფაგების პრეპარატის ფლაკონის შიგთავსის რომელიმე კომპონენტის მიმართ .

განსაკუთრებული გაფრთხილებები:

სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები ბაქტერიოფაგების პრეპარატების გამოყენებისას მოწოდებული არ არის . ფლაკონიდან შიგთავსის ამოღება რეკომენდებულია სტერილური შპრიცით . მთლიანობა დარღვეული ფლაკონის შიგთავსის გამოყენება დასაშვებია გახსნიდან 24- სთ–ის განმავლობაში შენახვის პირობების სრული დაცვის შემთხვევაში .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

ბაქტერიოფაგების პრეპარატების ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის . მათი გამოყენება შესაძლებელია სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად კომპლექსურ მკურნალობაში , მათ შორის ანტიბაქტერიულ პრეპარატებთან ერთად .

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ბაქტერიოფაგების პრეპარატების გამოყენება შესაძლებელია .

ზემოქმედება ავტომობილების მართვისა და მანქანა – დანადგარებით სარგებლობის უნარზე :

ბაქტერიოფაგების პრეპარატების მიღება არ ახდენს გავლენას ავტომობილების მართვისა და მანქანა – დანადგარებით სარგებლობის უნარზე .

ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას .

დოზირება , გამოყენების წესი და მიღების მეთოდი:

ეფექტური ფაგოთერაპიის ერთ – ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის ფაგომგრძნობელობის განსაზღვრა. პიობაქტერიოფაგის პრეპარატები განსაკუთრებით ეფექტურია მისი დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოყენებისას და უშუალოდ ინფექციის კერაზე ზემოქმედებით .

ფაგიო ინიშნება შიგნით მისაღებად ( დასალევად , რექტალურად ), ადგილობრივად
( გამოსავლებად , შესახვევად საფენებისა და / ან ტამპონების სახით ), ღრუში შესაყვანად ( ჭრილობა, აბსცესი, პლევრალური ღრუ, სახსარი, ცხვირი და ცხვირის ღრუს დანამატები, ყური, შარდის ბუშტი, საშო – საშვილოსნო ).

ლოკალური დაზიანებით მიმდინარე ჩირქოვან – ანთებითი პროცესის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება ერთდროულად , როგორც ადგილობრივად , ისე დასალევად (პერ ოს). მკურნალობის პერიოდი საშუალოდ 5-10 დღე გრძელდება .

დოზირება განისაზღვრება დაზიანებული ადგილის ზომით და / ან მოცულობით . ინფიცირებულ ღრუში პიობაქტერიოფაგის პრეპარატი შეიყვანება მისი ჩირქისგან განთავისუფლებისა და დრენირების შემდეგ .   შესაყვანი პრეპარატის რაოდენობა შედარებით ნაკლები უნდა იყოს ამოღებული ჩირქის რაოდენობაზე . მომდევნო დღეებში პრეპარატი ღრუში შეიყვანება დრენაჟის მეშვეობით , პროცედურა ტარდება 1- ჯერ დღეში , 3-5 დღის განმავლობაში .

–     ცისტიტების , პიელონეფრიტების , ურეთრიტების სამკურნალოდ : თუ შარდის ბუშტის ღრუ და / ან თირკმლის ფიალის ღრუ დრენირებულია , პიობაქტერიოფაგი შეიყვანება 2 ჯერ დღეში : შარდის ბუშტში 20-30 მლ – ის , ხოლო თირკმლის ფიალაში 5-10 მლ – ის მოცულობით ;

–     ჩირქოვან – ანთებითი გინეკოლოგიური დაავადებების დროს პრეპარატი შეიყვანება საშოსა და   საშვილოსნოს ღრუში 5-10 მლ – ის ოდენობით , ერთჯერ დღეში ;

–     ყელ – ყურ – ცხვირის ჩირქოვან – ანთებითი დაავადებების დროს : 2-10 მლ შესაბამის ღრუში 1-3 ჯერ დღეში ჩაწვეთების , გამოვლების , გამორეცხვის სახით , გაჟღენთილი ტურუნდა ღრუში იდება 1 სთ – ის განმავლობაში . ჩირქოვანი ტონზილიტის სამკურნალოდ პრეპარატი ინიშნება როგორც გამოსავლებად , ისე   პერ ოს ;

–     სტომატიტებისა და ქრონიკული გენერალიზირებული პაროდონტოზების დროს: 10-20 მლ პირის ღრუში გამოსავლებად 3-4 ჯერ დღეში, აგრეთვე გაჟღენთილი ტურუნდის სახით პაროდონტალურ ჯიბეებში , 5-10 წთ – ის   განმავლობაში;

ენტერული პათოლოგიების შემთხევაში: კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დაავადებათა მკურნალობა, დისბაქტერიოზი, გამოწვეული ზემოთ   ჩამოთვლილი მიკროორგანიზმებით ან მათი ერთობლიობით , ტარდება ზოგადი სქემით პერ ოს მისაღებად ( დასალევად ) 1-3- ჯერ დღეში , ოყნით : სამკურნალო მიკროოყნა – 1 ჯერ , საღამოს , ძილის წინ . მკურნალობა რეკომენდებულია ჩატარდეს ქვემოდ მოცემული სქემის მიხედვით :

 

ასაკიდასალევად (per os)რექტალურად (per rectum)
6 თვემდე5 მლ ჭამამდე 1- ჯერ10 მლ 1- ჯერ
6 თვიდან 1 წლამდე5 მლ ჭამამდე 2- ჯერ1 0 მლ 1- ჯერ
1 წლიდან 3 წლამდე5 მლ ჭამამდე 3- ჯერ20 მლ 1- ჯერ
3 წლიდან 8 წლამდე10 მლ ჭამამდე 2- 3- ჯერ30 მლ 1- ჯერ
8 წლის ზემოთ20 მლ ჭამამდე 2-3 – ჯერ40 მლ 1- ჯერ

 

შენიშვნა : თუ ჭრილობისა და / ან ღრუს დასამუშავებლად გამოიყენებოდა ქიმიური ანტისეპტიური საშუალებები , პიობაქტერიოფაგების პრეპარატის გამოყენებამდე შესაბამისი ადგილები უნდა დამუშავდეს სტერილური 0,9% ფიზიოლოგიური ხსნარით .

ბაქტერიოფაგების პრეპარატების გამოყენება არ გამორიცხავს სხვა ანტიბაქტერიული სამკურნალო სშუალებების გამოყენებას .

ჭარბი დოზირება:

მონაცემები ბაქტერიოფაგის პრეპარატების დოზის გადაჭარბების შედეგების შესახებ ცნობილი არ არის .

გვერდითი ეფექტები:

ბაქტერიოფაგების პრეპარატები არა ტოქსიურია .

მონაცემები ბაქტერიოფაგების პრეპარატის გამოყენების შემდგომი განვითარებული გვერდითი მოვლენების ან ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენის შესახებ დადგენილი არ არის .

ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია .

გამოშვების ფორმა და შეფუთვა:

ფაგიო იწარმოება სამედიცინო მინის 20 მლ – იანი ფლაკონებში , მუყაოს ერთ კოლოფში არის პრეპარატის 4 ცალი 20 მლ – იანი ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

შენახვისა და ტრანსპორტირების პირობები:

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას 2 ° С – 15 ° С ტემპერატურაზე . ტრანსპორტირება შესაძლებელია 2 ° С – 25 ° С – მდე ტეპერატურაზე 2 კვირის განმავლობაში , ყველა სახის დახურული ტრანსპორტით , რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ ტემპერატურულ რეჟიმის შენარჩუნებას ტრანსპორტირების მთელ პერიოდში .

ვარგისიანობის ვადა:

სათანადო პირობების დაცვით პრეპარატი ვარგისია 2 წელი შეფუთვაზე მითითებული დამზადების თარიღიდან . დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

შემღვრეული პრეპარატი არ გამოიყენება .

გაცემის რეჟიმი:

III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ ).

მწარმოებელი : სს „ბიოქიმფარმი „ .

Don`t copy text!