Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 434

ფ-გელი – F-GEL – Ф-ГЕЛЬ

საერთაშორისო დასახელება:

KETOPROFEN

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: კეტოპროფენი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური, ანთების საწინააღმდეგო; ციკლოოქსიგენაზას ინჰიბიტორი და პროსტაგლანდინების სინთეზის დამამუხრუჭებელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

გელი გარეგანი გამოყენებისათვის: ტუბში 30 გ

100 გ

კეტოპროფენი ………  2.5 გ

 

ვრცლად ფებროფიდი

უტროჟესტანი – UTROGESTAN – УТРОЖЕСТАН

საერთაშორისო არაპატენტირებული სახელწოდება :

პროგესტერონი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები .

შემადგენლობა (1 კაფსულაზე ):

მოქმედი ნივთიერება:

პროგესტერონი ნატურალური მიკრონიზირებული …………….. 100 ან 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები : მიწის თხილის ზეთი , სოიოს ლიცეტინი , ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი .

აღწერილობა: კაფსულები 100 მგ – მრგვალი , კაფსულები 200 მგ – ოვალური , რბილი ჟელატინის კაფუსლები ყვითელი ფერის , რომლებიც შეიცავს ზეთოვან, მოთეთრო ჰომოგენურ სუსპენზიას ( ფაზების ხილული დაყოფის გარეშე ).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

გესტაგენი .

ფარმაკოლოგიური თვისებები:

გესტაგენი , ყვითელი სხეულის ჰორმონი . სამიზნე ორგანოების უჯრედების ზედაპირზე რეცეპტორებთან დაკავშირებით აღწევს ბირთვში , სადაც , დნმ – ს აქტივირებით , ასტიმულირებს რნმ – ს სინთეზს . ხელს უწყობს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის პროლიფერაციის ფაზიდან გადასვლას , რასაც ფოლიკულური ჰორმონი იწვევს , სეკრეტულ ფაზაში გადასვლას , ხოლო განაყოფიერების შემდეგ – იმ მდგომარეობაში , რომელიც აუცილებელია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის განვითარებისათვის . ამცირებს საშვილოსნოსა და საშვილოსნოს მილების აგზნებადობას და შეკუმშვას , ასტიმულირებს სარძევე ჯირკვლის ელემენტების განვითარებას .

პროტეინლიპაზას სტიმულირებით ზრდის ცხიმის მარაგს , გლუკოზას უტილიზაციას , ბაზალური და სტიმულირებული ინსულინის კონცენტრაციის მომატებით , ხელს უწყობს ღვიძლში გლიკოგენის დაგროვებას , ზრდის ჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამომუშავებას ; ამცირებს აზოტემიას , ზრდის შარდთან ერთად აზოტის გამოყოფას , ააქტიურებს სარძევე ჯირკვლების აცინუსების სეკრეტული განყოფილების ზრდას და აინდუცირებს ლაქტაციას .

ხელს უწყობს ნორმალური ენდომეტრიუმის განვითარებას .

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღებისას

შეწოვა

მიკრონიზირებული პროგესტერონი კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან აბსორბირდება . სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია პირველი საათის განმავლობაში იზრდება , მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში ( Cmax ) მიღებიდან 1-3 საათში აღინიშნება . სისხლის პლაზმაში პროგესტერონის კონცენტრაცია 0.13 ნგ / მლ – დან 4.25 ნგ / მლ – მდე 1 საათში იზრდება , 11.75 ნგ / მლ – მდე 2 საათში , ხოლო 8.37 ნგ / მლ 3 საათში აღინიშნება , 2 ნგ / მლ 6 საათში და 1.64 ნგ / მლ 8 საათში .

მეტაბოლიზმი

ძირითად მეტაბოლიტებს , რომლებიც სისხლის პლაზმაში განისაზღვრება , წარმოადგენს 20- ალფა – ჰიდროქსი – დელტა -4- ალფა – პრეგნანოლონი და 5- ალფა – დიჰიდროპროგესტერონი .

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით , მათ 95%- ს გლუკურონკონიუგირებული მეტაბოლიტები შეადგენს , ძირითადად 3- ალფა , 5- ბეტა – პრეგნანდიოლი ( პრეგნანდიონი ). აღნიშნული მეტაბოლიტები , რომლებიც განისაზღვრება სისხლის პლაზმასა და შარდში , იმ ნივთიერებების ანალოგიურია , რომლებიც ყვითელი სხეულის ფიზიოლოგიური სეკრეციის დროს წარმოიქმნება.

ვაგინალური შეყვანისას

შეწოვა

აბსორბცია სწრაფად ხდება , პროგესტერონი საშვილოსნოში გროვდება , სისხლის პლაზმაში პროგესტერონის მაღალი დონე შეყვანიდან 1 საათში აღინიშნება . სისხლის პლაზმაში პროგესტერონის ჩმახ შეყვანიდან 2-6 საათში მიიღწევა . პრეპარატის 100 მგ 2- ჯერ დღეში შეყვანისას საშუალო კონცენტრაცია 9.7 ნგ / მლ – ს დონეზე 24 საათის განმავლობაში შენარჩუნდება .

დღეში 200 მგ – ზე მაღალი დოზებით შეყვანისას პროგესტერონის კონცენტრაცია ორსულობის 1 ტრიმესტრს შეესაბამება .

მეტაბოლიზმი

მეტაბოლიზდება ძირითადად 3- ალფა , 5- ბეტა – პრეგნანდიოლის წარმოქმნით . პლაზმაში 5- ბეტა – პრეგნანდიოლის დონე არ იზრდება .

გამოყოფა

გამოიყოფა შარდთან ერთად მეტაბოლიტების სახით, ძირითად ნაწილს შეადგენს 3- ალფა , 5- ბეტა – პრეგნანდიოლი ( პრეგნანდიონი ). ეს დასტურდება მისი კონცენტრაციის მუდმივი გაზრდით (Cmax 142 ნგ / მლ 6 საათში ).

ჩვენებები:

  • პროგესტერონ – დეფიციტური მდგომარეობები .

შეყვანის პერორალური გზა :

–    უნაყოფობა ლუტეინის უკმარისობის შედეგად;

–     წინამენსტრუალური სინდრომი;

–     მენსტრუალური ციკლის დარღვევა ოვულაციის ან ანოვულაციის დარღვევების შედეგად;

–     ფიბროზულ – კისტოზური მასტოპათია;

–     პრემენოპაუზა;

–     მენოპაუზის ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია ( ესტროგენულ პრეპარატებთან ერთად ).

შეყვანის ვაგინალური გზა :

–   ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია პროგესტერონის დეფიციტის შემთხვევაში არაფუნქციონირებადი ( არარსებული ) საკვერცხეების

( კვერცხუჯრედების დონორობა ) დროს;

–    ლუტეინის ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორული განაყოფიერებისათვის მომზადების დროს;

–    ლუტეინის ფაზის შენარჩუნება სპონტანურ ან ინდუცირებულ მენტსრუალურ ციკლში;

–     ნაადრევი მენოპაუზა;

–     ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია / ესტროგენულ პრეპარატებთან კომბინაციაში /;

–     უნაყოფობა ლუტეინის უკმარისობის შედეგად;

–     შეჩვეული და სავარაუდო აბორტის პროფილაქტიკა პროგესტერონის უკმარისობის შედეგად;

–     საშვილოსნოს მიომას პროფილაქტიკა;

–     ენდომეტრიოზის პროფილაქტიკა.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა , მიდრეკილება თრომბოზების მიმართ , ფლებიტის ან თრომბოემბოლური დაავადებების მწვავე ფორმები ; გაურკვეველი გენეზის სისხლდენები სქესობრივი გზებიდან ; არასრული აბორტი , პორფირია .

სარძევე ჯირკვლებისა და სასქესო ორგანოების დადგენილი ან სავარაუდო ავთვისებიანი ახალწარმონაქმნები .

პერორალური შეყვანა – ღვიძლის ფუნქციის გამოხატული დარღვევების დროს.

სიფრთხილით

გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები , არტერიული ჰიპერტენზია , თირკმლის ქრონიკული უკმარისობა , შაქრიანი დიაბეტი , ბრონქული ასთმა , ეპილეფსია , შაკიკი , დეპრესია ; ჰიპერლიპოპროტეინემია , ორსულობის III ტრიმესტრი , ლაქტაციის პერიოდი .

გამოყენების წესი და დოზები:

მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაავადების ხასიათისა და განსაკუთრებულობების მიხედვით .

პერორალური შეყვანა:

პრეპარატი მიიღება შიგნით, წყლის დაყოლებით. უმეტეს შემთხვევაში პროგესტერონის უკმარისობის დროს უტროჟესტანის სადღეღამისო დოზა 200-300 მგ – ს შეადგენს , გაყოფილი 2 მიღებად ( დილას და საღამოს ). ლუთეინური ფაზის უკმარისობისას ( წინამენსტრუალური სინდრომი , ფიბროზულ – კისტოზური მასტოპათია , დისმენორეა , პრემენოპაუზა ), სადღეღამისო დოზა 200 ან 400 მგ – ს შეადგენს , რომელიც 10 დღის განმავლობაში მიიღება

(ჩვეულებრივ ციკლის მე -17- დან 26- ე დღემდე ). ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპიის დროს მენოპაუზაში ესტროგენების მიღების ფონზე უტროჟესტანი გამოიყენება დოზით 200 მგ დღეში 10-12 დღის განმავლობაში.

ვაგინალური შეყვანა:

– პროგესტერონის სრული არარსებობა ქალებში არაფუნქციური (არარსებული) საკვერცხეებით ( საკვერცხეების დონორობა): ესტროგენული თერაპიის ფონზე 200 მგ დღეში ციკლის მე -13 და მე -14 დღეს , შემდეგ 100 მგ დღეში ორჯერ ციკლის მე -15- დან 25- ე დღეს , 26- ე დღიდან და ორსულობის გამოვლენისას დოზა იზრდება 100 მგ – ით დღეში ყოველ კვირას , დღეში მაქსიმუმ 800 მგ – ს მიღწევით , გაყოფილი 3 მიღებად . ამ დოზირების გამოყენება შეიძლება 60 დღის განმავლობაში .

– ლუთეინური ფაზის შენარჩუნება ექსტრაკორპორული განაყოფიერების ციკლის ჩატარების დროს: რეკომენდებულია დღეში 400-800 მგ – ს მიღება , დაწყებული ქორიონული გონადოტროპინის ინექციის დღიდან ორსულობის მთელი ვადის განმავლობაში .

– ლუთეინური ფაზის შენარჩუნება სპონტანურ ან ინდუცირებულ მენსტრუალურ ციკლში , ყვითელი სხეულის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული უნაყოფობის დროს : რეკომენდებულია დღეში 200-300 მგ – ს მიღება , დაწყებული ციკლის მე -17 დღიდან 10 დღის განმავლობაში , მენსტრუაციის დაგვიანების და ორსულობის გამოვლენის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს.

– აბორტის საშიშროების შემთხვევებში ან პირველადი აბორტების პროფილატიკის მიზნით , რომელიც წარმოიქმნება პროგესტერონის უკმარისობის ფონზე: 200-400 მგ ყოველდღე 2 მიღებად ორსულობის I და II ტრიმესტრებში .

კაფსულები შეჰყავთ ღრმად საშოში .

გვერდითი ეფექტები:

–  ალერგიული რეაქციები .

–   შიგნით მიღებისას : ძილიანობა , მოვლითი თავბრუსხვევა ( პრეპარატის მიღებიდან 1-3 საათში ), ძალიან იშვიათად – მენსტრუაციათაშორისი სისხლდენა .

ჭარბი დოზა:

ზემოაღნიშნული არასასურველი ეფექტები ყველაზე ხშირად ჭარბი დოზის შედეგს წარმოადგენს . პრეპარატის დოზის შემცირებისას ისინი სპონტანურად ქრება .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

აძლიერებს დიურეზულების , ჰიპოტენზიური სამკურნალო საშუალებების , იმუნოდეპრესიულების , ანტიკოაგულანტების მოქმედებას .

ამცირებს ოქსიტოცინის ლაქტოგენურ ეფექტს.

განსაკუთრებული მითითებები:

–  კონტრაცეფციის მიზნით პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება;

–  სიფრთხილით გამოიყენება ორსულობის III ტრიმესტრში ღვიძლის დარღვეული ფუნქციის გამო;

–  პერორალური შეყვანისას აუცილებელია სიფრთხილის დაცვა; ავტოტრანსპორტის მართვისა და პოტენციურად საშიში საქმიანობის წარმოების დროს , რომლებიც საჭიროებს ყურადღების მაღალ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს .

გამოშვების ფორმა:

100 მგ კაფსულები , 15 კაფსულა ბლისტერში , 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

200 მგ კაფსულები , 7 კაფსულა ბლისტერში , 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი . შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .

შენახვის პირობები:

სია ბ . არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

გაცემის პირობები:

რეცეპტით .

მწარმოებელი :

” ბეზინ მანუფაკტურინგ ბელჯუმ “, ბელგია.

ურსოფალკი – URSOFALK – УРСОФАЛЬК

საერთაშორისო დასახელება:

URSODEOXYCHOLIC ACID

მწარმოებელი: Dr. FALK PHARMA

მოქმედი ნივთიერება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორი; ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი, ნაღვლმდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 50 და 100 ც.

1 კაფს.

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ……….  250 მგ

 

ვრცლად ურსოსანი

ურსოსანი – URSOSAN – УРСОСАН

საერთაშორისო დასახელება:

URSODEOXYCHOLIC ACID

მწარმოებელი: PRO. MED. CS. Praha, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ურსოდეოქსიქოლის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ღვიძლის მეტაბოლური პროცესების გამაუმჯობესებელი, ნაღვლმდენი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ჟელატინის კაფსულები: შეფუთვაში 10 და 50 ც.

1 კაფს.

ურსოდეოქსიქოლის მჟავა ………….  250 მგ

ჩვენებები:

  • ქოლესტერინული კონკრემენტები ნაღვლის ბუშტში (იმ შემთხვევაში, როდესაც ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით ვერ ხერხდება მათი მოცილება);
  • ქოლესტაზის სინდრომით მიმდინარე ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
  • მწვავე ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის ალკოჰოლური, მედიკამენტოზური საშუალებებით გამოწვეული) დაზიანებები;
  • ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
  • პირველადი მასკლეროზირებელი ქოლანგიტი;
  • ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
  • სანაღვლე გზების დისკინეზიები;
  • ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი.

მიღების წესი და დოზირება:

ინიშნება დასალევად მცირეოდენ სითხესთან ერთად.

ნაღვლის კონკრემენტების გახსნის მიზნით, აგრეთვე ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ ურსოსანის 10 მგ/კგ-ს დღეში, უწყვეტად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ურსოსანის მიღების ხანგრძლივობა ქოლესტერინული წარმოშობის ნაღვლის კონკრემენტების დაშლის მიზნით შეადგენს 6 თვიდან 2 წლამდე. იმ შემთხვევაში, როდესაც ურსოსანის მიღებიდან 12 თვის შემდეგ არ აღინიშნება ნაღვლის კონკრემენტების შემცირების პროცესი, მკურნალობის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის.

ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ურსოსანით მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს რამდენიმე თვიდან 2 წლამდე.

ჩვეულებრივ პრეპარატის სადღეღამისო დოზის მიღება ხდება ერთჯერადად საღამოს.

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ ინიშნება პრეპარატის 250 მგ დღეში ერთხელ ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა, როგორც წესი, შეადგენს 10-14 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია დიარეა, კანის ქავილი, სისხლში ღვიძლის ტრანსამინაზების მაჩვენებლების გარდამავალი მომატება, ნაღვლის კონკრემენტების კალცინირება, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ნაღვლის ბუშტის და სანაღვლე გზების მწვავე ანთებითი დაავადებები;

* ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის სტადიაში;

* არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, კრონის  დაავადება;

* თირკმელების ფუნქციის მკვეთრად გამოხატული დარღვევები;

* ორსულობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ურსოსანის მიღების დროს ნაღვლის კონკრემენტების დაშლის მიზნით აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა:

◄ კონკრემენტები უნდა იყოს სუფთა ქოლესტერინული (რენტგენონეგატიური),

◄ მათი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მმ-ს;

◄  ნაღვლის ბუშტის ფუნქცია, ნაღვლის სადინარის და ნაღვლის საერთო სადინარის გამტარებლობა უნდა იყოს შენარჩუნებული.

◄ გარდა ამისა, პრეპარატის ხანგრძლივად (1 თვეზე მეტი) გამოყენების შემთხვევაში, საჭიროა პერიოდულად (თვეში ერთხელ) ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის განსაზღვრის მიზნით სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება, განსაკუთრებით მკურნალობის პირველი 3 თვის განმავლობაში.

◄ მკურნალობის ეფექტურობაზე კონტროლი რეკომენდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ, სანაღვლე გზების ულტრაბგერითი და რენტგენოლოგიური გამოკვლევებით.

◄ ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნის შემთხვევაში, საჭიროა ძუძუთი კვება შეწყდეს.

◄  ურსოსანით მკურნალობის პერიოდში მიზანშეწონილია რეპროდუქციის ასაკში მყოფმა ქალებმა მიმართონ კონტრაცეპციის საიმედო მეთოდებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ქოლესტირამინი, ქოლესტიროლი და ანტაციდები, რომელთა შემადგენლობაში შედის ალუმინის ჰიდროქსიდი, აქვეითებენ ურსოდეოქსიქოლის მჟავას აბსორბციის პროცესს და ურსოსანის ეფექტურობას, აღნიშნულის გამო ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული დანიშვნა ურსოსანთან ერთად მიზანშეწონილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისან და სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

ურსომაკი – URSOMAC – УРСОМАК

საერთაშორისო დასახელება:

Ursodeoxycholic acid

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰეპატოპროტექტორები

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – ურსოდეოქსიქოლის მჟავას 300 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, აეროსილი.

მოქმედების მექანიზმი:

ჰეპატოპროტექტორი. ასევე, ახასიათებს ნაღვლმდენი, ქოლელითოლიზური, ჰიპოლიპიდემიური, ჰიპოქოლესტერინემიული და იმუნომოდულატორული მოქმედება.

მაღალპოლარული თვისებების გამო, ურსოდეოქსიქოლის მჟავა უზრუნველყოფს აპოლარული (ტოქსიკური) ნაღვლის მჟავებიდან არატოქსიკური შერეული მიცელების წარმოქმნას, რაც ბილიარული რეფლუქს – გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის დროს ამცირებს კუჭის რეფლუქტატის მიერ უჯრედული მემბრანების დაზიანებას.

გარდა ამისა, ურსოდეოქსიქოლის მჟავა წარმოქმნის ორმაგ მოლეკულებს, რომლებიც ჩაერთვებიან ჰეპატოციტების, ქოლანგიოციტებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ეპითელიოციტების მემბრანების შემადგენლობაში, უნარჩუნებენ მათ სტაბილურობას და ზრდიან ციტოტოქსიკური მიცელებისადმი მდგრადობას.

ჰეპატოციტებისათვის ტოქსიკური ნაღვლის მჟავების კონცენტრაციის შემცირებითა და ბიკარბონატებით მდიდარი ქოლერეზის სტიმულირების გზით, ურსოდეოქსიქოლის მჟავა ეფექტურად ამცირებს ღვიძლის შიდა ქოლესტაზს. ასევე, ამცირებს ნაღვლის წვენში ქოლესტერინის შემცველობას, რაც ნაწლავიდან ამ უკანასკნელის შეწოვის ინჰიბირებით, ღვიძლში მისი სინთეზისა და ნაღვლის წვენში გამოყოფის შემცირებით მიიღწევა. ზრდის ნაღვლის წვენში ქოლესტერინის ხსნადობას მასთან თხევადკრისტალური ნაერთების წარმოქმნის გზით; ამცირებს ნაღვლის წვენის ლითოგენურ ინდექსს. შედეგად, იზრდება ქოლესტერინული ნაღვლის კონკრემენტების (კენჭების) ხსნადობა და მცირდება ახალი კონკრემენტების წარმოქმნის შესაძლებლობა.

იმუნომოდულატორული მოქმედება განპირობებულია ჰეპატოციტების მემბრანებზე HLA-1 ანტიგენებისა და ქოლანგიოციტებზე – HLA-2 ანტიგენების ექსპრესიის დათრგუნვით, ასევე ლიმფოციტების (თ-ქილერების) აქტივობის ნორმალიზებით და სხვა. აფერხებს ფიბროზის პროგრესირებას პაციენტებში ბილიარული პირველადი ციროზით, მუკოვისციდოზითა და ალკოჰოლური სტეატოჰეპატიტით. ამცირებს საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოების რისკს. ურსოდეოქსიქოლის მჟავა აფერხებს უჯრედების (ჰეპატოციტები, ქოლანგიოციტები) ნაადრევი დაბერებისა და სიკვდილის პროცესს.

ურსოდეოქსისოლის მჟავა შიეწოვება წვრილი ნაწლავიდან პასიური დიფუზიის მეშვეობით (90%), ხოლო თეძოს ნაწლავში – აქტიური ტრანსპორტის გზით.

Cmax 1-3 სთ-ში მიიღწევა. პლაზმის ცილებს უკავშირდება 96-99%. გადის პლაცენტის ბარიერში. პრეპარატის სისტემური მიღების შედეგად ურსოდეოქსიქოლის მჟავა წარმოადგენს ძირითად ნაღვლის მჟავას სისხლის შრატში და შეადგენს სისხლში არსებული ნაღვლის მჟავების დაახლოებით 48%-ს. პრეპარატის თერაპიული ეფექტი დამოკიდებულია ნაღვლის წვენში ურსოდეოქსიქოლის მჟავას კონცენტრაციაზე. მეტაბოლიზდება ღვიძლში (“პირველადი გავლის” ეფექტი) ტაურინისა და გლიცინის კონიუგატად და გამოიყოფა ნაღვლის წვენში. მიღებული დოზის დაახლოებით 50-70% გამოიდევნება ნაღვლის წვენის მეშვეობით, ხოლო დარჩენილი ნაწილი მეტაბოლიზდება მსხვილ ნაწლავში ბაქტერიების მიერ.

ჩვენება:

  • გაურთულებელი ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, როდესაც შეუძლებელია ქოლესტერინული კონკრემენტის (კენჭის) მოცილება ნაღვლის ბუშტიდან ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდით;
  • ბილიარული ნალექი;
  • ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის) შემდეგ კენჭების წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა;
  • ქრონიკული აქტიური ჰეპატიტი;
  • მწვავე ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ტოქსიკური (მათ შორის წამლისმიერი) დაზიანება;
  • ღვიძლის ალკოჰოლური დაავადება;
  • არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი;
  • ღვიძლის პირველადი ბილიარული ციროზი;
  • პირველადი სკლეროზული ქოლანგიტი;
  • ღვიძლის კისტოზური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);
  • ღვიძლის შიდა ნაღვლის სადინარების ატრეზია (მათ შორის ნაღვლის სადინარის თანდაყოლილი ატრეზია);
  • ნაღვლის სადინარების დისკინეზია;
  • ბილიარული რეფლუქს-გასტრიტი და რეფლუქს-ეზოფაგიტი;
  • ბილიარული დისპეფსიური სინდრომი (ქოლეცისტოპათიისა და ნაღვლის სადინარების დისკინეზიის დროს);
  • პროფილაქტიკის მიზნით:
  • ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკა ჰორმონალური კონტრაცეპტივებისა და ციტოსტატიკების მიღების ფონზე;
  • ნაღვლის ბუშტში კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკა სიმსუქნით დაავადებულ პაციენტებში, სხეულის წონის სწრაფი დაკლების შემთხვევაში.

უკუჩვენება:

– პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა;

– რენტგენოლოგიურად დადებითი ნაღვლის კენჭები (კალციუმის მაღალი შემცველობით);

– არაფუნქციონირებადი ნაღვლის ბუშტი;

– ნაღვლის-კუჭის-ნაწლავური ფისტულა;

– მწვავე ქოლეცისტიტი; მწვავე ქოლანგიტი;

– ღვიძლის ციროზი დეკომპენსაციის ფაზაში;

– ნაღვლის სადინარების ობტურაცია;

– ნაღვლის სადინარებისა და ნაღვლის ბუშტის მწვავე ინფექციური დაავადება;

– ნაღვლის ბუშტის ემპიემა;

– წვრილ და მსხვილ ნაწლავში მიმდინარე ანთებითი პროცესები;

– პანკრეატიტი;

– ღვიძლის უკმარისობა;

– თირკმლის უკმარისობა.

უსაფრთხოების ზომები:

ნაღვლის კონკრემენტების (კენჭების) დაშლის მიზნით ურსომაკის მიღებისას აუცილებელია შემდეგი პირობების დაცვა: კონკრემენტი უნდა იყოს ქოლესტერინული (რენტგენონეგატიური), მათი ზომა არ უნდა აღემატებოდეს 15-20 მმ-ს, ნაღვლის ბუშტი უნდა იყოს ფუნქციონირებადი და კონკრემენტებით ნაღვლის ბუშტის ავსებადობა ზომაში არ უნდა აჭარბებდეს ნაღვლის ბუშტის ზომის ნახევარს, ნაღვლის სადინარისა და ნაღვლის საერთო სადინარის გამტარობა შენარჩუნებული უნდა იყოს.

ურსომაკით ხანგრძლივი თერაპიის დროს (> 1 თვე), პირველი 3 თვის განმავლობაში ყოველ 4 კვირაში ერთხელ, ხოლო შემდეგ – 3 თვეში ერთხელ, საჭიროა სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარება და ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის დადგენა. მკურნალობის ეფექტურობა ფასდება ნაღვლის სადინარების ულტრაბგერითი გამოკვლევით ყოველ 6 თვეში ერთხელ.

კენჭების სრულად დაშლის შემდეგ, მცირე ზომის ნარჩენი კენჭების დაშლისა და რეციდივის პროფილაქტიკის მიზნით, რეკომენდებულია პრეპარატის მიღება კიდევ 3 თვის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ურსომაკის გამოყენების საჭიროება დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე მისი გავლენის პოტენციურ რისკს.

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღების აუცილებლობისას უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

ქოლესტირამინი და ალუმინის შემცველი ანტაციდები ამცირებენ პრეპარატის აბსორბციას საჭმლის მომნელებელი სისტემიდან.

ჰიპოლიპიდემიურ სამკურნალო საშუალებებთან (განსაკუთრებით კლოფიბრატი), ესტროგენებთან, ნეომიცინსა და პროგესტინებთან ერთდროული მიღებისას, იზრდება ნაღვლის წვენის ქოლესტერინით გაჯერებულობა და შესაბამისად, მცირდება ურსოდეოქსიქოლის მჟავას მიერ ქოლესტერინული კონკრემენტების დაშლა.

დოზირება და მიღების წესი:

კაფსულები მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, ასევე ნაღველ-კენჭოვანი დაავადების (ნაღვლის ბუშტის ქოლესტერინული კენჭები და ბილიარული ნალექი) დროს ინიშნება პრეპარატის 10-15 მგ/კგ დღე-ღამეში, ხანგრძლივი თერაპიის სახით.

– ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას პრეპარატის დღე-ღამური დოზა იყოფა 2-3 მიღებაზე, კაფსულები მიიღება საკვებთან ერთად. ღვიძლის ქრონიკული დაავადებისას ურსომაკის მიღების ხანგრძლივობა რამდენიმე თვიდან 2 წლამდე გრძელდება.

– ნაღველ-კენჭოვანი დაავადების დროს პრეპარატის დღე-ღამური დოზა მიიღება ერთჯერადად ღამით. მკურნალობა გრძელდება 6 თვიდან 2 წლამდე, კენჭების სრულ დაშლამდე. შემდეგ კენჭების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით – კიდევ 3 თვის განმავლობაში. თუ პრეპარატის მიღებიდან 12 თვის შემდეგ არ აღინიშნება ნაღვლის კენჭის შემცირება, მკურნალობის გაგრძელება მიზანშეწონილი არ არის.

– ბილიარული რეფლუქს-გასტრიტისა და რეფლუქს-ეზოფაგიტის სამკურნალოდ ინიშნება ურსომაკის 300 მგ (1 კაფსულა) ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა – 10-14 დღე.

– ქოლეცისტექტომიის (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთის) შემდეგ განმეორებითი ქოლელითიაზის პროფილაქტიკისათვის ინიშნება 300 მგ 2-ჯერ დღეში რამდენიმე თვის განმავლობაში (საშუალოდ 3 თვე).

– ღვიძლის ტოქსიკური, წამლისმიერი დაზიანებისას, ალკოჰოლური დაავადებისას და ნაღვლის სადინარების ატრეზიის დროს ინიშნება პრეპარატის 10-15 მგ/კგ-ზე გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 6-12 თვე და მეტი.

– პირველადი ბილიარული ციროზის დროს ინიშნება 10-15 მგ/კგ წონაზე დღე-ღამეში (საჭიროებისას – 20 მგ/კგ) გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 6 თვიდან რამდენიმე წელი.

– პირველადი სკლეროზული ქოლანგიტის შემთხვევაში – 12-15 მგ/კგ დღე-ღამეში (საჭიროებისას – 20 მგ/კგ) გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 6 თვიდან რამდენიმე წელი.

– არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტის დროს ინიშნება ურსომაკის 13-15 მგ/კგ დღე-ღამეში გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 6 თვიდან რამდენიმე წელი.

– მუკოვისციდოზის დროს – ურსომაკის 20-30 მგ/კგ დღე-ღამეში გაყოფილი 2-3 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა – 6 თვიდან რამდენიმე წელი.

– 2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში პრეპარატის დოზა განისაზღვრება ინდივიდუალურად – 10-20 მგ/კგ დღე-ღამეში.

გვერდითი მოვლენები:

დიარეა (შესაძლებელია დოზაზე დამოკიდებული), ტკივილი წელის არეში.

იშვიათად: ნაღვლის კენჭების კალცინირება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის გარდამავალი მატება, ალოპეცია, შეკრულობა, გულისრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი.

ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტის მიხედვით!

ურსოდეოქსიქოლის მჟავა – URSODEOXYCHOLIC ACID – УРСОДЕОКСИХОЛИЕВАЯ КИСЛОТА

ჩვენებები

  • ურსოდეოქსიქოლის მჟავა გამოიყენება პირველადი ბილიარული ციროზის, ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის ქოლესტატური სინდრომით, მწვავე ჰეპატიტის, ღვიძლის მუკოვისციდოზის, ნაღვლის სადინარის თანდაყოლილი ატრეზიის, ბილიარული რეფლუქს-ეზოფაგიტისა და რეფლუქსგასტრიტის, ქოლეცისტოპათიის დროს ბილიარული დისპეფსიური სინდრომის არსებობისას,
  • ჰორმონული ჩასახვის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალების მიღებით გამოწვეული ქოლესტაზური სინდრომის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
  • პრეპარატი გამოიყენება ციტოსტაზური სამკურნალო საშუალებებით მკურნალობის შედეგად გამოწვეული ღვიძლის დაზიანების პროფილაქტიკისათვის,
  • იგი გამოიყენება აგრეთვე ღვიძლის და სხვა ორგანოების ტრანსპლანტაციის დროს დამხმარე მკურნალობისათვის.
  • პრეპარატის კაფსულები გამოიყენება ქოლესტერინული კენჭების, აგრეთვე ლიტოტრიფსიის შემდეგ ნაღვლის ბუშტსა და ნაღვლის საერთო სადინარში მათი ფრაგმენტების დასაშლელად.

დოზირების რეჟიმი

ქოლესტერინული წარმოშობის კენჭების დაშლის და ღვიძლის ქოლესტაზური დაავადებების მკურნალობის შემთხვევაში სადღეღამისო დოზა შეადგენს 10 მგ-ს 1 კგ სხეულის წონაზე და ნაწილდება შემდეგნაირად:

– 60 კგ-მდე – 2 კაფსულა;

– 80 კგ-მდე – 3 კაფსულა;

– 100 კგ-მზე – 4 კაფსულა.

ნაღვლის კენჭების დასაშლელად პრეპარატის სადღეღამისო მთლიანი დოზის მიღება ხდება ერთჯერადად საღამოს.

ღვიძლის ქოლესტაზური დაავადებების მკურნალობისათვის სადღეღამისო დოზა ნაწილდება შემდეგნაირად:

– 60 კგ-მდე 1 კაფსულა დილით და 1 კაფსულა საღამოს;

– 80 კგ-მდე 1 კაფსულა დილით. 1 კაფსულა შუადღით და 1 კაფსულა საღამოს;.

– 100 კგ-მდე 1 კაფსულა დილით, 1 კაფსულა შუადღით და 2 კაფსულა საღამოს.

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის მკურნალობის დროს გამოიყენება დღეში 1 კაფსულის ოდენობით. კაფსულა აუცილებელია მივიღოთ საღამოს ძილის წინ. კაფსულა უნდა გადავყლაპოთ მთლიანად, მცირე რაოდენობით სითხის მიყოლებით. პრეპარატი უნდა მივიღოთ რეგულარულად.

მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 6-დან 24 თვემდე. იმ შემთხვევაში, თუ მკურნალობიდან 12 თვის შემდეგ არ აღინიშნება კონკრემენტების ზომაში შემცირება, მკურნალობის გაგრძელება არ არის მიზანშეწონილი. მკურნალობის შედეგები მოწმდება ყოველ 6 თვეში ულტრაბგერითი ან რენტგენოლოგიური კვლევების შედეგად.

ბილიარული რეფლუქს-გასტრიტის მკურნალობის შემთხვევაში პრეპარატი ჩვეულებრივ მიიღება 10-14 დღის განმავლობაში. მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ.

მკურნალობის ეფექტურობისათვის აუცილებელია პრეპარატის რეგულარული მიღება. მკურნალობის პერიოდში რეკომენდებულია ღვიძლის ფუნქციური სინჯების კონტროლი.

გვერდითი მოვლენები

მკურნალობის პერიოდში შესაძლოა აღინიშნოს ნაღველის კონკრემენტების ჩაკირვა. იშვიათ შემთხვევაში ფაფისებრი განავალი.

უკუჩვენებები

* ურსოდეოქსიქოლის მჟავას მიღება უკუნაჩვენებია ნაღვლის ბუშტისა და ნაღვლის სადინარების მწვავე ანთებისას, აგრეთვე ბილიარული ტრაქტის გამტარობის (ნაღვლის საერთო სადინარის ან ნაღლის ბუშტის) დარღვევის შემთხვევაში.

* პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

* პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში, როდესაც ნაღვლის ბუშტი არ ფიქსირდება რენტგენოლოგიური კვლევის შედეგად, კალციფიცირებული კონკრემენტების არსებობისას, აგრეთვე როდესაც დარღვეულია ნაღვლის ბუშტის კუმშვადი ფუნქცია;

* პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, როდესაც მათ ხშირად აღენიშნებათ შეტევა სანაღვლე გზების ჭვალის სახით.

ორსულობა და ლაქტაცია

ვინაიდან საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის შესწავლილი პრეპარატის ემბრიოტოქსიურობა, ქალებში რეპროდუქციის პერიოდში მისი დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ჩასახვის საწინააღმდეგო საიმედო საშუალებების გამოყენების შემდეგ.

პრეპარატის მიღების წინ ორსულობა უნდა გამოირიცხოს.

უსაფრთხოების მიზნით პრეპარატი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

ურსობილი – URSOBIL – УРСОБИЛ

საერთაშორისო დასახელება:

ursodeoxycholic acid

რაოდენობრივი და თვისობრივი შემადგენლობა:

ყოველი 150მგ-იანი კაფსულა შეიცავს

აქტიურ ინგრედიენტს ურსოდეოქსიქოლიურ მჟავას -150მგ

წამლის ფორმა: 150 მგ კაფსულა; 250 მგ კაფსულა; 300 მგ ტაბლეტი

თერაპიული ჩვენება:

ნაღვლის წარმოქმნის რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები, აგრეთვე ქოლესტერინის მაღალი შემცველობა ნაღველში – ახდენს ქოლესტერინის კენჭების წარმოქმნის ინჰიბირებას, აგრეთვე ქმნის კენჭების დაშლისათვის საჭირო გარემოს.

  • ამ წამლის ჩვენებას წარმოადგენს მოფუნქციონირე ნაღვლის ბუშტში კენჭის არსებობა ან ნაღვლის საერთო სადინარში კენჭის მოხვედრა, ან კვლავწარმოქმნა ოპერაციის შემდგომ. ბილიარული დისპეპსია.

გამოყენების წესი:

ხანგრძლივი დროის განმავლობაში: იმისათვის რომ შემცირდეს ნაღვლის ლითოგენური თვისებები, დღიური დოზა უნდა იყოს 5-10მგ/კგ დღეში 2-3-ჯერ.

არსებული კენჭების დაშლისათვის საჭირო გარემოს შესაქმნელად – 4-6 თვის განმავლობაში, 12-თვემდე. დისპეპსიური სინდრომის დროს და შემანარჩუნებელი თერაპიის შემთხვევაში, გაყოფილი დღეში 2-3 მიღებად განაწილებული 300მგ დღიური დოზა არის საკმარისი. ოპტიმალური დოზა შეიძლება იყოს შერჩეული მკურნალი ექიმის მიერ, პროდუქტის მაღალი ტოლერანტობა იძლევა შედარებით მაღალი დოზის დანიშვნის შესაძლებლობას. პრეპარატი უნდა იქნეს მიღებული ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.

უკუჩვენება:

* ურსობილი უკუნაჩვენებია პროდუქტის მიმართ ანამნეზში ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში.

* უკუნაჩვენებია ორსულებსა და კუჭისა და თორმეტგოჯას წყლულით დაავადებულ პაციენტებში.

ჰიპერდოზირება:

4გ-ზე მეტი დოზის მიღების შემთხვევა არ არის ცნობილი.

დაუდევრობის შედეგად დიდი დოზის მიღების შემთხვევაში, ნაჩვენებია დეზინტოქსიაციისათვის საჭირო ზომების მიღება, და ქოლესტირამინის დანიშვნა, რადგან ამ ნივთიერებას ბაქტერიული მჟავების ქელატირების უნარი აქვს.

შეუთავსებლობა:

სხვა პრეპარატებთან შეუთავსებლობა არ აღინიშნება

ვარგისიანობა:

კაფსულა 150 მგ: 60 თვე
კაფსულა 250 მგ: 60 თვე

ტაბლეტი 300 მგ: 36 თვე

უროჰერბი – UROHERB – УРОГЕРБ

მწარმოებელი: „ბიოფარმი“ საქართველო

ძირითადი ფიზიკურ–ქიმიური თვისებები: მწვანე ჟელატინის კაფსულები მოყავისფრო ფხვნილით.

შემედგენლობა: 1 კაფსულა შეიცავს შემდეგი მცენარეების ექსტრაქტს: ჩაგირი  (Bergenia ligulata)-  90მგ, პოლპალა (Aerva lanata) – 90მგ, კრატევა (Crataeva nurvala)  – 50მგ, ბერავია (Boerhaavia diffusa) – 25 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის დიოქსიდი, ნატრიუმის მეთილპარაბენი, ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გამოშვების ფორმა:

კაფსულები.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ფიტოპრეპარატი ანთების საწინააღმდეგო, დიურეზული და სპაზმოლიზური მოქმედებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

უროჰერბი წარმოადგენს კომბინირებულ მცენარეულ სამკურნალო საშუალებას, რომლის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მასში შემავალი აქტიური ინგრედიენტების ფარმაკოლოგიური თვისებებით, პრეპარატი შეიცავს მცენარეების მშრალ ექსტრაქტებს, რომელთაც გააჩნიათ შემდეგი თვისებები:

ჩაგირის ექსტრაქტი  (Bergenia ligulata) გამოიყენება როგორც ლითოლიზური აგენტი თირკმლის კენჭოვანი დაავადებების დროს. ჩაგირის უროლითიაზური ეფექტი განპირობებულია კალციუმის ოქსალატების კრისტალების წარმოქმნის ინჰიბირებით. ჩაგირს ასევე გააჩნია დიურეზული და ანტიოქსიდანტური ეფექტი. ყველა ეს თვისება საშუალებას იძლევა იგი გამოვიყენოთ თირკმელ კენჭოვანი დავადების (ნეფროლითიაზი), ასევე ცისტიტის, სამკურნალოდ.

პოლპალას ექსტრაქტი (Aerva lanata) ეს არის ტრადიციული მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება როგორც სპაზმოლიზური, დიურეზული და ტკივილგამაყუჩებელი საშუალება.

მას ასევე წარმატებით იყენებენ ბერგენიასთან ერთად უროლითიაზის დროს, წვის შეგრძნების მოსახსნელად. იგი ასევე მნიშვნელოვნად აწესრიგებს შარდის ფიზიკო–ქიმიურ თვისებებს, გონორეისა და მისი მსგავსი ინფექციური პათოლოგიების დროს.

კრატევა (Crataeva nurvala) გამოიყენება საშარდე გზების კალკულოზური დაავადების, განსაკუთრებით თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს. იგი ხელს უწყობს კენჭების დაშლას უფრო მცირე ზომის კონკრემენტებად, რითაც ამარტივებს მათ გამოდევნას ორგანიზმიდან. მისი ლითოლიზური ეფექტი ვრცელდება სხვადასვა ტიპის ქვებზე.

კრატევა ასევე ეფექტურია კრისტალურიის დროს, მას ასევე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება გააჩნია.

ბერავია (Boerhaavia diffusa) ორიგინალური მცენარეა, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებენ საშარდე გზების პათოლოგიების დროს ტკივილისა და წვის შეგრძნების მოსახსნელად. ბერავია ასევე ხელს უწყობს კენჭების დაშლას.

ბერევია ის უიშვიათესი მცენარეა, რომელიც შეიცავს კალიუმის მარილებს, რისი მეშვეობითაც იგი ბუნებრივი კალიუმის შემნახველი დიურეზულია.

ბერევია ასევე ავლენს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას.

ბერევიას ყველა ეს უნიკალური თვისება განაპირობებს მის გამოყენებას შეშუპებისა და თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს.

ჩვენება:

უროჰერბი გამოიყენება საშარდე გზების : შარდის ბუშტის (ცისტიტი), თირკმლის (პიელონეფრიტი) მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში, ასევე თირკმლის ქროინიკული არაინფექციური დაავადებების კომპლექსურ თერაპიაში, ასევე თირკმლის ქრონიკული არაინფექციური გენეზის ანთების დროს: გლომერულო ნეფრიტი, ინტერსტიციული ნეფრიტი.

უროჰერბი ასევე გამოიყენება როგორც კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგო საშუალება (ასევე პოსტოპერაციულად ახალი კენჭების წარმოქმნის საწინააღმდეგოდ)

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში: 2 კაფსულა 2–ჯერ დღეში ან ექიმის დანიშნულების მიხედვით.

ბავშვებში: 1 კაფსულა ერთხელ ან ორჯერ დღეში.

გვერდითი მოვლენები:

მითითებული დოზირების დაცვის შემთხვევაში გამოვლენილი არ არის.

უკუჩვენება:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

ჰიპერდოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაზე მონაცემები არ არსებობს.

გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე: არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა ან პოტენციურად საშიში სამუშაოების შესრულებაზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

მიუხედავად იმისა, რომ პრეპარატში შემავალი კომპონენტები უსაფრთხოა ორსულებისათვის, მისი გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში არ არის სასურველი, ხოლო ორსულობის მოგვიანებით ვადებზე ასევე მეძუძურ დედებში ინიშნება ექიმის რეკომენდაციით მისი მეთვალყურეობის ქვეშ.

შენახვის პირობები:

ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე. მშრალ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქიდან გაცემა:

გაიცემა ურეცეპტოდ.

უროფოლი-ტროპინი – UROFOLLITROPHIN – УРОФОЛЛИТРОПИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

პრეპარატი წარმოადგენს ჰორმონულ, ფოლიკულომასტიმულირებელ საშუალებას. იგი იწვევს საკვერცხეების ფოლიკულების ზრდის და მომწიფების სტიმულაციას. ესტროგენების კონცენტრაციის მატებას,  ენდომეტრიუმის პროლიფერაციის სტიმულირებას. მას არ გააჩნია მალუთეინიზირებელი მოქმედება.

ჩვენებები

  • პრერარატი ინიშნება საკვერცხების ფოლიკულების ზრდის სტიმულაციისათვის ქალებში უნაყოფობის დროს ჰიპოთლამოჰიპოფიზური დარღვევებით (ერთი მადომინირებელი ფოლიკულის ზრდის სტიმულაციით);
  • დამხმარე რეპროდუქციული ღონისძიებების ჩატარებისას ჩასახვამდე (მრავალი ფოლიკულების ზრდის სტიმულაცია).

დოზირების რეჟიმი

ინდივიდუალურია. პრეპარატის ოპტიმალური დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება საკვერცხების ულტრაბგერითი კვლევის, ასევე სისხლში და შარდში ესტროგენების კონცენტრაციის კვლევის და კლინიკური დაკვირვების საფუძველზე. პრეპარატის საწყისი დზა მერყეობს 75 სე-დან 375 სე-მდე. იგი შეჰყავთ კუნთებში.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია განვითარდეს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში და საზარდულის მიდამოში, საკვერცხეების ზომიერი (გაურთულებელი) ჰიპერტროფია და საკვერცხეების კისტების წარმოქმნა, გულისრევა, ღებინება, სხეულის წონის მომატება (საკვერცხეების სტიმულაციის ადრეული ნიშანი);

ჰიპოვოლემია, ჰემოკონცენტრაცია, ელექტროლიტების დისბალანსი, ასციტი, ჰემოპერიტონიუმი, ჰიდროთორაქსი, თრომბოემბოლური სინდრომი, ციება, ართრალგია, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, ტკივილი ინექციის ადგილას.

უკუჩვენებები

* ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა მენოტროპინის და ასევე პრეპარატების მიმართ, რომლებიც შეიცავენ ფოლიკულმასტიმულირელ და მალუთეინეიზირებელ ჰორმონებს;

* საკვერცხეების ზომაში პერსისტირებადი მომატება და საკვერცხეების კისტების წარმოქმნა, რომელიც არ არის გამოწვეული საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომით;

* სასქესო ორგანოების ანომალური განვითარება ან საშვილოსნოს მიომა, რომელიც შეუთავსებადია ორსულობასთან;

* უცნობი ეტიოლოგიის გინეკოლოგიური სისხლდენები;

* საკვერცხეების, საშვილოსნოს ან სარძვე ჯირკვლის კიბო;

* საკვერცხეების პირველადი უკმარისობა;

* ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის მკურნალობის დაწყების წინ რეკომენდებულია სქესობრივი პარტნიორის სპერმის ანალიზის ჩატარება;

♦ საჭიროების შემთხვევაში ჰიპოთიეროზის, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის უკმარისობის, ჰიპერპროლაქტინემიის ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის სიმსივნის მკურნალობა.

♦ პაციენტის გინეკოლოგიური შემოწმება ჰიპერტროფიული საკვერცხეებით ტარდება სიფრთხილით, რათა თავიდან ავიცილოთ საკვერცხის კისტის გასკდომა, რის გამოც არ არის რეკომენდებული სქესობრივი კავშირი.

♦ ფოლიკულების მომწიფების და ოვულაციის შემდეგ მატულობს მრავალნაყოფიანი ორსულობის არსებობის ალბათობა ბუნებრივი განაყოფიერების პირობებში.

♦ ხელოვნური განაყოფიერების პირობებში მრავალნაყოფიანი ორსულობა დამოკიდებულია შეყვანილი ოოციტების რაოდენობაზე.

♦ შესაძლებელია ექტოპური ორსულობის არსებობა, განსაკუთრებით ანამნეზში არსებული საშვილოსნოს მილების დაავადებით. სპონტანური აბორტების სიხშირე უფრო მაღალია პრეპარატით მკურნალობის დროს, ვიდრე ჯანმრთელ პაციენტებში.

♦ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი უფრო ხშირად ვითარდება ოვულაციიდან მე-7-10 დღეს, რომლის სტიმულაცია ხორციელდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანით (იგი შეიძლება განვითარდეს უფრო ადრე სხვა დამხმარე რეპროდუქციული ღონისძიების ჩატარებისას),

♦ საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარება ქალებში „სუპეროვულაციის“ დროს, რომელიც გამოწვეულია დამხმარე რეპროდუქციული ღონისძიებების ჩატარებით, შესაძლოა შემცირდეს, თუ ტარდება ყველა ფოლიკულის შიგთავსის ასპირაცია ოვულაციის დაწყებამდე.

უროფლოქსი – UROFLOX – УРОФЛОКС

საერთაშორისო დასახელება:

RUFLOXACIN

მწარმოებელი: M&H MANUFACTURING Co, ტაილანდი

მოქმედი ნივთიერება: რუფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული საშუალება, ფტორქინოლონი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 2 და 6 ც.

1 ტაბ.

რუფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი ……. 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, ხორბლის სახამებელი, ლაქტოზა, ნატრიუმის კროსკარმელოზი, პრეჟელატინიზირებული ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, მეთილოჰიდროქსიპროპილის ცელულოზა, ტიტანიუმის დიოქსიდი, პოლიეთილენის გლიკოლი 400.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

უროფლოქსი (რუფლოქსაცინი) წარმოადგენს სპეციფიკურად საშარდე გზების ინფექციებისთვის (სგი) შექმნილ ახალ ფტოროქინოლონს. რუფლოქსაცინს აქვს ფართე სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედება და მაღალი აქტივობა აერობული გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების წინააღმდეგ, განსაკუთრებით საშარდე სისტემის პათოგენების ფართო სპექტრის მიმართ. რუფლოქსაცინი ხასიათდება ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდით (დაახლოებით 35 სთ), რაც ნიშნავს, რომ ის შეიძლება დაინიშნოს დღეში ერთხელ.

უროფლოქსს აქვს ბაქტერიოციდული მოქმედება, რომელიც გრძელდება ბოლო მიღებიდან 4 დღის განმავლობაში. მისი მოქმედების მექანიზმი დაფუძნებულია ბაქტერიული დნმ-ჰირაზას, ორგანიზმში დნმ-ის ჯაჭვის სპირალიზაციის პროცესში მონაწილე ფერმენტის, დათრგუნვაში. ეს იწვევს მიკროორგანიზმში დნმ-ის დაგროვებას დესპირალიზირებული ფორმით, რაც ხელს უშლის ბაქტერიის სიცოცხლისუნარიანობას.

როგორც მოეთხოვება სგი-ის სპეციფიურ წამალს, მისი აქტიური მეტაბოლიტი უნდა იყოს ლიმიტირებული ბიოტრანსფორმაციის ფარგლებში (არ უნდა აჭარბებდეს 10%-ს). უროფლოქსაცინის თირკმლისმიერი გამოყოფა შეადგენს დანიშნული დოზის დაახლოებით 50%-ს, რის გამოც შარდში გროვდება აქტიური წამლის მაღალი დოზა.

რუფლოქსაცინის ერთი დოზის (400 მგ) მიღების შემდეგ შარდში ბაქტერიოციდული მოქმედება გრძელდება 23 დღემდე. 400 მგ დარტყმით დოზის შემდეგ ინიშნება ყოველდღიურად 200 მგ, რაც შარდში უზრუნველყოფს რუფლოქსაცინის ბაქტერიოციდული კონცენტრაციის შენარჩუნებას 10 დღიანი კურსის დამთავრებიდან 4 დღის განმავლობაში.

გარდა ამისა რუფლოქსაცინი ადვილად და სწრაფად აღწევს პროსტატის ქსოვილის ზედაპირულ, საშუალო და ღრმა ფენებში და პროსტატის სითხეში, 4 სთ-ში უროფლოქსის რაოდენობა 1.5-ჯერ და 2.5-ჯერ აღემატება პლაზმაში მის კონცენტრაციას.

ჩვენებები:

  • უროფლოქსი ნაჩვენებია საშარდე გზების ყველა ინფექციების სამკურნალოდ, როგორიცაა მწვავე ცისტიტი გართულებული ცისტიტი, ზედა საშარდე გზების ინფექციები, პიელონეფრიტი და ქრონიკულ პროსტატიტი.

მიღების წესი და დოზირება:

პირველ დღეს ორი ტაბლეტი ერთ მიღებაზე და ამის შემდეგ ერთი ტაბლეტი ყოველდღიურად. მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა დარეგულირდეს ინფექციის სიმწვავის, კლინიკური და ბაქტერიული კურსის შესაბამისად. ხშირად მკურნალობის ხუთდღიანი კურსი საკმარისია;

პერსისტენტული შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გახანგრძლივდეს 20 დღემდე, სამედიცინო მითითების თანახმად. ხანგრძლივი ნახევარდაშლის პერიოდის გათვალისწინებით (დაახლოებით 35 სთ) ანტიბაქტრიოციდული ზემოქმედება გრძელდება მკურნალობის შეწყვეტიდან 3-4 დღის განმავლობაში. შესაბამისად არ არის საჭირო მკურნალობის გაგრძელება მას შემდეგ, რაც პაციენტი ხდება აფებრილური და უქრება სიმპტომები.

მწვავე ცისტიტი: ორი ტაბლეტი ერთ მიღებაზე – დარტყმითი თერაპია.

საშარდე გზების სხვა ინფექციებისას: დარტყმითი დოზა 2 ტაბლეტი პირველ დღეს, შემდგომში 1 ტაბლეტი ყოველდღიურად დანარჩენი 4 დღის განმავლობაში.

პერსისტენტულ შემთხვევებში თერაპია შეიძლება გახანგრძლივდეს 20 დღემდე სამედიცინო ჩვენების თანახმად.

ქრონიკული პროსტატიტი: დარტყმითი დოზა 2 ტაბლეტის სახით, შემდეგ 1 ტაბლეტი 4 კვირის განმავლობაში.

ხანდაზმულ პაციენტებში: თუ თირკმელი ფუნქციონირებს პაციენტის ასაკის შესაბამისად, დოზის რეგულირება საჭირო არ არის.

თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის შემთხვევაში: მიღების სიხშირე უნდა შემცირდეს თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის ხარისხის შესაბამისად.

ღვიძლის მძიმე უკმარისობისას: გამოიყენება ფრთხილად, სასურველია დოზის შემცირება.

რეკომენდებული დოზა ბავშვებისათვის

უროფლოქსი არ უნდა დაინიშნოს პედიატრიულ პაციენტებში და ჩამოუყალიბებელი ჩონჩხის მქონე მოზარდებში.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატს ახასიათებს კარგი ათვისების უნარი. კლინიკურ კვლევებში გვერდითი მოვლენები გამოვლინდა 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში. კლინიკური კვლევებისას გამოვლინდა შემდგომი გვერდითი ეფექტები:

კუჭ-ნაწლავის მხრივ: ეპიგასტრიული ტკივილი, გულისრევა, გულძმარვა, დისპეფსია, ღებინება. მკურნალობისას ან მკურნალობის შემდეგ ძლიერი შეუჩერებელი დიარეის შემთხვევაში ექიმს უნდა ეცნობოს დაუყოვნებლივ, რათა შეაფასოს ფსევდომემბრანული კოლიტის აღმოცენების ალბათობა. იგი წარმოადგენს სერიოზულ გართულებას, ამიტომ წამლის მიღება უნდა შეწყდეს და დაწყებულ იქნას შესაბამისი თერაპია (მაგ. 250 მგ. ვანკომიცინი  პერორალურად).

ცნს-ის მხრივ: აგზნება, ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კანკალი, დაღლილობა.

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები: იშვიათ შემთხვევებში კანის რეაქციები (ეკზანთემა, ერითემა, გამონაყარი) და ქავილი იქნა დაფიქსირებული.

ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია (ენის და საყლაპავის შეშუპება, ქოშინი, არტერიული ჰიპოტენზია).

უროფლოქსის უსაფრთხოების ზომები მსგავსია სხვა ქინოლონებისა, ამიტომაც, მკურნალობისას არ შეიძლება გამოირიცხოს სხვა ქინოლონებისათვის დამახასიათებელი გვერდითი ეფექტების გამოვლენა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა რუფლოქსაცინისა და სხვა ქინოლონების მიმართ.

* უროფლოქსი არ  უნდა დაენიშნოთ ეპილეფსიით დაავადებულ ან კრუნჩხვის ეპიზოდების ისტორიის მქონე პაციენტებს.

* უროფლოქსი არ ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ჩამოუყალიბებელი ჩოჩხის მქონე ბავშვებში და მოზარდ პაციენტებში.

* უროფლოქსი არ გამოიყენება ფტორქინოლონით გამოწვეული ტენოპათიების მქონე პაციენტებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

! უროფლოქსის უსაფრთხოება არ არის დადგენილი, განსაკუთრებით კი არ გამორიცხავს განვითარებადი ორგანიზმის სახსრების ხრტილის დაზიანების ალბათობას. შესაბამისად უროფლოქსი არ უნდა დაინიშნოს ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მიუხედავად იმისა, რომ უროფლოქსის გამოყენებისას არ დაფიქსირებულა აქილევსის მყესის (კოჭთან) ტკივილის ან შეშუპების შემთხვევები, მათი გამოვლენისას რეკომენდებულია დასვენება, ექიმის კონსულტაცია და დაუყოვნებლივი შესაბამისი თერაპია.

◄ რადგანაც უროფლოქსი ძირითადად გამოიყოფა თირკმელებით, ფრთხილად უნდა გამოვიყენოთ თირკმლის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პაციენტებში. 30 მლ/მნ-ზე დაბალი გლომერულარული ფილტრაციის სიჩქარის მქონე პაციენტებში, უროფლოქსი უნდა დაინიშნოს დღეგამოშვებით.

◄ როგორც სხვა ფტორქინოლონები, უროფლოქსი ფრთხილად გამოიყენება მოხუცებულებში, ღვიძლის დაქვეითებული ფუნქციის და ლაბილური ნერვული სისტემის მქონე პაციენტებში. ნერვულ პაციენტებში შეიძლება გამოიწვიოს აღგზნება.

◄ თუმცა უროფლოქსთან არ არის ნახსენები, ფოტოსენსიბილიზაცია, რაც შემჩნეულია ამავე კლასის სხვა მედიკამენტებთან. სიფრთხილის თვალსაზრისით მკურნალობის დროს პაციენტები უნდა მოერიდონ მზის პირდაპირ სხივებს და ულტრაიისფერ გამოსხივებას (სოლარიუმს).

ჭარბი დოზირება:

მონაცემები დოზის გადაჭარბების შესახებ არ მოიპოვება. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა იქნას მიღებული შესაბამისი ზომები.

კუჭის ამორეცხვა უნდა მოხდეს ხელოვნური ღებინების გამოწვევით ან კუჭის ზონდის საშუალებით; პაციენტი უნდა იყოს დაკვირვების ქვეშ და შენარჩუნდეს სითხის ადექვატური მიწოდება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სხვა ქინოლონების მსგავსად, ანტაციდებმა და სუკრალფატმა შესაძლებელია შეაფერხოს უროფლოქსის ბიოშეღწევადობა. შესაბამისად ისინი უნდა დაინიშნოს უროფლოქსის მიღებამდე 2 საათით ადრე ან გვიან.

– პლაზმაში თეოფილინის კონცენტრაციის მონიტორირება შეიძლება საჭირო გახდეს უროფლოქსით გახანგრძლივებული თერაპიისას, თანმხლები თერაპიის  დროს სხვა წამალთა შორის რეაქციები არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!