Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 436

ურეგიტი® – UREGIT® – УРЕГИТ®

საერთაშორისო დასახელება:

ETACRYNIS ACID

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ეთაკრინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიურეზული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ეთაკრინის მჟავა   …………  50 მგ

სხვა ინგრედიენტები:

ჟელატინი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, სახამებელი, ტალკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატს გააჩნია გამოხატული სალურეზული ეფექტი, რომელიც რეალიზდება თირკმელების პროქსიმალურ და დისტალურ მილაკებში, ჰენლეს მარყუჟის აღმავალ ნაწილში ელექტროლიტების – ნატრიუმისა და ქლორის იონების, ნაკლებად კალიუმის იონების რეაბსორბციის ბლოკირებით, რის შედეგადაც ადგილი აქვს ორგანიზმიდან წყლის გაძლიერებულ გამოყოფას. პრეპარატი არ ზრდის ბიკარბონატების ექსკრეციას და თანაბრად ეფექტურია აციდოზის და ალკოლიზის დროს.

პრეპარატს არ გააჩნია დიაბეტოგენური აქტივობა. მისი მოქმედების ეფექტი ვლინდება 30-40 წთ-ში, აღწევს მაქსიმუმს 2 სთ-ის შემდეგად გრძელდება 6-9 სთ-ის განმავლობაში.

ჩვენებები:

  • შეშუპება, რომელიც გამოწვეულია გულის შეგუბებითი უკმარისობით, ღვიძლის ციროზით, თირკმელების დაავადებებით (ასევე ნეფროზული სინდრომით);
  • ასციტის ხანმოკლე მკურნალობის კურსი ავთვისებიანი წარმონაქმნების, იდიოპათიური შეშუპებების და ლიმფური შეშუპების დროს;
  • შეშუპება, რომელიც გამოწვეულია გულის მანკებით ან ნეფროზული სინდრომით 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში;
  • სხვა დიურეზული საშუალებების არაეფექტურობის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ურეგიტი ყოველთვის მიიღება მკაცრად ექიმის დანიშნულებით. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

მკურნალობის რეჟიმი უნდა იყოს ინდივიდუალური ყოველი პაციენტისათვის.

ჩვეულებრივი დოზები:

მოზრდილებისათვის: რეკომენდებულია უმცირესი დოზა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სხეულის წონის თანდათანობითი დაკლება – 1 კგ-ით დღე-ღამეში.

ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს 50 მგ-ს (ერთი ტაბლეტი საუზმის შემდეგ; შეიძლება ამ დოზის თანდათანობით მომატება 25-50 მგ-ით საჭირო ეფექტის მიღწევამდე ან 200 მგ-მდე. ჩვეულებრივი შემანარჩუნებელი დოზაა 25-200 მგ დღეში.

იშვიათ შემთხვევებში, თერაპიის არაეფექტურობის დროს, შეიძლება საჭირო გახდეს უფრო დიდი დოზები (2X200 მგ), მაქსიმალური შემანარჩუნებელი დოზა 400 მგ. რეკომენდებულია მაღალი დოზები (50-მგ-ზე მეტი) გაყოფილი 2 მიღებაზე (დილით და საღამოს).

შემანარჩუნებელი თერაპიის განხორციელება შეიძლება ცალკეული დოზების გამოტოვებით პრეპარატის ეფექტურობის შესანარჩუნებლად. პრეპარატის მიღება შეიძლება დღეგამოშვებით ან 2 დღეში ერთხელ, ან 2-3 დღიანი ინტერვალებით.

ხანდაზმული პაციენტებისათვის ხანდახან საჭიროა უფრო მცირე დოზები.

ბავშვებისათვის: 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვების ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 25 მგ-ს (1/2 ტაბლეტი) საუზმის შემდეგ, საჭიროებისამებრ შეიძლება დოზის მომატება 25 მგ-ით დღეგამოშვებით ან 2 დღეში ერთხელ საჭირო ეფექტის მიღწევამდე. მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2-3 მგ/კგ-ს სხეულის წონაზე. შემანარჩუნებელი თერაპიისათვის შეიძლება დღიური დოზის შეცვლა. რეკომენდებულია პრეპარატის მიღების პერიოდებს შორის 2-3 დღიანი შუალედების გაკეთება.

ურეგიტის გამოყენება შეიძლება სხვა დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში, რომელთა ეფექტი ჯამდება.

კალიუმის დამატებით შეყვანა არ სჭირდება ბევრ პაციენტს, რომელნიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს, მაგრამ რეკომენდებულია კალიუმის ქლორიდის დანიშვნა ან კალიუმი-შემნახველი დიურეზული საშუალებების გამოყენება პაციენტებში ღვიძლის ციროზით, ნეფროზული სინდრომით, ან რომლებიც იღებენ სათითურას პრეპარატებს.

პაციენტებისათვის თირკმელების ნორმალური ფუნქციით შეიძლება კალიუმის პრეპარატების მიღება (სისხლის შრატში კალიუმის რეგულარული კონტროლით), რადგან კალიუმის ზედმეტი რაოდენობა გამოიდევნება ორგანიზმიდან. თირკმელების უკმარისობის დროს კალიუმის დანიშვნა არ შეიძლება. ჩვენებები კალიუმის შეყვანისთვის ყოველთვის განისაზღვრება სისხლის შრატში მისი დონით.

თუ ურეგიტი ახდენს ძალიან სუსტ ან ძლიერ ეფექტს, საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.

ურეგიტის მიღების დავიწყებისას არ მიიღება ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.

ექიმი განსაზღვრავს ურეგიტით მკურნალობის კურსის საჭირო ხანგრძლივობას.

გვერდითი მოვლენები:

ავადმყოფებს, რომელნიც იღებენ პრეპარატს, შეიძლება განუვითარდეთ არა ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი. ურეგიტის მიღების დროს შეიძლება აღინიშნოს ნებისმიერი ქვემოთ მოცემული მოვლენა:

ყველაზე ხშირი გვერდითი ეფექტები: ოტოტოქსიკური ეფექტი (დამოკიდებულია დოზაზე და ხშირად აღენიშნებათ იმ პაციენტებს, რომელთაც აქვთ თირკმლის უკმარისობა ან დანიშნული აქვთ პრეპარატის მაღალი დოზები პარენტერულად. ეს სიმპტომებია: შუილი ყურებში, სმენის დაკარგვა- ჩვეულებრივ გარდამავალი, რომელიც შეიძლება გახდეს მუდმივი, განსაკუთრებით სხვა ოტოტოქსიკურ საშუალებებთან კომბინაციის დროს), ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა: ჰიპონატრიემია, ჰიპოქლორემია, მეტაბოლური ალკალოზი, ჰიპოგლიკემია (პაციენტთა 10-15%-ში). სიმპტომები: სიმშრალე პირში, წყურვილი, არითმია, გუნება-განწყობილების ან ფსიქიკური სფეროს ცვლილება, კუნთების სპაზმი და ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დაღლილობა, სისუსტე), დიარეა (დამოკიდებულია დოზაზე, შეიძლება იყოს პროფუზული, თხვევადი; მძიმე დიარეის დროს პრეპარატ ურეგიტის მიღება უნდა შეწყდეს). მადის დაკარგვა (დამოკიდებულია დოზაზე), ორთოსტატული ჰიპოტენზია მასიური დიურეზის გამო, ნერვული აგზნებადობა, ტკივილი მუცელში, თავის ტკივილი, გაბრუება.

იშვიათად ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), სისხლში შარდმჟავას მომატება, პოდაგრა, მხედველობის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციების დარღვევა, სიყვითლე, პანკრეატიტი, ლეიკოპენია ან აგრანულოციტოზი (ცხელება, შემცივნება), თრომბოციტოპენია (უჩვეულო სისხლდენა, ჰემატურია, პურპურა).

პაციენტებს, რომელნიც იღებენ რამდენიმე სამკურნალო პრეპარატს ერთდროულად, შეიძლება განუვითარდეს ღვიძლისა და სისხლწარმომქმნელი ორგანოების ფუნქციების დარღვევა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას, რომელიც არ არის მოცემული გამოყენების ინსტრუქციაში, საჭიროა მიმართვა ექიმთან ან ფარმაცევტთან.

უკუჩვენებები:

* ალერგია პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ანურია;

* პრეპარატი არ არის რეკომენდებული 2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის;

* ორსულობის ან ბავშვის ძუძუთი კვების დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

! ურეგიტის მიღება არ არის რეკომენდებული ორსული ქალებისათვის, რადგან მან, როგორც სხვა შარდმდენმა საშუალებამ, შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოვოლემია სისხლის სიბლანტის მომატებით, რაც ამცირებს პლაცენტარულ სისხლმიმოქცევას.

! ეთაკრინის მჟავა უკუნაჩვენებია მეძუძური დედებისათვის, თუ ამ პრეპარატის მიღება აუცილებელია, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს ძუძუთი კვება.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ მკურნალობის დაწყება საჭიროა მცირე დოზებით, რომელიც უნდა გაიზარდოს თანდათან დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. საჭიროა ავადმყოფთა სხეულის წონის კონტროლი.

◄ პაციენტებისათვის ასციტით, რომელიც გამოწვეულია ღვიძლის ციროზით, პრეპარატის მიღება საჭიროა დიდი სიფრთხილით, რადგან შარდმდენ საშუალებებს შეუძლიათ ღვიძლისმიერი კომის რისკის გაზრდა. ასეთ ავადმყოფებს უნდა დაენიშნოთ კალიუმის შემნახველი დიურეტიკები ჰიპოკალიემიის თავიდან ასაცილებლად.

◄ მარყუჟზე მოქმედი დიურეზულები (მათ შორის, ურეგიტი) სისხლში ამცირებენ მაგნიუმის დონეს. შარდის გამოყოფის გაძლიერებამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე ჰიპოტენზია.

◄ ხანდაზმულ პაციენტებში გაძლიერებულმა დიურეზმა შეიძლება შეამციროს სისხლის პლაზმის მოცულობა, რაც ზრდის თრომბოემბოლური გართულებების რისკს.

◄ ურეგიტის დანიშვნა დიდი სიფრთხილითაა საჭირო პაციენტებში გულის დაავადებებით, რომლებიც იღებენ სათითურას პრეპარატებს, რადგან შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰიპოკალიემია ფატალური არითმიით.

◄ სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო პრეპარატის დანიშვნის დროს პაციენტებისათვის ჰიპოკალიემიისადმი მიდრეკილებით (დიარეის ზოგიერთი შემთხვევა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, პარკუჭოვანი არითმიები ანამნეზში, კალიუმის დაკარგვით მიმდინარე თირკმლის დაავადებები, ჰიპერალდოსტერონიზმი თირკმელების ნორმალური ფუნქციის დროს, ანამნეზში სისტემური წითელი  მგლურა).

◄ ლაბორატორიული მაჩვენებლის ცვლილებები: შეიძლება შემცირდეს სისხლის გლუკოზის, აზოტის, შარდმჟავა, კალიუმის, კალციუმის, ქლორიდების, მაგნიუმისა და ნატრიუმის დონე. ამიტომ საჭიროა ელექტროლიტების და  ნარჩენი აზოტის განსაზღვრა სისხლში პრეპარატის მიღებამდე და ამ პარამეტრების რეგულარული კონტროლი მკურნალობის კურსის განმავლობაში.

◄ თირკმლისმიერი შეშუპებების დროს ამ შარდმდენი საშუალებების ეფექტურობა შეიძლება შემცირდეს ჰიპოპროტეინემიის გამო.

◄ ყოველი ტაბლეტი შეიცავს 75 მგ ლაქტოზას. ეს უნდა იქნას გათვალისწინებული ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში.

ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა: მკურნალობის კურსის საწყისი პერიოდი (რომლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ინდივიდუალურად) აკრძალულია  სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოების შესრულება, რომელიც დაკავშირებულია მაღალ რისკთან.

ჭარბი დოზირება:

ურეგიტის დანიშნულზე მეტი ტაბლეტის მიღებისას, განსაკუთრებით ბავშვებში ან ტაბლეტების ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევით მიღებისას, დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ან მიმართვა უახლოესი საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. პაციენტმა თან უნდა იქონიოს ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები ექიმის ინფორმირებისათვის.

სიმპტომები: ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დიურეზი, ელექტროლიტების დაკარგვა და დეჰიდრატაცია.

მკურნალობა სიმპტომური და შემანარჩუნებელია. მიზანშეწონილია ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. აუცილებლობის შემთხვევაში, საჭიროა დეჰიდრატაციის, ელექტროლიტური დარღვევების და ღვიძლისმიერი კომის საწინააღმდეგო მკურნალობა. სუნთქვის დარღვევის დროს საჭიროა ჟანგბადის ინჰალაცია და ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია.

მოცირკულირე სისხლიდან აქტიური ნივთიერება თითქმის არ გამოიდევნება ჰემოდიალიზით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის ინფორმირება ამჟამად ან მცირეოდენი ხნის წინ მიღებული ნებისმიერი სამკურნალო საშუალების შესახებ, რომლებიც გაიცემა რეცეპტით თუ ურეცეპტოდ.

აღნიშნული ეხება, ასევე იმ პრეპარატებს, რომლებიც იყო მიღებული წარსულში ან რომელთა მიღება იგეგმება მომავალში.

საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციის დროს:

– ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები და ალკოჰოლი (შესაძლებელია ჰოტენზიური და/ან შარდმდენი ეფექტის გაძლიერება).

– აგფ-ინჰიბიტორებით თერაპიის საწყის პერიოდში საჭიროა დიურეზულების მიღების შეწყვეტა და აგფ- ინჰიბიტორის დოზის შემცირება გამოხატული ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად.

– ანტიკოაგულანტები (ვარფარინი, კუმარინი): შესაძლებელია ანტიკოაგულანტური ეფექტის გაძლიერება. საჭიროა ანტიკოაგულანტის დოზის შერჩევა ან გადასვლა ფუროსემიდზე.

– არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები – მათ შეუძლიათ დიურეზული ან ანტიჰიპეტენზიული ეფექტის შემცირება.

– ანტიბიოტიკები (ეთაკრინის მჟავას შეუძლია გააძლიეროს ამინოგლიკოზიდების და ზოგიერთი ცეფალოსპორინის ოტოტოქსიკური მოქმედება). საჭიროა თავის შეკავება ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენებისგან.

– ლითიუმი (ლითიუმის მაღალმა დონემ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაციის სიმპტომები).

– კორტიკოსტეროიდები: შეიძლება მოიმატოს ჰიპოკალიემიისა და კუჭიდან სისხლდენის რისკმა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ურალიტ უ – URALIT U – УРАЛИТ У

საერთაშორისო დასახელება:

Potassium – sodium – hydrogen citrate

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნეფროლითიაზის მკურნალობა

მოქმედი ნივთიერება: კალიუმი–ნატრიუმი – ჰიდროგენ ციტრატი

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

შარდთან ერთად გამოყოფილი ტუტე მეტალებისა და სუსტი მჟავების მარილები, შარდის pH გადახრის ტუტე მხარეს (6.2–7.5–მდე), რაც განაპირობებს დისოციაციის მაღალ ხარისხს და შარდმჟავას და ცისტინის ხსნადობას.

ჩვენებები:

  • ნეფროუროლითიაზი (შარდმჟავა მარილები, ურატურია, ცისტინური კენჭები, ცისტინურია) – პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • შარდის გატუტიანების აუცილებლობა (გვიანი პორფირია, მკურნალობა ციტოსტატიკებით, პოდაგრა).

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა;

* თირკმლის მწვავე უკმარისობა;

* გულის მწვავე უკმარისობა;

* დიეტა მარილის ძლიერი შეზღუდვით;

* მძიმე მეტაბოლური ალკალოზი;

* შარდგამომყოფი გზების ინფიცირება ბაქტერიებით, რომლებიც შლიან შარდოვანას;

* როცა შარდის pH 7–ზე მეტია.

გვერდითი მოქმედება:

დისპეფსია, ფოსფატური ნეფროუროლითიაზი.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, ჭამის შემდეგ. სადღეღამისო დოზა (10გ) – 4 საზომი კოვზი 3–ჯერ დღეში: დილით სადილის შემდეგ – 1 საზომი კოვზი, საღამოთი – 2 საზომი კოვზი.

მითითებულმა დოზამ უნდა უზრუნველყოს ახალი შარდის (რომელიც გამოიყოფა მორიგი დოზის მიღებისთანავე) pH–ის მომატება  შემდეგ მნიშვნელობამდე:

შარდმჟავა ქვების დროს – 7.5–8.5;

ციტოსტატიკური თერაპიისას – 7–ზე არანაკლები;

კანის გვიანი პორფირიისას – 7,2–7,5.

აუცილებლობისასა სადღეღამისო დოზას ზრდიან, საღამოს დოზას ემატება 0,5 კოვზი გრანულატი, ან ამცირებენ, საღამოს დოზა მცირდება. მკურნალობის ხანგრძლიობა – 1–6 თვე.

განსაკუთრებული მითითებები:

გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის საშუალო სადღეღამისო დოზა შეიცავს 1.72გ (44მმოლ) K+ , 1გ (44მმოლ) Na+ . პრეპარატით მკურნალობისას ავადმყოფმა უნდა აწარმოოს ჟურნალი, სადაც აღნიშნული იქნება საზომი კოვზით გამოყენებული გრანულატების რაოდენობა, შარდის (შეგროვილი უშალოდ პრეპარატის მიღების წინ) pH მაჩვენებელი.

ურთიერთქმედება:

ციტრატისა და Al3+ შემცველი პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას  შეიძლება მოხდეს Al3+ მომატებული რეზორბცია. უკანასკნელის მიღება უნდა მოხდეს არანაკლები 2 სთ–იანი ინტერვალით.

უპსარინ უპსა C ვიტამინით – UPSARIN UPSA Vitamin C – УПСАРИН УПСА С ВИТАМИНОМ С

საერთაშორისო დასახელება:

ACETYLSALICYLIC ACID, ASCORBIC ACID

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of

BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: აცეტილსალიცილის მჟავა+ასკორბინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული ანალგეზიური საშუალება და ვიტამინი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები C ვიტამინით: ტუბში 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ან 2 ტუბი.

1 ტაბ.

აცეტილსალიცილის მჟავა………   330 მგ

ასკორბინის მჟავა …………………  200 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

გლიცინი, გაუწყლოებული ლიმონმჟავა, ნატრიუმის ბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოვიდონი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

უპსარინ უპსა C ვიტამინით კომბინირებული პრეპარატია, რომლის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით.

აცეტილსალიცილის მჟავას ანთების საწინააღმდეგო მოქმედება განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა 1 და 2 ინჰიბირებით, რის გამოც აინჰიბირებს პროსტაგლანდინების სინთეზს და თრომბოციტების აგრეგაციას. იგი ხასიათდება ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი თვისებებით.

ასკორბინის მჟავა მთავარ როლს თამაშობს ჟანგვა-აღდგენითი პროცესების რეგულაციაში, ნახშირწყლოვან ცვლაში, სისხლის შედედებაში, ქსოვილების რენეგერაციაში და უზრუნველყოფს ორგანიზმის გაზრდილ რეზისტენტობას.

შუშხუნა ტაბლეტის წყალში გახსნისას წარმოიქმნება ბუფერული ხსნარი, რომელიც პრეპარატის მიღების შემდეგ მოქმედ ნივთიერებას ინარჩუნებს გახსნილ მდგომარეობაში. ხელს უშლის კუჭის მჟავე გარემოში მოხვედრილ პრეპარატს გადავიდეს ისევ არახსნად ფორმაში და განაწილდეს მდგრადი ნაწილების სახით მის კედლებზე, შედეგად პრეპარატი სწრაფად და სრულად შეიწოვება.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა წარმოშობის სუსტი და საშუალო ინტენსიობის ტკივილები (ნევრალგია, თავის, კბილის კუნთების და სახსრების ტკივილი, ტკივილი მენსტრუაციის დროს);
  • ტემპერატურის მომატება გრიპის, გაცივებისა და სხვა ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება მოზრდილებსა და 15 წელს ზევით ასაკის ბავშვებში.

მოზრდილებსა და ბავშვებში 15 წლის ასაკის ზევით: 1-2 ტაბლეტი მიიღება 2-3-ჯერ დღეში; მაქსიმალური დღიური დოზაა – 6 ტაბლეტი.

ხანდაზმულებში: 1 ტაბლეტი მიიღება 4-ჯერ დღეში; მაქსიმალური დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 ტაბლეტს.

პრეპარატი, როგორც ტკივილგამაყუჩებელი საშუალება არ უნდა გამოვიყენოთ 5 დღეზე მეტ ხანს, ხოლო სიცხის დამწევის სახით – 3 დღეზე მეტ ხანს ექიმის რეკომენდაციის გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში გვერდითი მოვლენები არ აღინიშნება.

იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ალერგიული რეაქციები – გამონაყარი კანზე, ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება; ჰაფტენური მექანიზმის ფონზე – „ასპირინული“ ტრიადა (ბრონქული ასთმა, ცხვირის მორეციდივე პოლინოზი და აცეტილსალიცილის მჟავასა და პირაზოლინის რიგის პრეპარატების აუტანლობა);

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები: გულისრევა, ღებინება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში, დიარეა, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან („ყავის ნალექის“ მსგავსი ღებინება, „კუპრისფერი“ განავალი), მადის დაქვეითება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება;

თირკმლის ფუნქციის დარღვევა;

თრომბოციტოპენია, ანემია, ლეიკოპენია, ჰიპერბილირუბინემია; ჰემორაგიული სინდრომი (სისხლდენა ცხვირიდან და ღრძილებიდან), სისხლის შედედების დროის გახანგრძლივება; ვიტამინი C მაღალმა დოზებმა (>1 გ-ზე მეტი) ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტით, შეიძლება გამოიწვიოს შარდ-კენჭოვანი დაავადება, ასევე შეიძლება გაზარდოს ჰემოლიზის განვითარების რისკი (სისხლის წითელი უჯრედების დაშლა).

არასასურველი სიმპტომების გამოვლენისთანავე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილის მჟავას ან მისი  მონათესავე (არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო) პრეპარატების და პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ;

* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები (გამწვავების ფაზაში);

*  სისხლდენა კუჭ-ნაწლავიდან;

* ღვიძლის ან თირკმელების დაზიანება;

* „ასპირინული ასთმა“;

* ჰემორაგიული დიათეზი (ჰემოფილია, ვილენბრანდის დაავადება, ტელანგიოექტაზია, ჰიპოპროთრომბინემია, თრომბოციტოპენია, თრომბოციტოპენიური პურპურა); აორტის ანევრიზმა, პორტალური ჰიპერტენზია;

* ვიტამინ K დეფიციტი; გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი,

* ფენილკეტონურია.

* ორსულობა (I და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდი.

* არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება 15 წლამდე ასაკის ბავშვებში

* მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციით, რეიეს სინდრომის განვითარების რისკის გამო (ენცეფალოპათია და ღვიძლის მწვავე ცხიმოვანი დისტროფია, თირკმლის მწვავე უკმარისობა).

* სიფრთხილით: ჰიპერრურიკემია, ურატული ნეფროლითიაზი, პოდაგრა, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (ანამნეზში) და დეკომპენსირებული გულის უკმარისობა.

* პრეპარატი არ გამოიყენება მეთოტრექსატთან (თუ მეტოთრექსატის დოზა >15 მგ-ზე) და პერორალურ ანტიკოაგულანტებთან (თუ აცეტილსალიცილის მჟავას დოზა >3 გ/დღე-ღამეში) კომბინაციაში.

* პრეპარატი არ მიიღება ან მიიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით თუ მკურნალობა მიმდნარეობს: სხვა მონათესავე არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით (თუ აცეტილსალიცილის მჟავას დოზა >3 გ/დღეში); ჰეპარინით; შარდმჟავას გამომყოფი მედიკამენტებით; ტიკლოპიდინით.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ რეკომენდებული დოზით აცეტილსალიცილის მჟავა ამცირებს შარდმჟავას გამოყოფას ორგანიზმიდან, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პოდაგრის გამწვავება.

◄ პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენების დროს საჭიროა სისხლის საერთო და განავლის ანალიზის და ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი.

◄ ქირურგიული ოპერაციის ჩატარებამდე აუცილებელია ექიმის ინფორმირება პრეპარატის გამოყენების შესახებ.

◄ ავადმყოფებს, რომლებიც იცავენ უმარილო ან ნაკლებად მარილიან დიეტას, უნდა გაითვალისწინონ, რომ თითოეული ტაბლეტი შეიცავს 485 გ ნატრიუმს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: მოწამვლა ადრეულ სტადიაზე – ცნს-ის გაღიზიანება, თავბრუსხვევა, ძლიერი თავის ტკივილი, გასტრალგია, ყურებში ხმაური, სმენის დაქვეითება, მხედველობის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, ქოშინი. მოგვიანებით ვითარდება ძილიანობა, კრუნჩხვები, ანურია, ცნობიერების დაქვიეთება კომამდე, სუნთქვის უკმარისობა, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა.

მკურნალობა: ღებინების გამოწვევა ან კუჭის გამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის ან საფაღარათოების მიღება და ექიმის რეკომენდაცია. მკურნალობა უნდა ჩატადეს სპეციალიზირებულ კლინიკაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– აცეტილსალიცილის მჟავა აძლიერებს მეტოთრექსატის ტოქსიკურობას, ნარკოტიული ანალგეტიკების, სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების, პერორალური ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, ჰეპარინის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, თრომბოლიტიკების და თრომბოციტების აგრეგაციის ინჰიბიტორების, სულფანილამიდების, ტრიიოდთირონინის და რეზერპინის მოქმედებას,

– ამცირებს უროლოგიური პრეპარატების (ბენზბრომარონი, სულფინპირაზონი), ჰიპოტენზიური საშუალებების და დიურეტიკების (სპირონოლაქტონი, ფუროსემიდის) ეფექტს.

– გლიკოკორტიკოსტეროიდები, ალკოჰოლი და ალკოჰოლის შემცველი პრეპარატები ზრდიან დამაზიანებელ ეფექტს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვან გარსზე და სისხლდენის რისკს.

– აცეტილსალიცილის მჟავა ზრდის დიგოქსინის, ბარბიტურატების და ლითიუმის პრეპარატების კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში.

– მაგნიუმის და/ან ალუმინის ჰიდროქსიდის შემცველი ანტაციდები აფერხებს და ამცირებს აცეტილსალიცილის მჟავას შეწოვას.

– ასკორბინის მჟავა აუმჯობესებს რკინის შეწოვას ნაწლავებში.

დაუშვებელია სხვა აცეტილსალიცილის მჟავას შემცველი პრეპარატების ერთდროული მიღება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

უპსარინ უპსა – UPSARIN UPSA – УПСАРИН УПСА

საერთაშორისო დასახელება:

ACETYLSALICYLIC ACID

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of

BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: აცეტისალიცილის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არანარკოტიკული, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: შეფუთვაში 16 ან 100 ც.

1 ტაბ.

აცეტისალიცილის მჟავა ……………  500 მგ

 

ვრცლად აცეტილსალიცილის მჟავა(მიღების წესი, დოზირება ინდივიდუალური)

უპსავიტი ვიტამინი C – UPSAVIT VITAMIN C – УПСАВИТ ВИТАМИН С

საერთაშორისო დასახელება:

ASCORBIC ACID

მწარმოებელი: UPSA Laboratories a division of

BRISTOL-MYERS SQUIBB, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება:

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვიტამინი C

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შუშხუნა ტაბლეტები: ტუბში 10 ტაბ., შეფუთვაში 1 ტუბი.

1 ტაბ.

ასკორბინის მჟავა ……………… 1 გ

დამხმარე ნივთიერება: ნატურალური ფორთოხლის არომატიზატორი.

საღეჭი ტაბლეტები: ტუბში 15 ტაბ. შეფუთვაში 1 ან 2 ტუბი.

1 ტაბ.

ასკორბინის მჟავა ………………         500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რიბოფლავინის ფოსფატი, ფორთოხლის არომატიზატორი, შაქრის შემცვლელი – ასპარტამი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) წარმოადგენს სიცოცხლისათივს აუცილებელ ელემენტს; ვიტამინ C-ზე ორგანიზმის მოთხოვნილების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ გარე წყაროების ხარჯზე. გარკვეულ შემთხვევაში ვიტამინ C-ზე მოთხოვნილება იზრდება მაგალითად, აქტიური ზრდის პროცესში ან გამოჯანმრთელების პერიოდში, ფიზიკური ან გონებრივი დატვირთვის დროს, გრიპისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს.

ჩვენებები:

უფსავიტი რეკომენდებულია სისუსტის, მომატებული დაღლილობის ინფექციური დაავადების, გრიპის მკურნალობისას, აგრეთვე გამოჯანმრთელების პერიოდში.

მიღების წესი და დოზირება:

შუშხუნა ტაბლეტები (1 გ): 1-2 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით ან დღის I ნახევარში 5-7 დღის განმავლობაში. მიღების წინ ტაბლეტი იხსნება 1/2 ჭიქა წყალში.

გამოყენების შემდეგ ტუბი მჭიდროდ უნდა დაიხუროს.

საღეჭი ტაბლეტი (500 მგ): 2-3 ტაბლეტი დღეში, უმჯობესია დილით ან დღის I ნახევარში 5-7 დღის განმავლობაში. ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს.

გვერდითი მოვლენები:

მუცლის ტკივილი, ფაღარათი, შარდის გამოყოფის გაძნელება, შარდის მოყვითალო შეფერილობა.

უმარილო ან მარილის დაბალი შემცველობის დიეტაზე მყოფ ავადმყოფებში გასათვალისწინებელია, რომ პრეპარატის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 283 მგ ნატრიუმს.

ხანგრძლივად გამოყენების დროს შესაძლოა თირკმელზედა ჯირკვლის ინსულინარული აპარატის ფუნქციის დათრგუნვა.

უკუჩვენება:

* არ ინიშნება მაღალი დოზებით: შაქრიანი დიაბეტის, თრომბოფლებიტების, თრომბოზებისადმი მიდრეკილების სისხლის შედედების მომატებული უნარის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება დღის ბოლოს.

♦ დიდი დოზებით მიღებისას კორტიკოსტეროიდების სინთეზის მასტიმულირებელი ეფექტის გამო, აუცილებელია არტერიული  წნევისა და თირკმლის ფუნქციის კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ვიტამინი C აძლიერებს პენიცილინისა და რკინის შეთვისებას.

– თრგუნავს ჰეპარინისა და არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას;

– აძლიერებს სალიცილატებით მკურნალობის დროს კრისტალოურიის რისკს;

– ორალური კონტრაცეპტივების მიღება ამცირებს ორგანიზმის მიერ ვიტამინ C-ს შეთვისების უნარს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, მშრალ, გრილ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

უნოცეფი – UNOCEF – УНОЦЕФ

საერთაშორისო დასახელება:

CEFTIAXONE

მწარმოებელი: სს ბიოფარმისაქართველო

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  
ბეტა ლაქტამური ანტიბიოტიკები (პენიცილინები და ცეფალოსპორინები); მესამე თაობის ცეფალოსპორინები.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1გ ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონი #1

უნოცეფი 1 გრ, სტერილური ფხვნილის სახით, კუნთში შესაყვანი და ინტრავენური საინიექციო ხსნარისათვის.

შეფუთვა:

ცეფტრიაქსონის სტერილური ფხვნილი საინიექციო ხსნარების მოსამზადებლად, 1 გრ. მინის ფლაკონში, მოთავსებული მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

ჩვენებები:

არის სტერილური, ნახევრად სინთეზური ფართო სპექტრის ცეფალოსპორინების ჯგუფის ანტიბიოტიკი. საინიექციო ცეფტრიაქსონ ნატრიუმი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

საავადმყოფოში გამოყენება: მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული მძიმე ინფექციების, განსაკუთრებით მენინგიტების მკურნალობა, გარდა Listeris monocytogenes- ით გამოწვეულის გარდა;

– დისემინირებული ლაიმის დაავადების დროს (სპიროხეტოზი);

– პროსტატის ტრანსურეთრალური რეზექციის შემთხვევაში პრე-ოპერაციული პროფილაქტიკისათვის;

– საავადმყოფოში დაწყებული მკურნალობის გაგრძელება;

– ქვედა სასუნთქი გზების მძიმე  ინფექციები, ძირითადად ხანდაზმულებში, ალკოჰოლიკებში, იმუნოდეპრესიულ პირებში, ნიკოტინ-დამოკიდებულ პაციენტებში ან პაციენტებში სუნთქვის უკმარისობით, უფრო ზუსტად კი:

– ბაქტერიული პნევმოპათიები (სავარაუდოდ გრამ-უარყოფითი პნევმოკოკებით გამოწვეული);

– ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება, ძირითადად წინა მკურნალობის უშედეგობის გამო.

– რეზისტენტული შტამებით გამოწვეული საშარდე გზების მძიმე  ინფექციები.

– დიაგნოზი აბსოლუტურად სარწმუნო უნდა იყოს და ქირურგიული ჩარევის აუცილებლობა გამოირიცხოს.

– ჰოსპიტალიზაციამდე გადაუდებელი ანტიბიოთერაპია, თუ purpura fulminans არის საეჭვო, ანუ პურპურასთან ასოცირებული ცხელების შემთხვევაში, სულ მცირე ერთი ნეკროზული ან ექკიმოზური ელემენტით, პაციენტის ნებისმიერი ჰემოდინამიკური მდგომარეობის დროს.

მხედველობაში მისაღებია ოფიციალური რეკომენდაციები ანტიბაქტერიული პროდუქტების გამოყენების შესახებ.

გამოყენების მეთოდები:

რეკომენდაციები: გახსენით ხსნარი შესაბამის გამხსნელში, როგორც ეს მოცემულია განზავების ცხრილში. კარგად შეანჯღრიეთ სრულ გახსნამდე, ხოლო შემდეგ ბოთლის შიგთავსი ამოიღეთ შპრიცით.

– პრეპარატი მზადდება უშუალოდ გამოყენების წინ;

– სასტიკად აკრძალულია ლიდოკაინის გამოყენება მის მიმართ ალერგიის არსებობისას;

– ნუ გამოიყენებთ ლიდოკაინს ინტრავენური ინიექციებისათვის

ინტრავენური ინექციები შეიყვანეთ ნელა 2-4 წუთის განმავლობაში ვენაში ან ინფუზიის სახით.

ინფუზია

ინფუზია დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ხდება. ცეფტრიაქსონის 2 გრ იხსნება 40 მლ საინიექციო წყალში ან ინტრავენური ინფუზიებისათვის ხშირად გამოყენებულ შემდეგ სითხეებში:

– 0.9%-იანი ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი.

– 0.45%-იანი ნატრიუმის ქლორიდი + 2.5% დექსტროზის ხსნარი.

– 5%-იანი დექსტროზის ხსნარი.

– 10%-იანი დექსტროზის ხსნარი.

– 6%-იანი დექსტრანი 5%-იან დექსტროზის ხსნარში.

– 6-10% ჰიდროქსიეთილის სახამებელი.

ცეფტრიაქსონს ნუ შეურევთ სხვა ანტიბაქტერიული საშუალებების (ომიდაზოლის გარდა) შემცველ ხსნარებს ან საინფუზიოს ხსნარებს, რომლებიც არ არის ზემოთ აღნიშნული შეუთავსებლობის რისკის გამო. ცეფტრიაქსონ ნატრიუმის შერევა კალციუმის შემცველ ხსნარებთან დაუშვებელია.

კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენებისას, ცეფტრიაქსონი შეჰყავთ სხვა გზით და დროის სხვადასხვა მონაკვეთში.

ცეფტრიაქსონი შეუთავსებელია ამსაკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლთან და ამინოზიდებთან. იხ. “განსაკუთრებული მითითებანი”, “შეუთავსებლობები”.

კუნთში ინიექციები

ინტრავენური ფორმა შეიძლება გამოყენებულ იქნეს კუნთში, თუმცა ლიდოკაინის ხსნარი სასტიკად უკუნაჩვენებია ინტრავენური გზით.

დოზირება მოზრდილები:

ჩვეული დოზა: 1- 2 გრ ერთხელ დღეში, ინფექციის სიმძიმის ან პაციენტის წონის მიხედვით.

ლაიმის დაავადება: 2 გრ დღეში ერთჯერადი ინიექციის სახით. ჩვეული თერაპია 14 დღეს შეადგენს და შეიძლება 21 დღემდე გაგრძელდეს დაავადების მძიმე ან დაყოვნებული ფორმების დროს.

პოსტქირურგიული ინფექციების პროფილაქტიკა: ანტიბიოტიკოპროფილაქტიკა ხანმოკლე უნდა იყოს და უნდა შემოიფარგლებოდეს პერი-ოპერაციული პერიოდით, ზოგჯერ 24 საათის ზემოთ, არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს.

1 გრ ერთჯერადი დოზის ინტრავენური ან კუნთში ინიექციები ანესთეზიის გამოსაწვევად.

purpura fulminans – ზე ეჭვის დროს: პირველი დოზა შეიყვანება ინტრავენური გზით. ან კუნთში: 50 – 100 მგ/კგ, არ უნდა აღემატებოდეს 1 გრ-ს.

ახალშობილებში:

500 მგ/კგ/დღეში ერთჯერადი ინიექციის სახით.

ხანდაზმულებში:

ხანდაზმულებისათვის რეკომენდებული დოზა, ისეთივე როგორც მოზრდილთათვის.

გვერდითი მოვლენები:

კანის მხრივ რეაქციები: კანზე ალერგიული გამონაყარი, ჭინჭრის ციება. სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, არსებობს კანის და ლორწოვანის მძიმე რეაქციების რამდენიმე შემთხვევა (მრავალფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ლაიელის სინდრომი);

ზოგადი ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები: ცხელება, ანაფილაქსიური რეაქციები;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ რეაქციები: სტომატიტი, ფაღარათი, გულისრევა, ღებინება, ფსევდომემბრანული კოლიტი (იშვიათად);

ჰეპატო–ბილიარული დარღვევები: ვეზიკულური სედიმეტაციების ექოგრაფიკული სურათები (ცეფტრიაქსონის კალციუმის მარილების დალექვა ნაღვლის ბუშტში), განსაკუთრებით ბავშვებში, კლინიკური სიმპტომატოლოგიით ან მის გარეშე. ცეფრტრიაქსონით მკურნალობა უნდა შეწყდეს, ისე რომ ნიშნები შემცირდეს; იშვიათად აღინიშნება ღვიძლის ფერმენტების ზრდა.

პანკრეასის მხრივ დარღვევები: პანკრეატიტის გამონაკლისი შემთხვევები, მკურნალობის შეწყვეტისას ქრება.

ჰემატოლოგიური რეაქციები: ზომიერი ჰიპერეოზინოფილია, ლეიკო-ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია (იშვიათია), აგრანულოციტოზის ცალკეული შემთხვევები, კოაგულაციის დარღვევის ძალიან იშვიათი შემთხვევები;

თირკმლის მხრივ დარღვევები: თირკმლის ფუნქციის შეცვლა აღინიშნება ერთიდაიგივე ჯგუფის ანტიბიოტიკების გამოყენებით, განსაკუთრებით ამინოზიდებთან და შარდმდენებთან კომბინაციაში; ოლიგურიის და შრატის კრეატინინის იშვიათი შემთხვევები. თირკმლის პრეციპიტატების გამონაკლისმა შემთხვევებმა, რომლებიც აღდგება მკურნალობის შეწყვეტისას, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ძირითადად ბავშვებში 3 წლის ასაკის ზემოთ.

ცენტრალური ნერვული სისტემის დარღვევები: თავის ტკივილისა და თავბრუს ძალიან მცირე შემთხვევები. ბეტა-ლაქტამების მაღალი დოზების გამოყენებამ, განსაკუთრებით პაციენტებში თირკმლის დარღვევებით, შეიძლება გამოიწვიოს ენცეფალოპათიები (ცნობიერების დარღვევები, პათოლოგიური მოძრაობები, კონვულსიური კრიზები).

გამონაკლისი მძიმე უბედური შემთხვევები – ზოგიერთი სიცოცხლისათვის სახიფათო – აღინიშნება დღენაკლულებში ან ჩვილებში, რომლებიც ცეფტრიაქსონსა და კალციუმის მარილებს ერთდროულად ღებულობდნენ ინტრავენური გზით. (იხ. “შეუთავსებლობები”).

ადილობრივი რეაქციები: კუნთში ინიექციები ლიდოკაინის გარეშე მტკივნეულია. ინტრავენური ინიექციის შემდეგ ზოგჯერ აღინიშნება ლოკალური ფლებიტი.

უკუჩვენება

* წამალი უკუნაჩვენებია პაციენტებში ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიის არსებობისას.

ორსულობა და ლაქტაცია:

– ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა ტერატოგენული ეფექტი არ გამოავლინეს, ამიტომ ადამიანებში განვითარების მანკები მოსალოდნელი არ არის;

– ორსულების შეზღუდულ რაოდენობაში ცეფტრიაქსონის გამოყენებამ, განვითარების მანკები ან ფეტოტოქსიური ეფექტები ჯერ კიდევ ვერ გამოავლინა.

– მიუხედავად ამისა, ორსულებში ცეფტრიაქსონის გამოყენების შედეგების შესაფასებლად აუცილებელია დამატებითი კვლევების ჩატარება. ამიტომ, ცეფტრიაქსონი ორსულობის დროს გამოიყენება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაცია

– ამ წამლით მკურნალობის დროს ძუძუთი კვება დასაშვებია. მიუხედავად ამისა, ფაღარათის, კანდიდოზის ან კანზე გამონაყარის განვითარების შემთხვევაში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს

განსაკუთრებული მითითებები:

ალერგიის ნებისმიერი ნიშნის განვითარების შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

– პენიცილლინ-მგრძნობიარე პაციენტებში ცეფაოსპორინები გამოიყენება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;

– ცეფალოსპორინები უკუნაჩვენებია პაციენტებში ცეფალოსპორინების მიმართ დაუყოვნებლივი ალერგიის არსებობის დროს;

– ცეფალოსპორინებისა და პენიცილინების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები შეიძლება იყოს სერიოზული და სიცოცხლისათვის სახიფათო;

– მარჯვენამხრივი ნეკნთა რკალის ქვეშ ტკივილის შემთხვევაში, უნდა ჩატარდეს ექოგრაფია ბილიარული პრეციპიტატეს სანახავად (იხ. გვერდითი მოვლენები);

– კვლევები აღნიშნავენ, რომ ცეფტრიაქსონი, სხვა ცეფალოსპორინების მსგავსად, გამოყოფს ბილირუბინს შრატის ალბუმინისაგან. ამიტომ აუცილებელია ჰიპერბილირუბინემიით დაავადებული ახალშობილების მონიტორინგი. ცეფტრიაქსონი არ გამოიყენება ახალშობილებში და დრონაკლულ ბავშვებში, რომლებიც მიდრეკილნი არიან ენცეფალოპათიის განვითარებისაკენ.

– გახანგრძლივებული მკურნალობის დროს, აუცილებელია სისხლის ფორმულის რეგულარული კონტროლი.

– თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს, დოზირება რეგულიდრება კრეატინინის კლირენსის შესაბამისად; – კალციუმის შემცველ ხსნარებთან ცეფტრიაქსონის

შერევა არ შეიძლება. ცეფტრიაქსონის შერევა შეიძლება მხოლოდ პუნქტ “გამოყენებაში” აღნიშნულ ხსნარებთან და ნივთიერებებთან. – პაციენტებში მკაცრ უნატრიუმო დიეტაზე, გაითვალისწინეთ ნატრიუმის შემცველობა (ნატრიუმის 83 გრ 1გრ-იან ბოთლში);

ავტომობილის მართვის უნარზე ზეგავლენა:

ცეფტრიაქსონი ზეგავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

ცეფტრიაქსონის კონცენტრაცია ძნელად მცირდება დიალიზით. ჭარბი დოზირების შემთხვევაში, მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ცეფტრიაქსონის შერევა კალციუმის შემცველ ხსნარებთან დაუშვებელია. კალციუმის შემცველი ხსნარების გამოყენებისას, ცეფტრიაქსონი შეიყვანება სხვა გზით და დროის სხვადასხვა მონაკვეთში.

ფიზიკური ან ქიმიური შეუთავსებლობის თავიდან აცილების მიზნით, ცეფტრიაქსონის შერევა შეიძლება მხოლოდ ხსნარებთან და ნივთიერებებთან, რომლებიც აღნიშნულია “დოზირება და გამოყენების მეთოდებში” (ანუ “გვერდითი მოვლენები” და “შეუთავსებლობები”). შეუთავსებლობები

-კალციუმის შემცველ ხსნარებთან აღინიშნება პრეციპიტატები (იხ. “განსაკუთრებული მითითებანი” და “გვერდითი მოვლენები”).

ნუ შეურევთ ცეფტრიასონს კალციუმის შემცველ ხსნარებს, განსაკუთრებით ჰარტმანის ან რინგერის ხსნარებს.

ცეფტრიაქსონ ნატრიუმი შეუთავსებელია ამასკრინთან, ვანკომიცინთან, ფლუკონაზოლ და ამინოზიდებთან.

შენახვის პირობები:

– სინთლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.

– განზავების შემდეგ, პრეპარატი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გამოყენებული.

ვადა:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.

აფთიაქში გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი (გაიცემა რეცეპტით).

უნივერტანი – UNIVERTAN – УНИВЕРТАН

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული კომბინირებული პრეპარატი კანის დაავადების სამკურნალოდ.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 18 გ

1 გ

სულფათიაზოლი …………….     130.0 მგ

ქლორამფენიკოლი ……………     16.0 მგ

ნისტატინი ………………………     2.6 მგ

გოგირდი ………………………..    13.0 მგ

ბორაქსი (ბურა) ……………….     13.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, თეთრი ვაზელინი.

ჩვენებები:

  • კანის სტრეპტოკოკული და სტაფილოკოკური ინფექცია: წითელი ქარი, პანარიციუმი, აბსცესი, ინფიცირებული ჭრილობა, დამწვრობა;
  • მეორადად ინფიცირებული დერმატოზები: ეგზემა, დერმატიტი, ნეიროდერმიტი;
  • კანდიდომიკოზები (კანის სოკოვანი ინფექციები).

მიღების წესი და დოზირება:

მალამო გამოიყენება გარეგანი მოხმარებისთვის 1-2-ჯერ დღეში კანის დაზიანებულ უბნებზე 3-5 დღის განმავლობაში; საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ რამდენიმე დღე.

გვერდითი მოვლენები:

♦ ცალკეულ შემთხვევებში შეიძლება გამოვლინდეს ჰიპერმგრძნობელობა და ფოტომგრძნობელობა.

♦ სულფანილამიდებით კანის ფართო უბნების ადგილობრივმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერმგრძნობელობის განვითარება ალერგიული რეაქციების სახით;

♦ მითითებების შეუსრულებლობის შემთხვევაში იშვიათად შესაძლებელია ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა;

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

* ჩვილ ბავშვთა ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გარეგანი გამოყენების დროს ორსულებში, ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების და რძეში მისი ექსკრეციის შესახებ მონაცემები არ არსებობს. მისი დანიშვნა შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება კანის ფართო უბანზე, ლორწოვან გარსებზე და დახურული სახვევის ქვეშ, კანიდან აქტიური შეწოვის საშიშროების გამო.

◄ არ არის რეკომენდებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება სახის კანზე.

◄ პრეპარატით მკურნალობის დროს არ შეიძლება მზის აბაზანების მიღება, დიდხანს მზეზე დგომა და კვარცის ლამპით ან რენტგენის სხივებით დასხივება.

◄ არ არსებობს მონაცემები პრეპარატის მავნე ზემოქმედების შესახებ ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანა-დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

გარეგანი გამოყენების დროს პრეპარატით ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უნივერტანის ადგილობრივი გამოყენების დროს სხვა წამლებთან კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება გარეგანი გამოყენების სხვა წამლებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

უნიდოქსი სოლუტაბი – UNIDOX SOLUTAB – ЮНИДОКС СОЛЮТАБ

საერთაშორისო დასახელება:

DOXYCYCLINE

მწარმოებელი: ASTELLAS, ნიდერლანდები

მოქმედი ნივთიერება: დოქსიციკლინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტეტრაციკლინის ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ხსნადი ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

დოქსიციკლინის მონოჰიდრატი ………  100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, საქარინი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი და ლაქტოზა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი მიეკუთვნება ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკს, რომელთაც ახასიათებს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრი. მისი ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ბაქტერიის უჯრედებში ცილის სინთეზის ინჰიბირებით რიბოსომების 30s სუბერთეულის დონეზე.

ტეტრაციკლინებს იყენებენ ძირითადად იმ ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულნი არიან უჯრედშიდა მიკროორგანიზმებით: მაგ., ქლამიდიოზი, რიკეტსიოზი, აგრეთვე მუცლის ტიფის, დიზენტერიის, პათოგენური სპიროქეტების, ტულარემიის, შავი ჭირის, ბრუცელოზის, ქოლერის გამომწვევების საწინააღმდეგოდ.

ტეტრაციკლინები ხასიათდებიან ბაქტერიოსტატული ეფექტით. უნიდოქსის მიღებიდან რამდენიმე დღის განმავლობაში თუკი არ იქნება მიღწეული სასურველი შედეგი, საჭიროა ამის შესახებ მკურნალი ექიმის ინფორმირება.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება სასუნთქი გზების ინფექციების;
  • ყელ-ყურ-ცხვირის ინფექციების;
  • თირკმელებისა და შარდ-სასქესო გზების ინფექციების;
  • ზოგიერთი ვენერიული დაავადებების (გონორეა)ინფექციების;
  • კანის ინფექციების, ფერიმჭამელების მქონე გამონაყარის ინფექციების;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციების;
  • ოფთალმოლოგიური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია დოქსიციკლინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით.

მიღების წესი და დოზირება:

არსებობს პრეპარატის მიღების 3 ხერხი:

1. ტაბლეტის მთლიანად მიღება წყლის მიყოლებით;

2. ტაბლეტის გახსნით ნახევარ ჭიქა წყალში და კარგად მორევის შემდეგ მისი მიღება;

3. დაღეჭვით და წყლის მიყოლებით.

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ. ხსნარს გააჩნია ოდნავ მოტკბო გემო.

მოზრდილებსა და 50 კგ სხეულის წონის მქონე პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება ერთხელ დღეში 2 ტაბლეტის ოდენობით, ხოლო მომდევნო დღეებში 1 ტაბლეტის ოდენობით.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 5-10 დღეს. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება. ფერიმჭამელების მქონე გამონაყარის დროს საკმარისია დღეში ნახევარი ტაბლეტის მიღება 12 კვირის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

ზოგჯერ მოსალოდნელია ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ან დიარეა, დისფაგია, გლოსიტი, ეზოფაგტი, ალერგიული რეაქციები;

ხანგრძლივი მიღების (ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია ჰემოლიზური ანემია, ღვიძლის ტრანსამინაზებისა და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის მომატება, ნარჩენი აზოტის კონცენტრაციის და ბილირუბინის დონის გაზრდა შრატში, ნაწლავების დისბაქტერიოზი, კანდიდოზი.

აღნიშნული მოვლენები სწრაფად ქრება. ხანდახან აღინიშნება კანზე გამონაყარი, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისას კანის სიწითლე და ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ტეტრაციკლინების მიმართ მომატებული მგრძნობელობა,

* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი,

* 8 წლამდე ასაკის ბავშვებში, ასევე

*  თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების მძიმე ფორმის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:

! პრეპარატმა შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს ჩვილი ბავშვების, ასევე ნაყოფის კბილებისა და ძვლების განვითარებაზე.

! პრეპარატის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატის მიღებისას კანზე წითელი ფერის გამონაყარი, ცხელება ან ენის ტკივილი მიუთითებს პრეპარატის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე.

◄ უნიდოქს სოლუტაბის მიღების პერიოდში, თუკი მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების შედეგად პაციენტს აღენიშნება კანის ზედაპირის სიწითლე, რომელიც 1-2 დღის განმავლობაში არ ქრება, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი კონსულტაცია.

◄ ვინაიდან პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს, ამიტომ ზოგიერთ პაციენტებში იგი ცუდი ტოლერანტობით ხასიათდება.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია თავბრუსხვევა და მხედველობის დაქვეითება, რის გამოც იმ პირებში, რომლებიც ასრულებენ ისეთ სამუშაოებს, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას, პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

◄ თუკი პაციენტი რეკომენდებულ დროს ვერ მიიღებს დოზას, მისი მიღება შესაძლებელია გახსენებისთანავე, მომდევნო დოზის მიღებამდე, გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის ერთდროულად 2 ტაბლეტის მიღება არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, კუჭ-ნაწლავის მხრივ ჩივილები, მკურნალობა სიპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სხვა სამკურნალო საშუალებებთან კომბინირებისას მოსალოდნელია მისი ეფექტურობის დაქვეითება.

–  არ არის რეკომენდებული უნიდოქს სოლუტაბისა და ანტაციდური საშუალებების ერთდროული გამოყენება.

– ტეტრაციკლინები წარმოქმნიან ქელატურ ნაერთებს კალციუმის, რკინის, ალუმინის იონებთან, რომლებიც არ აბსორბირდებიან. ამიტომ არ არის მიზანშეწონილი დოკსიციკლინის ერთდროული მიღება ამ იონების შემცველ ნაერთებთან ან რძის პროდუქტებთან, მათში კალციუმის იონების შემცველობის გამო.

– ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს ანტიკოაგულანტების დოზის ცვლილება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

უნდევიტი – UNDEVIT – УНДЕВИТ

მწარმოებელი: კიევის ვიტამინების ქარხანა, უკრაინა.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

1 დრაჟე შეიცავს:

რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) …… 0,001817გ ან რეტინოლის პალმიტატი (ვიტამინი A) ………………………………………… 0,001135გ, რაც შეესაბამება 3300სე;

თიამინის ქლორიდი (ვიტამინი B1 )…………….  0,002გ ან

თიამინის ბრომიდი (ვიტამინი B1) ……………………. 0,00258გ;

რიბოფლავინი ……………………………………………..  0,002გ;

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინი B6) ……  0,003გ;

ნიკოტინამიდი ……………………………………………..   0,02გ;

ციანკობალამინი (ვიტამინი B12) ………………………..  0,000002გ;

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ………………………….. 0,075გ;

ფოლის მჟავა …………………………………………………  0,00007გ;

α-ტოკოფეროლის აცეტატი (ვიტამინი E) ………………  0,01გ;

რუტინი (ვიტამინი P) ……………………………………… 0,01გ;

კალციუმის პანთოტენატი …………………………………. 0,003გ.

დრაჟე ყვითელი ფერისაა დამახასიათებელი სუნით. ასევე გამოდის “უნდევიტის” შემოგარსული ტაბლეტები, ყვითელი ფერის.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალება, ვიტამინების კომპლექსი

ფარმაკოლოგიური თვისებები:

დრაჟე “უნდევიტი” წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელ საშუალებას – ვიტამინების ჯგუფს. იგი იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევის ნორმალიზაციას ასაკობრივ ასპექტში.

ჩვენება:

  • პრეპარატი ინიშნება როგორც პროფილაქტიკური და სამკურნალო საშუალება ნივთიერებათა ცვლის პროცესების და საერთო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად
  • საშუალო ასაკის და მოხუცებულ ავადმყოფებში, მათ შორის ნაადრევი სიბერის და ასთენიური სინდრომის დროს.

წინააღმდეგჩვენება:

* ინდივიდუალური აუტანლობა.

* პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის მძიმე დაზიანების, კუჭის და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ჭარბი დოზირების, ხანგრძლივი გამოყენებისას, პრეპარატში შემავალი კომპონენტების  ინდივიდუალური აუტანლობის დროს აღინიშნება დისპეფსიური ცვლილებები, ალერგიული რეაქციები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ცვლილებები კანის და თმების მხრივ. ასეთ შემთხვევაში პრეპარატის მიღება წყდება.

დოზირება და მიღების წესი:

დრაჟე “უნდევიტი” ინიშნება ჭამის შემდეგ:

პროფილაქტიკის მიზნით – 1 დრაჟე 2-3 ჯერ დღეში, სამკურნალოდ – 2-2 დრაჟე 3 ჯერ დღეში 20-30 დღის განმავლობაში. განმეორებითი კურსი ტარდება 1-3 თვის შემდეგ.

შენახვის ვადა:

1 წელი

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისაგან და ბავშვებისგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

უნაზინი – UNASYN – УНАЗИН

საერთაშორისო დასახელება:

SULTAMICILIN

მწარმოებელი: PFAIZER INC, აშშ

მოქმედი ნივთიერება: სულტამიცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები (პერორალური): ბლისტერზე 12 ტაბ., შეფუთვაში 1, 3 და 9 ბლისტერი.

1 ტაბ.

სულტამიცილინი ………………  375 მგ

(147 მგ სულბაქტამისა და 220 მგ ამპიცილინის ექვივალენტური).

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, პოლისახამებლის ნატრიუმის მარილი (O- კარბოქსიმეთილი), ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, მეთილჰიდროქსიპროპილცელულოზა, ტიტანის ორჟანგი, ტალკი, პოლიეთილენგლიკოლი 6000.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სულტამიცილინი წარმოადგენს ორმაგ ნაერთს, რომელიც შედგება ამპიცილინისა და ბეტალაქტამაზის ინჰიბიტორის – ნატრიუმის სულბაქტამისაგან, რომლებიც შეკავშირებულია მეთილენის ჯგუფით.

არაუჯრედული ბაქტერიული სისტემის გამოყენებით ჩატარებულმა ბიოქიმიურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სულბაქტამი წარმოადგენს ბექტა-ლაქტამაზების უმრავლესობის შეუქცევად ინჰიბიტორს, რომელსაც წარმოქმნიან პენიცინრეზისტენტული მიკროორგანიზმები. მას გააჩნია მნიშვნელოვანი ანტიბაქტერიული თვისება Neisseriaceae, Acinetobacter calcoaceticus-ს და Pseudomonas cepacia სხვ. მიმართ, ნატრიუმის სულბაქტამის შესაძლებლობა რომ თავიდან აიცილოს მდგრად მიკროორგანიზმებით პენიცილინისა და ცეფალოსპორინების რღვევა დადასტურდა რეზისტენტული უჯრედების გამოყენებით ჩატარებულ კვლევებში. ნატრიუმის სულბაქტამს ახასიათებს სინერგიზმული მოქმედება პენიცილინთან და ცეფალოსპორინებთან. სულბაქტამი ასევე უკავშირდება ზოგიერთ პენიცილინდამაკავშირებელ ცილებს, ამიტომ ზოგიერთი მგრძნობიარე შტამი უფრო მგრძნობიარეა კომბინაციის მიმართ, ვიდრე რომელიმე ერთ-ერთი ანტიბიოტიკის მიმართ.

პრეპარატის ბაქტერიოციდულ კომპონენტებს მიეკუთვნება ამპიცილინ-ამინოპენიცილინი, ბენზილპენიცილინის მსგავსად მოქმედებს მგრძნობიარე მიკროორგანიზმებზე აქტიური გამრავლების ფაზაში უჯრედული გარსის მუკოპეპტიდის ბიოსინთეზის დათრგუნვის გზით.

უნაზინის პერორალური ფორმა აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების ფართო სპექტრის მიმართ, მათ შორის Staphilococcus aureus და epidermidis (მათ შორის პენიცილინრეზისტენტული და ზოგიერთი მეტიცილინრეზისტენტული შტამები); Streptococcus pneumoniae, Streptococcus faecalis და სხვა სტრეპტოკოკები,  Haemophilus influenzae და parainfluenzae (ბეტა-ლაქტამაზის წარმომქმნელი და არწარმომქმნელი შტამები); Branhamella catarrhalis და მისი მსგავსი სახეობები;  Escherichia coli, Klebsiella spp., Proteus spp.,(ინდოლდადებითი* და ინდოლუარყოფითი); Enerovbacter spp., Morganella morganii, Citobacter spp., Neisseria meningitidis და Neisseria gonorrheae.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ სულტამიცილინი განიცდის ჰიდროლიზს შეწოვის დროს სულბაქტამისა და ამპიცილინის საერთო გამოთავისუფლებით მოლარული თანაფარდობით 1:1. პრეპარატის ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%-ს, საკვების მიღება არ ახდენს ზეგავლენას სულტამიცილინის საერთო ბიოშეღწევადობაზე. ამპიცილინის მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში სულტამიცილინის მიღების შემდეგ თითქმის 2-ჯერ მაღალია, ვიდრე ასეთივე დოზის ამპიცილინის მიღებისას. ნახევარგამოყოფის პერიოდები ჯანმრთელ მოხალისეებში შეადგენს 0.75 და 1 საათს სულბაქტამისთვის და ამპიცილინისთვის შესაბამისად. თითოეული პრეპარატის 50-75% გამოიყოფა შარდით შეუცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდები იზრდება ხანდაზმულებში და თირკმლის უკმარისობით დაავადებულებში.

ჩვენებები:

უნაზინი ნაჩვენებია მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ. გამოყენების ტიპიურ ჩვენებებს მიეკუთვნება:

  • ზემო სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის სინუსიტები, შუა ყურის ანთება და ტონზილიტი;
  • ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები, მათ შორის ბაქტერიული პნევმონია და ბრონქიტი;
  • საშარდე გზების ინფექციები და პიელონეფრიტი, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები და გონოკოკური ინფექციები.
  • სულტამიცილინის გამოყენება ასევე შეიძლება სუბლაქტამ/ამპიცილინის მკურნალობის კურსის დასასრულებლად, რომელიც დაიწყო უნაზინის ინტრავენური და ინტრამუსკულური შეყვანით.

მიღების წესი და დოზირება:

სულტამიცილინის რეკომენდებული დოზა მოზრდილებში (მათ შორის ხანდაზმულ პაციენტებში) შეადგენს 375-750 მგ-ს დღეში 2-ჯერ, როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.

მკურნალობას ჩვეულებრივ აგრძელებენ ციებ-ცხელებისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების გაქრობიდან 48 საათის განმავლობაში. როგორც წესი, მკურნალობის კურსი შეადგენს 5-14 დღეს. თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი ხანგრძლივობის გაზრდა.

გაურთულებელი გონორეის დროს სულტამიცილინი შეიძლება დაინიშნოს პერორალურად ერთჯერადად მისაღებად 2.25 მგ დოზით (375 მგ ექვსი ტაბლეტი) მასთან ერთად იყენებენ 1.0 გ პრობენეციდს, რათა გაზარდონ ამპიცილინისა და სულბაქტამის დონე შრატში.

თუ გონორეით დაავადებულებში საეჭვო გახდება სიფილისური დაზიანების ნიშნები, სულტამიცილინის მიღების დაწყებამდე აუცილებელია გამოკვლეების ჩატარება ბნელ არეში*, ხოლო შემდეგ აუცილებელია სეროლოგიური კვლევის ჩატარება მინიმუმ 4 თვის განმავლობაში.

ნებისმიერი ჰემოლიზური სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სულ მცირე 10 დღიანი მკურნალობის კურსის ჩატარება, რათა თავიდან იქნას აცილებული მწვავე რევმატული ცხელებისა და გლომერულონეფრიტის განვითარება.

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში

თირკმლის გამოხატული უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი

ბავშვებში:

• ინფექციების უმრავლესობის მკურნალობა ბავშვებში, რომელთა სხეულის მასა არ აღემატება 30 კგ-ს, შეადგენს 25-50 მგ/კგ დღეში ორ მიღებაზე ინფექციის სიმძიმისგან და ექიმის დამოკიდებულებიდან გამომდინარე.

• 30 კგ და მეტი წონის ბავშვებში პრეპარატი ინიშნება მოზრდილთა ჩვეული დოზით.

• შიგნით მიღებისას სულბაქტამი და ამპიცილინი უმთავრესად გამოიყოფა შარდით.

• ახალშობილებში თირკმლების ფუნქცია საბოლოოდ არ არის ჩამოყალიბებული, ამიტომ ეს უნდა იყოს გათვალისწინებული სულტამიცილინის დანიშვნისას.

გვერდითი მოვლენები:

მთლიანობაში სულტამიცილინი კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა იყო მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის და ნორმალურად გადაიტანებოდა მკურნალობის გაგრძელებისას.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ნაკლებად ხშირად გვხვდება დიარეა, თხიერი განავალი. აღინიშნება აგრეთვე გულისრევა, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრალურ მიდამოში, და ტკივილები/სპაზმები მუცელში. ისევე როგორც ამპიცილინის სხვა კლასის ანტიბიოტიკების მიღებისას, იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა ენტეროკოლიტი და ფსევდომემბრანული კოლიტი.

კანის მხრივ: იშვიათად აღინიშნებოდა გამონაყარი და ქავილი.

სხვადასხვა: იშვიათ შემთხვევებში ვითარდება ძილიანობა, სედატიური მოქმედება, დაღლილობა/სისუსტე და თავის ტკივილი.

ინფექციურ მონონოკლეოზს აქვს ვირუსული წარმოშობა. ამიტომ არ შეიძლება ამპიცილინის გამოყენება მისი მკურნალობისთვის. მონონუკლეოზით დაავადებულთა უმრავლესობაში, რომლებიც იღებენ ამპიცილინს, აღინიშნება გამონაყარი კანზე.

შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, რომლებიც დაკავშირებულია ამპიცილინის მიღებასთან.

უკუჩვენებები:

* ამ კომბინირებული პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგია ნებისმიერი სახის ამპიცილინზე.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობის დროს:

ცხოველებში სულტამიცილინის გამოკვლევისას დამაზიანებელი ზემოქმედება ნაყოფზე არ გამოვლენილა. თუმცა პრეპარატის უსაფრთხოება ორსულ ქალებში არ არის დადგენილი.

პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:

ამპიცილინი და სულბაქტამი მცირე რაოდენობით აღმოჩნდა დედის რძეში, ამასთან დაკავშირებით საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა სულტამიცილინის დანიშვნისას მეძუძურ ქალებში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პენიცილინებით მკურნალობისას აღწერილია სერიოზული და ზოგჯერ სასიკვდილო ალერგიული (ანაფილაქსიური) რეაქციები. ასეთი რეაქციები ხშირად გვხვდება პაციენტებში, რომლებსაც გადატანილი აქვთ ალერგიული რეაქციები პენიცილინებზე და მრავლობითი ალერგენები ანამნეზში.

◄ ცნობილია მძიმე რეაქციების შემთხვევები ცეფალოსპორინებით მკურნალობისას იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებოდათ გადაჭარბებული მგრძნობელობის რეაქციები პენიცილინებზე; პენიცილინის დანიშვნამდე აუცილებელია პაციენტის დეტალური გამოკითხვა პენიცილინებზე, ცეფალოსპორინებზე და სხვა ალერგენებზე გადატანილი რეაქციების შესახებ. ალერგიის განვითარების შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მოხსნა და შესაბამისი მკურნალობის დაიშვნა;

◄ სერიოზული ანაფილაქსიური რეაქციები საჭიროებს ადრენალინით დაუყოვნებელ მკურნალობას. აუცილებლობის შემთხვევაში ინიშნება ჟანგბადი, სტეროიდები ინტრავენურად და ღონისძიებები, რომლებიც  მიმართულია სასუნთქი გზების გამტარობის გაუმჯობესებისკენ, მათ შორის ინტუბაცია.

◄ ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, დიდი მნიშვნელობა აქვს მუდმივ დაკვირვებას არა მგრძნობიარე მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ზრდის გამოვლენის მიზნით, რომელთა შორის არის სოკოებიც. სუპერინფექციის გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მოხსნა ან/და ადექვატური თერაპიის დანიშვნა.

◄ ხანგრძლივი თერაპიის დროს რეკომენდირებულია შინაგანი ორგანოების, მათ შორის თირკმლების, ღვიძლის და სისხლმბადი სისტემის მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი.

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე: არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– უნაზინი/ალოპურინოლი: პოდაგრით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ალოპურინოლს სულბაქტამ/ამპიცილინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება კანის რეაქციების რისკი.

– უნაზინი/პრობენეციდი: პრობენეციდის ერთდროული გამოყენება იწვევს ამპიცილინის  და სულბაქტამის შრატისმიერი დონის გაზრდას და მათ შენახვის გახანგრძლივებას თირკმლის სეკრეციის დათრგუნვის შედეგად (არხების სეკრეცია).

– ზეგავლენა ლაბორატორიულ მაჩვენებლებზე: შარდში შაქრის განსაზღვრის არაფერმენტაციულმა მეთოდმა შეიძლება მოგვცეს დადებითი შედეგი.

ჭარბი დოზირება:

ძალიან მაღალი დოზებით ამპიცილინმა შეიძლება გამოიწვიოს კრუნჩხვები. ანაფილაქსიური შოკი, რომელიც  არ წარმოადგენს ნამდვილ მოწამვლას, გვხვდება იშვიათად, თუმცა ყოველთვის სიცოცხლისათვის საშიშად ვითარდება.

თერაპია: დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით კრუნჩხვების კუპირებისათვის, ყოველთვის იყენებენ დიაზეპამს, რომელიც ავლენს სედატიურ მოქმედებას.

ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო ადექვატური თერაპიის დაწყება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 300C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

Don`t copy text!