Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 435

უროტრაქტინი – UROTRACTIN – УРОТРАКТИН

საერთაშორისო დასახელება:

PIIPEMIDIC ACID

მწარმოებელი: M&H MANUFACTURING Co

მოქმედი ნივთიერება: პიპემიდინის მჟავა 

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება; ქინოლონი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

პიპემიდინის მჟავა  ……… 400მგ.

 

ვრცლად პალინი

ურორეკი – UROREC – УРОРЕК

საერთაშორისო დასახელება: (აქტიური ნივთიერება): silodosin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები პრეპარატები წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მკურნალობისათვის

მწარმოებელი კომპანია: RECORDATI

მწარმოებელი ქვეყანა: იტალია

გამოშვების ფორმა: 8მგ კაფსულა №5;№10;№20;№30№50;№100.

4მგ კაფსულა №5;№10;№20;№30№50;№100

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა კაფსულები: შეფუთვაში 30ც.

1 ტაბ.

სილოდოზინი ………………….4 მგ

1 ტაბ.

სილოდოზინი …………………. 8მგ

დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 132.4 მგ (264.8 მგ), პრეჟელატინიზირებული სახამებელი (სახამებელი 1500TM) 9მგ (18 მგ), პრეჟელატინიზირებული სახამებელი (სახამებელი PCSTM PC-10) 26 მგ (52 მგ), ნატრიუმის ლაურილსულფატი 1.8 მგ (3.6 მგ), მაგნიუმის სტეარატი 1.8 მგ (3.6 მგ).

ჟელატინის კაფსულების შემადგენლობა: ჟელატინი 47.434 მგ (98.0 მგ), ტიტანის დიოქსიდი 0.48 მგ (2 მგ), რკინის ყვითელი ოქსიდი (E-172) 0.086 მგ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სილოდოზინი, ალფა1A-ადრენორეცეპტორების მაღალსელექციური კონკურენტული ანტაგონისტი თრგუნავს წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ყელის, შარდის გამომყოფი არხის გლუვი კუნთების პოსტსინაპტიკურ ალფა1A-ადრენორეცეპტორებს. ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის გლუვი კუნთების, შარდის ბუშტის ყელის და შარდის გამომყოფი არხის ტონუსს, აადვილებს შარდის გამოყოფის პროცესს. ამავდროულად ამცირებს ობსქტრუქციის და კანკალის სიმპტომებს, რაც უკავშირდება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიას. შარდის ბუშტის ალფა1A-ადრენორეცეპტორებთან შედარებით, 162-ჯერ აღემატება მისი ურთიერთქმედება სისხლძარღვების გლუვ კუნთებში განლაგებულ ალფა1ბ-ადრენორეცეპტორებთან. მაღალი სელექციურობის წყალობით არ იწვევს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაწევას იმ პაციენტებში, რომელთაც ნორმალური არტერიული წნევა აქვთ.

ფარმაკოკინეტიკა:

სილოდოზინი პერორალურად მიღებისას კარგად აბსორბირდება. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 32%-ს. საკვები მაქსიმალურ კონცენტრაციას დაახლოებით (Cmax) 30%-ით ამცირებს, ზრდის რა მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დროს (Tmax) დაახლოებით 1სთ-ით და მინიმალურად მოქმედებს მრუდის ქვეშ ფართობზე კონცენტრაცია-დროზე. Cmax 87±51 მგ/მლ, თმახ-2,5სთ, საშუალო კონცენტრაცია შარდში 433±286 მგ*სთ/მგ.

სილოდოზინის კარბამო გლუკურონიდი განაწილების მოცულობა შეადგენს 0.81 ლ/კგ, ხოლო პლაზმის ცილებს უკავშირდება 96,6%. სილიდოზინის კარბამო გლუკურონიდის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 91%.

სილოდოზინი მეტაბოლიზირდება გლუკურონიდაციის მეშვეობით (UGT2B7 მონაწილეობით), ალკოჰოლდეჰიდროგენაზას და ალდეჰიდ დეჰიდროგენაზას მონაწილეობით, დაჟანგვის გზით, ძირითადად CYP3A4-ით. პლაზმაში ძირითადი აქტიური მეტაბოლიტი კარბამო გლუკურონიდის (KMD-3213G) პლაზმურ კონცენტრაციას აღწევს 4-ჯერ უფრო მეტად ვიდრე სილოდოზინი. სილოდოზინს არ გააჩნია ინდუქციის ან ციტოქრომა P450 იზოფერმენტების ინჰიბირების შესაძლებლობა.

სილოდოზინის 33.5% გამოიყოფა თირკმელებით და 54.9% ნაწლავებიდან. სილოდოზინის კლირენსი შეადგენს დაახლოებით 23.1 ლ/სთ. სილოდოზინი გამოიყოფა ძირითადად მეტაბოლიტების სახით და ძალიან მცირე რაოდენობით უცვლელი სახით შარდში.

სილოდოზინის და კარბამო გლუკურონიდის T1/2 შეადგენს 11-18 სთ.

ხანდაზმული პაციენტები: სოლოდოზინის და მეტაბოლიტების ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული ასაკზე. სილოდოზინის კლირენსი არ შეცვლილა >75 წლის პაციენტებში.

პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია: პაციენტებში, რომელთაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია (7-9 ბალი ჩაილდ პიუს შკალის მიხედვით) სილოდოზინის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ იცვლება. ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში სილოდოზინის გამოყენება არ არის შესწავლილი.

პაციენტები, რომელთაც დარღვეული აქვთ თირკმლის ფუნქცია: თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობის მქონე პირებში არ მოითხოვება დოზის შემცირება. თირკმლის მწვავე უკმარისობის დროს არ არის რეკომენდირებული სილოდოზინის დანიშვნა.

ჩვენებები:

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია.

მიღების წესები და დოზები:

რეკომენდირებული დოზა-8 მგ ერთხელ, კვების დროს, დღის ერთიდაიგივე მონაკვეთში. კაფსულა აუცილებლად უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, სასურველია წყალთან ერთად.

პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის საშუალო სირთულის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი >30 –

გვერდითი მოვლენები:

არასასურველი რეაქციები მათი სიხშირის მიხედვით: ძალიან გავრცელებული: ³10; გავრცელებული: ³1/100-

ნერვული სისტემის მხრივ: გავრცელებული –თავბრუსხვევა; სიხშირე არ არის ცნობილი –სინკოპე. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: გავრცელებული -ორთოსტატური ჰიპოტენზია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: გავრცელებული –ფაღარათი; ნაკლებად გავრცელებული -გულისრევა, პირის სიმშრალე.

რეპროდუქციული სისტემის მხრივ: ძალიან გავრცელებული -რეტროგრადული ეაკულაცია, ანეაკულაცია; ნაკლებად გავრცელებული -ლიბიდოს დაქვეითება, ერექციული დისფუნქცია.

ინტრაოპერაციული სინდრომის მხრივ: სიხშირე არ არის დადგენილი -თვალის ფერადი გარსის არასტაბილურობის სინდრომი კატარაქტის ოპერაციის დროს.

უკუჩვენება:

– პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობა ან მათი აუტანლობა;

– 18 წლამდე ასაკის ბავშვები;

– თირკმლის მწვავე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი

– ღვიძლის მწვავე უკმარისობა (არასაკმარისი კლინიკური მონაცემები).

სიფრთხილით გამოიყენება: თირკმლის მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი 30-50მლ/წთ).

ორსულობა და ლაქტაცია:

სილოდოზინი ინიშნება მხოლოდ მამაკაცებში.

განსაკუთრებული მითითებები:

როგორც სხვა ალფა-ადრენობლოკატორების გამოყენებისას სილოდოზინით მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია აღინიშნოს არტერიული წნევის დავეითება, ორთოსტატური ჰიპოტენზია.

ორთოსტატური ჰიპოტენზიის პირველივე სიმპტომების (თავბრუსხვევა, სისუსტე) პაციენტი უნდა დაჯდეს, დაწვეს ან იმავე მდგომარეობაში გაჩერდეს მანამდე სანამ სიმპტომები არ გაივლის. წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიას და შეშუპებას აქვთ მსგავსი სიმპტომები და შესაძლებელია ერთდროულად განვითარდეს. პრეპარატის დანიშვნამდე საჭიროა გამოკვლევის ჩატარება, რომ გამოირიცხოს წინამდებარე ჯირკვლის შეშუპება.

ურორეკით მკურნალობა ამცირებს სათესლე სითხის გამოყოფას, რამაც შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მამაკაცის ფერტილურობაზე. ეს ეფექტი ქრება პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ. პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ ან ღებულობდენ ალფა1-ადრენობლოკატორებს კატარაქტის ოპერაციის პერიოდში შესაძლებელია განვითარდეს თვალის ფერადი გარსის არასტაბილურობის სინდრომი, რამაც შესაძლებელია გართულება გამოიწვიოს ოპერაციის დროს. ალფა1-ადრენობლოკატორების მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე 1-2 კვირით ადრე. პაციენტებში, რომელთაც დანიშნული აქვთ კატარაქტის ოპერაცია არ არის რეკომენდირებული ურორეკით მკურნალობის დაწყება.

არ არის ჩატარებული კვლევები ახდენს თუ არა პრეპარატი გავლენას ტრანსპორტის მართვისა და სხვა მექანიზმების გამოყენების უნარზე. პაციენტები უნდა იყვნენ ინფორმირებულნი, რომ შესაძლებელია გამოვლიდეს ისეთი სიმპტომები, რაც დაკავშირებულია ორთოსტატულ ჰიპოტენზიასთან (მაგ: თავბრუსხვევა), ასევე პაციენტებს უნდა მიეცეთ გაფრთხილება, რომ თავი შეიკავონ ტრანსპორტის მართვისაგან და სხვა მექანიზმების გამოყენებისაგან მანამდე სანამ არ გაირკვევა ინდივიდუალური ამტანობა პრეპარატ ურორეკის მიმართ.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული დაქვეითება, კომპენსატორული ტაქიკარდია. მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება ან სიმპტომატური მკურნალობა, რომლის მიზანიც არის ცირკულაციური სისხლის მოცულობის გაზრდა, სისხლძარღვების შემავიწროვებელი საშუალებების მიღება. თირკმელების ფუნქციის გაკონტროლება. დიალიზი ნაკლებად ეფექტურია, რადგან პრეპარატი ინტენსიურად უკავშირდება პლაზმის ცილებს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდირებული სხვა ალფა-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენება ეფექტის გაძლიერების მიზნით.

იზოფერმენტ CYP3A4 ინჰიბიტორებთან (კეტოკონაზოლი, კლარითრომიცინი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი) ერთად გამოყენება არ არის რეკომენდირებული, რადგან იზრდება სინოდოზინის კონცენტრაცია პლაზმაში.

ფოსფოდიესთერაზა-5-ის ინჰიბიტორებთან (სილდეჰაფილი, ტადალაფილი) ერთად გამოყენებისას შესაძლებელია თავბრუსხვევის რისკი გაიზარდოს.

ორთოსტატური ჰიპოტენზია ძლიერდება ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან ერთად, რაც მოქმედებს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე, შარდმდენებთან ერთად გამოყენებისას.

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 30oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 2წელი.

უროპიმიდი – UROPIMID – УРОПИМИД

საერთაშორისო დასახელება:

PIPEMIDIC ACID

მწარმოებელი: ITALFARMACO

მოქმედი ნივთიერება: პიპემიდინის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება; ქინოლონი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

პიპემიდინის მჟავა …………. 400 მგ

 

ვრცლად პალინი

უროპანი – UROPAN – УРОПАН

საერთაშორისო დასახელება:

OXYBUTYNIN

მწარმოებელი: KOCAK ILAC

მოქმედი ნივთიერება: ოქსიბუტინინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მ-ქოლინობლოკატორი; მიოტროპული სპაზმოლიტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

ოქსიბუტინინის ჰიდროქლორიდი …….. 5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

M–ქოლინობლოკატორი მესამეული ამინების ჯგუფიდან, ზომიერი M–ქოლინომაბლოკირებელი აქტიობის გვერდით ახასიათებს უნარი დაუყოვნებლივ მოახდინოს გავლენა შინაგანო ორგანოების გლუვ მუსკულატურაზე (მიოტროპული სპაზმოლიტური მოქმედება). იცავს სპაზმებისაგან და აქვეითებს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების ტონუსს: კუჭ–ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის გამომყოფი გზების, საშვილოსნოსი, საშარდე გზების, მათ შორის შარდის ბუშტის.

ნეიროგენულ შარდის ბუშტში ოქსიბუტინინი დეტრუზორს ადუნებს, ამცირებს დეტრუზორის სპონტანურ შეკუმშვებს, ზრდის შარდის ბუშტის ტევადობას, ამცირებს შარდვისას ჭინთვების სიხშირეს.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღების შემდეგ Cmax მიიღწევა 45წთ–ის შემდეგ, კონცენტრაციის სიდიდე პროპორციულია მიღებული დოზის. T1/2 შეადგენს 2 საათს. ხანდაზმულებში – T1/2 იზრდება.

ჩვენებები:

შარდის შეუკავებლობა, განპირობებული შარდის ბუშტის ფუნქციის ნეიროგენული ხასითის  არასტაბილურობით(დეტრუზორის ჰიპერრეფლექსია, მაგალითად გაფანტული სკლეროზის დროს ან spina bifida) ან იდიოპათიური ბუნებით;

5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ღამის ენურეზი (მონოთერაპიის სახით სხვა სამკურნალო საშუალებებთნ კომბინაციაში).

დოზირება:

მიიღება პერორალურად.

მოზრდილებში – 5 მგ 2–3–ჯერ დღეში.

ხანდაზმულებში მკურნალობის დასწყისში 2.5–3მგ 2–ჯერ დღეში, შემდეგ აუცილებლობისას დოზას თანდათან ზრდიან 5 მგ–მდე 2–ჯერ დღეში.

5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – საწყისი დოზა 2.5–3მგ 2–ჯერ დღეში, აუცილებლობისას დოზას თანდათან ზრდიან  5მგ–მდე 2–3–ჯერ/დღ.

ღამის ენურეზის დროს ბოლო დოზა უშუალოდ ძილის წინ მიიღება.

გვერდითი მოქმედება:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ყაბზობა, აბდომინალური დისკომფორტი, დიარეა.

ცნს–ის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია კანის საფარველის სიმშრალე.

სხვა: შესაძლებელია „ალები“ ( ხშირად ბავშვებში), გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება, არითმია.

უკუჩვენებები:

ოქსიბუტინინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ღია და დახურულკუთხოვანი გლაუკომა, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქცია, ნაწლავის პარალიტური გაუვალობა; ნაწლავის ატონია; მძიმე წყლულოვანი კოლიტი; მიასთენია; ლაქტაცია; 5 წლამდე ბავშვთა ასაკი;

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის დროს პრეპარტის მიღება ხდება მხოლოდ მკაცრი მაჩვენებლებით, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი სჭარბობს პოტენციალურ რისკს ნაყოფისათვის.

ოქსიბუტინინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით მიიღება ხანდაზმულ პაციენტებში, ნეიროცირკულატორული დისტონის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის, თირეოტოქსიკოზის, არითმიის, გულის იშემიური დაავადების, გულის ქრონიკული ნაკოლოვანების, არტერიული ჰიპერტენზიის, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის საწყისი გამოვლინების დროს, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, პაციენტებში ილეოსტომა, კოლოსტომა, ასევე დიაფრაგმის ხვრელის საყლაპავის თიაქრი მიმდინარე რეფლუქს–ეზოფაგიტით მოითხოვს ყურადღებას პრეპარატის გამოყენებისას.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:

მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო ავტომანქანის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ანტოქოლინერგული მოქმედების სხვა წამლებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია  ოქსიბუტინინის მოქმედების გაძლიერება. იტრაკონაზოლთან მიღებისას მატულობს ოქსიბუტინინის კონცენტრაცია პლაზმაში. ეთანოლი და სედატიური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ თავბრუსხვევას და ძილიანობას.

ურომიტექსანი 400მგ – UROMITEXAN 400MG – УРОМИТЕКСАН 400МГ

აქტიური ნივთიერება: მესნა

მწარმოებელი: BAXTER ONCOLOGY GmbH, გერმანია

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

უროპროტექტორი

შემადგენლობა: 4მლ საინექციო ხსნარი შეიცავს 400მგ მესნას.

სხვა კომპონენტები: ნატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი.

ჩვენება:

უროთელიალური ტოქსიურობის პროფილაქტიკა ოქსაზაფოსფორინების გამოყენებთ გამოწვეული.

ურომიტექსანი ყოველთვის უნდა დაინიშნოს ჰოლოქსანთან ერთად სისმსივნის სამკურნალოდ;

როდესაც ენდოქსანი და იქსოტენი გამოიყენება სიმსივნის მკურნალობისათვის, ურომიტექსანი უნდა დაინიშნოს ბოლუსის სახით (10მგ/კგ–ზე მეტი) ციტოსტატიკურ საშუალებებთან ერთად, ყველა იმ პაციენტში, რომლებიც იმყოფებიან განსაკურებული რისკის ქვეშ. ციტოსტატიკურ საშუალებებთან ძირითად რისკ–ფაქტორებს წარმოადგენენ: ჩატარებული სხივური თერაპია, ჰოლოქსანით ჩატარებული ცისტიტის მკურნალობა, ენდოქსანით ან იქსოტენით ჩატარებული თერაპია ან საშარდე გზების გადატანილი ფუნქციური დარღვევები.

უკუჩვენება:

მესნას ან სხვა თიოლის შემცველი კომპონენტების მიმართ გამოვლენილი მაღალი მგრძნობელობა.

გაფრთხილებები:

– მაღალმგრძნობელობითი რეაქციები (ჰიპერერგიული რეაქციები), ურომიტ ექსანით მკურნალობის შედეგად, უფრო მეტად გამოვლენილი იქნა იმ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებოდათ აუტოიმუნური დარღვევები;

– სიმსივნით დაავადებულ სხვა პაციენტებთან შედარებით გამოვლენილ იქნა კანისა და ლორწოვანის გარსისი გაღიზიანება (გამონაყარი, ურტიკარია, ეგზანთემა, ენანთემა), ღვილში ტრანსამინაზების დონის მომატება და არასპეციფიკური დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, ღებინების შეგრძნება და პირღებინება;

– ასევე დადგენილი იქნა სისხლის მიმოქცევის დარღვევები, როგორიცაა ჰიპოტანზიის და ტაქიკარდიის ცალკეული შემთხვევები. – ურომიტექსანის საშუალებით საშარდე გზების პროფილაქტიკა უნდა განხორციელდეს მხოლოდ იმ პაციენტებში, რომელთაც განსაზღვრული აქვთ რისკ–სარგებლობის ანალიზი და იმყოფებიან სამედიცინო მეთვალყურების ქვეშ.

– ურომიტექსანი გამოიყენება, როგორც უროპროტექტორი ოქსაზაფოსფორინებით ციტოსტატური მკურნალობის დროს, მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ასევე განპირობებულია ანალოგიური კრიტერიუმებით.

ცხოველებზე ჩაატარებულმა კვლევებმა არ გამოავლინა ურომიტექსანის ემბრიოტოქსიური და ტერატოგენლი ეფექტი.

ურომიტექსანის დამცავი მოქმედება ვრცელდება მხოლოდ საშარდე გზებზე. ყველა სხვა რეკომენდებული სიფრთხილის ზომები არ ეხება მის გამოყენებას და მასთან დაკავშირებული რეკომენდაციები გათვალისწინებული უნდა იქნას.

გვერდითი მოვლენები:

აღწერილ იქნა მაღალმგრძნობელობითი რეაქციების (ჰიპერერგიული რეაქციები) ცალკეული შემთხვევებში. მაგ; კანისა და ლორწოვანი გარსის სხვადასხვა ხარისხისა და სირთულის რეაქციები (ქავილი, სიწითლე, წყლულოვანი გამონაყარი), ადგილობრივად ქსოვილების შესიება (ურტიკარიული სისხლჩაქცევა), იშვიათ შემთხვევებში სისხლის წნევის დაცემა და გახშირებული გულისცემა წუთში 100–ზე მეტი (ტაქიკარდია). ასევე აღწერილი იქნა ღვიძლის ფუნქციის ზოგიერთი ტესტის  (ტრანსამინაზების) გარდამავალი მატება. იშვით შემთხვევებში გამოვლინდა ვენების გაღიზიანება ინექციის არეში. გამძლეობაზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მესნას ინტარავენური და პერორალური დოზების გამოყენებისას 60მგ/კგ და მეტი სხეულის მასაზე, ერთჯერადი დოზის მიღება დაკავშირებულია გულისრევის შეგრძნებასთან, ღებინებასთან, ფაღართთან, თავის, კიდურების ტკივილთან, სისხლის წნევის დაცემასთან. ტაქიკარდიასთან, კანის რეაქციებთან, დაღლილობის შეგრძნებასთან, სისუსტესთან;

მკურნალობის პერიოდში ზემოხსენებული გვერდითი ეფექტები ყოველთვის შეიძლება არ განსხვავდებოდეს ოქსაზაფოსფორინებით (ჰოლოქსანი, ენდოქსანი, იქსოტენი) ან სხვა სახის თანმხლები მედიკამენტებით გამოწვეული გვერდითი ეფექტებისაგან.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მესნა ლაბორატორიულ პირობებში შეუთავსებადია ცისპლატინთან, კარბოპლატინთან და აზოტოვანიპრიტთან.

დოზირება და მიღების წესი:

თუ არ არსი სპეციალური მითითება ურომიტექსანი მიიღება ინტრავენურად, ნაკადური წესით ნელა. ურომიტექსანის ერთჯერადი დოზა შეადგენს ოქსაზასფორინის ერთჯერადი დოზის 20%–ს. პირვალად შეყვანას ახორციელებენ ოქსაზასფორინთან ერთად. ხოლო მეორე და მესამე დოზა შეჰყავთ ოქსაზაფოსფორინის შეყვანიდან 4 და 8 სთ–ში.

 

ოქსაზასფორონის ინექციასთან ერთად ურომიტექსანის მიღების სქემა:

საათი (დრო)

0  (8სთ)

4  (12სთ)

8  (16სთ)

ოქსაზაფოსფორინის დოზა

40მგ/კგ სხეულის წონაზე

–

–

ურომიტექსანის დოზა

8მგ/კგ სხეულის წონაზე

8მგ/კგ სხეულის წონაზე

8მგ/კგ სხეულის წონაზე

 

ბავვებში ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ მიზანშეწონილია ურომიტექსანის ხანმოკლე ინტერვალებით შეყვანა (მაგ; ყოველ 3 სთ–ში). ციტოსტატიკური მკურნალობისას ოქსაზაფოსფორინის ძალინ მაღალი დოზის შემთხვევაში (მაგ; ძვლის ტვინის ტრანსპლანტირებამდე) ურომიტექსანის მთლიანი დოზა შეიძლება გაიზარდოს ოქსაზაფოსფორინის დოზის 120% და 160%–მდე. რეკომენდებულია ურომიტექსანის დოზის 20% მიღების შემდეგ (ოქსაზაფსფორინის მთლიან დოზასთან მიმართებით, დროის ათვლით) დანარჩენი გადაანგარიშებული დოზა მიღებულ იქნას უწყვეტლივ ინტრავენური გზით. 24 სთ–ის განმავლობაში პერფუზორის გამოყენებით. ალტერნატიულ შემთხვევაში დასაშვებია შენაცვლებით ბოლუს ინექცია: მოზრდილებში 3 X 40% (0, 4, 8, საათის პერიოდებით) ან X 40% (0, 3, 6, 9 საათის პერიოდებით ) შესაბამისად.

ბავშვებში შარდის შარდის უფრო ხშირი გამოყოფის გამო ბოლუს ინექცია ყოველთვის უნდა დაინიშნოს 3 სთ–ის ინტერვალით (მაგ; 20% 0, 1,  3, 6, 9, 12 საათი). ბოლუს ინექციის სანაცვლოდ დასაშვებია 15 წთ–იანი ინფუზია.

იფოსფამიდით  (ჰოლოქსანი) ხანგრძლივი ინფუზიისას ურომიტექსანის მიღება საწყისი დროის ათვლით 20% ბოლუს ინექციის (ინფუზიის დაწყება – დრო 0) შემდეგ საჭიროა იფოსფამიდის დოზის 100%–მდე ინფუზია. იფოსფამიდის ინფუზიის შემდეგ უროპროტექცია გრძელდება 6–12 სთ.

24 სთ–იანი იფოსფამიდის ინფუზიასთნ ერთად ურომიტექსანის მიღების ნიმუში:

საათი (დრო)

0

24    30    36

იფოსფამიდის დოზა

5გ/მ2 სხეულის ზედაპირი (=125 მგ/კგ სხეულის წონას )

 

ურომიტექსანის ბოლუს დოზა

1გ/მ2 სხეულის ზედაპირი (=125 მგ/კგ სხეულის წონას )

 

ურომიტექსანის ინფუზია

5გ/მ2 სხეულის ზედაპირი (=125 მგ/კგ სხეულის წონას ) იფოსფამიდის ინფუზიაზე დამატებით

25გ/მ2 სხეულის ზედაპირი (=125 მგ/კგ სხეულის წონას )

 

შენახვის პირობები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომრლ ადგილას.

ვადა: არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითეული ვადის გასვლის შემდეგ

ვარგისიანობა 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემა: გაიცემა ექიმის რეცეპტით.

უროლესანი – UROLESAN – УРОЛЕСАН

მწარმოებელი: АО «ГАЛИЧФАРМ », УКРАИНА

ძირითადი ფიზიკო – ქიმიური თვისებები:

მომწვანო-მოყავისფრო, ან მოყავისფრო ფერის სითხე, პიტნის დამახასიათებელი სუნით.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100 მლ სითხე შეიცავს:

სოჭის ზეთი ……………………………………………..     8გ;

ბაღი პიტნის ზეთი ……………………………………..     2გ;

აბუსალათინის ზეთი …………………………………..     11გ;

ფერისცვალას ნაყოფის თხიერი ექსტრაქტი ……….     23გ;

სვიას გირჩების თხიერი ექსტრაქტი ………………..     32,995გ;

თავშავას ბალახის თხიერი ექსტრაქტი……………….    23გ;

ტრილონი ბ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც მოქმედებს საშარდე და სანაღვლე გზებზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

უროლესანი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობენ შარდის კონკრემენტების ელიმინაციას (ასევე ნაღვლის კონკრემენტების ელიმინაციას). ამის გარდა პრეპარატის ინგრიდიენტებს, მათ შორის  მრავალ ქიმიურ შენაერთს, გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური აქტივობა, იწვევს ნაღველის წარმოქმნის გაზრდას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას.

ჩვენება:

  • ნეფროლითიაზის და ქოლელითიაზის დროს, მწვავე და ქვემწვავე კალკულოზური პიელონეფრიტი და ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია.

დოზირება და მიღების წესი:

პრეპარატი ინიშნება პერორალურად, ჭამის წინ. მოზრდილებში – 8-10 წვეთი შაქრის ნატეხზე 3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-30 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება. თირკმელების და ნაღვლის ბუშტის ჭვალის დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 15-20 წვეთს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის ჭარბი დოზირების და მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს აღინიშნება გულისრევა, თავბრუსხვევა, დისპეფსიური მოვლენები.

წინააღმდეგჩვენება:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ჭარბი დოზირება:

ამ დროს ინიშნება თბილი სასმელი დიდი რაოდენობით.

შენახვის ვადა და პირობები:

პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 20°C. ვარგისიანობა – 2 წელი.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ

უროგრაფინი – UROGRAPHIN – УРОГРАФИН

საერთაშორისო დასახელება:

SODIUM AMIDOTRIZOATE MEGLUMINE AND

SODIUM SALT

მწარმოებელი: SCHERING AG

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

რენტგენოკონტრასტული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 60%: ამპულაში 20 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

დიატრიზოუმის მჟავის მეტგლუმინის მარილი ………….   520 მგ 10.5 გ

დიატრიზოუმის მჟავის ნატრიუმის მარილი ………………   80 მგ 1.6 გ

საინექციო ხსნარი 76%: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

დიატრიზოუმის მჟავის მეტგლუმინის მარილი ……     660 მგ 13.2 გ

დიატრიზოუმის მჟავის ნატრიუმის მარილი ………..   100 მგ 2 გ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

იოდისშემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალება. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი იოდი რენტგენის სხივების შთანთქმის შედეგად გამოსახულების კონტრასტულობას ამაღლებს.

ჩვენებები:

ნატრიუმის ამიდოტრიზოატი 76% – ანგიოგრაფია, ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოკარდიოგრაფია, აღმავალი პიელოგრაფია,ლიმფოგრაფია, ურეთროცისტოგრაფია, სპლანოპორტოგრაფია, ფისტულოგრაფია, ართროგრაფია, ჰისტეროსალპინგოგრაფია, წინასაოპერაციო ქოლანგიოგრაფია.

ნატრიუმის ამიდოტრიზოატი 60% – ანგიოგრაფია, ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, უროგრაფია, ჰისტეროსალპინგოგრაფია.

ნატრიუმის ამიდოტრიზოატი არ არის გამოსადეგი მიელოგრაფიისთვის. კუჭ–ნაწლავის ორგანოების რენტგენოკონტრასტული გამოკვლევა, თუ ბარიუმის სულფატის გამოყენება უკუნაჩვენებია; წარსულში რენტგენოლოგიური გამოკვლევისას არ დადგენილი პერფორაცია ან საყლაპავში და კუჭ–ნაწლავის ტრაქტში ანასტომოზის უკმარისობა, მეკონიური ნაწლავური გაუვალობა; მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (ბარიუმის სულფატთან ერთად).

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის, იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული სამკურნალო საშუალებების მიმართ), ღვიძლის უკმარისობა, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, მწვავე კორონარული უკმარისობა, დეკომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობა, გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, კოლაფსი, ჰიპერკოაგულაცია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი, პლაზმოციტომა, აქტიური ტუბერკულოზი; აღმავალი პიელოგრაფიისთვის – მწვავე უროინფექცია; ფლებოგრაფიისთვის – მწვავე ფლებიტი.

სიფრთხილით: ორსულობა, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, საერთო მძიმე მდგომარეობა.

გვერდითი მოქმედება:

სიცხე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ციანოზი, ცრემლდენა, ერითემატოზული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ფილტვების შეშუპება, ნევროტული დარღვევბი, დიარეა, ენტერიტის ან კოლიტის გამწვავება, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ადგილობრივი: შეყვანის ადგილის ტკივილი, ფლებიტი, თრომბოზი.

მიღების წესი და დოზირება:

ექსკრეტორული უროგრაფია: 20–40მლ 60% ხსნარი, გამთბარი სხეულის ტემპერატურამდე, ნელა შეყავთ იდაყვის ვენაში; მოუმზადებლებისთვის (გამწმენდი ოყნის გარეშე) ან ავადმყოფებში სხეულის დიდი წონით უმჯობესია 76% ხსნარის გამოყენება იგივე რაოდენობით;

თირკმელების დაქვეითებული ფუნქციისას ვენაში შეყავთ წვეთოვნად, განზავებული 250–300მლ 5% დექსტროზაში, 5–10 წუთის განმავლობაში.

ბავშვებში 60% ხსნარი: ჩვილებში – 7–9მლ,1–6 წამდე ასაკის ბავშვებში 9–12 მლ, 6–12 წლის – 12–15 მლ, 12–15 წელი – 15–20მლ; თუ პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება ვენაში, მაშინ შეყავთ კუნთში – შესაბამისი დოზა იხსნება 2–ჯერ მეტ საინექციო წყალში და შეყავთ ორ ადგილზე ნახ–ნახევარი ღრმად კუნთში.

აღმავალი პიელოგრაფია: 5–10მლ 30% ხსნარი ნელა შეყავთ კათეტერის საშუალებით; მცირე ტკივილის გაჩენისას ან თირკმელების მიდამოში ზეწოლისას შეყვანა წყდება.

ფლებოგრაფია: ქვედა კიდურებისთვის – 20–40 მლ, ზედა კიდურებისთვის – 10–20მლ 60% ხსნარი; გადაღება ხდება პრეპარატის შეყვანის დროს;

გამოკვლევის შემდეგ საჭიროა საკონტრასტო სამკურნალო საშუალებების გამოყვანა კიდურებიდან: კიდურებს წევენ მაღლა და ვენას რეცხავენ 50–70მლ 0.9% NaCl-ის ხსნარით.

პერიფერიული არტერიოგრაფია: ქვედა კიდურებისათვის გამოიყენება 20–40მლ, ზედასთვის – 10–20მლ 60% ხსნარი; უკეთესი ამტანობისთვის რეკომენდებულია სისხლის ნაკადის საწინააღმდეგოდ შეყვანა.

ცერებრალური ანგიოგრაფია: საშუალოდ 7 მლ 60% ხსნარი შეყავთ საძილე არტერიაში ან 4 მლ შეყავთ ხერხემლის არტერიაში; ერთდროული სერიოგრაფიისათვის ორ სიბრტყეში საკმარისია 1 ინექცია, სხვა შემთხვევაში მეორე პროექციისათვის საჭიროა განმეორებითი ინექცია; ხსნარი შეყავთ სწრაფად (10მლ დაახლოებით 1.5 წმ).

აორტოგრაფია: 30–50მლ 76% ხსნარი ინტრააორტალურად მაქსიმალური სიჩქარით.

დიგიტალური (ციფრული) არტერიოგრაფია: 60% ხსნარი რაოდენობით, რომელიც შეესაბამება სისხლის ნაკადის სიდიდეს გამოსაკვლევ არტერიაში.

ანგიოკარდიოგრაფია: 76% ხსნარი 60მლ–მდე მაქსიმალური სიჩქარით, ბავშვებისთვის – 1.2მლ/კგ.

სპლენოპორტოგრაფია: 20–30 მლ 76% ხსნარი.

ქოლანგიოგრაფია: 5–20მლ 35% ხსნარი.

ცისტოგრაფია: საშუალოდ 60–80მლ 35% ხსნარი შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელში ან 20მლ შარდის ბუშტში კათეტერის საშაუალებით ჰაერთან ერთად(ლაკუნალური ცისტოგრაფია).

ართროგრაფია: 35% ხსნარი, სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი, ნელა შეიყვანება აუცილებელი რაოდენობით სახსრის ჩვეულებრივი დეზინფექციის შემდეგ; კონტრასტული საშუალება შეიყვანება ექსუდატის ამოღების შემდეგ ასეპტიკის პირობებში;

პროცედურა ტარდება ავადმყოფის წოლით მდგომარეობაში; გასაზავებლად გამოიყენება მხოლოდ საინექციო წყალი.

განსაკუთრებული მითითებები:

ქავილის, ჭინჭრის ციების, სურდოს, შეშუპებების, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებისას, ტაქიკარდიის, სუნთქვის დარღვევისას და სხვა ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. აუცილებელია დარღვეული წყალ–მარილოვანი ცვლის კომპენსაცია.

სიცივეში შენახვისას მოქმედი ნივთიერების ნაწილი შეიძლება გამოკრისტალდეს. კრისტალები დნება თუ ამპულას რამდენიმე წუთით ჩაუშვებთ ცხელ წყალში.

ურობერი – UROBERRY – УРОБЕРИ

ურობერი დაგიცავთ ცისტიტისა და მისი გართულებებისაგან ურობერის გამოყენება მნიშვნელოვნათ ამცირებს საშარდე ინფექციების რეციდივს.

ურობერი
ნატურალური პრეპარატი, რომელიც დამზადებულია ამერიკული შტოშის ექსტრაქტის ნიადაგზე –საუკეთესო საშუალება საშარდე სისტემის ინფექციების საპროფილაქტიკოთ და სამკურნალოდ.

მოკლე ინსტრუქცია:


შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
რბილი ჟელატინის კაფსულები 30.
1 კაფსულა შეიცავს: 50:1, 252მგ ამერიკული შტოშის ექსტრაქტი, ასკორბინის მჟავა 20 მგ, ვიტამინ E 3ME.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ამერიკული შტოშის კენკრა შეიცავს მაღალი კონცენტრაციით პროანტაციანიდებს (პაცს) .ეს არის ბუნებრივი მცენარეული ნაერთი, რომელიც აზიანებს ბაქტერიის გარსს და ახელს უშლის საშარდე გზების ეპითელიუმზე ბაქტერიების გამრავლებას. ურობერი ასევდე ხელს უშლის ბაქტერიების ადჰეზიას საშარდე გზების ეპითელიუმზე და ხელს უწყობს მათ ჩამორეცხვას შარდთან ერთად. ურობერი მოქმედებს კომპლექსურად, შტოშის ექსტრაქტის გარდა იგი შეიცავს C და E ვიტამინს რაც განაპირობებს მის სინერგიულ მოქმედებას საშარდე ინფექციების საპროფილაქტიკოდ.
ურობერი +ანტიბიოტიკი -მაღალეფექტური საშუალებაა საშარდე ინფექციების სამკურნალოდ, აგრეთვე მათი რეციდივისა და გართულებების საპროფილაქტიკოდ

ჩვენება:

• საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკა და მკურნალობა.
• როგორც დამხმარე თერაპია შარდგამომყოფი სისტემის ინფექციების კომპლექსურ თერაპიაში.

მიღება და დოზირება:

1 კაფსულა 2ჯერ დღეში 1ჭიქა წყალთან ერთად.
– შარდგამომყოფი გზების ინფექციების დროს, რომელსაც თან ახლავს მტკივნეული შარდვა და წვა, რეკომენდებულია ურობერის მიღება 1თვის განმავლობაში.
– შარდგამომყოფი გზების ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ რეკომენდებულია ურობერის მიღება 1თვე
– ქრონიკული საშარდე ინფექციების დროს ურობერი მიიღება საპროფლაქტიკოდ 2კვირა თვეში, სამი თვის განმავლობაში.
– მენოპაუზის ,დიაბეტის ,კორტიკოსტეროიდების ხშირი გამოყენების დროს იზრდება საშარდე გზების ინფექციების რისკი. ამ დროს რეკომენდებულია ურობერის გამოყენება 2კვირა თვეში სულ 3თვე.

უკუჩვენება:
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიიღება ექიმის რეკომენდაციით.
განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით გამოიყენება ვარფარინთან ერთად (იზრდება სისხლდენის რისკი) და შტოშის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ გრილ სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 250 ტემპერატურისა.
წარმოებულია აშშ-ში სერთიფიცირებულია ამერიკის წამლის სააგენტოს FDA-ს მიერ.

შენახვის ვადა:
2წელი

მწარმოებელი:
აშშ. ამვილაბი.

ურო-ვაქსომი – URO-VAXOM – УРО-ВАКСОМ

მწარმოებელი: OM PHARMA, შვეიცარია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

იმუნოსტიმულატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 და 90 ც.

1 კაფს.

ლიოფილიზირებული ფხვნილი

Escherichia coli ………………………      6 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სილიკატი, მაგნიუმის სტეარატი, პროპილგალატი (E310), ნატრიუმის გლუტამატი, მანიტოლი, რკინის ოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ურო-ვაქსომი წარმოადგენს იმუნოსტიმულატორს. იგი არეგულირებს ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესებს, ხელს უწყობს T-ლიმფოციტების სტიმულაციას და ენდოგენური ინტერფერონის ინდუცირების პროცესს.

ფარმაკოკინეტიკა:

არ არის ცნობილი.

ჩვენებები:

  • იყენებენ საშარდე გზების ინფექციების პროფილაქტიკისა და საშარდე გზების მწვავე ინფექციების სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

პერორალურად მისაღებად ენიშნებათ თითო კაფულა ერთხელ დღეში, უზმოზე, 3 თვის განმავლობაში.

მწვავე პერიოდში – თითო კაფსულა ერთხელ დღეში, უზმოზე, 10 დღის განმავლობაში ანტიმიკრობულ საშუალებებთან ერთად სრულ გამოჯანმრთელებამდე.

გვერდითი მოვლენები:

აღინიშნება დაახლოებით 4%-ში.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დიარეა, ღებინება, მუცლის ტკივილი.

დერმატოლოგიური რეაქციების მხრივ: ეგზანთემა.

მსუბუქი ხველა, ალერგიული რეაქციები, ამ დროს სასურველია შეწყდეს პრეპარატით მკურნალობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ;

* 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები დღეისათვის არ მოიპოვება.

განსაკუთრებული მითითებები:

ავტოტრანსპორტის მძღოლებში, პრეპარატის გამოყენება უსაფრთხოა.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

შესწავლილი არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ურიკლარი – URICLAR – УРИКЛАР

დიეტური დანამატი, რომელიც აუმჯობესებს შარდის გამომოყოფი სისტემის ფუნქციონირებას და აქვს შარდმდენი ეფექტი.

შემადგენლობა:

ძირითადი ნივთიერება: ლობიოს დაქუცმაცებული ღეროები (Faseolus vulgaris); მშრალი ექსტაქტები : არყის ხის ფოთლები (Betula platyphylla) — 60 მგ, ხუჭუჭა ოხრახუშის ძირები (Petroselinum crispum) — 60 მგ, წითელი მოცვი ჩვეულებრივი (Vaccinium vitis-idaea) — 30 მგ, სააფთიაქო გვირილა (Mayricaria chamomilla) — 10 მგ; ნატრიუმის ციტრატი — 20 მგ, კალიუმის ციტრატი — 20 მგ; 
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა (E460), ნახშირბადის ოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი (E470); კაფსულის გარსი: ჟელატინი, გაწმენდილი წყალი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172), ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი (E141).

დახასიათება :

ურიკლარი რეკომენდებულია როგორც დიეტური დანამატი კვების რაციონზე როგორც ფლავონიდების, ეთერზეთების, მთრთიმლავი ნივთიერებების:  კაროტინოიდების, ფიტონციდების, ორგანული მჟავების, შარდის გამომყოფი სისტემისა და ნივთიერებათა ცვლის (ძირითადად ფოსფორის, კალციუმის და შარდმჟავას) ფუნქციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ. ურიკლორის შემადგენლობაში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ხასიათდებიან შარდმდენი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით, წარმოადგენს შარდ-კენჭოვანი დავადების საპროფილაქტიკო საშუალებას.

გამოყენება:

მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, სასმელი წყლის დაყოლებით (150-200მლ). კურსი განისაზღვრება ინდივიდუალურად. მიღბა ხდება ექიმის დანიშნულებით.

უკუჩვენება:

ორსულობა და ლაქტაცია, თირკმელებისა და შარდის ბუშტის მწვავე ანთება, პოდაგრა, ინდივიდულური ჰიპერმგრძნობელობა შემავალ კომპონენტზებზე.

შენახვის პირობები: სინათლისგან დაცულ ადგილზე არა უმეტეს 250C

Don`t copy text!