Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 438

უვიმაგი B6 – UVIMAG B6 – УВИМАГ B6

მწარმოებელი: Laboratoires LAPHAL, საფრანგეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მინერალური დანამატი (გასტროინტესტინული ტრაქტი და მეტაბოლიზმი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დასალევი ხსნარი: ამპულაში 10 მლ

1 ამპ.

მაგნიუმის მჟავას გლიცეროფოსფატი …….    1.895 გ

პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ……………  0.040 გ

დამხმარე ნივთიერებები:

სუკროზა, ნატურალური ყურძნის წვენის გემო, ნატრიუმის მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E219), ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E217), გაწმენდილი წყალი.

მთლიანად თითო ამპულაში 125 მგ (5.13 მმოლ/ლ) მაგნიუმი.

ჩვენებები:

  • მაგნიუმის დეფიციტი.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მოზრდილებში ინიშნება პერორალურად 2-3 ამპულა დღეში ჭამის დროს. პრეპარატი უნდა განზავდეს წყალში.

მკურნალობის ხანგრძლივობა: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, როდესაც მაგნიუმის დონე სისხლში დაუბრუნდება ნორმას.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიერ (განსაკუთრებით პარაბენის ჯგუფი);

* თირკმელების დაავადების დროს;

* ლევოდოპასთან კომბინაციაში (პირიდოქსინის არსებობის გამო);

* ქინიდინთან კომბინირება.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ პრეპარატი ინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით. დაუშვებელია ამ პრეპარატის მიღებაზე რეკომენდაციის მიცემა ექიმის გარეშე.

◄ სუკროზის გამო პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით.

◄ არ გამოიყენება ბავშვებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

უვამინი რეტარდი – UVAMIN RETARD – УВАМИН РЕТАРД

საერთაშორისო დასახელება:

NITROFURANTOIN

მწარმოებელი: MEPHA-PHARMA, შვეიცარია

მოქმედი ნივთიერება: ნიტროფურანტოინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნიტროფურანის ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 20 და 30 ც.

1 კაფს.

ნიტროფურანტოინი მაკროკრისტალური …….. 100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

უვამინი წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. პრეპარატს ახასიათებს ბაქტერიოსტატური მოქმედება (ბაქტერიციდული – მაღალი კონცენტრაციით). მისი მოქმედების სპექტრი მოიცავს მიკროორგანიზმებს, რომლებიც იწვევენ საშარდე გზების ინფექციებს: E.coli, Klebsiella, Enterobacter, enterococci და Staphilococcus. ნიტროფურანტონით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება რეზისტენტობა მის მიმართ. ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები ანტიბიოტიკებთან არ არის დადგენილი.

პრეპარატის  მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: enterococci, E.coli, Citrobacter spp., group B, streptococci, Staphilococcus aureus, Staphilococcus epidemodis.

საშარდე გზების ინფექციების იშვიათად იწვევს Salmonella spp., Bacteroides spp., Streptococcus pneumoniae..

პრეპარატის მიმართ ნაწილობრივ ან ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: Llebsiela pneumoniae, Enterobacter spp.,proteus spp., Providencia spp., Serratia spp.

რეზისტენტულია -Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Pseudomonas cepacia, acinetobacter.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღებისას ადგილი აქვს პრეპარატის სრულ აბსორბციას კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, უვამინის მიკროკრისტალური ფორმა ანელებს მის აბსორბციას, რაც აუმჯობესებს პრეპარატის მიმართ ტოლერანტობას.

პრეპარატის სწრაფი ელიმინაცია თირკმელებით ხელს უშლის უვამინის ჭარბი კონცენტრაციის მიღწევას სისხლში და ქსოვილებში. მიკროკრისტალური უვამინის ერთჯერადი დოზის 100 მგ მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცეტრაცია შარდში 50-150 მკგ/მლ აღინიშნება 30 წუთის შემდეგ.

მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 25-35 წუთს. უვამინის 50%- უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ პრეპარატის კონცენტრაცია შარდში მცირდება თანდათანობით 8-10 საათის განმავლობაში.

უვამინის სრული ექსკრეცია ხორციელდება თირკმელებით 24 საათის განმავლობაში: 17% – ფილტრაციით, ხოლო 83% – მილაკოვანი ექსკრეციის მეშვეობით. პრეპარატის 50% – გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით, ხოლო 2-3% – განავალით.

პრეპარატი გადის პლაცენტურ ბარიერს და ხვდება დედის რძეში.

ანურიის ან თირკმელების უკმარისობის დროს, როდესაც კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 40 მლ/წუთში ან როდესაც აღინიშნება ტოქსიკური გვერდითი ეფექტები, პრეპარატის კონცენტრაცია შარდში არ შეესაბამება მისი ანტიბაქტერიული მოქმედების კონცენტრაციის დონეს.

ჩვენებები:

  • საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთება;
  • ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი;
  • საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკა ოპერაციის წინ.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე ინფექციების დროს

მოზრდილებში: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 4-7 დღე, არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში.

ბავშვებში 12-14 წლამდე – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 4-7 დღის განმავლობაში.

ქრონიკული ინფექციების დროს:

მოზრდილებში ხანგრძლივი თერაპია: 1-2 კაფსულა დღეში.

ბავშვებში – 5-7 მგ/კგ წონაზე დღეში, დოზა იყოფა 4 მიღებაზე. პრეპარატის დოზა 2.5-3 მგ/კგ წონაზე საკმარისია ხანგრძლივი მკურნალობისათვის. ბავშვებში 3 თვემდე პრეპარატი არ ინიშნება.

პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დარღვევები აღინიშნება 13-15%-ში, როდესაც პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში.

ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი.

პერიფერიული ნეიროპათიები აღინიშნება ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით, პირველადი სიმპტომებია: პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება.

ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ექსუდაციური პლევრიტი, ანაფილაქსიური შოკი.

ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს) და აგრანულოციტოზი.

აღწერილია თმის დროებითი ცვენის შემთხვევები.

აღწერილია სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები ეპითელიური უჯრედების დაზიანების გამო.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ;

* ორსულობის I ტრიმესტრი;

* ანურია;

* თირკმელების უკმარისობა – კრეატინინის კლირენსით 40 მლ/წუთში უფრო ნაკლები;

* გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტი;

* ნევრიტები;

* ელექტროლიტური დისბალანსი;

* D ჯგუფის ვიტამინების დეფიციტი;

* ჰემოლიზური ანემია;

* შაქრიანი დიაბეტი;

* ახალშობლებში;

* ალკოჰოლიზმი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სულფინპირაზოლის გამოყენებამ შეიძლება შეასუსტოს პრეპარატის მოქმედება ან გაზარდოს მისი ტოქსიკურობა.

– ანტაციდები აძნელებენ უვამინის შეწოვას, რაც ხელს უწყობს მისი ტოქსიკურობის გაზრდას.

– პრობენეციდი ანელებს ნიტროფურანტოინის გამოყოფას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

უბიხინონ კომპოზიტუმი – UBICHINON COMPOSITUM – УБИХИНОН КОМПОЗИТУМ

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ქსოვილთა მეტაბოლიზმის მარეგულირებელი ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2.2 მლ, შეფუთვაში 5, 10, 50 და 100 ც.

100 მლ

Acidum ascorbicum (Vitamin С) D5 …………………………………..5 მლ
Thiaminum hydrochloricum (Vitamin В1) D6 ……………………….1 მლ
Natrium riboflavinum phosphoricum (Vitamin В2) D8 …………….1 მლ
Pyridoxinum hydrochloricum (Vitamin В6) D6 ………………………1 მლ
Nicotinamid D6 …………………………………………………………..0.1 მლ
Vaccinium myrtillus D4 ………………………………………………….0.1 მლ
Colchicum autumnale D4 ………………………………………………0.1 მლ
Podophyllum peltatum D4 ……………………………………………..0.1 მლ
Conium maculatum D4 …………………………………………………0.1 მლ
Hydrastis canadensis D4 ……………………………………………….0.1 მლ
Galium aparine D6 ………………………………………………………0.1 მლ
Acidum L (+)-lacticum D6 ………………………………………………0.1 მლ
Hydrochinon D8 ………………………………………………………….0.1 მლ
α Liponsaure D8 …………………………………………………………0.1 მლ
Sulfur D8 ………………………………………………………………….0.1 მლ
Manganum phosphoricum D8 …………………………………………0.1 მლ
Natrium oxalaceticum D8 ………………………………………………0.1 მლ
Trichinoylum D10 ………………………………………………………..0.1 მლ
Anthrachinonum D10 …………………………………………………..0.1 მლ
Naphthochinonum D10 …………………………………………………0.1 მლ
para-Benzochinonum ДD10 ……………………………………………0.1 მლ
Adenosinum triphosphoricum (ATP) D10 ……………………………0.1 მლ
Coenzymum A D10 …………………………………………………….0.1 მლ
Acidum acetylsalicylicum D10 …………………………………………0.1 მლ
Histaminum D10 …………………………………………………………0.1 მლ
NAD, Nicotinamid-adenin-dinucleotid D10 …………………………..0.1 მლ
Magnesium gluconicum D10 …………………………………………..0.1 მლ

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი აძლიერებს სხივური თერაპიის ეფექტს (დასხივებამდე 2 საათით ადრე გაკეთებული ინექცია); პრეპარატ UBICHINON COMPOSITUM -ის მოქმედება ხშირად გამოიხატება ინექციისშემდგომ დაღლილობაში, რის გამოც პაციენტებისათვის რეკომენდეულია ძილი, რათა შემსუბუქდეს ფერმენტული სისტემების გარდაქმნის პროცესები. პრეპარატში ვიტამინების შემცველობის გამო მისი კანქვეშა ინექციებისას შეიძლება ადგილი ჰქონდეს მცირეოდენ ტკივილს და წვას.

ჩვენებები:

  • ორგანიზმის დამცავი მექანიზმის სტიმულირება ბლოკირებული ფერმენტული სისტემების ფუნქციის აღსადგენად, მათი დარღვევის და დეგენერაციული დაავადებებისას (უჯრედული ფაზა).

მიღების წესი და დოზირება:

ჩვეულებრივ ინიშნება ერთი ამპულა კვირაში 1-3-ჯერ კანქვეშ, კუნთებში, ხოლო აუცილებლობისას – ვენაში.

გვერდითი მოვლენები:

არ გააჩნია

უკუჩვენებები:

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში არ გამოიყენება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

აღსანიშნავ თავისებურებათა გარეშე.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

ტუტუკონი – TUTUKON – ТУТУКОН

სავაჭრო სახელწოდება : ტუტუკონი ⁄ Tutukon

საერთაშორისო დასახელება:
(აქტიური ნივთიერება) comb. drug

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჯგ: თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

მწარმოებელი ფირმა : Miquel Y Garriga S.A.

მწარმოებელი ქვეყანა: ესპანეთი, გრანდ მედიკალი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

600მლ შიგნით მისაღები ხსნარი

600მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონში, პლასტიკური მზომი ჭიქით

გამჭირვალე, უფერო ან ოპალესცენტური სითხე დამახასიათებელი სუნით.

100 მლ ხსნარი შეიცავს:

მინდვრის შვიტა: ღერო 570მგ

spergularia rubra: მთლიანი მცენარე 330მგ

peumus boldus: ფოთლები 280მგ

ოპუნცია (კაქტუსი) ყვავილები 170მგ

ჩაი მაკედონიის: ყვავილოვანი ნაწილები 170მგ

როზმარინი: ფოთლები 170მგ

ბერმუდის ბალახი: ფესვები 170მგ

მელისა: ფოთლები 170მგ

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაბენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი სპაზმოლიზური, დიურეზული, ლითოლიზური,

ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტით. ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას

მარილების , ტოქსინების და მძიმე მეტალთა მარილების გამოყოფას.

ჩვენებები:

თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა;

წვრილი უროლითიაზი;

კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ პოდაგრა.

შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი;

დიზურიული მოვლინებები;

შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი;

სპასტიკური კოლიტი;

ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია, კვებითი

ტოქსიკოინფექცია).

მიღების წესები და დოზები:

მიიღება 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე

სამკურნალო დოზა:

ასაკი დოზირება

სკოლამდელი ასაკის ბავშვები: 5-10მლ 3-ჯერ დღეში

სკოლის ასაკის ბავშვები: 15მლ 3-ჯერ დღეში

მოზრდილები: 45 მლ 3-ჯერ დღეში

ორსულები: 20მლ 3-ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა: 2-4 კვირა

დოზის კორეგირება შესაძლებელია ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზით კურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენება:

პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

ორსულობა და ლაქტაცია:

ტუტუკონი ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები:

დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორმაგი დოზა არ მიიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე

შენახვის ვადა: 5 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.

აფთიაქში გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაიცემა რეცეპტის გარეშე)

ტუსიფენი ბებე – TUSSIPHEN bebe – ТУССИФЕН бебе

მწარმოებელი: SOPHARMA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 125 მლ

5 მლ

ამიდოფენი (ამინოფენაზონი)     ………    25.0 მგ

ეფედრინის ჰიდროქლორიდი …………       2.5 მგ

ნატრიუმის ბენზოატი …………………..      50.0 მგ

ნატრიუმის ბრომიდი ……………………      50.0 მგ

ალთეს თხევადი ექსტრაქტი ……………..  100.0 მგ

ბეგქონდარას თხევადი ექსტრაქტი ……..    50.0 მგ

 

ვრცლად ტუსიფენი (დოზირება განსხვავებული)

ტუსიფენი – TUSSIPHEN – ТУССИФЕН

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველის საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 125 მლ

5 მლ

ამიდოფენი (ამინოფენაზონი)  ……….       25.0 მგ

ეფედრინის ჰიდროქლორიდი…………       75,0 მგ

ნატრიუმის ბენზოატი …………………..      75.0 მგ

ნატრიუმის ბრომიდი …………………..      75.0 მგ

ალთეს თხევადი ექსტრაქტი ………….      100.0 მგ

ბეგქონდარას თხევადი ექსტრაქტი …….   100.0 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

საქარინი, შაქარი, ეთილის სპირტი 960C, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ამინოფენაზონს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, მცირედ გამოხატული სედატიური და სპაზმოლიზური ეფექტი.

ეფედრინს გააჩნია გამოხატული ბრონქოდილატაციური მოქმედება; ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსების შეშუპებას და სეკრეციას; ცნს-ზე ახდენს მასტიმულირებელ ზეგავლენას.

ნატრიუმის ბრომიდი აქვეითებს თავის ტვინის ქერქის და ქერქვეშა სტრუქტურების რეფლექტორულ აგზნებადობას.

ნატრიუმის ბენზოატს გააჩნია ანტისეპტიკური მოქმედება.

ალთეს ექსტრაქტი ათხიერებს ბრონქულ სეკრეტს და აადვილებს მის გამოყოფას.

ბეგქონდარას ექსტრაქტი ბრონქებზე ახდენს ანტისეპტიკურ, სეკრეტოლიზურ, სპაზმოლიზურ და ადგილობრივ მაანესთეზირებელ მოქმედებას; აადვილებს ამოხველებას.

ჩვენებები:

გამოიყენება სასუნთქი გზების დაავადებათა კომპლექსურ თერაპიაში, რომლებიც მიმდინარეობს ხველით და ნახველის არაეფექტური გამოყოფით:

  • ზემო სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებები;
  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი;
  • ბრონქოპნევმონია;
  • ბრონქოექტაზი;
  • წარმატებით გამოიყენება ზოგიერთი ინფექციური დაავადების სამკურნალოდ, რომლებიც აზიანებს სასუნთქ გზებს (გრიპი, ყივანახველა, წითელა და ა.შ.).

მიღების წესი და დოზირება:

3-5 წლის ასაკის ბავშვებში: 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ) 3-5-ჯერ დღეში.

უფროსი ასაკის ბავშვებში: 2 ჩაის კოვზი (10 მლ) 3-5-ჯერ დღეში.

მოზრდილებში: 2-3 ჩაის კოვზი (10-15 მლ) 3-5-ჯერ დღეში.

სიროფი მიიღება ჭამამდე ერთი საათით ადრე.

გვერდითი მოვლენები:

ექიმის მიერ რეკომენდებული დოზისა და მკურნალობის ხანგრძლივობის დაცვის შემთხვევაში, პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. თუმცა, გასათვალისწინებელია გვერდითი რეაქციების გამოვლინების შესაძლებლობა.

ამინოფენაზონის შემცველობის გამო შესაძლებელია კანზე გამონაყარის, ჭინჭრის ციების გამოვლინება.

ცნს-ის მხრივ: დაღლილობა, მოთენთილობა, თავის ტკივილი;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ღებინება, გულისრევა.

ხანგრძლივი მკურნალობის შემთხვევაში შესაძლებელია აგრანულოციტოზის განვითარება. პრეპარატის შემცველობაში ეფედრინის არსებობის გამო, თერაპიულზე ბევრად მაღალი დოზის მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს აგზნება, ტრემორი, უძილობა, უმადობა, არტერიული წნევის მომატება.

ნატრიუმის ბრომიდის შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს აპათია, დეპრესია, დაღლილობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

რეპროდუქციულ ფუნქციაზე პრეპარატის მოქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

განსაკუთრებული მითითებები:

თერაპიულზე მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში პრეპარატში შემავალმა ეფედრინმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის შემცველობისა და სისხლის წნევის მომატება.

ჭარბი დოზირება:

ეფედრინის ჭარბი დოზირების გამოვლინებაა: აგზნებადობა, ტრემორი, უძილობა, უმადობა, არტერიული წნევის მომატება, მიდრიაზი, სისხლში შაქრის დონის მომატება.

ნატრიუმის ბრომიდის ჭარბი დოზირების სიმპტომებია: აპათია, დეპრესია, მეხსიერების დაქვეითება, კონიუნქტივიტი, ბრომისმიერი ფერიმჭამელები.

ეფედრინის ჭარბი დოზირების გამოვლინებების შემთხვევაში მკურნალობა სიმპტომატურია: კუჭის ამორეცხვა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქციების შენარჩუნება; პარკუჭზედა და პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მოსახსნელად შეჰყავთ ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებები, ჰიპერტენზიის მოსახსნელად – ნატრიუმის ნიტროპრუსიდი; კრუნჩხვების კუპირება ხდება  დიაზეპამის შეყვანით.

ბრომიზმის შემთხვევაში შეჰყავთ ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი და დიურეზული საშუალებები ბრომის იონების გამოყოფის დასაჩქარებლად. აგზნებადობის მოხსნა ხდება ბარბიტურატების გამოყენებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ტუსიფენის მიღება ერთდროულად შესაძლებელია ტკივილგამაყუჩებლებთან, ანტიპირეტიკებთან და ანტიბიოტიკებთან.

– არ არის რეკომენდებული ერთდროულად გამოყენება მეთამიზოლთან. ვინაიდან პრეპარატები ერთი და იგივე ჯგუფს განეკუთვნება და მათმა კომბინაციამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციების გაძლიერება, კერძოდ აგრანულოციტოზი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ტუსინი პლუსი – TUSSIN PLUS – ТУССИН ПЛЮС

საერთაშორისო დასახელება:

GUAIFENESIN; DEXTROMETHORPHAN

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: გვაიფენეზინი+დექსტრომეტორფანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველების საწინააღმდეგო კომბინირებული საშუალება(ხველების საწინააღმდეგო+ამოსახველებელი საშუალება)

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 118 მლ.

5 მლ

გვაიფენეზინი …………………………….        100 მგ

დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი …… 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
გვაიფენეზინს ახასიათებს ამოსახველებელი მოქმედება, ათხელებს ბრონქიალურ სეკრეტს და ამცირებს ნახველის წებოვნებას, ზრდის ლორწოს სეკრეციას, ხელს უწყობს ნახველის გამოდევნას და არაპროდუქტიული ხველის პროდუქტიულში გადასვლას.
დექსტრომეტორფანის ჰიდრობრომიდი სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის გარეშე ამცირებს ხველის ცენტრის აგზნებას და თრგუნავს ხველას წარმომავლობის მიუხედავად. არ ახასიათებს ნარკოტიკული, ტკივილგამაყუჩებელი და საძილე მოქმედება. 

ჩვენებები:

  • მშრალი შემაწუხებელი ხველის ინტენსივობის შესამცირებლად, ბრონქიალური ლორწოს გამოყოფის ნორმალიზებისათვის მრვი-ის (მათ შორის გრიპი);
  • ლარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის დროს.
  • ზედა სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების გამწვავებისას, რომელსაც თან ახლავს არაპროდუქტიული ხველა.


მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში (და ბავშვებში 12 წლის ზევით) 2 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში ერთხელ.
ბავშვებში ;
6 წლიდან 12 წლამდე – 1 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში
2 წლიდან 6 წლამდე – 1–2 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში
2 წლამდე ექიმის დანიშნულებით.
მიიღეთ ჭამის შემდეგ ჩაის კოვზით ან დოზირებული ჭიქის მეშვეობით.
1 TSP ჭიქა დოზატორზე = 1 ჩაის კოვზი

გვერდითი მოვლენები:
კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: გულისრევა, ღებინება.
ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა. 

უკუჩვენებები:
მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ცნს-ის მძიმე ორგანული დაავადებები.

დოზის გადაჭარბება:
შესაძლოა აღინიშნოს აღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები:
სიფრთხილით ინიშნება ორსულებში და მეძუძურ ქალებში, ასვევე კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავების სტადიაში.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
პრეპარატი არ ინიშნება  მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებთან ერთად და ასევე 2 კვირის განმავლობაში პრეპარატების მოხსნიდან.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15-30ºC ტემპერატურაზე. არ შეინახოთ მაცივარში.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაიცემა:
ურეცეპტოდ.

ტუსინი – TUSSIN – ТУССИН

საერთაშორისო დასახელება:

GUAIFENESIN

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

მოქმედი ნივთიერება: გვაიფენიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 118 მლ

1 მლ (ჩ/კ).

გვაიფენიზინი …….  100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონმჟავა, გლიცერინი, სიმინდის სიროფი, კარამელი, ნატრიუმის საქარინი, ნატრიუმის ბენზოატი, პროპილენგლიკოლი, მენთოლი, გამოხდილი წყალი, ალუბლის არომატიზატორი, საღებავი FD&C  წითელი №40.

ჩვენებები:

  • ზემო სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი დაავადებები, მათ შორის მწვავე ვირუსული ინფექციები, გრიპი, მწვავე ლარინგიტი, ფარინგიტი ტრაქეიტი, ბრონქიტი, რომელთაც თან ახლავს ხველა ნახველით.

მიღების წესი და დოზირება:

ერთჯერადი დოზა:

1 ჩაის კოვზი = 1 TSP(საზომ ჭიქაზე)

ბავშვებში 2-დან 6 წლამდე: 1/2-1 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.

ბავშვებში 6-დან 12 წლამდე: 1/2 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.

12 წლის ზევით ბავშვებსა და მოზრდილებში:

2/4 ჩაის კოვზი ყოველ 4 საათში.

2 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის: საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

გამოიყენება არა უმეტეს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის მიღება აუცილებელია ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლოა აღინიშნოს დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება.

უკუჩვენებები:

მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის ინგრედიენტების მიმართ, ნერვული სისტემის მძიმე ორგანული დაავადებები; კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების სტადიაში, კუჭიდან სისხლდენა ანამნეზში.

განსაკუთრებული მითითებები:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება უნდა იქნეს შეთანხმებული ექიმთან.

ჭარბი დოზირება:

გვაიფენეზინის განსაკუთრებით დიდმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.  ღებინების შემთხვევაში საჭიროა ორგანიზმის სითხით უზრუნველყოფა და ელექტროლიტების დონის კონტროლი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი არ ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტებთან ერთად და ასევე 2 კვირის განმავლობაში პრეპარატების მოხსნიდან.

– პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ბრონქოლიტიკებთან, ანტიმიკრობულ პრეპარატებთან და საგულე გლიკოზიდებთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტულოზინი – TULOSIN – ТУЛОЗИН

საერთაშორისო დასახელება:

TAMSULOSIN

მწარმოებელი: სს ფარმაცევტული ქარხანა ეგისი, უნგრეთი

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები;  ალფა1- ადრენობლოკატორები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

0.4 მგ კაფსულა #30

პრეპარატის თითოეული მოდიფიცირებული გამოთავისუფლების კაფსულა შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი …………..    0.4 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სტეარატი, მეტაკრილის მჟავასა და ეთილაკრილატის სოპოლიმერი, ტვინი 80, ტალკი, ტრიეთილციტრატი.

კაფსულის გარსი შეიცავს: ჟელატინი, ინდიგოკარმინი, ქინოლინის ყვითელი, ტიტანის დიოქსიდი.

ჩვენებები:

ტულოზინის® აქტიური ნივთიერება – ტამსულოზინი განეკუთვნება იმ სამკურნალო საშუალებათა ჯგუფს, რომლებსაც ალფა-1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორები ეწოდებათ. იგი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლისა და შარდსადენი არხის გლუვი კუნთების დაჭიმულობას, და ამგვარად აადვილებს შარდის დინებას და ხელს უწყობს შარდის ბუშტის დაცლას. იგი გამოიყენება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომების შესამცირებლად (ხშირი შარდვა დღისით და ღამით; გაძნელებული შარდვა – შარდვის დაწყების გაძნელება, შარდის სუსტი და წყვეტილი ნაკადი; შარდის მოწოლა, შარდვის იმპერატიული (გადაუდებელი) მოთხოვნილება, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება).

მიღების წესები და დოზები:

ტულოზინი® მიიღება შიგნით თითო კაფსულა დღეში. კაფსულები მიიღება 30 წუთში საკვების ერთსა და იმავე დროს მიღებისას, კაფსულის მთლიანად ჩაყლაპვით და საკმარისი რაოდენობით – თითქმის ნახევარი ჭიქა – წყალის მიყოლებით. კაფსულების მიღებისას პაციენტი უნდა იჯდეს ან იდგეს. არ შეიძლება კაფსულების დაღეჭვა, გახსნა ან გატეხვა, ვინაიდან ამან შეიძლება იმოქმედოს პრეპარატის ეფექტზე.

ტამსულოზინის ჩვეულებრივი სადღეღამისო დოზაა 0.4 მგ-ს (ერთი კაფსულა). პრეპარატის თვისებების წყალობით დოზის ინდივიდუალურად შერჩევა საჭირო არ არის.

ტულოზინი® ხანგრძლივად მოქმედი პრეპარატია, იგი ყოველთვის დღეში ერთხელ მიიღება.

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი.

პრეპარატის მიღების თვითნებურად შეწყვეტა არ შეიძლება.

ტულოზინი® განკუთვნილია მხოლოდ მამრობითი სქესის მოზრდილი პაციენტებისათვის.

გამოტოვებული დოზა

დოზის გამოტოვებისას მისი მიღება უნდა მოხდეს გახსენებისთანავე. ამის შემდეგ პრეპარატის მიღება გრძელდება ექიმის მიერ დანიშნული რეჟიმითა და დოზებში.

თუ გამოტოვებულის შემდეგ შემდეგი დოზის მიღებამდე დარჩენილია 12 საათზე ნაკლები დრო, გამოტოვებული კაფსულის მიღება არ შეიძლება და პრეპარატის მიღება ჩვეულებრივ დანიშნულებისამებრ გრძელდება. გამოტოვებული დოზის კომპენსაციისათვის დოზის გაორმაგება არ შეიძლება, ვინაიდან ამან შეიძლება ჭარბი დოზირება გამოიწვიოს.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებულ დოზებში პრეპარატი ჩვეულებრივ კარგი ამტანობით ხასიათდება. როგორც სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენებისას შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება.

მძიმე გვერდითი ეფექტების ან იმ ეფექტების, რომლებიც არ არის მოხსენიებული ამ ინსტრუქციაში, განვითარებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.

პირველი დოზის მიღების შემდეგ ან ტულოზინით® მკურნალობის პირველ დღეებში იშვიათ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს არტერიული წნევის მნიშვნელოვნად დაქვეითება, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს თავბრუსხვევით, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევით, გულყრით, განსაკუთრებით დაჯდომის ან წოლითი მდგომარეობიდან ადგომის მცდელობისას. იგივე მოვლენა შეიძლება განვითარდეს რამოდენიმედღიანი შესვენების შემდეგ პრეპარატის მიღების განახლებისას. სისუსტის ან თავბრუსხვევის ნიშნების შეგრძნებისას აუცილებელია დაჯდომა ან დაწოლა მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

სხვა არასასურველი ეფექტები ჩვეულებრივ სუსტად გამოხატულია და სწრაფად გაივლის. ტამსულოზინით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა და ძილიანობა. უფრო იშვიათად აღინიშნა თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, გულისცემა, რინიტი, ყაბზობა, დიარეა, ღებინება, გულისრევა, გამონაყარი კანზე, ქავილი, ეაკულაციის დარღვევა (რეტროგრადული ეაკულაცია), სისუსტე. ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნა გულყრა, ანგიონევროზული შეშუპება. ძალიან იშვიათი არასასურველი ეფექტი – პრიაპიზმი (სასქესო ორგანოს მტკივნეული და ხანგრძლივი ერექცია, რომელიც სასწრაფოდ საჭიროებს ექიმის დახმარებას).

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინებისას აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენება:

ტულოზინის® გამოყენება არ შეიძლება ალერგიული რეაქციის შემთხვევაში ტამსულოზინის ან სხვა ალფა-1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების მიღების შემდეგ, ან ჰიპერმგრძნობელობისას ემ კაფსულების ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები:

• თირკმლის ან ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

• თავბრუსხვევა ან გულყრა მწოლიარე ან მჯდომარე მდგომარეობიდან ფეხზე ადგომის დროს.

ტულოზინით® მკურნალობის დაწყებამდე ექიმმა აუცილებლად უნდა იცოდეს ჩამოთვლილი მდგომარეობების შესახებ.

ტულოზინით® მკურნალობის დაწყებამდე ექიმს შეუძლია მთელი რიგი გამოკვლევების ჩატარება წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის თაობაზე, რათა გამოირიცხოს ამ ჯირკვლის სხვა დაავადებების არსებობა.

ქალებისა და ბავშვების სამკურნალოდ ტულოზინის® გამოყენება არ შეიძლება.

ზეგავლენა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და პოტენციურად საშიშ ქანიზმების მუშაობის უნარზე :

პრეპარატის მიღებაზე ინდივიდუალური რეაქციის მიხედვით ტულოზინს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა. ამიტომ ტულოზინით® მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სიფრთხილის დაცვა ავტოტრანსპორტის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სახეობების საქმიანობის განხორციელებისას, რომლებიც საჭიროებს ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა.

ჭარბი დოზის სიმპტომები: შესაძლებელია არტერიული წნევის დაწევა.

მკურნალობა: არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაწევისას სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებისათვის ავადმყოფი უნდა დაწვეს. თუ ჰიპოტენზიის სიმპტომები შენარჩუნდა, უნდა მოხდეს სიცოცხლისათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორირებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფა ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში. ტამსულოზინის შემდგომი შეწოვის პრევენციისათვის მიზანშეწონილია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირისა და ოსმოსური საფაღარათე საშუალების მიღება. სიმპტომური მკურნალობის ჩატარებისას აუცილებელია ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდა შემდგომი ვაზოპრესული ნივთიერებების მიღებით. ტამსულოზინი კარგად უერთდება სისხლის პლაზმის ცილებს, ამიტომ ჰემოდიალიზი ნაკლებად ეფექტურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტამსულოზინს სხვა ადრენობლოკატორებთან ან სხვა ჰიპოტენზიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არტერიული წნევის უფრო მკვეთრად დაქვეითება.

შენახვის პირობები და ვადები:

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა

4 წელი. შენახვის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

ტულიპი ® – TULIP ® – ТУЛИП ®

საერთაშორისო დასახელება:

ATORVASTATIN

მწარმოებელი: LEK, სლოვენია

მოქმედი ნივთიერება: ატორვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სტატინების ჯგუფის ჰიპოლიპიდემიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

ატორვასტატინი ………        10 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ფუძე: მიკროკრისტალური ცელულოზა; ლაქტოზის მონოჰიდრატი, ნატრიუმის კროსკარმელოზა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; პოლისორბატ 80; მაგნიუმის ოქსიდი; სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი; მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; ტიტანის დიოქსიდი (E171); მაკროჰოლი 6000; ტალკი.

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ც.

1 ტაბ.

ატორვასტატინი  ………       20 მგ

1 ტაბ.

ატორვასტატინი ……….       40 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ფუძე: მიკროკრისტალური ცელულოზა; ლაქტოზის მონოჰიდრატი; ნატრიუმის კროსკარმელოზა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; პოლისორბატ 80; მაგნიუმის ოქსიდი; სილიციუმის კოლოიდური ანჰიდრიდი; მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ჰიპრომელოზა; ჰიდროქსიპროპილცელულოზა; ტიტანის დიოქსიდი (E171); მაკროპოლი 6000; რკინის ოქსიდის ყვითელი საღებავი (E172); ტალკი.

ჩვენებები:

ტულიპის ტაბლეტები გამოიყენება სისხლში ლიპიდების მომატებული შემცველობის შესამცირებლად. ტულიპის ტაბლეტები ამცირებს სისხლში ქოლესტერინის და ტრიგლიცერიდების შემცველობას, თუ სხვა მეთოდები (ანუ, რაციონის შეცვლა, ფიზიკური აქტივობა, წონის დაკლება) აღმოჩნდება უშედეგო, ავადმყოფებში, რომელთაც აწუხებთ:

  • სისხლში ქოლესტერინის მომატებული შემცველობა (უმთავრესად, IIა ტიპის ჰიპერქოლესტერინემიის, ფრედრიქსონის მიხედვით);
  • სისხლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების ერთდროული მომატება (შერეული II ბ ტიპის ჰიპერლიპიდემია ფრედრიქსონის მიხედვით);
  • სისხლში ქოლესტერინის შემცველობის შთამომავლობით მომატება შთამომავლობითი ჰიპერქოლესტერინემიის შემთხვევაში.

თერაპიის დაწყებამდე საჭირო ჩატარდეს ღვიძლის ფუნქციის ტესტირება, განმეორდეს იგი რეგულარულად მკურნალობის პერიოდში. ღვიძლის მდგომარეობის ფუნქციონალური მაჩვენებლის ხანგრძლივი დროით ზრდის შემთხვევაში, მაშინ როცა იგი მომატებულია ნორმალურთან შედარებით 3-ჯერ და უფრო მეტად, რეკომენდებულია შემცირდეს პრეპარატის დოზა ან სრულიად შეწყდეს ტულიპის ტაბლეტების მიღება.

პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ ატორვასტატინს, ზოგჯერ შესაძლოა განუვითარდეთ ტკივილები კუნთებში (გაურთულებელი მიალგია). პირებმა, რომელთაც აქვთ დაავადებების (მიოპათიები) სიმპტომური მაჩვენებლები, აუცილებელია ჩაიტარონ ანალიზი სისხლში კუნთოვანი ფერმენტის მომატების შესაძლო მომატების გამოსავლენად (კფკ**). კფკ*-ს დონის ხანგრძლივი დროით ზრდის შემთხვევაში, აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება ან სრულიად უნდა შეწყდეს ატორვასტატინის მიღება. შეატყობინეთ თქვენს ექიმს წარმოქმნილი ტკივილის შეგრძნების, კუნთების დაძაბულობის ან სისუსტის შემთხვევაში.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის დაწყებამდე ინიშნება დიეტა ქოლესტერინის დაბალი შემცველობით. მკაცრად უნდა დავიცვათ რეკომენდებული რაციონი ტულიპის ტაბლეტების მიღებისას.

თანდართული საწყისი დოზა შეადგენს 10 მგ ატორვასტატინს დღეში. შემდგომში ექიმი განსაზღვრავს დოზებს, რომელიც აუცილებელია სისხლში ქოლესტერინის საჭირო დონის მისაღწევად, შესაბამისად იცვლება ატორვასტატინის დოზა, ყოველ 4 კვირაში ერთხელ ან უფრო იშვიათად, ინდივიდუალურად. ატორვასტატინის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 80 მგ-ს.

შესაძლებელია ტულიპის ტაბლეტების მიღება წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად, დღის ნებისმიერ დროს, საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. ტულიპის ტაბლეტები განსაზღვრულია ხანგრძლივი დროით მიღებისათვის. ქოლესტერინის მომატებული შემცველობა (ჰიპერქოლესტერინემია) ან სისხლში ქოლესტეროლის და ტრიგლიცერიდების (შერეული ჰიპერლიპიდემია) ერთდროული მომატებული შემცველობა:

პაციენტების უმრავლესობისათვის ატორვასტატინის ეფექტური დოზა შეადგენს 20 მგ-ს. მკურნალობის ეფექტურობა შესაძლოა გახდეს შესამჩნევი ორი კვირის შემდეგ, ხოლო მაქსიმალურ დონეს, როგორც წესი აღწევს 4 კვირის შემდეგ. მიღებული თერაპიული ეფექტი შემდგომში ნარჩუნდება მოცემული სამკურნალო პრეპარატის ხანგრძლივი მიღების გზით.

სისხლში ქოლესტერინის შემცველობის შთამომავლობითი მომატება (შთამომავლობითი ჰიპერქოლესტერინემია).

ჰეტეროზიგოტური შთამომავლობითი ჰიპერქოლესტერინემია:

მოზრდილები: კლინიკურ გამოკვლევებში პაციენტების უმრავლესობას (რომლებიც ღებულობენ დღეში 80 მგ ატორვასტატინს) სისხლში ქოლესტერინის შემცველობა უმცირდებოდა 17-31%-ით.

ბავშვები: ბავშვებში ატორვასტატინის მიღების კლინიკური გამოცდილება შეზღუდულია. პრეპარატის რეკომენდებული ყოველდღიური დოზა შეადგენს 10 მგ-ს. იგი შესაძლოა გაიზარდოს დღეში 80 მგ-მდე სამკურნალო საშუალებების მიღებასა და ეფექტურობაზე დამოკიდებულების მიხედვით.

თირკმლის უკმარისობით დაავადებული და ხანდაზმული ასაკის პაციენტების დოზირება:

თირკმლის დაავადებები არ ახდენს ზეგავლენას ტულიპის ტაბლეტებით მკურნალობის ეფექტურობაზე. ამრიგად, თირკმლის უკმარისობით დაავადებულებს არ ესაჭიროებათ დოზის ოპტიმიზაცია. კლინიკურ გამოკვლევებში ნაჩვენები იყო, რომ დოზის ოპტიმიზაცია ხანდაზმული ასაკის პაციენტებში არ წარმოადგენს აუცილებლობას.

თუ პაციენტს დაავიწყდა ტულიპის ტაბლეტების მიღება, უნდა მიიღოთ პრეპარატის მხოლოდ ჩვეულებრივი და არა ორმაგი დოზა.

გვერდითი მოვლენები:

◄ ტულიპის ტაბლეტები როგორც წესი კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი ეფექტები ატარებენ დროებით ხასიათს და გააჩნიათ მსუბუქი მიმდინარეობა.

◄ პაციენტების 1%-ზე ოდნავ მეტ რაოდენობას, რომლებიც ღებულობდნენ იგივე ჯგუფის სხვა სამკურნალო პრეპარატებს, ავადმყოფებს, რომლებით ღებულობენ ატორვასტატინს, აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციონალური ტესტების (ტრანსამინაზები) პარამეტრების მომატება. მსგავსი ცვლილებები, როგორც წესი არ არის საყურადღებო, ატარებს დროებით ხასიათს და არ საჭიროებს თერაპიის შეწყვეტას.

◄ ზოგჯერ პაციენტებს აღენიშნებოდათ შრატში კრეატინინფოსფოკინაზის ზრდა (კფკ), რასაც ზოგიერთ შემთხვევაში ახლდა ტკივილი და კუნთების დაძაბულობა ან მოდუნება.

ატორვასტატინის კლინიკურ გამოკვლევებში აღინიშნებოდა ზოგიერთი არასასურველი მოვლენა, რომელთა პირდაპირი კავშირი ატორვასტატინის მიღებასთან მიმართებაში ყველა შემთხვევაში არ იყო დამტკიცებული: ◄კუნთების ანთება (მიოზიტი), კუნთების დაავადება (მიოპათია), კანზე ჩხვლეტის შეგრძნება (პარესთეზია), ნერვების არაანთებითი დაავადებები (პერიფერიული ნეიროპათია), კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება, ღვიძლის ანთება, სიყვითლე, მადის მომატება, პირღებინება, თმის ცვენა, ქავილი, გამონაყარი კანზე, იმპოტენცია, სისხლში შაქრის შემცველობის მომატება ან დაკლება. ასევე, გარკვეულ შემთხვევებში აღენიშნებათ ტკივილი გულის არეში, თავბრუსხვევა და ალერგიული რეაქციები.

◄ ნებისმიერი არასასურველი რეაქციის გამოვლენისას საჭიროა ექიმის ინფორმირება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა ზომები უნდა იქნას მიღებული.

◄ ღვიძლის ფუნქციონალური მდგომარეობის მაჩვენებლების მომატებისას, ნორმასთან შედარებით 3-ჯერ უფრო მეტად ან კფკ-ს ხანგრძლივი დროის განმავლობაში ზრდის შემთხვევაში, ექიმი, შეამცირებს დოზას ან შეგიწყვეტთ ტულიპის ტაბლეტების მიღებას.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა მისი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;

* ღვიძლის დაავადება ან გამოვლენილი ღვიძლის ფუნქციონალური მდგომარეობის მაჩვენებლების გაურკვეველი და მდგრადი მატება (შრატში ტრანსამინაზების შემცველობა);

* ჩონჩხის კუნთების დაავადება;

* ორსულობის და ლაქტაცის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში ტულიპი არ უნდა იქნას მიღებული.

შვილოსნობის ასაკის მქონე ქალისათვის დაშვებულია ტულიპის ტაბლეტების მიღება, მხოლოდ ადექვატური კონტრაცეპტული საშუალებების მიღების ფონზე.

ატორვასტატინის მიღების უსაფრთხოება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდის განმავლობაში არ არის დამტკიცებული.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ სიფრთხილის ზომები: ალკოჰოლის მომატებული რაოდენობის გამოყენების დროს; ღვიძლის დაავადებების დროს.

♦ ტულიპის ტაბლეტები მიიღება საკვებთან და სითხეებთან: დიდი რაოდენოით სპირტიანი სასმელების მიღებისას ტულიპის ტაბლეტები უნდა მიიღოთ განსაკუთრებული ყურადღებით.

♦ ავტომობილის და სხვა ტექნიკის მართვა: მონაცემები ტულიპის ტაბლეტების ნეგატიური ზემოქმედების შესახებ ადამიანის რეაქციაზე არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება:

ატორვასტატინის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში არ არის საჭირო სპეციალური მკურნალობა, თუმცა თქვენ ამის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს მკურნალ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ურთიერთქმედებები ვითარდება იგივე  ჯგუფის (გმგ-კოა-რედუქტაზების *** ინჰიბიტორები) მონათესავე სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების დროს.

– აგრეთვე სამკურნალო პრეპარატებთან, რომლებიც ახდენენ ორგანიზმის იმუნური პასუხის ინჰიბირებას (მაგალითად, ციკლოსპორინი), სხვა პრეპარტებთან, რომლებიც ამცირებენ ლიპიდების შემცველობას (მაგალითად, ფიბრატები, ნიკოტინის მჟავას წარმოებულები);

– ანტიბიოტიკ ერითრომიცინთან ან აზოლური სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატებთან, ამასთან სისხლში მატულობს კუნთის ფერმენტების კფკ-ს შემცველობის დონე და შეიძლება გამოიკვეთოს კუნთების ტკივილი, იშვიათ შემთხვევაში ადგილი აქვს ჩონჩხის კუნთების გაწყვეტას (რაბდომიოლიზი) და ღვიძლის უკმარისობას. მოცემული სამკუნალო პრეპარტებისა და მაკროლიდური ანტიბიოტიკების ერთდროული მიღება ტულიპის ტაბლეტებთან დასაშვებია მხოლოდ ექიმის სპეციალური მითითებების შემთხვევაში.

– ქოლესტიპოლის და ატორვასტატინის ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება სისხლში ლიპიდების უფრო გამოხატული შემცირება.

– ატორვასტატინის დიგოქსინისა და აგრეთვე ზოგიერთი კონტრაცეპტული პრეპარატების ერთდროული დანიშვნისას იზრდება მათი შემცველობა პლაზმაში. ექიმი გაითვალისწინებს ამ მითითებებს ზემოხსენებული სამკურნალო პრეპარატების დოზების განსაზღვრისას.

– ერთდროული დანიშვნა იმ პრეპარატებთან, რომლებიც ამცირებენ კუჭის წვენის სეკრეციას (ანტაციდებთან, რომლებიც შეიცავენ მაგნიუმსა და ალუმინს), მცირდება პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაცია, მაგრამ არ მცირდება მისი ეფექტურობა ქოლესტერინის კონცენტრაციის კლებასთან მიმართებაში.

– ერითრომიცინთან ერთდროული გამოყენება ზრდის პლაზმაში ატორვასტატინის კონცენტრაციას.

– ავადმყოფები, რომლებიც ტულიპის ტაბლეტებთან ერთად ღებულობენ პრეპარატ ვარფარინს, რომელიც ამცირებს სისხლის შედედებას, უნდა იმყოფებოდნენ მკაცრი სამედიცინო კონტროლის ქვეშ (განსაკუთრებით თერაპიის საწყის ეტაპზე).

– სიფრთხილის ზომები გამოყენებული უნდა იყოს იმ პრეპარატების მიმართაც, რომელთაც პაციენტი იყენებდა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!