Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 442

ტრიმედატი – TRIMEDAT – ТРИМЕДАТ

საერთაშორისო დასახელება:

TRIMEBUTINE MALEATE

მწარმოებელი: ITALFARMACO

მოქმედი ნივთიერება: ტრიმებუტინის მალეატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მარეგულირებელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ან 30 ც.

1 კაფს.

ტრიმებუტინის მალეატი ………….   150 მგ

 

ვრცლად ტრიმებუტინი (დოზირება ინდივიდუალური)

ტრიმებუტინი (აქტიური ნივთიერება) – TRIMEBUTINE – ТРИМЕБУТИН

ჩვენებები

  • სწორი ნაწლავის გაღიზიანების სინდრომი, ნებისმიერი კოლონოპათიები;
  • გასტროდუოდენიტები, პეპტიური წყლულები, წამლისმიერი გასტროპათიები;
  • დისფაგია, დესპეფისური სინდრომები;
  • გულისრევა და ღებინება;
  • ახალშობილებში, უმცროსი ასაკის ბავშვებში – რეგურგიტაცია, ღებინება, აგრეთვე დისპეფსიური, ტოქსიური, ინფექციური და აცეტენემიური ეთიოლოგიის აბდომინალური დარღვევები.

ქირურგიული ჩვენება:

  • წვრილი ნაწლავების ოპერაციისშემდგომი ატონია;
  • ოპერაციისშემდგომი სლოკინი, გულისრევა და ღებინება.

დიაგნოსტიკური ჩვენება:

  • გასტროდუოდენოგრაფია-პილორულ ნაწილში საკვების ევაკუაციის დარღვევის დროს;
  • საჭმლის მომნელებელი ტრაქტის რენტგენოსკოპიული გამოკვლევა;

დოზირების რეჟიმი

მოზრდილებს ენიშნებათ ყოველდღიურად საშუალოდ 300-400 მგ.

ბავშვებში დოზის დადგენა ხდება ასაკთან მიმართებაში.

გვერდითი მოვლენები

იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება კანზე ალერგიული რეაქციები, ძილიანობა.

უკუჩვენებები

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატი სიფრთხილით ენიშნებათ ორსულებს, განსაკუთრებით I ტრიმესტრში, მკურნალობა ტარდება ექიმის მკაცრი კონტროლის ქვეშ.

ლაქტაციის პერიოდში ტრიმედატის დანიშვნა რეკომენდებული არ არის.

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილით ენიშნებათ ავტოტრანსპორტის მძღოლებს და იმ პირებს, რომელთა მუშაობა მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჭარბი დოზირება

ამ შემთხვევაში საჭიროა სიმპტომატური მკურნალობის ჩატარება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

აღწერილი არ არის

ტრიზისტონი – TRISISTON – ТРИЗИСТОН

საერთაშორისო დასახელება:

ETHINYLESTRADIOL; LEVONORGESTREL

მწარმოებელი: JENAPHARM, გერმანია

მოქმედი ნივთიერება: ეთინილესტრადიოლი+ლევონორგესტრელი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰორმონული კონტრაცეპტივი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სხვადასხვა ფერის დრაჟე: შეფუთვაში 21 ც., მათ შორის მუქი წითელი – 6 ც.

1 დრაჟე

ეთინილესტრადიოლი …..   0.03 მგ

ლევონორგესტრელი  ……   0.05 მგ

თეთრი ფერის – 6 ც.

1 დრაჟე

ეთინილესტრადიოლი …  0.04 მგ

ლევონორგესტრელი …..  0.075 მგ

ყავისფერი – 9 ც.

1 დრაჟე

ეთინილესტრადიოლი ….  0.03 მგ

ლევონორგესტრელი  …..  0.125 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრიზისტონი წარმოადგენს სამფაზიან ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონულ საშუალებას.

პრეპარატი თრგუნავს ოვულაციას შემდეგი მექანიზმით: იგი შეიცავს ესტროგენულ პრეპარატს ეთინილესტრადიოლს და გესტაგენურ საშუალებას – ლევონორგესტრელს. კომბინირებული გესტაგენ-ესტროგენული კონტრაცეპტივები უკუკავშირის პრინციპით თრგუნავენ გოანდოტროპული ჰორმონების ჰიპოთალამური რილიზინგ ფაქტორების გამოთავისუფლებას და შესაბამისად ამცირებენ ადენოჰიპოფიზის გონადოტროპული ჰორმონების გამოყოფას. ამასთან ერთად, ისინი იწვევენ ენდომეტრიუმის ცვლილებას, ხელს უშლიან განაყოფიერებული კვერცხუჯრედის იმპლანტაციას და არღვევენ მის ტრანსპორტს ფალოპის მილებში.

ჩვენებები:

  • გამოიყენება ჰორმონული კონტრაცეპციის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღება იწყება მენსტრუალური ციკლის პირველ დღეს, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ორსულობის თავიდან აცილების მიზნით მანამდე გამოყენებული იყო სხვა ჰორმონული საშუალებები. პირველ დრაჟეს იღებენ შეფუთვიდან, რომელზედაც აღნიშნულია ციფრი (1). შემდგომში შეფუთვიდან ყოველდღიურად ისრის მიმართულების მიხედვით იღებენ თითო დრაჟეს, სანამ არ იქნება მიღებული შეფუთვიდან ყველა დრაჟე ერთი ციკლისთვის. პრეპარატის მიღება წარმოებს შემდეგი სქემის მიხედვით: თავდაპირველად 6 მუქი წითელი ფერის დრაჟე, შემდგომში 6 თეთრი და შემდეგ 9 ყავისფერი დრაჟე.

პრეპარატის მიღება წარმოებს ერთსა და იმავე დროს. შემდგომში საჭიროა 7 დღიანი შესვენება, სწორედ აღნიშნული შესვენების დროს, 2-4 დღის შემდეგ ბოლო დრაჟეს მიღებიდან იწყება  მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა. 7 დღიანი შესვენების შემდეგ, მენსტრუალური ციკლის შეწყვეტის ან მისი შემდგომი გაგრძელების მიუხედავად საჭიროა დრაჟეს გამოყენების გაგრძელება მეორე შეფუთვიდან.

მშობიარობის ან აბორტის შემდეგ პრეპარატის მიღება რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

ღებინება და დიარეა ამცირებენ პრეპარატის კონტრაცეპციულ აქტივობას (პირველი ნიშნები: მენსტრუაციებს შორის სისხლდენა).

დრაჟეს მიღების დავიწყების შემთხვევაში, საჭიროა მისი მიღება არა უგვიანეს 12 სთ-ის განმავლობაში. 12 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის მიღების დაგვიანების შემთხვევაში, კონტრაცეპცია აღნიშნული ციკლის დროს სუსტდება. ამ დროს რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო სხვა არაჰორმონული მეთოდების გამოყენება (კალენდარული კნაუს-ოგინო და ბაზალური ტემპერატურული მეთოდების გამოკლებით). საჭიროა ტაბლეტის მიღების გაგრძელება დაწყებული შეფუთვიდან ერთსა და იმავე დროს, დავიწყებული დრაჟე კი საჭიროა გამოვტოვოთ.

დიარეის და ღებინების შემთხვევაში საჭიროა დრაჟეს მიღების გაგრძელება თუ აღნიშნული სიმპტომები არ გრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში, რეკომენდებულია ჩასახვის საწინააღმდეგო არაჰორმონული მეთოდების გამოყენება.

იმ შემთხვევაში, როდესაც კონტრაცეპტივის ეფექტის შემცირება გრძელდება შედარებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული პრეპარატების გამოყენება არაფექტურია.

გვერდითი მოვლები:

იშვიათად შესაძლებელია – სარძევე ჯირკვლების გამკვრივება, სხეულის წონის ცვლილება, დეპრესიული მდგომარეობა, ლიბიდოს დაქვეითება, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, ზოგჯერ პრეპარატის პირველი ტაბლეტების მიღების შემთხვევაში შესაძლებელია მენსტრუაციებს შორის ან მენსტრუაციის მსგავსი სისხლდენა.

უკუჩვენებები:

* ორსულობა ან ლაქტაციის პერიოდი;

* ღვიძლის მძიმე დაავადებები;

* სანაღვლე გზების დაავადებები ან სიყვითლე (იმ შემთხვევაში როდესაც აღნიშნული დაავადებები ვითარდება ორსულობის ან ესტროგენ-გესტაგენებით კომბინირებული მკურნალობის შემდეგ),

* თრომბოზი; თრომბოემბოლიები;

* არტერიული ჰიპერტენზიის მძიმე ფორმა;

* შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმა;

* ლიპიდური ცვლის დარღვევა;

* ნამგლისებრ-უჯრედოვანი ანემია;

* სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს ყელის, ან საშვილოსნოს ლორწოვანის ჰორმონდამოკიდებული სიმსივნეები (აგრეთვე მკურნალობის შემდეგ ან მათზე ეჭვის დროს);

* ბუტშუკოვანი გამონაყარი;

* ქავილი ან გარდამავალი სიყრუე, რომელიც ძლიერდება შემდგომი ორსულობის დროს;

* მგრძნობელობის და/ან მოძრაობის დარღვევით მიმდინარე შაკიკი;

* უცნობი ეტიოლოგიის სისხლდენა საშვილოსნოდან;

გაფრთხილება:

ჰორმონული კონტრაცეპტივები განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება ვენების და არტერიების თრომბოემბოლური დაავადებებით, აგრეთვე გულის დაავადებებით და სისხლის შედედების პროცესის დარღვევით შეპყრობილ პაციენტებში.

ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებულ პრეპარატებთან ერთად თამბაქოს მოწევა და პრემენოპაუზის ასაკი (30 წელს ზემოთ) კიდევ უფრო ზრდის არტერიული თრომბოზების (მაგ. ინსულტის, მიოკარდიუმის ინფარქტის) განვითარების რისკს.

ზემოთაღნიშნული ასაკის ქალებს ეკრძალებათ თამბაქოს მოწევა.

40 წელს გადაცილებულ ქალებში საჭიროა განსაკუთრებული კონტროლი, რადგან ასაკთან ერთად იზრდება თრომბოზების მიმართ მიდრეკილება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სხვა პრეპარატების მიღება (მაგ. საძილე საშუალებები, ანტიდეპრესანტები, ანტიბიოტიკები) ასუსტებს ტრიზისტონის კონტრაცეპტიულ მოქმედებას.

– პრეპარატის გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის ცვლილების გამო, საჭიროა ინსულინის ან ორალური ანტიდიაბეტური პრეპარატების დოზების კორექცია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ტრიდერმი – TRIDERM – ТРИДЕРМ

საერთაშორისო დასახელება:

BETAMETHASONE; CLOTRIMAZOLE; GENTAMICIN

მწარმოებელი: SCHERING-PLOUGH, ბელგია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო, ანტიმიკოზური და ანტიმიკრობული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კრემი გარეგანი გამოყენებისათვის : ტუბში 15 გ

1 გ

ბეტამეთაზონის დიპროპიონატი ……….640 მკგ
მათ შორის ბეტამეთაზონი ……………..500 მკგ
კლოტრიმაზოლი ………………………10 მგ
გენტამიცინი (სულფატის სახით) ………1 მგ

არააქტიური ნივთიერებები:

თხიერი პარაფინი …………………..60 მგ
თეთრი ვაზელინი …………………..150 მგ
ცეტოსტეარილის სპირტი …………..72 მგ
პროპილენგლიკოლი ……………….100 მგ
ცეტომაკროგოლი 1000 ……………22.5 მგ
ბენზილის სპირტი ………………….10 მგ
ნატრიუმის ორფუძიანი
ფოსფატ დიჰიდრატი ……………….
2.995 მგ
ფოსფორის მჟავა ……………………0.03 მგ

ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის მნიშვნელობის დასადგენად) გაწმენდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტრიდერმის კრემს გააჩნია ანთების, ალერგიის,  ქავილის სოკოს საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული ეფექტები.

ჩვენებები:

ტრიდერმის კრემი გამოიყენება:

  • დერმატოზებით გამოწვეული ანთებითი მოვლენების საწინააღმდეგოდ, რომელიც ექვემდებარებიან გლუკოკორტიკოსტეროიდებით თერაპიას და გართულებულია მეორადი ინფექციით, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის კომპონენტებისადმი მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით და სოკოებით.

ბეტათემაზონს გააჩნია ანთების, ქავილის საწინააღმდეგო, ანტიალერგიული და ანტიექსუდაციური მოქმედება.

კლოტრიმაზოლი ეფექტურია ტერფის ეპიდერმოფიტიის, საზარდულის დერმატომიკოზის, კანის დერმატომიკოზის (გამომწვეველი Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis), კანდიდოზების (გამომწვევი Candida albicans) მკურნალობისათვის.

გენტამიცინისადმი მგრძნობიარეა: Streptococcus (ბეტა-ჰემოლიზური, ალფა-ჰემოლიზური) ზოგიერთი შტამი, Staphilococcus aureus (კოაგულაზა დადებითი, კოაგულაზა უარყოფითი და ზოგიერთი პენიცილინაზაწარმომქმნელი შტამები) გრამუარყოფითი ბაქტერიები: Pseudomonas aeruginosa, Aerobacter aerogenes, Escherchia coli, Proteus sp., Klebsiella sp.  და სხვა.

მიღების წესი და დოზირება:

ტრიდერმის კრემის აპლიკაციას აწარმოებენ თხელ ფენად, დაზიანებულ კანზე და მის გარშემო, 2-ჯერ დღეში დილას და საღამოს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაზიანების ლოკალიზაციაზე, ზომაზე დაა მკურნალობის ეფექტურობაზე, სტეროიდული სისტემური ეფექტების პრევენციის მიზნით, არ არის რეკომენდებული პრეპარატის დიდ უბანზე აპლიკაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. თუ 3-4 კვირის შემდეგ არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, საჭიროა დიაგნოზის დაზუსტება.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად აღინიშნება, ერითემა, ექსუდაცია, ქავილი, წვის შეგრძნება. გლუკოკორტიკოსტეროდების ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება, ქავილი, გამონაყარი, სიმშრალე, ფოლიკულიტი, ჰიპერტრიქოზი, ჰიპოპიგმენტაცია, პერიორალური დერმატიტი, ალერგიული კონტაქტური დერმატიტი, კანის მაცერაცია, მეორადი ინფექცია, კანის ატროფია, სტრიები.

უკუჩვენებები:

* ტრიდერმის კრემი უკუნაჩვენებია პაციენტებისათვის, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტებისადმი.

ორსულობა და ლაქტაცია:

ვინაიდან პრეპარატის მოქმედება ორსულებში არ არის შესწავლილი, ის გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პრეპარატის პოტენციური დადებითი მოქმედება აღემატება მოსალოდნელ რისკს. არ არის რეკომენდებული მისი მაღალ დოზებში გამოყენება.

! ლაქტაციის დროს უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 2-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტრიდატ ფორტე – TRIDAT FORTE – ТРИДАТ ФОРТЕ

საერთაშორისო დასახელება:

TRIMEBUTINE MALEATE

მწარმოებელი: SANTA PHARMA ILAC SANAYII, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიმებუტინის მალეატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის მარეგულირებელი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები:

1 ტაბ.

ტრიმებუტინის მალეატი ………….   200 მგ

ვრცლად ტრიმებუტინი (აქტიური ნივთიერება)

ტრიგანი – დ – TRIGAN – D – ТРИГАН – Д

შემადგენლობა: ყოველი ტაბლეტი შეიცავს :

აქტიური ნივთიერებები:

პარაცეტამოლი ……………………………………………………..…   500 მგ

დიციკლოვერინის ( დიციკლომინი ) ჰიდროქლორიდი  … 20 მგ

დამხმარე ნივთიერებები :

სახამებელი ნატრიუმის გლიკოლატი , სიმინდის სახამებელი , მიკროკრისტალური ცელულოზა , პოვიდონი , სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი ( აეროსილი ), მაგნიუმის სტეარატი .

აღწერა:

გარსით დაფარული, თეთრი ფერის, მრგვალი, ტაბლეტები წაკვეთილი კუთხეებით, ერთ მხარეს ნაპრალით.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანალგეზური საშუალება ( არანარკოტიკული ანალგეზური საშუალება + სპაზმოლიზური საშუალება ).
ფარმაკოლოგიური მოქმედება

ფარმაკოდინამიკა;

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ პარაცეტამოლს ახასიათებს ტკივილგამაყუჩებელი , სიცხის დამწევი და მცირე ანთების საწინააღმდეგო მოქმედება . მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა -1- ის ზომიერ და უფრო ნაკლები ხარისხით ციკლოოქსიგენაზა -2- ის დათრგუნვასთან პერიფერიულ ქსოვილებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემაში , რის შედეგადაც ფერხდება ტკივილის შეგრძნების , თერმორეგულაციისა და ანთებითი რეაქციების მოდულატორი პროსტაგლანდინების ბიოსინთეზი .

მეორე კომპონენტი – დიციკლოვერინის ჰიდროქლორიდი , მესამეული ამინი ხასიათდება შედარებით სუსტი არასელექტიური მ – ქოლინომაბლოკირებელი და პირდაპირი მიოტროპული სპაზმოლიზური მოქმედებით შინაგანი ორგანოების გლუვ კუნთებზე . თერაპიულ დოზებში იწვევს გლუვი კუნთების ეფექტურ მოდუნებას და არ ახლავს ატროპინისთვის დამახასიათებელი

გვერდითი ეფექტები:

ტრიგან – დ – ს ამ ორი კომპონენტის კომბინირებული მოქმედება უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების მოდუნებას და ტკივილის გრძნობის შესუსტებას .

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი კარგად შეიწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან . პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 60-90 წუთის შემდეგ . განაწილების მოცულობა 3,65 ლ / კგ . პარაცეტამოლი მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნით , რომელთაგან ერთმა – N- აცეტილ – ბენზოქონიმინმა გარკვულ პირობებში ( პრეპარატის ჭარბი დოზირება , ღვიძლში გლუტათიონის დეფიციტი ) შეიძლება დამაზიანებლად იმოქმედოს ღვიძლსა და თირკმელებზე . პრეპარატის დაახლოებით 80% გამოიყოფა შარდით , მცირე რაოდენობა ფეკალურ მასებთან ერთად .

მიღების ჩვენება:

შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების სპაზმი, ნაწლავის კოლიკა, ღვიძლისა და თირკმლის კოლიკა, ალიგოდისმენორეა; თავის, კბილის, შაკიკისმიერი ტკივილი, ნევრალგია, მიალგია ;

ცხელებით მიმდინარე ინფექციურ – ანთებითი დაავადებები .

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა პარაცეტამოლისა და   დიციკლომინის მიმართ , ნაწლავის , ნაღველ – და შარდგამომყოფი გზების ობსტრუქციული დაავადებები , კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება ( გამწვავების ფაზა ), რეფლუქს – ეზოფაგიტი ,   ჰიპოვოლემიური შოკი , მიასთენია გრავის, ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი , ბავშვთა ასაკი (15 წლამდე ).

სიფრთხილე

სიფრთხილეა საჭირო თირკმლისა და ღვიძლის გამოხატული დარღვევის მქონე პაციენტებში, გლუკოზო -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური უკმარისობის, სისხლის დაავადებების, გლაუკომის, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიის ( მათ შორის ჟილბერის სინდრომი ), ვირუსული ჰეპატიტის, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანების, ალკოჰოლიზმის,   და ხანდაზმული ასაკის შემთხვევაში .

გამოყენების მეთოდი და დოზები:

მიიღება შიგნით , მოზრდილებსა და 15 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში 1 ტაბლეტი დღეში 2-3 ჯერ . მოზრდილებისთვის მაქსიმალური ერთჯერადი დოზაა 2 ტაბლეტი , დღე – ღამური – 4 ტაბლეტი . პრეპარატის მიღება ექიმის კონსულტაციის გარეშე დასაშვებია 5 დღის განმავლობაში თუ  იგი დანიშნულია ტკივილის შესამცირებლად და 3 დღის განმავლობაში თუ იგი დანიშნულია სიცხის დასაწევად .

პრეპარატის ხანგრძლივი მიღების შემთხვევაში აუცილებელია პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი .

არ შეიძლება დღე – ღამური დოზის გადაჭარბება ; მისი გაზრდა ან უფრო ხანგრძლივი მკურნალობა დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ,  რადგან პრეპარატის დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა .

გვერდითი მოქმედება:

კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ : პირის სიმშრალე , გემოვნების შეგრძნების დაკარგვა , მადის დაქვეითება , ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში , ყაბზობა , ღვიძლის ფერმენტების მომატებული აქტივობა , როგორც წესი , სიყვითლის განვითარების გარეშე , ჰეპატონეკროზი ( დოზადამოკიდებული ეფექტი ).

ალერგიული რეაქციები : კანის გამონაყარი , ქავილი , ჭინჭრის ციება , კვინკეს შეშუპება , მულტიფორმული ექსუდაციური ერითემა ( მათ შორის სტივენს – ჯონსის სინდრომი ), ტოქსიური ეპიდერმალური ნეკროლიზი ( ლაიელის სინდრომი ).

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ : ( ჩვეულებრივ ვითარდება დიდი დოზების მიღებისას ): ძილიანობა , თავბრუსხვევა , ფსიქომოტორული აგზნება და ორიენტაციის დარღვევა .

ენდოკრინული სისტემის მხრივ : ჰიპოგლიკემია , ჰიპოგლიკემიურ კომამდე .

სისხლწარმომქნელი ორგანოების მხრივ : ანემია , მეთჰემოგლობინემია

( ციანოზი , ქოშინი , ტკივილი გულის არეში ), ჰემოლიზური ანემია

( განსაკუთრებით გლუკოზო -6- ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის პირობებში ).

შარდ – სასქესო სისტემის მხრივ : პიურია , შარდის შეკავება , ინტერსტიციული ნეფრიტი , პაპილარული ნეკროზი .

მხედველობის ორგანოების მხრივ : მიდრიაზი , მხედველობით აღქმის სიმკვეთრის დაქვეითება , აკომოდაციის დამბლა , თვალშიდა წნევის მომატება.

პოტენციის დაქვეითება .

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები : ტაქიკარდია , ტაქიპნოე , ცხელება , აგზნება , კრუნჩხვები , ეპიგასტრალური ტკივილები, მადის დაქვეითება, ანემია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, აპლაზიური ანემია, მეთჰემოგლობინემია, პანციტოპენია, ნეფროტოქსიურობა ( პაპილარული ნეკროზი ), ჰეპატონეკროზი.

მკურნალობა : საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა , კუჭის ამორეცხვა . ადსორბენტების დანიშვნა , ისეთი საშუალებების შეყვანა , რომლებიც აძლიერებს გლუტათიონის წარმოქმნას ( აცეტილცისტეინი შიგნით ) და აძლიერებს კონიუგაციის რეაქციებს ( მეთიონინი შიგნით ).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დიციკლოვერინის მოქმედებას აძლიერებს : ამანტადინი , 1 კლასის ანტიარითმული საშუალებები , ანტიფსიქოზური საშუალებები , ბენზოდიაზეპინები , მაო – ს ინჰიბიტორები, ნარკოტიკული ანალგეტიკები , ნიტრიტები და ნიტრატები , სიმპათომიმეტური საშუალებები , ტრიციკლური ანტიდეპრესანტები .

დიციკლოვერინი ზრდის სისხლში დიგოქსინის კონცენტრაციას ( კუჭის დაცლის   შენელების შედეგად ).

ღვიძლში მიკროსომული დაჟანგვის სტიმულატორები ( ფენიტოინი , ეთანოლი , ბარბიტურატები , რიფამპიცინი , ფენილბუტაზონი , ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ) ზრდის ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების წარმოქმნას , რაც პარაცეტამოლის დოზის მცირედ გადაჭარბების შემხვევაში განაპირობებს   მძიმე ინტოქსიკაციის განვითარების შესაძლებლობას . ადრენოსტიმულატორები და ასევე , ანტიქოლინერგული მოქმედების სხვა პრეპარატები ზრდის გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს . მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორები ( ციმეტიდინი ) ამცირებს ჰეპატოტოქსიური მოქმედების რისკს . ამცირებს ურიკოზური პრეპარატების ეფექტურობას.

პარაცეტამოლი ზრდის არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების ეფექტურობას.

განსაკუთრებული მითითებები:

სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობით მიღება საჭიროა ღვიძლისა და თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტებში , სხვა ანთებისსაწინააღმდეგო ან ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებთან ერთად , ასევე , ანტიკოაგულანტებსა დ იმ პრეპარატებთან ერთად მიღებისას , რომლებიც მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. მეტოკლოპრამიდის , დომპერიდონის ან ქოლესტირამინის მიღებისას , ასევე , აუცილებელია ექიმის კონსულტაცია .

პარაცეტამოლი ცვლის ლაბორატორიული გამოკვლევების მაჩვენებლებს პლაზმაში შარდის მჟავისა და გლუკოზის რაოდენობრივი განსაზღვრისას .

ღვიძლის ტოქსიური დაზიანების თავიდან ასაცილებლად , პარაცეტამოლის მიღება არ შეიძლება ალკოჰოლურ სასმელებთან ერთად , ასევე მისი მიღება სასურველი არ არის იმ პირებისთვის , რომლებიც მიდრეკილნი არიან ალკოჰოლის ქრონიკული მოხმარებისკენ . ღვიძლის დაზიანების რისკი მატულობს ალკოჰოლური ჰეპატოზით დაავადებულ პირებში .

პრეპარატის მიღებისას , პაციენტებმა თავი უნდა შეიკავონ პოტენციურად საშიში მოქმედებებისგან , რომლებიც კონცენტრაციის მომატებას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვს ( სატრანსპორტო საშუალებების მართვა და სხვ ).

მკურნალობისას , აუცილებელია პერიფერიული სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი .

გამოშვების ფორმა:

პვქ / ალუმინის ბლისტერი ან ალუმინის სტრიპი , თითოეული შეიცავს 10 ტაბლეტს . კოლოფში 2 ბლისტერი ან 10 სტრიპი , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ , სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას , არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე .

ვარგისობის ვადა:

3 წელი . გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

რეცეპტის გარეშე .

მწარმოებელი:

შპს ” კადილა ფარმაცევტიკალს “, ინდოეთი

ტრიბუქსი ფორტე – TRIBUX FORTE – ТРИБУКС ФОРТЕ

სავაჭრო სახელწოდება: ტრიბუქსი ფორტე / Tribux forte

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) trimebutine maleate;

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებები –

ნაწლავების ოპიოიდურ რეცეპტორებზე მოქმედი საშუალებები

მწარმოებელი ფირმა: ბიოფარმი

მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი

გამოშვების ფორმა :200მგ ტაბლეტი #30

შემადგენლობა:

ტრიმებუტინის მალეატი. . . . . . . . . 200 მგ

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისე ბე ბი

ტრიმებუთინი ზემოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გლუვ მუსკულატურაზე, არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას. არ მოქმედებს

ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე.

ჩვენებები:

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევები, რომელიც განისაზღვრება როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავის სპასტიური მდგომარეობები.

მიღების წესები და დოზები:

ტრიბუქს ფორტე ყოველთვის მიიღება ექიმის რეკომენდაციით.

მოზრდილები

ნახევარი ტაბლეტი (100 მგ) 3-ჯერ დღეში (300 მგ დღეში) ჭამამდე. გამონაკლის შემთხვევაში ექიმმა შესაძლებელია გაზარდოს დოზა დღეში 600 მგ-მდე.

ასეთ შემთხვევაში მიიღება 1 ტაბლეტი (200 მგ) 3-ჯერ დღეში.

გამოყენება ბავშვებში

12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ტრიმებუტინის გამოყენება შესაძლებელია 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 6 მგ/კგ სხეულის წონაზე დღეში.

12 წლამდე ასაკის ბავშვები: სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტეს გამოყენება ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული.

სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტეს გამოყენება საკვებთან და სასმელებთან: სამკურნალო საშუალება მიიღება ჭამამდე, ჭიქა წყლის დაყოლებით.

გამოყენების წესი

ტაბლეტები უნდა ჩაიყლაპოს დაუღეჭავად, ერთი ჭიქა წყლის მიყოლებით. სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტე გამოიყენება ხანმოკლე პერიოდით.

პრეპარატის მიღების დროს განსაზღვრავს ექიმი.

ტრიბუქს ფორტეს გამოყენება ჭარბი დოზით: რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებელი

ტრიბუქს ფორტეს დოზის გამოტოვებისას: გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით არ ხდება ორმაგი დოზის მიღება.

იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დაავიწყდა პრეპარატის მიღება, სამკურნალო საშუალების მორიგი დოზის გამოყენება უნდა მოხდეს ჩვეულ დროს.

ტრიბუქს ფორტეს მიღების შეწყვეტა: პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული ეჭვის შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები:

სხვა პრეპარატების მსგავსად, ტრიბუქს ფორტეს გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი არ ვითარდებიან ყველა პაციენტში.

ხშირი: (ვლინდება 100-დან 1-10 ადამიანში): ძილიანობა, სისუსტე; დაღლა; თავბრუსხვევა; სიცხის ან სიცივის შეგრძნება; თავის ტკივილი;

აპათია; პირის სიმშრალე; გემოს აღქმის უნარის მოშლა; დიარეა; საჭმლის მონელების დარღვევა; ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში; პირის ღრუს დაბუჟება;

გულისრევა; ღებინება; ყაბზობა; წყურვილი.

არახშირი (ვლინდება 1 000-დან 1-10 ადამიანში): გამონაყარი.

იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-10 ადამიანში): არარეგულარული გულისძგერა; ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, მათ შორის ღვიძლისმიერი ენზიმების A1AT და AspAT დონის ზრდა სისხლში.

ძალიან იშვიათი (ვლინდება 10 000-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ცალკეული შემთხვევების ჩათვლით): შფოთვა; სმენის დაქვეითება; ჰეპატიტი;

ცვლილებები კანის მხრიდან (ქავილი, ჭინჭრის ციება, სიწითლე, ვეზიკულები, პაპულები, ექსუდაცია, ერითემა); შარდის შეკავება; მენსტრუალური ციკლის დარღვევა; მკერდის მტკივნეული ზრდა ქალებში; მკერდის ზრდა მამაკაცებში (გინეკომასტია); მკერდის ტკივილი.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა ტრიმებუთინის ან სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

სამკურნალო საშუალება ტრიბუქს ფორტეს გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ბავშვთა ასაკში.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა: ორსულობის დროს ტრიმებუთინის გამოყენებასთან დაკავშირებით არ არის მოწოდებული საკმარისი მონაცემები. შესაბამისად, ტრიბუქს ფორტეს გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის მესამე თვის ბოლომდე. პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია ორსულობის მეოთხე თვიდან, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ლაქტაცია: ტრიბუქს ფორტეს გამოყენება ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრე ბული მითითებები:

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ტრიბუქს ფორტეს შემადგენლობაში შემავალი ზოგიერთი კომპონენტის შესახებ: პრეპარატი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ პაციენტი ინფორმირებულია ზოგიერთი შაქრის აუტანლობის შესახებ, პრეპარატის მიღებამდე

ზემოქმედება ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე: ტრიბუქს ფორტე, რეკომენდებული დოზირებით, არავლენს რაიმე ზემოქმედებას ავტოსატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მანქანებთან მუშაობის უნარზე, ასევე არ ამცირებს ფსიქოფიზიკურ აქტივობას.

ჭარბი დოზირება:

რეკომენდებულზე მეტი დოზის გამოყენებისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან დაუყოვნებელი მიმართვა.

სხვ ა წამლე ბთან ურთიერთქმედება:

საჭიროა ექიმის ინფორმირება, თუ პაციენტი იღებს ქვემოთ მითითებულ სამკურნალო საშუალებებს:

– ზოტეპინი (ფსიქოტროპული პრეპარატი);

– დ-ტუბოკურარინი (სპაზმოლიტიკი, გამოიყენება ზოგადი გაუტკივარების დროს);

– ციზაპრიდი (გამოიყენება კუჭ-ნაწლავის აშლილობის დროს);

– პროკაინამიდი (გამოიყენება გულის ფუნქციის დარღვევის დროს);

– კალციუმის არხების ანტაგონისტები (გამოიყენება ჰიპერტონიის და გულის დაავადებების დროს);

– კაპტოპრილი (გამოიყენება ჰიპერტონიის დროს);

– რეზერპინი (გამოიყენება ჰიპერტონიის დროს);

– მიდაზოლამი (გამოიყენება ძილის დარღვევის დროს).

შენახვის პირობები და ვადები:

პრეპარატი ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

ტრიბესტანი – TRIBESTAN – ТРИБЕСТАН

საერთაშორისო დასახელება:

TRIBESTANE    

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ტრიბესტანი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ზოგადმატონიზირებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.

1 ტაბ.

ტრიბესტანი (შეიცავს არანაკლებ 112.5 მგ ფუროსტანულ საპონინს) …….. 250 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

ჩვენებები:

  • ზოგადმატონიზირებელი საშუალება ფიზიკური და ფსიქიკური დატვირთების დროს;
  • ზოგადმატონიზირებელი საშუალება მძიმე დაავადებების შემდეგ გამოჯანსაღებისა და ძალების აღდგენის დასაჩქარებლად;

მამაკაცებში:

  • სქესობრივი ფუნქციის მოშლა (სქესობრივი სისუსტე, ოლიგოასთენოზოოსპერმია, აზოოსპერმია, დაქვეითებული ლიბიდო, ერექციის ძალის და ხანგრძლივობის დაქვეითება);

ქალებში:

  • ფრიგიდულობა;
  • ენდოკრინული უნაყოფობა;
  • კლიმაქტერული სინდრომი;

დისლიპოპროტენიემია:

  • მომატებული ქოლესტერინი;
  • მომატებული დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და პაციენტის მიერ პრეპარატის ამტანობაზე.

როგორც მატონიზირებელი საშუალება გამოიყენება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის მოშლის დროს დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება პაციენტის მდგომარეობის სიმძიმითა და თავისებურებით. ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს. მკურნალობის ხანგრძლივობა ერექტული დისფუნქციის დროს არანაკლებ 40-50 დღე, უნაყოფობის დროს – 70-90 დღე.

ქალებშიც მკურნალობა ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე. ჩვეულებრივ ინიშნება 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის დროს.

უნაყოფობის შემთხვევაში გამოიყენება მენსტრუალური ციკლის 1-დან 12 დღის ჩათვლით.

პოსტმენსტრუალური და კლიმაქტერული სინდრომის მკურნალობა გრძელდება 60-90 დღე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ დოზა მცირდება 2 ტაბლეტამდე დღეში. შემანარჩუნებელი დოზის მიღება გრძელდება 50-60 დღის განმავლობაში.

დისლიპოპროტეინემიის დროს ტრიბესტანი გამოიყენება 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს არანაკლებ 3 თვეს.

ტრიბესტანის უწყვეტად გამოყენება დოზით ერთი ტაბლეტი 3-ჯერ დღეში დასაშვებია ერთი წლის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

მონაცემები გვერდითი მოვლენების შესახებ არ მოიპოვება.

უკუჩვენებები:

* 18 წლამდე ასაკი.

ორსულობა და ლაქტაცია:

* ტრიბესტანის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული. ორსულობის დადგენისთანავე საჭიროა პრეპარატის მიღების დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ კლიმაქტერულ პერიოდში მყოფი ქალების მკურნალობის დროს, სამკურნალო დოზიდან შემანარჩუნებელ დოზაზე გადასვლა უნდა მოხდეს თანდათანობით. პრეპარატის დოზის მკვეთრი შემცირების ან შეწყვეტის პირობებში შესაძლებელი კლიმაქტერული სიმპტომოკომპლექსის მეორადი გამოვლენა.

◄ ტრიბესტანი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დიდი რაოდენობით მიღების დროს საჭიროა გააქტივებული ნახშირის მიღება და კუჭის ამორეცხვა. მომატებული ნერვული აგზნებადობის სიმპტომების პერსისტირების შემთხვევაში გამოიყენება დიაზეპამი ინტრავენურად 5-10 მგ-ის ოდენობით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ტრიბესტანი ეფექტურია პროჰორმონებთან, ანტიოქსიდანტებთან და ვიტამინებთან ურთიერთქმედების დროს – ვლინდება სინერგიზმი.

– დასაშვებია ერთდროულად ანაბოლურ საშუალებებთან ერთად გამოყენება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

ტრიაქსონი – TRIAXON – ТРИАКСОН

საერთაშორისო დასახელება:

CEFTRIAXONE

მწარმოებელი: MUSTAFA NEVZAT ILACH SANAYI

მოქმედი ნივთიერება: ცეფტრიაქსონი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი – ცეფალოსპორინი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად:

ფლაკონში. შეფუთვაში 1 ც. გამხსნელთან კომპლექტში.

1 ფლ.

ცეფტრიაქსონი ……. 500 მგ

ცეფტრიაქსონი …….    1 გ

 

ვრცლად ბიოტრაქსონი

ტრიანოლი – TRIANOL – ТРИАНОЛ

საერთაშორისო დასახელება:

PYGEUM AFRRICANUM

მწარმოებელი: LEK

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

წინამდებარე ჯირკვლის ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი საშუალება; უროდინამიკის კორექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

აფრიკული ქლიავის ქერქის მშრალი ექსტრაქტი …..   25 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

საშუალება, რომელიც აქვეითებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას. ახდენს ანთების საწინააღმდეგო და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას. მოქმედება განისაზღვრება ფიბრობლასტებზე ანტიპროლიფერაციული გავლენით, b – FGF (ფიბრობლასტების ძირითადი ზრდის ფაქტორი) სტიმულირებით.

იცავს (არიდებს) და ამცირებს შარდის გამოყოფის ფუნქციონალურ მოშლილობას – დიზურია, ნიკტურია, პოლაკიურია წინამდებარე ჯირკვლის დაავადებისას. ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილში ანთებით რეაქციას და უზრუნველყოფს მისი სეკრეტორული ფუნქციის გაძლიერებას; ამცირებს რეზიდუალური ქსოვილის რაოდენობას.

ჩვენებები:

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია, დიზურია, ადენოექტომიისა და პროსტატექტომიის შემდეგი მდგომარეობა.

მიღების წესი და დოზირება:

მიიღება პერორალურად, ჭამის წინ 100მგ/დღ, ერთჯერადად ან 50მგ 2–ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი შეადგენს – 4–6 კვირას.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა.

გვერდითი მოქმედება:

გულისრევა, ღებინება, მადის დაქვეითება, ალერგიული რეაქციები (გამონაყარი კანზე), ტესტიკულების ტკივილი, გინეკომასტია.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს საჭიროა წინამდებარე ჯირკვალზე სისტემატური კონტროლი.

Don`t copy text!