Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 455

ტალიზი – TALIZ – ТАЛИЗ

საერთაშორისო დასახელება:

TAMSULOSIN

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ტამსულოზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ალფა1-ადრენორეცეპტორების ბლოკატორი, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის სიმპტომური სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი …………….. 0.4 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტამსულოზინი ამორჩევითად აბლოკირებს წინამდებარე ჯირკვლის, შარდის ბუშტის ყელის, ურეთრის პროსტატული ნაწილის გლუვი კუნთების პოსტსინაფსურ ალფა1A-ადრენორეცეპტორებს. შედეგად აღნიშნულ უბნებში მცირდება გლუვი კუნთების ტონუსი, იოლდება შარდის გამოყოფის პროცესი. ერთდროულად მცირდება პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ობსტრუქციისა და გაღიზიანებადობის სიმპტომები.

პრეპარატის თერაპიული ეფექტი ვლინდება მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 2 კვირის შემდეგ.

ტამსულოზინს მნიშვნელოვნად ნაკლებად აქვს გამოხატული სისხლძარღვების გლუვი კუნთების ალფა1B-ადრენორეცეტორების ბლოკირების უნარი. პრეპარატი მაღალი სელექციურობის გამო არ იწვევს არტერიული წნევის კლინიკურად მნიშვნელოვან დაქვეითებას როგორც არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულებში, ასევე ნორმალური არტერიული წნევის მქონე პაციენტებში.

ფარმაკოკინეტიკა:

მიღების შემდეგ ტამსულოზინი სწრაფად და პრაქტიკულად მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. ტამსულოზინის 0.4 მგ-ის ერთჯერადად მიღების შემდეგ სისხლის პლაზმაში  აქტიური ნივთიერების მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 6 საათში. მკურნალობიდან მეხუთე დღეს, როცა პლაზმაში აქტიური ნივთიერების თანაბარი რაოდენობა მიიღწევა, Cmax 60-70%-ით მეტია ერთჯერადად მიღებულ დოზასთან შედარებით. პლაზმის ცილებს უკავშრდება 99%.

ტამსულოზინს არ ახასიათებს „პირველადი გავლის“ ეფექტი. ღვიძლში განიცდის ბიოტრანსფორმაციას აქტიურ მეტაბოლიტებამდე რომელთაც ალფა1A-ადრენორეცეპტორებისადმი შენარჩუნებული აქვთ მაღალი სელექციურობა. აქტიური ნივთიერებების უმეტესი ნაწილი სისხლში შენარჩუნებულია შეუცვლელი სახით.

ტამსულოზინი გამოიდევნება თირკმელებით, დოზის 9% – შეუცვლელი სახით. 0.45 მგ ტამსულოზინის ერთჯერადი მიღების შემდეგ T1/2 შეადგენს 10 საათს.

ჩვენებები:

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიით გამოწვეული ფუნქციური სიმპტომების მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი ინიშნება საუზმის შემდეგ 1 კაფსულა დღეში ერთხელ საკმარის რაოდენობის წყალთან ერთად. კაფსულის დაღეჭვა რეკომენდებული არ არის.

გვერდითი მოვლენები:

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – თავბრუსხვევა, ორთტოსტატური ჰიპოტენზია, გულისცემის გაძლიერება.

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ:

ზოგჯერ – თავის ტკივილი, ასთენია.

სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – რეტროგრადული ეაკულაცია.

უკუჩვენებები:

* ანამნეზში ორთოსტატიური ჰიპოტენზია;

* ღვიძლის მძიმე უკმარისობა;

* პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ტალიზი სიფრთხილით ინიშნება ორთოსტატიური ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებში.

♦ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა დიაგნოზის ვერიფიცირება – პაციენტის გამოკვლევა, რათა გამოირიცხოს ისეთი დაავადებების არსებობა, რომელთაც წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მსგავსი სიმპტომები ახასიათებთ.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების მწვავე შემთხვევები აღწერილი არ არის. დოზის გადაჭარბებამ, თეორიულად, შესაძლებლია მწვავე ჰიპოტენზია გამოიწვიოს, რაც კარდიოტროპულ თერაპიას მოითხოვს.

სიმპტომების შენარჩუნების შემთხვევაში, საჭიროა სისხლის მოცულობის შემანარჩუნებელი სითხეებისა და სისხლძარღვთა შემავიწროებელი პრეპარატების დანიშვნა.

პრეპარატის შეწოვის შესაფერხებლად რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის ან ოსმოსური საღაფარათო საშუალებების მიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– ტამსულოზინის ატენოლოლთან, ენალაპრილთან და ნიფედიპინთან ერთად დანიშვნისას ურთიერთქმედება არ აღინიშნება.

– ციმეტიდინთან ერთად იწვევს სისხლის პლაზმაში ტამსულოზინის კონცენტრაციის მატებას, ხოლო ფუროსემიდთან – კონცენტრაციის შემცირებას, რაც ტამსულოზინის დოზის ცვლილებას არ მოითხოვს.

– სხვა ალფა1-ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება მოხდეს.

– დიკლოფენაკი და ვარფარინი ტამსულოზინის ელიმინაციის სიჩქარის გაზრდას იწვევენ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ  ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტაიქოლდი ჟოლოს არომატით – TAICOLD with raspberry flavou – ТАЙКОЛД с ароматом малины

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებისა და გრიპის სიმპტომების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტებში, შეფუთვაში 10 პაკეტი.

1 პაკ.

პარაცეტამოლი  …………………..      500 მგ

ქლორფენირამინის მალეატი ………     2 მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ……   30 მგ

დამხმარე ნივთიერება: ნატურალური არომატიზატორი.

 

ვრცლად ტაიქოლდი ლიმნის არომატით

ტაიქოლდი ლიმნის არომატით – TAICOLD with lemon flavour – ТАЙКОЛД с ароматом лимона

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებისა და გრიპის სიმპტომების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტებში, შეფუთვაში 10 ც.

1 პაკ.

პარაცეტამოლი ……………………….  500 მგ

ქლორფენირამინის მალეატი …………. 2 მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C)  …….. 30 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატურალური არომატიზატორი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.

ქლორფენირამინის მალეატი – H1-ჰისტამინორეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების სისხლძარღვების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ასკორბინის მჟავა (ვიტამინი C) ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.

ჩვენებები:

გაციების, გრიპს და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომელთათვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცემინება, კუნთების ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება:

1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას 1 ჭიქა ცხელ წყალში.

მოზრდილებში ინიშნება 1 პაკეტი ყოველ 4-6 საათში ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 4-ჯერ  24 საათის განმავლობაში. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 5 დღე.

სასურველია პრეპარატის მიღება გრიპისა და გაციების პირველივე სიმპტომების გამოვლინისთანავე.

გვერდითი მოვლენები:

`ტაიქოლდი ლიმნის არომატით~ არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებლია პირის სიმშრალე, გულისრევა, თავბრუსხვევა.

უკუჩვენები:

დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ “ტაიქოლდის ლიმნის არომატით” დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.

♦ “ტაიქოლდი ლიმნის არომატით” მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– “ტაიქოლდი ლიმნის არომატით” სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.

– პრეპარატთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა საშულებების მიღება.

– ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტაიქოლდი თაფლისა და ლიმნის არომატით – TAICOLD with honey and lemon flavour – ТАЙКОЛД с ароматом лимона и мед

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებისა და გრიპის სიმპტომების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: შეფუთვაში 10 პაკეტი.

1 პატ.

პარაცეტამოლი  ……………………………  500 მგ

ქლორფენილამინის მალეატი ……………..   2 მგ

ასკორბინის მჟავა (ვიტამინიC)  ………….. 30 მგ.

დამხმარე ნივთიერება: ნატურალური არომატიზატორი.

 

ვრცლად ტაიქოლდი ლიმნის არომატით

ტაიქოლდი – TAICOLD – ТАИКОЛД

მწარმოებელი: GMP, საქართველო

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

გაციებისა და გრიპის სიმპტომების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 3 და 10 ც.

1 კაფს.

პარაცეტამოლი …………………………….500 მგ
ქლორფენირამინის მალეატი ……………..2 მგ
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ……….5 მგ
ასკორბინის მჟავა …………………………30 მგ
კოფეინი …………………………………..30 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

კომბინირებული პრეპარატი.

პარაცეტამოლს ახასიათებს გამოხატულ ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სუსტი ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ჰიპოთალამუსის უპირატესად თერმორეგულაციის ცენტრში პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვასთან.

ქლორფენირამინის მალეატი – H1-ჰისტამინირეცეპტორების ბლოკატორი. ახასიათებს ანტიალერგიული მოქმედება, ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსების კაპილარების გამტარობას, ცრემლდენას, თვალებისა და ცხვირის ქავილს.

ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი – ალფა1-ადრენომიმეტიკი ამცირებს ზედა სასუნთქი გზების და ცხვირის დანამატი ღრუების ლორწოვანი გარსების შეშუპებასა და ჰიპერემიას, ახასიათებს სისხლძარღვების შემავიწროვებელი მოქმედება.

ასკორბინის მჟავა ზრდის ორგანიზმის მდგრადობას ინფექციებისადმი, გრიპისა და სხვა მწვავე რესპირატორულ-ვირუსული ინფექციების დროს ავსებს C ვიტამინზე მოთხოვნილებას.

კოფეინი აუმჯობესებს თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას და აძლიერებს პარაცეტამოლის ანალგეზიურ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • გაციების, გრიპის და ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სიმპტომური მკურნალობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ცხელება, თავის ტკივილი, მწვავე რინიტი, ცემინება, კუნთების ტკივილი.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში 3-ჯერ. 24 საათის განმავლობაში დასაშვებია მაქსიმუმ 4 კაფსულა, ტაიქოლდის მიღება, ხოლო მიღებებს შორის ინტერვალი შეადგენს არანაკლებ 4 საათს. მკურნალობა გრძელდება არა უმეტეს 3-5 დღე.

გვერდით მოვლენები:

ტაიქოლდი არ იწვევს სერიოზულ გვერდით მოვლენებს. იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევის შეგრძნება, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი.

უკუჩვენებები:

დანიშვნის უკუჩვენებაა პრეპარატის კომპონენტებისადმი ზემგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ტაიქოლდის დანიშვნა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება კორონარული არტერიების გამოხატული ათეროსკლეროზის, ჰიპერთირეოზის, შაქრიანი დიაბეტის მძიმე ფორმების და შინაგან ორგანოთა მძიმე ფუნქციური დარღვევების დროს.

♦ ტაიქოლდით მკურნალობის ფონზე მიუღებელია ალკოჰოლის, საძილე საშუალებების და ტრანკვილიზატორების დანიშვნა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან, ბეტა-ადრენობლოკატორებთან კომბინაციაში.

– ტაიქოლდთან ერთად არასასურველია პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატის მიღება. ღვიძლის ფერმენტების მაინდუცირებელი მოქმედების სამკურნალო საშუალებები (ზოგიერთი საძილე და კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი, რიფამპიცინი, ეთანოლი) პარაცეტამოლთან კომბინაციაში აძლიერებენ მის ჰეპატოტოქსიკურობას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

ტაზოცინი – TAZOCIN – ТАЗОЦИН

საერთაშორისო დასახელება:

POPERACILLIN; TAZOBACTAM

მწარმოებელი: LEDERLE LABORATORIES, დიდი ბრიტანეთი

მოქმედი ნივთიერება: პიპერაცილინი+ტაზობაქტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ლიოფილიზირებული ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

პიპერაცილინი ………….   2 გ

ტაზობაქტამი …………      250 მგ

1 ფლ.

პიპერაცილინი ………….   4 გ

ტაზობაქტამი …………      500 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს კომბინირებულ ანტიბაქტერიულ პრეპარატს, რომელიც შეიცავს ფართო სპექტრის ნახევრადსინთეზურ ანტიბიოტიკს – პიპერაცილინს და უმრავლესი ბეტალაქტამაზების ინჰიბიტორს, პლაზმიდური და ქრომოსომული ფერმენტების ჩათვლით – ტაზობაქტამს.

 

პრეპარატი აქტიურია აერობული გრამუარყოფითი ბაქტერიების: Escherichia coli, Citrobacter spp., Klebsiella spp., Enterobacter spp., Proteus spp., Pseudomonas spp. (მათ შორის Pseudomonas aeruginosa), Neisseria gonorrhoeae, Haemophilus influenzae; აერობული გრამდადებით ბაქტერიები: Streptococcus spp. (Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes, Streptococcus bovis, C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები); Enterococcus spp. (Enterococcus faecalis, Enterococcus faecium), Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis; ანაერობული ბაქტერიები: Bacteroides spp. (მათ შორის Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus), Fusobacterium spp.

პრეპარატი აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ.

 

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალურად მიღების შემდეგ პიპერაცილინი არ აბსორბირდება. Cmax აღინიშნება პრეპარატის ვენაში ან კუნთებში შეყვანიდან 30 წთ-ის შემდეგ.

პლაზმაში ცილებს უკავშირდება პრეპარატის 16%. პიპერაცილინი ადვილად აღწევს ორგანიზმის სითხეებსა და ქსოვილებში, ასევე ძვლებსა და წინამდებარე ჯირკვალში. იგი გამოიყოფა დედის რძეში.

პრეპარატი ორგანიზმიდან ელიმინირდება უცვლელი სახით ძირითადად თირკმელებით. თირკმელების უმნიშვნელო ან ზომიერი დაზიანების შემთხვევაში T1/2 2-ჯერ იზრდება, ხოლო მძიმე ფორმის დაზიანებისას – 5-6-ჯერ.

ჩვენებები:

ინფექციურ-ანთებითი დაავადებების დროს:

  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები;
  • ინფექციები გართულებების გარეშე;
  • ძვლისა და რბილი ქსოვილების გართულებული და გაურთულებელი ინფექციები (მათ შორის ცელულიტი, აბსცესი, ინფიცირებული ტროფიკული წყლულები);
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები (მათ შორის ენდომეტრიტი);
  • ინფექციები ნეიტროპენიით შეპყრობილ პაციენტებში;
  • სეპტიცემია;
  • შერეული სახის ინფექციები, რომლებიც გამოწვეულია აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმებით;
  • მძიმე ფორმის ინფექციურ-ანთებითი დაავადებების მკურნალობა გამომწვევის იდენტიფიკაციამდე.

მიღების წესი და დოზირება:

მიღების წესი და დოზირება დგინდება ინდივიდუალურად დაავადების სიმძიმისა და ინფექციის ლოკალიზაციის მიხედვით, ასევე პრეპარატის მიმართ გამომწვევების მგრძნობელობის მიხედვით.

პრეპარატი შეჰყავთ მხოლოდ ვენაში ინექციის ან წვეთოვანი სახით (30 წთ-ის განმავლობაში).

მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პიპერაცილინის საშუალო დღეღამური დოზა შეადგენს 12 გ-ს ხოლო ტაზობაქტამის – 1.5 გ-ს (ანუ 2..25 გ ტაზოცინი ყოველ 6 სთ-ში ან 4.5 გ ტაზოცინი ყოველ 8 სთ-ში ერთხელ).

ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში პრეპარატის მაქსიმალური დოზა შეადგენს 2..25 გ ყოველ 8 სთ-ში. მკურნალობის კურსის ხანგრძლივოაბა 7-10 დღე.

ხსნარის მომზადების წესი: ვენაში შესაყვანი ხსნარის მოსამზადებლად გამხსნელის სახით იყენებენ ფიზიოლოგიურ ხსნარს, 5% დექსტროზას ხსნარს, სტერილური საინექციო წყალს (1 გ პიპერაცილინი – 5 მლ ხსნარზე).

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია გულისრევა, ღებინება, დიარეა; იშვიათად – ღვიძლის ტრანსამინაზების და ტუტე ფოსფატაზას აქტივობის გარდამავალი მომატება.

ალერგიული რეაქციების მხრივ: შესაძლებელია კანზე გამონაყარი; ქავილი, ურტიკარია, ერითემა.

უკუჩვენებები:

პენიცილინების და ცეფალოსპორინების მიმართ ალერგიული რეაქციები ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია:

ტაზოცინი ორსულობის პერიოდში გამოიყენება მკაცრად ჩვენების მიხედვით.

სიფრთხილით ინიშნება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ კოაგულაციის დარღვევის სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

♦ ტაზოცინის მიღების შემთხვევაში შესაძლებელია კუმბსის სინჯის ცრუ დადებითი პასუხი.

♦ მოზრდილებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

ჭარბი დოზირება:

არ არის ცნობილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის აღწერილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ვარგისიანობის ვადა – 3 წელი.

ტაზეპამი – TAZEPAM – ТАЗЕПАМ

საერთაშორისო დასახელება:

OXAZEPAM

მწარმოებელი: Tarchomin pharmaceutical works “POLFA” S.A., პოლონეთი

მოქმედი ნივთიერება: ოქსაზეპამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ტრანკვილიზატორი ბენზოდიაზეპინის ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

ოქსაზეპამი ………… 10 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ავლენს ანქსიოლიზურ, სედატიურ, საძილე, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და ცენტრალურ მიორელაქსაციურ მოქმედებას. მისი მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ცნს-ში გაემ-ის (გამაამინოერბოსმჟავას) რეცეპტორების აქტივაციაზე, რასაც თან ახლავს გაემმიმეტური ეფექტები, ნეირონული მემბრანის ჰიპერპოლარიზაცია და ნეირონული აქტივობის დაქვეითება.

ჩვენებები:

  • შიშისა და შფოთვის მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობა, გადაჭარბებული აგზნებადობა და გაღიზიანებადობა. ასევე დეპრესია. ფსიქოსომატური და ორგანული დაავადებები, რომელსაც თან ახლავს შიში;
  • ძილის მოშლა მომატებული შიშისა და შფოთვის ფონით და ნევროზი;
  • ალკოჰოლური აბსტინენცია.

გართულებების თავიდან აცილების მიზნით პრეპარატი საჭიროებს ექიმისგან მკაცრად განსაზღვრული რეჟიმით მიღებას.

მიღების წესი და დოზირება:

მკურნალობის მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად დოზირება და მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად ყოველი პაციენტისათვის.

ჩვეულებრივ ინიშნება შემდეგი დოზები:

შიშისა და შფოთვის მდგომარეობების დროს, რომელსაც თან ახლავს ემოციური დაძაბულობა, აგზნებადობა და გაღიზიანებადობა 10-20 მგ 3-4-ჯერ დღეში.

შიშის მძიმე მდგომარეობებისა და შფოთვით მიმდინარე დეპრესიის დროს – 10-30 მგ 3-4-ჯერ დღეში. ძილის დარღვევისას – 10-20 მგ ძილის წინ 1 საათით ადრე.

ალკოჰოლური აბსტინენციისას – 10-30 მგ ერთჯერადი დოზა ძილის წინ. მაქსიმალური დღიური დოზაა 120 მგ-მდე დღე-ღამეში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტებში მკურნალობა იწყება 10 მგ-დან 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 20 მგ-მდე 3-ჯერ დღეში. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის დოზის შემცირება. დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად და დამოკიდებულია თირკმლის  და ღვიძლის (კრეატინინის კლირენსი) უკმარისობის ხარისხზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ შეადგენს 2 კვირას (მაქსიმალური ხანგრძლივობა 4 კვირაა თანდათანობით დოზის შემცირების დროის ჩათვლით).

თერაპიის გაგრძელების აუცილებლობისას ხელმეორედ შეფასების გარეშე არ შეიძლება პრეპარატის მიღება 3-4 კვირაზე მეტი დროის ხანგრძლივობით.

გვერდითი მოვლენები:

გადაღლილობის გარდამავალი შეგრძნება, საერთო სისუსტე, ძილიანობა, შესაძლებელია პარადოქსული რეაქციების განვითარება: ფსიქომოტორული აგზნება, მოუსვენრობა, ზოგჯერ მეხსიერების დაქვეითება.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა ბენზოდიაზეპინების მიმართ;

* ცენტრალური წარმოშობის სუნთქვის დარღვევები და სხვადასხვა გენეზის სუნთქვის უკმარისობის მძიმე შემთხვევები;

* მიასთენია;

* გლაუკომის დახურულკუთხოვანი ფორმა;.

* ცნობიერების დარღვევები.

* პრეპარატის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ არ შეიძლება პრეპარატის უეცრად მოხსნა. ყოველთვის აუცილებელია დოზის შემცირება ექიმის კონტროლით. ოქსაზეპამის უეცარი მოხსნა იწვევს ძილისა და გუნება-განწყობის მოშლას და ასევე ფსიქიურ დარღვევებსაც.

♦ განსაკუთრებით საშიშია პრეპარატის უეცარი მოხსნა ხანგრძლივი ან მაღალი დოზებით მიმდინარე თერაპიის დროს. ამ შემთხვევაში მოხსნის სინდრომი უფრო გამოხატულია.

♦ მკურნალობის პროცესში ავტოტრანსპორტის მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს, აგრეთვე ალკოჰოლის მიღება ნებადართული არ არის.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ტავიპეკი ® კაფსულები – TAVIPEC ® capsules – ТАВИПЕК ® капсулы

შემადგენლობა:

აქტიური სუბსტანცია :

ყოველი კაფსულა შეიცავს 0.15 გ სპიკის ლავანდის ზეთს.

დამხმარე საშუალებები:

ჟელატინი , გლიცერინი , ქინოლინი ყვითელი (E 104), ყვითელი – ნარინჯისფერი (E110), დიბუტილფტალატი , ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზას ფტალატი .

მოქმედების მექანიზმი:

ტავიპეკის კაფსულები შეიცავს მცენარეული წარმოშობის აქტიურ ნივთიერებას სპიკის ზეთს,  რაც წარმოადგენს ლავანდის ესენციური ზეთს . ტავიპეკის კაფსულები ხასიათდება კარგი ამტანობით .

სპიკის ლავანდის ზეთი ხელს უწყობს განკურნების პროცესს რამდენიმე გზით .

მას გააჩნია შემდეგი ეფექტები :

–           ტავიპეკი არის მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება : წებოვანი ლორწო თხელდება და აქტიურად ხვდება პირის ღრუში , რაც აიოლებს ექსპექტორაციას . სპიკის ზეთი აჩქარებს ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას რესპირატორული ტრაქტის ლორწოვან გარსში , რაც უზრუნველყოფს თვითგაწმენდის პროცესის გაუმჯობესებას საჰაერო გზებში .

–           იმუნოსტიმულაცია : ტავიპეკი აუმჯობესებს ორგანიზმის არასპეციფიკურ დამცავ ძალებს ლეიკოციტების ( სისხლის თეთრი უჯრედები) გააქტიურების გზით .

–           სპიკის ლავანდის ზეთი არის ანტიმიკრობული საშუალება ; იგი ახდენს სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების ( მათ შორის ტუბერკულოზის ბაქტერიების ) ზრდის ინჰიბირებას და უზრუნველყოფს გამომწვევი მიკრობებით გამოთავისუფლებული ტოქსიკური სუბსტანციების ინაქტივირებას .

ჩვენებები:

გამოიყენება , როგორც ამოსახველებელი საშუალება და დამხმარე პრეპარატი ანტიბიოტიკებით მკურნალობისას შემდეგი მდგომარეობების დროს :

  • მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი (ბრონქების ანთება);
  • ბრონქოექტაზია (ბრონქების დილატაცია);
  • ლარინგობრონქიტი (ყელისა და ბრონქების ანთებითი დაავადება);
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (პულმონური ემფიზემა);
  • მწეველის ხველა;
  • სინუსიტი;
  • ბრონქიტი ფილტვის   ტუბერკულოზის დროს .

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ .

ორსულობა და ლაქტაცია:

ტავიპეკის რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგ დადგინდა , რომ არ არსებობს რისკი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში . არ არის ცნობილი აღწევს თუ არა ლავანდის ზეთი დედის რძეში .

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია .

სიფრთხილის ზომები:

იმ შემთხვევაში , თუ პრეპარატის მიღებისას სიმპტომები კვლავ სახეზეა ან მკურნალობას არ აქვს სასურველი შედეგი , აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

დღემდე არ არის ცნობილი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ .

მიღების წესი და დოზირება:

რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 კაფსულას დღეში 3- ჯერ .

ბავშვებში დოზის განსაზღრისათვის ჩატარებული გამოკვლევები არასაკმარისია .

ტავიპეკის კაფსულები მიიღება დაუღეჭავად სითხის მიყოლებით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე .

ავადმყოფობის მიხედვით შესაძლებელია ტავიპეკის კაფსულების მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში .

არასასურველი ეფექტები:

პრეპარატი გავლენას ახდენს ორგანიზმზე და ცვლის მის ფუნქციებს . არასასურველი ეფექტები ყველა პაციენტში არ ვლინდება .

ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ზომიერი ხასიათის გულისრევა ინდივიდუალური მგრძნობელობისა და მიღებული რაოდენობის მიხედვით . გარდა ამისა , სუნთქვისას შესაძლებელია ესენციური ზეთის სუნის წარმოქმნა .

ტავიპეკის კაფსულების გამოყენებისას ისეთი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში , რაც დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან , აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია .

ვარგისიანობის ვადა:

5 წელი პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული   ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის პირობები :

პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას , ოთახის ტემპერატურაზე .

გაცემის წესი:

რეცეპტის გარეშე

ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვის მოცულობა

30   რბილი გასტრორეზისტენტული კაფსულა (3 ბლისტერი 10 კაფსულით ).
მწარმოებელი : ფარმაცევტული ქარხანა ` მონტავიტ გეზ . მ . ბ . ჰ .` 6060 აბზამი,  ტიროლი , ავსტრია .

ტავეგილი® – TAVEGYL® – ТАВЕГИЛ®

საერთაშორისო დასახელება:

CLEMASTINE

მწარმოებელი: FAMAR ITALY SPA, NICOMED AUSTRIA GmbH,

for NOVARTIS CONSUMER HEALTH S.A., შვიცარია

მოქმედი ნივთიერება: კლემასტინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტს.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

კლემასტინის ჰიდროფუმარატი ………….     1 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, პოლივინილპიროლიდონი, სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

საინექციო ხსნარი: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 5 ც.

1 მლ 1 ამპ

კლემასტინის ჰიდროფუმარატი ……………..    1 მგ 2 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სორბიტოლი, ეთანოლი, პროპილენგლიკოლი, ნატრიუმის ციტრატი, საინექციო წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი განეკუთვნება ანტიჰისტამინურ საშუალებას ბენზოჰიდრიდული ეთერების ჯგუფიდან, იგი ამცირებს კაპილარების განვლადობას. ავლენს ანტიალერგიულ და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებას, რომელიც ხასიათდება სწრაფი დასაწყისითა და მნიშვნელოვანი ხანგრძლივობით.

პრეპარატის ანტიჰისტამინური აქტივობა მაქსიმუმს აღწევს 5-7საათში, ნარჩუნდება 10-12 საათის განმავლობაში, ზოგიერთ შემთხვევაში 24 საათის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტკა:

შინაგანად მიღების შემდეგ ტავეგილი თითქმის მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მიიღწევა 2-4 საათის შემდეგ.

პლაზმის ცილებთან კლემასტინის შეკავშირების ხარისხი შეადგენს 95%. პლაზმიდან გამოყოფა ორფაზოვანია, ნახევარგამოყოფის შესაბამისი პერიოდები შეადგენს 3.6±0.9 საათს და 37±16 საათს.

კლემასტინი მნიშვნელოვან მეტაბოლიზმს ექვემდებარება ღვიძლში.  მეტაბოლიტები ძირითადად (45-65%) გამოიყოფა თირკმელების მეშვეობით. უცვლელი აქტიური ნივთიერება შარდში ვლინდება მხოლოდ კვალის სახით.

ლაქტაციის პერიოდში კლემასტინის მცირე რაოდეობას შეუძლია შეაღწიოს დედის რძეში.

ჩვენებები:

ტაბლეტები

  • ციებ-ცხელება და სხვა ალერგიული რინოპათიები;
  • სხვადასხვა წარმოშობის ჭინჭრის ციება;
  • ქავილი, დერმატოზები;
  • მწვავე და ქრონიკული ეგზემა, კონტაქტური დერმატიტი და წამლისმიერი გამონაყარი (როგორც დამატებითი საშუალება);
  • მწერების ნაკბენები.

ხსნარი

  • ანაფილაქსიური ან ანაფილაქტოიდური შოკი და ანგიონევროზული შეშუპება (როგორც დამატებითი საშუალება);
  • ალერგიული და ფსევდოალერგიული რეაქცებიის პროფილაქტიკა ან მკურნალობა, მაგალითად, კონტრასტული ნივთიერების შეყვანის, სისხლის გადასხმის, ჰისტამინის დიაგნოსტიკური გამოყენების საპასუხოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ნიშნავენ თითო ტაბლეტს (1 მგ) დილას და საღამოს. მკურნალობას რთულად დაქვემდებარებულ შემთხვევებში, დღე-ღამის დოზამ შეიძლება შეადგინოს 6 ტაბლეტი (6 მგ). ტაბლეტი ჭამამდე უნდა იქნეს მიღებული ცოტაოდენი წყლის დაყოლებით.

6-12 წლის ასაკის ბავშვებში ნიშნავენ 0.5-1 ტაბლეტს ვახშმობის წინ და ღამით.

ხსნარი

მოზრდილებში: საშუალო დოზა შეადგენს 2 მლ (2 მგ), ე.ი. 1 ამპულის შიგთავსი. პრეპარატი შეჰყავთ ინტრავენურად ან კუნთებში დილას და საღამოს. პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატი შეყავთ ინტრავენურად ნაკადით, ნელა, დოზით 2 მლ უშუალოდ ანაფილაქსიური რეაქციის ან ჰისტამინის გამოყენებაზე საპასუხო რეაქციის შესაძლო წარმოქმნის წინ. პრეპარატის ხსნარი დამატებით შესაძლოა განზავდეს ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარით ან 5% გლუკოზის ხსნარით შეფარდებით 1:5.

ბავშვებში: 0.025 მგ/კგ დღე-ღამეში კუნთებში, დაყოფილი ორ ინექციად.

გვერდითი მოვლენები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: შესაძლებელია – ძილიანობა, დაღლილობის შეგრძნება, სედატიური ეფექტი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ტრემორი, შენელებული მოძრაობა, მოძრაობათა კოორდინაციის დარღვევა.

იშვიათ შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, აღინიშნება მასტიმულირებელი მოქმედება ცნს-ზე, რომელიც გამოიხატება აგზნებადობით, ძლიერი გაღიზიანებადობით, ნევროზულობით, უძილობით, ისტერიით, ეიფორიით, კრუნჩხვებით, პარესთეზიით.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შესაძლებელია – კუჭის დისკომფორტი; იშვიათად – პირის სიმშრალე, ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში. ყაბზობა. აღწერილია უმადობის, გულისრევისა და დიარეის ცალკეული შემთხვევები.

საშარდე გზების მხრივ: ძალიან იშვიათად – ხშირი შარდვა ან შარდის გაძნელებული გამოყოფა.

სასუნთქი ორგანოების მხრივ: იშვიათად – ბრონქული სეკრეტის შედედება და ნახველის გაძნელებული ევაკუაცია, შეკუმშვის შეგრძნება გულმკერდში და სუნთქვის გართულება, ცხვირის შეგუბება.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად – არტერიული წნევის დაქვეითება (ხშირად ხანდაზმულ პაციენტებში), გულის ფრიალი, ექსტრასისტოლია.

ალერგიული რეაქცები: ძალიან იშვიათად – ჭინჭრის ციება, გამონაყარი კანზე, ფოტოსენსიბილიზაცია, ანაფილაქსიური შოკი.

უკუჩვენებები:

* მაღალი მგრძნობელობა ტავეგილის მიმართ;

* მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროულად გამოყენება;

* ტავეგილის, ისევე, როგორც ქოლინოლიზური თვისებების მქონე სხვა ანტიჰისტამინური პრეპარატების გამოყენება არ შეიძლება ქვედა სასუნთქი გზების დაავადებებისას, მათ შორის ბრონქული ასთმისას;

* ტავეგილის დანიშვნა არ შეიძლება დედებში ძუძუთი კვების პერიოდში;

* ტავეგილის (ტაბლეტები) დანიშვნა არ შეიძლება 6 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში (1 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში შეიძლება ტავეგილის სიროფისა და საინექციო ხსნარის გამოყენება).

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში ტავეგილს იყენებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ტავეგილის გამოყენებისას პაციენტებში დახურულკუთხოვანი გლაუკომით, სტენოზირებადი კუჭის წყლულით, პილოროდუოდენალური ობსტრუქციით, შარდის ბუშტის ყელის ობსტრუქციით, ასევე წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიით, რომელსაც თან ახლავს შარდის შეკავება.

♦ ტავეგილს სიფრთხილით უნიშნავენ პაციენტებს თვალშიდა მაღალი წნევით, ჰიპერთირეოზით, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით, მათ შორის არტერიული ჰიპერტონიით.

♦ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ ტავეგილს, რეკომენდებულია თავის შეკავება სატრანსპორტო საშუალებათა მართვისაგან, მექანიზმებთან მუშაობისაგან, ასევე საქმიანობის სხვა სახეობებისაგან, რომლებიც საჭიროებს ძლიერ ყურადღებას.

გაფრთხილება: პრეპარატის ინტრაარტერიული შეყვანა აკრძალულია. ტავეგილის ინტრავენური ინექციების ჩატარება უნდა მოხდეს ნელა (2-3 წუთზე მეტი დროის განმავლობაში).

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: ანტიჰისტამინური საშუალებების ჭარბმა დოზამ შესაძლოა ცნს-ზე მოახდინოს როგორც დამთრგუნველი, ასევ მასტიმულირებელი მოქმედება. ცნს-ის სტიმულაცია ხშირად ვლინდება ბავშვებში. ასევე შესაძლოა გამოვლინდეს ანტიქოლინერგული მოქმედებები: პირის სიმშრალე, თვალის გუგების ფიქსირებული გაფართოვება, ჰიპერემია, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ღებინება, ტკივილები ეპიგასტრიუმში, გულისრევა).

მკურნალობა: თუ პაციენტს გულისრევა სპონტანურად არ დაეწყო, ის გამოწვეული უნდა იქნეს (მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის აზროვნება შენარჩუნებულია). თუ პრეპარატის მიღების მომენტიდან გავიდა 3 საათი ან ცოტათი მეტი დრო, აუცილებელია კუჭის ამორეცხვა 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარისა და აქტივირებული ნახშირის გამოყენებით. ასევე ნაჩვენებია სიმპტომატური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

ტავეგილი ისევე როგორც სხვა ანტიჰისტამინური საშუალებები, აძლიერებს ცნს-ის დამრთგუნველი სამკურნალო საშუალებების (საძილე, სედატიური, ანქსიოლიზური), მ-ქოლინობლოკატორების, ასევე ალკოჰოლის მოქმედებას, იგი შეუთავსებადია მაო-ს ინჰიბიტორებთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ტაბლეტირებული ფორმით გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

საინექციო ხსნარი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტავანიკი – TAVANIC – ТАВАНИК

საერთაშორისო დასახელება:

LEVOFLOXACIN

მწარმოებელი: SANOFI AVENTIS

მოქმედი ნივთიერება: ლევოფლოქსაცინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიულ საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 5, 7 და 10 ც.

1 ტაბ.

ლევოფლოქსაცინი ……….  259 მგ

1 ტაბ.

ლევოფლოქსაცინი ………  500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კროსპოვიდონი, მეთილოპროპილცელულოზა, მიკროკრისტალური ცელულოზა, ოქტადეცილჰიდროფუმარატი, ნატრიუმის მარილი, მაკროგოლ 800, ტალკი, საღებავები; ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდის ჰიდრატი (E172) და რკინის  ოქსიდი (E172).

საინფუზიო ხსნარი: ფლაკონში 100 მლ

1 მლ

ლევოფლოქსაცინი ……….  5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ნატრიუმის ქლორიდი, მწველი ნატრიუმი, წყალი ინექციისათვის (Na-ის იონების კონცენტრაცია 154 მმოლი/ლ).

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიულ საშუალება ფტორქინოლონების ჯგუფიდან.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტავანიკი ფტორქინოლონების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკია, რომელიც აქტიური ნივთიერებების სახით შეიცავს ლევოფლოქსაცინს – ოფლოქსაცინის მარცხვნივბრუნავ იზომერს. ლევოფლოქსაცინი აქტიურია უმრავლესი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ როგორც in vitro, ისე in vivo: Enterococcus faecalis, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, pyogenes, agalactiae, Viridans group streptococci, Enterobacter cloacae, aerogenes, agglomerans, sakazakii, Escherichia coli, Haemophilus influenzae, parainfluenzae, Klebsiella pneumoniae, oxytica, Legionella pneumoniae, Moraxella catarrhalis, Proteus miabilis, Pseudomonas aeruginosa, fluorencens, Clamydia pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Acinetobacter anitatus, braumannii, calcoaceticus, Bordetella pertussis, Citrobacter diversus, freundii, Morganella morganii, Proteus vulgaris, Providencia rettgeri et stuartii, Seratia marcescens, Clostridium perfringens.

მის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედში დნმ-ის სპეციფიკური ფერმენტის დნმ-ჰიდრაზას ინჰიბირებით და მისი სპირალიზაციის პროცესის დარღვევით, რაც დამღუპველად მოქმედებს მიკროორგანიზმზე.

ფარმაკოკინეტიკა:

ტაბლეტები: ლევოფლოქსაცინი სწრაფად და პრაქტიკულად, მთლიანად შეიწოვება პერორალური მიღებისას. 500 მგ ლევოფლოქსაცინის ბიოშეღწევადობა პერორალური მიღებისას შედაგენს 99%-ს. ლევოფლოქსაცინის  ერთჯერადი დოზის 250 მგ მიღების შემდეგ Cmax შეადგენს 2.8±0.4 მკგ/მლ, ხოლო Tmax – 1.6±1.0 სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი – 7.3±0.9 სთ-ია.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები ლევოფლოქსაცინის დოზით 500 მგ მიღების შემდეგ შესაბამისად შეადგენს: Cmax 5.1±0.8 მგკ/მლ, Tmax – 1.3±0.6 სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი – 6.3±0.6 სთ.

ლევოფლოქსაცინი ძირითადა გამოიყოფა შარდთან ერთად შეუცვლელი სახით. პერორალური მიღების შემდეგ, მიღებული დოზის დაახლოებით 87% შარდთან ერთად გამოიყოფა უცვლელი სახით 48 საათის განმავლობაში. 4%-ზე ნაკლები აღმოჩენილია განავალში 72 საათის პერიოდში.

საინფუზიო ხსნარი:

ჯანმრთელ მოხალისეებში 500 მგ ლევოფლოქსაცინის ი/ვ 60 წთ-იანი ინფუზიის შემდეგ საშუალო პიკურმა კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში შეადგინა 6.2 მკგ/მლ. ლევოფლოქსაცინის ფარმაკოკინეტიკას გააჩნია სწორხაზოვანი ხასიათი და პროგნოზირებადია მისი ერთჯერადი და მრავალჯერადი შეყვანისას. ლევოფლოქსაცინის პლაზმური კონცენტრაცია პერორალური (ტაბლეტის) მიღებისას და ი/ვ ინფუზიისას არის ერთნაირი, ამიტომ წამლის პერორალური და ი/ვ შეყვანა ითვლება ურთიერთშენაცვლებადად.

ლევოფლოქსაცინის განაწილების საშუალო მოცულობა შეადგენს 89-დან 112 ლ-მდე 500 მგ ი/ვ ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზის შემდეგ.

ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები 500 მგ ლევოფლოქსაცინის ი/ვ ერთჯერადი შეყვანისას არის შემდეგი: Cmax 6.2±1.0 მკგ/ლ, Tmax 1.0±0.1 სთ, ნახევარგამოყოფის პერიოდი 6.4±0.7 სთ.

ლევოფლოქსაცინი უპირატესად გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელად. ლევოფლოქსაცინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 6-8 სთ-ს.

ჩვენებები:

ტავანიკი გამოიყენება მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ მოზრდილებში, თუ ამ ინფექციათა გამომწვევები არიან ლევოფლოქსაცინის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიები.

  • მწვავე სინუსიტი;
  • ქვემო სასუნთქი გზების ანთებები, ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება ან არაჰოსპიტალური პნევმონიები;
  • შარდგამომყოფი გზების გართულებული ინფექციები (თირკმლების ჩათვლით);
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

ტავანიკის ტაბლეტები 250 მგ ან 500 მგ მიიღება ერთხელ ან 2-ჯერ დღეში. დოზები დგინდება ინფექციის ხასიათისა და სიმძიმის მიხედვით, ასევე შესაძლო გამომწვევის მგრძნობელობით.

გამოყენების ინსტრუქცია მკაცრად უნდა იქნას დაცული, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, ტავანიკმა შეიძლება გამოიწვიოს არაადექვატური ეფექტი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ავადმყოფებს (კრეატინინის კლირენსი >50 მლ/წთ) შეიძლება დაენიშნოს პრეპარატის შემდეგი დოზები:

სინუსიტი (ცხვირის დანამატების ანთება): 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგUლევოფლოქსაცინი);

ქრონიკული ბრონქიტის მძიმე გართულება: თითო ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან 1/2 ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ ლევოფლოქსაცინი), ან 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 500 მგ ლევოფლოქსაცინი);

ფილტვების ანთება: 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ, 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ ლევოფლოქსაცინი);

საშარდე გზების ინფექცია: თითო ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ ან 1/2 ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ  დღეში (შესაბამისად 250 მგ ლევოფლოქსაცინი).

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები: თითო ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან 1/2 ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ ერთხელ დღეში (შესაბამისად 250 მგ ლევოფლოქსაცინი) ან 2-2 ტაბლეტი ტავანიკი 250 მგ, ან თითო ტაბლეტი ტავანიკი 500 მგ 1-2-ჯერ დღეში (შესაბამისად 500-1000 მგ ლევოფლოქსაცინი).

ტაბლეტები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით სითხის მიყოლებით (0.5-დან 1 ჭიქამდე). დოზის შერჩვევისას ტაბლეტი შეიძლება გაიყოს გამყოფ ნიშნულზე. პრეპარატი მიიღება ჭამის წინ, ან ნებისმიერ დროს კვებათა შორის ინტერვალში.

მკურნალობის ხანგრძლივობა, რომელიც დამოკიდებულია დაავადების მიმდინარეობაზე, არ უნდა აღემატებოდეს 14 დღეს. კლინიკური კვლევისას, ცხვირის დანამატების მწვავე ანთების მკურნალობა შეადგენდა 10-14 დღეს;

ქრონიკული ბრონქიტის გამწვავებისა – 7-10 დღეს;

ფილტვების ანთების – 7-14 დღეს;

საშარდე გზების ინფექციების – 7-10 დღეს;

კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების – 7-14 დღეს. ისევე როგორც სხვა ანტიბიოტიკების გამოყენებისას, პრეპარატ ტავანიკით (ტაბლეტი 250 მგ და 500 მგ) მკურნალობაც რეკომენდებულია გაგრძელდეს სხეულის ტემპერატურის ნორმალიზებიდან და გამომწვევის დადასტურებული განადგურებიდან 48-72 საათის განმავლობაში.

თუ პრეპარატის მიღება გამოტოვებული იქნა, საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ტაბლეტი, სანამ შემდეგი ტაბლეტის მიღების დრო არ არის მოახლოებული. შემდგომში ტავანიკის მიღების გაგრძელება ხდება სქემის მიხედვით.

საინფუზიო ხსნარი

ტავანიკი 500 მლ საინფუზიო ხსნარი შეყავთ დღეში ერთხელ ან 2-ჯერ. დოზირება განისაზღვრება ინფექციის ხასიათითა და სიმძიმით და აგრეთვე მგრძნობელობით სავარაუდო გამომწვევისადმი.

ავადმყოფებს თირკმელების ნორმალური ფუნქციით (კრეატინინის კლირენსი >50 მლ/წთ) პრეპარატი შეიძლება რეკომენდებული იყოს დოზირების შემდეგი რეჟიმით:

– ფილტვების ანთება: 500 მგ ტავანიკი 1-2-ჯერ დღეში;

– საშარდე გზების ინფექციები: 250 მგ ტავანიკი ერთხელ დღეში (მძიმე ინფექციის დროს შესაძლებელია დოზის მომატება);

– კანისა და რბილი ქსოვილებისი ინფექცია: 500 მგ ტავანიკი დღეში 2-ჯერ.

• ტავანიკი 500 მგ საინფუზიო ხსნარი შეჰყავთ ვენაში წვეთოვანი სახით ნელა. ტავანიკის ერთი ფლაკონის 500 მგ (100 მლ ინფუზიური ხსნარი 500 მლ ლევოფლოქსაცინიც) შეყვანის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 60 წუთს.

• ავადმყოფის მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება გადასვლა ინტრავენური წვეთოვანი შეყვანიდან იმავე დოზის ტაბლეტების მიღებაზე.

• ტავანიკი 500 მგ საინფუზიო ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდეგ საინფუზიო ხსნარებთან ერთად: 0.9% ნატრიუმის ქლორიდთან, 5% – დექსტროზასთან, 2.5% რინგერის ხსნართან დექსტროზასთან ერთად, კომბინირებულ ხსნარებთან პარენტერული კვებისათვის (ამინომჟავები, ნახშირწყლები, ელექტროლიტები).

• 500 მგ ტავანიკის შერევა არ შეიძლება ჰეპარინთან ან ხსნარებთან, რომელთაც გააჩნიათ ტუტე რეაქციები (მაგალითდ, ნატრიუმის ბიკარბონატის ხსნარი).

• მკურნალობის ხანგრძლივობა ორიენტირებული დაავადების ხანგრძლივობაზე უნდა შეადგენდეს არა უმეტეს 14 დღეს. ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების მიღებისას პრეპარატ ტავანიკით მკურნალობა (საინფუზიო  ხსნარი ან ტაბლეტები) რეკომენდებულია ორგანიზმის ტემპერატურის ნორმალიზებიდან ან გამომწვევის დადასტურებული განადგურებიდან მინიმუმ 48-78 საათის შემდეგ.

• ტავანიკით მკურნალობისას (ტაბლეტებით ან საინფუზიო ხსნარით) ლევოფლოქსაცინი გამოიყოფა ძირითადად თირკმელების საშუალებით, რის გამოც თირკმელების დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფების მკურნალობის დროს აუცილებელია პრეპარატის დოზის შემცირება. შესაბამის ინფორმაციას ამის შესახებ შეიცავს შემდეგი ცხრილი:

250 მგ/24 სთ500 მგ/24 სთ500 მგ/12 სთ
კრეატინინის კლირენსიI დოზა: 250 მგI დოზა: 500 მგI დოზა: 500 მგ
50-20 მლ/წთშემდეგ:125მგ/24 სთშემდეგ: 250 მგ/24 სთშემდეგ: 250 მგ/12 სთ
19-10 მლ/წთშემდეგ:125 მგ/ 48 სთშემდეგ: 125 მგ/24 სთშემდეგ: 125 მგ/12 სთ

(ჰემოდიალიზისა და ხაპდ ჩათვლით)*

შემდეგ: 125 მგ/48 სთშემდეგ: 126 მგ/24 სთშემდეგ: 125 მგ/24 სთ

*ხაპდ – ხანგრძლივი ამბულატორიული პერიტონეალური დიალიზი.

ჰემოდიალიზისა და ხაპდ-ის შემდეგ არ არის საჭირო დამატებითი დოზების შეყვანა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს არ არის აუცილებელი დოზის სპეციალური შერჩევა იმდენად, რამდენადაც ტავანიკი მეტაბოლიზდება ღვიძლში მხოლოდ ძალიან უმნიშვნელო რაოდენობით.

პრეპარატ ტავანიკით მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ვადაზე ადრე ექიმის მითითების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარტ ტავანიკის ცნობილი გვერდითი მოვლენების სიხშირე მოცემულია ქვემოთ:

სიხშირე

გვერდითი მოქმედების

გამოვლენა

ხშირად100-დან 1-10 ავადმყოფში
ხანდახან100-დან 1 ავადმყოფზე ნაკლები
იშვიათად1 000-დან არა უმეტეს 1 ავადმყოფში
ძალზე იშვიათად10 000-დან არა უმეტეს 1 ავადმყოფში

განსაზღვრულ

შემთხვევებში

უფრო იშვიათად

კანისა და ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების მხრივ: ხანდახან: ქავილი და კანის გაწითლება. იშვიათად: ჰიპერმგრძნობელობის საერთო რეაქციები (ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციები) ისეთ სიმპტომებთან ერთად როგორიცაა: ჭინჭრის ციება, ბრონქოსპაზმი და შესაძლო სულის ხუთვა, აგრეთვე იშვიათ შემთხვევებში – კანის და ლორწოვანი გარსის შესიება მაგალითად, სახისა და ყელის არეში.

ძალიან იშვიათად: არტერიული წნევის უეცარი დაქვეითება და შოკი. მომატებული მგრძნობელობა მზისა და ულტრაიისფერი სხივების მიმართ.

ცალკეულ შემთხვევებში: მძიმე გამონაყარი კანზე, ბუშტუკების წარმოქმნით, მაგალითად სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი (ლაიელის სინდრომი) და ექსუდატური მრავალფორმინი ერითემა.

ჰიპერმგრძნობელობის საერთო რეაქციებს შეიძლება ხანდახან წინ უსწრებდეს კანის მხრივ უფრო სუსტი რეაქციები. ზემოთ აღნიშნული რეაქციები შეიძლება განვითარდეს უკვე პირველი დოზის მიღებიდან რამდენიმე წუთის ან საათის შემდეგ.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ხშირად: გულისრევა, დიარეა. ხანდახან: მადის დაკარგვა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში. საჭმლის მონელების დარღვევა. იშვიათად: სისხლიანი ფაღარათი, რომელიც ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება იყოს ნაწლავების ანთების ან ფსევდომემბრანული კოლიტის ნიშანი.

ძალიან იშვიათად: სისხლში შაქრის დაქვეითება (ჰიპოგლიკემია), რომელიც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის; ჰიპოგლიკემიის შესაძლებელი ნიშნებია: `მგლის მადა~, ნევროზული მდგომარეობა, ოფლიანობა, კანკალი.

სხვა ქინოლონების გამოყენების გამოცდილება ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ გამოიწვიონ მწვავე პორფირია (ნივთიერებათა ცვლის ძალიან იშვიათი დაავადება) ამ დაავადებით უკვე შეპყრობილ პირებში.

ამგვარი ეფექტი არ არის გამორიცხული აგრეთვე პრეპარატ ტავანიკის მიღებისას.

ნერვულ სისტემაზე მოქმედება: ხანდახან: თავის ტკივილი, თავბსრუსხვევა, ან შებოჭილობა, მოთენთილობა, ძილის დარღვევა.

იშვიათად: არასასიამოვნო შეგრძნება მაგალითად: პარესთეზიები მაჯის მიდამოში, კანკალი, ნერვიულობა, შიშის შეგრძნება, კრუნჩვები და ცნობიერების დაბინდვა.

ძალიან იშვიათად – მხედველობის, სმენის, გემოს და ყნოსვის დარღვევა, ტაქტილური მგრძნობელობის დაქვეითება, ფსიქიკური რეაქციები ჰალუცინაციებისა და დეპერსის სახით, აგრეთვე მოძრაობის დარღვევა, მათ შორის სიარულის დროს.

გულ–სისხლძარღვთა სისტემაზე მოქმედება: იშვიათად: ტაქიკარდია, არტერიული წნევის დაქვეითება. ძალიან იშვიათად (შოკის მაგვარი) სისხლძარღვოვანი კოლაფსი.

კუნთებზე ძვლებსა და მყესებზე მოქმედება: იშვიათად: მყესების დაზიანება (ტენდინიტის ჩათვლით), კუნთებისა და სახსრების ტკივილი. ძალიან იშვიათად: მყესის გაგლეჯვა (მაგალითად აქილევსის).

ეს გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოვლინდეს მკურნალობის დაწყებიდან 48 საათის განმავლობაში  და შეიძლება გააჩნდეს ორმხრივი ხასიათი.

კუნთების სისუსტე, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს Myasthenia gravis-ით დაავადებულთათვის (კუნთების იშვიათი აუტოიმუნური დაავადება).

ცალკეულ შემთხვევებში: კუნთების დაზიანება (რაბდომიოლიზი).

ღვიძლსა და თირკმელებზე მოქმედება: ხშირად: ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მომატება (მაგალითად, ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარტატამინოტრანსფერაზას).

ხანდახან: ბილირუბინის და კრეატინინის დონის მომატება სისხლის შრატში (ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის დარღვევის ნიშანი).

ძალიან იშვიათად: ღვიძლის მხრივ რეაქციები (მაგალითად: ღვიძლის ანთება), ღვიძლის ფუნქციის გაუარესება, ღვიძლის მწვავე უკმარისობამდე, ასევე ალერგიული რეაქციების შედეგად (ინტერსტიციული ნეფრიტი).

სისხლზე მოქმედება: ხანდახან, სისხლის განსაზღვრული უჯრედების რაოდენობის გაზრდა (ეოზინოფილია), სისხლის თეთრი ბურთულების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია).

იშვიათად: ნეიტროპენია თრომბოციტების ნაკლებობა (თრომბოციტოპენია), სისხლჩაქცევისა და სისხლდენისადმი მიდრეკილების გაზრდა.

ძალიან იშვიათად ორგანიზმში სისხლის განსაზღვრული თეთრი ბურთულების რაოდენობის (აგრანულოციტოზი) ძლიერი შემცირება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სიმპტომები (ორგანიზმის ტემპერატურის მდგრადი ან რეციდიული მომატება, ყელის ანთება და მდგომარეობის მყარი გაუარესება).

ცალკეულ შემთხვევებში: სისხლის წითელი ბურთულების დაშლა (ჰემოლიზური ანემია). სისხლის ყველანაირი უჯრედის რაოდენობის ძლიერი შემცირება (პანციტოპენია).

სხვა გვერდითი მოქმედება: ხანდახან: ზოგადი სისუსტე (ასთენია).

ძალიან იშვიათად: ციებ-ცხელება, ალერგიული რეაქციები ფილტვების მხრივ (ალერგიული პნევმონიტი), ან მცირე კალიბრის სისხლძარღვების მხრივ (ვასკულიტი).

ნებისმიერმა ანტიბიოტიკოთერაპიამ შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის ნორმალური მიკროფლორის (ბაქტერიები და სოკოები) შეცვლა, რის გამოც შეიძლება ადგილი ჰქონდეს ბაქტერიების და სოკოების გამრავლების გაძლიერებას, რომლებიც მდგრადნი არიან მიღებული ანტიბიოტიკისადმი, (მეორადი ინფექცია), რომელმაც იშვიათ შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დამატებითი მკურნალობა.

უკუჩვენებები:

– მომატებული მგრძნობელობა ლევოფლოქსაცინის ან სხვა ქინოლონების მიმართ;

– ეპილეფსიით შეპყრობილი ავადმყოფები;

– ქინოლონებით მკურნალობის შედეგად მყესების დაზიანების შემთხვევაში;

– ბავშვები და მოზარდები ზრდის სტადიაში;

– ორსულობა;

– ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია:

არასაკმარისი კლინიკური კვლევებისა და ზრდის პერიოდში ქინოლონების სახსართა ხრტილებზე შესაძლო დამაზიანებელი მოქმედების გამო, ტავანიკი არ უნდა გამოიყენონ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ტავანიკის გამოყენება არ შეიძლება ბავშვებში, მზარდ ორგანიზმში სახსრების ხრტილოვანი დაზიანების შესაძლებლობის გამო.

♦ ხანდაზმულებში მკურნალობისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხანდაზმულ პაციენტებს დაქვეითებული აქვთ თირკმლის ფუნქცია.

♦ პნევმოკოკებით გამოწვეული ფილტვების ძალიან მძიმე ანთების დროს ტავანიკით მკურნალობამ შეიძლება არ გამოიწვიოს სასურველი თერაპიული ეფექტი. ჰოსპიტალური ინფექციების თანდართვისას, გამოწვეული განსაზღვრული გამომწვევებით (P.aeruginosa) შეიძლება საჭირო გახდეს კომბინირებული თერაპიის ჩტარება.

ინფუზიის ხანგრძლივობა:

აუცილებლად საჭიროა ინფუზიის ხანგრძლივობის რეკომენდებული წესის დაცვა. პრეპარატ ტავანიკისათვის (100 მლ საინფუზიო ხსნარი) ი/ვ ინფუზიის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 60 წთ-ს.

♦ გამოყენების პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ინფუზიის დროს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს გულის რითმის გახშირებას და არტერიული წნევის ტრანზიტორულ დაქვეითებას. იშვიათად არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა შეიძლება სისხლძარღვოვანი კოლაფსის მიზეზი გახდეს. თუ ლევოფლოქსაცინის (ოფლოქსაცინის L-იზომერი) გადასხმისას შეიმჩნევა არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, გადასხმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

♦ ტავანიკით მკურნალობისას შეიძლება განვითარდეს კრუნჩხვითი შეტევები იმ პირებში, რომლებსაც ადრე აღენიშნებოდათ ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, დაქვეითებული კრუნჩხვით ზღურბლით; ასევე ქალა-ტვინის ტრავმის, ინსულტის შემთხვევები. კრუნჩხვის განვითარების რისკი შეიძლება გაიზარდოს ფენბუთენის (და მისი მსგავსი ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების), ან თეოფილინის ერთდროულმა გამოყენებამ.

♦ მიუხედავად იმისა, რომ ტავანიკის გამოყენებისას ფოტოსენსიბილიზაციის ეფექტი აღინიშნება ძალიან იშვიათადა, სიფრთხილის მიზნით ავადმყოფები უნდა მოერიდონ მზეზე ყოფნას და ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებას (სოლარიუმი).

♦ ფსევდომემბრანულ კოლიტზე ეჭვის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ მოიხსნას პრეპარატი და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა. ასეთ შემთხვევებში არ შეიძლება ნაწლავების მოტორიკის დამთრგუნველი საშუალებების გამოყენება.

♦ ტავანიკის გამოყენებისას იშვიათად აღინიშნება ტენდინიტი (უპირატესად აქილევსის მყესის ანთება), რომელმაც შეიძლება მყესის გაგლეჯვა გამოიწვიოს. ხანდაზმული ავადმყოფები უფრო მიდრეკილნი არიან ტენდინიტისადმი. კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა (კორტიზონული პრეპარატები) ამაღლებს მყესის გაგლეჯვის რისკს. ტენდინიტით დაავადების შემთხვევაში პრეპარატ ტავანიკით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და დაიწყოს შესაბამისი მკურნალობა, მაგალითად უზრუნველყოთ სიმშვიდე.

♦ ავადმყოფებს გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას უკმარისობით (თანდაყოლილი მემკვიდრული დაავადება), შესაძლებელია რეაქცია ჰქონდეთ ქინოლონებზე ჰემოლიზის განვითარებით, ამასთან დაკავშირებით ასეთი ავადმყოფების მკურნალობა უნდა განხორციელედს დიდი სიფრთხილით.

♦ პრეპარატ ტავანიკის ისეთმა გვერდითმა მოვლენებმა, როგორიცაა თავბრუსხვევა, შებოჭილობა, მოთენთილობა, მხედველობის დარღვევა შეიძლება დააქვეითონ რეაქციის სიჩქარე და ყურადღების კონცენტრაცია. ამას შეიძლება მოჰყვეს განსაზღვრული რისკი ისეთ სიტუაციებში, როდესაც ამ რეაქციებს გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა (მაგალითად, ავტომანქანის ტარებისას, მანქანებისა და მექანიზმების მომსახურების დროს, მუშაობის შესრულებისას არაფხიზელ მდგომარეობაში, განსაკუთრებით თუ ეს ეხება პრეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღებას).

ჭარბი დოზირება:

უმნიშვნელოვანესი სიმპტომები (ნიშნები) პრეპარატ ტავანიკის დოზის შეცდომით გადაჭარბებისას ვლინდება ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ (ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დარღვევა და კრუნჩხვითი შეტევები). გარდა ამისა შესაძლებელია აღინიშნოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლილობანი (მაგალითად, გულისრევა) და ლორწოვანი გარსების დაზიანება.

მკურნალობა უნდა მიმდინარეობდეს არსებული სიმპტომების შესაბამისად. ლევოფლოქსაცინი არ გამოიყოფა დიალიზის საშუალებით. სპეციფიკური ანტიდოტი (უკუმოქმედი ნივთიერება) არ არსებობს.

ტავანიკ 250 მგ-ის ერთი ტაბლეტის ზედმეტად მიღება არ იწვევს მავნე ზემოქმედებას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– არსებობს მონაცემები კრუნჩხვების გამოხატული შემცირების შესახებ ქინოლონებისა და იმ ნივთიერებათა ერთდროული მიღებისას, რომლებიც, თავის მხრივ, ამცირებენ კრუნჩხვების ცერებრულ ზღურბლს. თანაბარი ზომით ეს ეხება ქინოლონებისა და ფენბუფენისა და მის მსგავსი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებათა (რევმატიული დაავადებების სამკურნალო საშუალებები) ერთდროულ გამოყენებასაც.

– პრეპარატ ტავანიკის მოქმედება თვალსაჩინოდ სუსტდება მისი და სუკრალფატის (კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი საშუალება) ერთდროული მიღებისას. იგივეს აქვს ადგილი მაგნიუმის ან ალუმინის შემცველ ანტაციდებთან (გულძმარვისა და გასტრალგიების სამკურნალო პრეპატები), ასევე რკინის მარილებთან (სისხლნაკლებლობის მკურნალობისას) მისი გამოყენებისას. ტავანიკი მიიღება არანაკლებ 2 საათის ინტერვალით ამ პრეპარატების მიღებიდან.

– ლევოფლოქსაცინის გამოყოფა მცირდება ციმეტიდინისა და პრობენიციდის მოქმედებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ურთიერთქმედებას არა აქვს არავითარი კლინიკური მნიშვნელობა, მაგრამ მაინც, ციმეტიდინისა და პრობენიციდის ტიპის სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც აბლოკირებენ გამოყოფის განსაზღვრულ ტიპს (მილაკოვან სეკრეციას) ერთად გამოყენებისას, ლევოფლოქსაცინით მკურნალობა სიფრთხილით უნდა წარმოებდეს. ეს, უპირველეს ყოვლისა, ეხება თირკმელების დარღვეული ფუნქციების მქონე პაციენტებს.

ლევოფლოქსაცინი უმნიშვნელოდ ზრდის ციკლოსპორინის გამოყოფის პერიოდს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

საინფუზიო ხსნარი ოთახის სინათლეზე ინახება არა უმეტეს 3 დღისა.

Don`t copy text!