Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 456

ტადენანი ® – TADENAN ® – ТАДЕНАН ®

დაჯგუფებული დასახელება : აფრიკული ქლიავის ქერქის ექსტრაქტი

წამლის ფორმა : კაფსულები

შემადგენლობა:

აქტიური ნივთიერება:

აფრიკული ქლიავის ქერქის ექსტრაქტი – 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

არაქისის ზეთი – 150 მგ

კაფსულის გარსი : ჟელატინი – 89 მგ , გლიცეროლი – 38 მგ , ტიტანის დიოქსიდი – 3.6 მგ , ნატრიუმის სპილენძი – ქლოროფილინი – 0.005 მგ .

აღწერილობა:

ოვალური ფორმის რბილი ჟელატინის კაფსულები №4 ზომის , რომლებიც შედგება ორი გრძივი ნახევარისაგან , რომელთაგან თითოეული გაუმჭვირვალე თეთრი / ღია – მწვანე ფერისაა . კაფსულების შიგთავსი ყავისფერ ზეთოვან სითხეს წარმოადგენს .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მცენარეული წარმოშობის სამკურნალო საშუალება.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ტადენანი ამცირებს წინამდებარე ჯირკვლის უჯრედების პროლიფერაციას . იგი ახდენს ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებას . მოქმედება განისაზღვრება ბ-FGF

(ფიბრობლასტების ზრდის ძირითადი ფაქტორი ) სტიმულირებულ ფიბრობლასტებზე ანტიპროლიფერაციული ზემოქმედებით. პრეპარატი აღმოფხვრავს და ამცირებს შარდვის ფუნქციურ დარღვევებს – დიზურიას , ნიქტურიას , პოლაკიურიას წინამდებარე ჯირკვლის დაავედებების დროს . ამცირებს ანთებით რეაქციას წინამდებარე ჯირკვლის ქსოვილებში და ხელს უწყობს მისი სეკრეციული აქტივობის გაძლიერებას ; ოპერაციული ჩარევის შემდეგ ამცირებს რეზიდუალური ქსოვილის რაოდენობას .

გამოყენების ჩვენებები:

შარდის გამომყოფი სისტემის ზომიერი ფუნქციური დარღვევების ( ხშირი შარდვა დღისით და ღამით, სუსტი ნაკადის , წყვეტილი შარდვა, შარდის ბუშტის არასრულად დაცლის შეგრძნება, ძალდატანებითი შარდვის მოთხოვნილება ) მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს . ადენომექტომიისა და პროსტატექტომიის შემდგომი მდგომარეობა.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ .

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ეს სამკურნალო საშუალება ქალებისთვის განკუთვნილი არ არის.

გამოყენების წესი და დოზები:

მიიღება შიგნით. 1 კაფსულა (50 მგ ) დღეში ორჯერ დილას და საღამოს ან 2 კაფსულა ერთჯერადად , სასურველია ჭამის წინ . სადღეღამისო დოზა 100 მგ – ს შეადგენს.

მკურნალობის კურსი ჩვეულებრივ 6 კვირას შეადგენს, და მისი გაზრდა 8 კვირამდე შეიძლება. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მკურნალობის განმეორებითი კურსის დანიშვნა.

გვერდითი ეფექტები:

იშვიათ შემთხვევებში – დარღვევები კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ღებინება, გულისრევა, უმადობა , ყაბზობა , დიარეა ; ალერგიული რეაქციები.

(ჭინჭრის ციება).

ძალიან იშვიათ შემთხვევებში – გინეკომასტია და ტკივილი ტესტიკულებში .

განსაკუთრებული მითითებები:

იმის გამო , რომ პრეპარატი შეიცავს არაქისის ზეთს , არსებობს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციების რისკი .

წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს აუცილებელია წინამდებარე ჯირკვლის რეგულარული კონტროლი , პერიოდული თითით რექტალური გამოკვლევის ჩათვლით , რათა გამოირიცხოს პროსტატის კიბო .

თერაპია “ტადენანით” არ გამორიცხავს ქირურგიულ ჩარევას , თუ იგი აუცილებელია .

გამოშვების ფორმა:

კაფსულები 50 მგ .

10 კაფსულა პვქ / ალ ბლისტერში . 1, 2 ან 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

30 კაფსულა პვქ / ალ ბლისტერში . 1 ან 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

შენახვის პირობები:

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი .

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება .

გაცემის პირობები

რეცეპტით .

მწარმოებელი:

ლაბორატორიები ფურნიე ს . ა . ( საფრანგეთი)

ტაბექსი – TABEX – ТАБЕКС

საერთაშორისო დასახელება:

CYTISINE

მწარმოებელი: SOPHARMA, ბულგარეთი

მოქმედი ნივთიერება: ციტიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ნიკოტინისადმი დამოკიდებულების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.

1 ტაბ.

ციტიზინი ………………..    1.5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

რძის შაქარი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, ოპადრაი II.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ალკალოიდ ციტიზინს ახასიათებს M-ქოლინოლიზური მოქმედება. იგი ააქტიურებს სუნთქვის ცენტრს. იწვევს ადრენალინის გამოყოფას და არტერიული წნევის მატებას, ციტიზინის მოქმედების მექანიზმი და ეფექტი ჰგავს ნიკოტინისას, რაც იძლევა მოწევისთვის თანდათანობით თავის დანებების საშუალებას და ამასთანავე ხელს უშლის აბსტინენციის განვითარებას.

ჩვენებები:

  • სიგარეტის მოწევის თავის დანებება;
  • ქრონიკული ნიკოტინიზმი.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბექსი მიიღება პერორალურად შემდეგი სქემის მიხედვით:

• პირველი სამი დღის განმავლობაში თითო ტაბლეტი 6-ჯერ დღეში (ყოველ 2 საათში), მოწეული სიგარეტების რაოდენობის შემცირების პარალელურად. არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში, მკურნალობა წყდება. მკურნალობის განახლება შეიძლება 2-3 თვის შემდეგ, კარგი ეფექტის შემთხვევაში მკურნალობა გრძელდება შემდეგი სქემით:

• მე-4-დან მე-12 დღის ჩათვლით თითო ტაბლეტი ყოველ 2,5 საათში (5 ტაბლეტი დღეში);

• მე-13-დან მე-16 დღის ჩათვლით თითო ტაბლეტი ყოველ 3 საათში (4 ტაბლეტი დღეში);

• მე-17-დან მე-20 დღის ჩათვლით თითო ტაბლეტი ყოველ 5 ასაათში (3 ტაბლეტი დღეში);

• 21-დან 25 დღის ჩათვლით 1-2 ტაბლეტი დღეში.

მოწევის შეწყვეტა ხდება მკურნალობის დაწყებიდან მე-5 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

ტაბექსი კარგი ამტანობით ხასიათდება.

ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენებია: გემოვნების და მადის ცვლილება, პირის სიმშრალე, თავის ტკივილი, თავბრუ, კანკალი, უძილობა, ძილიანობა, მომატებული გაღიზიანებადობა, კუნთების მკერდის და მუცლის ტკივილი, გულისრევა, ყაბზობა, ფაღარათი, ტაქიკარდია (გულისცემის სიხშირის მომატება), არტერიული წნევის უმნიშვნელო მომატება, ქოშინი, წონაში კლება, ოფლიანობა. გვერდითი მოვლენების უმრავლესობა თავად ლაგდება მკურნალობის პროცესში.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის სამკურნალო ან დამხმარე ნივთიერებების მიმართ;

* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;

* გულის რიტმის მძიმე დარღვევა;

* ახლო წარსულში გადატანილი ცერებროვასკულური ინციდენტი;

* მძიმე ათეროსკლეროზი.

შედარებითი უკუჩვენება:

* შიზოფრენიის მძიმე ფორმა;

* თირკმელზედა ჯირკვლის ქრომაფინული სიმსივნე;

* გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსი.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ ტაბექსის გამოყენება და ერთდროულად მოწევა აძლიერებს ნიკოტინის არასურველ ეფექტებს (ნიკოტინური ინტოქსიკაცია).

ტაბექსი ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს გააჩნია სურვილი (სერიოზული გადაწყვეტილება) დაანებოს თავი მოწევას.

◄ არ არსებობს საკმარისი კლინიკური მონაცემები ტაბექსის სტენოკარდიის, გულის უკმარისობის, თავის ტვინის სისხლძარღვოვანი დაავადებების მაღალი არტერიული წნევის, მაობლიტირებელი ენდარტერიტის, ჰიპერთირეოდიზმის, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის დაავადებების დიაბეტის, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში გამოყენების შემთხვევაში. ამ პაციენტებში ტაბექსის გამოყენება ხდება მკურნალი ექიმის მიერ მდგომარეობის ზედმიწევნით შეფასების შემდეგ.

◄ 18 წლამდე ასაკის და 65 წლის ასაკის ზევით პირებში ტაბექსი გამოიყენება სიფრთხილით, ექიმის მიერ სარგებელის და რისკის თანაფარდობის შეფასების შემდეგ.

◄ ტაბექსი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე, აგრეთვე იმ სამუშაოების შესრულებაზე, რომლებიც მოითხოვს ყურადღების მაღალ კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

ჭარბი დოზირების შემთხვევაში ვლინდება ნიკოტინური ინტოქსიკაცია: გულისრევა, ღებინება, თვალის გუგების გაფართოება, საერთო სისუსტე, გულისცემის სიხშირის მომატება, კლონური კრუნჩხვა, სუნთქვის ცენტრის დამბლა.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა, წყალ-მარილოვანი ხსნარების და გლუკოზის ინტრავენური ინფუზია, კრუნჩხვის საწინააღმდეგო და სხვა სიმპტომატური საშუალებები. აუცილებელია სუნთქვის, არტერიული წნევის და პულსის მონიტორინგი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის რეკომენდებული ტაბექსის გამოყენება ტუბერკულოზის სამკურნალო საშუალებებთან.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ და სინათლისგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სუქსამეთონიუმის ქლორიდი – SUXAMETHONIUM CHLORIDE – СУКСАМЕТОНИЯ ХЛОРИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

სუქსამეთონიუმი იწვევს ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკირებას. მისი მოქმედებით მიორელაქსაცია ვითარდება თანმიმდევრობით: ხელის, თვალის, ქვემო კიდურების, კისრის, ზურგის კუნთების მოდუნება. პრეპარატი სწრაფად იშლება სისხლში ფერმენტ ფსევდოქოლინესთერაზას მეშვეობით, რის გამოც მის მიერ გამოწვეული მიორელაქსაციური ეფექტი ხანმოკლეა. პრეპარატი არ გაივლის ჰემატოენცეფალურ ბარიერს. მისი მოქმედება ინტრავენურად შეყვანისას 54-60 წმ-ში ვლინდება, ხოლო კუნთებში ინექციის დროს 2-4 წთ-ში და გრძელდება 10 წთ-ის განმავლობაში.

ფარმაკოკინეტიკა

ინტრავენური შეყვანისას პრეპარატი სწრაფად ვრცელდება პლაზმასა და ექსტრაცელულურ სითხეში. იგი განიცდის ჰიდროლიზს ქარვის მჟავასა და ქოლინის წარმოქმნით. პრეპარატის ნახევარდაშლის პერიოდი შეადგენს 90 წამს. იგი ელიმინირდება თირკმელების საშუალებით.

ჩვენებები

  • ქირურგიული ჩარევისას სპონტანური სუნთქვის დასათრგუნად და მიორელაქსაციისათვის;
  • ელექტროიმპულსური თერაპიისას კრუნჩხვების თავიდან აცილების მიზნით;
  • ტეტანუსის დროს;
  • სტრიქინინით მოწამვლის შემთხვევაში;

დოზირების რეჟიმი

პრეპარატის დოზა დგინდება ინდივიდუალურად.

ინტრავენური შეყვანისას რეკომენდებულია 100 მკგ/კგ-დან 1.5 მგ/კგ-მდე.

კუნთებში პრეპარატის კეთდება მხოლოდ ბავშვებში 2-4 მგ/კგ დოზით. ჭარბი დოზირებისას ადგილი აქვს სუნთქვის ხანმოკლე შეჩერებას.

გვერდითი მოვლენები

მიოკარდიუმის გამტარებლობის და აგზნებადობის დარღვევა, კარდიოგენული შოკი, ღვიძლის დაზიანება, თვალშიდა წნევის მომატება, კუნთების ტკივილი განსაკუთრებით გულმკერდის და მუცლის არეში, ჰიპერკალიემია.

უკუჩვენებები

* ღვიძლის მწვავე უკმარისობა;

* მიასთენია;

* მწვავე გლაუკომა;

* თვალის ტრავმა;

* ანემია;

* დამწვრობა;

* ფსევდოქოლინესთერაზას დეფიციტი;

* ავთვისებიანი ჰიპერთერმია ანამნეზში;

* ჰიპერკალიემია;

* მომატებული მგრძნობელობა სუქსამეთონიუმის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები

♦ სუქსამეთონიუმი გამოიყენება სტაციონარის პირობებში;

♦ თირკმელების უკმარისობის დროს გამოიყენება ერთჯერადად და საშუალო დოზით;

♦ პრეპარატი არ გამოიყენება თანდაყოლილი და დისტროფიული მიოტონიის შემთხვევაში;

♦ პრეპარატის მოქმედების გახანგრძლივებას საფუძვლად უდევს პლაზმური ფსევდოქოლინესთერეზას აქტივობის შემცირება, რომელსაც ადგილი აქვს შემდეგი პათოლოგიების დროს: ტეტანუსი, ტუბერკულოზი, მძიმე ინფექციები, ავთვისებიანი სიმსივნე, ღვიძლის და თირკმლების უკმარისობა, მიქსედემა, ანემია, კოლაგენური დაავადებები.

♦ სუქსამეთონიუმი არ შეჰყავთ სისხლის პრეპარატებთან ერთად.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

– ფსევდოქოლინესთერაზას ინჰიბიტორებთან (ტრიმეტაფანი, ნეოსტიგმინი, ციკლოფოსფამიდი, ქლორპრომაზინი, კეტამინი, მორფინი და მისი ანტაგონისტები) ერთად გამოყენებისას სუქსამეთონიუმის მოქმედება ხანგრძლივდება.

– დიფენჰიდრამინს, პრომეთაზინს, ესტროგენებს, ოქსიტოცინს და ჰორმონულ კონტრაცეპტივებს ასევე შეუძლით ფსევდოქოლინესთერაზის ინჰიბირება.

– შემდეგი პრეპარატები ახანგრძლივებენ სუქსამეთონიუმის ნერვ-კუნთოვან მაბლოკირებელ მოქმედებას ფსევდოქოლინესთერაზას აქტივობის ინჰიბირების გარეშე: მაგნიუმის მარილები, ქინაქინი, ლითიუმის კარბონატი, ამინოგლიკოზიდები, ქინიდინი, პროკაინამიდი, ლიდოკაინი, ვერაპამილი, ბეტა-ბლოკატორები, ჰალოტანი, იზოფლურანი, დიეთილის ეთერი და მეტოქსიფლურანი.

სუტენტი – SUTENT – СУТЕНТ

საერთაშორისო დასახელება:

SUNITINIB MALEATIS

მწარმოებელი: PFAIZER

მოქმედი ნივთიერება: სუნიტინიბ მალეატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი;  პროტეინთიროზინკინაზის ინჰიბიტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: შეფუთვაში 30 ც.

1 კაფს.

სუნიტინიბ მალეატი ……………  125 მგ

1 კაფს.

სუნიტინიბ მალეატი ……………  25 მგ

1 კაფს.

სუნიტინიბ მალეატი …………….  50 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება, პროტეინთიროკინაზის ინჰიბიტორი. უნარი აქვს ერთდროულად ინჰიბირება მოახდინოს სხვადასხვა თიროზინკინაზის რეცეპტორებისა, რომლებიც მონაწილეობენ სიმსივნის ზრდის პროცესებში, პათოლოგიურ ანგიოგენეზში და მეტასტაზების წარმოქმნაში.

ავლენს ინჰიბირების უნარს მრავალი კინაზის მიმართ; წარმოადგენს მძლავრ ინჰიბიტორს: ზრდის თრომბოციტარული ფაქტორის რეცეპტორების (PDGFRα და PDGFRβ), სისხლძარღვოვანი ენდოთელის ზრდის ფაქტორის რეცეპტორების (VEGRF1, VEGRF2 და VEGRF3), ღეროვანი უჯრედების ფაქტორების რეცეპტორების (KIT), Fms – მსგავსი თიროზინკინაზა – 3 (FLT) რეცეპტორების, ნეიროტროფიკული გლიალური ფაქტორის რეცეპტორების (RET).

სუნიტინიბი აინჰიბირებდა სხვადასხვა თიროზინკინაზას რეცეპტორებს (PDGFRα, VEGRF2 და KIT), ფოსფორილირებას  სიმსივნის ქსენოგრაფტებში, გამოხატული სამიზნე თიროზინკინაზას რეცეპტორებში in vivo და აჩვენა სიმსივნის ზრდის დათრგუნვა ან მისი რეგრესია და/ან მეტასტაზების დათრგუნვა სხვადასხვა სიმსივნის ექსპერიმენტულ მოდელებში. რომელიც გამოიხატა სამიზნე თიროკინაზის რეცეპტორების დერეგულირებაში (PDGFR,RET ან KIT)   in vitro და PDGFRβ და VEGRF2–დამოკიდებული ანგიოგენეზში in vivo.

ფარმაკოკინეტიკა:

შეწოვა:

შიგნით მიღებისას სუნიტინიბი კარგად შეიწოვება კუჭ–ნაწლავის ტრაქტიდან. Cmax შეადგენს 6–12 საათს. საკვები არ ახდენს გავლენას.

განაწილება და მეტაბოლიზმი:

პლაზმის ცილებთან სუნიტინიბის და მისი მატაბოლიტების დაკავშირება შეადგენს 95% და 90% შესაბამისად, კონცენტრაციისაგან დამოუკიდებლად 100–4000ნგ/მლ საზღვრებში.

Vd შეადგენს 2230ლ, რაც აჩვენებს ქსოვილებში განაწილებას.

სუნიტინიბის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება იზოფერმენტებით CYP3A4 რის შედეგადაც წარმოიქმნება ძირითდი აქტიური მეტაბოლიტი. აქტიური მეტაბოლიტის წილი შეადგენს AUC–ს მნიშვნელობის 23–37% .

Css სუნიტინიბის და მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის აღწევს 10–14 დღეს. მე–14 დღისთვის სუნიტინიბის და მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის ჯამური კონცენტრაცია შეადგენს 62.9–101 ნგ/მლ.

მრავალჯერადი ყოველდღიური მიღება ან დოზირების სხვადასხვა რეჟიმის განმეორებითი ციკლები რაიმე ცვლილებებს სუნიტინიბისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაში არ იწვევს.

გამოყოფა:

სუნიტინიბი გამოიყოფა განავალთან ერთად – 61%. თირკმელების მიერ შეუცვლელი სახით და მისი მეტაბოლიტი – 16%.საერთო კლირენსი შიგნით მიღებისას აღწევს 34–62 ლ/სთ.

T1/2 სუნიტინიბის და მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის შეადგენს 40–60სთ და 80–110 სთ შესაბამისად.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ შემთხვევებში:

ასაკი, წონა, რასა, სქესი, კრეატინინის კლირენსი და მისი ECOG შკალით შეფასება არ ახდენს კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას პრეპარატისა და მისი აქტიური მეტაბოლიტის ფარმაკოკინეტიკაზე.

ჩვენებები:

  • გასტროინტესტინალური სტრომალური სიმსივნე, როცა იმატინიბით თერაპიით არ არის ეფექტი მის მიმართ რეზისტენტობის ან აუტანლობის გამო;
  • გავრცელებული და/ან მეტასტაზირებული თირკმლისუჯრედოვანი კიბო პაციენტებში, რომელთაც სპეციფიკური მკურნალობის კურსი არ აქვთ ჩატარებული;
  • გავრცელებული და/ან მეტასტაზირებული თირკმლისუჯრედოვანი კიბო, როცა ციტოკინებით მკურნალობისას ეფექტი არ არის.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი მიიღება შიგნით კვებისგან დამოუკიდებლად.

რეკომედებული დოზა შეადგენს 50მგ/დღ. 4 კვირის მანძილზე, შემდგომი 2 კვირიანი შესვენებებით (რეჟიმი 4/2). აქედან გამომდინარე თერაპიის სრული ციკლი შეადგენს 6 კვირას.

თუ პეპარატის მიღება გამოტოვებილი იქნა, არ არის საჭირო გამოტოვებული დოზის მიღება. პრეპარატის ჩვეულებრივი დოზა მიღებული უნდა იყოს შემდეგ დღეს

ინდივიდუალური ამტანობის მიხედვით სუტენტის დოზა შიძლება შემცირდეს ან გაიზარდოს 12.5მგ–ით. დღეღამური დოზა არ უნდა იყოს 87.5 მგ–ზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 25მგ.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, როცა ასტ და/ან ალტ მომატებულია თუნდაც ძირითდი დაავადების გამო 5–ჯერ ნაკლებად, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, როცა შრატის კრეატინინი მომატებულია 2–ჯერ ნაკლებად, დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ხანდაზმულებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.

გვერდითი მოქმედება:

შედარებით მნიშვნელოვანი გვერდითი რეაქციები დაკავშირებული სუტენტის მიღებასთნ: ფილტვის ემბოლია (1%), თრომოციტოპენია (1%), სიმსივნიდან სისხლდენა (0.9%), ფებრილური ნეიტროპენია (0.4%) და არტერიალური ჰიპერტენზია (0.4%).

პაციენტებში თირკმლის უჯრედოვანი კარცინომის დროს 2% შემთხვევაში აღინიშნებოდა ვენოზური თრომბოემბოლიები: ფილტვის თრომბოემბოლია (IV ხარისხის) – 2 პაციენტს და ღრმა ვენების თრომბოზი (III ხარისხის) – 2 პაციენტს.

გასტროინტესტინალური სტრომალური სიმსივნისას, სუნიტინიბის მიღებისას, ვენოზური თრომბოემბოლიები აღენიშნა 7 პაციენტს (3%).  7–დან 5 აღენიშნა ღრმა ვენების თრომბოზი III ხარისხის, 2 პაციენტს – I ან  II ხარისხის.

შედარებით ხშირ გვერდით რეაქციას წარმოადგენდა დაღლილობა, კუჭ–ნაწლავის მოშლილობა (მათ შორის დიარეა, გულისრევა, სტომატიტი, დისპეფსია, ღებინება, გემოვნების დარღვევა, ანორექსია), კანის შეფერილობის შეცვლა.

პაციენტებში დიდი სიმსივნით, დაღლილობა, არტერიალური ჰიპერტენზია და ნეიტროპენია III ხარისხის, ლიპაზის დონის მომატება IV ხარისხამდე იყო ყველაზე გავრცელებული გვერდითი რეაქცია დაკავშირებული პრეპარტით მკურნალობასთან.

დიდი სიმსივნის სუნიტინიბით მკურნალობისას გვერდითი მოვლენები აღინიშნა კლინიკურ გამოკვლევებში პაციენტთა 5%. ქვემოთ მოყვანილია მონაცემები სისტემატიზირებული ორგანოთა სისტემების, სიხშირის და სიმძიმის ხარისხის  მიხედვით.  ყოველი ჯგუფის შიგნით გვერდითი რეაქციები დალაგებულია სიხშირისა და სიმძიმის ხარისხის კლების მიხედვით: ძალიან ხშირად (≥1/10), ხშირად (≥1/1000 –დან

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: ძალიან ხშირად – არტერიული წნევის მომატება; ხშირად – მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შემცირება, ვენოზური თრომბოემბოლიები (ფილტვის თრომბოემბოლია, ღრმა ვენების თრომბოზი); ზოგჯერ – გულის უკმარისობა, გულის შეგუბებითი უკმარისობა, მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევა; იშვიათად – QT ინტერვალის გახანგრძლივება, წინაგულების ციმციმი და თრთოლვა „პირუეტის“ ტიპის.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – გემოვნების გაუკუღმართება, დიარეა, ღებინება, გულისრევა, სტომატიტი, მუკოზიტი, დისპეფსია, მუცელში ტკივილი,; ხშირად – ანორექსია, ყაბზობა, ენის ნევრალგია, მეტეორიზმი, პირის სიმშრალე და ტკივილი, გასტროეზოფაგალური რეფლუქსი; ზოგჯერ – პანკრეატიტი, იშვიათად – კუჭ–ნაწლავის პერფორაცია.

ცნს–ის მხრივ: ძალიან ხშირად – თავის ტკივილი; ხშირად – თავბრუსხვევა, პარესთეზია, უძილობა ან მომატებული ძილიანობა, დეპრესია.

სასუნთქი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ცხვირიდან სისხლისდენა; ხშირად – ქოშინი, საყლაპავ– ხორხის ტკივილი.

შარდ–გამომყოფი სისტემის მხრივ: ხშირად – ქრომატურია (შარდის ფერის შეცვლა).

ძვალ – სახსართა სისტემის მხრივ: ხშირად–კიდურებში ტკივილი, ართრალგია, მიალგია.

ენდოკრინული სისტემის მხრივ: ხშრად– ჰიპოთირეოზი, თირეოტროპული ჰორმონის მომატება.

სისხლწარმომქმნელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – ანემია, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია, ხშირად – ლეიკოპენია.

დერმატოლოგიური რეაქციები: ძალიან ხშირად – კანის ფერის ცვლილება, ერითროდიზესთეზია, გამონაყარი (ერითემატოზული. ლაქოვანი, პაპულოზური, გენერალიზებული, ფსორიაზისმაგვარი), ბებერები, ხშირად – თმის ფერის შეცვლა, კანის სიმშრალე, ერითემა, ალოპეცია, კანის გაუხეშება,  კანის ქავილი, ექსფოლიატიური დერმატიტი.

სხვა: ძალიან ხშირად – ასთენია, მომატებული დაღლილობა; ხშირად – ლიპაზის დონის მომატება სისხლში, ცრემლდენა, წონის შემცირება, გრიპი, ცხელება, შემცივნება, პერიფერიული შეშუპებები, პერიორბიტალური შეშუპება, გაუწყლოვნება, ჰიპოთირეოზი, სისხლის შრატში კრეატინ ფოსფოკინაზის და ამილაზის მომატება; ზოგჯერ – სიმსვნიდან სისხლდენა, გრიპისმაგვარი სინდრომი. პაციენტებში მეტასტაზებით თავის ტვინში ან შექცევადი ლეიკოენცეფალოპათიის სინდრომით აღინიშნა კრუნჩხვის შემთხვევები.

უკუჩვენებები:

ორსულობა;

ლაქტაცია;

ბავშვთა ასაკი (პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის დადგენილი);

პრეპარატისა და მისი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა;

სიფრთხილით:  პაციენტებში QTინტერვალის გახანგრძლივებით ანამნეზში. პაციენტები, რომლებიც ღებულობენ ანტიარითმულ პრეპარატებს ან პაციენტებში გულის დაავადებებით: ბრადიკარდია ან ელექტროლიტური ბალანსის დარღვევა, ასევე ღვიძლისა და თირკმლის ნაკლოვანება.

სიფრთხილეა საჭირი და დოზის შემცირება თუ სუნიტინიბთან ერთად მიიღება CYP3A4 იზოფერმენტის ძლიერი ინჰიბიტორი, რომელსაც შეუძლია სისხლის პლაზმაში გაზარდოს სუნიტინიბის კონცენტრაცია.

ჭარბი დოზირება:

მკურნალობა: სიმპტომატურია; აუცილებლობისას საჭიროა ღებინების გამოწვევა და კუჭის ამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატები, რომლებიც ზრდიან სუნიტინიბის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში:

სუნიტინიბის მალეატის ერთჯერადი დოზის მიღებისას CYP3A4 ინჰიბიტორთან – კეტოკონაზოლთან შესაძლებელია სუნიტინიბისა და მისი ძირითადი აქტიური მეტაბოლიტის Cmax და AUC გაზრდა ჯანმრთელ მოხალისეებში შესბამისად 49%–ით და 51%–ით შესაბამისად.

სუტენტისა და CYP3A4–ის სხვა ინჰიბიტორების (მათ შორის, რიტონავირი, იტრაკონაზოლი, ერითრომიცინი, კლარითრომიცინი ან გრეიფრუტის წვენი) ერთდროული მიღებისას  შესაძლებელია სუნიტინიბის კონცენტრაციის მომატება.

უნდა მოერიდოთ სუტენტისა და CYP3A4–ის ინჰიბიტორების ერთდროული მიღებას ან არჩეული უნდა იქნას ალტერნატიული პრეპარატი მინიმალური CYP3A4–ის ინჰიბირების უნარით. თუ ეს შეუძლებელია სუტენტის დოზა უნდა შემცირდეს.

პრეპარატები, რომლებიც ამცირებენ სისხლის პლაზმაში სუნიტინიბის კონცენტრაციას:

სუნიტინიბის ერთჯერადი დოზისა და CYP3A4–ის ინდუქტორის, რიფამპინის ერთდროული მიღბისას ქვეითდება  Cmax და AUC ჯანმრთელ მოხალისეებში 23% და 46%–ით შესაბამისად.

სუტენტისა და CYP3A4–ის სხვა ინდუქტორების (მათ შორის, დექსამეტაზონი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, რიფამპიცინი, ფენობარბიტალი ან კრაზანა) შესაძლებელია სუნიტინიბის კონცენტრაციის შემცირება.

უნდა მოერიდოთ სუტენტისა და CYP3A4–ის ინდუქტორების ერთდროულ მიღებას ან არჩეული უნდა იქნას ალტერნატიული პრეპარატი მინიმალური CYP3A4–ის ინდუქციის უნარით. თუ ეს შეუძლებელია სუტენტის დოზა უნდა გაიზარდოს.

სუსტანონი – SUSTANON – СУСТАНОН

საერთაშორისო დასახელება:

TESTOSTERONE, MIXTURE OF ESTHERS

მწარმოებელი: ORGANON

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანდროგენი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ზეთოვანი საინექციო ხსნარი: ამპულაში 1 მლ, შეფუთვაში 1 ც.

ტესტოსტერონის პროპიონატი ……………    30 მგ

ტესტოსტერონის ფენილპროპიონატი ……   60 მგ

ტესტოსტერონის იზოკაპროატი …………     60 მგ

ტესტოსტეონის დეკანოატი………………..   100 მგ

 

ვრცლად ნებიდო (მიღების წესი, დოზირება განსხვავებული)

სუსტაკი – SUSTAC – СУСТАК

საერთაშორისო დასახელება:

NITROGLYCERIN

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: ნიტროგლიცერინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ვაზოდილატატორული საშუალება – ნიტრატი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუსტაკი მიტე

ტაბლეტები შენელებული გამოთავისუფლებით: შეფუთვაში 25 ც.

1 ტაბ.

ნიტროგლიცერინი ………….      2.6 მგ

სუსტაკი ფორტე

ტაბლეტები შენელებული გამოთავისუფლებით:

შეფუთვაში 25 ც.

1 ტაბ.

ნიტროგლიცერინი ………..    6.4 მგ

 

ვრცლად ნიტრომინტი(დოზირება, მიღების წესი განსხვავებული)

სურგამი – SURGAM – СУРГАМ

საერთაშორისო დასახელება:

TIAPROFENIC ACID

მწარმოებელი: HOECHST MARION ROUSSEL

მოქმედი ნივთიერება: ტიაპროფენის მჟავა

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ც.

1 ტაბ.

ტიაპროფენის მჟავა ………….   300 მგ

 

ვრცლად ტიაპროფენის მჟავა

სუპრიმა-ბრონქო – SUPRIMA-BRONCHO – СУПРИМА-БРОНХО

მწარმოებელი: SHREYA LIFE SCIENCES, ინდოეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 100 მლ

1 მლ

Adchatoda vasika (ადხატოდა ვასიკა) …………….60 მგ
Glycyrrhiza glabra ( ძირტკბილა) …………………4 მგ
Curcuma longa (გრძელი ქურქუმა) ……………….2 მგ
Ocimum sanctum (რეჰანი) ……………………….2 მგ
Zingiber officinale (კოჭა) ………………………….2 მგ
Solanum xantocarpum (ძაღლყურძენა) ………….1 მგ
Piper longum (წიწაკა გრძელი) ……………………1 მგ
Elettaria Cardamomum (ილი) …………………..1 მგ

სიროფის ფუძე შეიცავს აგრეთვე მენთოლს კარამელის გემოთი – 0.5 მგ/1 მლ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მასში შემავალი კომპონენტებით. იგი ხასიათდება ბრონქოლიზური, მუკოლიზური, ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.

ჩვენებები:

  • პრეპარატს იყენებენ სიმპტომური მკურნალობის სახით ხველებით მიმდინარე სასუნთქი გზების ანთებითი დაავადებების დროს: ფარინგიტი, ლარინგიტი, ტრაქეიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ყივანახველას საწყისი სტადია;
  • სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების დროს: “მწეველთა ბრონქიტი”, “ლექტორთა ლარინგიტი”.

მიღების წესი და დოზირება:

3-5 წლის ასაკის ბავშვებში პერორალურად ინიშნება 1/2 ჩაის კოვზი (2.5 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში.

6-14 წლის ასაკის ბავშვებში – 1/2-1 ჩაის კოვზი (2.5-5 მლ) სიროფი 3-ჯერ დღეში.

მოზრდილებში და 14 წლის ასაკის ზევით ბავშვებში – 1-2 ჩაის კოვზი (5-10 მლ) 3-ჯერ დღეში

მკურნალობის კურსი შეადგენს 2-3 კვირას.

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

უკუჩვენებები:

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის სასარგებლო შედეგი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე შესაძლო მოქმედების პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატთან ერთად ჩვენების მიხედვით შესაძლებელია ანტიმიკრობული საშუალებების გამოყენება.

შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილმა პაციენტებმა საჭიროა გაითვალისწინონ, რომ სუპრიმა-ბრონქოს 45 მლ (1 ჩაის კოვზი) სიროფი შეიცავს 1.5 გ შაქარს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე. ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სუპრასტინი® – SUPRASTIN® – СУПРАСТИН®

საერთაშორისო დასახელება:

CHLOROPYRAMINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შუფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი …………  25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

სტეარინის მჟავას, ჟელატინის, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატს, ტალკს, კარტოფილის სახამებელს, ლაქტოზის მონოჰიდრატს.

საინექციო ხსნარი: ბლისტერზე 5 ამპ.

1 მლ

ქლორპირამინის ჰიდროქლორიდი …………   20 მგ

დამხმარე ნივთიერება: საინექციო წყალი.

ხსნარი კუნთებში ინექციისათვის. მწვავე, მძიმე შემთხვევებში შეიძლება ვენაში შეყვანა.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სუპრასტინი წარმოადგენს ეთილენდიამინის წარმოებულ ანტიჰისტამინურ (H1-რეცეპტორების ბლოკატორი) პრეპარატს. იგი ხელს უშლის ალერგიული პროცესების განვითარებას და ამსუბუქებს მათ მიმდინარეობას.

ანტიალერგიული ეფექტის გარდა პრეპარატი ხასიათდება გამოხატული სედატიური, საძილე და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედებით. ახასიათებს აგრეთვე პერიფერიული ანტიქოლინერგული აქტივობა, ზომიერად გამოხატული სპაზმოლიზური თვისებები.

პერორალურად მიღებისას იგი სწრაფად და კარგად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. მაქსიმალურ კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში აღწევს მიღებიდან პირველი 2 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის სამკურნალო ეფექტი გრძელდება 4-6 სთ.

პრეპარატი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ელიმინირდება თირკმელებისა და ნაწლავების საშუალებით.

ფარმაკოკინეტიკა:

შიგნით მიღებისას სუპრასტინი სწრაფად აბოსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება მიღებიდან 2 სთ-ის განმავლობაში. თერაპიული კონცენტრაციის შენარჩუნებით 4-6 სთ. პრეპარატი კარგად ნაწილდება ორგანიზმში ცნს-ის ჩათვლით. იგი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში და ელიმინირდება თირკმელების და ნაწლავების მეშვეობით.

ჩვენებები:

  • ალერგიული დაავადებები, მაგალითად: სეზონური ალერგიული რინიტი, კონინუქტივიტი, ჭინჭრის ციება, დერმოგრაფიზმი, კონტაქტური დერმატიტი, საკვებისმიერი და წამლისმიერი ალერგია, ალერგია მწერის ნაკბენზე, კანის ქავილი;
  • სისტემური ანაფილაქსიური რეაქციისა და ანგიონევროზული შეშუპების ადიუვანტური თერაპია;
  • პრეპარატის დანიშვნის დროს საჭიროა მისი სედატიური გვერდითი ეფექტის გათვალისწინება.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

ტაბლეტები მიიღება საკვებთან ერთად,  დაუღეჭავად წყლის საკმარის რაოდენობასთან ერთად.

რეკომენდებული დოზებია:

მოზრდილებში: ჩვეულებრივი დოზა 75-100 მგ (ერთი ტაბლეტი დღეში 3-4-ჯერ).

ბავშვებში: 1-12 თვის ასაკის: 2-3 X 1/4 ტაბლეტი;

1-6 წლის ასაკის: 3X1/4 ან 2 X 1/2 ტაბლეტი;

6-14 წლის ასაკის: 2-3X1/2 ტაბლეტი.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები: ხანდაზმულებისა და დასუსტებული ავადმყოფებისათვის სუპრასტინის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ ექიმის სპეციალური დანიშნულებით. არ შეიძლება პრეპარატის მიღების თვითნებურად შეწყვეტა, რადგან ეს შეიძლება გახდეს დაავადების რეციდივის მიზეზი.

სუპრასტინის გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად არ შეიძლება ორმაგი დოზის მიღება ჭარბი დოზირების რისკის გამო.

ხსნარი

მოზრდილებში: რეკომენდებული დღიური დოზაა 1-2 ამპულა კუნთებში.

ბავშვებში: რეკომენდებული საწყისი დოზა: 1-12 თვის ასაკში – 1/4 ამპულა კუნთში.

1-6 წლის ასაკში – 1/2 ამპულა კუნთებში.

დოზის მომატება შეიძლება სიფრთხილით პაციენტის რეაქციისა და გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით. თუმცა, დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 მგ/კგ სხეულის წონაზე.

ანაფილაქსიური შოკის ან მწვავე მძიმე ალერგიული რეაქციის დროს რეკომენდებულია მკურნალობის დაწყება ფრთხილი, ნელი ინექციით ვენაში, შემდეგ კი _ ინექციების გაგრძელება კუნთებში ან პრეპარატის პერორალური მიღება.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:

ხანდაზმული და დასუსტებული ავადმყოფები: სუპრასტინის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს, რადგან ამ პაციენტებში ანტიჰისტამინური პრეპარატები ხშირად იწვევს გვერდით ეფექტებს (თავბრუსხვევა, ძილიანობა, არტერიული წნევის დაქვეითება).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა: შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება პრეპარატის აქტიური კომპონენტის მეტაბოლიზმის დაქვეითების გამო ღვიძლის დაავადების დროს.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა: შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის მიღების რეჟიმის შეცვლა და დოზის შემცირება იმის გამო, რომ აქტიური კომპონენტი ძირითადად თირკმელებით გამოიყოფა.

გვერდითი მოვლენები:

სუპრასტინის გამოყენების დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: სედატიური ეფექტი, დაღლილობა, თავბრუსხვევა, ატაქსია ნერვული აგზნება, ტრემორი, კრუნჩხვები, თავის ტკივილი, ეიფორია, ენცეფალოპათია, მხედველობის სიმახვილის დარღვევა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, არითმია.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ეპიგასტრიუმში არასასიამოვნო შეგრძნებები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, ფაღარათი, მადის დაკარგვა ან მომატება, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში.

კანი და შემაერთებელი ქსოვილი: სინათლის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

სისხლმბადი სისტემის მხრივ: იშვიათად ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, სისხლის სისტემის სხვა დარღვევები.

სხვა: დიზურია, შარდის შეკავება, მიოპათია, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომის შეტევა, ფოტოსენსიბილიზაცია.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების მიმართ;

* ასთმის მწვავე შეტევა;

* არ გამოიყენება დღენაკლულ და დროულ ახალშობილებში;

* ორსულებსა და მეძუძურ დედებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეკლინიკური გამოკვლევები

პრეკლინიკური გამოკვლევების მონაცემები არ არსებობს.

გამოკვლევები ადამიანებში

არ არის ჩატარებული ორსულ ქალებში ადექვატური, სათანადო და კონტროლირებადი კვლევები პრეპარატის გამოყენების შესახებ. თუმცა, აღწერილია შემაერთებელი ქსოვილის განვითარება იმ ახალშობილების თვალის ბროლის უკან, რომელთა დედებიც იღებდნენ ანტიჰისტამინურ პრეპარატებს ორსულობის ბოლო ორი კვირის მანძილზე.

შესაბამისად, სუპრასტინის მიღება ორსულობის დროს, განსაკუთრებით პირველი ტრიმესტრისა და ბოლო თვის განმავლობაში, შესაძლებელია მხოლოდ რისკისა და სასარგებლო ეფექტის საგულდაგულო ანალიზის შემდეგ.

ძუძუთი კვების დროს სუპრასტინის გამოყენების ადექვატური, კარგად კონტროლირებადი კვლევების მონაცემთა უქონლობის გამო, მისი დანიშვნა არ შეიძლება მეძუძური დედებისათვის.

განსაკუთრებული მითითებები:

სუპრასტინის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს.

♦ ანტიქოლინერგული და სედატიური ეფექტების არსებობის გამო სუპრასტინის დანიშვნა ხანდაზმულ პაციენტებში, ასევე ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიების, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, შარდის შეკავების, წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის დროს საჭიროებს სიფრთხილეს.

♦ სუპრასტინს, ოტოტოქსიკურ პრეპარატებთან კომბინაციაში, შეუძლია შენიღბოს ოტოტოქსიკურობის ადრეული ნიშნები.

♦ ანტიჰისტამინური პრეპარატების ხანგრძლივმა გამოყენებამ იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს სისხლწარმოქმნის დარღვევა (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია). პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას დაუდგენელი წარმოშობის ცხელების, ლარინგიტის, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულების, სიყვითლის, სიფერმკრთალის, სისხლჩაქცევის, უჩვეულო ან ძნელად შესაჩერებელი სისხლდენების განვითარებისას საჭიროა სისხლის ფორმიანი ელემენტების განსაზღვრა და სისხლწარმოქმნის დარღვევის გამოვლენისას პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

სუპრასტინის გამოყენება საკვებთან და სასმელთან მიმართებაში:

♦ ალკოჰოლს შეუძლია გააძლიეროს ანტიჰისტამინური პრეპარატების სედატიური ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რის გამოც სუპრასტინით მკურნალობის კურსის განმავლობაში საჭიროა ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან თავის შეკავება.

ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვა:

პრეპარატს განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყიში, შეუძლია გამოიწვიოს ძილიანობა, ფსიქომოტორული ფუნქციების დარღვევა, ამიტომ საწყის პერიოდში, რომლის ხანგრძლიობა ისაზღვრება ინდივიდუალურად,  აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და იმ სამუშაოს შესრულება, რომელიც დაკავშირებულია უბედური შემთხვევების მომატებულ რისკთან. ამის შემდეგ შეზღუდვის დონე ან ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის აკრძალვა ექიმმა უნდა განსაზღვროს ყველა პაციენტისთვის ინდივიდუალურად.

ჭარბი დოზირება:

ანტიჰისტამინური პრეპარატების წინასწარგანზრახულმა ან შემთხვევითმა გადაჭარბებულმა დოზირებამ, განსაკუთრებით ახალშობილებსა ან ბავშვებში, შეიძლება გამოიწვიოს პაციენტის სიკვდილი.

სუპრასტინის გადაჭარბებული დოზირების შემთხვევაში ვითარდება ატროპინით მოწამვლის მსგავსი სიმპტომები და ნიშნები: ჰალუცინაციები, ატაქსია, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, ათეტოზი, კრუნჩხვები მცირე ასაკის ბავშვებში ჭარბობს აგზნება. ზოგჯერ ვლინდება პირის სიმშრალე, ფიქსირებული გადიდებული გუგები, სახის სიწითლე, სინუსური ტაქიკარდია, შარდის შეკავება, ცხელება. მოზრდილებს ცხელება და სახის სიწითლე აღენიშნებათ არამუდმივად, ხოლო აგზნების პერიოდს მოსდევს კრუნჩხვები და კრუნჩხვის შემდგომი დეპრესია. საბოლოოდ, ვითარდება კომა და კარდიორესპირატორული უკმარისობა, რამაც შეიძლება მიგვიყვანოს პაციენტის სიკვდილამდე 2-18 საათის განმავლობაში.

რეკომენდებულია გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვითი მაჩვენებლების მონიტორება, ასევე, სიმპტომური თერაპია.

სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– მაო-ს ინჰიბიტორები აძლიერებენ და ახანგრძლივებენ სუპრასტინის ანტიქოლერგულ ეფექტებს.

– საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა სუპრასტინის სხვა სედატიურ საშუალებებთან, ტრანკვილიზატორებთან, სედატიურ ანალგეტიკებთან, ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ატროპინთან, მუსკარინერგულ პარასიმპათოლიზურ პრეპარატებთან ერთდროული მიღების დროს. სუპრასტინს  და ნებისმიერს ამ პრეპარატთაგანს შეუძლიათ ერთმანეთის ეფექტის გაძლიერება.

– ალკოჰოლი აძლიერებს სუპრასტინის დამთრგუნველ ეფექტს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, რის გამოც ამ პრეპარატის მიღების დროს საჭიროა ალკოჰოლური სასმელებისაგან თავის შეკავება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბაშვებისათვის მიუწვდომელ  ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე

აფთიქიდან გაცემის პირობები:

ინექციები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

ტაბლეტები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

სუპლაზინი – SUPLAZYNE – СУПЛАЗИН

ნატრიუმის ჰიალურონატის სტერილური ხსნარი

სინოვიალური სითხის ჩამნაცვლებელი

ჰიალურონის მჟავა (ჰმ) წარმოადგენს სინოვიალური სითხის შემადგენელ ნაწილს ნორმაში და ასრულებს გადამწყვეტ როლს სახსრის ფიზიოლოგიური ფუნქციონირებისათვის.

მწარმოებელი: Bioniche Teo., Co. Galwai, Ireland.

შემადგენლობა: ჰიალურონის მჟავის მაღალვისკოზური მოლეკულური ფრაქციის წყალხსნარი.

თითოეული ფლაკონი/// (შპრიცი) შეიცავს:

ჰიალურონის მჟავის ნატრიუმის მარილს  …………….  20 მგ.

სხვა შემადგენელ ნაწილს   2 მლ.

თვისებები:

ჰიალურონის მჟავა წარმოადგენს ფართო სპექტრის საქარიდული ბიოპოლიმერების პროტოტიპს (გლუკოზამინგლიკანების ან მუკოპოლისაქარიდების), რომლებიც წარმოადგენენ ექსტრაცელულარული სტრუქტურების მნიშვნელოვან კომპონენტებს  მათ შორის სასახსრე ჩანთისა და სინოვიალური სითხისა.

სუპლაზინის აქტიური სუბსტანცია ჰიალურონის მჟავის სპეციფიური ფრაქციაა მოლეკულური ჯაჭვის  გარკვეული  სიგრძით და ხასიათდება სისუფთავის მაღალი ხარისხით. სუპლაზინი მაღალელასტიური თვისებებით სინოვიალური სითხის  მსგავსია. მისი სინოვიალურ სივრცეში შეყვანა აწესრიგებს სახსრის ფუნქციას პარაცენტეზის შემდგომ.

ჩვენებები:

  • იხმარება როგორც სინოვიალური სითხის შემცვლელი პარაცენტეზის შემდგომ.

სინოვიალური სითხის რეოლოგიური თვისებების შეცვლის გზით სუპლაზინი ახდენს დადებით ზემოქმედებას ოსტეოართრიტის დროს, კერძოდ ხელს უწყობს ტკივილის სიმპტომის გაქრობას და აუმჯობესებს სახსრის ფიზიკურ ფუნქციონირებას.

უკუჩვენებები:

სუპლაზინი არ ინიშნება მოქმედი ნივთიერებისადმი ალერგიული განწყობის შემთხვევაში. სხვა უკუჩვენებები დღეისათვის ცნობილი არ არის.

დოზირება და დანიშნულება:

სახსრის ზომის მიხედვით სუპლაზინი ინტრაარტიკულარულად შეჰყავთ 2 მილილიტრამდე რაოდენობით. შეყვანის რეკომენდირებული რეჟიმი: კვირაში 1 ინექცია- 3 კვირის განმავლობაში, თუმცა ქრონიკულ შემთხვევებში დასაშვებია  6 ინექციამდეც.

სუპლაზინი ინტრაარტიკულარულად შეჰყავთ დაზიანებულ სახსარში ასეპტიკურ პირობებში. დასაშვებია სხვადასხვა სახსრის ერთდროული მკურნალობა. შპრიც-ფლაკონში დარჩენილი სითხე უნდა გადავაქციოთ.

გვერდითი მოქმედებები:

ინტრაარტიკულარული შეყვანის შემდგომ შესაძლებელია წარმოიშვას ხანმოკლე, გარდამავალი ტკივილი,  აგრეთვე სუსტად გამოხატული ადგილობრივი რეაქცია  წვის შეგრძნების, შეწითლების სახით.

უმეტეს  პაციენტებში აღნიშნული სიმპტომები რამდენიმე დღის განმავლობაში ქრებიან.

იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა წარმოიშვას უფრო გამოხატული ადგილობრივი რეაქციები ან მოიმატოს ტემპერატურამაც, რაც დაკავშირებულია მოქმედი ნივთიერების მიმართ ალერგიულ განწყობასთან. გვერდითი რეაქციების გამოვლინებისას საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა.

გაფრთხილება: შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა:
2 მილილიტრიანი ფლაკონები, ასევე 1,3-5 მილილიტრიანი ფლაკონები და 2  მილილიტრიანი შპრიცები.

შენახვის პირობები:
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე (15-300C).

Don`t copy text!