Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 456

სულფასალაზინი (აქტიური ნივთიერება) – SULFASALAZINE – СУЛЬФАСАЛАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სამკურნალო საშუალება, სულფაპირიდინის და სალიცილის მჟავას აზონაერთი, გამოირჩევა ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. კლინიკური ეფექტის განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება სულფასალაზინის უნარს დაგროვდეს შემაერთებელ ქსოვილებში (მათ შორის ნაწლავის შემაერთებელ ქსოვილშიც) და თანდათან გამოათავისუფლოს 5-ამინოსალიცილის მჟავა და სულფაპირიდინი.

ჩვენებები

  • არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი.

დოზირების რეჟიმი

შიგნით მისაღებად ზრდასრულებში ჭამის შემდეგ ენიშნებათ: პირველ დღეს 500 მგ დღეში 4-ჯერ; მე-2 დღეს 1გ დღეში 4-ჯერ; მე-3 და მომდევნო დღები 1.5-2 გ დღეში 4-ჯერ; მწვავე კლინიკურ გამოვლინებათა ჩაქრობის შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელი დოზის მიღებაზე - 500 მგ დღეში 3-4-ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში.

ბავშვებში 5-7 წლის ასაკში - 250-500 მგ დღეღამეში 3-6-ჯერ;

უფროსი ასაკის (7 წლის ზევით) ბავშვებში - 500 მგ დღეღამეში 3-6-ჯერ.

გვერდითი მოვლენები

მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუ, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, წამლისმიერი ცხელება); იშვიათად - აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა სულფანილამიდებისა და სალიცილის მჟავას მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი აუცილებელია.

სულფასალაზინი – SULFASALAZINE – СУЛЬФАСАЛАЗИН

საერთაშორისო დასახელება:

SULFASALAZINE

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: სულფასალაზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ნაწლავური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

სულფასალაზინი ...............      500 მგ

 

ვრცლად სულფასალაზინი

სულფანილამიდი (აქტიური ნივთიერება) – SULFANILAMIDE – СУЛЬФАНИЛАМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

სულფანილამიდი (სტრეპტოციდი) წარმოადგენს სულფანილამიდების ჯგუფის ერთ-ერთ პირველ ქიმიოთერაპიულ საშუალებას. იგი ავლენს ფართო სპექტრის ანტიმიკრობულ მოქმედებას. პრეპარატი აქტიურია განსაკუთრებით პათოგენური კოკების, ნაწლავის ჩხირის, შიგელას, ქოლერის ვიბრიონის, კლოსტრიდიების, ციმბირი წყლულის, დიფტერიის კატარალური პნევმონიის, ინფლუენციის, შავი ჭირის, ქლამიდიების, აქტინომიცეტებისა და ტოქსოპლაზმოზის გამომწვევების მიმართ. იგი მოქმედებს ბაქტერიოსტატულად და ახასიათებს ხანმოკლე ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პარა-ამინობენზოის მჟავასთან კონკურენტული ანტაგონიზმითა და ფერმენტ დიჰიდროპტეროატსინთეტაზის კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს დიჰიდროფოლის, ხოლო შემდგომში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას სინთეზის დარღვევას და ამის შედეგად ნუკლეინის მჟავების სინთეზის მოშლას. მას ახასიათებს ბაქტერიოსტატული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. სტრეპტოციდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ (4 სთ ფარგლებში იგი მანიფესტირდება ზურგის ტვინის ლიქვორში). სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის დაქვეითება 50%-ით აღინიშნება 8 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის დაახლოებით 95% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

  • სტრეპტოციდი პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით ინიშნება ჭრილობით გამოწვეული ინფექციების (ჭრილობები, წყლულები, ნაწოლები), დამწვრობების, წითელი ქარის, ენტეროკოლიტების, პიელიტების, ცისტიტების, ანგინისა და სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

სტრეპტოციდი მიიღება პერორალურად:

მოზრდილებში იგი ინიშნება 0.5-1.0 გ-ის ოდენობით 5-6-ჯერ დღეში (სადღეღამისო დოზა - 3-6 გ);

- 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში - 0.3 გ;

- 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში - 0.3-0.5 გ.

- მოზრდილებში მაქსიმალური დოზა შეადგენს - ერთჯერადად - 2 გ; სადღეღამისო - 7 გ.

სტრეპტოციდის უწვრილეს სტერილიზებულ ფხვნილს ჩააყრიან ღრმა ჭრილობების დროს ჭრილობის სიღრმეში (5-15 გ), ერთდროულად პაციენტს უნიშნავენ სულფანილამიდს ან სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებას როგორც პერორალურად, ასევე პარენტერალურად.

გვერდითი მოვლენები

ხანდახან შესაძლებელია აღინიშნოს ღებინება, ფაღარათი, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები. პრეპარატის მაღალი დოზით ან ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ტაქიკარდია, პარესთეზიები, დერმატიტები, ფაღარათი, ქოლესტაზი, კვანძოვანი პერიარტერიტი.

შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნება (კრისტალურია, ჰემატურია, თირკმლისმიერი შოკი ანურიით). ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს მხედველობის დაქვეითებას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, პერიფერიულ ნევრიტებს, ჰიპოთირეოდიზმს, ატაქსიას.

უკუჩვენებები

* სისხლმბადი სისტემის დაავადებები, ნეფრიტი, ბაზედოვის დაავადება, მწვავე ჰეპატიტი, ორსულობის I და II ტრიმესტრი, ლაქტაცია, სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას აუცილებელია პერიოდულად სისხლის ანალიზის, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი.

♦  სტრეპტოციდის არასაკმარისი დოზით დანიშვნა ან მისი მიღების რეკომენდებულ ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოსალოდნელია მიკროორგანიზმების მდგრადობის მომატება სულფანილამიდების მიმართ.

♦  თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

♦  მკურნალობის პერიოდში აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

♦  მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ნიშნების გამოვლენისთანავე პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება

შესაძლებელია ზემოაღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა 2% ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით და გააქტივებული ნახშირის სუსპენზიით, ასევე სხვა ენტეროსორბენტებით. სასურველია ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარის დიდი რაოდენობით მიღება, აგრეთვე ფორსირებული დიურეზი და ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

- სტრეპტოციდის პარა-ამინოსალიცილის მჟავასა და ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება სულფანილამიდების მოქმედება;

- სალიცილატებთან - ტოქსიურობა და აქტივობა;

- მეტოტრექსატსა და დიფენინთან - ტოქსიურობა;

- ლევომიცეტინთან - იზრდება აგრანულოციტოზის განვითარების რისკი;

- არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან - ძლიერდება ანტიკოაგულანტების ეფექტი;

- სტრეპტოციდისა და პარა-ამინობენზოის მჟავას ეთერების შემცველი პრეპარატების (ნოვოკაინი, ანესთეზინი, დიკაინი), ერთდროული გამოყენებისას ინაქტივირდება სულფანილამიდის ანტიბაქტერიული ეფექტი.

სულფადიმეტოქსინი-დარნიცა – SULFADIMETHOXINUM-DARNITSA – СУЛЬФАДИМЕТОКСИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

SULFADIMETHOXINE

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: სულფიდიმეტოქსინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, სულფანილამიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

სულფიდიმეტოქსინი ............    0.5 გ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიმიკრობული ბაქტერიოსტატიკური მოქმედების, გახანგრძლივებული მოქმედების სულფანილამიდი.

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პარაამინობენზოის მჟავასთან კონკურენტული ანტაგონიზმით, დიჰიდროპტეპოატსინთეტაზის დათრგუნვით, ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავის სინთეზის დარღვევით, რომელიც აუცილებელია პურინებისა და პირიმიდინების სინთეზით. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:

Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის Streptococcus pneumoniae, ფრიდლენდერის ჩხირები Escherichia coli, Shigella spp., Chlamydia trachomatis.

ჩვენებები:

ინფექციურ–ანთებითი დაავადებები, მგრძნობიარე მიკროფლორით გამოწვეული: ტონზილიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ჰაიმორიტი, ოტიტი, დიზენტერია, სანაღვლე და შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებები, წითელი ქარი, ჭრილობის ინფექცია, ტრახომა.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, 1–ჯერ დღეში , პირველ დღეს 1–2 გ, შემდეგ – 0.5– 1გ/დღ. ბავშვებში პირველ დღეს – 25მგ/დღ, შემდეგ – 12.5 მგ.კგ დღ.

მკურნალობის კურსი – 7–10 დღე.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ძვლის ტვინის სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დათრგუნვა, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, გლუკოზო–6– ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, პორფირია, აზოტემია, ორსულობა.

გვერდითი მოქმედება:

თავის ტკივილი, დისპეფსია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, გულსრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები, ქოლესტატური ჰეპატიტი.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს საჭიროა ტუტოვანი სითხის ჭარბად მიღება, სისხლისა და შარდის კონტროლი. არ წარმოადგენს პირველი რიგის არჩევით პრეპარატს.

ურთიერთქმედება:

აქვეითებს ბაქტერიციდული ანტიბიოტიკების აქტიობას, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ გაყოფად მიკროორგანიზმებზე (მათ შორის, პენიცილინები, ცეფალოსპორინები). პროკაინი, ბენზიკაინი და ტეტრაკაინი აქვეითებენ ანტიბაქტერიულ აქტიობას. პარაამინობენზოის მჟავა და ბარბიტურატები აძლიერებენ ანტიმიკრობულ მოქმედებას. სალიცილატები ამაღლებენ აქტიობას და ტოქსიურობას. მეტოტრექსატი და ფენიტიონი ზრდიან სულფადიმეტოქსინის ტოქსიურობას. პარაამინობენზოის მჟავა, თიოაცეტაზონი, ქლორამფენიკოლი აძლიერებენ სისხლზე ტოქსიურ ზემოქმედებას (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი). აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების, ფენიტოინის, ჰიპოგლიკემიური სულფანილამიდების მოქმედებას; პირაზოლინის წარმოებულები, ინდომეტაცინი და სალიცილატები ზრდიან პრეპარატის თავისუფალ ფრაქციას სისხლში.

აქვეითებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას. აძლიერებს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმს. მიელოტოქსიკური საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის ჰემატოტოქსიურობას.

სულპერაზონი – SULPERAZON – СУЛПЕРАЗОН

საერთაშორისო დასახელება:

CEFOPERAZONE; SULBACTAM

მწარმოებელი: PFAIZR, თურქეთი

მოქმედი ნივთიერება: ცეფოპერაზონი+სულბაქტამი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბიოტიკი, ცეფალოსპორინის და ბეტალაქტამაზას ინჰიბიტორის კომბინირებული პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში 2 გ,

1 ფლ.

ცეფოპერაზონი .............   1 გ

სულბაქტამი ..................   1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სულბაქტამ/ცეფოპერაზონის ანტიბაქტერიულ კომპონენტს წარმოადგენს ცეფოპერაზონი-მესამე თაობის ცეფალოსპორინი, მურეინის ბიოსინთეზის დათრგუნვით მოქმედებს მიკროორგანიზმებზე ბაქტერიოციდულად მათ გამრავლების პერიოდში.

სულბაქტამს არ ახასიათებს გამოხატული ანტიბაქტერიულ მოქმედება (Neissericeae-ს და Acinetobacter-ს გარდა). იგი წარმოადგენს მიკროორგანიზმების მიერ პროდუცირებული უმრავლესი ბეტა-ლაქტამაზების შეუქცევად ინჰიბიტორს.

სულბაქტამის უნარი ხელი შეუშალოს პენიცილინების და ცეფალოსპორინების დაშლას დადასტურდა კვლევებით რეზისტენტული შტამების გამოყენებით. სულბაქტამი სინერგიულად მოქმედებს პენიცილინებთან და ცეფალოსპორინებთან კომბინირებისას. სულბაქტამი

უერთდება პენიცილინების შემაკავშირებელ ცილებს ამიტომ, სულბაქტამი/ცეფოპერაზონის კომბინაცია უფრო მეტი ეფექტურობით ხასიათდება მგრძნობიარე შტამების მიმართ, ვიდრე ცალკე აღებული ცეფოპერაზონი. აღნიშნული კომბინაცია მოქმედებს ცეფოპერაზონის მიმართ მგრძნობიარე ყველა შტამის მიმართ. პრეპარატი სენერგიულად მოქმედებს შემდეგ მიკროორგანიზმებზე:  Haemophilus influenzae, Bacteroidesspecies, Staphylococcus species, Acinetobacter calcoaceticus, Enterobacter aerogenes, Escherichia coli, Proteus mirabilis, Klebsiella pneumoniae, Morganella morganii, Citrobacter freundii, Enterobacter cloacae, Citrobacter diversus

სულპერაზონი in vitro აქტიურია შემდეგი გრამდადებითი მიკროორგანიზმების მიმართ: Staphylococcus aureus (პენიცილანაზას მაპროდუცირებელი და არამაპროდუცირებელი) Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae, Streptococcus pyogenes (A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი) Streptococcus agalactiae (B ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი) ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკების უმრავლესობა Streptococcus faecalis ბევრი სახეობა.

გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ: Escherichia coli, Klebsiella species, Enterobacter species, Citrobacter species, Haemophilus influenzae, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Morganella morganii, Providencia rettgeri, Providencia species, Serratia species ( S. marcescens ჩათვლით), Salmonella და Shigella species, Pseudomonas aeruginosa და ზოპგიერთი სხვა Pseudomonas სახეობები, Acinetobacter calcoaceticus, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitides, Bordetella pertussis, და Yersinia enterocolitica.

ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ: გრამუარყოფითი ჩხირები( Bacteroides-ის და Fusobacterium-ის სახეობები );  გრამ-დადებითი და გრამ-უარყოფითი კოკები ( Peptococcus,Peptostreptococcus და Veillonella სახეობების ჩათვლით)

გრამ-დადებითი ბაცილები ( Clostridium, Eubacterium და Lactobacillus სახეობების ჩათვლით)

ფარმაკოკინეტიკა:

როგორც სულბაქტამი, ასევე ცეფოპერაზონი კარგად ნაწილდება სხვადასხვა ქსოვილებსა და სითხეებში: ნაღვლის ბუშტში, ნაღველში, კანში, აპენდიქსში, ფალოპის მილებში, საკვერცხეებში, საშვილოსნოში.

სულბაქტამ/ცეფოპერაზონის ინტრავენური ინექციიდან 5 წუთში აღინიშნება მათი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლში და შესაბამისად შეადგენს 130.2 და 236.8 მკგ/მლ. სულბაქტამი განაწილების მეტი მოცულობით (Vol=18-27.6ლ) ხასიათდება ვიდრე ცეფოპერაზონი Vol=10.2-11.3 ლ.).

სულბაქტამის და ცეფოპერაზონის ერთად შეყვანა მათ ფარმაკოკინეტიკის არ ცვლის.

სულბაქტამის 84% და ცეფოპერაზონის 25% გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. ცეფოპერაზონის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა ნაღველით. სულბაქტამის ნახევაგამოყოფის პერიოდი 1 საათია, ხოლო ცეფოპერაზონის - 1.7 საათი. პრეპარატის განმეორებითი შეყვანისას მისი ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. მისი ყოველ 8-12 საათში გამოყენება კუმულაციას არ იწვევს. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის შრატში შეყვანილი დოზის პროპორციულია.

ღვიძლის დაავადების შემთხვევაში ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება და იგი ძირითადად შარდთან ერთად გამოიყოფა. ღვიძლის მძიმე დაზიანების დროსაც კი ცეფოპერაზონის თერაპიული კონცენტრაცია იქნება ნაღველში, ნახევარგამოყოფის პერიოდი კი მხოლოდ 2-4-ჯერ იზრდება.

თირკმელების ტერმინალური უკმარისობის დროს სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი ძლიერ მატულობს (6.9 და 9.7 სთ. სხვადასხვა მონაცემებით). ჰემოდიალიზი იწვევდა ნახევარგამოყოფის პერიოდის გამოხატულ ცვლილებას, ისევე როგორც საერთო კლირენსის და სულბაქტამის განაწილების მოცულობას.

შესწავლილი იქნა ღვიძლის და თირკმელების დაავადებით შეპყრობილ ასაკოვან პირებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკა: ჯანმრთელებთან შედარებით აღინიშნა ნახევარგამოყოფის პერიოდის გაზრდა. კლირენსის დაქვეითება და სულბაქტამის და ცეფოპერაზონის განაწილების მოცულობის ზრდა. სულბაქტამის ფარმაკოკინეტიკა კორელაციაში იმყოფება თირკმლების დაზიანების ხარისხთან, ხოლო ცეფოპერაზონის - ღვიძლის დაზიანების ხარისხთან.

ბავშვებში გამოყენება: განსხვავება ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის ფარმაკოკინეტიკის მხრივ არ იქნა დადგენილი.  ბავშვებში სულბაქტამის ნახევარგამოყოფის პერიოდი 0.91-დან 1.42 საათია, ცეფოპერაზონის კი - 1.44-1.8. საათამდე.

ჩვენებები:

  • გამოიყენება შემდეგი ინფექციების დროს;
  • ზემო და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციები;
  • საშარდე სისტემის ინფექციები;
  • პერიტონიტი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი და მუცლის ღრუს ორგანოების სხვა ინფექციები;
  • სეპტიცემია;
  • მენინგიტი;
  • კანის და რბილი ქსოვილების ინფექციები;
  • ძვლების და სახსრების ინფექციები;
  • მცირე მენჯის ღრუს დაავადებები, ენდომეტრიტი, გონორეა და შარდსასქესო ტრაქტის სხვა ინფექციები.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში რეკომენდებულია შემდეგი დღიური დოზები: თანაფარდობა სულბაქტამი/სულბაქტამი ცეფოპერაზონი/ცეფოპერაზონი, დოზა გრამებში 2.0-4.0 1.0-2.0 დღიური დოზა იყოფა თანაბრად და კეთდება ყოველ 12 საათში. მძიმე ინფექციების დროს პრეპარატის დოზა იზრდება 8 გ-მდე თანაფარდობით 1:1 (ცეფოპერაზონი 4 გ), პაციენტებს, რომლებიც ღებულობენ სულბაქტამ/ცეფოპერაზონს შეფარდებით 1:1, შესაძლოა დასჭირდეთ ცეფოპერაზონის დამატებითი დოზა. დოზა უნდა გაიყოს თანაბრად და შეყვანილ იქნას 12 საათში ერთხელ. მაქსიმალუირ დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 4 გ.

თირკმელების დაზიანებისას: კრეატინინის კლირენსის 15-30 მლ/წთ შემთხვევაში რეკომენდებულია არა უმეტესი 1 გ. 12 საათში ერთხელ, ხოლო როდესაც კლირენსი 15 მლ/წთ-ში ნაკლებია - 500 მგ 12 საათში ერთხელ მძიმე ინფექციების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს ცეფოპერაზონის დამატება.

ჰემოდიალიზის დროს ცეფოპერაზონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შრატიდან მცირდება, ამიტომ პრეპარატი დიალიზის შემდგომ უნდა დაინიშნოს.

ბავშვები: თანაფარდობა 1:1 (მგ/კგ/დღ) დოზა (მგ/კგ/დღ) დოზა (მგ/კგ/დღ) დოზა 40-80 20-40 20-40 დოზა იყოფა თანაბრად და კეთდება ყოველ 6-12 საათში. მძიმე რეფრაქტერული ინფექციების შემთხვევაში დოზა 160 მგ/კგ/დღ-მდე იზრდება. დღე-ღამის დოზა 2-4 თანაბარ ნაწილად იყოფა.

ჩვილებში: დაბადებიდან ერთი კვირის თავზე პრეპარატი შეჰყავთ 12 საათში ერთხელ. სულბაქტამის დღიური დოზა 80 მგ/კგ/დღე არ უნდა აჭარბებდეს.

ხსნარის მომზადება: საინფუზიო ხსნარის დამზადებისას ფხვნილი ჯერ იხსნება საინექციო წყალში, შემდეგ განზავდება რინგერ ლაქტატის ხსნარით. განმეორებითი ინფუზიის დროს ფხვნილი იხსნება 5% დექსტროზის გამხსნელში. 0.9% ფიზიოლოგიურ ხსნარში ან საინექციო წყალში და შემდეგ განაზავებენ 20 მლ იმავე გამხსნელში. ინფუზია გრძელდება 15-60 წთ. ინტრავენური ინექციის დროს ფლაკონის შიგთავსი იხსნება ზემოთ მითითებული რეკომენდაციის მიხედვით. ინექცია გრძელდება სულ მცირე 3 წუთის განმავლობაში.

გვერდითი მოვლენები:

პარენტერული ანტიბიოტიკების ძირითად გვერდით მოვლენას წარმოადგენს ინექციის ადგილას ტკივილი, განსაკუთრებით კუნთებში შეყვანისას. ზოგიერთ პაციენტებში პრეპარატის ვენაში შეყვანის შემდეგ აღინიშნება ფლებიტი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: შედარებით ხშირად აღინიშნება გულისრევა, ღებინება და დიარეა.

კანის მხრივ: ძალიან ხშირად აღინიშნება გამონაყარი, ქავილი და კანის სხვა რეაქციები.

სისხლმბადი და ლიმფური სისტემის მხივ: პრეპარატით მკურნალობისას არსებობს მონაცემები ანემიის, თრომბოციტოპენიის, ეოზინოფილიისა და ლეიკოპენიის  განვითარების შესახებ.

აღნიშნული ცვლილებები შექცევადია და ქრება მკურნალობის შეწყვეტისას.

ღვიძლის მხრივ: აღინიშნებოდა ალანინამინოტრანსფერაზას და ასპარაგინამინოტრანსფერაზას აქტივობის მომატება. ამპიცილინის გამოყენებისას შესაძლებელია ასევე აღინიშნოს გვერდითი მოვლენები.

ინფექციურ მონონუკლეოზს გააჩნია ვირუსული წარმოშობა, ამიტომ ამპიცილინის გამოყენება მის სამკურნალოდ არ არის რეკომენდებული. მონონუკლეოზით შეპყრობილ პაციენტებს, რომლებიც იყენებენ ამპიცილინს, უვითარდებათ კანზე გამონაყარი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არ უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სუდოკრემი – SUDOKREM cream – СУДОКРЕМ

მწარმოებელი: Forest Tosara Ltd

შემადგენლობა:

დისტილირებული წყალი, თხევადი პარაფინი, თუთიის ოქსიდი, მყარი პარაფინი, ლანოლინი (ჰიპოალერგიული), მიკროკრისტალური პარაფინი, ბენზილბენზოატი, სინთეტიკური ცვილი, ბენზილის სპირტი, ლინალილაცეტატი, პროპილენგლიკოლი, ბენზილცინამატი, ლავანდის ზეთი, ლიმონმჟავა, ბუტილჰიდროქსიანიზოლი, სორბიტანსეკვიოლეტი.

ფარმაკოლოგიურო მოქმედება:

სუდოკრემი –ეს არის კრემი, რომელიც გამოიყენება საფენით გამოწვეული დერმატიტის სამკურნალოდ. კრემი ბავშვის ნაზ კანს იცავს, აწყნარებს და აღადგენს. სუდოკრემის წყალმიუკარებელი ფუძე წარმოქმნის დამცავ ბარიერს, და იცავს კანს გამაღიზიანებელი ნივთიერებების ზემოქმედებისგან (შარდი, განავალი), გარდა ამისა, სუდოკრემის დამარბილებელი მოქმედება ეხმარება მგრძნობიარე, ანთებად კანს ანიჭებს მას სირბილეს.

სუდოკრემი შეიძლება გამოყენებული იქნას კანის სხვა გაღიზიანების დროსაც, როცა საჭიროა დაწყნარება, დაცვა, აღმდგენი მოქმედება, იგი დამატებით ხასიათდება შემახორცებელი, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით.

სუდოკრემი შეიცავს:

ჰიპოალერგიულ ლანოლინს, რომელიც აძლიერებს დამარბილებელ მოქმედებას;

ცინკის ოქსიდი, რომელიც ხასიათდება შემკვრელი მოქმედებით და ამცირებს ქსოვილებიდან სითხის კარგვას;

ბენზილბენზოატი და ბენზილცინამატი – შედის პერუანული ბალზამის შემადგენლობაში, რომელმაც აღიარება მოიპოვა შემახორცებელი მოქმედების გამო;

ბენზილის სპირტი – ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება; რომელიც ასუსტებს ლოკალიზებულ ტკივილს და გაღიზიანებას.

სუდოკრემის გამოყენება შეიძლება:

  • განაჭრელზე და ნაწოლებისას;
  • მცირე დამწვრობისას;
  • მზით დამწვრობისას.

გამოყენების წესი:

გამოიყენება საფენის ყოველი გამოცვლისას ან საჭიროებისამებრ.

ნებისმიერი ტიპის კანისთვის და ნებისმიერ ასაკში.

შენახვის პირობები;

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვადა: 5 წელი

სუარონი – SUARON – СУАРОН

საერთაშორისო დასახელება:

NIMESULIDE

მწარმოებელი: GMP, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: ნიმესულიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ნიმესულიდი ................   100 მგ

ფხვნილი პერორალურად მისაღები სუსპენზიის მოსამზადებლად: პაკეტებში შეფუთვაში 10 ც.

1 პაკ.

ნიმესულიდი .................   100 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ციკლოოქსიგენაზა-2-ის (ცოგ-2) სელექციური ინჰიბიტორი, პრეპარატს ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება. აღნიშნული მოქმედება განპირობებულია  ცოგ-2-ის ინჰიბირების შედეგად პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვით, რომლებიც განაპირობებენ ანთების თანამდევ შეშუპებასა და ტკივილს. გარდა ამისა, პრეპარატი აფერხებს ხრტილოვანი ქსოვილის დამშლელი ფერმენტების (კოლაგენაზა, სტრომელიზინი, ელასტაზა) სინთეზს, რაც ხელს უწყობს ხრტილოვანი ქსოვილის დაზიანების შეფერხებასა და ხრტილოვანი ქსოვილის სინთეზის პროცესების რეგულირებას.

შიგნით მიღების შემდეგ ნიმესულიდი კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება ამცირებს აბსორბციის სიჩქარეს შეწოვის ხარისხის შეუცვლელად. სისხლის პლაზმაში ნიმესულიდის Cmax მიიღწევა მიღებიდან 1.5-2.5 სთ-ის შემდეგ, ხოლო მისი მოქმედება დაახლოებით 6 სთ გრძელდება.

ნიმესულიდი აქტიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში რამდენიმე მეტაბოლიტის წარმოქმნამდე. მეტაბოლიტების 80% გამოიდევნება შარდის გზით, ხოლო 20% ფეკალურ მასებთან ერთად.

ჩვენებები:

სუარონი ინიშნება:

  • ოსტეოართრიტის, დაჭიმვისა და ღრძობის დროს  განვითარებული ტკივილისა და ანთების სამკურნალოდ;
  • სახსრებისა და კუნთების დაავადებების დროს (მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, მაანკილოზებელი სპონდილიტი, ბაქტერიული ართრიტი, ბურსიტი, ტენდინიტი);
  • კბილის ტკივილისა და დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაცია) დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ნიმესულიდი გამოიყენება მხოლოდ მოზრდილთა ასაკში.

ტაბლეტები:

ჩვეულებრივ ინიშნება 1 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფექტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის გაზრდა - 200 მგ 2-ჯერ დღეში.

ტაბლეტები უნდა მიიღონ მთლიანად, ჭამის შემდეგ საკმარისი რაოდენობით წყალთან ერთად.

სუსპენზიის მომზადებისა და მიღების წესი: სუარონის 1 პაკეტის შიგთავსი უნდა გაიხსნას  1 ჭიქა წყალში. პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.

ჩვეულებრივ ინიშნება 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში. დილას და საღამოს. პაციენტის მდგომარეობისა და მკურნალობის ეფქეტურობის გათვალისწინებით შესაძლებელია დოზის დროებითი გაზრდა - 200 მგ (2 პაკეტი) 2-ჯერ დღეში.

ასაკოვან პაციენტებში დოზის შერჩევა ხდება ექიმის მიერ პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.

გვერდითი მოვლენები:

ჩვეულებრივ სუარონი კარგად გადაიტანება.

თუმცა შესაძლებელია განვითარდეს:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დისკომფორტი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა;

ცნს-ის მხრივ: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა;

დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ერითემა, ჭინჭრის ციება, ქავილი.

იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს შარდვის შემცირება (ოლიგურია,) თანამდევი სითხის შეკავებითა და ქსოვილების ადგილობრივი ან დიფუზური შეშუპებით.

გასათვალისწინებელია, რომ ნიმესულიდმა, სხვა ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებების მსგავსად, შესაძლოა გამოიწვიოს სტივენს-ჯონსონის, ლაიელის სინდრომი, ასევე ანაფილაქსიური რეაქციები.

უკუჩვენებები:

* ნიმესულიდისადმი ან პრეპარატის სხვა კომპონენტებისადმი მაღალი მგრძნობელობა;

* აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასასადმი მაღალი მგრძნობელობა;

* კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში;

* ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციების ზომიერი ან გამოხატული დარღვევები;

* ორსულობა;

* ლაქტაცია (ძუძუთი კვება).

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ნიმესულიდი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში სისხლის შემდედებელი სისტემის დარღვევით და კუჭ-ნაწლავის სისტემის დაავადებებით, ასევე,

♦ პაციენტებში, რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს ან ანტიაგრეგანტებს (თრომბოციტების აგრეგაციის შემაფერხებელ საშუალებებს);

♦ ნიმესულიდი უპირატესად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა, ამიტომ პაციენტებში თირკმლის დარღვეული ფუნქციით, საჭიროა ნიმესულიდის დოზის შემცირება გორგლოვანი ფილტრაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით.

♦ პრეპარატმა შესაძლოა ქსოვილებში სითხის შეკავება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტებში გულის უკმარისობით, ნიმესულიდის დანიშვნა სიფრთხილით უნდა  მოხდეს.

♦ პაციენტებში, რომელთაც ადრე ასას-ის მიღებისას მხედველობის დარღვევა აღენიშნათ, ნიმესულიდით მკურნალობის ფონზე მხედველობის დარღვევისას, საჭიროა პრეპარატის მოხსნა და ოფთალმოლოგიური კვლევის ჩატარება.

♦ სუარონი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციენტებში, განსაკუთრებით მაშინ, როცა გამოხატულია ასაკობრივი სისუსტე.

♦ სიფრთხილის დაცვაა საჭირო ნიმესულიდისა და ანტიკოაგულანტების დიურეზული საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ჰიპოგლიკემიური პრეპარატების, დიგოქსინის, ფენიტოინის, ლითიუმის პრეპარატების, სხვა ასას-ის, ციკლოსპორინის, მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნისას.

ჭარბი დოზირება:

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია სიმპტომური თერაპია (კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სტუგერონი – STUGERON – СТУГЕРОН

საერთაშორისო დასახელება:

CINNARIZINE

მწარმოებელი: JANSSEN PHARMACEUTICA, ბელგია

მოქმედი ნივთიერება: ცინარიზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

კალციუმის ნელი არხების ბლოკატორი, თავის ტვინის და პერიფერიული სისხლმიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: ბლისტერზე 25 ტაბ., შეფუთვაში 2 ბლისტერი.

1 ტაბ.

ცინარიზინი ..............     25 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, საქაროზა, ტალკი, პოლივიდონი (F 50).

კაფსულები: ბლისტერზე 20 კაფს. შეფუთვაში 1 ბლისტერი.

1 კაფს.

ცინარიზინი ................. 75 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზა, სიმინდი სახამბელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი (F 06). პოლივიდონი (F 50).

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სტუგერონი თრგუნავს სისხლძარღვების გლუვი კუნთების (არტერიოლების) ტონუსს კალციუმის არხების ბლოკირების შედეგად. კალციუმის იონების მიმართ ანტაგონიზმის გარდა იგი აქვეითებს ვაზოაქტიური ნივთიერებების - ნორადრანელინის, ადრენალინის და სეროტონინის მოქმედებას რეცეპტორდამოკიდებული კალციუმის არხების ბლოკირების შედეგად.

პრეპარატის მოქმედება სელექტიურია, რასაც თან ახლავს ანტივაზოკონსტრიქციული ეფექტი სისხლის არტერიულ წნევასა და გულის შეკუმშვის სიხშირეზე გამოხატული ზეგავლენის გარეშე. მას ახასიათებს მაღალი ტროპიზმი თავის ტვინის სისხლძარღვების მიმართ.

ცინარიზინს შესწევს უნარი გააუმჯობესოს მიკროცირკულაცია, ერითროციტების მემბრანის ელასტიურობის მომატებისა და სისხლის სიბლანტის დაქვეითების ხარჯზე. რის შედეგადაც იზრდება ჰიპოქსიის მიმართ უჯრედების რეზისტენტობა.

ცინარიზინი თრგუნავს ვესტიბულური სისტემის აგზნებადობას. ასევე ამცირებს ნისტაგმს და სხვა მოვლენებს.

ცინარიზინი ამცირებს თავბრუსხვევის მწვავე შეტევას, ან ხელს უწყობს მის პრევენციას, გააჩნია ანტიჰისტამინური ეფექტი.

ფარმაკოკინეტიკა:

სტუგერონის პერორალური მიღებისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-3 სთ-ის შემდეგ. მისი ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 4 სთ-ს.

პრეპარატი ორგანიზმში განიცდის სრულ მეტაბოლიზმს. მისი 1/3 გამოიყოფა შარდით, ხოლო 2/3 - ფეკალიებით.

ცინარიზინის მხოლოდ 91% უკავშირდება პლაზმის ცილებს.

ჩვენებები:

პრეპარატი გამოიყენება ლაბირინთისმიერი დარღვევის სიმპტომების შემთხვევაში:

  • თავბრუსხვევის, ყურებში შუილის, ღებინებისა და გულისრევის შეგრძნების დროს.
  • შაკიკის პროფილაქტიკისათვის;
  • ცერებროვასკულური წარმოშობის თავბრუსხვევის, ყურებში შუილის, თავის ტკივილის, გაღიზიანების, არაკომუნიკაბელობის, მეხსიერების დაქვეითებისა და კონცენტრაციის უნარის შემცირების დროს.
  • პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების სიმპტომების - რეინოს დაავადების ჩათვლით, აკროციანოზის, ტროფიკული დარღვევების, ხანგამოშვებითი კოჭლობის, ტროფიკული და ვარიკოზული წყლულის, პარესთეზიების, კიდურების ღამის სპაზმის და ცივი კიდურების სინდრომის სამკურნალოდ.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს ინიშნება დოზით 25 მგ (1 ტაბლეტი) დღეში 3-ჯერ.

პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღევევის დროს გამოიყენება 2-3 ტაბლეტის ოდენობით დღეში 3-ჯერ.

წონასწორობის დარღვევისას - 1 ტაბლეტის ოდენობით დღეში 3-ჯერ.

სტუგერონის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 225 მგ-ს (9 ტაბლეტი). ვინაიდან პრეპარატის მოქმედების ეფექტი თავბრუსხვევის დროს დამოკიდებულია მის დოზაზე, საჭიროა დოზის თანდათანობითი გაზრდა.

კაფსულები

თავის ტვინის სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს ინიშნება დღეში 1 კაფსულის (75 მგ-ს) ოდენობით.

პერიფერიული სისხლმიმოქცევის დარღვევისას დოზა შეადგენს 2-3 კაფსულას დღეში;

წონასწორობის დარღვევისას კი ერთი კაფსულა დღეში. სტუგერონის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ.

მაქსიმალური რეკომენდებული დოზა დღეში არ უნდა აღემატებოდეს 225 მგ-ს (3 კაფსულა). ვინაიდან პრეპარატის მოქმედების ეფექტი თავბრუსხვევის დროს დამოკიდებულია მის დოზაზე, საჭიროა დოზის თანდათანობითი გაზრდა.

გვერდითი მოვლენები:

- პრეპარატის მიღებისას შესაძლებელია ძილიანობა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევები. აღნიშნული სიმპტომები ატარებენ შექცევად ხასიათს და დოზის შერჩევის შემდეგ თავისთავად ქრებიან.

- იშვიათად აღინიშნება თავის ტკივილი, პირის ღრუს სიმშრალის შეგრძნება, სხეულის წონის მომატება, ოფლიანობა ან ალერგიული რეაქციები.

- ძალიან იშვიათად პრეპარატის მიღებისას აღინიშნება წითელი მგლურას მაგვარი სინდრომი ან წითელი ბრტყელი ლიქენი.

- ხანდაზმულ პაციენტებში, პრეპარატის ხანგრძლივი მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს დეპრესია, რაც მოითხოვს პრეპარატის მიღების შეწყვეტას.

უკუჩვენებები:

პრეპარატის მიღება წინააღმდეგნაჩვენებია მასში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულობის პერიოდში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

ვინაიდან არ არსებობს მონაცემები სტუგერონის დედის რძეში გამოყოფის შესახებ, მისი გამოყენება ლაქტაციის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სტუგერონის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ეპიგასტრიუმის მიდამოს გაღიზიანება, რომელიც მცირდება მისი ჭამის შემდეგ მიღებისას.

◄ პაციენტებში, რომლებიც დაავადებულნი არიან პარკინსონიზმით, პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებლიანობა სჭარბობს პოტენციურ რისკს.

◄ სტუგერონის მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა, ხანდაზმულ პაციენტებში პირიქით - ხანდახან აგზნებადობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში.

◄ პრეპარატით მკურნალობისას საჭიროა თავი შევიკავოთ ალკოჰოლური სასმელების ან ცნს-ის დამთრგუნველი საშუალებების მიღებისაგან.

დიაგნოსტიკური ჩარევა: ვინაიდან სტუგერონს გააჩნია ანტიჰისტამინური ეფექტი, მისმა მიღებამ კანის სინჯების ჩატარებამდე 4 დღით ადრე, შეიძლება შენიღბოს კანის რეაქტიულობის მხრივ დადებითი რეაქციები.

სატრანსპორტო საშუალებების მართვის უნარზე ზემოქმედება: იმის გამო, რომ პრეპარატის მიღების შემდეგ შესაძლებელია ძილიანობა, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში, სტუგერონის გამოყენებისას თავი უნდა შევიკავოთ ისეთი სამუშაოების შესრულებისაგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მაქსიმალურ კონცენტრაციას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სტუგერონის ალკოჰოლთან, ცნს-ის დამთრგუნველ საშუალებებთან, აგრეთვე ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან ერთდროულმა მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს ზემოთჩამოთვლილი საშუალებების ან სტუგერონის სედატიური ეფექტის პოტენცირება.

ჭარბი დოზირება:

4 წლის ასაკის პაციენტებში პრეპარატის ჭარბი დოზით მიღებისას აღწერილია ღებინება, ძილიანობა, კომა, ტრემორი, ჰიპოტონია.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევაში საჭიროა კუჭის ამორეცხვა, შემდგომში მდგომარეობის მიხედვით გააქტივებული ნახშირის გამოყენება და სიმპტომური მკურნალობა.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

სტრუქტუმი – STRUCTUM – СТРУКТУМ

საერთაშორისო დასახელება:

CHONDROITINE SULFATE

მწარმოებელი: Pierre Fabre Medicament Production, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ქოდროიტინ სულფატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ართროზების სამკურნალო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 12 კაფს., შეფუთვაში 5 ბლისტერი.

1 კაფს.

ნატრიუმის ქოდროიტინ სულფატი ............  500 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ტალკი, ჟელატინი, ტიტანის დიოქსიდი, ინდიგოტინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სტრუქტუმი წარმოადგენს ართროზისა და ოსტეოქონდროზის ბაზისურ სამკურნალო საშუალებას. იგი აფერხებს ხრტილის დეგრადაციის პროცესებს. ავლენს მასტიმულირებელ მოქმედებას ქონდროციტებზე, ზრდის ხრტილის მატრიქსის კომპონენტების ბიოსინთეზს. ჩაანაცვლებს ქონდროიტინ სულფატის დეფიციტს. აუმჯობესებს მიკროცირკულაციას სუბქონდრალურ ძვალსა და სინოვიალურ ქსოვილში. ავლენს ტკივილგამაყუჩებელ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას და 50%-ით ამცირებს არასტეროიდების მოხმარებას.

ჩვენებები:

  • ხერხემლისა და სახსრების დეგენერაციული დაავადებები, ოსტეოართროზები, მალთაშუა ოსტეოქონდროზი.

მიღების წესი და დოზირება:

კაფსულები მიიღება წყლის დაყოლებით. მოზრდილებს ენიშნებათ 500 მგ 2-ჯერ დღეში. კურსის რეკომენდებული ხანგრძლივობაა 3-6 თვე, წელიწადში ერთხელ.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათ შემთხვევებში ერითემა, დერმატიტი, გულისრევა, პირღებინება, შეშუპება.

უკუჩვენებები:

* პრეპარატის ინდივიდუალური აუტანლობა.

* ორსულობის, ლაქტაციის პერიოდსა და ბავშვთა ასაკში სტრუქტუმის გამოყენების შესახებ მონაცემები დღეისათვის არ არსებობს.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სტრუმელ ტ – STRUMEEL T – СТРУМЕЛЬ Т

მწარმოებელი: HEEL, გერმანია

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჩიყვის საწინააღმდეგო ჰომეოპათიური საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სუბლინგვალური ტაბლეტები: შეფუთვაში 50 და 250 ც

1 ტაბ.

Spongia D3 ..............................   150 მგ

Calcium jodatum D4 .....................  90 მგ

Silicea D4 ..................................   30 მგ

Fucus vesicilosus D4 ....................  30 მგ

ერთი ტაბლეტი შეიცავს 9.3-γ-იოდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ჰომეოპათიური წესით მომზადებულ კომპლექსურ ანტიჰომოტოქსიოლოგიურ სამკურნალო საშუალებას, რომლის შემადგენლობაში შედის მცენარეული, მინერალური და ცხოველური წარმოშობის ნივთიერებები. ჰომოტოქსინების (ადამიანას ტოქსინები) შესახებ დოქტორ რეკევეგის მოძღვრების მიხედვით მათი მოქმედება დაფუძნებულია ორგანიზმის იმუნური სისტემის გააქტივებაზე და მისი ფუნქციის ნორმალიზაციაზე.

ჩვენებები:

  • ჩიყვი (დიფუზური, იუვენილური), ჩიყვის პროფილაქტიკა;
  • ათეროსკლეროზი (არტერიოსკლეროზი, კორონაროსკლეროზი) და სხვა მდგომარეობები, რომელთა დროსაც იოდის მიღებაა ნაჩვენები;
  • როგორც დამხმარე საშუალება ჰიპერტონიის, ჯირკვლების სკროფულოზური შეშუპების, რეტიკულოზის, ხველების და კრუპის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

დოზირება ინიშნება მკაცრად ინდივიდუალურად. ჩვეულებრივ 1 ტაბლეტი სუბლინგვალურად 1-3-ჯერ დღეში ან 2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: ჭამამდე ნახევარი საათით ადრე სუბლინგვალურად სრულ გაწოვამდე, წყლის მიყოლების გარეშე.

გვერდითი მოვლენები:

მოსალოდნელია ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქცია, ალერგიული გამოვლინებები.

უკუჩვენებები:

იოდის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

ფარისებრი ჯირკვლის დაავადებისას არ მიიღება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ არის დადგენილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისა და გადახურებისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

Don`t copy text!