Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 457

სუპერო – SUPERO – СУПЕРО

საერთაშორისო დასახელება:

CEFUROXIME

მწარმოებელი: ITALFARMACO

მოქმედი ნივთიერება: ცეფუროქსიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

II თაობის ცეფალოსპორინული ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი სანექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში

1 ფლ.

ცეფუროქსიმი ……… 750 მგ

 

ვრცლად ბიოფუროქსიმი

სუმეტროლიმი – SUMETROLIM – СУМЕТРОЛИМ

საერთაშორისო დასახელება:

CO-TRIMOXAZOLE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC, უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: სულფამეტოქსაზოლი+ტრიმეტოპრიმი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიბაქტერიული (სულფანილამიდური) საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

სულფამეტოქსაზოლი ……….  400 მგ

ტრიმეტოპრიმი ………………..  80 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

კარტოფილის სახამებელი, ტალკი, ჟელატინი, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი, გლიცერინი, სტეარინის მჟავა.

ჩვენებები:

  • სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქოექტაზიები, პნევმონია, ტონზილიტი, სინუსიტი, ფარინგიტი;
  • საშარდე გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი, ურეთრიტი;
  • ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ანთებები: ქოლესცისტიტი, ქოლანგიტი;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციები: ენტერიტი, მუცლის ტიფი, პარატიფი, ბაქტერიული დიზენტერია;
  • კანის ინფექციები: პიოდერმია, ფურუნკულოზი, აბსცესი, ქირურგიული ჩარევის შედეგად განვითარებული ინფექციები;
  • სასქესო ორგანოების ინფექციები: გონოკოკური ურეთრიტი, პროსტატიტი.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე ინფექციების დროს მკურნალობის კურსი გრძელდება მინიმუმ 4 დღე, შემდგომში ენიშნებათ შემანარჩუნებელი დოზა, სანამ დაავადების კლინიკური სურათის ნორმალიზების შემდეგ არ გაივლის უსიმპტომოდ მიმდინარე 2 დღე;

მოზრდილებში სამკურნალო დოზა შეადგენს 2 ტაბ. 2-ჯერ დღეში;

შემანარჩუნებელი დღიური დოზაა: თითო ტაბლეტი 2-ჯერ დღეში;

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 3 ტაბ, 2-ჯერ დღეში, დილას და საღამოს ჭამის შემდეგ.

მკურნალობის მინიმალური კურსი შეადგენს 4 დღეს.

გვერდითი მოვლენები:

შეუძლოდ ყოფნა თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები,  ჩივილები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (ამ შემთხვევაში მიზანშეწონილია მცირე რაოდენობით ანტაციდის მიღება).

იშვიათად – სისხლის სურათის მხრივ შექცევადი ცვლილებები (ლეიკოპენია, თრომბოციტებისა და ფოლის მჟავას რაოდენობის მაჩვენებლების დაქვეითება). აღნიშნული მოვლენები ქრება ორგანიზმში ფოლის მჟავას შევსების შემდეგ. ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა სულფანილამიდური პრეპარატების მიმართ;

* ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა;

* სისხლმბადი სისტემის დაავადებები;

* ორსულობა (I ტრიმესტრი და ბოლო კვირა მშობიარობის დაწყებამდე);

* ლაქტაციის პერიოდი.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია დღენაკლულ და 6 კვირამდე ასაკის ახალშობილებში.

♦ თირკმელების უკმარისობის შემთხვევაში, მოსალოდნელი კუმულაციური ეფექტის თავიდან აცილების მიზნით ინიშნება მცირე დოზა. (რეკომენდებულია პრეპარატის კონცენტრაციის განსაზღვრა სისხლის პლაზმაში).

♦ ხანგრძლივი მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სისხლის სურათის და თრომბოციტების რაოდენობის სისტემატური კონტროლი.

♦ იმ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობის პერიოდში ადგილი აქვს კანზე ალერგიულ გამონაყარს, საჭიროა მკურნალობის დაუყოვნებლივ შეწყვეტა.

მკურნალობის პერიოდში საჭიროა ორგანიზმის მიერ სითხის გარკვეული რაოდენობის მიღება.

♦ პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ფოლიდეფიციტური ანემიის, ქრონიკული ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებში, რევმატოიდული ართრიტით შეპყრობილ პაციენტებში, რომლებიც მკურნალობის მიზნით იღებენ იმუნოსუპრესულ პრეპარატებს.

♦ პრეპარატი არ ინიშნება ლაქტაციის პირველი 6 კვირის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, როდესაც ინფექცია გამოწვეულია ყველა ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული და სულფანილამიდის მიმართ მგრძნობიარე შტამის მიერ, დედის მკურნალობის პერიოდში და შემდგომი 3 დღის განმავლობაში  სასურველია ახალშობილისათვის სხვა დედის რძის მიღება ან უკიდურეს შემთხვევაში მისი გადაყვანა ხელოვნურ კვებაზე.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სუმეტროლიმი შეუთავსებელია:

– ანტიკოაგულანტების (ანტიკოაგულანტების მოქმედების გაძლიერება) პერორალურად მიღებისას;

– ფენიტოინთან (შესაძლებელია ფენიტოინის კონცენტრაციის გაზრდა სისხლის შრატში _ ტოქსიკურ მაჩვენებლამდე);

– სალიცილატებთან, ფენილბუტაზონთან, ნაპროქსენთან და ინდომეტაცინთან (შესაძლებელია სულფანილამიდური კომპონენტის მაჩვენებლების გაზრდა სისხლის შრატში – ტოქსიკურ მაჩვენებლამდე);

– მეტოტრექსატთან (მისი მაჩვენებლები სისხლის შრატში იზრდება ტოქსიკურ მაჩვენებლებამდე).

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე მშრალ, გრილ სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სუმამედი ტაბლეტები – SUMAMED tab – СУМАМЕД таб

საერთაშორისო დასახელება:

AZITHROMYCIN

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა: პლივა ხრვატსკა დ.ო.ო.,

ხორვატია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

250 კაფსულები მგ #6

125 ტაბლეტები მგ #6

500 ტაბლეტები მგ #3

250 მგ კაფსულები, აზიტრომიცინის დიჰიდრატის შემცველობით;

125 მგ და 500 მგ ტაბლეტები, აზიტრომიცინის დიჰიტრატის შემცველობით; აღწერა:

250 მგ კაფსულები, მყარი, ჟელატინისებური. შეფერილობა:

მოლურჯო/ცისფერი.შიგთავსის შემადგენლობა: თეთრი ან ღია ყვითელი ტონით შეფერილი კრისტალური ფხვნილი.

500მგ შემოგარსული წაგრძელებული ფორმის, ღია ცისფერი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები. წარწერით ერთ მხარეს PLIVA და მეორე მხარეს 500 მგ

125 მგ შემოგარსული წაგრძელებული ფორმის, ღია ცისფერი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები. წარწერით ერთ მხარეს PLIVA და მეორე მხარეს 125 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა. ფლობს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრს. უკავშირდება რიბოსომის 50S-სუბერთეულს, თრგუნავს მიკროორგანიზმების ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციით ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

აქტიურია გრამდადებითი, გრამუარყოფითი, ანაერობული, უჯრედშიდა და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ.

აქტიურია შემდეგი გრამდადებითი მიკოორგანიზმების მიმართ:

Streptococcus pneumoniae, S. pyogenes, S. agalactiae, S. viridans, streptokokkov grupp S, F i G, Staphylococcus aureus, S. epidermidis.

არ ახდენს მოქმედებას ერითრომიცინისადმი მდგრად ბაქტერიებზე.

აქტიურია შემდეგი გრამუარყოფითი მიკოორგანიზმების მიმართ:

Haemophilus influenzae, H. parainfluenzae i H. ducreyi, Moraxella catarrhalis, Bordetella pertussis i B. parapertussis, Neisseria gonorrhoeae და N. meningitidis; Brucella melitensis, Helicobacter pylori, Gardnerella vaginalis.

აქტიურია Campylobacter jejuni–ს, ზოგიერთი ანაერობული მიკროორგანიზმის Clostridium perfringens მიმართ. აგრეთვე Micobacteria avium complex მიმართ. ეფექტურია უჯრედშიდა და სხვა გამომწვევების მიმართ: Legionella pneumophila, Chlamydia trachomatis i C. pneumoniae, Mycoplasma pneumoniae, Ureaplasma urealyticum, Listeria monocytogenes, Borrelia burgdorferi, Treponema pallidum.

ფარმაკოკინეტიკა:

აზიტრომიცინი კარგად შეიწოვება შიგნით მიღებისას და შრატიდან სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. აზიტრომიცინის 500 მგ-ის შიგნით ერთჯერადი მიღებისას აბსორბირდება პრეპარატის 37% და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება 2-3 საათის შემდეგ – 0,41 მკგ/მლ. სუმამედის გამოყენება, ხდება სულ მცირედ კვებამდე 1 საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.

პრეპარატი სწრაფად ნაწილდება მთელ ორგანიზმში. მისი მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ქსოვილში, რაც აღემატება შრატში აზიტრომიცინის კონცენტრაციას 50-ჯერ.

პრეპარატის კონცენტრაცია მერყეობს 1-9 მკგ/მლ საზღვრებში, რაც დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე. განაწილების მოცულობა საშუალოდ შეადგენს 31 ლ/კგ.

ქსოვილში აზიტრომიცინის თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება ბოლო დოზის გამოყენებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

აღწევს უჯრედებში, მათ შორის ფაგოციტებში, რომლებიც გადაადგილდებიან ანთებით კერაში, ამით ხელს უწყობს პრეპარატის თერაპიული კონცენტრაციის შექმნას, რაც ინფექციის გამომწვევებისათვის აღემატება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას. არაინფიცირებულ ქსოვილთან შედარებით, ინფიცირებულ ქსოვილში აზიტრომიცინის კონცენტრაცია არის უფრო მაღალი. პრეპარატი ფლობს მაღალ უჯრედშიდა აქტივობას, ვინაიდან, ფაგოციტებში იქმნება აზიტრომიცინის მაღალი კონცენტრაცია.

ავლენს ნაწილობრივად გამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს; ნელა გამოიყოფა ქსოვილიდან (საშუალოდ 2-4 დღე). აზიტრომიცინი ძირითადად გამოიყოფა ნაღველით. საშუალოდ, ნაღველით გამოიყოფა 50%-მდე შეუცვლელი ფორმით. დანარჩენი 50% გამოიყოფა N- და D დემეთილირების, დეზოზამინის ჰიდროქსილირების, აგლიკინის რგოლის პროცესისა და კლადინოზის კონიუგატის დაშლის შედეგად წარმოქმნილი 10 მეტაბოლიტის სახით. მეტაბოლიტები არ ფლობენ ანტიბაქტერიულ აქტივობას.

შარდით გამოიყოფა პრეპარატის გამოყენებული დოზის საშუალოდ 6%.

45 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით, ასაკიან პირებში (65 წელი) გადანაწილების მოცულობა არის უფრო მაღალი (30%), რაც კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი და არ ითხოვს დოზირების შეცვლას

ჩვენებები:

  • ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი/ ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);
  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციალური და ალვეოლური პნევმონია, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება).
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია (ქრონიკული გარდამავალი ერითემა – ლაიმას წითელი ქარის დაავადების საწყისი სტადია, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები;)
  • სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, რაც ასოცირდება Helicobacter pylori- თ;

მიღების წესები და დოზები:

მიიღება შიგნით, დღეში 1-ჯერ, სულ მცირედ, კვებამდე 1 საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.

ტაბლეტების ბიოშეღწევადობაზე საკვების მიღება არ ახდენს გავლენას. 6 თვის ზემოთ ბავშვებისთვის რეკომენდებულია სუსპენზიის და 125 მგ ტაბლეტების მიღება.

– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის (გამონაკლისია ქრონიკული გარდამავალი ერითემა) ინფექციები: ბავშვები – ჯამური დოზა 30 მგ/კგ, სხეულის წონის 10 მგ/კგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში. მოზრდილები 500 მგ 1–ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

– ქრონიკული გარდამავალი ერითემა: ბავშვები – პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ – პირველ დღეს და 10 მგ/კგ – მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე. მოზრდილები– 1 –ჯერ დრეში 5 დღის განმავლობაში 1 დღე 1,0 გ, მომდევნო დღეები 500 მგ დღეში

– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული Helicobacter pylori: 1გ დღეში ერთხელ, 3 დღის განმავლობაში. ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად ანტისეკრეტორულ საშუალებებთან და სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დოზა გამოტოვებულია, მისი მიღება საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად, ამის შემდეგ მომდევნო დოზები გამოიყენება 24 საათიანი ინტერვალით.

– სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ ცერვიციტი – 1 გ ერთჯერადად.

გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი, ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis – სამჯერ 1 გ 7 დღიანი ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.

გვერდითი მოვლენები:

უმეტესად გამოვლენილია მსუბუქიდან ზომიერად მძიმე გვერდითი ეფექტები, რომლებიც შექცევადია მკურნალობის კურსის დასრულებისას ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, იშვიათად ქოლესტატური სიყვითლე, უმადობა, გასტრიტი, ძალიან იშვიათად – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდომიკოზი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრიდან: ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების, ბილირუბინის, ეოზინოფილების რაოდენობის აქტივობის შექცევადი მატება; ეს მაჩვენებლები უბრუნდებიან ნორმალურ დონეს თერაპიის დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ. აზიტრომიცინით თერაპიის ფონზე ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელი განვითარდეს ნეიტროფილების რაოდენობის გარდამავალი შემცირება, თუმცა მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი არ დადგენილა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: გულის ძგერა, ტკივილი გულმკერდის არეში.

ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, ვერტიგო, თავის ტკივილი, პარესთეზია, აღგზნებადობა, ძილიანობა; ბავშვებში – თავის ტკივილი (შუა ყურის ანთების თერაპიისას), გაღიზიანება, ჰიპერკინეზია, შფოთვა, ნევროზი, ძილის დარღვევა.

შარდ–სასქესო სისტემის მხრიდან: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი.

სხვა: კონიუქტივიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, მომატებული გადაღლა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

სიფრთხილით: ახალშობილებში (საკმარისი კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გამო), ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როცა პრეპარატის გამოყენებით დედისათვის მიღებული მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ საშიშროებას, რაც არსებობს ამ პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებისას; პრეპარატი ასევე სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, არითმიისა და გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პირებში, როგორც მსგავსი დარღვევების, ასევე მიდრეკილების არსებობისას (ლიტერატურაში არსებული მონაცემების თანახმად 0.001%-ში)

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში – მისი მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგი დოზის გამოყენება კი 24 საათიანი შუალედის შემდეგ. გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული მკურნალობის რეკომენდებული კურსის გახანგრძლივება საჭიროებას არ წარმოადგენს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, სმენის დროებითი კარგვა, ღებინება, დიარეა.

მკურნალობა: სიმპტომატური; კუჭის ამორეცხვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-ანტაციდური საშუალებებისა და საკვების მიღება მნიშვნელოვანი ხარისხით ამცირებს აზიტრომიცინის სუსპენზიის შეწოვას, შესაბამისად, პრეპარატი გამოიყენება, სულ მცირედ, კვებამდე ან ამ პრეპარატების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.

-მაკროლიზური ანტიბიოტიკებისა და ჭვავის რქის ალკალოიდების პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ერგოტიზმი, თუმცა ჭვავის რქის ალკალოიდების წარმოებულებისა და აზიტრომიცინის ზემოქმედების შესახებ მონაცემები მოწოდებული არ არის.

-გამოვლენილია მაკროლიდური ანტიბიოტიკების ზემოქმედება დიგოქსინთან, ციკლოსპორინთან, ასტემიზოლთან, ტრიაზოლამთან, მიდაზოლამთან და ალფენტანილთან. მიუხედავად იმისა, რომ აზიტრომიცინისა და ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ზემოქმედების თაობაზე მონაცემები მოწოდებული არ არის, აზიტრომიცინისა და ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება რეკომენდებულია ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

-აზიტრომიცინის ზემოქმედება სისხლში თეოფილინის, ტერფენადინის, კარბამაზეპინის, მეთილპრედნიზოლონის და ციმეტიდინის კონცენტრაციაზე არ გამოვლენილა, ვინადიდან, მაკროლიდების უმრავლესობისაგან განსხვავებით, აზიტრომიცინი არ ქმნის კომპლექსს ციტოქრომ P-450.

-ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გაიზარდოს პროთრომბული დრო და ჰემორაგიების განვითარების სიხშირე.

შენახვის პირობები და ვადები:

სუმამედი ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25°C. ვარგისიანობის ვადა

სუმამედი კაფსულები, ტაბლეტები: 3 წელი.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

რეცეპტით.

სუმამედი სუსპენზია – SUMAMED suspension – СУМАМЕД суспензия

საერთაშორისო დასახელება:

AZITHROMYCIN

მწარმოებელი: ხორვატია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

100 მგ/5მლ 20მლ სუმამედი სუსპენზია

200 მგ/5მლ 15 მლ სუმამედი სუსპენზია ფორტე

სუმამედის® მზა სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 100 მგ აქტიურ ნივთიერებას აზიტრომიცინს (დიჰიდრატის სახით) და დამხმარე კომპონენტებს: საქაროზა ტრინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ქსანტანის გუმფისი, ალუბლის J7549, ბანანის 78701-31, ვანილის D-125038 არომატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური.

სუმამედი® ფორტე მზა სუსპენზიის 5 მლ შეიცავს 200 მგ აქტიურ ნივთიერებას აზიტრომიცინს (დიჰიდრატის სახით) და დამხმარე კომპონენტებს: საქაროზა, ტრინატრიუმის ფოსფატი უწყლო, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ქსანტანის გუმფისი, ალუბლის J7549, ბანანის 78701-31, ვანილის D-125038 არომატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური.

აღწერილობა:

ბანანის ან ალუბლის დამახასიათებელი სუნის მქონე თეთრი ან ღია ყვითელი ფერის გრანულირებული ფხვნილი. წყალში გახსნის შემდეგ – ბანანის ან ალუბლის დამახასიათებელი სუნის მქონე თეთრი ან ღია ყვითელი ფერის ერთგვაროვანი სუსპენზია.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა: ფლობს ანტიმიკრობული მოქმედების ფართო სპექტრს. უკავშირდება რიბოსომის 50S -სუბერთეულს, თრგუნავს მიკროორგანიზმების ცილების ბიოსინთეზს. მაღალი კონცენტრაციით ავლენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას.

აქტიურია გრამდადებითი, გრამუარყოფითი, ანაერობული, შიდაუჯრედოვანი და სხვა მიკროორგანიზმების მიმართ.

მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაცია (MIC90) ≤ 0,01 მკგ/მლ

Mycoplasma pneumoniae

Haemophilus ducreyi

(MIC 90) = 0,01 – 0,1 მკგ/მლ

Moraxella catar-rhalis

Propibacterium acnes

Gardnerella vaginalis

Actinomyces species

Bordetella pertussis

Borrelia burgdorferi

Mobiluncus species

 

(MIC 90) = 0,01 – 0,1 მკგ/მლ

Haemophillus influenzae

Streptococcus pugenes

Haemophillus parainfluenzae

Streptococcus pneumniae

Legionella pneumophila

Streptococcus agalatiae

Neisseria meningitidis

Streptococcus viridans

Neisseria gonorrhoeae

Streptococcus ჯგუფი C, F და G

Helicobacter pylori

Peptococcus species

Campylobacter jejuni

Peptostreptococcus

Pasteurella multocida

Fisobacterium necrophorum

Pasteurella melitensis

Clostridum perfringens

Bordetella parapertussis

Bacteroides bivius

Vibrio cholerae

Chlamydia trachomatis

Plesiomonas shigelloides

Chlamydia pneumoniae

Staphylococcus aureus

Ureaplasma urealyticum

Staphylococcus epidermidis

Usteria monocitogenes

(MIC 90) = 2,0-8,0 მკგ/მლ

Escherichia coli

Bacteroides fragilis

Salmonella enteritidis

Bacteroides oralis

Salmonella typhi

Clostridium difficile

Shigella sonnei

Eubacterium lentum

Yersinia enterocolitica

Fusobacterium nucleatum

Acinetobacter calcoaceticus

Aeromonas hydrophilla

ფარმაკოკინეტიკა:

აზიტრომიცინი კარგად შეიწოვება შიგნით მიღებისას და შრატიდან სწრაფად ნაწილდება ქსოვილებსა და ორგანოებში. აზიტრომიცინის 500 მგ-ის შიგნით ერთჯერადი მიღებისას აბსორბირდება პრეპარატის 37% და მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შრატში აღინიშნება 2-3 საათის შემდეგ – 0,41 მკგ/მლ. ცნობილია, რომ საკვების მიღებამ შეიძლება შეამციროს აზიტრომიცინის აბსორბცია; ვინაიდან სუმამედის სუსპენზიის სახით გამოყენებისას, აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკაზე საკვების მიღების ზემოქმედებასთან დაკავშირებით ფირმა-მწარმოებელს არ აქვს მოწოდებული საკმარისი მონაცემები, მისი გამოყენება, ხდება სულ მცირედ კვებამდე 1 საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.

პრეპარატი სწრაფად ნაწილდება მთელ ორგანიზმში. მისი მაღალი კონცენტრაცია აღინიშნება ქსოვილში, რაც აღემატება შრატში აზიტრომიცინის კონცენტრაციას 50-ჯერ.

პრეპარატის კონცენტრაცია მერყეობს 1-9 მკგ/მლ საზღვრებში, რაც დამოკიდებულია ადგილმდებარეობაზე. განაწილების მოცულობა საშუალოდ შეადგენს 31 ლ/კგ.

ქსოვილში აზიტრომიცინის თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება ბოლო დოზის გამოყენებიდან 5-7 დღის განმავლობაში.

აღწევს უჯრედებში, მათ შორის ფაგოციტებში, რომლებიც გადაადგილდებიან ანთებით კერაში, ამით ხელს უწყობს პრეპარატის თერაპიული კონცენტრაციის შექმნას, რაც ინფექციის გამომწვევებისათვის აღემატება მინიმალურ დამთრგუნველ კონცენტრაციას. არაინფიცირებულ ქსოვილთან შედარებით, ინფიცირებულ ქსოვილში აზიტრომიცინის კონცენტრაცია არის უფრო მაღალი.

პრეპარატი ფლობს მაღალ უჯრედშიდა აქტივობას, ვინაიდან, ფაგოციტებში იქმნება აზიტრომიცინის მაღალი კონცენტრაცია.

ავლენს ნაწილობრივად გამოყოფის ხანგრძლივ პერიოდს; ნელა გამოიყოფა ქსოვილიდან (საშუალოდ 2-4 დღე). აზიტრომიცინი ძირითადად გამოიყოფა ნაღველით. საშუალოდ, ნაღველით გამოიყოფა 50%-მდე შეუცვლელი ფორმით. დანარჩენი 50% გამოიყოფა N- და D დემეთილირების, დეზოზამინის ჰიდროქსილირების, აგლიკინის რგოლის პროცესისა და კლადინოზის კონიუგატის დაშლის შედეგად წარმოქმნილი 10 მეტაბოლიტის სახით. მეტაბოლიტები არ ფლობენ ანტიბაქტერიულ აქტივობას.

შარდით გამოიყოფა პრეპარატის გამოყენებული დოზის საშუალოდ 6%.

45 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით, ასაკიან პირებში (65 წელი) გადანაწილების მოცულობა არის უფრო მაღალი (30%), რაც კლინიკურად არ არის მნიშვნელოვანი და არ ითხოვს დოზირების შეცვლას.

მიღების წესები და დოზები:

შიგნით, დღეში 1-ჯერ, სულ მცირედ, კვებამდე 1 საათით ადრე ან კვებიდან 2 საათის შემდეგ.

– ზედა და ქვედა სასუნთქი გზების, კანისა და რბილი ქსოვილის (გამონაკლისია ქრონიკული გარდამავალი ერითემა) ინფექციები: ჯამური დოზა 30 მგ/კგ, სხეულის წონის 10 მგ/კგ დღეში ერთხელ 3 დღის განმავლობაში.

ბავშვებისათვის დოზირება ხდება წონიდან გამომდინარე:

სხეულის წონა

სუმამედის სუსპენზიის მოცულობა, მლ-ში (აზიტრომიცინის რაოდენობა მგ-ში)

სუმამედი ფორტეს სუსპენზიის მოცულობა, მლ-ში (აზიტრომიცინის რაოდენობა მგ-ში)

5 კგ

2,5 მლ (50 მგ)

 

6 კგ

3,0 მლ (60 მგ)

 

7 კგ

3,5 მლ (70 მგ)

 

8 კგ

4,0 მლ (80 მგ)

 

9 კგ

4,5 მლ (90 მგ)

 

10-14 კგ

5 მლ (100 მგ)

2,5 მლ (100 მგ)

15-24 კგ

 

5 მლ (200 მგ)

25-34 კგ

 

7,5 მლ (300 მგ)

35-44 კგ

 

10 მლ (400 მგ)

≥45 კგ

 

12,5 მლ (500 მგ)

14 კგ-ზე მეტი წონის მქონე ბავშვებისა და მოზრდილებისათვის რეკომენდებულია სუმამედი ფორტეს სუსპენზიის დანიშვნა.

– ქრონიკული გარდამავალი ერითემა: პრეპარატის ჯამური დოზა შეადგენს 60 მგ/კგ დღეში ერთხელ 20 მგ/კგ – პირველ დღეს და 10 მგ/კგ – მომდევნო დღეებში 2-დან 5-დღემდე.

– კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, ასოცირებული Helicobacter pylori: სხეულის წონის 20 მგ/კგ დღეში ერთხელ, ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად ანტისეკრეტორულ საშუალებებთან და სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთად. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის დოზა გამოტოვებულია, მისი მიღება საჭიროა რაც შეიძლება სწრაფად, ამის შემდეგ მომდევნო დოზები გამოიყენება 24 საათიანი ინტერვალით.

– სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები: გაურთულებელი ურეთრიტი/ ცერვიციტი – 1 გ ერთჯერადად.

გართულებული, ხანგრძლივად მიმდინარე ურეთრიტი, ცერვიციტი, გამოწვეული Chlamydia trachomatis – სამჯერ 1 გ 7 დღიანი ინტერვალით (1-7-14). კურსის დოზა 3 გ.

სუსპენზიის დამზადება. სუმამედის® სუსპენზიის 20 მლ დასამზადებლად (ნომინალური მოცულობა) საჭიროა 400 მგ აზიტრომიცინის შემცველ ფლაკონში 12 მლ წყლის დამატება.

მზა სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა არის 5 დღე ოთახის ტემპერატურისას 15-25ºC.

სუმამედი® ფორტე სუსპენზიის 15 მლ დასამზადებლად საჭიროა 600 მგ აზიტრომიცინის შემცველ ფლაკონში 8 მლ წყლის დამატება.

მზა სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა არის 5 დღე, ტემპერატურა არა უმეტეს 15-25ºC .

სუმამედი® ფორტე სუსპენზიის 30 მლ დასამზადებლად საჭიროა 1200 მგ აზიტრომიცინის შემცველ ფლაკონში 14,5 მლ წყლის დამატება.

სუმამედი® ფორტე სუსპენზიის 37,5 მლ დასამზადებლად საჭიროა 1500 მგ აზიტრომიცინის შემცველ ფლაკონში 16,5 მლ წყლის დამატება.

მზა სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა არის 10 დღე, ტემპერატურა არა უმეტეს 25ºC.

დოზირების შპრიცის დახმარებით ზომავენ წყლის საჭირო მოცულობას, უმატებენ ფხნილის შემცველ ფლაკონს. გამოყენებამდე ფლაკონის შიგთავსი უნდა შეიჯღრეს ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. მზა სუსპენზიის დოზირების მიზნით იყენებენ შპრიცს ან საზომ კოვზს. სუსპენზიის გამოყენების შემდეგ, პირის ღრუში დარჩენილი სუსპენზიის ჩამოსარეცხად და მისაღებად, ბავშვმა უნდა დალიოს ჩაის ან წვენის რამოდენიმე ყლუპი. გამოყენების შემდეგ შპრიცი უნდა დაიშალოს, გაირეცხოს გამდინარე წყლით და გაშრეს. შპრიცი ინახება პრეპარატთან ერთად.

გამოყენების ჩვენება:

-ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების ინფექციები (ბაქტერიული ფარინგიტი/ ტონზილიტი, სინუსიტი, შუა ყურის ანთება);

-ქვედა სასუნთქი გზების ინფექცია (ბაქტერიული ბრონქიტი, ინტერსტიციალური და ალვეოლური პნევმონია, ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება).

-კანისა და რბილი ქსოვილების ინფექცია (ქრონიკული გარდამავალი ერითემა – ლაიმას წითელი ქარის დაავადების საწყისი სტადია, იმპეტიგო, მეორადი პიოდერმატოზები;)

-სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (ურეთრიტი, ცერვიციტი);

-კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებები, რაც ასოცირდება Helicobacter pylori -თ;

გვერდითი მოვლენები:

უმეტესად გამოვლენილია მსუბუქიდან ზომიერად მძიმე გვერდითი ეფექტები, რომლებიც შექცევადია მკურნალობის კურსის დასრულებისას ან პრეპარატის მოხსნის შემდეგ.

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, იშვიათად ქოლესტატური სიყვითლე, უმადობა, გასტრიტი, ძალიან იშვიათად – პირის ღრუს ლორწოვანი გარსის კანდიდომიკოზი.

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; იშვიათად – ანგიონევროზული შეშუპება და ანაფილაქსიური შოკი.

ლაბორატორიული მაჩვენებლების მხრიდან: ღვიძლისმიერი ტრანსამინაზების, ბილირუბინის, ეოზინოფილების რაოდენობის აქტივობის შექცევადი მატება; ეს მაჩვენებლები უბრუნდებიან ნორმალურ დონეს თერაპიის დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ. აზიტრომიცინით თერაპიის ფონზე ძალიან იშვიათ შემთხვევაში შესაძლებელი განვითარდეს ნეიტროფილების რაოდენობის გარდამავალი შემცირება, თუმცა მიზეზობრივ-შედეგობრივი კავშირი არ დადგენილა.

გულ–სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: გულის ძგერა, ტკივილი გულმკერდის არეში.

ნერვული სისტემის მხრიდან: თავბრუსხვევა, ვერტიგო, თავის ტკივილი, პარესთეზია, აღგზნებადობა, ძილიანობა; ბავშვებში – თავის ტკივილი (შუა ყურის ანთების თერაპიისას), გაღიზიანება, ჰიპერკინეზია, შფოთვა, ნევროზი, ძილის დარღვევა.

შარდ–სასქესო სისტემის მხრიდან: ვაგინალური კანდიდოზი, ნეფრიტი.

სხვა: კონიუქტივიტი, ფოტოსენსიბილიზაცია, მომატებული გადაღლა.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარების შემთხვევაში საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება.

უკუჩვენება:

* ჰიპერმგრძნობელობა მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ;

* ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები;

სიფრთხილით: ახალშობილებში (საკმარისი კლინიკური გამოცდილების არ არსებობის გამო), ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, მათ შორის ისეთ შემთხვევებშიც, როცა პრეპარატის გამოყენებით დედისათვის მიღებული მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფისათვის პოტენციურ საშიშროებას, რაც არსებობს ამ პერიოდში ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებისას; პრეპარატი ასევე სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, არითმიისა და გახანგრძლივებული QT ინტერვალის მქონე პირებში, როგორც მსგავსი დარღვევების, ასევე მიდრეკილების არსებობისას (ლიტერატურაში არსებული მონაცემების თანახმად 0.001%-ში).

განსაკუთრებული მითითებები:

პრეპარატის ერთჯერადი დოზის მიღების გამოტოვების შემთხვევაში – მისი მიღება უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, ხოლო შემდეგი დოზის გამოყენება კი 24 საათიანი შუალედის შემდეგ. გამოყენების ინსტრუქციაში მითითებული მკურნალობის რეკომენდებული კურსის გახანგრძლივება საჭიროებას არ წარმოადგენს.

ჭარბი დოზირება:

სიმპტომები: გულისრევა, სმენის დროებითი კარგვა, ღებინება, დიარეა.

მკურნალობა: სიმპტომატური; კუჭის ამორეცხვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

-ანტაციდური საშუალებებისა და საკვების მიღება მნიშვნელოვანი ხარისხით ამცირებს აზიტრომიცინის სუსპენზიის შეწოვას, შესაბამისად, პრეპარატი გამოიყენება, სულ მცირედ, კვებამდე ან ამ პრეპარატების გამოყენებამდე 1 საათით ადრე ან 2 საათის შემდეგ.

-მაკროლიზური ანტიბიოტიკებისა და ჭვავის რქის ალკალოიდების პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს ერგოტიზმი, თუმცა ჭვავის რქის ალკალოიდების წარმოებულებისა და აზიტრომიცინის ზემოქმედების შესახებ მონაცემები მოწოდებული არ არის.

-გამოვლენილია მაკროლიდური ანტიბიოტიკების ზემოქმედება დიგოქსინთან, ციკლოსპორინთან, ასტემიზოლთან, ტრიაზოლამთან, მიდაზოლამთან და ალფენტანილთან. მიუხედავად იმისა, რომ აზიტრომიცინისა და ზემოთ ჩამოთვლილი სამკურნალო საშუალებების ზემოქმედების თაობაზე მონაცემები მოწოდებული არ არის, აზიტრომიცინისა და ამ პრეპარატების ერთდროული გამოყენება რეკომენდებულია ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

-აზიტრომიცინის ზემოქმედება სისხლში თეოფილინის, ტერფენადინის, კარბამაზეპინის, მეთილპრედნიზოლონის და ციმეტიდინის კონცენტრაციაზე არ გამოვლენილა, ვინადიდან, მაკროლიდების უმრავლესობისაგან განსხვავებით, აზიტრომიცინი არ ქმნის კომპლექსს ციტოქრომ P-450.

-ვარფარინთან ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია გაიზარდოს პროთრომბული დრო და ჰემორაგიების განვითარების სიხშირე.

შენახვის პირობები და ვადები:

სუმამედი® სუსპენზია ინახება ოთახის ტემპერატურაზე 15-25ºC.

სუმამედი® ფორტე სუსპენზია ინახება ტემპერატურაზე არა უმეტეს 25ºC.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

სუმამედი® სუსპენზია:

სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილი – 2 წელი.

მზა სუსპენზია – 5 დღე ტემპერატურა 15-25ºC.

სუმამედი® ფორტე სუსპენზია

სუსპენზიის დასამზადებელი ფხვნილი – 2 წელი.

მზა სუსპენზია 15 მლ – 15 დღე; 30 მლ, 37,5 მლ – 10 დღე, ტემპერატურა არა უმეტეს 15-25ºC.

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი

რეცეპტით.,

სუმამედი ინექცია – SUMAMED injection – СУМАМЕД инъекция

საერთაშორისო დასახელება:

AZITROMYCIN

მწარმოებელი ფირმა, ქვეყანა: PLIVA, ხორვატია

კლინიკურ–ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მაკროლიდები

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

500 მგ ფლაკონი #5

აქტიური ნივთიერება:

1 ფლაკონი შეიცავს 500 მგ აზიტრომიცინს ციტრატის სახით.

დამხმარე ნივთიერებები:

ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

აღწერილობა: პრეპარატი წარმოადგენს თეთრი ფერის ფხვნილს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ფარმაკოდინამიკა: აზიტრომიცინი წარმოადგენს აზალიდების ჯგუფის მაკროლიდების ახალი კლასის ანტიბიოტიკს. მას გააჩნია ფართო სპექტრის აქტივობა. იგი ეფექტურია როგორც გრამდადებითი, ასევე გრამუარყოფითი შტამების უმრავლესობის მიმართ, აგრეთვე ანაერობული, უჯრედშიდა და ატიპიური მიკროორგანიზმების მიმართ. ფარმაკოკინეტიკა: აზიტრომიცინი სისხლის შრატიდან სწრაფად აღწევს ქსოვილებში. იგი ფართოდ ნაწილდება ორგანიზმში და მისი მაღალი თერაპიული კონცენტრაცია აღინიშნება ქსოვილებში. აზიტრომიცინი გროვდება ფაგოციტებში, რომელთა მეშვეობითაც იგი ახდენს მიგრაციას ინფექციის კერაში და აქედან გამომდინარე იგი ნაწილდება უშუალოდ ინფიცირებულ ქსოვილებში.

პრეპარატი ხასიათდება ნახევრადგამოყოფის პროლონგირებული პერიოდით და იგი ნელა გამოთავისუფლდება ქსოვილებიდან. პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა ნაღველით, ხოლო შარდით მისი ელიმინაცია წარმოებს მინიმალური რაოდენებით.

აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები განაპირობებს პრეპარატის დოზირების ხანმოკლე და უბრალო რეჟიმს.

ჩვენებები:

  • პრეპარატი ინექციების სახით გამოიყენება შემდეგი ინფექციური დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების შტამების მიმართ:
  • არაჰოსპიტალური პნევმონია, რომელიც გამოწვეულია ისეთი მიკროორგანიზმებით როგორიცაა: Chlamydia pneumoniae, Haemophilus influenzae, Legionella pneumophillia, Morexella catarrhalis, Mycoplasma pneumoniae, Staphylococcus aureus ან Streptococcus pneumoniae, იმ შემთხვევების დროს, როდესაც პაციენტს ესაჭიროება ინტრავენური საწყისი თერაპია.

მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია შემდეგი მიკროორგანიზმებით: Chlamydia trachomatis, Neisseria gonorrhoeae ან Mycoplasma hominis, როდესაც პაციენტს ესაჭიროება ინტრავენური საწყისი თერაპია.

იღების წესები და დოზები:

პრეპარატის ვენაში ან კუნთებში შეყვანა ბოლუსის სახით არ არის ნაჩვენები. სუმამედი წვეთოვანი სახით შეყავთ მხოლოდ ინფუზიით. არაჰოსპიტალური პნევმონიის დროს სუმამედი შეყავთ დოზით 500 მგ ერთჯერადად 2 დღის განმავლობაში. ვენაში შეყვანის დასრულების შემდეგ აზიტრომიცინი ინიშნება პერორალურად ერთჯერადად დღეში დღეღამური დოზით – 500 მგ 7-10 დღიანი კურსის დასრულებამდე. პერორალური მიღების წესზე გადასვლას წყვეტს მკურნალი ექიმი კლინიკური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.

– მცირე მენჯის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება დოზით 500 მგ ერთხელ დღეში 2 დღის განმავლობაში. ვენაში შეყვანის დასრულების შემდეგ აზიტრომიცინი ინიშნება დღეში ერთხელ დოზით 250 მგ 7 დღიანი მკურნალობის კურსის დასრულებამდე.

ვენიდან პერორალური მიღების წესზე გადასვლას წყვეტს მკურნალი ექიმი კლინიკური კვლევის მონაცემებზე დაყრდნობით.

აზიტრომიცინის დოზა 500 მგ განზავებული როგორც ქვემოთ არის მითითებული შეყავთ ნელა (არანაკლებ 1 სთ-ის განმავლობაში).

საინფუზიო ხსნარის მომზადება ტარდება II ეტაპად:

I ეტაპი – სუმამედის პირველადი საინფუზიო ხსნარის მომზადება. ამისათვის 500 მგ უმატებენ 4,8 მლ სტერილურ საინექციო წყალს და გულდასმით შეანჯღრევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე.

მიღებული ხსნარის 1 მლ შეიცავს 100 მგ აზიტრომიცინს.

მომზადებული ხსნარი ინახება 24 სთ-ის განმავლობაში არა ნაკლებ 25ºC ტემპერატურაზე.

შეყვანის წინ ხსნარი ექვემდებარება ვიზუალურ კონტროლს. თუკი ხსნარი შეიცავს ნივთიერების ნაწილაკებს, მაშინ იგი უნდა განადგურდეს.

II ეტაპი – პირველად ხსნარს, რომელიც შეიცავს 100 მგ/მლ უმატებენ ქვემოთ ნაჩვენები სქემის მიხედვით (ნორმალურ ფიზიოლოგიურ ხსნარს-0,9% ნატრიუმის ქლორიდს, 5% დექსტროზას, რინგერის ხსნარს) აზიტრომიცინის საბოლოო კონცენტრაციის საინფუზიო ხსნარის მიღებამდე 1,0-2,0 მგ/მლ.

აზიტრომიცინის კონცენტრაცია

საინფუზიო ხსნარში

გამხსნელის რაოდენობა

1,0 მგ/მლ

500 მლ

2,0 მგ/მლ

250 მგ

ინსტრუქციის თანახმად განზავებული ხსნარი სტაბილურია 24 სთ-ის განმავლობაში 25ºC ნაკლებ ტემპერატურაზე მისი შენახვისას და 7 დღის განმავლობაში – 5ºC ტემპერატურაზე.

გვერდითი მოვლენები:

აზიტრომიცინი იშვიათად იწვევს გარდამავალ და სუსტად გამოხატულ გვერდით მოვლენებს. კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ აღინიშნება დარღვევები (გულისრევა, დიარეა, მუცლის არეში ტკივილი, ღებინება) და გამონაყარი. გვხვდება აგრეთვე ღვიძლის ფერმენტების, კრეატინინის, ლაქტატდეჰიდროგენეზას და ბილირუბინის დონის შექცევადი მომატება. შეცვლილი მაჩვენებლები უბრუნდება ნორმის ფარგლებს მკურნალობის დასრულებიდან 2-3 კვირის შემდეგ. შესაძლებელია შეყვანის ადგილას ცვლილებების განვითარება (ინექციის ადგილას ტკივილი ან ლოკალური ანთება).

უკუჩვენება:

* მაკროლიდების ჯგუფის ანტიბიოტიკების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

ინიშნება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული მითითებები:

აზიტრომიცინის ფარმაკოკინეტიკური თვისებები წარმოადგენს მისი ხანმოკლე და მარტივი დოზირების რეჟიმის საფუძველს. ამიტომ არ არსებობს პრეპარატის უფრო ხანგრძლივი დანიშვნის აუცილებლობა ინსტრუქციაში მითითებული ვადისაგან განსხვავებით.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში.

ხანდაზმულ პაციენტებში არ არის აუცოლებელი დოზის კორექცია. ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში ინტრავენური პრეპარატის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მონაცემები არ არის დადგენილი.

ჭარბი დოზირება:

აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირებისას აღინიშნება სმენის დაქვეითება, გამოხატული გულისრევა, ღებინება და დიარეა. მკურნალობა სიმპტომატურია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იყენებენ ჭვავის რქის ალკალოიდებს მაკროლიდურ ანტიბიოტიკებთან კომბინირებისას, შესაძლებელია აღენიშნოთ ჭარბი დოზირების სიმპტომები (ერგოტიზმი, თუმცა არ არსებობს მონაცემები ჭვავის რქის წარმოებულებსა და აზიტრომიცინის შესაძლო ურთიერთქმედების შესახებ).

მაკროლიდური ჯგუფის ანტიბიოტიკები ურთიერთქმედებენ დიგოქსინთან, ციკლოსპორინთან, ასტემიზოლთან, ტრიაზოლამთან, მიდაზოლამთან და ალფენტანილთან. რეკომენდებულია საგულდაგულო მონიტორინგი აზიტრომიცინისა და ზემოთჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროული გამოყენების დროს. არ არსებობს მონაცემები აზიტრომიცინის ზეგავლენის შესახებ სისხლის შრატში თეოფილინის, ტერფენადინის, ვარფარინის, კარბამაზეპინის, მეთილპრედნიზოლონისა და ციმეტიდინის კონცენტრაციაზე. აზიტრომიცინი სხვა მაკროლიდების უმრავლესობისაგან განსხვავებით არ თრგუნავს ციტოქრომ P-450 და შესაბამისად არ არსებობს აზიტრომიცინსა და მისაღებ პრეპარატებს შორის ურთიერთქმედება.

შენახვის პირობები და ვადები:

2 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდბეული.ინახება არა უმეტეს 25ºC ტემპერატურაზე ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სულფოკამფოკაინი-დარნიცა – SULFPCAMPHOCAINUM-DARNITSA – СУЛЬФОКАМФОКАИН-ДАРНИЦА

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: სულფოკამფოკაინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალეპტიკური საშუალება; ასტიმულირებს სუნთქვის და სისხლის მამოძრავებელ ცენტრებს

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ხსნარი 10%: ამპულაში 2 მლ, შეფუთვაში 10 ც.

1 მლ 1 ამპ.

სულფოკამფოკაინი  …………..  100 მგ 100 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პრეპარატი, ანალეპტიკური მოქმედების. ასტიმულირებს სასუნთქ და სისხლძარღვების მამოძრავებელ ცენტრებს. მიოკარდზე ახდენს პირდაპირ მოქმედებას, აძლერებს ცვლის პროცესებს და ამაღლებს მის მგრძნობელობას სიმპათიკური იმპულსაციის მიმართ. ამაღლებს პერიფერიული სისხლძარღვების ტონუსს. აუმჯობესებს ფილტვების ვენტილაციას, ფილტვების სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს ბრონქიალური ჯირკვლების სეკრეციას.

ჩენებები:

  • გულ–ფილტვის მწვავე უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ანაფილაქსიური შოკი.

მიღების წესი და დოზრება:

კანქვეშ, კუნთში, ვენაში ნაკადად ან წვეთოვნად, 2მლ 10% ხსნარი, 2–3–ჯერ დღეში. მაქსიმალური სდღეღამისო დოზა – 12 მლ 10% ხსნარი.

უკუჩვენებები:

* ჰიპერმგრძნობელობა.

სიფრთხილით: არტერიალური ჰიპოტენზია, ორსულობა, ლაქტაცია.

გვერდითი მოქმედება:

არტერიული წნევის დაქვეითება (განსაკუთრებით პაციენტებში დაბალი არტერიული წნევით – ჰიპოტონიკი), ალერგიული რეაქციები.

ურთიერთქმედება:

შეთავსებადია საგულე გლიკოზიდებთან, სტეროიდულ ჰორმონებთან და ანალგეტიკებთან.

სულფასალაზინი (აქტიური ნივთიერება) – SULFASALAZINE – СУЛЬФАСАЛАЗИН

ფარმაკოლოგიური თვისებები

არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტის სამკურნალო საშუალება, სულფაპირიდინის და სალიცილის მჟავას აზონაერთი, გამოირჩევა ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. კლინიკური ეფექტის განვითარებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება სულფასალაზინის უნარს დაგროვდეს შემაერთებელ ქსოვილებში (მათ შორის ნაწლავის შემაერთებელ ქსოვილშიც) და თანდათან გამოათავისუფლოს 5-ამინოსალიცილის მჟავა და სულფაპირიდინი.

ჩვენებები

  • არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი.

დოზირების რეჟიმი

შიგნით მისაღებად ზრდასრულებში ჭამის შემდეგ ენიშნებათ: პირველ დღეს 500 მგ დღეში 4-ჯერ; მე-2 დღეს 1გ დღეში 4-ჯერ; მე-3 და მომდევნო დღები 1.5-2 გ დღეში 4-ჯერ; მწვავე კლინიკურ გამოვლინებათა ჩაქრობის შემდეგ გადადიან შემანარჩუნებელი დოზის მიღებაზე – 500 მგ დღეში 3-4-ჯერ რამდენიმე თვის განმავლობაში.

ბავშვებში 5-7 წლის ასაკში – 250-500 მგ დღეღამეში 3-6-ჯერ;

უფროსი ასაკის (7 წლის ზევით) ბავშვებში – 500 მგ დღეღამეში 3-6-ჯერ.

გვერდითი მოვლენები

მოსალოდნელია გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, თავბრუ, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, წამლისმიერი ცხელება); იშვიათად – აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია.

უკუჩვენებები

ჭარბი მგრძნობელობა სულფანილამიდებისა და სალიცილის მჟავას მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები

სისხლის სურათის სისტემატური კონტროლი აუცილებელია.

სულფასალაზინი – SULFASALAZINE – СУЛЬФАСАЛАЗИН

საერთაშორისო დასახელება:

SULFASALAZINE

მწარმოებელი: KRKA

მოქმედი ნივთიერება: სულფასალაზინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო ნაწლავური საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

სულფასალაზინი ……………      500 მგ

 

ვრცლად სულფასალაზინი

სულფანილამიდი (აქტიური ნივთიერება) – SULFANILAMIDE – СУЛЬФАНИЛАМИД

ფარმაკოლოგიური თვისებები

სულფანილამიდი (სტრეპტოციდი) წარმოადგენს სულფანილამიდების ჯგუფის ერთ-ერთ პირველ ქიმიოთერაპიულ საშუალებას. იგი ავლენს ფართო სპექტრის ანტიმიკრობულ მოქმედებას. პრეპარატი აქტიურია განსაკუთრებით პათოგენური კოკების, ნაწლავის ჩხირის, შიგელას, ქოლერის ვიბრიონის, კლოსტრიდიების, ციმბირი წყლულის, დიფტერიის კატარალური პნევმონიის, ინფლუენციის, შავი ჭირის, ქლამიდიების, აქტინომიცეტებისა და ტოქსოპლაზმოზის გამომწვევების მიმართ. იგი მოქმედებს ბაქტერიოსტატულად და ახასიათებს ხანმოკლე ეფექტი. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პარა-ამინობენზოის მჟავასთან კონკურენტული ანტაგონიზმითა და ფერმენტ დიჰიდროპტეროატსინთეტაზის კონკურენტული დათრგუნვით, რაც იწვევს დიჰიდროფოლის, ხოლო შემდგომში ტეტრაჰიდროფოლის მჟავას სინთეზის დარღვევას და ამის შედეგად ნუკლეინის მჟავების სინთეზის მოშლას. მას ახასიათებს ბაქტერიოსტატული მოქმედება.

ფარმაკოკინეტიკა

პრეპარატი პერორალურად მიღების შემდეგ სწრაფად შეიწოვება. სტრეპტოციდის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ (4 სთ ფარგლებში იგი მანიფესტირდება ზურგის ტვინის ლიქვორში). სისხლში მაქსიმალური კონცენტრაციის დაქვეითება 50%-ით აღინიშნება 8 სთ-ის განმავლობაში. პრეპარატის დაახლოებით 95% ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმელებით.

ჩვენებები

ინფექციურ-ანთებითი დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით.

  • სტრეპტოციდი პროფილაქტიკის და მკურნალობის მიზნით ინიშნება ჭრილობით გამოწვეული ინფექციების (ჭრილობები, წყლულები, ნაწოლები), დამწვრობების, წითელი ქარის, ენტეროკოლიტების, პიელიტების, ცისტიტების, ანგინისა და სხვა ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ.

დოზირების რეჟიმი

სტრეპტოციდი მიიღება პერორალურად:

მოზრდილებში იგი ინიშნება 0.5-1.0 გ-ის ოდენობით 5-6-ჯერ დღეში (სადღეღამისო დოზა – 3-6 გ);

– 3-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.3 გ;

– 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში – 0.3-0.5 გ.

– მოზრდილებში მაქსიმალური დოზა შეადგენს – ერთჯერადად – 2 გ; სადღეღამისო – 7 გ.

სტრეპტოციდის უწვრილეს სტერილიზებულ ფხვნილს ჩააყრიან ღრმა ჭრილობების დროს ჭრილობის სიღრმეში (5-15 გ), ერთდროულად პაციენტს უნიშნავენ სულფანილამიდს ან სხვა ანტიბაქტერიულ საშუალებას როგორც პერორალურად, ასევე პარენტერალურად.

გვერდითი მოვლენები

ხანდახან შესაძლებელია აღინიშნოს ღებინება, ფაღარათი, კანის მხრივ ალერგიული რეაქციები. პრეპარატის მაღალი დოზით ან ხანგრძლივად მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს ეოზინოფილია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ჰემოლიზური ანემია, ტაქიკარდია, პარესთეზიები, დერმატიტები, ფაღარათი, ქოლესტაზი, კვანძოვანი პერიარტერიტი.

შარდ-გამომყოფი სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენები იშვიათად აღინიშნება (კრისტალურია, ჰემატურია, თირკმლისმიერი შოკი ანურიით). ცალკეულ შემთხვევებში ადგილი აქვს მხედველობის დაქვეითებას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, პერიფერიულ ნევრიტებს, ჰიპოთირეოდიზმს, ატაქსიას.

უკუჩვენებები

* სისხლმბადი სისტემის დაავადებები, ნეფრიტი, ბაზედოვის დაავადება, მწვავე ჰეპატიტი, ორსულობის I და II ტრიმესტრი, ლაქტაცია, სულფანილამიდების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები

♦ პრეპარატის ხანგრძლივად მიღებისას აუცილებელია პერიოდულად სისხლის ანალიზის, თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციების კონტროლი.

♦  სტრეპტოციდის არასაკმარისი დოზით დანიშვნა ან მისი მიღების რეკომენდებულ ვადაზე ადრე შეწყვეტისას მოსალოდნელია მიკროორგანიზმების მდგრადობის მომატება სულფანილამიდების მიმართ.

♦  თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება.

♦  მკურნალობის პერიოდში აუცილებელია დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

♦  მომატებული მგრძნობელობის რეაქციების ნიშნების გამოვლენისთანავე პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჭარბი დოზირება

შესაძლებელია ზემოაღწერილი გვერდითი მოვლენების გაძლიერება.

მკურნალობა: კუჭის ამორეცხვა 2% ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით და გააქტივებული ნახშირის სუსპენზიით, ასევე სხვა ენტეროსორბენტებით. სასურველია ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარის დიდი რაოდენობით მიღება, აგრეთვე ფორსირებული დიურეზი და ჰემოდიალიზი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება

– სტრეპტოციდის პარა-ამინოსალიცილის მჟავასა და ბარბიტურატებთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება სულფანილამიდების მოქმედება;

– სალიცილატებთან – ტოქსიურობა და აქტივობა;

– მეტოტრექსატსა და დიფენინთან – ტოქსიურობა;

– ლევომიცეტინთან – იზრდება აგრანულოციტოზის განვითარების რისკი;

– არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან – ძლიერდება ანტიკოაგულანტების ეფექტი;

– სტრეპტოციდისა და პარა-ამინობენზოის მჟავას ეთერების შემცველი პრეპარატების (ნოვოკაინი, ანესთეზინი, დიკაინი), ერთდროული გამოყენებისას ინაქტივირდება სულფანილამიდის ანტიბაქტერიული ეფექტი.

სულფადიმეტოქსინი-დარნიცა – SULFADIMETHOXINUM-DARNITSA – СУЛЬФАДИМЕТОКСИН-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

SULFADIMETHOXINE

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: სულფიდიმეტოქსინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, სულფანილამიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 50 ც.

1 ტაბ.

სულფიდიმეტოქსინი …………    0.5 გ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ანტიმიკრობული ბაქტერიოსტატიკური მოქმედების, გახანგრძლივებული მოქმედების სულფანილამიდი.

მოქმედების მექანიზმი განპირობებულია პარაამინობენზოის მჟავასთან კონკურენტული ანტაგონიზმით, დიჰიდროპტეპოატსინთეტაზის დათრგუნვით, ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავის სინთეზის დარღვევით, რომელიც აუცილებელია პურინებისა და პირიმიდინების სინთეზით. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ:

Staphylococcus spp., Streptococcus spp., მათ შორის Streptococcus pneumoniae, ფრიდლენდერის ჩხირები Escherichia coli, Shigella spp., Chlamydia trachomatis.

ჩვენებები:

ინფექციურ–ანთებითი დაავადებები, მგრძნობიარე მიკროფლორით გამოწვეული: ტონზილიტი, ბრონქიტი, პნევმონია, ჰაიმორიტი, ოტიტი, დიზენტერია, სანაღვლე და შარდგამომყოფი გზების ანთებითი დაავადებები, წითელი ქარი, ჭრილობის ინფექცია, ტრახომა.

მიღების წესი და დოზირება:

შიგნით, 1–ჯერ დღეში , პირველ დღეს 1–2 გ, შემდეგ – 0.5– 1გ/დღ. ბავშვებში პირველ დღეს – 25მგ/დღ, შემდეგ – 12.5 მგ.კგ დღ.

მკურნალობის კურსი – 7–10 დღე.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ძვლის ტვინის სისხლწარმომქმნელი ფუნქციის დათრგუნვა, თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა, გლუკოზო–6– ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, პორფირია, აზოტემია, ორსულობა.

გვერდითი მოქმედება:

თავის ტკივილი, დისპეფსია, ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი, გულსრევა, ღებინება, ალერგიული რეაქციები, ქოლესტატური ჰეპატიტი.

განსაკუთრებული მითითებები:

მკურნალობის დროს საჭიროა ტუტოვანი სითხის ჭარბად მიღება, სისხლისა და შარდის კონტროლი. არ წარმოადგენს პირველი რიგის არჩევით პრეპარატს.

ურთიერთქმედება:

აქვეითებს ბაქტერიციდული ანტიბიოტიკების აქტიობას, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ გაყოფად მიკროორგანიზმებზე (მათ შორის, პენიცილინები, ცეფალოსპორინები). პროკაინი, ბენზიკაინი და ტეტრაკაინი აქვეითებენ ანტიბაქტერიულ აქტიობას. პარაამინობენზოის მჟავა და ბარბიტურატები აძლიერებენ ანტიმიკრობულ მოქმედებას. სალიცილატები ამაღლებენ აქტიობას და ტოქსიურობას. მეტოტრექსატი და ფენიტიონი ზრდიან სულფადიმეტოქსინის ტოქსიურობას. პარაამინობენზოის მჟავა, თიოაცეტაზონი, ქლორამფენიკოლი აძლიერებენ სისხლზე ტოქსიურ ზემოქმედებას (ლეიკოპენია, აგრანულოციტოზი). აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების, ფენიტოინის, ჰიპოგლიკემიური სულფანილამიდების მოქმედებას; პირაზოლინის წარმოებულები, ინდომეტაცინი და სალიცილატები ზრდიან პრეპარატის თავისუფალ ფრაქციას სისხლში.

აქვეითებს პერორალური კონტრაცეპტივების ეფექტურობას. აძლიერებს ციკლოსპორინის მეტაბოლიზმს. მიელოტოქსიკური საშუალებები აძლიერებენ პრეპარატის ჰემატოტოქსიურობას.

Don`t copy text!