Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 459

სტრიქსი – STRIX – СТРИКС

მწარმოებელი: FERROSAN

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

მცენარეული წარმოშობის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი; რეტინოპროტექტორი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 30 ტაბ.

1 ტაბ.

მოცვის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი …………….     82.4 მგ

ბეტა-კაროტინის კონცენტრატი 10% ……………..    12 მგ

შემავსებლები:

მოცვის წვენის ლიოფილიზატი (ფხვნილი), მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი. ტაბლეტის გარსი : მეთილცელულოზა, გაწმენდილი წყალი.

აღწერა

მრგვალი ორმაგად ამობურცული ტაბლეტები, შემოგარსული მუქი-იისფერი გარსით, სხვადასხვა ინტენსიურობის იისფერი წერტილებით.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ახდენს მხედველობითი პიგმენტის როდოფსინის სინთეზის სტიმულირებასა და რეგენერაციას. ხელსუწყობს მხედველობის სიმკვეთრის ზრდას, აუმჯობესებს სიბნელისა და ცუდი განათების პირობებში ადაპტაციას. გააჩნია ანგიოპროტექტული მოქმედება და აუმჯობესებს თვალის ბადურისადმი სისხლის მიწოდებას. პრეპარატს გააჩნია ანტიოქსიდანტური მოქმედება.

ჩვენებები:

  • კომპიუტერთან მუშაობისას და კითხვის დროს წარმოქმნილი მხედველობითი დაღლილობის სინდრომი;
  • სხვადასხვა დონის ახლომხედველობა;
  • სიბნელეში მხედველობის ადაპტაციის მექანიზმების დარღვევა (ჰემერალოპია);
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • ბადურის ცენტრალური და პერიფერიული დისტროფია;
  • პირველადი გლაუკომის თერაპიის კომპლექსში;
  • თვალებზე ოპერაციული ჩარევის შემდგომი პერიოდის განმავლობაში.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 7 წლიდან: 1 ტაბ. დღეში.

დიდებში: 2 ტაბლეტი დღეში.

ექიმის მიერ დადგენილი მკურნალობის კურსი.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობის შემთხვევაში შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება:

პრეპარატის კომპონენტების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობა.

ორსულობა და ლაქტაცია:

პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და/ან ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

განსაკუთრებული მითითებები:

არ არის სასურველი მითითებული დღიური დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები:

მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°C. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. არ გამოიყენით ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქში გაცემის წესი:

ურეცეპტოდ

სტრესამი – STRESAM – СТРЕЗАМ

საერთაშორისო დასახელება:

ETIFOXINE

მწარმოებელი: Laboratoires BIOCODEX, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ეტიფოქსინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანქსიოლიზური (შფოთვის საწინააღმდეგო) საშუალება.

შემადგენლობა და გამოაშვების ფორმა:

კაფსულები: ბლისტერზე 12 კაფს., შეფუთვაში 5 ბლისტერი.

1 კაფს.

ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდი ……… 50 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიკატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

თერაპიული დოზებით ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდს აქვს ანქსიოლიზური მოქმედება. ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დღის ტრანკვილიზატორი.

ჩვენებები:

  • ნევრასთენიული მდგომარეობები, რომელთაც ახლავს შფოთვა, შიში და მოუსვენრობა;
  • შფოთვით-ფობიური მოშლილობები;
  • ვეგეტატიური მოშლილობები ზომიერად გამოხატული შიშით, აპათიით, აქტივობის დაქვეითებით.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების სიმძიმის მიხედვით.

მოზრდილები – 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას.

გვერდითი მოვლენები:

ხანდახან აღინიშნება თავბრუსხვევა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის გაგრძელებისას თავისით გაქრეს.

იშვიათად – გამონაყარი კანზე, ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები, ისეთი, როგორც ჭინჭრის ციება, ანგიოდერმიტი.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში 15 წლამდე (არასაკმარისი კლინიკური კვლევების გამო).

განსაკუთრებული მითითებები:

♦  სტრესამით მკურნალობის შეწყვეტისას პაციენტს არ აღენიშნება მოხსნის სინდრომი.

♦ სტრესამი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე, მაგრამ პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით, მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია საავტომობილო ტრანსპორტის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარის ხანმოკლე გაუარესება.

♦ მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ალკოჰოლური სასმელების, ცენტრალური მოქმედების სხვა ნივთიერებების (ჰალოპერიდოლი, დიაზეპამი, იმიპრამინი) მიღებისაგან.

ჭარბი დოზირება:

აღინიშნება ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება).

აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება სიმპტომური მკურნალობა.

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

სტრესამის და იმ პრეპარატების, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას (ნეიოროლეპტიური, ტრანკვილიზური, ანალგეზიური, სედატიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქმედების ეფექტურობის პოტენცირება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სტრეპტოციდი-დარნიცა – STREPTOCID-DARNITSA – СТРЕПТОЦИД-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

SULFANILAMIDE

მწარმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: სულფანილამიდი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული საშუალება, სულფანილამიდი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

სულფანილამიდი ………… 0.3 გ

 

ვრცლად სულფანილამიდი

სტრეპტონიტოლი-დარნიცა – STREPTONITOLUM-DARNITSA – СТРЕПТОНИТОЛ-ДАРНИЦА

საერთაშორისო დასახელება:

SULFANILAMIDE+AMINITROZOLE

მწარმოებელი: DARNITSA

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული კომბინირებული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

მალამო: ტუბში 15 გ.

100 გ

სტრეპტოციდი ……..   5 გ

ნიტრაზოლი ………..   2 გ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

კომბინირებული პეპარატი, ახდენს ანტიბაქტერიულ მოქმედებას ასპოროგენულ ანაერობულ ბაქტერიებზე (ბაქტეროიდები, პეპტოკოკები, პეპტოსტრეპტოკოკები და სხვა), კლოსტრიდიები, სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები, ლურჯ–მწვანე და ნაწლავური ჩხირები, ანტიბიოტიკო გამძლე შტამების ჩათვლით. ახასიათებს ანთების საწინააღმდეგო და ზომიერად ჰიპეროსმოლარული მოქმედება. ადგილობრივ გამაღიზიანებელ მოქმედებას არ ახდენს.

ჩვენებები:

  • სხვადასხვა წარმოშობის ჩირქოვანი ჭრილობები: ოპერაციის შემდგომი, ფლეგმონის, აბსცესის გახსნის შემდეგ, ანთების (როცა ჭარბი ექსუდაცია არ არის) და რეგენერაციის ფაზაში;
  • დამწვრობა (I-IV ხარისხის; ალტერაციის, ექსუდაცის, ფუფხის ფორმირებისა და მოცილების სტადიაში);
  • დამწვარის ზედაპირის მოსამზადებლად აუტოდერმოპლასტიკისათვის;
  • ნაწოლებისა და ტროფიკული წყლულებისას;
  • დიაბეტური განგრენა;
  • ატოპიური დერმატიტი;
  • გართულებული ბაქტერიული ინფექცია;
  • პიოდერმია, ფერისმჭამელა.

მიღების წესი და დოზირება:

ადგილობრივად. ჭრილობებისა და დამწვრობების დამუშავების შემდეგ (რაც გულისხმობს – ნეკროზული ქსოვილების და ჩირქოვანი ექსუდატის მოშორებას, წყალბადის ზეჟანგის ხსნარით, ფურაცილინით 1:5000 ან ბიგლუკონატის ქლორჰექსიდინით 0.05% გამორეცხვა,) პრეპარატი დაიტანება თხელი ფენის სახით დაზიანებულ ზედაპირზე, რის შემდეგაც ედება სტერილური მარლის სახვევი ან ესმება გადასახვევ მასალას და შემდეგ თავსდება დაზიანებულ ზედაპირზე.

ჩირქოვანი ჭრილობების მკურნალობისას – დღეში 1–2–ჯერ.

ჭარბი ჩირქოვანი ექსუდაციით ჭრილობები– მისი ლიკვიდაციის შემდეგ, პოლიეთილენოქსიდის ფუძეზე დამზადებული მაზების საშუალებით.

დამწვრობის მკურნალობისას – 1–ჯერ 1–2 დღეში.

III-IV ხარისხის დამწვრობისას –ნეკროზული ქსოვილის ძირითადი  მასის მოცილებისას, აუტოდერმოპლატიკისთვის მოსამზადებლად და ჭრილობაში ინფექციის (მათ შორის, ლური–მწვანე) ლიკვიდაციის შემდეგ.

დოზა დამოკიდებულია დაზიანებული ზედაპირის ფართზე. მკურნალობის ხანგრძლიობა განისაზღვრება ჭრილობის შეხორცების დინამიკით და აუტოდერმოპლასტიკისთვის მზადყოფნით.

კანის ინფექციების სამკურნალოდ – 2–ჯერ დღეში; ისმება თხელ ფენად, ნახვევის გარეშე ან ნახვევით 1–3 კვირის მანძილზე.

უკუჩვენებები:

ჰიპერმგრძნობელობა, ჭრილობები ჭარბი ჩირქოვანი ექსუდატით.

გვერდითი მოქმედება:

წვა, მტკივნეულობა.

სტრეპტომიცინი-კმპ – STREPTOMYCIN – KMP – СТРЕПТОМИЦИН – КМП

საერთაშორისო და ქიმიური დასახელება:

STREPTOMYCIN

[0-2-დეზოქსი-2-მეთილამინო-α-L-გლუკოპირანოზილ-(1→2)-0-5-დეზოქსი-3-C-ფორმილ-α-L-ლიქსოფურანოზილ-(1→4)-N1-დიამინო-D-სტრეპტამინ] ტრისულფატი.

მწარმოებელი:“კიევმედპრეპარატები”  (უკრაინა)

ძირითადი ფიზიკო–ქიმიური თვისებები:

თეთრი ან თითქმის მოთეთრო, უსუნო, ჰიგროსკოპული ფხვნილი;

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საინექციო ფხვნილი ხსნარის მოსამზადებლად ფლაკონებში.

1 ფლაკონი შეიცავს სტერილური სტრეპტომიცინის სულფატს 0,25 გ, 1,0გ  ან 0,5 გ სტრეპტომიცინზე გადათვლით.

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სტრეპტომიცინი წარმოადგენს ფართო მოქმედების სპექტრის მქონე  (ბაქტერიოციდული) ანტიბიოტიკს. იგი აქტიურია ტუბერკულოზის მიკობაქტერიის, უმრავლესობა გრამუარყოფითი (ნაწლავის ჩხირი, Salmonella spp., Shigella spp., ფრიდლენდერის ჩხირი, Klebsiella spp., ინფლუენზას ჩხირი, შავი ჭირის გამომწვევი, ტულარემია, ბრუცელოზი და სხვ.) და ზოგიერთი გრამდადებითი (სტაფილოკოკები) მიკროორგანიზმების მიმართ. პრეპარატი ნაკლებად აქტიურია სტრეპტოკოკების (მათ შორის პნევმოკოკების) მიმართ. სტრეპტომიცინი არ არის აქტიური პროტეუსის, ლურჯ-ჩირქოვანი ჩხირის, ანაერობული ბაქტერიების, სპიროქეტების, რიკეტსიებისა და ვირუსების მიმართ.

პრეპარატის ბაქტერიოციდული მოქმედება განპირობებულია მის შეკავშირებასთან ბაქტერიული რიბოსომების 30 S-სუბერთეულთან, რაც იწვევს ცილის სინთეზის დათრგუნვას.

ფარმაკოკინეტიკა:

პრეპარატი ცუდად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და თითქმის მთლიანად გამოიყოფა ნაწლავებიდან. იგი გამოიყენება მხოლოდ პარენტერალურად. სტრეპტომიცინი კუნთებში შეყვანის შემდეგ სწრაფად და მთლიანად აბსორბირდება სისხლში.

პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის შრატში აღინიშნება 1-2 სთ-ის შემდეგ. საშუალო თერაპიული დოზით ერთჯერადად შეყვანისას  სისხლში ანტიბიოტიკი აღინიშნება 6-8 სთ-ის განმავლობაში.

პრეპარატი მაღალი კონცენტრაციით გროვდება ფილტვებში, ღვიძლში, ექსტრაცელულურ სითხეებში. პრეპარატს გააჩნია სუსტად გამოხატული ტროპიზმი ცხიმოვანი და ძვლოვანი ქსოვილების მიმართ. სტრეპტომიცინი არ გაივლის დაუზიანებელ ჰემატოენცეფალურ ბარიერს. იგი აღწევს პლაცენტაში და დედის რძეში. პრეპარატის დაკავშირება პლაზმის ცილებთან ხდება 10%-ზე

პრეპარატი არ მეტაბოლიზდება. მისი ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს 2-4- სთ-ს. იგი ორგანიზმიდან გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (95%) უცვლელი სახით. პრეპარატის ორგანიზმიდან გამოყოფა შენელებულია თირკმელების ფუნქციის დარღვევისას, რომლის დროსაც მისი კონცენტრაცია ორგანიზმში მატულობს და შესაძლებელია გვერდითი მოვლენების განვითარება (ნეიროტოქსიურობა).

ჩვენება:

  • პრეპარატი გამოიყენება როგორც ანტიტუბერკულოზური საშუალება,  უპირველეს ყოვლისა ფილტვებისა და სხვა ორგანოების ტუბერკულოზის დროს.

ადრე ნამკურნალებ პაციენტებში მიზანშეწონილია ლაბორატორიულად განისაზღვროს მის მიმართ მგრძნობიარე მიკობაქტერიები.

გარდა ამისა სტრეპტომიცინი-კმპ გამოიყენება სხვადასხვა ლოკალიზაციის ჩირქოვანი ანთებისას, რომელიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით:

  • პნევმონიის, რომელიც გამოწვეულია კლებსილიით (ლევომიცეტინთან კომბინაციით), შავი ჭირისა და ტულარემიის (ტეტრაციკლინთან კომბინაციაში), ბრუცელოზისა და ენდოკარდიტის (სხვა ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში).

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატი შეყავთ კუნთებში, ასევე აეროზოლის სახით და ინტრატრაქეალურად. მოზრდილებში პრეპარატი შეყავთ აგრეთვე ინტრაკავერნოზულად.

მოზრდილებში პრეპარატი კუნთებში შეყავთ ერთჯერადი დოზით 0,5-1 გ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 2 გ-ს. 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის წონის მქონე და 60 წლის ასაკის ზევით პაციენტებში სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ არ უნდა აჭარბებდეს 0,75 გ-ს.

ბავშვებსა და მოზარდებში სადღეღამისო დოზა განისაზღვრება 15-20 მგ/კგ სხეულის წონის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 0,5გ დღეღამეში ბავშვებში და 1 გ მოზარდებში, ერთჯერადად.

ტუბერკულოზის სამკურნალოდ სადღეღამისო დოზა ჩვეულებრივ შეყავთ ერთჯერადად. პრეპარატის აუტანლობის შემთხვევაში შესაძლებელია სადღეღამისო დოზა გავყოთ 2 მიღებაზე. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმასა და ფაზაზე (3 თვე და მეტი).

არატუბერკულოზური ეტიოლოგიის ინფექციების სამკურნალოდ სადღეღამისო დოზა შეყავთ 3-4 მიღებაზე 6-8 სთ-იანი ინტერვალით. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 7-10 დღეს (არ უნდა აჭარებდეს 14 დღეს).

კუნთებში შეყვანისას პრეპარატს ანზავებენ საინექციო წყალში, ნატრიუმის ქლორიდის ან 0,25-0,5% ნოვოკაინის ხსნარში 1 გ პრეპარატზე 4 მლ გამხსნელის გადაანგარიშებით. ხსნარს ამზადებენ ექსტემპორალურად.

მოზრდილებში ინტრატრაქეულურად პრეპარატი შეყავთ 0,5-1 გ-ის ოდენობით, გახსნილი 5-7 მლ ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში ან 0,5% ნოვოკაინის ხსნარში 2-3 ან მეტჯერ კვირის განმავლობაში.

მოზრდილებში აეროზოლის სახით პრეპარატი შეყავთ დოზით 0,5-1 გ. აღნიშნული მიღების წესის მიხედვით პრეპარატს ანზავებენ 4-5 მლ (თბილი ინჰალაციისას – 25-100 მლ) ნატრიუმის ქლორიდის იზოტონურ ხსნარში. ბავშვებში პრეპარატის აღნიშნული წესით მიღების დროს იგი გამოიყენება იგივე გადაანგარიშებით, როგორც  პრეპარატის კუნთებში შეყვანისას. ჩვენების მიხედვით საინჰალაციო ხსნარს შესაძლებელია დაუმატოთ სტრეპტომიცინთან შეთავსებადი სხვა სამკურნალო საშუალებები.

ინტრაკავეროზულად პრეპარატი შეყავთ ინსუფლაციის გზით მცირედ დისპერსიული ფხვნილის სახით ან 10% ხსნარის ინსტილაციის მეშვეობით ქირურგიული სტაციონარის პირობებში ერთხელ დღეღამეში სუმარული დოზით არა უმეტეს 1 გ, კავერნების რიცხვისა და შეყვანის წესისაგან დამოუკიდებლად.

ჰიპერტონული დაავადებითა და გულის იშემიური დაავადებით შეპყრობილ პაციენეტებში პრეპარატი გამოიყენება შეყვანის წესის მიუხედავად მცირე დოზებით (0,25 გ-მდე). პრეპარატის კარგი ამტანობის შემთხვევაში დოზა შესაძლებელია გავზარდოთ.

თირკმელებისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში საჭიროა პრეპარატის სადღეღამისო დოზის შემცირება. ენდოგენური კრეატინინის კლირენსის არსებობისას 50-დან 60 მლ/წთ-ში პრეპარატის დოზა არ უნდა აჭარბებდეს 0,5 გ-ს, ხოლო 40-დან 50 მლ/წთ-ში – არა უმეტეს 0,4 გ-ს.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატის გამოყენებისას შედარებით მძიმე გვერდით მოვლენას წარმოადგენს თავის ქალა-ტვინის VIII წყვილი ნერვების ბლოკადა და ამით გამოწვეული ვესტიბულური დარღვევები (თავბრუსხვევა, გულისრევა, ღებინება, კოორდინაციის დარღვევა), სმენის დაქვეითება (შუილი, ხმაური, სიყრუე), პერიფერიული ნევრიტი, მხედველობის ნერვის ნევრიტი, ნერვ-კუნთოვანი გადაცემის დათრგუნვა (სუნთქვის გაძნელება, აპნოე, სისუსტე, ძილიანობა). ძალიან იშვიათად – ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადა სუნთქვის გაჩერებამდე, განსაკუთრებით მიასთენიით შეპყრობილ პაციენტებში, ან ოპერაციის შემდგომ პერიოდში კუნთების არადეპოლარიზაციული რელაქსანტების ნარჩენი მოქმედების ფონზე.

ნერვ-კუნთოვანი დარვევის პირველსავე სინდრომის გამოვლენისთანავე საჭიროა ვენაში კალციუმის ქლორიდის და კანქვეშ – პროზერინის შეყვანა.

აპნოეს განვითარების შემთხვევაში პაციენტი გადაყავთ ხელოვნურ სუნთქვაზე. შესაძლებელია თირკმელების ფუნქციის დარღვევა (ალბუმინურია, ჰემატურია), დიარეა, კუნთების კრუნჩხვითი შეკუმშვა, მომატებული სისხლდენა, პოლინეიროპათია, ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, ურტიკარია, ეოზინოფილია, კვინკეს შეშუპება და სხვა, იშვიათად ანაფილაქსიური შოკი), შეყვანის ადგილას სიწითლე და ტკივილი. იშვიათად აღინიშნება გულის მიდამოში ტკივილი, ტაქიკარდია. ნეიროტოქსიური გართულებების შემთხვევაში (თავის ტკივილი, პარეზი, სმენის დაქვეითება) პრეპარატის მიღებას წყვეტენ და ატარებენ სიმპტომატურ ან პათოგენეზურ თერაპიას, კერძოდ უნიშნავენ კალციუმის პანთოთენატს, თიამინს, პირიდოქსინს, პირიდოქსალფოსფატს. პრეპარატის შეყვანისას ალერგიული რეაქციის გამოვლენისთანავე საჭიროა პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა და მადესენსიბილიზირებელი თერაპიის ჩატარება. ანაფილაქსური შოკის ნიშნების გამოვლენისთანავე საჭიროა პაციენტის აღნიშნული მდგომარეობიდან გამოყვანა.

უკუჩვენება:

* სმენისა და ვესტიბულური აპარატის დაავადებები, რომლებიც დაკავშირებულია ქალა-ტვინის VIII წყვილი ნერვების ნევრიტთან, ან ოტონევრიტის ნარჩენი მოვლენები;

* გულ-სისხლძარღვთა და თირკმელების მძიმე ხარისხის უკმარისობა;

* თავის ტვინში სისხლისმიმოქცევის დარღვევა;

* მაობლიტირებელი ენდარტერიტი, სტრეპტომიცინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, მიასთენია, ბოტულიზმი, ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;

* ინტრაკავერნოზული გზით პრეპარატის შეყვანა უკუნაჩვენებია პლევრის ღრუს შეუხორცებელ ადგილას (კათეტერის შეყვანის ადგილი) და კავერნის ფილტვის კართან ახლო ლოკალიზაციისას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის რეკომენდებული სტრეპტომიცინი-კმპ-ს ერთ შპრიცში შერევა პენიცილინის ჯგუფის (კარბენიცილინი და სხვა) ანტიბიოტიკებთან და ცეფალოსპორინებთან.

პრეპარატისა და ამინოგლიკოზიდების, პოლიმიქსინის, კაპრეომიცინის ერთდროული გამოყენებისას იზრდება ოტო- და ნეფროტოქსიური მოქმედების განვითარების რისკი.

სტრეპტომიცინი-კმპ-ს ორგანიზმიდან გამოყოფას აძნელებს ინდომეტაცინის პარენტერალურად შეყვანა. სტრეპტომიცინი-კმპ აძლიერებს ოტო და ნეფროტოქსიური საშუალებების, მიორელაქსანტების, მეტოქსიფლურანის გვერდით ეფექტებს და ამცირებს ანტიმიასთენური საშუალებების ეფექტურობას. იგი არ გამოიყენება დეჰიდრატაციული თერაპიის ფონზე და დიურეზულ საშუალებებთან კომბინაციაში.

ჰიპერდოზირება:

ვლინდება ნერვ-კუნთოვანი გადაცემის ბლოკადის სახით სუნთქვის გაჩერებამდე.

მკურნალობა:

ვენაში შეყავთ კალციუმის ქლორიდი, ხოლო კანქვეშ პროზერინი; აპნოეს განვითარების შემთხვევაში პაციენტი გადაყავთ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე.

განსაკუთრებული მითითებანი:

პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აღინიშნება ნეფროტოქსიური მოვლენები (პროტეინურია, ჰემატურია, ცილინდრურია), ამიტომ მკურნალობის პერიოდში აუცილებელია შარდის გამოკვლევა თვეში არა ნაკლებ ერთხელ მაინც. თირკმელების დაზიანება ატარებს შექცევად ხასიათს, რომელიც პრეპარატის მიღების დროულ შეწყვეტასთან ერთად ქრება.

მკურნალობის პერიოდში აუცილებელია სმენის ფუნქციისა და ვესტიბულური აპარატის შემოწმება.

ჩვილ ბავშვებსა და ორსულებში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ აუცილებელი სასიცოცხლო ჩვენებების შემთხვევაში.

პრეპარატის მიღების არადროულად შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიყრუე.

შენახვის პირობები:

ინახება მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს +25 °C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3წელი.

გაცემა:

რეცეპტით.

სტრეპსილსი – STREPSILS – СТРЕПСИЛС

საერთაშორისო დასახელება:

Amylmetacresol+Dichlorobenzyl alcohol+Menthol

მწარმოებელი: BOOTS HEALTHCARE

INTERNATIONAL, დიდი ბრიტანეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანალგეზიური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 8, 12 და 24 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილ-ეთანოლი ……………     1.2 მგ

ამილმეტაკრეზოლი ………………………….   600 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბაღის პიტნის ზეთი, ანისულას ზეთი, ლევომენთოლი, ღვინის მჟავა, პონსო ედიკოლი, კარმაზინი სედიკოლი, საკონდიტრო შაქრისა და თხევადი გლუკოზის გამამყარებელი.

სტრეპსილსი ლიმონითა და სამკურნალო ბალახებით (უშაქრო)

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 8, 12, 16 და 24 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილ-ეთანოლი ……..      1.2 მგ

ამილმეტაკრეზოლი ……………………    600 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

როზმარინის ზეთი, ტარტარის მჟავა, ნატრიუმის საქარინი, მალტიტოლის სიროფი, იზომალტი, არომატიზატორები.

სტრეპსილსი თაფლითა და ლიმონით

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 12 და 24 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილნ-ეთანოლი ………..  1.2 მგ

ამილმეტაკრეზოლი ……………………   600 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

თაფლი, ბაღის წიწაკის ზეთი, ლიმონის ზეთი, ღვინის მჟავა, ყვითელი ქინოლინი, საკონდიტრო შაქრისა და თხევადი გლუკოზის გამამყარებელი.

სტრეპსილსი C ვიტამინით

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთაში 12 და 24 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილ-ეთანოლი …………………   1.2 მგ

ამილმეტაკრეზოლი …………………………..    600 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ვიტამინი C (100 მგ), ანისულას ზეთი, ფორთოხლის ზეთი, ლევომენთოლი, ღვინის მჟავა, პონსო ედიკოლი, ყვითელი სანსეტი, საკონდიტრო შაქრისა და თხევადი გლუკოზის გამამყარებელი.

სტრეპსილსი მენთოლითა და ევკალიპტით

საწუწნი ტაბლეტები: შეფუთვაში 12 და 24 ც.

1 ტაბ.

2.4-დიქლორბენზილ-ეთანლი ……………….     1.2 მგ

ამილმეტაკრეზოლი …………………………    600 მკგ

დამხმარე ნივთიერებები:

ლევომენთოლი (8 მგ), ევკალიპტის ზეთი, ღვინის მჟავა, ინდიგოკარმინი, საკონდიტრო შაქრისა და თხევადი გლუკოზის გამამყარებელი.

ჩვენებები:

  • პრეპარატი გამოიყენება პირის ღრუსა და ხახის ინფექციურ-ანთებთიი დაავადებების სიმპტომური მკურნალობისათვის.

პრეპარატის მოქმედების ეფექტი განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი ორი ფართო სპექტრის ანტიბაქტერიული მოქმედების კომპონენტით, რომლებიც ამსუბუქებენ ყელის ტკივილს.

მიღების წესი და დოზირება:

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია მოზრდილებსა და 5 წლის ზევით ასაკის ბავშვებში.

პირის ღრუსა და ხახის ანთების პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება ყოველ 2-3 სთ-ში. ტაბლეტი შესაძლებელია გაიწუწნოს მის სრულ გახსნამდე. არ არის რეკომენდებული 24 სთ-ის განმავლობაში რვა ტაბლეტზე მეტის მიღება.

გვერდითი მოვლენები:

არ აღინიშნება. იშვიათად მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:

პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ დაუშვებელია რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

♦ შაქრიანი დიაბეტით შეპყრობილმა პაციენტმა მხედველობაში უნდა მიიღონ ის ფაქტი, რომ ტაბლეტი შეიცავს 2.6 გ საქარინს (გამონაკლისის წარმოადგენს სტრეპსილსი ლიმონითა და სამკურნალო ბალახებით რომელიც არ შეიცავს შაქარს).

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის შემადგენლობიდან გამომდინარე, ჭარბი დოზირების შემთხვევები ნაკლებად სავარაუდოა. ჭარბი დოზირების შემთხვევაში მოსალოდნელია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ გვერდითი მოვლენები. მკურნალობა სიმპტომურია.

სხვა წამლებთან ურთიეთქმედება:

პრეპარატი შეთავსებადია ყველა სამკურნალო საშუალებასთან.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სტოპტუსინი ფიტო – STOPTUSSIN FITO – СТОПТУССИН ФИТО

საერთაშორისო დასახელება:

PLANTAGINIS LANCEOLATAE HERPA; THYME;

THYMUS SERPYLLIUM

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სიროფი: ფლაკონში 100 მლ

1 ფლ.

ძირას თხევადი ექსტრაქტი ……………….     4.166 გ

ქონდარას თხევადი ექსტრაქტი  ……………   4.166 გ

მრავალძარღვას თხევადი ექსტრაქტი ……… 4.166 გ

დამხმარე ნივთიერებები:

საქაროზა, პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, თაფლი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სიროფი შეიცავს ძირას, ქონდრის, მრავალძარღვას ექსტრაქტებსა და თაფლს. ხელს უწყობს ამოხველებას, გამოიყენება ძირითადად ბავშვებში.

ჩვენებები:

  • პრეპარატი მიიღება როგორც დამხმარე სამკურნალო საშუალება ზედა სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს. უპირველეს ყოვლისა ერთ წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.

მიღების წესი და დოზირება:

1 წლიდან 5 წლამდე ასაკის ბავშვებში 1/2 ჩაის კოვზი, 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (უმადობის გამო);

ბავშვებში 5-დან 10 წლამდე 1-2 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (უმადობის გამო);

ბავშვებში 10-დან 15 წლამდე 2-3 ჩაის კოვზი 3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ (უმადობის გამო).

15 წლიდან და უფროს ბავშვებში ერთი სუფრის კოვზი 3-6-ჯერ დღეში.

მკურნალობის რეკომენდებული ვადაა 7 დღე.

შაქრის შემცველობის გამო პრეპარატი არ მიიღება ხანგრძლივად და ხშირად. განსაკუთრებით ბავშვებში და უფროსი ასაკის პაციენტებში, მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზირებისას პრეპარატი კარგი ამტანობით ხასიათდება. გვერდითი მოვლენების ან რაიმე უჩვეულო რეაქციების წარმოქმნისას, პრეპარატის შემდგომი მიღების შესახებ საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

უკუჩვენებები:

* პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციისი პერიოდში;

* გულის დეკომპენსაციის, თირკმლისა და ღვიძლის დაავადების დროს;

* აგრეთვე მოქმედ ნივთიერებაზე ან დამხმარე ნივთიერებებიდან ერთ-ერთზე მაღალი მგრძნობელობისას.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სხვა წამლების მიღების შესაძლებლობის შესახებ საჭიროა მივმართოთ ექიმს. თუ მკურნალი ექიმი დანიშნავს სხვა პრეპარატებს, საჭიროა ეცნობოს მას, რომ პაციენტი იღებს სტოპტუსინ ფიტოს.

◄ თუ არ მოხდა მდგომარეობის გაუმჯობესება 3 დღემდე ან დაავადების ნიშნები გაძლიერდა, ან გამომჟღავნდა უცნაური რეაქციები – საჭიროა ექიმის ინფორმირება.

◄ ჭარბი დოზის მიღების ან ბავშვის მიერ პრეპარატის შემთხვევითი მიღებისას მიმართეთ ექიმს.

◄ პრეპარატი შეიცავს 62 გ საქაროზას. რეკომენდებული დოზის მიღების შესაბამისად – (ერთი ჩაის კოვზი 5 მლ 3.5 გ-მდე საქაროზა, 1 სუფრის კოვზი 15 მლ 9.3 გ-მდე საქაროზა).

პრეპარატი არ არის რეკომენდებული პაციენტთათვის ფრუქტოზას მიმართ გამოხატული აუტანლობით, გლუკოზის და გალაქტოზის ათვისების დარღვევით ან საქაროზას ან იზომალტოზის დამშლელის ენზიმის უკმარისობით.

◄ პრეპარატი შეიცავს 3.4% ეთანოლის მოცულობით ერთეულს. რეკომენდებული დოზირების შესაბამისად მიღებისას – (ერთი ჩაის კოვზი 5 მლ 0.14 გ-მდე ეთანოლი, 1 სუფრის კოვზი 15 მლ 0.41 გ-მდე ეთანოლი). ამასთან დაკავშირებით პრეპარატს შეუძლია გამოიწვიოს უარყოფითი რეაქცია  ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში.

◄ ასევე გასათვალისწინებელია რისკის  ჯგუფი, როგორიცაა პაციენტები ღვიძლის დაავადებით, ეპილეფსიით, თავის ტვინის დაავადებითა და ტრავმებით, ორსულები, მეძუძური ქალები და ბავშვები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა წამლებთან არ არის ცნობილი.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 4 წელი.

სტოპტუსინი – STOPTUSSIN – СТОПТУССИН

საერთაშორისო დასახელება:

BUTAMIRATE; GUAIFENESIN

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: გვაიფენეზინი+ბუტამირატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ხველის საწინააღმდეგო ამოსახველებელი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ტაბლეტები: შეფუთვაში 20 ც.

1 ტაბ.

ბუტამირატის დიჰიდროგენციტრატი …………..      4 მგ

გვაიფენეზინი ………………………………………      100 მგ

წვეთები პერორალური მიღებისათვის: საწვეთურიან ფლაკონში 10 მლ

1 მლ 1 ფლ.

ბუტამირატის დიჰიდროგენციტრატი ………  4 მგ 40 მგ

გვაიფენეზინი ………………………………..   100 მგ 1 გ

დამხმარე ნივთიერებები:

კაჟბადის დიოქსიდი უწყლო, მანიტოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, გლიცეროლის ტრიბეგენატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი ამცირებს ხველას, რომელიც გამოწვეულია გაღიზიანებით, ცვლის ნახველის შემადგენლობას, რაც ხელს უწყობს მის მოშორებას.

ჩვენებები:

  • პრეპარატი ნაჩვენებია მშრალ, გამაღაზიანებელ, შეტევითი ხველის სამკურნალოდ ზედა და ქვედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს;
  • ზედა სასუნთქი გზების კატარალური ინფექციების, ლარინგიტების, ფარინგიტების, ბრონქიტების, ტრაქეიტებისა და პნევმონიების დროს;
  • სტოპტუსინის ტაბლეტების გამოყენება შესაძლებელია ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციების დროს;
  • ხველის აღმოსაფხვრელად ოპერაციის წინა და შემდგომ პერიოდში;
  • მკურნალი ექიმის რეკომენდაციით პრეპარატის გამოყენება შეიძლება ასთმის, ტუბერკულოზის, პნევმაკონიზის დროს.

მიღების წესი და დოზირება:

ტაბლეტები: სტოპტუსინის ტაბლეტების დოზირება უნდა შეესაბამებოდეს პაციენტის წონას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მკურნალი ექიმის მიერ ინიშნება განსხვავებული დოზირების რეჟიმი:

50 კგ–მდე სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 1/2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში;

50-70 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში;

90 კგ–ზე ზევით სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 1 1/2 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში.

პრეპარატი მიიღება 4-6 საათის ინტერვალებით. სასურველია პრეპარატის მიღება ჭამის შემდეგ. დაუშვებელია ტაბლეტების დაღეჭვა. ტაბლეტები მიიღება სითხესთან ერთად (წყალი, ჩაი, ხილის წვენი და ა.შ.).

დოზის დანიშნულ დროზე მიღების დავიწყების შემთხვევაში, პრეპარატი მიიღება დაუყოვნებლივ გახსნებისთანავე, ხოლო შემდეგი დოზა მიიღება დადგენილი ინტერვალის 4-6 საათის შემდეგ. დაუშვებელია ერთ მიღებაზე ორი დოზის გამოყენება.

წვეთები:

– 7 კგ-მდე სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 8 წვეთის ოდენობით 3-4ჯერ დღე-ღამეში;

– 7-12 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 9 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;

– 13-20 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 14 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;

– 31-40 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 16 წვეთის ოდენობით 3-4-ჯერ დღე-ღამეში;

– 41-50 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 25 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში;

– 51-70 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 30 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში;

– 71-90 კგ სხეულის წონის პაციენტებში პრეპარატი მიიღება 40 წვეთის ოდენობით 3-ჯერ დღე-ღამეში.

წვეთების შესაბამისი რაოდენობა უნდა გაიხსნას 100 მლ სითხეში (წყალი, ჩაი, ხილის წვენი).

უმჯობესია ჭამის შემდეგ მიღება.

გვერდითი მოვლენები:

რეკომენდებული დოზირების რეჟიმის დაცვის შემთხვევაში პრეპარატი ჩვეულებრივ ხასიათდება კარგი ამტანობით. იშვიათად აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა, ტკივილი მუცლის არეში, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, ჭინჭრის გამონაყარი და გამონაყარი კანზე.

ზემოთ აღწერილი სიმპტომების ან სხვა უჩვეულო რეაქციების გამოვლენის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალი ექიმის კონსულტაციის მიღება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტისადმი;

* მიასთენია;

* სტოპტუსინის ტაბლეტები: 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ თუ ამ პრეპარტის გამოყენებით მკურნალობის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში დაავადების ნიშნები არ შეიცვალა ან პირიქით, გაუარესდა აუცილებელია ექიმის კონსულტაციის მიღება პრეპარატის შემდგომი გამოყენების შესახებ.

◄ ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება შეიძლება მხოლოდ 7 დღე.

◄ აუცილებელია ექიმის რჩევის მიღება ამ პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად გამოყენების შესახებ.

◄ ექიმის მიერ სხვა პრეპარატის დანიშვნისას მას უნდა ეცნობოს სტოპტუსინის ტაბლეტების გამოყენების შესახებ.

◄ პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი გავლენა ისეთ საქმიანობაზე, რაც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას, მოძრაობის კოორდინაციას და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას (მაგ. ავტომობილის მართვა, მანქანათა მომსახურეობა და სიმაღლესთან დაკავშირებული სამუშაოები).

◄ პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული ალკოჰოლური სასმელების გამოყენება.

◄ პრეპარატის ჭარბი დოზის ან ბავშვის მიერ ტაბლეტის შემთხვევით მიღებისას, მიმართეთ ექიმს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– გვაიფენეზინის მოქმედება ძლიერდება ლითიუმისა და მაგნიუმის პრეპარატების გამოყენებისას.

– გვაიფენეზინი აძლიერებს პარაცეტამოლისა და აცეტილსალიცილის მჟავის ანალგეზიურ მოქმედებას.

– ალკოჰოლის, დამამშვიდებელი საძილე საშუალებების, ზოგად ანესთეტიკების მოქმედებას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ასევე მიორელაქსანტების მოქმედებას. ამიტომ ასეთი სახის პრეპარატების გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ექიმისაგან რეკომენდაციის მიღება ამ პრეპარატების ერთობლივი გამოყენების შესახებ.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: წვეთები – 5 წელი;

ტაბლეტები – 4 წელი.

სტოპექსი – STOPEX – СТОПЕКС

საერთაშორისო დასახელება:

LOPERAMIDE

ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

დიარეის საწინააღმდეგო

შემადგენლობა:

პრეპარატის ერთი კაფსულა შეიცავს აქტიური ნივთიერების – ლოპერამიდის ჰიდროქლორიდის 2 მგ-ს.

დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი.

მოქმედების მექანიზმი:

დიარეის საწინააღმდეგო საშუალება.

ლოპერამიდი უკავშირდება ნაწლავის კედელში არსებულ ოპიოიდურ რეცეპტორებს, თრგუნავს აცეტილქოლინისა და პროსტაგლანდინების გამოთავისუფლებას, რის შედეგადაც მცირდება ნაწლავის გლუვი კუნთების ტონუსი და მოტორიკა, მცირდება პერისტალტიკა და იზრდება ნაწლავის შიგთავსის გადაადგილების დრო. ანალური სფინქტერის გაზრდილი ტონუსის შესაბამისად იზრდება ფეკალური მასების შეკავება და მცირდება დეფეკაციის მოთხოვნა.

ლოპერამიდის მოქმედება იწყება სწრაფად და გრძელდება დაახლოებით 4-6 საათი.

პერორალურად მიღებული პრეპარატის 40% აბსორბირდება. პლაზმის ცილებს, ძირითადად ალბუმინებს, უკავშირდება 95%. ღვიძლში ინტენსიურად მეტაბოლიზდება “პირველადი გავლის” ეფექტით. T1/2 შეადგენს 10.8 სთ-ს. ძირითადად გამოიყოფა ფეკალურ მასებთან ერთად, ხოლო უმნიშვნელო ნაწილი კონიუგირებული მეტაბოლიტების სახით – შარდთან ერთად.

ჩვენება:

  • სხვადასხვა გენეზის მწვავე და ქრონიკული დიარეა;
  • ფეკალური მასების გამოყოფის რეგულირება პაციენტებში ილეოსტომით.

უკუჩვენება:

* მწვავე დიზენტერია და საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ინფექციები (გამოწვეული Salmonella spp., Shigella spp., Campylobacter spp.);

* ნაწლავის გაუვალობა (მათ შორის პერისტალტიკის დაქვეითების თავიდან აცილების აუცილებლობისას);

* დივერტიკულოზი;

* მწვავე წყლულოვანი კოლიტი;

* ფსევდომემბრანული ენტეროკოლიტი (ანტიბიოტიკების მიღებით გამოწვეული დიარეა);

* ორსულობის I ტრიმესტრი და ლაქტაციის პერიოდი;

* 6 წლამდე ასაკის ბავშვები;

* პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

უსაფრთხოების ზომები:

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის უკმარისობით.

მკურნალობის ფონზე ყაბზობის (შეკრულობის) ან მუცლის შებერილობის განვითარებისას უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება.

სტოპექსი გამოიყენება დიარეის სიმპტომური მკურნალობისთვის, ამიტომ მასთან ერთად მიზანშეწონილია ეტიოლოგიური თერაპიის ჩატარება.

დიარეის ფონზე, განსაკუთრებით ბავშვებში, შესაძლებელია ჰიპოვოლემიის განვითარება და ელექროლიტების შემცველობის დაქვეითება. ასეთ შემთხვევებში, მნიშვნელოვანია დაკარგული სითხისა და ელექტროლიტების აღდგენა ჩანაცვლებითი თერაპიის სახით.

მწვავე დიარეის დროს, როდესაც მკურნალობის ფონზე 48 საათის განმავლობაში არ აღინიშნება კლინიკური გაუმჯობესება, უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და გამოირიცხოს დიარეის ინფექციური გენეზი.

პრეპარატი არ ინიშნება დიარეის სამკურნალოდ, როცა განავალში აღინიშნება სისხლი და პაციენტს აქვს მაღალი ტემპერატურა.

შიდსი-თ დაავადებულ პაციენტებში მუცლის შებერილობის პირველივე ნიშნებისას უნდა შეწყდეს სტოპექსით მკურნალობა, ვინაიდან ერთეულ შემთხვევებში, როგორც ვირუსული ასევე ბაქტერიული გენეზის კოლიტის დროს შესაძლოა მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური გაფართოება გამოიწვიოს.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იმყოფებოდნენ, რათა დროულად დაფიქსირდეს ცნს-ის ტოქსიკური დაზიანების ნიშნები.

მკურნალობის პროცესში რეკომენდებულია დიეტის დაცვა და საკმარისი რაოდენობის სითხის მიღება.

მკურნალობის პროცესში საჭიროა ავტომობილის მართვისა და სხვა აქტიური ქმედებებისგან თავის შეკავება, რომლებიც ყურადღების კონცენტრირებასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს მოითხოვენ.

დოზის გადაჭარბება:

სიმპტომები: ცნს-ის დათრგუნვა – სტუპორი, კოორდინაციის დარღვევა, ძილიანობა, მიოზი, კუნთების მომატებული ტონუსი, სუნთქვის დათრგუნვა, ნაწლავის გაუვალობა. ბავშვები უმეტესად მგრძნობიარენი არიან პრეპარატის ცნს-ზე გავლენისადმი.

მკურნალობა: სიმპტომური მკურნალობა – კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირის მიღება (სტოპექსის მიღებიდან არა უგვიანეს 3 საათის განმავლობაში), ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია. ანტიდოტი – ნალოქსონი. ვინაიდან ლოპერამიდს ნალოქსონთან შედარებით აქვს უფრო გახანგრძლივებული მოქმედება (1-3 სთ), შესაძლებელია საჭირო გახდეს ამ უკანასკნელის განმეორებითი მიღება. ცნს-ზე დამთრგუნველი ზეგავლენის გამოვლენისათვის პაციენტი 48 საათის განმავლობაში უნდა იმყოფებოდეს განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:

ორსულობის I ტრიმესტრსა და ლაქტაციის პერიოდში სტოპექსი უკუნაჩვენებია. ორსულობის II და III ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც მისი გამოყენების საჭიროება დედისთვის აჭარბებს ნაყოფზე პრეპარატის გავლენის პოტენციურ რისკს.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:

სტოპექსის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

დოზირება და მიღების წესი:

კაფსულები მიიღება დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად.

მწვავე დიარეის დროს:

მოზრდილებში, მათ შორის ასაკოვან პაციენტებში: საწყისი დოზაა 4 მგ (2 კაფსულა), შემდეგში – თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის შემდეგ 2 მგ (1 კაფსულა).

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: საწყისი დოზაა 2 მგ (1 კაფსულა), შემდეგში – თხიერი განავლის შემთხვევაში ყოველი დეფეკაციის შემდეგ 2 მგ (1 კაფსულა).

ქრონიკული დიარეის დროს:

მოზრდილებში, მათ შორის ასაკოვან პაციენტებში: საწყისი დღიური დოზაა 4 მგ (2 კაფსულა). დოზის შემდგომი კორექცია ხდება ინდივიდუალურად, შემანარჩუნებელი თერაპიით – დღეში 2-12 მგ (1-6 კაფსულა), დეფეკაციის სიხშირის დღეში 1-2-ჯერ მიღწევამდე.

6 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში: საწყისი დოზაა 2 მგ (1 კაფსულა). დოზის შემდგომი კორექცია ხდება ინდივიდუალურად, შემანარჩუნებელი თერაპიით – დღეში 2-12 მგ (1-6 კაფსულა), დეფეკაციის სიხშირის დღეში 1-2-ჯერ მიღწევამდე.

მაქსიმალური დღიური დოზა მწვავე და ქრონიკული დიარეის შემთხვევაში მოზრდილებში შეადგენს 16 მგ-ს (8 კაფსულა), ხოლო ბავშვებში მაქსიმალური დღიური დოზაა 6 მგ/20 კგ სხეულის წონაზე.

პრეპარატის მიღება წყდება ნორმალური განავლის ფორმირების ან 12 საათის განმავლობაში განავლის არარსებობის შემთხვევაში.

გვერდითი მოვლენები:

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შეკრულობა და/ან მუცლის შებერილობა, ნაწლავური კოლიკა, ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის არეში, გულისრევა, ღებინება, პირის სიმშრალე. ერთეულ შემთხვევაში – ნაწლავის გაუვალობა;

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: დაღლილობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა;

ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე;

სხვა: იშვიათად – შარდის შეკავება.

ვარგისიანობა და შენახვის პირობები:

პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი.

ინახება 15-25oC ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

ექიმის რეცეპტის გარეშე!

სტოპართროზი – STOPARTROZ – СТОПАРТРОЗ

საერთაშორისო დასახელება:

GLUCOSAMINE

მწარმოებელი: SLAVIA PHARMA

მოქმედი ნივთიერება: გლუკოზამინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი; აღადგენს გლუკოზამინოსულფატის ნაკლებობას ორგანიზმში

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტში.

1 პაკ.

გლუკოზამინის სულფატი ……… 1.5 გ

 

ვრცლად დონა

Don`t copy text!