Aviabiletebi avia.ge
მთავარი წაკითხვა გვერდი 460

სტოპანგინი – STOPANGIN – СТОПАНГИН

საერთაშორისო დასახელება:

HEXETIDINE

მწარმოებელი: IVAX, ჩეხეთი

მოქმედი ნივთიერება: ჰექსეტიდინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიმიკრობული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის პირის ღრუს დაავადებების დროს.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

სპრეი ადგილობრივი გამოყენებისათვის: ფლაკონში 30 მლ, მექანიკური შემასხურებლით და პირის ღრუს აპლიკატორით.

1 მლ

ჰექსეტიდინი ……….      1.92 მგლ

დამხმარე ნივთიერებები:

ანისის ეთერზეთი, ევკალიპტის ეთერზეთი, სასაფრასის ეთერზეთი, ფორთოხლის ხის ყვავილების ეთერზეთი, მწარე პიტნის ეთერზეთი, მენთოლი, მეთილსალიცილი, საქარინის ნატრიუმის მონოჰიდრიტი, გლიცერინი 85%, ეთანოლი 96%.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

სტოპანგინი არის ანტისეპტიკური საშუალება ზომიერად მაანესთეზირებელი მოქმედებით.

პრეპარატის ძირითად აქტიურ ნივთიერებას – ჰექსეტიდინი – გააჩნია ბაქტერიოციდული და ფუნგიციდური მოქმედება. ანტიმიკრობული მოქმედება მიმდინარეობს მიკრობების უჯრედების ჟანგვითი რეაქციის ჩახშობის გზით. ჰექსეტიდინი ეთერზეთებთან კომპლექსში ახდენს ანტისეპტიკურ ზომიერ ლოკალურ მაანესთეზირებელ მოქმედებას.

ჩვენებები:

  • პირის ღრუსა და საყლაპავის ანთებითი დაავადებები (ანგინა, ტონზილიტი, ფარინგიტი, სტომატიტი, აფტი, გლოსიტი, პარადონტოზი, პაროდონტოპათია, ალვეოლის ინფიცირება);
  • პირის ღრუსა და საყლაპავის სოკოვანი დაავადება (რძიანა);
  • ოპერატიული ჩარევების წინ და შემდეგ;
  • პირის ღრუსა და საყლაპავის ტრამვების დროს;
  • ანგინების კომპლექსური მკურნალობის დროს, როგორც დამხმარე საშუალებები.

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილებში და 8 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში სპრეი შეისხურება პირის ღრუში სუნთქვის შეკავებით 1-2 წამის განმავლობაში ინფიცირებულ ზედაპირზე, პროცედურა ტარდება 2-3-ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გვერდითი მოვლენები:

– პირის ღრუს ლორწოვონას დროებითი წვის შეგრძნება;

– გამონაკლის შემთხვევებში ძლიერი მგრძნობელობის მქონე ადამიანებს შესაძლოა განუვითარდეს ალერგიული რეაქცია მათ შორის ლარინგისპაზმი;

– ღებინება (პრეპარატის  შემთხვევით ჩაყლაპვისას).

უკუჩვენებები:

* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მაღალმგრძნობელობა;

* ატროფიული ტიპის მშრალი ფარინგიტი;

* 8 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ორსულობა და ლაქტაცია:

არ არის საკმარისი ინფორმაცია პრეპარატის მიღების შესახებ ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს, ამიტომ მისი მიღება ხდება სიფრთხილით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო სარგებელი მისი მოხმარების შედეგად აღემატება პოტენციურ რისკს.

განსაკუთრებული მითითებები:

♦ ექიმის კონსულტაციის გარეშე პრეპარატის მიღება შესაძლებელია არა უმეტეს 7 დღის განმავლობაში.

♦ პრეპარატის თვალებში შესხურება აკრძალულია.

♦ არ შეიძლება პრეპარატის შესუნთქვა.

♦ შეიცავს 64% ეთანოლს.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმების მართვის უნარზე: სტოპანგინი არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვის დროს და მოქმედებებისას, რომელიც საჭიროებს ყურადღების მომატებული კონცენტრაციას.

ჭარბი დოზირება:

არ არის აღწერილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

უცნობია.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 10-250C ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

სტომგინი – STOMGINI – СТОМГИН

ფორმა : ხსნარი 200 მლ , ფლაკონი №1

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

პირის ღრუს დაავადებების სამკურნალო საშუალება

პრეპარატი სტომგინი წარმოადგენს მცენარეულ ექსტრაქტს პირის ღრუს დაავადებების სამკურნალოდ . იგი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია .

შემადგენლობა :

ევკალიპტის ფოთოლი (1,0 გ );   ფარსმანდუკის ბალახი (4,0 გ ); თავშავას ბალახი (2,0 გ ); სალბის ფოთოლი (4,0 გ );   გვირილას ყვავილი (3,0 გ ); გულყვითელას ყვავილი (3 გ ); მუხის ქერქი (4,0 გ ); სპირტი (20,0 გ ); გამოხდილი წყალი (160 გ ).

ფარმაკოლოგიური მოქმედება :

პრეპარატი „სტომგინი „  მოქმედებს ანტისეპტიკურად, აჩერებს სისხლდენას , კურნავს დაავადებულ ღრძილებს .

ჩვენებები :

  • პრეპარატი „სტომგინი „  გამოიყენება გინგივიტის , სტომატიტის და პარადონტოზის სამკურნალოდ .

მიღების წესი :

პირის ღრუში , მტკივნეული ადგილის მხარეს ჩაიგუბეთ პრეპარატის ერთი სუფრის კოვზი და დააყოვნეთ 5-10 წთ ; პროცედურა გაიმეორეთ დღეში 4-5- ჯერ .

უკუჩვენებები : არ არის დადგენილი .

გვერდითი მოვლენები : არ არის დადგენილი .

შენახვის პირობები: მჭიდროდ დაახურეთ თავი და შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე .

გამოშვების ფორმა: 200 მლ . ფლაკონებში №1

შენახვის ვადა: 2 წელი

გაცემის წესი: გაიცემა ურეცეპტოდ

მწარმოებელი: შ . პ . ს . ” დავათი “

სტიმულოტონი® – STIMULOTON® – СТИМУЛОТОН®

საერთაშორისო დასახელება:

SERTRALINE

მწარმოებელი: EGIS PHARMACEUTICALS PLC., უნგრეთი

მოქმედი ნივთიერება: სერტრალინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ანტიდეპრესანტი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10, 20 და 30 ც.

1 ტაბ.

სერტრალინის ჰიდროქლორიდი ……….   50 მგ

1 ტაბ.

სერტრალინის ჰიდროქლორიდი………..      100 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

მაგნიუმის სტეარატი ევრ. ფარმ., ჰიდროქსიპროპილცელულოზა ევრ. ფარმ., ნატრიუმის სახამებელის გლუკოლატი (ტიპიA) ბრიტ. ფარმ., კალციუმის ჰიდროფოსფატის დიჰიდრატი ევრ. ფარმ., მიკროკრისტალური ცელულოზა ევრ. ფარმ. ტაბლეტის მასაში.

გარსი: ჰიპრომელოზა 2910 ევრ. ფარმ., მაკროგოლი 6000 ევრ. ფარმ., ტიტანის დიოქსიდი C.1. 77891, E.E.C. 171 ევრ. ფარმ.

ჩვენებები:

  • დეპრესია (უნიპოლარული ან ბიპოლარული, თანხლებული შფოთვით);
  • მწვავე დეპრესია;
  • მორეციდივიე დეპრესიის პროფილაქტიკა;
  • უნიპოლარული დეპრესიის პროფილაქტიკური თერაპია;
  • მწვავე და ქრონიკული ობსესურ-კომპულსური აშლილობები (ოკა).
  • პანიკური აშლილობები (აგორაფობიით და მის გარეშე).

მიღების წესი და დოზირება:

მოზრდილები:

დეპრესიისა და ოკა–ს სამკურნალოდ: ჩვეულებრივი დღიური დოზა შეადგენს 50 მგ-ს დღეში ერთხელ ნებისმიერ დროს, საჭმლის მიღებისგან დამოუკიდებლად.

პაციენტები პანიკური აშლილობებით: მკურნალობის დაწყება რეკომენდებულია 25 მგ-იანი დღიური დოზით (ეს ავადმყოფები უფრო მგრძნობიარენი არიან პრეპარატის მიმართ და მათ შეიძლება განუვითარდეთ გვერდითი ეფექტები). ერთ კვირაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-მდე.

არასაკმარისი თერაპიული ეფექტის შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 50 მგ-ით კვირაში ერთხელ მაქსიმუმ 200 მგ-მდე, თუ პაციენტი კარგად იტანს პრეპარატს.

დამაკმაყოფილებელი თერაპიული შედეგები შეიძლება მიღწეული იქნას მკურნალობიდან 7 დღის განმავლობაში.

თუმცა სრული თერაპიული ეფექტურობის მისაღწევად საჭიროა 2-4 კვირა.

ოკა-თი დაავადებულებში დამაკმაყოფილებელი თერაპიული შედეგები შეიძლება მიღწეულ იქნას მკურნალობის დაწყებიდან 8-12 კვირის შემდეგ. უმცირესი თერაპიული დოზა უნდა გამოიყენებოდეს შემანარჩუნებელი თერაპიისათვის.

ხანდაზმული ავადმყოფები: ამ კატეგორიის პაციენტებში დოზის სპეციალური შერჩევა არ მოითხოვება.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით საჭიროებენ განსაკუთრებულ ყურადღებას პრეპარატ სტიმულოტონის გარსიანი ტაბლეტებით მკურნალობისას.

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს დოზის შემცირება ან დროის ინტერვალის გაზრდა პრეპარატის მიღებებს შორის (იხ. ნაწილი `განსაკუთრებული მითითებები~).

პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევით დოზის დაზუსტება არ არის საჭირო (იხ. `განსაკუთრებული მითითებები~).

გვერდითი მოვლენები:

ვეგეტატიური ნერვული სისტემის მხრივ: ეაკულაციის დარღვევა (14%), პირის სიმშრალე (15%), ოფლიანობა (7%).

ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძილიანობა (14%), თავბრუსხვევა (13%), ტრემორი (9%), უძილობა (22%), ლიბიდოს დაქვეითება (5%), გაღიზიანებადობა (6%).

კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მხრივ: ანორექსია (6%), დიარეა (20%), დისპეფსია (8%), მეტეორიზმი (3%), გულისრევა (28%), ღებინება (4%).

სხვა შესაძლო ეფექტები: სისუსტე (12%), კანის სიწითლე (2%) და მხედველობის სიმახვილის დაქვეითება (4%).

სერტრალინის მიღებისას აღწერილია ექსტრაპირამიდული სიმპტომები, დისკინეზია, კრუნჩხვები, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა და გამონაყარი კანზე (იშვიათად – მულტიფორმული ერითემა), თუმცა პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირი არ არის დამტკიცებული. მოტორული დარღვევები ძირითადად შეიმჩნეოდა პაციენტებში, რომელთაც ადრე ჰქონდათ ამგვარი მოვლენები ან იღებდნენ ნეიროლეპსიურ საშუალებებს.

მოხსნის სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ იშვითად ჩნდება.

შეიძლება განვითარდეს პარესთეზია, ჰიპესთეზია, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, აგზნება, შფოთვითი მდგომარეობა ან ფსიქოზი. ამ სიმპტომების დიფერენცირება ძირითადი დაავადების სიმპტომებისგან ძნელია და შეიძლება აღინიშნებოდეს სხვა ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას.

ლაბორატორიული მაჩვენებლები: ტრანსამინაზების (ატს, ალტ) უსიმპტომო ზრდა იშვიათად გვხვდება (0.8%). ეს მოვლენები აღინიშნება სერტრალინის მიღების დაწყებიდან 9 კვირის შემდეგ. პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ ფერმენტების დონე ნორმალიზდება.

სერტრალინით მკურნალობისას, ასევე, აღწერილია გარდამავალი ჰიპონატრიემია. ეს ფენომენი, ჩვეულებრივ, გამოვლინდება ხანში შესულ პაციენტებში და დიურეზულებისა ან სხვა პრეპარატების მიღებისას. აქედან გამომდინარე, ის შესაძლოა უკავშირდება ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარის სეკრეციის სინდრომს.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ;

* პაციენტებში, რომლებიც იღებენ მაო-ს ინჰიბიტორებს, ამ პრეპარატების ერთობლივი მიღება უკუნაჩვენებია. ერთი პრეპარატიდან მეორეზე გადასვლის დროს საჭიროა მკურნალობის შეწყვეტა 14 დღის განმავლობაში.

* პაციენტები, რომლებიც იღებენ ტრიპტოფანს ან ფენფლურამინს, უკუნაჩვენებია სტიმულოტონის ტაბლეტების ნებისმიერ მათგანთან ერთად გამოყენება;

* პაციენტები, რომელთაც აქვთ არასტაბილური ეპილეფსია;

* ბავშვები (უსაფრთხოება და ეფექტურობა ამ ასაკობრივ ჯგუფში არ არის დამტკიცებული);

* ორსული და მეძუძური ქალები: ორსულობისა ან ლაქტაციის პერიოდში სტიმულოტონის დანიშვნა შეიძლება მხოლოდ რისკისა და შესაძლო სარგებლობის ზედმიწევნითი შედარების შემდეგ.

* სპირტიანი სასმელების მიღება სტიმულოტონით მკურნალობის დროს უკუნაჩვენებია.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულად ყოფნის ან მისი დაგეგმვის, ან ბავშვის ძუძუთი კვებისას მკურნალობის დაწყებამდე რჩევისათვის მიმართეთ ექიმს.

რეპროდუქციულ ასაკში მყოფმა ქალებმა, რომლებიც იღებენ სერტრალინს, უნდა გამოიყენონ ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

* სერტრალინი გამოიყოფა დედის რძეში. არ არსებობს საკმარისი მონაცემები ადამიანზე ჩატარებული კონტროლირებადი კვლევებით. ამიტომაც სერტრალინის მიღება ლაქტაციის დროს რეკომენდებული არ არის. ასეთი მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების დროებით შეწყვეტის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ არ არსებობს საკმარისი მონაცემები სტიმულოტონის გარსიანი ტაბლეტების გამოყენების შესახებ პაციენტებში, ელექტრო-კრუნჩხვითი თერაპიის დროს (ეკთ). სერტრალინისა და ეკთ-ს ერთდროული გამოყენების შესაძლო სარგებელი ან საფრთხე შესწავლილი არ არის.

◄ ისევე, როგორც სხვა ანტიდეპრესანტების მიღების დროს, ზოგიერთ ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ სერტრალინს, აღინიშნება მანიაკალური და ჰიპომანიაკალური მდგომარეობები.

◄ ავადმყოფებს დეპრესიით ხშირად აქვთ სუიციდის მცდელობა, ეს საფრთხე არსებობს რემისიის დაწყებამდე. სამკურნალო კურსის დასაწყისში ავადმყოფები საჭიროებენ განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას ოპტიმალური კლინიკური ეფექტის მიღებამდე.

◄ სერტრალინით მკურნალობის შემდეგ ეპილეფსიური შეტევები აღინიშნებოდა ავადმყოფებში დეპრესიით (0.08%) და ობსესურ-კომპულსიური აშლილობებით (0.2%),  თუმცა ამ მოვლენების მიზეზობრივი კავშირი სერტრალინთან დამტკიცებული არ არის. არ არსებობს სერტრალინის გამოყენების საკმარისი გამოცდილება ეპილეფსიის მქონე ავადმყოფებში. პაციენტებში არასტაბილური ეპილეფსიით ამ პრეპარატის დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი. რეკომენდებულია ხშირი გამოკვლევა. კრუნჩხვითი შეტევების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

◄ სერტრალინის ძირითადი და ინტენსიური მეტაბოლიზმის ადგილია ღვიძლი. ფარმაკოკინეტიკურმა გამოკვლევებმა ერთჯერადი დოზის შეყვანით პაციენტებში საშუალო სიმძიმის ღვიძლის ციროზით გამოავლინა სერტრალინის ნახევარგამოყოფის დროის გახანგრძლივება და დროის კონცენტრაციის მრუდის ფართობის ზრდა. ამიტომ საჭიროა სიფრთხილე სერტრალინით მკურნალობისას ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. ამ შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან სერტრალინის მიღებებს შორის ინტერვალების გაზრდა. არ არსებობს სერტრალინის მიღების საკმარისი კლინიკური გამოცდილება ავადმყოფებში ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევებით. უმჯობესია, სერტრალინი ასეთ ავადმყოფებს არ დაუნიშნოთ.

◄ ავადმყოფებში თირკმელების ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევებით (კრეატინინის კლირენსი 20-50 მლ/წთ) და თირკმელების მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ-ზე ნაკლები) სერტრალინის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების მნიშვნელოვანი ცვლილება არ აღინიშნება. ეს აისახა გამოკვლევებში ერთჯერადი და მრავალჯერადი დოზების მიღებით. ამიტომ ასეთი ავადმყოფები არ საჭიროებენ დოზის ინდივიდუალურ შერჩევას.

ტრანსპორტის მართვის შესაძლებლობა: თუ პაციენტი არ იღებს სხვა მედიკამენტს სტიმულოტონთან ერთად, სავარაუდოა, რომ სტიმულოტონი არ მოახდენს ზეგავლენას მის აქტივობაზე.

თუ სტიმულოტონთან ერთად გამოიყენება რომელიმე სხვა პრეპარატი (მაგალითად, ბენზოდიაზეპინი ან სხვა ტრანკვილიზატორი), ამან შეიძლება იქონიოს გავლენა ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე ან უბედური შემთხვევების მომატებული რისკის მქონე სამუშაოს შესრულებაზე. ნებისმიერი საკითხის გასარკვევად რჩევისათვის საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ჭარბი დოზირება:

სერტრალინით მონოთერაპიის დროს არ არის აღწერილი ჭარბი დოზირების მძიმე სიმპტომების განვითარება. მაღალი დოზების მიღების შემდეგაც კი.

სხვა პრეპარატებთან ან ალკოჰოლთან ერთობლივი შეყვანა იწვევს ჭარბი დოზირების მძიმე მოვლენებს, ზოგჯერ სასიკვდილო შედეგით.

სიმპტომები: ძილიანობა, გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, შფოთვა და თვალის გუგების გაფართოვება.

მკურნალობა: სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. პაციენტი საჭიროებს ინტენსიურ და შემანარჩუნებელ თერაპიას. არ არის რეკომენდებული ღებინების გამოწვევა. აქტივირებული ნახშირის შეყვანა შეიძლება უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე კუჭის ამორეცხვა. აუცილებელი სასუნთქი გზების გამავლობის შენარჩუნება. საჭიროა სასიცოცხლო მნიშვნელოვანი ფუნქციების მონიტორინგი. სერტრალინს ახასიათებს განაწილების დიდი მოცულობა. ამიტომ ფორსირებული დიურეზი, დიალიზი, ჩანაცვლებითი ინფუზია ან სისხლის ტრანსფუზია შეიძლება არაეფექტური ან ნაკლებად ეფექტური იყოს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

მონოამინოქსიდაზის (მაო) ინჰიბიტორები: სერტრალინისა და მაო-ს ინჰიბიტორის (უფრო ზუსტად, მაო-ს შერჩევითი ინჰიბიტორის სელეგილინისა და მაო-ს შექცევადი ინჰიბიტორის A მოკლობემიდის) ერთობლივი შეყვანის დროს ვითარდება მძიმე გართულებები. ზოგიერთი შემთხვევა აღწერით ემსგავსება სეროტონინის სინდრომს. ანალოგიური შემთხვევები, ზოგჯერ სასიკვდილო შედეგით, აღინიშნებოდა მაო-ს ინჰიბიტორების ჯგუფის ანტიდეპრესანტთან (სერტრალინის გარდა) კომბინირებული თერაპიის დროს და აგრეთვე ანტიდეპრესანტის მოხსნისთანავე მაო-ს ინჰიბიტორით მკურნალობის დაწყების შემდეგ.

სეროტონინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორების (სუში)-ის ჯგუფის პრეპარატების და მაო-ს ინჰიბიტორების კომბინაციის დროს შეიძლება განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: ჰიპერთერმია, რიგიდობა, მიოკლონუსი, ვეგეტატიური ნერვული სისტემის ლაბილობა (მაგალითად, სუნთქვის პარამეტრების და/ან სისხლის მიმოქცევის პარამეტრების სწრაფი ცვლილებები), ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლა (უფრო ზუსტად დაბინდული ცნობიერება), გაღიზიანებადობა, გამოხატული შფოთვა, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დელირიუმსა ან კომაში. ამიტომ, სერტრალინის დანიშვნა არ შეიძლება მაო-ს ინჰიბიტორებთან ერთად ან 14 დღის განმავლობაში მათი შეწყვეტის შემდეგ. ანალოგიურად, სერტრალინით მკურნალობის დასრულების შემდეგ მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა გავიდეს არანაკლებ 14 დღე.

საშუალებები ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე (ცნს) შემაკავებელი გავლენით და ალკოჰოლი: ალკოჰოლი, კარმაზეპინი და ჰალოპერიდოლი ჯანმრთელი მოხალისეების კოგნიტიურ და ფსიქომოტორულ აქტივობაზე არ ახდენდნენ გავლენას სერტრალინის შეყვანის შემდეგ 200 მგ დღიური დოზით. თუმცა სერტრალინის მიღების დროს, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოხდეს იმ პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ზეგავლენას ახდენს ცნს-ზე, ხოლო ალკოჰოლის მიღებისგან თავი უნდა იქნას შეკავებული.

კუმარინის წარმოებულები: სერტრალინთან ერთად მათ შეუძლიათ პროთრომბინის დონის მნიშვნელოვანი შემცირება, სერტრალინის სამკურნალო კურსის დასაწყისში და ბოლოს რეკომენდებულია პროთრომბინის დროის კონტროლი.

სერტრალინი უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. მისი ერთდროული შეყვანისას სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებსაც აქვთ ასეთივე თვისებები, შეიძლება ურთიერთქმედების განვითარება.

ციმეტიდინი: სერტრალინის კლირენსი მნიშვნელოვნად მცირდება ციმეტიდინის ერთდროული შეყვანისას. ამ ფენომენის კლინიკური მნიშვნელობა უცნობია.

ციტოქტომ P450 იზოფერმენტით 2D6 მეტაბოლიზებული სამკურნალო საშუალებები: სერტრალინის ხანგრძლივი მიღება დღიური დოზით 50 მგ იწვევს დეზიპრამინის (ნივთიერება, რომელიც გამოიყენება ციტოქრომ P450-ის იზოფერმენტ 2D6 მარკერის სახით) თანაბარი კონცენტრაციის მატებას სისხლის პლაზმაში.

სამკურნალო საშუალებები, მეტაბოლიზირებული ციტოქრომ P450 სხვა იზოფერმენტული სისტემებით: ურთიერთქმედების შესწავლამ in vitroDგამოავლინა, რომ ენდოგენური კორტიზოლის ჰიდროქსილირება იზოფერმენტის CYP3A3/4 საშუალებით და, ასევე კარბამაზეპინისა და ტერფენადინის მეტაბოლიზმი, არ იცვლება სერტრალინის ხანგრძლივი მიღების დროს დღიური დოზით 200 მგ. ტოლბუტამიდის, ფენიტოინისა და ვარფარინის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ იცვლება სერტრალინის ხანგრძლივი მიღების დროს დღიური დოზით 200 მგ. აქედან გამომდინარე სერტრალინი არ თრგუნავს CYP2C9 აქტივობას. იგივე დოზა არ ცვლის დიაზეპამის დონეს სისხლის შრატში, რაც ადასტურებს CYP2C9 აქტივობის დათრგუნვის არარსებობას; in vitro ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ სერტრალინს არ გააჩნია ან აქვს მინიმალური დამთრგუნველი ეფექტი CYP1A2-ზე.

ლითიუმი: ჯანმრთელ მოხალისეებზე პლაცებო-კონტროლირებადი გამოკვლევებით ფარმაკოკინეტიკის არსებითი ცვლილებები აღწერილი არ არის სერტრალინთან ერთდროულად ლითიუმის მიღების შემდეგ. თუმცა ტრემორი აღინიშნებოდა უფრო ხშირად, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში, რაც შეიძლება მოწმობდეს ფარმაკოდინამიურ ურთიერთქმედებაზე. როგორც სეროტონინის უკუმიტაცების სხვა ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში, სერტრალინის ერთდროული შეყვანა სეროტონინერგულ საშუალებებთან (მაგალითად, ლითიუმთან) მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს,

სეროტონინერგული პრეპარატები: “გამორეცხვის პერიოდის” აუცილებლობა სეროტონინის უკუმიტაცების ერთი ინჰიბიტორიდან მეორეზე გადასვლისას დამტკიცებული არ არის. ამიტომ სამკურნალო საშუალებების ასეთი შეცვლის აუცილებლობის დროს განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს. თავი უნდა ავარიდოთ ტრიფტოფანისა ან ფენფლურამინის სერტრალინთან ერთდროულ შეყვანას.

მიკროსომული ფერმენტების ინდუქცია: კლინიკურ გამოკვლევებში სერტრალინი იწვევდა ღვიძლის ფერმენტების მინიმალურ ინდუქციას. ანტიპირინთან (200 მგ დღეში) ერთდროული გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებდა ანტიპირინის ნახევარგამოყოფის პერიოდს, თუმცა ეს ეფექტი აღინიშნებოდა იშვიათად (5%).

ატენოლოლი: ატენოლოლთან ერთდროული შეყვანისას სერტრალინი არ ცვლის მის ბეტამაბლოკირებელ ეფექტს.

გლიბენკლამიდი და დიგოქსინი: ამ პრეპარატებთან ურთიერთქმედება არ აღინიშნება სერტრალინის 200 მგ-მდე დღიური დოზების გამოყენებისას.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 15-250C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სტიმოლი – STIMOL – СТИМОЛ

საერთაშორისო დასახელება:

CITRULLINE MALATE

მწრმოებელი: LABORATOIRES BIOCODEX, საფრანგეთი

მოქმედი ნივთიერება: ციტრულინის მალატი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ასთენიის სამკურნალო პრეპარატი, მეტაბოლიზმის კორექტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

დასალევი ხსნარი: პაკეტში 10 მლ, შეფუთვაში 18 ც.

1 მლ

ციტრულინის მალატი ……..     100 მგ

დამხმარე ნივთიერები:

ნატურალურ ფორთოხლის არომატიზატორი, ნატრიუმის ჰიდროქსიდის კონცეტრირებული ხსნარი, გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პრეპარატი წარმოადგენს ამინომჟავებს. სტიმოლი ახდენს ლაქტატისა და ამიაკის უტილიზაციას, უზრუნველყოფს ორგანიზმს ენერგიით, გადაჰყავს რა უჯრედი მეტაბოლიზმის უფრო მაღალ ენერგეტიკულ დონეზე.

ჩვენებები:

  • ასთენიის სიმპტომური მკურნალობა;
  • ფიზიკური ასთენია;
  • ფსიქიკური ასთენია;
  • პოსტინფექციური ასთენია;
  • ასთენია ორსულობისას;
  • ასთენია ხანდაზმულ ასაკში;
  • ასთენია ენდოკრინული დაავადებებისას;
  • ასთენია სპორტსმენებში (ხსნის ინტენსიური ვარჯიშით გამოწვეული კუნთების დაღლილობას);
  • ასთენოვეგეტატური სინდრომი ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის ჰიპოტონური ფორმის დროს;
  • ალკოჰოლურ-აბსტინენციური სინდრომი;
  • სექსუალური ასთენია;
  • არ წარმოადგენს დოპინგს. ნებადართულია სპორტსმენებისათვის.

მიღების წესი და დოზირება:

ბავშვებში 2-5 წლამდე: 1 პაკეტი დღეში.

ბავშვები 5-15 წლამდე: 1 პაკეტი 2-ჯერ დღეში.

მოზრდილები: 1-2 პაკეტი 3-ჯერ დღეში.

რეკომენდებულია მიღება 12-14 დღის განმავლობაში.

მიიღება საკვებთან ერთად. პაკეტის შიგთავსი იხსნება 100 მლ წყალში ან წვენში.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად დისკომფორტი ეპიგასტრიუმში.

უკუჩვენებები:

პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება.

განსაკუთრებული მითითებები:

ერთი პაკეტი შეიცავს დაახლოებით 30 გ (1.3 მმოლ) ნატრიუმის ხსნარს pH-ის 3.3-მდე შესანარჩუნებლად, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას უმარილო დიეტაზე მყოფი პაციენტებისათვის.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

არ მოიპოვება მონაცემები.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

სტეპტენი – STEPTEN – СТЕПТЕН

საერთაშორისო დასახელება:

PIPERACILIN

მწრმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: პიპერაცილინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

პენიცილინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

ფხვნილი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად: ფლაკონში.

1 ფლ.

ნატრიუმის პიპერაცილინი ………      1 გ

1 ფლ.

ნატრიუმის პიპერაცილინი …………..   2 გ.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პიპერაცილინი წრამოადგენს ნახევრადსინთეზური პენიცილინების ჯგუფის ფართო სპექტრის ანტიბიოტიკს პარენტერული გამოყენებისათვის. გააჩნია ბაქტერიციდული მოქმედება. ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი, აერობული და ანაერობული მიკროორგანიზმების მიმართ. აბლოკირებს ტრანსპეპტიდაზას, იწვევს უჯრედული კედლის პეპტიდოგლიკანის სინთეზის დარღვევას, მიკროორგანიზმების ლიზისს.

სტეპტენი in vitro აქტიურია:

გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ – Escherichia coli, Proteus mirabilis და Proteus spp., (ინდოლდადებითი), Salmonella spp., Pseudomonas aeruginosa, Pseudomonas spp., Serratia spp. Acinetobacter spp. Klebsiella pneumoniae, Haemophilus influenzae (ბეტა-ლაქტამაზას არამაპროდუცირებელი შტამები), Enterobacter spp., Citrobacter spp., Neisseria meningitidis, Neisseria gonorrhoeae  გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ – Enterococcus spp. (Enterococcus faecalis, Enterococcus faecium), Streptococcus viridans, Staphylococcus aureus  (ბეტა-ლაქტამაზას არამაპროდუცირებლი შტამები), Streptococcus pyogenes A ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Streptococcus agalactiae, (B ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი), Streptococcus pneumoniae, Staphylococcus epidermidis (ბეტა-ლაქტამაზას არამაპროდუცირებელი შტამები); ანაერობების მიმართ – ბაქტერიები: Bacteroides spp. (Bacteroides fragilis, Bacteroides ovatus და სხვ.), Fusobacterium nucleatum; Clostridum spp. (Clostridum perfringens-სა და Clostridium difficile-ს ჩათვლით), Peptostreptococcus spp., Eubacter spp., Veillonella spp., Actinomyces spp.

პიპერაცილინი იშლება სტაფილოკოკების და ზოგიერთი გრამუარყოფითი ბაქტერიების მიერ პროდუცირებული ბეტა-ლაქტამაზებით, მაგრამ აქტიურია ბეტა-ლაქტამაზას მაპროდუცირებელი გონოკოკების მიმართ.

გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების შტამები, Pseudomonas-ს სახეობების ჩათვლით, რომლებიც რეზისტენტული არიან ამპიცილინის, კარბენიცილინის, ცეფალოტინის ან ამინოგლიკოზიდების მოქმედების მიმართ. მგრძნობიარე არიან პიპერაცინილინისადმი.

ფარმაკოკინეტიკა:

პერორალური მიღების შემდეგ პიპერაცილინი არ აბსორბირდება.

2 გ სტეპტენის კუნთში შეყვანის შემდეგ მისი მაქსიმალური კონცენტრაცია (36.4 მკგ/მლ) აღინიშნება 30 წთ-ის შემდეგ. 4 და 6 გ პიპერაცილინის ინტრავენური 30-წუთიანი ინფუზიისას მისი მაქსიმალური კონცენტრაცია შეადგენს 244.5 და 353 მკგ/მლ შესაბამისად. პლაზმის ცილებს უკავშირდება დაახლოებით 16%. ადვილად გადის ჰისტოჰემატურ ბარიერებს, ჰემატოენცეფალური ბარიერის ჩათვლით (ტვინის გარსების ანთების დროს), აღწევს ორგანიზის სითხეებსა და ქსოვილებში (ძვლების, წინამდებარე ჯირკვლის, გულის, ნაღვლის ჩათვლით). ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 36-72 წთ-ს; თირკმლის ზომიერი უკმარისობის დროს, ნახევარგამოყოფის პერიდი იზრდება 2-ჯერ, ხოლო მძიმე უკმარისობისას – 5-6-ჯერ. პრეპარატი გამოიყოფა ძირითადად თირკმელებით (გლომერულული ფილტრაციისა და ტუბულარული სეკრეციის მეშვეობით) უცვლელი სახით, ნაწილობრივ – ნაღველთან ერთად. დაახლოებით 60-80% განიცდის ექსკრეციას 24 სთ-ის განმავლობაში. და ქმნის მაღალ კონცენტრაციას შარდში. მცირე ნაწილი გამოიყოფა დედის რძესთან ერთად.

ჩვენებები:

სტეპტენი გამოიყენება ინფექციურ-ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროოორგანიზმებით;

  • ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, პნევმონია, ფილტვის აბსცესი, პლევრის ემპიემა;
  • ოტორინოლარინგოლოგიური ინფექციები, პირის ღრუს ინფექციები;
  • ინტრააბდომინალური ინფექციები: ჰეპატობილიარული ინფექციები, პერიტონიტი, ინტრააბდომინალური აბსცესები;
  • შარდ-სასქესო გზების ინფექციები: მწვავე და ქრონიკული პიელიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, პროსტატიტი, ეპიდიდიმიტი, ურეთრიტი (გონოკოკური ურეთრიტის ჩათვლით);
  • მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ინფექციები: აბსცესები, ენდომეტრიტი, სალპინგიტი, ადნექსიტი, მშობიარობის შემდგომი ინფექციები;
  • კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები (ინფიცირებული ჭრილობებისა და დამწვრობების ჩათვლით);
  • ძვლებისა და სახსრების ინფექციები;
  • სეპტიცემია;
  • ენდოკარდიტი;
  • პოსტოპერაციული ინფექციური გართულებების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:

სტეპტენი შეჰყავთ ინტრამუსკულარულად (14 წლის ზევით პაციენტებში) ან ინტრავენურად (ნაკადურად 3-5 წთ-ის განმავლობაში ან წვეთოვნად 20-30 წთ-ის განმავლობაში.

პიპერაცილინის ერთჯერადი დოზა მძიმე ინფექციების დროს შეადგენს 3-4 გ-ს ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ 20-30 წუთიანი ინფუზიის სახით. მოზრდილებსა და 14 წლის ზევით პაციენტებში სადღეღამისო დოზა შეადგენს:

– სეპტიცემია, ნოზოკომიალური პნევმონია, შარდსასქესო სისტემის, კანისა და რბილი ქსოვილების ინტრააბდომინალური მძიმე ინფექციები – 12-16 გ ინტრავენურად (200-300 მგ/კგ/დღეში) თანაბრად დაყოფილი დოზებით ყოველ 4-6 სთ-ში ერთხელ (მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 24 გ);

– საშარდე გზების გართულებული ინფექციები – 8-16 გ ინტრავენურად (125-200 მგ/კგ-დღეში) თანაბრად დაყოფილი დოზერით ყოველ 6-8 სთ-ში ერთხელ;

– სასუნთქი გზების და საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები _ 6-8 გ კუნთშით ან ვენაში (100-125 მგ/კგ-დღეში) თანაბრად დაყოფილი დოზებით ყოველ 6-12 სთ-ში ერთხელ;

– გაურთულებელი გონორეა – 2 გ კუნთში ერთჯერადად (1 გ პრობენეციდი ინიშნება ინექციამდე 1/2 სთ-ით ადრე).

– თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭიროა სტეპტენის დოზის კორექცია. თუ კრეატინინის კლირენსია 40-80 მლ/წთ, პრეპარატის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 16 გ-ს (4 გ 6 სთ-ში ერთხელ), თუ 20-40 მლ/წთ -12 გ-ს (4 გ 8 სთ-ში ერთხელ), ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი ნაკლებია 20 მლ/წთ – 8 გ-ს (4 გ 12 სთ-ში ერთხელ).

– ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 6 გ-ს (2გ 8 სთ-ში ერთხელ), რადგან, ჰემოდიალიზის დროს გამოიყოფა პიპერაცილინის 30-50%, ყოველი დიალიზის სეანსის შემდეგ დამატებით შეყავთ პიპერაცილინის 1 გ.

14 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში სადღეღამისო დოზა შეადგენს 100-20 მგ/კგ თანაბრად დაყოფილი დოზებით ყოველ 6-8 სთ-ში ერთხელ ინტრავენურად;

მძიმე და გართულებული ინფექციების დროს (სეპტიცემია, სასუნთქი გზების, შარდ-სასქესო სისტემის ინტრააბდომინალური, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები) – 200-300 მგ/კგ, თანაბრად დაყოფილი დოზებით ყოველ 6-8 სთ-ში ერთხელ, ინტრავენურად.

თირკმლის უკმარისობის დროს რეკომენდებულია შემდეგი დოზირების რეჟიმი:

კრეატინინის კლირენსი 40 მლ/წთ

საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები:

არ საჭიროებს კორექციას.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები:

არ საჭიროებს კორექციას.

მძიმე ინფექციები: არ საჭიროებს კორექციას.

კრეატინინის კლირენსი 20-40 მლ/წთ

საშარდე გზების გაურთულებელი ინფექციები: არ საჭიროებს კორექციას.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები:

150 მგ/კგ-დღეში.

მძიმე ინფექციები: 200 მგ/კგ-დღეში.

კრეატინინის კლირენსი 20 მლ/წთ

საშარდე გზების გართულებელი ინფექციები: 75 მგ/კგ/დღეში.

საშარდე გზების გართულებული ინფექციები:

100 მგ/კგ/დღეში.

მძიმე ინფექციები: 133 მგ/კგ/დღეში.

ახალშობილებში დოზირება დადგენილი არ არის.

მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენს 7-10 დღეს და დამოკიდებულია დაავადების სიმძიმის ხარისხზე. კლინიკური სიმპტომატიკის გაქრობის შემდეგ მკურნალობა გრძელდება მინიმუმ 48-72 სთ.

პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკის მიზნით სტეპტენი ინიშნება ანესთეზიამდე 20-30 წუთიანი ინტრავენური ინფუზიის სახით. ინტრააბდომინალური ქირურგიული ჩარევის დროს: ოპერაციის წინ შეყავთ 2 გ, ოპერაციის დროს -2 გ და ოპერაციიდან ყოველი 6 სთ-ის შემდეგ -2 გ (არაუმეტეს 4 შეყვანისა) ინტრავენურად;

საკეისრო კვეთის დროს: ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ შეჰყავთ 2 გ და 2-3 გ პირველი შეყვანიდან 4 და 8 სთ-ის შემდეგ ინტრავენურად;

ვაგინალური ჰისტერექტომიის დროს: ოპერაციის წინ – 2 გ, 2-2 გ პირველი შეყვანიდან 6 და 12 სთ-ის შემდეგ ინტრავენურად.

აბდომინალური ჰისტერექტომიის დროს: 2 გ შეჰყავთ ოპერაციის წინ, 2 გ ოპერაციის შემდეგ და 2 გ 6 სთ-ის შემდეგ ინტრავენურად. პიპერაცილინის პროფილაქტიკური გამოყენება უნდა შეწყდეს 24 სთ-ის შემდეგ.

ინტრავენური შეყვანა

ინტრავენური ინექციისათვის პიპერაცილინის ყოველი 1 გ იხსნება 5 მლ სტერილურ საინექციო წყალში. მომზადებული ხსნარი შეჰყავთ ნელა, 3-5 წთ-ის განმავლობაში.

ინტრავენური ინფუზიისათვის პიპერაცილინის ყოველი 1 იხსნება 5 მლ სტერილურ საინექციო წყალში, ხოლო შემდეგ მიღებული ხსნარი განზავდება სასურველ მოცულობამდე (არანაკლებ 50 მლ). გამხსნელის სახით შეიძლება გამოყენებული იქნას საინექციო წყალი, დექსტროზის 5%-იანი ხსნარი, ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარი, რინგერის ხსნარი. მიღებული ხსნარი შეყავთ 20-30 წთ-ის განმავლობაში ან წყვეტილი ინფუზიის სახით 30 წთ-იდან 2 სთ-მდე.

ინტრამუსკულარული შეყვანა.

პიპერცილინის ყოველი 1 გ იხსნება 2 მლ ლიდოკაინის (ადრენალინის გარეშე) 0.5-1.0%-იან ხსნარში ან სტერილურ საინექციო წყალში. ერთ დუნდულოში შეყვანილი პრეპარატის რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს.

გვერდითი მოვლენები:

ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ჰიპერემია, ქავილი, გამონაყარი კანზე, ცხელება, ბრონქოსპაზმი, კვინკეს შეშუპება, რინიტი, კონიუნქტივიტი, ეოზინოფილია, იშვიათად _ ანაფილაქსიური შოკი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი, ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი;

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად – გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა, სისხლიანი განავალი, ფსევდომემბრანული კოლიტი, დისბაქტერიოზი, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მატება ჰიპერბილირუბინემია, ქოლესტაზური სიყვითლე;

სისხლის სურათის მხრივ: პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას – შექცევადი ნეიტროპენია, ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, ჰემოლიზური ანემია, კუმბსის დადებითი რეაქცია;

ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, გადაღლილობა, ძილიანობა, პარესთეზიები, ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის მომატება, კრუნჩხვები (ინტრავენურად მაღალი დოზების შეყვანისას);

შარდგამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შარდოვანას აზოტის და კრეატინინის კონცენტრაციის მომატება, იშვიათად – ინტერსტიციული ნეფრიტი;

ადგილობრივი რეაქციები: შესაძლებელია ტკივილი ინექციის ადგილას, ერითემა, ინფილტრატი, ჰემატომა, ფლებიტი;

სხვა: სუპერინფექცია (კანდიდოზის ჩათვლით), ჰიპოკალემია, ჰემორაგიული გამოვლინებები.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პენიცილინების, ცეფალოსპორინების და სხვა ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკების მიმართ;

* ინფექციური მონონუკლეოზი.

* ლიდოკაინის მიმართ მომატებული მგრძნობელობის  დროს მისი გამხსნელის სახით გამოყენება ინტრამუსკულარული ინექციისას დაუშვებელია.

ორსულობა და ლაქტაცია:

მონაცემები პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებაზე ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არსებოს; პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში შესაძლებლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი მკვეთრად სჭარბობს ნაყოფზე მოსალოდნელი უარყოფითი მოქმედების რისკს.

* პიპერაცილინი მცირე რაოდენობით გადადის დედის რძეში, ამიტომ ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

◄ სიფრთხილით ინიშნება ანამნეზში ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტებში, პენიცილინებისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებში შესაძლებელია აღინიშნებოდეს ჯვარედინი ალერგიული რეაქციები ცეფალოსპორინების მიმართ. ალერგიული რეაქციის განვითარებისას სტეპტენის მიღება უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ანტიალერგიული საშუალებები.

◄ სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის (სისხლდენების რისკის ზრდა) და ღვიძლის (მცირდება კალიუმის დონე სისხლის შრატში), ფუნქციის დარღვევა. თირკმლის უკმარისობით შეპყრობილ პაციენტებში საჭიროა დოზირების რეჟიმის კორექცია. პრეპარატით ხანგრძლივი მკურნალობისას აუცილებელია კალიუმის  რაოდენობის სისტემატური კონტროლი, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებიც იღებენ ციტოტოქსიკურ ან დიურეზულ საშუალებებს.

◄ სეფსისით შეპყრობილ პაციენტებში სტეპტენის გამოყენებისას შესაძლებელია ბაქტერიოლიზის რეაქციის განვითარება (იარიშ-ჰერკსჰეიმერის რეაქცია).

◄ ანტიმიკრობული პრეპარატების მაღალი დოზების გამოყენებამ დროის მოკლე მონაკვეთში გონორეის მკურნალობისთვის შეიძლება ხელი შეუწყოს სიფილისის ფარულ მიმდინარეობას. ამის გამო გონორეის მკურნალობის დაწყებისას რეკომენდებულია რომ პაციენტმა გაიაროს შემოწმება სიფილისის არსებობაზე.

◄ ისევე, როგორც სხვა ანტიბიოტიკების შემთხვევაში, პიპერაცილინის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის დათრგუნვა და Clostridium difficile-ს ჭარბი ზრდა, რაც ხშირად ხდება დიარეისა და ფსევდომემბრანული კოლიტის განვითარების მიზეზი. შესაბამისად, სტეპტენი სიფრთხილით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, განსაკუთრებით კოლიტის მქონე პაციენტებში.

◄ პრეპარატის უსაფრთხოება 12 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში დადგენილი არ არის.

ჭარბი დოზირება:

პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური მკურნალობა;

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. შრატში პიპერაცილინის მაღალი კონცენტრაციის შემცირება ხდება დიალიზის საშუალებით.

ნერვ-კუნთოვანი აგზნებადობის მომატების, კრუნჩხვების შემთხვევაში (ინტრავენურად პრეპარატის მაღალი დოზის შეყვანისას) ინიშნება ანტიკონვულსიური თერაპია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– პიპერაცილინი ახანგრძლივებს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მიერ გამოწვეულ მიორელაქსაციას.

– ბეტა-ლაქტამაზების მიმართ მდგრადი ამინოგლიკოზიდები, პენიცილინები, ცეფალოსპორინები აძლიერებს პრეპარატის ანტიბაქტერიულ ეფექტს.

– ციტოტოქსიკურ ან დიურეზულ საშუალებებთან სტეპტენის ერთდროული გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპოკალემიის განვითარება.

– პიპერაცილინის ერთდროული გამოყენებისას ანტიკოაგულანტებთან და სხვა პრეპარატებთან, რომლებიც აქვეითებს თრომბოციტების აგრეგაციას, მატულობს სისხლდენის განვითარების რისკი.

– პიპერაცილინის შერევა ამინოგლიკოზიდებთან ერთ შპრიცში ან საინფუზიო ხსნარში დაუშვებელია (იწვევს ამინოგლიკოზიდების ინაქტივაციას).

– ხსნარები, რომლებიც შეიცავს მხოლოდ ნატრიუმის ბიკარბონატს, ინტრავენური შეყვანისას არ გამოიყენება პიპერაცილინთან ერთად.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სტაფილოკოკური ანატოქსინი – Anatoxinum staphylococcus – АНАТОКСИН СТАФИЛОКОККОВЫЙ

ლათინური სახელი: Anatoxinum staphylococcus
აქტიური ნივთიერება: სტაფილოკოკური ანატოქსინი
(Anatoxinum staphylococcus)
მწარმოებელი: Medgamal, (რუსეთი)
შემადგენლობა: პრეპარატის შემადგენლობაში შედის სტაფილოკოკური ანატოქსინი. წამალი არ შეიცავს კონსერვანტებს ან ანტიბიოტიკებს.
გამოშვების ფორმა:
პრეპარატი გამოდის ამპულებში. თეთრი ფერის ხსნარი.
ფარმაკოლოგიური მოქმედება:
მოცემული სამკურნალო საშუალება ემსახურება გამომწვევსა და მის ტოქსინების მიმართ ორგანიზმის იმუნური პასუხის ინდუცირებას.
ფარმაკოდინამიკა და ფარმაკოკინეტიკა:
ანატოქსინი -ეს იმუნობიოლოგიურია საშუალებაა, რომელიც გამოიყენება აქტიური იმუნიტეტის გამოსამუშავებლად აცრილებში. მას იყენებენ სხვადასხვა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.
ანატოქსინი მიიღება ბაქტერიების ეგზოტოქსინების სპეციალური დამუშავებით, იგი არ ხასიათდება გამოხატული ტოქსიკური მოქმედებით, მაგრამ შეუძლია მოახდინოს ტოქსინის მიმართ ანტისხეულების გამომუშავების ინდუცირება.
ჩვეულებრივ, ანატოქსინები ეს პრეპარატებია, რომელსაც ამზადებენ გაწმენდილი კონცენტირებული ხსნარების სახით. სტაფილოკოკური ანატოქსინი სწორედ ასეთია.
მისი გამოყენება რეკომენდებულია არა მხოლოდ ინფექციის პროფილაქტიკის მიზნით, არამედ იმუნოდეფიციტური მდგომარეობისასაც.
როდესაც ანატოქსინი შეყავთ სისხლში, გამომუშავდება სპეციფიკური ანტისხეულები, ამის შედეგად განმეორებითი ავადობა თითქმის არ ხდება. როგორც მინიმუმი, მოცემული პათოლოგიის განვითარების ალბათობა მნიშვნელოვნად კლებულობს.
აღინიშნება ასევე, პრეპარატის აქტიობა არამონათესავე ანტიგენების მიმართ. ამ მიზეზით, მისი გამოყენება შეიძლება რიგი დაავადებების დროს, რომელიც პროვოცირებულია სხვადასხვა გამომწვევით.
გამოყენების ჩვენება:
მოცემული სამკურნალო საშუალება ნაჩვენებია სპეციფიური იმუნოთერაპიისთვის მწვავე და ქრონიკული სტაფილოკოკური ინფექციების დროს ზრდასრულ პაციენტებში.
უკუჩვენებები:
პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგი მდგომარეობებისას:

  • არაინფექციური წარმოშობის ქრონიკული დაავადებების გამწვავება;
  • მძიმე ალერგიული მდგომარეობა;
  • თავის ტვინის ინსულტი;
  • ღვიძლისა და თირკმელების მძიმე დაავადები;
  • ღვიძლის უკმარისობის გართულებული მდგოამრეობა;
  • კუჭქვეშა ჯირკვლისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები;
  • ბრონქული ასთმა;
  • სტენოკარდია;
  • ჰიპერტონული დაავადება (III სტადია);
  • ორსულობა;
  • ინფარქტის ადრეული სტადია.

გვერდითი მოქმედება:
სტაფილოკოკური ანატოქსინის გამოყენების დროს შესაძლებელია ალერგიული რეაქციები და შეყვანის ადგილის მტკივნეული შეშუპება.
გარდა ამისა, შესალოა გამოვლინდეს ისეთი გვერდითი რეაქციები, როგორიცაა უღონობა, ტემპერატურის მომატება, საერთო სისუტე, ძირითადი ინფექციის გამწვავება. ამ სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში არ არის მკურნალობის შეწყვეტის აუცილებლობა, თუმცა ზოგ შემთხვევაში სასურველია ინექციებს შორის შუალედების გაზრდა დროებით.
გამოყენების წესი და დოზირება:
პრეპარატი შეიყვანება კანქვეშ, ბეჭის ქვედა კუთხეში; ყოველი ინექცია მონაცვლეობით მარჯვენა და მარცხენა მხარეს. არ შეიძლება წამლის გამოყენება თუ ამპულის მთლიანობა დარღვეულია ან დარღვეული იყო შენახვის პირობები. ამპულის გახსნა და ინექციის გაკეთება უნდა მოხდეს ასეპტიკის წესების ზუსტი დაცვით.
კურსი გათვლილია შვიდ (7) ინქციაზე, 2დღის შუალედით, დოზის თანდათან მატებით. თავდაპირველად შეყავთ 0,1მლ პრეპარტი. ყოველ ჯერზე დოზა იზრდება 0,2მლ-ით; მას შემდეგ რაც მიიღწევა 0,9მლ დოზა, შემდეგი დოზა იქნება 1,2მლ, შემდეგი -1,5მლ.
სწრაფი კლინიკური ეფექტის შემთხვევაში კურსი შეიძლება შემცირდეს 5 ინექციამდე.
ჭარბი დოზირება:
დოზის გადაჭრბებაზე მონაცემები არ არის წარმოდგენილი.
ურთიერთქმედება:
პრეპარტის გამოყენება შესაძლებელია სხვა ზოგად და ადგილობრივ თარაპიასთან ერთად. მაგრამ არ შეიძლება მასთან ერთად იმუნოგლობულინებისა და ანტისტაფილოკოკური პლაზმის გამოყენება.

გაცემის პირობები:

პრეპარატი აფთიაქიდან არ გაიცემა. ის ვრცელდება ამბულატორიული და სტაციონარული ტიპის სამკურნალო დაწესებულებაში.
შენახვის პირობები:
პრეპარატი უნდა ინახებოდეს მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ, ბნელ ადგილზე. შენახვის ტემპერატურა -2-8 °С, დაუშვებელია ამპილის გაინვა.
შენახვის ვადა:
2 წელი. ვადის გასვლის შემდეგ დაუშვებელია ამპულის გამოყენება.

სტატურანი – STATURAN – СТАТУРАН

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა
ტაბლეტები 0,32გ:  შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
ზღვის ღრუბელას ექსტრაქტი (SPONGIA MARINA TOSTA IVERTA). . . . . . . . . D6
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
პოლივიტამინური პრეპარატი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის მიღებისას სიმაღლეში ზრდა მიმდინარეობს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლისა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მოწესრიგების გზით. პრეპარატი დამზადებულია ბუნებრივ სუბსტანციაზე და მისი მოქმედების მექანიზმი არ არის დაკავშირებული ორგანიზმში არასასურველ ჰორმონულ ცვლილებებთან. სტატურანი ინიშნება 15 წლამდე გოგონებსა და 18 წლამდე ასაკის ვაჟებში. 18 წლის ზემოთ პრეპარატი მიიღება, თუ ორგანიზმში ოსიფიკაციის პროცესი არ არის დასრულებული (რენტგენოლოგიურად დადასტურებულია, რომ გაძვალების ცენტრები არ არის დახურული).
ჩვენებები
სიმაღლეში ზრდის შეფერხება.
დოზირები რეჟიმი
სტატურანი მიიღება კვებამდე 30 წუთით ადრე. 7 წლამდე: 1 ტაბლეტი ერთხელ დღეში. 7 წლის ზემოთ: 2 ტაბლეტი ერთხელ დღეში.
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია 6 კვირის განმავლობაში, 2 – კვირიანი ინტერვალის შემდეგ სავალდებულოა პრეპარატის მიღების განმეორება ისევ 6 კვირა. საჭიროების შემთხვევაში პრეპარატის მიღების კურსი მეორდება ანალოგიური სქემის მიხედვით. სიმაღლეში ზრდა შეიმჩნევა კურსის ბოლოს ან 2 – კვირიანი შესვენების პერიოდში. ზრდის დინამიკა შეადგენს საშუალოდ 2 სმ-მდე თვეში.
უკუჩვენებები
არ არის გამოვლენილი.
გვერდითი მოვლენები
არ არის დადგენილი.

სტატინალი – STATINAL – СТАТИНАЛ

საერთაშორისო დასახელება:

SIMVASTATIN

მწრმოებელი: SPECIFAR S.A.

მოქმედი ნივთიერება: სიმვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ჰმგ-კო A-რედუქტაზას ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 10 ც.

1 ტაბ.

სიმვასტატინი ……………..  20 მგ

 

ვრცლად სტატიკორი

სტატიკორი-ავერსი – STATICOR-AVERSI – СТАТИКОР-АВЕРСИ

საერთაშორისო დასახელება:

SIMVASTATIN

მწარმოებელი: ავერსი-რაციონალი, საქართველო

მოქმედი ნივთიერება: სიმვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ჰმგ-კო A-რედუქტაზას ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ტაბ., შეფუთვაში 3 ბლისტერი.

1 ტაბ.

სიმვასტატინი ……….     10 მგ

1 ტაბ.

სიმვასტატინი …………    20 მგ

 

ვრცლად სტატიკორი

სტატიკორი – STATICOR – СТАТИКОР

საერთაშორისო დასახელება:

SIMVASTATIN

მწრმოებელი: DARNITSA

მოქმედი ნივთიერება: სიმვასტატინი

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:

ჰიპოლიპიდემიური საშუალება. ჰმგ-კო A-რედუქტაზას ინჰიბიტორი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:

შემოგარსული ტაბლეტები: კონტურულ შეფუთვაში 30 ც.

1 ტაბ.

სიმვასტატინი ……………   0.01 გ

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, სიმინდის სახამებელი, ბუთილჰიდროქსიტოლუოლი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, გასუფთავებული ტალკი, შემომგარსავი ნივთიერებების ნარევი Tabcoat TC Orange (ჰიპრომელოზა, პოლიეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), საღებავი Sunset Yellow FCF და Tabcoat TC Brown ჰიპრომელოზა, პოლეთილენგლიკოლი, გასუფთავებული ტალკი, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E172).

ფარმაკოლოგიურ თვისებები:

სტატიკორი ჰიპოლიპიდემიური პრეპარატია, რომელიც მიიღება სინთეზური გზით Aspergillus terreus-ის ფერმენტაციის პროდუქტიდან. ორგანიზმში იგი წარმოადგენს არააქტიურ ლაქტონს და განიცდის ჰიდროლიზს, რის შედეგადაც წარმოიქმნება ძირითადი მეტაბოლიტი _ ჰიდროქსიმჟავას წარმოებული, რომელიც აინჰიბირებს ჰმგ-კო A-რედუქტაზას (3-ჰიდროქსი-3-მეთილ-გლუტარილ-კოენზიმ A-რედუქტაზა).

ეს ფერმენტი წარმოადგენს ქოლესტერინის სინთეზის, როგორც საწყისი სტადიის კატალიზატორს, ასევე ამ პროცესის სიჩქარის დამთრგუნველს. იგი ამცირებს სისხლის პლაზმაში საერთო ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების, დაბალი (დსლპ) და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ძდსლპ) რაოდენობას, ხოლო მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (მსლპ) რაოდენობას ზომიერად ზრდის. ამის შედეგად მცირდება შეფარდება დსლპ/მსლპ და საერთო ქოლესტერინი/მსლპ. სიმვასტატინის აქტიური მეტაბოლიტი წარმოადგენს ჰმგ-კო A-რედუქტაზას სპეციფიკურ ინჰიბიტორს. იგი ჰმგ-კო A-სგან მევალონატის წარმოქმნის აქციის კატალიზატორია. რადგან ჰმგ-კო A-ს მევალონატად კონვერსიის პროცესი წარმოადგენს ქოლესტერინის ბიოსინთეზის ადრეულ ეტაპს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება არ იწვევს ორგანიზმში პოტენციურად ტოქსიკური სტეროლების დაგროვებას. გარდა მისა, ჰმგ-კო A ადვილად მეტაბოლიზდება აცეტილ-კო A -მდე, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ბიოსინთეზის მრავალ პროცესში.

პრეპარატი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის და დსლპ-ის დონეს ჰეტეროზიგოტური ოჯახური და არაოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის და შერეული ჰიპერქოლესტერინემიის დროს, როდესაც ქოლესტერინის რაოდენობის მომატება ითვლება რისკის ფაქტორად.

შესამჩნევი თერაპიული ეფექტი მიიღება 2 კვირაში, ხოლო მაქსიმალური ეფექტი _ 4-6 კვირის განმავლობაში. მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში საერთო ქოლესტერინის რაოდენობა უბრუნდება საწყის დონეს, რაც აღინიშნებოდა მკურნალობის დაწყებამდე.

ფარმაკოკინეტიკა:

სტატიკორს ახასიათებს მაღალი ხარისხის აბსორბცია. პერორალურად მიღებისას Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება დაახლოებით 1.3-2.4 სთ-ის შემდეგ, ხოლო კონცენტრაციის დაახლოებით 90%-ით დაქვეითება ხდება 12 სთ-ის შემდეგ, სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 95%-ს. ღვიძლის ქსოვილში შეღწევისას განიცდის `პირველადი გავლის~ ეფექტს. ჰიდროლიზდება აქტიური წარმოებულის _ ბეტა-ჰიდროქსიმჟავას წარმოქმნით; აღმოჩენილია ასევე სხვა აქტიური და არააქტიური მეტაბოლიტები.

აქტიური მეტაბოლიტების T1/2 შეადგენს 1.9 სთ-ს, გამოიყოფა ძირითადად ფეკალურ მასასთან ერთად (60%) მეტაბოლიტების სახით. დაახლოებით 10-15% გამოიყოფა თირკმელებით არააქტიური მეტაბოლიტების სახით.

ჩვენებები:

გულის იშემიური დაავადების დროს პრეპარატი გამოიყენება:

  • ზოგადი სიკვდილიანობის შესამცირებლად, გულის იშემიური დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირების ხარჯზე;
  • კორონარული და სისხლძარღვოვანი გართულებების რისკის შესამცირებლად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის;
  • ინსულტის და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლის რისკის შესამცირებლად;
  • კორონარული სისხლის მომარაგების აღსადგენად მიმართული ოპერაციული ჩარევის რისკის შესამცირებლად (აორტო-კორონარული შუნტირება ტრანსლუმინალური კორონარული ანგიოპლასტიკა);
  • კორონარული ათეროსკლეროზის პროგრესირების შესაჩერებლად.

ჰიპერქოლესტერინემიის დროს პრეპარატი გამოიყენება:

  • საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინ/დსლპ-ის შეფარდების შესამცირებლად პირველადი ჰიპერქოლესტერინემიის დროს, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არამედიკამენტური ღონისძიებები არაეფექტურია;
  • კომბინირებული ჰიპერქოლესტერინემიის და ჰიპერტრიგლიცერიდემიის დროს ქოლესტერინის დონის შესამცირებლად, როდესაც ჰიპერქოლესტერინემია წარმოადგენს რისკის ფაქტორს.

მიღების წესი და დოზირება:

სტატიკორის საწყისი დოზა განისაზღვრება პლაზმაში ქოლესტერინის შემცველობის მიხედვით და შეადგენს 5-10 მგ-ს დღე-ღამეში. დოზის მომატების შემთხვევაში უნდა იქნას დაცული 4 კვირიანი ინტერვალი. სტატიკორის სადღეღამისო დოზა, როგორც წესი, შეადგენს 40 მგ-ს. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა _ 80 მგ-ს. ოპტიმალური ეფექტი პაციენტების უმრავლესობაში მიიღწევა პრეპარატის მიღებისას დოზით 20 მგ დღე-ღამეში.

ჰომოზიგოტური მემკვიდრეობით ჰიპერქოლესტერინემიის დროს რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 40 მგ-ს (ერთჯერადად საღამოს) ან 80 მგ-ს სამ მიღებაზე (20 მგ დილით, 20 მგ შუადღისას და 40 მგ საღამოს). არასაკმარისი ეფექტურობისას და/ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ რისკის ფაქტორის (შაქრიანი დიაბეტი, გადატანილი ინსულტი ან რომელიმე სხვა ცერებრო-ვასკულარული დაავადება, პერიფერიული სისხლძარღვოვანი უკმარისობა და სხვა) არსებობისას, როგორც ჰიპერქოლესტერინემიით, ასევე მის გარეშე, დასაშვებია დოზის გაზრდა 80 მგ-მდე დღე-ღამეში.

გულის იშემიური დაავადების დროს საწყისი დოზა შეადგენს 20 მგ-ს დღე-ღამეში. აუცილებელობის შემთხვევაში დოზას თანდათანობით ზრდიან 4 კვირის განმავლობაში 40 მგ-მდე.

თუ დსლპ-ის შემცველობა 75 მგ/დლ-ზე (1.94 მმოლი/ლ) და საერთო ქოლესტერინის შემცველობა 140 მგ/დლ-ზე (3.6 მმოლი/ ლ) ნაკლებია, საჭიროა დოზის შემცირება.

ხანდაზმული პაციენტები და ასევე პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი და ზომიერი ხარისხის თირკმლის უკმარისობა, არ საჭიროებენ დოზის შემცირებას.

მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობის დროს (კრეატინინის კლირენსი

მიმდინარე დოზის გამოტოვების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის მიღება რაც შეიძლება სწრაფად.

თუ შემდეგი დოზის მიღების დროა, დოზის გაორმაგება საჭირო არ არის.

მკურნალობის დაწყებამდე და მის პროცესში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ჰიპოქოლესტერინულ დიეტაზე.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, გარდამავალი ხასიათისაა.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: დიარეა, მეტეორიზმი, გულძმარვა, მოვლითი ტკივილები მუცლის არეში, მადის დაქვეითება, გულისრევა, ღებინება. იშვიათად _  ჰეპატიტი, სიყვითლე, ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, ღვიძლის ცხიმოვანი გადაგვარება, პანკრეატიტი;

ცენტრალური და პერიფერიულ ნერვული სისტემის მხრივ: ასთენიური სინდრომი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, უძილობა, პარესთეზიები, პერიფერიული ნეიროპათია, დეპრესია, ტრემორი, წონასწორობის  დარღვევა, ფსიქიკური აშლილობა;

საყრდენ–მამოძრავებელი სისტემის მხრივ: მიოპათია, მიალგია, კუნთოვანი სისუსტე ან კრუნჩხვა, რაბდომიოლიზი, ართრალგია;

დერმატოლოგიური რეაქციები: გამონაყარი კანზე, ქავილი, თმის ცვენა, კანის სიმშრალე, პიგმენტაციის დარღვევა;

მხედველობის ორგანოს მხრივ: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, კატარაქტის პროგრესირება, თვალის კუნთების სისუსტე;

ალერგიული რეაქციები: ანგიონევროზული შეშუპება, მგლურასმაგვარი სინდომი, რევმატიული პოლიმიალგია, ვასკულიტი, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია, ცხელება, კანის ჰიპერემია;

ჰემატოლოგიური რეაქციები: ანემია, თრომბოციტოპენია, ეოზინოფილია, ედს-ის მომატება;

სხვა: გულისცემის შეგრძნება, დისპნოე, თირკმლის მწვავე უკმარისობა (რაბდომიოლიზის მიერ გამოწვეული), კფკ-ს დონის მომატება, სხეულის მასის მომატება, პოტენციის დაქვეითება.

უკუჩვენებები:

* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების ან სხვა ჰმგ-კო A–რედუქტაზას ინჰიბიტორების მიმართ;

* ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, შრატის ტრანსამინაზების მომატება დაუდგენელი მიზეზებით;

* ორსულობა და ლაქტაცია;

* პორფირიის დროს უსაფრთხოება დადგენილი არ არის;

* 18 წლის ასაკამდე უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.

ორსულობა და ლაქტაცია:

სტატიკორის გამოყენება ორსულობის დროს დაუშვებელია. არ არსებობს მონაცემები სიმვასტატინის გამოყოფის შესახებ დედის რძესთან ერთად, ამიტომ სტატიკორის გამოყენება ლაქტაციის დროს არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:

სტატიკორი სიფრთხილით ინიშნება ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს;

ანამნეზში ღვიძლის დაავადებების არსებობისას ორგანოს ტრანსპლანტაციის დროს, იმუნოდეპრესანტებით მკურნალობისას (რაბდომიოლიზისა და თირკმლის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის გამო);

მდგომარეობებისას, რომლებსაც შეუძლიათ გამოიწვიონ მძიმე ხარისხის თირკმლის უკმარისობა (მათ შორის არტერიულ ჰიპოტენზია, მძიმედ მიმდინარე მწვავე ინფექციური დაავადები, მძიმე მეტაბოლური და ენდოკრინული დარღვევები, წყლისა და ელექტროლიტური ბალანსის დარღვევები, ქირურგიული სტომატოლოგიურ ჩარევები, ტრავმები);

დაუდგენელი ეტიოლოგის კუნთოვანი სისუსტისა და მომატებული ტონუსის დროს;

ეპილეფსიის დროს;

18 წლის ასაკამდე.

პრეპარატით მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია ღვიძლის ტრანსამინაზების გარდამავალი მომატება. ღვიძლის ფუნქციის კონტროლი ტარდება მკურნალობის დაწყებამდე და რეგულარულად მიმდინარეობს მკურნალობის პროცესში, აგრეთვე პრეპარატის დოზის გაზრდისას. დოზის 80 მგ-მდე მომატებისას აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის კონტროლი ყოველ 3 თვეში ერთხელ. ტრანსამინაზების აქტივობის მდგრადი მომატებისას (3-ჯერ მეტი, ვიდრე თავდაპირველად) პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს.

ჰიპოთირეოზის, ნეფროზული სინდრომის დროს, ქოლესტერინის დონის მომატებისას თავდაპირველად ტარდება ძირითადი დაავადების მკურნალობა.

მიოპათიის განვითარების დროული დიაგნოსტირების მიზნით მკურნალობის დროს რეკომენდებულია კფკ-ს შემცველობის რეგულარული კონტროლი. მიალგიის, მიასთენიის და/ან კფკ-ს აქტივობის მნიშვნელოვანი მომატებისას პრეპარატის მიღებას წყვეტენ. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს კუნთოვანი სისტემის მხრივ რაიმე გამოვლინების შესახებ.

თირკმლის მძიმე უკმარისობის დროს სტატიკორით მკურნალობა ტარდება თირკმლის ფუნქციის კონტროლის ქვეშ.

პრეპარატი არ გამოიყენება როდესაც აღინიშნება I, IV და V ტიპის ჰიპერტრიგლიცერიდემია ფრედრიქსონის კლასიფიკაციით.

გრეიფრუტის წვენის მიღებამ შეიძლება გააძლიეროს სტატიკორით გამოწვეული გვერდითი ეფექტების გამოვლენის ხარისხი, ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: პრეპარატის მიღება არ ახდენს გავლენას სატრანსპორტო საშუალებებისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე. გამოკვლევების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის თანახმად პრეპარატის მიღებისას იშვიათად ვითარდება თავბრუსხვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების და მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება:

აღწერილა დოზის გადაჭარბების რამოდენიმე შემთხვევა. კლინიკური თვალსაზრისით რაიმე მნიშვნელოვანი სიმპტომები არ აღინიშნებოდა. მკურნალობა სიმპტომურია: ღებინების გამოწვევა, გააქტივებული ნახშირი, მნიშვნელოვანი სასიცოცხლო ფუნქციების კონტროლი, ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის მონიტორინგი, შრატში კფკ-ს დონის განსაზღვრა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:

– სტატიკორის იტრაკონაზოლთან, კეტოკონაზოლთან, ერითრომიცინთან, კლარითრომიცინთან, ტელითრომიცინთან, აივ-პროტეაზას ინჰიბიტორებთან (ინდინავირი, რიტონავირი, ნელფინავირი) და ნეფაზოდონთან ერთდროული გამოყენებისას მცირდება სიმვასტატინის მეტაბოლიტების გამოყოფის სიჩქარე, შედეგად იზრდება მიოპათიის განვითარების რისკი.

– ციკლოსპორინთან, დანაზოლთან, ამიოდარონთან, ვერაპამილთან, დილთიაზემთან სტატიკორის მაღალი დოზით მიღებისას ასევე შესაძლებელია მიოპათიის და რაბდომიოლიზის განვითარება.

– პრეპარატის გამოყენება სხვა ჰიპოლიპიდემიურ პრეპარატებთან, რომლებსაც თავის მხრივ შეუძლიათ გამოიწვიონ მიოპათია მონოთერაპიის დროს  (ჰემიფიბროზილი, სხვა ფიბრატები ან ნიაცინის დიდი დოზა), შესაბამისად იწვევს მიოპათიის განვითარების რისკის ზრდას. სტატიკორის

– ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან და ნიკოტინის მჟავასთან ერთდროული გამოყენებისას პრეპარატის დოზა არ უნდა აღემატებოდეს 10 მგ-ს დღე-ღამეში, ხოლო ამიოდარონთან და ვერაპამილთან ერთდროული გამოყენებისას _ 20 მგ-ს დღე-ღამეში.

სიმვასტატინისა და დიგოქსინის ერთდროული გამოყენება იწვევს სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციის ზრდას.

– სიმვასტატინისა და არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების გამოყენებისას შესაძლებელია ანტიკოაგულანტური ეფექტის გაძლიერება. პაციენტებში, რომლებიც იღებენ კუმარინულ ანტიკოაგულანტებს სიმვასტატინით მკურნალობის დაწყებამდე წინასწარ უნდა იქნას განსაზღვრული პროთრომბინის დრო. მკურნალობის დასაწყისში საჭიროა პროთრომბინის დროის მონიტორინგის ხშირი ჩატარება. შემდგომში, როდესაც დადგენილი იქნება პროთრომბინის დროის სტაბილურობა, მონიტორინგი ტარდება იმ ინტერვალით, რაც რეკომენდებულია პაციენტებისათვის, რომლებიც მკურნალობენ არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებით.

– სტატიკორი ეფექტურია როგორც მონოთერაპიის სახით, ასევე ნაღვლის მჟავას სეკვესტრანტებთან ერთად. პრეპარატი მიღებული უნდა იქნას კოლესტირამინის და კოლესტიპოლის მიღებამდე 1 სთ-ით ადრე ან მათი მიღებიდან 4 სთ-ის შემდეგ. მათი ერთდროული გამოყენების შედეგად შესაძლებელია სტატიკორის ბიოშეღწევადობის დაქვეითება.

შენახვის პირობები:

პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

Don`t copy text!